მაშინ თემა უნდა გაგეხსნა ისე, რომ შენთვის ერჩიათ რომელი ფლეიერი ჯობია ჩვენების ხარისხით, შენ რაც დაწერე ჩვენც იმაზე გიპასუხეთ, ზომა საერთოდ არ უნდა გეხსენებინა (გაფართოვებას ვგულისხმობ), თავიდანვე რახანც გაფართოვებაზე გაამახვილე ყურადღება ვიფიქრეთ...(ის, რაც ვიფიქრეთ).
რასაც შენ წერ, რომ კლასიკი ჯობია გომ-ს, მანდ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს რა ზომის ვიდეოა, თუ თვითონ ფლეიერი ჯობია, ესეიგი ჯობია და მორჩა, ის უკეთესი იქნება დიდ პიქსელებზეც და პატარებზეც, არაფერ შუაშია გაფართოვება, ეგ არის დამოკიდებული თვითონ ფლეიერზე, ანუ რა დონეზე აღიქვავს ფერებს, კონტარსტს (brightness არ ვიცი ქართულად როგორ არის) და ასე შემდეგ, რაც, დამოკიდებულია კოდეკებზე, რომლებიც თვითონ ფლეიერშიც არის ჩადებული.
აი ესენი მოსინჯე, ერთ-ერთი საუკეთესოებია "Light Alloy", "Zoom Player" და "BSPlayer"