ამ თემაში ამის ადგილი არ არის, მაგრამ მაინც დავპოსტავ ერთხელ (ეს ერთი ოფი მაპატიეთ ):
AMD-ს არ შეუძლია Nvidia PhysX-ის გამოყენება, რადგან ამის უფლებას Nvidia არ მისცემს.
ასევე AMD-ს არ შეუძლია Nvidia PhysX ჩაანაცვლოს საკუთარი ფიზიკის გამომთვლელით (რომც ჰქონდეს), რადგან Nvidia ქვეყნის (მართლა ქვეყნის) ფულს ყრის იმაში, რომ თამაშების შემქმნელებმა სწორედ მათ დრაივერებზე მოახდინონ თამაშის ოპტიმიზაცია, ჩადონ ენვიდიასეული ფიზიკა, 3D-ს მხარდაჭერა და ა.შ. არამგონია AMD-ს მესვეურებს იმდენი ფული ჰქონდეთ, რომ Nvidia-ს "გამოჰგლიჯონ" გეიმ დეველოპერები და თავისკენ გადაიბირონ. ამიტომ არიან წყნარად და ბაზაზე იმ წილით კმაყოფილდებიან, რაც ამჟამად აქვთ.
ლოუ ენდს რაც შეეხება, ორივეს ბლომად აქვს. და Dx11-იან ლოუ ენდებს თუ გულისხმობ,
Nvidia-ს აქვს GT430, GT440 და GT520, ხოლო AMD-ს - HD 5450, 5550, 5570, 6450 (თუ 6470, ზუსტად არ მახსოვს, სულ ახლახანს გამოუშვა). ანუ AMD-ს მეტი ჰქონია.
ეს "დისკრეტული" ვიდეოდაფებია, "მობილური" ვიდეოჩიპები არ მიმითვლია, იქ უფრო მეტი ასორტიმენტია.