ტყუილია ეგ ინფორმაცია. FSB პასუხს აგებს მხოლოდდამხოლოდ პროცესორსა და დედადაფას შორის ინფორმაციის გაცვლაზე. ჩემ დედადაფას აქვს 1600+ MHz-იანი FSB, მასზე შემიძლია დავაყენო 800, 1066, 1333 და 1600MHz-იანი FSB-ს მქონე პროცესორები და ნებისმიერი, ხაზს ვუსვამ, ნებისმიერი ვიდეოდაფა, რომელიც ვიდეოდაფის სლოტს მოერგება. მაზერის და პროცესორის FSB არანაირ კავშირში არაა ვიდეოდაფის გაქაჩვა-არ გაქაჩვასთან.
რაც შეეხება მეხსიერებას, დედადაფას FSB-სგან სრულიად დამოუკიდებლად აქვს გარკვეული სიხშირის მეხსიერებების მხარდაჭერა. ჩემ მაზერს 1600FSB აქვს და 1200MHz-იანი ოპერების მხარდაჭერა. DDR2 ტიპისა. როგორც ხედავ FSB და მეხსიერების სიხშირე არანაირად არ ემთხვევა ერთმანეთს.
კიდევ ერთი გავრცელებული ლეგენდაა, რომ "DDR2 მაზერზე DDR3 ვიდეოდაფა არ წავა". ეს არის აბსოლუტური კრეტინიზმი. მაზერის DDR-ები გულისხმობს ოპერატიულ მეხსიერებას, ხოლო ვიდეოდაფის DDR-ები გულისხმობს ვიდეოდაფის მეხსიერებას, რომელიც ოპერატიულთან არანაირ კავშირში არ არის. ესე იგი იმის გამო, რომ DDR2 დედადაფა მაქვს, GDDR5-იან ვიდეოდაფას ვერ უნდა მივეკარო? უნდა დაველოდო როდის გამოვა "DDR5" ტიპის ოპერატიული მეხსიერება და როდის გაუჩნდებათ დედადაფებს მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა? აბსურდ :chojinfc: