-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Steam-ის აპარატული უზრუნველყოფის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ფლაგმანურმა NVIDIA RTX 4090-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა და უკან მოიტოვა AMD RX 7900 XTX. Steam-ის მომხმარებლებს შორის NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების წილი 74.69%-ს შეადგენს, AMD-ის - 15.93%-ს, ხოლო Intel-ის - 9.02%-ს. საუკეთესო ხუთეულში შედის GeForce GTX 1650 5.3%-ით, შემდეგ მოდის RTX 3060 4.88%-ით, GTX 1060 4.6%-ით, RTX 2060 4.10%-ით და RTX 3060 Laptop GPU 3.76%-იანი წილით. უმაღლესი კლასის სეგმენტში NVIDIA GeForce RTX 4090 იკავებს 0.72%-იან წილს და უსწრებს RTX 3090-ს, რომლის წილი 0.66%-ია. RTX 4080-ის წილი შეადგენს 0.47%-ს, RTX 3080-ისა და RTX 3080 Ti-ს წილებია 2.46% და 0.85%, შესაბამისად. RTX 4070-ის წილი შეადგენს 1.23%-ს, RTX 3070-ის - 2.52%. აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 4090 თითქმის ოთხჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე Radeon RX 7900 XTX, მიუხედავად იმისა, რომ ორივე GPU გამოვიდა თვეების ინტერვალით. RTX 4090-ის წილი, რომლის სარეკომენაციო ფასი 1599 აშშ დოლარს შეადგენს, აღემატება RX 7900 XTX-ს, რომლის ფასი მხოლოდ 999 აშშ დოლარია. ბევრი გეიმერის თვალში RTX 4090 უკეთესია RTX 4080-სა და RX 7900 XTX-ს განსაკუთრებული სიმძლავრის გამო. https://tinyurl.com/72tzy3m5
-
- 1
-
-
კომპანია Dell-მა დააანონსა მძლავრ დესკტოპ გეიმინგ კომპიუტერების სერია Alienware Aurora-ს შევსება ახალი Alienware Aurora R16-ით, რომელიც წინამორბედებისგან გაფართოებული ფუნქციონალით, კორპუსის ახალი კონტრუქციითა და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. ფოტოს წყარო: Dell „განახლებული Alienware Aurora R16-ის გამოშვებით ჩვენ ვავითარებთ წარმატებულ მოდელ Aurora R15-ს და მას უკეთესად ვაქცევთ“ - აღნიშნა კომპანიამ. თუმცა Aurora R16-ს, რომელიც გამოვიდა Aurora R15-დან ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ, აქვს სრულიად განსხვავებული დიზაინი და ფუნქციონალი. მარცხნივ - Aurora R15, მარჯვნივ - ახალი Aurora R16 Aurora R16-ის შექმნისას გამოყენებული იყო დიზაინის ოპტიმიზებული ენა სახელწოდებით Legend 3, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოშვებულ ლეპტოპებში გამოიყენა. ცნობილია, რომ Aurora R16 40%-ით პატარაა წინამორბედთან შედარებით, თუმცა შიდა მოცულობა 25.2 ლიტრი იგივეა და, შესაბამისად, შესაძლებელია მოდერნიზაცია. ახალი დიზაინით აგრეთვე შესაძლებელი გახდა გაზრდილიყო ჰაერის ნაკადი და სისტემას ემუშავა 20%-ით უფრო ჩუმად, აგრეთვე 10%-ით შემცირებულიყო ცენტრალური პროცესორის და 6%-ით - გრაფიკული პროცესორის ტემპერატურა. ეს არის ყველაზე ჩუმი Alienware კომპიუტერი, რომელიც კომპანიას ოდესმე შეუქმნია, ამბობს ექსპერტი Eddy Goyanes. გარდა ამისა, უნივერსალური დიზაინის წყალობით გეიმინგ დესკტოპი შეუფერხებლად ერგება მრავალფეროვან გარემოს. Aurora R16 წარმოდგენილია Intel Core 13 თობის პროცესორებით (Core i9-13900F-მდე) და NVIDIA GeForce RTX 40 სერიის გრაფიკით (GeForce RTX 4080-მდე). DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16-დან 64-მდე გბ-ს (ხელმისაწვდომია ორი DIMM სლოტი). წარმოდგენილია ორი SSD M.2 სლოტი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს ორი SSD PCIe 4.0 4 ტბ-მდე მოცულობით. აგრეთვე შემოთავაზებულია კონფიგურაცია 512 გბ SSD-თა და 1 ტბ მყარი დისკით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია სამი პორტი USB 3.1 Gen 1 (2 პორტი Type-A და 1 პორტი Type-C). უკანა პანელზე მოცემულია ექვსი 3.5 მმ აუდიოკონექტორი, Ethernet 2.5 გბ/წმ პორტი, 4 პორტი USB 2.0 Type-A, 2 პორტი USB 3.2 Type-A და 2 - USB 3.2 Type-C. ასევე მოცემულია 500 ან 1000 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი 80Plus Platinum გამოყენებული ვიდეო ბარათის შესაბამისად. გეიმინგ კომპიუტერი Aurora R16 აშშ-ში უკვე იყიდება, საწყისი ფასი 1749.99 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/4ytunjxw
-
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები ემზადებიან კრიპტო ბირჟა Binance-ისთვის თაღლითობის ბრალდების წაყენებისთვის, მაგრამ შეშფოთებულნი არიან მომხმარებელთა შესაძლო მასობრივი გადინებით. ამის შესახებ აცხადებს Semafor წყაროებზე დაყრდნობით. მათი აზრით სარჩელს შესაძლოა თანხების მასიური გატანა მოჰყვეს, როგორც დაშლილი FTX-ის შემთხვევაში. შედეგად მომხმარებლები დაკარგავენ ფულს და შეიძლება პანიკა შეიქმნას ციფრული აქტივების ბაზარზე. ინსაიდერების თქმით პროკურორები განიხილავენ Binance-ის შეზღუდვის სხვა ვარიანტებს, როგორიცაა ჯარიმები, ასევე შეთანხმებას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა გადაიდოს ან გაუქმდეს. იუსტიციის სამინისტრო თვლის, რომ ასეთი ნაბიჯი იქნება კომპრომისი, რომელიც კომპანიას დააკისრებს პასუხისმგებლობას სავარაუდო დანაშაულებრივ ქცევაზე და შეამცირებს მომხმარებლების ზარალს. 5 ივნისს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) უჩივლა Binance-ს და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს. სააგენტომ 13 ბრალი წაუყენა, მათ შორის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა. 6 ივნისს მარეგულირებელმა პეტიცია შეიტანა ბირჟის ამერიკული განყოფილების ციფრული აქტივების გაყინვის შესახებ. 9 ივნისს Binance.US-ის მომხმარებლებმა დაკარგეს დოლარის დეპონირების შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია გაყიდვები მათი მხრიდან, ვისაც ფულის ფიატში გატანა სურდა. ამ სიტუაციის ფონზე დისკონტი ჩამოყალიბდა Bitcoin-ის აშშ დოლართან დაწყვილებულ კვოტებში - მაჩვენებელმა 2200 აშშ დოლარს (7.3%) მიაღწია. 17 ივნისს SEC-მა და Binance-მა გააფორმეს შეთანხმება მომხმარებლების თანხების შესახებ შეერთებულ შტატებში. ბირჟამ განაახლა აქტივების გატანა, მაგრამ კომპანიამ გააფრთხილა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. შეგახსენებთ, რომ მარტში CFTC-მ სავაჭრო პლატფორმა დაადანაშაულა დერივატივებით ვაჭრობის წესების დარღვევასა და ლიცენზიის გარეშე მუშაობაში. სააგენტო ასევე აცხადებს, რომ კომპანიამ იცოდა, რომ მისი მომხმარებლები სანქცირებული პირები იყვნენ. სააგენტოს განცხადებით Binance-მა განზრახ დაარღვია წესები. ბრალდებების საპასუხოდ Zhao-მ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის პრეტენზიები შეიცავს "ფაქტების არასრულად გადმოცემას" და მისი კომპანია არ ეთანხმება მრავალი პუნქტის დახასიათებას. ივლისში Binance-მა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა CFTC-ის სარჩელის გაუქმების შესახებ ჩიკაგოს ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს შუამდგომლობა. https://tinyurl.com/4jnvyzad
-
Apple და Microsoft ივლისის შეჯამებით დარჩნენ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებად ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით, რასაც ხელი შეწყო მიმდინარე წელს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის ზრდამ. უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე 20 კომპანია 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. ფოტოს წყარო: reuters.com Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ივლისში 3 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო - ამას ხელი შეუწყო ინვესტორების იმედებმა, რომ კომპანია ახალ ბაზრებზე გაიზრდება, აგრეთვე მოლოდინმა, რომ აშშ-ში საპროცენტო განაკვეთი ზომიერი იქნება. ინვესტორების ზოგადი განწყობა ასევე გააუმჯობესა Alphabet-ის, Meta-ს, Intel-ისა და Lam Research-ის მაღალმა შემოსავლებმა. ივლისში Meta-ს კაპიტალიზაცია 10%-ით გაიზარდა - ბაზარი შთაგონებული იყო კომპანიის მაღალი სარეკლამო შემოსავლით და ოპტიმისტური პერსპექტივით. Microsoft-ის შემოსავალმაც გადააჭარბა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებებს, რასაც ხელი შეუწყო ქლაუდ გამოთვლითი და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესების ზრდამ, თუმცა კომპანიის აქციების ფასი 1.4%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მან გამოაცხადა, რომ აპირებს ხარჯები გაზარდოს სერვისებზე მოთხოვნის ზრდის დასაკმაყოფილებლად. ივლისის ბოლოს სოფთვეარ გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2.49 ტრლნ აშშ დოლარი შეადგინა. Apple-ის კვარტალური ანგარიშის წარდგენა მიმდინარე დღეებშია მოსალოდნელი. უმსხვილესი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის დინამიკა 2023 წლის ივლისში Reuters-ის მიერ გამოკითხული ინვესტორები კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი - ხელოვნური ინტელექტის ბუმი შედარებულია 1995 წელთან, რომელიც აღინიშნება, როგორც ინტერნეტის ეპოქის დასაწყისი. აშშ-ის საშუალო და მსხვილი კაპიტალის მქონე კომპანიების თითქმის 69 პროცენტმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს მეორე კვარტალში, გამოთვალა Refinitiv-მა, მათი 82% მოდიოდა ტექნოლოგიურ სექტორზე. https://tinyurl.com/2d5ejbd4
-
AMD ემზადება Radeon PRO სერიის კიდევ ორი პროფესიონალური ვიდეო ბარათის გამოსაშვებად. Radeon PRO W7600 და Radeon PRO W7500 მოდელების ფოტოები გააზიარა პორტალ VideoCardz-მა. მანამდე კომპანიამ გამოუშვა უფროსი მოდელები Radeon PRO W7900 და Radeon PRO W7800. ფოტოს წყარო: VideoCardz ახალი ბარათების დეტალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ ორივე ბარათის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Navi 33. უფროსი მოდელის GPU-ის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შემსრულებელი ბლოკებია, ორივე ბარათს აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბარათებს აქვს ერთსლოტიანი გაგრილების სისტემა. Radeon PRO W7600 მოდელში გამოყენებულია ოდნავ დიდი გაგრილების სისტემა. ბარათების ვიდეოკონექტორების ნაკრებში შედის ოთხი DisplayPort 2.1. პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების ენერგომოხმარების შესახებ ცნობები ხელმისაწვდომი ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ორივე მათგანს ექნება თითო 6-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, შესაბამისად, ეს ბარათები ამჟამინდელი თაობის Radeon სერიის პირველი ვიდეო ბარათებია, რომლებშიც ასეთი კონექტორი გამოიყენება. ყველა სხვა მოდელს კვების 8-პინიანი კონექტორი აქვს. მიიჩნევა, რომ ვიდეო ბარათების TDP-ის დონე 150 ვატს არ აღემატება, ბარათები ნახევარ სიმძლავრეს მიიღებენ PCIe კონექტორიდან, ნახევარს - სადენიდან. VideoCardz-ის თანახმად Radeon PRO W7600 და Radeon PRO W7500 ოფიციალურად ამ თვეში იქნება წარმოდგენილი. შესაძლოა მათი ანონსი კონფერენცია SIGGRAPH 2023-ზე შედგეს, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. https://tinyurl.com/bdh2mx4d
-
კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებიდან თანხების გადინებამ 22 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით შეადგინა 20.9 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 6.5 მლნ აშშ დოლარი იყო. ასეთი შეფასება გააკეთეს CoinShares-ის ანალიტიკოსებმა. სავაჭრო აქტივობა 1.2 მლრდ აშშ დოლარიდან 915 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. წყარო: CoinShares. მთლიანი გადინების 93% Bitcoin-ის პროდუქტებზე მოდიოდა (19.4 მლნ აშშ დოლარი). სტრუქტურებიდან, რომლებიც მომხმარებლებს პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის საშუალებას აძლევს, მომხმარებლებმა გაიტანეს 3.1 მლნ აშშ დოლარი - წინა საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 5.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. უარყოფითი დინამიკა ზედიზედ თოთხმეტი კვირა გაგრძელდა. „ინვესტორები ბოლო კვირებში მოგების მიღებას აფიქსირებენ. ამავდროულად განწყობა მთლიანად აქტივთან დაკავშირებით რჩება ხელსაყრელი“, - განმარტეს ექსპერტებმა. Ethereum-ის ფონდებში დაფიქსირდა 1.9 მლნ აშშ დოლარის გადინება. წინა საანგარიშო პერიოდში იგი 6.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. დანარჩდდანარჩენმა Altcoin-ებმა ჯამში 3 მილიონი მოიზიდეს, ბოლო რვა კვირის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 19 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასულ კვირას Cardano-ს, Solana-სა და XRP-ზე დამყარებულმა ფონდებმა მოიზიდეს 0.6, 0.6 და 0.5 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. ინვესტორებმა Avalanche-ის პროდუქტებიდან გაიტანეს 0.4 მლნ აშშ დოლარი. წყარო: CoinShares. Altcoin-ების მიმართ ინტერესის კატალიზატორი იყო Ripple-ის ნაწილობრივი გამარჯვება სასამართლოში SEC-ის წინააღმდეგ. იმ დღეს XRP-ს ფასი ერთ საათში 24%-ით გაიზარდა. კომისიის თავმჯდომარე გერი გენსლერმა განაცხადა, რომ სააგენტო "იმედგაცრუებულია" საცალო ინვესტორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მაგრამ "კმაყოფილია" ინსტიტუციური გაყიდვების შესახებ გამოტანილი განაჩენით. მარეგულირებელი ორგანოს ყოფილმა ადვოკატმა ჯონ რიდ სტარკმა Ripple-ის წინააღმდეგ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტს "არამყარი" უწოდა. მან არ გამორიცხა, რომ სააგენტო გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას და ზემდგომი ორგანო გააუქმებს წინა გადაწყვეტილებებს. მოგვიანებით SEC -მა მინიშნება გააკეთა აპელაციასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/47uyym7n
-
ყველაზე მძლავრ გრაფიკულ ბარათებს არ სჭირდებათ მუდმივად სრული დატვირთვით მუშაობა, როდესაც კომპიუტერი უმოქმედოა ან გამოიყენება მარტივი ამოცანებისთვის, როგორიცაა YouTube-ვიდეოების ყურება, მნიშვნელოვანია მათი ენერგომოხმარების შემცირება. როგორც ირკვევა, ცვლადი განახლების სიჩქარის (VRR) ჩართვამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს AMD Radeon ბარათების ენერგომოხმარება მაღალი გაფართოებისა და განახლების სიხშირის მქონე ერთ- ან ორმონიტორიან სისტემებში მუშაობისას. ფოტოს წყარო: amd.com ვებ-გვერდ ComputerBase-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია: ენერგომოხმარება გაზომეს Powenetics V2 უტილიტის გამოყენებით, გამოყენებული იყო მონიტორი 4K ეკრანით, 144 ჰერცამდე სიხშირეების მხარდაჭერით და ადაპტური სინქრონიზაცია დაკავშირებული იყო კომპიუტერთან იყო. VRR ოფცია ჩართულია როგორც Windows-ის, ასევე AMD-ის დრაივერებით - ის საშუალებას იძლევა დარეგულირდეს გამომავალი კონტენტის კადრის განახლების სიხშირე და შეიძლება აისახოს ალტერნატიული სახელებით: Adaptive Sync, AMD FreeSync ან NVIDIA G-Sync. ყველაზე შესამჩნევი ეფექტი შეინიშნა AMD RDNA 3 გრაფიკული ბარათებით და კერძოდ Radeon RX 7900 XTX-ის შემთხვევაში: VRR ჩართვის შემდეგ დაფიქსირდა ენერგომოხმარების 81% და 71%-ით შემცირება ერთი და ორი მონიტორის მქონე კონფიგურაციაში, შესაბამისად. ისეთი ამოცანის შემთხვევაშიც კი, როგორიცაა ფანჯრების გადატანა, ვიდეო ბარათმა დაიწყო 36%-ით ნაკლები ენერგიის მოხმარება. YouTube-ის SDR-ში 60fps სიჩქარით ყურებისას VRR-ს დიდი სარგებელი არ მოჰყოლია, მაგრამ როდესაც HDR ჩართული იყო, ენერგომოხმარება 31%-ით შემცირდა. ეს ვარიანტი სასარგებლო აღმოჩნდა, თუმცა შედარებით ნაკლებად AMD RDNA 2 სერიის ვიდეო ბარათების შემთხვევაში - ტესტები ჩატარდა Radeon RX 6800 XT და Radeon RX 6700 XT მოდელებთან. პირველმა აჩვენა ენერგიის მოხმარების 79% შემცირება უმოქმედო რეჟიმში და 17% ფანჯრების გადატანისას. სხვა სცენარებში შესამჩნევი სარგებელი არ დაფიქსირებულა. ფოტოს წყარო: computerbase.de Intel-ის გრაფიკულმა ბარათმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები აჩვენა იმავე ტესტებში. Arc A770-მა დააფიქსრა 11%-იანი ზრდა ლოდინის რეჟიმში და კლება YouTube ვიდეოების ყურებისას HDR-ში 60 კადრი წამში სიჩქარეზე. NVIDIA ვიდეო ბარათებმა, პირიქით, ენერგიის მოხმარების ზრდა დააფიქსირა. GeForce RTX 4080-ის ლოდინის რეჟიმში ეს იყო 25% და 12% ერთი და ორი მონიტორის გამოყენებისას, შესაბამისად. SDR და HDR ხარისხში YouTube-ზე ვიდეოების ყურებისას შესაბამისად 4%-ით და 5%-ით გაიზარდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური თვალსაზრისით NVIDIA-ს გრაფიკა უფრო ეკონომიურია, ვიდრე AMD: ფანჯრების გადაადგილებისას და YouTube-ის ყურებისას Radeon RX 7900 XTX მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე GeForce RTX 4080. https://tinyurl.com/yc5ewspw
-
კორპორაცია Meta გეგმავს ჩატ-ბოტის გამოშვებას ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე სხვადასხვა პიროვნების მხარდაჭერით. ამის შესახებ წერს Financial Times. გამოცემის წყაროების თანახმად ტექნოლოგიის პროტოტიპი უკვე შემუშავების პროცესშია. Meta-ს ნეიროქსელი სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდება. კომპანიის ჩატ-ბოტს შეეძლება მომხმარებლებთან საუბარი ადამიანურ დონეზე, აღნიშნავენ ინსაიდერები. ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა არქეტიპს ეწოდება „პერსონაჟები“ და ისინი იმიტირებენ რეალურ ან გამოგონილ პიროვნებებს. კორპორაციამ უკვე გატესტა ბოტი, რომელიც აშშ-ის მე-16 პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის სახით გვევლინება, მან აგრეთვე მოსინჯა სერფერის პიროვნება მოგზაურობის გიდის როლში. FT-ის თანახმად Meta-ს პროდუქტის მთავარი მიზანია რეკომენდაციის სისტემისა და ძიების ფუნქციის გაუმჯობესება. კომპანია ახდენს ნეიროქსელის პასუხების გადამოწმების ავტომატიზაციას, რათა უზრუნველყოს სიზუსტე და აღმოფხვრას წესების დარღვევა. ზოგიერთმა ექსპერტმა შეშფოთება გამოთქვა ახალი ბოტის შესახებ. ჩართულობის გაძლიერების გარდა ჩატ-ბოტებს შეუძლიათ შეაგროვონ უზარმაზარი მონაცემები მომხმარებლის ინტერესების შესახებ, განმარტა რავიტ დოტანმა, ხელოვნური ინტელექტის ეთიკის მრჩეველმა პიტსბურგის უნივერსიტეტში და Collaborative AI-ის თანადამფუძნებელმა. მან აღნიშნა, რომ არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის კონფიდენციალურობას, ასევე ატარებს "მანიპულირებისა და მოქმედებისკენ სწრაფვის" პოტენციურ რისკებს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილი-ივნისის შედეგების მიხედვით მეტასამყაროსთან დაკავშირებულ განყოფილება Reality Labs-ის საოპერაციო ზარალმა 3.74 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მანამდე Bloomberg-ისთვის ცნობილი გახდა Apple-ის გეგმები ChatGPT-ის კონკურესნტის შექმნასთან დაკავშირებით. კომპანიამ შეიმუშავა სტრუქტურა Ajax დიდი ენის მოდელებისთვის. https://tinyurl.com/yzj62vkf
-
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC), სანამ ივნისში Coinbase-ს უჩივლებდა, მოითხოვა, რომ ბირჟას შეეწყვიტა ყველა სახის კრიპტოვალუტით ვაჭრობა Bitcoin-ის გარდა - იტყობინება გაზეთი Financial Times Coinbase-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრაიან არმსტრონგის განცხადებაზე დაყრდნობით. „იმ მომენტში ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა არჩევანი. Bitcoin-ის გარდა ყველა აქტივის გაუქმება, რაც, სხვათა შორის, არ შეესაბამება კანონს, ფაქტობრივად, ნიშნავს კრიპტო ინდუსტრიის დასასრულს შეერთებულ შტატებში, განაცხადა არმსტრონგმა. „ამან არჩევანი გააადვილა... მოდით მივმართოთ სასამართლოს და გავარკვიოთ, რას ფიქრობს სასამართლო ამაზე“. თუ Coinbase დათანხმდებოდა მარეგულირებლის მოთხოვნას, ეს შექმნიდა პრეცედენტს, რომლის შედეგად კრიპტოვალუტების სექტორში მყოფი, აშშ-ში მოქმედი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა კანონგარეშე აღმოჩნდება, თუ ისინი SEC-ში არ დარეგისტრირდებიან. SEC-მა NASDAQ-ზე რეგისტრირებულ Coinbase-ს ბრალი წაუყენა უკანონო ქმედებებში იმის გამო, რომ იგი არ დარეგისტრირდა როგორც ბროკერი. სარჩელში კომისია ასევე ამტკიცებდა, რომ Coinbase ვაჭრობდა მინიმუმ 13 კრიპტო აქტივით, რომლებიც მასში უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მათ შორის ისეთი ტოკენებით, როგორებიცაა Solana, Cardano და Polygon. საბოლოო ჯამში SEC-ის მოთხოვნა Coinbase-დან 200-ზე მეტი დასახელების მქონე ყველა ტოკენის დელისტინგზე Bitcoin-ის გამოკლებით - მიუთითებს იმაზე, რომ კომისიას სურს ჰქონდეს მეტი უფლებამოსილება კრიპტო ინდუსტრიაში. ამავდროულად, სარჩელში მითითებული კრიპტო აქტივების სიაში, როგორც ფასიანი ქაღალდები, არ შედის Ethereum, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა ვაჭრობის მოცულობით. მანამდე SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა, გარდა Bitcoin-ისა, არის ფასიანი ქაღალდები. თუმცა, SEC ამტკიცებს, რომ მის იურიდიულ დეპარტამენტს არ გაუკეთებია ოფიციალური მოთხოვნა „კომპანიებისთვის კრიპტო აქტივების სიიდან ამოღების მიზნით“. https://tinyurl.com/2p8vrvuh
-
არსებული ინფორმაციით Lenovo ამზადებს გეიმინგ კონსოლ Legion Go-ს, რომელიც დამყარებულია AMD Ryzen 7040 Phoenix APU-ზე. სამომავლო მოწყობილობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაზიარებულა, მაგრამ ცნობილია, რომ კონსოლი იმუშავებს Windows 11-ზე. Lenovo აპირებს პროდუქციის რთული კატეგორიის ბაზარზე შესვლას და კონკურენციის გაწევას Asus ROG Ally-სა და Valve Steam Deck-ისთვის. ბევრმა კომპანიამ სტანდარტულ ოპერაციულ სისტემად Windows 11 უკვე აირჩია ძირითადად Microsoft-ის პორტატული მოწყობილობების ფართო მხარდაჭერის გამო. კომპანიამ განაცხადა, რომ გააუმჯობესებს ოპერაციულ სისტემას, რათა უზრუნველყოს პორტატული მოწყობილობების უწყვეტი და შეუფერხებელი მუშაობა. მოსალოდნელია, რომ კონსოლ Legion Go-ს ექნება 8-დუიმიანი ეკრანი, რაც ოდნავ მეტია სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით. დიდ დისპლეის აქვს უპირატესობები, როგორებიცაა ხედვის ფართო კუთხე (FOV) და მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი, თუმცა ამასთან, როგორც წესი, მოიხმარს ბატარეის მეტ ენერგიას, რაც ნამდვილად არ არის ის, რაც მომხმარებლებს სურთ. დეტალური მახასიათებლები ჯერ არ გავრცელებულა ინტერნეტში, მაგრამ როგორც Windows Standard აღნიშნავს, AMD-ის Phoenix APU გახდა ინდუსტრიის სტანდარტი, ხოლო ყველა დანარჩენი მწარმოებელი იყენებს Zen4 არქიტექტურას. ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ ყველა პორტატული კონსოლი ერთნაირად მუშაობს, მაგრამ არსებობს განსხვავებები, თუ როგორ იყენებენ ისინი APU-ის ენერგიას. ამის კარგი მაგალითია Asus ROG Ally-ს firmware-ის ბოლო განახლება, რომელმაც წარმადობა 20%-ით გააუმჯობესა. ადრე Lenovo-მ ერთხელ უკვე დააანონსა 2021 წლისთვის Android-ზე მომუშავე პორტატული გეიმინგ კონსოლის გამოშვება სახელწოდებით Lenovo Legion Play. ეს მოწყობილობა ბაზარზე არ გამოსულა, მაგრამ კონსოლის ფოტოებიდან ჩანს, რომ აქვს 7-დუიმიანი FHD 16:9 დისპლეი, HDR 10, ინტეგრირებული კონტროლერი, ორი დინამიკი, ორმაგი ვიბრაცია და 7000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. მთავარი კითხვაა, როგორ გაუწევს Lenovo კონკურენციას ინდუსტრიის უკვე დამკვიდრებულ და ყველაზე მეტად ცნობილ მწარმოებლებს. ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიუდგება Lenovo ამ მოწყობილობის წარმოებას. Lenovo, სავარაუდოდ, ეკონომიური მოწყობილობის შექმნის გზას გაუყვება, თუმცა ეს მიდგომა კომპრომისებს მოითხოვს წარმადობის თვალსაზრისით. https://tinyurl.com/bded9mm6
-
კომპანია Intel-მა წარადგინა ორი ახალი მობილური დისკრეტული ვიდეო ბარათი - Arc A570M და Arc A530M. ახალი ამაჩქარებლების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-ს არ გაუზიარებია ყველა დეტალი ვიდეო ბარათების შესახებ. მაგალითად, უცნობია მათი მეხსიერების მოცულობა. თუმცა ვიცით გრაფიკული პროცესორების სიხშირეები და TDP-ის მაჩვენებლები. Arc A570M მოდელის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი ACM-G10, რომელიც ასევე წარმოდგენილია მობილურ Arc A550M-ში. გრაფიკულ ჩიპს აქვს 16 Xe ბირთვი და რეითრეისინგის 16 ბლოკი. თუმცა Arc A570M-ის GPU მუშაობს 1.3 გჰც-ზე, რაც 400 მჰც-ით მეტია Arc A550M მოდელთან შედარებით. შედეგად ვიდეო ბარათის TDP 15 ვატით გაიზარდა და ვარირებს 75-დან 95 ვატამდე. ფოტოს წყარო: Intel Arc A530M მოდელის გრაფიკულ ჩიპში მოცემულია 12 Xe ბირთვი (1536 შეიდერული ბლოკი) და რეითრეისინგის 12 ბლოკი. გრაფიკული პროცესორი მუშაობს 1.3 გჰც სიხშირეზე, TDP-ის დონე კონფიგურირებადია და შეადგენს 65-დან 95-მდე ვატს. ორივე ვიდეო ბარათს აქვს 8 PCIe 4.0 არხის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: VideoCardz კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა გრაფიკულ დრაივერ Arc & Iris Graphics 31.0.101.4577 WHQL-ის ახალი ვერსია, რომელშიც დამატებულია ახალი მობილური ვიდეო ბარათების მხარდაჭერა. ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე გამოასწორებს თამაშ F1 23-ის (DX12) ხარვეზებს ლეპტოპებში, რომელთაც Intel Arc A სერიის გრაფიკა აქვთ. ახალი თამაშებისა და რაიმე გეიმინგ-ოპტიმიზაციის მხარდაჭერას დრაივერი არ შეიცავს. მისი ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია Intel-ის ვებ-გვერდიდან. https://tinyurl.com/mry837hb
-
ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ დაზოგონ 10 მლრდ აშშ დოლარი საერთაშორისო ტრანზაქციებში ბლოკჩეინზე სწრაფი, საიმედო და გამჭვირვალე ანგარიშსწორების შედეგად. ამის შესახებ ნათქვამია Ripple-ისა და ანგარიშსწორების დაჩქარების საბჭოს კვლევაში. გამოკითხვაში 45 ქვეყნიდან 300-მდე ფინანსური პროფესიონალი მონაწილეობდა. მათგან 97%-ს მიაჩნია, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბლოკჩეინი გადამწყვეტ როლს ითამაშებს გადახდების დაჩქარებაში. გამოკითხულთა ნახევარზე მეტის აზრით ანტრეპრენერების უმრავლესობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიწყებს კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად მიღებას. „კვლევის შედეგები აჩვენებს გლობალური გადახდების ლიდერების უკმაყოფილებას ტრანსსასაზღვრო გადახდების მოძველებული მეთოდებით“, - აღნიშნეს Ripple-ში. ივლისში Mastercard-ის ციფრულმა დირექტორმა იორნ ლამბერტმა ისაუბრა ბლოკჩეინისა და ტრადიციული ფინანსების გაერთიანების აუცილებლობაზე. მისი აზრით ეს ხელს შეუწყობს განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის მასობრივ მიღებას. მარტში საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა შეიტანა საპატენტო განაცხადი გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ბანკთაშორის ანგარიშსწორების მექანიზმში გააერთიანებს. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა დაუშვა 15 CBDC-ის გამოჩენა 2030 წლისთვის. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით 2022 წელს ცენტრალური ბანკების 93% მუშაობდა საკუთარ ციფრულ ვალუტაზე. https://tinyurl.com/vcv9jyrv
-
რაჯა კოდური არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტი გრაფიკული ამაჩქარებლების დარგში, მას ნამუშევარი აქვს Intel-ში, AMD-ში, Apple-სა და Makuta-ში. გამოფენა SemiconIndia 2023-ზე მან წარმოადგინა თავისი კომპანია MIHIRA და ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული, გრაფიკის რეალურ დროში გენერირების სისტემა, რომელიც შემუშავებულია მისი ინჟინრების მიერ. ფოტოს წყარო: businesswireindia.com რაჯა კოდურის ხელმძღვანელობით პლატფორმა MIHIRA ავითარებს პროგრამულ და აპარატურულ პლატფორმას სცენარისტებისთვის, რომელთა სიუჟეტები რეალურ დროში შეიძლება განხორციელდეს კომპიუტერულ გრაფიკაში. რთული პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება მძლავრი გრაფიკული ინსტრუმენტები და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელები - ამ გზით ეკრანიზებულ სიუჟეტებს შეიძლება ჰქონდეს როგორც ხაზოვანი, ასევე ინტერაქტიული სიუჟეტი. პლატფორმა შექმნილია გამოცდილი პროფესიონალების მიერ - ტექნოლოგიური გიგანტების, ასევე ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების სტუდიების ყოფილი თანამშრომლების მიერ. მათ ევალებათ მოხსნან ტექნოლოგიური ბარიერები პროგრამულ და აპარატულ უზრუნველყოფაში, რაც შემოქმედებითი პროფესიის დღევანდელ წარმომადგენლებს ხელს უშლის საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. „მსოფლიოში კონტენტის ყველა შემქმნელს სჭირდება დემოკრატიული წვდომა რთულ აპარატურაზე, რათა შექმნას იმერსიული გარემო, მოახდინოს ხელოვნური ინტელექტის მოდელების მორგება და საკუთარი კონტენტის განთავსება. ჩვენ MIHIRA-ში ვავითარებთ პროგრამულ და აპარატურულ სისტემებს ხელოვანების დასახმარებლად, ასევე მიზნად ვისახავთ გავხდეთ უმსხვილესი დამსაქმებელი ხელოვანებისთვის მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა რაჯა კოდურიმ ახალ პროექტთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/29tmswsh
-
Google წარადგენს ვების ახალ სტანდარტს, სახელწოდებით Web Integrity API, რომელიც მთელი ინტერნეტის ციფრული მცველი გახდება. ეს პროექტი პროტოტიპის სტადიაზეა და მისი დანიშნულებაა ვებ-სივრცეზე კონტროლისა და უსაფრთხოების გაძლიერება, თუმცა შეშფოთებას იწვევს მომხმარებლის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ფოტოს წყარო: ooceey / Pixabay პროექტი შემუშავებულია Chrome-ის გუნდის მიერ და შთაგონებულია არსებული სისტემებით, როგორებიცაა Apple-ის App Attest და Android-ის Play Integrity API. Web Integrity API მიზნად ისახავს მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შემოწმებას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ არიან ბოტები ან მათი ბრაუზერი არ არის გატეხილი. მიღებულ ინფორმაციას შეუძლია უზრუნველყოს მომხმარებლების მეტი უსაფრთხოება ინტერნეტში და ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს რეკლამის განმთავსებლებისთვის, ეფექტური იყოს სოციალურ ქსელებში ბოტებთან ბრძოლაში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. Google-ის ჩანაფიქრის მიხედვით ვებ-გვერდის ტრანზაქციის დროს ვებ სერვერმა შეიძლება მოითხოვოს მომხმარებლის მიერ ვებ გარემოს გადამოწმების ტესტის გავლა, სანამ რაიმე მონაცემი მიეწოდება მას. ამ დროს მომხმარებლის ბრაუზერი დაუკავშირდება მესამე მხარის სერვერს, რომელიც ახორციელებს ასეთ შემოწმებას და მომხმარებელს სთხოვს რაიმე სახის ტესტის გავლას. თუ მომხმარებელი გაივლის ამ ტესტს, იგი მიიღებს ხელმოწერილ IntegrityToken-ს, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ვებ გარემო არ არის შეცვლილი და მიუთითებს იმ კონტენტზე, რომლის განბლოკვაც მომხმარებელს სურდა. ამის შემდეგ მომხმარებელი ამ ტოკენს უბრუნებს ვებ სერვერს და თუ სერვერი ენდობა კომპანიას, რომელმაც დადასტურება შეასრულა, კონტენტი განიბლოკება და საბოლოოდ მომხმარებელი იღებს პასუხს მის მიერ მოთხოვნილი ვებ გვერდით. ამ წინადადებაზე ინტერნეტ საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოხატა აღშფოთება და ამ იდეას სრულიად არაეთიკური უწოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Google ყველაზე პოპულარულ ვებ-ბრაუზერს ფლობს მსოფლიოში და საკუთარი პროექტების პოპულარიზაცია კრიტიკის მიუხედავად შეუძლია. Google-ის წინადადება - შექმნას Web Integrity API, უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ვებ უსაფრთხოებისთვის. თუმცა, ის ასევე აჩენს შეშფოთებას მომხმარებელთა თავისუფლების პოტენციური შეზღუდვისა და მომავალში ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების პოტენციალის შესახებ. კითხვა - გახდება თუ არა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის წინადადება ინტერნეტის მომავლის ნაწილი - ღიად რჩება, მაგრამ ის უკვე ცხარე დებატებს იწვევს. https://tinyurl.com/56wmp2ur
-
26 ივლისს აშშ-ის კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტმა დაამტკიცა 21-ე საუკუნის ფინანსური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების აქტი, რომელიც ითვალისწინებს ციფრული აქტივების ინდუსტრიის ნორმატიულ-სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას. დამტკიცებამდე ერთი კვირით ადრე შემოთავაზებული დოკუმენტი ავალდებულებს SEC-სა და CFTC-ს - შეიმუშაონ შესაბამისი წესები კრიპტო ბაზრისთვის. პრეს-რელიზის თანახმად კანონპროექტი იძლევა სიცხადეს, თუ რა ციფრული აქტივები რეგულირდება თითოეული სააგენტოს მიერ, რათა „ინოვატორებს მიეცეთ საშუალება შექმნან და განავითარონ ახალი პროდუქტები თავდაჯერებულად და უზრუნველყონ მომხმარებლის დაცვა“. „კრიპტო ბაზრის სტრუქტურის შესახებ ჩვენი ყოვლისმომცველი კანონმდებლობა აღიარებს საკვანძო საკითხს, რომ ციფრული აქტივები, რომლებიც არ არის არსებითად ფასიანი ქაღალდები, შეიძლება შეთავაზებული იყოს როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ნაწილი, მაგრამ ეს მათ ფასიან ქაღალდებად არ აქცევს“, - განაცხადა თავმჯდომარე პატრიკ მაკჰენრიმ. წინადადებას მხარი 35-მა ადამიანმა დაუჭირა, წინააღმდეგი 15 იყო. გარდა ამისა, კომიტეტმა დაამტკიცა „ბლოკჩეინის რეგულირების კანონის“ პროექტი. ის ითვალისწინებს, რომ ისეთი ეკოსისტემები და მასთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც არ აკონტროლებენ მომხმარებლის თანხებს, არ არიან ფინანსური ინსტიტუტები. დოკუმენტები განსახილველად გაეგზავნა წარმომადგენელთა პალატის ყველა კომიტეტს. ამის შემდეგ საჭიროა სენატის მხრიდან დამტკიცება. შეგახსენებთ, რომ ივნისში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე მიეღო კანონი კრიპტოვალუტების შესახებ. მანამდე Moody's-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ციფრული აქტივების რეგულირების ორპარტიული მიდგომის გარეშე შეერთებული შტატები გახდებოდა „ნაკლებად მიმზიდველი როგორც კომპანიების, ასევე ინვესტორებისთვის“. https://tinyurl.com/9x2a6eme
-
კომპანია AMD-მ წარმოადგინა Ryzen 9 7945HX3D პროცესორი. ეს არის პირველი მობილური ჩიპი, რომელსაც აქვს დამატებითი 3D V-Cache. ფოტოს წყარო: AMD პროცესორს აქვს 16 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და მუშაობს 5.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე. ჩიპის საბაზისო სიხშირე შეადგენს 3.2 გჰც-ს, რაც 200 მჰც-ით ნაკლებია სტანდარტულ Ryzen 9 7945HX ვერსიასთან შედარებით. Ryzen 9 7945HX3D მოდელის ნომინალური TDP-ის დონე 55+ ვატია. ჩიპის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია დაატებითი 64 მბ 3D V-Cache მეხსიერება გარდა ჩვეულებრივი, 32 მბ L3 ქეშ-მეხსიერებისა ერთ-ერთ CCD ჩიპლეტზე. მისი წყალობით პროცესორის ჯამური ქეშ-მეხსიერება 144 მბ-ს შეადგენს (16 მბ L2+128 მბ L3). ასეთივე მოცულობის ქეშ-მეხსიერება აქვს დესკტოპ პროცესორ Ryzen 9 7950X3D-ს. მობილური ჩიპის შემადგენლობაში ასევე მოცემულია RDNA 2 არქიტექტურის ინტეგრირებულ გრაფიკა Radeon 610M-ის დამატებითი ბლოკი. ფოტოს წყარო: AnandTech სამომხმარებლო პროდუქტებში დამატებითი 3D V-Cache ტექნოლოგია პირველად გამოჩნდა AMD Ryzen 7 5800X3D პროცესორში, რომელშიც მოცემულია 64 მბ დამატებითი L3 ქეში სტანდარტულ 32 მბ-სთან ერთად, რამაც L3 ქეშის საერთო მოცულობა 96 მბ-მდე გაზარდა. Ryzen 7000 დესკტოპ პროცესორების ახალი თაობის გამოშვებით AMD განაგრძობს მოდელების წარმოებას დამატებითი 3D V-Cache-ით. ამრიგად, მწარმოებლის ასორტიმენტში, ახალ მობილურ Ryzen 9 7945HX3D-თან ერთად, ამჟამად წარმოდგენილია პროცესორის ექვსი მოდელი 3D V-Cache მეხსიერებით: Ryzen 7 5800X3D, Ryzen 7 7800X3D, Ryzen 9 7900X3D, Ryzen 9 7950X3D და ექსკლუზიურად აშშ-სთვის - Ryzen 5 5600X3D.. AMD აცხადებს, რომ Ryzen 9 7945HX3D „ყველაზე სწრაფი მობილური გეიმინგ პროცესორია“. დამატებითმა 3D V-Cache მეხსიერებამ უნდა უზრუნველყოს წარმადობის საშუალოდ 15%-ით ზრდა სტანდარტულ Ryzen 9 7945HX მოდელთან შედარებით. მაგალითვისთვის კომპანიას მოყავს წარმადობის მონაცემები Shadow of the Tomb Raider-იდან, რომელშიც ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით Ryzen 9 7945HX3D 11%-ით უფრო სწრაფია TDP 70 ვატის პირობებში და 23%-ით სწრაფი - TDP 40 ვატის შემთხვევაში. საჭიროა აღინიშნოს, რომ გეიმინგ ტესტი ჩატარდა 1080p-ზე, რომელშიც პროცესორების წარმადობას შორის სხვაობა უფრო შესამჩნევი ხდება. სრულიად განსხვავებული სურათი შეიძლება გამოჩნდეს 1440p და 4K გაფართოებების გამოყენებისას, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამოუკიდებელ ტესტებს დაველოდოთ. Ryzen 9 7945HX3D პროცესორის ბაზაზე დამყარებულ ლეპტოპებს შორის ამჟამად გამოცხადებულია მხოლოდ ერთი - ASUS ROG Strix SCAR 17 X3D. არსებული ცნობებით მას ექნება 32 გბ (2 × 16 გბ) DDR5 ოპერატიული მეხსიერება, GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათი და 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი. AMD Ryzen 9 7945HX3D-ს ოფიციალური რელიზი 22 აგვისტოს შედგება, პარალელურად გაყიდვაში გამოვა ლეპტოპი ASUS ROG Strix SCAR 17 X3D. https://tinyurl.com/3wn6cd73
-
- 1
-
-
Intel ჩააშენებს ხელოვნურ ინტელექტს თავის ყველა ჩიპში
Magdalena posted a topic in Intel & დედა დაფები
კვარტალურ ღონისძიებაზე Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Patrick Gelsinger-მა განაცხადა, რომ კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ Meteor Lake პროცესორებში ხელოვნური ინტელექტის სისტემების აჩქარების სპეციალური ბლოკის ჩანერგვით, რომლის დებიუტი სამომხმარებლო სეგმენტში მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება. მისი თქმით, Intel აპირებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ყველა პროდუქტში, რომელსაც გამოუშვებს. ფოტოს წყარო: Intel Intel თავდაპირველად ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი სპეციალიზებული ბლოკების ინტეგრირებას მხოლოდ Ultra პრემიუმ ხაზის პროცესორებში გეგმავდა, მაგრამ კომპანიის ანგარიშები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რიტორიკის ცვლილებით ხასიათდებოდა. Intel-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სხვადასხვა ამოცანები, რომელთა გადაჭრაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლია, უფრო სწრაფად შესრულდება, თუ ზოგიერთი გამოთვლა განხორციელდება სამომხმარებლო მხარეს და პერიფერიული გამოთვლის დონეზე. შეფერხებები, რომლებიც ხდება მონაცემების ქლაუდიდან გადმოცემის და უკან გადაცემის ეტაპზე, გარდაუვლად ამცირებს ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან მუშაობის ეფექტურობას, ამიტომ გამოთვლითი დატვირთვის ნაწილი უნდა დაეყრდნოს პერიფერიულ ინფრასტრუქტურასა და სამომხმარებლო მოწყობილობებს. უფრო მეტიც, გელსინჯერის თქმით ენერგომოხმარების თვალსაზრისით ხელოვნური ინტელექტის ლოკალიზებული ამაჩქარებლების გამოყენება უფრო მეტად ამართლებს, ასე რომ, Meteor Lake სერიის ცენტრალურ პროცესორს შეუძლია ათობით ვატის მოხმარება და მოთხოვნის დამუშავება წამში ან ორ წამში. თან სატარებელ მოწყობილობებში, როგორიცაა მაგალითად სმენის აპარატები, მომავალში ასეთი ამაჩქარებლები ინტეგრირდება, რომელთა ენერგომოხმარება იქნება არაუმეტეს 10 მიკროვატი. Intel-ის ხელმძღვანელობის თქმით ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოთვლითი დატვირთვა გადანაწილდება მოწყობილობების სხვადასხვა ეშელონზე. „ამ მიზეზით, ჩვენ ჩავნერგავთ ხელოვნურ ინტელექტს ყველა იმ პროდუქტში, რომლის გამოშვებას ვაპირებთ, იქნება ეს სამომხმარებლო მოწყობილობა, საცალო ან საწარმოო პერიფერიული პლატფორმა, თუ მონაცემთა ცენტრი, რომელიც 10 მეგავატს მოიხმარს“, განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა. გელსინჯერის თქმით, კომპანიის მომხმარებლები შეძლებენ მონაცემთა ნაწილის დამუშავებას ლოკალურ ენობრივ მოდელებთან მუშაობით, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოების საჭირო დონეს. Intel-ის ხელმძღვანელის თქმით კომპანიას მტკიცედ სჯერა "ხელოვნური ინტელექტის დემოკრატიზაციის" იდეის. https://tinyurl.com/5x3bptan -
26 ივლისს აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS) საბაზისო განაკვეთის დიაპაზონი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა 5.25-5.5%-მდე წელიწადში. მანამდე აშშ-ის შრომის სტატისტიკის ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიური თვალსაზრისით შენელდა 4%-დან 3%-მდე. ამ ფონზე ფედეალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სააგენტო გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთების გაზრდას, მაგრამ არა ისე აგრესიულად, როგორც ადრე. Nasdaq Composite, S&P 500, Dow Jones ინდექსებმა ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას თავშეკავებულად მოახდინეს რეაგირება და მაჩვენებლები 0.5%-ზე ნაკლებით გაიზარდა. წყარო: MarketWatch კრიპტოვალუტების ბაზარი მშვიდად გამოეხმაურა ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის გაგრძელებას. CoinGecko-ს მიხედვით კაპიტალიზაციის მიხედვით ყველაზე დიდი ციფრული აქტივების კვოტებს არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი დინამიკა. წყარო: CoinGecko. Bitcoin-ის რეაქცია უმნიშვნელო იყო. წერის მომენტისთვის ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 0.7%-ით გაიზარდა. BTC/USDT-ის 4-საათიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView შეგახსენებთ, რომ ფედერალური საერზერვო სისტემის 14 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ, შენარჩუნებულიყო ძირითადი კურსის დიაპაზონი, Bitcoin-ის ფასი მცირე ხნით ჩამოვიდა 26 ათას აშშ დოლარზე დაბლა. https://tinyurl.com/3tf8ruk7
-
ხელოვნური ინტელექტის სფეროს ოთხი წამყვანი კომპანია - Anthropic, Google, Microsoft და OpenAI გაერთიანდნენ კვლევითი ჯგუფის შესაქმნელად, სახელწოდებით Frontier Model Forum (FMF). ახალი ასოციაციის მიზანია უზრუნველყოს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების უსაფრთხო და პასუხისმგებელი განვითარება საზოგადოების მზარდი შეშფოთებისა და მარეგულირებლების ყურადღების ფონზე მთელ მსოფლიოში. ფოტოს წყარო: Placidplace / Pixabay ბოლო თვეების განმავლობაში ამ ოთხმა ამერიკულმა კომპანიამ მსოფლიოს გააცნო ხელოვნური ინტელექტის მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ორიგინალური კონტენტი სურათების, ტექსტისა და ვიდეოების სახით. ამან გამოიწვია მწერლებისა და მხატვრების აღშფოთება მათი საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და გააძლიერა მარეგულირებლების შიში მოქალაქეების კონფიდენციალურობის საფრთხისა და ხელოვნური ინტელექტით ადამიანების მუშაობის სხვადასხვა სფეროში ჩანაცვლების შესაძლებლობის გამო. „კომპანიები, რომლებიც ქმნიან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ, რომ ეს ტექნოლოგიები იყოს უსაფრთხო, საიმედო და ადამიანის კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა. ორგანიზაციაში წევრობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ კომპანიებით, რომლებიც ქმნიან ფართომასშტაბიანი მანქანური სწავლების მოდელებს, რომელთა შესაძლებლობები აღემატება ყველაზე მოწინავე არსებული მოდელებისას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფორუმის მუშაობა ფოკუსირებული იქნება ბევრად უფრო მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილ პოტენციურ რისკებზე და არა საავტორო უფლებების, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც დღეს მარეგულირებელებისთვის აქტუალურია. Frontier Model Forum ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევას და დამაკავშირებელი რგოლი იქნება ინდუსტრიასა და კანონმდებლებს შორის. მსგავსი ჯგუფები ადრეც შეიქმნა. მაგალითად, The Partnership on AI (GPAI) შეიქმნა 2016 წელს Google-ისა და Microsoft-ის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და ინდუსტრიის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისი მისია იყო ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენების ხელშეწყობა. Frontier Model Forum-ის შექმნა ხაზს უსვამს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და უსაფრთხოების მნიშვნელობას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან დაკავშირებული რისკების მართვაში და მნიშვნელოვანი მომენტია ტექნოლოგიების განვითარების ისტორიაში. https://tinyurl.com/4xxbjayu
-
BMW, GM, Honda, Hyundai, Kia, Mercedes-Benz და Stellantis ქმნიან ერთობლივ საწარმოს, რათა გამოუშვან მუდმივი ძაბვის სწრაფი დამტენების საჯარო ქსელი ელექტრომობილებისთვის აშშ-სა და კანადაში. ჯერჯერობით პარტნიორობის ამბიციური გეგმა ითვალისწინებს 2030 წლისთვის ელექტრომობილების მინიმუმ 30 ათასი სწრაფი დამტენის დამონტაჟებას. ფოტოს წყარო: unsplash.com ყველა სადგურზე წარმოდგენილი იქნება Tesla-ს ჩრდილოეთ ამერიკის დამუხტვის სტანდარტის (NACS) პორტები, აგრეთვე დღესდღეობით ფართოდ გამოყენებული კომბინირებული დამუხტვის კონექტორები (CCS). კომპანიები ასევე გეგმავენ შემუშავებული "Plug and Charge" სტანდარტის ინტეგრირებას, რომელსაც აშშ-ის ავტომაგისტრალის ფედერალური ადმინისტრაცია უჭერს მხარს. ერთობლივი საწარმო ელოდება დაფინანსებას აშშ-ში ელექტრომობილების ნაციონალური ინფრასტრუქტურისგან (NEVI) და ასევე მოიზიდავს სხვა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებს სახელმწიფო და ფედერალური წყაროებიდან. ახალი ერთობლივი საწარმო ელექტროენერგიის მიღებას მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, დამტენი სადგურები უშუალოდ განახლებადი ენერგიის წყაროებით იკვებება, თუ კომპანიები გეგმავენ განახლებადი ენერგიის კრედიტების (REC) შეძენას. დამტენი სადგურების ქსელი ჯერ აშშ-ში ამოქმედდება, შემდეგ კი - კანადაში. https://tinyurl.com/2mnrpry4
-
აშშ დოლართან დაკავშირებული Stablecoin-ების ეკონომიკა უკვე წელიწადზე მეტია კაპიტალის მნიშვნელოვან გადინებას განიცდის. ერთი თვის წინ მისი ღირებულება 129.80 მლრდ აშშ დოლარად იყო შეფასებული, დღეს კი ეს მაჩვენებელი 126.70 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტით არის შემცირებული. გასული თვის განმავლობაში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ცხრავე უმსხვილესი Stablecoin-ის ფასი ვარდნას განიცდიდა, გარდა Tether-ისა (USDT), მისი მიწოდება გაიზარდა 0.6%-ით, USDC-ის ღირებულება თვეში 6.4%-ით შემცირდა. 25 ივლისის მდგომარეობით USDC-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 26.63 მლრდ აშშ დოლარს, 16 ივნისის 28.25 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. საბაზრო ღირებულებით რვა უმსხვილესი Stablecoin 2023 წლის 25 ივლისის მდგომარეობით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში DAI-ს ფასი შემცირდა 6%-ით, ხოლო BUSD - 10.1%-ით. TUSD-ისა და Frax Dollar-ის (FRAX) ღირებულება შემცირდა 10.7%-ით და 9.3%-ით, შესაბამისად. Stablecoin-მა Tron USDD ქსელში დააფიქსირა მცირე დანაკარგი 1.6%, ხოლო Pax Dollar-ის (USDP) ფასი იმავე პერიოდში შემცირდა 45.1%-ით. Gemini Dollar-მა (GUSD) ასევე განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი - დაახლოებით 27.2%-ით გაიაფდა გასულ თვეში. 16 ივნისს Stablecoin-ების გლობალური დღიური ვაჭრობის მოცულობა იყო დაახლოებით 30 მლრდ აშშ დოლარი, მაგრამ ამ დროისთვის იგი შემცირდა 23 მლრდ აშშ დოლარამდე. გასული წლის განმავლობაში ამ აქტივებით ვაჭრობის მოცულობამ დაიკლო შემცირდა მთელ მსოფლიოში. აშშ დოლარზე დაკავშირებული Stablecoin-ების ღირებულების შემცირების პარალელურად ევროთი მხარდაჭერილმა აქტივებმა გასულ თვეში მოგება დააფიქსირა. თუმცა, მათი ჯამური ღირებულება მაინც ბევრად ჩამორჩება დოლარზე მიბმული უმსხვილესი Stablecoin-ების მოცულობას. https://tinyurl.com/mj6pvuar
-
მიმდინარე წელს კომპანია Sony-მ დააანონსა პორტატული კონსოლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ითამაშონ PlayStation 5-ის თამაშები უშუალოდ გეიმინგ პროცესის სტრიმინგ გადაცემით. ამჟამად ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ასახულია ეს მოწყობილობა, კოდური დასახელებით Project Q. ფოტოს წყარო: imgur.com ერთ-ერთ ფოტოზე მოწყობილობის შიგთავსი ჩანს, როდესაც ეკრანი მოხსნილია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ, როგორც ჩანს, კონსოლი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე Sony-ის სამომხმარებლო ინტერფეისით. ამაზე მიუთითებს Android სერვისების არსებობა. Android-ის არსებობა იძლევა იმედს, რომ კონსოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ PlayStation 5-ის თამაშებთან, არამედ სტრიმინგ პლატფორმებთან, როგორებიცაა NVIDIA GeForce Now, Amazon Luna ან Microsoft Xbox Cloud. ასევე შესაძლებელია, რომ მოწყობილობამ შეძლოს Android-თამაშების გაშვება. ინსაიდერ Tom Henderson-ის თქმით პორტატული კონსოლი სამიდან ოთხ საათამდე შეძლებს მუშაობას დატენვის გარეშე. Sony-ს სავარაუდო კონკურენტებს ამ სეგმენტში უფრო შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვთ. მაგალითად, Logitech G Cloud ერთი დამუხტვით 12 საათზე დიდხანს მუშაობს, ხოლო Abxylute - რვა საათზე მეტს. Sony-ის კონსოლის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მას გააჩნია სრულფასოვანი უსადენო კონტროლერი DualSense, მაგრამ იგი ყველაზე სასარგებლო იქნება PlayStation 5-ის თამაშებში. ამ დროისთვის Project Q-ს მახასიათებლების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მოსალოდნელია, რომ Sony ახალ მოწყობილობას ოფიციალურად მიმდინარე წლის ბოლოს წარადგენს. https://tinyurl.com/5ydchwzx
-
ინსაიდერული წყაროების თანახმად მიმდინარე წელს კომპანია Apple აპირებს iPhone 15 სერიის დაახლოებით 85 მილიონი სმარტფონის გამოშვებას, რაც გასულ წელს გამოსული მე-14 სერიის iPhone-ების ტირაჟის თითქმის ტოლია. ამავდროულად, შემოსავალი, რა თქმა უნდა, გაიზრდება წელს, რადგან Apple ყურადღებას ამახვილებს უფროსი iPhone Pro მოდელების გაყიდვაზე და ასევე ემზადება მათი ღირებულების გაზრდისთვის. ფოტოს წყარო: Apple Bloomberg-ის თანახმად Apple არ აპირებს წელს iPhone 15-ის გამოშვების შეკვეთების მოცულობის შემცირებას, თუნდაც მაკროეკონომიკური სირთულეების და სმარტფონების ბაზარზე ზოგადი ვარდნის გათვალისწინებით. ამავე დროს, როგორც წყარო განმარტავს, გარკვეული ცვლილებები შეკვეთების სტრუქტურაში ჯერ კიდევ მოსალოდნელია. პირველ რიგში, საბაზისო დონის iPhone 15-ის წარმოების რაოდენობა უნდა შემცირდეს 2 მილიონი ერთეულით კამერებისთვის გამოსახულების სენსორების საკმარისი რაოდენობით წარმოების პრობლემების გამო. კომპანია მზადაა პირობითად აანაზღაუროს ეს კლება სერიის უფროსი მოდელების წარმოების მოცულობის გაზრდით. მეორეც, ცნობილია, რომ iPhone 15 Pro მოდელებს შესაძლოა ჰქონდეს პრობლემები დისპლეებთან დაკავშირებით, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ერთ ან ორ კვირაშია შესაძლებელი, ამიტომ საჭირო რაოდენობის სმარტფონების გამოშვების შესაძლებლობაზე ეს მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ბოლო ორი წლის განმავლობაში Apple-მა სცადა 90 მილიონი სმარტფონის წარმოება, მაგრამ ამ დონემდე ვერ მივიდა. 2021 წელს ამ გეგმას ხელი ჩიპების დეფიციტმა შეუშალა, გასულ წელს კი - ჩინეთში არსებულმა სანიტარულმა შეზღუდვებმა. 600 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სმარტფონებზე მოთხოვნა, Counterpoint Research-ის ექსპერტების აზრით, მაღალ დონეზე რჩება მაკროეკონომიკური სირთულეების პერიოდშიც კი, ამიტომ Apple ხელსაყრელ მდგომარეობაშია. მეორე კვარტალში, მაგალითად, ინდოეთში მისი გაყიდვების მოცულობა წლიურად 50%-ით გაიზარდა. https://tinyurl.com/bdd386p9
-
24 ივლისს Bitcoin-ის ქსელმა გადალახა 800 000 ბლოკის ზღვარი - ჰალვინგამდე კიდევ 40 000 დარჩა. წყარო: Twitter ანალიტიკოს დილან ლეკლერკის თქმით ბლოკი შეიცავდა 3721 ტრანზაქციას 1.64 მბ-ზე, პირველი კრიპტოვალუტის ფასის 29815 აშშ დოლარიან დონეზე ყოფნის პირობებში. NiceHash-ის მიხედვით Bitcoin-ის მაინინგის სირთულე არის 53.91 Т. ქსელში ახალი ბლოკი იქმნება დაახლოებით ყოველ 577 წამში. მაინერების ჯილდოს შემდეგი განახევრება მოხდება დაახლოებით 2024 წლის 16 აპრილს. ეს მოვლენა ხდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ან ყოველ 210 000 ბლოკზე და, როგორც წესი, ემთხვევა კრიპტო ბაზრის ფასების აღმავლობას. ამჟამად მაინერებისთვის ანაზღაურება არის 6.25 BTC, ხოლო განახევრების შემდეგ 3.125 BTC იქნება. წერის მომენტისთვის Bitcoin 29.311 აშშ დოლარად იყიდება, ფასი წინა დღესთან შედარებით 2.53%-ით შემცირდა. BTC/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView შეგახსენებთ, JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მოახლოებული ჰალვინგი გადამწყვეტი გამოცდა იქნება მაინერებისთვის ბლოკის დაბალი ჯილდოსა და მზარდი ხარჯების გამო, მიუხედავად აქტივების ფასზე დადებითი ზემოქმედებისა. ივნისის მეორე ნახევარში მაინერებმა პირველ კრიპტოვალუტაში 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაგზავნეს ბირჟებზე, რითაც დაამყარეს ყოველდღიური რეკორდი აქტივის შემოდინების მხრივ. https://tinyurl.com/4sa8vwkw
-
კომპანია ADLink-მა წარადგინა კომპაქტური გარე გრაფიკული ამაჩქარებელი Pocket AI, რომელიც შექმნილია ნეიროქსელებზე დამყარებული პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის. მოწყობილობა ეტევა ხელისგულზე და შეიძლება დაუკავშირდეს ლეპტოპს ან მინი კომპიუტერს Thunderbolt 3-ის მეშვეობით სისტემის წარმადობის გაუმჯობესების მიზნით. ფოტოს წყარო: ADLink Pocket AI-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA RTX A500 ჩიპით Ampere GA107. გრაფიკული პროცესორი გამოყენებულია საბაზისო დონის ვიდეო ბარათ GeForce RTX 3050-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ Pocket AI ვერ შეძლებს ძალიან მაღალი წარმადობის უზრუნველყოფას. ამის მიუხედავად მოწყობილობა უზრუნველყოფს 60%-ით მაღალ წარმადობას ინტეგრირებულ გრაფიკა Intel Iris Xe-სთან შედარებით. პროფესიონალურ ტესტებში Pocket AI-მ კარგი წარმადობა დააფიქსირა მოწყობილობის კვალობაზე, რომელიც მხოლოდ ადამიანის ხელის გულის ტოლია. რაც შეეხება Pocket AI-ს მახასიათებლებს, გარე გრაფიკული ბარათს აქვს 4 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება. გრაფიკული პროცესორი GA107 შეიცავს 2048 CUDA ბირთვს, 64 Tensor ბირთვს და 16 RT ბლოკს. ალუმინის დიდი რადიატორი მიმაგრებულია მიკროსქემის დაფაზე, რომელიც მოწყობილობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. წარმადობა შეფასებულია 6.45 ტერაფლოპით. რაც შეეხება ენერგიის მოხმარებას, Pocket AI-სთვის 25 ვატი საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ 429 აშშ დოლარი საკმაოდ მაღალია არც თუ ისე მაღალი წარმადობის მქონე ამაჩქარებლისთვის, მისი ფასი მაინც ნაკლებია ახალი ლეპტოპის ღირებულებასთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ Pocket AI შეიძლება იყოს მოთხოვნადი, თუ მომხმარებელს სჭირდება GPU-ის მეტი წარმადობა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლების დასამუშავებლად. https://tinyurl.com/44cvptux
