Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
  2. შენ როგორ გგონია, რეალში სუსტი იქნება და სივიკი უფრო კარგად დაიჭერს ტრასას? მაგარი აეროდინამიკა და პადვესკა აქვს, თან დიდი ბაზა აქვს, პახოდუ წონითაც არ არის მსუბუქი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ სისწრაფებზე მაგრად იდგება ტრასაზე.
  3. პირველად ვნახე ასეთი მეგაჰერცები.
  4. მე-2-ს შემთხვევაში ადრე თუ გვიან დაიღუპავ თავს.
  5. სამწუხაროდ ვერ ვეთანხმები, უცბად ფეთქებადი ვარ და ბევრ რამეში ხელსაც მიშლის.
  6. იმედები გაგიცრუვდა, სასიკვდილო არ არის, მხოლოდ ზედაპირული ჭრილობაა.
  7. რას ამბობ? სად ტურბო და სად ეგ, ტურბო წნეხავს შემსვლელ ჰაერს, რომ ბენზინის მეტი ჟანგბადით გამდიდრება მოხდეს, ამას პლიუს მე-2 დგება კოლექტორზე, საიდანაც გამოიწოვს აფეთქებული ბენზინის გაზებს, ვანუსი კი, კლაპნების მუშაობის ციკლს არეგულირებს. ეხლა ვნახე, hallboy-ს მოუწერია უკვე, რაც ნამდვილად სიმართლეა.
  8. ეგ უკვე ძალიან დიდი პლიუსია, შენ თუ რამეზე მაინც ერთობი...??? რას ამბობ, არასდროს გააუქმო! :D
  9. მეც მომილოცეთ. არასდროს მქონია და არც მექნება.
  10. ვიცი რაც იგულისხმე, მაგრამ "უწმინდურობის" კი, რა მოგახსენო.
  11. მაინც არ შვება, ისევ გაწელილ ძველს ვხედავ. შენ ხედავ შეცვლილს?
  12. აა, მე პირდაპირ რიმუვის მერე ვდებდი. მაინც არაო.
  13. ავატარს ვერ ვცვლი, ახალს რომ ვდებ, კი არ იცვლება, ძველს წელავს სიმაღლეში, ძველი იყო 100x50-ზე, ახალი არის 100x100-ზე, მაგრამ ისევ ძველს ტოვებს, ოღონდ სიმაღლეში გაწელილს, რა მოვუხერხო?
  14. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფრის დაშლა მიყვარდა და მეზობლის მანქანას ვხსნი "პავაროტნიკის" ნათურას (ვიპარავ) შუადღეა, მანქანა უყენია კარების წინ, რატომღაც აზრი მომივიდა, რომ ნათურას რაღაცაში გამოვიყენებდი, ავიღე "ოტვიორტკა" მივედი და დავიწყე მოხსნა, დაახლოებით 1 წუთში მოვხსენი და რაღაც ვიგრძენი, თუ რა იყო და გავიხედე და მთელი ოჯახი (მანქანის მეპატრონე) ქმარი, ცოლი და 2 შვილი, ღობეზე არიან გადმომდგარი და ძალიან წყნარი სახეებით მიყურებენ, ეს შუშა (რაც გარედან აქვს) და ნათურა ხელში მიჭირავს, ეგრევე შემოვტრიალდი და გავიქეცი, სახლში მომადგა, მე დავიმალე მამაჩემს ეუბნევა, ესე ესე იყოო და ნათურა არ მინდა შუშა მომცესო, ეეუფ, მამაჩემმა ლექცია ჩამიტარა (ცხოვრებაში თითი არ დაუკარებია), მერჩივნა ვეცემე.
  15. ელექტრო საქონელი, ყველაფერი მიყვარდა, რაც დენში ერთდებოდა (დღემდე გამომყვა) და მანია კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ვშლიდი ყველაფერს და შიგნეულობას ვნახულობდი, ალბათ 1985-86 წელი იქნებოდა, sony-ს ფირმა საქართველოში თითოოროლა იყო, მამაჩემს sony-ს მანქანის მაგნიტოფონი დავუშალე (დავუფუტკნე უფრო ითქმის) იმის გულისთვის, რომ პატარა მატორი ამომეღო და კატერი გამეკეთებინა, გამომსვლოდა მაინც, ვიტყოდი ღირდა დაშლადთქო.
  16. ამერიკულ მანქანები მაგრად არ მევასება, მაგრამ ეგ კორვეტი (ZR1 და არა უბრალო Z06) მართლაც ამერიკული ფერარია, თან ფასსაც თუ გავითვალისწინებთ, 60 000$-ში მაგაზე "ფერარი" ნაღდად არ მოგივა. Hallboy BMW 2002წ. 325, და MB 2000წ. C class, ადრე E-280 და E-320 მყავდა, მაგრამ არ არის ჩემი გემოვნების, მომკალი და ვერ ვუმუღამებ ამ MB-ს.
  17. ეგ უბრალო Z06-ია, ამას ხომ არ გულისხმობდი-ZR1?
  18. ქალაქში რომ ბევრი სიარული გიწევს, სალონში ცოტა დამწვარი ზეთი სუნს არ აყენებს? რაც შეეხება სიჩქარეში გვიან გადართვას, დაახლოებით 1995-97 წლის აქეთ გამოშვებული ავტომატიკები (ტიპტრონიკი ხომ თავისთავად) აღჭურვილია ეგრედ წოდებული "ტვინიანი კარობკებით", რაც გამოიხატება იმაში, რომ სწავლობს შენს სიარულს და იმის მიხედვით გიცვლის სიჩქარეს, ხომ არ დაკვირვებულხარ, ცოტა გაზაობის მერე ხომ არ იცის ეგრე? როცა აგაზავებ, კარობკა ხვდება, რომ შენ გადაერთე აქტიურ სიარულზე და, თუ სიჩქარეს გიცვლიდა 3500 აბაროტზე, მერე შეგიცვლის 5500-ზე, გააჩნია გაზაობას, თუ მართლაც სერიოზულად იგიჟე, შეიძლება 2 დღე დაჭირდეს "მოსარჯულებლად", მორჯულების დაჩქარება შეიძლება იმით, რომ შენ თვითონ უნდა ცვალო დაბალ აბაროტებზე და კარობკაც 1-2 საათში ისწავლის შენს "ხასიათს" და დაიწყებს წყნარად სიარულს. თუ ეს ყველაფერი ეგრეა, მაშინ სანერვიულო არ გაქვს, თუ სუნს აყენებს, ზეთის შეცვლას+გაგრილების სისტემა შეამოწმებინე, თუ ხელოანი გინდა მითხარი და მაგარ კაცთან გაგიშვებ.
  19. gajaviki რუსული ხომ იცი? ამ გამოხმაურებეს გადახედე და ყველაფერს გაიგებ: http://www.google.ru/search?hl=ru&sa=X&ei=CHqfTe2oFMbAswaDgOn4AQ&ved=0CBkQBSgA&q=vw+passat+B5+2,8+%D0%BE%D1%82%D0%B7%D1%8B%D0%B2%D1%8B&spell=1
  20. მარტო კარგი ფასის გამო თუ იყიდი, კაპრიზნი ელექტრო სისტემა აქვს და ძნელი გასაყიდია.
  21. არა ბიჭო, ხელი არ დაადო ტურბინას! 7,8 წამში აქვს 100-მდე აჩქარება, ნორმალურია, ქალაქში თუ წყნარად ივლი (2000-2500 აბაროტი) დაგიწვავს ალბათ 11-ს ფარგლებში, ჰა 12, ვიდზეც საკაიფოა, თან კვადროა, მოკლედ, მშვენიერი მანქანაა და დაანებე თავი, ვინც არ უნდა გეჩალიჩოს, არაფერი დაუმატო მაგ პონტში, როგორც კომპიუტერის აპგრეიდზე ვერ გაჩერდები ეგრეა ესეც, უარესიც, მერე სულ მაგ ჩალიჩში იქნები და გააბანძებ მანქანას.
  22. მე გეუბნევი 50-60-ზე, მერე უკვე ტურბო ცხოველი ხდება, თან მერსედესს შენზე ბევრად დიდი ძრავი აქვს და ტურბინისდა მიუხედავად შენ მაინც ბევრად ნაკლები კრუწიაში მომენტი გექნება, კაკ რას ეგ არის რესკად აჩქარების პლიუსი. ეგ იმიტომ, რომ დაბალი კუბადურა თავისას შვება, ტურბინა გაქვს დაბალ წნევიანი (მაღალს ქარხანა არც დაგიყენებს, მატორს მოკლავ ძალიან მალე) თორემ სერიოზული ტურბინა შენი ძრავიდან 190 ცხენს კი არა, ამოიღებს 500-ს, მაგრამ ძრავს მოკლავ 1000 კილომეტრე, ისიც თუ ბოლომდე არ გაიმეტებ.
  23. ეგ ტურბოს ხარჯზეა, მაგრამ ადგილიდან სანამ 50-60-ს აკრიფავ შეიძლება რამე 2.0-მა ცხვირი გაგიყოს, შეიძლება კი არადა ეგრეა, მერე უკვე ტურბო რომ საკმარის "ბარ"-ს დაიგროვებს უცბად აკრიფავ. წყნარად სიარული ჯობია, მითუმეტეს ქალაქში. იმას რა დამავიწყებს, მე და CIVIC-მა ნახალოვკაში რეები ვქენით დღისით, მზისით, შუადღის 2-3 საათზე (2002 წელი იყო, მაშინ E36 2,5 მყავდა), ტრაბახში არ ჩამითვალო და, ვიღაცას რომ ვიდეო გადაეღო, იფიქრებდი ეს ნამდვილი კადრები არ არის და მონტაჟიაო. ვაკეში, შუა პიკის საათში (საღამოს 7 საათზე) მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით, ბავშვებს გეფიცები, მასტი მეხვეწებოდა, ტიროდა, ბავშვს უმამოდ ნუ დამიტოვებო, ეს გრძელდებოდა: პლეხანოვი, რუსთაველი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე და ნახალოვკაში მოვედით, ნახევარ ქალაქს ესე დავარტყით კრუგი, ერთხელ ძმაკაცის ბიძა (ახალგაზრდა ბიძა ყავს) შუშა ჩაუწია და თუ არ გამიჩერებ ჩემი დედას .... თუ არ გადავხტეო, ეხლა კი მეცინება, მაგრამ, აბა მაშინ იმისთვის გეკითხა, კაცი გაშავდა, შეიძლება ესე? ნაღდად არ შეიძლება, თან ქალაქში? რას ამბობ?! ბოლო 2 წელია დავწყნარდი და ეხლა ვხვდები რა დონეზე მიქროდა, თურმე რა მაგრად მივქარავდი, 1 პლიუსი მხოლოდ ის მქონდა, რომ მანქანა ცხოვრებაში არ დამიმტვრევია, სამაგიეროდ "გულ-მუცელს" ვუნადგურებდი, რუსთავში თუ ჩავიდოდი, 200-300$ გამზადებული მქონდა მანქანის გასაკეთებლად, რა მინდოდა, რა ძალა მედგა... წყნარად იარეთ, წყნარად! თუ ლიხაჩობა გინდათ, აგე, ზაფხულში რუსთავს იხსნება და იქ ჩადით.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.