Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა მაისში ადამიანებში ტვინის იმპლანტის პირველი კლინიკური ცდების ჩატარების ნებართვა მიიღო და ახლა პირველ მოხალისეებს არჩევს. კვლევა, რომელიც დაახლოებით 6 წელი გაგრძელდება, გულისხმობს ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ჩანერგვას ქირურგიულ რობოტ R1-ის გამოყენებით ადამიანის ტვინის იმ სფეროში, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. პროექტის თავდაპირველი მიზანია ადამიანებს მისცეს უნარი აკონტროლონ კურსორი ან კომპიუტერის კლავიატურა გონების ძალით. ფოტოს წყარო: Neuralink Neuralink-მა განაცხადა, რომ ეთიკური საკითხების დამოუკიდებელი საბჭოსგან ნებართვა მიიღო დაიწყოს მონაწილეთა შეგროვება პარალიზებულ პაციენტებში თავის ტვინის იმპლანტის პირველი კლინიკური ცდებისთვის. კვლევა, სახელწოდებით PRIME (Precise Robotically Implanted Brain-Computer Interface), მიზნად ისახავს N1 იმპლანტის და R1 ქირურგიული რობოტის უსაფრთხოების, ასევე BCI-ის ფუნქციონალურობის შეფასებას. N1 იმპლანტი აღრიცხავს ნერვულ აქტივობას 1024 ელექტროდის გამოყენებით, რომლებიც განაწილებულია 64 ძაფზე. მეტად მოქნილი და თხელი ძაფები უზრუნველყოფს იმპლანტაციისა და შემდგომი გამოყენების დროს დაზიანების მინიმიზაციას. მიმდინარე წლის მაისში Neuralink-მა აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ნებართვა მიიღო, რათა დაეწყო პირველი კლინიკური კვლევები ადამიანებზე. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კომპანია უკვე იმყოფებოდა გულმოდგინე მარეგულირებელი ზედამხედველობის ქვეშ ცხოველებზე ტესტირებასთან დაკავშირებით. კანდიდატებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დამბლა ზურგის ტვინის დაზიანების ან ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის გამო. კომპანიამ არ გაასაჯაროვა რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას კვლევებში, რომელსაც დაახლოებით 6 წელი დასჭირდება. კომპანია ადრე გეგმავდა 10 პაციენტის ჩართვას, მაგრამ FDA-მ შესთავაზა ამ რაოდენობის შემცირება საცდელი უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამო. ქირურგიულ რობოტ R1-ში გაერთიანებულია ოპტიკური სისტემები და სენსორები, მათ შორის 5 კამერა, ასევე აღჭურვილობა ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიისთვის (OCT) კვლევაში გამოყენებული იქნება ქირურგიული რობოტი R1, რათა ქირურგიულად ჩაინერგოს BCI ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია გადაადგილების განზრახვის გამომუშავებაზე. N1 იმპლანტი, რომელიც ფიზიკურად შეუმჩნეველი იქნება ჩაყენების შემდეგ, განკუთვნილია ტვინის სიგნალების უსადენოდ გადასაცემად აპლიკაციითვის, რომელიც მოძრაობის განზრახვებს დააფიქსირებს. ადამიანის თმის ღერზე თხელი ნემსი იჭერს, აყენებს და ათავისუფლებს ნეირონულ ძაფებს. მასკის აზრით Neuralink-ს დიდი პერსპექტივები აქვს, მათ შორისაა სწრაფი ქირურგიული ჩარევები ჩიპების გამოყენებით სიმსუქნის, აუტიზმის, დეპრესიისა და შიზოფრენიის სამკურნალოდ. მიუხედავად მიმდინარე პროგრესისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ BCI მოწყობილობა დადასტურდება უსაფრთხოდ ადამიანის მიერ გამოყენებისთვის, კომერციული გამოყენების დამტკიცებას შეიძლება 10 წელზე მეტი დასჭირდეს. ეს გამოწვეულია FDA-ს მიერ დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრად დაცვის აუცილებლობით. https://tinyurl.com/4wek5e58
  2. სოციალურ ქსელ TikTok-ზე ილონ მასკის სახელით კრიპტოვალუტების თაღლითური განაწილების მორიგი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ აცხადებს Bleeping Computer. გამოცემის ცნობით ვიდეოები ყოველ საათში ქვეყნდება. მათში მასკი თითქოს ინტერვიუებს აძლევს მსხვილ გამოცემებს და სთავაზობს გარკვეულ საიტზე გადასვლას, სადაც კრიპტოვალუტების გაცემა ხდება. წყარო: Bleeping Computer. თაღლითებმა შექმნეს ასობით ასეთი გვერდი, რომელთაც უმეტესად კრიპტო ბირჟების სახე აქვს. ვიდეოების უმეტესობა იყენებს ვებ-გვერდების - bitoxies.com, Moonexio.com, altgetxio.com, cratopex.com - მეტად მსგავს დომენებს. გამოცემის ჟურნალისტებმა შეამოწმეს ერთ-ერთი მათგანი: მათ შექმნეს ანგარიში პლატფორმაზე და შეიყვანეს TikTok ვიდეოში მითითებული სარეკლამო კოდი. ამის შემდეგ მათ დაპირდნენ, რომ Bitcoin-ები მათ ანგარიშზე ჩაირიცხებოდა. ქვემოთ მოყვანილი სქრინი გვიჩვენებს, რომ 0.34 BTC (დაახლოებით 9000 აშშ დოლარი) თითქოს გამოჩნდა საფულეში, თუმცა მათი გატანის მცდელობისას მომხმარებელს ჯერ მოეთხოვებოდა ანგარიშის გააქტიურება 0.005 BTC-ის (დაახლოებით 132 აშშ დოლარის) ჩარიცხვით. წყარო: Bleeping Computer. ზოგიერთი საიტი დამატებით ითხოვს KYC ინფორმაციას, რომელიც შეიძლება კიბერკრიმინალებმა სხვა ლეგიტიმური ანგარიშების გასატეხად გამოიყენონ. 10 სექტემბერს უცნობმა პირებმა Vitalik Buterin-ის X-ანგარიშზე კონტროლი მოიპოვეს და ფიშინგით თაღლითური პოსტი გამოაქვეყნეს. ზარალის სავარაუდო ოდენობამ 691 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, თავად ბუტერინმა განმარტა, რომ თავდამსხმელებმა მისი SIM ბარათი შეცვალეს. https://tinyurl.com/2yenfpx3
  3. AMD-მ წარმოადგინა EPYC 8004 სერიის პროცესორები კოდური სახელწოდებით Siena. ჩიპები დამზადებულია ახალი SP6 პროცესორის სოკეტისთვის, აქვს 64-მდე Zen 4c ბირთვი და ექვსარხიანი DDR5 მეხსიერების ქვესისტემა. AMD EPYC Siena პროცესორები შექმნილია პერიფერიული და საკომუნიკაციო სერვერებისთვის, რომლებიც ეყრდნობიან ერთ პროცესორს და საჭიროებენ არა იმდენად მაღალ წარმადობას, არამედ გაუმჯობესებულ I/O შესაძლებლობებსა და ენერგოეფექტურობას. AMD EPYC 8004 Siena პროცესორები შედგება Zen 4c არქიტექტურის 16-ბირთვიანი კრისტალებისგან (ჩიპლეტებისგან). თუმცა მათში გამოყენებულია მხოლოდ ოთხი ასეთი ჩიპლეტი იმ დროს, როდესაც მანამდე გამოსულ EPYC 9004 Bergamo ჩიპებში რვა ასეთი ჩიპლეტი იყო წარმოდგენილი, ხოლო I/O კრისტალები იგივეა. ახალ ჩიპებში მოცემულია 8-დან 64-მდე ბირთვი (128-მდე ნაკადი) ტაქტის სიხშირით 2.0-დან 3.1 გჰც-მდე, მათი სტანდარტული TDP-ის დონე 80-დან 200 ვატამდეა. ამავე დროს, შესაძლებელია ამ პროცესორების კონფიგურირება 225 ვატამდე მუშაობისთვის, ასევე ენერგომოხმარების 70 ვატამდე შემცირებისთვის. Zen 4 ბირთვებისგან Zen 4c განსხვავდება უფრო მჭიდრო განლაგებით, რის გამოც მათი ტაქტის სიხშირე შედარებით დაბალია, აგრეთვე შემცირებულია მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა: Zen 4c-ის 32 მბ L3 ქეში ნაწილდება 16 ბირთვზე, Zen 4-ის შემთხვევაში კი - რვა ბირთვზე. მიუხედავად იმისა, რომ Zen 4c ზომით ნაკლებია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს სრულფასოვან Zen 4 ბირთვთან შედარებით, მასზე მხარდაჭერილია ინსტრუქციების ანალოგიური ნაკრები, მაგალითად მას შეუძლია მუშაობა AVX-512 აპლიკაციებთან. AMD EPYC 9004 სერიის პროცესორები უზრუნველყოფენ უფრო მაღალ წარმადობას, თუმცა ახალი AMD EPYC 8004 სერია იქნება უფრო იაფი და ენერგოეფექტური. AMD ამტკიცებს, რომ კონკურენტ Intel Xeon Platinum 8490H-სა და Xeon Platinum 8471N-თან შედარებით Siena უზრუნველყოფს წარმადობა/ვატის დაახლოებით ორმაგ უპირატესობას SPECpower_ssj 2008 ტესტებში. AMD-ის ტესტების მიხედვით პროცესორი EPYC 8324P აფიქსირებს 16%-ით მაღალ წარმადობას ბირთვზე ვიდეოს კოდირების ამოცანებში 32-ბირთვიან Intel Xeon 6421N-თან შედარებით. აგრეთვე, AMD-ის ახალი პროცესორები უზრუნველყოფენ უფრო მაღალ (1.8-ჯერ მეტ) ბირთვის სიმკვრივეს სტეკზე Intel-ის ჩიპებთან შედარებით უფრო დაბალი (1.4-ჯერ ნაკლები) ენერგიის მოხმარებით. ახალი AMD EPYC 8004 პროცესორები დამზადებულია ახალ SP6 სოკეტზე, რომელიც უფრო კომპაქტურია EPYC 9004-სერიაში გამოყენებულ SP5-თან შედარებით. SP6-ის ზომაა 75.4 × 58.5 მმ და აქვს 4844 კონტაქტი, SP5-ის ზომაა 75.4 × 72 მმ და მასში 6096 კონტაქტია. ამის გამო ახალ სერიას აქვს მეხსიერების ექვსარხიანი კონტროლერი, EPYC 9004 სერიას კი - 12-არხიანი. PCIe 5.0 არხების რაოდენობაც შემცირებულია 128-დან 96-მდე, ამასთან ახალი პროცესორების 48 არხს აქვს CXL 1.1+ პროტოკოლის მხარდაჭერა თანამედროვე ამაჩქარებლებისთვის (ხელოვნური ინტელექტისა და სხვა აპლიკაციებისთვის) და/ან მეხსიერების გაფართოებისთვის. „ახალი EPYC 8004 სერიის პროცესორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ AMD-ის ლიდერობას ერთსოკეტიან პლატფორმებში, გვთავაზობენ პროცესორის ენერგოეფექტურობის აღმატებულობას კორპუსში, რაც აკმაყოფილებს სივრცითა და ენერგომოხმარებით შეზღუდული ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს“, - განაცხადა AMD-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სასერვერო განყოფილების გენერალურმა მენეჯერმა დენ მაკნამარამ. AMD აცხადებს, რომ EPYC 8004 Siena პროცესორები უკვე ხელმისაწვდომია Dell-ის, Lenovo-სა და Supermicro-ს ახალ Edge-სერვერებში. ახალ პროცესორებზე ასევე მხარდაჭერილია Ericsson და Microsoft Azure. AMD EPYC 8004 Siena პროცესორების გამოშვებით კომპანიამ დასრულებული სახე მისცა მე-4 თაობის EPYC ჩიპების პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს Genoa ჩიპებს ზოგადი დანიშნულების სერვერებისთვის, მაღალი წარმადობის გამოთვლების Genoa-X HPC-ს, ქლაუდ Bergamo-ს და „ინტელექტუალურ“ Siena ჩიპებს. „AMD-მ გამოუშვა მონაცემთა ცენტრის პროცესორების მრავალი თაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ ეფექტურობას, წარმადობას და ინოვაციას“, - აღნიშნა მაკნამარამ. „ახლა, როდესაც მე-4 თაობის EPYC პროცესორების პორტფოლიო დასრულებულია, ეს ლიდერობა გაგრძელდება სამუშაო დატვირთვების ფართო სპექტრში - დაწყებული კორპორატიული და ქლაუდ გამოთვლებიდან - ინტელექტუალურ გამოთვლებამდე, ტექნიკურ გამოთვლებამდე და ა.შ.“ https://tinyurl.com/2x7adv45
      • 1
      • Thanks
  4. გასულ კვირაში Valve-მ გეიმინგ პლატფორმა Steam-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფასდაკლება გამოაცხადა პორტატულ სათამაშო კონსოლ Steam Deck-ზე. ამჟამად კი ASUS-მა განაცხადა პორტატულ კონსოლ ROG Ally-ს უფრო ხელმისაწვდომი ვერსიის გაყიდვის დაწყების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში იყო წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: ASUS გეიმინგ კონსოლ ASUS ROG Ally-ს, მოდელის ნომრით RC71L-Z1512, აქვს ექვსბირთვიანი და 12-ნაკადიანი პროცესორი AMD Ryzen Z1. ჩიპში გამოყენებულია ბირთვების გამომთვლელი არქიტექტურა Zen 4, ასევე აქვს ინტეგრირებული გრაფიკა RDNA 3-ის ოთხი ბლოკი. შეგახსენებთ, რომ Ryzen Z1 Extreme პროცესორის შემადგენლობაში, რომელიც ROG Ally-ს უფრო ადრე გამოსულ, შედარებით ძვირადღირებულ ვერსიაში გამოიყენება, მოცემულია 8 ბირთვი 16 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და აქვს RDNA 3 გრაფიკის 12 ბლოკი. ASUS ROG Ally Ryzen Z1-ისა და Ryzen Z1 Extreme-ს დანარჩენი მახასიათებლები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივეს აქვს 7-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 120 ჰერცი. ორივე მათგანზე მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, აგრეთვე გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგიები FSR (FidelityFX) და RSR (Radeon Super Resolution). კონსოლს აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5-6400. Ryzen Z1 Extreme ჩიპზე დამყარებული ვერსიის მსგავსად ახალ ვარიანტსაც აქვს საფირმო ინტერფეისი ROG XG Mobile გარე ვიდეო ბარათთან დაკავშირებისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz პორტალ VideoCardz-ის მიხედვით ASUS ROG Ally პორტატული გეიმინგ კონსოლი Ryzen Z1 პროცესორით უკვე ხელმისაწვდომია მსხვილ ამერიკულ საცალო ქსელ BestBuy-ზე, ასევე ASUS-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში. მოწყობილობა სხვა რეგიონებში ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. კონსოლი 599 აშშ დოლარი ღირს, რაც 100 აშშ დოლარით იაფია Ryzen Z1 Extreme ჩიპის მქონე მოდელთან შედარებით. თუმცა Steam Deck-ის ძირითადი ვერსია მაინც ბევრად უფრო ხელმისაწვდომია - მისი კონსოლის ფასია 399 აშშ დოლარი, ხოლო ამჟამინდელი ფასდაკლებით - 359 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/4knt2xfb
  5. ეს მოვლენა მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Bitcoin მუშაობს დეცენტრალიზებულ ქსელში და ჯერ არ გამოიყენება Visa-ს მსგავსი გლობალური მასშტაბებით. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის შემთხვევაში გასულ წელს ქსელის აქტივობის უმეტესი ნაწილი მოდიოდა Ordinals-ზე - პროტოკოლზე, რომელიც საშუალებას იძლევა Satoshis-ს ბლოკჩეინზე იქნას მინიჭებული უნიკალური იდენტიფიკატორი და დამუშავდეს დამატებითი მონაცემები, მაგალითად, სურათები. პროტოკოლი ახორციელებს მაღალი სიხშირის ტრანზაქციებს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციის მოცულობა იზრდება, ეს სულაც არ მიუთითებს საცალო ინდუსტრიაში ფართო გამოყენებაზე ან მიღებაზე. რატომ არის რთული ტრანზაქციების თვალსაზრისით Visa-სა და კრიპტო ქსელების, მაგალითად Bitcoin-ის, შედარება? Visa არის ცენტრალიზებული გადახდის სისტემა, რომელიც არსებობს ათწლეულების განმავლობაში და იდეალურად არის მორგებული სამომხმარებლო ტრანზაქციებზე. Bitcoin, თავის მხრივ, არის დეცენტრალიზებული ქსელი, სადაც ტრანზაქციები შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერ რამეს. ესენია ფუნდამენტურად განსხვავებული სისტემები, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი წესები, შეზღუდვები და გამოყენების შემთხვევები. Bitcoin-ის აღმატება Visa ტრანზაქციის მოცულობაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგი დეცენტრალიზებული ქსელების მზარდი გავლენის მტკიცებულებაა. ის ასევე ბადებს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ფინანსური ლანდშაფტი მომავალში. შეიძლება თუ არა ერთ დღეს დეცენტრალიზებული ქსელები ნორმად იქცეს და ცენტრალიზებული სისტემები მოძველდეს? ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული მომავალში. ამავდროულად, Bitcoin-ისთვის შესაძლოა ეს კვირაში პოზიტიური ნოტით დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, 20 სექტემბერს ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის სხდომამ შეიძლება გააძლიეროს ფასის ცვალებადობა. Bitcoin-მა 20-დღიან ექსპონენციალურ მოძრავ შუალედს (26303 აშშ დოლარი) 14 სექტემბერს გადააჭარბა, რაც მიუთითებს, რომ გამყიდველების ზეწოლა მცირდება. მას შემდეგ „ხარებმა“ შეაჩერეს „დათვების“ რამდენიმე მცდელობა - დაებრუნებინათ ფასი 20-დღიან EMA-ზე ქვემოთ. მყიდველები შეეცდებიან ისარგებლონ თავიანთი უპირატესობით და BTC/USDT წყვილი მიიყვანონ 50-დღიან მარტივ ცვლად შუალედამდე (27295 აშშ დოლარი). ეს დონე შესაძლოა იყოს უმნიშვნელო დაბრკოლება, ხოლო მისი გადალახვის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ფასი 28143 აშშ დოლარს მიაღწევს. ამრიგად, Bitcoin ამჟამად ჯერ კიდევ ავლენს პოზიტიურ განწყობას. https://tinyurl.com/3n83sz6v
  6. როგორც ინიციატივა RE100-ის წევრმა, ტაივანურმა კომპანია TSMC-მ აიღო გარკვეული ვალდებულებები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენებაზე გადასვლისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევისთვის. კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა თავისი ვალდებულება - დააჩქაროს ეს პროცესი 2040 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლით - ვადაზე ათი წლით ადრე. ფოტოს წყარო: TSMC შესაბამისად, დაკორექტირდა 2030 წლამდე დასახული მიზანიც. TSMC ახლა ელის, რომ გამოიყენებს ენერგიის 60%-ს განახლებადი წყაროებიდან ამ ათწლეულის ბოლომდე 40%-ის ნაცვლად. ამავდროულად, ნახშირბადის ნეიტრალიტეტზე გადასვლის მიზანი არ არის შეცვლილი, კომპანია მის მიღწევას 2050 წლისთვის ელოდება. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარკ ლიუს თქმით „TSMC ღრმად აცნობიერებს თავის საკვანძო პოზიციას გლობალურ ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში და საკუთარ გავლენას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე“. შესაბამისად, თავის პოლიტიკას „მწვანე“ წარმოებას უქვემდებარებს. TSMC-ის უმსხვილეს მომხმარებელს, Apple-ს, შეუძლია გავლენა მოახდინოს TSMC-ის ხელმძღვანელობაზე, რათა დაჩქარდეს გადასვლა მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენებაზე. iPhone-ის მწარმოებელი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის თავისი ყველა პროდუქტი გახადოს „ნახშირბად-ნეიტრალური“ და ამ მიზნის მისაღწევად დიდად არის დამოკიდებული კონტრაქტორებზე, რომელთაგან ერთ-ერთია TSMC. Apple-ის ასობით პარტნიორმა უკვე დაადასტურა თავისი ვალდებულება - გამოიყენონ მხოლოდ განახლებადი ენერგია 2030 წლისთვის. უშუალოდ TSMC-ისთვის ამ მიზნისკენ მოძრაობას ართულებს ის ფაქტი, რომ მისი წარმოების სიმძლავრის ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია ტაივანში, რომელიც ჯერ არ არის მზად კომპანიას განახლებადი ენერგიის საკმარისი რაოდენობა შესთავაზოს. კორეული კომპანია Samsung Electronics, ნახევარგამტარული პროდუქტების სამი უმსხვილესი მწარმოებელიდან ერთ-ერთი, ასევე RE100 ინიციატივის მონაწილეა, ამიტომ ასეთი მიგრაციის პრობლემა უნიკალური არ არის მხოლოდ ნახევრადგამტარი ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიებისთვის. https://tinyurl.com/2nb7z2ud
  7. კომპანია IDC-მ გამოაქვეყნა ევროპის ხელოვნური ინტელექტის ბაზრის ახალი პროგნოზი: ანალიტიკოსები თვლიან, რომ ინდუსტრია გააგრძელებს მდგრადი ზრდის დემონსტრირებას მაკროეკონომიკური სირთულეების, მაღალი ინფლაციისა და გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად. შეფასების თანახმად ხელოვნურ ინტელექტზე დანახარჯები ევროპაში 2023 წლის შეჯამებით 34.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 20.6%-ს შეადგენს. მაჩვენებელი CAGR (საშუალოწლიური ზრდის ტემპი რთულ პროცენტებში) 2022-დან 2027 წლამდე პერიოდში მოსალოდნელია 29.6%, ხოლო გლობალურ მასშტაბში - 26.9%. შედეგად, 2027 წელს ევროპაში დანახარჯები ხელოვნურ ინტელექტზე წელიწადში 96.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ფოტოს წყარო: IDC ხელოვნური ინტელექტის უმსხვილესი სეგმენტებია საბანკო საქმე, პროფესიონალური სერვისები, საცალო ვაჭრობა, წარმოება და ტელეკომუნიკაციები: ისინი 2023 წელს ევროპის ბაზარზე ყველა ხარჯის 60%-ზე მეტს შეადგენენ. კერძოდ, საბანკო ხელოვნური ინტელექტის სერვისები შემოსავლის 15.7%-ს უზრუნველყოფს, პროფესიონალური სერვისები - 11.2%-ს, საცალო ვაჭრობის წილი 10.9% იქნება, სხვადასხვა დარგის – 18.3%. ხელოვნური ინტელექტის დანახარჯები სხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მედია, პირადი და სამომხმარებლო მომსახურება და კომუნალური მომსახურება, უფრო დაბალი იქნება, მაგრამ ზრდის ტემპები აქ აღემატება ბაზრის საშუალო მაჩვენებელს. მთლიანობაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები მართავენ ინდუსტრიის განვითარებას ევროპაში. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები განიხილება, როგორც ოპერაციული ეფექტურობისა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, IT-ის ოპტიმიზაციის, უსაფრთხოების გაუმჯობესების, შეტევების თავიდან აცილების ინსტრუმენტებად და ა.შ. https://tinyurl.com/4dmn2xdy
  8. აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე შეროდ ბრაუნმა მოითხოვა გამკაცრდეს მოთხოვნები ციფრული აქტივების ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიების მიერ ინფორმაციის გამჟღავნების მხრივ. პოლიტიკოსმა შესაბამისი წერილები გაუგზავნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენს, SEC-ის ხელმძღვანელ გერი გენსლერს და CFTC-ის ხელმძღვანელ Rostin Benham-ს. ბრაუნმა აღნიშნა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების არსებობა კრიპტო ინვესტორებისთვის. მისი თქმით 2022 წელს მათ დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარი დაკარგეს თაღლითობისა და ჰაკერული თავდასხმების შედეგად. „კრიპტო ტოკენების შესწავლისას ინვესტორებს უნდა შეეძლოთ რისკების შეფასება, თაღლითობის თავიდან აცილება და ინტერესთა კონფლიქტის გაგება. თუმცა ზუსტი, ინვესტიციისთვის გამოსადეგი ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია თაღლითების, მანიპულირებისადმი დაუცველი პლატფორმების და ჰაკერების გავრცელება“, - წერს სენატორი. 2022 წლის დეკემბერში ბრაუნმა განაცხადა, რომ SEC-მა და CFTC-მა უნდა განიხილონ კრიპტოვალუტების აკრძალვა, თუმცა ინიციატივის განხორციელება შეიძლება არ აღმოჩნდეს მარტივი. მიმდინარე თვეში SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა დაადასტურა თავისი მკაცრი პოზიცია ციფრული აქტივების მიმართ და აღნიშნა მათი შესაძლო ზიანი გლობალურ ფინანსურ სისტემაზე. https://tinyurl.com/avzvjhda
  9. Arm-ის ფინანსურმა დირექტორმა ჯეისონ ჩაილდმა, როგორც Barron's იტყობინება, იმ დღეს, როდესაც კომპანიის აქციები Nasdaq-ის საბირჟო პლატფორმაზე გამოქვეყნდა, განმარტა, თუ რატომ არის დარწმუნებული Arm-ის პლატფორმების წარმატებაში იმ სიტუაციაში, როდესაც ინვესტორების ძირითადი იმედები დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის ბუმთან. მისი თქმით NVIDIA-ს გამოთვლით ამაჩქარებლებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მუდმივად არ გაგრძელდება, ხოლო პერსპექტივაში Arm თავად შეძლებს ისარგებლოს ინსტრუქციების ნაკრების დანერგვით, რათა ააჩქაროს ხელოვნური ინტელექტის სისტემები თავისი პროცესორების არქიტექტურაში. ფოტოს წყარო: HP Inc. როდესაც ენის მოდელების შექმნის ეტაპი და მათი სწავლება პიკს მიაღწევს, Arm-ის წარმომადგენლის თქმით, გამოთვლითი დატვირთვის დიდი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემების კონტექსტში გადაინაცვლებს ცენტრალურ პროცესორებზე, რომლებიც სმარტფონებისა და ლეპტოპების ნაწილია. ისინი ხელს შეუწყობენ ოპერაციების სწრაფად შესრულებას, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ გამოყენებული ლოგიკური დასკვნების ფორმირებასთან. Arm უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ლეპტოპების მწარმოებლებთან, მათ შორის HP Inc.-სა და Dell Technologies-თან, რათა შექმნას პროცესორების არქიტექტურა ისეთი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს კონკურენციას Intel-ისა და AMD-ის ტრადიციულ კომპონენტებთან. https://tinyurl.com/mrxwr37k
  10. 2019 წლის ნოემბერში ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის ანონსის შემდეგ კომპანია Tesla-მ დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება, რაც გულისხმობდა 100 აშშ დოლარის ოდენობის უკან დაბრუნებად დეპოზიტს, რომელიც მომხმარებელს არაფერში ავალდებულებდა. პირველ კვირაში მიღებულ იქნა 250 ათასი განაცხადი, რის შემდეგ კომპანიამ შეწყვიტა ოფიციალური სტატისტიკის რეგულარული განახლება, ხოლო Electrek-ის მსგავსმა რესურსებმა პროფილური ინტერნეტ-წყაროების ძალებით საკუთარი არაოფიციალური სტატისტიკის წარმოება დაიწყეს. ფოტოს წყარო: Electrek ზოგიერთი ცნობით ამჟამად Tesla Cybertruck-ის წინასწარი შეკვეთის განაცხადების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. მაშინაც კი, თუ Tesla-ს ყოველი მეხუთე პოტენციური მომხმარებელი, ვინც დეპოზიტს განათავსებს, საბოლოოდ იყიდის ელექტრო პიკაპს წლების ლოდინის შემდეგ, წარმოების პროგრამა 400 000 ერთეულს გადააჭარბებს. ოფიციალური ფასები ჯერ არ გამოცხადებულა, პიკაპის ტექნიკური მახასიათებლები კი ოთხი წელია არ განახლებულა, ამიტომ წინასწარ შეკვეთების სტრუქტურის შესახებ მხოლოდ ვარაუდია შესაძლებელი. არაოფიციალური წყაროები მიიჩნევენ, რომ წინასწარი შეკვეთების 44.1% მოდის პიკაპის ორძრავიან, სრული ამძრავი სისტემის მქონე ვერსიაზე, ხოლო უფრო ძვირადღირებული, სამძრავიანი ვერსიის წილი 39.1%-ს შეადგენს. პიკაპის ოთხძრავიანმა ვერსიამ, რომელიც ადგილზე ე.წ „ტანკივით შემობრუნებას“ შეძლებს, პოტენციური მყიდველების 8.7% მიიზიდა. და ბოლოს, ყველაზე მარტივი, ერთძრავიანი პიკაპი მომხმარებლების 8.1-მა პროცენტმა შეუკვეთა. როგორც მოსალოდნელია, Tesla Cybertruck-ის მიწოდება სავარაუდოდ დაიწყება მიმდინარე წელს, საუკეთესო შემთხვევაში კი - მიმდინარე კვარტალში. https://tinyurl.com/5bcvuvfy
  11. Binance-ის ამერიკული ქვეგანყოფილება უარს ამბობს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) თანამშრომლობაზე. ამის შესახებ მარეგულირებელმა ორგანომ სასამართლოსთვის განკუთვნილ განცხადებაში განაცხადა. სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპანიამ ინფორმაციის გამჟღავნების პროცედურის ფარგლებში სულ 220 მასალა გაუგზავნა. თუმცა, ბევრი მათგანი არის „გაურკვეველი სქრინშოთები და დოკუმენტები თარიღებისა და ხელმოწერების გარეშე“. SEC-მა ასევე მიუთითა, რომ პლატფორმამ უარი თქვა მთავარი მოწმეების ჩვენების წარდგენაზე. „კომპანიამ შესაბამისი კომუნიკაციის შესახებ მოთხოვნებს კატეგორიული წინააღმდეგობით უპასუხა და უარი თქვა წარმოედგინა საქმიანობის შესახებ დოკუმენტები იმის მტკიცებით, რომ დოკუმენტები არ არსებობს, მხოლოდ იმის გამო, რომ SEC-მა მოგვიანებით მიიღოს [ისინი] სხვა წყაროებიდან“ - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, Binance.US აგრძელებს თავისი პარტნიორის, არაკასტოდიალურ სერვის Ceffu-ს მომსახურებით სარგებლობას, აღნიშნეს მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა. მათი თქმით მსგავსი ქმედებები არღვევს მხარეებს შორის არსებულ შეთანხმებებს, რომლებიც კრძალავს თანხების საზღვარგარეთ გატანას. 5 ივნისს SEC-მა შეიტანა სარჩელი Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. კომისიამ წამოაყენა 13 ბრალდება, მათ შორის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. 6 ივნისს მარეგულირებელმა გაგზავნა მოთხოვნა ბირჟის ამერიკული განყოფილების ციფრული აქტივების გაყინვის შესახებ. 9 ივნისს პლატფორმის მომხმარებლებმა დაკარგეს დოლარის დეპონირების შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია გაყიდვები იმ პირებისგან, რომელთაც სურდათ თანხის ფიატში გატანა. ამ ფონზე პლატფორმაზე დისკონტი ჩამოყალიბდა დოლართან დაწყვილებულ Bitcoin-ის კოტირებებში - მაჩვენებელმა მიაღწია დაახლოებით 2200 აშშ დოლარს (7.3%). 17 ივნისს SEC-მა და Binance-მა გააფორმეს შეთანხმება მომხმარებლების თანხებთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში. პლატფორმამ განაახლა აქტივების გატანა, მაგრამ კომპანიამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ივლისში ჟურნალისტებმა განაცხადეს Binance-ის რამდენიმე ტოპ-მენეჯერის გადადგომის შესახებ, მათ შორის იყო სტრატეგიის მთავარი დირექტორი პატრიკ ჰილმანი. ამავდროულად ცნობილი გახდა კომპანიაში მასობრივი გათავისუფლების შესახებ; Zhao-მ ამ მოვლენებს FUD უწოდა. ასევე ცნობილი გახდა Binance. US-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრაიან შრედერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მასიური გათავისუფლების პარალელურად. მის შემდეგ ფილიალი დატოვეს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრიშნა ჯუვადიმ და რისკების დეპარტამენტის უფროსმა სიდნი მაჯალიამ, აცხადებს WSJ. ბირჟის შიდა პრეზენტაციის თანახმად Binance.US-ის ზრდის შესაძლებლობები შეზღუდულია Zhao-სთან ბიზნესის კავშირებისა და მიმდინარე მარეგულირებელი გარემოს გამო. https://tinyurl.com/58cd3fms
  12. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და მისი პარტნიორები აგრძელებენ მთვარის პროგრამა Artemis-ის რეალიზებას. ამ ძალისხმევის ფარგლებში კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ცოტა ხნის წინ გამოცადა მთვარის მოდულის ერთ-ერთი ძრავი Raptor კოსმოსში არსებული ცივი ტემპერატურის იმიტირების პირობებში. ფოტოს წყარო: SpaceX ტესტის ფარგლებში SpaceX-მა გატესტა ძრავი, რომელიც ოპტიმიზებულია კოსმოსში ხანგრძლივი მუშაობისთვის. NASA-მ განაცხადა, რომ კერძო კომპანიამ შეაფასა ძრავის მუშაობა "ტესტირების გზით, რომელმაც დაადასტურა, რომ ძრავის ამოქმედება შესაძლებელია უკიდურესად ცივ პირობებში, რაც განპირობებულია კოსმოსში ხანგრძლივი ყოფნით". შეგახსენებთ, რომ NASA-მ ილონ მასკის კომპანიასთან 2.89 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების პირობებში SpaceX-მა უნდა შექმნას დასაფრენი მოდული, რომელიც ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე წაიყვანს 2025 წელს დაგეგმილ მისია Artemis 3-ის ფარგლებში. NASA-სა და SpaceX-ს შორის დადებული კიდევ ერთი, 1.15 მლრდ აშშ დოლარი ღირებულების შეთანხმება კი ეხება მისია Artemis 4-ს, რომლის რეალიზაცია 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდებისგან განსხვავებით მოდული SpaceX Starship კოსმოსურ სივრცეში გაცილებით დიდხანს დარჩება, რაც გამოიწვევს აღჭურვილობის ტემპერატურის უფრო დაბალ დონემდე შემცირებას. გასულ თვეში SpaceX-მა ჩაატარა მეორე გამოცდა, რომლის ფარგლებში მოახდინა Raptor ძრავების მთვარის ზედაპირზე მუშაობის დემონსტრირება. მიუხედავად SpaceX-ის ძრავების წარმატებული ტესტირებისა, არსებობს შეშფოთება, რომ Raptor-თან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება შეანელოს NASA-ს მთვარის პროგრამა. ადრე დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მისია Artemis 3, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის გადაიდება. https://tinyurl.com/bde7pbwv
  13. Meta-მ დაიწყო მეტასამყარო Horizon Worlds-ის გაფართოება VR ჰედსეტების ფარგლებს გარეთ - პირველ სამყაროზე გაიხსნა ადრეული წვდომა მობილურ მოწყობილობებსა და კომპიუტერებზე. განცხადების მიხედვით მომხმარებელთა მცირე რაოდენობას უკვე შეუძლია თამაშ Super Rumble-ს სივრცეში შესვლა Android-აპლიკაცია Meta Quest-ის საშუალებით. iOS-მოწყობილობების ვერსია უახლოეს კვირებში გამოვა. წვდომა ასევე შესაძლებელია Horizon Worlds-ის ვებ-გვერდზე ნებისმიერი ბრაუზერის მეშვეობით. „მიუხედავად იმისა, რომ Quest ჰედსეტი მეტასამყაროში მონაწილეობის ყველაზე საინტერესო საშუალებაა, ჩვენ გვჯერა, რომ უნდა არსებობდეს შესვლის მრავალი წერტილი. სამყაროს უფრო მეტ ზედაპირზე გამოტანა არის ნაბიჯი ამ კონცეფციის რეალიზებისა და მეტი ადამიანისთვის გამოცდილების გასაზიარებლად“, - განაცხადა Meta-მ. განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ მეტასამყარო იყენებს უსაფრთხოების იმავე მახასიათებლებს მობილურისა და ვებისთვის, რასაც Quest-ზე, მოზარდების დაცვის ჩათვლით. Horizon Worlds-ის ყველა ვერსია უფასოა და ვირტუალურ სივრცეში მონაწილეობა შეუძლია 13 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ მსურველს. ამჟამად აპლიკაცია მხარდაჭერილია მხოლოდ კანადაში, საფრანგეთში, ისლანდიაში, ირლანდიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. კომპანია აპირებს მეტასამყაროზე ადრეული წვდომის თანდათან თანდათან გაფართოვებას მობილური და ვებ ვერსიებით მიღებული გამოხმაურებისა და გამოცდილების საფუძველზე. „ჩვენ გავავრცელებთ უფრო მეტ სამყაროს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, თქვენ შეძლებთ მეგობრებთან ერთად გაერთოთ, მათთან ერთად იცინოთ კომედიურ შოუებზე და ისიამოვნოთ უფასო კონცერტებითა და ღონისძიებებით ნებისმიერი დაკავშირებული მოწყობილობიდან", - განაცხადეს Meta-ში. შეგახსენებთ, რომ აპრილში უფლებადამცველებმა კომპანიას მეტასამყაროში არასრულწლოვანთა დაშვების შეზღუდვის დაწესებისკენ მოუწოდეს. https://tinyurl.com/4827hzph
  14. Coinbase Prime Web3 Wallet-ის მეშვეობით მომხმარებლებს ექნებათ წვდომა კრიპტოვალუტაზე, რომელიც არ არის წარმოდგენილი Prime Custody, DEX, NFT, DeFi და სხვა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში ექვს ბლოკჩეინზე, სხვადასხვა დონის უფლებებით. გადაწყვეტილება აადვილებს პირდაპირ ინტერაქციას Web3-ის ფუნქციებთან, რაც გამორიცხავს dapp-ების მრავალჯერ ჩამოტვირთვის აუცილებლობას. ტოკენების შენახვის გარდა მომხმარებელს შეეძლება იყიდოს, გაყიდოს, გამოსცეს და მართოს NFT კოლექციები, ასევე სოციალური ანგარიშები. გარდა ამისა, DAO-ში ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი. საფულე აერთიანებს რისკის შემცირების ფუნქციებს, მათ შორის დამტკიცების და საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს, ტრანზაქციის წინასწარ გადახედვას და dapps-ის ბლოკირების სიას, რომელიც შექმნილია მავნე მოქმედებებისგან მომხმარებლების დასაცავად. Coinbase Prime Web3 Wallet იყენებს მრავალგვერდიანი გამოთვლის (MPC) ტექნოლოგიას, რაც მომხმარებლებს სრულ კონტროლს ანიჭებს აქტივებზე და აღმოფხვრის უარყოფის წერტილს. მობილური მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში, რომელშიც საფულეა დაინსტალირებული, დეველოპერებმა შემოგვთავაზეს აღდგენის ვარიანტი. სანდო სიაში მყოფ სხვა მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს კლონირების ინსტრუმენტები ახალი მოწყობილობის მომზადებისთვის საფულესა და აქტივებზე წვდომის მინიჭების მიზნით. სამომავლოდ Coinbase ასევე გეგმავს დაშიფრული სარეზერვო ფუნქციის დანერგვას, რაც უფრო მეტ კონტროლს უზრუნველყოფს აქტივებსა და პირად გასაღებებზე. ეს მეთოდი მოითხოვს ავტორიზაციას მომხმარებლის გარკვეული რაოდენობისგან. ეს მიდგომა ყველაზე შესაფერისია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საფულეს იყენებენ. სექტემბერში, Coinbase Ventures-მა განახორციელა თავისი პირველი ინვესტიცია Base Ecosystem-ის ფონდიდან ექვს L2 მხარდაჭერილ ქსელურ პროექტში. ერთი თვით ადრე Base-ის დეველოპერებმა წარმოადგინეს დეცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლის გეგმა, რომელიც მოიცავს რამდენიმე ტექნიკურ განახლებას და უარყოფის წერტილის აღმოფხვრას. სექტემბერში Coinbase-მა შექმნა კრიპტო დაკრედიტების სერვისი, რომელიც განკუთვნილია ინსტიტუციური ინვესტორებისთვის.  https://tinyurl.com/4v4a68r7
  15. Silicon Motion-ის პროდუქტის მენეჯერ Liu Yaoren-ის თქმით პირველი ლეპტოპები PCIe 5.0 SSD-ით ბაზარზე 2024 წლის ბოლოს გამოვა. მან ეს პროგნოზი ჯერ კიდევ აგვისტოში გააჟღერა კონფერენცია Flash Memory Summit Conference and Exhibition 2023-ზე, თუმცა მედიამ ამ განცხადებას ყურადღება სულ ახლახანს მიაქცია. ფოტოს წყარო: Silicon Motion ამერიკულ-ტაივანურმა კომპანიამ გამოფენაზე წარადგინა მეხსიერების ახალი კონტროლერი SM2508, რომელიც წარმოადგინა, როგორც პასუხი Phison E26 კონტროლერზე. Silicon Motion-ის ფლაგმანური გადაწყვეტილება უზრუნველყოფს თანმიმდევრული წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეს 14 გბ/წმ-მდე. შემთხვევითი წაკითხვის წარმადობაა 2.5 მილიონი IOPS, ხოლო ჩაწერის წარმადობა - 2.4 მილიონი IOPS. კონტროლერზე მხარდაჭერილია კონტაქტზე 3600 მტ/წმ (მეგატრანსფერი წამში) სიჩქარის ფლეშ-მეხსიერების ჩიპები, რომლებიც ჯერ არ გამოსულა ბაზარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, SM2508 მომავლის მტკიცებულებაა. ITHome-ის თანახმად ფლაგმანური Silicon Motion SM2508 კონტროლერი დამზადდება TSMC-ის მოწინავე 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. ჩიპი შეიცავს ორ Cortex R8 ბირთვს. კონტროლერის სამუშაო TDP არის დაახლოებით 3.5 ვატი. კომპანია ამტკიცებს, რომ მის პროდუქტს აქვს "PCIe 5.0-ის წარმადობის საბოლოო პოტენციალი" და დაბალი ენერგომოხმარება. ლეპტოპების მწარმოებლებისთვის PCIe 5.0 SSD-ების მოწყობილობებში გამოყენების მთავარი შემაკავებელი ფაქტორი არის მაღალი ენერგომოხმარება და, შედეგად, ახალი სტანდარტის SSD-ის უფრო მაღალი სამუშაო ტემპერატურა, რაც მოითხოვს ეფექტური და ძალიან მასიური გაგრილების რადიატორების გამოყენებას. ლეპტოპების შემთხვევაში ეს ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, რადგან მოწყობილობის შეზღუდულ სივრცეში უბრალოდ არ არის ადგილი SSD-სთვის დიდი რადიატორების დასაყენებლად. პრობლემის გადაჭრაზე პასუხი შეიძლება იყოს უფრო ენერგოეფექტური და ნაკლებად ცხელი SSD მეხსიერების კონტროლერების შემუშავება. https://tinyurl.com/3zntnwur
  16. TSMC-მ, Broadcom-მა და NVIDIA-მ შექმნეს ალიანსი სილიკონის ფოტონიკის სფეროში თანამშრომლობისთვის. ალიანსი მიზნად ისახავს მომავალი თაობის ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც გვპირდება რევოლუციას ენერგოეფექტურობასა და გამოთვლით სიმძლავრეში. პირველი პროდუქტების გამოჩენა 2025 წლისთვის არის მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: geralt / Pixabay სილიკონის ფოტონიკის მიმართულებამ უკვე მიიპყრო ისეთი კომპანიების ყურადღება, როგორებიცაა IBM და Intel, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტების, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებულნი ამ მიმართულებით კვლევებსა და განვითარებაში. ახალი ალიანსი, თავის მხრივ, ყურადღებას გაამახვილებს ხელოვნური ინტელექტის აპარატულ უზრუნველყოფაზე. ახალი პროექტის ცენტრალური ფიგურა TSMC იქნება, რომელსაც კვლევისა და განვითარების ძირითადი ტვირთი დაეკისრება. კომპანია გეგმავს დაასაქმოს დაახლოებით 200 თანამშრომელი, რომლებიც იმუშავებენ სილიკონის ფოტონიკის ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე მაღალი წარმადობის გამოთვლით (HPC) გადაწყვეტილებებში. მთავარი მიზანია შექმნას სილიკონზე დამყარებული ოპტიკური ურთიერთდაკავშირება (Interconnect), რომელიც შეძლებს უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე ჩიპებს შორის და მათ შიგნით. ახალი მიდგომის უპირატესობებში შედის მონაცემთა გადაცემის დიაპაზონის გაზრდა და ენერგომოხმარების შემცირება. TSMC-ის ვიცე-პრეზიდენტმა Yu Zhenhua-მ აღნიშნა, რომ სილიკონის ფოტონიკაზე დამყარებული ახალი მიდგომა გადაჭრის ორ მთავარ პრობლემას: ენერგოეფექტურობას და ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით სიმძლავრეს. ”ჩვენ შეიძლება ვიყოთ ახალი ეპოქის ზღვარზე,” - განაცხადა მან და აცნობა ინდუსტრიაში მოსალოდნელი კარდინალური ცვლილებების შესახებ. კომპანია გეგმავს ჩიპების წარმოების მოწინავე შესაძლებლობების გაფართოებას 2024 წლის მეოთხე კვარტლის ბოლომდე, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნა. TSMC-ს, Broadcom-სა და NVIDIA-ს შორის ალიანსის შექმნა ახალ გვერდს ხსნის სილიკონის ფოტონიკის ტექნოლოგიების განვითარებაში. ჩვენ შესაძლოა გავხდეთ ნახევრადგამტარი პროდუქტების ახალი ეპოქის მოწმენი, სადაც მონაცემთა სიჩქარე და ენერგოეფექტურობა პროგრესის განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება. https://tinyurl.com/34ej534a
  17. Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გარლინგჰაუსი აშშ-ს მიიჩნევს ერთ-ერთ „ცუდ ადგილად“ კრიპტო პროექტების ამოქმედებისთვის. ამის შესახებ მან სინგაპურში კონფერენცია Token 2049-ზე განაცხადა, წერს Cointelegraph. „ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც კომპანიის გახსნას არ გირჩევთ, არის შეერთებული შტატები“, - ხაზგასმით აღნიშნა გარლინგჰაუსმა. მისი აზრით, სინგაპური, დიდი ბრიტანეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და შვეიცარია არიან იურისდიქციები ციფრული აქტივების რეგულირების „ჭკვიანი“ პოლიტიკით. მან რეკომენდაცია გაუწია შეერთებულ შტატებში ამ ტენდენციის დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციებს და დაიცავს მომხმარებლებს. Ripple-ის ხელმძღვანელმა შექმნილ ვითარებაში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) დაადანაშაულა. გარლინგჰაუსის განმარტებით სააგენტო უთვალავი სარჩელით "პოლიტიკურ ომს" აწარმოებს ინდუსტრიასთან. „თქვენ ხედავთ დინამიკას. წარსულში ბევრი მოსამართლე ამბობდა, რომ SEC ყოველთვის მართალი იყო და არ ებრძოდა მას. მაგრამ ახლა სურათი იცვლება“, - აღნიშნა ფინტექ-კომპანიის ხელმძღვანელმა. კომისია და Ripple 2020 წლიდან არიან ჩართულნი სამართლებრივ ბრძოლაში. დეპარტამენტმა კომპანია დაადანაშაულა 1.3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების XRP-ის სახით არარეგისტრირებულ გაყიდვაში. სარჩელში ასევე მოპასუხეები იყვნენ ბრედ გარლინგჰაუსი და კომპანიის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი. 2023 წლის ივლისში ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლომ დაასკვნა, რომ პროგრამული გაყიდვები და სხვა სიმბოლური დისტრიბუცია არ წარმოადგენს საინვესტიციო კონტრაქტების შეთავაზებას და განხორციელებას. ამის შემდეგ SEC-მა აპელაციას მიმართა. Ripple-ის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ მისი კომპანიის ნაწილობრივი გამარჯვება და Grayscale-ის Bitcoin ETF-ის გადაწყვეტილება უფრო მეტ მარეგულირებელ სიცხადეს ანიჭებს კრიპტო ბირჟებს და დეპოზიტარულ პროვაიდერებს შეერთებულ შტატებში. დისკუსიის მსვლელობისას OKX-ის პრეზიდენტმა ჰონგ ფანმა აღიარა ადგილობრივი მარეგულირებელი პოლიტიკის წარუმატებლობა, თუმცა კრიპტო კომპანიებს მოუწოდა ყურადღება უფრო აქტუალურ საკითხებზე გაამახვილონ. „ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ მხოლოდ ის, რისი კონტროლიც შეგვიძლია, ეს არის სწორი პროდუქტების შექმნა, ტექნოლოგიაზე ფოკუსირება და შესაბამისი რეგულირების მხარდაჭერა“, - განმარტა ფანმა. გარდა ამისა, იგი Bitcoin ETF-ს თვლის ინსტიტუციური შემოდინების გამაძლიერებლად, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ ინვესტორებს შეუძლიათ შეეგუონ პირველი კრიპტოვალუტის ცვალებადობას. https://tinyurl.com/4xyu785e
  18. 2023 წლის ბოლოსთვის სმარტფონების ბაზარზე დასაკეცი მოდელების წილმა შეიძლება მიაღწიოს 1.6%-ს, ხოლო 2027 წლისთვის 5%-ს გადააჭარბოს, აცხადებს ანალიტიკური კომპანია TrendForce. მიმდინარე წელს ასეთი მოწყობილობების მიწოდების მოცულობა წინა წელთან შედარებით 43%-ით გაიზრდება და 18.3 მილიონ ერთეულს შეადგენს. ზრდის მთავარი მამოძრავებელი კომპონენტების ღირებულების შემცირებაა. ფოტოს წყარო: Samsung 2024 წელს დასაკეცი სმარტფონების წილი შესაძლოა გაიზარდოს 2.2%-მდე, რაც აბსოლუტურ რიცხვებში 25.2 მილიონ მოწყობილობას შეადგენს. დასაკეცი სმარტფონების გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის კომპონენტების, განსაკუთრებით დასაკეცი პანელებისა და სახსრების ღირებულების კლება. TrendForce ვარაუდობს, რომ დასაკეცი სმარტფონები ფასები შეიძლება 1000 აშშ დოლარიან ზღვარს უახლოეს მომავალში ჩამოსცდეს, რაც რა თქმა უნდა მიიზიდავს მომხმარებელთა ინტერესს. მიმდინარე წელს Samsung აგრძელებს ლიდერობას დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე და გეგმავს 12.5 მილიონი ასეთი მოწყობილობის მიწოდებას. თუმცა 2022 წელს კომპანიის წილი 82%-დან 68%-მდე შემცირდა ჩინელი კონკურენტების აქტიური შეტევის გამო. Huawei-ი მეორე ადგილზეა ბაზრის 14%-ით და დაახლოებით 2.5 მილიონი მოწყობილობის პროგნოზირებული მიწოდებით. მას მოსდევს OPPO და Xiaomi 5%- და 4%-იანი წილებით, შესაბამისად. ბაზრის დინამიკაზე თავისი კვალი დატოვა პანდემიამ. ჩინური ბრენდები, რომლებიც დაზარალდნენ პანდემიის ეკონომიკური შედეგებით, ამ დრომდე აქცენტს აკეთებდნენ შიდა ბაზარზე და თავიდან იცილებდნენ აგრესიულ გაფართოებას ქვეყნის გარეთ. თუმცა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ სტრატეგიას, შეუძლიათ მნიშვნელოვნად დააჩქარონ დასაკეცი სმარტფონების ბაზრის ზრდა. კომპანია Apple ჯერჯერობით თავს იკავებს საკუთარი დასაკეცი სმარტფონების შემუშავებისგან სავარაუდოდ იმის გამო, რომ სურს შეინარჩუნოს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხი. დრეკადი პანელისა და სახსრის განვითარებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა შეიძლება შეაფერხოს Apple-ის დებიუტი ამ დინამიურ სეგმენტში. დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ტექნოლოგიური გიგანტი ბაზრის კვლავ შეცვლას ამჯერად დასაკეცი მოწყობილობებით. https://tinyurl.com/35369a98
  19. Sony-მ გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფის მსხვილი განახლება PlayStation 5-სთვის. აფდეითის შედეგად დაემატა Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერა, კონსოლის ჩართვისას ხმის გამორთვის შესაძლებლობა, დიდი მოცულობის SSD-ის მხარდაჭერა, მეორე კონტროლერის, როგორც დამხმარის დაკავშირების ფუნქცია, აგრეთვე აპლიკაცია PS Remote Play-ს გამოყენების შესაძლებლობა Google Chromecast-სთან Google TV-ით (4K), რის შედეგად შესაძლებელი გახდება PS5-დან ან PS4-დან თამაშების ტრანსლირება Android TV 12 მოწყობილობაზე. ფოტოს წყარო: Sony Dolby Atmos მხარდაჭერა ხორციელდება ტექნოლოგია Sony 3D Audio-ს (Tempest Audio Tech) მეშვეობით. მხარდაჭერილია ყველა თავსებადი მოწყობილობა, მათ შორის ტელევიზორები, საუნდბარები და სახლის კინოთეატრები. Netflix-ის მსგავსი მედიასერვისები მალე შეძლებენ PS5-სთვის განკუთვნილი აპლიკაციების განახლებას, რათა მათ Dolby Atmos-ის მხარდაჭერა დაემატოს. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ გამორთონ ხმა კონსოლის ჩართვის ან გამორთვისას, ასევე ლოდინის რეჟიმში გადასვლისას ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარეგულირდეს ამ ხმოვანი სიგნალის სიმძლავრე. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სიახლეა მეორე DualSense კონტროლერის დამხმარე კონტროლერად გამოყენების შესაძლებლობა. „შეგიძლიათ მონიშნოთ მეორე კონტროლერი იმავე ანგარიშზე, როგორც დამხმარე კონტროლერი და გამოიყენოთ ორივე მათგანი კონსოლის სამართავად, თითქოს იყენებდეთ ერთ კონტროლერს. ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ თამაშებით სხვა მომხმარებლებთან ერთად ან დაეხმაროთ მეგობარს ან შვილს თამაშის განსაკუთრებით რთული ნაწილების გადალახვაში,” - განაცხადა Sony Interactive Entertainment-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Hideaki Nishino-მ. ასევე, მომხმარებლებს შეეძლებათ კონსოლთან ერთად გამოიყენონ M.2 ფორმატის 8 ტბ-მდე მოცულობის მყარი დისკები, ადრე შესაძლებლობა ამ მხრივ 4 ტბ დისკებით შემოიფარგლებოდა. მომხმარებლებს მაინც დასჭირდებათ დისკი, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, ე.ი. PCIe 4.0 მხარდაჭერას, მაგრამ უზრუნველყოფილი გახდება მეტი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც დამატებითი სანახი სივრცე სჭირდება. დეველოპერებმა ასევე გააუმჯობესეს სამომხმარებლო ინტერფეისი და შეცვალეს ნავიგაცია ხელმისაწვდომი მენიუების საშუალებით. გაჩნდა კონტროლერისგან ტაქტილური უკუკავშირის აქტივაციის მხარდაჭერა კონსოლის ინტერფეისთან ურთიერთქმედებისას. ასევე დაემტა ახალი შესაძლებლობები ხმოვანი მართვის კუთხით. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია თქვას: Hey, PlayStation, help - მხარდაჭერის გვერდის მოსაძებნად, ან Hey, PlayStation, what’s new - რათა შეიტყოს კონსოლის ახალი ფუნქციების შესახებ. გარკვეული ცვლილებები განიცადა სოციალურმა ასპექტებმა. მომხმარებლები შეძლებენ გეიმერების მოწვევას დახურულ ჯგუფებში მათი ჯგუფში დამატების გარეშე, ასევე გაუგზავნიან მოწვევას დახურულ ჯგუფში ერთდროულად ყველა მონაწილეს. შესაძლებელი გახდა წინასწარ ნახოთ, თუ როგორ გააზიარა ვინმემ თავისი გეიმინგ პროცესის ტრანსლაცია, სანამ ყურებას შეუერთდებით. მეგობრების სიაში უფრო ადვილი გახდა დანახვა, თუ რომელი მათგანი იმყოფება ჯგუფებში, შეტყობინებებს კი დაემატა ემოჯი-რეაქციები. https://tinyurl.com/28ks3h8f
  20. ორშაბათს Bitcoin-ის ფასი 25 ათას აშშ დოლარამდე დაეცა პირველად ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს მოხდა გავრცელებული ხმების ფონზე, რომ სკანდალური ბირჟა FTX გეგმავს ციფრული აქტივების გაყიდვას გაკოტრების პროცესის ფარგლებში, განაცხდა Bloomberg-მა. Bitcoin-ის ფასი 3.3%-ით, 24958 აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 15 ივნისის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ იმ დროს BlackRock-მა შეიტანა განაცხადი Bitcoin ETF-ის დასარეგისტრირებლად. შედეგად იგი უნდა გამხდარიყო პირველი კომპანია, რომელიც აშშ-ის ბირჟაზე წარადგენდა სავაჭრო ფონდს უშუალოდ Bitcoin-ში ინვესტირებით. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გადადო გადაწყვეტილების მიღება BlackRock-ის განაცხადზე ისევე, როგორც სხვა კომპანიების მსგავს განაცხადებზე. თუმცა კომისიას მოუწევს განხილვას დაუბრუნდეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ SEC-ის უარი - დაემტკიცებინა განაცხადი Grayscale Bitcoin Trust-ის (GBTC) Bitcoin ETF-ად გარდაქმნის შესახებ, უკანონო იყო. „ჩვენ ვხედავთ დოლარის გამყარებას ზედიზედ 8 კვირა, რაც Bitcoin-ის ფასზე დაღმავალ ზეწოლას ახდენს“, - განაცხადა CoinShares-ის კვლევის ხელმძღვანელმა James Butterfill-მა. „Bitcoin-ის რეგულაციასთან დაკავშირებით ასევე ნარჩუნდება იმედგაცრუება და ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება FTX კრიპტო აქტივების მთელ რიგზე, როგორიცაა Solana, რამაც შეიძლება ჭარბი მიწოდება გამოიწვიოს“. Solana-ს კურსი ზედიზედ მეოთხე სავაჭრო სესიაზე იკლებს და ამ დროის განმავლობაში 10%-ით არის შემცირებული. ბაზრის ვარდნას ხელი შეუწყო გაკოტრებული კრიპტო ბირჟა FTX-ისა და მისი შვილობილი კომპანიების აქტივების მოახლოებული გაყიდვის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა. როგორც ირკვევა, FTX ამჟამად ფლობს თითქმის 1.2 მლრდ აშშ დოლარს SOL-ში - Solana-ს ქსელის საკუთარ ტოკენში, ასევე 560 მლნ აშშ დოლარს Bitcoin-ში და 192 მლნ აშშ დოლარს - Ethereum-ში. გასულ თვეში კრიპტო ბირჟამ სასამართლოს მიმართა ციფრული აქტივების გაყიდვის ან გადაცემის ნებართვისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს კრიპტობირჟის მოთხოვნა. შეგახსენებთ, რომ FTX-ის ადმინისტრაციამ აგვისტოში მოითხოვა სასამართლოს თანხმობა Galaxy Digital-ის ინვესტიციების მენეჯერად დანიშვნაზე, რომელიც აკონტროლებდა ტოკენის რეზერვებს, რაც დაარეგულირებდა კრიპტო ბირჟის გაყიდვებს და შეამცირებდა მათ გავლენას კრიპტოვალუტების ბაზარზე. https://tinyurl.com/ywhy69wm
  21. Samsung, როგორც ჩანს, ფსონს დებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მთელი სპექტრის ხელოვნური ინტელექტით სრულყოფაზე. DigiTimes-ის ანგარიშის თანახმად კომპანია 2024 წელს გეგმავს "აღჭურვოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველა ახალი პროდუქტი ნეიროპროცესორებით (NPU)". უფრო მეტიც, ეს გეგმები მოიცავს როგორც პრემიუმ, ასევე მასობრივი ბაზრის მოწყობილობებს პროდუქციის კატეგორიებში, როგორიცაა ტელევიზორები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ღუმელები, მაცივრები და კონდიციონერები. შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი Samsung-ის უთოებსა და ტოსტერებშიც კი გამოჩნდეს. ფოტოს წყარო: Samsung NPU-ების ასეთ ფართო გამოყენებაში Samsung-ის ინვესტიციის მიზეზი არის კომპანიის სურვილი - დაამატოს თავის მოწყობილობებს ხელოვნური ინტელექტი, როგორც მარკეტინგული განმასხვავებელი მახასიათებელი. კომპანიას სურს ბაზარზე გაიტანოს მოწყობილობები ულტრადაბალი ენერგომოხმარებით და მუდმივად მოქმედი ხელოვნური ინტელექტით, რათა უზრუნველყოს დამატებითი ფუნქციები და დახმარება მომხმარებლებისთვის. საწყოფაცხოვრებო მოწყობილობებში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს კომპიუტერულ ხედვას, ხმის ამოცნობას და ხმოვან ასისტენტ Bixby-ს სრულ ფუნქციონირებას, რის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემისა და თავსებადი საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ერთმანეთთან ინტეგრირების შესაძლებლობები. ცოტა ხნის წინ Samsung-ის მიერ წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო მოწყობილობები კიდევ უფრო ვითარდება. მაგალითად, ღუმელს შეუძლია განსაზღვროს მზადებადი საკვები და მომხმარებელს მისი მომზადების მეთოდები შესთავაზოს, ხოლო მაცივარს შეუძლია მასში განთავსებული პროდუქტების ამოცნობა. Samsung-ის გეგმები 2024 წლისთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული NPU-ების მწარმოებლებთან, როგორიცაა კორეული DeepX, რომელიც გეგმავს დაიწყოს ახალი თაობის NPU-ების მასობრივი წარმოება და მიწოდება 2024 წლის მესამე კვარტალში ჩინური წარმოების კომპონენტების ჩანაცვლების მიზნით. Samsung-ის ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკაში NPU-ების დამატება ხელს შეუწყობს კომპანიის SmartThings ეკოსისტემის დანერგვას. Samsung-ის SmartThings Routines მაგალითები ძალიან მიმზიდველად გამოიყურება: მაგალითად, „მზის სინათლის რეჟიმის“ განხორციელება, რომლის შემთხვევაში კონდიციონერი ავტომატურად ჩაირთვება მზიან და ცხელ დღეებში, იგი იღებს ენერგიას მზის პანელებიდან, ხოლო ფარდები და ჟალუზები ბლოკავს ოთახში შემავალ ზედმეტ სითბოს. ხელოვნური ინტელექტის საყოფაცხოვრებო ტექნიკაში დანერგვას ყველა არ მიესალმება. ბევრი მომხმარებელი შეშფოთებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხებით, რომ მოწყობილობებს შეუძლიათ „ნახონ“, „მოისმინონ“, გადასცენ შეგროვებული ინფორმაცია, ან მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. https://tinyurl.com/49hrxbfw
  22. Meta-მ დაიწყო მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის შექმნაზე, რომლის მიზანია მიაღწიოს და გადალახოს OpenAI-ის უახლეს ნეიროქსელ GPT-4-ის დონე. კომპანია ყიდულობს NVIDIA H100 ამაჩქარებლებს ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის და აფართოებს მონაცემთა ცენტრებს. ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის სწავლების დაწყება 2024 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. პროექტი მიზნად ისახავს ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების შექმნას, რომელსაც შეუძლია ადამიანური კომუნიკაციის იმიტაცია. ფოტოს წყარო: steve_a_johnson / Pixabay ეს იქნება Meta-ს არსებული მიღწევების ლოგიკური განვითარება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში. გავრცელებული ინფორმაციით კომპანია Instagram-ისთვის ტესტავს ჩატ-ბოტს 30 განსხვავებული პიროვნებით. Mark Zuckerberg ითხოვს, რომ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი უფასო იყოს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ქმნიან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს. თუმცა, Meta მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის მკვლევარებს შორის კადრების ბრუნვის მაღალი მაჩვენებლები და სხვა ტექნიკური გიგანტების მხრიდან მკაცრი კონკურენცია. მაგალითად, Apple მილიონობით დოლარს ხარჯავს AI მოდელ Ajax-ის შექმნაში, რომელიც ითვლება უფრო მძლავრად, ვიდრე GPT-4. გარდა ამისა, Microsoft აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს წარმადობის ზრდის ინსტრუმენტებში, ხოლო Google გეგმავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას Assistant-ში. მათ არ ჩამორჩება Amazon და ასევე ავითარებს საკუთარ გენერაციულ AI-პროექტებს. Meta-ს ახალი ხელოვნური ინტელექტის შექმნის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოპულარული ტექნოლოგიების განვითარებაში. ამ მიმართულებით წარმატებამ შეიძლება გახსნას ახალი ჰორიზონტები ინდუსტრიისთვის იმ ინსტრუმენტების მიწოდებით, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანური კომუნიკაციის ეფექტურად იმიტირება. თუმცა პროექტის განხორციელების გზა იოლი არ არის: კომპანიას მოუწევს მრავალი დაბრკოლების, მათ შორის მარეგულირებელი სტანდარტების გადალახვა, მან მომხმარებლებს უნდა შესთავაზოს პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. https://tinyurl.com/22x857eh
  23. G20-ის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (FSB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციებს ციფრული აქტივების რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ. „ჩვენ ვთხოვთ FSB-ს და სტანდარტების ორგანოებს, ხელი შეუწყონ ამ რეკომენდაციების ეფექტურ და დროულ განხორციელებას თანმიმდევრულ საფუძველზე მთელ მსოფლიოში, რათა თავიდან იქნას აცილებული მარეგულირებელი არბიტრაჟი“, - განაცხადეს ქვეყნების ლიდერებმა. გლობალურმა სადამკვირვებლო ორგანოებმა დოკუმენტი 7 სექტემბერს წარადგინეს ინდოეთის ინიციატივით, რომელიც ამჟამად G20-ის თავმჯდომარეა. G20-ის ქვეყნებმა მოითხოვეს კრიპტოაქტივების ანგარიშგების სისტემის სწრაფი დანერგვა და ფინანსური ანგარიშგების საერთო სტანდარტებში ცვლილებების შეტანა. სამიტის ფარგლებში ასევე დამტკიცდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი ღონისძიებები. FSB-ის რეკომენდაციები მოიცავს კრიპტო ბაზრის უმეტეს ნაწილს. ისინი მიზნად ისახავს იურისდიქციების სტანდარტების კონსოლიდაციას ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს Stablecoin-ების საფრთხეს ეკონომიკური სტაბილურობისთვის. საბჭოს მოსაზრებით, DeFi პლატფორმებმა შესაძლოა გაზარდონ ტრადიციული სისტემების დაუცველობის დონე. ოქტომბერში დაგეგმილია მაროკოში ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების გუბერნატორების შეხვედრა, რომელზეც სავარაუდოდ გაგრძელდება G20-ის დიალოგი კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ აღნიშნა, რომ „წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, მათ შორის ციფრული ფულისა და კრიპტოაქტივების სფეროში“. მანამდე G20-ის საკონსულტაციო ორგანომ დაასკვნა, რომ ვერცერთი არსებული Stablecoin ვერ აკმაყოფილებს უმსხვილესი ეკონომიკის ცენტრალური ბანკების მიერ დადგენილ სტანდარტებს. შეგახსენებთ, რომ ივლისში FSB-მ წარმოადგინა რეკომენდაციები ციფრული აქტივების გლობალური რეგულირების შესახებ. დოკუმენტი ადგენს სტანდარტებს Stablecoin-ების ემიტენტებისა და სავაჭრო პლატფორმებისთვის. https://tinyurl.com/42836584
  24. Intel Core დესკტოპ პროცესორების (Raptor Lake Refresh) მე-14 თაობის ანონსი 19 სექტემბერს იგეგმება კონფერენცია Intel Innovation 2023-ის ფარგლებში, თუმცა ახალი ჩიპები გაყიდვაში პრეზენტაციიდან ერთი თვის შემდეგ გამოვა. ფოტოს წყარო: Intel პორტალი VideoCardz გვაცნობებს, კომპანია Intel ახალი პროცესორების გაყიდვას 17 ოქტომბრიდან აპირებს. იმავე დღეს სპეციალიზებულ მედიასა და ტექნობლოგერებს შეეძლებათ გამოაქვეყნონ მიმოხილვები ამ ახალი პროდუქტების შესახებ. ერთი დღით ადრე, 16 ოქტომბერს, Intel სარეკლამო ხასიათის პუბლიკაციების აკრძალვას მოხსნის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დღეს მაღაზიები დაიწყებენ ახალ ჩიპებზე წინასწარი შეკვეთების მიღებას. როგორც აღვნიშნეთ, ანონსი სექტემბერშია მოსალოდნელი, ხოლო Raptor Lake Refresh პროცესორის ექვსი მოდელის - სუფიქსებით "K" და "KF" - გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება. ორივე სერიას აქვს ოვერქლოქინგის სრულფასოვანი მხარდაჭერა, ხოლო KF ჩიპებს არ აქვთ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ გამოვა 24-ბირთვიანი ფლაგმანი Core i9-14900K და 14900KF, 20-ბირთვიანი Core i7-14700K და 14700KF და 14-ბირთვიანი Core i5-14600K და 14600KF. ამ ჩიპების ნომინალური TDP-ის დონე 125 ვატია. 65-ვატიანი Raptor Lake Refresh მოდელების ანონსი და გამოშვება "K" და "KF" სუფიქსების გარეშე, სავარაუდოდ, მოხდება ელექტრონიკის გამოფენა CES 2024-ზე მომავალი წლის იანვარში. ფოტოს წყარო: VideoCardz Raptor Lake Refresh-ის გარდა ღონისძიება Innovation 2023-ზე ასევე მოსალოდნელია Core Ultra (Meteor Lake) მობილური პროცესორების და, შესაძლოა, განახლებული Raptor Lake Refresh-ის მობილური ვერსიების ანონსი. კომპანიამ შესაძლოა ასევე გააზიაროს განახლებული ინფორმაცია მისი Arc სერიის დისკრეტული გრაფიკული ბარათების მიმდინარე და მომავალი სერიის შესახებ. https://tinyurl.com/3jfxx847
      • 1
      • Upvote
  25. Microsoft-მა Barclays Bank-ისა და Mastercard-ის მხარდაჭერით წარადგინა საკრედიტო ბარათი Xbox Mastercard. იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox Insider-ის წევრებისთვის Xbox-სა და PC-ზე 21 სექტემბრიდან და ხელმისაწვდომი გახდება აშშ-ს ყველა მაცხოვრებლისთვის 2024 წლიდან. სხვა ქვეყნებში ბარათის გამოშვება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. ფოტოს წყარო: Microsoft Xbox Mastercard-ის სერვისი უფასო იქნება. ბარათზე დახარჯულ ყოველ დოლარზე მისი მფლობელი მიიღებს ქულებს, რომლებიც დაგროვდება Xbox.com-ის საშუალებით ახალი თამაშებისა და დანამატების შესაძენად. რეალურად, Microsoft გთავაზობთ ქეშბექს თამაშებით. Xbox-ის ბლოგში ნათქვამია, რომ Microsoft Store-ში შენაძენებისთვის Xbox Mastercard-ის გამოყენება ხუთჯერ მეტ ქულას გამოიმუშავებს, ხოლო ბარათის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა გადაიხადოს სტრიმინგ სერვისების, როგორიცაა Netflix და Disney+, ასევე საკვების მიწოდების სერვისების, როგორიცაა Grubhub და DoorDash, საფასური, რაც სამჯერ მეტ ქულას მოუტანს. რეგულარული ყოველდღიური შენაძენებით კი მიიღებს ქულების სტანდარტულ რაოდენობას. Xbox Mastercard-ის მფლობელები მიიღებენ 5000 ქულის ბონუსს (50 აშშ დოლარის ექვივალენტი) ნებისმიერი პირველი შესყიდვისას საკრედიტო ბარათის გამოყენებით. Game Pass-ის ახალი მომხმარებლები მიიღებენ Xbox Game Pass Ultimate-ის სათვიან გამოწერას მის სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობით, როდესაც ბარათზე დარეგისტრირდებიან. Xbox Mastercard-ზე რეგისტრაციისას მფლობელს შეეძლება აირჩიოს ხუთი ხელმისაწვდომი დიზაინიდან რომელიმე ბარათზე საკუთარი გეიიმინგ-ტეგის დამატების შესაძლებლობით. ბარათები დაცულია თაღლითობისგან. ბარათის მფლობელებს ექნებათ მუდმივი წვდომა საკრედიტო რეიტინგ FICO-ზე. https://tinyurl.com/4de3s9fv
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.