აპარატის მხრივ, ძალიან მგრძნობიარე უნდა იყოს. როგორც წესი ჩვეულებრივ ციფრულ (და არამხოლოდ ციფრულ) კამერებს ისეთი სუსტი მგრძნობიარობა აქვთ ღამის პირობებში, რომ მილიწამი არაა საკმარისი ფოტოს გადასაღებად... ISO 3200 მგრძნობიარობის შემთხვევაში f/3.5 დიაფრაგმით ღამე ხუთი წამია საჭირო, რომ წესიერი ფოტო გადაიღო... ერთ წამამდე რომ შეამცირო ეგ დრო, მაგისთვის ISO 12800 უნდა გქონდეს და თანაც სუფთა სურათებს უნდა იღებდეს (ჩვეულებრივ ISO 3200-ზედაც კი საკმაოდ დეფექტური გამოდის ფოტო). გარდა მაგისა ძლიერი ობიექტივი იქნება საჭირო, f/2.0 ან კიდევ უფრო გახსნილი დიაფრაგმით (f/1.8, f/0.9)... ეგ ყველაფერი 10 ათას დოლარს საკმაოდ სცდება...
მაგისთვის ცალკე სენსორი გჭირდება... რომ ზუსტად იმ დროს "ჩააჩხაკუნოს" ავტომატურად...
ან მეორე ვარიანტია როცა დაინახავ, რომ მეხი ვარდება, "მიყოლებით" რეჟიმში უნდა გადაიღო რამდენიმე სურათი და მერე ალალბედზე მორტყმული იქნება იმათგან რომელიმე...