-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების ორგანიზაციამ (USPTO) გამოაქვეყნა Intel-ის განაცხადი - „ტექნოლოგიები ორმაგი ეკრანის მქონე აპარატებისთვის“. უფრო კონკრეტულად, საუბარი ეხება ლეპტოპებს, რომლებშიც ჩვეულებრივი კლავიატურის ადგილას განთავსებული იქნება მეორე ეკრანი. ამგვარი მოწყობილობის პროტოტიპის დემონსტრირება Intel-მა უკვე მოახდინა გასული წლის გამოფენა Computex 2018-ზე. მაგალითად, კომპიუტერი კოდური სახელწოდებით Tiger Rapids წარმოდგენილია სტანდარტული დისპლეითა და დამატებითი სრულზომიანი ეკრანით. დავუბრუნდეთ Intel-ის საპატენტო განაცხადს. იგი USPTO-ში გაგზავნილ იქნა გასული წლის ბოლოს, თუმცა მხოლოდ ახლახანს გასაჯაროვდა. Intel-ს სხვადასხვა ვარიანტი აქვს, თუ როგორ უნდა მიმაგრდეს პორტატული კომპიუტერის კორპუსის ორი ნახევარი ერთმანეთთან. მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შემცირდეს დისპლეებს შორის არსებული სივრცე. როგორც ცნობილია, მიმაგრების ტიპი უზრუნველყოფს კომპიუტერის ნაწილების იმგვარად მიმაგრებას, რომ შესაძლებელი იქნება მათი მოტრიალება 360 გრადუსით. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მოწყობილობის გამოყენება პლანშეტის რეჟიმში ისე, რომ ორივე მხარეს ეკრანი იქნება. გარდა ამისა, გაჯეტის გამოყენებას მომხმარებლების შეძლებენ წიგნისა და ტრადიციული ლეპტოპის რეჟიმებით. https://3dnews.ru/987768
-
- 1
-
-
ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია Vivo-ს ორი ახალი სმარტფონის - Y12 და Y15 მოდელების მახასიათებლების შესახებ. მაშ ასე, ორივე სმარტფონს ექნება HD+ Halo FullView ეკრანი 6,35 დუიმიანი დიაგონალითა და 544 × 720 პიქსელი გაფართოებით. ფრონტალური კამერა განთავსებულია ზედა ნაწილში არსებულ მცირე ზომის წვეთის ფორმის ჭრილში. მოწყობილობებში გამოყენებული იქნება პროცესორი MediaTek Helio P22. ჩიპი შეიცავს რვა ARM Cortex-A53 გამომთვლელ ბირთვს, რომელთა ტაქტის სიხშირეა 2,0 გიგაჰერცამდე. აგრეთვე შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელს IMG PowerVR GE8320-სა და LTE მოდემს. სმარტფონებს ექნება სამმაგი ძირითადი კამერა, რომელშიც გაერთიანებულია 8+13+2 მეგაპიქსელიანი მოდულები (f/2, f/2,2 და f/2,4). კვებას უზრუნველყოფს 5000 მა·სთ მოცულობის ბატარეა. მოწყობილობებში ხელმისაწვდომია დაქტილოსკოპიური სკანერი, Wi-Fi და Bluetooth 5.0 ადაპტერები, GPS/GLONASS მიმღები. სმარტფონები მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 9 Pie-ზე. Vivo Y12 ვერსიის ფრონტალური კამერის გაფართოება შეადგენს 8 მეგაპიქსელს. სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მოდიფიკაციებად: 3 ან 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 64 ან 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. Y15 მოდელს ექნება 16-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა და წარმოდგენილი იქნება 4 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. https://3dnews.ru/987764
-
კომპანია AMD აგრძელებს წარმატებულ სვლას როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ გეგმებში. იმიჯის თვალსაზრისით მისი ბოლო დროის ერთ-ერთი მსხვილი მიღწევაა სამწლიანი შესვენების შემდეგ Fortune 500-ის სიაში დაბრუნება - ეს არის ჟურნალ „Fortune”-ის მიხედვით აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც განისაზღვრება შემოსავლების მხრივ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ AMD-მა არა მარტო შეძლო კრიზისიდან გამოსვლა, არამედ დაუბრუნდა თავდაჯერებულ აღმასვლას და კვლავ აღმოჩნდა უმსხვილეს მოთამაშეთა რიცხვში. 2019 წლის სიაში AMD 460-ე ადგილს იკავებს. 2017 წელთან შედარებით AMD-ის მოგება ბოლო წელს 23%-ით გაიზარდა და ამის წყალობით კომპანიამ ერთბაშად 46 პოზიციით წაიწია წინ. ეს ფაქტი საფონდო ბაზრისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალია და იგი AMD-ის აქციების ფასზეც აისახება. AMD-ისთვის უცხო არ არის Fortune 500 სიაში ყოფნა. თავისი არსებობის 50 წლის მანძილზე იგი 26-ჯერ მოხვდა ჟურნალის სიაში, თუმცა 2015 წლიდან AMD-ს არ გამოსდიოდა სიაში მოხვედრა მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს იგი 357-ე ადგილს იკავებდა. აშკარაა, რომ კომპანიის ვითარება პროცესორების წარმოებასთან დაკავშირებული ბიზნესის გამო დამძიმდა, მაგრამ Zen მიკროარქიტექტურის გამოჩენის შემდეგ კომპანიამ შეძლო მიეღწია უფრო და უფრო მეტი წარმატებისათვის. Mercury Research-ის ბოლო ანგარიშის თანახმად კომპანია AMD-მა 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი წილი პროცესორების ბაზრის ყველა სეგმენტში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი წილი დესკტოპ-სეგმენტში 4,9%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა მობილურ სეგმენტში და 1,9%-ით - სერვერების საბაზრო სეგმენტში. საერთო ჯამში AMD-ის წილი ამჟამად 13,3%-ს შეადგენს, რამაც კომპანიას საშუალება მისცა დაებრუნებინა დაახლოებით ისეთივე პოზიცია პროცესორებზე, როგორიც ჰქონდა 2014 წლის დასაწყისში. https://3dnews.ru/987746
-
ალბათ უამრავ ადამიანს გასჩენია სურვილი, რომ სმატფონი უბრალოდ მაგიდაზე დადებითვე დატენილიყო. სწორედ ამგვარი იდეის რეალიზება სცადეს Xiaomi-სა და Ikea-ს თანამშრომლებმა: შედეგად შესაძლებელია მოწყობილობის დატენვა ყოველგვარი სადენებისა და რაიმე სახის მოქმედების გარეშე. საჭიროა აპარატის მხოლოდ მაგიდაზე დადება და იგი დაიწყებს დატენვას 20 ვატი სიმძლავრით. ჯერჯერობით წარმოდგენილია მხოლოდ მოწყობილობის პროტოტიპი და შესაბამისად, ინტერნეტში არ მოიპოვება დიდი ინფორმაცია მის შესახებ. ზოგიერთი ინტერნეტ-წყაროს ინფორმაციით, უსადენო დატენვის ფუნქცია მაგიდის მთელ ზედაპირზე იმოქმედებს და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ადგილზე. უნიკალური მაგიდის ფასი, გამოსვლის თარიღი და ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური ანონსიც უახლეს პერიოდში ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/26731/novinka-v-mire-tehnologij-stol-s-besprovodnoj-zarjadkoj-dlja-ustrojstv-uzhe-razrabotan
-
ჩინური კომპანია Xiaomi გამოსაშვებად ამზადებს ლაზერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილ ახალ სმარტ-პროექტორს. მოწყობილობა მიეკუთვნება 4К ფორმატის პროდუქციას, შესაბამისად, 3840 × 2160 პიქსელი გაფართოების გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა. აგრეთვე საუბარია HDR 10 მხარდაჭერაზე. როგორც კომპანია აცხადებს, სიკაშკაშე აღწევს 1700 ANSI-ლუმენს. გამოსახულების ზომამ შესაძლებელია მიაღწიოს 80-დან 150 დუიმს დიაგონალზე. მოწყობილობის გაბარიტებია 456 × 308 × 91 მმ, წონა - დაახლოებით 7.5 კგ. პროექტორი წარმოდგენილია ARM-პროცესორით, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. ხელმისაწვდომია საფირმო პროგრამული ინტერფეისი MIUI. მოწყობილობას საკმაოდ ხარისხიანი აუდიოსისტემა აქვს: ორი დინამიკის ჯამური სიმძლავრე 30 ვატს შეადგენს. ასევე ხელმისაწვდომია უსადენო კავშირის Bluetooth-ადაპტერი, სამი HDMI 2.0 პორტი, USB პორტები და SPDIF ინტერფეისი. პროექტორი ფასი 1600 აშშ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუკი კომპლექტს პროექციის ეკრანიც დაემატება, ფასი 2300 დოლარამდე იზრდება. https://3dnews.ru/987704
-
გასულ წელს ილონ მასკი დარწმუნებული იყო, რომ Tesla Model 3 ელექტრომობილების წარმოების გაზრდა კომპანიას ხელს შეუწყობდა შეემცირებინა სესხებზე დამოკიდებულება. მიმდინარე წლის პირველი კვარტალი იმედის გამაცრუებელი აღმოჩნდა: წმინდა მოგებამ მხოლოდ 702 მილიონს მიაღწია, დაფიქსირდა ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭირო გახდა ძველი სესხების გადახდა, წარმოების მოცულობის ზრდა არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ხელმძღვანელობას სურს. გასულ წელს მასკი აქციონერებს ამშვიდებდა, რომ 2019 წელს კაპიტალური ხარჯები არ გადააჭარბებდა 2,5 მილიარდს და საკმარისი თანხა იქნებოდა შანხაიში საწარმოს აშენებისთვისაც, კომპაქტური ქროსოვერის - Tesla Model Y-ისა და სატვირთო Tesla Semi-ს წარმოებისთვისაც. სწორედ Tesla Model 3-ისა და მომავალში Model Y-ის წილის ზრდა განაპირობებს კომპანიის მოგების შემცირებას, რადგანაც ამ ელექტრომობილების ფასზე უფრო ნაკლები დანამატია, ვიდრე Model S-სა და Model X-ზე. მარტში Tesla-მ დაიწყო საცალო სავაჭრო ობიექტების რიცხვისა და პერსონალის შემცირება, რათა ეცადა გასავალის ოპტიმიზება. შემცირება შეეხო საკადრო სტრუქტურასაც. მაისში კომპანიამ გადაწყვიტა გაეყიდა 860 მლნ დოლარის ღირებულების აქციები და 1,84 მლრდ დოლარის კონვერტირებადი ობლიგაციები, რამაც ჯამში დაახლოებით 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, როგორც ამჯერად ხდება ცნობილი, კომპანიას ეს თანხაც არ ჰყოფნის ჩაფიქრებული გეგმების რეალიზებისათვის. რესურს Electrek-ის ხელში აღმოჩნდა ილონ მასკის წერილი, რომელშიც იგი თანამშრომლებს მოუწოდებს მოემზადონ უმკაცრესი ხელმომჭირნეობის რეჟიმისათვის, რომელსაც დანერგავს ახალი ფინანსური დირექტორი Zach Kirkhorn მისი ბრძანების მიხედვით. გასული კვარტლის ბოლოს Tesla ფლობდა დაახლოებით 2,2 მილიარდ დოლარს, მაგრამ მიმდინარე ხარჯების გათვალისწინებით ეს თანხა 10 თვეში ამოიწურება. ხელმომჭირნეობის უპრეცედენტო ზომები შეეხება შრომის ანაზღაურების ფონდს, სამივლინებო ხარჯებს, კომპლექტაციების შეძენასა და საარენდო გადასახადს. თანამშრომლებისაგან Tesla ელის რაციონალურ შემოთავაზებებს ხარჯების შემცირების მიზნით. https://3dnews.ru/987700
-
ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ განაცხადა, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს 2024 წელს მთვარეზე ასტრონავტების დასმა, რეალიზებული იქნება 11 კომერციული კომპანიის მხარდაჭერით. კერძო ორგანიზაციები ჩართულნი იქნებიან დასაშვები მოდულის აგების პროცესში, სკაფანდრებისა და სხვა საჭირო სისტემების შემუშავებაში. პილოტირებული კოსმოსური მისია და ადამიანის მთვარეზე დაბრუნება პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროიდან მოყოლებული. სააგენტომ უკვე დადო კონტრაქტი რამდენიმე კერძო ამერიკულ კომპანიასთან. შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება აღჭურვილობისა და ტვირთის ტრანსპორტირება მთვარისაკენ მომდევნო ათი წლის განმავლობაში. სამომავლოდ აშშ გეგმავს რამდენიმე მრავალჯერადი დასაფრენი მოდულის აგებას, რომლებიც ორბიტალური სადგურის ეკიპაჟს საშუალებას მისცემს გადაადგილდეს მთვარის ზედაპირისაკენ და უკან დაბრუნდეს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ადამიანის მთავრეზე დაბრუნება 2028 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა ამერიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროცესის დაჩქარება. საბოლოოდ გამოცხადებულ იქნა, რომ ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე გადასმა უნდა მოხდეს 2024 წელს. აღვნიშნავთ, რომ NASA ითანამშრომლებს არა მარტო ისეთ კორპორაციებთან, როგორებიცაა Boeing და Aerojet Rocketdyne, არამედ SpaceX-სა და Blue Origin-თან. კომპანიები დაკავდებიან მაკეტების აწყობითა და ვადების შეფასებით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი მოქმედებებისათვის. https://3dnews.ru/987645
-
კომპანია AMD მალე წარადგენს Ryzen 3000 პროცესორებს, თანაც ესენი იქნება არა მარტო 7-ნანომეტრიანი Matisse პროცესორები Zen 2-ის ბაზაზე, არამედ Zen+-სა და Vegaს საფუძველზე შექმნილი 12-ნანომეტრიანი ჰიბრიდული Picasso პროცესორები. სწორედ ამ უკანასკნელების მახასიათებლები გახდა ცნობილი ამჯერად. ჰიბრიდული პროცესორების აქტუალურ თაობაში AMD-მა დაამზადა მხოლოდ ორი მოდელი APU Ryzen 3000. მათგან უმცროსი ვერსია იქნება პროცესორი Ryzen 3 3200G, რომელსაც აქვს ოთხი ბირთვი Zen+ და ოთხი ნაკადი. საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 3,6 გჰც, მაქსიმალური კი 4.0 გჰც. შედარებისთვის, მისი აქტუალური ანალოგი Ryzen 3 2200G მუშაობს 3,5/3,7 გჰც სიხშირეებზე. უფროს მოდელ Ryzen 5 3400G-ს აქვს ოთხი ბირთვი Zen+ და რვა ნაკადი. ამ ჩიპის საბაზისო სიხშირე შეადგენს 3,7 გჰც-ს, Turbo-რეჟიმში კი შეუძლია მიაღწიოს 4,2 გჰც-ს. შედარებისათვის, Ryzen 5 2400G მოდელის სიხშირეა 3,6/3,9 გჰც. ცხადია, შედეგად მიღწეული იქნება წარმადობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. რაც შეეხება ინტეგრირებულ გრაფიკას, მას ცვლილებები არ შეხებია. უმცროს მოდელს ექნება ინტეგრირებული GPU Vega 8 512-ნაკადური პროცესორებით, უფროს მოდელს კი - Vega 11 გრაფიკა 704 ნაკადიანი პროცესორებით. როგორც მოსალოდნელია, AMD ახალი თაობის APU-ებს მიმდინარე თვის ბოლოს წარადგენს ტრადიციულ Ryzen 3000 პროცესორებთან ერთად. https://3dnews.ru/987627
-
- 1
-
-
აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ახალი ანგარიშის თანახმად ცნობილი გახდა, რომ სედანი Tesla Model 3, რომელიც მარტის თვეში ფლორიდის გზატკეცილზე სატვირთოს შეეჯახა, ავტოპილოტით იმართებოდა. Tesla-ს მძღოლი გარდაიცვალა, იგი მეოთხე დაღუპულია, რომელთანაც კავშირი აქვს Tesla-ს ნახევრად ავტომატური მართვის რეჟიმს. საინტერესო გახლავთ ის, რომ 1 მარტს მომხდარი ავარიის დეტალები იდენტურია იმ ავარიასთან, რომელიც 2016 წელს მოხდა ავტოპილოტის მოქმედებისას. ორივე შემთხვევისას ავტოპილოტზე მომუშავე Tesla-მობილი შეეჯახა გზის გადამკვეთ სატვირთოს, შედეგად მძღოლი დაიღუპა. ილონ მასკი ამაყობდა თვითმართვადი ავტომობილების მიღწევებით და პირობა დადო, რომ მომდევნო წელს ისინი სრულიად ავტონომიური გახდება. კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ავტოპილოტის სისტემა - რომელიც მოითხოვს, რომ მძღოლი მუდამ ფხიზლად უნდა იყოს, რათა ნებისმიერ წუთს ხელში აიღოს საჭის მართვა - არ მუშაობს კარგად და Tesla ახასიათებს სისტემას იმაზე ქმედითუნარიანად, ვიდრე იგი სინამდვილეშია. მარტის ავარიისას წითელი Tesla Model 3 სატვირთოს შეასკდა 110 კმ/სთ. სიჩქარით ისე, რომ არ უცდია ავარიის თავიდან ასაცილებლად რაიმე მანევრის განხორციელება. მძღოლი, 50 წლის ჯერემი ბენერი ადგილზე დაიღუპა, სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. ანგარიშში არ იყო მითითებული ის, თუ რა მანძილით იყო დაშორებული ელექტრომობილი სატვირთოსაგან გზაზე გამოსვლამდე, ასევე არ არის გათვალისწინებული გარემოფაქტორები და ამინდის პირობები, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ დამუხრუჭებაზე. ამიტომ გაურკვეველია, ავტოპილოტის გარეშე შეძლებდა თუ ვერა მძღოლი უსაფრთხოდ გაჩერებას. უხეში მათემატიკური გამოთვლებით, მოასწრებდა. 2016 წლის 6 მაისს 40 წლის ჯოშ ბრაუნი მსგავს ვითარებაში დაიღუპა. ცხადი გახდა, რომ სატვირთოს მძღოლი ვალდებული იყო გზა დაეთმო მისთვის, Tesla-ს მძღოლი კი უყურადღებოდ იჯდა საჭესთან. ბრაუნის გარდაცვალების შემდეგ Tesla-მ შეამცირა დრო, რომლის განმავლობაშიც მძღოლს შეუძლია არ შეეხოს საჭეს მანამ, სანამ სისტემა არ გასცემს ხმოვან და ვიზუალურ გაფრთხილებას. თუმცა საავარიო ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ დიდი სიჩქარით მოძრაობისას სისტემას არ შეუძლია აღმოაჩინოს გარკვეული, პერპენდიკულარულად მოძრავი ობიექტები. ცხადია, ამავე მიზეზით შეეჯახა Tesla-ს სამი მანქანა გაჩერებულ სახანძრო მანქანებს 2018 წელს (შემთხვევები სერიოზული ტრავმების გარეშე დასრულდა). ბოლო ავარიაში მონაწილე Model 3 აღჭურვილი იყო კამერებით, რომლებსაც თეორიულად უნდა აღმოეჩინათ გზის გადამკვეთი სატვირთო. Tesla თავის მხრივ ოპტიმისტურადაა განწყობილი კომპიუტერული ხედვის მიმართ. მასკი წინ უსწრებს მოვლენებს და აცხადებს: „დარწმუნებული ვარ, Tesla-ს რობოტაქსები შემდეგ წელსვე გამოვა“. https://hi-news.ru/auto/podtverzhdeno-po-vine-avtopilota-tesla-pogiblo-uzhe-chetyre-cheloveka.html
-
Chang’e 4-ის მიერ გაშვებულმა მთვარემავალმა Yutu-2-მა მთვარეზე აღმოაჩინა მინერალებით მდიდარი ნიადაგი, რომლისგანაც მთვარის მანტია შედგება. თუკი ნიადაგის არსებობა საბოლოოდ დადასტურდება, კაცობრიობას წარმოდგენა შეექმნება მთვარის ადრეული განვითარების შესახებ. „მთვარის მანტიის შემადგენლობის გაგება იმის გასაღებია, თუ როგორ ფორმირდებოდა და ვითარდებოდა მთვარე“ - აცხადებენ გეოფიზიკოსები. –„ჩვენ ჯერ არ გვაქვს წინა მისიებიდან მიღებული მთვარის მანტიის ზუსტი ნიმუშები“. რისგან შედგება მთვარე? მანტიის ნიმუშების მოპოვების იმედით Chang’e 4 დაეშვა დარტყმის შედეგად გაჩენილ ჩაღრმავებაში სამხრეთ პოლუსზე. ითვლება, რომ შეჯახება, რისგანაც ეს ჩაღრმავება, ე.წ. აუზი წარმოიქმნა, იმდენად მძლავრი იყო, რომ გაარღვია მთვარის ქერქი და გააშიშვლა მანტიის შემადგენელი ქანები. მთვარეზე არსებობის პირველივე დღეს Yutu-2-მა ჩაიწერა სინათლის სპექტრები, რომლებიც აირეკლებოდა მთვარის ნიადაგზე, რისთვისაც გამოიყენა ინფრაწითელი სპექტრმზომი. როდესაც მკვლევარებმა ეს სპექტრები გააანალიზეს, ნანახი მეტად განსხვავდებოდა მთვარის ჩვეულებრივი ზედაპირის მასალებისაგან - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი დავეი ლუ - ჩინეთის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის პლანეტოლოგი. Yutu-2-ის სპექტრებმა აჩვენა, რომ ნიადაგში დომინირებს ოლივინი და პიროქსენი კალციუმის დაბალი შემცველობით, რომლებიც, როგორც ითვლება, მთვარის მანტიის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია. „აუცილებელია შემდგომი დაკვირვებები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მასალები რეალურად მანტისაა“ - აცხადებენ გეოლოგები. პლანეტოლოგების ნაწილის აზრით უმჯობესი იქნებოდა ნიმუშები დედამიწაზე ჰქონოდათ და ჩაეტარებინათ ლაბორატორიული ანალიზი, რათა განესაზღვრათ სხვადასხვა მინერალური კომპონენტი. მთვარემავალი Yutu-2 აგრძელებს მთვარეზე არსებული მასალების კვლევას და ემზადება შემდეგი მისიისათვის - ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანოს. მანტიის ქიმიური შემადგენლობის გარკვევა მკვლევარებს დაეხმარება, შეიტყონ მთვარის ადრეული ისტორიის შესახებ. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ მილიარდობით წლის წინ მთვარე ნაწილობრივ ან მთლიანად დამდნარი იყო. შემდეგ, როდესაც იგი გაგრილდა და გამყარდა, სხვადასხვა სიმჭიდროვის მასალები გაიყო მანტიასა და ქერქს შორის. ამჟამად მეცნიერებს კრისტალიზაციის პროცესის სხვადასხვა მოდელი გააჩნიათ. მთვარეზე მოპოვებული ნიმუშები ხელს შეუწყობს იმის განსაზღვრას, რომელი მოდელი აღწერს უკეთ მთვარის ევოლუციას. დედამიწისაგან განსხვავებით მთვარეზე არ არის ტექტონიკური ფილები, მთვარეს პლანეტარული სხეულის უნიკალური სახეობის მუშაობის პროცესი ახასიათებს, რომელიც დედამიწისგან რადიკალურად განსხვავებულია. https://hi-news.ru/space/kitajskij-lunoxod-nashel-na-obratnoj-storone-luny-to-chto-iskal.html
-
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization, WIPO) ვებ-გვერდზე გამოჩნდა Intel-ის საპატენტო დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილია უცნაური სმარტფონები. საუბარი ეხება მოწყობილობებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან პანორამული გადაღების 360-გრადუსიანი თვალთახედვის კამერებით. ერთ-ერთი სმარტფონის შემთხვევაში მოცემულია დისპლეი „კიდიდან კიდემდე“, რომლის ზედა ნაწილში ინტეგრირებულია კამერის ობიექტივი. საინტერესოა ის, რომ ეს მოდული ცენტრიდან ოდნავ დაშორებულია. აღწერილი სმარტფონის უკანა ნაწილზეც განთავსებულია დისპლეი ინტეგრირებული კამერით. ეს დისპლეი უკანა მხარის ზედაპირის დაახლოებით მესამედს იკავებს. როგორც მოსალოდნელია, ამგვარი უჩვეულო კონსტრუქცია მომხმარებლებს ხარისხობრივად ახალ შესაძლებლობებს მიანიჭებს ფოტოებისა და ვიდეომასალების გადაღების დროს. ზემოთხსენებულ საპატენტო დოკუმენტაციაში აღწერილია კიდევ ერთი სმარტფონი, რომელსაც აქვს მხოლოდ ფრონტალური ეკრანი გვერდითი ჩარჩოების გარეშე. ამ მოწყობილობაში ფრონტალური კამერა განთავსებულია კორპუსის ზედა ნაწილში. უკანა მხარეს მოცემულია ოდინარული კამერა. მესამე სმარტფონი პირველის მსგავსია. მას კამერები უშუალოდ ეკრანზევე აქვს ჩაშენებული, ამასთან, უკანა კამერა წარმოდგენილია ორმაგი მოდულითა და გვერდით განთავსებული ოპტიკური ბლოკებით. კორპორაცია Intel-მა პატენტებზე განაცხადი ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა IT-გიგანტი ამგვარი მოწყობილობების კომერციული ვერსიების შექმნას. https://3dnews.ru/987569
-
კომპანია Corsair-მა წარადგინა კომპაქტური, თუმცა მძლავრი დესკტოპ-კომპიუტერი One i165, რომლის შეძენაც მსურველებს შეეძლებათ 3800 აშშ დოლარად. მოწყობილობა განთავსებულია კორპუსში, რომლის გაბარიტები შეადგენს 200 × 172,5 × 380 მილიმეტრს. ამგვარად, სისტემის მოცულობა მხოლოდ 13 ლიტრია. მოწყობილობა 7,38 კილოგრამს იწონის. კომპიუტერს საფუძვლად უდევს Mini-ITX ფორმატის დედა დაფა Z370 ჩიპსეტზე. გამომთვლელი დატვირთვა აკისრია Coffee Lake თაობის Intel Core i9-9900K პროცესორს. ამ ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი ერთობლივად ინფორმაციის 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 3,6 გიგაჰერცს, მაქსიმალური - 5,0-ს. გრაფიკულ ქვესისტემაში მოცემულია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080 Ti. DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 32 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შესანახად განკუთვნილია 960 გიგაბაიტიანი M.2 NVMe SSD და 2-ტერაბაიტიანი მყარი დისკი. მოწყობილობას აქვს თხევადი გაგრილების სისტემა, ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 ქსელური ადაპტერები, კვების ბლოკი Corsair SF600 80 Plus Gold. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. https://3dnews.ru/987468
-
- 1
-
-
სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე განაცხადა, რომ მწარმოებლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით მოხდეს ინოვაციური სივრცითი სტრუქტურის მქონე ტრანზისტორების გამოშვება. აღწერილი მიდგომის სხვადასხვა ვარიაციით გამოყენება მოიაზრება TSMC-სა და Intel-ის მიერაც, თუმცა Samsung-ი მათ მინიმუმ მთელი წლით უსწრებს წინ. ფოტოს წყარო: Samsung Electronics ტრანზისტორების ახალ სტრუქტურას Samsung-მა უწოდა Multi-Bridge-Channel FET (MBCFET), იგი გამოსახულია ილუსტრაციაზე უკიდურეს მარჯვენა ნაწილში. 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი MBCFET-ის გამოყენებით საშუალებას იძლევა 45%-ით შემცირდეს კრისტალების ფართობი 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, ამასთან, ენერგომოხმარების დონე ორჯერ მცირდება. შესაძლებელია ტრანზისტორების სწრაფადმოქმედების დონის ამაღლება 35%-ზე ენერგომოხმარების იმავე დონის ფარგლებში. 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული ციფრული პროექტების პროტოტიპები Samsung-ს უკვე აქვს, კომპანია აპირებს კიდევ უფრო დახვეწოს და გააუმჯობესოს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მახასიათებლები. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში Samsung-ი გეგმავს გამოუშვას 6-ნანომეტრიანი პროდუქტების სერიული წარმოება და დაასრულოს 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემუშავება. მომდევნო წლის პირველ ნახევარში დაიწყება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული ნაკეთობების მასობრივი გამოშვება. 3-ნანომეტრიანი პროდუქტების წარმოება ათვისებული იქნება 2021 წლისათვის, ეს იქნება დაბალი დონის ენერგომოხმარების პროდუქტები. მათზე უფრო მძლავრი პროდუქტების წარმოება ხსენებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დაიწყება 2022 წლიდან. Samsung-ის წარმომადგენლების თქმით, ტრანზისტორების ახალი სტრუქტურა საშუალებას იძლევა შეიქმნას 2-ნანომეტრიანი პროდუქტებიც. რომელი ტექნოლოგიით მიაღწევს Samsung-ი 1-ნანომეტრიან ტექნოპროცესამდე - კომპანიას ჯერ არ გადაუწვეტავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ბარიერიც გადალახული იქნება. https://overclockers.ru/hardnews/show/97195/samsung-podelilas-uspehami-v-osvoenii-3-nm-tehprocessa
-
იაპონელმა ანალიტიკოსმა Hideki Yasuda-მ, რომელიც მუშაობს კვლევით განყოფილება Ace Securities-ში, საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ როდის გამოუშვებს Sony ახალი თაობის კონსოლს და რა იქნება მისი ღირებულება საწყის ეტაპზე. იგი მიიჩნევს, რომ PlayStation 5 ბაზარზე გამოჩნდება 2020 წლის ნოემბერში და მისი ღირებულება დაახლოებით 500 აშშ დოლარი იქნება. ეს ინფორმაცია ემთხვევა უფრო ადრეულ პერიოდში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა თანახმადაც PS5 კონსოლის ფასი ევროპის რეგიონში იქნებოდა 499 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, რომ გაყიდვის დაწყებისას PlayStaion 4 კონსოლი 399 დოლარი ღირდა. ფასებს შორის არსებითი განსხვავება შესაძლებელია აიხსნას პროგრამული უზრუნველყოფის განსხვავებით. უკვე ცნობილია, რომ ახალ კონსოლს ექნება 8K ფორმატის გაფართოების მხარდაჭერა, გაუმჯობესებული ხმა და SSD მეხსიერება. ზოგიერთი ცნობის თანახმად კონსოლს ექნება PS4-თან თავსებადობის შესაძლებლობაც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ანალიტიკოსმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებაც, თუ რამდენად წარმატებული იქნება PS5-ის გაყიდვები. იასუდა მიიჩნევს, რომ პირველ წელს Sony შეძლებს 6 მლნ ახალი თაობის კონსოლის ეგზემპლარის გაყიდვას. ანალიტიკოსის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ გაყიდვების მეორე წელს PS5-ის მოთხოვნა-მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ერთეულებში გამოხატვით, მისი აზრით მეორე წელს გაყიდული PS5 კონსოლების რაოდენობა 15 მლნ ერთეულს მიაღწევს, ორივე წლის ჯამური რაოდენობა კი 21 მილიონი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები იმაზე უფრო მოკრძალებულია, ვიდრე დაფიქსირდა PS4-ის გაყიდვებისას, Sony მაინც კმაყოფილი იქნება პირველი ორი წლის ამგვარი შედეგებით. იასუდამ ასევე ისაუბრა მცირე ხნის წინ დაანონსებულ გეიმინგ სტრიმინგ-სერვის Google Stadia-ზე და გამოთქვა აზრი, რომ იგი ვერ გაუწევს კონკურენციას PlayStation 5-ს. ანალიტიკოსი თვლის, რომ სტრიმინგ-სერვისი სრულფასოვანი კონკურენციის გაწევას შეძლებს მხოლოდ შემდგომი თაობის გეიმინგ-კონსოლებისათვის. https://3dnews.ru/987496
-
- 1
-
-
დასაკეცი სმარტფონები უკვე გვევლინება პერსპექტიულ, თუმცა ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ მოწყობილობებად. იმის მიუხედავად, გაამართლებს თუ არა ეს მიდგომა, ინდუსტრია არ აპირებს გაჩერდეს მიღწეულ ეტაპზე. მაგალითად, Lenovo-მ წარმოადგინა პირველი დასაკეცი კომპიუტერი: ეს არის ლეპტოპ ThinkPad-ის პროტოტიპი, რომელშიც გამოყენებულია დაკეცვის იგივე პრინციპი, რაც უკვე ნანახი გვაქვს სმარტფონების მაგალითზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური დემონსტრაცია: Lenovo ამ მოწყობილობაზე უკვე სამი წელიწადია მუშაობს და აპირებს მზა ნიმუში 2020 წელს გამოუშვას სახელით - ThinkPad X1. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ კომპიუტერები უფრო კომპაქტური გახდეს. ხსენებული მოწყობილობა იქნება სრულფასოვანი ლეპტოპ-პლანშეტი 13,3-დუიმიანი OLED-ეკრანითა და გვერდების შეფარდებით 4:3. ზუსტი წონა არ სახელდება, თუმცა Lenovo-ს განცხადებით იგი 0,9 კილოგრამზე ნაკლები იქნება, დაკეცვის შედეგად კი მოწყობილობა ჩვეულებრივ ლეპტოპზე უფრო პორტატული იქნება. The Verge-ის ჟურნალისტებმა მოსინჯეს ფუნქციური პროტოტიპი: მოწყობილობის ეკრანი ისევე იკეცება, როგორც რეკლამაში იყო, Windows 10-იც საკმაოდ კარგად მუშაობს. საინტერესო იქნება ელექტრონული წიგნების პროგრამაში ორგვერდიან ფორმატში კითხვის რეჟიმი, რომელიც დიდი მანათობელი წიგნის შეგრძნების მსგავსი იქნება. დასაკეცი ThinkPad (ზემოდან) ჩვეულებრივ 13-დუიმიან ლეპტოპთან შედარებით პროტოტიპი ჯერჯერობით დასრულებულად არ გამოიყურება: მაგალითად, დაკეცვის მექანიზმი არც ისე საიმედო ჩანს. თანაც, Lenovo-მ ჟურნალისტებს არ მისცა ნება მსხვილი კადრით გადაეღოთ იგი და აესახათ დაკეცილ მდგომარეობაში მყოფი მოწყობილობა ახლო ხედით. ეკრანს ასევე აქვს საკმაოდ ცუდი თვალთახედვის კუთხე. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ფინალურ ვერსიაში მოგვარებული იქნება ყველა ნაკლოვანება. Lenovo ასეთი კომპიუტერის გამოყენების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: მისი მოხმარება შესაძლებელი იქნება მთლიანად გახსნილ მდგომარეობაში დიდი პლანშეტივით, ასევე ნაწილობრივ დაკეცილ მდგომარეობაში - მინი-ლეპტოპის ან წიგნის ფორმატში (ამ დროს ეკრანის ერთი ნაწილი კლავიატურის ფუნქციას ასრულებს). ინტეგრირებული სადგამის წყალობით პლანშეტის გამოყენება შესაძლებელია უსადენო კლავიატურასთან ერთადაც. მოწყობილობას აქვს ციფრული ფანქრის გამოყენების მხარდაჭერა, იგი მაგრდება პლანშეტის წინა ნაწილზე და იმუხტება USB-C პორტის გამოყენებით. ტექნიკურ მახასიათებლებს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს: ცნობილი მხოლოდ ის გახლავთ, რომ მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე და დაკომპლექტებული იქნება Intel-ის პროცესორით. ინფორმაცია არ არის ოპერატიული მეხსიერებისა და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ (Lenovo აცხადებს, რომ მიზნად დასახულია მოწყობილობამ ერთი სამუშაო დღე იმუშაოს). გეგმაშია ფიჭური ქსელების მხარდაჭერის დამატებაც. მოწყობილობის პროტოტიპზე არ შეიმჩნევა სტანდარტული 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. Lenovo-ს განცხადებით, კომპანია მუშაობს იმაზე, რომ დასაკეც ThinkPad-ს არ აღმოაჩნდეს ისეთი პრობლემები, როგორებიც გამოვლინდა Samsung Galaxy Fold სმარტფონებში. 2020 წლამდე კომპანიას აქვს დრო იზრუნოს კონსტრუქციის გამძლეობაზე. ამ ეტაპზე Lenovo ThinkPad-ის შესახებ სხვა არაფერია სათქმელი: უცნობია ფასიც და გამოსვლის ზუსტი თარიღიც. არსებობს მხოლოდ ამბიციური იდეა - Lenovo დასაკეცი მოწყობილობების ტექნოლოგიას ნერგავს დიდგაბარიტებიან მოწყობილობებში. https://3dnews.ru/987399
-
2019 წლის მარტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა Mike Pence-მა გამოთქვა აზრი, რომ კოსმოსური სააგენტო უნდა იქცეს „უფრო კომპაქტურ და მოქნილ“ ორგანიზაციად და უახლოეს ხუთ წელიწადში ამერიკელები უნდა დააბრუნოს მთვარეზე. სააგენტოს დირექტორმა Jim Bridenstine-მა მაშინვე მიიღო გამოწვევა და ამჟამად ორგანიზაცია დედამიწის თანამგზავრზე ადამიანების გაგზავნას უკვე 2024 წლისთვის გეგმავს. ეს მისია აღსანიშნავი იქნება განსაკუთრებით იმის გამო, რომ მის ფარგლებში მთვარეზე პირველად დაადგამს ფეხს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. კოსმოსურ სააგენტოს 2024 წელი შემთხვევით არ აურჩევია - ამ წლისათვის ზუსტად 55 წელი იქნება გასული ლეგენდარული მისია “Appolo”-დან. 1969 წელს მთვარეზე პირველი ნაბიჯი მამაკაცებმა დადგეს, NASA კი ამჯერად ქალის გაგზავნას აპირებს. აქედან გამომდინარე, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მისიის სახელწოდებაა “Artemis” (არტემიდა) - ძველბერძნული ღვთაება აპოლონის ტყუპი და, ნადირობის ქალღმერთი. მთვარეზე პირველი ქალი ამერიკელი იქნება. ეს ერთ-ერთი მთავარი დეკლარაციაა, რომელსაც NASA მხარს უჭერს. სააგენტოს დირექტორმა განმარტა, თუ რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი მთვარეზე ქალის გაგზავნა. მისი აზრით, მეტად სიმბოლური და ლამაზი იქნება “Appolo”-ს მისიიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ეკიპაჟში შემავალი ქალი ასტრონავტის გაგზავნა. „მე მყავს 11 წლის ქალიშვილი და მსურს, რომ მან საკუთარი თავი იმავე როლში იხილოს, რაშიც მომავალმა ქალმა ასტრონავტებმა“ - აცხადებს Jim Bridenstine. მისია “Artemis” ამჟამად ჩანასახის ფაზაში იმყოფება - სააგენტოს ჯერჯერობით არ გააჩნია შემოწმებული რაკეტები და კაფსულები, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ ადამიანების ჩაყვანას მთვარის ზედაპირზე. რა სახით აპირებს სააგენტო ამის ფონზე და ასეთ მოკლე დროში მისიის განხორციელებას, ჯერჯერობით გაურკვეველია. https://hi-news.ru/space/missiya-nasa-po-vysadke-pervoj-zhenshhiny-na-lunu-poluchila-nazvanie-v-chest-drevnegrecheskoj-bogini.html
-
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა მომავლის სმარტ-სახლებისათვის შექმნეს განათების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი ლუმინესცენსიური მცენარეები. MIT-ის პროფესორმა მაიკლ სტრანომ განახორციელა ფლოურესცენციური ნანონაწილაკების მცენარეებში იმპლანტირება, რის შედეგადაც მცენარის ფოთლებმა სინათლე გამოსცეს. როგორც დაგეგმილია, ქიმიური რეაქცია იმუშავებს ციცინათელების გამოსხივების ანალოგიურად. პირველი მანათობელი მცენარეები MIT-ში ჯერ კიდევ 2017 წელს შეიქმნა. იმ პერიოდში მეცნიერებმა გამოზარდეს ლუმინესცენციური Nasturtium officinale-ს რამოდენიმე თაობა - მასში უშვებდნენ სინათლის კონდენსატორს, ნანობიოტიკური მცენარის კომპონენტს. იგი მცენარეებს საშუალებას აძლევს არ გამოსცენ მეტისმეტად კაშკაშა სინათლე, რის შედეგადაც მცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მანათობელი მცენარეები არა მარტო ჩაანაცვლებენ ხელოვნურ განათებას, არამედ შეამცირებენ ნახშირორჟანგს, რასაც ადამიანები გამოყოფენ. მკვლევარები სამომავლოდ აპირებენ შექმნან სხვა სახეობის მანათობელი მცენარეებიც. სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=22&v=hp-vqd8zJM4 https://hightech.fm/2019/05/13/mit-flo
-
SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა წარადგინა 60 მინი-თანამგზავრი, რომელთა გაშვებასაც მისი კომპანია უახლოეს დროში აპირებს. ეს თანამგზავრები პირველები იქნება ათასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელიდან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გლობალური ინტერნეტ-დაფარვა. მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა რაკეტა Falcon 9-ში განთავსებული თანამგზავრების ფოტოები, სწორედ ამ რაკეტამ უნდა გაიტანოს ისინი ორბიტაზე. ეს თანამგზავრები პირველი მუშა ნიმუშებია SpaceX Starlink-ინიციატივის ფარგლებში, რომელშიც დაგეგმილია ჯამში 12 ათასი კოსმოსური აპარატის განთავსება დედამიწის ახლო ორბიტაზე. აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ SpaceX-ს თანხმობა მისცა თანამგზავრების ორი ჯგუფის გაშვებაზე: პირველი შედგენილი იქნება 4409 აპარატისაგან, მეორე კი - 6518-სგან. მეორე ჯგუფის თანამგზავრები უფრო ნაკლებ სიმაღლეზე იმუშავებენ პირველთან შედარებით. აშშ-ის კავშირგაბმულობის კომისიის ნებართვის თანახმად SpaceX პირველი ჯგუფის თანამგზავრებს უახლოესი 6 წლის განმავლობაში გაუშვებს. ამ დრომდე, 2018 წლის შემდეგ კომპანიას მხოლოდ ორი სატესტო თანამგზავრი ჰყავს გაშვებული, სახელად TinTin A და TinTin B. კომპანიის განცხადებით, ამ თანამგზავრებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს, თუმცა ისინი განთავსებულია იმაზე უფრო დაბლა, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი. კომპანია სრული სერიოზულობით ემზადება პროექტ Starlink-ის ასამოქმედებლად. ილონ მასკის განცხადების თანახმად პირველი ეტაპის საცდელი 60 თანამგზავრი TinTin-სგან განსხვავებულებია. გასულ კვირას SpaceX-ის პრეზიდენტმა Gwynne Shotwell-მა განაცხადა, რომ ეს თანამგზავრები ჯერ კიდევ არ არის სრულად ფუნქციური, თუმცა ექნებათ დედამიწასთან კავშირისათვის საჭირო ანტენები და შეეძლებათ კოსმოსში მანევრირება. თანამგზავრებს კოსმოსში ყოფნის დროს ერთმანეთთან კავშირი არ ექნებათ. მასკი აღნიშნავს, რომ მისიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება სატესტო აპარატების გაშვების დღეს, რომელიც 15 მაისს არის დაგეგმილი. მასკის თქმით ბევრი რამ შეიძლება ვერ წავიდეს გეგმის მიხედვით. მისი აზრით, უმნიშვნელო ზონის ინტერნეტით დაფარვისათვის მინიმუმ 60 თანამგზავრისაგან შემდგარი ექვსი ასეთი მისიაა საჭირო. როგორც ამჟამად ცნობილია, მიმდინარე წელს SpaceX შეძლებს 2-დან 6-მდე ასეთი მისიის განხორციელებას, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის პირველი გაშვება. SpaceX ერთ-ერთია რამოდენიმე კომპანიათაგან, რომლებიც აპირებენ კოსმოსში დიდი რაოდენობით თანამგზავრის გაშვებას გლობალური ინტერნეტის უზრუნველყოფის მიზნით. ამ მიმართულებით მუშაობენ კომპანიები - OneWeb, Telesat, LeoSat, Amazon. SpaceX-ის სურვილია, მოწინავე პოზიცია დაიკავოს კოსმოსური ინტერნეტის მიმართულებაში. https://3dnews.ru/987329
-
ზუსტადაც რომ იყიდიან, იმიტომაც ტენიან.. ვიზუალიც არ უვარგა იმჰო. ეს უზარმაზარი "ჩოლკა"
-
წელს ASUS-ი 30-წლიან იუბილეს აღნიშნავს. ასეთი თარიღი, ბუნებრივია, ვერ ჩაივლიდა სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებისა და სიახლეების გარეშე. ღონიძიებების გარდა კომპანია AMD-ის მსგავსად ASUS-მა გადაწყვიტა გამოეშვა ლიმიტირებული საიუბილეო სერიის დედა დაფა, ვიდეო ბარათი და პერიფერიული მოწყობილობები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საიუბილეო მოწყობილობები ორიენტირებულია ჩინურ ბაზარზე სავაჭრო პლატფორმა JD.com-თან თანამშრომლობის გათვლისწინებით, რითაც აიხსნება კიდეც მოწყობილობების ორიგინალური გაფორმება. სხვა რეგიონების მაცხოვრებლებს შეუძლიათ მხოლოდ დატკბნენ ASUS-ის დიზაინერების ქმნილებების ფოტოებზე ხილვით. საიუბილეო პროდუქტების გასაფორმებლად მოწვეულნი იყვნენ ტრადიციული ჩინური ფერწერისა და ვერცხლზე გრავირების წამყვანი ოსტატები. საიუბილეო სერიაში შედის დედა დაფა TUF Z390-PLUS GAMING (WI-FI? ვიდეო ბარათი TUF GTX 1660TI-O6G-GAMING: კლავიატურა ROG STRIX FLARE; მაუსი ROG Gladius II P502; და ჰედსეტი ROG 7.1 Centurion. როგორც ჩანს, ამ საზეიმოდ გაფორმებული მოწყობილობების რაოდენობა მეტად შეზღუდულია, რადგანაც მათი პირდაპირი შეძენა ჩინელ რიგით მომხმარებლებსაც კი არ შეუძლიათ. მიიჩნევა, რომ სუვენირები გათამაშდება პლატფორმაზე - JD.com. კომპანია ASUS აგრძელებს ბრენდ The Ultimate Force-ის (TUF) ქვეშ გამოშვებული პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოებას. ამჟამად ამ სერიაში ხელმისაწვდომია მონიტორებიც, რომელთაგან პირველი იქნება TUF Gaming VG32VQ. იგი საინტერესოა პირველ რიგში იმით, რომ აქვს ახალი ტექნოლოგია ELMB-Sync-ის მხარდაჭერა. ELMB-Sync (Extreme Low Motion Blur Sync) ტექნოლოგიაში გაერთიანებულია მოძრაობისას გამოსახულების გაბუნდოვნების შემამცირებელი ტექნოლოგია (Extreme Low Motion Blur, ELMB) და ადაპტირებული სინქრონიზაცია (Adaptive-sync). ჩვეულებრივ მონიტორებში მათი ერთად გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც ELMB ტექნოლოგიის მუშაობისათვის გამოყენებულია სწრაფად მოციმციმე განათება, მისი სინქრონიზება განახლების სიხშირესთან კი საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ASUS-მა კი შეძლო მათი ერთობლივად მოთავსება და შექმნა ექსკლუზიური ტექნოლოგია ELMB-Sync. თავად TUF Gaming VG32VQ მონიტორს აქვს 32-დუიმიანი VA-პანელი გაფართოებით Quad HD (2560 × 1440 პიქსელი). განახლების სიხშირე 144 ჰერცია, რის გამოც იგი საკმარისად საინტერესო გადაწყვეტილებად მიიჩნევა გეიმინგ-სისტემებში. მონიტორს აგრეთვე აქვს HDR მხარდაჭერა. დანარჩენი მახასიათებლები, ასევე ფასი და გაყიდვების დაწყების დრო ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. https://3dnews.ru/987295 https://3dnews.ru/987280
-
დღესდღეობით iPhone XR საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა ყველა არ არის თანახმა - გადაიხადოს 1000 დოლარი Apple-ის „ბიუჯეტურ“ სმარტფონში. კომპანია უკვე მუშაობს გასული წლის ვერსიის გაუმჯობესებაზე. ინტერნეტში გავრცელდა მომავალი XR 2019-ის ხარისხიანი რენდერები. როგორც რენდერებიდან ჩანს, Apple უარს არ ამბობს - სმარტფონები კაშკაშა ფერებში იყოს წრმოდგენილი. სმარტფონის ფრონტალურ ნაწილზე, სრულიად ცხადია, რომ ცვილებები არ შეინიშნება. მასზე, ისევე როგორც წინა წლის მოწყობილობაზე, განთავსებულია 6,1 დუიმიანი დისპლეი თანამედროვე საზომების მიხედვით საკმაოდ დიდი ჭრილით. მთავარი ცვლილებები კი შესამჩნევია სმარტფონის უკანა მხარეს. 2019 წლის მოდელებს Apple დაუმატებს დამატებით კამერას და შეცვლის კამერების მოდულების განლაგებას. როგორც ჩანს, Apple-ს სურს ძირითადი კამერის ახალი დიზაინის დანერგვა. ფლაგმანური Xl Max 2019 მოდელის პარალელურად, სადაც განთავსებულია სამი ძირითადი კამერის კვადრატული მოდული, ასეთივე დიზაინერული გადაწყვეტილება იქნება წარმოდგენილი უმცროს XR 2019 მოდელზეც. ცნობილია, რომ ახალი სმარტფონის გაბარიტები იქნება 150,9 х 76 х 8,3 მმ, სისქე კი - 9,1 მმ. მოწყობილობა იმუშავებს Apple A13 Bionic პროცესორზე. მათი მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. ამჟამინდელი ინფორმაციით ახალ iPhone-ებს, მათ შორის ახალი თაობის XR-მოწყობილობებსაც ექნებათ 18-ვატიანი დამტენი მოწყობილობა. https://overclockers.ru/blog/Chernoff_Blog/show/26567/v-seti-pojavilis-rendery-novogo-iphone-xr-2019
-
მიმდინარე კვირაში იაპონიის სარკინიგზო კომპანია JR East-მა წარადგინა ახალი ჩქაროსნული მატარებელი Alfa-X, რომელსაც შეუძლია 400 კმ/სთ. მაქსიმალური სიჩქარის განვითარება, რის გამოც იგი მსოფლიოში უსწრაფესი კომერციული სამგზავრო მატარებელი გახდება. როგორც ცნობილია, ყოველდღიური ექსპლუატაციისას მატარებელი მგზავრებს გადაიყვანს 360 კმ/სთ. სიჩქარით. წინა კვირაში JR East-მა განახორციელა Alfa-X-ის პირველი გამოცდა მგზავრების გარეშე. პორტალი Bloomberg იტყობინება, რომ Alfa-X-ის შემადგენლობაში შედის 10 ვაგონი გამოსაცდელი ფაზის პერიოდში და იგი უახლოეს წელში განახორციელებს „ერთ ღამეში შორეულ ქალაქთაშორის მგზავრობებს“. თავად კომპანია JR East იმედოვნებს, რომ შეძლებს „Alfa-X კომერციულ რელსებზე განათავსოს“ 2030 წლისთვის. ახალი მატარებლის ექსპლუატაციაში შესვლამდე ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა კომპანია JR East-ს კონკურენტები გამოუჩნდეს, რომლებიც წარმოადგენენ Alfa-X-ზე სწრაფ ჩქაროსნული სარკინიგზო ტრანსპორტის საკუთარ ვარიანტებს. Bloomberg-ის აზრით, იაპონიის სუპერსწრაფი მატარებლები იმოძრავებენ რელსებზე, რომლებიც ამ დროისათვის იგება ტოკიოსა და ნაგოიას შორის, მისი გახსნა 2027 წლისთვისაა დაგეგმილი. თუმცა, როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ამგვარი მატარებლებისათვის აუცილებელი სპეციალური დახურული გვირაბები. სწორედ ამის წყალობით შეძლებენ მატარებლები, განავითარონ მაქსიმალური სიჩქარე. უამრავი სტარტაპი მუშაობს ე.წ. ვაკუუმურ მატარებლებზე, რომლებიც თეორიაში 1000 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებას შეძლებენ. მას შემდეგ, რაც 2013 წელს ილონ მასკმა წარადგინა ამგვარი კონცეფცია, უამრავმა კომპანიამ ხსენებულ სეგმენტში სერიოზული პროგრესი განიცადა. რამოდენიმემ წარადგინა კიდეც კაფსულების რეალური პროტოტიპები, რომელთაც შეუძლიათ საკმაოდ მაღალი სიჩქარით გადაადგილება ვაკუუმურ დახურულ გვირაბებში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სატესტო ხაზი აშენდა ლას-ვეგასთან ახლოს კომპანია Virgin Hyperloop One-ის მიერ. ბოლო გამოცდისას 300 მეტრ სიგრძის გვირაბში Hyperloop-ის კაფსულამ შეძლო მოძრაობა 387 კმ/სთ. სიჩქარით. Virgin Hyperloop One-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა რაიან კელიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „კაფსულის კომერციული ვერსია შეძლებს განავითაროს იმაზე მინიმუმ ორჯერ მეტი სიჩქარე, რაც ტესტირებებისას იქნა მიღწეული“. Alfa-X მატარებლის მემანქანის სალონი რაც შეეხება ახალ Alfa-X-ს, მას საკმაოდ მარტივი დიზაინი აქვს. მატარებლის „ცხვირის“ სიგრძე 22 მეტრს შეადგენს. იგი სპეციალურადაა ასეთი, რათა შეამციროს ქარის წინაღობის დონე. Bloomberg აგრეთვე აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ სამუხრუჭე სისტემასთან ერთად მატარებელს აქვს „საჰაერო მუხრუჭებიც, ასევე სპეციალური მაგნიტის ფირფიტები სიჩქარის შენელებისათვის“. თავად JR East-ის განცხადების თანახმად კი მატარებლის ვაგონები აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური ამორტიზატორებით, რომლებითაც თავიდან იქნება აცილებული მატარებლის რყევა. https://hi-news.ru/technology/v-yaponii-nachalis-ispytaniya-samogo-bystrogo-v-mire-passazhirskogo-poezda-puli-alfa-x.html
-
ხანგრძლივი კოსმოსური მისიების დროს კოსმოსური ხომალდების ეკიპაჟის წევრებს მოუწევთ თავად მოიყვანონ საკვები, რადგანაც დედამიწიდან რესურსების მიწოდება შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, აუცილებელი იქნება მათთვის მრავალფეროვანი რაციონი, რადგანაც ფილმ “The Martian”-ის მთავარი გმირის მსგავსად მხოლოდ კარტოფილით კვებას არავინ მოისურვებს. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მკვლევარებმა დაიწყეს ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც გაირკვევა, შესაძლებელი იქნება თუ არა წყალმცენარეების გაზრდა და მათგან საკვებისა და ჟანგბადის მიღება. როგორც ჩანს, ეს სავსებით შესაძლებელია. წყალმცენარეების გასაზრდელად ასტრონავტები გამოიყენებენ ფოტობიორეაქტორს, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე მიიტანა SpaceX Dragon-მა. მიიჩნევა, რომ მისი მეშვეობით ასტრონავტები მიიღებენ არა მარტო საკვებ ბიომასას, რომელიც სამომავლო კოსმოსური მისიების რაციონის 30% იქნება, არამედ მისი სახით ექნებათ სუფთა ჟანგბადის დამატებითი წყარო. ამ მიზნებს შესანიშნავად ერგება წყალმცენარის სახეობა „Chlorella vulgaris“, რომელსაც გამოზრდიან ბიოლოგიურ რეაქტორში. ხსენებული მოწყობილობა იმუშავებს ჰაერის რეცირკულაციის ფიზიკურ-ქიმიურ სისტემასა და ACLS ტექნოლოგიასთან ერთად ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნისათვის. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჟანგბადი მიიღება ელექტროლიზის გზით წყლისგან, რომლის მიწოდებაც სადგურზე ხდება სატვირთო კოსმოსური ხომალდებით - წარმოქმნილი წყალბადი კი კოსმოსურ სივრცეში განიდევნება. წყალმცენარეებისა და ჟანგბადის მოპოვების სხვადასხვა ტექნოლოგიის წყალობით 400 ლიტრით ნაკლები წყლის მიწოდება გახდება საჭირო, ან ზედმეტ წყალს სხვა მიზნებისათვის გამოიყენებენ. თუკი ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის და დამტკიცდება მისი ეფექტურობა, ტექნოლოგია ფართოდ დაინერგება მთვარის კვლევებისა და მარსის კოლონიზაციის სამომავლო პილოტირებულ მისიებში. ამ მისიების მსვლელობისას ეკიპაჟისათვის საკვების დედამიწიდან მიწოდება შეუძლებელი იქნება: პრობლემა დაკავშირებულია არა მარტო შორ მანძილთან, არამედ ტვირთის დიდ წონასთანაც. სწორედ ამიტომ არიან მკვლევარები აქტიურად დაკავებულნი - შექმნან სიცოცხლის უზრუნველყოფის დახურული მიკროსისტემა, სადაც აღარ იქნება საჭირო გარედან წყლისა და საკვების მიწოდება. https://hi-news.ru/research-development/kosmonavty-budut-ispolzovat-vodorosli-v-kachestve-pishhi-i-istochnika-kisloroda.html
-
- 1
-
-
უკვე ცნობილი გახლავთ, რომ ჟესტების საფუძველზე მოქმედი ნავიგაციის ახალი სისტემა Android Q-ში ახდენს iOS-პლატფორმის შესაძლებლობების კოპირებას. კერძოდ, ჟესტი „ქვემოდან ზემოთ“ ხსნის ძირითად ეკრანს. ჟესტი „მარცხნივ ან მარჯვნივ“ ნიშნავს უკან გადასვლას, აპლიკაციის გადართვისათვის კი საჭიროა ჟესტ „ზემოდან ქვემოთ“-ის შესრულება, შუაზე თითის დაჭერა და აშვება. Android-ი iOS-ისაგან სესხულობს არა მარტო ჟესტებს. Android Q-ს მესამე ბეტა-ვერსიაში შემოთავაზებული იქნება ენერგოეფექტურობის, ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ცვლილებები, რაც მოგვაგონებს iOS-ზე მოქმედი Low Power Mode რეჟიმის მუშაობას. ენერგიის დაზოგვის ახალ რეჟიმს ეწოდება Turn off when fully charged („გამორთვა სრულად დატენვისას“). როდესაც იგი ჩართულია, ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ავტომატურად გამოირთვება 90%-იანი დატენვის დონის მიღწევისას. ამჟამად, როდესაც ენერგიის დაზოგვის რეჟიმი აქტიურია, მისი გამორთვა ხდება დატენვის პროცესში, დამტენის დენის წყაროდან გამორთვის შემდეგ კი კვლავ ირთვება და მოქმედებაში მოდის. iPhone-სმარტფონებზე ენერგიის დაზოგვის რეჟიმი გამოირთვება მაშინ, როდესაც ბატარეა 80%-ზეა დატენილი. Android Q-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა Battery Saver. სისტემა განსაზღვრავს როცა ბატარეა დაჯდება და თუკი ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ზოგადად სმარტფონი ჯდება, ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ავტომატურად ჩაირთვება. ამ პროცესის მიმდინარეობისას აპლიკაციებში არ მოხდება განახლება. როდესაც ეკრანი გამორთულია, ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სერვისები მუშაობას აგრძელებს ისევე, როგორც პროგრამები ფონურ რეჟიმში. უამრავ მომხმარებელთან ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ამჟამად ირთვება 15% ან ნაკლები დონის შემთხვევაში. ამჯერად კი მექანიზმ „რუტინას“ გამოყენებით შესაძლებელია სმარტფონის მუშაობისათვის დამატებითი დროის მიღება ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ჩართვამდე. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/26498/google-prinesjot-eschjo-odnu-vozmozhnost-iz-apple-ios-v-android-q
-
ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე Volkswagen-ის კონცერნი აცხადებს, რომ დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება მთლიანად ელექტრო კომპაქტურ ავტომობილზე - ID.3. ელექტრომობილი სიმძლავრის მიხედვით წარმოდგენილი იქნება აკუმულატორების სამგვარი ვარიანტით: 45 კვტ/სთ-იანი, 58 კვტ/სთ-იანი და 77 კვტ/სთ. ერთ დამუხტვაზე გავლის მარაგი შესაბამისად შეადგენს 330, 420 და 550 კილომეტრს. თითოეულ მოდიფიკაციას ექნება 125-კილოვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. დამატებითი მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. საბაზისო კომპლექტაციის Volkswagen ID.3 ელექტრომობილის ფასი 30 ათას ევროს შეადგენს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც წინასწარ შეკვეთას გააფორმებენ, შეძლებენ შეიძინონ ID.3 1ST ვერსია „40 ათას ევროზე ნაკლებად“ (ზუსტი თანხა ჯერ არ სახელდება). ID.3 1ST ვერსიაში ხელმისაწვდომია სამი კომპლექტაცია: უმცროსი მოდელი მოიცავს სანავიგაციო სისტემას, ხმოვანი მართვის რეჟიმსა და დიდი ზომის საბურავის დისკებს. ID.3 1ST Plus ვარიანტს ექნება ორ ფერში გაფორმებული ინტერიერი და ექსტერიერი. და ბოლოს, ID.3 1ST Max მოდიფიკაცია წარმოდგენილი იქნება პანორამული სახურავითა და შერეული რეალობის პროეცირებისათვის განკუთვნილი დისპლეით. ID.3 1ST მოდელზე შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა თავდაპირველი შენატანის სახით 1000 ევროს გადახდა. ელექტრომობილების წარმოება დაიწყება მიმდინარე წლის დასასრულს, ფაქტიურ მიწოდებას კი Volkswagen-ი 2020 წლის შუა პერიოდიდან აპირებს. https://3dnews.ru/987198
