Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. შეგეშალა, 21-ის მაგივრად 22 გამოდის, ეს ისეთი ფაქიზი და საპასუხისლმგებლო თემაა, რომ ზეპირ ანგარიშს ვერ ვენდე და გალაქტიკის პირველი კომპიუტერი მოვიშველიე (კალკულატორი).
  2. კიდევ არ შეგიცვლია აზრი? დიდი ხანია, რაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღე? 2008 წელშიც ასე ფიქრობდი? და, თუ მაშინაც ამ აზრზე იყავი, ომში რატომ არ წახვედი? სამშობლოსაც გამოადგებოდი, გმირობაშიც ჩაგეთვლებოდა, თან შენს სურვილს აიხდენდი და დიდი შანსი გქონდა, რომელიმე დაქირავებული, ან ადგილობრივი "ბოევიკისგან" 9 გრამიანი საჩუქარი მიგეღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიკდივლზე ამდენი ლაპარაკის შემდეგაც კი, ყველაზე ძალიან შენ გეშინია და არ გინდა სიკვდილი, არ ვიცი რა მიზეზით დაიმუშავე საკუთარი ფსიქოლოგია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მხოლოდ შენი საკუთარი ფანტაზიების გავლენაა და არავითარი "სხვა გარემოება" არ ახდენს ზემოქმედებას, კი, გასაგებია, რომ რაღაცაზე გაქვს გული აცრუებული და ასეთი ფიქრებისთვის რაღაც მიზეზიც გაქვს, მაგრამ რამდენჯერაც ვინმე "დაგიბღვერს", იმდენჯერვე რომ სიკვდილი ინატრო, ეეე, სადა ბანაობ... თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სიკვდილს სერიოზულად არასდროს ინატრებ (და არც მინდა, რომ ინატრო, ან რატომ უნდა მინდოდეს?!), ქუჩის გადასასვლელზე როცა გადადიხარ, ფეხით მოსიარულეთა მწვანე შუქს ხომ ელოდები? ჩემი აზრით, სიკვდილზე მეოცნებე კაცი ასე არასდროს მოიქცევა, ამ შემთხვევაში ის ვარიანტიც გამორიცხულია, რომ სხვას არ გინდა ცოდვა აჰკიდო, საკუთარი თავის სიკვდილზე ფიქრით გაბოროტებული კაცი, შანსი არ არის ვიღაც უცნობის ბედით დაინტერესდეს, ხანდახან მგონია, რომ მაგრად გვეკაიფები ამ შენი ახირებით, მოკლედ, თავი ხელში აიყვანე და ცხოვრებაზე იფიქრე, დამიჯერე, ასეთი ფიქრებით სამუდამოდ დაიმახინჯებ ფსიქიკას, ასეთ ასაკში, რომ ასეთი მწარე პესიმისტი ჩამოყალიბდი ეგ უკვე მისახედი პრობლემაა, საწყენად არ მიიღო ჩემი სიტყვები, პირიქით, გულზე რომ მხვდება შენი პოსტები და გული რომ შემტკივა იმიტომაც დავწერე ამდენი, იმედია ისე მიიღებ ჩემს სიტყვებს, როგორი მნიშვნელობითაც დაგიწერე. ბოდიში, თუ რამეს საწყენად ჩათვლი, თუმცა სამაგისო ინტერესი ნამდვილად არ მაქვს. Do not think about the bad, it would interfere with a happy life!
  3. როდის რა იქნება, ან როგორ, კაცმა არ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ "მოდის"!
  4. ვაახ, ვეღარ გავიგე რა ვითამაშო, ის არ მეყოფა, რომ ამხელა კაცი თამაშებს ვქექავ? თან არც კი ვიცი რას ვეძებ, იმიტომაც მივასკდი სარბოლო სიმულატორებს, არა, რბოლებს ყოველთვის ვთამაშობდი და ვითამაშებ კიდეც, მაგრამ სხვა სტილიც "მომწყურდა", სულ რბოლები დამღლელია, ხანდახან დასვენების მიზნით მინდა რაღაც დავხურო, თორემ ცოტა ხანში ელიავაზე თუ მანქანის კარები ვიყიდე და შემოვიდგი მარცხნიდან, მერე ვარ ცოდო, წინ საჭე, მარცხნივ კარები, მარჯვნივაც ვინმეს მოვისვავ და ერთ დღესაც შეიძლება ქუჩაში დამინახონ, მარტო საჭე მეჭირება ხელში და წითელზე ვიდგები, მთავარია ღვედის გაკეთება არ დამავიწყდეს.
  5. მეორე ნაწილი არ ვარგა? არასდროს მითამაშია, თუ ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილ კაპრიზებს ცოტათი მაინც დააკმაყოფილებს, მაშინ გასინჯავდა კაცი. სტალკერის გრაფიკა ყველა ვერსიაში თითქმის იგივეა ხო? ვნახოთ, შეიძლება ვიფიქრო გადმოწერაზე და რომელი ვერსიაა ყველაზე საინტერესო? მიშას ეცოდინება, ვიცი, რომ უყვარს სტალკერი (თამაშიც და ფილმიც, ფილმი მიშას რეკომენდაციით ვუყურე და მაგრად მომეწონა, ეხლა "სოლარისი"-ს ყურებას ვაპირებ, მაგრამ ეს ფილმების ტოპიკში განვიხილოთ, აქ ხომ არ გავაოფებ?!)
  6. ეგ დავიწყე და რატომღაც შუა გზაში მივატოვე, ჩისტა კონსოლური სტილის თამაშია. მანდ სად გიწევს ფიქრი?
  7. ეგ ვიცი, მაგრამ მაგხელა ხმლის ქნევა არ მინდა, დიხანია არ მივარგა და მალე ვიღლები. dark messiah კი არ ვიცი, ეხლა გადავქექავ ინფორმაციას და ვნახოთ აბა, თუ მომეწონა მთლად კარგი. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი პირის საინტერესო თამაში მინდა, ფიქრი რომ მიწევდეს ისეთი. ბიჭო რა არის იცი, რაღაც სტილი ვერ დავუმუღამესავით, არადა ვატყობ, რომ სერიოზული დონის თამაშია, მაგრამ რაღაც სტრანნი სტილი აქვს, რომელიც საჩემო არ გამოდგა, ეგ და fallout ერთი დვიჟოკი იქნება უეჭველი და ვერც fallout მოვიწონე, 2-ჯერ ჩავწერე და 2-ჯერვე წავშალე, თავს ძალას ვატანდი მოვიწონოთქო, მაგრამ ეტყობა მთლად კარგად ვერ მაქვს საქმე, ჩემს თავს მე თვითონვე ვაოცებ, ისეთი სტრანნი გემოვნება მაქვს. ეუფ, ვნახე dark messiah და "ობვილიონ დვა" ყოფილა, ავტომატიდან სროლა მეზარება და ხმალაობის თავი მაქვს? აი ესეთი რაღაც მინდა: crysis + mafia + resident evil + real myst=ჩემს სტრანნი გემოვნებას, ანუ ქვესტივით ფიქრი რომ სჭირდებოდეს, მაფიასავით მისიები რომ იყოს, რეზიდენტივით ჩამთრევი და კრიზისივით პირველი პირის შუთერი, რა გამოვიდა? ოხოხოხო, სად შევტოპე, EA-ს შეშურდებოდა, არა რა, ხომ ვამბობ, მთლად დალაგებული არ უნდა ვიყო... :dabolili:
  8. ხო რა, სახლში ერთი Canon IXUS 80 IS მიგდია და ეგ არის, ბავშვები დაათრევენ დასასვენებლად როცა მიდიან. მაგრამ ერთი რაღაც ვერ მივხვდი, წარმოიდგინე კაცს უღებ სურათს, რომელიც დგას ქუჩაში და სურათი რომ გადავუღო მთლიანი ქუჩა ბუნდოვნად გამოჩნდება? ანუ ამ შემთხვევაში ქუჩა ხომ უკანა ფონია?! ჩვეულებრივი, სამოყვარულო დონის აპარატი არ შვრება ეგრე და... აბა მთლიანი ქუჩის სურათი რატომ გამოდის BLUR-ის გარეშე? საღოლ ძმაო, შენც კარგად გამოიყურები.
  9. ოოო, ეგ არ ვიცოდი, მეტყობა, რომ მე და ფოტოხელოვნება ისე ვართ, როგორც "ჭიჭიკია და პრიბორი".
  10. საღოლ შენ ძმაო, სერიოზულ სურათებს აძრობ, როგორც მოყვარულის დონე, 100 ბალიან შეფასებაში 100 ბალს დაგიწერდი სურათის უკანა ფონს BLUR-ის ეფექტს როგორ აძლევ, ფოტოშოპს ხომ არ ხმარობ და თვითონ აპარატი გაძლევს მაგის საშუალებას?
  11. ხოდა იყოს RPG, ოღონდ FPS-RPG, როგორც fallout, მაგ თამაშის გარდა პირველი პირის RPG იცი რომელიმე? თუ იცი მითხარი და სიამოვნებით გავერთობოდი, კაკ რას ეგეთ თამაშს ვეძებ, ვეძებ, ვეძე, ვეძებ და....... ჩემი ფეხები, ვერსად ვიპოვე.
  12. ჰაა, აღიარე, ხმა გამოვიდა, თუ კარებზე ყური გქონდა მიდებული?
  13. წელს უდავოდ ილიდერებს, ბეტა საკაიფო იყო და ეს უკეთესი იქნება, მაგრამ ამ FPS შუთერებს მაინც რაღაც "მარილი" აკლიათ რა, ადრე როგორ იყო, შეზღუდული სივრცე, შეზღუდული შესაძლებლობები, გზიდან ვერ გადაუხვევდი და ყველას თუ დახოცავდი თამაშს დახურავდი, ახალ, ბოლო თაობის თამაშებში კი, სივრცე გახსნეს საკაიფოდ, შესაძლებლობებიც საგრძნობლად მოემატა (თუნდაც იგივე კრიზისი, ნანო კოსტუმი და ასე შ...), მაგრამ სხვას არაფერს ამატებენ, მაგალითად, როგორც Falllout-შია, ნახევარი თამაში ისვრი და ნახევარიც სულ რაღაცის კეთებაში ხარ, აი ეს სტილი ჯერ ვერ მოედო მასიურად, მაგალითად GTA; MAFIA; MAX PAYNE; ესეთი თამაშები რომ გააკეთონ FPS-ის სტილში, სადაც მხოლოდ სროლა არ მოგიწევს და მინიმუმ თამაშის მესამედი მაინც ფიქრში იქნები, ცუდი იქნებოდა?
  14. არა, მე ფასიდან გამომდინარე არ მითქვამს, არც ის ვიგულისხმე, რომ 30 ლარიან კლავიატურას და მაუსს არ ვიკადრებ, თუნდაც იაფიანი იყოს, მაგრამ logitech-ს ავიღებ, ყველაფერი ხომ ძვირიანი არ აქვს?! არის იაფიანი logitech-ებიც, რომელსაც სიამოვნებით ვიყიდი, თუ ძვირიანის ყიდვის საშუალება არ მექნება, არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ხალხს, რომლებიც ამპარტავნების გამო თვლიან, რომ "რაღაც" არ ეკადრებათ და არ არის მათი დონისთვის შესაფერისი, საბედნიეროდ ეგრე არასდროს მიაზროვნია. Genius-ში ბევრჯერ აღმოვაჩინე უხარისხოობა და მაგის გამო დამეკარგა ინტერესი, ეხლა Rzaer-საც იგივე ემართება თავის ფავორიტ ბრენდთან დაკავშირებით, აღმოაჩინა, რომ თავისი უსაყვარლესი ბრენდი "ვერ ლავეს", ხოდა Razer-ს მეორედ კიდევ იყიდის? არა! მომხმარებელს თავი უნდა შეაყვარო, ესენი კი პირიქით აკეთებენ.
  15. გადავქექე რუსული ფორუმები და... ეგ პრობლემები არ აქვს, თუმცა 1-2 კაცი წერს, რომ სენსორული ღილაკები უბერავს (ხანდახან) რაც შეეხება დრაივერს, მაგაზე ცოტა პრობლემებია, როგორც კლავიატურა პრობლემა არ არის, გამოიყენებ, მაგრამ დამატებითი ფუნქციებისთვის ხომ დრაივერია საჭირო?! აი მანდ უკვე პრობლემები აქვს, თან არაერთი წერს, ბევრს აქვს ეგ პრობლემა. ეს არის ერთ-ერთი "აქსესუარების გამტესტველების" ფორუმიდან: "Заключение Cyborg Keyboard оставляет после себя крайне двойственные и противоречивые ощущения. С одной стороны, интересный дизайн и качественной исполнение аппаратной части изделия, с другой — бедный функционал и из рук вон плохая отлаженность идущей в комплекте программы. Отсюда возникает вопрос: а чем лучше эта клавиатура, чем та же PZ08AR? Безусловно, интересный дизайн, сенсорные кнопки, более эффективную подсветку и возможность отключения Windows-клавиш можно отнести к преимуществам, но вот только заплатить за них придется более чем вдвое больше. И, в общем, все бы ничего, но идущая в комплекте программа преподносит сюрпризы непосредственно с момента начала установки, вынуждая пользователя совершать множество движений и идти на различные ухищрения, чтобы она установилась. Но даже если это вам удастся — нет никакой гарантии, что она у вас заработает. У нас вот — не захотела. В целом, именно по этой причине нам сложно рекомендовать данную клавиатуру к приобретению. Можно, конечно, было бы написать «если вас не волнует работоспособность программного обеспечения, а клавиатура понравилась — берите смело»... но согласитесь, при цене, приближающейся к трём тысячам рублей, такое заявление выглядит по меньшей мере странно. Так что вопрос о покупке мы оставим на ваше личное усмотрение, а вот компании Saitek настоятельно посоветуем срочно обратить самое пристальное внимание на функциональность и работоспособность драйверов своих устройств"
  16. ყველაფერი რომ "გემრიელად" აქვს, შესახედავად მშვენიერ პროდუქციას უშვებს, ხარისხი ხომ ყველას კარგად მოეხსენება და ფასიც საკაიფო აქვს, იაფი არ ითქმის, მაგრამ ბრენდიდან, ნივთის ხარისხიდან და თანამედროობიდან გამომდინარე, მართლაც მშვენიერ ფასებს ადებენ. შენ არ გეწყინოს, მაგრამ genius-ს პატივს არ ვცემ, მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და ხარისხში მაინც ვერ დაიხვეწა, რაღა ACME და რაღა genius, ორივე ერთი ბაღლინჯოა.
  17. მე მსოფლიოში კაცი არ მეგულება, ვინც 2 მილიწამსა და 5-ს შორის სხვაობას დაინახავს, ეგ ჩვენების ხარისხის აღმნიშვნელი კი არ არის, არამედ იმის საზომია, თუ რამდენად დამღლელია მონიტორი თვალისთვის, ეგ არის პიქსელის ფერის შეცვლის დრო (მილიწამი) და რაც უფრო მცირეა, მით უკეთესი, ეს ყველამ ვიცით, არადა თვალი ასე ერთი შეხედვით ვერ აღიქვავს, მაგრამ დროთა განმავლობაში იღლება, თუმცა ამ მილიწამებთან დაკავშირებით ხშირად ტყუვდება მყიდველი იმაში, რომ ეგ 2-5 მილიწამი არის პიქსელის შავი ფერიდან თეთრზე გადასვლის დრო, იმას კი არავინ კითხულობს, რომ სხვა ფერებზე რა ხდება, მაგალითად წითლიდან მწვანეზე გადასვლა, რაც მინიმუმ 15 მილიწამია, ზუსტად ეგ ანგრევს თვალს და არა შავიდან თეთრზე გადასვლის 5მწ, რა თქმა უნდა ესეც მოქმედებს, მაგრამ თვალის დაღლისთვის RGB ფერების შეცვლაა მთავარი, CRT (კინესკოპურ) მონიტორს ეს პრობლემა საერთოდ არ აქვს, სამაგიეროდ ასხივებს, LCD-ს დასხივება არ აქვს, სამაგიეროდ თვალს გღლის, ეგრეა, "ვარდს უეკლოდ ვერ მოკრეფ" რაღაც უნდა დათმო.
  18. OK ვახ, ნახე რავარი სამი შვიდიანი დავსვი (პოსტების რაოდენობა) ამის მერე აღარც დავპოსტავ, მენანება :givi:
  19. აჰა, გასაგებია. LCD გაწყობს? მე 3D-ს ხათრით ვიტყოდი "გავარტყი LED-სთქო" და ავიღებდი 3D LCD-ს.
  20. რატომ ასეთი ტონით? მე ხომ საწყენად არ მითქვამს?!
  21. 2 პრობლემაა... (ეგ იმიტომ, რომ მაინც და მაინც სამსუნგი გინდა) 1. Samsung 2233RZ აი ეს მოდელია, მაგრამ არც EBAY-ზე და არც AMAZON-ზე ახალს არ ყიდიან, არის მხოლოდ ნახმარი და ღირს 300$. 2. ეს მონიტორი არის მხოლოდ LCD და არა LED. ისე, სამსუნგზე ბევრად უკეთესი ჩვენება სხვა ბრენდებსაც აქვთ, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.