Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ჩერნობილის რადიაცია, როგორც ასეთი ჰაერში კი არ არის, ჰაერში იყო თავიდან, რამოდენი დღე, მერე იჟღინთება ნებისმიერ მატერიალში, დაწყებული ქვით, მიწით, მეტალით და დამთავრებული წყლით, (ტყვიაში შედარებით ნაკლებად, იმიტომაც იყენებენ ტყვიის მასალას ურანის იზოლაციისთვის), რაც შეეხება ჩერნობილს, მანდ ეგ ტერიტორია დასხივებული იქნება სამუდამოდ, არასდროს გამოდის რადიაცია მატერიიდან, ავიღოთ მეტალი, თუ ერთი გაუჯდა, რომც გადაადნო მაინც დარჩება, რადიაციული ნივთი სამუდამოდ უვარგისია, უნდა გაიტანო კოსმოსში და გაუშვა ჯანდაბისკენ, რაც ძალიან ძვირი ჯდება, იმდენად ძვირი, რომ შეიძლება ჩავთვალოთ განუხორციელებელ მეთოდად. მაგაზე მთელი ამბები იყო, მიუხედავად ხელისუფლებისგან დაჟინებული მოწოდებისა და გაფრთხილებისა, მარადიორები მაინც დაერივნენ და გასხვიპეს მიტოვებული სახლები, 1 ცალი კოვზიც კი არ დატოვეს, ის კი არ იცოდნენ, რომ საშვილიშვილო შარი აიკიდეს.
  2. რას ამბობ, შენი დახმარებით რამდენი რამე გავიგე, თან ხომ იცი, რომ ჩემთან შედარებით მართლა ექსპერტი ხარ, შენი ცოდნა მქონდეს მეტი არ მინდა.
  3. მიხეილ, ისეთ პროექტს შევეჭიდე, რომ ჩემი ცოდნის დონით მაგრად დავიტანჯები, ვნახოთ რა გამომივა, დიდი არაფერი, მაგრამ იმედია შენს მოწონებას დაიმსახურებს.
  4. Senior CG Generalist შენ ხომ არ იცი მატერიალები როგორ შევინახო? მიხეილ, Noise-ს ვერ ვუწევ, რომ ჩავწერ 0,001-ს თავისით ისევ 0,01-ზე დგება.
  5. მიშიკო, ერთი შენს გახარებას, მატერიალების შენახვა მასწავლე რა, დავუშვად ნიკელი რომ გავაკეთო და ბიბლიოთეკაში მქონდეს, როცა დამჭირდება ჩამოვტვირთო, მაგისთვის არ აქვს Mtl Library?
  6. მაინც ვერ გავიგე "გლობალის ჩართვა" რას ნიშნავს, ის ვიცი, რომ უკეთესია, მაგრამ კონკრეტულად რა როლს ასრულებს? თან ფაქტია, რომ სერიოზულ რაღაცას იღებს თავის თავზე, მაგის ჩართვის შემდეგ რენდერის დრო გამიორმაგა. რაიყო, რამ გაამწარათ ბიჭო ბიჭო, მაგის რენდერს რა ხარისხი ექნება? შეგიძლია მაგის რენდერის სურათი, ან ლინკი დადო? მინდა შევხედო რას ჯადოქრობს ასეთს. აღარ გინდა, მივაგენი და... :wow:
  7. ჰმმ, კარგი აზრია, გადაყრიდა კაცი 1000 ლარს. ჩემი პროფესიონალიზმის ქე მოგეხსენება, ისიც მოგეხსენება, რომ ჩემნაირი ცოდნა 1000 ლარზე მეტი დაჯდება, სამაგიეროდ გადახდილი არ მაქვს 15 ლარზე მეტი, ეგეც 2 DVD-ს თანხაა, რომელიც ვიდეოკურსის დისკებში მივეცი. თუ ასეთ თანხებს იხდიან სწავალაში, კი გავხსნიდი 1 სასწავლო ცენტრს, ამაზე კარგი ბიზნესი რა გინდა? ჩადებ 15-20 ლარს და მთელი ცხოვრება მოდის და მოდის ფული. ხუმრობა იქით იყოს და, ზუსტადაც რომ ეგრეა, ვიღაცამ გაიარა 200-300 ლარიანი კურსი და არიქა, ჰოლივუდის დონის "მე-მაქსეა" შეაგდებს განცხადებას, "ვასწავლი 3D მაქსს იაფად და ხარისხიანად", ვიღაც ჩემნაირი წამოეგება ანკესზე და ეგ არის, ხალხს მაქსის ცოდნა "ჩაიდანის" მოდელირება ჰგონიათ, 2 წელია ინტერნეტი დავტკეპნე ტუტორიალების ძებნაში და კი ხედავ რასაც წარმოვადგენ, "აი ია" ძლივს ვისწავლე, ამათ კიდევ 1 თვიანი კურსით ჰოლივუდში წასვლა უნდათ.
  8. ალბათ აქცენტი მოდელირებაზე გააკეთა, თორემ რენდერი როგორ არ ასწავლეს? 1000 ლარი გადავიხადო და მხოლოდ მოდელირებაში?
  9. ეგრეა ძმაო. ძმაკაცის ბავშვს უნდოდა მაქსის სწავლა და გაზეთში განთავსებული რეკლამის ნომერზე დავრეკე, აიღო ახალგაზრდა გოგომ და ვეკითხები, ნუ ფასი და კურსის ხანგძლივობა თავისთავად და ბოლოს ვკითხე, ამ ფასში (80 ლარი) რა დონეზე ასწავლითთქო, მთლიან კურსს თუ გაივლის "5+"-თო, ბოდიში, რომ თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი შემაქვს, მაგრამ მეეჭვება თქვენი სიტყვები სიმართლე იყოსთქო, რატომო, იმიტომ, რომ 5-ანზე მცოდნე საქართველოში არ არსებობსთქო (თან 80 ლარში რომ 5-იანზე გასწავლიან, ის ცენტრი ხომ გასაუქმებელია), აბა რა ნიშანზეო, 4-ანზე მცოდნე გვეყოლება რამოდენიმე კაცითქო, ხოდა მაშინ ჩვენც 4-ანზე ვასწავლითო, ტელეფონი გავთიშე და ძმაკაცს ვუთხარი სხვა სასწავლო ცენტრი მოვნახოთთქო და ბოლოს რაღაც ვნახეთ, 200 ლარად 1 თვეში აზრზე მოიყვანა, დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც შეეძლო. ეხლა ამერიკელს რომ უთხრა, ჩვენთან 40-50$-ში მაქსის პროფესიონალად გადაიქცევიო, წარმოგიდგენია რა სახეს მიიღებს? ხალხი წლობით სწავლობს და რამოდენიმე 1000$ უჯდება და ჩვენ 50$-ში "მხეცებს" ვზრდით.
  10. საღოლ, მომეწონა. მენტალიც კარგი ყოფილა, მაგრამ v-ray-სთან შედარებით არაბუნევრივად გამოიყურება, როგორც კი შეხედავ ხვდები, რომ ეს სცენა გრაფიკული პროგრამის შვილია, v-ray კი სულ სხვაა, თუ საკმარისი დონის ცოდნა გაქვს, კაცს ისე შეაპარებ v-ray-ს რენდერს, რომ იფიქრებს რომელიღაც ოთახს გადაუღო სურათიო, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ეგ ოთახი არ არსებობს.
  11. დღევანდელი 2-3 საათიანი ტანჯვის შედეგი. მინდორისთვის ტექსტურების მოძებნა დამეზარა და რაღაც სურათი დავადე.
  12. მე მეკითხები? თვითონ პროგრამის არსი ტუტორიალებით ვისწავლე, მაგრამ ეს პროექტი მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა, 0-დან გავაკეთე, იმიტომაც გამოვიდა დეფექტებით. 3D max-ს იმდენი წვრილმანი და ნიუანსი აქვს, რომ ტუტორიალებით ძალიან დიდი დრო და წვალება გჭირდება კარგი შედეგის მისაღწევად, შეიძლება კარგი სცენა შექმნა, მოდელირებაც კარგად იცოდე და მაგ დროს ფიქრობ, რომ ოოჰ, ამას რა უნდა, მთავარი ხომ გავაკეთეო, მაგრამ რენდერზე იმდენი იწვალო (ცოცხალი მაგალითი აქ ვარ), რომ თუ ნერვები არ გეყო, შეიძლება შუა გზაში მიატოვო. თავიდან მეგონა, რომ მთავარია მოდელირება ვისწავლო და დანარჩენს რა უნდათქო(იმედია იცი მოდელირება რას ნიშნავს, თუ არ იცი გეტყვი, ეს არის რაიმე დეტალისთვის სასურველი ფორმის მიცემა, ანუ მოდელის შექმნა, თვითონ სიტყვაც გეუბნევა), თურმე მოდელირებაზე მთავარია ტექსტურები და ყველაზე ძნელი რაც არის (ჩემთვის)განათების და რენდერის სწორი პარამეტრების შერჩევაა, რაშიც უკვე მაგრად ვიჭედები, კიდევ მიშამ მომიყვანა ცოტა აზრზე, თორემ მთლად ჩლუნგი ვიყავი, ეხლა შედარებით ცოოოოტა უკეთესობას ვგრძნობ. მოკლედ, ძალიან მონდომებული უნდა იყო და კარგი ნერვებიც უნდა გქონდეს, ისე არაფერი გამოგივა.
  13. მარმარილო არ მომეწონა და შევცვალე. კედლები არ მომწონს, ლაქები ცუდად ჩანს, ხვალ ჩავუჯდები და იქნებ რამე გამომივიდეს, თუ არადა რამე ტექსტურას დავადებ შპალიერის პონტში.
  14. რაღაც კი გამოვიდა, მაგრამ შენი დამუშავებულის ეფექტს მაინც ვერ ვიღებ
  15. აჰა, გასაგებია.
  16. აშკარად ეგრეა, შენი გაკეთებული რომ შემაქვს ამას მიწერს, ვაწვები OK-ს. რენდერის დროს კი ესენი ამოყარა:
  17. 2,4-ზე იდგა და 4-მდე ავწიე, ეხლა დავარენდერებ, მოკლედ, რომ აღარ შეგაწუხო ექსპერიმენტებს ჩავუტარებ და ვნახავ რას მომცემს. დავუშვად ოთახს არა და კონკრეტულ ნივთს ვუკეთებ რენდერს, რომელზეც მხოლოდ სიბრტყე (რაზეც დევს ეს ნივთი, მაგალითად მხოლოდ თეთრი ფერის დაფა) ჩანს, რომელი განათება ვიხმარო, მზე, თუ VRayLight?
  18. ვერ ვიპოვე ეგეთი ციფრები.
  19. შენსას რა რეალური განათება აქვს, ჩემი ძალიან ბნელი გამოდის, მზე დასახვეწი მაქვს, თუმცა რა შედარებაა, ცოტა აზრზე მოვედი, თორემ მთლად "ჭ" კლასის იყო, ეხლა ცოტა "ქ"-ზე ამოვიწიე, რა თქმა უნდა შენი დახმარებით.
  20. უპს. არ ვიცოდი. მოიცა, ეგ მზიდან უნდა ვიჩალიჩო, თუ შუშიდან? ბოდიში რა მიხეილ, დაგღალე, რაც არ უნდა უარყო ხომ ვიცი ეგრეა.
  21. არის! როგორც იქნა რაღაცას მივაღწიე, მინუსები უფრო მეტია, ვიდრე პლიუსები, მაგრამ მგონი პირველად შექმნილი "რაღაცისთვის" არაუშავს ხო? მეორე სურათში მაგიდა გავაკეთე შუშის, მაგრამ ჩრდილი ნახე როგორ გააკეთა, თითქოს შუშა არ არისო, სხივს არ ატარებს და მაგის მაგივრად გლობუსში გაატარა.
  22. კამერით, ხელი არაფრისთვის დამიდია, მხოლოდ დავარენდერე. რა სხივები, სად ჰქონდა სხივები? შენ რენდერსაც შევხედე და ვერც იქ ვიპოვე რომელ სხივებზე ამბობ.
  23. ხო, ეგრეა, ეხლა შენი გაკეთებული გავხსენი, ხელი არაფრისთვის დამიდია და ეგრევე დავარენდერე, 1 წუთში გააკეთა, ესეიგი მე "ვატრაკებდი". კედლები მოვარდისფროდ რატომ გამოიყურება?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.