-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
რას ამბობ ბიჭო, მაგას რად უნდა ინტერნეტი? მანქანას თუ აქვს 6500 ბრ.წთ-ში, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ 3700-4000 ბრუნზე დაძრა, სცეპლენია უნდა გქონდეს ნახევრად აშვებული იმ დონემდე, რომ 1 სანტიმეტრში უკვე მოდება ჰქონდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაძრა ბოლომდე გათიშული სცეპლენიით, მიუხედავად იმისა რომ კვადროა ცოტას მაინც ამოგიბუქსავებს, თან ამხელა აბაროტზე, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ტურბოა, ტურბო კი მაგ ამბავში ცოტა სუსტია, ანუ ტურბოს დაბალი აბაროტი არ უყვარს (თუნდაც ბიტურბოს ჩათვლით) დაბალ აბაროტზე იკეთებს "ტურბო იამას" ეგ ნიშნავს, რომ ცოტა მაღალი აბაროტი სჭირდება ტურბოს მზადყოფნისთვის, ანუ საჭირო ვწნევის შექმნა ხომ უნდა მოასწროს (თუ არ ვცდები შენსას წნევა აქვს 0,8 ბარ.)?! ამიტომ ისედაც მაღალი აბაროტის დაჭერა მოგიწევს და ეგ კი გეყოფა დასაძრავად, მაგრამ ზედმეტად დიდი აბაროტი ისევე ცუდია, როგორც დაბალი, ძალიან დიდ აბაროტზე ძრავს "სასუნთქს" აღარ უტოვებ, რაც იმოქმედებს აჩქარებაზე. რაც შეეხება სიჩქარის შეცვლას, ტახომეტრზე კი გექნება 6500 ბრუნი (მეტიც აქვს, მაგრამ 6500-ზე აგრანიჩიწელი გაგითიშავს), მაგრამ შენი მანქანა მაქსიმალურ ცხ.ძალებს მოგცემს დაახლოებით 5600-5800 ბრუნზე, ამიტომ დანარჩენი დამოკიდებულია რა დონის სიჩქარეთა კოლოფი უყენია, მაგრამ მაინც იდეალური სიჩქარის შეცვლა გექნება 6400-6450 ბრუნზე, არასდროს მიიყვანო 6500-მდე, ზოგმა "ბაცანა ლიხაჩმა" რომ იცის, ადგილიდან რომ "მოახევინებს" და სიჩქარეს აგრანიჩიწელის გათიშვაზე რომ უცვლის, ეგეთ კაცს არასდროს ეგონკავო, ცოდოა, შეიძლება დაიმტვრეს, სერიოზულად გეუბნევი. ეს ყველაფერი ჩემი დაბალი დონის ცოდნით დაგიწერე და დანარჩენი უკვე ინტერნეტში. რუსები აუდის ძალიან დიდი ფანები არიან (მათი ყინვებიდან და აუდის კვადროობიდან გამომდინარე) და მაგათ ფორუმებზე იძრომიალე, ბევრ სასარგებლოს იპოვი. http://www.audi-club.ru/
-
ხოო, ეტყობა ვერ მიგიხვდი.
-
რასაც ვერიდებოდი, ზუსტად იქ შევყავი თავი ამას ჩემი აზრით კი არ გეუბნევი, 1996 წლიდან მოყოლებული 2005 წლის ჩათვლით (მერე დავიკიდე) არც 1 ავტოჟურნალი "კლაკსონი" არ გამიმაზია, უჯრებში რომ ტევა არ მქონდა, კარდონის ყუთებში ვალაგებდი (ბოლოს ძმაკაცის ბავშვს ვაჩუქე, ეხლაც ყრია 20-30 ცალი), ამას რატომ გეუბნევი და, სულ მაგის კითხვა/ძიებაში ვიყავი და ასე 2 სიტყვით მაინც ვერ დაგაჯერებ და არც ვაპირებ, არსებობს ინტერნეტი და დიდი ინფორმაციაც დევს, შედი თუ გაინტერესებს და გადაიკითხე, მთელი ცხოვრებაა მივმკვდარი ვარ BMW-ს, ეხლა მყავს მე-11, ასევე მყავდა 2 მერსედესიც (1 ეხლაც მყავს) ვიცი რომელი როგორ სუნთქავს, მაგრამ BMW-ში რომ სპორტული სული ბევრად მეტი დევს, ვიდრე მერსედესში ეს შენ კი არა მსოფლიომ იცის, განა მერსედესს არ აქვს, უბრალოდ მერსედესში რომ ეგ იგრძნო უნდა იყიდო რაღაც AMG და BMW-ში თუნდაც 2,5 იყოს დაქოქვიდანვე გრძნობ, რომ აქ კლასიკური კი არა, სპორტული სტილია. ვსიო, ამ საკითხზე მოვრჩეთ, ძალიან გთხოვ, ზემოთ დაგიწერე "გლეხური ენით" იმიტომ, რომ ნამდვილად არ მაქვს დეტალებში დასაბუთების თავი, ჩემი სიტყვების არ გჯერა? კი ბატონო, როგორც შენ თვლი საჭიროდ ეგრე იყოს, ყველაფერში გეთანხმები, ოღონდ ნუ გამაგრძელებინებ, მართლა სერიოზულად გეუბნევი, მთელი ცხოვრება ამ ლაპარაკში ვიყავი, თავისივე ფაქტების მოყვანით და დასაბუთებით და მაგრად დამღალა, ალბათ რაღაც ნაწილმა ჩემს ფსიქიკაზეც იმოქმედა და ვეღარ ვუსმენ ასეთ თემებს, ყველაფერში გეთანხმები, არ ვარგა ეს დედეა მ....ი BMW და მოვრჩეთ არ გაგიტყდეს ბრატუხა.
-
მაგ მეთოდით რომ წავიდეს ლექტორ/მასწავლებლების შერჩევა, გამოდის, რომ 1 წელიწადში მათი დეფიციტი იქნება, ფსიქოლოგიური ტესტის დადებითი პასუხებისთვის საჭიროა: ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული გარემო, ხალხი+"დინჯი მენტალიტეტი", საჭიროა მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება, ამ უკანასკნელში ვგულისხმობ, რომ საჭიროა მინიმუმ ნორმალურად კვების და კომუნალური გადასახადების უპრობლემობა, საჭიროა ადამიანის გაწონასწორებული ფსიქიკით აღზრდა ბავშვობიდანვე, რათა ის ასეთივე ჩამოყალიბდეს, ამას წლები სჭირდება, რის დეფიციტსაც ნამდვილად განიცდის ჩვენი ქვეყანა და ხალხი, რაის ფსიქოლოგიაზეა ლაპარაკი, როცა უწიგნურ ქვეყნების ათეულში შევდივართ, თუ ეს ყველაფერი არ გაქვს, ჩათვალე, რომ შენი ფსიკიკა შორს არის იდეალურად მშვიდი და გაწონასწორებულისგან, რაც უარყოფით შედეგს აჩვენებს ჩატარებულ ტესტზე, რის შედეგადაც ძალიან დიდი ალბათობის ქვეშ დადგება ამა თუ იმ ლექტორ/მასწავლებლის სამსახურში მიღება. ტესტის ჩატარება საჭიროა იმიტომ, რომ ფსიქიკურად (ასევე ფსიქოლოგიურად) გაწონასწორებული მასწავლებელი გვყავდეს, რომელიც ბავშვს თავზე ფანდურს არ გადაამტვრევს (2 კვირის წინ მოხდა ჩემი გავშვის სკოლაში), გასაგებია, რომ ზოგიერთი ისეთი რთული ბავშვია, რომ შეიძლება გამოგიყვანოს მდგომარეობიდან, ზუსტად ამიტომ არის საჭირო, თუნდაც მინიმალური დონით ფსიქოლოგიის ცოდნა, უნდა იცოდე საიდან მიუდგე და როგორ გამოწვრთნა, ხომ ზუსტად მაგისთვის არსებობს მასწავლებელი?!. შენი პასუხი სულ სხვა რამეს გულისხმობს და კითხვა სულ სხვა საკითხზეა (არ გეწყინოს).
-
Bulletstorm
-
კოლცოზე კი არა, კლასში, ანუ C კლასში, გლეხურად რომ ვთქვათ, მძღოლის მანქანებში და ეს მხოლოდ ჩემი შეხედულება არ არის, მსოფლიო დონეზე და ოფიციალური რეიტინგებით გეუბნევი და ამ საკითხში 1000-ობით ავტო-ჟურნალისტი და ექსპერტია ჩაბმული, აფასებენ ყველაფერს, პირველ რიგში კი მანქანის მართვას იმიტომ, რომ ეს C კლასი ითვლება (არაოფიციალურად), როგორც მძღოლის მანქანა და BMW ოფიციალურადაც ამბობს, რომ ამ სერიაში მთელი აქცენტი გადატანილია მძღოლზე და სხვა საკითხები მაგალითად, საბარგულის ლიტრაჟობა იმდენად არ აინტერესებთ, როგორც მძღოლის სიამოვნება (ლაპარაკი მაქვს მანქანის აგრესიულ და სპორტული სტილის მართვაზე).
-
ამ საკითხთან ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, ჩვეულებრივში ვგულისხმობ, რომ (მაგალითად, მიშაზე და ნეირონზე ითქმის, რომ არამსმელები არიან) თვეში ერთხელ მომიწევს, ოღონდ, თუ ვსვავ, ვსვავ, ანუ გაპრანჭვა არ ვიცი, ვერ დავლევ და ეგეთები, მაგრამ დღეს სამსახურის ძმაკაცები ატყდნენ ბულაჩაურიო და ისეთი დიდი ტყუილი ვუთხარი, რომ ვეღარაფერი მითხრეს და არ გავყევი, გასულ კვირას 3-4-ჯერ მომიწია კიდევ ეგეთი ტყუილის თქმა, გააჩნია ხასიათს, თორემ მაგარ "დედა შვილს არ აიყვანს ხელში" ქეიფს რა სჯობს?! მოქეიფეებში არ ვითვლები, მითუმეტეს მსმელებში, იმიტომაც ვთქვი, რომ ჩვეულებრივი კატეგორიის ვარ, პახმელიაზე იარაღი რომ დამადო, მაინც ვერ დავლევ. პოსტის დაწერა ვერ დავამთავრე და მთვრალებმა დამირეკეს, მოკლედ რომ ვთქვა, გამბურღეს, რატომ არ წამოხვედიო.
-
მიშა რა ლეპტოპია? ჰმმ, ლეპტოპებსაც თუ უშვებდნენ გრაფიკული პროგრამებისთვის, ვერც კი წარმოვიდგენდი.
-
ვიცი, CPU+RAM მუშაობს მაგაზე, მე სხვა რამეს ვგულისხმობდი (რენდერში ვიგულისხმე ვიდეოს მუშაობის პროცესი, რაც მხოლოდ ვიდეოზეა დამოკიდებული) და სხვა გამომივიდა, იმას ვამბობდი, რომ გრაფიკულ პროგრამებში, რაც ვიდეოზეა დამოკიდებული, მაგ ამბავში 590-ზე ბევრად სწრაფიათქო? გასაგებია, რომ GTX გეიმერული სერიაა, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ ლაპარაკი გვაქვს 140$-იან გრაფ.კარტაზე, თორემ "quadro 6000" 10 ცალ 590-ს რომ გადაიღუნავს თავზე, ეგ იასნია (10-ზე მეტს თუ არა).
-
ვაა, ეგ არ ვიცოდი. დისკის გარეშე მაინც მიჩვენებდა, რომ შეიცვალა ეგ სეთინგი? ანუ რას გეკითხები, ვერ მივხვდებოდი, რომ არ ცვლის, ან არ დამიწერდა, რომ დისკია საჭირო?
-
მეც ეგ პრობლემა მაქვს, ეგრეც ვცადე, როგორც შენ ამბობ, მაგრამ უშედეგოდ.
-
გასაგებია. ეს 140$-იანი კარტა, რენდერზე 580-590-ზე სწრაფიც იქნება? გასაგებია, რომ იმენნა გრაფიკისთვის არის, მაგრამ ეს GTX-ც ხომ ცხოველებია, ცოტა გვერდზე მაინც ვერ დაუდგებიან? ეხლა ასეთი უაზრო კითხვა გამიჩნდა, ეგ quadro და რამე გეიმერული (მნიშვნელობა არ აქვს, ავიღოთ 460) ერთად ვერ "იძმაკაცებენ"? რამე 2 PCI express-იან მაზერზე, აი, როგორც [ATI-თამაშზე+nvidia-ფიზიკაზე], დაახლოებით ასეთ ვარიანტში.
-
პრაშივკა ვერა?
-
ვახ, სულ რაღაც 11 წლით დავაგვიანე შენი გაცნობა.
-
ჰმმ, შენი გარეგნობა არ მოგწონს? ტანი გაქვს საუკეთესო და თვალები უიშვიათესი, სახეზეც საკმაოდ სიმპატიური ხარ, სხვა რაღა დარჩა, ფეხის ზომა?
-
შენთვის ღადაობაა და ეხლა მე მკითხე აბა, რა ბედნიერებაა ეგეთ ადგილზე მუშაობა, 20 შენნაირი რომ დაგტრიალებს.
-
ჩემი უცოდინარობიდან გამომდინარე რას ვერ ვხდები იცით, ასეთ სწრაფ კარტას თამაშებზე რატომ უჭირს?
-
NIKKI ჩემი ტანის მოდელი არ არსებობს და არ გინდა, რომ რევოლუცია მოვახდინოთ?
-
რატომ ვასაზიზღრებთ, ესეც ხომ მსჯელობაა?!
-
კი, მაგრამ სხვა მეთოდებსაც იყენებენ, თუ ძალიან უზარმაზარი ზვიგენი არ არის, დიდი ანკესები აქვთ, (დასამონტაჟებელი და არა ხელში დასაჭერი) როგორც კი წამოეგება, იწყება 2-3 საათიანი ბრძოლა, აწვალებენ, მიუშვებენ მოქაჩავენ და ამით ღლიან, მერე უკვე ძალა აღარ აქვს და ნებდება, ბოლოს სპეციალურად გამზადებული (ლიბიოტკით ასაწევ-დასაწევი, აბა ხელით რას ამოიყვანენ) ბადით ამოყავთ, Discovery-ზე ბევრჯერ მიყურებია.
-
შენი აზრით, ზვიგენებს, ვეშაპებს, ხმალთევზებს და კიდევ ძალიან ბევრს სად იჭერენ, კუს ტბაზე?
-
რატომ ასეთი გულჩვილობა, რა იყო აქ საწყენი?????????????
-
არა, მე არც მითქვამს ცუდიათქო, უბრალოდ მე ვერ შევძლებ. ოოჰ, 3 თვიანი გამოცდილება თუ გაქვს რაღა გიჭირს, ეხლა უკვე მზად ხარ საიმისოდ, რომ საქართველოს ტბები/მდინარეები შენთვის გუბეები იყოს, ეხლა ოკეანებზე უნდა გადახვიდე და ისე როგორ, რომ კარტოფილი ვეშაპის ქონში არ შეიწვა? იფ როგორ უხდება.
-
რაც მთავარია, პატარა სურვილი ხომ გაქვს? ესეიგი პატარა სურვილით, დიდი სიამოვნებით ინადირებდი B)
-
არადა, ცხოვრებაში არ მინადირია და ვერც ვინადირებ.
