Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. სიმართლე გითხრათ სულ სხვა სტატიის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ საამისოდ ცოდნა არ მყოფნის, დამატებითი ინფორმაციის მოძიება კი მეზარება, ამიტომ ჯერ-ჯერობით მეორეხარისხოვანი სტატიით დაკმაყოფილება მოგიწევთ. მასში მონიტორებზე იქნება საუბარი. ------------------------------------------------------------------------------------------------------------ 1. ეკრანის ზომა ეს ალბათ ყველამ იცით, მაგრამ მაინც დავწერ: როგორც წესი, ეკრანის ზომა მისი დიაგონალის სიგრძით იზომება. აი ასე: ერთი პრობლემა, რომელიც ამ დროს წარმოიქმნება ისაა, რომ ეკრანის პროპორციები ერთიდაიგივე დიაგონალის შემთხვევაში სეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომ შემოღებულია დამატებითი ცნება - თანაფარდობა (Aspect Ratio). დღესდღეობით არსებობს ხუთი თანაფარდობა: 5:4, 4:3, 8:5, 16:9, 16:10. ამათგან 4:3 და 16:9 ყველაზე ხშირად გამოიყენება. სხვათაშორის 4:3 თანაფარდობის ეკრანს მეტი ფართობი აქვს, ვიდრე 16:9-ს. მაგალითისთვის: 4:3 21" ეკრანის ფართობი 1361 კვადრატული სანტიმეტრია მაშინ, როდესაც 16:9 21" ეკრანის ფართობი 1213 კვადრატული სანტიმეტრია. მაგრამ როგორც ხედავთ სხვაობა უმნიშვნელოა, ასე რომ გავაგრძელოთ კითხვა და სხვა საკითხებსაც მივხედოთ, კერძოდ კი გაფართოებას და მის სახელწოდებებს. გაფართოება, ანუ Resolution ეწოდება ეკრანზე პიქსელების რაოდენობას. ზოგ მათგანს თავისი სახელებიც აქვთ: პირველი ორი სტანდარდი უსახელოა. ისინი 70-იან წლებში შეიმუშავეს და იყო 352×240 და 704×480 გაფართოებები. MDA (Monochrome Display Adapter). 1981 წელს შექმნეს IBM-ის მესვეურებმა მათი IBM PC-სთვის. ჰქონდა 720×350 გაფართოება და მონოქრომული (ერთფერიანი) ტექსტური გამოსახულების ჩვენების საშუალება. CGA (Color Graphics Adapter). შექმნეს იმავე წელს, იმავე კომპანიაში, იმავე კომპიუტერისთვის. 16KB მეხსიერების ვიდეოჩიპს შეეძლო 640×200 (128k), 320×200 (64k) და 160×200 (32k) გამოსახულების ჩვენება. Hercules. გაჩნდა 1982 წელს და თავის დროზე საკმაოდ მკვეთრი მონოქრომული გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა. გაფართოება - 720×348 (250.5k). EGA (Enhanced Graphics Adapter). 1984 წელი, კომპანია IBM, 640×350 (224k) გაფართოება, 16 ფერის გადმოცემის შესაძლებლობა. PGC (Professional Graphics Controller). 1984 წელს შექმნეს სპეციალურად CAD სისტემებში მუშაობისთვის. 640×480 (307k) გაფართოების გამოსახულებას პირველად შეეძლო 60 ჰერციანი განახლებადობის (refrash rate) მიღწევა. MCGA(Multicolor Graphics Adapter). VGA-ს იაფფასიანი ვარიანტი 320×200 (64k) და 640×480 (307k) ჩვენების შესაძლებლობით. 8514 აღსანიშნავია იმით, რომ 1024x768 გაფართოება "მიიღო" 1987 წელს პიქსელზე 8 ბიტით (ანუ ერთ პიქსელში R, G და B-ს "დატევის" საშუალება ჰქონდა). VGA (Video Graphics Array). ისიც 1987 წელს გამოვიდა, მაგრამ შედარებით იაფი გახლდათ, პიქსელზე ნაკლები ბიტის ჩვენების საშუალებით. გაფართოებებია 640×480 (307k), 640×350 (224k), 320×200 (64k), 720×400 (ტექსტი). XGA (Extended Graphics Array) ფაქტობრივად იგივე VGA გახლავთ, ოღონდ "8514"-თან შერწყმული. გაფართოებები: 1024×768 (786k) და 640×480 (307k) XGA+ ძლიერ წააგავს XGA-ს ყველაფრით, ერთადერთი ცვლილება - გაზრდილი გაფართოება 1152×864 (995k). QVGA (Quarter VGA) - 320×240 (75k) WQVGA (Wide QVGA) - 480×272 (127.5k) HQVGA (Half QVGA) - 240×160 (38k) QQVGA (Quarter QVGA) - 160×120 (19k) WXGA (Widescreen Extended Graphics Array) - ფართოფორმატიანი XGA, გაფართოებები: 1280×720 (922k), 1280×800 (1024k), 1440×900 (1296k). SXGA (Super XGA) - 1280x1024. მართალია სტანდარტს XGA ქვია, მაგრამ სინამდვილეში ის VGA-ა. WXGA+ (Widescreen Extended Graphics Array PLUS) - 1440x900 (1296k). WSXGA+ (Widescreen SUPER Extended Graphics Array PLUS) - 1680×1050 (1764k). UXGA (Ultra XGA) - 1600x1200 (1920k) 2K (DLP Cinema Technology) - 2048×1080 (2212k) QXGA (Quad Extended Graphics Array) - 2048×1536 (3146k) WQXGA (Widescreen Quad Extended Graphics Array) - 2560×1600 (4096k) კიდევ ბევრი გაფართოების სტანდარტი არსებობს, მაგრამ ეს არც თქვენ გაინტერესებთ და არც მე მაქვს თავზესაყრელი დრო, ამიტომ ბოლოს ყველაზე დიდი სტანდარტს მოგიყვანთ. ეს არის WHUXGA (Wide Hex Ultra Extended Graphics Array). მას შეუძლია 7680×4800 (36864k) გამოსახულების ჩვენება 32bpp ხარისხით. 32bpp ნიშნავს 32 ბიტს პიქსელზე. ანუ ერთ პიქსელში შეიძლება CMYK სისტემის ოთხივე ფერის მოთავსება (თითო ფერი 8 ბიტს უდრის). 2. ეკრანის მახასიათებლები განათებულობა (Luminance) იზომება კანდელებით კვადრატულ მეტრზე (cd/sq.m) ეკრანის ხედვის არე იზომება დიაგონალით. CRT მონიტორებისთვის ეს სიდიდე დისპლეის დიაგონალზე 1 დუიმით ნაკლებია ხოლმე. თანაფარდობა (aspect ratio) არის დისპლეის ჰორიზ. და ვერტ. ზომების პროპორცია, მაგალითად 4:3. (1024 : 768 მართლაც იმდენივეს უდრის, რამდენსაც 4:3) გაფართოება (resolution) იზომება ვერტ. და ჰორიზ. პიქსელებით, მაგ. 1024x768. მაქს. გაფართოება "წერტილის ზღვარი" (dot pitch) იზღუდება. წერტილის ზღვარი (dot pitch) ერთიდაიგივე ფერის პიქსელებს შორის მანძილია და იგი მილიმეტრებით იზომება. რაც ნაკლებია ეს რიცხვი, მით მკვეთრია გამოსახულება. განახლებადობა (refresh rate) არის დისპლეიზე გამოსული გამოსახულების განახლების სიხშირე წამში. იზომება ჰერცებით. 60Hz ნიშნავს, რომ გამოსახულება წამში 60-ჯერ განახლდება. რაც მეტია რიცხვი მით უკეთესია. CRT-სთვის უნდა იყოს მინიმუმ 75, თორემ თვალებს თხრის. რეაგირების დრო (response time) არის მატრიცაზე პიქსელის "გაღვიძების" და კვლავ "დაძინების" დრო. იზომება მილიწამებით. რაც ნაკლებია მით უკეთესია. კონტრასტულობა (contrast ratio) არის ფარდობითი სხვაობა ყველაზე ნათელ და ყველაზე ბნელ ფერს შორის. ენერგომოხმარება. ამას შეგნებულად არ ავხსნი. ხედვის კუთხე (viewing angle) გახლავთ ის მაქსიმალური კუთხე, რომლიდანაც გამოსახულების ფერების დამახინჯების გარეშე დანახვაა შესაძლებელი. იგი ჰორიზ. და ვერტ. გრადუსებით იზომება. ახლა კი, როდესაც უკვე ვიცით მონიტორების ზოგადი მახასიათებლები, განვიხილოთ მათი ტიპები. 3. CRT (cathode ray tube) მონიტორი ეს მონიტორის ყველაზე ძველი ტიპია, ძლიერ ჰგავს ტელევიზორის ეკრანს, ამიტომ მასზე დიდი ხნით შეჩერება არც კი ღირს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას ერთი რამ და აი კერძოდ რა: მარცხენა სურათზე ტელევიზორის ეკრანის მატრიცაა, მარჯვენაზე კი - კომპ. მონიტორის. როგორც ხედავთ კომპიუტერის დისპლეის "წერტილის ზღვარი" ბევრად ნაკლებია ტელევიზორისაზე, ამიტომ ბევრად უკეთესი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. ახლა კი მივხედოთ დადებით/უარყოფით მხარეებს. დადებითი მხარეები: ძალიან დიდი კონტრასტულობა (20000:1), პლაზმურ და LCD დისპლეებთან შედარებით ბევრად მაღალი. რეაგირების დიდი სისწრაფე. ფერების მაღალხარისხოვანი გადმოცემა. ხედვის დიდი კუთხე. კარგად გამოცდილი, "ძველი და სავეცკი" ტექნოლოგია. უარყოფითი მხარეები: დიდი ზომა და წონა. გამოსახულების გეომეტრიული დამახინჯება ამობურცულ ეკრანზე. ჩართვისას "გახურების" საჭიროება. LCD-სთან შედარებით მეტი ენერგომოხმარება. ეკრანის "დაჯდომა" დროთა განმავლობაში. მაღალი შიდა ძაბვა (სხვათაშორის ტუბის "კუდზეც"). ხმაური (სპეციფიური წუილი). HDTV გაფართოების ჩვენების სირთულე. 4. LCD (Liquid crystal display) მონიტორი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული დისპლეის ტიპია. ამ ტიპის დისპლეი ერთგვარი "სენდვიჩისგან" შედგება: 1. პოლარიზებული ფილტრი ვერტიკალური ორიენტაციით. 2. მინა ITO ელექტროდებით. ელექტროდების ფორმა განსაზღვრავს მისაღები გამოსახულების ფორმას. 3. თხევადი კრისტალი. 4. მეორე ელექტროდებიანი მინა. 5. პოლარიზებული ფილტრი ჰორიზ. ორიენტაციით. 6. სარკისებური ზედაპირი (შიდა განათების მქონე დისპლეებში მას მანათობელი ზედაპირი ცვლის). ადრინდელ LCD-ებში გამოსახულების განახლებისას თითოეული პიქსელი უნდა ჩამქრალიყო და ახლიდან ანთებულიყო, რაც გამოსახულების ხარისხს მკვეთრად აფუჭებდა. ასეთ დისპლეებს "პასიურ მატრიციანს" უწოდებდნენ და 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამოიღეს ხმარებიდან. მათ მაგივრად შემოვიდა "აქტიურმატრიციანი" დისპლეები, რომლებიც TFT (Thin Film Transistor)-ზეა დამზადებული. ასეთ დისპლეის გამოსახულების განახლებისთვის პიქსელის ჩაქრობა აღარ სჭირდება. სწორედ TFT-ს გამოჩენის შემდეგ მოიმატა LCD-ს გაყიდვების რიცხვმა. დადებითი მხარეები: კომპაქტური. ენერგოეკონომიური. გეომეტრიულად სწორი გამოსახულება. უარყოფითი მხარეები: ნაკლებად კონტრასტული. ხედვის ნაკლები კუთხე. რეაგირების დიდი დრო. მხოლოდ ერთი "თავისი" გაფართოება, სხვა გაფართოებისთვის საჭიროა გამოსახულების მასშტაბირება, რაც ადაბლებს ხარისხს. წარმოებისას "მკვდარი პიქსელების" გაჩენის ალბათობა. 5. პლაზმური მონიტორი პლაზმური მონიტორები ფართოდ გამოიყენება დიდი ტელევიზორების წარმოებისას. მათი მოქმედების პრინციპი თხევადკრისტალურის მსგავსია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეკრანის "სენდვიჩში" თხევადი კრისტალების მაგიერ ინერტულაირიანი პიქსელებია მოთავსებული. აი პლაზმური (PDP) მონიტორის "სენდვიჩის" სქემა: დადებითი მხარეები: კომპაქტური და კარგად განათებული. მაღალკონტრასტული (10,000:1 და მეტი). სწრაფად რეაგირებადი. ფერების კარგი გადმოცემა. გეომეტრიულად სწორი გამოსახულება. უარყოფითი მხარეები: დიდი "წერტილთა ზღვარი", რაც იწვევს დისპლეის დაბალ გარჩევადობას, ან დიდ ზომას. მაღალი ტემპერატურა. LCD-სთან შედარებით ძვირი. დიდი ენერგომოხმარების მქონე. აქვს მხოლოდ ერთი "თავისი" გაფართოება, სხვა გაფართოებისთვის საჭიროა გამოსახულების მასშტაბირება, რაც ადაბლებს ხარისხს. წარმოებისას აქვს "მკვდარი პიქსელების" გაჩენის ალბათობა. 5. პრობლემები 1. მკვდარი პიქსელი. მკვდარი პიქსელი ეწოდება პიქსელს, რომელიც არ მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს, არ გადმოსცემს გარკვეულ ფერს, ან საერთოდ არაფერს არ გადმოსცემს და მართლა კუბოში წევს გაციებული. სურათზე ხედავთ პიქსელს, რომელსაც მწვანე ფერი "მოუკვდა". ესეც დეფექტად ითვლება: კიდევ აღვნიშნავ იმასაც, რომ პიქსელის "მუდმივი სიცოცხლე", ანუ მუდმივად თეთრი ნათებაც მკვდარი პიქსელის დეფექტის კატეგორიაში გადის. დღესდღეობით პრაქტიკულად ყველა მონიტორს აქვს მკვდარი პიქსელებ, მაგრამ მათი მხოლოდ გარკვეული პროცენტული რაოდენობის შემთხვევაში ითვლება დისპლეი წუნად, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, "ბრაკად". 2. გაჭედილი პიქსელი. ეს არის პიქსელი, რომელმაც დაიმახსოვრა გარკვეული გამოსახულება, აჩვენებს მას და არ გადადის სხვა გამოსახულებაზე. 3. "დამწვარი" დისპლეი. ეს მაშინ ხდება, როდესაც მონიტორის მუშა ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს აღწევს და "ტუბში" არსებული ფოსფორი იწვის. სურათზე ხედავთ გამორთულ მონიტორს, რომელზეც იკითხება დამწვარი "please wait": სხვათაშორის იგივე შეიძლება პლაზმურ მონიტორსაც დაემართოს. ამ შემთხვევაში იწვის პიქსელში შემავალი აირი. გარდა ამისა დეფექტებად ითვლება "პრიალა" დისპლეი, ფერების არასწორი ან არასრული გადმოცემა... ------------------------------------------------------------------------------------------------------------ სულ ეს იყო, რაც ორი სიტყვით მინდოდა მეთქვა მონიტორებზე. იმედია ცოტა რამ გაგაგებინეთ და ახლა დადებითი და უარყოფითი მხარეების შეჯერებით შეარჩევთ თქვენთვის სასურველ მონიტორს. ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მასწ.-ს, JAMBO-ს, რომელმაც მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, მომცა "ნაკოლი" ამ სტატიის დასაწერად... თუმცა დარწმუნებული ვარ ეს აღარც კი ახსოვს... ცუდია სიბერე ცუდიი :babu:
  2. არა. ვიდეოსთვის. 54xx აქვს სამსუნგს და ფუჯიცუს 55xx. თუ ფული პრობლემა არაა, 55xx სჯობს.
      • 1
      • Upvote
  3. :| სხვადასხვა სოკეტია.
  4. უკვე მომწყინდა ასეთი დიზაინი :drug:
  5. ფუჯიცუ რომ არის იმას არ ნისნავს, რომ ცუდია მე ავიღებდი.
  6. არ არსებობს ეგეთი. KGB არქაივერია კარგი, მაგრამ 40+ საათს მოანდომებს და 20-30%-ს თუ დააკლებს.
  7. აქ ერთი ასო აშკარად ზედმეტია წყ ლ ის - მოვატყუე თქვენი ფილტრი :D
  8. ცენზურის ფილტრი არ მუშაობს :drug:
  9. კარგად ამუშავებს.
  10. ამათ ჩემი ჯობია დიზაინით :drug:
  11. მაგ დროს მეც ვაქტიურობდი... ნაღდად არ დადებულა ჩვენთან ეგ ინფო :)
  12. ვააა რა თექთუალურია სტივ ჯობსმა ხომარ შეავლო თავისი მადლიანი ხელი :xelitavi:
  13. ალბათ x8+x8 ექნება ხომ? და მესამე x1 ან რამე მისთანა იქნება... P ჩიპსეტს ხომ მხოლოდ 16 არხი აქვს? თუ P67-ზე შეცვალეს რამე?
  14. ნოქტუა D14 არის დღესდღეობით საუკეთესო ჰაერის გაგრილება. მაგრამ საკმაოდ დიდია და უნდა ნახო კეისში ჩაგეტევა თუ არა.
  15. AMD-ს ტრადიციულად უჭირს სუპერპის გავლა. 10 მთელი და რაღაც მეათასედი წამი იყო ძველი რეკორდი. წინა ფორუმზე სიახლეც დავდე.
  16. მართალია... მაგრამ P5KPL-ზე არ წავა მემგონი E6700 :xelitavi:
  17. ორ ასოიანი დომენები ძალიან ძვირია მემგონი...
  18. ტემპერატურა ნახე. შეიძლება ხურდება. შეიძლება ოპერები არ გიშვებს, შეიძლება დენი არ ყოფნის... ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს.
  19. გამარჯობა 9500-ის გაწურვა, როგორც ასეთი, პრობლემას არ წარმოადგენს 600 ლარად greentech.ge-ში მაგალითად მოგივა დუალ-ქორი E5500-ზე აგებული სისტემა 2GB ოპერით და 320GB-იანი ვინჩესტერით. ვიდეოკარტის გარეშე. მემგონი ვიდეო ნაყიდი გაქვს ისედაც.
  20. ნაღდად არ ვიცი რეიზერ და არც მინდა, რომ მოგატყუო. . .
  21. "არის რა" (პირდაპირი მნიშვნელობით) - ძმაკაცმა იყიდა, i7-930-ზე უდგას და 100% დატვირთვაზე ჩართული ტურბოთი 70 გრადუსს იჭერს.
  22. სელერონი წნევამ ამიწია.
  23. ქულერ მასტერი V8, ან ქულერ მასტერი N520.
  24. +1. არამგონია ვინმე ჯოიპადს უყურებდეს თამაშისას და არა მონიტორს :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.