-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Samsung მუშაობს სრულფასოვან დასაკეც პლანშეტზე, რომელიც გამოჩნდება Galaxy Z Fold სერიის სმარტფონებს გარეთ. ბრიტანულ Independent-თან ინტერვიუში კომპანიის მობილური განყოფილების ხელმძღვანელმა Tae Moon Roh-მ (TM Roh) განაცხადა, რომ Samsung მუშაობს დრეკადი ეკრანების მქონე პლანშეტებსა და ლეპტოპებზე. „ადამიანები შლიან წიგნს წასაკითხად და ბლოკნოტს - რაღაცის დასაწერად. როდესაც მათ არ იყენებთ, შეგიძლიათ დახუროთ, რათა უფრო კომპაქტური გახდეს და დაიცვათ მასში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს უბრალოდ ადამიანის ქცევის ბუნებრივი ნაწილია“, – განაცხადა ტოპ-მენეჯერმა დასაკეც Android-პლანშეტზე საუბრისას. მან დაადასტურა, რომ Samsung ნამდვილად მუშაობს ასეთ მოწყობილობაზე: ”ის, რაც სმარტფონზე იყო გამოყენებული, ასევე გავრცელდება პლანშეტებსა და ლეპტოპებზე. და ჩვენ მასში ბევრი რესურსი ჩავდეთ“. ახალი ტიპის მოწყობილობები დამყარებული იქნება უნივერსალურ გადაწყვეტილებაზე - Samsung ქმნის "ფუნდამენტურ ტექნოლოგიას" დასაკეცი პლანშეტებისა და ლეპტოპებისთვის. მოწყობილობები ბაზარზე გამოვა მაშინ, როდესაც „ისინი მზად იქნება შესთავაზონ მომხმარებლებს მნიშვნელოვანი სიახლეები“. „დასაკეცი პლანშეტი უნდა იყოს თხელი და მსუბუქი, რათა თავისუფლად ატაროს მომხმარებელმა. მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს გამძლე, რომ შიშის გარეშე გამოიყენონ, ”- განაცხადა Roh-მ. https://tinyurl.com/59hvrxc2
-
Xiaomi-ის ხელმძღვანელობის ბოლო აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია ბრენდის პირველი ელექტრომობილის ანონსის მომზადებასთან დაკავშირებით, შესაძლოა გამოწვეული იყოს MS11 მოდელის წარმოების მოახლოებით. Reuters-ის ცნობით ჩინურმა მარეგულირებლებმა Xiaomi-ს ელექტრომობილების მასობრივი წარმოების დასაწყებად ერთ-ერთი აუცილებელი ნებართვა მისცეს. ელექტრომობილ Xiaomi MS11-ის დიზაინი ფოტოგრაფის წარმოგენით. ფოტოს წყარო: Weibo Ramen Master Design წყაროს ცნობით, Xiaomi-მ შესაბამისი ტიპის საქმიანობის ნებართვა მიიღო ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნული კომისიისგან (NDRC), რომელიც განიხილავს პროექტებსა და ინვესტიციებს ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიაში. სხვათა შორის, 2017 წლიდან ეს მხოლოდ მეოთხე ინიციატივაა, რომელიც ამ მარეგულირებელმა ორგანომ დაამტკიცა. შეთანხმება წარმატებით დასრულდა მიმდინარე თვეში, რამაც შეიძლება ოპტიმიზმი მისცეს Xiaomi-ს მენეჯმენტს, რომელმაც MS11 ელექტრომობილის პროტოტიპებით მონაწილეობა მიიღო თემატურ ექსპედიციაში ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში. ორ წელზე მეტი გავიდა Xiaomi-ს ხელმძღვანელ Lei Jun-ის ოფიციალური განცხადებიდან ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებული განზრახვების შესახებ, მაგრამ მათ გამოშვებამდე სხვა ორგანოს, მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს დამტკიცება. Xiaomi აპირებს მინიმუმ 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას ელექტრომობილების წარმოებაში ათი წლის განმავლობაში. კომპანიამ ელექტრომობილების წარმოების ობიექტის მშენებლობა პეკინში წინასწარ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული ამ ტიპის საქმიანობის ნებართვის მიღებაში. მიმდინარე წლის ივლისისთვის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა და სამომავლოდ კომპანია წელიწადში 200 000 ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. მომავალ წელს, ამ საკითხის მცოდნე ადამიანების თქმით, Xiaomi დაახლოებით 100 000 ელექტრო ავტომობილის წარმოებას ელის. საწარმოს მუშაობის დაწყება დეკემბრისთვის იგეგმება, Xiaomi ამჟამად თანამშრომლებს ეძებს მანქანათმშენებლობის პლატფორმისთვის. ამავდროულად, ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები CATL და CALB გახდებიან ბატარეების მომწოდებლები Xiaomi-ს ელექტრომობილებისთვის. პირველი მათგანი ითვლება მსოფლიო ბაზრის ლიდერად და სპეციალიზებულია რკინის ფოსფატზე დამყარებული ლითიუმის ბატარეების მიწოდებაში, რომლებსაც აქვთ მუხტის შენარჩუნების უფრო დაბალი სიმკვრივე, ვიდრე ნიკელის, კობალტის და მანგანუმის შემცველ ბატარეებს, სამაგიეროდ ნაკლებად საშიშია ხანძრის გაჩენის ალბათობის თვალსაზრისით, თანაც უფრო იაფია მათი წარმოება. CALB-მა დაიკავა მეშვიდე ადგილი მსოფლიოს ათეულში ელექტრობატარეების მწარმოებლების შორის ამა წლის გაზაფხულზე და მესამე ადგილი - ჩინეთის ბაზარზე გასულ წელს. ბატარეების ორი კონკურენტი მომწოდებლის არსებობა Xiaomi-ს საშუალებას აძლევს მიაღწიოს თანამშრომლობის ფარგლებში უკეთეს საფასო პირობებს და უზრუნველყოს უწყვეტი მიწოდების უფრო მაღალი საიმედოობა. https://tinyurl.com/ycppt8mj
-
ციფრული აქტივების ბაზრის დაუცველობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას განვითარებადი ბაზრის ეკონომიკებში. ამის შესახებ Bank for International Settlements-ის ანგარიშშია ნათქვამი. „არსებობს შეშფოთება განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობებთან დაკავშირებით - გააკონტროლონ კრიპტოაქტივების ბაზრები და შეაფასონ ფინანსური სტაბილურობის რისკები“, - ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიში ითვალისწინებს ლიკვიდობის რისკებს, საკრედიტო, საოპერაციო და ბანკების ჩარევის ნაკლებობასა და კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებულ რისკებს. „ერთ-ერთი გზა, რომლითაც ფასების ცვალებადობა საბაზრო რისკებზე გადადის, არის კრიპტო აქტივების პირდაპირი საკუთრება ინსტიტუტების ან შინამეურნეობების მიერ“, - განმარტებულია დოკუმენტში. რისკის ვექტორები შეიძლება წარმოიშვას განვითარებადი ბაზრის ეკონომიკის სპეციფიკური მარეგულირებელი გარემოდან. BIS-მა მოუწოდა ადგილობრივ მარეგულირებლებს, განიხილონ კონკრეტული კრიპტო აქტივების შერჩევითი აკრძალვები, შეკავება და რეგულირება. მან რეკომენდაცია გაუწია მკაფიო წესების დაწესებას, რომლებიც განასხვავებენ „საქმიანობაზე დაფუძნებულ რეგულირებას და ორგანიზაციაზე დაფუძნებულ რეგულირებას“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ განვითარებად ბაზრებზე ბევრი მონაწილე ციფრულ აქტივებს მიიჩნევს, როგორც „უსაფრთხო თავშესაფარს ეროვნული ვალუტების ცვალებადობისგან“. BIS-ის ექსპერტებმა CBDC-ს უწოდეს მომავლის ფულადი სისტემების საფუძველი. კრიპტოვალუტები, ექსპერტების აზრით, ტოკენიზაციის მცდარი გზაა. მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა აღიარეს, რომ ციფრული აქტივების აკრძალვა არ არის საუკეთესო გზა მათთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. https://tinyurl.com/2p9m4jr2
-
MediaTek-მა განაცხადა Meta-სთან პარტნიორობის დაწყების შესახებ, რათა დანერგოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია პირდაპირ მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილ ერთკრისტალიან პლატფორმებზე. ამ ინიციატივამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ხელოვნური ინტელექტის მუშაობა სმარტფონებზე, გახადოს იგი უფრო ავტონომიური და ქლაუდ სერვისებთან ინტერნეტით დაკავშირებაზე ნაკლებად დამოკიდებული. ფოტოს წყარო: MediaTek ივლისის დასაწყისში Qualcomm-მა ასევე გამოაცხადა პარტნიორობის დაწყების შესახებ Meta-სთან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მომავალ ჩიპსეტებში ინტეგრირების მიმართულებით. ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ახალი Snapdragon 8 Gen 3 ჩიპი აღჭურვილი იქნება ასეთი ტექნოლოგიით. MediaTek ახლა მიჰყვება ამ ტენდენციას და გეგმავს ხელოვნური ინტელექტის დიდი ენის მოდელ Llama 2-ის (LLM)დანერგვას ახალ ფლაგმანურ პროცესორში. მიუხედავად იმისა, რომ MediaTek-მა დეტალები არ მოგვაწოდა, არსებობს ვარაუდი, რომ საუბარია Dimensity 9300 ჩიპზე. სმარტფონების ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების უმეტესობა ამჟამად ინტერნეტ კავშირს ითხოვს, მაგალითად, ChatGPT-ის გამოყენება Android-ზე. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის უშუალოდ მოწყობილობის ჩიპსეტში დანერგვით ასეთი კავშირი შესაძლოა არ იყოს აუცილებელი. MediaTek გვპირდება, რომ ეს მოიტანს ბევრ სარგებელს, მათ შორის გაუმჯობესებულ წარმადობას, გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას, დაბალ შეყოვნებას, შეზღუდული ინტერნეტის მქონე ადგილებში მუშაობის უნარს და ხარჯების შემცირებას. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარება ახალ ჰორიზონტს ხსნის მობილური მოწყობილობებისთვის. MediaTek-ისა და Qualcomm-ის Meta-სთან თანამშრომლობის გათვალისწინებით შესაძლოა სხვა მსხვილმა მოთამაშეებმაც, როგორებიცაა Apple და Samsung, მომავალში დაიწყონ მსგავსი ტექნოლოგიების ინტეგრირება თავიანთ მობილურ პლატფორმებში. ახალ პროცესორ MediaTek Dimensity 9300-ის პრეზენტაცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება. ეს ნიშნავს, რომ მალე შევძლებთ მოქმედებაში ვიხილოთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ყველა უპირატესობა ჩვენს სმარტფონებზე. ეს არის ახალი ეტაპი მობილური ტექნოლოგიების განვითარებაში და საინტერესო იქნება ამ სფეროში შემდგომი სიახლეების ნახვა. https://tinyurl.com/ym9r9mv9
-
კომპანია Sony-მ წარადგინა პორტატული კონსოლი PlayStation Portal, რომელსაც „PS5-ის შესაძლებლობები მობილურ ფორმატში გადააქვს“. კონსოლი საშუალებას იძლევა გაეშვას თამაში მომხმარებლის PlayStation 5-ზე და Portal-ზე მოხდეს გეიმინგ-პროცესის ტრანსლირება ინტერნეტის მეშვეობით. ახალ კონსოლს აქვს კონტროლერ DualSense-ის ყველა ძირითადი ფუნქცია ადაპტური ტრიგერებისა და ტაქტილური უკუკავშირის ჩათვლით, ხოლო 8-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი 1080p გაფართოებითა და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით ხარსხიან გამოსახულებას უზრუნველყოფს. ფოტოს წყარო: Sony PlayStation Portal პოზიციონირებს, როგორც იდეალური მოწყობილობა ისეთი ოჯახებისთვის, სადაც მისაღები ოთახის ტელევიზორის გამოყენების ბევრი კანდიდატია. სიახლე საშუალებას იძლევა მომხმარებელმა PS5-ის თამაშები ითამაშოს სახლის სხვა ოთახში, როდესაც ტელევიზორი დაკავებულია. ასევე, პორტატული კონსოლით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი თამაშებით დედამიწის მეორე მხარესაც კი სწრაფი ინტერნეტის პირობებში. PlayStation პორტალი უერთდება ინტერნეტს Wi-Fi-ის საშუალებით. იგი საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ თქვენს PS5 კონსოლზე დაინსტალირებული ყველა თამაში და გამოიყენოთ DualSense კონტროლერი. PS VR2 თამაშები, ანუ ის თამაშები, რომლებიც ვირტუალური რეალობის ჰედსეტს საჭიროებს, ასევე ის თამაშები, რომლებიც PlayStation Plus Premium ქლაუდ სერვისით გადაიცემა, მხარდაჭერილი არ არის. PlayStation Portal-ს აქვს 3.5 მმ აუდიოკონექტორი სადენიანი ყურსასმენის დასაკავშირებლად. პორტატულ კონსოლს არ გააჩნია Bluetooth სტანდარტის მხარდაჭერა, ამიტომ უსადენო ყურსასმენის დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საფირმო Sony PlayStation Link პროტოკოლის გამოყენებით. Sony ამტკიცებს, რომ „ეს ინოვაცია უზრუნველყოფს დაბალ შეყოვნებას, ხმას დაკარგვის გარეშე და ადვილად გადართვას მრავალ PlayStation Link ჰოსტს შორის, როგორებიცაა PS5 USB ადაპტერი და PlayStation Portal“. PlayStation Portal-ის პარალელურად Sony-მ აგრეთვე წარადგინა უსადენო ჰედსეტი Pulse Elite და ყურსასმენი Pulse Explore, რომლებიც პირდაპირ PlayStation Portal-ს უკავშირდება უსადენო აუდიოტექნოლოგია PlayStation Link-ის გამოყენებით. Pulse Elite-ისა და Pulse Explore-ის PS5-ზე გამოყენებისთვის PlayStation Link-ს დასჭირდება USB-ადაპტერი, რომელიც ორივე ყურსასმენის კომპლექტში შედის. ახალი ყურსასმენების დაკავშირება შესაძლებელია როგორც PlayStation Link-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობასთან, ასევე Bluetooth-ის მქონე მოწყობილობასთან ერთდროულად. ზოგიერთმა ბლოგერმა უკვე მოახერხა ახალი Sony პორტატული კონსოლის ტესტირება. იხილეთ მათი ძირითადი შთაბეჭდილებების კრებული: „ჯოისტიკები ჰგავს PS5-ისას, მაგრამ ანალოგური სტიკები ოდნავ უფრო მცირეა Dual Sense-თან შედარებით. ეკრანი კაშკაშაა, ფერების რეპროდუქცია კარგია, მაგრამ HDR-ზე საუბარი არ არის. შეგიძლიათ ითამაშოთ ყველგან, სადაც არის კავშირი თქვენი სახლის LAN-თან, სადაც PS5-ია დაკავშირებული. სტრიმინგის დროს შეფერხებები არ ყოფილა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტესტირება ჩატარდა იდეალურ პირობებში და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული Wi-Fi-ის ხარისხზე ან ინტერნეტ კავშირის სიჩქარეზე - არ უნდა გქონდეთ სასტუმროს ინტერნეტის იმედი. თუ სხვა მომხმარებელი იყენებს PS5-ს, პორტატული კონსოლი არ იმუშავებს. PlayStation Portal-ს არ აქვს ჩაშენებული მეხსიერება, შეუძლებელია აპლიკაციის გაშვება PS5-თან დაკავშირების გარეშე. Bluetooth-ის ნაკლებობა დიდი მინუსია, რადგან იგი გაიძულებს შეიძინო Sony-ის ახალი ყურსასმენები, რომელთა ღირებულებაა 149-დან 199 აშშ დოლარამდეა, რაც თითქმის აორმაგებს სრულფასოვანი დისტანციური თამაშის ღირებულებას. პორტატული კონსოლი PlayStation Portal გამოვა წლის ბოლოს და გაყიდება 199.99 აშშ დოლარად. დამატებითი ინფორმაცია კონსოლზე წინასწარი შეკვეთების დაწყების შესახებ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. https://tinyurl.com/auxfewjf
-
მსოფლიოში მხოლოდ 65 ქვეყანა იძლევა Bitcoin-ის მომგებიანი ინდივიდუალური მაინინგის შესაძლებლობას ელექტროენერგიის ღირებულებიდან გამომდინარე. ასეთი დასკვნა გააკეთეს CoinGecko-ს ექსპერტებმა. 1 BTC-ის მოსაპოვებლად სოლო-მაინერს სჭირდება საშუალოდ 266.000 კვტ/სთ და დაახლოებით შვიდი წელი. ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება იქნება დაახლოებით 143 კვტ/სთ. ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება 1 BTC-ის შინაურ პირობებში მაინინგისთვის შეადგენს 46.291.24 აშშ დოლარს. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 85 76784 აშშ დოლარია, აზიაში კი - მხოლოდ 20 635.62 აშშ დოლარი. წყარო: CoinGecko აზიის რეგიონში ციფრული ოქროს მომგებიანი მოპოვება შესაძლებელია 34 ქვეყანაში. აფრიკიდან ამ სიას კიდევ 18 იურისდიქცია ემატება, ევროპიდან - მხოლოდ 5. ექსპერტებმა გაიხსენეს, რომ 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით ცხრა ქვეყანამ საერთოდ აკრძალა კრიპტოვალუტების მაინინგი, ვაჭრობა და გამოყენება. ამ ქვეყნებს შორისაა: აზიიდან ბანგლადეში, ჩინეთი, ერაყი, ნეპალი, ყატარი, ასევე აფრიკიდან ალჟირი, ეგვიპტე, მაროკო და ტუნისი. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ იურისდიქციას, მაროკოს გარდა, მომგებიანი სოლო მაინინგის პოტენციალი გააჩნია. გასაკვირი არ არის, რომ ტოპ 10 ქვეყანა, სადაც სახლის პირობებში 1 BTC-ის მოპოვების ყველაზე დაბალი ხარჯებია, აზიასა და აფრიკაში მდებარეობს. წყარო: CoinGecko. ერაყის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტების გამოყენება ჯერ კიდევ 2017 წელს აკრძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ამ რეიტინგში მეცხრე ადგილს დაიკავებდა. წამგებიანია Bitcoin-ის შინაურ პირობებში მოპოვება 82 ქვეყანაში. ათეულში ყველაზე მაღალი ინდივიდუალური მაინინგის ხარჯები მოიცავს ცხრა ქვეყანას ევროპიდან და კაიმანის კუნძულებს. წყარო: CoinGecko. ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 1 BTC-ის მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგიის მოხმარება არც ისე განსხვავდება სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიერ მოხმარებულისგან. მათი აზრით ეს ადასტურებს მოსაზრებას, რომ Bitcoin არ არის ისეთი საშიში გარემოსთვის, როგორც ამას მეინსტრიმ მედია ამტკიცებს. წყარო: CoinGecko. შეგახსენებთ, რომ აპრილში კრიპტო საზოგადოებამ გააკრიტიკა სტატია მაინინგზე The New York Times-ში. Riot Platforms-მა პუბლიკაციას უწოდა "დამახინჯებებითა და აშკარა სიცრუით სავსე" პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ინდუსტრიაზე. https://tinyurl.com/yehpme8r
-
კომპანია Lenovo-მ დააანონსა ფლაგმანური გეიმინგ ლეპტოპი Legion 9i. მის საფუძვლად გამოყენებულია 24-ბირთვიანი Intel Core i9-13980HX და დისკრეტული ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. ამავე დროს, ლეპტოპი მეტად კომპაქტურია - მისი სისქე მხოლოდ 18.9 მმ-ს შეადგენს. Legion 9i-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მასში გამოყენებული თხევადი გაგრილების სისტემა. ფოტოს წყარო: MSPOWERUSER / Lenovo China Lenovo-ს განცხადებით Legion 9i-ში გამოყენებულია მსოფლიოში ყველაზე თხელი თხევადი გაგრილების სისტემა. ლეპტოპის პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიამ განაცხადა, რომ გაგრილების სისტემა აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა სისტემის ტემპერატურა 84 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. შედეგად იზრდება გაგრილების სისტემაში შემავალი ტუმბოს რესურსი. იგი არ ბრუნავს, როდესაც ლეპტოპი უმოქმედოა ან არ გამოიყენება თამაშებისთვის. გაგრილების სისტემაში შედის სამი ქულერი. ლეპტოპის კომპაქტური ზომის მიუხედავად მასში შესაძლებელია ორი M.2 2280 SSD-ის და ორი DDR5 მეხსიერების მოდულის განთავსება. ლეპტოპის უფროს მოდიფიკაციაში ხელმისაწვდომია DDR5-5600 მეხსიერების ორი მოდული თითო 32 გბ მოცულობით. ლეპტოპს აქვს 99.9 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. Lenovo Legion 9i-ს აქვს 16.3-დუიმიანი IPS 2K ეკრანი და 165 ჰერცამდე კადრის განახლების ცვლადი სიხშირე (VRR). დისპლეიზე გამოიყენება Mini-LED განათება. არ არსებობს ინფორმაცია ლეპტოპის გაყიდვაში გამოსვლის თარიღისა და მისი ფასის შესახებ. აღინიშნება, რომ ლეპტოპის წარმოება მიმდინარე თვეში დაიწყო. https://tinyurl.com/zb82cpze
-
კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა (KAIST) წარადგინა მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტი პილოტი. PIBOT რობოტი სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავდება ადამიანის სხეულის გამეორებით, რაც საშუალებას აძლევს მას იჯდეს ნებისმიერი "ადამიანური" ტრანსპორტის სავარძელში ტრანსპორტის მოდიფიკაციის გარეშე. შედეგად უნდა დაჩქარდეს ტრანსპორტის ავტომატიზაცია ნებისმიერ სფეროში უმარტივესი გზით. ფოტოს წყარო: KAIST ამავდროულად, რობოტი დადებითად განსხვავდება ცოცხალი პილოტებისა და მძღოლებისგან. იგი უფრო სწრაფად რეაგირებას შეძლებს საგანგებო სიტუაციებში, გაითვალისწინებს მსოფლიოს ყველა სანავიგაციო რუკას და ინსტრუქციას და თავს არ დაზოგავს რთულ ფიზიკურ გარემოში - როდესაც ტრანსპორტი მოხვდება საჰაერო ხვრელებსა და გზაზე ორმოებში. ასევე, რობოტი დააგროვებს გამოცდილებას, რაც მოხდება მასში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის წყალობით. „ჰუმანოიდი რობოტები არ საჭიროებენ არსებული თვითმფრინავების მოდიფიკაციას და მათი გამოყენება პირდაპირ შესაძლებელია ფრენის ავტომატიზაციისთვის“, - განაცხადა David Hyunchul Shim-მა, რომელიც PIBOT პროექტს ხელმძღვანელობს. ”ამიტომ, ისინი მეტად გამოყენებადი და პრაქტიკულია.” რობოტის შესაძლებლობები ავიასიმულატორზე შემოწმდა. მან მართა საჭე, განახორციელა კრეისერული ფრენა და დაეშვა. უახლოეს მომავალში დეველოპერების გუნდი რობოტის გამოცდას რეალურ მსუბუქ თვითმფრინავზე აპირებს. ამავე დროს იგეგმება PIBOT-ის გამოყენება არა მხოლოდ თვითმფრინავების პილოტირებაში. მძღოლად მუშაობა, განსაკუთრებით სატვირთო სამოქალაქო და სამხედრო მანქანებზე ასევე წარმოადგენს სამხრეთკორეელი ინჟინრების ინტერესის სფეროს. არაფერი უშლის ხელს პილოტ რობოტს დაჯდეს მანქანის საჭესთან პროგრამების განახლების შემდეგ. დეველოპერები კვლევითი პროექტის დასრულებას 2026 წლისთვის აპირებენ და შემდეგ დაიწყებენ PIBOT-ის კომერციალიზაციას. ასე, რომ ყოველ შემთხვევაში ათწლეულის ბოლომდე იგი არ გაუწევს კონკურენციას ცოცხალ პილოტებსა და მძღოლებს. https://tinyurl.com/hrhkx2t5
-
კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებიდან თანხების გადინებამ 12-დან 18 აგვისტომდე პეროოდში შეადგინა 55.4 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე შემოსული თანხების მოცულობა 28.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ასეთი შეფასება გააკეთეს CoinShares-ის ანალიტიკოსებმა. წყარო: CoinShares. ანალიტიკოსებმა გაყიდვების ზრდა ახსნეს ARK Invest-ისა და 21Shares-ის Bitcoin ETF-ის გამოშვების განაცხადის შესახებ SEC-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადადებით. სეზონური ეფექტების გამო ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე საკმაოდ დაბალი იყო, რამაც დიდი ტრანზაქციების მიმართ ფასების დაუცველობის შენარჩუნება განაპირობა. ექსპერტების გამოთვლებით პანიკის შედეგად ყველა პროდუქტზე აქტივების მოცულობა 10%-ით, 32.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. Bitcoin-ის ფონდებიდან გატანილ იქნა 42 მლნ აშშ დოლარი, რაც ერთნახევარჯერ მეტია წინა საანგარიშო პერიოდთან (27 მლნ აშშ დოლარი) შედარებით. იმ სტრუქტურებიდან, რომლებიც პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა გაიტანეს 2.2 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 2.7 მლნ აშშ დოლარი იყო. გადინება დაფიქსირდა Altcoin-ებზე დამყარებულ პროდუქტებშიც. Ethereum-ის ფონდებიდან მომხმარებლებმა გაიტანეს 9 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე დაფიქსირდა 2.5 მლნ აშშ დოლარის შემოდინება. Polygon-ზე, Litecoin-სა და Polkadot-ზე დამყარებული პროდუქტებიდან ინვესტორებმა გაიტანეს 0.9, 0.6 და 0.5 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. XRP ფონდებში შემოდინების ტალღა ზედიზედ 17 კვირა გაგრძელდა. შემოსულმა თანხამ 1.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წყარო: CoinShares. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა SEC-ის მოთხოვნა Ripple-ის წინააღმდეგ საქმეზე შუალედური საჩივრის შეტანის შესახებ. მანამდე სააგენტოს ყოფილმა ადვოკატმა ჯონ რიდ სტარკმა ტორესის განაჩენს Fintech-კომპანიის წინააღმდეგ საქმეზე „მერყევ ნიადაგზე დაფუძნებული“ უწოდა. მისი აზრით კომისიას დიდი შანსი აქვს, წარმატებით გაასაჩივროს იგი ზემდგომ ორგანოებში. https://tinyurl.com/updk56ue
-
SK Hynix-მა განაცხადა, რომ შეიმუშავა HBM3E - მომდევნო თაობის მაღალსიჩქარიანი ოპერატიული მეხსიერება (DRAM) მაღალი წარმადობის გამოთვლებისა და კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის სფეროსთვის. კომპანიის მტკიცებით ეს მეხსიერება მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მქონეა და ამჟამად SK Hynix-ის მომხმარებლების მიერ ტესტირებებს გადის. ფოტოს წყარო: news.skhynix.com HBM (High Bandwidth Memory) არის მაღალსიჩქარიანი მეხსიერება, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად დაკავშირებული რამდენიმე DRAM ჩიპის სტეკს, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების სიჩქარის მნიშვნელოვან ზრდას ჩვეულებრივ DRAM ჩიპებთან შედარებით. HBM3E არის მეხუთე თაობის HBM3 მეხსიერების გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც ცვლის წინა - HBM, HBM2, HBM2E და HBM3 თაობებს. SK hynix ხაზს უსვამს, რომ HBM3E-ის წარმატებული განვითარება შესაძლებელი გახდა კომპანიის, როგორც HBM3-ის ერთადერთი მასობრივი მწარმოებლის მიერ მიღებული გამოცდილებით. დაგეგმილია HBM3E-ს მასობრივი წარმოების დაწყება მომავალი წლის პირველ ნახევარში, რაც განამტკიცებს კომპანიის ლიდერ პოზიციას ხელოვნური ინტელექტის მეხსიერების ბაზარზე. SK hynix-ის თანახმად ახალი პროდუქტი არა მხოლოდ აკმაყოფილებს ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს ხელოვნური ინტელექტის ამოცანების სიჩქარესთან მიმართებაში, არამედ სხვა კატეგორიებში, მათ შორისაა მოცულობა, გაგრილება და მოსახერხებელი გამოყენება. HBM3E-ს შეუძლია მონაცემების დამუშავება 1.15 ტბ/წმ-მდე სიჩქარით, რაც 230-ზე მეტი, თითო 5-გიგაბატიანი სრულმეტრაჟიანი ფილმის Full HD გაფართოებით წამში გადაცემის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, HBM3E-ს აქვს 10%-ით უკეთესი გაგრილება Advanced Mass Reflow Molded Underfill (MR-MUF2) ტექნოლოგიის წყალობით. ახალი მეხსიერება ასევე უზრუნველყოფს უკუთავსებადობას, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას HBM3-ისთვის შექმნილ, აქტუალურ ამაჩქარებლებში. „ჩვენ გვაქვს SK hynix-თან თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია მაღალსიჩქარიან მეხსიერებაზე დამყარებული მოწინავე დაჩქარებული გამოთვლითი გადაწყვეტილებების მხრივ. ჩვენ მოუთმენლად ველით HBM3E-თან თანამშრომლობის გაგრძელებას ხელოვნური ინტელექტის გამოთვლების შემდეგი თაობის შესაქმნელად,” - განაცხადა NVIDIA-ს ჰიპერმასშტაბირებისა და მაღალი წარმადობის გამოთვლების ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა. SK hynix-ის DRAM პროდუქტების დაგეგმვის ხელმძღვანელმა Sungsoo Ryu-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ გააძლიერა თავისი პოზიცია ბაზარზე HBM პროდუქციის ხაზის გაფართოებით, რომელიც ყურადღების ცენტრშია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარების ფონზე. https://tinyurl.com/2bjuf887
-
Google-მა უარი თქვა გეიმინგ ქრომბუკების შექმნის პროექტზე, რომლებიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დისკრეტული გრაფიკული ბარათებით, მაღალი ხარისხის ეკრანებით და RGB-განათების მქონე კლავიატურებით. მათი შემუშავების შესახებ ხმები გასული წლის დასაწყისიდან გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პორტალ Ars Technica-მ დეველოპერების ფორუმ Chromium-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: ASUS „გასუფთავდა საწყობი რამდენიმე მკვდარი დაფისგან. Herobrine, Hades და Agah - ყველა გაუქმებულია, ”- წერს Chromium Gerrit თავის ვებ-გვერდზე. Ars Technica-ს ცნობით ესენია დედა დაფების კოდური სახელები, რომლებიც შექმნილია Chrome OS ოპერაციული სისტემის საფუძველზე მოქმედი მომავალი ლეპტოპების ან პლანშეტებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით ისინი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო NVIDIA-ს დისკრეტული მობილური გრაფიკული ბარათებით. ქრომბუკების პარალელურად Google ასევე დაკავებულია გეიმინგ პლატფორმა Steam-ის Chrome OS-ისთვის ადაპტაციით. პროექტი ჯერ კიდევ ბეტა-ტესტირების ეტაპზეა, მაგრამ განვითარების თითქმის ერთი წლის შემდეგ ალბათობა იმისა, რომ Steam საბოლოოდ გამოჩნდება Chrome OS-ზე, სულ უფრო და უფრო მცირდება. კომპლექსური პლატფორმისთვის, რომელიც შექმნილია Linux-ისთვის, სწორად იმუშაოს დაბალი სიმძლავრის Chromebook-ებზე, ადვილი საქმე არ არის. მაგალითად, როგორც ოფიციალური პროექტის დოკუმენტებშია ნათქვამი, აპლიკაციას ჯერ კიდევ აქვს ფანჯრების ჩვენებასთან, გარე მონიტორებთან დაკავშირებასთან, მომხმარებლის ინტერფეისის მასშტაბირებასთან დაკავშირებული პრობლემები. არის სირთულეები ხმოვან და ტექსტურ ჩატთან, ასევე Valve-ის Easy Anti-Cheat ტექნოლოგიასთან მიმართებაში. Steam-ის ალფა-ტესტირების დაწყებიდან Chrome OS-თან თავსებადობის დადასტურება ქრომბუკის მხოლოდ ოცმა მოდელმა მიიღო. თუმცა მათ არ აქვთ მხარდაჭერილი გარე მყარი დისკების დაკავშირება, რაც შეიძლება დიდი პრობლემა იყოს, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე თამაშების ზომას და მუდმივი მეხსიერების რაოდენობას, რომლითაც აღჭურვილია Chromebook - იგი ხშირად არ აღემატება 64 გბ-ს. მაღალი წარმადობის დისკრეტული გრაფიკული ბარათების მქონე ქრომბუკების ეტაპობრივი გაუქმება ასევე ნიშნავს, რომ ამ მოწყობილობების მფლობელებს შეეძლებათ მათზე მხოლოდ ძველი თამაშების, ასევე ახალი, დაბალი მოთხოვნის გრაფიკის თამაშების გაშვება. Google-ის გადაწყვეტილება - უარი თქვას მძლავრი ქრომბუკების განვითარებაზე, არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია არ არის დაინტერესებული თავის მოწყობილობებზე გეიმინგით. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, თუ მომხმარებელს სურს უახლესი ამბების თამაში, როგორიცაა მაგალითად Baldur's Gate 3, ასეთ შემთვევაში თამაში მოუწევს ქლაუდ გეიმინგ სერვისების მეშვეობით. https://tinyurl.com/rsc39y55
-
პირველი კრიპტოვალუტის მაინერები იკვლევენ ბიზნესის ახალ მიმართულებებს ბლოკის ჯილდოს 6.25 BTC-დან 3.125 BTC-მდე განახევრებამდე. ამის შესახებ წერს The Block JPMorgan-ის ანგარიშზე დაყრდნობით. ანალიტიკოსები თვლიან, რომ მაინერებისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს გამოთვლითი სერვისების მიწოდება ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებად ბაზარზე. Ethereum-ის ქსელის Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის შემდეგ მეორად ბაზარზე მრავალი გრაფიკული პროცესორი გამოჩნდა, აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი აზრით, კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ყოფილი მაინერები ასევე ყურადღებას მიაქცევენ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას. „ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარები გამო მაღალი წარმადობის გამოთვლებზე გაზრდილი მოთხოვნა ხსნის ახალ და შესაძლოა უფრო მომგებიან გზას გრაფიკული პროცესორების გამოყენებისთვის, რომლებიც ადრე Ethereum-ის მაინინგში გამოიყენებოდა“, – წერს JPMorgan. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაინერების მიერ გამოთვლითი სიმძლავრის უზრუნველსაყოფად ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა მაღალი მომგებიანობა - უფრო მაღალი Bitcoin-ის მაინინგთან შედარებით. ადრე JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის განახევრებას მაინერებისთვის სტრეს-ტესტი უწოდეს ბლოკის დაბალი ჯილდოსა და გაზრდილი ხარჯების გამო. შეგახსენებთ, რომ პოპულარულ ბლოგერ PlanB-ს გამოკითვის მონაწილეთა თითქმის 60%-მა უპასუხა, რომ 2024 წელს ქსელში პირველი კრიპტოვალუტის განახევრების შემდეგ ბაზარზე ხარული მოძრაობის დაწყების სჯერათ. https://tinyurl.com/37y79333
-
Intel-მა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოუშვებს გრაფიკული დრაივერების მთავარ განახლებას ვიდეო ბარათებისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის Arc ამაჩქარებლების წარმადობას DirectX 11 API მხარდაჭერის მქონე თამაშებში, ასევე შეამცირებს ე.წ. კადრების გახანგრძლივების დროს (frame time), რაც პირდაპირ გავლენას ახდენს გეიმინგ გრაფიკის დინამიურობასა და ხარისხზე. ფოტოს წყარო: Intel გასულ წელს გამოშვებული Intel Arc A770 და Arc A750 დისკრეტული გეიმინგ გრაფიკულ ბარათები არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს გეიმერებს შორის. ერთი მხრივ, ისინი აფიქსირებენ წარმადობის კარგ დონეს DirectX 12-ისა და რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თანამედროვე თამაშებში, მაგრამ მათი წარმადობა ძველ თამაშებში DirectX 11-ისა და DirectX 9-ს მხარდაჭერით შესამჩნევად მოიკოჭლებს კონკურენტულ გადაწყვეტილებებთან შედარებით. თუმცა Intel-ის ინჟინრები აგრძელებენ მუშაობას დრაივერების ოპტიმიზაციაზე, რათა Arc ბარათებმა უკეთ იმუშაონ ძველ თამაშებზე და უკვე შეძლეს წარმადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, მაგალითად, პოპულარულ თამაშებში, როგორებიცაა CS:GO და League of Legends, რომლებიც ძველ DirectX 9 API-ს იყენებენ. ამჟამად Intel-მა განაცხადა, რომ გადახედა ვიდეოდრაივერის ზოგიერთი კომპონენტის არქიტექტურას, რათა საბოლოოდ უზრუნველეყო Arc A-სერიის ვიდეო ბარათების მაღალი სიჩქარე DirectX 11-ში. კომპანიამ აგრეთვე წარადგინა მონიტორინგის პროგრამა PresentMon და წარმადობის ახალი პარამეტრი GPU Busy. Intel-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა განაცხადა, რომ „ინჟინრებმა მთლიანად გადააკეთეს DX11-ის დრაივერების არქიტექტურა“, რის შედეგად DirectX 11-ის მხარდაჭერის მქონე თამაშებში საშუალოდ 19%-ით გაუმჯობესდა კომპიუტერის წარმადობა Core i5 პროცესორითა და Arc A750 გრაფიკული ბარათით დრაივერის ორიგინალ ვერსიასთან შედარებით. ფლაგმანური Core i9-13900K-ს და იმავე გრაფიკული ბარათის მქონე კომპიუტერის შემთხვევაში წარმადობის ზრდა 12%-ია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი დრაივერი უზრუნველყოფს უკეთეს წარმადობას DirectX 11-ის თამაშებში ნელი პროცესორების გამოყენებისას. ზემოთ მოყვანილი გრაფიკებიდან ჩანს, რომ წარმადობის რეალური ზრდა განსხვავდება თამაშებში, მაგრამ ზოგადად DX11 თამაშები ახლა მუშაობს ათობით FPS-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე. Intel-ის მიერ გატესტილ თამაშებში წარმადობის მატება მერყეობდა 5%-დან Destiny 2-ში და 33%-მდე - Overwatch 2-ში. გარდა კადრების საერთო სიხშირისა, კადრების სიჩქარის პროცენტული ქულა DX11 თამაშებში ახლა ასევე გაუმჯობესებულია საშუალოდ 20 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ახალი დრაივერი უზრუნველყოფს ბევრად უფრო დინამიურ გეიმინგ გამოცდილებას მთლიანობაში. Intel-ის წარმადობის ახალი პარამეტრი GPU Busy ასახავს დროს, რომელიც იხარჯება გრაფიკული პროცესორის მიერ კადრების რენდერინგზე. თამაშების რენდერინგი - ეს არის ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების ერთობლივი დატვირთვა. თამაშში თითოეული კადრის გენერირებისთვის პროცესორმა უნდა წარმოადგინოს თამაშის მდგომარეობის მონაცემები, რაც უნდა იყოს ნაჩვენები ეკრანზე, შემდეგ მოახდინოს ამ ინფორმაციის ორგანიზება API-ს მოთხოვნისთვის და მიაწოდოს GPU-ს, რომელიც შემდეგ განმარტავს მიღებულ API მოთხოვნას და ასახავს კადრს. ყოველ ჯერზე, როდესაც CPU დაასრულებს გამოთვლას კადრებისთვის, იგი „მიმდინარე“ ან „რეალურ“ მოთხოვნას უგზავნის GPU-ის დრაივერს. სანამ GPU ახდენს მოთხოვნის შესაბამისად კადრის ფორმირებას, CPU-ის ნაკადი, რომელიც პასუხისმგებელია ამ კადრზე მუშაობაზე, არსებითად უმოქმედოა და ელოდება GPU-ს - წარმოადგინოს დასრულებული კადრი CPU-სთვის, რათა მან დაიწყოს მუშაობა შემდეგზე. დროის სხვაობას ამ ორ მონაცემთა გადაცემას შორის ეწოდება კადრების ჩარჩოს ხანგრძლივობა (დრო, რომელიც კომპიუტერს სჭირდება კადრების ჩარჩოს ფორმირებისთვის). მითითებული პარამეტრი პირდაპირ გავლენას ახდენს თამაშში გრაფიკის დინამიურობა და ხარისხზე. რაც უფრო მოკლეა კადრის ხანგრძლივობის მნიშვნელობა (გამოითვლება მილიწამებში), მით უფრო დინამიური იქნება თამაში. მას შემდეგ, რაც კადრების ჩარჩო დაგენერირდება GPU-ის მიერ, იგი მოექცევა კადრების ბუფერში, შემდეგ დისპლეის კონტროლერში და აისახება მონიტორის ეკრანზე. Intel-მა გამოიგონა გზა, დაარღვიოს კადრის ხანგრძლივობა და აჩვენოს GPU-ის კონკრეტული წვლილი მის ფორმირებაში დროის მოცემულ მომენტში. ეს ინდიკატორი არის ის, რასაც კომპანია უწოდებს GPU Busy-ს. ქვემოთ მოცემული Overwatch 2-ის კადრების დროის გრაფიკი აჩვენებს იმ სამუშაოს, რომელიც Intel-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებმა შეასრულეს Arc გრაფიკული ბარათების მუშაობის ოპტიმიზაციისთვის DirectX 11 თამაშებში, ისევე როგორც ინფორმაციას, რომელსაც GPU Busy გვაწვდის. ლურჯი ხაზი აჩვენებს თითოეული კადრის დამუშავებაზე დახარჯულ მთლიან დროს (CPU + GPU). ყვითელი ხაზი გვიჩვენებს, რამდენი ხანი იყო მხოლოდ GPU დაკავებული ამ ჩარჩოს დამუშავებით. იდეალურ შემთხვევაში ორივე ხაზის მწვერვალი უნდა იყოს გლუვი და რაც შეიძლება ახლოს იყოს ერთმანეთთან. როგორც ხედავთ, Overwatch 2-ის შემთხვევაში Arc A750 გრაფიკული ბარათისა და ძველი დრაივერების გამოყენებისას (ზემოთ პირველი გრაფიკი), ლურჯ ხაზზე (ჩარჩოს დამუშავების მთლიანი დრო) ხშირად მნიშვნელოვანი ნახტომები შეინიშნება. უახლესი დრაივერით, რომელიც ახდენს DirectX 11 კოდის ოპტიმიზაციას, თამაში ბევრად უფრო გამართულად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ GPU-ის დატვირთულობის დრო (ყვითელი ხაზი) ორივე შემთხვევაში იგივე დარჩა - 5-6 მილიწამი. შედეგად თამაში ახლა ბევრად უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე ადრე და GPU busy განმარტავს, თუ როგორ იქნა ეს მიღწეული. მაგალითი, როდესაც თამაშის კადრების სიხშირე შეზღუდულია CPU-ით და არა GPU-ის წარმადობით GPU busy პარამეტრის გამოყენებით მიღებული მონაცემები მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასადგენად, თუ რა იწვევს კონკრეტულ თამაშში წარმადობის პრობლემებს და რაზე უნდა იფიქროთ პირველ რიგში კომპიუტერის განახლებისას - ახალ CPU-ზე თუ ვიდეო ბარათზე. თუ GPU-ის ჩატვირთვის დრო ემთხვევა კადრების მთლიან დროს, მაშინ ან თამაში იდეალურადაა ოპტიმიზებული, ან მასში წარმადობის გაუმჯობესება შესაძლებელია ვიდეო ბარათის განახლებით. დაბოლოს, მონიტორინგის ახალი ინსტრუმენტი PresentMon იძლევა საშუალებას აკონტროლოთ თამაშების შესრულების ყველა ძირითადი პარამეტრი, მათ შორის GPU busy. მას მხარს უჭერს გრაფიკული ბარათების ყველა მწარმოებელი და მუშაობს DirectX 9, DirectX 11, DirectX 12 და Vulkan გრაფიკული API-ებით. https://tinyurl.com/yrpxdwke
-
პორტატულ კონსოლ Legion Go-ს გამოშვებით Lenovo აპირებს არა მხოლოდ აღნიშნოს შესვლა გეიმინგ სეგმენტში, არამედ გახსნას მთელი ეკოსისტემა: კონსოლი აღჭურვილი იქნება შერეული რეალობის გეიმინგ სათვალით, აცხადებს რესურსი Windows Report. გამოქვეყნდა მოწყობილობის ახალი რენდერებიც. ფოტოს წყარო: windowsreport.com პორტატული კონსოლი Lenovo Legion Go, რომელიც მუშაობს Windows 11-ზე, სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება IFA 2023-ზე სექტემბერში - ის გახდება ისეთი მოდელების პირდაპირი კონკურენტი, როგორებიცაა Valve Steam Deck, ASUS ROG Ally, ასევე AYANEO-ს მოწყობილობები. შერეული რეალობის სათვალე Legion AR Glasses შესამჩნევი უპირატესობა იქნება. იგი მოწყობილობას დაუკავშირდება USB სადენით - საკუთარი კვების წყაროს არარსებობა მას საკმაოდ კომპაქტურს ხდის; სათვალე და სადენი ცალ-ცალკე გაიყიდება. Lenovo Legion Go-ს ტექნიკური მახასიათებლების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომი ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ იგი იმუშავებს AMD Ryzen Z1 სერიის მობილურ პროცესორზე, რომელსაც აქვს AMD Zen4 მიკროარქიტექტურის ცენტრალური პროცესორი 8 ბირთვით, 16 ნაკადით და 5.1 გჰც-მდე სიხშირით, აქვს ასევე ინტეგრირებული გრაფიკა RDNA3 12 გამომთვლელი ბლოკითა და 2.7 გჰც სიხშირით - ანალოგიური ჩიპია წარმოდგენილი ASUS ROG Ally-ს უფროს ვერსიაში. 8-დუიმიან ეკრანს აქვს კონკურენტებთან შედარებით წვრილი ჩარჩო, გვერდების სავარაუდო შეფარდებაა 16:10. Lenovo Legion Go აღსანიშნავია სამართავი ელემენტების სრული ნაკრები მოსახსნელ კონტროლერებზე, ასევე წარმოდგენილია კარგად გააზრებული გაგრილების სისტემა: შემავალი ჭრილები განლაგებულია მოწყობილობის ქვედა ნაწილში, ხოლო გამომავალი - ზევით. ეს ნიშნავს, რომ ცხელი ჰაერი არ იქნება მიმართული მომხმარებლისკენ. უკანა მხარეს მოცემულია მოსახერხებელი სადგამი, კომპლექტს კი ავსებს microSD მეხსიერების ბარათის სლოტი და კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი ჯეკი. https://tinyurl.com/4bjvrev
-
- 1
-
-
Bitcoin-ის ფასი 28 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, ყველა სხვა კრიპტოვალუტა ასევე ზეწოლის ქვეშ მოექცა ინვესტორების განახლებული შეშფოთების გამო აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ფასის ვარდნა დაიწყო აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომის ივლისის პროტოკოლების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც გამოთქმული იყო ოფიციალური პირების შიში ინფლაციის მზარდი ზრდის შესახებ, რამაც შესაძლოა განაკვეთების შემდგომი ზრდა გამოიწვიოს. ფოტოს წყარო: Pixabay ცენტრალური ბანკის ივლისის შეხვედრაზე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონემდე გაზარდა. ბაზრები ახლა იმედოვნებენ, რომ ცენტრალური ბანკი წელს საპროცენტო განაკვეთებს აღარ შეცვლის. ამის საპასუხოდ საფონდო ბირჟა ზედიზედ ორი დღის განმავლობაში განიცდიდა ვარდნას, ხოლო აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ათწლიანმა შემოსავალმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დახურვას მიაღწია. Coin Metrics-ის მიხედვით Bitcoin-ის კორელაცია აქციებთან მიმართებაში ორი წელიწადის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა, თუმცა მან ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია 2022 წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის კამპანიის საპასუხოდ - გაეზარდა განაკვეთები ინფლაციის შეკავების მიზნით. „მიუხედავად იმისა, რომ თავად ინფლაცია შეიძლება იყოს არგუმენტი კრიპტო აქტივების ზრდის სასარგებლოდ, ინფლაციასთან ერთად ჩნდება სხვა ასპექტებიც, როგორიცაა რისკისადმი მადის დაქვეითება ინვესტორების მხრიდან, რომლებსაც ეშინიათ რეცესიის და თავს არიდებენ Bitcoin-ს, როგორც სარისკო აქტივს“ - განმარტა Defiance ETFs-ის მთავარმა საინვესტიციო დირექტორმა Sylvia Jablonski-მ. ფოტოს წყარო: CNBC ექსპერტების აზრით მიმდინარე კვირაში Bitcoin-ისა და Ethereum-ის 90-დღიანი ცვალებადობის მაჩვენებელი დაეცა მრავალწლიან მინიმუმამდე, 35% და 37%-ით, შესაბამისად. მათ ასევე სჯერათ, რომ Bitcoin-ის ფასის დაბრუნება 30 ათას აშშ დოლარიან მაჩვენებლამდე ივნისის ბოლოს „დაბალი მოცულობით მოხდა, ამიტომ აღმასვლას დიდი ძალა არ ჰქონდა“. აშშ-ში Bitcoin ETF-ის - კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოზიტიური კატალიზატორის მოსალოდნელი დებიუტი გადაიდო, რამაც ასევე შეამცირა ინვესტორების ინტერესი კრიპტოაქტივების მიმართ. მასალის წერის მომენტში Bitcoin-ის კურსი 27 800 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/3txd9ruc
-
კომპანია Microsoft-მა დაიწყო საინფორმაციო მედიის წევრებისთვის მოსაწვევების გაგზავნა "სპეციალური ღონისძიებისთვის", რომელიც ნიუ-იორკში მომავალ თვეში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების დეტალები არ გახმაურებულა, პროგრამული გიგანტი, სავარაუდოდ, ფართო საზოგადოებას წარუდგენს Surface სერიის ახალ მოწყობილობებს. ფოტოს წყარო: Microsoft „თქვენს კალენდარში მონიშნეთ ხუთშაბათი, 2023 წლის 21 სექტემბერი Microsoft-ის სპეციალურ ღონისძიებაზე დასასწრებად“, - ნათქვამია მოწვევაში, რომელიც ზოგიერთმა ჟურნალისტმა მიიღო. ვინაიდან Microsoft ხშირად მასპინძლობს Surface მოწყობილობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სექტემბერში ან ოქტომბერში, სავარაუდოა, რომ ტექნიკის სიახლეები იქნება წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე. ამბობენ, რომ Microsoft ამზადებს Surface Go 4 პლანშეტს, ასევე Surface Laptop Studio 2 და Surface Laptop Go 3 ლეპტოპებს. წყაროს ცნობით განახლებული Surface Laptop Studio 2 წარმოდგენილი იქნება Intel-ის უახლესი პროცესორებით, მძლავრი გრაფიკული ამაჩქარებლით და ხელმისაწვდომი ინტერფეისების უფრო მრავალფეროვანი ნაკრებით მიმდინარე თაობის მოდელთან შედარებით. გავრცელებული ინფორმაციით Microsoft-მა გადადო Arm-ზე დამყარებული Surface Go 4-ის გამოშვება და უპირატესობა Intel-ის ჩიპებს მიანიჭა. Surface Go 3 ასევე სავარაუდოდ გამოვა მე-12 თაობის Intel პროცესორებით. შესაძლოა, მომავალი ღონისძიების ფარგლებში Microsoft-მა გამოავლინოს მეტი დეტალი Windows 11-ის შემდეგი ძირითადი განახლების შესახებ, რომელიც სექტემბერში გამოვა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს განახლება უზრუნველყოფს RAR და 7-Zip ფორმატების ინტეგრირებულ მხარდაჭერას, განახლებულ OS პარამეტრების მთავარ გვერდს, ხმის სიმძლავრის განახლებულ მიქშირებას და ასევე ღია წვდომას ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტ Windows Copilot-ზე. https://tinyurl.com/bdem5e4v
-
ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის ნელი აღდგენის შესახებ ნახევრადგამტარი ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი მიუთითებს. ზოგად მაკროეკონომიკურ სირთულეებთან ერთად Counterpoint Research-ის წარმომადგენლების აზრით ეს გამოიწვევს გლობალურ ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლომდე სმარტფონების მიწოდების შემცირებას 6%-ით, 1.15 მილიარდ ერთეულამდე. ფოტოს წყარო: Xiaomi პროგნოზის ავტორების აზრით აზიის ბაზარზე არსებული ვითარება ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა სმარტფონებზე მოთხოვნის ზრდისთვის, რადგან ბევრის მიერ პროგნოზირებული ჩინეთის ეკონომიკური აღდგენა არ მიდის ისე სწრაფად, როგორც სასურველია. ასევე, ჩრდილოეთ ამერიკაში მომხმარებლები ნელი ტემპით აახლებენ თავიანთ მოწყობილობებს. ეს ზრდის მობილური მოწყობილობების მოხმარების საშუალო ხანგრძლივობას რეკორდულ დონემდე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება, წლის ბოლოს სმარტფონების მიწოდების მოცულობა შეიძლება იყოს ყველაზე დაბალ დონეზე წინა ათი წლის განმავლობაში. ასეთ პირობებშიც კი Apple კარგად არის დაცული გლობალური კრიზისისგან, რადგან მას ჰყავს ასობით მილიონი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც არ ჩქარობენ ამ ბრენდის პროდუქციაზე უარის თქმას. iPhone 15-ის შემოდგომაზე დებიუტი, ანალიტიკოსების აზრით, საშუალებას მისცემს აშშ-ის ფიჭური ბაზრის მონაწილეებს - მომხმარებლების სერიოზულ რაოდენობას Apple-ის წინა თაობის სმარტფონების განახლებისკენ უბიძგონ. ბევრი მათგანი იყენებს iPhone 12-ს და დიდი ხანია ელოდება შესაფერის მომენტს განახლებისთვის. https://tinyurl.com/2mmny7hp
-
Coinbase-მა მიიღო FCM ლიცენზია CFTC-სგან. ეს აშშ-ის შერჩეულ მომხმარებლებს შესთავაზებს წვდომას კრიპტო ფიუჩერსებით ვაჭრობაზე. შვილობილი Coinbase Financial Markets-ისთვის ნებართვა გაცემულია NFA-ისგან, რომელიც უფლებამოსილია მარეგულირებლის მიერ. Coinbase-ის ინსტიტუციონალური პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტმა გრეგ ტუსარმა დამტკიცებას კომპანიისთვის "კრიტიკული მოვლენა" უწოდა. ტოპ-მენეჯერის შეფასებით კრიპტო დერივატივების ბაზარი ციფრული აქტივების ბრუნვის 75%-ს შეადგენს. „საკრედიტო ბერკეტის გამოყენებით ტრანზაქციის შესაძლებლობა მომხმარებლებისგან მოითხოვს უფრო დაბალი საწყისი ინვესტიციის განხორციელებას ტრადიციულ სპოტ ვაჭრობასთან შედარებით. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ გამოიყენონ რისკის მართვის ინსტრუმენტები ძირითადი კრიპტო აქტივებისთვის“, - განმარტა ტუსარმა. Coinbase-მა NFA-ს განაცხადით 2021 წლის სექტემბერში მიმართა. 2022 წელს ბირჟამ შეიძინა FairX, CFTC რეგულირებადი კრიპტო დერივატივების პლატფორმა, რომელსაც ეწოდა Coinbase Derivatives Exchange. პლატფორმა ღიაა მესამე მხარის ბროკერებისთვის, FCM-ებისა და ბაზრის შემქმნელებისთვის. ტუსარის ინფორმაციით წლის დასაწყისიდან პლატფორმაზე Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობამ 4.7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო Ethereum-ზე დამყარებულ მსგავს ინსტრუმენტებში - 2 მლრდ აშშ დოლარს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში Coinbase-მა აამოქმედა საერთაშორისო ბირჟა კრიპტო დერივატივებით ვაჭრობისთვის. https://tinyurl.com/4eshf8n4
-
მიმდინარე წელს Google ჩაეშვა უკომპრომისო კონკურენციაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ბოლო თვეების განმავლობაში ეძებდა გზებს ამ სფეროში თავისი კვლევის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. აპრილში Google-მა გააერთიანა ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ლაბორატორია DeepMind და Brain - Silicon Valley AI კვლევითი პროექტი. ახლა კი, ოთხი თვის შემდეგ, გაერთიანებული Google DeepMind გუნდი ტესტავს ამბიციურ ახალ ინსტრუმენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გადააქციონ ყველა საყოფაცხოვრებო საქმის პერსონალურ მწვრთნელად. ფოტოს წყარო: Pixabay Google DeepMind ტესტავს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს 21-ზე მეტი სახის მრავალფეროვანი პირადი და პროფესიული ამოცანისთვის, მათ შორისაა ინსტრუმენტები ცხოვრებისეული რჩევების, იდეების, დაგეგმვის სახელმძღვანელოებისა და სწავლის კონცეფციებისთვის. Scale AI-მა, კონტრაქტორმა, რომელიც მუშაობს Google DeepMind-თან, შეკრიბა სატესტო ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც მოიცავდა დოქტორის ხარისხის მქონე 100-ზე მეტ სხვადასხვა დარგის ექსპერტს. იდეების გენერირების ფუნქციას შეუძლია მომხმარებლებს მისცეს შეთავაზებები ან რეკომენდაციები სიტუაციიდან გამომდინარე. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ასწავლოს ახალი უნარები ან გააუმჯობესოს უკვე არსებული, ხოლო დაგეგმვის ფუნქციას შეუძლია განსაზღვროს ფინანსური ბიუჯეტი და მომხმარებელს შესთავაზოს კვების, სწავლის, ვარჯიშის გეგმები. Google DeepMind ასევე იკვლევს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამუშაო ადგილზე სამეცნიერო, კრეატიული და პროფესიონალური წერის ჩათვლით, ასევე შაბლონების ამოცნობას და ტექსტიდან მონაცემების მოპოვებას. შემუშავებულ ხელსაწყოებს ასევე შეუძლიათ არგუმენტების კრიტიკა, ალგორითმების ოპტიმიზაცია, გრაფიკების ახსნა, ტესტების, სიტყვებისა და რიცხვების თავსატეხების გენერირება და ფეხბურთის თამაშიც კი. Google ასევე ტესტავს ჟურნალისტის ასისტენტს, რომელსაც შეუძლია ახალი ამბების სტატიების შექმნა, მათი გადაწერა და სათაურების შეთავაზება. კომპანიამ პროგრამული უზრუნველყოფა, სახელად Genesis, წარუდგინა The Times-ის, The Washington Post-ისა და News Corp-ის აღმასრულებლებს, The Wall Street Journal-ის მშობელ კომპანიას. ფოტოს წყარო: unsplash.com სხვა საკითხებთან ერთად, ტესტის მონაწილეები ამოწმებენ ასისტენტის უნარს - უპასუხოს პირად კითხვებს ადამიანების ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე. მაგალითად, ჩატ-ბოტს სთხოვენ რჩევის მიცემას რთულ ვითარებაში, როდესაც ადამიანი მიწვეულია მეგობრის ქორწილში სხვა ქალაქში, მაგრამ უმუშევარია, ვერ მოდის და არ იცის როგორ მოიქცეს. ეს პროექტები მიუთითებს Google-ის სერიოზულ მცდელობებზე, გახდეს ლიდერი ხელოვნური ინტელექტის სფეროში და მიუთითებს მზაობაზე, ენდოს ხელოვნურ ინტელექტს მგრძნობიარე პრობლემების გადაჭრაში, ასევე შეცვალოს ფრთხილი დამოკიდებულება მის მიმართ, თუმცა არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება იმისა, რომ ადამიანები ზედმეტად ემოციურად არიან მიჯაჭვულნი ჩატ-ბოტებთან. უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა შეიძლება განიცადონ "ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუარესება" და "ნების თავისუფლების დაკარგვა", თუ ისინი მიიღებენ ცხოვრებისეულ რჩევებს ხელოვნური ინტელექტისგან. ისინი შიშობენ, რომ ზოგიერთ მომხმარებელს, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული ტექნოლოგიაზე, შეიძლება სჯეროდეს, რომ რჩევა რეალურად გონივრულია. ექსპერტებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიერ მოყენებული ეკონომიკური ზიანის შესახებ და ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს "კრეატიული პროფესიების დისკვალიფიკაცია". ახალი ინსტრუმენტები ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია და კომპანიამ შესაძლოა არ გამოიყენოს ისინი ან შეზღუდოს მათი ფუნქციონალურობა, როგორც ეს მოხდა ჩატ-ბოტ Bard-ის გამოშვებისას მიმდინარე წლის მარტში, როდესაც დაწესდა სამედიცინო, ფინანსური ან იურიდიული კონსულტაციის გაწევის აკრძალვა. Google DeepMind-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ სხვადასხვა პარტნიორთან ჩვენი კვლევების შესაფასებლად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უსაფრთხო და სასარგებლო ტექნოლოგიების შექმნისთვის. ასეთი შეფასებები ნებისმიერ დროს ბევრია. ინდივიდუალური შეფასებები არ არის ჩვენი პროდუქტის განვითარების გეგმის წარმომადგენელი. ” https://tinyurl.com/32wkpdjs
-
კომპანია Intel-მა გამოუშვა გამოსახულების მასშტაბირების საფირმო ტექნოლოგია Xe Super Sampling-ის (XeSS) განახლება 1.2. ცვლილებების ჩამონათვალი მეტად მცირე აღმოჩნდა ასეთი დიდი განახლებისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz / Intel XeSS-ის ახალ ვერსიაში გაჩნდა გაფართოების დინამიური მასშტაბირების მხარდაჭერა. გარდა ამისა, მოხდა ოპტიმიზაცია, მათ შორის გაუმჯობესდა წარმადობა და გაიზარდა აპსკეილერის მუშაობის სტაბილურობის დონე. XeSS-ის ახალ ვერსიაში გამოჩნდა ტექნოლოგიის უკუთავსებადობა. სხვა სიტყვებით, XeSS 1.0 და 1.1 მხარდაჭერის მქონე თამაშებში XeSS 1.2-ის ინტეგრაციისთვის საჭირო იქნება DLL ბიბლიოთეკის ახლით შეცვლა. უახლესი ვერსია XeSS 1.2.0.13 ჯერ არ არის გამოყენებული ბაზარზე არსებულ არცერთ თამაშში, თუმცა Ratchet and Clank: Rift Apart იყენებს XeSS ვერსიას 1.2.0.10. Intel-მა ასევე გამოუშვა განახლებული SDK თამაშების დეველოპერებისთვის მასშტაბირების ტექნოლოგიის თამაშებში ინტეგრირებისთვის. XeSS ტექნოლოგიის კოდი, რომელიც შეიცავს DLL libxess.dll გასაღებს, ჯერ არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანია გვპირდება, რომ მისი ტექნოლოგია 2021 წლიდან იქნებოდა ღია. შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს Battlemage სერიის ვიდეო ბარათების გამოშვების შემდეგ, რომლებიც Arc Alchemist-ს ჩაანაცვლებს. გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია Intel XeSS არის ისეთი ტექნოლოგიების ალტერნატივა, როგორებიცაა AMD FSR და NVIDIA DLSS. Upscaler-ით მხარდაჭერილია არა მხოლოდ Intel-ის გრაფიკული პროდუქტები, არამედ AMD-ისა და NVIDIA-ს გეიმინგ პროცესორები, მაგრამ პროგრამულ დონეზე. https://tinyurl.com/yc624p8f
-
კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებში თანხების შემოდინებამ 5-დან 11 აგვისტომდე პერიოდში შეადგინა 28.5 მილიონი აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე დაფიქსირდა 107 მლნ აშშ დოლარის გადინება. ასეთი შეფასება გააკეთეს CoinShares-ის ანალიტიკოსებმა. უარყოფითი დინამიკა ფიქსირდებოდა სამი კვირის განმავლობაში ზედიზედ. ანალიტიკოსებმა ტენდენციის ცვლილება ახსნეს სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საბაზისო განაკვეთის გაზრდის ალბათობის შემცირებით, ინფლაციის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ. წყარო: CoinShares. თანხების შემოდინების უდიდესი წილი მოდის Bitcoin-ფონდებზე (27 მლნ აშშ დოლარი). მათ ნაწილობრივ დააკომპენსირეს მარტიდან ამ დრომდე პერიოდში 111 მლნ აშშ დოლარის გადინება. სტრუქტურებში, რომლებიც მომხმარებლებს პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის საშუალებას აძლევს, ნეგატიური დინამიკა განახლდა - მომხმარებლებმა გაიტანეს 2.7 მლნ აშშ დოლარი წინა საანგარიშო პერიოდში ნულოვანი ცვლილების შემდეგ. Ethereum-ის ფონდებში დაფიქსირდა 2.5 მლნ აშშ დოლარის შემოდინება, წინა კვირაში 5.9 მლნ აშშ დოლარის გადინება მოხდა. სხვა Altcoin-ებზე დამყარებულ პროდუქტებში დაფიქსირდა დადებითი დინამიკა - 0.1 მლნ აშშ დოლარი LTC-ში, 0.7 მლნ აშშ დოლარამდე - Uniswap-ში. XRP პროდუქტებში თანხების შემოსვლა ზედიზედ მე-16 კვირა გაგრძელდა. წლის დასაწყისიდან მათი AUM გაიზარდა 127%-ით. შეგახსენებთ, რომ Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა ივარაუდა ჰალვინგამდე Bitcoin-ის ღირებულების 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდა. მანამდე Bloomberg-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს სეიფარტმა ციფრული ოქროს ბირჟაზე ვაჭრობის ფონდის დამტკიცების შანსები 65%-მდე გაზარდა. https://tinyurl.com/4szkbydn
-
NVIDIA მეორე კვარტლის ოფიციალურ შედეგებს მომავალ კვირას გამოაქვეყნებს, ხელმძღვანელობის საკუთარი პროგნოზის საფუძველზე კომპანიის შემოსავალი ამ პერიოდისთვის უნდა გაიზარდოს 53%-ით 11 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც მას ჩიპების სიდიდით მესამე მომწოდებლად აქცევს შემოსავლების თვალსაზრისით. ზოგადად, ინდუსტრიის 15 უმსხვილესი კომპანიის ანგარიშგებამ აჩვენა, რომ მეორე კვარტალში მიღებული შემოსავალი კლებიდან ზრდაზე გადავიდა. ფოტოს წყარო: NVIDIA რესურს SemiWiki-ის მიხედვით WSTS-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით ინდუსტრიის 15 უმსხვილესი კომპანიიდან 13-მა შემოსავლების ზრდა დააფიქსირა მეორე კვარტალში. მხოლოდ Infineon (-0.7%) და Qualcomm (-10%) არ ჯდება ტენდენციაში. სხვათა შორის, NVIDIA იყო ლიდერი შემოსავლების თანმიმდევრული ზრდის მხრივ მეორე კვარტალში, თუკი კომპანიის ხელმძღვანელობის პროგნოზები სწორია - კომპანიამ შემოსავლების დაახლოებით 53%-ით გაზრდა შეძლო. ბაზრის სხვა მონაწილეებიდან მხოლოდ SK hynix-მა შეძლო მასთან მიახლოება, მისი შემოსავალი მუდმივად იზრდებოდა 39%-ით, მაგრამ ამ წარმატებაშიც შეგვიძლია ვისაუბროთ თავად NVIDIA-ს მონაწილეობაზე, ვინაიდან სწორედ SK Hynix აწვდის მას HBM3 ტიპის ამაჩქარებლებს, რამაც შემოსავლის ერთნახევარჯერ ზრდა განაპირობა. ფოტოს წყარო: SemiWiki სხვათა შორის, SK hynix-ის შემოსავალი ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში მცირდებოდა 25%-ზე მეტით, ამიტომ NVIDIA-სთან თანამშრომლობა ფაქტიურად შანსი გახდა კორეული მეხსიერების მომწოდებლისთვის - დაარღვიოს ეს უსიამოვნო ტენდენცია. საშუალოდ, ინდუსტრიის ტოპ 14 კომპანიის შემოსავალი, რომლებიც საკუთარ ბრენდირებულ ჩიპებს ყიდიან, მეორე კვარტალში 8%-ით გაიზარდა. მეხსიერების სეგმენტში იგი გაიზარდა 9%-ით, სხვა მომწოდებლების შემთხვევაში - საშუალოდ 7%-ით. თუ არ გავითვალისწინებთ NVIDIA-ს „ნახტომს“, მაშინ საშუალო ზრდამ დარჩენილ 14 კომპანიას შორის 3%-ს მიაღწია. მესამე კვარტლის პროგნოზი 15-დან 11-მა კომპანიამ უკვე გააკეთა. შემოსავლების დინამიკა ამ პროგნოზებში უარყოფითია მხოლოდ Infineon-ისა (-2,2%) და Analog Devices-ისთვის (-5%), ხოლო Qualcomm ელოდება შემოსავლის თანმიმდევრულ ზრდას 0.4%-ით სმარტფონების ბაზარზე მოთხოვნის აღდგენის ფონზე. მეხსიერების მწარმოებლები რომ არ განვიხილოთ, სიაში დარჩენილ კომპანიებს შორის მესამე კვარტლის შემოსავლების მუდმივი ზრდა საშუალოდ 2%-ზე მეტი არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ანალიტიკოსების უმეტესობის აზრით მთელი 2023 წლის შედეგები ინდუსტრიისთვის იმედის გამაცრუებელი იქნება. ისინი პროგნოზირებენ გლობალური ნახევრადგამტარი ინდუსტრიის შემოსავლის კლებას 10%-დან 20%-მდე 2023 წლის ბოლოსთვის, მაგრამ ბევრი მათგანი 2024 წელს შემოსავლების 10%-დან 18.5%-მდე ზრდის იმედს ამყარებს. მეხსიერების სეგმენტის გათვალისწინების გარეშე ეს მაჩვენებელი უფრო მოკრძალებული იქნება - 5-დან 7.7%-მდე. მეხსიერების ბაზარზე WSTS პროგნოზირებს მომავალ წელს შემოსავლების ზრდას 43%-ით, ხოლო Gartner-ის კოლეგები პროგნოზირებენ 70%-იან ზრდას. https://tinyurl.com/nkkf8h2s
-
ტრადიციული სერვერების გაყიდვები გლობალურად მცირდება, იტყობინება MarketWatch, რომელიც Susquehanna-ს ანალიტიკოსების ცნობებს ეყრდნობა. მოთხოვნის შემცირების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჰიპერსკეილერები და მონაცემთა ცენტრის ოპერატორები ყურადღებას ამახვილებენ ხელოვნური ინტელექტის ოპტიმიზებულ სისტემებზე. აღნიშნულია, რომ 2023 წლის III კვარტალში სტანდარტული CPU-სერვერების გლობალური მიწოდების მოცულობა შეიძლება იყოს "იმედის გამაცრუებელი". ასეთი სისტემების მიწოდება შეიძლება შემცირდეს 20%-ით ყოველწლიურად, ხოლო ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების გაყიდვების მოცულობა 23%-ით გაიზრდება. ფოტოს წყარო: Microsoft ჯამში სერვერების მიწოდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 3%-ით მეტი იქნება. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა პროგნოზი - 10%. ბოლო მონაცემები მიუთითებს გლობალური მონაცემთა ცენტრების ინდუსტრიის მნიშვნელოვან შენელებაზე, როგორც სხვა კვლევებიც მეტყველებს. ივლისში TSMC-ის თავმჯდომარე მარკ ლიუმ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე მზარდი მოთხოვნის გამო ტრადიციული სასერვერო პროცესორების გაყიდვები მცირდება. შეფასებით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გახდება მთავარი ტექნოლოგიური ტენდენცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, IT-კომპანიების დირექტორების 75% ტესტავს ან უკვე ნერგავს მსგავს პროექტებს. https://tinyurl.com/ycdbbu3e
-
2020 წლის იანვრიდან გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოს (FCA) მიერ განხილული 291 კრიპტო კომპანიის განაცხადიდან მარეგულირებელმა დაამტკიცა მხოლოდ 38 (13%). განაცხადების უმეტესობა (155) უკან გაიწვიეს თავად კომპანიებმა, რადგან FCA-მ მათ რეკომენდაცია გაუწია განაცხადის ხელახლა გაგზავნას ყველა კრიტერიუმთან შეუსაბამობის გამო. დიდმა ბრიტანეთმა კრიპტო კომპანიებისთვის დროებითი რეგისტრაციის რეჟიმი შემოიღო 2020 წლის დეკემბერში. 2021 წლის ივნისში პროგრამა გაგრძელდა 2022 წლის 31 მარტამდე. 2022 წლის 1 აპრილიდან დიდ ბრიტანეთში კრიპტო კომპანიების დროებითი რეგისტრაციის რეჟიმი შეწყდა. მარეგულირებელმა გამონაკლისი დაუშვა „მცირე რაოდენობის“ კომპანიებზე, რომელთა განაცხადები სრულად დამუშავებული არ იყო. ამ დროის განმავლობაში FCA-სგან დამტკიცების ნებართვა მიიღო ბირჟა Kraken-მა, ინფრასტრუქტურულმა პროვაიდერმა MoonPay-მ, ძმები უინკლუოსების მიერ დაარსებულმა კომპანია Gemini-მ და ვენჩურულმა ფონდმა - Andreessen Horowitz. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისში Ripple-მა შეიტანა განცხადება კრიპტო კომპანიად რეგისტრაციისთვის. მანამდე FCA-მ რეესტრში შეიტანა Bitcoin ბირჟა Bitstamp, ხოლო Binance-ის ადგილობრივმა ქვეგანყოფილებამ თავისი განაცხადი უკან გამოითხოვა. https://tinyurl.com/5n6pv3b2
-
ახალ დასაკეც სმარტფონ Mix Fold 3-ის, პლანშეტ Pad 6 Max-ის, სმარტ-საათ Smart Band 8 Pro-სა და რობოტიზებულ ძაღლ CyberDog 2-ის პარალელურად კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი Redmi K60 Ultra. ფოტოს წყარო: Xiaomi სმარტფონს აქვს 6.67-დუიმიანი P-OLED დისპლეი 2712 × 1220 პიქსელი გაფართოებით, პიქსელების სიმჭიდროვეა 446 PPI, DCI-P3 ფერთა გამა და 2880 ჰერცი განათების პულსაციის მოდულაცია. ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, სენსორული ფენის განახლების სიხშირე - 480 ჰერცი. Redmi K60 Ultra-ს საფუძვლად გამოყენებულია პროცესორი MediaTek Dimensity 9200+. ორიგინალი Dimensity 9200-ისგან იგი განსხვავდება ბირთვების ტაქტის სიხშირით. მთავარი ბირთვი Arm Cortex-X3 აჩქარებულია 3.05-დან 3.35 გჰც-მდე, სამი მაღალი წარმადობის Cortex-A715 - 2.85-დან 3.0 გჰც-მდე, ხოლო ოთხი ეკონომიური Cortex-A510 ბირთვი - 1.8-დან 2.0 გჰც-მდე. ასევე გაუმჯობესდა გრაფიკული ქვესისტემა Immortalis-G715. მისი წარმადობა 17%-ით გაიზარდა. Redmi K60 Ultra-ს შემადგენლობაში აგრეთვე გამოყენებულია დამხმარე ვიდეოპროცესორი PixelWorks X7, რომელიც Xiaomi-ს მიერ შემუშავებულ ალგორითმზე მუშაობს. იგი პასუხისმგებელია კადრების დაბალი შეყოვნების ინტერპოლაციაზე, რომელსაც შეუძლია გააორმაგოს, გაასამმაგოს ან გააოთხმაგოს კიდეც კადრების სიხშირე 10 მილიწამზე ნაკლები შეყოვნებით. ~ კამერების მთავარ ბლოკში შედის 1/1.49-დუიმიანი 50-მეგაპიქსელიანი Sony IMX800 სენსორი ტექნოლოგია Fusion Megapixel-ის მხარდაჭერით, რომელიც 4 პიქსელს ერთ 2 მკმ ზომისაში აერთიანებს. სენსორს აგრეთვე აქვს ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა. მასთან ერთად მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი სენსორი მსხვილფორმატიანი გადაღებისთვის და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი - მაკროგადაღებისთვის. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია, მის საფუძვლად გამოყენებულია სენსორი Sony IMX596. სმარტფონს აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120 ვატი სიმძლავრის დამუხტვის მხარდაჭერით. კომპანიის განცხადებით მისი სამუშაო ციკლი ხანგრძლივია: დამუხტვის 1000 ციკლის შემდეგ მოცულობა 80%-ზე ნარჩუნდება. მოწყობილობის სისქე 8.49 მილიმეტრია, წონა - 204 გრამი. სმარტფონს აქვს უსადენო სტანდარტ Wi-Fi 6E-ს და Bluetooth 5.3 პროტოკოლის მხარდაჭერა, აგრეთვე NFC 3.0 მოდული, ასევე წარმოდგენილია ორი სტერეოდინამიკი, IP68 სტანდარტის დაცვა წყლისა და მტვრისგან. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Dolby Atmos, Dolby Vision и HDR10+. სმარტფონს აქვს ორი nano-SIM ბარათის სლოტი და მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 13-ზე საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით - MIUI 14. Redmi K60 Ultra-ს აქვს 12-დან 24 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება LPDDR5X და 256-დან 1024 გბ-მდე მუდმივი მეხსიერება UFS 4.0. ქვემოთ მოცემულია ვერსიების ფასები: Redmi K60 Ultra 12 გბ ოპერატიული + 256 გბ მუდმივი მეხსიერება - 2599 იუანი (357$); Redmi K60 Ultra 16 გბ ოპერატიული + 256 გბ მუდმივი მეხსიერება - 2799 იუანი (385$); Redmi K60 Ultra 16 გბ ოპერატიული + 512 გბ მუდმივი მეხსიერება - 2999 იუანი (412$); Redmi K60 Ultra 16 გბ ოპერატიული + 1 ტბ მუდმივი მეხსიერება - 3299 იუანი (454$); Redmi K60 Ultra 24 გბ ოპერატიული + 1 ტბ მუდმივი მეხსიერება - 3599 იუანი (495$). ახალი სმარტფონი წარმოდგენილი იქნება სამი ფერის კორპუსით: Shadow Green (მწვანე), Ink Feather (შავი) და Clear Snow (თეთრი). https://tinyurl.com/9b33yedf
