შენი პოსტიდან. რომ ამბობ "1536 შეიდერის და 2GB მეხსიერების წყალობით ბოთლნეკი არ ექნება კარტასო"... სტრიმ პროცესორების და მეხსიერების რაოდენობას ადარებ ჯერ ატისას და მერე ენვიდიასას. ერთნაირი არქიტექტურა რომ ქონდეს მაგ ორს, მაშინ ექნებოდა აზრი შედარებას. აი მაგალითად 5750-ს აქვს 720 შეიდერი და 5770-ს აქვს 800 და 5770 მართლაც ჯობია მაგიტომ. მაგრამ როცა სხვადასხვა არქიტექტურაა შეიდერების "დატოლება" უაზრობაა.
ასევე უაზრობაა ვიდეომეხსიერების დატოლება. ვიდეომეხსიერება სისწრაფეზე არ აგებს პასუხს. პასუხს აგებს მხოლოდ ტექსტურების ჩატვირთვაზე. თუ არ გჯერა წაიკითხე ჩემი სტატია მეხსიერებასთან დაკავშირებით.
ატიმ "დიდი მოგება" კიარ ნახა, ვალები ამოქაჩა. მეტი არაფერი. ენვიდიას იმდენი დასახელების პროდუქტი აქვს, ატის რომ არც დაესიზმრება. ამ ფორუმზე ყველამ კარგად იცის რომ მე ენვიდიას კაცი არ ვარ, მაგრამ თუ ატის კაცი ვარ და ატის გულშემატკივარი, ცოტა ვერკვევი კიდეც რაღაც-რაღაცებში, ბრმა ფანატიზმი და "ოჰოი ახლა ამას იზამს" არ მიყვარს. არც ატის და არც ენვიდიას მხრიდან! აქვს ვინმეს რამე სათქმელი? დაასაბუთოს არგუმენტებით. გამოვა ახლა GTX5xx სერიის ვიდეოები და კაციშვილი აღარ გაიხედავს ატისკენ არც 5xxx-სკენ და არც 6xxx-სკენ. რატომ? იმიტომ, რომ ენვიდიას ყოველთვის ექნება კარგი დრაივერები. ატი შეიძლება იყიდოს ჩემისთანა გაჭირვებულმა, რომელსაც 150$-ზე მეტი ფული არა აქვს უკეთესი ვიდეოს საყიდლად და არა იმან, ვინც მართლა თავგადაკლული გეიმერია. კი, მოიგო DirectX11 ბრძოლა (ან ამ ბრძოლის პირველი ეტაპი) ატიმ, მაგრამ Dx11 ვიდეოდაფების გაყიდვების ლიდერი არის GTX460. არ არის გასაკვირი, როცა თითქმის 1 წლის დაგვიანებით გამოხვალ გაყიდვაში და ლიდერი ხარ მაინც? ეს იმიტომ, რომ ენვიდია ავტომატურად ნიშნავს თამაშებში უკეთეს ოპტიმიზაციას, უკეთეს დრაივერებს და კიდევ სხვა "წვრილმანს".
თუ ვინმეს შეუძლია ჩემი პოსტის საწინააღმდეგო რამე თქვას, ვუსმენ.