-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა Genoa-X – EPYC სერიის სასერვერო პროცესორების მეორე თაობა 3D V-Cache-ით, რაც L3 ქეშ-მეხსიერების ჯამურ მოცულობას 1.1 გბ-მდე ზრდის. ახალი პროცესორები გახდება EPYC 9004 პროცესორების სერიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ამჟამად შემოთავაზებულია Genoa ჩიპები 3D V-Cache მეხსიერების გარეშე. ფოტოს წყარო: AMD EPYC Genoa-X პროცესორების ძირითადი მახასიათებლებია: იგივე მაღალი წარმადობის Zen 4, რაც ჩვეულებრივ Genoa-ს აქვს; 96-მდე ბირთვი 192-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით; L3 ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა 1.1 გბ-მდე; მეორე თაობის 3D V-Cache მეხსიერება; Socket SP5 სოკეტის მქონე პროცესორებთან თავსებადობა; AMD Infinity Guard-ის მხარდაჭერალ 2.9-ჯერ მეტი სიჩქარე Intel Sapphire Rapids-თან შედარებით. ჩვეულებრივი EPYC Genoa-სგან EPYC Genoa-X-ის მთავარი განსხვავება მდგომარეობს კონსტრუქციაში. ჩვეულებრივი ჩიპების მსგავსად ახალ Genoa-X-საც აქვს 12 CCD ჩიპლეტი Zen 4 ბირთვებით და ერთი კრისტალი input/output ოპერაციებისთვის. თუმცა თითოეული CCD ჩიპლეტი ზემოდან დაფარულია 3D V-Cache მეხსიერების დამატებითი კრისტალით. ამრიგად, EPYC Genoa-X ჯამში გვთავაზობს 384 მბ-მდე სტანდარტულ L3 ქეშ-მეხსიერებას და 768 მბ-მდე დამატებით L1 ქეშს, რაც ჯამში უზრუნველყოფს 1251 მბ-მდე საერთო მოცულობას. ეს მაჩვენებელი 2.6-ჯერ მეტია სტანდარტულ Genoa პროცესორებთან და 56%-ით მეტი EPYC Milan-X-თან შედარებით (EPYC პროცესორების პირველი თაობა 3D V-Cache-ით). EPYC Genoa-X სერიის შემადგენლობაში შევიდა ოთხი მოდელი. ყველა მათგანის TDP-ის დონეა 400 ვატი, თუმცა მათი ენერგომოხმარების მაჩვენებელი შესაძლოა კონფიგურირებული იყოს 320 ვატამდე. EPYC Genoa-X-ის ფლაგმანური მოდელია EPYC 9684X. პროცესორს აქვს 96 ბირთვი და 1152 მბ L3 ქეშ-მეხსიერება (3D V-Cache-ის გათვალისწინებით). სერიაში ასევე შედის 32-ბირთვიანი მოდელი EPYC 9384X, 24-ბირთვიანი EPYC 9284X და 16-ბირთვიანი EPYC 9184X. ყველა ჩიპი ორიენტირებულია ქეშირებაზე ოპტიმიზებულ სამუშაო დატვირთვაზე, როგორც ეს ხდებოდა 3D V-Cache-ის მქონე წინა თაობის EPYC Milan-X პროცესორების შემთხვევაში. Genoa-X-ის მთავარი კონკურენტი იქნება Sapphire Rapids თაობის Intel Xeon Max პროცესორები, რომლებიც წარმოდგენილია მაღალი წარმადობის HBM მეხსიერებით. AMD-მ ფლაგმანური 96-ბირთვიანი EPYC 9684X მოდელი შეადარა 60-ბირთვიან Intel Xeon 8490H-ს CFD-მოდელირებასა და საბოლოო ელემენტების ანალიზთან დაკავშირებულ ამოცანებში (FEA). Genoa-X-მა უზრუნველყო 2.9-ჯერ მაღალი წარმადობა კონკურენტთან შედარებით, ხოლო 32-ბირთვიანი EPYC 9384X მოდელი ამავე ამოცანებში აღმოჩნდა ორჯერ მაღალი წარმადობის მქონე 32-ბირთვიან Intel Xeon 8462Y+-თან შედარებით. კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე დაიწყო Genoa-X-ის მიწოდება მთავარი პარტნიორებისთვის. მაგალითად, ამ პროცესორებზე დამყარებული ვირტუალური მანქანები უკვე გამოიყენება Microsoft Azure-ში, როგორც HBv4 და HX სისტემების ნაწილი. OEM პარტნიორები და მონაცემთა ცენტრის მფლობელები, მათ შორის Dell Technologies, HPE, Lenovo და Supermicro, თავიანთ ახალ, Genoa-X-ზე დამყარებულ პლატფორმებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წარადგენენ. https://tinyurl.com/mrxj9fve
-
JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსებმა მხარი დაუჭირეს პროგნოზს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები დაეხმარება Microsoft-ს რეგულარული წლიური შემოსავალი 10 მლრდ აშშ დოლარით გაზარდოს. შედეგად პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის აქციების ფასი გაიზარდა 3.2%-ით 348.10 აშშ დოლარამდე და 2021 წლის ნოემბრის ყველა დროის მაქსიმუმი განაახლა. ფოტოს წყარო: efes / pixabay.com ხელოვნური ინტელექტის სფერო ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა OpenAI-ის აპლიკაცია ChatGPT-ის გამოშვების შემდეგ, რომელმაც ვირუსული პოპულარობა მოიპოვა და მალე Microsoft გახდა მთავარი დეველოპერის პარტნიორი. ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის აქტიური ჩართვა თავიანთ პროდუქტებში, რაც ხაზს უსვამს მათ შესაძლებლობას - გააუმჯობესონ შრომის ხარჯები ეკონომიკური რეცესიის პირობებში. Microsoft გახდა ChatGPT-ისა და თანამდევი პროდუქტებისგან მთავარი სარგებლის მიმღები. კორპორაციამ საინვესტიციო ხელშეკრულება დადო სტარტაპთან და პარტნიორს მიაწოდა თავისი ქლაუდ ინფრასტრუქტურის რესურსები OpenAI AI მოდელების, მათ შორის მოწინავე GPT-4-ის ექსკლუზიური ლიცენზიის სანაცვლოდ. OpenAI ინსტრუმენტები ინტეგრირებულია Microsoft-ის პროდუქტების ფართო სპექტრში, საძიებო სერვის Bing-იდან დაწყებული Windows OS-მდე. მნიშვნელოვან საკითხად რჩება ხელოვნური ინტელექტის კომერციული ეფექტი. აპრილში Microsoft-ის ფინანსურმა დირექტომა Amy Hood-მა განაცხადა, რომ ფინანსური წლის მეოთხე კვარტლის შეჯამებით მოსალოდნელია ქლაუდ განყოფილება Azure-ის მაჩვენებლების ზრდა 26-27%-ით, რომელთაგან ერთი პროცენტი ხელოვნური ინტელექტის სერვისები იქნება. Microsoft-ის ტექნიკურ დირექტორ კევინ სკოტთან (Kevin Scott) საჯარო დისკუსიის დროს მან განმარტა, რომ ეს მიმართულება აფიქსირებს კომპანიის ისტორიაში მაქსიმალურ დინამიკას და უზრუნველყოფს მისი რეგულარული წლიური შემოსავლის 10 მლრდ აშშ დოლარით ზრდას. ამის შემდეგ JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსებმა Microsoft-ის აქციების სამიზნე ფასი 315-დან 350-აშშ დოლარამდე გაზარდეს. მიმდინარე წელს კომპანიის ფასიანი ქაღალდები 46%-ით გაძვირდა, რაც ანაზღაურებს მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის წარუმატებელი 2022 წლის ნეგატიურ დინამიკას. https://tinyurl.com/3v9t6dhc
-
პირველი კრიპტოვალუტის დომინირების მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად 45.84%-ს მიაღწია. Bitcoin-ის დომინირების ინდექსის დინამიკა. წყარო: The Block. ინდექსის მაჩვენებელი აპრილში დაახლოებით 45% იყო, მაგრამ სწრაფად დაეცა 43%-მდე. მსგავსი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2022 წლის დეკემბერში. CoinGecko-ს თანახმად კრიპტო ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 1.05 ტრილიონი აშშ დოლარია, მაჩვენებელი დღე-ღამეში 4.89%-ით შემცირდა. 5 ივნისს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) სარჩელი შეიტანა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. მარეგულირებელმა მათ 13 ბრალდება წაუყენა, მათ შორის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა. მეორე დღეს SEC-მა მსგავსი სარჩელი შეიტანა Coinbase-ის წინააღმდეგ. ამ ფონზე შემცირდა ბევრი Altcoin-ის ფასი, რომლებიც კომისიამ ფასიან ქაღალდებთან გაათანაბრა. თუმცა ვითარებამ ოდნავ იმოქმედა Bitcoin-ის კურსზე, სავარაუდოდ სწორედ ამის გამო დაიწყო ლიკვიდობის შემოდინება პირველ კრიპტოვალუტაში. სტატიის წერის დროს აქტივი იყიდება 25069 აშშ დოლარად და პრაქტიკულად არ შეცვლილა ბოლო 24 საათის განმავლობაში. BTC/USDT-ის კურსი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 14 ივნისს აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა პირველად 2022 წლის მარტის შემდეგ შეინარჩუნა ძირითადი განაკვეთის დიაპაზონი 5-5.25% წლიურ დონეზე. კრიპტო ბაზარი თითქმის არ რეაგირებდა მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე. მაისის ბოლოს თეთრმა სახლმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ-ის ეროვნული ვალის მაქსიმალური სიდიდის შესახებ, რამაც გამოიწვია Bitcoin-ისა და სხვა მონეტების ფასის ცვალებადობა. https://tinyurl.com/5ucyzw3d
-
კომპანია AMD-მ გამოუშვა მობილური პროცესორების ახალი სერია ლეპტოპებისთვის Ryzen 7040HS (Phoenix) Zen 4 ბირთვებითა და RDNA 3 გრაფიკით. ეს ჩიპები დაანონსდა ჯერ კიდევ CES 2023-ზე იანვარში. თავდაპირველად ამ პროცესორების მიწოდების დაწყება მოსალოდნელი იყო მარტში, მაგრამ AMD-მ თარიღი რამდენჯერმე გადაწია - ჯერ აპრილში, შემდეგ მაისში. საბოლოოდ ახალი პროცესორები ხელმისაწვდომი ივნისში გახდა. ფოტოს წყარო: AMD Ryzen 7040HS სერია შედგება სულ სამი მოდელისგან: 1) 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 9 7940HS სიხშირით 5.2 გჰც-მდე, აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 780M-ის 12 ბლოკი; 2) 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 7840HS სიხშირით 5.1 გჰც-მდე Radeon 760M გრაფიკის ექვსი ბლოკით; 3) 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი Ryzen 5 7640HS სიხშირით 5.0 გჰც-მდე და Radeon 760M გრაფიკით. სამივე პროცესორი წარმოებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და აქვთ TDP-ის დონე 34-დან 54 ვატამდე. Ryzen 7045HX (Dragon Range) ფლაგმანური მობილური პროცესორების მსგავსად Ryzen 7040HS სერიის ჩიპებში მხარდაჭერილია ორარხიანი ოპერატიული მეხსიერება DDR5 და LPDDR5, ასევე აქვთ PCIe 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა ვიდეო ბარათებისა და NVMe SSD-სთვის. რადგანაც ახალი ჩიპები აღჭურვილია RDNA 3 ინტეგრირებული გრაფიკით, მხარდაჭერილია DisplayPort 2.1 და HDMI 2.1a ინტერფეისები ისევე, როგორც ამავე არქიტექტურის დესკტოპ ვიდეო ბარათებს. მწარმოებელი ასევე მიუთითებს მათთვის ორმაგი აპარატურული მედიის ამაჩქარებლის არსებობაზე AV1 ფორმატის კოდირებისა და დეკოდირებისთვის. Ryzen 7040HS პროცესორებზე აგებული ლეპტოპები დამუხტვის გარეშე უზრუნველყოფენ 9-საათიან ავტონომიურ მუშაობას ვიდეოს ჩართვის რეჟიმში. AMD Phoenix პროცესორების სამივე მოდელის მთავარი მახასიათებელია ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი Ryzen AI Engine, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე არსებული აპლიკაციების გაშვებისა და მუშაობის აჩქარებისთვის. Ryzen AI-ს მეშვეობით ჩქარდება გამოსახულების რედაქტორების მუშაობა, ემატება ახალი ფუნქციები, მაგალითად ვიდეკონფერენციისას ფონის შეცვლა, მხარდაჭერილია Microsoft Office-ის ხელოვნური ინტელექტის ვირტუალური დამხმარე და ხელოვნური ინტელექტის სხვა ფუნქციები, რომელთა რეალიზაცია უახლოეს თვეებში მოხდება ოპერაციულ სისტემა Windows 11-ში. ამჟამად Ryzen AI ამაჩქარებელი მხარს უჭერს ONNX და TensorFlow AI მოდელებს, მაგრამ AMD იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ექნება PyTorch-ის მხარდაჭერაც. კომპანია ასევე ავითარებს AMD Unified AI Stack API-ს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ არა მხოლოდ Ryzen AI ამაჩქარებლით, არამედ - ISA ბრძანებებით, რომელიც დანერგილია Zen 4 პროცესორებში (AVX-512, bfloat16, VNNI), ასევე ინტეგრირებული გრაფიკა RDNA 3-ის ხელოვნური ინტელექტის ბლოკებით. Ryzen AI დამყარებულია XDNA არქიტექტურაზე, რომელიც შემუშავებულია Xilinx-ის მიერ. ეს კომპონენტი არის ე.წ. AI Engine ფილების ქსელი (AIE tiles), რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი მეხსიერების ნაკრები, ასევე სალტე, რომლითაც ფილები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საერთო ჯამში Ryzen AI ამაჩქარებელს აქვს 20 ასეთი და ექვსი მეხსიერების ფილა, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს Ryzen AI-ს წვდომა DRAM სისტემურ მეხსიერებაზე. AIE ფილები მხარს უჭერს RNN-ების, CNN-ების და LSTM-ების შექმნას და სწავლებას. მონაცემთა ოპერაციების მხარდაჭერილ ტიპებს შორის მითითებულია Int8, Int16, Int32 და bfloat16. თითოეული AIE ფილის მოქმედება შეიძლება სინქრონიზდეს ენერგიის დაზოგვის მიზნით. Ryzen AI ამაჩქარებელზე მხარდაჭერილია ოთხამდე ერთდროული ნაკადი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია ერთდროულად დააჩქაროს და დაამუშავოს ოთხამდე სხვადასხვა აპლიკაცია და დავალება. Ryzen AI წარმადობა 10-მდე AI TOPS-ია. Ryzen 7040HS პროცესორების საერთო წარმადობის კუთხით AMD ირწმუნება, რომ უფროსი მოდელი Ryzen 9 7940HS 6%-დან 41%-მე უფრო სწრაფია, ვიდრე Intel Core i9-13900H Raptor Lake სერიები ამა თუ იმ ტესტის შესაბამისად. ტესტების სიაში შედის PCMark Essentials, 3DMark FireStrike (CPU), 3DS Max, აპლიკაციები ციფრული კონტენტის შექმნისთვის, აგრეთვე MP3 კოდირება LAME-ის მეშვეობით. რეალურ ამოცანებში (გეიმინგში) GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათისა და Ryzen 9 7940HS პროცესორის მქონე ლეპტოპი 13%-ით უფრო სწრაფი აღმოჩნდა ამავე ვიდეო ბარათისა და Core i9-13900H პროცესორის მქონე ლეპტოპთან შედარებით. AMD-მ ასევე შეადარა Ryzen 9 7940HS-ის წარმადობა Apple M2 Pro პროცესორს, რომელიც მოცემულია MacBook Pro-ს უახლესი თაობის ლეპტოპებში. AMD-ის ჩიპის წარმადობა 1-დან 11%-მდე მეტია ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა Blender, Cinebench R23, Photoshop, Cinebench R23 1T და Passmark CPUmark. ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 780M 1080p გაფართოების თამაშებში გამოსახულების ხარისხის დაბალ პარამეტრებზე აფიქსირებს 45-75 კადრი/წამში წარმადობას. AMD აცხადებს, რომ უახლოეს დროში გაყიდვაში გამოვა უამრავი განსხვავებული ლეპტოპი და არა მხოლოდ ლეპტოპი Ryzen 7040HS პროცესორების ბაზაზე. ერთ-ერთი ასეთი მოდელია Razer Blade 14 2023. https://tinyurl.com/8rwkfxdb
-
კომპანია Razer-მა დაიწყო შეკვეთების მიღება კომპაქტურ გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 14 2023-ზე. ლეპტოპის მთავარი მახასიათებელია ფლაგმანური, რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი Ryzen 9 7940HS არქიტექტურით Zen 4, რომლის შემადგენლობაში მოცემულია ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი Ryzen AI და ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 780M 12 ბლოკით. ფოტოს წყარო: Razer პროცესორი Ryzen 9 7940HS მუშაობს 4.0-5.2 გჰც დიაპაზონში და აქვს 16 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. ლეპტოპ Razer Blade 14 2023-ს აქვს 14-დუიმიანი დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოება - 2560 × 1600 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე 240 ჰერცი და 3 მილიწამი რეაგირების დრო. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 500 კდ/მ2, მხარდაჭერილია გამოსახულების სტაბილიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ლეპტოპში წარმოდგენილია ორი კონექტორი DDR5-5600 SO-DIMM სტანდარტის ოპერატიული მეხსიერებისთვის 64 გბ-მდე მოცულობის მხარდაჭერით, თუმცა კომპანია გვთავაზობს არჩევანს მეხსიერების ორ კონფიგურაციას შორის - 16 ან 32 გბ. ასევე მხარდაჭერილია 1 ტბ მოცულობის PCIe 4.0 NVMe SSD-ის განთავსება. Razer Blade 14 2023-ის გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია GeForce RTX 4070, ხოლო საბაზისო კონფიგურაციაში - GeForce RTX 4060. Razer Blade 14 2023-ზე ხელმისაწვდომია ერთი USB4 Type-C (40 გბ/წმ), ორი USB 3.2 Gen2 Type-C (10 გბ/წმ), აგრეთვე ორი USB 3.2 Gen2 Type-A (10 გბ/წმ). ორივე Type-C პორტს აქვს DisplayPort 1.4-ის ალტერნატიული ფუნქცია. ხელმისაწვდომია აგრეთვე ერთი სტანდარტული ზომის HDMI 2.1. ლეპტოპს აქვს Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 სტანდარტების მხარდაჭერა, Razer Chroma RGB განათების მქონე კლავიატურა ღილაკების მიწებების აღმოფხვრის ფუნქციით, ასევე მაკროსების მხარდაჭერის ფუნქცია Razer Hypershift, რომელიც ერთ კლავიშზე რამდენიმე მოქმედების განხორციელების საშუალებას იძლევა. კონფიგურაციის შესაბამისად Razer Blade 14 2023-ში მოცემულია 61.6 ვტ/სთ ან 68.1 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 10 საათამდე ავტონომიურ მუშაობას დამუხტვის გარეშე. ლეპტოპი ხელმისაწვდომი იქნება შავ, ვერცხლისფერ და ვარდისფერი ვარიანტებად. ლეპტოპებზე შეკვეთები უკვე მიიღება, მიწოდება 20 ივლისიდან დაიწყება. საბაზისო მოდელი GeForce RTX 4060-ით (TDP 140 ვტ) და 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით შეფასებულია 2399 აშშ დოლარად. 32 გბ ოპერატიული მეხსიერებისა და GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათის მქონე მოდელი იყიდება 2699 აშშ დოლარად, ხოლო ვერცხლისფერი მოდელი 32 გბ მეხსიერებითა და GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათით შეფასებულია 2799 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/4fma9c85
-
შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ზრდა წლიური კუთხით მაისში შენელდა 4.9%-დან 4%-მდე, რაც პროგნოზირებულ 4.1%-ზე დაბალია. Bitcoin-ის კურსმა დააფიქსირა 26400 აშშ დოლარიანი მაჩვენებელი, რამაც მისი ყოველდღიური ზრდის ტემპი 1.7%-მდე გაზარდა. ყოველთვიურ გამოხატულებაში ფასები გაიზარდა 0.1%-ით აპრილის 0.4%-იანი ზრდისგან განსხვავებით, რაც შეესაბამება ეკონომისტების მოლოდინებს. საბაზო ინფლაციის ზრდამ, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს, წლიურ მაჩვენებელში 5.3%, ხოლო ყოველთვიურად 0.4% შეადგინა. წინა მაჩვენებელი შესაბამისად 5.5% და 0.4% იყო. ფედერალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის შრომის სტატისტიკის მონაცემები არაერთგვაროვანი ხასიათის მატარებელია, რამაც ინვესტორების შერეული რეაქცია გამოიწვია. გლობალურ ბაზრებზე რისკისადმი ინტერესის გაძლიერება არამყარი აღმოჩნდა. აქციების ღირებულება წინა დღეების აღმასვლის გახანგრძლივებას ცდილობდა. Bitcoin-ის ფასი დაბრუნდა თავდაპირველ პოზიციებზე, ციფრული ოქროს ყოველდღიური ზრდის ტემპი 1%-მდე შემცირდა. BTC/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView Ethereum-მა დააფიქსირა 1770 აშშ დოლარიანი მაჩვენებელი. კაპიტალიზაციით მეორე კრიპტოვალუტამ დაკარგა თითქმის მთლიანი დღიური ზრდა. ETH/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView CoinGecko-ს თანახმად კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 10 ციფრული აქტივი ბოლო საათში „წითელ ზონაში“ მოხვდა. კლების მაჩვენებელი მერყეობდა 0.6%-დან (Tron) 4.5%-მდე (XRP). წყარო: CoinGecko მოცემულმა მონაცემებმა შესაძლებელი გახადა 13-14 ივნისის ფედერაციის სხდომაზე ძირითადი განაკვეთის შესაძლო ზრდის შესახებ შეშფოთება მოხსნილიყო. შემდეგი ანგარიში სამომხმარებლო ფასების ინდექსის შესახებ ივლისში გადამწყვეტ როლს ითამაშებს ფედერალური სარეზერვო სისტემის ქმედებებში, აღნიშნა Bloomberg-მა. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა და მისმა ბევრმა კოლეგამ ადრე განმარტეს, რომ მათ ურჩევნიათ გამოტოვონ განაკვეთის ზრდა ივნისის შეხვედრაზე და საჭიროების შემთხვევაში გზა დაიტოვონ სამომავლო გამკაცრებისთვის, გაიხსენა სააგენტომ. Bottom of Form პოლიტიკის გამკაცრების ვარიანტმა ერთი თვის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განიცადა - შანსები დარჩა ორი ერთის წინააღმდეგ (74% წინა დღეს). ასევე, შერბილების დაწყების იდეა არ შეცვლილა - განაკვეთის 4.75-5%-მდე შემცირების ალბათობა მიმდინარე 5-5.25%-თან შედარებით შეფასებულია 36.4%-ით წინა დღის მაჩვენებელ 30.3%-ის წინააღმდეგ. წყარო: CME Fed Watch. აქტივების მართვის კომპანია Mott Capital Management-ის დამფუძნებელმა მაიკლ კრამერმა დაუშვა პირველი კრიპტოვალუტის ფასის 20 000 აშშ დოლარამდე შემცირება. მანამდე CFTC-ის ყოფილმა თავმჯდომარე ტიმოთი მასადმა განაცხადა, რომ ციფრული აქტივების მომავალი დამოკიდებულია Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ SEC-ის სასამართლო დავის შედეგზე. https://tinyurl.com/5ccj64cb
-
AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინა გამოთვლების ამაჩქარებლის ნიმუში MI300X, რომლის მიწოდება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. კონკურენტ NVIDIA H100-თან შედარებით იგი უზრუნველყოფს 192 გბ-მდე მეხსიერების მხარდაჭერას 120 გბ-ის წინააღმდეგ. ფოტოს წყარო: Getty Images, David Becker MI300X-ზე დამყარებული ამაჩქარებლების შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა ხელოვნური ინტელექტის ენის მოდელთან, რომელიც შეიცავს 40 მილიარდ პარამეტრს. შედარებისთვის, ცნობილ სტარტაპ OpenAI-ს GPT-3-ს აქვს 175 მილიარდი პარამეტრი. როგორც ლიზა სუმ განმარტა, ენობრივი მოდელები ამ კრიტერიუმით მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ დეველოპერებს დასჭირდებათ ერთდროულად რამდენიმე GPU ერთ მოდელთან მუშაობისთვის. თუმცა მეტი მეხსიერების მხარდაჭერის წყალობით AMD MI300X-ს შეუძლია შეამციროს დამატებითი ამაჩქარებლების საჭიროება. Infinity Architecture-ის მხარდაჭერა AMD-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააერთიანონ რვა MI300X ამაჩქარებელი ერთ სისტემაში. NVIDIA-ს კონკურენტი გადაწყვეტილებები ეყრდნობა CUDA პროგრამულ ეკოსისტემას, რათა განავითაროს აპლიკაციები, რომლებიც ქმნიან ხელოვნური ინტელექტის სისტემას, ხოლო AMD ეყრდნობა ROCm პლატფორმას, რომელიც მუშაობს მოდელების ღია ეკოსისტემასთან. არქიტექტურულად, MI300X დაფუძნებულია Zen 4 და CDNA 3 არქიტექტურის ბირთვებზე, მათ ავსებს რვამდე HBM3 მეხსიერების სტეკი. MI300X ამაჩქარებლის ერთ ფირფიტაზე ტრანზისტორების საერთო რაოდენობა 153 მილიარდს აღწევს. AMD-ის ამაჩქარებელი ასევე აღემატება NVIDIA-სას მეხსიერების სიჩქარის მხრივ, რომელიც აღწევს 5.2 ტბ/წმ-ს, ხოლო Infinity Fabric ინტერფეისი გადასცემს 896 გბ-მდე ინფორმაციას წამში. https://tinyurl.com/bddcbr8t
-
მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოსალოდნელია Google Pixel 8 სმარტფონების გამოსვლა და, როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვიტა აქტუალურ Pixel 7-ში გამოყენებული კამერების კომპლექტაციის სქემის გამოყენება. როგორც ადრე, Pro მოდელს უფრო მეტი ნაკრები ექნება საბაზისოსთან შედარებით, განმარტა რესურს Android Authority-მ. ფოტოს წყარო: androidauthority.com Google Pixel 7 და 7 Pro, რომელთა დებიუტი გასულ წელს შედგა, აღჭურვილია ძირითადი კამერებით, რომლებიც დამყარებულია Samsung Isocell GN1 სენსორებზე. Pixel 8 და 8 Pro-ს ექნება უფრო მოწინავე 50-მეგაპიქსელიანი Isocell GN2 სენსორი, რომელიც მოიცავს 35%-ით მეტ სინათლეს დროის ექსპოზიციის შემცირებისას. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ფოტოგადაღებების ხარისხი ცუდი განათების პირობებში, ბუნდოვანი გამოსახულებები კი შემცირდება. სმარტფონების სუპერფართოკუთხიანი კამერები განსხვავებული იქნება. საბაზისო Pixel 8-ს ექნება სენსორი Sony IMX386, რომელიც გადმოტანილია ჯერ კიდევ Pixel 6 მოდელიდან, ხოლო Pixel 8 Pro-ს ექნება 64-მეგაპიქსელიანი IMX787 - იგივე სენსორი, რომელიც გამოყენებულია დაბალბიუჯეტური Pixel 7A-ს ძირითად კამერაში. ამასთან, Pixel 8-სა და 8 Pro-ში გაფართოვდება ფართოკუთხიანი კამერის ხედვის არეალი: პირველი 0.67x-დან 0.55x-მდე, ხოლო მეორე 0.55x-დან 0.49x-მდე. Pixel 8 Pro-ს ტელეფოტო ლინზას კვლავ ექნება ხუთმაგი ოპტიკური ზუმი და 48MP Samsung-ის სენსორი. ასევე შენარჩუნებული იქნება Samsung-ის 11-მეგაპიქსელიანი სენსორი წინა კამერაზე. და ბოლოს, წყარომ დაადასტურა, რომ Google Pixel 8 Pro აღჭურვილი იქნება უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრით. https://tinyurl.com/463ue65n
-
ამერიკულ Bitcoin-ბირჟებს დიდი ალბათობით მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ SEC-ში, როგორც ბროკერები, და პლატფორმებზე ყველა კრიპტოვალუტა კლასიფიცირებული იქნება, როგორც ფასიანი ქაღალდები. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ JPMorgan-ის სტრატეგები, წერს The Block. ექსპერტების აზრით, ეს სიტუაცია ინდუსტრიაზე სერიოზულ ზეწოლას მოახდენს. თუმცა, კომპანიას მიაჩნია, რომ ამ მიდგომას აქვს დადებითი ასპექტებიც - ციფრულ აქტივებზე იგივე კანონმდებლობა გავრცელდება, რაც ტრადიციულზე. მანამდე SEC-მა სარჩელი შეიტანა Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ და პლატფორმები არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში დაადანაშაულა. JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კომისიის ქმედებები აძლიერებს აშშ-ის კანონმდებლების მიერ მკაფიო მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობას. სიცხადის გარეშე აშშ-ის კრიპტო აქტივობა სავარაუდოდ გავა ქვეყნიდან, გადავა დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებში და სექტორის ვენჩურული კაპიტალის დაფინანსება შემცირდება, განაცხადეს მათ. ახალი წესები „გაათავისუფლებს ინდუსტრიას ცუდი პრაქტიკისა და არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისგან, რაც თავის მხრივ აუცილებელია ინდუსტრიის მომწიფებისა და მეტი ინსტიტუციური ჩართულობისთვის“, განმარტა ორგანიზაციამ. სასამართლო დოკუმენტებში SEC-მა ფასიანი ქაღალდებად ათზე მეტი ტოკენი დაასახელა. ექსპერტების აზრით მარეგულირებლის გამარჯვებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ მონეტების გაუქმება და მათი ბლოკჩეინის პოტენციური განვითარების შეზღუდვა. „იმის გათვალისწინებით, რომ SEC-ის მიერ მიზანში ამოღებული ტოკენების უმეტესობა Ethereum-ის კონკურენტია, მარეგულირებლის ქმედებები ზრდის იმის ალბათობას, რომ ქსელის დომინირება კიდევ უფრო გაიზრდება ბლოკჩეინის სივრცეში“, - განაცხადეს JPMorgan-ში. შეგახსენებთ, კომისიის თავმჯდომარე გერი გენსლერმა აღნიშნა, რომ კრიპტო ინდუსტრია სავსეა თაღლითობებით და წააგავს 1920-იანი წლების ფასიანი ქაღალდების ბაზარს რეგულაციების შემოღებამდე. ინვესტორმა კევინ ო'ლირიმ გამოაცხადა აშშ-ში კრიპტოვალუტების "ველური დასავლეთის ეპოქის" დასრულება. მისი აზრით მარეგულირებლის სასამართლო პროცესები სავაჭრო პლატფორმების წინააღმდეგ დამახსოვრებული იქნება, როგორც გარდამტეხი მომენტი ინდუსტრიაში, რაც საბოლოოდ დაეხმარება მთელ ბაზარს - გახდეს „უფრო ეკოლოგიური“. Cardano-ს დამფუძნებელმა ჩარლზ ჰოსკინსონმა ასევე გააზიარა თავისი მოსაზრებები სასამართლო დავის სააგენტოს მას მიაჩნია, რომ SEC-ის საქმე Binance-ის წინააღმდეგ მოტივირებულია სააგენტოს „პოლიტიკური და ფილოსოფიური უთანხმოებით“ კრიპტოვალუტების არსებობის შესახებ. https://tinyurl.com/yc4b2ruz
-
Intel დაინტერესებულია Arm-ის მსხვილი პაკეტის შეძენით
Magdalena posted a topic in Intel & დედა დაფები
მიმდინარე წლის ბოლომდე იაპონური კორპორაცია SoftBank, რომელიც 2016 წლიდან ფლობს ბრიტანულ პროცესორების არქიტექტურის დეველოპერ Arm-ს, აპირებს ამ მისი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება გაიტანოს საფონდო ბირჟაზე 8-დან 10 მლრდ აშშ დოლარამდე მოზიდვის მიზნით. ახლახანს გავრცელდა ცნობები, რომ Intel დაინტერესებულია Arm-ის აქციების მსხვილი პაკეტის შეძენით. ფოტოს წყარო: Arm ჯერ ამის შესახებ Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ამ თემაზე Intel-სა და SoftBank-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, შემდეგ ეს ინფორმაცია Bloomberg-მა დაადასტურა. უახლესი წყაროს თანახმად Arm ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვა პოტენციურ IPO გამომწერებთან, რომლებიც შეიძლება გახდნენ ბრიტანული ჰოლდინგის აქციების დიდი წილის მფლობელები. შეგახსენებთ, რომ Arm ემზადება აქციების გასაყიდად ამერიკულ საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე და აპრილში შეიტანა შესაბამისი განაცხადი იმ იმედით, რომ წლის ბოლომდე დაასრულებს განთავსებას. Intel-ის ინვესტიციების სტრუქტურა არ არის დაკონკრეტებული, ტრანზაქციის სავარაუდო მხარეები სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. მოლაპარაკებების დადებითი შედეგი ასევე არ არის გარანტირებული, Intel-მა შესაძლოა საერთოდ უარი თქვას ამ იდეაზე. თუ მოლაპარაკებებს რაიმე დადებითი შედეგი აღმოაჩნდება, Intel შესაძლოა გამოჩნდეს Arm-ის მიერ IPO-ს წინ მომზადებულ ინვესტორთა პროსპექტში და გახდეს ე.წ. "წამყვანი ინვესტორი". როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში წამყვანი ინვესტორები ყიდულობენ კომპანიის 100-დან 200 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების აქციებს. ბოლო დროს Intel და Arm ერთმანეთს დაუახლოვდნენ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რადგან პირველმა მათგანმა გამოთქვა მზადყოფნა ამ უკანასკნელის მომხმარებლებს მიაწოდოს დეველოპერების ინსტრუმენტები, რაც მათ საშუალებას მისცემს შექმნან პროცესორები Arm არქიტექტურით, რომელთა მომავალში წარმოებასაც Intel-ი შეძლებს კონტრაქტის საფუძველზე. დამოუკიდებელი შეფასებით Arm-ის კაპიტალიზაციამ IPO-ს დროს შეიძლება მიაღწიოს 30-დან 70 მლრდ აშშ დოლარს, მაგრამ SoftBank გამოთქვამს სურვილს დარჩეს ბრიტანული ჰოლდინგის მთავარ აქციონერად. https://tinyurl.com/3u9vmydk -
Apple M2 Ultra ჩიპის მქონე ახალ Mac Pro დესკტოპ კომპიუტერებს საკმარისი ადგილი აქვთ სრული ზომის დისკრეტული ვიდეო ბარათის განთავსებისთვის, ასევე დედა დაფაზე მოცემულია ექვსი სლოტი PCIe 4.0 x16 (მათგან ოთხი x8 რეჟიმში მუშაობს). მიუხედავად ამისა, დამატებითი GPU-ების დამატების მსურველებს ეს სლოტები არ გამოადგება - დისკრეტული ვიდეო ბარათის განთავსება მხარდაჭერილი არ არის. ფოტოს წყარო: Apple როგორც Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, M2 Ultra-ს არქიტექტურა ითვალისწინებს უნიფიცირებული ოპერატიული მეხსიერების გამოყენებას, ამიტომ გაუგებარია, ამ სისტემაში როგორ უნდა იყოს შესაძლებელი დამატებითი GPU-ის დაკავშირება და „ამის გაკეთება ისე, რომ გადაწყვეტილება ოპტიმიზებული იყოს Apple-ის სისტემებზე“. ახალი Mac Pro შეიქმნა ერთკრისტალიან პლატფორმა Apple M2 Ultra-ს გამოყენების გათვალისწინებით, რომელიც აღჭურვილია მძლავრი ინტეგრირებული 60- ან 72-ბირთვიანი GPU-ით. ფოტოს წყარო: Apple ჩიპი უზრუნველყოფს GPU-ის წვდომას Mac Pro-ს უნიფიცირებულ მეხსიერებაზე, რომლის მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 64, 128 ან 192 გბ-ს. Apple ამტკიცებს, რომ შედეგად მის ინტეგრირებულ GPU-ებს შეუძლია საჭირო მომენტში მიიღოს ბევრად მეტი ვიდეომეხსიერება, ვიდრე სამუშაო სადგურებში მოცემულ ნებისმიერ ვიდეო ბარათს 32 ან 48 გბ მეხსიერებით. როგორც Apple-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერნუსმა განაცხადა, მართალია, 192 გბ ოპერატიული მეხსიერება უფრო ნაკლებია 2019 წლის Mac Pro-ში მოცემულ 1.5 ტერაბაიტთან შედარებით, თუმცა იგი ბევრად მეტია იმაზე, რაც ოდესმე ნებისმიერ GPU-ს ჰქონია. თუმცა, მესამე მხარის გრაფიკული ბარათების მხარდაჭერის ნაკლებობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პროდუქტის რეპუტაციას, ვინაიდან, მაგალითად, NVIDIA-ს GPU-ები აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების სწავლებისთვის. შესაბამის კითხვას Apple-ის წარმომადგენელმა უპასუხა შემდეგნაირად, რომ NVIDIA ამ ამოცანას ნამდვილად კარგ ასრულებს, თუმცა Apple-ს სურდა ფოკუსირება მოეხდინა იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მომხმარებლებისთვის და ამ ამოცანას კარგად ართმევს თავს. ამავე დროს მან ხაზგასმით აღინიშნა, რომ „რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ერთიანი არქიტექტურით და ჩვენი M2 Ultra არის ის, რისი გაკეთებაც სხვას არ შეუძლია“. მიუხედავად იმისა, რომ Mac Pro-ს არ აქვს დისკრეტული გრაფიკული ბარათების მხარდაჭერა, PCIe Gen 4 სლოტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ქსელის ბარათების ან მონაცემთა შენახვის მოწყობილობების დასაკავშირებლად. ეს გააუმჯობესებს Mac Pro-ს შესაძლებლობას - იმუშაოს უფრო მეტი მოცულობის აუდიო/ვიდეოს რედაქტირებაზე კომპაქტურ და ხელმისაწვდომ Mac Studios-თან შედარებით. ახალი Mac Pro-ს საწყისი ფასი 6999 აშშ დოლარია, მაქსიმალური კომპლექტაციის ფასმა კი შესაძლოა 12 ათას აშშ დოლარს გადააჭარბოს. https://tinyurl.com/2c38cprz
-
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა კრიპტო აქტივების ანგარიშგების სისტემა და ცვლილებები საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის საერთო სტანდარტში (CRS). სტრუქტურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები არ არის სავალდებულო, მაგრამ წარმოადგენს სახელმძღვანელოს მონაწილე ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისთვის. „საგადასახადო გამჭვირვალობის ახალი საერთაშორისო სტანდარტები მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაძლიერდეს ძალისხმევა გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ საბრძოლველად ციფრულ და გლობალიზებულ მსოფლიო ეკონომიკაში“, - განაცხადა OECD-ის გენერალურმა მდივანმა მათიას კორმანმა. დოკუმენტში OECD-მ აღიარა კრიპტო ინდუსტრიის გავლენა ეკონომიკაზე, მათ შორის საგადასახადო შემოსავლებზე სხვადასხვა ქვეყანაში. CARF შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან: შესაბამისი საგადასახადო ინფორმაციის შეგროვების წესები, როგორიცაა აქტივების მოცულობა და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ მათთან ოპერაციებს; ახალი მრავალმხრივი ორგანო მათი აღსრულებისთვის; XML ელექტრონული ფორმატი მარეგულირებლებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის. CRS-ში წარმოდგენილი ცვლილებები მოიცავს ჩანართს CBDC-ების შესახებ, რაც შეიძლება დაექვემდებაროს საგადასახადო შესაბამისობის მოთხოვნებს. დოკუმენტს ასევე დაემატა ტერმინი Specified Electronic Money Product, რომელიც მოიცავს ფიატური ვალუტის ციფრულ წარმოდგენებს. OECD არეგულირებს მექანიზმს, თუ როგორ უნდა კონტროლდებოდეს და დაიბეგროს იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტას. CRS შეიცავს ცნებებს, როგორიცაა საფულეები, ბირჟები, DLT-ები და ციფრულ აქტივებზე დამყარებული დერივატივები. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში G7-ის ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრების შესაძლებლობა მთელ მსოფლიოში. https://tinyurl.com/yckj6dp9
-
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ NVIDIA ვიდეო ბარათ GeForce RTX 4060-ს მომავალი თვის შუა რიცხვებში გამოუშვებდა. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ კომპანიის გეგმები შეიცვალა და გრაფიკული ამაჩქარებელი 29 ივნისს იქნება წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: MEGAsizeGPU / Twitter წყაროს ცნობით GeForce RTX 4060-ის მიმოხილვები 28 ივნისს გამოქვეყნდება, მეორე დღეს კი ამაჩქარებლის ოფიციალურად წარდგენა შედგება ფართო საზოგადოების წინაშე. ამაზე მიუთითებს NVIDIA-ს შიდა დოკუმენტები, რომლებიც ინსაიდერ MEGAsizeGPU-ის ხელში აღმოჩნდა. ადრე ვარაუდობდნენ, რომ GeForce RTX 4060 ივლისში იქნებოდა წარმოდგენილი GeForce RTX 4060 Ti 16 გბ ვარიანტთან ერთად. რაც შეეხება თავად GeForce RTX 4060 გრაფიკულ ბარათს, იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება GeForce RTX 4060 Ti-სგან. ამაჩქარებელს საფუძვლად უდევს AD107 GPU. გრაფიკულ ბარათს სავარაუდოდ ექნება 3072 CUDA ბირთვი, 24 RT ბირთვი, 96 Tensor ბირთვი, ხოლო GeForce RTX 4060 Ti-ს აქვს 4352 CUDA ბირთვი, 34 RT ბირთვი და 136 Tensor ბირთვი. ახალი ვიდეო ბარათი გამოვა 8 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერებით, 128-ბიტიანი სალტით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების დონეა 115 ვატი. GeForce RTX 4060 ამაჩქარებელი იქნება AMD Radeon RX 7600 გრაფიკული ბარათის პირდაპირი კონკურენტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 270 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/37uzjrp6
-
კომპანია Microsoft-მა Xbox Games Showcase-ზე დააანონსა Xbox Series S გეიმინგ კონსოლის შავი ვერსია, რომელიც აღჭურვილია ინტეგრირებული 1 ტბ მყარი დისკით, რაც ორჯერ აღემატება კონსოლის სტანდარტული თეთრი ვერსიის მუდმივ მეხსიერებას. ფოტოს წყარო: Microsoft სიახლე Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა (Phil Spencer) გააზიარა, ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაზარდა Xbox Series X გეიმინგ კონსოლის მიწოდების მოცულობა. ორიგინალი თეთრი კონსოლი Xbox Series S წარმოდგენილია სარეკომენდაციო ფასით 299 აშშ დოლარი, თუმცა აქვს მხოლოდ 512 გბ მუდმივი მეხსიერება. დამატებითი 512 გბ-სთვის გადასახდელია 50 აშშ დოლარი. სხვა სიტყვებით, შავი ვერსია შეფასებულია 349 აშშ დოლარად. 1 ტბ მეხსიერების მქონე შავი Xbox Series S-ის წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. ახალი კონსოლის მიწოდება დაიწყება 1 სექტემბერს, ზუსტად იმ დროისთვის, როდესაც დაგეგმილია თამაშების - Starfield-ისა და Forza Motorsport-ის გამოსვლა. https://tinyurl.com/3z6nx6sz
-
კრიპტო ბირჟები, რომლებსაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) აშშ-ის კანონების დარღვევაში ადანაშაულებს, განიცდიან თანხების მასიურ გადინებას მომხმარებლების ანგარიშებიდან, თუმცა ჯერჯერობით ისინი უმკლავდებიან აქტივების გადინებას. SEC-ის მიერ Binance-ის, Binance.US-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ შეტანილმა სარჩელებმა გამოიწვია 4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადინება ღია ბლოკჩეინის მონაცემების მიხედვით. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ჯამურმა წმინდა გადინებამ შეადგინა 3.1 მლრდ აშშ დოლარი Ethereum-ის ქსელიდან და 864 მლნ აშშ დოლარი - Bitcoin-ის ქსელიდან, განაცხადეს ანალიტიკურმა სააგენტოებმა Nansen-მა და Glassnode-მა - წმინდა გადინება ნიშნავს, რომ გატანილი თანხების მოცულობა აღემატება შეტანილ დეპოზიტებს. პლატფორმები კეთილსინდისიერად ამუშავებენ ყველა ტრანზაქციას. გასულ ორშაბათს SEC-მა უჩივლა საერთაშორისო კრიპტო ბირჟა Binance-ს, მის ამერიკულ ვერსია Binance.US-ს და პირადად პლატფორმების ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონების მთელი რიგი დარღვევებისთვის. მეორე დღეს სააგენტომ უჩივლა Coinbase-ს და პლატფორმა დაადანაშაულა საზოგადოებისთვის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების მიყიდვაში. ამ ქმედებებმა კრიპტო ბაზარი შეარყია: მარეგულირებლის მიერ ფასიან ქაღალდებად კლასიფიცირებული BNB, ADA და MATIC ტოკენების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა კვირის განმავლობაში. SEC-ის სწრაფვამ - გაყინოს Binance.US-ის აქტივები და შემდგომ პლატფორმის მიერ დოლარზე უარის თქმამ პირიქით განაპირობა Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფასების მატება, რადგან ტრეიდერებმა აქტივების გატანა დაიწყეს. Nansen-ის ინფორმაციის მიხედვით ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტო ბირჟა Binance-მა ოთხ დღეში განიცადა 2 მლრდ აშშ დოლარის გადინება Ethereum-ის ბლოკჩეინზე - ჩათვლილია საკუთრივ ETH მონეტა და ამ ქსელის სხვა კრიპტოვალუტები. ამავე პერიოდში გატანილი Bitcoin-ის მოცულობამ შეტანილის რაოდენობას 838 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა, აღნიშნავს Glassnode. ოთხშაბათს 13953 Bitcoin-ის წმინდა გადინება იყო ყველაზე დიდი დღიური ვარდნა გასული წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ინვესტორებმა დაკარგეს ნდობა ბირჟის სარეზერვო ანგარიშების მიმართ კრიპტო ბირჟა FTX-ის გაკოტრებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო. აბსოლუტური თვალსაზრისით თანხების გადინება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ Binance-ის კრიპტო საფულეების მონაცემებს, გატანილი ფული პლატფორმის მთლიანი აქტივების მხოლოდ 5%-ია. Coinbase-ის თანხების წმინდა გადინება Ethereum-იდან იმავე პერიოდსში შეადგენდა 1 მლრდ აშშ დოლარს, გამოთვალა Nansen-მა, ხოლო 25 მლნ აშშ დოლარი გავიდა Bitcoin-ის ქსელიდან - განაცხადა Glassnode-მა. https://tinyurl.com/2m9f5pmy
-
გასული წლის ზაფხულში კომპანია Intel-მა წარადგინა არქიტექტურა Arc Alchemist-ზე დამყარებული პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების სერია Arc Pro A. იმ დროს კომპანიამ დააანონსა ამაჩქარებლის ორი მოდელი - Intel Arc Pro A40 და Intel Arc Pro A50 დესკტოპ და მობილურ ვარიანტებში. ამჟამად კი კომპანიამ წარადგინა უფრო მაღალი წარმადობის მოდელი Arc Pro A60, ასევე მისი მობილური ვერსია Arc Pro A60M. ფოტოს წყარო: Intel ახალ ვიდეო ბარათს საფუძვლად უდევს ACM-G12 გრაფიკული პროცესორი 16 Xe ბირთვით (256 შეიდერ-ბლოკი 32-ბიტიანი ოპერაციებისთვის). გარდა ამისა, ჩიპის შემადგენლობაში მოცემულია 16 ბლოკი რეითრეისინგის აჩქარებისთვის. GPU-ის სიხშირეა 1300 მჰც. წინა მოდელებთან შედარებით ახალ Arc Pro A60-ს აქვს მეხსიერების ორჯერ მეტი სიჩქარე - 384 გბ/წმ. Arc Pro A60 მოდელის GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 12 გბ, რაც ასევე ორჯერ მეტია უმცროს Arc Pro A40 და Arc Pro A50 მოდელებთან შედარებით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 130 ვატს შეადგენს. დესკტოპ ვერსიას აქვს გაგრილების სისტემა რადიალური ქულერითა და ოთხი DisplayPort კონექტორით, ვიდეო ბარათი გაფართოების ერთ სლოტს იკავებს. აპლიკაციების ჩამონათვალი, რომლებშიც Arc Pro A60-ის შესაძლებლობები გამოდგება, ასე გამოიყურება: Autodesk 3ds Max, Autodesk AutoCAD, Autodesk Fusion 360, Autodesk Inventor, Autodesk Maya, Bentley MicroStation, Dassault Systèmes SOLIDWORKS, Nemetscheck VectorWorks, PTC Creo, Siemens NX და Siemens Solid Edge. გერმანულ რესურს HardwareLuxx-ის ინფორმაციით დესკტოპ მოდელი Arc Pro A60 გაყიდვაში უახლოეს კვირებში გამოვა, ბარათის სარეკომენდაციო ფასი 175 აშშ დოლარია. მობილური Arc Pro A60M კი ლეპტოპების შემადგენლობაში უახლოესი თვეების შემადგენლობაში გამოჩნდება. https://tinyurl.com/29rr628b
-
თანამშრომლებთან კორპორატიულ შეხვედრაზე Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია დაიწყებს ტექსტის, სურათების და ვიდეოს გენერატორების ინტეგრირებას თავის წამყვან სოციალურ პლატფორმებზე - Facebook-სა და Instagram-ზე. ფოტოს წყარო: WordPress მიუხედავად იმისა, რომ Meta ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა ხელოვნური ინტელექტის გენერაციული მოდელების შექმნასა და კვლევაში, კომპანიამ არ იჩქარა მათი საკუთარ პროდუქტებში ინტეგრაცია. თანამშრომლებთან შეხვედრაზე ცუკერბერგმა დააანონსა რამდენიმე ტექნოლოგია, რომლებიც შემუშავებისა და შიდა ტესტირების ადრეულ სტადიაზეა. ამ ტექნოლოგიებიდან ბევრი ხელმისაწვდომი გახდება კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების მომხმარებლებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეცვალონ საკუთარი სურათები და ფოტოები ტექსტური აღწერილობის საფუძველზე და შემდეგ გააზიარონ ისინი Instagram Stories-ზე. კიდევ ერთი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ბოტის განსხვავებული პიროვნება და შესაძლებლობები. ისინი შეძლებენ მომხმარებლების დახმარებას ან გართობას. ეს ბოტები ძირითადად გამოყენებული იქნება Facebook Messenger-სა და WhatsApp-ზე. კომპანია ასევე უმასპინძლებს შიდა ჰაკათონს (დეველოპერების ფორუმს) ივლისში, რომელიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს მიეძღვნება. სანამ Meta ჯერ კიდევ ფიქრობს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროდუქტებში ჩართვაზე, სხვა ტექნოლოგიური გიგანტები უკვე ინტეგრაციის პროცესში არიან. მაგალითად, Microsoft ამატებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ასისტენტს Office-ის კომპლექტში, ოპერაციულ სისტემა Windows-სა და საძიებო სისტემა Bing-ში. Meta-ს უშუალო კონკურენტმა Snapchat-მა გამოუშვა ბოტი Snap, ხოლო სხვა კომპანიებმა, მაგალითად Adobe-მა და Salesforce-მა გამოუშვეს ახალი ფუნქციები, რომლებიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს მათ პროდუქტებთან აერთიანებს. „გასული წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით რამდენიმე მართლაც საოცარი მიღწევის მოწმენი, ეს იყო ხარისხიანი გარღვევა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, ავიღოთ ეს ტექნოლოგიები და შევიტანოთ ისინი ჩვენს თითოეულ პროდუქტში“, - განაცხადა ცუკერბერგმა გამომცემლობა Axios-სთან საუბრისას. https://tinyurl.com/4hkp2mz7
-
სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტო ბირჟა Crypto.com-მა გამოაცხადა, რომ ხურავს აშშ-ის ინსტიტუციურ მომხმარებელთა მომსახურების პროგრამას ამ სერვისებზე მოთხოვნის ნაკლებობის მოტივით. რეალური მიზეზი კი შესაძლოა იყოს ამერიკული მარეგულირებლის საჩივრები პლატფორმების - Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ. ფოტოს წყარო: Pete Linforth / pixabay.com ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის არიან მსხვილი ორგანიზაციები: საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და ბანკები. „ჩვენ ახლახანს მივიღეთ საქმიანი გადაწყვეტილება - შევაჩეროთ Crypto.com-ის აშშ-ის ინსტიტუციური პროგრამა 2023 წლის 21 ივნისს 23:59 საათიდან აშშ-ის ინსტიტუტების მხრიდან არსებული შეზღუდული მოთხოვნის გამო მიმდინარე საბაზრო გარემოში. ინსტიტუციონალურ მომხმარებლებს, რომლებზეც ეს გავლენას მოახდენს, წინასწარ ეცნობებათ გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერის შესახებ“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში. Crypto.com-მა აღნიშნა, რომ პროგრამის დახურვა გავლენას არ მოახდენს საცალო ვაჭრობის მიმართულებებზე, მათ შორის, აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიასთან (CFTC) დაკავშირებულ UpDown Options კრიპტო დერივატივების შეთავაზებაზე. პლატფორმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მომავალში შესაძლოა დააბრუნოს ინსტიტუციური ინვესტორების მომსახურების პროგრამა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში მოხდება ეს. https://tinyurl.com/4967mupv
-
კომპანია Intel-მა გამოაცხადა, რომ მისი გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS ახლა მხარდაჭერილია 50-ზე მეტ სხვადასხვა თამაშსა და აპლიკაციაზე. მხარდაჭერა უზრუნველყოფილია როგორც ძველ, ასევე უახლეს თამაშებში. სათანადო განვითარების შედეგად XeSS-ს შეუძლია დაიმკვიდროს თავი, როგორც ღირსეულმა კონკურენტმა მასშტაბირების სხვა ტექნოლოგიებს შორის, როგორებიცაა NVIDIA DLSS და AMD FSR. ფოტოს წყარო: Intel XeSS-ის მხარდაჭერის მქონე ყველაზე გამორჩეულ გეიმინგ პროექტებს შორისაა Cyberpunk 2077, Assassin's Creed Valhalla და Control, ცოტა ხნის წინ მისი მხარდაჭერა Diablo IV-შიც გამოჩნდა. ცხადია, XeSS-ის დამატება AAA თამაშებში გვიჩვენებს დეველოპერების ნდობას Intel-ისა და მისი ტექნოლოგიების მიმართ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. XeSS-ის კონკურენცია იზრდება. NVIDIA-მ ახლახანს გამოაცხადა, რომ მისი DLSS 1 და DLSS 2 მასშტაბირების ტექნოლოგიების მხარდაჭერა ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ თამაშში. მაგრამ ტექნოლოგიის უახლესი ვერსია, DLSS 3, მხოლოდ 30-ზე ცოტა მეტ თამაშშია ხელმისაწდომი. რაც შეეხება AMD-ს, 200-ზე მეტი თამაში მხარს უჭერს მის FSR 1.0 სკალირების ტექნოლოგიას, ხოლო 100-ზე მეტ თამაშში მხარდაჭერილია FSR 2.0. Intel-ის ინფორმაციით, 64 თამაშს და აპლიკაციას უკვე აქვს ან მალე მიიღებს XeSS-ის მხარდაჭერას. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ მოცემულ ფოტოზე. https://tinyurl.com/37per7xk
-
Apple M2 Ultra მძლავრი პროცესორია 24 ბირთვითა და ინტეგრირებული გრაფიკული ქვესისტემის 76 ბირთვით. იგი, სავარაუდოდ, უფრო სწრაფია 28-ბირთვიან Intel Xeon W-სთან შედარებით, რომელიც 2019 წლის Mac Pro-შია წარმოდგენილი, Apple-ის ახალი სამუშაო სადგურების მფლობელები წარმადობის აშკარა ზრდას შეამჩნევენ. ხოლო Geekbench 5-ის ტესტებში პროცესორმა ვერ შეძლო AMD-ისა და Intel-ის აქტუალურ პროცესორებზე უკეთესი შედეგის ჩვენება - კონკურენტებს მეტისმეტად ბევრი ბირთვი და ძალიან მაღალი ტაქტის სიხშირეები აქვთ. ფოტოს წყარო: apple.com სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი პროცესორები განსაკუთრებული კატეგორიაა. მათში გაერთიანებულია დესკტოპებისა და სერვერების ჩიპების უპირატესობები: მათი წარმადობა, ერთი მხრივ, უნდა იყოს მასშტაბირებადი, მეორე მხრივ კი დააფიქსიროს სტაბილურად მაღალი მაჩვენებლები მაღალ დატვირთვებზე. ეს ნიშნავს მაღალ წარმადობას ტაქტზე, მაღალ ტაქტის სიხშირეებს, ბევრ ბირთვს, დიდი მოცულობის მეხსიერების მხარდაჭერას და PCIe არხების დიდ რიცხვს. მითითებულ მოთხოვნებს შეესაბამება 56-ბირთვიანი Intel Xeon W9-3495X და 64-ბირთვიანი AMD Ryzen Threadripper Pro W5995X. ფოტოს წყარო: tomshardware.com Apple M2 Ultra - ეს გახლავთ გაერთიანებული ორი კრისტალი M2 Max, რომლებიც თავდაპირველად შემუშავდა MacBook Pro და Mac Studio კომპიუტერებისთვის. M2 Max ჩიპში არ არის გათვალისწინებული არც მაღალი ტაქტის სიხშირეები, არც გაფართოების შესაძლებლობა - მასზე მხარდაჭერილია ოპერატიული მეხსიერების ფიქსირებული მოცულობა, დისკის სივრცის მხრივადაც საქმე მარტივად არ არის. სამუშაო დატვირთვის ზდისას ტაქტის სიხშირის გაზრდის ნაცვლად საქმეში ერთვება ინტეგრირებული ამაჩქარებლები. შეზღუდული სიმძლავრისა და გაგრილების გამო ჩიპში არ არის მოცემული ბირთვების დიდი რაოდენობა. ჯამში Apple M2 Ultra ჩამოუვარდება Intel Core i9-13900K-ს ტაქტის სიხშირეებით, ხოლო AMD Ryzen Threadripper Pro W5995WX-ს - ბირთვების რაოდენობით. ასე, რომ Geekbench 5-ის ტესტში Apple-ის ახალი ფლაგმანი ჩამორჩება Intel Core i9-13900K-ს ერთნაკადიან და მრავალნაკადიან სამუშაო დატვირთვებში. პირდაპირ კონკურენტებს - AMD Ryzen Threadripper Pro W5995X-სა და Intel Xeon W9-3495X-ს იგი აღემატება ერთნაკადიან ტესტებში, მაგრამ ბევრად ნელია ბევრი ბირთვის საჭიროების შემთხვევაში. Geekbench 5 - ეს, რა თქმა უნდა, სინთეტიკური ბენჩმარკია, რომელიც სრულად ვერ ასახავს ჩიპის რეალურ შესაძლებლობებს, თუმცა წარმოდგენას იძლევა ცენტრალური პროცესორის შესაძლებლობებზე სპეციალური ამაჩქარებლების გათვალისწინების გარეშე. ასეთი ამაჩქარებლები კი Apple M2 Ultra-ში საკმაოდ ბევრია, ასე რომ რეალური სიმძლავრე პრაქტიკაში გამოჩნდება. https://tinyurl.com/yc4fmyyh
-
მომხმარებელთა ევროპულმა ორგანიზაციამ (BEUC) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მიუთითებს კრიპტოვალუტების შეცდომაში შემყვან რეკლამებზე პოპულარულ სოციალურ ქსელებში. BEUC-მ აღნიშნა, რომ Instagram, YouTube, Twitter, Facebook და TikTok "საკვანძო მოთამაშეები" არიან ციფრული აქტივების პოპულარიზაციაში. ორგანიზაციის განცხადებით მომხმარებლები სრულად არ არიან გათვითცნობიერებულნი მათთან დაკავშირებულ რისკებში. ანგარიშის მიხედვით Facebook-ის რეკლამის განმთავსებლები არღვევენ წესებს, რომლებიც კრძალავს არალიცენზირებული ფინანსური პლატფორმების პოპულარიზაციას. „მათი მაღალი არასტაბილურობისა და სპეკულაციური ხასიათის გამო ციფრული აქტივები რჩება ძალიან სარისკო საინვესტიციო პროდუქტად, რომელიც არ არის შესაფერისი მრავალი მომხმარებლისთვის. ტრადიციული ინვესტიციებისგან განსხვავებით კრიპტოვალუტა არ არის გამყარებული მატერიალური ფასეულობებით და ძირითადად ემყარება სპეკულაციას, რაც მას ძალიან არასტაბილურს ხდის“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. რაც შეეხება Twitter-ს, ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ილონ მასკის გადაწყვეტილება სოციალური ქსელის კლასიკური ლოგოს Dogecoin-ის სიმბოლოთი შეცვლაზე, რამაც გამოიწვია კოინის ფასის თითქმის 25%-ით ზრდა. ამავდროულად პლატფორმის პოლიტიკა კრძალავს კრიპტოვალუტის ნებისმიერ რეკლამას. BEUC-ის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ე.წ. „ფინფლუენსერებზე“ (Finfluencers') რომლებიც „ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა“ ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. „სოციალურ მედიაში ინფლუენსერები სულ უფრო მეტად ჰპირდებიან მომხმარებლებს სწრაფად გამდიდრებას. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ეს მტკიცებები ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს და ინვესტორები რისკავენ სამართლის მხარდაჭერის გარეშე ბევრი ფულის დაკარგვას, ”- განაცხადა BEUC-ის ხელმძღვანელმა მონიკ გოიენსმა. მიუხედავად ეროვნული მარეგულირებლების მცდელობისა - ებრძოლონ შეცდომაში შემყვან რეკლამას, პრობლემას ჯერ კიდევ აკლია ყოვლისმომცველი მიდგომა, ნათქვამია მოხსენებაში. მომხმარებელთა ევროპული ორგანიზაციის შემოთავაზებაა რამდენიმე ღონისძიება ასეთი მარკეტინგული კამპანიების წინააღმდეგ: უფრო მკაცრი სარეკლამო პოლიტიკა და უფრო მკაცრი აღსრულება; გავლენიანი პირებისგან რისკების მკაფიო იდენტიფიკაცია; მჭიდრო ურთიერთობა ევროკომისიასთან ციფრული აქტივების ხელშეწყობის მიმართულებით; ევროპის მომხმარებელთა დაცვის ორგანოებსა და ზედამხედველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობა. მანამდე დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლებმა გამოაქვეყნეს კრიპტო რეკლამის მოთხოვნების სია. ნაშრომი „ფინფლუენსერებს“ სთხოვს განიხილონ, არიან თუ არა ისინი „სწორი ადამიანები“ პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. თებერვალში გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ განაცხადა, რომ ციფრული აქტივების არაავტორიზებული მოძრაობა პატიმრობით დაისჯება. შეგახსენებთ, რომ მარტში ბელგიამაც გამოაქვეყნა კრიპტოვალუტების რეკლამის წესები. ამ სფეროზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის ორგანო. https://tinyurl.com/y2r5a424
-
ანალიტიკურმა კომპანია Jon Peddie Research-მა ჩაატარა დისკრეტული გრაფიკული ბარათების გლობალური ბაზრის კვლევა პირველი კვარტლის შედეგების შესაჯამებლად. სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ვიდეო ბარათების მიწოდების მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით 12.6%-ით, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 32.8%-ით შემცირდა. ფოტოს წყარო: Techspot Jon Peddie Research-ის მონაცემებით NVIDIA-ს გრაფიკული ბარათების მიწოდება საანგარიშო პერიოდში შემცირდა 15.2%-ით, ხოლო AMD-ის ამაჩქარებლების - 7.5%-ით. Intel-მა შეძლო ოდნავ გაეზარდა თავისი წილი 2022 წლის მეოთხე კვარტლის 2%-დან 4%-მდე 2023 წლის პირველ კვარტალში. ანალიტიკოსთა გამოკითხვის შედეგები ადასტურებს პერსონალურ კომპიუტერებთან დაკავშირებული სხვა სექტორების ანგარიშებს. ისინი მიუთითებენ, რომ მომხმარებლები აღარ ჩქარობენ თავიანთი აღჭურვილობის განახლებას, როგორც ეს 2021 წელს ხდებოდა. ანალიტიკოსები ასევე უკავშირებენ დისკრეტული გრაფიკის სეგმენტის შემცირებას რთულ ეკონომიკურ ვითარებას და მომხმარებელთა შეშფოთებას ინფლაციის გამო. გაყიდვების შემცირების მიუხედავად დისკრეტული ვიდეო ბარათების სეგმენტში წილების განაწილება სამ კონკურენტს შორის დიდად არ შეცვლილა. AMD-მ შეინარჩუნა 12%-იანი წილი, ხოლო Intel-მა მოახერხა NVIDIA-ს წილის ოდნავ შემცირება. Intel ახალი მოთამაშეა დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე და ამჟამად კომპანიის წილი 4%-ს არ აღემატება. NVIDIA აგრძელებს დომინანტური პოზიციის შენარჩუნებას 84%-იანი მაჩვენებლით. აღნიშნულია, რომ AMD-ის წილი პირველ კვარტალში განახევრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დისკრეტული გრაფიკული ბარათების გლობალური მიწოდება ზრდას დაიწყებს მესამე კვარტალში მარაგების შემცირების გამო. ამასთან, აღნიშნულია, რომ ბაზრის რეაქცია ახალი პროდუქტების გამოჩენაზე ჯერ ბოლომდე არ გამოვლენილა. გასულ თვეში NVIDIA-მ და AMD-მა წარმოადგინეს ახალი საშუალო დონის გრაფიკული ბარათები, რომლებსაც საზოგადოება საკმაოდ გულგრილად შეხვდა. ჩვეულებრივ, NVIDIA xx60 ამაჩქარებლები ყველაზე პოპულარულია, მაგრამ ახალ GeForce RTX 4060-სა და RTX 4060 Ti-ზე ასეთი დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან მათ მხოლოდ 8 გბ ვიდეო მეხსიერება აქვთ და ფასი 400 აშშ დოლარი. მათი კონკურენტი RX 7600 ღირს მხოლოდ 270 აშშ დოლარი, მაგრამ წარმადობის თვალსაზრისით იგი NVIDIA-ს ანალოგებს ჩამოუვარდება https://tinyurl.com/256hbb26
-
კომპანია OpenAI-მ პირობა დადო, რომ მუშაობას შეაჩერებდა ნეიროქსელ GPT-4-ის შთამომავალზე მუშაობას და არ დაუწყია GPT-5-ის სწავლება. მიღებული ზომები გამოწვეულია საზოგადოების შეშფოთებით კაცობრიობის კეთილდღეობისთვის დიდი ენობრივი მოდელების მიერ მიყენებული პოტენციური საფრთხის გამო. ფოტოს წყარო: ilgmyzin / unsplash.com „ამ მოდელის გამოშვებამდე ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ვმუშაობთ ახალ იდეებზე, რომლებიც, ვფიქრობთ, საჭიროა, მაგრამ ჯერ მზად არ ვართ მისაღწევად“, - განაცხადა OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ინდურ გაზეთ Economic Times-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. მარტის ბოლოს საზოგადოების ათასზე მეტმა წევრმა და ექსპერტთა საზოგადოებამ, მათ შორის ილონ მასკმა და სტივ ვოზნიაკმა, ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელიც მოუწოდებდა ხელოვნური ინტელექტის ყველა ლაბორატორიას შეეჩერებინათ GPT-4-ზე მძლავრი სისტემების სწავლება სულ მცირე 6 თვით. მოგვიანებით ალტმანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში „გამოტოვებულია ტექნიკური ნიუანსების უმეტესობა იმის შესახებ, თუ სად გვჭირდება პაუზა“, მაგრამ აღნიშნა, რომ OpenAI-ს არ დაუწყია GPT-5-ის სწავლება და არ აპირებს ამის გაკეთებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. კომპანიის ხელმძღვანელმა უარყო ზოგიერთი გაფრთხილება ხელოვნური ინტელექტის სისტემების პოტენციური საფრთხეების შესახებ და განაცხადა, რომ OpenAI-ს თავად შეუძლია ჩაატაროს მათი ყოვლისმომცველი შეფასება მესამე მხარის ექსპერტების ჩართულობით, სრულმასშტაბიანი კიბერშეტევების იმიტაციით და უსაფრთხოების სხვა ტესტებით. GPT-4-ზე მუშაობის დასრულების შემდეგაც კიდევ ექვსი თვე დასჭირდა პლატფორმის საჯარო დომენში გაშვებას, იხსენებს ალტმანი. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა სამთავრობო რეგულირების ზომებს სტარტაპების მიმართ ხელოვნური ინტელექტის სფეროში - როდესაც მან შესთავაზა ზემოთხსენებული ზომების მიღება სენატში მოსმენებზე, იგი გულისხმობდა თავად OpenAI-ს და უფრო დიდ მოთამაშეებს. https://tinyurl.com/bdmaummu
-
ციფრული აქტივების მარეგულირებელ ჩარჩოში არის ხარვეზები, რომლებიც უნდა მოგვარდეს კანონმდებლობის გაუმჯობესების მეშვეობით. ამის შესახებ CNBC-სთან აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა განაცხადა. „ჩვენ გამოვავლინეთ მთელი რიგი რისკები. მე მხარს ვუჭერ სააგენტოებს [SEC და CFTC] ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენებაში. [...] მზად ვართ ვიმუშაოთ კონგრესთან დამატებითი ზედამხედველობის დასამტკიცებლად“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 2022 წლის ნოემბერში იელენმა აღნიშნა, რომ FTX-ის კოლაფსმა აჩვენა კრიპტოვალუტების ინდუსტრიის „ძალიან ფრთხილად რეგულირების“ საჭიროება. მიმდინარე თვის დასაწყისში SEC-მა უჩივლა Binance-ს და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს. კომისიამ ბრალდებულებს ბრალი წაუყენა არარეგისტრირებულ საქმიანობაში, ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდების უკანონო შეთავაზებასა და მომხმარებლებისა და კორპორატიული აქტივების შერევაში. მარეგულირებელმა ორგანომ სარჩელი ასევე შეიტანა Coinbase-ის წინააღმდეგ. SEC-ის პრეტენზიები ეხება კომპანიის მიერ ბროკერის, ბირჟისა და საკლირინგო სააგენტოს ფუნქციების გაერთიანებას, ფსონირების პროგრამას და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის სხვა დარღვევებს. 2023 წლის დასაწყისში კომისიამ მიუთითა Bittrex-ის, Coinbase-ის, Kraken-ის, Gemini-ისა და Genesis-ის მუშაობის დარღვევებზე. CFTC-მა სარჩელი შეიტანა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. მიმდინარე წლის აპრილში SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა გააკრიტიკა მისი სააგენტოს პოზიცია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენების დროს. კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გენსლერის გადადგომას სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან. https://tinyurl.com/aupcn5z4
-
კონფერენცია Bank of America-ზე NVIDIA-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეფ ფიშერმა დეტალურად ისაუბრა გეიმინგ ბაზარზე კომპანიის წარმატებებზე და აღნიშნა როგორც შემოსავლის ღირსეული ზრდა 2019 წლიდან, ასევე მაღალი მოთხოვნა ამ ბრენდის უფრო თანამედროვე და ძვირადღირებულ ვიდეო ბარათებზე. თუმცა მოყვანილ სტატისტიკაში შეინიშნება GeForce RTX 20 სერიის ვიდეო ბარათების მაღალი წილი სამომხმარებლო ბაზაში. ფოტოს წყარო: NVIDIA მთელ მსოფლიოში გეიმერების რაოდენობის ზრდაზე საუბრისას NVIDIA ეყრდნობა Newzoo-სა და Steam-ის სტატისტიკას. პირველი მათგანის მიხედვით 2019 წლიდან 2022 წლამდე გეიმერების აუდიტორია PC პლატფორმაზე 100 მილიონი ადამიანით გაიზარდა. პლატფორმა Steam-ის მომხმარებელთა რაოდენობა 2019 წლიდან 2023 წლამდე თითქმის გაორმაგდა. NVIDIA-ს საკუთარი გათვლებით ამჟამად დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ფლობს სხვადასხვა თაობის GeForce ვიდეო ბარათებს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება საშუალოდ 10%-ით. პროპორციულად იზრდება კომპანიის მიერ გაყიდული ვიდეო ბარათების რაოდენობაც და საშუალო გასაყიდი ფასიც - წელიწადში საშუალოდ 9-10%-ით. ფოტოს წყარო: NVIDIA Gartner-ის მონაცემებით 2019-დან 2022 წლამდე პერიოდში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა თითქმის არ გაზრდილა, ხოლო საცალო ვაჭრობაში რეალიზებული GeForce ვიდეო ბარათების მოცულობა NVIDIA-ს მიხედვით 40%-ით გაიზარდა. გეიმინგ მიმართულებიდან კომპანიის შემოსავალი 2019-2022 წლების პერიოდში 4.8-დან 8.4 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა - წლიურმა საშუალო ზრდამ 20% შეადგინა. როგორც კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, 699 აშშ დოლარზე მაღალი ფასის სეგმენტის Ada Lovelace თაობის ანონსიდან პირველი ოცი კვირის განმავლობაში ხსენებული ვიდეო ბარათები Turing-თან შედარებით სამჯერ უფრო აქტიურად იყიდებოდა. თუმცა ეს შეიძლება აიხსნას GeForce RTX 40 სერიის შედარებით ხელმისაწვდომი მოდელების ბაზარზე ხანგრძლივი არარსებობით, რასაც ხელოვნურად უჭერდა მხარს NVIDIA, რათა გაეყიდა კრიპტოვალუტების ბუმის დასრულების შემდეგ დაგროვილი წინა თაობის ვიდეო ბარათების ჭარბი მარაგი. ეს ვითარება ნაწილობრივ აიხსნება გეიმერების Ada Lovelace სერიაზე გადასვლის გადასახადის საშუალო ოდენობით. ფიშერის თქმით ეს ვიდეო ბარათები მომხმარებლებს საშუალოდ 300 ან 400 აშშ დოლარით უფრო ძვირი უჯდება მათ ფლობაში არსებულ ვიდეო ბარათებთან შედარებით. Ampere თაობაზე გადასვლისას ეს თანხა შედარებით ნაკლები - 200 აშშ დოლარი იყო. NVIDIA-ს წარმომადგენლების აზრით თუკი მაღალი ფასის სეგმენტში გეიმერები მიდრეკილნი არიან ძველი ვიდეო ბარათი ახლით საშუალოდ ორ ან ორწელიწადნახევარში შეცვალონ, უფრო ნაკლები ფასის სეგმენტში ეს პერიოდი სამ ან სამწელიწადნახევარს მოიცავს. და მაინც, NVIDIA-ს სტატისტიკაში ყველაზე დიდ ინტრიგას წარმოადგენს მონაცემები RTX მხარდაჭერის ვიდეო ბარათების ექსპანსიის ტემპების შესახებ. ამჟამად ეს ბარათები იკავებს NVIDIA-ს სამომხმარებლო ბაზის დაახლოებით 44%-ს. ამასთან, გეიმერებისთვის ხელმისაწვდომი ვიდეო ბარათების მხოლოდ 18% უზრუნველყოფს წარმადობას GeForce RTX 3060-ის დონეზე და ზემოთ. ასეთი მაჩვენებლებით ფიშერი ცდილობდა გაემართლებინა NVIDIA-ს მაღალი ენთუზიაზმი ვიდეო ბარათების სერიების შემდგომი განახლების პერსპექტივით. ეს სტატისტიკა საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ გამოყენებაში არსებულ RTX ვიდეო ბარათებს შორის ძალიან დიდია GeForce RTX 20 სერიის ბარათების წილი, რადგან სწორედ ეს ბარათები უზრუნველყოფს GeForce RTX 3060-ზე დაბალ სიჩქარეს. რეალურად ამ თაობის გრაფიკული ბარათები უნდა შეადგენდეს NVIDIA-ს ამჟამად გამოყენებული პროდუქტების მეოთხედზე მეტს და ისინი ქმნიან RTX პროდუქტების ხერხემალს. როგორც ჩანს, GeForce RTX 20 სერია პოპულარობით ჯერ კიდევ აღემატება მომდევნო ორ RTX თაობას, თუკი განვიხილავთ გაყიდვების ჯამურ მოცულობას. არ არის გამორიცხული, რომ მსგავს პოპულარობას ხელი შეუწყო მაინინგ-ბუმმა და არა მხოლოდ Turing სერიის ვიდეო ბარათების გეიმინგ ხარისხმა. სხვათა შორის, ჯეფ ფიშერმა კიდევ ერთხელ უარყო NVIDIA-ს მონაწილეობა ფასების ინფლაციაში პანდემიისა და კრიპტოვალუტების ბუმის დროს და აღნიშნა, რომ პანდემიის წლებში და კრიპტოვალუტის ბუმის დროს კომპანიას არ გაუზრდია გრაფიკული პროცესორების სარეკომენდაციო ფასები და ზოგიერთი ახალი პროდუქტი, როგორიცაა GeForce RTX 4060, ბაზარზე გამოდის უფრო მიმზიდველ ფასად მათ პირდაპირ წინამორბედებთან შედარებით. მაგრამ საბოლოო ბაზარზე, როგორც NVIDIA-ს წარმომადგენელმა აღიარა, ფასები გაიზარდა. https://tinyurl.com/48v534vf
