-
Posts
7323 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის პატარა შეცდომასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მასშტაბური სერიოზული პრობლემები. Facebook-ი კვლავ აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში იმ დროს, როდესაც წინა სკანდალიდან არც ისე დიდი დროა გასული და მისი შედეგებიც კვლავ ახსოვთ მომხმარებლებს. კომპანია უამრავი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, ამჯერად მან ამცნო მომხმარებლებს იმის შესახებ, რომ მოხდა 6,8 მილიონი მომხმარებლის გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოჩენა. საუბარი ეხება ამგვარ რაიმეს: დაზარალდნენ მომხმარებლები, რომელთაც ფოტოები ატვირთული ჰქონდათ Facebook-ზე, მაგრამ არ ჰქონდათ პუბლიკაციის პროცესი დასრულებული. კომპანია ამგვარ ფოტოებს ინახავს სამი დღის განმავლობაში ცალკე განყოფილებაში. გარდა ამისა, დაახლოებით 1500 გარეშე აპლიკაციისთვის გახდა ხელმისაწვდომი ფოტოები, რომლებიც ატვირთული იყო Stories და Marketplace განყოფილებებში. წესით, ეს ფოტოები პრივატული უნდა ყოფილიყო. ფოტოებზე წვდომა მიიღო აპლიკაცია Timehop-მა და სხვა მისი ტიპის აპლიკაციებმა, რომლებზეც ამ დრომდე მომხმარებლებს ნება ჰქონდათ დართული ფოტოებზე წვდომაზე. ხარვეზი არ შეხებია იმ ფოტოებს,რომლებიც Messenger-ს საშუალებით იყო გაგზავნილი. ასეა თუ ისე, ამგვარმა მასშტაბურმა მგრძნობიარე პრობლემამ გარკვეულწილად შეამცირა სოციალური ქსელისადმი ნდობის დონე. https://3dnews.ru/979714
-
- 1
-
-
კომპანია Semiconductor Energy Laboratory (SEL)-მა წარმოადგინა ახალი დისპლეების პროტოტიპები, რომლებიც შექმნილია OLED ტექნოლოგიით. კერძოდ, წარმოდგენილ იქნა 8K OLED პანელი, რომლის დიაგონალის ზომაა 8,3 დუიმი. როგორც ამტკიცებენ, იგი არის ყველაზე პატარა ეკრანი თავის კლასში. ეკრანის გაფართოება შეადგენს 7680 × 4320 პიქსელს. ნაჩვენებ 8,3-დუიმიან დისპლეის აქვს პიქსელების უმაღლესი სიმჭიდროვე - 1058 PPI და კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცამდე. გარდა ამისა, წარმოდგენილ იქნა კიდევ ერთი კომპაქტური, დრეკადი OLED-ეკრანი. მისი დიაგონალი 8,6 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1920 × 1200 პიქსელს, პიქსელების სიმჭიდროვე კი არის 265 PPI. კომპანია SEL-ის განცხადების მიხედვით, ახალ 8,6-დუიმიან პანელს შეუძლია გაუძლოს 10 ათასზე მეტჯერ დაკეცვას. გარდა ამისა, აქვს სენსორული მართვის მხარდაჭერა. წარმოდგენილი OLED-დისპლეების მასობრივი წარმოებისა და რეალიზაციის ვადების შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა. https://3dnews.ru/979730
-
- 1
-
-
Hyundai-მ წარადგინა ახალი საავტომობილო სისტემა, რომლის მიხედვითაც მძღოლებს შეეძლებათ ავტომობილის განბლოკვა და დაძვრა თითის ანაბეჭდის გამოყენებით. დაქტილოსკოპიური სკანერები ჩამონტაჟებულია კარის სახელურსა და დაძვრის ღილაკში. ამგვარი სისტემით არის წარმოდგენილი Santa Fe 2019 წლის ქროსოვერი, რომლის დემონსტრაციაც მოხდა გასულ კვირას ჩინეთის ავტოშოუზე. სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის განცხადების მიხედვით, შესაძლებელი იქნება ერთსა და იმავე ავტომობილზე რამოდენიმე პირის თითის ანაბეჭდის დარეგისტრირება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გამოიყენებს ავტომობილს კონკრეტულ მომენტში, ტრანსპორტში ავტომატურად დარეგულირდება სავარძლების მდგომარეობა და უკანა ხედვის სარკის დახრის კუთხე. Hyundai პირობას იძლევა, რომ სამომავლოდ ბიომეტრიული სისტემების საშუალებით ინდივიდუალურად განისაზღვრება საჭირო ტემპერატურისა და ტენიანობის დონე და მართვის რეჟიმი. https://3dnews.ru/979754
-
- 1
-
-
სტარტაპ Breakthrough Starshot-ის მიზანს წარმოადგენს შექმნას სისტემა, რომელიც გაგზავნის ათასობით ნანორაკეტას კოსმოსში ლაზერული სხივის მეშვეობით. ამის შესახებ წერს Business Insider-ი. Breakthrough Starshot-ის დამფუძნებლები არიან: სტივენ ჰოკინგი (იყო), ჰარვარდის უნივერსისტეტის ასტრონომი Avi Loeb-ი და რუსი მილიარდერი Юрий Мильнер-ი, რომელმაც პროექტში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი ჩადო. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სუპერმძლავრი ლაზერის მქონე სისტემების შექმნა, რომლებიც შეძლებენ კოსმოსში გაუშვან ათასობით ნანორაკეტები, ე.წ. StarChip-ები, რომლებიც დამზადებული იქნება გრაფენზე ან სხვა სუპერგამძლე მატერიალზე და მათი საერთო წონა არ აღემატება ერთ გრამს. მათზე დამონტაჟებული იქნება ათეულობით სხვადასხვა ტიპის სენსორი სხვადასხვა სახის კვლევებისთვის. პროექტი მოქმედებს 2016 წლიდან. იმ დროიდან მოყოლებული, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ფარგლებში აუცილებელია ჩილეს უდაბნოში განთავსდეს მძლავრი ლაზერი - მისი საშუალებით მოხდება StarChip-ების აჩქარება სინათლის სიჩქარის 20%-მდე - დაახლოებით 150 მლნ. კმ/სთ. სიჩქარემდე. პროექტის უმთავრესი მიზანია გაუშვას ნანოხომალდები ალფა ცენტავრის თანავარსკვლავედისკენ - თავიანთი სიჩქარის წყალობით ისინი შეძლებენ 3-4 სინათლის წელიწადში გასავლელი სივრცის 20 წელიწადში გავლას. შესაძლებელია, რომ პირველი StarChip-ები ალფა-ცენტავრიზე 2060 წლისთვის გაემართონ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე უამრავი მეცნიერი მუშაობს, სტარტაპს სირთულეები აქვს პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, საჭირო მძლავრი ლაზერის დამზადებას მილიარდობით დოლარი სჭირდება, გარდა ამისა, თუკი ამ ლაზერის სხივი შეცდომით სადმე დედამიწის ზედაპირისკენ იქნება მიმართული, შეძლებს წამებში გაანადგუროს მთლიანი ქალაქი. გარდა ამისა, ღია კოსმოსში StarChip-მა უნდა გახსნას აფრა (იალქანი). ამასთან დაკავშირებით მეცნიერები შიშობენ, რომ იგი ვერ გაუძლებს ლაზერის მეტისმეტად მძლავრ სხივს და დაიწვება. საერთო ჯამში, პროექტზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევარებს უწევთ იმუშაონ ამ მისიასთან დაკავშირებით შექმნილ 50 პრობლემაზე. https://hightech.fm/2018/12/17/breakthrough-starshot-2
- 1 reply
-
- 1
-
-
Facebook-მა დააანონსა კამერების რამოდენიმე ახალი ფუნქცია Messenger-აპლიკაციისთვის. Boomerang-ის ფორმატში არსებული ინტეგრირებული ვიდეოების პარალელურად გაჩნდება სელფი-რეჟიმი, რომელიც ავტომატურად აბუნდოვნებს ფონს და ასევე ექნება შერეული რეალობის გამოსახულებების დამატების ფუნქცია: Messenger-ის ფოტოებსა და ვიდეოებს დაემატება სხვადასხვა სტიკერები. ამ ახალი დამატებების შედეგად, Facebook Messenger-ს ახლა უკვე აქვს კამერის ხუთი სხვადასხვა რეჟიმი: ჩვეულებრივი, ვიდეო, ტექსტი, ბუმერანგი და სელფი. Facebook-ის ანონსიდან, რომელშიც იგი მომხმარებელს ჰპირდებოდა Messenger-ის მნიშვნელოვან განახლებასა და გამარტივებას, სულ რაღაც ორი თვეა გასული. Facebook-ს უკვე დიდი ხანია გააჩნია დამატებითი რეალობის ეფექტები (სელფი-ნიღბები ვიდეო-ჩატის დროს და ა.შ), თუმცა AR (Augmented Reality) სტიკერები - ეს არის მცდელობა, ეფექტები დაუკავშირდეს იმ სტიკერებს, რომლებსაც მომხმარებლები ჯერჯერობით მხოლოდ ჩატში უგზავნიან ერთმანეთს ტექსტთან ერთად. სტიკერთან არსებულ კამერაზე დაჭერისას შესაძლებელი იქნება მისი დამატება შერეული რეალობის ობიექტის სახით. როგორც Facebook-ი აცხადებს, Messenger-ის ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში არსებული მომხმარებლების უმეტესობისთვის. სიახლეები წარმოდგენილი იქნება როგორც განახლებულ Messenger-ში, ასევე მის ძველ ვერსიებშიც. https://www.theverge.com/2018/12/17/18141182/facebook-messenger-boomerang-selfie-mode-ar-stickers
-
- 1
-
-
DeepMind-ის ინჟინრებმა საზოგადოებას წარუდგინეს AlphaGo Zero. მას შეუძლია დამოუკიდებლად ისწავლოს ნებისმიერი სამაგიდო თამაში და დაამარცხოს ადამიანი - წერს რესურსი Science. კომპანია Alphabet-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევის მიმართულებით მომუშავე ქვეგანყოფილებამ შეიმუშავა ალგორითმი AlphaGo 2014 წელს. მას შემდეგ ხელოვნურმა ინტელექტმა დაამარცხა საუკეთესო მოთამაშეები და 60 გამარჯვება მოიპოვა ჩინეთის ორ ონლაინ-პლატფორმაზე თამაშებში: FoxGo და Tygem. ალგორითმი შედგება ორი ნეიროქსელისგან, რომლებიც ახდენენ ადამიანური ტვინის ნეირონების მოქმედების იმიტაციას. ამჯერად კი მკვლევარებმა წარმოადგინეს ახალი AlpaGo - ინჟინრებმა შექმნეს ნეიროქსელი, რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით სტრატეგიულ თამაშებს სწავლობს არა საჭირო ცოდნის ბაზაზე, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს ნულიდან - ნებისმიერი ცოდნის გარეშე, გარდა თამაშის წესებისა. როგორც აღმოჩნდა, მოხალისეებთან თამაშის დროს სისტემა აანალიზებდა თავის და მოწინააღმდეგის სვლებს და ეტაპობრივად თავად ქმნიდა სტრატეგიებსა და კომბინაციებს. „კაცობრიობამ ასიათასობით წლის წინ დაიწყო სამაგიდო თამაშების სწავლა. AlphaZero-მ კი ოსტატობის მწვერვალს დამოუკიდებლად მიაღწია ნებისმიერი დახმარების გარეშე. ჩემი ოცნებაა შევქმნა ისეთი სისტემა, რომელსაც არამარტო თამაში შეეძლება, არამედ გადაწყვეტს ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებს, მაგალითად - გამოიგონებს ახალ წამალს“ - დეივიდ სილვერი, DeepMind. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ DeepMind-ი აპირებს AlphaGo-ს ცოდნა და უნარები გამოიყენოს მძიმე დაავადებების წინააღმდეგ მედიკამენტების შექმნაში, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასა და ახალი რევოლუციური მატერიალების შემუშავებაში. https://hightech.fm/2018/12/07/alphago-zero
- 1 reply
-
- 1
-
-
Apple-ის წინააღმდეგ სასამართლოში აღიძრა სარჩელი, რომლის თანახმადაც კომპანიას ბრალი ედება iPhone X მოდელების შესახებ ცრუ მახასიათებლების გავრცელებაში. მოსარჩელეთაგან წარმოდგენილია ორი კერძო პირი, თუმცა ისინი აპირებენ თავიანთი საჩივარი ჯგუფურ სარჩელად გარდაქმნან. საქმეს განიხილავს ჩრდილოეთ კალოფორნიის საშტატო სასამართლო. საჩივრის არსი მდგომარეობს შემდეგში: iPhone X-ის, iPhone XS-ისა და iPhone XS Max-ის რეკლამების დროს კომპანია Apple-ს მიზანმიმართულად შეჰყავს მომხმარებლები შეცდომაში და აბნევს მათ ეკრანის ზომებისა და რეზოლუციების გაზრდით. მომჩივანი პირები თვლიან, რომ Apple-ის მიერ გამოყენებული, სწორკუთხა დისპლეის გაზომვის მეთოდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მოდელებზე, რომელთაც მომრგვალებული კიდეები და ზედა ნაწილში ჭრილი აქვთ. როგორც მოსარჩელეები მიიჩნევენ, iPhone X-ის ეკრანის დიაგონალის ზომა რეალურად არის 5,6875 დუიმი და არა 5,8 დუიმი, როგორც ამას Apple მიიჩნევს. გარდა დისპლეის ზომისა, მოსარჩელე პირები ამტკიცებენ, რომ iPhone X-სერიის სმარტფონებთან დაკავშირებით მწარმოებელი ეკრანის გაფართოებებშიც იტყუება და არასწორად აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. საქმე ის გახლავთ, რომ ამ სმარტფონების AMOLED-მატრიცაში არათანაბრადაა გადანაწილებული წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების სუბპიქსელები და ეს გამოიყენება გაფართოების ხელოვნურად გაზრდისთვის. Apple-ის ლოგიკის მიხედვით, ეკრანის სტრუქტურა იმგვარია, რომ ცალკეულ პიქსელზე გამოიყოფა ერთადერთი სრულფასოვანი მწვანე ფერის სუბპიქსელი, იმ დროს, როცა წითელი და ლურჯი სუბპიქსელები მეზობელი პიქსელებისგან გამოიყოფიან. თუკი პიქსელებს სამართლიანი მეთოდით დავითვლით, iPhone X-ის ახალ სერიას iPhone 8 Plus-ზე უარესი ეკრანი გამოსდის. ყოველ შემთხვევაში, ამგვარად ფიქრობენ მომჩივანნი. Apple-ს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ჯერჯერობით ახალ პრეტენზიებთან დაკავშირებით. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დავა Apple-თან - ეს უკვე ძველი ამერიკული ტრადიციაა. მიმდინარე წელს კომპანიის წინააღმდეგ რამოდენიმე ათეული საჩივარი შევიდა ძველი iPhone-ების წარმადობის შემცირებასთან დაკავშირებით. https://overclockers.ru/blog/identificator/show/22742/apple-vrjot-pro-razmery-ekranov-novyh-smartfonov-na-kompaniju-podali-v-sud
-
- 1
-
-
სერვერული 7-ნანომეტრიანი AMD EPYC Rome პროცესორები მეტად მიმზიდველია ფასისა და წარმადობის ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ჯერჯერობით კვლავ Intel-ი რჩება უპირობო ლიდერად. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ფინური სამეცნიერო ცენტრი CSC მუშაობს ახალი სუპერკომპიუტერის შემუშავებაზე, რომელიც ორ ეტაპად გახორციელდება. პირველი ფაზა მოიცავს ჰაერით გაგრილების სისტემის მქონე Atos BullSequana X400 კლასტერის შექმნას, რომელშიც გამოყენებული იქნება Intel Xeon Cascade Lake პროცესორები და 200 გბიტი/წმ. სიჩქარის მქონე Mellanox HDR InfiniBand Interconnect - იგი თეორიულად უზრუნველყოფს 2 Pflops მაქსიმალურ წარმადობას. სისტემური მეხსიერების მოცულობა ცალკეულ კვანძში ვარირებს 96 გიგაბაიტიდან 1,5 ტერაბაიტამდე, მთლიან სისტემას კი ექნება პარალელური ფაილ-სისტემა Lustre – 4,9 პეტაბაიტი მოცულობით. გარდა ამისა, მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის გამოყენებული იქნება ცალკე კვანძები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება 320 გრაფიკული პროცესორი NVIDIA Tesla V100 NVLink. როგორც მოსალოდნელია, ამ ქვესისტემის მაქსიმალური წარმადობა მიაღწევს 2,5 petaflops-ს. პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყება 2019 წლის ზაფხულიდან. მეტად საინტერესოა მეორე ფაზა, რომელიც უნდა დასრულდეს 2020 წელს. შეიქმნება სუპერკომპიუტერი BullSequana XH2000 - გაგრილების სისტემითა და InfiniBand HDR ინტერკონექტით, რომელსაც ექნება ორასი ათასი AMD EPYC Rome ბირთვი. მეორე ფაზის განხორცეიელების შედეგად გაიზრდება გამოთვლითი სიჩქარე კიდევ 6,4 Pflops-ით. გარდა ამისა, მთლიანი გამომთვლელი კომპლექსი წარმოდგენილი იქნება 12 პეტაბაიტიანი CEPH-საცავით. ორივე ეტაპის დასრულების შემდეგ სისტემამ უნდა უზრუნველყოს 11 Pflops თეორიული მაქსიმალური წარმადობა, რაც ხუთჯერ მეტია იმაზე, რისთვისაც აქამდე მიუღწევიათ ფინელ მეცნიერებს. სისტემას გამოიყენებს უამრავი სააგენტო და უნივერსისტეტი კვლევებისთვის ასტროფიზიკაში, მედიცინაში, ნანოტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის სფეროებში. სისტემის ნაწილს ექსკლუზიურად გამოიყენებენ მეტეოროლოგები. ფინეთი 37 მილიონი ევროს ინვესტირებას ახდენს მაღალი წარმადობის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განახლება-გაუმჯობესებაში. https://servernews.ru/979696
-
- 1
-
-
Apple ამტკიცებს, რომ მიაგნო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებას, რაც წინ აღუდგება ჩინეთში რამოდენიმე ძველი მოდელის გაყიდვასთან დაკავშირებულ აკრძალვას. სააგენტო Reuters-ს კომპანიამ განუცხადა, რომ მომდევნო კვირაში გამოუშვებს სოფთვეარს, რომელიც შეეხება სადავო საქმეში არსებული ორი პატენტის ფუნქციონალურობას. თუკი სასამართლო თანხმობას განაცხადებს, Apple შეძლებს გააგრძელოს iPhone-ების გაყიდვა ჩინეთში. მათ შორის, საუბარი ეხება შემდეგ მოდელებს: iPhone 6S, 6S Plus, 7, 7 Plus, 8, 8 Plus და X. მცირე ხნის წინ დადგენილ იქნა, რომ Apple არღვევდა Qualcomm-ის საპატენტო უფლებებს ჩინეთში. სმარტფონების გაყიდვის აკრძალვისთანავე Apple-მა CNBC-ს განუცხადა, რომ iOS 12 - მისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა კავშირში არაა დარღვევებთან. თუკი ეს დამტკიცდება, აკრძალვის გაუქმებისთვის საკმარისი იქნება განახლების გამოშვება iOS 12-მდელი iPhone-ებისთვის. Apple-მა უკვე მოითხოვა აკრძალვის გადახედვა. მიმდინარე დაპირსპირება Apple-სა და Qualcomm-ს შორის - მხოლოდ ნაწილია ამ ორი კომპანიის ურთიერთბრძოლისა. Qualcomm-ს ჰქონდა მცდელობა, აეკრძალა iPhone-ების ამერიკულ ბაზარზე რეალიზაცია, ასევე ამტკიცებდა, რომ Apple-მა მოიპარა კომპანიის კუთვნილი პროგრამული კოდი და კონკურენტ Intel-ს გაუზიარა. თავის მხრივ Apple-ი Qualcomm-ს პატენტზე ფასების მატებაში ადანაშაულებდა. ამგვარი დაძაბულობის ფონზე, ნაკლებად სარწმუნოა, რომ Qualcomm-ი დაკმაყოფილდება და დასჯერდება Apple-ის მხრიდან პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას. საბოლოოდ დავის შედეგებს ჩინეთის სასამართლო განსაზღვრავს. https://www.theverge.com/2018/12/14/18140540/apple-qualcomm-software-update-china-ban
-
- 1
-
-
Android-სმარტფონებისთვის განკუთვნილი მობილური კონტროლერი Razer Raiju დაანონსდა ოქტომბერში Razer Phone 2-თან ერთად, ახლა კი უკვე შესაძლებელია მისი შეძენა 150 აშშ დოლარად. კონტროლერი საშუალებას იძლევა სმარტფონი დაამაგროთ დოკ-სადგურზე, რომელიც მოძრავია 60 გრადუსით და ითამაშოთ თამაშები კონსოლის მართვის დონეზე. ახალი კონტროლერის დიზაინი ადაპტირებულია PS4-სთვის განკუთვნილ Razer Raiju-სთან. მოწყობილობას აქვს ოთხი re-mappable ღილაკი, სწრაფი გაშვების ტრიგერ-რეჟიმი და სპეციალური ღილაკი რეჟიმების გადართვისთვის. მფლობელებს შეეძლებათ თავიანთი Android-სმარტფონის დაკავშირება Bluetooth-ით ან USB-C სადენით და ისეთი თამაშების თამაში, როგორებიცაა Vainglory, Lineage 2 და ა.შ. ბატარეის ერთი სრული დამუხტვა უზრუნველყოფს 23 საათიან სამუშაო დროს. Razer Raiju კონტროლერის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/2UVaUJc https://www.theverge.com/2018/12/14/18140679/razer-raiju-mobile-controller-availability-order
-
- 2
-
-
-
მკვლევართა ჯგუფმა, პროექტ FastCharge-ის ფარგლებში, რომლის წევრებიც არიან Porsche-სა და BMW-ს წარმომადგენლები, წარადგინეს ახალი, 450 კილოვატიანი დამტენის პროტოტიპი, რომლის სიმძლავრე სამჯერ აღემატება Tesla-ს დამტენი სადგურისას. FastCharge-ის ახალი სადგური განთავსდა გერმანიაში, ბავარიაში. სისტემის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს BMW Group-ის, Porsche-ს, Allego-ს, Phoenix Contact E-Mobility-სა და Siemens-ის სპეციალისტებმა. ახალ მოწყობილობას შეუძლია უზრუნველყოს სამ წუთში დამუხტვის იმ მარაგის შევსება, რაც საკმარისია 100 კილომეტრის გასავლელად, ან დატენოს BMW i3 10-დან 80%-მდე სულ რაღაც 15 წუთში. შედარებისთვის, Tesla-ს მაქსიმალური სიმძლავრე 145 კილოვატია. თუმცა, სავარაუდოდ, FastCharge-ს წარმომადგენლები დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ ლიდერობას: Tesla-მ უკვე მოახდინა ქსელის მოდერნიზება და გაძლიერება 120 კილოვატის დამატებით და გეგმავს მაქსიმალური სიმძლავრის გაზრდას 250 კილოვატამდე მომდევნო წლისთვის. თუმცა, Tesla-სთვის სამწუხაროდ, ეს განახლებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მისი დამტენი ქსელები ყველაზე სწრაფი გახდეს ამერიკის მასშტაბით. არცთუ ისე დიდი ხნის წინ კომპანია Electrify America-მ წარადგინა თავისი პირველი 350 კილოვატიანი დამტენი სადგური. ახალი ექსპერიმენტალური დამტენი სადგური იმუშავებს იმ ელექტრომობილებისთვის, რომლებიც წარმოდგენილნი არიან 400- ან 800-ვოლტიანი სისტემებით. გამოყენებული იქნება კონექტორი Combined Charging System (CCS) Type 2. სადგურის გამოყენება სრულიად უფასოდ შეუძლია ყველა მძღოლს, რომელთა მანქანებსაც შესაბამისი დამტენი კონექტორი გააჩნიათ. პერსპექტივაში, პროექტ FastCharge-ის ფარგლებში შექმნილი სადგურის წყალობით - რადიკალურად შემცირებული დამუხტვის დროის კუთხით - კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ელექტრომობილები. https://www.theverge.com/2018/12/14/18140868/fastcharge-porsche-bmw-450kw-electric-vehicle-charging-station
-
- 1
-
-
არც ვიცი რა ვთქვა... უბრალოდ მართლა საწყენია სხვისი შრომის არდაფასება. როგორც ვანომ აღნიშნა, რაც მევალება ვასრულებ, და მხოლოდ ენთუზიაზმით საკუთარ თავს და ოჯახს ვერ ვუშველი, როცა დამხმარეც არავინაა ფაქტობრივად. კი, ისე გამოდის, თითქოს ვსპეკულირებ ამით და წესით არც უნდა მიწევდეს ამის ახსნა. უბრალოდ მართლა საწყენია. რამოდენიმე თვეა აქ ვარ და მიყვარს რასაც ვაკეთებ და აი ასეთი რაღაცები კლავს ენთუზიაზმს სწორედაც. რაც შეეხება ჩემს უსიცოცხლობას, ხშირად კომენტარების ნახვასაც კი ვერ ვახერხებ, არათუ დისკუსიაში შესვლას სხვა ტოპიკებში - დროის უქონლობისა და პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩემზე უკეთ არის ფორუმის ყველა წევრი ზოგად თემებში გარკვეული და მერიდება. და კიდევ, თუ ჩემი აქტივობით დისკომფორტი იქმნება, საჭირო ზომების მიღებაც შესაძლებელია, როგორც ვანო გადაწყვეტს - წავიდე თუ არა. უბრალოდ, ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდი
-
Huawei - ერთ-ერთი კომპანიათაგანია, რომელსაც შეუძლია გამოუშვას ფლაგმანები ერთდროულად ორ ხაზში - Mate და P. 2019 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელია ფლაგმანური Huawei P30 Pro-ს ანონსი, რომელიც იქნება მომდევნო წლის პირველი ნახევრის საუკეთესო ფლაგმანის წოდების პრეტენდენტი. ქსელში უკვე გამოჩნდა რენდერები და სავარაუდო მახასიათებლები მის შესახებ. ფოტოების მიხედვით, სმარტფონს ექნება მინის კორპუსი, 6,4-დუიმიანი FHD+ ეკრანი მრგვალი ჭრილით, რომელშიც ფრონტალური კამერა განთავსდება, უკანა მხარეს კი ექნება ძირითადი კამერა ოთხი მოდულით. წინა პანელზე, ქვედა ნაწილში ჩანს მცირე ზომის ე.წ. „chin” (ღაბაბი) :დდ დაახლოებით ისეთივე, როგორიც აქვს Apple iPhone X-ს. ბიომეტრიული სენსორი ინტეგრირებული იქნება დისპლეიზე. ამასთან, ინსაიდერი Ice Universe ამტკიცებს, რომ სმარტფონს ექნება ისეთივე კიდეები და ჭრილი, როგორც Huawei Mate 20 Pro-სა და Mate 20-ს (ქვემოთ ფოტოზე). Huawei P30 Pro-ს მიაწერენ 75%-ით მეტ წარმადობას წინამორბედთან შედარებით იმის გამო, რომ მასში გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი პროცესორი Kirin 980. სამგანზომილებიანი გრაფიკის დამუშავების დონე გაიზრდება 45%-ით, NPU (Neural Processing Unit) კი ორჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე Kirin 970-ში არსებული. წყაროს ინფორმაციით, სმარტფონს ექნება 6-დან 10 გიგაბაიტამდე ოპერატიული და 64-დან 512 გიგაბაიტამდე სამომხმარებლო მეხსიერება. ამ დრომდე ვრცელდებოდა ხმები, რომ Huawei P30 Pro და Samsung Galaxy S10 Plus 5G იქნებოდნენ პირველი სმარტფონები 12 გიგაბაიტი ოპერატიულით. ახალი ინფორმაციის მიხედვით, ძირითადი კამერის შემადგენლობაში შედის 41+24+16+8 მეგაპიქსელიანი მოდულები. სელფი კამერა კი 41-მეგაპიქსელიანი იქნება. . დანარჩენი მახასიათაბლებიდან შესაძლებელია აღინიშნოს 15-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა, 40-ვატიანი საფირმო სწრაფი დატენვა SuperCharge და 5000 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა. რა საკვირველია, წარმოდგენილი იქნება ყველა აუცილებელი უსადენო ინტერფეისი NFC-ის ჩათვლით. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ყურსასმენებისთვის განკუთვნილი კონექტორის არსებობა-არარსებობის საკითხი. სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android Pie-სა და საფირმო EMUI-ზე. Huawei P30 Pro-სთვის მიძღვნილი პრესკონფერენცია შედგება Mobile World Congress 2019-ზე თებერვალში, ან ცალკე გამართულ ივენთზე მარტში. მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნოა, რადგან სწორედ ასევე მოიქცა ჩინური კომპანია გასულ წელს. Pro ვერსიასთან ერთად მწარმოებელი დააანონსებს სტანდარტულ მოდელსაც, რომელსაც სამი ძირითადი კამერა და უფრო კომპაქტური გაბარიტები ექნება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22706/v-seti-pojavilis-rendery-i-predpolagaemye-harakteristiki-huawei-p30-pro-potencialno-luchshego-flagmana-2019-goda
-
- 1
-
-
როგორც უკვე ვიცით, Intel-ა დააანონსა ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერების ახალი თაობა - Gen11. მათი დებიუტი შედგება მომდევნო წელს 10-ნანომეტრიან Ice Lake პროცესორებში. გარდა ამისა, ამერიკული გიგანტი საზოგადოებას უზიარებს გეგმას საკუთარი დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლების გამოშვებასთან დაკავშირებით, რომლებიც 2020 წელს გამოვა. როგორც გაირკვა, სადებიუტო დისკრეტული ვიდეოამაჩქარებლების სახელწოდება იქნება Intel Xe. უფრო ზუსტად კი, ეს არის ბრენდის დასახელება, რომლის სახელითაც ამერიკული კომპანია გეგმავს ვიდეო ბარათების წარმოებას. ადაპტერების კონკრეტული სახელწოდებები და მათი მახასიათებლები კი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. გავრცელებული ხმების მიხედვით, ახალი თაობის სახელი იქნება Arctic Sound ან უბრალოდ Gen12. კომპანია Intel-ი გეგმავს მოიცვას ერთდროულად რამოდენიმე სეგმენტი და არა მხოლოდ სამომხმარებლო. ცნობილია, რომ ახალი ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილი ვიდეოჩიპები წარმოებული იქნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის AMD და NVIDIA უკვე აპირებენ სრულად გადავიდნენ 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22697/intel-nachnet-vypuskat-diskretnye-videokarty-pod-brendom-intel-xe
-
- 3
-
-
-
Radeon Technologies Group-ის ინჟინრებმა ბოლო თვეები დაუთმეს „წითელი ბრენდის“ გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის განახლებული პროგრამული ნაკრების შემუშავებას. დრაივერის პირველი ვერსიის - Adrenalin Edition-ის შემდეგ, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომპანიამ შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა წარმადობა თავის მოწყობილობებში პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე. დრაივერების ახალი პაკეტი, სახელწოდებით Radeon Software Adrenalin 2019 Edition-ი არ იქნება წარმოდგენილი რაიმე განსაკუთრებული სიჩქარით წინა ვერსიასთან შედარებით, თუმცა განახლება მოიტანს გარკვეულ ცვლილებებს: ოფიციალური მონაცემების მიხედვით, Radeon RX Vega 64-ის კადრების ცვლის საშუალო სიხიშრე პოპულარულ თამაშებში ერთ წელიწადში 7%-ით გაიზარდა, Radeon RX 580-ის შემთხვევაში კი - 15%-ით. Radeon Software Adrenalin 2019 Edition კონცენტრირებულია სამომხმარებლო ინტერფეისზე, გრაფიკული პროცესორის აპარატულ პარამეტრებზე და ასევე მობილურ მოწყობილობებში ინტეგრაციაზე. იმისათვის, რომ გაერკვია, რომელი ფუნქციები იყო უმნიშვნელოვანესი, AMD-მ გამოკითხვა და ხმისმიცემა ჩაატარა მომხმარებლებს შორის. პირდაპირ თამაშის პროცესში შესაძლებელია ბენჩმარკის გაშვება, რომელიც მომხმარებელს აჩვენებს კადრების ცვლის სიხშირესა და ლატენურობის მონაცემებს, შემდეგ კი დრაივერი შესთავაზებს შეცვალოს ესა თუ ის პარამეტრი. ენერგომოხმარების პროფილებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო Polaris და Vega ჩიპებზე არსებული ვიდეო ბარათებისთვის, Radeon Software Adrenalin 2019 Edition წარმოდგვიდგენს აპარატული პარამეტრების ავტომატურ სამ ფუნქციას: გრაფიკური პროცესორის აჩქარება, ოპერატიული მეხსიერების აჩქარება და “undervolting” (GPU-ს ძაბვის შემცირება). AMD-მ გაზარდა Radeon Chill-ალგორითმის ეფექტურობა, რომელიც ამცირებს GPU-ს სიხშირეს დატვირთვის დროს. კომპანიამ მთლიანად გადაამუშავა პროგრამა, რათა გაადვილდეს PC-თან მიერთება და კავშირი იყოს უფრო სტაბილური. რადგა ამისა, AMD Link-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება თამაშების გაშვება მობილურ მოწყობილობებზე როგორც ვირტუალური გეიმპადით, აგრეთვე მართვის აპარატული ორგანოებით. და ბოლოს, Radeon-ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილი პროგრამური უზრუნველყოფა ოფიციალურად იღებს უსადენო VR ჰედსეტების მხარდაჭერას. Radeon Software Adrenalin 2019 Edition-ის შემადგენლობაში ასევე შედის განახლებული ReLive - თამაშების ტრანსლირებისთვის. პროგრამის ინტერფეისში შესაძლებელია სტრიმინგ-ფანჯრის შექმნა, აგრეთვე დაემატა თამაშის ბოლო 5-30 წამის გამეორების ფუნქცია. ამგვარი გახლავთ Radeon-ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილი სამომავლო სოფთვეარის ძირითადი ფუნქციები, მახასიათებლების სრული ჩამონათვალი მოგვიანებით გახდება ცნობილია. AMD-ს ვიდეო ბარათების მფლობელებს კი შეუძლიათ დამოუკიდებლად გამოიკვლიონ Radeon Software Adrenalin 2019 Edition-ის შესაძლებლობები. https://3dnews.ru/979599
-
- 2
-
-
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) დაკავებულია 3D-ბიოპრინტერის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს, მოხდეს კანის, ძვლებისა და სხეულის ცალკეული ნაწილების აღდგენა, თუკი ასტრონავტები ტრავმებს მიიღებენ სამომავლო კოსმოსურ მისიებში. ამის შესახებ იტყობინება რესურსი Futurism-ი - სააგენტოსგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე. კოსმოსურ მისიებში ყოფნისას, ასტრონავტებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ სამედიცინო დახმარება სერიოზული დაშავების შემთხვევაში. დაშავება კი შესაძლებელია მოხდეს როგორც სადგურზე ყოფნისას, ასევე ღია კოსმოსში გასვლის დროს. „დღესდღეობით არსებული მცირეორბიტალური ეკიპაჟებისგან განსხვავებით, სამომავლოდ, შორეულ კოსმოსურ მისიებში გამგზავრებული ასტრონავტები უფრო მეტად იქნებიან რისკის ქვეშ, რომ აღმოჩნდნენ ბევრად სერიოზული პრობლემების წინაშე. 3D-ბიოპრინტერი კი მათ დაეხმარება სამედიცინო თვალსაზრისით“ - Sandra Podhajsky (ESA). ჯერჯერობით, ESA-ს პროექტი საწყის ეტაპზე იმყოფება - კოსმოსური სააგენტო კონსულტაციებს გადის ევროპის უნივერსიტეტების მკვლევარებთან. პროგრამის რეალიზაციის ვადები არ ხმაურდება. https://hightech.fm/2018/12/12/skin-and-bones
-
- 1
-
-
ვებ-ბრაუზერმა Opera-მ გამოუშვა ინტეგრირებული კრიპტოსაფულე თავის Android-აპლიკაციაში. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა ლონდონის ბლოკჩეინ-ივენთზე. საფულეს თავდაპირველად ექნება მხოლოდ Ethereum-ის მხარდაჭერა, დანარჩენი კოინები კი მოგვიანებით დაემატება. Ethereum-ის ინვესტორები, რომლებიც Opera-ს იყენებენ, პოტენციურად უფრო ადვილად მიიღებენ წვდომას თავიანთ ტოკენებზე ამ ფუნქციის გამოყენებით. კრიპტოსაფულის გამოყენების მსურველებმა პირველ რიგში უნდა ჩამოტვირთონ Opera-ს Android-ვერსია (იგი არ არის ხელმისაწვდომი iOS-ზე), შემდეგ შეიძინონ ტოკენები საფულეში შესანახად. შემდეგ კი, მომხმარებლები მიიღებენ წვდომას ბრაუზერის მინი-აპლიკაციებზე. Opera-მ ჯერ კიდევ ივლისში განახადა, რომ ამ სიახლის ტესტირებას ახდენს. ამ დროისთვის, ფასები კრიპტოვალუტებზე მნიშვნელოვნადაა დაცემული წინა წლის ბოლო პერიოდთან შედარებით. Opera-მ ასევე აღნიშნა კრიპტოთაღლითების საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ თავის ვებ-ბრაუზერში დანერგა პროგრამული უზრუნველყოფა კრიპტოჰაკერებისგან თავდაცვის მიზნით. https://www.theverge.com/2018/12/13/18138427/opera-cryptocurrency-wallet-android-app
-
- 1
-
-
Google უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს აპლიკაცია Family Link-ზე, რომელიც განკუთვნილია იმ მიზნისთვის, რომ მშობლებმა უკეთ შეძლონ ბავშვების მიერ სმარტფონების გამოყენების გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში დაუბლოკონ კიდეც მათ მოწყობილობები. ამჯერად აპლიკაციის ფუნქცია ფართოვდება და მისი მხარდაჭერა ემატება Chromebook-ს: პლატფორმას დაემატება აპლიკაციის უკვე არსებული და ახალი ფუნქციებიც. მშობლებს შეეძლებათ „თეთრ სიაში“ შეიტანონ ის საიტები, რომელთა მონახულებაც მიზანშეწონილი და ნებადართულია მოზარდებისთვის. გარდა ამისა, შეეძლებათ ბავშვებს დაუწესონ დივაისების მოხმარების ხანგრძლივობა, დისტანციურად დაბლოკონ მოწყობილობა და ინფორმაცია მიიღონ მოხმარების შესახებ. და პირველად, აპლიკაციის არსებობაში, „ზედამხედველ“ ექაუნთებს მიენიჭებათ Google Play-ს აპლიკაციებზე წვდომის კონტროლი. ანალოგიურად, შესაძლებელი იქნება Android-აპლიკაციების თეთრ და შავ სიაში მოქცევა და მშობლები გააკონტროლებენ აპლიკაციებისა და თამაშების შეძენა-ჩამოტვირთვას თავიანთი ექაუნთებიდან. მართალია Chromebook-ი არ იწარმოება, როგორც განსაკუთრებულად კარგი პლანშეტი (ჯერჯერობით), თუმცა მას აქვს ერთი დიდი უპირატესობა iPad-თან შედარებით: Chromebook-ები შესანიშნავია გამოსაყენებლად, როგორც მრავალი პირის მიერ მოხმარებადი დივაისი: ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია მისი გამოყენება, ისე რომ წვდომა არ ექნება მეორე პირის მატერიალებთან. https://www.theverge.com/2018/12/13/18138846/google-parental-controls-family-link-chromebook-android-apps
-
- 1
-
-
ახალი, სამომხმარებლო Ice Lake პროცესორებში ჩაშენებული გრაფიკა - Gen11 ბევრად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს წინა Gen9.5 ვერსიასთან შედარებით. ფოტოს წყარო: Intel სამომავლო Gen11 ინტეგრირებული გრაფიკული მოწყობილობების გამოსვლა დადასტურებულია Intel-ს მიერ. ცნობილია მათ შესახებ გარკვეული დეტალებიც: 24-ის ნაცვლად 64 Execution Units (Iris Plus Graphics 650-ში მათი რაოდენობაა 48). Gen11 გრაფიკული ბირთვი უზრუნველყოფს 1 TFLOP/წმ. სიჩქარეს, რაც Radeon Vega 8-ს დონეს უახლოვდება (1,12 TFLOP/წმ.). Vega 8 წარმოადგენს AMD Ryzen 3 2200G პროცესორის ნაწილს. Tile-ს ბაზაზე რენდერინგის, განახლებული კვების ქვესისტემისა და ახალი FPU ინტერფეისის წყალობით, სავარაუდოდ წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება ენერგომოხმარების გაზრდის გარეშე. როგორც Intel-ი აცხადებს, ეფექტურობა მოიმატებს. ახალი GPU-ს შემადგენლობაში შევა გაუმჯობესებული Media Encoder და Decoder. დადასტურებულია, რომ ექნება HDR-ისა და Adaptive Sync-ის მხარდაჭერა. პირველი პროდუქტები Gen11 გრაფიკით გამოჩნდება 10-ნანომეტრიან პროცესორებში და გაყიდვაში გამოვა 2019 წელს. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22678/novaja-vstroennaja-grafika-gen11-ot-intel
-
- 2
-
-
Razer-მა გადაწყვიტა შეამოწმოს თავისი ფანატების ლოიალურობის დონე და წარადგინა Razer Softminer-ი - პროგრამა მაინინგისთვის, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერზე დაყენებისა და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტები მიეღოთ, Razer-ს სურს, რომ ყველა მოპოვებული კრიპტოვალუტა თავისთვის დაიტოვოს, მომხმარებლები კი დაასაჩუქროს Razer Silver-ის ე.წ. წამახალისებელი კრედიტებით. Razer Softminer-ი იყენებს მაღალი წარმადობის GPU-ს და არაფერია ნახსენები იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვისაა განკუთვნილი ფაქტიური მაინერი. ცხადია, რომ მომხმარებლები არ ეწევიან Razer Silver-ის მაინინგს (როგორც კომპანია აღიარებს, იგი არ არის კრიპტოვალუტა) და ეს ლოიალურობის კრედიტები გაიცემა ეკვივალენტის სახით. მაინინგის პროგრამას, რომელიც მუშაობს NVIDIA GTX 1050-ზე ან AMD RX 460-ზე მთელი დღის განმავლობაში, მოაქვს ~ 500 Razer Silver-ი და მისი გამოყენება შესაძლებელია Razer-ის სხვადასხვა პერფერიული მოწყობილობების შესაძენად: თამაშების, ვაუჩერების და სხვ. Razer Silver-ის მოქმედების ვადა მოგებიდან 12 თვეში იწურება , რაც ამ წამოწყებას საკმაოდ არამიმზიდველს ხდის იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, კომპიუტერული თამაშებისთვის საჭიროა 21 000 „ვერცხლი“ (40-დღიანი უწყვეტი მაინინგი თამაშის მოსაპოვებლად, როცა მისი შეძენა სულ რაღაც 10-15 დოლარად არის შესაძლებელი ყოველგვარი ფასდაკლების გარეშეც კი). თავად Razer-ის პროდუქტების მოსაპოვებლად კი გაცილებით ბევრი დროა საჭირო, ზოგ შემთხვევაში წელიწადზე მეტიც კი. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22686/razer-hochet-zarabotat-na-majninge-s-pomoschju-svoih-fanatov
-
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინჟინრებმა აღმოაჩინეს საშუალება, თუ როგორ უნდა მოხდეს კომპიუტერის აჩქარება ბიოლოგიური ვირუსი-ბაქტერიოფაგის - M13-ის საშუალებით. ვირუსი საშუალებას იძლევა შემცირდეს ოპერატიული მეხსიერებიდან ინფორმაციის გადატანის დრო მყარ დისკზე. ამის შესახებ წერს ScienceAlert. ამჟამად უამრავი კომპიუტერი მუშაობს შენელებულად მაღალსიჩქარიანი ოპერატიული მეხსიერებიდან მონაცემთა მყარ დისკზე გადატანისას შექმნილი შეფერხებების გამო. მკვლევარებმა მიაგნეს საშუალებას - შემცირდეს ეს შეფერხება ორი სანახი სივრცის ერთით ჩანაცვლებით - ეს არის ფაზიანი მეხსიერება. თუმცა ამგვარი სისტემის მქონე მოწყობილობები იმ ტემპერატურამდე ცხელდება, რაც საკმარისია ფაზიანი მეხსიერების ერთ-ერთი მთავარი მატერიალის - გალიუმის ანტიმონიდის დაშლისთვის. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სინგაპურელ კოლეგებთან ერთად დაადგინეს, რომ ბაქტერიოფაგი M13 ერთამენთთან აკავშირებს გალიუმის ანტიმონიდის ნაწილაკებს და საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ქმედითუნარიანობა მაღალ ტემპერატურაზეც კი. მეხსიერების ახალი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა ფაილებთან მუშაობის დრო შემცირდეს 10 ნანოწამით. ადრე, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს ხმაურის ჩამხშობი თეორიული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზარდოს გამოთვლითი სიზუსტე კვანტურ კომპიუტერში. დიდი ალბათობით, სამომავლო აღმოჩენები კაცობრიობას საშუალებას მისცემს მიაღწიოს „კვანტურ უპირატესობას“ ჩვეულებრივ კომპიუტერებზე. https://hightech.fm/2018/12/10/biological-computer
-
- 1
-
-
ნეიროქსელი პროგნოზირებს, სად შეიძლება წავიდეს ადამიანი, იმის მიხედვით, თუ სად გადაადგილდებოდა ამ დრომდე მსგავს ვითარებაში. მაგალითად, თუკი მომხმარებელი სპორტდარბაზში იმყოფება, ალგორითმი აფასებს იმის ალბათობას, წავა თუ არა იგი აქედან რესტორანში. თუკი განისაზღვრება, რომ წასვლის ალბათობა დიდია, ხელოვნური ინტელექტი ამ ადამიანის Faceebook-ის სიახლეების შეტყობინებებში დაამატებს რეკლამას უახლოესი რესტორნის ან იმ დაწესებულების შესახებ, სადაც მომხმარებელი ამ დრომდე უკვე იყო ნამყოფი. გადაადგილების განსაზღვრის მეორე ტიპი ეყრდნობა ფართო მონაცემებს - ალგორითმი აანალიზებს მომხმარებლების ინფორმაციას Wi-Fi-ს, Bluetooth-ის, ფიჭური კავშირის და NFC-ჩანიშვნების საფუძველზე. ამის შემდეგ, ნეიროქსელი ჯგუფებად აერთიანებს მომხმარებლებს. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ერთ კინოთეატრში იმყოფებოდნენ და ახლო-მახლო Starbucks-ს ეძებენ, ერთ კატეგორიაში გაერთიანდებიან. თითოეულ მათგანს ხელოვნური ინტელექტი წარუდგენს უახლოეს ადგილას მდებარე Starbucks-ის რეკლამას, რადგან არის ალბათობა, რომ ეს ადამიანები ფილმის ყურების შემდეგ იქ გაემართებიან. https://hightech.fm/2018/12/11/ai-snooping
-
- 1
-
-
MSI Optix MAG321CQR კომპანია MSI-მ დააანონსა მოდელი - MSI Optix MAG321CQR, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ-სისტემებში გამოყენებისთვის. მას აქვს 31,5-დუიმიანი VA მატრიცა, ეკრანის გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს. სიმკვეთრის, ტიპიური კონტრასტულობისა და დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებლებია 300 cd/m2, 3000:1 და 100 000 000:1. მონიტორს რკალისებრი ფორმა აქვს. რეალიზებულია სისტემა AMD FreeSync, რომელიც უზრუნველყოფს კადრების ცვლის სიხშირის სინქრონიზაციას გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. მატრიცის რეაქციის დროა 1მილიწამი. პანელს აქვს 144 ჰერცი განახლების სიხშირე და თვალთახედვის 178-გრადუსიანი არეალი. მონიტორზე წარმოდგენილია ორი HDMI 2.0 ინტერფეისი და DisplayPort 1.4, აგრეთვე, USB პორტი. Optix MAG321CQR მონიტორი წარმოდგენილია MSI Mystic Light განათებით. სადგამი რეგულირებადი და შესაძლებელია ეკრანის დახრა ან სიმაღლის მომატება. გამოყენებული ტექნოლოგიის, Less Blue Light-ის მეშვეობით შემცირებულია თვალებზე ნეგატიურად მოქმედი ლურჯი ფერის გავლენა, რაც ხანგრძლივი თამაშის საშუალებას იძლევა. ასევე რეალიზებულია სისტემა, რომელიც ხელს უშლის ციმციმს. მონიტორის გაყიდვის თარიღისა და ფასის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის. MSI Infinite X 9th: მძლავრი კომპიუტერი თამაშების მოყვარულთათვის MSI წარმოგიდგენთ დესკტოპ-კომპიუტერს - Infinite X 9th, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად იმ მომხმარებლებისთვის, ვინც თამაშებითაა გატაცებული. მაქსიმალური კონფიგურაციის მქონე სისტემას აქვს Coffee Lake თაობის Core i9-9900K პროცესორი, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს და შეუძლია ერთდოულად 16 ნაკადის დამუშავება. ტაქტის ნომინალური სიხშირეა 3,6 გჰც, მაქსიმალური - 5,0 გჰც. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია მძლავრი დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080 Ti. გაგრილებას უზრუნველყოფს ეფექტური სისტემა Silent Storm Cooling 3. კომპიუტერის გვერდითი პანელი დამზადებულია გამოწრთობილი მინისგან, გამოყენებულია საფირმო განათება - Mystic Light. მფლობელებს შეეძლებათ საჭირო მოცულობის მქონე დრაივების ან მყარი დისკის დაყენება, აგრეთვე მფლობელის სურვილზეა დამოკიდებული ოპერატიული მეხსიერების მოცულობაც. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. კომპიუტერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/979506 https://3dnews.ru/979559
-
- 1
-
-
Apple-ის მიერ გამოცხადებული რამოდენიმე ვაკანტური ადგილის გამოჩენის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ კომპანია აპირებს თავად აწარმოოს მოდემები და ამით უკეთ გაუწიოს კონკურენცია Qualcomm-ს. ვაკანსიები ეხება ქსელური მოდემების სისტემების არქიტექტორების მოძიებას. დავალება მდგომარეობს „layer 1 cellular PHY chip“-ის შემუშავებაში, რომელშიც ინჟინერ-სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Apple არამხოლოდ აპირებს საკუთარ მოდემებზე მუშაობს, არამედ გეგმავს მათ გამოყენებას ახალ iPhone-ებში და სურს თავისი მრავალწლიანი პარტნიორის - Intel-ის ჩამოშორება. აღნიშნულია ისიც, რომ ახალი მოდემის შემუშავება-გამოსვლამდე კიდევ ბევრი წელია და 2020 წლისთვის დაგეგმილი 5G iPhone-ებშიც კი კომპანიას ჯერ კიდევ მოუწევს Intel-ის მოდემების გამოყენება. ეს ბუნებრივია, რადგან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Apple ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს სპეციალისტების დაქირავებას, პროცესის დასრულებას რამოდენიმე წელიწადი დასჭირდება. ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მობილურ ბაზარზე, განსაკუთრებით კი შეეხება Qualcomm-სა და Intel-ს, რომლებიც მსოფლიოს ორ უმსხვილეს მოდემების მომწოდებელს წარმოადგენენ. ისტორიულად, Apple თავის მოწყობილობებში Intel-ისა და Qualcomm-ის მოდემებს იყენებდა, მაგრამ 2017 წლიდან დაიწყო უთანხმოება Apple-სა და Qualcomm-ს შორის, რადგან Apple-მა იგი დაადანაშაულა არაკონკურენტუნარიანი ფასების შემოთავაზებაში და საქმე სასამართლო პროცესამდე მივიდა. შედეგად, Apple-მა უარი განაცხადა მისი ჩიპების გამოყენებაზე და ბოლო თაობის iPhone-ებში - (iPhone XS და XR) Intel-ის ჩიპები გამოიყენა. კომპანია Qualcomm-ი კი ცდილობს შეზღუდოს iPhone-ების გაყიდვა აშშ-სა და ჩინეთში. უნდა აღინიშნოს, რომ Apple-სთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს შემდეგი რამ: Intel-ი წარმადობის კუთხით ფეხს ვერ უწყობს Qualcomm-ის მოდემებს. როგორც ტესტები აჩვენებს, Qualcomm Snapdragon 845 სიჩქარის მხრივ უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე Intel-ის ჩიპების მქონე დივაისები: Qualcomm-ის ჩიპმა 40%-ით მეტი ჩამოტვირთვის სიჩქარე აჩვენა და 20%-ით მეტი - მონაცემთა ატვირთვის სიჩქარე. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/12/18137816/apple-modem-qualcomm-intel-iphone-competition-engineer-hiring
-
- 2
-
-
-
Instagram-მა თავის მესიჯებში ხმოვანი შეტყობინების ფუნქცია დაამატა. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთს გაუგზავნონ ერთ წუთამდე ხანგრძლივობის ხმოვანი შეტყობინებები ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ჩატში. განახლება ეხება iOS-სა და Android-ს. მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას მიკროფონის ღილაკზე დაჭერითა და საუბრის ჩაწერით, თითის აშვებისას კი შეტყობინება ავტომატურად გაიგზავნება. იმ შემთხვევაში კი, თუ გაგზავნას გადაიფიქრებენ, შეუძლიათ შეტყობინება ჩააგდონ „ნაგვის ყუთში“. Instagram-მა საკმაოდ დააგვიანა ამ ფუნქციის დამატება, რამდენადაც მის მშობელ კომპანია facebook-ს უკვე წლებია აქვს ხმოვანი შეტყობინებით სარგებლობის ფუნქცია თავის Messenger-პლატფორმაზე. ხმოვანი შეტყობინებები საუბრის სწრაფ საშუალებას წარმოადგენს სხვა პლატფომებზეც, როგორებიცაა WeChat და WhatsApp, Instagram-ზე მისი დამატებით კი იგი უკვე მისი მომხმარებლებისთვის გახდება სასარგებლო. როგორც ზოგიერთი აღნიშნავს, ეს შემთხვევა ერთ-ერთი ნიშანია Instagram-ის არსებობის დასასრულისა, რადგან იგი მეტისმეტად გადაიტვირთა Facebook-ის ფუნქციებით. https://www.theverge.com/2018/12/10/18134675/instagram-voice-messaging-direct-message-dm
-
- 1
-
