-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
შენგან ეგეთი შეხედულება არც მიკვირს, შენ ხომ ცნობილი "ანტი-ბორბლებიანითამაშისტი" ხარ
-
ვისაც რა უნდა ის დაწეროს, მაგრამ ეს არ არის იმულატორი! პირველს შედარებით უფრო სიმულატორული მართვა აქვს, ვიდრე ამას, თუმცა არც ერთია სიმულატორი.
-
რას ამბობ, ეგ შენ EA-ზე ნაკლები "მამალი" ბრენდი არ გეგონოს, ერთ-ერთი წამყვანია ეგეც, EA-ზე მხოლოდ 4 წლით არის პატარა (EA 1982წ; ubisoft 1986წ), სულ რამოდენიმეს ბრენდს ვცემ პატივს (თითო ოროლა თამაში რომ არ უვარგათ, მაგის გულისთვის არ ვიცრუებ გულს) ესენია: Electronic Arts Ubisoft Codemasters (მაგრად მევასება. P.S. 1985) Konami Activision Eidos Sierra ამ ეტაპზე მეტს ვერ ვიხსნებ, მაგრამ ძირითადად ამათ ვცემ პატივს, ძველი ბობოლები არიან.
-
ამ კვარტალში მხოლოდ DIRT 3-ს ველოდები მთელი "აფორიაქებით" და 100%-თ დარწმუნებული ვარ, რომ მაგარი იქნება, ეგენი კარგ "ძრავს" იყენებენ, პირველიც და მეორეც კარგი იყო, თან მესამეში "გიმხანა" დაამატეს, რაც უზომოდ საინტერესოს ხდის. არა, ცუდიათქო არ ითქმის, მაგრამ EA-ს თამაშზე რომ მაგის თქმა მოგიწევს "რას ერჩი, ნაგავი არ არის"-ო უკვე ცუდია, ლიდერობაზე აქვს პრეტენზია და უნდა ამართლებდეს კიდეც, რასაც ვერ აკეთებს. თავიდანვე ეგრე ვიყავი, რამე თამაშზე EA-ს ავტორობას რომ გავიგებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰიტი იქნებოდა და 99% შემთხვევაში ეგრეც იყო ხოლმე, ამ თამაშზე რა $%^ ეტაკათ...
-
შეიძლება ეგრეც ითქვას.
-
მგონი ცოტა ვიჩქარე 15 წუთიანი შთაბეჭდილებებით შეფასება. სიტყვა სიმულატორი და ეს თამაში ისე არიან, როგორც მე და სკრიპკა, მართვა კი გაადვილებულია, მაგრამ ადვილი და რეალური სხვადასხვა რამეა, დრიფტი აქვს ძალიან არარეალური და ძნელი, ძნელი LFS-იც იყო, მაგრამ იქ გრძნობდი, რომ რეალურ ფიზიკასთან ახლოს იყავი, აქ ეს შეგრძნება უნდა დაივიწყო. თამაშის გატესტვის ჩემებური მეთოდი მაქვს, პირველი, რასაც ვაკეთებ არის 360 გრადუსიანი ზანოსი, დიდ სისწრაფეზე (150-იდან ზევით) რუჩნოი და ზანოსში რომ წაგიღებს, სანამ 180 გრადუსს გააკეთებ, რულს იღებ საპირისპირო მიმართულებით, 180 გრადუსის ზემოთ კი პირიქით, ზანოსიდან რომ გამოიყვანო. ამ თამაშმაც და TDU 2-მაც ერთი და იგივე მანევრი გააკეთეს, მაქსიმუმ 180 გრადუსს მიაღწიოს, სიჩქარე ვარდება და ამასთან ერთად ზანოსიც მთავრდება და ეს ხდება 150-ზე, რეალობაში ეგეთი რაღაც რომ ქნა, 3-ჯერ 360-ს გააკეთებ, თან უეჭველი (რა თქმა უნდა, თუ საკმარისი დონის ცოდნა გაქვს). ახალი დაწყებული რომ მქონდეს რეისინგ თამაშები, ამ ყველაფერს ჩემს თავს დავაბრალებდი, მაგრამ 15-17 წლის სტაჟი მაქვს, ამიტომ, 1 იმედს კიდევ ვიტოვებ და ვაბრალებ, რომ feedback-მაც იმოქმედა, სენსიტივი როგორც არ უნდა დავუწიო, მაინც ძალიან მძიმეა რული, ძალა გჭირდება სწრაფი რეაგირებისთვის, სენსითივის აწევ-დაწევაც არ მოქმედებს, მაინც 1 დონეზეა, ხვალ კიდევ ჩავუჯდები, იქნებ feedback-ს რამე მოვუხერხო, თუ არადა... ამ ეტაპზე, ჩემს მიცემულ შეფასებას გადავაკეთებ 75%-დან 60%-ზე, ვნახოთ მერე რა იქნება.
-
კი, ბაგია, მაგრამ მარტო მაგ მანქანაზე და მაგ ტრასაზე არ არის, გუშინ პირველი 2 ტრასა ვითამაშე და პირველზე ჰქონდა, მე-2-ზე არა.
-
თუ არ ვცდები, Fraps-ში FPS-ის რაოდენობის მითითება ნიშნავს, დემოს ჩაწერის დროს რამდენი FPS-ით ჩაიწეროს, დავუშვათ თამაშში გაქვს 60FPS, შენ FRAPS-ში მიუთითე 35, მაშინ 60-35=25 და ჩაიწერს 25-ით იმიტომ, რომ არ ეყო FPS-ის რესურსი, ანუ რასაც მიუთითებ, საერთო რაოდენობაზე გამოკლების შემთხვევაში, უნდა დაგრჩეს იმდენივე, ან მეტი, ვიდრე მიუთითე, თუ გინდა, რომ იმდენით ჩაიწეროს, რაც მიუთითე, ხომ მაგრად აგიხსენი, მე თვითონ გავიკვანძე :lollol: ისეთი მაგარი ფორმით აგიხსენი, რომ 5 წუთია დასაპოსტ ფანჯარას არ ვხურავ, ჩემთვის ვზივარ და ვიცინი. Fraps-ის ხშიღი სტუმარი ვარ და პირადი გამოცდილებიდან გეუბნევი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემთან ეგრე შვრება.
-
ეგ როგორ, მაგ დონეზე როგორ ალიმიტებს, რომ ასეთი FPS აქვს? სხვა პრობლემაა.
-
გუშინ ღამის 2 საათზე დავაყენე და მხოლოდ 15 წუთით გავსინჯე, FPS როგორც მახსოვს 40-50-ის ფარგლებში მქონდა, ზუსტი მონაცემები არ მახსოვს, არ ვაკვირდებოდი, საღამოს ჩავუჯდები და ზუსტ შედეგს გეტყვი. 1280x1024 ყველაფერი max, მხოლოდ v-sync მაქვს გამორთული.
-
მგონი არც წინას ჰქონდა ცუდი, ალბათ ამისიც იგივეა, ცუდი ოპტიმიზაცია ნამდვილად არ აქვს.
-
მაგრად მეძინება და ტოპიკი შემეშალა.
-
ესეიგი, როგორც იქნა დავაყენე და გავსინჯე, გრაფიკაში 5/10 ეს არ არის 2011 წლის დონე, მაგრამ გეიმფლეი აქვს მართლაც სასიამოვნო 9/10. დრიფტამდე ჯერ ვერ მივედი, ნახევარი საათის წინ ჩავწერე და ეხლა გვიანია "ჩაჯდომისთვის", თუმცა რეისინგის გეიმფლეი ისეთი აქვს, რომ დრიფტიც უეჭველი მომეწონება. დაველოდები გრაფიკის პატჩს და მხოლოდ მერე დავუწერ დიდ ქულას, ამ ეტაპზე კი, 75% ჩემგან (+10%-ც, თუ გრაფიკას გამოასწორებენ). P.S. როგორღაც შემეშალა და ეს პოსტი დავწერე TDU 2-ში (შეცდომით გავხსენი ტოპიკი), ეხლა შევედი და წავშალე, არ იფიქრონთქო, ეს თამაში როგორ მოეწონაო :D
-
ეგ ყველა თამაშში და ამვდროულად ნებისმიერ მანქანაზე ეგრეა.
-
შენი სქრინშოტებიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ გარედან ხედით თამაშობ? თანაც საჭით? :D
-
დაგანერვოზა? :lollol:
-
რაის მადლობა, მაინც ვერ დაგეხმარეთ და... ეხლა ვიფიქრე და, რადგან კომპონენტურის შეერთების დროსაც შავთეთრია, ესეიგი ვიდეოს კონტროლ პანელიდან უნდა გაასწორო, ეგ სიგნალი თავისთავად ფერადად მოდის და სისტემებს არ ექნება მნიშვნელობა, მოკლედ, ბევრი მიზეზია და ასე ზეპირად ძნელია.
-
LFS; GTR1/2; richard burns rally; RACE07; ჯერ ესენი გეყოფა.
-
მაგ შემთხვევაში, სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარები. კიდევ რა შეიძლება (მხოლოდ ვარაუდის დონეზე) თვითონ ენვიდიას კონტროლ პანელიდან ეჩალიჩე, მაგრამ ეგ ისეთი საკლიაოზნიკო საკითხია, რომ ვერ გეტყვი სად და როგორ უნდა ქნა.
-
მეც მაგ ეფექტის ნახვა მაინტერესებს, ზანოსის დროს რომ მანევრის მიმართულებით იყურება. რითი თამაშობ?
-
ზუსტად ეგ არის, რაც უზომოდ მომეწონა. შენ როგორც max-ის მცოდნეს, ამავე ენაზე გკითხავ: ტესელაცია როგორ მუშაობს? მაგალითად, ტექსტურის რელიეფს უზრუნველყოფს bump და თამაშებშიც ძირითადად ისეთი ნაწილებია ამოტესელაციებული (ამობურცულს ვგულისხმობ ) სადაც მგონია, რომ ტექსტურის bump გაზარდეს ძალიან, ეგ ეფექტი ტექსტურების გადამუშავებით მიიღება, თუ თვითონ ყოველივე დეტალია ცალკე შექმნილი? მაგალითად, bump-ით ამობურცული აგურის მაგივრად დადეს თითოეული ახალი აგური, რომელიც ცალ-ცალკე დაამზადეს, თუმცა მეეჭვება ეგრე იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ტესელაცია გამორთულზე, ამ სათითაო დეტალს ტექსტურად ხომ არ გარდაქმნის? მიმიხვდი კითხვას? მგონი ვერ გადმოგეცი, რასაც ვფიქრობ :xeli:
-
იმის გარდა ყველა სურათი დადე, რაც გითხარი. სააატელიტი ბიჯოოუ, სააატელიტი :D
-
საღამოს გავიგებ, რა ბიჭია :spiteful:
-
ძალიან კარგი. ველოდები 6 საათის დადგომას :spiteful:
