Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ვაახ, გაგვაგიჟებ შენ რა რაც არის არის, 6 საათზე სამსახურიდან გამოვალ, სადმე შემხვდი და ჯანდაბას, რაც არის არის, გადაგივლი მანქანით, ოღონდ, თუ გადარჩი მანქანის ნომერი არ უთხრა პატრულს, თან დღეს მამაჩემის მანქანით ვარ და კაცი შარში არ გახვიო, უთხარი, წითელი "აძინაციტი" იყო სასომხეთის ნომრებზეთქო:D
  2. ეგეთი რა აზრი მოგივიდა შე კაცო, თქვი, ჩვენც ხალხნი ვართ, იქნებ და გაგიგოთ :D
  3. ვაი, ვუი, ცოტაღა მიკლია და ტირილს დავიწყებ ეგ noise არც ვიცი სად არის, თვითონ render setup-იდან შევედი v-ray setting-ში და ვერ ვნახე, ხო მართლა, ეგ 0.1 თავისი ავტომატური ზომაა? მე ხელი არც დამიდია კი არადა, არც კი ვიცი სად არის. global illumination-იც "დამიჯიპიარესე" რა, ისე ვერ მივაგნებ.
  4. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რეალური განათება და რენდერი მივიღო და მერე დავამუშავებ კარგად, საბოლოოდ ალბათ შუშისას გავაკეთებ. გლობალი რომელია არ ვიცი, "VRayLight" მაქვს 3 ცალი, 2 წვრილი ტელევიზორის უკან და 1 მტავარი ოთახის ბოლოში (ტელევიზორის მოპირდაპირედ. ეხლა უყურე, ამ სურათზე ყველანაირი განათება გათიშული მაქვს (წავშალე) არის მხოლოდ ოთახი, მაგრამ რა ანათებს ასეთ დონეზე, ან ტელევიზორის გარშემო წითელი ჩარჩო რას ირეკლავს, ფანჯრებიდან რა შუქი შემოდის? დამტანჯა რა. გადავიწვი რა, 5-6 საათია ამას ვეჩალიჩები, 0-დან დავიწყე, სამსახურში არაფერი გამიკეთებია, მივასკდი ამ ოთახს, შედეგი მაინც მიმეღო, ვიტყოდი ტყუილად არ ვიფუქსავატე სამსახურშითქო :SNEMOTICON13:
  5. მიხეილ სად ხარ ბიჯოოუ, დავიტანჯე, რაღაც არ გამომდის და შენი აზრით რას ვაკლებ, ვატყობ რაღაც აკლია, მაგრამ რა აკლია ვერ ვხვდები. ყველაფერი v-ray-შია, ტექსტურები, განათება და რენდერი ხომ თავისთავად, სხვა რა ვქნა ამის დედა ვატირე ამისი
  6. თავი დავიზღვიე რა ელექტრო სადგურისთვის არ ამდიდრებენ? მანდაც ხომ იგივე ტიპის ურანი სჭირდება? ქიმიაში ცოტა მოვიკოჭლებ და მთლად კომპეტენტური ვერ ვარ (სხვა მეცნიერებებს ხომ "ვღეჭავ" და... )
  7. აჰაა, ეგრეა, მეც შენსავით გამიკვირდა, რომ გავიგე (წყარო: Discovery Sience) ეკოლოგირად კი იმიტომ არის სუფთა, რომ ურანი მხოლოდ სითბოს გამოსაყოფად სჭირდებათ, რომლითაც ადუღებენ წყალს და მიღებული ორთქლით ატრიალებენ ტურბინას, ის კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, თორემ ეკოლოგიურად დაბინძურების მხრივ, ყველაზე დიდი ენერგიის წყარო, ასევე ყველაზე ბინძურია, ვგულისხმობ რადიაციას.
  8. ურანი პროცენტულად და ფასითაც ყველაზე მომგებიანია, 1 კგ ურანი = 37 000 000(!!!) ლიტრი დიზელის ექვივალენტ ენერგიას.
  9. სამსახურის კომპზე MAX ჩავრთე და ეს ამომიგდო, რა უნდა, მაქსთან რამე კავშირშია, თუ უბრალოდ დაემთხვა? ჰმმ, არ მიფიქრია გადავქექავ გუგლს, მაგრამ მინდა მე თვითონ დავამუღამო, იმიტომ ვჩალიჩობ რაღაცეებს. P.S. სასწაულად შემოსვლა რას ნიშნავს? :D
  10. ნელ-ნელა ვხლაფორთობ, ალბათ რაღაც გამოვა. მიხეილ აქ ხარ? რა მაინტერესებს, ავეჯის დიზაინისთვის მინდა ტექსტურა(შეკვეთა არ მიმიღია, ჩემთვის ვმაიმუნობ ), თეთრი ფერის და მატოვი, ანუ ბუნებრივი "ლამინატის" მასალასავით რომ გამოიყურებოდეს, v-ray ვიხმარო, თუ default-ით ვიჩალიჩო? თითქოს default-ს არაუშავს მატოვის ამბავში, მაგრამ საბოლოოდ არ გამიტრაკოს, რენდერზე მიყენია v-ray და კონფლიკტში ხომ არ მოვა v-ray-თ დარენდერებული default ტექსტურა? მგონი ცოტა გაუგებრად დავწერე, პახმელიის ბრალია.
  11. მაპატიეთ, ცოტა ნასვამი ვარ (ცოტა კი არადა, ძალიან) ხოდა წავალ ეხლა ჩემს თბილ ლოგინში, ბოდიში, თუ ვინმეს რამე ვაწყენინე, მაგრამ ჩემგან იმ დროს სწყინთ, როცა სიმართლეს ვამბობ, სიმართლე ხომ ხშირ შემთხვევაში მწარე რეალობაა?! სჯობს ადამიანს სხვამ უთხრას მწარე სიმართლე და სხვისი ნათქვამი სიმართლე მოხვდეს გულზე, ვიდრე ცხოვრებისგან დასჯის დროს მიიღოს გულის (სულის) ტკივილი, ეგ გულს აუცრუებს დაცემულ კაცს და შემდგომში ხელს შეუწყობს არასწორ და ეგოისტურ ცხოვრებას, რასაც ვერასდროს ასცდება არასწორედ მცხოვრები ადამიანი, არასდროს ვამაყობ სხვისი ცოდვების დანახვით, მე ინფრა-ცოდვების ხედვის კამერა არ მაქვს, თუმცა ყოველგვარი ელექტრონიკის გარეშეც დაინახავ კაცის ცოდვილ და დამძიმებულ სულს, რაც სამწუხაროდ უფრო და უფრო მომრავლდა. მგონი უკვე გავჭედე და სჯობს წავიდე საძინებლსა ჩემსასა, არ წავალ და ქე ჩევიძინებ კლავიატურაზე, არადა ბალიში მირჩევნია, კლავიატურაზე ჩაძინებისას დაკრეკილ სიზმრებს ვხედავ ხოლმე. აბა ჰეთ, აბა ჰოთ, ძილი ნებისა და გისურვებთ ლიცენზირებულ სიზმრებს.
  12. რას ამბობ, ძალიან ძვირია, მაგ ფასად კაცი რომ დაიქირავო, ჩამოირბენს და ხელზე წამოვიღებს გადმოსაწერ ინფორმაციას.
  13. საწყენად არ გამიგო ჩემო პატარა დაიკო, მაგრამ იქ რომ მიდიდოდი რას ელოდებოდი? 2 კვირიანი ვიზიტით "გაცისკროვნდებოდი"? ეგრე არ მოხდებოდა და ეგ შენც კარგად იცოდი, მიდიოდი იმიტომ, რომ რაღაც "ღვთის წინაშე მოვალეობის მოხდას" აპირებდი? ან საქმე სამქემზე რომ მოიტანდა იტყოდი, რომ რას ამბობ, მე ხომ მონასტერში ვცხოვრობდიო? მე რა ცოდვები მაქვს, მე თვით ღმერთს ვეზიარე მონასტერში ცხოვრების დროსო? მონასტერში წასულმა რატომ დაიწყე უარყოფითის და მინუსების ძიება? იქ შენს სულზე "საზრუნავად" მიდიდოდი და არა იმიტომ, რომ სხვისი ცოდვები უფრო ნათლად გამოგეაშკარავებინა, ეგ შენს საკუთარ ქალაქში და თუნდაც უბანშიც საკმარისი გქონდა. თუ სიკეთე და შენი სულის ცხონებისთვის უკეთესი გინდოდა, დამიჯერე აქ უფრო მეტს შეძლებდი, მთავარი იყო მონდომება, მაგარამ შენ აირჩიე მოკლე გზა სულის საცხონებად, გეგონა, რომ ერთი "ვიზიტით" ღმერთს "დაუძმაკაცდებოდი", რაშიც ძალიან შეცდი, ღმერთის ძმაკაცობა მოდის სულის ჩაღრმავებული გრძნობიდან და არა მასთან ახლოს მყოფ "სახლში" ცხოვრებისგან, მაშინ ყველა მკვლელი და ურჯულო წავიდეს მონასტერში 2 კვირით, როგორც "სულის გამაჯანსაღებელ კურორტზე" და სულ ეგ არის, ცოდვები ჩამორეცხილია, შენ რას უყურებ იმ არასწორად მცხოვრებ ბერებს(თუ მართლაც ასეთი რამ შენიშნ, თუმცა მეეჭვება ისე გეცხოვროს, რომ იმათი ცხოვრებისადმი შენიშვნებიც კი გაგჩენოდეს), შენ დამკვირვებლის სტატუსისთ კი არ წასულხარ, არამედ სულის გამოსაჯანსაღებლად, შენთვის რა მნიშვნლობა აქვს როგორ ცხოვრობს დანტისტი, რომელიც შენს მტკივნეულ კბილს უმკურნალებს, მთავარია, რომ ის ტკივილი მოგაშოროს და თუნდაც "გეი" იყოს, მართალი მითხარი, ხომ სიამოვნებით იმკურნალებდი "გეი სტომატოლოგთან", ოღონდაც კი ის ტკივილი მოგაშოროს და შენს კბილს მიხედოს, ხოდა იზრუნე "შენს მტკივნეულ კბილზე" და ნუ ჩაეძიები სტომატოლოგის ცხოვრების სტილს, ეგ შენთვის არავის დაუვალებია, შენი მოვალეობაა მხოლოდ შენს საკუთარ სულზე ზრუნვა და არა კაცობრიობის გადარჩენა, რომელსაც ვერასდროს შეძლებ. რა ცუდიც არ უნდა გენახა იქ, არასდროს არ უნდა გაავრცელო, შენ ამით იმედს უკლავ იმ ხალხს, რომელთაც მხოლოდ ეგ იმედიღა შემორჩენიათ თავისი ცოდვილი ცხოვრების სანუგეშოდ და იმედად, გაავრცელე სიკეთე და იმედი, და არა ზიზღი და უიმედობა!!! შენ პატარა გოგო ხარ (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) იზრუნე შენს ლამაზ სულზე, ისევე, როგორც ზრუნავ შენს ლამაზ გარეგნობაზე, პომადას ხომ ისმევ, თვალებს ხომ იღებავ? და რატომ? ლამაზად რომ გამოიყურებოდე ხომ?! გინდა ლამაზი სხეული მახინჯი სულით?
  14. ბოლო პოსტში მაგის დაწერას ვაპირებდი და რატომღაც თავი შევიკავე, ალბათ იმიტომ, რომ მაინტერესებს "სწორად მოაზროვნეთა" რაოდენობის დადგენა.
  15. ვინ მოგვცა მაგხელა ძალა, რომ საკუთარი ცოდვები დავინახოთ, ჩვენ ხომ ყველაზე კარგები, სუფთები და კეთილი ხალხი ვართ, ჩვენ ცოდვები? რას ამბობ, ლამის ფრენით დავიწყოთ სიარული, თუ უკვე არ დაგვიწყია გინახიათ ქვეყანა, სადაც ქართველმა ფეხი დადგა და არ წაბილწა, როგორც ქვეყანა, ისევე თავის ერის სახელი?
  16. არასდროს განსაჯო სხვა და სხვისი დასჯა, თუნდაც ცოდვების გამო, არ გიხაროდეს. სხვა რომ ცოდვების გამო ისჯება, სინანულით უნდა შეხედოს ყველამ, მერე რა, რომ სხვა რჯულის არიან, ყველა ერში და რჯულშია ცუდი და კარგი, იქ ბევრი უდანაშაულო გაუბედურდა, შენ წარმოგიდგენია პატიოსანი ოჯახი? რომელიც მხოლოდ სიკეთით ცხოვრობს და უცბად, ერთი ხელის მოსმით ისეთი ტრაგედია დაატყდა თავს, რომ ერის ცოდვების გამო დაკარგა ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვები, წარმოგიგენია მამა, რომელიც 2-3 დღეა ეძებს თავის 4-5 წლის ბავშვს? იცის, რომ ცოცხალს ვერ ნახავს, მაგრამ მაინც ეძებს და სანამ ცოცხალი იქნება არ შეაჩერებს ძებნას, შენ ჯერ პატარა ხარ, სანამ მშობელი არ გახდები ვერ იგრძნობ მაგას, ღმერთმა ყველა კარგად გიმყოფოს ყოველთვის!
  17. ვიცი მიხეილ, ვიცი მაგიტომაც ვამბობ, რომ თავს ვარიდებ ესეთ კამათს, ძმაკაცსაც კი ვერ მოვუთმენ, უცბად ვიცი აფეთქება და ეგ ზიანის მეტს არაფერს მომიტანს, ისევ ჩემს თავს დავაზიანებ ამით, ამიტომაც ვცდილობ თავი შევიკავო.
  18. ეს საკითხი ჩემთვის ისეთი მტკივნეული თემაა, რომ ბოლო რამოდენიმე თვეა, რაც ესეთ თემებში კამათს ვერიდები, იმ დონეზე ვფორიაქდები, რომ შემიძლია კაცს ყელში წავწვდე დასახრჩობად, ადამიანს ბევრ რამეს მოვუთმენ (აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით, თორემ შეურაწყოფას 100 წელი არავის ვაპატიებ) მაგრამ, როგორც კი ვხედავ, რომ რელიგიას და მასთან დაკავშირებულ თემებს შეურაწყოფას აყენებენ, აბუჩად იგდებენ და სასაცილოდ არ ჰყოფნით, ვეღარ ვითმენ, გეფიცები ალალად ვამბობ, აქ ჩემს "ვაჟკაცობას" არ ვუკეთებ რეკლამას, მაგრამ ასეთ დროს ჩემს წინააღმდეგ 100 კაცი რომ იყოს და მარტო ვიდგე, უკან დამხევის... ვერ მოვუთმენ კაცს ჩვენი რელიგიის შეურაწყოფას, ამიტომაც ვცდილობ არ ჩავერიო, როცა ვხედავ, რომ ლაპარაკით ვერაფერს შევაგნებინებ და უფრო მეტიც, ეს ლაპარაკი საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვამდე მიმიყვანს, მაგრამ მე "მამა ბასილი" არ ვარ, რომ ხელში კეტი ავიღო და ხალხი ცემა ტყეპით "მოვაბრუნო" მართლმადიდებლობისკენ, არც არავის მოუცია ჩემთვის ეგ უფლება, არც მაგდენი ძალა შემწევს, ერთი უბრალო ქართველი მართლმადიდებელი ვარ, რომელსაც არანაკლები ცოდვები აქვს, ვიდრე სხვას, შეიძლება უფრო მეტიც, მაგრამ სინანული მაქვს, აი მხოლოდ მაგით ვჯობივარ ამ უჯიშოებს. ეკლესიის და რელიგიის შეურაწყოფას, ჯობია საკუთარ სულში ჩაიხედონ და კედელს მთელი ძალით შემოჰკრან თავი მინიმუმ 3-ჯერ, იქნებ ტვინის შერყევამ გონზე მოიყვანოთ, მერე კიდევ წუწუნებენ "ამ ცხოვრების დედა ვატირე, თავი უნდა მოვიკლაო", შე შობელძაღლო ვიღაცა ხარ, ცხოვრებაში არაფრის გწამს, მადლი არ იცი რა არის, სიკეთე ის გგონია, რომ ძმაკაცი ვაგზლის ნაბოზვარ პუტანკებში დაპატიჟე და კიდევ სხვასთან გაქვს პრეტენზია? სხვას ეუბნევი "შენი ცხოვრება ცხოვრებაა, შაბათ-კვირას ეკლესიიდან არ გამოდიხარ, გართობა შენ არ იცი და "ტუსოვკებზე" შენ არ დადიხარო", არა დედიშენისამ შენი ცხოვრება სჯობს, ვაგზლის ციალას რომ ხერხავ (რა თქმა უნდა, აქ კონკრეტულად არავის ვგულისხმობ). რაც შეეხება აბუჩად აგდებას, ეგეთი საქციელი არავის შერჩენია, კაცი რომ მაგ დონეზე დაეცემა რაღა უნდა ელაპარაკო? თავს დაგახრჩობინებს და მეტი არაფერი, მაგრამ მაგას ჩვენ კი არა, ცხოვრება თვითონ დაახრჩობს, საშვილიშვილო ცოდვაში ვარდებიან და ვერც კი ხვდებიან, ვინ უნდა აიგდონ აბუჩად ამათი ურჯულო ჯიშს შ........ ფუუუ, ამათი, სჯობს გავჩერდე, თორემ სერიოზულად დავიძაბე.
  19. ხო, ეგ იყო პირველი "ბობოლა" ფირმა, რომელიც აღმოვაჩინე SONY PS1-ის დახმარებით(1993-1994).
  20. ესპანეთის დონემდე ცოტაღა გვიკლია. რა სიჩქარიანი პაკეტი გაქვს და რა ღირს?
  21. adobe premier pro CS4 ან CS5, როგორ უნდა გააკეთო, მაგას ინტერნეტში იპოვი, გუგლში ჩაუწერე наложение звука с микрофона, ან запись звука с микрофона.
  22. რას ამბობ, კავკასუსი DSL 2-თან (DSL 2 არის ის, რაზეც მე და GrEeNDaY ვლაპარაკობთ) არის ზე-ინტერნეტი.
  23. სკრინშოტი დადე აბა რას გიწერს.
  24. ხოო, ჩამჭერი ძმაო, მართალი ხარ, ეხლა ქე გევიხსენე, მარაა რაცხა გვიანია მგონი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.