-
Posts
7320 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Facebook-ი ტესტავს ახალ ფუნქციას, რომელიც გამყიდველებს საშუალებას მისცემს ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ-რეჟიმში. როდესაც გამყიდველი მოახდენს თავისი პროდუქციის დემონსტირებას თავის სტრიმში, მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიღონ სქრინშოტები იმ ნივთებზე, რომლის ყიდვაც სურთ და აცნობონ გამყიდველს ონლაინში. ამის შემდეგ, გამყიდველი შეძლებს საგადახდო მოთხოვნის გაგზავნას Messsenger-ში - პროცესის ოპტიმიზაციისთვის. ამ დროისთვის ეს ფუნქცია ტაილანდში იტესტება, სადაც დამოუკიდებელი გამყიდველების ქომიუნითი აქტიურად იყენებს Facebook Live-ს, რათა მომხმარებლებს წარუდგინონ სხვადასხვა სახის გასაყიდი პროდუქტი - დაწყებული კოსმეტიკიდან - მოდის სხვა საგნებით დამთავრებული. აგრეთვე, მათ დაწესებული აქვთ სპეციალური შეაღავათები მათთვის, ვინც თავიანთ ნიუს ფიდზე გააზიარებს ლაივ-სტრიმს. დღესდღეობით გამყიდველებს უწევთ ცალკეულ მომხმარებელს სათითაოდ აცნობონ ინფორმაცია გაყიდვების შესახებ, ახალი ფუნქცია კი ნაკლებად დამაბნეველი და დროში მომგებიანი იქნება ორივე მხარისათვის. როგორც Facebook-ში აცხადებენ, კომპანია არ დააწესებს ლაივ-სტრიმინგზე არანაირ შეზღუდვას და არც რაიმე სახის გადასახადს. თუმცა ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ეს ფუნქცია ტაილანდს გარეთაც თუ დაიწყებს მოქმედებას მსოფლიო მასშტაბით. https://www.theverge.com/2018/12/6/18129201/facebook-live-shopping-mode-test
-
2019 წელს კომპანია Samsung-ი გამოუშვებს საშუალო კლასის სმარტფონების ახალ ხაზს - Galaxy M. ამ სერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება Galaxy A50, რომელმაც უკვე გაიარა წარმადობაზე ტესტირება Geekbench 4-ზე. სმარტფონმა ერთბირთვიან რეჟიმში მოიპოვა 1681 ქულა, რაც ტიპიური მაჩვენებელია საშუალო დონის პროცესორების მქონე დივაისებისთვის. მრავალბირთვიან რეჟიმში სმარტფონმა დააგროვა 4897 ქულა. შედარებისთვის - Snapdragon 6150-ს შეუძლია 2600 და 5500 ქულის მოპოვება ერთ- და მრავალბირთვიან რეჟიმში, შესაბამისად. ტესტირების წყალობით ცნობილი გახდა, რომ Samsung Galaxy A50-ს ექნება 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და ოპერაციული სისტემა Android Pie. ტესტირებამდე პერიოდში უკვე ცნობილი იყო, რომ Exynos 9610 კონფიგურაციში შედის ოთხი Cortex-A73 და ოთხიც Cortex-A53 ბირთვი ტაქტის სიხშირით - 2,3 გჰც და 1,6 გჰც შესაბამისად. გრაფიკაზე პასუხისმგებელია Mali-G72. თავად პროცესორი დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22545/samsung-galaxy-a50-s-processorom-exynos-9610-protestirovan-v-geekbench-4
-
- 1
-
-
კორპორაცია Toshiba-მ წარადგინა N300 და X300 სერიის ფლაგმანური მყარი დისკები: მათი გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება. ორივე სერიაში დებიუტირებს დრაივები 12 და 14 ტერაბაიტი მოცულობით, რომლებიც შექმნილია 3,5-დუიმიან ფორმ-ფაქტორზე. დაკავშირებას უზრუნველყოფს SATA 3.0 ინტერფეისი. კონსტრუქციას აქვს ჰელიუმით დახურული ჰერმეტული ზონა, რომელსაც ჰაერთან შედარებით შვიდჯერ ნაკლები სიმკვრივე გააჩნია. ამის ხარჯზე მცირდება სამუშაო ტემპერატურა და ენერგომოხმარება. Toshiba X300 დრაივების ბუფერული მოცულობა 256 მეგაბაიტია. ისინი გათვლილია მაღალი წარმადობის მქონე დესკტოპ-კომპიუტერებისთვის, სამუშაო სადგურებისა და გეიმინგ-სისტემებისთვის. მწარმოებელი იძლევა ორწლიან გარანტიას. Toshiba N300 სერიის მყარი დისკები ორიენტირებულია მონაცემთა ქსელურ საცავებზე. ეს დისკები დაპროექტებულია 24-საათიანი სამუშაო რეჟიმისთვის. გარანტია სამი წელია. https://3dnews.ru/979213
-
კორპორაცია Intel-ი, როგორც ქსელური წყაროები იტყობინებიან, მომავალ წელს აპირებს დააანონსოს საინტერესო ნაკეთობა სახელწოდებით Compute Module. ეს იქნება გამოთვლითი მოდულები, რომლებიც შესაძლებელია გახდეს მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების, მონობლოკების, ინფორმაციული სტენდების და ა.შ საფუძველი. ამ დროისათვის ცნობილია, რომ დამზადდება Compute Module-ის ხუთი მოდიფიკაცია. ყველა მათგანს ექნება 15 ვტ. Intel-ის პროცესორი, LPDDR3-2133 ოპერატიული მეხსიერება, ადაპტერები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირებისთვის. მოდიფიკაციების შესაბამისად, გამოყენებული იქნება შემდეგი ჩიპები: Celeron 4305U (ორი ბირთვი, ორი ნაკადი), Pentium 5405U (ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი), Core i3-8145U (ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი), Core i5-8265U (ოთხი ბირთვი, ოთხი ნაკადი), და Core i7-8365U (ოთხი ბირთვი, ოთხი ნაკადი). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 4 ან 8 გიგაბაიტი. უმცროსი ვერსიისთვის გათვალისწინებულია 64-გიგაბაიტიანი eMMC ფლეშ-მოდული. Intel Compute Module-ის ანონსი მოსალოდნელია მომდევნო წლის ბოლო კვარტალში. https://3dnews.ru/979216
-
- 2
-
-
-
კომპანია Huawei მალე გამოუშვებს სმარტფონს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სამგანზომილებიანი ფოტოების გადაღება. ამ ინფორმაციას ავრცელებს რესურსი Bloomberg-ი. ახალი სმარტფონი მუშავდება პროექტის ფარგლებში კოდური სახელწოდებით - Princeton. ცნობილია, რომ მას ექნება Sony-ს სენსორები, რომელთაც შეუძლიათ მაღალი სიზუსტით გაზომონ დაშორება ობიექტებამდე. საუბარი ეხება ე.წ ToF-კამერას (ToF, time-of-flight), რომელიც გამოიყენება კადრის სიღრმის განსაზღვრისთვის. ToF-კამერის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: იზომება სინათლის მოძრაობის დრო წყაროდან ობიექტამდე და სინათლის არეკვლისას - სპეციალურ სენსორზე. Huawei-ს სისტემა, სახელად 3D Camera, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გადაიღონ სამგანზომილებიანი ფოტოები, მოახდინონ სხვადასხვა ობიექტების 3D მოდელების ფორმირება და გაუზიარონ ერთმანეთს. გარდა ამისა, როგორც აღნიშნულია, ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის შერეული რეალობის აპლიკაციებზე მომუშავეებს. და ბოლოს, სისტემა შესაძლებელს გახდის სმარტფონებში რეალიზდეს ჟესტებით მართვის ახალი ფუნქციები. Huawei-ს ამ ახალი სმარტფონის ანონსი, როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში შედგება, გასაყიდად კი ანონსიდან რამოდენიმე კვირაში გამოვა. https://3dnews.ru/979262
-
კომპანია AMD საზოგადოებას დაჰპირდა, რომ შემდეგი წლისთვის გამოუშვებს ვიდეო ბარათებს ახალი არქიტექტურით - Navi. YouTube-არხის, AdoredTV-ის წყალობით უკვე ცნობილი გახდა სამი ახალი ვიდეო ბარათის შესახებ პირვანდელი ინფორმაცია. ცნობილია, რომ თავდაპირველად Navi-სერიაში გამოვა სამი ვიდეო ბარათი, რომელთა ოფიციალურად წარდგენა მოხდება CES 2019-ზე იანვრის დასაწყისში. წყაროს მიხედვით, მათი სახელწოდებები იქნება Radeon RX 3080, RX 3070 და RX 3060. გამოდის, რომ როგორც ვიდეო ბარათები, ასევე ახალი თაობის AMD Ryzen-პროცესორები 3000-სერიას მიეკუთვნება. მომავალი AMD Navi ვიდეო ბარათების მახასიათებლები მეტად პერსპექტიულად და იმედისმომცემად გამოიყურება, რაღა თქმა უნდა, თუკი გაჟონილი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ყველაზე „უფროს“ მოდელს - Radeon RX 3080 ბარათს ექნება 7-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი Navi 10 და 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება, TDP – 150 ვტ. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასი - სულ რაღაც 249 დოლარი. ეს ფაქტი ადასტურებს ამ დრომდე არსებულ ინფორმაციას, რომ Navi-სერიის ფარგლებში პირველ ეტაპზე გამოვიდოდა საშუალო ფასის მქონე მოდელები. რაც შეეხება წარმადობის დონეს, წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ახალი ვიდეო ბარათი წარმატებით შეძლებს კონკურენცია გაუწიოს NVIDIA GeForce RTX 2070 ბარათს. ცნობილია, რომ Radeon RX 3080 დაახლოებით 10-15%-ით აღემატება Radeon RX Vega 64-ს. ასევე, 249 დოლარის ღირებულების გათვალისწინებით, ჯამში საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება. AMD-ს მორიგი ვიდეო ბარათი იქნება Radeon RX 3070. იგი აგებული იქნება Navi 12 გრაფიკულ პროცესორზე, ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება, TDP-ის დონე კი მხოლოდ 120 ვტ. ეს ვიდეო ბარათი წარმადობის თვალსაზრისით GeForce GTX 1070-ის დონისაა და შესაძლოა ჯერ არგამოსულ GeForce RTX 2060-საც გაუწიოს კონკურენცია. Radeon RX 3070 ვიდეო ბარათის ფასი 199 დოლარი იქნება. და ბოლოს, ყველაზე „უმცროსი“ წარმომადგენელი Navi-ს თაობიდან იქნება Radeon RX 3060. მასაც ექნება GPU Navi 12, მხოლოდ რამდენადმე შემცირებული ვერსიით, ასევე - 4 გბ GDDR6 მეხსიერება, TDP – 75 ვტ. ვიდეო ბარათს არ ექნება დამატებითი კვების კონექტორის საჭიროება. Radeon RX 3060 ვიდეო ბარათი წარმადობის თვალსაზრისით იმყოფება Radeon RX 580-ისა და GeForce GTX 1060 ბარათების დონეზე, აგრეთვე იგი კონკურენციას გაუწევს მომავალ GeForce GTX/RTX 2050-ს. მისი ღირებულება იქნება 129 დოლარი. რა თქმა უნდა, ზემოთხსენებული მთელი ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ გახლავთ. თუმცა საზოგადოებისთვის სასურველი იქნება, თუ AMD კიდევ უფრო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს NVIDIA-ს. https://3dnews.ru/979179
-
სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს თავიანთ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე რეკლამების დაბლოკვის საშუალებას. Google-მა განაცხადა, რომ Chrome 71-მა უკვე გაიარა ბეტა-ტესტირება და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია Windows-ზე, Mac-სა და Linux-ზე. ბრაუზერის ვერსია მუშავდებოდა ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, იგი მიმართულია მანიპულაციური და ხშირ შემთხვევაში ზიანის მომტანი რეკლამების წინააღმდეგ. Google Chrome 71 ბრაუზერის გამოშვებით კომპანია აპირებს ებრძოლოს იმ საიტებს, რომლებზეც მსგავსი ბანერები და სარეკოლამო ვიდეოები გვხვდება თვალში. ბრაუზერი დაბლოკავს საიტზე ყველა რეკლამას, თუკი ერთი მათგანი მაინც დაიდება წესების დარღვევით. ნებისმიერმა მომხმარებელმა იცის, რომ ეკრანზე გამოსული რეკლამებისა და ავტომატურად გაშვებული ვიდეოებისგან თავის დაღწევა არ არის მარტივი. ზოგიერთი, უფრო გამოცდილი მომხმარებელი იყენებს მათი დაბლოკვის საშუალებებს, თუმცა ისინი იდეალურად ეფექტური არ არის: ზოგიერთი რეკლამა მაინც ახერხებს მათთვის გვერდის ავლას და მომხმარებელს ამისამართებს საეჭვო საიტებზე, ან ეკრანზე გამოდის მთელი რიგი გაფრთხილებები, რომელთა ჩახურვაც არ შეიძლება. სავარაუდოდ, მომხმარებლების უმეტესობამ იცის, როგორ აარიდოს თავი ამგვარ შემთხვევებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც შეიძლება გახდეს ამგვარი რეკლამის მსხვერპლი. პრობლემის მოგვარების მიზნით Google აძლიერებს დაცვის საშუალებებს. თუკი კონკრეტული საიტი რეგულარულად მოახდენს აკრძალული ტიპის რეკლამის ჩვენებას, მასზე ყველა რეკლამა დაიბლოკება. საიტის მფლობელს კი 30 დღე ექნება დრო, რომ წესრიგში მოიყვანოს არსებული ვითარება. Chrome 71 გაფრთხილებას მისცემს მომხმარებლებს, თუკი ისინი შევლენ საეჭვო რეკლამების მქონე საიტებზე. მაგალითად, ამგვარ საიტებს მიეკუთვნება ისინი, სადაც მომხმარებლებს სთხოვენ ტელეფონის ნომერს. Chrome 71 ბრაუზერის დესკტოპ-ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, Android- და Chrome OS-ვერსიები კი გამოჩნდება უახლოეს პერიოდში. https://www.theverge.com/2018/12/5/18125972/google-chrome-71-available-public-desktop-ad-blocking
-
ცნობილია, რომ CES 2019-ზე ამერიკული გიგანტი NVIDIA ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელიც მიეძღვნება Turing-ის თაობის მობილური გრაფიკული ადაპტერების ანონსს. ხსენებული გამოფენა, ტრადიციისამებრ გაიმართება ლას-ვეგასში. ამჯერად იგი დაიწყება 8 იანვარს და გაგრძელდება 12 იანვრამდე. ცნობილია, რომ NVIDIA პუბლიკას წარუდგენს პრაქტიკულად მთლიან ხაზს, მათ შორის, GeForce RTX 2050-სა და GeForce RTX 2070-ს. რაც შეეხება GeForce RTX 2080 Ti Max-Q ვიდეო ბარათებს, მათ თაყვანისმცემლებს შედარებით მეტხანს მოუწევთ ლოდინი. ეს ვიდეო ბარათი დაანონსდება მოგვიანებით იანვარში, ცალკე ღონისძიების ფარგლებში. ასევე ცნობილია, რომ Max-Q ვიდეო ბარათები არ იქნება დესკტოპ-ადაპტერებისგან განსხვავებული. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მალე გახდება ცნობილი. NVIDIA-ს ახალი ვიდეო ბარათების მქონე სადებიუტო ლეპტოპების გაყიდვა იგეგმება 2019 წლის 26 იანვრიდან. https://bit.ly/2rpnH98
-
- 1
-
-
Qualcomm-ის მიერ ჩატარებულ Snapdragon Technology Summit-ზე კომპანია Samsung-მა მოახდინა მეტად უცნაური სმარტფონის დემონსტრირება. ცნობილია, რომ ამ სმარტფონს აქვს 5G მობილური ქსელის მხარდაჭერა. იგი მუშაობს Qualcomm-ის უახლეს Snapdragon 855 პროცესორზე, რომელიც წარმოდგენილია რვა ბირთვით, გრაფიკული კონტროლერით - Adreno 640-ითა და Al-ძრავით. როგორც წარმოდგენილ ფოტოზე ვხედავთ, 5G სმარტფონს უცნაური ფორმის ჭრილი აქვს დისპლეის ზედა მარჯვენა კუთხეში. მასში განთავსდება ფრონტალური კამერა. ჯამში, სმარტფონი საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება, თუმცა, დიდი ალბათობით, მის ბაზაზე წარმოებული კომერციული მოდელები განსხვავებული დიზაინით წარსდგებიან რეალიზაციისთვის. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Samsung-ი ამზადებდა 5G სმარტფონს Galaxy S10 ფლაგმანურ სერიაში. ეს სმარტფონი, როგორც ამ დროისთვის ცნობილია, წარმოდგენილი იქნება 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 1 ტერაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით. ახალი სმარტფონის შესახებ უფრო დეტალური ცნობები მომდევნო წლის დასაწყისისთვის გახდება ხელმისაწვდომი - ლას-ვეგასში გამართულ Consumer Electronics Show (CES)-ზე ან ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress (MWC)-ზე. https://3dnews.ru/979177
-
კომპანია Qualcomm-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, დააანონსა ახალი მობილური პროცესორი ფლაგმანური დივაისებისთვის, რომლის გამოსვლაც იგეგმება მომავალი წლისთვის. პროცესორის დასახელებაა Qualcomm Snapdragon 855 Mobile Platform და არა Snapdragon 8150, როგორც მოიხსენიებდა ბევრი ქსელური წყარო. სხვა სიტყვებით, მწარმოებელს არ შეუცვლია სქემა: წინა თაობის ჩიპი იწოდება როგორც Snapdragon 845. ახალი პროცესორი დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ეს პირველი ჩიპია 5G მხარდაჭერით: შესაბამისი ფუნქციონალურობა რეალიზებულია Snapdragon X50 5G მოდემით. 4G/LTE ქსელებში მუშაობაზე პასუხისმგებელია მოდული Snapdragon X24 LTE. ჩიპის შემადგენლობაში შედის მეოთხე თაობის Al-ძრავი, რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მუშაობისთვის. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ Snapdragon 845 პროცესორთან შედარებით ამ ტიპის სამუშაოებზე სისწრაფე სამჯერ გაიზარდა. Snapdragon 855 Mobile Platform-ის კონფიგურაციის შესახებ ჯერჯერობით ყველაფერი არ ხმაურდება, თუმცა ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, პროცესორი რვაბირთვიანია. მათგან ერთია Kryo Gold Prime ბირთვი - ტაქტის სიხშირით 2,84 გჰც-მდე, სამი Kryo Gold ბირთვი ტაქტის სიხშრით 2,42 გჰც და ოთხი ბითვი Kryo Silver - ტაქტის სიხშირით - 1,78 გჰც. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია მაღალი წარმადობის მქონე კონტროლერი Adreno 640. გათვალისწინებულია ულტრაბგერითი დაქტილოსკოპიური სკანერის გამოყენება, რომელიც ინტეგრირებული იქნება უშუალოდ დისპლეიზე. კომპანია Qualcomm-მა აგრეთვე განაცხადა, რომ მეხუთე თაობის კომერციული ქსელები ამუშავდება მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის აშშ-ში, ევროპაში, ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში. https://3dnews.ru/979153
-
წლის ბოლომდე დარჩა ცოტა დრო და კიდევ უფრო ცოტა - ახალი, საინტერესო სმარტფონების ანონსამდე. რამოდენიმე დღეში კომპანია ASUS-ი წარადგენს სმარტფონებს, რომელთა მთავარი კონკურენტებია Xiaomi Mi A2 და Honor 8C. ეს სმარტფონები იქნება ZenFone Max Pro M2 და ZenFone Max M2. ორივე მათგანმა ტესტირება უკვე გაიარა Geekbench 4-ზე. ASUS ZenFone Max M2 სტანდარტულ მოდელს ექნება Snapdragon 632 პროცესორი და 3/4 გბ ოპერატიული მეხსიერება. სამწუხაროდ, Snapdragon 636-ის გამოყენებასთან დაკავშირებული მოლოდინი არ დადასტურდა. ასე რომ, ეს სმარტფონი ვერ შეძლებს ამ მხრივ კონკურენცია გაუწიოს Redmi Note 5-სა და Redmi Note 6 Pro-ს. სმარტფონის შიდა მეხსიერება შეადგენს 32/64 გიგაბაიტს. კიდევ ერთ დიდ მინუსად ითვლება 6,3-დუიმიანი IPS ეკრანი, რომლის გაფართოება შეადგენს 1520 х 720 პიქსელს. Geekbench 4-ზე წარმადობის ტესტირება გაიარა 4 გიგაბაიტიანმა მოდელმა. მრავალნაკადიან რეჟიმში მან მიიღო 4791 ქულა, ერთ ბირთვიან ტესტირებაში კი შეძლო 1255 ქულის მოგროვება. ეს სმარტფონი ისევე, როგორც Pro-ვერსია, მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. ძირითადი კამერა წარმოდგენილია 13+2 მეგაპიქსელიანი მოდულებით, სელფების მოყვარულთათვის კი განკუთვნილია 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ASUS ZenFone Max M2 დაკომპლექტებულია LTE-მხარდაჭერის მოდულით, აქვს 4000 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა და Wi-Fi / Bluetooth უსადენო მოდულები. სმარტფონს არ აქვს სივრცე NFC ჩიპისთვის. ASUS ZenFone Max Pro M2-ს აქვს 6,3-დუიმიანი ეკრანი, თუმცა მისი გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. დადასტურებულია, რომ ეს მოდელი იმუშავებს Qualcomm Snapdragon 660 პროცესორზე. Geekbench 4-ზე ტესტირება გაიარა 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე კონფიგურაციამ. როგორც ჩანს, ამაზე დიდი მოცულობის მეხსიერება სმარტფონს არ ექნება. მისი ფლეშ-მეხსიერება 64/128 გიგაბაიტს შეადგენს, კომპლექტაციის შესაბამისად. ერთბირთვიან რეჟიმში სმარტფონმა დააგროვა 1481 ქულა, მრავალნაკადიან რეჟიმში კი - 5549 ქულა. ASUS ZenFone Max Pro M2-ს, მისი მცირე მოდელისგან განსხვავებით, ექნება Bluetooth v5.0 და NFC ჩიპი. მისი ბატარეის მოცულობაა 5000 მილიამპერი/სთ. სმარტფონი 180 გრამს იწონის, კორპუსის სისქე კი 9 მილიმეტრია. შედარებისთვის, ZenFone Max M2 1 მილიმეტრით თხელია და 1 გრამით მსუბუქი. ASUS ZenFone Max Pro M2 ორივე სმარტფონის წარდგენა მოხდება 11 დეკემბერს, ინდონეზიაში. მოგვიანებით კი გამოჩნდება ევროპულ ბაზრებზე. ASUS ZenFone Max Pro M2-ის ფასი იქნება 280/300 ევრო კონფიგურაციების შესაბამისად, ZenFone Max M2 კი ეღირება 160/190 ევრო. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22489/asus-zenfone-max-pro-m2-i-zenfone-max-m2-ceny-i-test-na-proizvoditelnost-v-geekbench-4
-
ტექნოპროცესის მასშტაბების სამომავლო შემცირების საკითხი ყველა ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებელს აღელვებს და მათ შორის, კომპანია Intel-საც. კრისტალზე ელემენტების შემცირება საშუალებას იძლევა შემცირდეს ენერგომოხმარება და გაიზარდოს სამუშაო სიხშირეები. 10 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლის მცდელობებმა აჩვენა, რომ ყოველი შემდგომი ნაბიჯის გადადგმა დაუჯერებელ ძალისხმევასა და დანახარჯებს მოითხოვს. გამოქვეყნდა ერთობლივი ნამუშევრის შედეგი, რომელშიც თანამონაწილეობა მიიღეს Intel-ის სპეციალისტებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ბერკლის, ლოურენსის სახელობის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარებმა. პუბლიკაცია გვაცნობებს, რომ შემუშავდა მომავლის ლოგიკური ელემენტი, სახელწოდებით - MESO: magneto-electric spin-orbit. MESO-ლოგიკას შეუძლია CMOS-ტრანზისტორებთან შედარებით 5-ჯერ უფრო სწრაფად გადაერთოს ძაბვაზე. ექსპერიმენტის მსვლელობისას ელემენტი ახდენდა გადართვას 500 მილივოლტზე, თუმცა გათვლები აჩვენებს, რომ გადართვა მოხდება 100 მილივოლტზეც. ელემენტის გადასართველად ძაბვის შემცირება ავტომატურად იწვევს ენერგომოხმარების შემცირებას. მწარმოებლები თვლიან, რომ MESO-ლოგიკა შეამცირებს ჩიპების მოთხოვნას 10-დან 30-მდე და უზრუნველყოფს ენერგომოხმარების მეტად შემცირებას ლოდინის რეჟიმში. არ არის რთული იმის წარმოდგენა, რომ სიახლე წინ უბიძგებს გამოთვლით არქიტექტურას, რაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს კაცობრიობას. ეს ყველაფერი არ არის: MESO-ელემენტს აგრეთვე შეუძლია ინფორმაციის შენახვა - მინიმუმ 1 ბიტი ერთ ელემენტზე. ლოგიკური ელემენტი და მეხსიერება ერთ ელემენტარულ სტრუქტურაში - ეს ნამდვილად საინტერესოა. https://3dnews.ru/979101
-
- 2
-
-
ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებამ შთამბეჭდავი შედეგები მოიტანა ფოტო-ვიდეოს გენერაციის სფეროში. უკანასკნელი მაგალითია კომპანია NVIDIA-ს კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიზუალური ეფექტების კომბინირება ტრადიციულ გამოსახულებებთან. ჯამში გამოდის ჰიბრიდული გრაფიკული სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თამაშებში, ფილმებსა და ვირტუალურ რეალობაში. “ეს არის ვიდეოკონტენტის შექმნის ახალი საშუალება. რაღა თქმა უნდა, NVIDIA აქტიურად ფიქრობს და მუშაობს გრაფიკის გენერაციაზე და ჩვენ ვიკვლევთ საკითხს, თუ როგორ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ამ სფეროში რევოლუციის მოხდენას“ - განაცხადა NVIDIA-ს მანქანაური სწავლების ვიცე-პრეზიდენტმა Bryan Catanzaro-მ The Verge-ის ჟურნალისტებთან. NVIDIA-ს შედეგები ჯერჯერობით არ გამოიყურება რეალისტურად და დემონსტრირებენ ტიპიურ არტეფაქტებს, რაც დამახასიათებელია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით შექმნილი სხვა მრავალი გამოსახულებისთვის. თავად ტექნოლოგიაც არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სიახლეს. რეალური ფოტო (მარცხნივ) და NVIDIA-ს ალგორითმით გენერირებული (მარჯვნივ) კვლევით სამუშაოებში კომპანიის ინჟინრები ემყარებოდნენ მთელ რიგ უკვე არსებულ მეთოდებს, მათ შორის, ღია კოდის მქონე პოპულარულ სისტემას სახელად pix2pix. გამოიყენება ე.წ Generative Adversarial Networks (GAN) მეთოდი, რომელიც აპრობირებულია ვიზუალური მონაცემების ფორმირებისთვის. იგი აგებულია ორი ნეირონული ქსელის კომბინაციაზე, რომელთაგან ერთი ახდენს ნიმუშების გენერირებას, მეორე კი ასწორებს უზუსტობებს. ჯამში კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ხარისხიანი შედეგები მიიღება. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება გამოსახულებათა შექმნის სფეროში. NVIDIA-მ კი წარმოადგინა მთელი რიგი სიახლეები. ერთ-ერთი მათ შორის არის პირველი გეიმინგ-დემონსტრაცია ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გრაფიკით. საუბარია მართვის მარტივ სიმულატორზე, სადაც მოთამაშეები გადაადგილდებიან რამოდენიმე საქალაქო რაიონში, თუმცა არ შეუძლიათ დატოვონ ავტომობილი ან რაიმე სხვა სახით იკონტაქტონ გარემოცვასთან. დემონსტრაცია მუშაობს ერთ გრაფიკულ პროცესორზე რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ამგვარი პერსპექტიული სამუშაოსთვის. საუბარია Titan V-ზე (3000 $ ფასი), რომელსაც, როგორც წესი, სიმულაციებისთვის იყენებენ და არა თამაშებისთვის. NVIDIA-ს ტექნოლოგია გრაფიკის გენერირებას ახდენს რამოდენიმე ეტაპად. თავდაპირველად მკვლევარებმა უნდა შეაგროვონ მონაცემები: ამ შემთხვევაში ეს გახლავთ მატერიალები, რომლებიც გამოიყენება ავტოპილოტის შექმნისას. შემდეგ ხდება ვიდეოს სეგმენტირება: თითოეული კადრი იყოფა კატეგორიებად, მაგალითად: ცა, ავტომობილები, ხეები, გზები, შენობები და ა.შ. შემდეგ კი ამ მონაცემების საფუძველზე შემდგომი გენერაციისთვის GAN ამზადებს ახალ ობიექტებს. ამის შემდეგ მკვლევარებმა შექმნეს ვირტუალური შუალედის საბაზისო ტოპოლოგია, რომელშიც გამოყენებულ იქნა ტრადიციული გეიმინგ-ძრავი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია Unreal Engine 4-ზე, რომელიც გამოყენებულია მთელ რიგ პროექტებში: Fortnite, PUBG, Gears of War 4 და ა.შ. „სტრუქტურა ტრადიციული მეთოდებით იქმნება, ერთადერთი, რასაც აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი, ეს არის გრაფიკა“ - აღნიშნა Bryan Catanzaro-მ. მან აგრეთვე თქვა, რომ დემონსტრაცია საკმაოდ უბრალოა და შექმნილია მხოლოდ ერთი ინჟინერის მიერ. -„დემონსტრაცია წარმოადგენს კონცეფციას და არა - სრულფასოვან თამაშს“ - დაამატა მან. ტექნოლოგია, რაღა თქმა უნდა, მეტად ადრეულ სტადიაზე იმყოფება, თუმცა ადვილია მომავლის წარმოდგენა, სადაც თამაშის კადრები მსგავსი ალგორითმების საშუალებით ვიზუალურად უფრო მიუახლოვდება რეალური სამყაროს ობიექტებს. ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა სფეროებშიც. https://3dnews.ru/979089
-
კომპანია OnePlus-ი რეგულარულად ახდენს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან თანამონაწილეობით შექმნილი ფლაგმანური სმარტფონების წარდგენას. მაგალითად, გასული წლის მარტში გაყიდვაში გამოვიდა OnePlus 3T Colette Edition. იმავე წელს, მცირე ინტერვალებით გამოჩნდა ჯერ OnePlus 5T Jean-Charles de Castelbajac (JCC+), შემდეგ კი - OnePlus 5T Star Wars Limited Edition. OnePlus 6-მაც მიიღო სპეციალური ვერსია: იგი დაამთხვიეს ბლოკბასტერის - Avengers: Infinity War-ის გამოსვლას. გამონაკლისი არ იქნება არც OnePlus 6T. მისი სპეციალური მოდიფიკაცია შექმნილი იქნება McLaren-თან ერთად. ორიგინალ მოდელს აქვს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორი, 6/8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 128/256 გიგაბაიტიანი დრაივი. მომავალი სმარტფონი კი წარმოდგენილი იქნება 10 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. McLaren-თან თანამშრომლობის შედეგად ახალ OnePlus 6T-ს ექნება უჩვეულო ფერი, კომპლექტში კი შევა დამატებითი ელემენტები: სტიკერები, ქეისი და ა.შ. დიდი მოლოდინი არსებობს სისტემის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩინური კომპანია საზოგადოებას ჰპირდება, რომ გამოუშვებს „ყველაზე სწრაფ“ სმარტფონს. OnePlus 6T McLaren Edition-ის ღირებულება ცნობილი არ გახლავთ. ფლაგმანის ანონსი დაგეგმილია მიმდინარე წლის 14 დეკემბერს. აქვე შეგახსენებთ, რომ OP3T Colette-ის ფასი იყო 479 ევრო, OP5 JCC+ ღირდა 559 ევრო, OP5T Star Wars Limited Edition-ის ფასი კი 500/560 ევროა კონფიგურაციების შესაბამისად. ჩვეულებრივი, 8/256 გიგაბაიტიანი OnePlus 6T-ს ღირებულება შეადგენს 550 ევროს. ბუნებრივია, OnePlus 6T McLaren Edition გაცილებით მეტი ფასის მქონე იქნება, თუნდაც 10 გბ ოპერატიული მეხსიერების გათვალისწინებით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22452/oneplus-sovmestno-s-mclaren-predstavit-samyj-bystryj-flagmanskij-smartfon
-
Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი 2019 წელს გამოვა, ასევე კომპანია Sony უკვე ემზადება ახალი დონის დრეკადი დისპლეების გამოსაშვებად. ამასთან, ცნობილია, რომ მისი დასაკეცი სმარტფონი ამავე დროს გამჭვირვალეც იქნება. პატენტი მოიხსენიება როგორც „ორმხრივად გამჭვირვალე სმარტფონი“ და „დასაკეცი გამჭვირვალე სმარტფონი“. როგორც ჩანს, Sony ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე იმყოფება, ასე რომ დიდი ალბათობით მისი სმარტფონი გავლენას ვერ მოახდენს Samsung Galaxy F-ზე (ან Flex-ზე, რა დასახელებასაც მიანიჭებს მწარმოებელი). თუმცა, წინ თუ გავიხედავთ, გამჭვირვალე დისპლეიმ შესაძლოა უპირატესობა მისცეს Sony-ს სამომავლო შეჯიბრში. გამჭვირვალე დისპლეის შექმნა რთული იყო, რადგან შეუძლებელია ეკრანის ქვეშ არსებული კომპონენტების დაფარვა. ამ დროისათვის არსებული ტენდენციით კი უმეტესი მსხვილი კომპანია ცდილობს იპოვოს გზა სამომავლო ტრენდისკენ: ყველაფერი დაიმალოს ეკრანის ქვეშ: თითის ანაბეჭდის სენსორებიც და კამერებიც. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22474/sony-gotovit-smartfon-s-gibkim-ekranom
-
როგორც რესურსი The Wall Street Journal იტყობინება, Amazon-ი აპირებს გააფართოვოს თავისი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს მაღაზიების გახსნას მოლარეებისა და კონსულტანტების გარეშე. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კომპანია უკვე ახდენს ტესტირებას მსხვილ მაღაზიებში. იანვარში Amazon-მა სიეტლში გახსნა პირველი მცირე მარკეტი Amazon Go - მოლარეების გარეშე, მას მოჰყვა დამატებითი ადგილები სიეტლსა და სან-ფრანცისკოში. ამ მაღაზიებში გამოიყენება კამერები და პროგრამული უზრუნველყოფა, რათა განისაზღვროს, თუ რა პროდუქტებს ყიდულობენ მომხმარებლები, საფასურის ჩამოჭრა კი გასვლისას ხდება ავტომატურად. უკვე მოქმედი Amazon Go მაღაზიები - ეს არის მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები ყოველდღიური მოთხოვნების პროდუქციით, შესაბამისად, იგი უფრო მცირეა, ვიდრე ტიპიური მაღაზია, აქვს უფრო მცირე რაოდენობის პროდუქტი და მომხმარებელიც ნაკლებია. ამგვარი მაღაზიების ქსელის ამოქმედება 2017 წლამდე არც თუ ისე საიმედო იყო, რადგან ავტომატიკა ვერ უძლებდა ერთდროულად ოცზე მეტი მომხმარებლის მომსახურებას. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ Amazon-მა გააუმჯობესა პროგრამული უზრუნველყოფა ამგვარ მაღაზიებში, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არის: პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია დიდ სივრცესა და დიდი რაოდენობის პროდუქტებთან მუშაობასთან, რაზეც მიმდინარეობს კიდეც ტექნოლოგიის გამოცდა და გაუმჯობესების მცდელობები. Amazon-ს დიდი გეგმები აქვს ზემოთხსენებული ტიპის მაღაზიებთან დაკავშირებით: 2021 წლისთვის უკვე გახსნილი უნდა იყოს 3000 მაღაზია. ამის შედეგად, Amazon-ის მაღაზიათა ქსელი კონკურენციას გაუწევს ჩვეულებრივი ტიპის სავაჭრო ქსელებს - CVS-ს, Walmart-ს და ა.შ. სხვა კომპანიებიც ფიქრობენ იმავე მიმართულებით მუშაობაზე. ოქტომბერში Walmart-მა განაცხადა, რომ ტეხასში ხსნის ექსპერიმენტალურ მაღაზიას სახელად Sam's Club, რომელიც წარმოდგენილი იქნება მოლარეების გარეშე, მომხმარებლები კი მობილური აპლიკაციის საშუალებით თავად მოახდენენ შტრიხ-კოდების სკანირებას ნაცვლად იმისა, რომ დამოკიდებულნი იყვნენ მაღაზიის კერძო სისტემაზე - როგორც ეს ხდება Amazon Go-ს შემთხვევაში. https://3dnews.ru/979061
-
Tesla-ს ავტოპილოტი შესანიშნავად მუშაობს, თუკი მისით ბოროტად არ ისარგებლებენ. აშშ-ში, კალიფორნიაში ნასვამი მძღოლი დაჯდა საჭესთან, დაძრა მანქანა, ჩართო ავტოპილოტი და დაიძინა. პოლიციამ შენიშნა საჭესთან მძინარე ადამიანი და სცადა გაჩერება. „ერთ-ერთი ოფიცერი წინა მხრიდან მოექცა ავტომობილს და სცადა მისი შეჩერება“ - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. პოლიციელებს ჯამში შვიდი წუთი დასჭირდათ მძღოლის გასაღვიძებლად. ამის შემდეგ მათ იგი ახლოსმდებარე ბენზინგასამართ სადგურამდე მიიყვანეს, სადაც მძღოლმა ვერ გაიარა ალკოტესტი. კალიფორნიის საგზაო საპატრულოს თანამშრომელი აცხადებს: „შესანიშნავია, რომ გვაქვს ამგვარი ტექნოლოგია. თუმცა ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას პასუხისმგებლობების შესახებ. თუმც ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომია, მძღოლებს უნდა ახსოვდეთ, რომ აქვთ პასუხისმგებლობა ავტომობილის კონტროლის შენარჩუნებაზე“. Tesla-ს ავტოპილოტის გააქტიურების შემდეგ სისტემა მძღოლებს აძლევს გაფრთხილებას, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში ხელში აიღონ მართვის კონტროლი. https://www.guru3d.com/news-story/tesla-on-autopilot-drove-7-miles-with-drunk-driver-sleeping.html
-
- 1
-
-
კომპანია Apple ჯერჯერობით ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს მოსწონს ახალ iPhone-ებზე არსებული მოთხოვნა, თუმცა უკვე მალავს რეალიზებული პროდუქციის რიცხობრივ მაჩვენებლებს. კიდევ უფრო მეტი - როგორც რესურსი Bloomberg-ი აღნიშნავს, კომპანია თავის სმარტფონებში 5G ქსელის დანერგვისგან თავს შეიკავებს სულ მცირე 2020 წლამდე. ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით ამგვარი კონსერვატიული ქცევა არ არის Apple-ისთვის უცხო, მაგრამ სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ კონკურენტები უკვე 2019 წლისთვის ემზადებიან საზოგადოებას წარუდგინონ 5G სმარტფონები. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ჩინურ ბაზარზე მზადებაში არიან Huawei და OPPO, კომპანია Samsung-მა კი ამერიკულ ბაზარზე მოიპოვა მოკავშირე ოპერატორი Verizon-ი - გვაცნობებს სააგენტო Reuters-ი. 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონის პროტოტიპის დემონსტრაციას Samsung-ი მიმდინარე კვირაში აპირებს. არ არის გამორიცხული, რომ Apple ელოდება Qualcomm-თან „შერიგებას“, რადგანაც 5G ქსელის ათვისება სწორედ მასზეა გათვლილი. ამ ეტაპზე Apple-ისთვის ყველაზე რეალურ კანდიდატს Intel-ი წარმოადგენს, თუმცა დიდი ალბათობით Intel-ი 2019 წლისთვის ვერ მოახერხებს 5G მოდემების გამოშვებას, კონკურენტ მწარმოებლებს კი Apple სავარაუდოდ არ დაუკავშირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, როდესაც სხვა მსხვილი ბრენდები ცდილობდნენ თავიანთ მოწყობილობებში რაც შეიძლებოდა სწრაფად დაენერგათ 4G LTE-კომპონენტები, Apple იცდიდა, სანამ ტექნოლოგია მომწიფდებოდა და შემდეგ გააკეთა მთავარი სვლა. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ფაქტი, რასაც iPhone წლების განმავლობაში ამტკიცებდა: ეს არის მისი პოპულარობის სტაბილურობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი არ აკმაყოფილებს ყველა შესაძლო სპეციფიკაციას. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/3/18123477/5g-iphone-release-2020-report https://overclockers.ru/hardnews/show/94743/apple-podozhdet-s-vnedreniem-podderzhki-5g-do-2020-goda
-
Microsoft-მა ბრაუზერი Edge სამი წლის წინ წარადგინა, რათა მისით ჩაენაცვლებინა Internet Explorer-ი და კონკურენცია გაეწია Chrome-ისა და სხვა ბრაუზერებისთვის. ამ დრომდე იგი მთელი ძალებით ცდილობდა არ ჩამორჩენოდა Chromium-ს. მიუხედავად Microsoft-ის ძალისხმევისა, Edge-ბრაუზერმა, რომელიც წარმოდგენილია ოპერაციულ სისტემა Windows 10-ში, ვერ გაამართლა მასზე დამყარებული იმედები და ვერ შევიდა პოპულარული ბრაუზერების სამეულში, რომელთა სათავეში Google Chrome დგას. უშედეგო აღმოჩნდა მცდელობები - დაეყოლიებინათ მომხმარებლები სხვა კომპანიების აპლიკაციების არგამოყენებაზე. Edge-ს საბაზრო წილი ოდნავ აღემატება 4%-ს, რამაც, თუკი Windows Central-ს დავუჯერებთ, Microsoft-ი დააფიქრა ბრაუზერის მომავალზე. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, Microsoft-ი მალე უარს იტყვის Edge-ზე. მის ნაცვლად Windows 10-ში გამოყენებული იქნება ბრაუზერი, რომელშიც EdgeHTML-ს ჩაანაცვლებს Chromium-ის კოდები. ამ კოდებს იყენებს არა მარტო Google Chrome, არამედ Vivaldi, Opera და სხვები. მოსალოდნელია, რომ ამის შედეგად Micrsoft-ის ბრაუზერს მიენიჭება მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის - გაფართოებული ფუნქციონალურობა, გაიზრდება სტაბილურობის დონე და შემცირდება სისტემური რესურსების გასავალი. წინასწარი ცნობებით, პროექტი ატარებს კოდურ სახელწოდებას - Anaheim და იგი უკვე შემუშავების სტადიაში იმყოფება. ინსაიდერებისთვის პირველი ვერსიები სავარაუდოდ 2019 წლის დასაწყისში გამოვა. საბოლოოდ რა სახელწოდების იქნება ბრაუზერი, ჯერჯერობით უცნობია. https://www.theverge.com/2018/12/4/18125238/microsoft-chrome-browser-windows-10-edge-chromium https://3dnews.ru/979086
-
- 1
-
-
ამერიკულმა კომპანია Google-მა გამოაქვეყნა ხმის მიცემის შედეგები, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ხმა მიეცა რამოდენიმე კატეგორიაში შემავალი პროდუქტებისთვის. კატეგორიები მოიცავდა აპლიკაციებს, ფილმებს, სერიალებსა და წიგნებს, რომლებიც წარმოდგენილია Google Play მარკეტში. მაშ ასე, საუკეთესო Android-აპლიკაციად დასახელდა Drops: learn 31 new languages. Android-დივაისებისთვის საუკეთესო მობილურ თამაშად დასახელდა PUBG Mobile. საუკეთესო ელექტრონული წიგნებიდან პირველი ადგილი დაიკავა Fire and Fury-მ, მაიკლ ვოლფის ავტორობით. სიაში ასევე შევიდა The Outsider (ავტორი: სტივენ კინგი), Fear (ავტორი: ბობი ვუდვორდი), 12 Rules for Life (ავტორი: ჯორდან პიტერსონი) და Girl, Wash Your Face (ავტორი: რეჩელ ჰოლისი). საუკეთესო აუდიოწიგნის ტიტული ერგო 12 Rules for Life-ს. რაც შეეხება ფილმებს, 5 მათგანიდან 4 კომიქსია. ესენია: Deadpool 2, Thor: Ragnarok, Avengers: Infinity War და Black Panther. სწორედ ეს უკანასკნელი იყო საუკეთესო საზოგადოების აზრით. ფილმების სიაში აგრეთვე შევიდა Jumanji: Welcome to the Jungle. და ბოლოს, საუკეთესო სერიალად აღიარებულ იქნა ზომბი-აპოკალიფსი „მოსიარულე მიცვალებულები“ (The Walking Dead). მეორე ადგილი დაიკავა მოზარდებისთვის განკუთვნილმა სერიალმა Riverdale-მა. მესამე ადგილი ერგო კომედია The Big Bang Theory-ს. მას მოსდევს The Flash, შემდეგ ადგილზე კი გავიდა კანადური მულტიპლიკაციური სერიალი PAW Patrol. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22435/zavershilos-golosovanie-google-best-of-2018-awards-nazvany-luchshie-filmy-serialy-elektronnye-knigi-i-audioknigi-a-takzhe-prilozhenija-dlja-androidustrojstv
-
- 1
-
-
კომპანია Samsung-მა გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რომლის თანახმადაც 10 დეკემბერს შედგება Galaxy A8s სმარტფონის პრეზენტაცია. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება Android 8.0 (Oreo) პლატფორმაზე. მის მთავარ განსაკუთრებულობას წარმოადგენს Infinity-O ეკრანი - ფრონტალური კამერისთვის განკუთვნილი ჭრილით. ჭრილი განთავსებულია დისპლეის ზედა მარცხენა კუთხეში, დისპლეის ზომაა 6,39 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება - 2340 × 1080 პიქსელი ( Full HD+ ფორმატი). ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ფრონტალურ კამერას აქვს 24 მეგაპიქსელიანი სენსორი. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია სამი კამერა 24, 10 და 5 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 710 პროცესორზე, რომელიც შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, ასევე, გრაფიკულ ბირთვს Adreno 616-ს. ახალ სმარტფონს ექნება 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული, microSD სლოტი, ადაპტერები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირებისთვის, GPS/GLONASS, USB Type-C პორტი და NFC მოდული. სხვა მახასიათებლებიდან ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი და ბატარეა 3400 მილიამპერი/სთ. მოცულობით. დასაშვებია ორი SIM-ბარათის გამოყენება. სმარტფონის გაბარიტებია 159,11 × 74,88 × 7,38 მმ. https://3dnews.ru/979059
-
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ტელევიზია სავსებით ბუნდოვანი და დაბალი ხარისხის იყო (მკითხველთაგან ზოგიერთს შესაძლოა შავ-თეთრი ტელევიზორებიც კი ახსოვდეს). განვითარება, რა თქმა უნდა, კვლავ გრძელდება, თუმცა 4K-სა და 1080p ფორმატს შორის განსხვავება იმდენად თვალშისაცემი აღარ არის, როგორც 1080p-ისა და 480p-ის შემთხვევაში. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ 4K - ეს უკვე ზღვარია, რომლის შემდგომაც განსხვავების შემჩნევას ადამიანები ვეღარ შეძლებენ. თუმცა იაპონიაში დაიწყო პირველი სატელიტური სატელევიზიო გადაცემების ტრანსლაცია 8K გაფართოებით. მას ახორციელებს კომპანია NHK, პირველი ფილმი კი, რომელიც ახალი ფორმატით იქნა წარმოდგენილი, არის 2001: კოსმოსური ოდისეა (2001: A Space Odyssey), რომელიც 1968 წელს არის გამოშვებული. როგორც ცნობილია, Warner Bros.-მა სპეციალურად ახალი ტიპის ტრანსლაციისთვის გადაასკანერა ორიგინალი ფირი. დღესდღეობით, როცა 4K გაფართოებაც კი ჯერ კიდევ შორს არის 1080p-ისგან, 8K ფორმატს აზრი ჯერ პრაქტიკულად არ აქვს: მისი შესაბამისი დისპლეებიც კი თითქმის მიუწვდომელია და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დატკბნენ ტრანსლაციის სრული ფორმატით. თუმცა, მომავალში 8K თანდათანობით იქცევა ნორმად (კომპანიები - LG, Sharp და Sony უკვე მუშაობენ ამ ტიპის დისპლეებზე). როგორც ცნობილია, Sharp-ის 8K-ტელევიზორები, რომელთაც ექნებათ Super Hi-Vision მხარდაჭერა, კოლოსალური ღირებულებისაა: მათი ფასია 6 600 დოლარი და მეტი. https://3dnews.ru/979011
-
- 1
-
-
კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი ვიდეო ბარათი Titan-სერიიდან, იგი დაფუძნებულია გრაფიკული პროცესორის Turing-ის ბაზაზე. ვიდეო ბარათის სახელწოდებაა Titan RTX. მწარმოებელი Titan RTX ბარათს მოიხსენიებს ყველაზე მაღალი პროდუქტიულობისა და წარმადობის მქონე დესკტოპ-მოდელად. იგი განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის, სხვადასხვა სწავლებათა სისტემებისა და მთელი რიგი კონტენტის შექმნისთვის. რაღა თქმა უნდა, ახალი ვიდეო ბარათი გამოყენებადია უმაღლესი კლასის გეიმინგ-სისტემებში. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით, Titan RTX ვიდეო ბარათი Quadro RTX 6000-ის მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავდება პროგრამული მახასიათებლებით. მაგალითად, Quadro RTX 6000 თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს 3D გრაფიკაში მუშაობისას, Titan RTX კი უფრო უნივერსალური გადაწყვეტილებაა. ვიდეო ბარათი აწყობილია Turing TU102 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის აქვს 576 tensor-ბირთვი. აგრეთვე აქვს 4608 CUDA და 72 RT-ბირთვი რეალურ დროში ray-tracing-ისთვის. GPU მუშაობს 1350/1770 მჰც სიხშირეზე. ვიდეო ბარათს აქვს 24 გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერება - 1750 მჰც სიხშირით. მეხსიერება გრაფიკულ პროცესორთან დაკავშირებულია 384 ბიტიანი ინტერფეისით, რაც ჯამში მეხსიერების ქვესისტემას უზრუნველყოფს 672 გბ/წმ სიჩქარით. Titan RTX ვიდეო ბარათს აქვს NVLink კონექტორი 100 გბ/წმ-მდე გამშვები სიჩქარით. გათვალისწინებულია გაგრილების ისეთივე სისტემა, როგორც GeForce RTX 2080 Ti Founders Edition-ში. განსხავავება მხოლოდ ზედაპირის ფერშია: Titan-ი ოქროსფერშია წარმოდგენილი, ვერცხლისფერის ნაცვლად. გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA Titan RTX გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. მისი რეკომენდირებული ფასი 2499 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/979060
- 1 reply
-
- 3
-
-
-
კომპანია Huawei-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რაც მიუთითებს, რომ 17 დეკემბერს დაანონსდება სმარტფონი სახელად Nova 4. როგორც ცნობილი ხდება Weibo-ზე განთავსებული ფოტოდან, სმარტფონის გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენს ე.წ “hole punch” ტიპის ჭრილი ზედა მარცხენა კუთხეში. ამ ჭრილში განთავსდება ფრონტალური კამერა. ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა სმარტფონს ჰქონდეს თითქმის სრულიად უჩარჩოო დიზაინი: ეკრანი იკავებს ფრონტალური პანელის ზედაპირის 90%-ზე მეტს. ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება Kirin 980 პროცესორი. ეს ჩიპი შეიცავს ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს ტაქტის სიხშირით 2,6 გჰც, კიდევ ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს - ტაქტის სიხშირით 1,96 გჰც და 1,8 გჰც სიხშირის ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს. წარმოდგენილი იქნება ორი ნეიროპროცესორული NPU ბლოკი და გრაფიკული კონტროლერი ARM Mali-G76. Nova 4 მოდელის სხვა მახასიათებლები ამგვარია: 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ ფლეშ-მოდული, Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0 Low Energy უსადენო კავშირების ადაპტერები, GPS/GLONASS, სიმეტრიული USB Type-C პორტი. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 9 Pie-თი, საფირმო EMUI 9.0-სთან ერთად. Huawei არ არის ერთადერთი მწარმოებელი, რომელიც ახალი ფორმ-ფაქტორის დისპლეიზე მუშაობს. კომპანია Samsung-მაც გამოაქვეყნა ახალი კონცეფციის დისპლეების მთელი რიგი, მათში ასევე შედის Infinity-O დისპლეი, რომელიც ჭრილითა და დიზაინით საკმაოდ წააგავს Nova 4-ს. ამ დრომდე მოსალოდნელი იყო, რომ Galaxy S10 იქნებოდა პირველი, ახალი დისპლეის მქონე სმარტფონი, თუმცა შესაძლოა Huawei-მ გადაუსწროს მას ბაზარზე გასვლის ვადებში. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/3/18123467/huawei-nova-4-release-date-december-17-pinhole-selfie-camera https://3dnews.ru/979021
-
Microsoft-ი აპირებს, მომავალი წლის დასაწყისში PowerPoint-ში დაამატოს სათაურებისა და სუბტიტრების რეალურ დროში აღწერა. ეს ფუნქცია ძირითადად განკუთვნილია მათთვის, ვისაც სმენის პრობლემა აქვს. პრეზენტატორებს ასევე ექნებათ საშუალება - ჩართონ პრეზენტაციის სხვადასხვა ენაზე თარგმნის ფუნქცია: სუბტიტრებს ექნებათ 12 სალაპარაკო ენის მხარდაჭერა. სუბტიტრების ფუნქცია დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. კომპანია ანალოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს საკუთარი პრეზენტაციებისთვის ბოლო წლების განმავლობაში, რათა აუდიტორიას მიაწოდოს პრეზენტაციაზე თანდართული სუბტიტრები და თარგმანი. პრეზენტატორებს შეეძლებათ თავისი სურვილისამებრ მოარგონ სუბტიტრების ტიპი თავიანთ პრეზენტაციას. Microsoft-ი ძველად იყენებდა ამგვარ add-in ფუნქციას PowerPoint-ისთვის, აგრეთვე Google-ს აქვს ანალოგიური ფუნქცია G Suite-ში. Microsoft-ი გეგმავს ხსენებული ახალი ფუნქცია დაამატოს Office 365 PowerPoint-ში მომავალი წლის იანვრის ბოლოს. იგი ხელმისაწვდომი იქნება Windows-ში, Mac-ის PowerPoint-სა და PowerPoint-ის ონლაინ-ვერსიაში. სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=jhY9MrAStQo https://www.theverge.com/2018/12/3/18123475/microsoft-powerpoint-captions-subtitles-real-time-feature
