-
Posts
5444 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
8
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kloud
-
მოკლედ მაქვს ვიდეო ass ფორმატის სუბტიტრებით და მინდა რომ დავაკონვერტირო ისე რომ ვიდეოფაილშივე ჩავაშენო სუბტიტრები ანუ hardsub. ბევრი პროგრამა ვცადე მაგრამ სტილები ვერ გადააქვს ზოგს, ზოგი ქართულ ასოებს გაუგებარი სიმბოლოებით ცვლის მიუხედავად იმისა რომ UTF-ს ვაყენებ პარამეტრებში. რაიმე პროგრამა არ იცით რომელიც ass ფაილში გაწერილ სტილებს შეუნარჩუნებს სუბტიტრებს და ისე ჩააშენებს ვიდეოში?
-
გუგლის საძიებო საიტი პრეისტორიული დიზაინზე გადაერთო
kloud replied to kloud's topic in ინტერნეტი და სოციალური ქსელები
ანგარიშში ვერსად ვიპოვე რეგიონის შეცვლა, მაგრამ უცნაური ისაა რომ თბილისში მომიწია წამოსვლა და აქ ჩემი ძმის კომპზე ჩემივე აქაუნთით შევედი გუგლში და მშვენივრად არის ყველაფერი ანუ ანგარიშის ბრალი ვერ იქნება. ან ვინდოუსშია რაღაც პარამეტრი ისეთი მიცემული რაც გუგლს არ მოსწონს, რადგან ყველა ბრაუზერში ჩემ კომპზე ერთნაირად მიჩვენებს ბრაუზერს ვერ დავაბრალებ, ან გუგლს არ მოსწონს ჩემი IP ვითომ ? -
მოკლედ ბოლო კვირა ან ცოტა მეტი იქნება რაც გუგლის საძიებო საიტი გადაერთო პრეისტორიულ დიზაინზე რომელსაც არ აქვს არანაირი დამატებითი ფუნქცია როგორიცაა სურათების ძებნისას ზომის ან სხვა პარამეტრების მიხედვით ძებნა და ა.შ. ვიფიქრე Google + -ის დახურვასთან დაკავშირებით ხო არ არისთქო, მაგრამ როცა ჩავრთე VPN და ისე შევედი მაშინ თანამედროვე დიზაინით გამიხსნა და ყველა ფუნქციონალი ადგილზე იყო. ხო არ იცით VPN-ის გარეშე არის თუ არა შესაძლებელი ახალი დიზაინის დაბრუნება? ბრაუზერის ბრალი აშკარად არაა, ყველა ბრაუზერში იგივე პრობლემა მაქვს. ნუთუ ის არ კმაროდა რომ ფლეი სთორში თითქმის ყველაფრის გადმოწერა შეგვიზღუდეს ახლა აქაც გვზღურდავენ? პირველი სურათი პრეისტორიული დიზაინით, მეორე თანამედროვეთი.
-
სამწუხარო სიახლე. დღეს ვიყავი ფოსტაში და მითხრეს რომ აწი რაც კი ამანათები ჩამოვა ალიდან ან ნებისმიერი სხვა საიტიდან თვითონ საქ ფოსტაში(არ იგულისხმება მალეო) ანუ გადამზიდის გარეშე პირდაპირ ჩვენ მისამართზე რო გამოვიწერთ ამანათებს გატანისას ადრე უფასო რო იყო აწი მოგვიწევს 2-2 ლარის გადახდა, წონას არ აქვს მნიშვნელობა ფასი ფიქსირებულია. მაინც რო იცოდეთ, პატარა ნივთების გამოწერა ჯობია აწი ჩინეთიდან ამერიკაში გავაგზავნოთ მაინც 2ლარზე მეტი არ ჯდება და უფრო სწრაფადაც ჩამოდის ხოლმე ვიდრე პირდაპირ საქართველოში გამოგზავნით.
-
თბილისში ცხოვრებისას ვიყენებდი CAMEX, კმაყოფილი ვიყავი. ფასი, დაგროვების პროგრამა, რეისებიც საკმაოდ ნორმალურად ჩამოდიოდა, თუ დაკმაოდ დააგვიანდებოდა რეისს, დაახლოებით 1 კვირით, მაშინ ტრანსპორტირების თანხას გვინაზღაურებდნენ. მინუსი ის აქვს კამექსს რომ მინიმალური ტრანსპორტირების ფასი არის მაღალი, ანუ 100გრამი თუა ამანათი, 200გრამის ფასი უნდა გადავიხადო მაინც როგორც მახსოვს. ასევე გამომიყენებია USA2GEO, საკმაოდ სწრაფად ჩამოჰქონდათ და კომპიუტერიზებული ფილიალები მომწონდა კოდი შეგყავდა და ამანათი გამოდიოდა თაროდან. მაგრამ ფასი ვერა და ვერ დააგდეს. კიდე მქონდა სხვა გადამზიდებთან შეხება მაგრამ კმაყოფილი არ ვიყავი და არც მახსოვს სახელი, მგონი ზოგი დაიხურა კიდეც. ზუგდიდში გადაბარგების შემდეგ გადავედი Inex-ზე. ფასი კარგია, ბონუს პროგრამაც არაა ცუდი, კარგია რომ ბევრ ქვეყანაში აქვთ ოფისები. მაგრამ აი იმის ნაცვლად რომ გააკეთონ ის რაც კლიენტებს უნდათ ამატებენ სულ სხვა უაზრო სერვისებს, მაგალითად ბონუს ქულების სხვისთვის გადარიცხვა. აი რატო უნდა გადავურიცხო წვალებით დაგროვილი ქულა სხვას, მაგას ჯობია ბალანსი და ბონუს ქულები გააერთანონ რომ შევძლოთ ბონუსის გამოყენება მაშინაც როცა ტრანსპორტირების თანხა უფრო ძვირია ვიდრე ბონუსების რაოდენობა. ასევე 2 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში სულ 1-2 რეისი მახსენდება რომლებიც დროულად მოვიდა დანარჩენი სულ აგვიანებდა უმეტესად 2-3 დღით, ცოტა ხნის წინ 1 კვირითაც დაიგვიანა და თავიც არ შეიწუხეს რომ გავერფთხილებინეთ რომ რეისს აგვიანდებოდა. როცა მივწერე მაშინ ელემენტარული ბოდიშიც არ მოუხდიათ. არ მიყვარს ასეთი დამოკიდებულება ამიტომ გადავწყვიტე შანსი მალეოს მივცე, თუმცა ისეთი პირი უჩანს რომ ვერ გაამართლებს მოლოდინს. საიტზე მაგარი მწირი ინფორმაციაა, მომხმარებლის კაბინეტშიც ძან ლიმიტირებული ფუნქციებია. ფეიბუქზეც ძან ცუდი შეფასებები აქვს. თუმცა მაინც მივეცი შანსი. იბეის მონაცემებით ამანათი 4 იანვარს მივიდა მალეოს საწყობში მაგრამ მალეოს მონაცემებით 6ში მივიდა, ამასთან არ მიჩვენებს გამოგზავნილია ამანათი უკვე თუ არა. არც წონას მიჩვენებს. ფაქტიურად ყველა გადამზიდი უკვე ამერიკის ოფისში მიტანისთანავე გიჩვენებს ამანათის წონას, ეგენი კი არა. ეგ კიდე ერთი მინუსი.
-
მაშინ იბეის ნაცვლად ჯობია სხვა საიტები იპოვო, ფორუმებზე მსმენია სადაც იყიდება ტექნიკა კაი ფასებში მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი სახელი. სავარაუდოდ როგორც ოც.გე-ს აქ ყიდვა-გაყიდვის განყოფილება ისე ექნება უცხოურ მსგავს ფორუმებს. თუ არ გაგიყიდია აქამდე იბეიზე გეტყვი რომ განცხადების განთავსება უფასოა, მაგრამ 100$ად როცა ვყიდი რამეს 10% ანუ 10$ მიაქვს იბეის გაყიდვის შემთხვევაში. ამას ემატება პეიპალის საკომისიო რომელიც 5%-მდეა ეგ უკვე 15% გამოვიდა. ნუ მერე 5$ არის კიდე პეიპალიდან თანხის გამოტანის საკომისიო, ეგ არ აქ მნიშვნელობა რამდენი გამოგაქ ყოველთვის 5$-ია ასე რომ დიდი თანხის შემთხვევაში არ იგრძნობა, მაგრამ ზედა %-ები რაც დავწერე რაც უფრო იმატებს ნივთის ფასი უფრო მაღალია. მე პირადად ერთ სელერს(კერძო პირია მაგრამ შენსავით აქ მაღაზია ინტერნეტში, ადგილზე ყიდულობს იაფად საქონელს რაც მის რეგიონში მარტო იშოვება და ცოტას უგებს ინტერნეტით გაყიდვით) მოველაპარაკე რო იბეის გვერდის ავლით პირდაპირ მეილით გვეკონტაქტა და პეიპალზე გამოეგზავნა ინვოისი და მაქედან გადავუხდიდი, ისიც დამთანხმდა და პირველ შენაძენზე რომელიც იბეიზე 35$ დამიჯდებოდა 28$ გამომართვა. და + 1 ნივთი 7-8$იანი კიდე საჩუქრად გამომაყოლა. პეიპალი იბეის გარეშეც საკმაოდ უსაფრთხო გადახდის სისტემაა, როცა იბეი 2 თვიან გარანტიას გაძლევს თანხის დაბრუნებისას, პეიპალი 6 თვიანს გაძლევს ასე რომ თუ კონტაქტი გაქვს კარგ სელერთან იბეი არაფერში გჭირდება. შეგიძლია შესთავაზო რომ ის 10% რაც იბეის უნდა უხადოს გაიყოთ 5-5%-ად და 5%იანი ფასდაკლება გაგიკეთოს როცა მუდმივი კლიენტი იქნები რატო არ დაგთანხმდება. მისთვისაც საქმეა და შენთვისაც.
-
მეც საკმაოდ ხშირად მიწევს გამოწერა ბოლო 8 წელია. სამეზობლო-სამეგობრო-სანათესაოს გამოწერები ჩემ მხრებზეა. ახლებსაც ვიწერ და ნახმარებსაც. უნდა მოერიდოთ მაღაზიებს რომლებსაც 50-100 ათასი შეფასება აქვთ. ეგენი თავს არ იწუხებენ რო დეტალურად დატესტონ გასაყიდი ნივთი. უმეტესად მარტო ზედაპირულად ამოწმებენ, სურათებსაც შაბლონურს დებენ და არა ზუსტად მაგ ნივთისას. თუმცა ასევე ბევრი მყიდველი დელატულ აღწერას არ კითხულობს, არადა მანდ უწერია იმ კაცს რაზეა პასუხისმგებელი და რაზე არა. ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე მაღაზიისთვის ის შენი ერთი უარყოფითი ფიდბექი არაფერს ნიშნავს რადგანა %ულად არ შეეტყობა მის რეიტინგს არაფერი, ასე რომ ნაკლები შანსია რომ დათმობებზე წავიდეს თუ წუნიანი ნივთი გამოგიგზავნა. ასევე არის შანსი რომ ჩინელი იყოს ამერიკული მისამართით დარეგისტრირებული. ადრე ამაზონზე იყვნენ მასეთები, მაგრმა ახლა უკვე იბეიზეც გავჩითე. სპეციალურად ამერიკული მისამართიდან გამოვწერე ამანათი იმიტომ რომ სწრაფად მინდოდა ჩამოსულიყო მაგრამ ჩამოსულ ამანათს იბეის ნაცვლად ამაზონის ქაღალდები მოყვა და სელერის მონაცემებიც არ ემთხვეოდა. თუმცა ნივთი და მდგომარეობა ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო. ყველაზე ნაღდია 95-100%იანი ფიდბექები რო აქ ისეთი სელერები, რომლებსაც ცოტა გაყიდვა აქვს, თუნდაც 5-6 იყოს. ეგეთებს არასდროს გავუწბილებივარ, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენსავით კერძო პირები, რომლებიც სახლიდან ყიდიან მობეზრებულ ნივთს და უკეთ იციან გასაყიდი ნივთი რა მდგომარეობაშია და სურათებსაც გასაყიდი ნივთისას დებენ და არა ინტერენტიდან მოძიებულს. მსგავსი სელერებისგან ვიყიდე დეკემბერში ნახმარი ტელეფონი, გოუპრო და კიდე ლინზა 3$ად(ნუ 7$ შიფინგი დაემატა) რომელიც რეალურად 40-50$ებშია. გოუპროს რაც შეეხება, ტიპს ეწერა რო Silver ვერსიას ყიდდა არადა სურათებში Black ვერსია ედო, ვკითხე სურათები აქტუალურია თუ არათქო და როცა დამიდასტურა მეც ვიყიდე. შესაბამისად უკეთესი ვერსია უფრო იაფად ვიყიდე მისი უცოდინრობის გამო. მაღაზიებს კი ასეთი რამეები არ შეეშლებათ, ამიტომ ყოველთვის კერძო პირებს უფრო მეტი უპირატესობა აქვთ როცა ნახმარს ვყიდულობ.
-
ვა მე არ მქონია პრობლემა. ნუ არ გამოგზავნის ამბავზე კი ხდება ხოლმე, უფრო იმ შემთხვევაში თუ იაფიანია და თრექინგი არ მოყვება მაშინ იკარგება მაგრამ ვერ დავაბრალებარ გამოაგზავნაო რადგან ფულს უპრობლემოდ მიბრუნებენ. პრობლემები მე ძირითადად ჩინელ სელერებთან მაქვს რომლებთანაც ძირითადად 1-2$იან მაიმუნობებს ვიწერ. იყო შემთხვევა სხვა ნივთი რო გამომიგზავნა, იყო შემთხვევა რომ არ ჩამოვიდა მაგრამ ყველასგან ფული დავიბრუნე.
-
წონაზეა დამოკიდებული http://gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/calc/ აქ შეგიძლია დაიანგარიშო. თუ რომელიმე ერთ განზომილება 5სმ-ზე ნაკლებია მაშინ მცირე პაკეტი შეგიძლია აირჩიო და უფრო იაფი დაგიჯდება თუ არადა ამანათი უნდა აირჩიო და მერე EMS. მაქსიმუმ 2 კვირაში ჩადის. რეგისტრირებულს თუ არიჩევ 1 თვემდე შეილება დაჭირდეს.
-
ბუბა საქ ფოსტა ფასის მიხედვით ყველაზე კარგია, პირადად ვიყენებ იბეიზე გაყიდული პროდუქციის გასაგზავნად სხვადსხვა ქვეყნებში EMS-ს და პრობლემა არ მქონია, ყოველთვის დროულად მიუვიდა ადრესატს. არამექსია კიდე სწრაფი და dhl, მაგრამ ეგენი ძვირები იქნება. თვითონ ჩამომტანებიდან ინექსს აქვს მარტო ბრიტანეთში გაგზავნა როგორც ვიცი. სხვებს
-
DVI პორტზე გამოსახულება არ გამოაქვს, სხვა პორტებზე no problem
kloud replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
ოპერატიულის პრობლემა იყო როგორც ჩანს. გავაკეთე. დახურეთ თემა. -
მაქვს 3 მონიტორი დაერთებული დედაპლატის HDMI, VGA და DVI პორტებზე. პირველი ორი მუშაობს უპრობლემოდ. მესამეს გამოსახულება არ გამოაქვს. DVI პორტზე დაერთებულ მონიტორს აქვს VGA და DVI პორტები და VGA კაბელით ჩვეულებრივ გამოაქვს გამოსახულება, მაგრამ DVI-ზე როცაა შეერთებული No video input-ს აწერს. მონიტორზე ღილაკით DVI და VGA რეჟიმების გადართვა არაფერს ცვლის. მონიტორის DVI პორტი არის DVI-D Dual link, მაზერზეც ეგაა, კაბელი კი DVI-D Single Link. სამწუხაროდ ამ ვერსიებზე არ მიდის VGA-DVI გადამყვანი რო დავტესტო თვითონ კაბელის მდგომარეობა. თვეებია მშვენივრად მუშაობდა, აზრზე არ ვარ ამ დილით რა ეტაკა. ცხადია პირველ რიგში კაბელს ან DVI პორტს უნდა დავაბრალო, მაგრამ არის სხვა ვარიანტები რასაც შეილება გამოეწვია ეგ პრობლემა?
-
ეგ სათაური მოაქვს საიტიდან შესაბამისად საიტზე იმ გვერდს უნდა შეუცვალო სათაური. მაგალითად ამ გვერდს სადაც ახლა ვიმყოფებით რო შეუმოწმო სოურსი ნახავ ასეთ რამეს <title>Website Meta Tags: Facebook sharing - დახმარება - Overclockers GE - Because Speed Matters</title> შენთან კი შესაბამისად რაც სურათზეა ეგ იქნება ამ ტეგებში მოქცეული. ისე არ გამოვა რომ საიტზე სრულად იყოს და ფბ გაზიარებულ პოსტში არ ჩანდეს. ან ორივეგან უნდა დატოვო ან ორივეგან მოუშალო.
-
მოკლედ ბოლო დღეებია მაგარ უცნაურობას ვამჩნევ ჩემ კომპზე. Windows 10-ზე მაქვს ჩართული ოპერა და სხვა პროგრამები. რაღაც დროის შემდეგ ეს პროგრამები ქრება დესკტოპიდან და ტასკ მენეჯერში რო ვნახულობ ბექგრაუნდ პროცესებშია გადასული და ვერაფერს ვაკეტებ. ოპერის იკონკსს რო ვაკლიკავ ცარიელი ფანჯარა იხსნება და ის ტაბები რაც მაქვს გახსნილი მაინც არ ჩანს. იგივე გამიკეთა სხვა პროგრამებზეც. დღეს დილიდან ჩართული მაქვს კომპი მაგრამ ეგ პრობლემა 20 წუთის წინ მქონდა დავარესტარტე კომპი და იგივე გამიკეტა ჩართვიდან რამდენინე წუთში. გუშინაც 2-3 ჯერ მქონდა ეგ პრობლემა. მიშველეთ რა ვერ მიმუშავია ნორმალურად
-
Wrecked - ამას ჩავუჯექი გუშინ. მაგარი იუმორი, კაი გადახვევები სხვადასხვა ფილმების სცენებზე და რავი მაგრა ვიხალისე.
-
აკრონისმა ვერ გაართვა თავი მიუხედავად იმისა რომ ვნიშნავდი იმ დისკებს რომლების კლონირებაც არ მინდოდა მაინც მიწერდა არ გაქ საკმარისი მეხსიერება სსდ-ზეო. და გადავიფიქრე კლონირება. SSD-ზე W10 დავაყენე და ვინჩოზე დავტოვე W7 სათადარიგო სისტემის პონტში. დახურეთ თემა.
-
SSD ჩამომივიდა Crucial-ის და მინდა C დისკი გადავიტანო მაგაზე. ოფ საიტიდან გადმოვიწერე აკრონისი მაგრამ მთლიანი ვინჩესტერის გადატანას ჩალიჩობს ეგ. არადა ვუთითებ რო D და E დისკების გადატანა არ მინდა მაგრამ მაინც მეუბნმება არ გყოფნისო მეხსიერება SSD-ზე. რა სანდო პროგრამა იცით რომ C დისკი გადავიტანო SSD-ზე ცხადია bootable რო გახდეს მერე SSD, System reserved partition როა ეგეც მექნება გადასატანი? C დისკი არის 156გბ-იანი, SSD კი 232გბ.
-
ოპერას ჩაშენებული აქვს vpn და ეგ გამოვიყენე თუ სწორად მახსოვს
-
ხო არ იცით რამდენად მიდის კონტროლი იმისა თუ რას ატვირთავ გუგლ დრაივზე? მაგალითად მინდა ძალიან ბევრი ფილმი ავტვირთო რათა შემდგომ საიტზე განვათავსო. ხო არ მომედავება გუგლი რო საავტორო უფლებებს ან რამეს ვარღვევ? მინახავს ზოგიერთ საიტზე გუგლ დრაივზე ატვირთული ვიდეოები ედოთ. მაგრამ ჩემ შემთხვევაში საუბარია არა 1-2-ზე არამედ დაახლოებით 10ტბ მოცულობაზე. ცხადია ამას ერთ და ორ დღეში ვერ ავტვირთავ, დიდი დრო დამჭირდება და არ მინდა ეგ დრო ტყუილა მექნეს დახარჯული თუ გუგლი დამიბლოკავს აქაუნთ ან წამიშლის ატვირთულ ვიდეოებს. გაქვთ ამასთან დაკავშირებით ვინმეს რამე ინფორმაცია?
-
მეც ულიმიტო მაქ გუგლ დრაივზე. ინსტრუქცია აქ არის როგორ იჩალიჩოთ: https://drive.google.com/file/d/1nWa6Rd3foU6mbY6RHpdcilJkeOaTGDYg/view?usp=sharing 1-2 სთ შეილება დაგჭირდეთ მაგრამ ღირს, შემდეგ გუგლის სინქრონიზაციის პროგრამით შეგიძლიათ მთელი მყარი დისკი დრაივზე ატვირთოთ.
-
მე ვერაფრით დავიჯერე ასეთი რამ მაგრამ მაინც მინდა გაგიზიაროთ, თქვენ უფრო გარკვეულები ხართ: ამასწინათ ვიღაც მელაპარაკებოდა რო 9600GT-თი შეილება დანამედროვე ძვირადღირებულ ვიდეოკარტებზე უფრო მეტი გამოიმუშავოო მაინინგზე თუ ბიოს დაამოდინგებ და რაღაც ძველი ვერსიის მაინერ პროგრამას გამოიყენებო, მაგრამ დრაივერი გჭირდებაო ვიდეოსი, რომელიც დეფოლტზე არაა ამ ვიდეოსთან თავსებადი, მაგრამ მინახავსო რო ვიღაცებს ზუსტად ეგ ახალი ვერსიის დრაივერი უყენიათო ამ ვიდეოკარტაზე. ვიციო კიდე ვიღაც ტიპები ვინც მასე ჩალიჩობენო მაგრამ არ მეუბნებიანო როგორ გავაკეთოო. მე რატომღაც ფანტასტიკის სფერო მიმაჩნია, მასე რო იყოს ვინ დახარჯავდა ათასებს ახალ ვიდეოებში? მაგრამ ისეთი დარწმუნებული მეუბნებოდა რავი მაინც გადავწყვიტე გაგიზიაროთ ეგ ამბავი.
-
მოკლედ სანამდეც დავინტერესდებოდი მაინინგის თემით მაგარი სკეპტიკურად ვუყურებდი ამ თემას და რო წავიკითხე რაღაც ინფორმაცია და რჩევებს გადავხედე მივხვდი რო მართალი ვიყავი. საჭიროებს საწყის კაპიტალს და გამომუშავებული კოინების კურსი როდის როგორი იქნება ღმერთმა იცის ასე რომ გამართლებაზეცაა დამოკიდებული შენი მოგება რამდენი იქნება. ამასთან ყველაფერში კარგად რო გაერკვე მაგასაც ბევრი ინფორმაციის მოძიება უნდა როგორც ჩანს. თან სულ უნდა დაუკვირდე კოინების ბირჟას და სიახლეებს რო მიხვდე როდის იყიდო როდის გაყიდო და ა.შ. პირადად მე ამას მირჩევნია ჩემ სპეციალობაში გავეკრვე უფრო სიღრმისეულად და ის დრო რაც მაინინგში გარკვევაში დამჭირდებოდა, გამოვიყენო ცოდნის გაღრმავებაში. დატვირთვასთან შედარებით იდეალური შემოსავალი მაქვს და არ მინდა აუტკივარი თავი ავიტკიო.
-
http://webschool.ge/home ამას გადახედე
-
ეგეთები არ ვიცი, ჩემთვის არსებობს ერთი ტერმინი ვებ დეველოპერი და ვსიო, არც ფრონტ დეველოპერს ვანსხვავებ და არ ბექს, ჩემთვის ორივე დეველოპერია.
