Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. Intel-სა და AMD-ს შორის გაჩაღებული კონკურენციის ფონზე უამრავი მომხმარებელი იმედოვნებს, რომ დაბალ ფასად შეძლებს მაღალი წარმადობის პროცესორების შეძენას. ამ დრომდე უკვე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ფასი დაიკლებდა Intel Skylake-X HEDT სერიის პროცესორებზე, ამჯერად კი ზუსტი ინფორმაცია გამოჩნდა, როგორი იქნება ეს ფასდაკლებები. დადასტურებულია, რომ Intel გეგმავს ორჯერ შეამციროს ფასი მე-9 თაობის ძველ Skylake პროცესორებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი Cascade Lake X უახლოეს მომავალში უნდა გამოვიდეს, ყველა სავაჭრო ობიექტმა უნდა შეამციროს წესით ფასი ძველი თაობის პროცესორებზე. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ასეთი ვითარება არ დაარტყამს საცალო სავაჭრო ქსელს, რადგანაც საწყობებში მარაგი იწურება, მუდმივი დეფიციტის გათვალისწინებით კი მეცხრე თაობის პროცესორების მარაგი არც არასდროს ყოფილა დიდი. (CPU) პროცესორის.დასახელება ბირთვი/ნაკადი სიხშირე საბაზისო/ტურბო TDP საწყისი ფასი ახალი ფასი Core i9-10980XE 18/36 3.0 / 4.6 გჰც 165ვტ 979 $ 979 $ Core i9-9980XE 18/36 3.0 / 4.4 გჰც 165ვტ 1979 $ 950 € Core i9-9960X 16/32 3.1 / 4.4 გჰც 165ვტ 1684 $ 830 € Core i9-10940X 14/28 3.3 / 4.6 გჰც 165ვტ 784 $ 784 $ Core i9-9940X 14/28 3.3 / 4.4 გჰც 165ვტ 1387 $ 740 € Core i9-10920X 12/24 3.5 / 4.6 გჰც 165ვტ 689 $ 689 $ Core i9-9920X 12/24 3.5 / 4.4 გჰც 165ვტ 1189 $ 650 € Core i9-10900X 10/20 3.7 / 4.5 გჰც 165ვტ 590 $ 590 $ Core i9-9900X 10/20 3.5 / 4.4 გჰც 165ვტ 989 $ 550 € Core i9-9820X 10/20 3.3 / 4.1 გჰც 165ვტ 889 $ 520 € Core i7-9800X 8/16 3.8 / 4.4 გჰც 165ვტ 589 $ 360 € ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით Intel მალე მეცხრე თაობის ყველა პროცესორზე ორჯერ შეამცირებს ფასს. თუკი ეს მოხდება, ეს იქნება პირველი ამგვარი ქმედება კომპანიის მხრიდან, რამდენადაც მას მასიურად არასდროს „გაუუფასურებია“ თავისი პროცესორები. ამის ნაცვლად კომპანია მარტივ სქემას იყენებდა, რომლის მიხედვითაც წინა თაობის პროდუქტები ნელ-ნელა გადიოდა ბაზრიდან უმნიშვნელოდ იაფად, ახალი ჩიპები კი მათ ანაცვლებდა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31076/intel-snizit-ceny-v-2-raza-na-vse-processory-9-go-pokoleniya
  2. კომპანია Samsung Electronics-მა ღონისძება Samsung Tech Day 2019-ზე წარადგინა ორი ახალი პროდუქტი მომავლის ფლაგმანებისთვის - ტოპ კლასის მობილური პროცესორი Exynos 990 და მოდემი 5G Exynos Modem 5123. ორივე მათგანი დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, ასევე გამოყენებულია ტექნოლოგია Extreme Ultra-Violet (EUV) - ულტრაიისფერი ფოტოლითოგრაფია. ჩიპ Exynos 990-ს სამკლასტერიანი არქიტექტურა აქვს. იგი შეიცავს ბლოკს ორი custom-იზებული ბირთვით, ბლოკს ორი Cortex-A76 ბირთვით და კიდევ ერთ ბლოკს, რომელშიც მოცემულია ოთხი Cortex-A55 ბირთვი. ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია კონტროლერი Mali-G77 MP11. პროცესორის შემადგენლობაში შედის ორბირთვიანი NPU მოდული, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დაჩქარებაზე. ჩიპი უზრუნველყოფს WQUXGA (3840 × 2400 პიქსელი) და 4K UHD (4096 × 2160 პიქსელი) გაფართოების მქონე დისპლეების მხარდაჭერას. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 108 მილიონპიქსელიანი ოდინარული კამერა ან ორი მოდული 24.8+24.8 მეგაპიქსელიანი კონფიგურაციით. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესორი უზრუნველყოფს UFS 3.0 და UFS 2.1 ფლეშ-მოდულების მხარდაჭერას, ასევე LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების და 8K 30fps ან 4K UHD 120fps ფორმატის ვიდეომასალების მხარდაჭერას. მოდემ 5G Exynos Modem 5123-ს აქვს 5G კავშირის მხარდაჭერა 7 გიგაჰერცამდე სიხშირის დიაპაზონსა და მილიმეტრული ტალღების სპეტრში. პირველ შემთხვევაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ შესაძლებელია მიაღწიოს 5.1 გბიტ/წმ-ს, მეორეში კი - 7.35 გბიტ/წამს. ამას გარდა, ახალ მოდემს გააჩნია პრაქტიკულად ყველა არსებული სტანდარტის მხარდაჭერა. ესენია 2G GSM/CDMA, 3G WCDMA, TD-SCDMA, HSPA და 4G LTE. ახალი ჩიპები საფუძვლად დაედება Samsung-ის სამომავლო ფლაგმანურ სმარტფონებს - Galaxy S11 სერიის მოწყობილობებს, რომელთა ანონსი მომდევნო წლის დასაწყისში შედგება. https://3dnews.ru/996142
  3. კონტრაქტების საბაზისო აქტივები იქნება Bakkt-ის ყოველთვიური მიწოდების ფიუჩერსები, რომელთა გამოყენებით ვაჭრობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. ახალი სავაჭრო Bitcoin-ინსტრუმენტის ამოქმედება პლატფორმაზე წარმოადგენს მომხმარებლების მხრიდან არსებულ მოთხოვნაზე პასუხს და მან უნდა უზრუნველყოს შესაძლებელობების გაფართოება - აღნიშნა პირად ბლოგზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კელი ლოფლერმა. Bakkt-ის ახალი ინსტრუმენტის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ეს გახლავთ ევროპული ტიპის option-კონტრაქტები. ამერიკულისგან განსხვავებით, მათი აღსრულება შეუძლებელია მოქმედების ვადის დასრულებამდე. Option-ების ანაზღაურება შესაძლებელი იქნება ფულადი სახით ან კრიპტოვალუტების ფიზიკური მოწოდების ფორმით (ერთ კონტრაქტი უდრის 1 BTC-ს). პლატფორმა სავაჭრო კომისიის ამოქმედებას იანვრიდან დაიწყებს. ძველად Bitcoin-option-ების გამოშვების შესახებ განაცხადა ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟამ (CME). იგი საქმიანობის დაწყებას 2020 წლის დასაწყისისთვის გეგმავდა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ Bakkt-მა გადაწყვიტა ამ მიმართულებით წინ გაესწრო კონკურენტისთვის. https://forklog.com/bakkt-zapustit-bitkoin-optsiony-ranshe-cme/
  4. ტოკიოს ავტომობილების გამოფენაზე ოფიციალურად იქნა წარდგენილია იაპონური კომპანია Mazda-ს პირველი სერიული წარმოების ელექტრომობილი. საუბარია მთლიანად ელექტრო ქროსოვერ MX-30-ზე, რომელიც უკანა კარების უჩვეულო დიზაინითაა წარმოდგენილი. საქმე ის გახლავთ, რომ უკანა ორივე კარი მანქანის მოძრაობის საპირისპირო მხარეს იხსნება. გარდა ამისა, მანქანას არ აქვს ცენტრალური საყრდენი კარებს შორის, რის ხარჯზეც უფრო მეტი ადგილია გამოთავისუფლებული და მგზავრების მანქანაში ჩასხდომა და გადმოსვლა უფრო თავისუფლად ხორციელდება. წინა ჯერზე კარის ამგვარი კონსტრუქცია კომპანიას გამოყენებული ჰქონდა Mazda RX-8-ში. ელექტრომობილს აქვს 141 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი და 35,5 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა. უნდა აღინიშნოს, რომ აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვით ავტომობილს შეუძლია 210 კილომეტრის გავლა, რაც საკმაოდ ცოტაა ბაზარზე არსებული სხვა ელექტრომობილების მაჩვენებელთან შედარებით. მაგალითად, Standard Range Plus ვერსიის Tesla Model 3-ს 400-კილომეტრიანი სვლის მარაგი გააჩნია, Chevy Bolt-ს კი შეუძლია 380 კმ მანძილის გავლა. Mazda MX-30-ის გარბენის მარაგი შეგვიძლია შევადაროთ Nissan Leaf-ისა და Mini Electric-ის შესაძლებლობებს, რომლებიც გადიან ერთ დამუხტვაზე 135 და 230 კილომეტრს, შესაბამისად. კომპანია Mazda მიიჩნევს, რომ MX-30 პოპულარობას იმ მომხმარებლებში მოიპოვებს ძირითადად, რომელთაც უკვე ჰყავთ ერთი ავტომობილი და მეორის შეძენა სურთ. MX-30-ის სალონში გვხვდება შვიდდუიმიანი დისპლეი, რომელიც გამოიყენება კონდიციონერის სამართავად. იგი განთავსებულია გადაცემათა კოლოფის ზემოთ, მანქანის ცენტრალურ კონსოლზე, რომელიც ნაწილობრივ დამზადებულია კორპისგან. Mazda გეგმავს MX-30-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყოს. ელექტრომობილი იაპონიაში მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოვა, ევროპის ტერიტორიაზე კი 2021 წელს გახდება ხელმისაწვდომი. ელექტრო ქროსოვერის ფასი დაახლოებით 30 ათასი ევრო იქნება. https://3dnews.ru/996108
  5. NVIDIA აპირებს განაახლოს ერთ-ერთი პოპულარული ვიდეო ბარათ GeForce RTX 2070-ის წარმოება. მომხმარებლებისთვის კარგ სიახლეს ის წარმოადგენს, რომ ვიდეო ბარათებზე ფასები უახლოეს მომავალში შემცირდება, რათა გამოიკვეთოს სხვაობა RTX 2070-სა და SUPER RTX 2070 ბარათებს შორის. ვიდეო ბარათ NVIDIA GeForce RTX 2070-ს აქვს TU106-410-A1 ჩიპი და 2304 CUDA ბირთვი, 1620 მეგაჰერც სიხშირეს უზრუნველყოფს 7,5 TFLOP გრაფიკული სიმძლავრე. NVIDIA GeForce RTX 2070 SUPER-ში გამოყენებულია მიკროსქემა TU-104-410-A1, რომელიც მოიცავს 2560 CUDA ბირთვს, 170 მჰც სიხშირესა და 9,1 TFLOP გრაფიკულ სიმძლავრეს. საშუალოდ, GeForce RTX 2070 SUPER ვიდეო დაფა 21%-ით სწრაფია GeForce RTX 2070-თან შედარებით, აქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელზე ფასმა უნდა დაიწიოს. დღესდღეობით NVIDIA GeForce RTX 2070 SUPER დაახლოებით 530 აშშ დოლარი ღირს და მოსალოდნელია, რომ RTX 2070-ზე ფასი 430-450 დოლარამდე შემცირდება. NVIDIA GeForce RTX 2060 SUPER ვიდეო ბარათი დაახლოებით 410 დოლარად იყიდება, შესაბამისად, მასსა და RTX 2070 SUPER-ს შორის ფასის სხვაობის მხრივ საკმაოდ დიდი სივრცეა, რასაც NVIDIA დიდი ალბათობით შეავსებს. ვრცელდება ცნობები ახალი NVIDIA Ampere არქიტექტურის შესახებ, რომელმაც დღის სინათლე 2020 წლის პირველ ნახევარში უნდა იხილოს. NVIDIA თავისუფლად შეძლებს 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და ახალ გრაფიკულ პროცესორზე გადასვლას. ამჟამად ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 2070 Amazon-ზე ხელმისაწვდომია დაახლოებით 480 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/Pris/show/31063/nvidia-vozobnovlyaet-polnoe-proizvodstvo-graficheskoj-karty-geforce-rtx-2070-s-ponizheniem-ceny
  6. მცირე ხნის წინ Google Pixel-ის მეოთხე თაობის სმარტფონი გამოვიდა, რომელიც ფლაგმანური ნიშან-თვისებებით ხასიათდება. ამჯერად გიზიარებთ ღამის რეჟიმში გადაღებული ფოტოების შედარებას, რომელშიც Pixel 4-ს კონკურენციას მისი პირდაპირი და მთავარი კონკურენტი - iPhone 11 უწევს. შენიშვნა: წარმოდგენილ ყველა ფოტოზე Google Pixel 4-ით გადაღებული ფოტო განთავსებულია მარცხენა, iPhone 11-ით გადაღებული კი მარჯვენა მხარეს Pixel-ისგან, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლები გაცილებით მეტს მოელოდნენ, თუმცა ამჯერად უშუალოდ ფოტოგადაღების ხარისხს შევეხებით, რომელიც საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა. პირველივე ფოტოზე ნათლად ვხედავთ, რომ Apple-ის ფლაგმანი ოპონენტს აღემატება: მის მიერ გადაღებულ ფოტოზე უკეთესია ფერიც და დეტალიზაციაც. თუმცა შესაძლოა დავუშვათ ის ფაქტი, რომ Google-ს შეიძლება ხელი განათების ბოძმა შეუშალა. ეს ფოტო მომხმარებელთა განხილვის საგნად დავტოვოთ და გადავიდეთ მომდევნო ფოტოზე. მეორე ფოტოს შემთხვევაში დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანი იდენტურ პირობებში იქნა გადაღებული, შედეგები კი უცვლელია - iPhone 11-ის გადაღებული ფოტო უფრო მეტად ნათელი და დეტალიზებულია. მესამე ფოტოს შემთხვევაში პირველ რიგში თვალში გვხვდება ის, რომ iPhone კარგად ვერ გაუმკლავდა მოძრავი მანქანის გადაღების მისიას. ტაქსიზე არსებული წარწერები მკვეთრი არ არის და მანქანის ფერიც მეტისმეტად აცდენილია რეალურს, რასაც ვერ ვიტყვით ეკლესიის გამოსახულებაზე. შენობის კედლები Pixel 4-ის ფოტოზე უფრო ჩაბნელებულია, რის გამოც დეტალების გარჩევადობა ნაწილობრივ დაკარგულია. მიუხედავად ზედა ფოტოებია, Pixel 4-ის მიმართ ნეგატიურად განწყობა არ ღირს, რადგანაც ერთი ტესტით განსჯა არასწორია. თანაც, სავსებით შესაძლებელია, რომ Google გააუმჯობესებს თავისი სმარტფონის კამერების შესაძლებლობებს სამომავლო პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შედეგად. https://overclockers.ru/blog/Chernoff_Blog/show/31025/sravnenie-nochnoj-semki-na-iphone-11-i-google-pixel-4
  7. აეროკოსმოსური სააგენტო NASA გვატყობინებს, რომ ტელესკოპ „ჯეიმს უებმა“ (James Webb Space Telescope) კონსტრუქციის უმნიშვნელოვანესი გამოცდის ეტაპი გაიარა. დასახელებული აპარატი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი და უმძლავრესი ორბიტალური ობსერვატორია იქნება: მისი შემადგენელი სარკის ზომა 6,5 მეტრია. ტელესკოპის კოსმოსში გაშვება ბევრჯერ გადაიდო: ბოლო ინფორმაციით მისიის შესრულება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ტელესკოპის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია უზარმაზარი, ხუთშრიანი სითბური ეკრანი, რომლის ზომაც ჩოგბურთის კორტისხელა იქნება. ეს ეკრანი აუცილებელია იმისათვის, რომ აპარატი მზის გამოსხივებისგან დაიცვას: სარკის ტემპერატურა შენარჩუნებული იქნება -220 გრადუსს ქვემოთ, რათა მოწყობილობამ შეძლოს ინფრაწითელი გამოსხივების დიაპაზონში მუშაობა. სწორედ ხსენებული ეკრანის შემოწმება მოხდა ტესტირების ამჟამინდელ ეტაპზე, რამაც წარმატებით ჩაიარა. ეკრანი გაიხსნა და გაიშალა ობსერვატორიის ბორტზე არსებული სისტემების მეშვეობით. ამრიგად, ტელესკოპი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მოსალოდნელი ამოქმედების ეტაპს. აპარატმა უამრავი სახის დავალებას შორის ასევე უნდა გამოიკვლიოს მზის სისტემაში არსებული ობიექტები, დაკავდეს ეგზოპლანეტების ძიებით და ეძებოს სამყაროში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები. https://3dnews.ru/996008
  8. Horizen-ის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს Sidechain-ის უნიკალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ანტრეპრენერებსა და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად შექმნან თავიანთი ბლოკჩეინი. დღევანდელი სიახლის წყალობით შეიტყობთ დეცენტრალიზებული, პროგრამირების ენებისგან თავისუფალი Sidechain-ის არქიტექტურის შესახებ. Horizen-ის Sidechain Alpha - ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს აპლიკაციებით გაჯერებული სივრცე, რომელიც წარმოაჩენს ბლოკჩეინის უპირატესობებს, მათ შორის კონფიდენციალურობასა და დეცენტრალიზაციას. Horizen დაფუძნებულია ადამიანს ბუნებრივ უფლებებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებზე. ახალი მიმართულება Horizen-ს განუსაზღვრელ საშუალებებს მიანიჭებს პროექტირებისთვის, უფრო მტკიცედ გაუკვალავს გზას პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვასა და თავისუფლებას. Horizen-ის Sidechain-ის არქიტექტურა მოიცავს მოდულურ პროტოკოლს, ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ნებისმიერი სახის წესი დაინერგოს Sidechain-ის სახით - იქნება ეს ბლოკჩეინი თუ სხვა სახის გამომთვლელი სისტემები. Horizen-ის mainchain-ის ფუნქცია განკუთვნილია ძირითადი წესებისა და ფასეულობების დაცვისთვის. სისტემის მოდულურობა უზრუნველყოფს უზარმაზარ მასშტაბირებას, აპლიკაციების დაპროექტების თავისუფლებასა და მოქნილობას. ნებისმიერი კომპონენტი განიცდის ცვლილებას დროთა განმავლობაში, თუკი ინტერფეისი სტანდარტებს შეესაბამება. Horizen Whitepaper 2.0 Horizen-მა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა მას შემდეგ, რაც 2017 წლის მაისში ZenCash პირველად გამოჩნდა. ამ ევოლუციას აჩქარებს ჩვენი ტექნოლოგიური საზღვრების გაფართოება და იმ სივრცის ცვლილებები, რომელშიც ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენი Sidechain-ის ამოქმედების გარდა მოხარულნი ვართ, აღვნიშნოთ ახალი ტექნიკური დოკუმენტის გამოშვებაც - ეს გახლავთ ბლოკჩეინ პლატფორმა სრულიად კონფიგურირებადი დეცენტრალიზებული აპლიკაციებით. ჩვენ ვქმნით მასშტაბირებად უნივერსალურ ბლოკჩეინ-სისტემას ჯაჭვებს შორის ტრანსფერის ახალი პროტოკოლით (Cross-Chain Transfer Protocol), რომელიც უზრუნველყოფს Sidechain-ის შეუზღუდავ და მთლიანად დეცენტრალიზებულ ეკოსისტემას. ტექნიკური დოკუმენტი შეიცავს სრულ ინფორმაციას ეკოსისტემის თითოეულ კომპონენტზე. Horizen-ის პლატფორმა Horizen-ის ახალი ტიპის პლატფორმა ბლოკჩეინის ბაზაზე - ეს გახლავთ რევოლუციური სისტემა, რომელიც უსასრულოდ განიცდის მასშტაბირებას და სრულიად კონფიგურირებადია მოთხოვნებზე. ჩვენი Sidechain ანტრეპრენერებს სთავაზობს ინსტრუმენტების ნაკრებს ბლოკჩეინის დანერგვისთვის. მათში გამოყენებულია კონპენსირებული ნოუდების ქსელი და ტექსტური ინსტრუმენტების ნაკრები კონფიდენციალურობის შენარჩუნების უზრუნველყოფისთვის. ეს ტექნოლოგია ახალ მიდგომას წარმოადგენს და იგი მნიშვნელოვნად აფართოებს დაპროექტების შესაძლებლობას, პარალელურად კი ზღუდავს პროექტების არაკეთილსინდისიერი მიზნით გამოყენებას სისტემის სხვა სივრცეებში. Horizen-ის გუნდი ისწრაფვის შექმნას საუკეთესო, უფრო მეტად ინკლუზიური მომავალი თავისი წევრებისთვის და მომხმარებლებს წარუდგენს მათი შესაძლებლობების გაფართოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. დეცენტრალიზებული სამომხმარებლო ქსელის ამგვარი ტიპი საშუალებას იძლევა გაერთიანდნენ მომხმარებლები, შექმნან ერთად გამოყენებადი ფასეულობები, იმოქმედონ საერთო ეკოსისტემაში, რომელიც დაფუძნებულია საყოველთაო გამოყენების ინფრასტრუქტურაზე. https://blog.horizen.global/horizen-sidechain-alpha-and-whitepaper-2-0-release-announcement/
      • 1
      • Like
  9. ჩინეთი უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი უსხვილესი საავტომობილო ბაზარია ზრდის კარგი პოტენციალით, ამიტომ მსოფლიოს ბევრი მანქანათმშენებელი კომპანია არა მარტო უშვებს იქ თავის პროდუქციას, არამედ ახდენს მის ადაპტირებას ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნებთან. ამ დრომდე ადგილობრივი საქმიანობის ორგანიზაცია უცხოელი პარტნიორისგან ითხოვდა - შეექმნა ერთობლივი საწარმო ჩინურ კომპანიასთან, რის შედეგადაც ჩინური მანქანთამშენებლები ლეგალურად იღებდნენ წვდომას უცხოურ ტექნოლოგიებსა და კომპონენტებზე. Tesla-სთვის კი გამონაკლისი დაიშვა - იგი დარჩება შანხაიში არსებული ქარხნის ერთპიროვნულ მფლობელად: ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანიას უკვე გადასცა ფორმალური ნებართვა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტრომობილების წარმოებისთვის. Tesla-სთვის შანხაიში არსებული ქარხანა პირველია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. კომპანიას არ სურს მხოლოდ ამით შემოიფარგლოს და განიხილავს ანალოგიური საწარმოების გახსნას ევროპაშიც. შანხაიში დამზადებული Tesla Model 3 ელექტრომობილების გამოშვება შესაძლოა მიმდინარე თვეშივე დაიწყოს - აცხადებენ არაოფიციალური წყაროები. წლის ბოლომდე Tesla-ს მიერ ჩინეთში გამოშვებული ელექტრომობილების რიცხვმა კვირაში 1000 ერთეულს უნდა მიაღწიოს. Tesla Model 3-ის ჩინეთში აწყობის წყალობით კომპანია შეძლებს სწრაფად დააკმაყოფილოს რეგიონალური მოთხოვნა და ასევე შეინარჩუნოს მისაღები დონის ფასები სავაჭრო ომის პირობებში. https://overclockers.ru/hardnews/show/99833/tesla-poluchila-razreshenie-kitajskih-vlastej-na-proizvodstvo-elektromobilej-v-etoj-strane
  10. უკვე არსებობს ცნობები, რომ მოახლოვდა ახალი თაობის კონსოლ NVIDIA Shield TV-ს ანონსი. იგი წარმოდგენილი იქნება NVIDIA Tegra X1+ პროცესორითა და 25 %-ით გაზრდილი წარმადობით. როგორც Android Authority გვაცნობებს, გასულ კვირაში კონსოლი წინასწარი შენაძენის სახით დროებით გამოჩნდა ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ის ვებ-გვერდზე, თუმცა მალევე წაიშალა. როგორც ჩანს, ახალ კონსოლს შენარჩუნებული აქვს წინამორბედის მსგავსი გარეგნული სახე, თუკი დავუჯერებთ პირველწყაროს მიერ გადაღებულ ფოტოებს, დისტანციური მართვის პულტმა კი ცვლილებები განიცადა. ფოტოს წყარო: Amazon, Android Authority მახასიათებლების კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები გარდა უფრო სწრაფი Tegra X1+ პროცესორისა, ჯერჯერობით არაფერი აღმოჩენილა. მინიმალური კონფიგურაციის კონსოლი აღჭურვილია სამგიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გბ სამომხმარებლო მეხსიერებით. ახალი მოწყობილობის ფასი 199 აშშ დოლარი იქნება, თუკი AMAZON-ს წინასწარ მონაცემებს დავეყრდნობით. მითითებულია კონსოლის გაყიდვების დაწყების თარიღიც - მიმდინარე წლის 28 ოქტომბერი. მოწყობილობას გააჩნია არა მარტო საფირმო სტრიმინგ სერვის GeForce NOW-ს მხარდაჭერა, არამედ ხმოვანი ინტერფეის Amazon Alexa-სიც. რომელი ოპერაციული სისტემა ექნება NVIDIA-ს ახალ ქმნილებას - ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუმცა დიდი ალბათობით ეს იქნება Android 10. დაინტერესებულ პირებს ისღა დარჩენიათ, დაელოდონ რამდენიმე დღეს, რათა სრულად შეიტყონ Shield TV Pro-ს მახასიათებლებისა და ფუნქციონალის შესახებ. https://3dnews.ru/995952
  11. მივუახლოვდით 2019 წლის მესამე კვარტლის დასასრულს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი განახლება-განვითარება განავიცადეთ, მათ შორის ჩვენი საიდჩეინების მნიშვნელოვანი პროგრესი, Horizen-ის არხისა და ჩვენი ფლაგმანური აპლიკაცია Sphere-ის განახლება. აგრეთვე ამოქმედდა ახალი Weekly Insider team call. ზაფხული დასრულდა ახალი აღმოჩენებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის მეოთხე კვარტალს სრული ძალით ვიწყებთ. მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენი გუნდის მიერ გაწეულმა მძიმე და თავდაუზოგავმა შრომამ აამაღლა Horizen-ის რეიტინგი CoinMarketCap-ზე A (attractive) დონემდე. რეიტინგის თანახმად შევდივართ საუკეთესო პროექტების რიცხვში Flipside Crypto-ს რეიტინგის მიხედვით. A დონეზე მყოფ პროექტებს შორისაა ასევე Bitcoin, Monero და Dash. შეფასება წარმოადგენს საზომს, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთო მდგომარეობის შეფასებისთვის და დაფუძნებულია სასიცოცხლო ციკლის სამ ძირითად პრინციპზე: მომხმარებლის აქტიურობა; დეველოპერის, ანტრეპრენერის ქმედება; ბაზრის სიმწიფე. Horizen-ის გუნდმა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიაღწია ხსენებულ დონეს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც შემოუერთდა ჩვენს Weekly Insider-ს და გვეხმარებიან ჩვენი პროექტის სრულყოფაში! ქომიუნითი  ამ მიმართულებით უამრავი ახალი თანამოაზრე შევიძინეთ ჩვენს სოციალურ არხებში, განსაკუთრებით Telegram-ში. მოხარულნი ვართ, რომ ახალ წევრებს მოსწონთ ჩვენი ტექნოლოგიები. გვსურს, მივესალმოთ ჩვენს ახალ წევრებს და მადლობას მოვახსენებთ ყველას, ვინც ამ მიმართულებით დაგვეხმარა! ქომიუნითის სხვა წევრების გაცნობის მიზნით წამოვიწყეთ ბლოგების მართვის ახალი ეტაპი ჩვენი საუკეთესო წევრების ხელმძღვანელობით, რომელთა გაცნობაც ჩვენს ბლოგზე შეგიძლიათ. ინჟინერია მესამე კვარტალში ინჟინერთა გუნდი ორიენტირებული იყო ჩვენი საიდჩეინებისთვის ფუნდამენტის ჩაყრაზე. მათ წარმატებით დანერგეს პირველი ნოუდები სატესტო ქსელში - ნოუდების სინქრონიზაცია მთავარ ჯაჭვსა და საიდჩეინს შორის სტაბილური აღმოჩნდა. მოუთმენლად ველით, რას მოგვიმზადებს სამუშაო გუნდი წლის მეოთხე კვარტლისათვის! გაუმჯობესება და განახლება შეეხო Sphere by Horizen-საც. 1.2.0b ვერსიას დაემატა batch withdraw და batch split ფუნქციები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვუახლოვდებით Sphere-ს მობილური ვერსიის ამოქმედებასაც, ასე რომ თვალყური ადევნეთ განახლებებს. საქმიანობის განვითარება ჩვენმა ბიზნესის განვითარების გუნდმა ხელი შეუწყო ZEN-ის ინტეგრაციას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა Xpay.Cash, ლათინოამერიკული POS-სისტემა, რომელიც კოლუმბიის რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელშია წამორდგენილი. ასევე მოხდა ZEN-ის ინტეგრაცია Accointing-თან, რომელიც კრიპტოსავალუტო გადახდების მართვის მთავარი პლატფორმაა. ამგვარი თანამშრომლობა ZEN-ს საშუალებას აძლევს გახდეს უფრო მეტად მოსახერხებელი ჩვენი ქომიუნითისთვის და ხელს უწყობს მისი ქსელის გაფართოებას. მარკეტინგი მარკეტინგის ჯგუფი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვიზიარებს: მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა და UX დირექტორმა ბოლო თვეების მანძილზე თავდაუზოგავად იშრომეს, რათა რამდენიმე გასაოცარი ფუნქცია მიენიჭებინათ Horizen faucet-სთვის. ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გულისხმობს მუდმივი, ერთგული მომხმარებლების წახალისებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაჯილდოვდებიან კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ZEN-ით რეგულარულად. სამუშაო გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ჩვენი მთავარი ფასეულობის - გამჭვირვალობის მიმართულებით. ყოველ ხუთშაბათს გუნდი იკრიბება ჩვენს არხ Discord-ზე, რათა ქომიუნითის წევრებს გაუზიარონ პროექტის განახლებებისა და სიახალეების შესახებ. ოცდაათწუთიანი ჩართვა მოიცავს კითხვა-პასუხის სესიებს, რომელშიც პროექტის ხელმძღვანელობა მსმენელების ნებისმიერ კითხვას პასუხობს. Weekly Insider-ის ჩანაწერები აგრთვე ქვეყნდება Horizen-ის პოდკასტსა და YouTube-ის არხზე. გამჭვირვალობის ამაღლებული დონე მეტად დადებითად იქნა მიღებული ჩვენი ქომიუნითს მიერ. მცირე ხნის წინ გავაფართოვეთ სამოქმედო არეალი სოციალურ ქსელებში და ავამოქმედეთ ჩვენი Instagram-ექაუნთი, სადაც ჩვენი გუნდის წევრების უამრავ ფოტოსა და თავგადასავალს იხილავთ. პროექტი აგრძელებდა ეკოსისტემის განვითარებას გასულ კვარტალში. განახლებები ამგვარად გამოიყურება: Sphere by Horizen 1.2.0b - დაემატა batch split, batch withdraw, პრივატული გასაღების ბალანსის გასუფთავება და სარეზერვო ფრაზის გადახედვა; ნოუდების თრექინგის გაუმჯობესებული ფუნქცია; A დონის რეტინგი Flipside Crypto-ს მიხედვით. გუნდის ახალი წევრები: Oleg Alesandrov; Aldo Antinori. სიახლეები ბირჟების კუთხით: ZEN დაინერგა ბირჟებზე - BW.com, ТОКОК, Fox.one. Horizen მსოფლიოში Horizen-ის გუნდმა მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში თვრამეტზე მეტი ღონისძიება გამართა: Smart China Expo: Chongqing, ჩინეთი; Horizen Meetup: ელზასი, საფრანგეთი; ბლოკჩეინ UA: კიევი, უკრაინა; Horizen Meetup: კიევი, უკრაინა; Horizen Meetup: La Calmette, საფრანგეთი; Horizen Meetup: სტრასბურგი, საფრანგეთი; ბლოკჩეინ UA Hackathon: კიევი, უკრაინა; Industry 4.0 and Blockchain: თბილისი, საქართველო; Horizen and Binance Meetup: მონტერეი, მექსიკა; Startup Grind International Launch Party: თბილისი, საქართველო; OKEx Talks 2019: თბილისი, საქართველო; The Libra Effect: თბილისი, საქართველო; BIP001 კონფერენცია: ოდესა, უკრაინა; Blockchain Meetup: ოდესა, უკრაინა; Horizen Meetup: ლოს-ანჯელესი, აშშ; Crypto a la Calmette: Chemin de Saint-Chaptes, საფრანგეთი; სამიტი Blockchain LatAm: მეხიკო, მექსიკა; Horizen/Paytomat Meetup: Bamahu-Wa, განა. https://blog.horizen.global/the-year-of-delivery-at-full-charge-horizen-q3-2019-review/
  12. კომპანია DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის ნეიროქსელმა ისწავლა ძველბერძნული დაზიანებული წარწერების გაშიფვრა. მას შეუძლია ეფექტურად და სწრაფად განსაზღვროს, რა სიტყვა აკლია ტექსტს. DeepMind-ს მკვლევარებმა ხელოვნურ ინტელექტს ასწავლეს დაკარგული სიმბოლოებისა და სიტყვების აღდგენა ნებისმიერი სახის ზედაპირზე, იქნება ეს ქვა, კერამიკა თუ ლითონი. შესასწავლი მასალების ასაკი 1500-2600 წლის არსებობას ითვლის. ნეირონულ ქსელს შეუძლია ამოიცნოს სიმბოლოები 35 ათასი ძველბერძნული ფირფიტადან, რომლებშიც სიტყვების საერთო რაოდენობა 3 მილიონზე მეტია. მის მიერ აღქმული ტექსტები მოიცავს კონტექსტს, რომელშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა სიტყვები, გრამატიკა და წარწერების ფორმა და წყობა. სისტემის ტესტირებისთვის მეცნიერთა გუნდმა ერთიანი ტექსტიდან ცხრა სიტყვა ამოაკლო, ხელოვნურმა ინტელექტმა წარმატებით აღადგინა ყველა მათგანი. მორიგი ტესტის მსვლელობისას ნეირონულმა ქსელმა შეავსო დანაკლისის მქონე 2949 წარწერა, პარალელურად იმავეს ექსპერტებიც აკეთებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ ხელოვნურ ინტელექტზე 30%-ით მეტი შეცდომა დაუშვეს. თანაც, მთელი ინფორმაციის გაშიფვრა-აღდგენისთვის მეცნიერებს 2 საათი დასჭირდათ, ხელოვნურმა ინტელექტმა კი იგივე დავალება რამდენიმე წამში შეასრულა. https://hightech.fm/2019/10/18/greece-texts
  13. უამრავი მომხმარებელი თვლის, რომ SSD ყოველმხრივ აღემატება ტრადიციულ მყარ დისკებს. შესაძლოა დიდწილად არც ცდებიან, თუმცა არსებობს ისეთი მახასიათებლები, რომელთა მხრივაც ყველაზე თანამედროვე SSD ჯერ კიდევ შორსაა ძველ, გამოცდილ დისკებთან შედარებით. ფასი - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველაზე ხშირად მომხმარებლები მყარ დისკს არჩევენ. 1 გბ ბიუჯეტურ SSD-ებში დაახლოებით 0.10 დოლარის ღირებულების გამოდის იმ დროს, როდესაც იმავე მოცულობის ფასი მყარი დისკის შემთხვევაში 0.02 დოლარია. მიუხედავად ამისა, მონაცემთა უზარმაზარი მოცულობა დიდი ხანია აქტუალური აღარ არის და საჭიროებს მსხვილ ჰოსტინგსა და სერვერებს. წარმადობა - ამ მიმართულებით ვერც ერთი მყარი დისკი შეედრება SSD-ებს. სამომხმარებლო მყარი დისკების უმრავლესობას შეუძლია საუკეთესო შემთხვევაში დაამუშაოს დაახლოებით 300-1000 ოპერაცია წამში (IOPS), SSD-ების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 ათასია. თანაც, SSD ბარათების სიჩქარე მუდმივად იზრდება, მყარ დისკებს კი პროგრესირება აღარ შეუძლია. საიმედოობა - უფრო მაღალი წარმადობის პარალელურად SSD ბარათები ბევრად საიმედოა და მყარ დისკებთან შედარებით დაზიანების ნაკლები ალბათობა გააჩნია. კიდევ ერთი მახასიათებელი, რომლითაც SSD უპირატესია - ეს არის დაცემისადმი გამძლეობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მყარი დისკი დაეცა და არ გატყდა, მასში არსებული ინფორმაცის გადარჩენა ვეღარ გამოვა. SSD კი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას. ასევე აღსანიშნავია ტემპერატურაც: SSD არა მარტო უფრო გამძლეა, არამედ ბევრ მოდელს აქვს ჭკვიანი კონტროლერი, რომელიც მას გადახურებისგან იცავს. მუშაობის ხანგრძლივობა - ამ მხრივ ვითარება ასეთია: SSD-ს შეუძლია 200-600 ტერაბაიტი ინფორმაციის გადამუშავება, ჩვეულებრივი მყარი დისკის საუკეთესო მაჩვენებელი კი დაახლოებით 150 ტერაბაიტია. ხმაური და ვიბრაცია - როგორც კი ძველი, ნელი მყარი დისკისგან გათავისუფლდებით, თანდათან შეეჩვევით სიჩუმეს: SSD უხმაუროდ მუშაობს. მოცულობა - ამ მხრივ ტრადიციული მყარი დისკები ლიდერობს. რა თქმა უნდა, არსებობს უზარმაზარი მოცულობის მქონე SSD-ები, თუმცა მათი ფასი კოლოსალურია და ჯერჯერობით გვევლინება მხოლოდ როგორც მომავლის ტექნოლოგიების ნიმუშები. მოვლა-მომსახურება - რამდენად ხშირად გიწევთ დეფრაგმენტაციის კეთება? თანამედროვე SSD-ებს არ სჭირდება მომსახურება. ისინი უბრალოდ მუშაობენ და აკეთებენ საქმეს შესანიშნავად. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30937/ssd-protiv-zhestkih-diskov-chto-pokupat-i-v-chem-raznica
  14. ელექტრონიკის ტაივანურმა გიგანტმა HTC-მ გამოუშვა ახალი სმარტფონი Exodus 1s, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს სრულფასოვანი ბიტკოინ-ნოუდებით მობილურ ტელეფონში. სმარტფონის წარდგენა მოხდა 19 ოქტომბერს ბერლინში გამართულ Lightning კონფერენციაზე და პირველი მოწყობილობების გაყიდვა დაიწყო Lightning-ის საგადახდო ქსელის გამოყენებისთანავე. ახალი Exodus 1s HTC-ის წინა ბლოკჩეინ-სმარტფონ Exodus 1-თან შედარებით ბიუჯეტურია. ამ უკანასკნელს მცირე ხნის წინ დაემატა Bitcoin Cash-ის (BCH) მხარდაჭერა. კომპანიის განცხადების თანახმად ახალი სმარტფონი 219 ევრო ღირს (233 აშშ დოლარი) და მისი შეძენა შესაძლებელია შემდეგი კრიპტოვალუტებით - Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Litecoin (LTC), Binance Coin (BNB) და Bitcoin Cash. სმარტფონის ფუნქციებში შედის ყიდვა, გაყიდვა, თანხის გაგზავნა, მიღება, გაცვლა, სესხება. ამას გარდა HTC ამტკიცებს, რომ Exodus 1s მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელშიც სრულფასოვნადაა შესაძლებელი Bitcoin-ნოუდების გამოყენება. თავდაპირველად სმარტფონი ხელმისაწვდომი გახდება ევროპაში, ტაივანში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. HTC-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ ჩენმა (Phil Chen) განაცხადა, რომ სრული ნოუდები „Bitcoin-ის ქსელის სიმტკიცის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“ და აღნიშნა, რომ Exosus 1s-ის გამოშვებით კომპანიამ შეამცირა ბარიერი ნებისმიერი ადამიანისთვის, რათა ყველამ შეძლოს ნოუდების მართვა და გლობალურ ქსელში თანამონაწილეობა. Exodus 1s-ის წინამორბედი ბლოკჩეინ-სმარტფონი Exodus 1 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოვიდა და იგი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 34 რეგიონში. ამ მიმართულებით სხვა კომპანიებში სიახლეებს რაც შეეხება, ვითარება ამგავრია: სექტემბერში სავაჭრო გამოფენა IFA-ზე ბერლინში დეცენტრალიზებულმა ოფლაინ-კრიპტოსავალუტო კომპანია Pundi X-მა წარადგინა საკუთარი „Blok on Blok“ ბლოკჩეინ-სმარტფონი. ასევე ცნობილია, რომ ელექტრონიკის სამხრეთკორეული კომპანია LG მუშაობს თავის ბლოკჩეინ-სმარტფონზე, რაც Samsung Klaytn-ის საპასუხო კონკურენტულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. https://cointelegraph.com/news/htc-launches-exodus-1s-first-phone-that-can-run-a-full-btc-node
  15. Facebook-ის Libra-ს მსგავსი სტაბილური მონეტების გავრცელებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაზე - განაცხადა FATF-ის პრეზიდენტმა, წერს სააგენტო Reuters. “თუკი სტაბილური მონეტები ფართოდ გავრცელდება, ამან შესაძლოა ისეთ რისკებამდე მიგვიყვანოს, რომლებიც უკავშირდება ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას“ - თვლის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოების ხელმძღვანელი. მან საზოგადოებას გაფრთხილება მისცა, რომ სტაბილური მონეტები და მათ უკან მდგომი კომპანიები დაექვემდებარება კრიპტოვალუტებისა და ტრადიციული აქტივების გლობალურ სტანდარტებს. „ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება ახალი რისკების წინააღმდეგ, რომლებიც სტაბილურ მონეტებს უკავშირდება“ - ხაზი გაუსვა FATF-ის პრეზიდენტმა. FATF-მა უკვე გაამკაცრა მოთხოვნები კრიპტუსავალუტო ინდუსტრიაში, ახალი რეკომენდაციების იმპლემენტაცია ბიზნესსა და მმართველობაში 2020 წლის ივნისამდე უნდა დაინერგოს. https://forklog.com/fatf-libra-i-drugie-stejblkoiny-pomeshayut-borbe-s-otmyvaniem-deneg/
  16. NASA 2022 წლისთვის დაამზადებს მთვარემავალ VIPER-ს, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ყინულის ძებნით დაკავდება. იგი მთვარის რესურსების შემსწავლელი პროექტის ფარგლებში იქმნება, რესურსებში მოიაზრება ნივთიერებები, რომლებითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას მთვარის ბაზა, აგრეთვე მიღებულ იქნას ჟანგბადი და წყალბადი სარაკეტო საწვავის სახით. როვერში ინტეგრირებული იქნება ნეიტრონული ინფრაწითელი სპექტრმზომი,რომელმაც უნდა გაზომოს ზედა ფენებში ჟანგბადის შემცველობა. მთვარემავალი აგრეთვე აღჭურვილი იქნება ბურღით, რომელიც 1 მეტრის სიღრმეზე ჩააღწევს მთვარის გრუნტში, მასთან არსებული საზომი ხელსაწყო კი განკუთვნილი იქნება გაბურღვისას მიღებული ნიმუშების ანალიზისთვის. „ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს პოლუსზე არსებული ნივთიერებების ძიება. ამჟამად პროექტი განხილვა-შემუშავების სტადიაშია“ - აცხადებენ მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის პლანეტოლოგები. მთვარის როვერის განსაკუთრებულობა მისი მუშაობის პერიოდი იქნება - იგი მთვარის ზედაპირზე იმუშავებს არა მარტო დღის, არამედ მთვარეული ღამის პერიოდშიც. NASA-ში აღნიშნავენ, რომ მეცნიერებს მეტად აინტერესებთ მთვარის ღამიდან დღეზე გადასვლის პერიოდი. https://hightech.fm/2019/10/18/viper
  17. კომპანია HiSilicon-მა, რომელიც Huawei-ს შვილობილი კომპანიაა, განაცხადა, რომ დაიწყო თავისი წარმოებული Balong 711 ჩიპების გაყიდვა. ამგვარი გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ხსენებულ პროდუქტებზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩიპის გამოშვების დროიდან - 2014 წლიდან მოყოლებული Huawei-მ ჩიპი Balong 711 ჯამში ას მილიონ ისეთ მოწყობილობაში გამოიყენა, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და მაღალსიჩქარინ წვდომას ინტერნეტთან. მოგახსენებთ, რომ Balong 711-ის გამოყენება შესაძლებელია ვიდეოდაკვირვების კამერებში, სავაჭრო აპარატებსა და სხვა იმ ინტერნეტ-ნივთებში, რომლებიც საჭიროებენ ინტერნეტთან სტაბილურ, მუდმივ კავშირს. სპეციალისტების აზრით ჩიპი Balong 711 შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს წააწყდეს ინტერნეტ-ნივთების ბაზარზე. საქმე ის გახლავთ, რომ კონკურენტი კომპანიები, როგორებიცაა ამერიკული Qualcomm და ტაივანური MediaTek, აგრეთვე აწარმოებენ ჩიპებს ინტერნეტ-ნივთებისთვის, ამიტომ ჩინური კომპანია კონკურენციას ვერ გაექცევა. HiSilicon-ის მიერ შემუშავებული ჩიპების სერიული წარმოება დაევალება გარე კომპანიებს, მათ შორის TSMC-ს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით ასეთი გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ Huawei-მ შესაძლოა დაიწყოს უფრო ძველი ვერსიის ჩიპების გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება. დიდი ალბათობაა კომპანიამ დაიწყოს თავისი ფლაგმანური ჩიპი Balong 5000-ის გაყიდვა, რომელიც მრავალრეჟიმიანი პროდუქტია და აქვს 2G-დან 5G-მდე ქსელების მხარდაჭერა. მომდევნო წელს მეხუთე თაობის ქსელის კომერციალიზაცია ახალ დონეზე ავა, შესაბამისად, 5G ჩიპებზე მოთხოვნა შეუქცევადად გაიზრდება. 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონები უფრო ფართოდ გავრცელდება, მათი მწარმოებლები კი შეეცდებიან გამოუშვან ისეთი პროდუქტი, რომელიც ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. https://3dnews.ru/995833
  18. ახალი ვერტმფრენის პირველი ფოტოები გამომცემლობა The Global Times-ში გამოჩნდა, მოგვიანებით კი იგი ოფიციალურად წარადგინეს ღონისძიება Helicopter China Expo-ზე. ჩინეთის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით ვერტმფრენი საჭიროა „მომავლის საინფორმაციო ბრძოლის ველისთვის“. ვერტმფრენის სიგრძე 7.6 მეტრია, სიმაღლე - 3 მეტრი. ეკიპაჟის მაქსიმალური რიცხვი ორია, მოწყობილობის მართვა კი ერთ ადამიანს შეუძლია. ინჟინერ-მეცნიერებმა გარე კორპუსით დაფარეს ყველა შიდა შემადგენელი ნაწილი, რათა ვერტმფრენი ყოფილიყო მაქსიმალურად კომპაქტური, მახვილი კუთხეების გარეშე და გამხდარიყო რადარებისთვის „უხილავი“. მეცნიერები განმარტავენ, რომ საფრენი აპარატი ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპია და ფრენა არ შეუძლია - ფრენის მიღწევისთვის მათ ჯერ კიდევ ათეულობით ტესტირება უნდა განახორციელონ. აქვე აღვნიშნავთ, რომ CNN-ის განცხადებით ეს არ არის ახალი კონცეფცია - ოფიციალური მოწყობილობა, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტს წააგავდა, 1950-იან წლებში წარადგინა კანადურმა კომპანია A.V. Roe Aircraft-მა. https://hightech.fm/2019/10/17/china-ufo
      • 1
      • Like
  19. პროცესორების არქიტექტურა AMD Zen 2-მა მეტად წარმატებულად აიღო სტარტი, განსაკუთრებით კი პროფესიონალურ მოწყობილობებში - მეორე თაობის EPYC პროცესორები საკმაოდ მაღალი წარმადობის აღმოჩნდა და მათ ხშირ შემთხვევაში ანალოგი არ აქვთ Intel-ის მხრიდან. რა თქმა უნდა, ახალ CPU-ებს დედა დაფები სჭირდება. კომპანია ASRock Rack-ს სურს EPYC 7002 ჩიპები კიდევ უფრო პოპულარული გახადოს და ამიტომ დააანონსა ამ პროცესორების მხარდაჭერა ბიუჯეტურ EPYCD8 სერიის დაფებზე. EPYCD8-2T საბაზისო მოდელი EPYCD8 ჯერჯერობით ერთადერთი დაფაა Rome-ს მხარდაჭერით და მისი ფასი არანაკლებ 500 აშშ დოლარია. ერთი შეხედვით ეს ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა არა ამ კლასის პროდუქტებისთვის. ხსენებულმა დაფამ მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა მათ შორის, ვისაც სურს ააწყოს ბიუჯეტური სერვერი ან სამუშაო სადგური. შესაბამისად, ამჯერად იგი უკვე დეფიციტშია. დაფა კვლავ გაყიდვაშია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი EPYCD8 მიეკუთვნება წინა თაობის გადაწყვეტილებების რიგს და არ აქვს PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა, თუმცა გააჩნია BIOS-ის უფრო დიდი მოცულობის მიკროსქემა (16-ის ნაცვლად 32 მეგაბაიტიანი). PCIe ვერსიაში შეზღუდვა ერთადერთია, სხვა მხრივ ეს დაფა სრულფასოვანი პროდუქტია რვაარხიანი მეხსიერების მხარდაჭერით, ოთხი სრულზომიანი x16 და სამი x8 სლოტით. ბარათების მიერთება შესაძლებელია როგორც უშუალოდ 8 SATA პორტით, ასევე გამოყენებადია ორი M.2 სლოტი ან ორი OCuLink (U.2) კონექტორი. https://servernews.ru/995655
      • 1
      • Like
  20. Porsche-მ და Boeing-მა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ მიზნით - ერთობლივად შექმნან ძვირადღირებული, პრემიუმ კლასის ელექტრო ავტომობილი ვერტიკალური აფრენის უნარით, რათა მისმა მომავალმა მფლობელებმა დრო აღარ კარგონ დიდ საცობებში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანიები აპირებენ შექმნან საერთაშორისო გუნდი, რომელიც გადაწყვეტს ურბანული საჰაერო მოძრაობის სხვადასხვა საკითხს, მათ შორისაა პრემიუმ ხარისხის სატრანსპორტო საშუალებების რისკების პოტენციალის ანალიზი და ამგვარი ტრანსპორტის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობა. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც ფსონს ბიუჯეტურ მფრინავ ტაქსებზე დებენ, Porsche-ს სპეციალისტები გეგმავენ შექმნან უმაღლესი კლასის ავტომობილი შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურით - გათვალისწინებულია დასაფრენი მოედნები და დასატენი სადგურები. პროექტში მესამე მხარედ აგრეთვე ჩართულია Boeing-ის შვილობილი კომპანია Aurora Flight Sciences, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება ავტონომიური ელექტრო თვითმფრინავის შექმნაში. როგორც Boeing-ის წარმომადგენელმა განაცხადა, გამოცდის პირველ ეტაპზე მზა მოდელებს თვითმფრინავის ბორტიდან გაუშვებენ, შემდეგ კი დაიწყება ვერტიკალური რეჟიმიდან ჰორიზონტალურზე გადასვლა. ექსპერტების აზრით Porsche-სა და Boeing-ის კოლოსალური ტექნოლოგიური და საწარმოო არსენალი კომპანიებს საშუალებას მისცემს წინ გაუსწრონ თავიანთ მრავალრიცხოვან კონკურენტებს. https://www.techcult.ru/technics/7435-porsche-i-boeing-obedinili-usiliya-dlya-sozdaniya-letayushego-avtomobilya
      • 1
      • Like
  21. რობოტებისადმი ნდობა ჩინეთში მსოფლიო მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალია, რაც დადასტურდა ამერიკული კვლევითი კომპანიების - Oracle-ისა და Future Workplace-ის გამოკითხვებით. რესპოდენტები თვლიან, რომ რობოტებს ადამიანებზე მეტი უპირატესობა აქვთ - უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანები გაცილებით უარესად გეგმავენ სამუშაოს, ნაკლებად კარგად ოპერირებენ ობიექტურ ინფორმაციას და რთულად წყვეტენ წარმოქმნილ სირთულეებს. ხუთი გამოკითხულიდან ოთხი თვლის, რომ რობოტები უმეტეს დავალებას უკეთ უმკლავდებიან, ვიდრე ჩვეულებრივი მენეჯერები. “ეს გამოკითხვა ეხება არა მხოლოდ მენეჯერებისა და დაქვემდებარებული პირების ურთიერთობას, არამედ მენეჯერის როლს სამუშაო ადგილზე“ - აღნიშნავს კვლევითი ცენტრის დირექტორი. „მენეჯერები მომავალშიც აქტუალურნი დარჩებიან, თუკი ისინი ორიენტირდებიან იმაზე, რომ თავიანთი უნარები ურთიერთობებში გამოიყენონ, რუტინული დავალებები კი რობოტებს მიანდონ“. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თითქმის 9 ათასმა დასაქმებულმა პირმა, მენეჯერმა და ხელმძღვანელმა. დესპოდენტთა დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ იყენებს ხელოვნური ინტელექტის ამა თუ იმ ტექნოლოგიას ყოველდღიურ საქმიანობაში. „რესპოდენტების ორმა მესამედმა ოპტიმიზმი გამოხატა რობოტ კოლეგებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა მეოთხედის აზრით კი მათი თანამშრომლობა „სასიამოვნო“ იქნება - აღნიშნავენ მკვლევარები. https://hightech.fm/2019/10/16/90-percent-robots
      • 1
      • Like
  22. SpaceX Starlink-ის „თანავარსკვლავედი“ შესაძლოა იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა კომპანია. SpaceNews-ის ინფორმაციით, კომპანიამ ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირს სთხოვა ნებართვა - გაგზავნოს კიდევ 30 ათასი თანამგზავრი. როდესაც SpaceX-მა თავდაპირველად წარადგინა პროექტი, Starlink მაში აღწერილი იყო, როგორც 12 ათასი თანამგზავრისგან შემდგარი კოსმოსური ინტერნეტ-ქსელი. ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ ნებართვა უკვე გასცა ამ რაოდენობის თანამგზავრის გაშვებაზე, ამჯერად კი ახალი მოთხოვნა ითვალისწინებს დამატებით 30 ათასი აპარატის კოსმოსში გაგზავნას. კომპანიას, როგორც უკვე ვიცით, თანამგზავრების განთავსება დედამიწიდან 330-580 კმ სიმაღლეზე სურს, რაც ბევრში შეშფოთებას იწვევს. ეს სივრცე კოსმოსში ყველაზე ნაკლებად დაკავებულია, სწორედ აქ დაფრინავენ ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდები. მომავალში კი განთავსებული თანამგზავრები გადაადგილებას ხელს შეუშლის. ასეა თუ ისე, დამატებითი თანამგზავრების გაშვების ნებართვის მოთხოვნა ჯერ კიდევ დანამდვილებით არ ნიშნავს იმას, რომ Starlink ჯამში 42 ათასი აპარატით იქნება კოსმოსში წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში, განაცხადის შეტანა პირველი ეტაპია და მეტად ხანგრძლივ პროცესს მოიცავს. SpaceX-ს წინ შვიდი წელი აქვს უკვე ნებადართული თანამგზავრების გაყვანისთვის. კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში 60 ერთეული თანამგზავრი წარმატებით გაუშვა კოსმოსში, მიმდინარე თვეში კიდევ სამოცის გაშვება იგეგმება, ნოემბერში კი მორიგი ნაკადი გაემგზავრება. https://3dnews.ru/995690
      • 1
      • Like
  23. წინა თაობების კონსოლისთვის გამოშვებულ თამაშებთან თავსებადობა დიდი პლუსია Microsoft Xbox One-ისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დატკბნენ იმ თამაშებით, რომლებიც გამოვიდა Xbox 360-ისა და ორიგინალი Xbox-ისთვის. ამ მიმართულებით Sony ცოტა ჩამორჩება თავსებადობაში (PS Now სტრიმინგ სერვისს თუ არ ჩავთვლით): კონსოლი PS4 არ გამოდგება PS3-სა და მასზე ადრე გამოსული კონსოლების თამაშებით სარგებლობისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, PlayStation 5-ს ექნება შესაძლებლობა - გაუშვას ყველა ის თამაში, რომლებიც წინა ოთხი თაობის კონსოლებისთვის გამოვიდა. ერთ-ერთმა ინფორმატორმა მცირე ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გეიმერებს მოუწოდა არ გაყიდონ PlayStation-ის, PlayStation 2-ის, PlayStation 3-ისა და PlayStation 4 თამაშები PlayStation 5 კონსოლზე გადასვლისთვის მოსამზადებლად. მის აზრს სხვა პირებიც ადასტურებენ და მიგვანიშნებენ, რომ „PlayStation 5 - ეს არა მარტო მომავალი, არამედ წარსულიცაა.“ თუკი კონსოლი მართლაც შეძლებს PlayStation-ის ყველა თამაშის გაშვებას, ეს უდიდესი პლუსი იქნება: გეიმერები მიიღებენ უდიდეს გეიმინგ ბიბლიოთეკას. გავრცელებული ცნობით, PlayStation 5-ისა და PS4-ის მსგავსი არქიტექტურების წყალობით უზრუნველყოფილი იქნება ძველი თაობის თამაშების ჩართვა. უფრო ძველი თაობის კონსოლების მხარდაჭერისთვის კი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატული ბლოკების ინტეგრაცია იქნება საჭირო. PlayStation 5, ყველა სხვა გაუმჯობესების პარალელურად, უფრო სწრაფი ჩატვირთვითა და უკეთესი ტაქტილური შესაძლებლობებით ხასიათდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კონსოლში გამოჩნდება ვირტუალური დამხმარე, რომელიც გეიმერს უკარნახებს რა მოიმოქმედოს თამაშის რთულ მომენტებში. კონსოლი 2020 წლის ბოლოს გამოვა. https://3dnews.ru/995715
      • 2
      • Like
      • Upvote
  24. კომპანია Google-მა წარადგინა მეოთხე თაობის Pixel-ის ფლაგმანური სმარტფონები. მოწყობილობების დასახელებებში მოულოდნელი არაფერია - ახალი სმარტფონების სახელებია Google Pixel 4 და Pixel 4 XL. დავიწყოთ სტანდარტული მოდელით. სმარტფონს აქვს 5.7-დუიმიანი P-OLED Full HD+ დისპლეი გვერდების შეფარდებით 19:9. კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცია და შესაძლებელია მისი 60 ჰერცამდე შემცირება ბატარეის დაზოგვის მიზნით. დისპლეის HDR მხარდაჭერა აქვს და გამოირჩევა DCI-P3 ფერთა გამის 100 %-იანი ფლობით. სმარტფონის კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, წინა და უკანა პანელებზე კი მოცემულია მეხუთე თაობის დამცავი მინა Gorilla Glass. სმარტფონის გაბარიტები 147,1 х 68,8 х 8,2 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 162 გრამია. მოწყობილობა IP68 სტანდარტის შესაბამისად დაცულია წყლისა და მტვრისგან. როგორც აღმოჩნდა, ახალ Pixel-ებს არ აქვთ ბიომეტრიული სენსორი. მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილია სახის ამომცნობი 3D სისტემა. Pixel 4-ს აქვს USB Type-C პორტი, თუმცა არ გააჩნია ყურსასმენების სტანდარტული კონექტორი. უკანა პანელზე მოცემულია ორი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა. არ არის წარმოდგენილი ფართოკუთხოვანი მოდული. ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ავტოფოკუსით, ოპტიკური სტაბილიზაციითა და ორმაგი ზუმით. სმარტფონს აქვს ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა Ultra HD ხარისხში 30 კადრი/წმ სიჩქარით, ასევე შენელებული კადრის გადაღება Full HD ფორმატში 120 კადრი/წამში სიჩქარით. უკანა პანელზე აგრეთვე მოცემულია კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიღრმის ანალიზზე. ფრონტალური კამერა 8-მეგაპიქსელიანია, მოცემულია 3D სენსორი ფონის გაბუნდოვნებისთვის. სწორედ მის ბაზაზეა აგებული სახის ამოცნობის 3D სისტემა. Google Pixel 4-ის კიდევ ერთი მახასიათებელია ფუნქცია Motion Sense-ის მხარდაჭერა, რომელიც ჟესტებით მართვაზეა პასუხისმგებელი. ტექნოლოგიის ფუნქციონირებას უზღუნველყოფს მინიატურული რადარები, რომლებიც განთავსებულია დისპლეის ქვეშ. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 2800 მა/სთ-ს შეადგენს, აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, ასევე უსადენო დატენვა Qi სტანდარტის შესაბამისად. პროცესორის სახით წარმოდგენილია Snapdragon 855 - 2,84 გჰც-ითა და Adreno 640 გრაფიკით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გიგაბაიტია. კონფიგურაციის მიხედვით სამომხმარებლო მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. microSD სლოტი გათვალისწინებული არ გახლავთ, თუმცა სმარტფონს ორი SIM-ბარათი აქვს - ფიზიკური და e-SIM. ფლაგმანურ Pixel 4 XL-ს რაც შეეხება, მას 6.3-დუიმიანი P-OLED Quad HD+ დისპლეი აქვს. მისი ბატარეის მოცულობა 3700 მილიამპერია. გაბარიტები 160,4 х 75,1 х 8,2 მმ-ს, წონა კი 193 გრამს შეადგენს. Pixel 4 და Pixel 4 XL წარმოდგენილია ფერის სამ ვარიანტში: ნარინჯისფერი (Oh So Orange), შავი (Just Black) და თეთრი (Clearly White). შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სმარტფონები 24 ოქტომბრიდან გაიყიდება. Google Pixel 4-ის ფასი 799 და 899 აშშ დოლარია, XL ვერსია კი შეფასებულია 899 და 999 დოლარად, კომპლექტაციის მიხედვით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30819/google-pixel-4-i-pixel-4-xl-predstavleny-oficialno
      • 2
      • Like
      • Upvote
  25. კომპანია Razer-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი კლავიატურა ოპტიკური გადამრთველებით, რომელიც დაპროექტებული სპეციალურად გეიმინგ ლეპტოპებისთვის. პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც ახალი კლავიატურით წარმოგვიდგება, არის გეიმინგ ლეპტოპი Razer Blade 15. როგორც ცნობილია, ოპტიკური გადამრთველები ჩვეულებრივი მექანიკურის მსგავსია, თუმცა თითოეული მათგანის ქვეშ ინფრაწითელი გამოსხივება და მიმღებია, რომელიც მინიმალური დაჭერით აქტიურდება. მწარმოებლის თქმით, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს უფრო მეტ სიზუსტესა და სიჩქარეს ჩვეულებრივი კლავიატურის ღილაკებთან შედარებით. ახალი კლავიატურის გამოყენებისას გეიმერების შეეძლებათ განახორციელონ უფრო მეტი ოპერაცია მოკლე დროში, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დაძაბული გეიმინგ პროცესის დროს. ასევე აღსანიშნავია სასიამოვნო ტაქტილური უკუკავშირი და უხმაურო გამოყენება. ახალ Razer Blade 15-ში ოპტიკურ კლავიატურას ექნება N-Key Rollover და Anti-Ghosting ტექნოლოგიების მხარდაჭერა. თითოეულ ღილაკს აქვს ინდივიდუალური განათება Razer Chroma RGB - 16.8-მილიონიანი ფერთა გამით. მხარდაჭერილია სტანდარტული განათების რამდენიმე ვერსიაც, ასევე მომხმარებელი შეძლებს შემოქმედებითად მიუდგეს და განათება თავისი სურვილისამებრ ინდივიდუალურად მოიწყოს. ახალი ოპტიკური კლავიატურა დღესდღეობით ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 15 Advanced-ში, რომლის ფასი 2659 აშშ დოლარია. მომდევნო წლიდან კი ხსენებული კლავიატურა Razer-ის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება. https://3dnews.ru/995642
      • 2
      • Like
      • Upvote
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.