Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. ახლა გახსნა. ერთი გაქვს 667MHz-იანი, მეორე - 800MHz-იანი. ავტომატურ რეჟიმში ორივე დადგება 667-ზე და მაგ ორში რომელსაც მაღალი ტაიმინგები და მაღალი ვოლტი აქვს, იმის მნიშვნელობებზე. საერთოდ არაა სასურველი, რომ ორი მოდული სხვადასხვა სიხშირის, სხვადასხვა ტაიმინგის და სხვადასხვა ვოლტაჟის იყოს. 50/50-ზეა მაგის მუშაობა არ მუშაობის ამბავი. შეიძლება უპრობლემოდ იმუშაოს, თუმცა შეიძლება ვერ იმუშაოს. Dual Channel-ში კი ვერ იმუშავებს, იქნება Single Channel.
  2. მაგას ორი +12 აქვს და თითოზე გამოაქვს 22A. ანუ ჯამში 44-ს არა, მაგრამ ერთ 37-38 ამპერს კი მოგცემს, 450 ვატია ეგ მარტო +12V-იანი განხრებზე და სრულიად საკმარისია GTX460-ისთვისაც (თავის პროცესორიან ყველაფრიანად).
  3. საშინელი კვებაა. K-mex ხომარაა?
  4. მაგრად გაუბერეს მოკლედ რა... ყოველ ექვს თვეში ახალ სერიას უშვებენ ლამის
  5. აა... ორიონტეკის საიტზე რაც დევს ის მაღაზიაში ან აქვთ, ან არა. ფასებიც არ ემთხვევა ხოლმე ხშირად... დაკიდებული აქვს მაგ მაღაზიას საიტი რატომღაც... მე გირჩევდი ცოტახანს მოგეცადა ჯიტეკისთვის, კორსაირს სანამ მიიღებენ.
  6. კვებები გიო ბევრი იშოვება, უბრალოდ საიტები არ აქვთ მაღაზიებს, თორემ ვაგზალზე სავსეა კვების ბლოკებით მაღაზიები... ზოგი კარგია, ზოგი ცუდია... GX სერია არ ვიცი და ისე არც ისე ცუდი ბლოკები უნდა ჰქონდეს ქულერ მასტერს, ჯერ არ გამიგია, რომ ვინმეს ჩვენში მაგათზე რამე პრეტენზია ჰქონდეს... ჯიტეკში თუ იყიდი გარანტიასაც მოგცემენ და პრობლემა არ იქნება რემონტი/გამოცვლა, თუკი რამე მოუვა (ღმერთმა დაგიფაროს ისე)... რა ფასად გინდა კვება?
  7. KMEX-ზე სწორად გეუბნებიან არ იყიდოო... მართალია 600 ვატიანია, მაგრამ ეგ არის +3.3, +5 და +12V-ზე ჯამურად გამომავალი სიმძლავრე და კომპისთვის პირველმნიშვნელოვანია +12V-ზე გამომავალი სიმძლავრე, რადგან სწორედ +12V-დან იკვებება ვიდეოდაფა და პროცესორი (ანუ ის ნაწილები, რაც ყველაზე მეტ დენს მოიხმარს)... თუკი 600-ვატიან კვებას მხოლოდ 360 ვატი გამოსდის +12V-ზე, საშინლად არაეფექტურია... შედარებისთვის Corsair-ის 650-ვატიან კვების ბლოკს 600 ვატის მოცემა შეუძლია +12V-ზე... გარდა ამისა KMEX-ს ძაბვის ცუდი რეგულაცია აქვს (ე.წ. "პასიური PFC"). უკეთესია "აქტიურ" PFC-იანი კვების ბლოკები. ისინი უკეთესად ფილტრავენ და აკორექტირებენ დენს... --------------------------------------------------- როგორც ჩვენმა ფორუმელმა Anub1S-მა მითხრა ერთხელ, "კარგი კვების ბლოკი კომიუტერისთვის იგივეა, რაც კარგი ბენზინი მანქანისთვის"... ანუ შეიძლება "ეკონომია" გააკეთო და იყიდო ცუდი კვების ბლოკი, მაგრამ კომპიუტერის ნაწილებისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება ეგ. გიო კვება გინდა 1000 ვატიანი დააყენე, თუკი კომპიუტერს 200 ვატი დაჭირდება, კვების ბლოკიც 200 ვატს მოგცემს და UPS-იც 300-ვატიანი რომ იყოს, მაინც გაქაჩავს მაგ სისტემას... ასე რომ ჯერ უნდა დაადგინო შენი სისტემა რამდენ ვატს "ჭამს" გიო ის სისტემა თუ გაქვს, რაც გვერდით გიწერია, მაქსიმუმ 280 ვატი დაგიწვას. ამ "კალკულატორით" დავიანგარიშე: http://extreme.outervision.com/PSUEngine
  8. ჰო, 600 ვოლტამპერი და 360 ვატი.
  9. ზოგჯერ ისე ხდება, რომ გამომგზავნი ტრეკინგ კოდს არ უთითებს და შესაბამისად ვერც წინასწარ გადაფუთვას აძლევ u2g-ს პარამეტრებში. ეგაა ყველაზე უსიამოვნო. ნაღდად ვერ დავდებ თავს, რომ დიდ ყუთში ჩადეს და ისე გამოგზავნეს ამაზონიდან, მაგრამ ყველაზე რეალურ მიზეზად ეგ მეჩვენება... მასე ციფრული გამოვიწერე, 24 ლარის გადახდა მიწევდა და იმხელა ყუთით გამოგზავნა მაღაზიამ, რომ 55 ლარი დამიჯდა :SNEMOTICON13:
  10. გმადლობ ლევან 1. მარტო ბიტები არაფერს წყვეტს. 2. არსებობს ცნება "მარკეტინგი". იმისთვის, რომ სწორი მარკეტინგი ჰქონდეს, აუცილებელია კომპანიამ ყველა დონის პროდუქცია გამოუშვას. ასე რომ მარკეტინგულად ძალიან გამართლებული სვლაა განსაკუთრებით იმიტომ, რომ GT220 მოძველებული ტექნოლოგიითაა დამზადებული. 3. ჩემი აზრით ეს GT430-ის დონის ვიდეო იქნება, რაც 1024x768 გაფართოებას ეყოფა. საოფისე კომპიუტერზე თამაშების გასაშვებად სრულიად საკმარისია და გეიმერი რომ ამას არ იყიდის (ისე არც GT220-ს), ცხადია.
  11. ალბათ "დამატებითი დაცვისთვის" დიდ ყუთში ჩადეს და შენ კი გადაფუთვა არ მიგითითებია წინასწარ...
  12. უიდეალურესი ნაწილებია მართლაც ჩალის ფასად. რეკომენდაციას ვუწევ! თუ 1280x1024 მონიტორი გაქვს, მაშინ GTS450 აიღე, ნაკლები არა! ხოლო თუ უფრო მაღალი გარჩევადობის მონიტორი გაქვს, მინიმუმ GTX460 უნდა აიღო. GT240 არის 1024x768-ზე სათამაშოდ.
  13. არაა საშიში. კარგი ვიდეოა მაგ ფასად, მშვიდობაში!
  14. http://www.overclockers.ge/index.php?/topic/5269-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%98-core-2-duo/
  15. 12V-ს შემთხვევაში 4 ამპერი არის 48 ვატი. 20A მოგცემს 240 ვატს. 24A - 288 ვატს.
  16. restire defaults არის ბიოსის დადეფალტება. სხვა რაც დაწერე იმაზე პასუხი არ ვიცი.
  17. ის თემა, რომელსაც მე ვგულისხმობდი, სამწუხაროდ ვერ ვიპოვე... აი სხვა თემა: სულ ბოლოში არის სკალირებები. როგორც ხედავ Full HD-ზე ყველაზე მეტად თვალსაჩინო ხდება სკალირება და მანდ Nvidia-საც და AMD-საც 80-90%-იანი სკალირებები აქვთ უმეტეს შემთხვევაში.
  18. x16+x16 CrossX-ის სკალირება 5770-ს ჰქონდა 90%-იანი და x8+x8-ზე რაცაა თავადაც იცი :)
  19. ოცში გამოდის მგონი ბოლო ხომ?
  20. ჰმმ. მაშინ რატომ აქვს ხოლმე x8+x8-ზე მომუშავე ორ ვიდეოს მაქსიმუმ 35%-ით მეტი, ვიდრე იმავე ვიდეოს, რომელიც x16-ზე მუშაობს?
  21. ორ x8-ს ერთი x16 არ ჯობია? :raio:
  22. ასეთი მაუსი წინა სამსახურში ჩემ უფროსს ჰქონდა მგონი. მართლაც ერგონომიულია.
  23. მოვლენ ახლა ქლაბის მლანძღველები :xelitavi:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.