Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ერთ-ერთმა ინფორმატორმა შეძლო Rocket Lake სერიის დესკტოპ პროცესორების ერთი ჯერ არ გამოსული ნიმუშის - Intel Core i5-11500 ჩიპის მიღება. მან ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის ტესტირება გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორს აქვს Intel-ის დღესდღეობით არსებული ყველაზე მძლავრი ინტეგრირებული ამაჩქარებელი - UHD 750. ბოლო ცნობების თანახმად Intel შემოგვთავაზებს ინტეგრირებული Xe გრაფიკის ორ ვარიანტს Rocket Lake-S პროცესორებში. ერთი კონფიგურაციაა UHD Graphics 750 (GT1) 32 გამოთვლითი ერთეულით (EU) და მეორე უფრო სუსტი ვარიანტი - სახელწოდებით UHD Graphics 730 (GT1) 24 ბლოკით. გაჟონილი ცნობები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ უფრო მძლავრი UHD 750 გრაფიკის მუშაობა, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედები. ინფორმატორმა სატესტო პაკეტი 3DMark TimeSpy აამოქმედა როგორც Core i5-11500 პროცესორზე, ასევე წინა თაობის Core i5-10400 ჩიპზე. Rocket Lake პროცესორის ახალმა გრაფიკამ მოაგროვა 1053 ქულა, Comet Lake სერიის ამაჩქარებელმა კი - მხოლოდ 693. შეინიშნება წარმადობის 1.5-ჯერ ზრდა, რაც სრულებით შეესაბამება Intel-ის მიერ დაპირებულ 50%-იან ზრდას წინა თაობის მაჩვენებელთან შედარებით. წყარომ საზოგადოებას ასევე გაუზიარა League of Legends-ისა და Counter Strike: Global Offensive-ის გეიმინგ პროცესი: უმეტეს შემთხვევაში ორივე თამაშში სიხშირე აღემატებოდა 100 კადრი/წამში მაჩვენებელს 1080p გაფართოებაზე, რაც ინტეგრირებული გრაფიკისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. გარკვეული ინფორმატორების თანახმად Intel ამზადებს ბევრად უფრო მძლავრ შემოთავაზებას Xe გრაფიკის ბაზაზე: ვრცელდება ცნობები, რომ მე-12 თაობის Intel Core Alder Lake სერიაში გამოყენებული იქნება ინტეგრირებული გრაფიკა Intel Xe 96 EU-ით. თეორიულად ეს შესაძლოა ნიშნავდეს UHD 750 Rocket Lake-თან შედარებით წარმადობის თითქმის სამმაგ ზრდას იმავე სიხშირეებზე. სასიხარულოა, რომ Intel კვლავ ცდილობს პროცესორების ყოველ ახალ თაობაში გაზარდოს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის მაჩვენებელი. http://bit.ly/3tYCFC6
  2. ფინანსური კონგლომერატი Deutsche Bank გეგმავს აამოქმედოს მსხვილ ინვესტორებზე ორიენტირებული, კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი სამეურვეო სერვისი. სიახლე გამომდინარეობს 2020 წლის დეკემბრის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშიდან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ Deutsche Bank Digital Asset Custody-ს პროტოტიპი მიზნად ისახავს იყოს ”სრულად ინტეგრირებული პლატფორმა ინსტიტუციური მომხმარებლებისა და მათი ციფრული აქტივებისთვის, რაც უზრუნველყოფს უპრობლემო ურთიერთქმედებას უფრო ფართო კრიპტო ეკოსისტემასთან”. ანგარიშში კონკრეტული კრიპტოვალუტები არ არის მითითებული, ნახსენებია მხოლოდ ახალი სერვისის შექმნის მიზანი - „მომხმარებლებისთვის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აქტივების ცხელი და ცივი შენახვის ინსტიტუციური დონის გადაწყვეტილებების შეთავაზება”. სერვისის ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება. საბოლოო ჯამში იგი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს არა მხოლოდ შეინახონ, არამედ შეიძინონ და გაყიდონ ციფრული აქტივები პრაიმ-ბროკერებისა და საიმედო ბირჟების საშუალებით. ახალი პროდუქტი ორიენტირებულია აქტივების მმართველებზე, საოჯახო ოფისებზე, კორპორაციებსა და კრიპტოვალუტების ფონდებზე. Deutsche Bank-ის სერვისი უზრუნველყოფს დამატებით მომსახურებებს - საგადახდო დახმარებას, ლენდინგ და სტეიკინგ სერვისებსა და აქტივების მართვას. Deutsche Bank-ის ციფრული აქტივების მეურვეობის შემოსავლის წყარო იქნება თანხების ფლობის საფასური, მოგვიანებით კი - სავაჭრო და სხვა მოსაკრებლები. ფინანსურმა გიგანტმა კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაასრულა. მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის გაშვება მოსალოდნელია 2021 წელს და საპილოტე პროექტში მონაწილოებას მიიღებენ მსხვილი კომპანიები. http://bit.ly/3b72MOq
  3. მფრინავი ავტომობილების ნახვა ამ დრომდე შეგვეძლო ფილმებში, თუმცა როგორც ჩანს მალე დადგება დრო, როდესაც ტრანსპორტის ამგვარი სახეობის ნახვა ქუჩაში გახდება შესაძლებელი. Tesla Roadster-ს, რომლის ბაზარზე გამოსვლა დაგეგმილია 2022 წლისთვის, ექნება SpaceX-ის მოდიფიკაცია და ავტომობილი შეძლებს ჰაერში გადაადგილებას. თუმცა, ფრენის სიმაღლედ განსაზღვრული იქნება 2 მეტრი - სწორედ ისეთი სიმაღლე, რომ თუკი ავტომობილი ჩამოვარდება, იგი ზიანს არ მიაყენებს არც მგზავრებს, არც ირგვლივ მყოფებს - მაქსიმუმ დაზიანდება ტრანსპორტის დაკიდების სისტემა. Tesla ასევე იძულებულია შეზღუდოს ავტომობილის ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა, თუმცა არ შეიზღუდება სიჩქარე. ფრენა განხორციელდება მცირე სარაკეტო ამაჩქარებლების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ შეკუმშული გაზის ბალონებზე. უკანა სავარძლის ადგილს სწორედ ეს ბალონები დაიკავებს. ელექტრომობილი 100 კმ სიჩქარის განვითარებას 1.99 წამში შეძლებბს. მსოფლიო რეკორდად ითვლება რბოლებისთვის განკუთვნილი ბოლიდის მიერ დამყარებული მაჩვენებელი - 1.77 წამი. http://bit.ly/3b3qMC7
  4. მონაცემთა ინჟინერმა მაიკლ დრისკოლმა (Michael Driscoll) მოამზადა Radeon RX 6000 და GeForce RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების სტატისტიკა eBay-ს მეორადი ბაზრიდან. გადამყიდველებისა და მაინერების გამო ამ ვიდეო დაფების ფასი ყოველ კვირას მატულობს. ფოტოს წყარო: Tom's Hardware ბოლო მონაცემებით, ბოლო თვის განმავლობაში შეთავაზების ღირებულება საშუალოდ 10-დან 35%-მდე გაიზარდა. ფასების ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო საბაჟო გადასახადების ახალი განაკვეთებით, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდა შეერთებულ შტატებში. ამავე დროს, ფასების ყველაზე მკვეთრი ნახტომი უფრო დაბალი ფასის სეგმენტის მოდელებზე არის შესამჩნევი. GeForce RTX 3060 Ti-ს ფასისა და გაყიდვების დინამიკა თუ იანვრის პირველ კვირაში GeForce RTX 3060 Ti მოდელის საშუალო ღირებულება დაახლოებით 690 აშშ დოლარი იყო (სარეკომენდაციო ფასი - 399 აშშ დოლარი), გასულ კვირას ვიდეო დაფის ღირებულებამ საშუალოდ 920 აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკური მონაცემები შეგროვდა გადამყიდველების მიერ ამ მოდელის გრაფიკული ამაჩქარებლის რეალურ გაყიდვებზე და არა მხოლოდ პლატფორმაზე განთავსებული შეთავაზებების რაოდენობის მიხედვით. GeForce RTX 3080 მოდელის საშუალო ფასი (699 $ სარეკომენდაციო) იმავე პერიოდისთვის 1290-დან 1539 აშშ დოლარამდე გაიზარდა 3400 რეალურ გაყიდვაზე დაყრდნობით. GeForce RTX 3080-ს ფასისა და გაყიდვების დინამიკა გადამყიდველთა უმეტესობამ eBay-ზე გაყიდა GeForce RTX 3070 (499 აშშ დოლარი სარეკომენდაციო ფასი) დაფის სხვადასხვა ვარიანტი. დახურული გარიგების რაოდენობამ 5400 შეადგინა. ამავდროულად, ამ დაფების საშუალო ფასი გაიზარდა 17%-ით - იანვრის 804 აშშ დოლარიდან თებერვალში - 940 აშშ დოლარამდე. GeForce RTX 3070 დაფის ფასისა და გაყიდვის დინამიკა საინტერესოა, რომ ამ მოდელის თებერვალში არსებული ფასი მხოლოდ 20 აშშ დოლარით აღემატება ნაკლები წარმადობის მქონე GeForce RTX 3060 Ti-ს ფასს. ეს ფაქტი აიხსნება Ethereum-ის ფასის მატებით, რომლის მოპოვება GPU-ების მეშვეობით ხდება. როგორც ჩანს, უმეტესობა ორივე დაფის შესყიდვა მოხდა სწორედ მაინერების მიერ და ორივე მათგანს შეუძლია უზრუნველყოს წარმადობის დაახლოებით მსგავსი დონე კრიპტოვალუტის მოპოვებისას - 60 Mhash/წამში. GeForce RTX 3090 დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა იანვრიდან თებერვლამდე გადამყიდველებმა გაყიდეს 2 291 GeForce RTX 3090 გრაფიკული დაფა (1499 $ რეკომენდებული ფასი). მათი ფასი საშუალოდ 14%-ით გაიზარდა - 2087-დან 2379 აშშ დოლარამდე. Radeon RX 6900 XT დაფების ფასისა და გაყიდვების დინამიკა რაც შეეხება AMD-ის ფლაგმანურ Radeon RX 6900 XT დაფას, მისი საშუალო ფასი ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში 8%-ით - 1458-დან 1570 აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღრიცხვის პერიოდში გადამყიდველებმა გაყიდეს 334 ვიდეო დაფა. NVIDIA-ს ფლაგმანთან შედარებით დაბალი ღირებულებისა და კრიპტოვალუტის მოპოვების დაახლოებით იგივე დონის გათვალისწინებით ეს მოდელი ასევე შეიძლება განიხილებოდეს მაინერების მიერ, როგორც Ethereum-ის მოპოვებისთვის საჭირო გამოსავალი. Radeon RX 6800 XT დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა Radeon RX 6800 XT დაფის ფასი იანვრიდან თებერვლამდე 11%-ით - 1179-დან 1312 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს დაფა ყველაზე პოპულარული გახდა უახლესი Radeon RX 6000 სერიის გრაფიკულ ამაჩქარებლებს შორის. გადამყიდველებმა გაყიდეს ვიდეო დაფის 448 მოდელი. მას დიდად არ ჩამორჩა სტანდარტული Radeon RX 6800 მოდელი. აღრიცხვის პერიოდში სპეკულანტებმა გაყიდეს 434 მსგავსი ვიდეო დაფა. Radeon RX 6800 დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა ამ მოდელის ვიდეო დაფების საშუალო ღირებულება იანვრიდან თებერვლამდე 18%-ით - 865-დან 1018 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც კვლავ მიუთითებს მაინერების მხრიდან დაინტერესებაზე. http://bit.ly/3ddVUl4
  5. ბევრი კრიპტოენთუზიასტი და ინვესტორი დარწმუნებულია იმ კრიპტო შიფრირების ალგორითმების აბსოლუტურ უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობაში, რომლებიც საფუძვლად უდევს პოპულარულ კრიპტოვალუტებს. მაგრამ ეს მოსაზრება შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს, რადგან მსოფლიოში უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ახალგაზრდა ინდუსტრიის არსებობას. კვანტურ კომპიუტერებს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება თანამედროვე სუპერკომპიუტერებთან შედარებით ასიათასჯერ სწრაფად, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მონაცემთა დაშიფვრის ბევრი გავრცელებული მეთოდისთვის. შვეიცარიულმა კომპანია Terra Quantum AG-მა ახლახანს განაცხადა დაშიფვრის სისტემების სფეროში თავისი რევოლუციური მიღწევის შესახებ. კვანტური კომპიუტერის გამოყენებით მეცნიერებმა შეძლეს მონაცემთა სიმეტრიული დაშიფვრის მეთოდების, მათ შორის მეტად გავრცელებული Advanced Encryption Standard (AES) ალგორითმის, სისუსტეების პოვნა. ამ ეტაპზე კვლევის დეტალები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ექსპერტები თანხმდებიან, რომ ასეთი აღმოჩენები საფრთხეს უქმნის მონაცემთა უსაფრთხოებას და მეცნიერებმა დაუყოვნებლივ უნდა მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტილებები კვანტური კრიპტოგრაფიის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ AES არ გამოიყენება პოპულარული კრიპტოვალუტების ბლოკჩეინებში, ციფრული ფინანსების სამყაროს მაინც საფრთხე ემუქრება, რადგან კვანტური კომპიუტერების უზარმაზარი გამოთვლითი ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული ვალუტების ალგორითმებში სისუსტეებისა და ხარვეზების დასადგენად, ასევე კრიპტოვალუტის ქსელზე კონტროლის მოსაპოვებლად და შეტევის განსახორციელებლად. კვანტური კომპიუტერები არ წარმოადგენს შორეული მომავლის გამოუკვლეველ ტექნოლოგიას. ისინი მტკიცედ შემოვა ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ათწლეულში, რადგან IBM-მა უკვე დააანონსა მსოფლიოში პირველი, პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი კომერციული კვანტური კომპიუტერი. http://bit.ly/3tTfDwl
  6. გასული წლის შემოდგომის დასაწყისში ამერიკულმა კომპანია NVIDIA-მ გამოხატა მზადყოფნა - შეიძინოს Advanced RISC Machines (ARM) 40 მილიარდ აშშ დოლარად. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან ბრიტანული დეველოპერი ეკუთვნის იაპონურ სატელეკომუნიკაციო კორპორაცია SoftBank-ს. ამერიკული გიგანტის მიერ ARM-ის შესაძლო შეძენის შესახებ ჩიპების მწარმოებელმა Qualcomm-მა უკმაყოფილება გამოთქვა. NVIDIA-ს, ARM-სა და SoftBank-ს შორის გარიგება უნდა დამტკიცდეს სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ამერიკულმა კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ARM-ის NVIDIA-ს კონტროლის ქვეშ გადასვლამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ჩიპების სხვა მწარმოებელ კომპანიებზე. Qualcomm-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ NVIDIA-ს შეუძლია თეორიულად აუკრძალოს მათ ARM-ის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება. ARM-ის ტექნოლოგიები ამჟამად ლიცენზირებულია რამდენიმე ასეული კომპანიის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის. ბრიტანული კომპანიის არქიტექტურა გამოიყენება მსოფლიოს სმარტფონების 95%-ში. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ NVIDIA-ს, SoftBank-ისა და ARM-ისგან მოითხოვა მეტი ინფორმაცია გარიგების შესახებ. ამავე დროს, Qualcomm-მა უკვე მოასწრო საჩივრების შეტანა გაერთიანებული სამეფოს კონურენციის მართვის ორგანოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციასა და ევროპის კომისიაში. ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ მინიმუმ ერთი მარეგულირებელი ორგანო მაინც დაბლოკავს ზემოთხსენებულ გარიგებას. თავის მხრივ კალიფორნიული გიგანტი დარწმუნებულია, რომ შეძლებს ARM-ის შესყიდვას. Qualcomm ერთადერთი არ არის, ვინც გარიგებით უკმაყოფილოა. ჯერ კიდევ გასულ წელს ბრისტოლში დაფუძნებული კომპანია Graphcore-ის გენერალურმა დირექტორმა ნაიჯელ ტუნმა გარიგებას არაკონკურენტული უწოდა. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ჩიპების ბრიტანულმა მწარმოებელმა კომპანიამაც პროტესტი გამოთქვა და საჩივრით მიმართა კონკურენციის მართვის ორგანოს. NVIDIA-ს მიერ ARM-ის შეძენის წინააღმდეგ ასევე გამოვიდნენ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები - Google და Microsoft. http://bit.ly/2No4SRU
  7. ონლაინ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Facebook გახმაურების გარეშე დაკავებულია Android-ის ბაზაზე სმარტ-საათის შექმნით. სიახლის შესახებ წერს გამომცემლობა The Information საკუთარ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. არსებული ცნობების თანახმად, სამომავლო სმარტ-საათის მეშვეობით მოხდება შეტყობინებების გაცვლა Facebook-ის სერვისების გამოყენებით, აგრეთვე მხარდაჭერილი იქნება ფუნქციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სპორტით დაკავებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას. ამრიგად, სმარტ-საათი გახდება სოციალური მედიის გიგანტის მზარდი აპარატული ეკოსისტემის ნაწილი, რომელშიც უკვე შედის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Oculus, სმარტ-დისპლეი Portal და ა.შ. ინფორმატორი ამბობს, რომ Facebook-ის სმარტ საათის პირველი ვერსია პროგრამულ პლატფორმა Android-ზე იმუშავებს, თუმცა სამომავლოდ კომპანია გეგმავს საკუთარი ოპერაციული სისტემის დანერგვას, რომლის შემუშავება უკვე დაწყებულია. ასევე ცნობილია, რომ სმარტ-საათი მობილური ოპერატორების ქსელებში იმუშავებს სმარტფონთან სინქრონიზაციის გარეშე. სავარაუდოდ, მოწყობილობის პირველი ვერსია ფართო საზოგადოების წინაშე წარდგება 2022 წელს. Facebook-ის აპარატული ეკოსისტემის გაფართოების გეგმები საიდუმლოს არ წარმოადგენს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის 6 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა პროექტის რეალიზაციაზე შერეული და ვირტუალური რეალობის სფეროებში, აგრეთვე ექსპერიმენტალურ ინიციატივებზე - Facebook Reality Labs განყოფილებაში. ცნობილია ისიც, რომ Facebook მუშაობს სმარტ-სათვალეზე ბრენდ Ray-Ban-თან ერთად და იგი მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს. http://bit.ly/3u3TRGv
  8. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს მაგალითს, რომელმაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარის Bitcoin-ი იყიდა, მრავალი კომპანია მიჰყვება და ეს დააჩქარებს ფიატურ სისტემაზე უარის თქმას, განუცხადა Litecoin-ის შემქმნელმა ჩარლი ლიმ Decrypt-ს. მან ხაზი გაუსვა, რომ მასკის კომპანიამ არა მხოლოდ შეიძინა კრიპტოვალუტა, არამედ ასევე აპირებს მიიღოს იგი საკუთარ პროდუქციაზე საგადახდო საშუალების ფორმით ფიატში კონვერტირების გარეშე. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მერჩანტები დაიწყებენ Bitcoin-ის მიღებას მისი გაყიდვის გარეშე, ჩვენ დავიწყებთ უარის თქმას ფიატურ სისტემაზე“ - თვლის იგი. დამფუძნებლის აზრით, ეს გამოიწვევს ჩაკეტილი ეკონომიკის გაჩენას, რომელშიც ყველა გადახდა და ანგარიშსწორება განხორციელდება კრიპტოვალუტით. „ ეს გარდამტეხი მომენტია, როდესაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ირწმუნა Bitcoin-ის და Tesla-ს ხაზინის 7% ჩადო კრიპტოვალუტაში. ბევრი კომპანია მიბაძავს ამ მაგალითს, რადგან ისინი უფრო მეტად დარწმუნდებიან, როდესაც ნახავენ, რომ ასე იქცევა ილონ მასკი და Tesla, ”- განაცხადა Litecoin-ის დამფუძნებელმა. შეგახსენებთ, რომ პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც საკუთარი რეზერვების ნაწილი ციფრულ ოქროში გადაიტანა, იყო MicroStrategy. ყოველწლიურ კონფერენციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა ისაუბრა Bitcoin-ის პერსპექტივებზე, რა სარგებელი მოაქვს მას ორგანიზაციებისთვის და როგორ შეუძლიათ კომპანიებს მისი ინტეგრირება, რამაც თითქმის 7000 კომპანიის წარმომადგენელი დააინტერესა. http://bit.ly/3tLSnQJ
  9. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple Taiwan Semiconductor Manufacturing Company-სთან (TSMC) ერთად მუშაობს გაუმჯობესებული მიკრო OLED დისპლეის შექმნაზე ტაივანში არსებულ ამ დრომდე უცნობ და გასაიდუმლოებულ საწარმოში. ამ ტექნოლოგიის სამომხმარებლო მოწყობილობებში გამოჩენამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა როდესაც გამოვა, ხელმისაწვდომი გახდება გაცილებით თხელი ეკრანები და შემცირებული ენერგომოხმარება. სიახლის გამავრცელებელი წყაროები აღნიშნავენ, რომ Apple ამ დისპლეების გამოყენებას სამომავლო AR-მოწყობილობებში გეგმავს. როგორც ირკვევა, OLED დისპლეების ახალ სტანდარტში სმარტფონებსა და ტელევიზორებში განთავსებული დისპლეებისგან განსხვავებული პლატფორმაა. მინის ფართობის ნაცვლად ისინი პირდაპირ ჩასმული იქნება იმავე პლატფორმაში, რომლებზეც მზადდება ნახევარგამტარები, ანუ მიკროსქემების ფირფიტები. შედეგად, ახალი დისპლეები გამოდის უფრო თხელი და ასევე მცირდება ენერგომოხმარება. ეს ფაქტი უზრუნველყოფს ფართო გამოყენების პერსპექტივას სხვადასხვა სახის თან სატარებელ მოწყობილობებში, როგორიცაა AR ჰედსეტები და, შესაძლოა, შერეული რეალობის მოწყობილობებიც კი. ინფორმატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული დისპლეი შესამჩნევად განსხვავდება მიკრო ლედ-ტექნოლოგიით დამზადებული დისპლეებისგან, რომლებზეც ასევე მუშაობს Apple. ორივე პროექტის მოტივატორია Apple-ის სურვილი - შემცირდეს Samsung-ზე, როგორც დისპლეების მომწოდებელზე, დამოკიდებულება. კორპორაცია Apple-ისთვის უცხო არ არის TSMC-თან თანამშრომლობა. კონტრაქტორი პასუხისმგებელია Apple-ისთვის iPhone-ებში გამოსაყენებელი პროცესორების მიწოდებაზე, აგრეთვე ეხმარება მას ARM-ის ბაზაზე ჩიპების წარმოებაში, რომლებიც Mac-კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. წყაროს მტკიცებით, მიკრო OLED დისპლეების პროექტი საცდელი წარმოების პროცესშია, რაც ნიშნავს იმას, რომ მასობრივი წარმოება სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში დაიწყება. http://bit.ly/3d2Y5bk
  10. ინდური კოსმოსური სტარტაპი Agnikul Cosmos გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც წარმატებით გამოცადა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი სარაკეტო ძრავი. ნახევრადკრიოგენულ ძრავ Agnilet-ის ბეჭდვის მთლიან პროცესს დასჭირდა მხოლოდ 4 დღე და მისი მეშვეობით დაახლოებით 100 კგ ტვირთის გატანა იქნება შესაძლებელი დედამიწის ახლო ორბიტაზე - დედამიწიდან დაახლოებით 700 კმ სიმაღლეზე. ”მთელი ეს ძრავი, Agnilet, თავიდან ბოლომდე არის ერთიანი დანადგარი და არ აქვს ასაწყობი ნაწილები”, - განაცხადა Agnikul-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. როგორც წესი, სარაკეტო ძრავები შედგება ასობით სხვადასხვა ნაწილისგან, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა იყოს აწყობილი. მეორე მხრივ, Agnilet წარმოადგენს გადაწყვეტილებას - „სამი ერთში“. სამივე მოდული გაერთიანებულია ერთიან აღჭურვილობაში. მათი აწყობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ძრავის წარმოებისთვის ნაკლები დროა საჭირო. Agnikul არ არის ერთადერთი ინდური კომპანია, რომელმაც წარმატებას მიაღწია სარაკეტო ძრავების წარმოებაში. კიდე ერთმა აეროკოსმოსურმა სტარტაპმა - Skyroot Aerospace - გასული წლის სექტემბერში წარადგინა სრულიად კრიოგენული სარაკეტო ძრავი სახელწოდებით Dhawan-I, რომელიც 3D-პრინტერზე იქნა დაბეჭდილი. ეს ძრავი გამოყენებული იქნება რაკეტა Vikram-II-ის გაშვებისას, რომელსაც Skyroot ასევე ნულიდან აშენებს. http://bit.ly/3tKbLxz
  11. Bitcoin-ის კურსი სტაბილურ ზრდას განაგრძობს. ისინი, ვინც მის სწრაფ ვარდნას პროგნოზირებდნენ, აშკარად შეცდნენ, რადგან ისტორიული მაქსიმუმი კვლავ გადაილახა და კრიპტოვალუტის კურსმა 47 ათას აშშ დოლარს მიაღწია. არსებული პროგნოზების თანახმად Bitcoin-ი მალე დანარჩენ 53 ათას აშშ დოლარსაც შეიმატებს: ერთი BTC-ის ფასი - 100 ათასი აშშ დოლარი - ასეთი პროგნოზი უკვე აღარავის აკვირვებს იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვეში კრიპტოვალუტის ფასი 20 ათასიდან 47 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მაინერების რიცხვის უზარმაზარი ზრდის ფონზე ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ფასის ყოველ მორიგ მატებას სერიოზული გავლენის მოტანა შეუძლია ეკოლოგიაზე. როდესაც Bitcoin-ი ძვირდება, მისი მოპოვების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი მატულობს. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტის გენერაცია გამოიმუშავებს დაახლოებით იმდენივე ნახშირორჟანგს, რამდენსაც ახალი ზელანდია - 5-მილიონიანი ქვეყანა - გამოყოფს ატმოსფეროში. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის მოპოვებას 77,78 ტვტ/სთ სჭირდება - ელექტროენერგიის ამავე რაოდენობას იყენებს მთლიანი ჩილე. ეჭვგარეშეა, რომ მილიარდერმა ილონ მასკმა პირდაპირი გავლენა მოახდინა Bitcoin-ის ფასის ბოლოდროინდელ აქტიურ ზრდაზე. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იგი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს კრიპტოვალუტის მხარდასაჭერად, რის შემდეგაც BTC-ის ავტორიტეტი მსოფლიო ბაზარზე ელვისებურად იზრდება. http://bit.ly/2Z5dwY2
  12. კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს Snapdragon X65 5G მოდემების ამორჩევა OEM-დეველოპერებისთვის, რომლებიც აპირებენ ამ ჩიპის მქონე კომერციული მოწყობილობების გამოშვებას მიმდინარე წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვანი ანონსი შესაძლოა შედგეს წლის ბოლოს, მოწყობილობები კი ხელმისაწვდომი გახდება 2022 წლის დასაწყისში ან ოდნავ მოგვიანებით. Qualcomm-ის უახლესი ქმნილება გვევლინება, როგორც მსოფლიოში პირველი 10-გბ 5G მოდემი და პირველი 3GPP 16 RF-სისტემა, რაც მის დაუჯერებელ სიჩქარეზე მიუთითებს. როგორც რესურსი The Verge აღნიშნავს, პრაქტიკულად არც ერთ 5G ქსელს ჯერჯერობით არ შეუძლია უზრუნველყოს ასეთი სიჩქარე. თუმცა როდესაც ამ სიჩქარის დრო დადგება, X65 უკვე მზად იქნება მონაცემთა გადაცემის ასეთი მაჩვენებლისთვის. X65 მოდემს განახლებადი არქიტექტურა აქვს, რაც უზრუნველყოფს მოდემის პერსპექტიულობას პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე, მოწყობილობის სამუშაო ხანგრძლივობის, გაფართოებული შესაძლებლობებისა და მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. გარდა ამისა, მოდემში პირველადაა გამოყენებული მიმღების გაფართოებული შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. კომპანია Qualcomm-ის ინფორმაციით მოწყობილობაში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტით განსწავლული მოდელი, რათა რეალურ დროში განისაზღვროს მოწყობილობაზე მომხმარებლის ხელის განთავსება და მიმღები ანტენის ზუსტი პარამეტრები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის უფრო მაღალ სიჩქარეს, უკეთეს დაფარვასა და ავტონომიური მუშაობის დროის ზრდას. არსებობს მოსაზრება, რომ კორპორაცია Apple X65 მოდემს გამოიყენებს 2022 წლის iPhone-ებში მანამ, სანამ გადავა საკუთარ 5G გადაწყვეტილებებზე. http://bit.ly/3jyTrTm
  13. კომპანიები, რომლებიც თავიათი პროტოტიპების ტესტირებას ახდენენ აშშ-ის საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე, ვალდებულნი არიან რეგულარულად გადასცენ ხელისუფლებას სტატისტიკა გარბენისა და გამოცდაში ადამიანის ჩარევასთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, Apple-იც ვერ მალავს, რომ ასეთი ტესტები ტარდება. გასულ წელს მან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კონკურენტები მას ბევრად უსწრებენ. კალიფორნიის სატრანსპორტო საშუალების დეპარტამენტის ახალ სტატისტიკას Bloomberg-ი გვიზიარებს. სულ გასული წლის განმავლობაში Apple-ის პროტოტიპებმა შტატის გზებზე გაიარეს 30 088 კილომეტრი, ამასთან ტესტირების პროცესში ადამიანის ჩარევის შემთხვევა 130 იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი იძულებული ხდებოდა მართვა საკუთარ თავზე აეღო ყოველ 232 კილომეტრზე. ეს მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია სხვა კომპანიების ფონზე, რომლებიც თავიანთ ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებს ტესტავენ კალიფორნიაში. მაგალითად, General Motors-ის კუთვნილი კომპანია Cruise-ს ავტომობილის გამოცდებისას მართვაში ადამიანის ჩარევა საჭირო ხდებოდა ყოველ 45 632 კილომეტრზე. ფაქტობრივად, გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში გავლილ 320 ათას კილომეტრზე Cruise-ს ავტომატიკას არ უმტყუნია. ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში მყოფმა კომპანია Waymo-მ გასულ წელს მიაღწია ჯამში 1 მლნ კილომეტრ გარბენს თავისი პროტოტიპებით და ეს ორჯერ ნაკლებია იმ შედეგთან, რაც მიღწეულ იქნა 2019 წელს. საგამოცდო პროგრამაზე ნეგატიურად იმოქმედა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. Waymo-ს ავტომატიკის ფუნქციონირებისას ადამიანის ჩარევა საჭირო ხდებოდა საშუალოდ ყოველ 48 ათას კილომეტრზე. თუ Apple-ს დავუბრუნდებით, გასულ წელს მან ორზე მეტჯერ გაზარდა სატესტო გარბენი, თუმცა მაინც ოთხჯერ ჩამორჩება 2018 წლის მაჩვენებელს, როდესაც პროტოტიპმა მოახერხა თითქმის 128 ათასი კილომეტრის გავლა. იმ დროს საჭირო ხდებოდა მძღოლის ჩარევა ყოველ 1.6 კილომეტრზე, ამიტომ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ხარისხი გაუმჯობესდა ავტომატიზაციის საიმედოობის თვალსაზრისით. თუმცა მაინც ცხადია, უსაფრთხოების ამჟამინდელი მაჩვენებლების გათვალისწინებით Apple მალე ვერ გამოუშვებს საკუთარ ავტომატური მართვის ავტომობილებს. წინ მრავალწლიანი დაძაბული შრომაა თუნდაც იმ მიზნისთვის, რომ დაეწიოს Waymo-ს მსგავს ბაზრის ლიდერებს. http://bit.ly/2Z36S4Q
  14. ილონ მასკმა კრიპტოვალუტაში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. სიახლე დასტურდება აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ოფიციალური დოკუმენტებით. საინფორმაციო მედია მოიცვა Tesla-ს მიერ დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ის შეძენის ამბავმა. SEC-ის დოკუმენტი გამოქვეყნებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მას გაეცნოს. რესურსი CNBC აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ფულადი რესურსების შემდგომი დივერსიფიკაციისა და მოგების გაზრდის უზრუნველყოფისთვის". გარდა ამისა, Tesla გეგმავს Bitcoin-ი მიიღოს, როგორც გადახდის საშუალება საკუთარი ელექტრომობილებისა და სხვა პროდუქტების რეალიზაციისას. Tesla-ს ხელმძღვანელმა უკვე არაერთხელ გამოხატა კრიპტოვალუტების მხარდაჭერა, იგი საჯაროდ გამოთქვამდა სურვილს, რომ თავისი კომპანიების კაპიტალის ნაწილის ინვესტირება მოეხდინა უმსხვილეს ციფრულ აქტივში. ბოლო პერიოდში მასკი დიდ აქტიურობას იჩენდა სოციალურ ქსელებში, საუბრობდა Bitcoin-სა და Dogecoin-ზე, რამაც ამ კრიპტოვალუტების ფასის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია. რა თქმა უნდა, ილონ მასკმა თამამი და სარისკო ნაბიჯი გადადგა, რაც კიდევ დიდხანს დარჩება განხილვის საგნად. მოგებას ნახავს თუ არა ანტრეპრენერი ამ ინვესტიციისგან - ამის თქმა ჯერჯერობით რთულია. თუმცა ბირჟა Binance-ის მონაცემებით, სიახლის ფონზე აქტივის ღირებულება 44842 აშშ დოლარამდე გაიზარდა. http://bit.ly/3tIZb1Q
  15. მოხდა მთავარი კრიპტოვალუტების ფასის კიდევ ერთი ნახტომი. როგორც ბოლო დროისთვის დამახასიათებელია, საქმეში ილონ მასკი ჩაერია. გაუგებარია, იგი მომხდარს თამაშად მიიჩნევს და უწევს თუ არა საკუთარ ქმედებებს ანგარიშს, მაგრამ ბოლო პერიოდში მილიარდერი აშკარად უგულებელყოფს იმ კანონებს, რომლებსაც ბირჟის წარმომადგენლები ათწლეულების მანძილზე ამყარებდნენ. თუ ეს ასე გაგრძელდა, მაშინ მთელი ეს დიდი ბიუროკრატიული სტრუქტურა ზედმეტი გახდება და ფიუჩერსების ზრდა-დაცემას უზრუნველყოფს Twitter-ზე ცნობილი ადამიანების მიერ განთავსებული შეტყობინებები. კრიპტოვალუტების ფასის ზრდის ფონზე კვლავ დაიწყო გაჟღერება პესიმისტურმა განცხადებებმა NVIDIA-ს ვიდეო დაფების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ერთ-ერთი მსხვილი ევროპული სავაჭრო დაწესებულება Alternate შეეცადა გაერკვია სიტუაცია პირველი კვარტლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ინფორმაცია მიღებულ იქნა პირველწყაროსგან, შესაბამისად, დასაშვებია, რომ სანდოდ ჩაითვალოს. მაშ ასე, NVIDIA-ს წარმომადგენლებმა განმარტება გააკეთეს თითეული ცალკეული ვიდეო დაფის შესახებ: GeForce RTX 3090: მიწოდების მასშტაბი მცირეა, მოემსახურება ზოგიერთ შეკვეთას; GeForce RTX 3080: მიწოდება მეტად შეზღუდულია და ვერ დააკმაყოფილებს შეკვეთების უმეტეს ნაწილს; GeForce RTX 3070: მიწოდების მასშტაბი მცირეა, მოემსახურება ზოგიერთ შეკვეთას; GeForce RTX 3060 Ti: ხელმისაწვდომობა მეტად შეზღუდულია და იმყოფება მინიმალურ მაჩვენებელზე, შეკვეთებს მოემსახურება ნაწილობრივ. სავჭრო დაწესებულებამ აღნიშნა, რომ ყველაზე მარტივია RTX 3070-სა და RTX 3090-ს შეძენა, რადგანაც ისინი მაინერებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. გარდა ამისა, ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ გრაფიკული ჩიპები კიდევ უფრო გაძვირდება. ისინი, ვინც შეკვეთა უკვე გააფორმეს, მოწყობილობებს ძველი ფასით მიიღებენ, დანარჩენები კი იღბალზე არიან დამოკიდებულნი. Ethereum-ის ფასი კი მატებას განაგრძობს. ამჟამად მისი ფასი 1750 აშშ დოლარზე მეტია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, უცნობია. http://bit.ly/2Z0Hrkm
  16. მილიარდერი ჯეფ ბეზოსი, რომელიც Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობისგან გათავისუფლდა, ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ზე. ინფორმირებულმა წყაროებმა სააგენტო Reuters-ს აცნობეს, რომ მას კრიტიკული წელი და ინტენსიური კონკურენცია ელოდება SpaceX-ისგან, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს. ბეზოსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ Amazon.com-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა პირადი პროექტების განხორციელების მიზნით. ყველასთვის ცნობილია მისი კოსმოსით გატაცება და ცხადია, მას არ აკმაყოფილებს Blue Origin-ის ამჟამინდელი პოზიცია - იგი შესამჩნევად ჩამორჩება SpaceX-ს ორბიტალური გადაზიდვების სფეროში და SpaceX-სა და United Launch Alliance-თან (ULA) წააგო მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები პროგრამა National Security Space Launch-ის ფარგლებში. ეს პროექტი 2022 წელს უნდა ამოქმედდეს. Blue Origin ამჟამად NASA-ს პოტენციურად მრავალმილიარდიანი პროექტის ხელშეკრულების მისაღებად კონკურენციას უწევს ილონ მასკის SpaceX-ს, ასევე Dynetics-ს, რომელიც სამხედრო კონტრაქტორ Leidos Holdings-ს ეკუთვნის. პროექტის მისიაა მთვარეზე ასტრონავტების დასმა. ინფორმატორების თქმით მთვარეზე დასაფრენი მოდულის შექმნასა და სხვა შესაბამის სამუშაოებს ბეზოსი და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები Blue Origin-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ ბეზოსი ყოველწლიურად Amazon-ის 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციებს ყიდიდა Blue Origin-ის დასაფინანსებლად და ეს, მისი თქმით, იყო „ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც მას შეუსრულებია“. http://bit.ly/3rBBFSw
  17. Forbes-მა შეადგინა 2020 წლის კრიპტო ბიზნესის ყველაზე მდიდარი წარმომადგენლების სია. მის სათავეშია Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არმსტრონგი 6.5 მლრდ აშშ დოლარით, მას მოსდევს FTX-ის ხელმძღვანელი სემ ბენკმან-ფრიდი 4.5 მლრდ აშშ დოლარით და Ripple-ს თანადამფუძნებელი კრის ლარსენი - 2.9 მლრდ აშშ დოლარით. საკუთარ გამოთვლებში ჟურნალმა გაითვალისწინა არა მხოლოდ ციფრული აქტივების ღირებულება, არამედ წილები კომპანიებში, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის წარმომადგენლებსა და ტრადიციულ აქტივებთან. რეიტინგში ასევე შევიდნენ: კომპანია MicroStrategy-ს ხელმძღვანელი მაიკლ სეილორი - 2 მლრდ აშშ დოლარი; Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩანპენ „CZ” – 1.9 მლრდ აშშ დოლარი; Gemini-ს დამფუძნებელი ძმები უინკლუოსები - 1.6 მლრდ აშშ დოლარი თითოეულს; Digital Currency Group-ის დამფუძნებელი ბარი სილბერტი - 1.5 მლრდ აშშ დოლარი; Rippleს თანადამფუძნებელი და ყოფილი ტექნიკური დირექტორი ჯედ მაკკალები - 1.4 მლრდ აშშ დოლარი; ვენჩურული ინვესტორი ტიმ დრეიპერი - 1.1 მლრდ აშშ დოლარი; Bloq-ის თანადამფუძნებელი მეთიუ როსზაკი - 1 მლრდ აშშ დოლარი. კრიპტოვალუტების ღირებულება აღებულია 2021 წლის 19 იანვრისთვის და შესაძლოა შემფასებლურ ხასიათს ატარებდეს. 2019 წელს, Bitcoin-ის ამჟამინდელ რეკორდამდეც კი ინტერვიუში Changpeng Zhao-მ საკუთარი ქონება 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა. 11 იანვარს იმ მილიონერების სიაში, რომლებიც გამდიდრდნენ კრიპტოვალუტის ფასის ზრდის გამო, გამოქვეყნდა სეილორის მაჩვენებელი - 600 მილიონი აშშ დოლარი, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე Forbes-ის ამჟამინდელი შეფასების მიხედვით. ადრე ეს დიაპაზონი უფრო ვრცელი იყო. 2018 წლის თებერვალში კრიპტო ინდუსტრიის უმდიდრესი წარმომადგენლების გამომცემლობამ Zhao-ს ქონება 1.1-დან 2 მილიარდ აშშ დოლარამდე შეაფასა. იმ დროს ძმები უინკლუოსები, ბრაიან არმსტრონგი, Galaxy Digital-ის გენერალური დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი და აშშ-ის კერძო ინვესტორი მეთიუ მელონი მილიარდერების სიაში შედიოდნენ მხოლოდ მათი სიმდიდრის ზედა ზღვრის პერიოდში. ასეთივე კონსერვატიზმი დაედო საფუძვლად Forbes 2020-ის მილიარდერების რეიტინგს გასული წლის აპრილში. მასში აღმოჩნდა კრიპტოინდუსტრიის მხოლოდ ოთხი წარმომადგენელი - Bitmain-ის თანადამფუძნებელი მიკრი ჩანი (3.2 მლრდ $) და ჯიჰან ვუ (1.8 მლრდ $), აგრეთვე კრის ლარსენი (2.6 მლრდ $) და ბრაიან არმსტრონგი (1 მლრდ $). http://bit.ly/3jrz4HV
  18. რესურს RedGamingTech-მა გადაწყვიტა კვირის დაწყება RDNA 3 არქიტექტურის მქონე გრაფიკული გადაწყვეტილებების მახასიათებლების გაზიარებით, რომელთაც AMD სავარაუდოდ გამოუშვებს მომდევნო წლის პირველ ნახევარში. რა თქმა უნდა, ეს თარიღი წინასწარი პროგნოზია და პირველწყაროსთან არ არის დაკავშირებული. სუფთა სიჩქარის თვალსაზრისით RDNA 3 არქიტექტურის წარმომადგენლები უნდა იყოს დაახლოებით ორნახევარჯერ სწრაფი, ვიდრე RDNA 2 მოდელები, ამასთან გათვალისწინებული არ არის ენერომოხმარებასთან დაკავშირებული ცვლილებები. როგორც წყარო აღნიშნავს, NVIDIA-სთვის ცნობილია AMD-ის ორიენტირები, ასე რომ RDNA 3-ის გამოსვლა გასაკვირი არ იქნება. მოსალოდნელია, რომ Navi 3X სერიის ორ გრაფიკულ პროცესორს ექნება მრავალკრისტალიანი სტრუქტურა: ესენია Navi 31 და Navi 32. ამასთან Navi 33-ში შენარჩუნებული იქნება მონოლითური კრისტალი. არ არის გამორიცხული, რომ პირველ ორ გრაფიკულ პროცესორში კომბინირებული იყოს ცალკეული კრისტალები ნაკადურ პროცესორებსა და გარკვეულ საერთო კრისტალთან input/output ლოგიკით ისევე, როგორც ამჟამინდელი თაობის Ryzen პროცესორების შემთხვევაში. წყაროს თანახმად თითოეულ ჩიპლეტზე გამოყოფილია 80 ბლოკი. გამომთვლელი გრაფიკული არქიტექტურა CDNA 2-ის დებიუტი უნდა შედგეს მიმდინარე წლის ბოლოს და იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ სერვერულ სეგმენტში. http://bit.ly/3qdhHNH
  19. კომპანია SQ4D-მ გასაყიდად გამოიტანა რივერჰედში (ნიუ-იორკის შტატი) არსებული სახლი, რომელიც აგებულია 3D-პრინტერის მეშვეობით. 1900 კვადრატული ფუტის (დაახლოებით 177 მ2) ზომის უძრავი ქონების ფასი 299 999 აშშ დოლარს შეადგენს. სახლში მოცემულია სამი საძინებელი, ორი სააბაზანო ოთახი და ცალკე ავტოფარეხი. SQ4D იყენებს მშენებლობის ავტომატიზებულ მეთოდებს ან 3D-ბეჭდვას შენობა-ნაგებობების ასაშენებლად. „ეჭვს არ იწვევს, რომ ეს მომავალია“, - აცხადებს SQ4D Inc.-ის ოპერაციების დირექტორი კირკ ანდერსენი. მისივე თქმით, ეს არის 3D პრინტერის გამოყენებით აგებული პირველი სახლი შეერთებულ შტატებში, რომელმაც მიიღო ექსპლუატაციის სერთიფიკატი. მისი თქმით, ნებართვების მიღება არ იყო ადვილი ადგილობრივი მკაცრი სამშენებლო ნორმების გამო. – „ჩვენ ეს შევძელით ერთ-ერთ რთულ ადგილას. ამას თავისი უპირატესობა გააჩნია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში მსგავსი სახლების აშენებას ნებისმიერ ადგილას შევძლებთ“ - განაცხადა კომპანიის ტოპ-მენეჯერმა. ანდერსენი ასევე ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ 3D-პრინტერით აგებული მსოფლიოში ყველაზე დიდი სახლი, რომელმაც ნებართვა მიიღო მასში ადამიანების დასახლებისთვის. 3D-პრინტერზე დაბეჭდილ სახლებს რადიკალური გავლენის მოხდენა შეუძლია ამერიკელი პოტენციური მყიდველების საფულეებზე. – აღნიშნავენ, რომ „ მშენებლობა 50%-ით უფრო იაფია რივერჰედში არსებულ ახლად აშენებულ სახლებთან შედარებით და მშენებლობის პროცესი ათჯერ უფრო სწრაფია“. http://bit.ly/3aI53iV
  20. პროგრამაში „Bitcoin-ი კორპორაციისთვის“ ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერ MicroStrategy-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს 6917 სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. საერთო ჯამში MicroStrategy World 2021 ონლაინ კონფერენციაზე დარეგისტრირდა 22 031 მონაწილე, საიდანაც 8197 ადამიანი დაინტერესებული იყო MicroStrategy-ს ხელმძღვანელ მაიკლ Saylor-ის გამოსვლის მოსმენით, რომელშიც მან ისაუბრა პირველი კრიპტოვალუტის პოტენციალზე, თუ როგორ შეუძლიათ მისი ინტეგრირება კორპორაციებს და რა უპირატესობას მიიღებენ. ღონისძიების დროს მონაწილეებს ასევე განუცხადეს Bitcoin-ის იურიდიულ და ფინანსურ ასპექტებზე, მათ შორის დაბეგვრაზე. კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 3-4 თებერვალს და სეილორმა გამოხმაურება აღწერა, როგორც „მოლოდინს გადაჭარბებული“. კომპანიამ ყველა გამოსვლა და მასალა თავის საჯარო ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. MicroStrategy იყო პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც თავისი კაპიტალის ნაწილი Bitcoin-ზე გადაიტანა. 2018 წლის აგვისტოში მან იყიდა 21,454 BTC. შემდეგ თვეში კომპანიამ გაზარდა კრიპტოვალუტის რეზერვები დამატებითი 16,796 BTC-ით. ამ გარიგებების შემდეგ სეილორმა კომპანიის ინვესტიცია Bitcoin-ში 425 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა საკომისიოებისა და ხარჯების ჩათვლით. სტატიის დაწერის დროს ეს 38,250 BTC ღირს 1,48 მილიარდი აშშ დოლარი. კომპანიამ განაგრძო ინვესტირება ციფრულ ოქროში, მისი უდიდესი შენაძენი იყო 29,646 BTC დეკემბერში - 650 მილიონ აშშ დოლარად, რომელიც კომპანიამ მოიპოვა სასესხო დაფინანსების სახით. 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული MicroStrategy-ს აქციების ფასი 123-დან 806 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ბაზრის კაპიტალიზაცია მიუახლოვდა 7.5 მლრდ აშშ დოლარს. იანვარში სეილორმა განაცხადა, რომ კომპანია გააგრძელებს თავისუფალი ფულადი რესურსების ინვესტირებას Bitcoin-ში და განიხილავს პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირების სხვა შესაძლებლობებს. http://bit.ly/3aC2XBe
  21. NVIDIA GeForce RTX ვიდეო დაფებს უკვე დიდი ხანია აქვთ წვდომა DLSS ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს წარმადობა აფსკეილინგის ხარჯზე. მარტივად რომ ითქვას, ვიდეო დაფა ამუშავებს გამოსახულებას იმაზე დაბალი გაფართოებით, ვიდრე დისპლეიზე გამოდის, მასშტაბირების პროცესით კი დაკავებულია ნეიროქსელი. GeForce RTX 3000 სერიის ვიდეო დაფებმა დაუყოვნებლივ მიიღეს წვდომა მომწიფებულ DLSS 2.0 ტექნოლოგიაზე, რამაც მათ Radeon RX 6000-თან შედარებით უპირატესობა მიანიჭა რეითრეისინგში წარმადობის პირდაპირი შედარებისას. საინტერესოა, რომ ახალი გრაფიკული ჩიპების გამოცხადების დროს AMD-მ ისაუბრა FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიის მალე გამოსვლაზე, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მყიდველები მხოლოდ ნაწილობრივ მზა პროდუქტის მფლობელები გახდნენ და კვლავ დარჩნენ ფუნქციონალური ნაწილის გარეშე, რათა კონკურენცია გაეწიათ მათთვის, ვინც NVIDIA-ს მხარე აირჩია. ეს ალოგიკურად გამოიყურება, რადგან ამ შემთხვევაში ეს ხალხი ინვესტიციებს დებს მომავალში და აწმყო არაფრისმომცემია. უახლესი ინფორმაციით ეს არეულობა მალე უნდა დასრულდეს. მითითებულია, რომ პროექტმა საბოლოო ეტაპს მიაღწია, რაც წითელი დაფების მფლობელებს საშუალებას მისცემს მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღონ წვდომა FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიაზე. ზუსტი თარიღები ჯერ არ არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ მაისი იქნება ყველაზე პესიმისტური ვარიანტი. ცნობილია, რომ AMD-ს ახალი მეთოდიკა ემყარება Microsoft DirectML API-ს, რაც საშუალებას მისცემს გამოსახულებას - მასშტაბირებადი გახდეს ხარისხის მინიმალური დაკარგვით. NVIDIA-ს გრაფიკულ დაფებს ასევე ექნებათ წვდომა ტექნოლოგიაზე, მაგრამ, სავარაუდოდ, აირჩევენ საკუთარ DLSS-ს. ასევე, Radeon RX 6000 გრაფიკული დაფების დიდი უპირატესობა უნდა უზრუნველყოს მოზრდილმა L3 Infinity Cache-მა, რომელიც განთავსებული იქნება GPU-ის კრისტალზე. http://bit.ly/2MHpHI6
  22. როგორც უკვე დიდი ხანია ცნობილია, Ponte Vecchio გამოთვლითი ამაჩქარებლების სერია უნდა გახდეს ყველაზე მოწინავე დაკომპლექტებისა და წარმოების ტექნოლოგიის მხრივ მაშინაც კი, თუ Intel-ი ცალკეულ კრისტალებს მესამე მხარის მწარმოებლებისგან მიიღებს. როგორც ჩანს, ერთ-ერთ პროტოტიპს აქვს 41 კრისტალი ერთ შეფუთვაში. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გზით შეგვიძლია ინტერპრეტაცია გავუკეთოთ რაჯა კოდურის ახალ პუბლიკაციას, რომელიც აგრძელებს Intel-ის გრაფიკული გადაწყვეტილებებისა და მასთან დაკავშირებული კომპიუტერული ამაჩქარებლების ზედამხედველობას. მან იანვრის ბოლოს უკვე წარადგინა სერვერული ჩიპის ნიმუში, რომელსაც რამდენიმე კრისტალი აქვს ერთ ფართობზე, ახლა კი ილუსტრაციად გამოყენებულია მანდელბროტის ნაკრების გრაფიკული გამოსახულების აბსტრაქტული სურათი. კოდურის თქმით, ამჟამად ამაჩქარებლის პროტოტიპი 41 ჩიპლეტით ძალებს ცდის განსაზღვროს ამ ნაკრების ფართობი და ამოცანების გადაჭრასთან დაკავშირებული მათემატიკური პრობლემები. მან ამ მოქმედების შედარებაც კი გააკეთა დისპლეიზე ფრაზის - „hello, world“ გამოტანით, სატესტო პროგრამის მუშაობის შედეგად. რაჯა კოდურიმ აღნიშნა, რომ მართალია ეს გამოთვლითი გადაწყვეტილება გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის სისტემების სეგმენტში - ეჭვგარეშეა, იგი გაახარებს კომპიუტერული გრაფიკის ბევრ თაყვანისმცემელს. იმის გათვალისწინებით, იანვარში წარდგენილ ფოტოზე ნაჩვენებია ათზე მეტი ჩიპი ერთ პაკეტში, მაშინ მზა გამოთვლით ამაჩქარებელს შეუძლია ერთ დაფაზე ოთხამდე ამგვარი პროცესორის გაერთიანება. http://bit.ly/3oZhig2
  23. ზოგი მაინინგს მომგებიანად თვლის, ზოგი - არა, თუმცა ასეა თუ ისე, ყველამ მოისმინა ამბები, რომ ხალხი ჯერ კიდევ 2017 წლიდან ყიდულობდა ვიდეო დაფებს და დამოუკიდებლად გაიკვალეს გზა ნათელი მომავლისკენ. იმ დროსაც, როგორც ახლა, შეინიშნებოდა მაკომპლექტებლების მასიური დეფიციტი მაინერების მზარდი რაოდენობის გამო. მაშინ სხვა მოსაზრებები არსებობდა და მოცემულ მომენტში შეუძლებელია საშუალო დონის დეფიციტის შედარება დაფების სრულ არარსებობასთან. რამდენიმე კვირის წინ მოგების მნახველთა მსურველები კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის კომპიუტერებს იყენებდნენ. ამჯერად ლეპტოპების შესყიდვა დაიწყო. იმის გამო, რომ ცალკე გრაფიკული პროცესორის პოვნა ფატობრივად შეუძლებელია, ხოლო კარგი ვიდეო დაფის მქონე პერსონალური კომპიუტერი მეტად ძვირია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ჩინელმა მაინერებმა ლეპტოპების ყიდვა დაიწყეს, თანაც იმ მოდელების, რომლებშიც დაყენებულია უშუალოდ RTX 3070 და RTX 3080. ახალი ვიდეო დაფების მქონე ლეპტოპები აღმოჩნდა ვირტუალური ფულის მოპოვების უკანასკნელი შანსი და, ალბათ, ერთადერთი საშუალება - წარუმატებლობის შემთხვევაში დაიხარჯოს მინიმალური თანხა. რესურს VideoCardz-ის თანახმად, ჩინეთში გაჩნდა ტენდენცია, რომ ერთდროულად შეისყიდონ 10-15 ლეპტოპი მოწინავე ვიდეო დაფებით. მაინერები მათგან სრულფასოვან ფერმებს აწყობენ, რადგანაც Ethereum-ის მოპოვება 2-3 კვირაში სრულად ფარავს ამგვარი ფერმების დანახარჯებს. წარმატებული მაინინგის მაგალითი აჩვენა ბლოგერმა Fish Pond F2pool. მან კაფეში RTX 3060 დაფის მქონე ლეპტოპით ჯდომისას ლეგალურად გამოიმუშავა 0.90 აშშ დოლარი, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამოეღო დალეული ყავის ხარჯი. http://bit.ly/2YQTqAT
  24. უამრავი არაჩვეულებრივი დედა დაფა არსებობს. მწარმოებელი კომპანიები ექსპერიმენტებს ატარებენ დიზაინში, ამატებენ განათებას, აკოპირებენ ანიმეების ან პოპულარული თამაშების სტილისტიკას. რადგანაც ამგვარი პროდუქტები საკმაოდ მცირე რაოდენობით გამოდის, ფანები მათ სასწრაფოდ ყიდულობენ. სპეციალურად ასეთი დედა დაფებისთვის არსებობს მინის პანელების მქონე კეისები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დატკბეს მოწყობილობის სილამაზით. ბევრი ადამიანი გულგრილად უყურებს ამგვარ ხრიკებს და ირწმუნება, რომ მთავარია სიჩქარე და არა ფერადი განათება. როგორც ჩანს, ASRock-ს საკუთარი აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან გამოუშვა ახალი Taichi - Z590 ჩიპსეტზე, რომელიც მუშაობს ელექტროძრავით. რეალურად, მისთვის ძრავის წოდება რთულია, რადგანაც ეს არის მარტივი კონსტრუქცია განათებითა და უჩვეულო ფორმით. საინტერესოა ის, რომ ASRock მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააკონფიგურირონ ბრუნვის სიჩქარე და RGB განათება, რაც ამ ელემენტს ნამდვილად უნიკალურს ხდის. თუკი ახალ დაფას Z490 ჩიპსეტზე მოქმედ ამჟამინდელ ვერსიას შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ახალ დაფას აქვს 15-ის ნაცვლად 14 კვების ფაზა, თუმცა წარმოდგენილია გაცილებით მოწინავე 90А დროსელებით. შედეგად დაფა არის უფრო გამძლე და უზრუნველყოფს შთამბეჭდავ აჩქარებას. ამრიგად, ამჟამად ხელმისაწვდომია 900А-ს ნაცვლად 1260А. ახალ სერიაში მხარდაჭერილია PCIe 4.0 სტანდარტი, რაც საშუალებას იძლევა დაყენდეს სწრაფი SSD. ახალი დაფის სარეკომენდაციო ფასი 430 აშშ დოლარს შეადგენს, წინა მოდელის ღირებულება 370 აშშ დოლარია. http://bit.ly/39WUgCj
  25. საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan Chase-მა გამოაქვეყნა Apple-ის ბოლო თაობის სმარტფონების სამომავლო პროგნოზი. ზოგიერთ მოდელზე არსებული დაბალი მოთხოვნის გამო კუპერტინოელებს მოუწევთ შეამცირონ წარმოების მასშტაბი და შესაძლოა უარი თქვან კიდეც ერთ-ერთზე. iPhone 12 სერია ოქტომბერში გამოვიდა. iPhone 12-ის, 12 Pro-სა და 12 Pro Max-ის პარალელურად ხაზში შევიდა iPhone 12 mini - სერიის ყველაზე დაბალფასიანი სმარტფონი ყველაზე პატარა დისპლეით (მასში გამოყენებულია 5.4-დუიმიანი OLED-მატრიცა). ამ მოწყობილობას გაყიდვების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს სერიის სხვა მოდელებთან შედარებით - მასზე მოდის მთლიანი მიწოდების მხოლოდ 6%. JPMorgan Chase-ის პროგნოზის თანახმად, ამის გამო Apple-ს მოუწევს iPhone 12 mini-ს წარმოების შემცირება 11 მილიონი მოწყობილობით. 9 მილიონი ერთეულით შემცირება შეეხება ასევე iPhone 12-ს. საინვესტიციო ბანკის ექსპერტები მიწოდების ჯაჭვის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ”სუსტი საბაზრო მოთხოვნისა და გლობალური გაყიდვების მცირე მასშტაბის გამო 2021 წლის მეორე კვარტალში Apple საერთოდ შეწყვეტს iPhone 12 mini-ს გაყიდვას”. თუ ეს მოხდება, iPhone 12 mini აღმოჩნდება ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლის მქონე სმარტფონი iPhone-ის ისტორიაში. ამავე დროს, არსებობს შანსი, რომ კომპანიამ წარმოადგინოს განახლებული ვერსია შემცირებული ღირებულებით. http://bit.ly/3jCPKfL
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.