Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. NASA-მ განაცხადა მთვარისა და მარსის მისიებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი მოდულების შესახებ, რომლებშიც ასტრონავტები ათასზე მეტ დღეს გაატარებენ. პირველი მოდული, სახელწოდებით Surface Habitat (SH) ცენტრალურია მთვარის მისია Artemis-ში, რადგან იგი იქნება ასტრონავტების ძირითადი საცხოვრებელი. SH შეძლებს ორი ადამიანის მონაწილეობით 30-დღიანი მისიის მხარდაჭერას, აგრეთვე იგი გათვლილია ოთხამდე ადამიანის მოკლე დროით განთავსებისთვის, მაგალითად ეკიპაჟის ცვლილების დროს. ფოტოს წყარო: NASA SH განთავსდება მისია Artemis-ის დაშვების ადგილთან ახლოს. მოსალოდნელია, რომ მთავარეზე ერთდროულად იმუშავებს ოთხი ასტრონავტი: ორი მათგანი იცხოვრებს SH-ში, ორიც - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხომალდში. დასაშვებ პლატფორმასა და SH-ს შორის ტრანსპორტირება განხორციელდება მთვარემავალით. NASA გეგმავს SH-ის განვითარებას ისე, რომ მან შეძლოს ეკიპაჟის ოთხი წევრის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა 60 დღის განმავლობაში, ასევე გაუძლოს მოდულის უმოქმედობის ხანგრძლივ პერიოდს. გარდა ამისა, SH იმუშავებს, როგორც მთვარის ხომალდის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა. ასეთ შემთხვევაში მთვარის ხომალდი მიუერთდება SH-ს და გადატუმბავს მასში საყოფაცხოვრებო პროდუქტებსა და კონდენსატს. მათი გადამუშავების შედეგად მიღებული გაზი და წყალი, რომელიც ასტრონავტებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, უკან ხომალდში დაბრუნდება. გარდა ამისა, SH-ს მოუწევს გაუძლოს ხანგრძლივ პერიოდს ჩრდილში ყოფნისას, რომელიც ას დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება. SH იმუშავებს საბაზისო ბანაკ NASA Artemis Base Camp-თან ერთად. კოსმოსური სააგენტო დადებითად აფასებს Artemis-ის პროგრამის შესაძლებლობებს მთვარეზე ასტრონავტების გატარებული დროისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. მისია Artemis-ისთვის გამოყენებული იქნება მთვარის სამხრეთი პოლუსი, სადაც ნათელი დღეები გრძელდება 200 დღემდე. შედარებისთვის, Apollo-ს ასტრონავტებს უწევდათ ეკვატორზე ყოფნისას 14 დღით დაკმაყოფილებულიყვნენ და ამ ვადის ამოწურვისთანავე დედამიწაზე დაბრუნებულიყვნენ. ეს ყველაფერი NASA-ს ხელს შეუწყობს მარსის მისიებისთვის მომზადებაში და შესაძლებელს გახდის მთვარეზე მარსის მისიების მოდელირებას ახალ მოდულ Mars Transit Habitat-ში (MTH) მუშაობით. სასწავლო ეტაპის დროს ეკიპაჟი დაუკავშირდება MTH-ს პირდაპირ ან ორბიტაზე მოძრავ მთვარის კოსმოსურ სადგურ Lunar Gateway-ის მეშვეობით. შემდეგ ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან და იქ ისე იმუშავებენ, თითქოს მარსზე მუშაობდნენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ ასტრონავტები დაბრუნდებიან MTH-ში და შემდეგ - დედამიწაზე. ჯამში SH-ის კონსტრუქციის ზოგიერთი მახასიათებელი, როგორიცაა დასვენების რეჟიმი, მტვრისგან დაცვა, ენერგიის გამომუშავება და შენახვა, გამოყენებული იქნება მარსზე მომავალ მისიებში. NASA-მ ასევე განაცხადა, რომ MHT გადაიყვანს ეკიპაჟის ოთხ წევრს 1200 დღის განმავლობაში მარსამდე და უკან. მარსის მისიის დროს ეკიპაჟთან კომუნიკაცია გართულდება ხანგრძლივი დაგვიანებით 24 წუთამდე. ასევე, NASA-ს ინჟინრებს მოუწევთ ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დაკავშირებულია საცხოვრებელი მოდულების უმოქმედობასთან ასტრონავტების არყოფნის დროს. NASA-ს ახალი დეტალები ასტრონავტების საცხოვრებელი მოდულების შესახებ კოსმოსის სამომავლო კვლევის იმედებს იძლევა. ასეთი რთული სისტემების შექმნა მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას, მოწინავე ტექნოლოგიებს და რესურსებს, თუმცა შედეგები ღირს ყველანაირ ძალისხმევად, რადგან ისინი გვაახლოებენ კაცობრიობის უდიდეს მიღწევებთან - სხვა პლანეტების შესწავლასა და სამყაროს სიღრმისეულ აღქმასთან. https://tinyurl.com/2wymswj4
  2. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა გამოაქვეყნეს კანონპროექტი ციფრული აქტივების ინდუსტრიის რეგულირების შესახებ, რომელიც ავალდებულებს SEC-ს და CFTC-ს - შეიმუშავონ შესაბამისი რეგულაციები. 200 გვერდიან დოკუმენტს ეწოდა „21-ე საუკუნის ფინანსური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კანონი“. იგი ავალდებულებს მარეგულირებლებს - განსაზღვრონ „ბლოკჩეინის“ და „ციფრული აქტივის“ ცნებები. ამავდროულად, დეპარტამენტებს ეკრძალებათ წესების დაწესება იმ ფორმის შესახებ, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ფლობდნენ კრიპტოვალუტას. წარმოდგენილი წინადადების თანახმად ბლოკჩეინ-პროექტები დროებით გათავისუფლდებიან ფასიანი ქაღალდების განაწილების ტრადიციული რეგისტრაციიდან. ციფრული აქტივების გამომშვებ კომპანიებს შეეძლებათ 75 მლნ დოლარამდე ღირებულების ტოკენების შეთავაზება 12 თვის განმავლობაში, მაგრამ არააკრედიტებულ ინვესტორებზე გაყიდვის შეზღუდვით. ემიტენტებმა კვლავ უნდა წარადგინონ ინფორმაცია SEC-ში, მათ შორის წლიური და ნახევარწლიური დეკლარაციები. წესი ძალაში დარჩება მანამ, სანამ მარეგულირებელი ორგანოები არ დაამოწმებენ პროექტს, როგორც დეცენტრალიზებულს და არ გადაიტანენ მის ტოკენს საქონლის კატეგორიაში. კომპანიები ვერ შეძლებენ გაყიდონ მთლიანი აქტივების შეთავაზების 10%-ზე მეტი ერთ მყიდველზე. კანონპროექტი ასევე შეიცავს ფორმულირებას, რომელიც კრძალავს მომხმარებლისა და კორპორატიული თანხების შერევას. „ეს არის საკვანძო მომენტი აშშ-სთვის, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მსოფლიო ლიდერისთვის. ციფრულ აქტივებს აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია ჩვენს ფინანსურ სისტემაში და ბლოკჩეინის ტექნოლოგია გვპირდება, რომ საფუძველი გახდება ინტერნეტის შემდეგი თაობისთვის“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე პატრიკ მაკჰენრიმ. კანონმდებლები დოკუმენტს მომავალ კვირას უყრიან კენჭს. შეგახსენებთ, რომ ივლისში სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც DeFi პროტოკოლებს ავალდებულებს დაიცვან AML წესები. ივნისში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე მიეღო კანონი კრიპტოვალუტების შესახებ. მანამდე Moody's-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტების რეგულირების ორპარტიული მიდგომის გარეშე შეერთებული შტატები გახდება „ნაკლებად მიმზიდველი როგორც კომპანიების, ასევე ინვესტორებისთვის“. https://tinyurl.com/ysa8hzms
  3. ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან მუშაობისთვისთვის განკუთნილი ჩიპების ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა Cerebras Systems-მა ქლაუდ პროვაიდერ G42-თან ერთად წარადგინა პროექტი ცხრა მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნასთან დაკავშირებით, რომლებიც მორგებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე. პირველი მათგანი იქნება სისტემა CG-1 (Condor Galaxy 1), რომელიც მსოფლიოში პირველი მიაღწევს 4 Eflops წარმადობას ხელოვნური ინტელექტის ამოცანებში და ეს მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება. ფოტოს წყარო: cerebras.net სუპერკომპიუტერ Condor Galaxy 1-ის მახასიათებლებია: 4 Eflops წარმადობა ნახევარი სიზუსტის ოპერაციებში (FP16), რაც სწორედ ისაა, რაც ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება; ხელოვნურ ინტელექტზე ოპტიმიზებული 54 მილიონი გამომთვლელი ბირთვი; 64 სისტემა Cerebras CS-2; 82 ტბ მეხსიერება პარამეტრების შენახვისთვის; 600 მილიარდი პარამეტრის მხარდაჭერა საბაზისო კონფიგურაციაში 100 ტრილიონამდე გაფართოების შესაძლებლობით; კლასტერის შიდა სიჩქარე 386 ტბ/წმ; 72804 პროცესორის AMD EPYC Gen 3 ბირთვი; ჩაშენებული აპარატული მხარდაჭერა სწავლებისთვის 50000-მდე ტოკენის თანმიმდევრობით გარე მხარის ბიბლიოთეკების გარეშე; პარალელური პროგრამირების მოდელი წარმადობის ხაზობრივი მასშტაბირებით. კომპანია Cerebras Systems ცნობილია პლატფორმა CS-2-ით, რომელსაც საფუძვლად უდევს გიგანტური ჩიპი Wafer-Scale Engine 2 (WSE-2) 2.6 ტრილიონი ტრანზისტორით - ასეთი ჩიპი იწარმოება მთლიანი სილიკონის ფირფიტასგან და შეიცავს ხელოვნური ინტელექტის მქონე 850 ათას Tensor ბირთვს. პირველ ეტაპზე Condor Galaxy 1-ს ექნება 32 სისტემა Cerebras CS-2, რაც მას 2 Eflops წარმადობით უზრუნველყოფს, ხოლო მიმდინარე წლის განმავლობაში მათი რიცხვი გაორმაგდება, ისევე როგორც სუპერკომპიუტერის წარმადობა, რომელიც 4 Eflops-ს მიაღწევს (მეორე ეტაპი). Cerebras Systems აქ არ შეჩერდება: შემდგომში დაგეგმილია CG-2 და CG-3 სუპერკომპიუტერების შექმნა, რომლებიც მესამე ეტაპზე 2024 წლის პირველ ნახევარში გაერთიანდება სუპერკომპიუტერების პირველ განაწილებულ ქსელთან, რომელიც დაფუძნებულია 192 CS-2 სისტემაზე, 12 Eflops საერთო წარმადობით. საბოლოოდ, მეოთხე ეტაპზე ამ ქსელს კიდევ ექვსი სუპერკომპიუტერი შეუერთდება, რაც უზრუნველყოფს 576 CS-2 სისტემის ერთობლივ მუშაობას და 36 Eflops წარმადობას. კომპანიამ აღნიშნა, რომ Wafer-Scale კლასტერები თავდაპირველად შექმნილი იყო ერთიანი ამაჩქარებლის მუშაობისთვის. ერთი 82TB CG-1 მეხსიერების ერთეულით ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი მოდელებიც კი შეიძლება განთავსდეს პირდაპირ მეხსიერებაში დამატებითი პროგრამული გადაწყვეტილებების საჭიროების გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Cerebras-ის ინფრასტრუქტურაში 1 მილიარდი და 100 მილიარდი პარამეტრის მქონე მოდელები მოქმედებენ ერთი კოდის საფუძველზე 50 000 ტოკენის ხაზობრივი თანმიმდევრობის მხარდაჭერით. შედეგად, GPT-ის CG-1-ზე სტანდარტულ რეალიზაციას დასჭირდება კოდის მხოლოდ 1200 სტრიქონი - 30-ჯერ ნაკლები არსებულ ანალოგებთან შედარებით. ხოლო სისტემის მასშტაბირება ხორციელდება რესურსების რაოდენობის მრავალჯერადი გამოყოფით მარტივი წრფივი ურთიერთქმედებით. ანუ, 40 მილიარდი პარამეტრის მქონე მოდელის სწავლება 40-ჯერ მეტხანს ხდება, ვიდრე 1 მილიარდი პარამეტრის და იმავე რესურსების მქონე მოდელის - ან თუ ამავე დროს რესურსების რაოდენობა 40-ჯერ გაიზარდა. https://tinyurl.com/d7nhddb6
  4. გეიმინგ კონსოლ PlayStation 5 Pro-ს შემუშავება დასკვნით ეტაპებზეა - აცხადებს გეიმინგ გამოცემა Keytogaming, რომელიც ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობა. განახლებულ კონსოლს შიდა წრეში „Trinity“ ჰქვია, რითაც აგრძელებს Sony-ს პრაქტიკას, რომ მის ახალ პროდუქტებს მიენიჭოს კოდური სახელწოდებები ფილმების ფრენჩაიზიდან - "The Matrix". მაგალითად, PlayStation 4 Pro-ის კოდური სახელი იყო "Neo", ხოლო PlayStation VR ვირტუალური რეალობის ჰედსეტის - "Morpheus". ფოტოს წყარო: VideoCardz ინფორმაცია პორტალ Keytogaming-ს გაუზიარა ინსაიდერმა ტომ ჰენდერსონმა, რომელიც ცნობილია PlayStation-ებთან, აგრეთვე სხვადასხვა გეიმინგ კონტენტთან დაკავშირებული მეტად ზუსტი „პროგნოზებით“. ზოგიერთ მონაცემს სხვა ინფორმატორებიც ადასტურებენ. PlayStation 5 Pro-ს შემუშავება დაიწყო 2022 წლის დასაწყისში. Sony უკვე ამზადებს ახალი კონსოლის დეველოპერების აპარატულ ნაკრებებს დიდი გეიმინგ სტუდიებისთვის. მოსალოდნელია, რომ კომპანია ამ მოწყობილობების მიწოდებას დაიწყებს მიმდინარე წლის ნოემბერში, ხოლო PS5 Pro გაყიდვაში მომავალი წლის ნოემბერში უნდა გამოვიდეს. არაოფიციალური ცნობების თანახმად PS5 Pro-ს შემადგენლობაში გამოყენებული იქნება კომპანია AMD-ის ახალი SoC კოდური დასახელებით „Viola“. მის შემადგენლობაში შედის 30 ბლოკი WGP (WorkGroup Processors) ან გრაფიკული ბირთვების კლასტერები. ამ 30 WGP ბლოკის შემადგენლობაში შედის გრაფიკის 60 შემსრულებელი ბლოკი (Compute Units, CU). შედარებისთვის, აქტუალურ მოდელ PlayStation 5-ის პროცესორს 36 CU აქვს. ასევე ცნობილია, რომ ახალი კონსოლის GPU იმუშავებს კონტაქტზე 18 გბ/წმ სიჩქარით, რაც 4 გბ/წმ-ით მეტია აქტუალურ PS5-თან შედარებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები ვიდეომეხსიერებისა და მეხსიერების სალტის შესახებ. კონსოლის გრაფიკულ პროცესორს რეითრეისინგის აპარატული მხარდაჭერა ექნება. მიიჩნევა, რომ PS5 Pro-ს ექნება 8K გაფართოების გამოსახულების მხარდაჭერა, აგრეთვე კადრების მაღალი სიხშირე 4K გაფართოებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ AMD ავითარებს გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution 3-ს (FSR3), რომელმაც უნდა უზრუნველყოს გრაფიკის წარმადობის ორჯერ გაზრდა FSR2-თან შედარებით. PS5 Pro-სთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს თამაშებში უფრო მკვეთრი გამოსახულებების ჩვენების შესაძლებლობას, ასევე რეითრეისინგის ტექნოლოგიის უკეთეს მხარდაჭერას. სავარაუდოა, რომ კონსოლის GPU-ში გამოყენებული იქნება ახალი გრაფიკული არქიტექტურა, როგორიცაა RDNA 3 ან RDNA 3.5. ფოტოს წყარო: VideoCardz გასულ წელს კომპანია TLC-მ, რომელიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აგრეთვე ტელევიზორის პანელების ცნობილი მწარმოებელია, საჯაროდ ივარაუდა, რომ PlayStation 5 Pro და სამომავლო კონსოლი Microsoft Xbox შეძლებენ 8K გაფართოების კონტენტის უზრუნველყოფას 60-დან 120-მდე კადრი/წამში სიხშირით, გრაფიკული წარმადობის დონით კი დესკტოპ ვიდეო ბარათ Radeon RX 7700 XT-ს ეკვივალენტურნი იქნებიან. ამ საკითხზე დამატებითი დეტალები არ გაუზიარებია არც TLC-ს, არც AMD-ს, Radeon RX 7700 XT კი ჯერჯერობით მხოლოდ საუბრების საგანს წარმოადგენს. პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ AMD მუშაობს ახალი თაობის მაღალი წარმადობის SoC-ზე, რომლის სამუშაო დასახელებებია Strix Halo და Sarlak. არაოფიციალური ცნობებით, პროცესორს ექნება 16-მდე Zen 5 ბირთვი, აგრეთვე 20 გრაფიკული ბლოკი WGP (40 CU) არქიტექტურით RDNA 3.5. https://tinyurl.com/2vnp8y9p
      • 1
      • Upvote
  5. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო გააფართოვებს ძალისხმევას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დანაშაულებების გამოსაძიებლად სამუშაო ჯგუფის კიბერდანაშაულის განყოფილებასთან შერწყმით. 2021 წელს დაარსებული კრიპტოვალუტების აღსრულების ეროვნული გუნდი (NCET) გაერთიანდება კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების სექციასთან (CCIPS), განაცხადა გენერალური პროკურორის თანაშემწის მოადგილე ნიკოლ არჯენტიერმა. „დრო მოვიდა NCET ავიყვანოთ ახალ დონეზე. პროექტი უაღრესად წარმატებული სტარტაპი აღმოჩნდა. CCIPS-თან შერწყმა მას მისცემს რესურსებს და შესაძლებლობას - მიაღწიოს კიდევ უფრო მეტს“, - განაცხადა მან. არჯენტიერის თქმით შერწყმა გააორმაგებს პროკურორების რაოდენობას, რომლებიც იმუშავებენ ციფრული აქტივების სფეროსთან დაკავშირებულ დანაშაულებთან. „ყველასთვის, ვინც კიბერდანაშაულში მონაწილეობს, აშკარა გახდა, რომ მათი მუშაობა ურთიერთკავშირშია კრიპტოვალუტებთან და მომავალში ეს კიდევ უფრო გამოხატული გახდება“, - აღნიშნა მან. არჯენტიერის თქმით, შერწყმის კიდევ ერთი შედეგი იქნება NCET-ის გამოძიების სტატუსის ამაღლება. ოფიციალურმა პირმა გაიხსენა სამუშაო გუნდის ზოგიერთი შედეგი. იანვარში სააგენტომ დააპატიმრა Bitzlato-ს დამფუძნებელი Anatoly Legkodymov 700 მლნ აშშ დოლარის გათეთრების ბრალდებით, რაც დაკავშირებულია Hydra darknet marketplace-თან. 2022 წლის დეკემბერში Mango Markets DeFi პლატფორმაზე თავდასხმის ორგანიზატორი აბრაამ ეიზენბერგი დააკავეს პუერტო რიკოში. ჯგუფის მიერ განხორციელებული ექსპლოიტის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 116 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. არჯენტიერმა ასევე გამოაცხადა NCET-დან პირველი დირექტორის, იინ ენ ჩოის წასვლის შესახებ. მას კლაუდია კიროსი შეცვლის. მაისში ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოაცხადა კრიპტო სავაჭრო პლატფორმებზე უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების შემოღებაზე. https://tinyurl.com/yeytutbr
  6. 2019 წელს AMD-ის გენერალურმა დირექტორმა Lisa Su-მ კომპანიის წინაშე დააყენა სასერვერო პროცესორების ბაზრის ექსპანსიის ორიენტირები. კომპანიას 10%-იანი წილი უნდა გადაელახა 2020 წლის ბოლოს. ამის შემდეგ Lisa Su თავს არიდებდა მსგავს პროგნოზებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ტაივანში ვიზიტის დროს მან მოულოდნელად გამოაცხადა, რომ AMD ამჟამად სასერვერო პროცესორების ბაზრის 25%-ზე მეტს იკავებს. ფოტოს წყარო: AMD ყოველ შემთხვევაში, ლიზა სუს ეს განცხადებები, რომელიც ტაიპეიში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა, მოჰყავს ტაივანურ რესურს DigiTimes-ს: ”ჩვენ კარგ პროგრესს მივაღწიეთ ცენტრალური პროცესორების წარმოებაში. მე კი ვფიქრობ, რომ სერვერების სეგმენტში ჩვენი ბაზრის წილი 20%-ს აღემატება და 25%-ზე მეტიც კი უნდა იყოს.“ ეს უფრო მაღალია, ვიდრე DigiTimes Research-ის ანალიტიკოსების პროგნოზი, რომლებიც ელოდნენ, რომ მაჩვენებელი 20%-ზე მაღალ დონეს მხოლოდ 2023 წლის ბოლოსთვის მიაღწევდა, Arm-თავსებადი არქიტექტურის მქონე პროცესორების შემთხვევაში კი ნავარაუდევი იყო 8%-იანი წილი. Mercury Research-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AMD-ის წილმა სასერვერო CPU-ების სეგმენტში 18%-ს მიაღწია, ასე რომ, გარკვეული იღბლის პირობებში კომპანიამ კარგად გადალახა 20%-იანი ეტაპი მეორე კვარტალში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ AMD-ის წილმა სასერვერო CPU-ს ბაზარზე 10%-ს მიაღწია, ლიზა სუმ პირობა დადო, რომ კომპანიის ბაზრის წილი ზრდას გააგრძელებდა. აღსანიშნავია, რომ ტაივანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე AMD-ის ხელმძღვანელს ჰკითხეს კომპანიის განზრახვების შესახებ - გადაერთოს Samsung Electronics-ის სერვისებზე ჩიპების საკონტარქტო წარმოების სფეროში ახალი ლითოგრაფიული სტანდარტებით, როგორიცაა 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ლიზა სუმ განაცხადა, რომ TSMC არის AMD-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ხოლო გამოთვლითი ამაჩქარებელი MI300, რომელიც წლის ბოლოს გამოსაშვებად მზადდება, საკმაოდ რთული პროდუქტია. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ტაივანელ პარტნიორებთან, რადგან ვერ გამოვუშვებთ მსგავს პროდუქტს ისეთი კარგი პარტნიორების გარეშე, როგორიცაა TSMC“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. AMD სიდიდით TSMC-ის მეორე მომხმარებელია (შემოსავლის 10%) და იმისათვის, რომ ეფექტური კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-ს, კომპანიამ არ უნდა გააფუჭოს ურთიერთობა თავის მთავარ კონტრაქტორთან. AMD-ის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მის წესებში არ შედის კომენტარის გაკეთება კონკრეტულ პროდუქტებსა და შეკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყოველ შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ კომპანია უახლოეს მომავალში არ აპირებს უარი თქვას TSMC-ის მომსახურებაზე. https://tinyurl.com/mr4b8tr7
  7. მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ Tesla-ს მოხსენებით კონფერენციაზე კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაუშვა, რომ ავტომწარმოებელმა შესაძლოა ერთობლივი პროექტი წამოიწყოს თავის სტარტაპ Neuralink-თან, რათა შექმნას პროთეზები ამპუტირებული კიდურების მქონე ადამიანებისთვის. ფოტოს წყარო: tesla.com „Neuralink-ის იმპლანტისა და რობოტიზებული ხელის ან ფეხის მეშვეობით, ვფიქრობ, შევძლებთ კიდურის არმქონე ადამიანს მივცეთ კიბორგის სხეული დაუჯერებელი შესაძლებლობებით. ვფიქრობ, დაუჯერებელი იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანები უზრუნველვყოთ რობოტიზებული ხელით ან ფეხით, რომლებიც, პერსპექტივაში, ბიოლოგიურზე უკეთესიც კი შეიძლება იყოს“ - განაცხადა მასკმა ტრადიციული ფანტასტიკური მანერით. ჯერჯერობით ორივე კომპანია ჯერ კიდევ შორს არის ასეთი გრანდიოზული გეგმის განხორციელებისგან. Tesla-მ ადამიანისმაგვარ რობოტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს რობოტის ელემენტარული მოძრაობისთვის საჭირო დეტალების შემუშავებაში. Neuralink-მა მიმდინარე წლის მაისში შეძლო აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) სანიტარული ზედამხედველობის დარწმუნება, რომ სტარტაპისთვის ტვინის ინტერფეისის ადამიანებზე გამოცდის უფლება მიეცა - იგი გულისხმობს იმპლანტის პირდაპირ ტვინში დაყენებას. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა არც ისე მაღალი ტემპით. დღესდღეობით Tesla-ს ადამიანისმაგვარ რობოტ Optimus-ის ათამდე პროტოტიპი აქვს, განაცხადა მასკმა. კომპანიისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა იყო ჰუმანოიდი რობოტების საკმარისად მაღალი ხარისხის მამოძრავებელი დისკების მომწოდებლების აბსოლუტური ნაკლებობა მსოფლიო ბაზარზე, ამიტომ ისინი კომპანიის საკუთარი ძალებით უნდა განვითარდეს - კომპონენტები, რომლებიც მოიცავს ძრავებს, კონტროლერებს და სენსორებს. „პირველი Optimus, რომელსაც ყველა დეტალი Tesla-ს მიერ შექმნილი ექნება, დაახლოებით ნოემბერში გამოჩნდება. და ამის შემდეგ დავიწყებთ მის წარმოებას. რაც შეეხება იმას, თუ როდის შევძლებთ რაიმე სასარგებლო გავაკეთოთ - ჯერ საკუთარ ქარხნებში შევამოწმებთ, დავამტკიცებთ მის ვარგისიანობას. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ქარხნებში რაიმე სასარგებლოს გავაკეთებთ“, - განაცხადა Tesla-ს ხელმძღვანელმა. https://tinyurl.com/4r2axrp9
  8. კრიპტობირჟა Coinbase გააუქმებს Bitcoin-ით მხარდაჭერილ დაკრედიტების პროგრამა Borrow -ს უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ინფორმაციას CoinDesk ავრცელებს პლატფორმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. საცალო მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ სესხი, ვალდებულნი არიან 20 ნოემბრამდე დაფარონ ყველა დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბირჟა თავად გაყიდის გირაოს ციფრულ ოქროში. ამასთან, ინიციატივა არ იმოქმედებს ინსტიტუციონალებზე. Borrow მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ Bitcoin-ის ღირებულების 40%-მდე სესხი ფიატში არაუმეტეს 1 მლნ აშშ დოლარისა. წლიური განაკვეთი დაახლოებით 8%-ს შეადგენს. „ჩვენ ვაცნობეთ სესხის დაზარალებულ მფლობელებს და ვიღებთ დამატებით ზომებს შეუფერხებლად გადასვლის უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა ოთხთვიანი დაფარვის პერიოდისა და მომხმარებელთა პრიორიტეტულ მხარდაჭერაზე წვდომის უზრუნველყოფა Coinbase One-ის მეშვეობით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. წარმომადგენლების თქმით Borrow-ს დახურვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისათვის, რომ „რესურსები ფოკუსირდეს იმ პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს მომხმარებელს“. მაისში Coinbase-მა შეწყვიტა Bitcoin-ით მხარდაჭერილი სესხების გაცემა, როგორც მისი პროდუქტების გადაფასების პროცესის ნაწილი.Bottom of Formა შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს SEC-მა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი Coinbase-ის წინააღმდეგ. სააგენტომ ბირჟა დაადანაშაულა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ტოკენების სახით შეთავაზებაში. ივლისში სავაჭრო პლატფორმამ შეატყობინა მომხმარებლებს კალიფორნიაში, ნიუ ჯერსიში, სამხრეთ კაროლინასა და ვისკონსინში, რომ აჩერებდა სტეიკინგის სერვისს ადგილობრივი მარეგულირებლების მოთხოვნების გამო. https://tinyurl.com/2p8f29e2
  9. სტარტაპი Figure, რომელიც ადამიანისმაგვარ რობოტებს აწარმოებს, აცხადებს, რომ კომპანია Intel-ის საინვესტიციო განყოფილება Intel Capital-ისგან მიიღო 9 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია. ეს დაფინანსება დააჩქარებს რობოტ Figure 01-ის შექმნას, მისი ავტონომიური მუშაობისთვის ხელოვნური ინტელექტის მონაცემების წყაროს უზრუნველყოფას და სტარტაპს კომერციალიზაციასთან დააახლოვებს. ფოტოს წყარო: figure.ai Intel Capital-ის გარდა დაფინანსების А რაუნდში მონაწილეობდნენ სხვა ინვესტორებიც: Parkway Venture Capital, Brett Adcock, Aliya Capital, Bold Capital Partners, Tamarack Global, FJ labs და KUKA Robotics-ის ყოფილი გენერალური დირექტორი Till Reuter. ჰუმანოიდი რობოტი Figure 01 რამდენიმე თვის წინ შევიდა ტესტირების ფაზაში და ძირითადი ტექნიკური ეტაპების სერია საუკეთესო ინჟინრების ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარა. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ რობოტმა პირველი ნაბიჯები მაისში გადადგა - კომპანიის დაარსებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა Figure-სთვის და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შედეგი - ადამიანისმაგვარი რობოტების ისტორიაში. „კომპანია Intel Capital დიდი და თამამი ინოვაციების ავანგარდშია და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მას ჩვენი სამომავლო ხედვა გავუზიაროთ“ - განაცხადა Figure-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Brett Adcock. გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ ინვესტიცია Intel-ის გუნდის რესურსებსა და გამოცდილებასთან ერთად ხელს შეუწყობს მისი სტარტაპის ზრდისა და წარმატების დაჩქარებას. ფუნდამენტური განსხვავება Figure 01-სა და მსგავს რობოტებს შორის არის ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული კონტროლის ალგორითმები. დროთა განმავლობაში ისინი რობოტს საშუალებას აძლევს ისწავლოს და გააუმჯობესოს თავისი ფუნქციები, რაც მას უფრო უნივერსალურს გახდის. მოსალოდნელია, რომ მომავალში ეს საშუალებას მისცემს Figure 01-ს ძირითადი ამოცანებიდან, როგორიცაა ტვირთის აწევა და გადაადგილება, გადავიდეს უფრო რთულზე. ასეთი რობოტი შეძლებს შეასრულოს შრომატევადი სამუშაო, რომელიც შეუძლებელია ადამიანისთვის. „ Intel Capital მუდმივად ეძებს კომპანიებს, რომლებიც სცილდებიან ინოვაციების საზღვრებს და ჩვენ გვჯერა, რომ Figure-ს აქვს პოტენციალი - შეცვალოს სამყაროს აზროვნება ხელოვნური ინტელექტის შესახებ“, - განაცხადა Mark Lydon-მა, Intel Capital-ის მმართველმა დირექტორმა. „Figure-ის ორიენტაცია შრომის ეკონომიკის განვითარებაზე ჩვენი მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ავანგარდში ვიქნებით ადამიანისმაგვარი რობოტების განვითარების მხარდასაჭერად“. სტარტაპ Figure-ს, Intel Capital-ის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. მათი ურთიერთქმედება ახალ შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიების განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის. მიუხედავად ამ პროექტის სირთულისა და ამბიციურობისა, Intel Capital-ის მხარდაჭერა ხელს უწყობს მის მდგრად განვითარებას და წინსვლას ამ სფეროში. https://tinyurl.com/4jupxv29
  10. Tesla-ს კვარტალურ კონფერენციაზე აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა მძღოლის დამხმარე აქტიურ ტექნოლოგიაზე წვდომა მისცეს მესამე მხარის ავტომწარმოებლებს სალიცენზიო პირობებით, მხარეები ახლა მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე არიან. მსგავსი შესაძლებლობის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა პირველად წელიწადნახევრის წინ ანალოგიურ ღონისძიებაზე ისაუბრა. ფოტოს წყარო: Tesla როდესაც ავტომწარმოებლებმა დაიწყეს NACS დამტენი კონექტორის მიღება Tesla-დან ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის ივნისში, კომპანიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ შეახსენა ბაზრის მონაწილეებს, რომ მზად იყო Autopilot-ისა და FSD კომპლექსების ისევე, როგორც Tesla-ს სხვა ტექნოლოგიების ლიცენზირებისთვის. მიმდინარე კვირაში ილონ მასკმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მთავარი ავტომწარმოებელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს Tesla-სთან, რაც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ცდილობს გაზარდოს FSD-დან მიღებული შემოსავლები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ოდენობამდე, არაფერია გასაკვირი, რომ მზადაა თავისი ტექნოლოგია მესამე მხარის კომპანიებს მიაწოდოს. ყველა მანქანათმშენებელი კომპანია ცდილობს საკუთარ ავტომობილებს ავტონომიურობა მიანიჭოს და თუ Tesla შეძლებს მათ დარწმუნებას, რომ იგი სხვებზე უკეთესია, სხვა პოტენციურ ლიცენზიანტებსაც მიიზიდავს. შემაფერხებელი შესაძლოა იყოს მხოლოდ Tesla-ს მანქანებში ავტოპილოტის რეალიზებისადმი მიდგომა. კომპანია თავდაპირველად არ აღიარებდა ლიდარებს, ცოტა ხნის წინ კი მასობრივი მოდელებიდან რადარებიც მოაშორა, რომლებიც ავსებდნენ კამერებიდან მიღებულ ინფორმაციას. რეალურად, ამჟამად Tesla-ს მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემები უპირატესად ეყრდნობიან კამერებიდან მიღებულ გამოსახულებებს, ბევრი კონკურენტი კი უპირატესობას სარეზერვო არხებსა და სენსორებს ანიჭებს. როგორ ჩაშენდება ასეთი ფილოსოფია ლიცენზიანტების საკუთარ სტრატეგიაში, ჯერჯერობით რთული განსასჯელია. https://tinyurl.com/ypxw9tbh
  11. Binance-მა ისაუბრა ციფრული აქტივების ინდუსტრიის პოზიტიურ დინამიკაზე 2023 წლის ექვსი თვის განმავლობაში, რაც მომავალში „განვითარების მყარ საფუძველს ქმნის“. დოკუმენტის მიხედვით მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ივნისის ბოლოსთვის წლიურად 30%-ით გაიზარდა და 1.17 ტრლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა. Bitcoin-ის დომინირებამ მიაღწია უმაღლეს დონეს 2021 წლის აპრილის შემდეგ. ამავე დროს, პირველი კრიპტოვალუტის კორელაცია ტრადიციულ ბაზართან სამწლიან მინიმუმზეა. BTC-ის კორელაცია S&P500-თან. წყარო: Binance. ციფრული ოქროთი ვაჭრობის მოცულობა წლის დასაწყისიდან 185%-ით გაიზარდა, ტრანზაქციების რაოდენობა კი - 58%-ით. ქსელში საშუალო საკომისიოები გაიზარდა 143%-ით, რასაც ანალიტიკოსები Ordinals-თან დაკავშირებულ აჟიოტაჟს უკავშირებენ. BRC-20 სტანდარტის ტოპ 3 ტოკენი კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით. წყარო Binance. Bitcoin-ის ჰეშრეითი ასევე გაიზარდა 40%-ით, ხოლო მაინინგის სირთულე - 43%-ით. პირველი კრიპტოვალუტის „შიშისა და სიხარბის ინდექსი“ იანვრის შემდეგ გაორმაგდა, რაც ტრეიდერების მხრიდან ნდობის გაზრდას დემონსტრირებს. Bitcoin-ის „შიშისა და სიხარბის ინდექსის“ დინამიკა. წყარო Binance. პირველი დონის სხვა ბლოკჩეინებიდან ყველაზე მეტად - 105%-ით 7.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა Solana-ს კაპიტალიზაცია. BNB ქსელს საუკეთესო წარმადობა აქვს წლის დასაწყისიდან - ფიქსირდება ყოველდღიური ტრანზაქციების 113%-ით ზრდა Ethereum-ის 48%-თან შედარებით. ლიკვიდური სტეიკინგი გახდა ყველაზე დიდი DeFi სექტორი. მისი ჯამური TVL წლის დასაწყისიდან 460%-ით გაიზარდა. მიუხედავად Stablecoin-ების ბაზრის მოცულობის 7%-იანი კლებისა, USDT-ის წილი გაიზარდა 26%-ით. კომპანიამ ასევე აღნიშნა კონკურენტების განვითარება USDD-ის, crvUSD-ის, GHO-სა და LUSD-ის სახით. ამ უკანასკნელის კაპიტალიზაცია ექვს თვეში 54%-ით გაიზარდა. USDT-ის მიწოდების თანაფარდობა სხვადასხვა ქსელებში. წყარო Binance. Binance-ის თანახმად ათმა უმსხვილესმა კრიპტო ფონდმა წლის პირველ ნახევარში ჯამში 3.6 მლრდ აშშ დოლარი მოიზიდა. „გლობალური ეკონომიკური ცვლილებების ფონზე კრიპტო ინდუსტრია აგრძელებს აყვავებას და თავისი გამძლეობის დემონსტრირებას. [...] ეს ინოვაციები, ინსტიტუციური მოთამაშეების მზარდ მონაწილეობასთან ერთად მყარ საფუძველს უქმნის ინდუსტრიის მომავალ ზრდას და მის ფართო მიღებას“, - განაცხადა Vladimir Smerkis-მა, Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა დსთ-ში. https://tinyurl.com/mphr43vc
  12. Tesla-მ განაცხადა, რომ დაიწყო სუპერკომპიუტერ Dojo-ს წარმოება, რომელიც განკუთვნილია ავტოპილოტირების სისტემების სწავლებისთვის. კომპანია გეგმავს პროექტზე 1 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას. კომპანია მომავალი წლის ოქტომბრისთვის ელოდება 100 EFLOP წარმადობის ბარიერის გადალახვას - ეს მაჩვენებელი 60-ჯერ ძლიერია ამჟამად არსებულ ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერთან შედარებით. ფოტოს წყარო: Tesla Tesla-ს 2023 წლის მეორე კვარტალის ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია: „ავტონომიური მანქანების პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ოთხი ძირითადი ტექნოლოგიური საყრდენი: მონაცემთა უკიდურესად დიდი ნაკრები რეალური სამყაროდან, ნეიროქსელის სწავლება და მანქანის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენ ვავითარებთ თითოეულ ამ საყრდენს. ამ თვეში ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს ნეიროქსელების უფრო სწრაფი და იაფი სწავლებისკენ ჩვენს სასწავლო კომპიუტერ Dojo-ს გამოშვებით“. კომპანიას უკვე აქვს NVIDIA-ს გრაფიკულ ამაჩქარებლებზე მომუშავე სუპერკომპიუტერი - ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში, ხოლო Dojo-ში გამოყენებულია Tesla-ს ინჟინრების მიერ შემუშავებული ჩიპები. პროექტი 2019 წელს დაანონსდა - იმავე დროს კომპანიის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, თუ რა ერქმევა სისტემას. 2021 წელს ილონ მასკმა განაცხადა, რომ სუპერკომპიუტერზე მუშაობა სრული ძალით მიმდინარეობს, ხოლო ერთი წლის შემდეგ გააზიარა Dojo-ს ტექნიკური მახასიათებლები: პლატფორმის საფუძველია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer) - ჩიპი წარმოადგენს 300-მილიმეტრიან სილიკონის მთლიან ფირფიტას, თავად Tesla მათ Training Tile-ს უწოდებს. თითოეული ფირფიტა მოიცავს 25 ამაჩქარებელს და მოიხმარს 15 კვტ ენერგიას. ექვსი ასეთი ფირფიტის მქონე ერთი სტეკი უზრუნველყოფს 100 Pflop წარმადობას და გამოდის, რომ ათი ასეთი სტეკი უზრუნველყოფს 1 Eflop წარმადობას, ანუ 1 კვინტილიონ ოპერაციას წამში. Tesla მიზნად ისახავს მიაღწიოს 100 EFLOP წარმადობას 2024 წლის ოქტომბრისთვის ყველა მის სისტემაში ერთად. შედარებისთვის, ამ დროისთვის ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერ Frontier-ის აქვს მაქსიმალური გამოთვლითი სიმძლავრე 1679 Eflops-ს შეადგენს. ”ჩვენი სწრაფვა - ვიყოთ ხელოვნური ინტელექტის განვითარების სათავეში, ხელს უწყობს სასწავლო კომპიუტერ Dojo-ს სწავლებაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი უზარმაზარი ნეიროქსელის სწავლების მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება Dojo-ს საკუთარი აპარატურით. რაც უფრო მაღალია ნეიროქსელის სწავლის უნარი, მით მეტია ჩვენი ავტოპილოტის განყოფილების მიერ ახალი გადაწყვეტილებების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა Tesla-მ. https://tinyurl.com/4ta4u7xm
  13. ღონისძიება Samsung Unpacked-ის წინ, რომელიც 26 ივლისს გაიმართება, Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა და მიმართულება Mobile eXperience-ის ხელმძღვანელმა TM Roh-მ გამოაქვენა დასაკეცი სმარტფონის ფოტო, აგრეთვე ისაუბრა, როგორ მოახერხეს კომპანიის სპეციალისტებმა Galaxy Z Fold 5 და Flip 5 გამხდარიყო უფრო თხელი. ფოტოს წყარო: hothardware.com Roh-მ აღნიშნა, რომ Samsung ცდილობს ახალი მოწყობილობები შექმნას ისე, რომ ისინი იყოს „კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ინოვაციური და ჰარმონიული“. მისივე თქმით, ინჟინრის კარიერამ მას ასწავლა, რომ საუკეთესო პროექტები ხშირად „ერწყმის ტექნოლოგიურ ინოვაციებს“. ამას კი აშკარად ადასტურებს კომპანიის სპეციალისტების მიერ შექმნილი დასაკეცი სმარტფონები. მათ აქვთ მრავალი იგივე კომპონენტი, რაც ტრადიციულ ტელეფონებს, მაგრამ ასევე წარმოადგენენ ინჟინრების რთული მუშაობის შედეგს - შექმნან სენსორული მობილური მოწყობილობა, რომელიც შეიძლება დაიკეცოს გატეხვის გარეშე და ამასთან იყოს მიმზიდველი. Roh-მ განაცხადა, რომ Samsung-მა აამაღლა დასაკეცი მოწყობილობების ერგონომიული სტანდარტები და მოახერხა მე-5 თაობის დასაკეცი სმარტფონები კიდევ უფრო თხელი გამხდარიყო. თუმცა, სასწაულების მოლოდინი არ ღირს. Roh-მ აღნიშნა, რომ დასაკეცი დიზაინის თუნდაც ერთი მილიმეტრით ან გრამით შემცირება "საინჟინრო გარღვევას" მოითხოვს. Tae Moon Ro-ს განცხადება თანხვედრაშია მანამდე გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ დასაკეც მოწყობილობებს ექნება დასაკეცი სახსრის ახალი მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონი დაიკეცოს ხარვეზის და ნაკეცის გარეშე, რაც მათ უფრო თხელს გახდის. https://tinyurl.com/3dsttcsw
  14. ამერიკულმა საფონდო ბირჟა Nasdaq-მა გაყინა ციფრული აქტივების შენახვის პლატფორმის ამოქმედების ინიციატივა. აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმანმა 2023 წლის მეორე კვარტლის მოხსენებაში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აშშ-ში „მარეგულირებელი რისკების“ გამო. „შეერთებულ შტატებში კორპორაციული და მარეგულირებელი გარემოს ცვალებადობის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეჩერებინა ჩვენი კრიპტო კასტოდიალური ბიზნესის დაწყება და მასთან დაკავშირებული ლიცენზიების მიღების მცდელობები“, - განმარტა მან. თუმცა ფრიდმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Nasdaq რჩება ციფრული აქტივების ბიზნესის განვითარებისადმი ერთგული. ბირჟა მუშაობს ტექნოლოგიურ პლატფორმაზე, რათა „მოემსახუროს უფრო დიდ გლობალურ ბაზარს“, განაცხადა მან. უახლოეს თვეებში საფონდო ბირჟა ყურადღებით დააკვირდება კრიპტოინდუსტრიის მარეგულირებელ მოვლენებს, აღნიშნა ფრიდმანმა. Nasdaq-მა ინიციატივა ციფრული აქტივების დაცვის სერვისის შექმნის ინიციატივის შესახებ პირველად 2023 წლის მარტში განაცხადა. ორგანიზაცია პლატფორმის ამოქმედებას მეორე კვარტალში გეგმავს. 2022 წლის სექტემბერში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია Nasdaq-ის გუნდის ფორმირების შესახებ, რომელიც შეიმუშავებს კრიპტოვალუტების შესანახ გადაწყვეტილებებს. ბირჟამ მიმართა NYDFS-ს შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად. მარეგულირებლის თანხმობა კასტოდიალური სერვისის გამოშვებასთან დაკავშირებით მიიღო ამერიკულმა ჰოლდინგმა BNY Mellon-მა. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისში ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟამ დაიწყო ვაჭრობა Ethereum-ისა და Bitcoin-ის ურთიერთფარდობის კონტრაქტებით ფიუჩერსების ბაზაზე. ივლისში Nasdaq-მა დაასახელა Coinbase, როგორც ბაზრის ერთობლივი პარტნიორი BlackRock-ის განახლებულ Bitcoin ETF-ში. https://tinyurl.com/yt9nhfp7
  15. ივლისში ევროკავშირში რეგისტრირებულ ყველა ახალ ავტომობილს შორის ელექტრომობილების წილი 15.1%-მდე გაიზარდა. ამრიგად, ელექტრომობილებმა პოპულარობით პირველად გადააჭარბეს დიზელზე მომუშავე შიდაწვის ძრავის მქონე ახალ ავტომობილებს, აცხადებს რესურსი S&P Global. ფოტოს წყარო: Pixabay ევროკავშირის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით ევროკავშირში ახალი ელექტრომობილების (BEV) რეგისტრაცია 66%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 158252 ერთეული შეადგინა ივნისში, რის შედეგად მათი წილი ერთი წლის წინანდელი 10.7%-დან 15.1%-მდე გაიზარდა. ამრიგად, ელექტრომობილებმა დიზელის ავტომობილები პოპულარობის რეიტინგში მესამე პოზიციიდან გადააადგილეს. ევროკავშირში დიზელის მანქანების გაყიდვების მოცულობა ივნისში გასულ წელთან შედარებით 9.4%-ით შემცირდა და შეადგინა ბაზრის წილის 13.4%, 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 17.4% იყო. გაყიდვებში ლიდერობენ მანქანები ბენზინის ძრავით და ჰიბრიდული მოდელები. ჰიბრიდული ავტომობილები კვლავ დარჩა მეორე ადგილზე ყველაზე პოპულარულ არჩევანს შორის, რაც ევროკავშირის ბაზრის 24.3%-ს შეადგენს. ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვების რაოდენობა ევროკავშირში იყო 379067 ერთეული 2023 წლის ივნისში (11% წლიური ზრდა), მათი საბაზრო წილი 36.3%-მდე შემცირდა 2022 წლის ივნისის 38.5%-თან შედარებით. მთლიანობაში, წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში 2 მილიონზე მეტი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი გაიყიდა, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში, ევროკავშირში ახალი მანქანების რეგისტრაცია გაიზარდა 18%-ით 2023 წლის პირველ ნახევარში და მიაღწია 5.4 მილიონ ერთეულს, რაც მიუთითებს ევროპის ავტო ინდუსტრიის აღდგენაზე კოროვირუსის პანდემიით გამოწვეული მიწოდების შეფერხების შემდეგ. თუმცა ავტომობილების მთლიანი გაყიდვების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 21%-ით დაბალია. S&P Global Mobility-ის პროგნოზის მიხედვით ევროკავშირში ახალი მსუბუქი მანქანების გაყიდვებში ელექტრომობილების, Plug-in ჰიბრიდებისა და საწვავის უჯრედების მქონე ელექტრომობილების წილი 2030 წელს 70%-მდე გაიზრდება 2022 წლის 19%-დან. https://tinyurl.com/y2dksadn
  16. ფორუმ NASA Exploration Science Forum-ზე სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ივნისში ოფიციალურად დაიწყო მთვარემავალ VIPER-ის აწყობა, რომელიც განკუთვნილია მთვარეზე წყლის ძიებისთვის. ეს იქნება NASA-ს პირველი მთვარემავალი ფარებით. როვერი ჩავა მთვარის კრატერების სიღრმეში, სადაც მზე არასდროს ანათებს და სინათლის წყაროს გარეშე მუშაობა შეუძლებელი იქნება. მთვარემავალი VIPER მხატვრის წარმოდგენით. ფოტოს წყარო: NASA მისია VIPER (Volatiles Investigating Polar Exploration Rover) NASA-მ 2019 წელს დააანონსა. ფორმალურად, ეს არის მისია Resource Prospector-ის გაგრძელება, რომელიც 2018 წელს გაუქმდა NASA-ს კომერციულ პროგრამებზე გადასვლის გამო. შეგახსენებთ, რომ მთვარეზე როვერების გაგზავნისა და სამეცნიერო ინსტრუმენტების შემუშავების მთელი რიგი მისიები დაევალა კომპანიებს დამტკიცებული სიიდან, რასაც, თეორიულად, უნდა შეემცირებინა ფედერალურ ბიუჯეტზე დატვირთვა (რაც საეჭვოა, მაგრამ ეს სხვა ამბავია). მთვარემავლის მთვარეზე გადაყვანისთვის NASA-მ 2020 წელს აირჩია კომპანია Astrobotic. Astrobotic-ის მიერ შემუშავებულმა მოდულმა Griffin-მა მთვარემავალი უნდა მიიყვანოს კრატერ ნობილეს რაიონში - ეს არის 73 კმ სიგანის კრატერი მთვარის სამხრეთ პოლუსზე. ამისთვის Astrobotic-მა დადო 200 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი. სამწუხაროდ, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოების გეგმის შესრულება და მიმდინარე წლის ნოემბრისთვის დაგეგმილი მისია 2024 წლის ნოემბრამდე გადაიდო. მისიის ჯამური ღირებულება აღწევს 500 მლნ აშშ დოლარს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ს გაშვების ხარჯის გათვალისწინებით. 450-კილოგრამიანი, გოლფის მანქანის ზომის მთვარემავალი ჰიბერნაციაში გადავა, როდესაც დაშვების ადგილი გავა დედამიწიდან პირდაპირი ხილვადობის ზონიდან (მთვარის სამხრეთ პოლუსი ელიფსურ ფორმას იძენს კოსმოსში და დედამიწიდან უხილავია ორი კვირის განმავლობაში). ბატარეების დამუხტვა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთვარემავალმა კრატერის ფსკერზე 50 საათის მანძილზე განახორციელოს ძიება. რადგანაც დედამიწიდან მთვარემდე სიგნალის შეყოვნება მხოლოდ რამდენიმე წამია, დედამიწიდან გუნდი მის მართვას დრონის მსგავსად რეალურ დროში შეძლებს. წყლის ყინულის სისქის დასადგენად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მთვარის როვერს აქვს ერთი მეტრის სიგრძის ბურღი. მთვარეზე წყლის არსებობის ნიშნები ჯერ კიდევ 2009 წელს აღმოაჩინა ინდურმა თანამგზავრმა Chandrayaan 1-მა და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კრატერებში მისი დიდი საბადოები იქნება ყინულის სახით, წყალი კი ჟანგბადის წყაროა სუნთქვისა და წყალბადის სარაკეტო საწვავისთვის. მთვარის ბაზების ბედი და შემდგომი კოსმოსური პროგრამების მიმართულების არჩევა დამოკიდებული იქნება მთვარეზე წყლის არსებობასა და სიუხვეზე. მთვარის როვერის გაშვების ნომინალურ თარიღად 2024 წლის 10 ნოემბერი აირჩიეს. ამას მოჰყვება ფრენა მთვარეზე, რომელიც გაგრძელდება ხუთი თვე, ან კიდევ რამდენიმე თვე, თუ NASA კორექტირებას შეიტანს მთვარესთან მიახლოების ტრაექტორიაში. https://tinyurl.com/4eurzucu
  17. აშშ-ის ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის მონაწილე რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი პირობას დებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ეროვნულ ვალუტას Bitcoin-ით უზრუნველყოფს და მასთან დაკავშირებული ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავალს გადასახადისგან გაათავისუფლებს. დემოკრატების წარმომადგენლის თქმით ამერიკის ეკონომიკა შეიძლება დასტაბილურდეს დოლარის მხარდაჭერით ისეთი „მყარი ვალუტის“ საშუალებით, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი, პლატინა ან Bitcoin. „ეროვნული ვალუტისა და აშშ-ის ვალის უზრუნველყოფამ შეიძლება ხელი შეუწყოს ვალუტის სიმტკიცის აღდგენას, ინფლაციის შეკავებას და ფინანსური სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალ ეპოქას“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა. კენედიმ განმარტა, რომ პროცესი შეიძლება ეტაპობრივი იყოს. წარმატების მიხედვით მხარდაჭერის მოცულობა შეიძლება დაკორექტირდეს. „ჩემი გეგმა შედგება ძალიან მცირე ნაბიჯებისგან, შესაძლოა, გამოშვებული სახაზინო ქაღალდების 1%-სგან“, - განმარტა მან. Bitcoin-ის ტრანზაქციებიდან მოგების კაპიტალის მოგების გადასახადისგან გათავისუფლება წაახალისებს ინვესტიციებს და კომპანიებს - განავითარონ თავიანთი ბიზნესი შეერთებულ შტატებში, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტების იურისდიქციებში, როგორიცაა სინგაპური ან შვეიცარია, დაამატა კენედიმ. მიმდინარე განცხადებები აგრძელებს მისი განცხადებების ციკლს ციფრულ ოქროსთან დაკავშირებით. მანამდე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მან პირობა დადო, რომ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „მხარს დაუჭერს Bitcoin-სა და ტრანზაქციების თავისუფლებას, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს მართონ თავიანთი საფულეები, ნოუდები და პაროლები“. მისი თქმით, ქვეყანა შექმნის მარტივ მარეგულირებად გარემოს, რომელიც „მკაცრ კონტროლს უზრუნველყოფს მხოლოდ ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად“. მანამდე კენედიმ Bitcoin-ს ტრადიციული ფინანსური სისტემის ალტერნატივა უწოდა. გარდა ამისა, მან გააკრიტიკა აშშ-ის მარეგულირებლები „კრიპტოვალუტებთან ომის“ გამო, რამაც ქვეყანაში საბანკო კრიზისი გამოიწვია. ერთი კვირის წინ საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ ციფრულ ოქროში დაახლოებით 250 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოახდინა. კენედის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონკურენტმა, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა მაისში პირობა დადო, რომ დაიცავს პირველ კრიპტოვალუტას სახელმწიფოს მეთაურად არჩევის შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ ივნისში Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა აშშ-ის მოახლოებულ არჩევნებს ციფრული აქტივების რეგულირებისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა. https://tinyurl.com/3vyjxxjh
  18. Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით გამოწვეულმა აღფრთოვანებამ გადაინაცვლა კომპანიის გეგმების განხილვაში - მოიზიდოს ახალი მომხმარებლები საკონტრაქტო ბიზნესში. სხვადასხვა წყაროს თანახმად AMD, Google და Tesla-ც კი უკვე მზად არიან Samsung-ს ანდონ საკმაოდ რთული ჩიპების წარმოება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. ფოტოს წყარო: Samsung Electronics ტაივანური DigiTimes უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Samsung Electronics-მა შეძლო დიდი შეკვეთების მიღება ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის კომპონენტების 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოოდ. დამკვეთებს შორის ნახსენებია AMD და Google, თუმცა იგივე წყარო მორიგ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ AMD სავარაუდოდ უარს არ იტყვის ასევე TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომლის ათვისებაზე იგი უკვე მუშაობდა ტაივანურ კონტრაქტორთან ორი წლის განმავლობაში. თუმცა, Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა არ უარყოფს მას. ტაივანური წყაროების თანახმად AMD ელის TSMC-სგან 2-ნანომეტრიანი ჩიპების მიღებასაც. Samsung-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც რთული სივრცული კონსტრუქციის ჩიპების გამოყენებას ელიან, მთავარ პრობლემას ამჟამად წარმოადგენს შეზღუდული საწარმოო სიმძლავრეები კორპუსში ჩიპის მონტაჟის მხრივ. TSMC ყველაფერს აკეთებს, რომ გააფართოვოს ასეთი სერვისის მოცულობა და Samsung-ის შესაძლებლობები დიდი შეკვეთების სფეროში ამ მხრივ კვლავ შეზღუდულია. და ამან შესაძლოა Samsung-ის პოტენციური მომხმარებლები დააფრთხოს. კორეულ გამომცემლობა The Korea Economic Daily-ს ეს სიახლე სხვა მიმართულებით მიყავს და იხსენებს Samsung-ის Tesla-სთან თანამშრომლობას მესამე თაობის Tesla FSD ნეიროპროცესორების საკონტრაქტო წარმოების კუთხით, რომლებიც ამჟამად 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით იწარმოება. არაოფიციალური ცნობებით Tesla-ს სურვილი აქვს მეოთხე თაობის FSD ჩიპების გამოშვება დააკისროს TSMC-ს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და ამავე დროს Samsung-ს - 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. წყაროს ინფორმაციით Tesla გეგმავს Samsung-ს ანდოს მეხუთე თაობის (HW 5.0) ნეიროპროცესორების წარმოება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. Tesla HW 5.0 ჩიპების მასობრივი წარმოება Samsung-ის ობიექტებში შეიძლება დაიწყოს სამ ან ოთხ წელიწადში, იტყობინება კორეული მედია ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით. ამავდროულად, Tesla-ს TSMC-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა იმავე სფეროში გათვალისწინებული არ არის. Tesla-ს ელექტრომობილები მეოთხე თაობის FSD კომპლექსით ბაზარზე მიმდინარე წელს უნდა გამოვიდეს, ამიტომ პროფილური პროცესორების წარმომავლობის საკითხი მალე დაისმება. Samsung Electronics-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე Lee Jae-yong და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი შეხვდნენ მიმდინარე წლის მაისში პირველი მათგანის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ამიტომ წყაროები თვლიან, რომ კომპანიებს შორის მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმება ელექტრომობილების შიდა სისტემების ჩიპების წარმოების კუთხით თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. https://tinyurl.com/mskj2d5h
  19. Samsung-მა განაცხადა, რომ დასრულდა მსოფლიოში პირველ GDDR7 ტიპის ოპერატიული მეხსიერების ჩიპის შემუშავება, რომლის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებლებია 32 GT/s, სიგნალების გადაცემის ამპლიტუდურ-იმპულსური მოდულაცია PAM3, აგრეთვე 20%-ით ნაკლები ენერგომოხმარება GDDR6-თან შედარებით. ფოტოს წყარო: Samsung Samsung-ის პირველი, 16 გბ GDDR7 ჩიპი უზრუნველყოფს 32 GT/s და მონაცემთა გადაცემის 128 გბ/წმ სიჩქარეს - GDDR6X-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლებია 22.4 GT/s და 89.6 გბ/წმ, შესაბამისად. ამ პარამეტრებით და 384-ბიტიანი სალტით შესაძლებელი იქნება ვიდეო ბარათის მეხსიერების ქვესისტემის 1.536 ტბ/წმ გამტარუნარიანობის მიღწევა. და ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი NVIDIA-ს ამჟამინდელ ფლაგმან GeForce RTX 4090-ის GDDR6X 1008 ტბ/წმ-თან შედარებით. ასეთი მაღალი სიჩქარის მიღწევას ხელი შეუწყო PAM3 სქემამ - სამი სასიგნალო დონის ამპლიტუდურ-იმპულსურმა მოდულაციამ (-1.0 და +1). ეს მექანიზმი ორ ციკლს საშუალებას აძლევს გადასცეს მონაცემების სამი ბიტი, რაც უფრო ეფექტურია, ვიდრე ორდონიანი NRZ GDDR6-ში. ამასთან, PAM3-ის სიგნალების გენერირება და დეკოდირება უფრო რთულია NRZ-ის სიგნალებთან შედარებით, რაც ენერგომოხმარების ზრდას იწვევს; გარდა ამისა, ისინი უფრო მგრძნობიარეა ხარვეზების მიმართ. მაგრამ PAM3-ს მაინც უფრო მეტი უპირატესობა აქვს, ამიტომ ეს სქემა გამოიყენება GDDR7-ში. უფრო მაღალი წარმადობის პარალელურად Samsung GDDR7 ჩიპი, კომპანიის განცხადებით, მოიხმარს 20%-ით ნაკლებ ენერგიას. სამწუხაროდ, ეს არ ეხება კონტროლერებს - PAM3 კოდირება/დეკოდირების ამოცანა მეტ ენერგიას მოითხოვს. Samsung-მა ასევე განაცხადა, რომ გამოიყენა ეპოქსიდის შენაერთი 70%-ით გაზრდილი თერმომდგრადობით, რაც იმას ნიშნავს, რომ GDDR7 მეხსიერების მოდულები უფრო მეტად ცხელდება, ვიდრე GDDR6 - განსაკუთრებით მაღალ ტაქტის სიხშირეებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ გამოუშვებს უფრო დაბალი ენერგომოხმარების GDDR7-ს ლეპტოპებისთვის, ხოლო წარმადობის მაჩვენებლები არ დაუკონკრეტებია. Samsung-ს არაფერი უთქვამს ბაზარზე ახალი ჩიპების გამოშვების ვადებთან დაკავშირებით. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ AMD-სა და NVIDIA-ს ახალი არქიტექტურების გამოშვების გათვალისწინებით დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ ახალი თაობის ჩიპების დებიუტი GPU-ებთან ერთად 2024 წელს შედგება. კომპანიამ დაამატა, რომ GDDR7-ის სარგებელი ყველაზე მეტად გამოხატული იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, მაღალი ხარისხის გამოთვლების სფეროში, ასევე საავტომობილო ელექტრონიკაში. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ GDDR7 ჩიპები ამ სფეროებში უფრო ადრე გამოჩნდება, ვიდრე სამომხმარებლო გრაფიკაში. https://tinyurl.com/yavr9ena
  20. 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში კრიპტო ინდუსტრიამ განიცადა დაჰაკვის მინიმუმ 395 შემთხვევა, რამაც გამოიწვია დაახლოებით 479.4 მლნ აშშ დოლარის ზარალი - ამას მოწმობს PeckShield-ის მონაცემები. წყარო: Twitter 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფულადი ზარალი თითქმის ხუთჯერ შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით ათი უმსხვილესი დაჰაკვიდან მიყენებული ზარალი ამჟამად მთლიანი მოპარული თანხის 79%-ს (378.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. DeFi პროტოკოლი Euler Labs (197 მლნ აშშ დოლარი) და დეცენტრალიზებული საფულე Atomic Wallet (65 მლნ აშშ დოლარი) ლიდერობენ დიდი უპირატესობით. თეთრი ჰაკერების წყალობით უსაფრთხოების კომპანიებმა და სამართალდამცავებმა შეძლეს 226.2 მლნ აშშ დოლარის უკან დაბრუნება. აპრილი ყველაზე მძიმე იყო თავდასხმების მხრივ - ამ თვის განმავლობაში თავდამსხმელებმა 203.3 მლნ აშშ დოლარი მოიპარეს. წყარო: Twitter ჰაკერების ძირითადი დარტყმები მოდიოდა DeFi პროტოკოლებზე - 2023 წელს განხორციელებული თავდასხმების 98% (414 მლნ აშშ დოლარი). თავდასხმების უმეტესობა მოხდა Ethereum-ის ქსელის პროექტებზე, რის შედეგადაც 287 მლნ აშშ დაიკარგა. სამი DeFi-შეტევა მოიცავს ლოგისტიკურ შეცდომებს კოდში (46%), ორაკულების მანიპულირებას (15%) და პრივილეგიების მიტაცებას (14%). თავდამსხმელთა 76%-მა გამოიყენა ფლეშ-კრედიტები. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Beosin-ის ექსპერტებმა 167 ძირითადი თავდასხმისგან კრიპტო ინდუსტრიისთვის მიყენებული ზარალი 3.6 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს. მთლიანი ზარალის ნახევარზე მეტი მოდიოდა crosschain-ხიდების 12 ინციდენტზე - 1.89 მლრდ აშშ დოლარი. https://tinyurl.com/5ztc3kbf
  21. პორტალ Igor's LAB-მა მოიპოვა ინფორმაცია Intel-ის ბოლო დახურული პრეზენტაციიდან, რომლის დროსაც კომპანიამ გამოაცხადა თავისი პროგნოზები მომავალი Arrow Lake-S დესკტოპ პროცესორების წარმადობასთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნება მე-15 თაობის Core ჩიპების შემადგენლობაში. ფოტოს წყარო: Intel / Igor’sLAB Intel-მა პრეზენტაციაზე 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვის მქონე ჩიპი Arrow Lake-S შეადარა ბირთვების ანალოგიური კონფიგურაციის მქონე სამომავლო Raptor Lake-S Refresh-ს (მე-14 Core თაობა). Arrow Lake-S-ის აღსანიშნავი განსხვავებაა უფრო დაბალი PL1 და PL2 ენერგომოხმარება. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს 253 ვატის ნაცვლად LGA 1700 სოკეტის მქონე Raptor Lake-თან შედარებით. შედარებითი მონაცემები მიახლოებით აქტუალურ ფლაგმანურ პროცესორ Intel Core i9-13900K-ს (Raptor Lake-S) მსგავსია, რომელსაც Arrow Lake-S-ისა და Raptor Lake-S Refresh-ის გამომთვლელი ბირთვების ანალოგიური კონფიგურაცია აქვს. პროგნოზების თანახმად Raptor Lake-S Refresh უზრუნველყოფს წარმადობის 1-დან 4%-მდე ზრდას აქტუალურ Raptor Lake-S-თან შედარებით. თავის მხრივ Arrow Lake-S ჩიპები, რომლებშიც გამოყენებულია სრულიად ახალი არქიტექტურა, უზრუნველყოფენ წარმადობის 6-დან 21%-მდე გაზრდას კონკრეტული დატვირთვის მიხედვით. რაც შეეხება Arrow Lake-S პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობას, რომელშიც Xe-LPG (Alchemist) არქიტექტურის რვამდე Xe ბირთვია გამოყენებული, პროგნოზების თანახმად იგი 2.4-ჯერ უფრო სწრაფი იქნება აქტუალურ Raptor Lake მოდელების ინტეგრირებულ გრაფიკასთან შედარებით. Igor’s LAB-მა ასევე მიანიშნა, რომ უახლოეს დროში გააზიარებს გარკვეულ დეტალებს ახალი LGA 1851 სოკეტის შესახებ, რომელიც Arrow Lake-S პროცესორებში იქნება გამოყენებული. წყაროს ინფორმაციით კონექტორს აქვს განსხვავებული სიმაღლე LGA 1700-თან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ გაგრილების სისტემების უმეტესობა არ იქნება თავსებადი მასთან სამონტაჟო ნაკრების განახლების გარეშე. Igor’s LAB აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მის შესახებ მეტ ინფორმაციას გააზიარებს. https://tinyurl.com/5tbbjk8t
  22. Samsung-სა და TSMC-ს შორის კონკურენცია 3- და 4-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარების საკონტრაქტო წარმოების ბაზარზე მძაფრდება და Samsung-მა განაცხადა, რომ მან მიაღწია TSMC-ის მსგავს მაჩვენებლებს პროდუქციის წლიური წარმოების მხრივ - წერს კორეული გაზეთი Kukmin Ilbo. გარდა ამისა, 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგია იყო კომპანიის უახლესი ეტაპი FinFET ტრანზისტორების გამოყენებაში, რომელიც 16-ნანომეტრიან სტანდარტებზე გადასვლით დაიწყო. ფოტოს წყარო: news.kmib.co.kr Samsung Foundry-ს 4-ნანომეტრიანი კრისტალების გამოსვლა, კომპანიის განცხადებით, შეადგენს 75%-ს, TSMC-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ია. 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი გამოიყენება უახლესი თაობის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებში. ხოლო მოწინავე 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით კორეულმა კომპანიამ წინსვლა შეძლო. GAAFET ტრანზისტორების ახალ ნორმებზე გადასვლით Samsung-მა მიაღწია პროდუქციის წლიური წარმოების 60%-ს იმ დროს, როდესაც TSMC-ის მაჩვენებელი 55%-ია. ამავე დროს, TechPowerUp აღნიშნავს, რომ Intel Foundry Services-მა გამოუშვა საკუთარი გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს აზიური კონტრაქტორების პროდუქტებს: Intel 3 ტექნოლოგია ფიზიკურად დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან FinFET ტრანზისტორებზე, თუმცა უზრუნველყოფს Samsung-ისა და TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ჩიპების მსგავს წარმადობას. 2024 წელს ამერიკელი მწარმოებელი გადავა GAAFET-სა და 2-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე. https://tinyurl.com/56ahp2kw
  23. Bitcoin-ის მოახლოებული ჰალვინგი კრიტიკული ტესტი იქნება მაინერებისთვის ბლოკის დაბალი ჯილდოსა და მზარდი ხარჯების გამო. ამის შესახებ Block წერს JPMorgan-ის ანალიტიკოსების ანგარიშზე დაყრდნობით. „ელექტროენერგიის დაბალი ტარიფის მქონე მაინერებს გაუადვილდებათ დაძლევა, ხოლო მაღალი ხარჯების მქონე მაინერები ჰალვინგის შემდეგ სირთულეებს წააწყდებიან“ - აცხადებენ ბანკის ოფიციალური პირები JPMorgan-ის სტრატეგი Nikolaos Panigirtzoglou-ს ხელმძღვანელობით. ანალიტიკოსების აზრით ბლოკის ჯილდოს განახევრება ისტორიულად დადებითად ისახებოდა პირველი კრიპტოვალუტის ფასზე, მაგრამ პრობლემებს ქმნიდა მაინინგის ღირებულების გაზრდის გამო. „Bitcoin-ის წარმოების ღირებულების ჩვენი ამჟამინდელი მოდელის მიხედვით ელექტროენერგიის ფასის ცვლილება ერთი ცენტით კვტ/სთ-ზე იწვევს ღირებულების ცვლილებას 4300 აშშ დოლარით. ჰალვინგის შემდეგ ეს ზემოქმედება გაორმაგდება და 8600 აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც გაზრდის უფრო მაღალი დანახარჯების მქონე მწარმოებლების დაუცველობას“, - აღნიშნავენ ბანკის სპეციალისტები. ინდუსტრიაში არსებული კონკურენცია ასევე ახდენს გავლენას Bitcoin-ის ჰეშრეითზე. თუმცა ბლოკის ჯილდოს შემცირების შემდეგ ინდიკატორი არ გაიზრდება იმავე ტემპით, ამბობენ ანალიტიკოსები. ამავდროულად, აქტივის ფასის ან ტრანზაქციის საკომისიოს მოცულობის ზრდა სულაც არ ახდებს მაინერების ხარჯების ზრდის კომპენსირებას. „ამჟამად Ordinals-ის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის კლება დამატებით პრობლემას უქმნის Bitcoin-ის მაინერების შემოსავლებს“, - აღნიშნეს JPMorgan-ის ექსპერტებმა. შეგახსენებთ, რომ ივნისის მეორე ნახევარში მაინერებმა პირველ კრიპტოვალუტაში 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაგზავნეს ბირჟებზე, რითაც დაამყარეს აქტივის შემოდინების ყოველდღიური რეკორდი. https://tinyurl.com/35bbhhdj
  24. Tesla-მ წარადგინა ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის პირველი სერიული ეგზემპლარი, რომელიც გამოვიდა კომპანიის ტეხასში არსებული ქახნიდან. ასე, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თავისი პირობა მიმდინარე წელს შეასრულა. ფოტოს წყარო: Tesla შეგახსენებთ, რომ ელექტრო პიკაპი Cybertruck, რომელმაც ყურადღება მომენტალურად მიიპყრო თავისი უჩვეულო ფუტურისტული დიზაინით, ილონ მასკმა 2019 წლის ნოემბერში წარადგინა. იმავე დროს გამოცხადდა მასობრივი წარმოების დაწყების დროდ 2021 წელი. Cybertruck-ის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პრემიერიდან სამი დღის შემდეგ, მასკის თქმით, პიკაპის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. გასულ მაისში აქციონერების ყოველწლიურ შეკრებაზე მასკმა განაცხადა, რომ Cybertruck-ის წარმოების გაზრდა ადვილი არ იქნება, რადგან უჩვეულო დიზაინის გამო სირთულეები ჩნდება მისი აწყობისას. კერძოდ, იგულისხმება პიკაპის კორპუსის უჟანგავი ფოლადისგან დამზადების სირთულე. „რთული იქნება ფასი იყოს ხელმისაწვდომი, რადგან ეს არის ახალი ავტომობილი, წარმოების ახალი მეთოდი - განაცხადა მასკმა. - ჯამში ყველა სხვა მანქანის წარმოების ტემპის მაჩვენებელთან შედარებით, რომელთაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს იქნება მცირე. მაგრამ მაინც ძალიან მაგარია." Bloomberg-ის თანახმად Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი Emmanuel Rosner ელოდება, რომ 2023 წელს Tesla განახორცილებს 200 პიკაპის მიწოდებას, რაც კომპანიის მიერ დაგეგმილი 1.78 მილიონი ელექტრომობილის მიზერულ წილს წარმოადგენს. ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ ეს მოდელი გაზრდის კომპანიის მომგებიანობას, რის საფუძვლადაც მოყავს წარმოების ოპტიმიზაციის სირთულე და პიკაპისთვის განკუთვნილი უფრო დიდი ბატარეების საჭიროება. https://tinyurl.com/yx44v6fk
  25. შემოდგომა ახლოვდება და Apple-ის სიახლეებიდან ყველაზე მეტად მოსალოდნელია iPhone 15 სერიის სმარტფონების გამოსვლა, თუმცა ინსაიდერ Mark Gurman-მა Bloomberg-ის მეშვეობით განაცხადა, რომ ოქტომბერში კომპანია წარადგენს პირველ პერსონალურ კომპიუტერებს M3 თაობის პროცესორების ბაზაზე. ახალი კომპიუტერების გამოსვლა მოსალოდნელია Apple-ის მინიმუმ სამ სერიაში. ფოტოს წყარო: Apple წყაროს ინფორმაციით M3 თაობის პირველი პროცესორები გამოყენებული იქნება 13-დუიმიან MacBook Air და MacBook Pro ლეპტოპებში, აგრეთვე მონობლოკ Apple iMac-ში. M3 პროცესორის შემადგენლობაში ბირთვების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლა სავარაუდოდ გაზრდის სიჩქარესა და გააუმჯობესებს ენერგოეფექტურობას. მიმდინარე კვარტალში Apple-მა წარადგინა 15-დუიმიანი MacBook Air და დესკტოპ Mac Pro პროცესორ M2 Ultra-ს ბაზაზე, აგრეთვე Mac Studio სამუშაო სადგურები M2 Ultra და M2 Max პროცესორების საფუძველზე, შესაბამისად, ზედა საფასო დიაპაზონის პროდუქტებს შორის M3 პროცესორების გამოყენებაზე გადასვლა მოგვიანებით იგეგმება. წყაროს ინფორმაციით ოქტომბერში Apple სავარაუდოდ არ წარადგენს ახალ iPad-ებს, OLED დისპლეის მქონე, M3 პროცესორზე დამყარებული iPad Pro-ს დებიუტი მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. თუმცა მარკ გურმანის თქმით iPad Air-ის განახლებული ვარიანტი უკვე მუშავდება. Apple-ის აქტუალური თაობის ყველაზე თხელ პლანშეტში ჯერ კიდევ მოცემულია M1 პროცესორი, ასე რომ ეს მოდელი განახლების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. 2024 წელს ასევე მოსალონელია 30-დუიმიანი iMac-ების დებიუტი. https://tinyurl.com/yc575sbh
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.