Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. რავიცი, ჯერ ისეთი ცოდნა არ მაქვს, რომ ეს აღარ მეყოს, მაგამდე მივიდეს საქმე და... ვაჟბატონო, შენთვითონ არ მეუბნეოდი, რომ 2010 არ მომეწონა და 2009-ზე ვარ ისევო, აბა გაიხსენე, ასეთი ბებერი და მუშა ვერსია ეხლა აღარ მოგწონს ხომ? :crash:
  2. კარგია, შარშან შენ მომეცი ეგ ლინკი და იმი სმერე სულ მაგას ვხმარობ, ადრე სხვა 2009 ჩავწერე და რაღაც ბაგები ჰქონდა, რაც ამ ლინკიდან გადმოვიწერე მუშაობს ჯიგრულად (საინსტალაციოც შევინახე). მიშა, შენსავით ვიცოდე 3D max- და ფუ-ს ვიტყვი? გასაგებია, რომ მობეზრებული გაქვს, მაგრამ ბოლო-ბოლო ეგეც ხომ ხელოვნებაა.
  3. სუფრაზე ხომ არ გაგაბრზეს, რაღაც ისეთი მუღამი გაქვს ხოცვა-ჟლეტის რომ... :D
  4. ანინსტალი მივცე ხო, თუ გადავაწერო და ორივე მქონდეს?
  5. მიშიკო, შენს მოცემულ v-ray 1,5 DEMO-ს ვხმარობ და ეს უკეთესი ვერსიაა? P.S. ის 1,5 დემო კი არის, მაგრამ დემოს დაკრეკვა რატომ სჭირდება?
  6. რაზე უნდა გადავიდნენ? ამხელა ოკეანეში "მოღლეტილი" კუნძულებია, გაზი მაგათ არ აქვთ და ნავთობი, შესცქერიან ცენტრალურ აზიას, ნავთობსაც ყიდულობენ, გაზსაც და ურანსაც. მალადეც ძმაო, მაგარი ერია, ჭიანჭველებივით ფუსფუსებენ, უზომოდ მშრომელი ხალხია, მაგათ რომ 3-4 იმხელა ფართობი მისცა, რაც აქვთ, მიმიქარავს ემირატების აღმშენებლობა, არც ისე აკლიათ, მაგრამ ემირატები პლანეტის საოცრებაა მშენებლობაში (თუმცა კრიზისი მერე მანდაც სერიოზულად ჩაკვდა ყველაფერი) საწყენად ნუ მიიღე. აქვე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, ხანდახან "ჯიგრულად" და შინაურულად ვიცი ხოლმე რაღაცის თქმა, მაგრამ არავის შეურაწყოფას არ ვფიქრობ, ისე გეუბნევით, როგორც ახლობელს ვეტყვი, შინაურულად და იმ გაგებით, რომ ჩემს სიტყვებს მიიღებს, როგორც ახლობლისას, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობთ ერთმანეთს (მიშას გამოკლებით), 33 წლის ვარ, 16-18 წლის ბიჭს რა უნდა ვაკადრო, ან რატომ, ყველა უზრდელი კაცის დედა ვატირე, ყველას გიყურებთ პატარა ძმებივით და ნუ იძაბებით, რაღაცას რომ დავწერ ერთ სტროფს ბოდიშის მოხდას ვუთმობ, რომ სხვანაირად არ გამიგონთქო, ვაა, ეს ინჩა მაზალო ტიპას ცავატანემ. აჰა, სიცილის სმაილსაც დაგიდებთ, რომ დაძაბულად და "როჟებშეკერილი" არ გამოვიყურებოდე უუუუი, სმაილი შემშლია :gigi:
  7. გეთანხმები. P.S. სად დაიკარგე? სკაიპიც სულ გათიშული გაქვს და forum.ge-ზეც აღარ ჩანხარ. skinhead ეგ თითქმის ეგოიზმია, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და სხვის ფეხებზე დაკიდება არ შეიძლება, რა დაგიშავეს იაპონელებმა? ეხლა არ მითხრა მე-2 მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მოკავშირეები იყვნენ და ღირსები არიანო, იმიტომაც მიიღეს ჰიროსიმა და ნაგასაკი, მაგრამ დღეს რას გიშავებენ? თუ იმიტომ სჯი, რომ GT5 ვერ გამოუვიდათ კარგი? :D
  8. გეფიცებით, არ ვიცი როგორ, ან რატომ, მაგრამ, როგორც კი სკქრინშოტს შევხედე მივხვდი, რომ სრულყოფილი ნაგავი უნდა ყოფილიყო, ვატყობ არ შევმცდარვარ. შემქმნელები ვინ არიან? არამგონია მოწინავე ბრენდის იყოს, სკრინშოტში არ იგრძნობა "ფუფუნება", ანუ იმას ვერ ვგრძნობ, რომ ფული არ დაიშურეს და მაქსიმალურად ჩადეს სული და გული, ან ჩადეს, მაგრამ "ჩამდებლები" არ ვარგოდნენ, შესაფერისი დონე არ ჰქონდათ, რაც ერთი შეხედვითაც იქრძნობა, შეიძლება ძალიან ვცდები, მაგრამ შევადაროთ კრიზისის ნებისმიერ სკრინშოტს და რამხელა სხვაობა იქნება, ნებისმიერი სახის პროდუქციამ, იქნება ეს თამაში თუ სურსათი, პირველივე შეხედვით თუ არ მოგხიბლა, მერე სხვა თვალით უყურებ და ძნელია პლიუსების დანახვა, მიუხედავად მათი რაოდენობისა, ეს "კლიენტის" ელემენტარული ფსიქოლოგიაა.
  9. ეგ როგორ, ყოველ დარეკვაზე??? უხ გენაცვალე რა, აპარატურა უდგიათ სუპერთანამედროვე, ამათი დებილი დედა ვატირე მეც მაგათი აბონენტი ვარ და 1 თვე ვჩალიჩობდი, რომ ტელეკომის ინტერნეტი დამედგა, მეზობელი არის ტელეკომის აბონენტი და 60 მეტრიანი შნური გავჭიმე, რომ ინტერნეტი მომეყვანა ჩემამდე. შენს ნეტს ლოკალზე არაუშავს, მაგრამ გლობალი აქვს საშინელი, თავიდან ოფისში დავურეკე და ვკითხე, რა ფასიანი პაკეტი უნდა ავიღო, რომ გლობალი კარგი მქონდესთქო და პაკეტს მნიშვნელობა არ აქვსოოო, ყველა ფასიანზე 56კბ/წმ სისწრაფე გექნებაოოო, ხოდა ქუდმოგლეჯილმა გავუთიშე, თუ გლობალი არ მექნება, ეგეთი არც ლოკალი მინდა.
  10. იაპონიაში მაგის გარეშე არ არის ადგილი, თან მთლიანად კუნძულია (+პატარა კუნძულები) ასე რომ ვერსად დაემალები ცუნამის, ერთი ცოტა ჩრდილო-დასავლეთით არ აქვთ მაგ დონის საფრთხე, იმიტომ, რომ ოკეანის მაგხელა სივრცე არ არის, როგორც აღმოსავლეთით და სამხრეთით, დასავლეთით ჩინეთი და სამხრეთ კორეა ყავს "ჯავშნად" და ჩრდილოეთით რუსეთი, თორემ დანარჩენი 2 მხრიდან მეგაცუნამი რომ წამოვიდეს, იაპონია აღარ იარსებებს რუქაზეც კი.
  11. შენ გეტყობა 24 ინდექსიანი (ან 69) ატეესი გაქვს, ესეიგი ნახალოვკელი ხარ :D
  12. გასაგებია, მაგრამ ჩემი სამოყვარულო canon არ შვება ეგრე, ჩემი აივნიდან თითქმის მთელი თბილისი მოსჩანს, აივანზე რომ ბავშვს გადავუღო სურათი მთელი თბილისი გამოჩნდება "ჩოტკად" (სამწ.ეს სიტყვა ქართულად ვერ გავიხსენე), ფოკუსირება როგორ გავაკეთო ბავშვზე ისე, რომ თბილისი და-bokeh-დეს? ჩემს აპარატს მხოლოდ ავტოფოკუსირება შეუძლია. აი ეს აპარატი მაქვს, წინა გვერდზე შემეშალა და სხვა მოდელი დავწერე (canon ixus 80is), თურმე ეს ყოფილა. canon ixus 850.
  13. ორთავიანს არ ვგულისხმობ. 2MB სისწრაფით.
  14. 2-იანი ხაზი გაქვს?
  15. ოპერის ქეში გავასუფთავე და გამოსწორდა.
  16. მეც მაგას ვამბობ, ოღონდ ინგლისურადაც რაღაცეებს მაინც ვხლაფორთობ, ელემენტარულ სალაპარაკო დონეს თითქმის ვქაჩავ, მაგალითად: koba: guram, tell me, what is size of your ass? guram: size of my ass is very big. koba: very fine. guram: are yoo gay? koba: hmm... to be continued.
  17. მეც მაგის მეშინოდა რუსულად არის, ინგლისური რომ იყოს კიდევ ხო, "გაქცეულის მობრუნების" დონეზე ვფლობ, მაგრამ 33 წლის კაცმა როგორ შეიძლება რუსული არ იცოდეს?! თქვენ კიდევ ხო, პატარები ხართ და "მეორე ენად" ინგლისური გაქვთ, ჩვენ დროს რუსული იყო, არადა სიამოვნებით გავცვლიდი ჩემს რუსულს ინგლისურში, ცოტა თანხასაც დავამატებდი მოკლედ, shadow of the chernobil-ზე შევჩერდი, ამით დავიწყებ.
  18. "არ გესმის დიალოგები"-ში რას გულისხმობ? :xeli:
  19. გასაგებია. ლინკს ხომ ვერ დამიგდებდი? ვსინჯავ ერთი როგორია. ვნახე, მაგრამ ეგენი 0-დან დასაწყებად ცოტა რთული ხომ არ არის?
  20. რაღაცით ხომ უნდა ავიდეს, თუნდაც 1-ზე?! ჯერ ეს სინჯოს და მერე თვითონ გაიკვლევს გზას, რაც მე მაგ გაკვეთილების კითხვაში ვარ, რაც მე მაგის დისკებს ვყიდულობდი, "მშრალი ხიდი" გავამდიდრე, უჯრა მაქვს სავსე 3D max-ის გაკვეთილებით და მოდელების და ტექსტურების კრებულებით. მაშინ სხვა გზას უნდა მიმართოს და კურსებზე იაროს, თუ ეს არ უნდა, აბა როგორ უნდა ისწავლოს თავისით? მითუმეტეს, როცა 0-დან იწყებს.
  21. ოო, ეგ კი არასდროს მიცდია, რომ არ ვეძებო, ბარემ აქვე მითხარი სად არის.
  22. 35, მაგრამ ახალ გადაყენებულ ვინდოუსზე ოპერას როცა ჩავწერ ხოლმე, თავიდან საკაიფოდ მუშაობს, ალბათ 1 კვირა ძლებს.
  23. ვხმარობ ოპერას, მაქვს სილქნეტის 4MB DSL ხაზი, გადმოწერის სისწრაფე მაქვს 420-430კბ/წ და მუშაობს სტაბილურად (ადრე ცოტა ჩავარდნები ჰქონდა და გამოასწორეს), მაგრამ პრობლემა რაშია, გვერდების გახსნას ცოტა დიდ დროს ანდომებს, მაგალითად ჩვენი ფორუმის, GOL.GE-ს, forum.ge-ს და ასე შემდეგ, fail.ge-ს კარგად ხსნის, მე რატომღაც ოპერას ვაბრალებ, თქვენ რას ფიქრობთ? ვინდოუსი ნორმალურად მუშაობს, მაგას ნამდვილად ვერ დავაბრალებ. აბა წამოვიდა ცხელ-ცხელი ვერსიები, ვინ რას ფიქრობთ?
  24. ჰა აბა, სტალკერის ყველაზე "მხეცი" ვერსია მითხარით, თქვენ რას მირჩევდით ბატონო მიხეილ?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.