-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
პირველი კრიპტოვალუტის კურსმა კიდევ ერთხელ განაახლა ისტორიული მაქსიმუმი. Bitcoin-ის ფასი გამყარდა 40 ათას აშშ დოლარიან ნიშნულზე. სტატიის წერის მომენტში ბაზრის ფლაგმანის ფასი დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი იყო. ციფრული ოქროს ბაზრის კაპიტალიზაცია CoinGecko-ს თანახმად შეადგენს 654.5 მლრდ აშშ დოლარს. Bitcoin-ის ფასის დინამიკა 2021 წლის დასაწყისში. ბირჟა Bitstamp-ის BTC/USD საათობრივი გრაფიკი TradingView-სგან Bitcoin-ი იყიდება თითქმის 80%-ით მეტად წინა აღმასვლის პერიოდთან შედარებით, რომელიც მიღწეულ იქნა 2017 წლის ბოლოს და იმდროს მისი ფასი იყო 20 ათასი აშშ დოლარი. Bitstamp-ის BTC/USD-ის კვირის გრაფიკი TradingView-სგან Bitcoin-ის სწრაფმა ზრდამ დადებითად იმოქმედა სხვა კრიპტოაქტივების, მათ შორის Ethereum-ის ფასზე. მისი ფასი 1100 აშშ დოლარზე მეტია. ათეულში ჩამორჩა მხოლოდ XRP ტოკენი Ripple-ს წინააღმდეგ ახალი სარჩელის ფონზე. სოციალური მედიის ბევრმა მომხმარებელმა გამოხატა დაუფარავი სიხარული ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ზოგმა გაიხსენა Bitcoin-ის ცნობილი კრიტიკოსი პიტერ შიფი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ფინანსურმა გიგანტმა JPMorgan-მა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის ზრდა 146 ათას აშშ დოლარამდე. http://bit.ly/3opGkWk
-
ცნობილი გახდა, რომ ADATA Technology მალე დაიწყებს ახალი თაობის SD Express მეხსიერების ბარათების წარმოებას. მათი მთავარი განსხვავება წინამორბედებისგან მდგომარეობს მონაცემთა წაკითხვისა და ჩაწერის მნიშვნელოვნად მაღალ სიჩქარეში. ახალი მეხსიერების ბარათების მიწოდების პირველი ეტაპი დაიწყება 2021 წლის მეორე კვარტალში. დაანონსებული მეხსიერების ბარათები შეესაბამება SD 7.0 სტანდარტს, რომელიც SD Association-მა 2018 წელს დაამტკიცა. სტანდარტის მთავარი ინოვაცია იყო PCIe ინტერფეისისა და NVMe პროტოკოლის მხარდაჭერა, რის შედეგად უზრუნველყოფილია მონაცემთა წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარის მნიშვნელოვანი ზრდა. მეხსიერების ბარათებს, რომლებიც შეესაბამება ახალ სტანდარტს, ეწოდება SD Express და დაახლოებით სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის ბარათები. ADATA-ს მეხსიერების ბარათები აღჭურვილი იქნება PCIe Gen3 ინტერფეისით და შეძლებენ 825/410 მბ/წმ წაკითხვის/ჩაწერის სიჩქარის დემონსტრირებას. SD Express მეხსიერების ბარათები გაყიდვაში უნდა გამოვიდეს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ბარათებში PCIe და NVMe მხარდაჭერის დანერგვა ლოგიკური ნაბიჯია, რადგან ორივე სტანდარტი დიდი ხანია გამოიყენება მყარ დისკებში. ახალი თაობის მეხსიერების ბარათები შეინარჩუნებენ ჩვეულებრივი SD ბარათების ფორმას, მაგრამ ამავე დროს მათი სიჩქარე სამჯერ გაიზრდება. დეველოპერებს ასევე მიაჩნიათ, რომ იმავე ფორმ-ფაქტორის შენარჩუნება და UHS-I-სთან თავსებადობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს SD Express მეხსიერების ბარათების გამოყენებაზე მასობრივი გადასვლის პროცესს. http://bit.ly/3njWcbI
-
სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო კოსმოსური ტელესკოპის აგება შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციასა (NASA) და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. საუბარია პროექტ SPHEREx-ზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადრეული სამყაროს შესწავლას, ყინულის გავრცელებისა და სავარაუდო ბიოლოგიური სიცოცხლის საკითხების ჩათვლით. კოსმოსური ტელესკოპი SPHEREx წარმოდგენაში. ფოტოს წყარო: NASA სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტროს თანახმად, პროექტი SPHEREx (სპექტროფოტომეტრი სამყაროს ისტორიის შესწავლისთვის, რეიონიზაციისა და ყინულის ეპოქა) დამტკიცებულია საბოლოო სახით, რამაც ტელესკოპური სისტემების შექმნას გზა გაუხსნა. სამხრეთ კორეის ინსტიტუტი KASI ერთადერთია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, რომელსაც დაევალა შექმნას მომავალი ტელესკოპის ნაწილები. ინსტიტუტი პასუხისმგებელია ფოტოების გადაღებისთვის განკუთვნილი ფილტრების შექმნასა და ტელესკოპის სისტემის კალიბრირებაზე. SPHEREx-ის მისიის დაწყება 2023 წლის დეკემბერში არის დაგეგმილი. მის ფარგლებში უნდა მოხდეს მთლიანი ცის კარტოგრაფირება ორ წელიწადში ოთხჯერ. გამოკვლევა განხორციელდება ინფრაწითელ დიაპაზონში ახლო მანძილზე 102 ტალღის სიგრძეზე. ”ეს იქნება შავ-თეთრიდან ფერად გამოსახულებებზე გადასვლის მსგავსი მოვლენა, ან როგორც კანზასიდან ოზის სამყაროში მოხვედრა“ - განაცხადა პრესრელიზში ალენ ფარინგტონმა, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის SPHEREx-პროექტის პროექტის მენეჯერმა. http://bit.ly/3972h67
-
საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ის წარმომადგენლებმა დაასახელეს Bitcoin-ის თეორიული გრძელვადიანი სამიზნე ფასი - 146 ათასი აშშ დოლარი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ოქროს ალტერნატივის იმიჯი პირველ კრიპტოვალუტას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. ბანკში აღნიშნეს, რომ ამისთვის აუცილებელი პირობაა Bitcoin-ისა და ოქროს არასტაბილურობის მაჩვენებელების დაახლოება. კრიპტოვალუტის მასობრივი მიღებისთვის ბიძგის მიმცემი მილენიალების თაობა იქნება, ირწმუნებიან JPMorgan-ში. „ჩვენი აზრით, ეს მრავალწლიანი პროცესია“. პროგნოზი შემუშავდა Bitcoin-ის თეორიული კაპიტალიზაციის გაანგარიშების საფუძველზე იმ თანხების შემოდინების შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად მოცემულია ოქროს ზოდების საფუძველზე არსებულ ETF-ში. ანალიტიკოსებმა მიუთითეს, რომ ასეთი ETF-ებიდან თანხის გადინება და Grayscale-ის ფონდებში შემოდინება 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ადრე ჰოლდინგში განაცხადეს, რომ ინსტიტუციონალები Bitcoin-ში 600 მლრდ აშშ დოლარამდე თანხას მოიტანენ. კიდევ ერთი თამამი განცხადება გააკეთა კომპანია Guggenheim Partners-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა - მან Bitcoin-ის სამომავლო ფასად 400 ათასი აშშ დოლარი დაასახელა. http://bit.ly/3b5ifjQ
-
ამერიკული კომპანია AMD უკვე რამდენიმე წელია აღმასვლას განიცდის, რასაც ხელს უწყობს Ryzen-სერიის პროცესორები. PassMark-ის მონაცემების თანახმად, პირველად 15 წლის მანძილზე „წითელმა კალიფორნიულმა გიგანტმა“ დესკტოპ-პროცესორების ბაზარზე გადაუსწრო მთავარ კონკურენტ Intel-ს. აქვე აღვნიშნავთ, რომ PassMark ეყრდნობა ტესტებში პერსონალური კომპიუტერების შედეგებს. ამასთან საუბარი ეხება მხოლოდ იმ კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Windows-ზე. ამიტომ რეალური სურათი შესაძლოა განსხვავდებოდეს PassMark-ის პროგრამული უზრუნველყოფის ავტორების მიერ წარმოდგენილი ვითარებისგან. ამჟამად AMD-ის წილი 50.8%-ს შეადგენს, Intel-ის - 49.2%-ს. ბოლოს მსგავსი სიტუაცია შეინიშნებოდა 2006 წელს. იმ დროს წლის პირველ კვარტალში AMD-ის წილმა 53.9% შეადგინა. შესაბამისად, Intel-ის მაჩვენებელი 46.1% იყო. თუმცა, 15 წლის წინ AMD-ის ლიდერობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა. ამჯერად მას ხელთ აქვს ყველაფერი, რათა უფრო დიდხანს შეინარჩუნოს მოწინავე ადგილი. მობილური პროცესორების ბაზარზე კვლავ Intel-ი დომინირებს 83.8%-იანი წილით, AMD მხოლოდ 16.2%-ს ფლობს. სერვერული პროცესორების სეგმენტში Intel-ი შანსს არ უტოვებს კონკურენტს და უკავია 98.6%. თუკი საერთო ჯამში ყველა პროცესორზე ვისაუბრებთ, ლიდერი Intel-ია. მისი წილი 61.1%-ს შეადგენს. AMD ფლობს 38.9%-ს. სხვაობა 22.2% კი მინიმალურია ბოლო 15 წლის განმავლობაში. http://bit.ly/38e0Of6
-
როგორც ჩანს, NVIDIA ნამდვილად აპირებს გამოუშვას GeForce RTX 3060 დაფის კიდევ ერთი ვერსია - GeForce RTX 3060 Ultra. ინტერნეტ-წყაროებმა გააზიარეს ASUS-ის მიერ დამზადებული ასეთი დაფის არატრადიციული ვერსიის სურათები. ახალი ვიდეო დაფის მთავარი მახასიათებელი იქნება 12 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერების არსებობა. ცნობილია, რომ GeForce RTX 3060 Ultra-ს თავდაპირველად უნდა დარქმეოდა უბრალოდ GeForce RTX 3060. რესურს Wccftech-მა გააზიარა ASUS-ის მიერ დამზადებული, ჯერ არგამოსული GeForce RTX 3060 Ultra ვიდეო დაფის ფოტოები (მოდელი TUF-RTX3060U-O12G-Gaming). როგორც შეფუთვაზე არსებული წარწერა მოწმობს, ეს ამაჩქარებელი უნიკალური იქნება 12 გბ ვიდეომეხსიერებით იმის ფონზე, რომ მოდელების ხაზში მას ზემოთ დგას ვიდეო დაფები GeForce RTX 3060 Ti, GeForce RTX 3070 და GeForce RTX 3080 ნაკლები მოცულობის ვიდეომეხსიერებით (8 ან 10 გბ). დიდი ალბათობით, ამ ფაქტით შესაძლებელია აიხსნას ის, რომ პერსპექტივაში GeForce RTX 3000-სერიაში ასევე შევა GeForce RTX 3070 და GeForce RTX 3080 დაფების Ultra-ვერსიები დიდი მოცულობის მეხსიერებით. წყაროს თანახმად, ASUS ერთდროულად ამზადებს GeForce RTX 3060 Ultra-ს რამდენიმე ვერსიას, მათ შორის, ფლაგმანური ROG Strix სერიის ფარგლებში. რაც შეეხება TUF Gaming GeForce RTX 3060 Ultra-ს, ამ დაფას ექნება გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით. არსებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის კომპიუტერის კორპუსში იგი გაფართოების ორნახევარ სლოტს დაიკავებს. სამწუხაროდ, ვიდეო დაფის კვების ქვესისტემის კონფიგურაციის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. თუკი TUF Gaming სერიის სხვა მოდელების მაგალითს მიჰყვება, მასთანაც შესაძლოა გამოიყენებულ იქნას ერთი ან ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. რაც შეეხება ვიდეო კონექტორებს, დაფას ექნება ერთი HDMI ინტერფეისი და სამი DisplayPort. მითითებულია, რომ GeForce RTX 3060 Ultra-ს ეტალონური ვერსიის სარეკომენდაციო ღირებულება იქნება 449 აშშ დოლარი. ახალი პროდუქტის ანონსი მოსალოდნელია 12 იანვარს დაგეგმილ NVIDIA-ს ღონისძიების ფარგლებში. http://bit.ly/393Qc1t
-
კომპანია Blockstream აპარატული კრიპტო საფულეების ბაზარზე შევიდა ღია კოდის მქონე მოწყობილობა Jade-ით, რომელიც საშუალებას იძლევა მასში შეინახოს Bitcoin-ები და სხვა აქტივები Liquid Network Sidechain-ზე. ”დამოუკიდებელ შენახვას დიდი მნიშვნელობა აქვს Bitcoin-ის სწორად გამოყენებისთვის. როგორც ყველამ ვიცით, მესამე მხარის ნდობა - ეს არის ხვრელი უსაფრთხოებაში. მაგრამ ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე გასაღებების შენახვამ შესაძლოა პრივატული გასაღებები ზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფის რისკის ქვეშ დააყენოს“ - ნათქვამია განცხადებაში. Blockstream Jade გამოირჩევა 16-ბიტიანი ფერადი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 240 x 135 პიქსელი. ჯერჯერობით მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ ოპერაციულ სისტემა Android-ზე. კომპანია აპირებს უახლოეს მომავალში დაამატოს დესკტოპ ვერსიის, შემდეგ კი iOS-ის მხარდაჭერა. Jade-ში გამოყენებულია Blockstream Green პროგრამული საფულის ინტერფეისი. აპარატულ საფულეს აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოიყენება -მაგალითად, ჩაშენებული კამერა. სავარაუდოდ, მომავალში იგი უზრუნველყოფს QR კოდების გამოყენებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Blockstream-მა წარადგინა Bitcoin-საფულე AQUA, რომელსაც ასევე გააჩნია Liquid Network Sidechain-ზე არსებული აქტივების მხარდაჭერა. http://bit.ly/2MlVvBF
-
AMD-მ უკვე გაიმყარა პოზიცია გრაფიკული ჩიპების ბაზარზე Radeon 6000 გრაფიკული დაფების საკმაოდ მძლავრი სერიით, რომელიც კარგად წარმოაჩენს თავს კონკურენტების წინააღმდეგ. მაგრამ ეს წარმატება სულაც არ ნიშნავს ახალ გადაწყვეტილებებზე მუშაობის დასრულებას. ინტერნეტ-დეტექტივმა Komachi-მ USB-IF-ის ფორუმის ვებგვერდზე აღმოაჩინა სამი ახალი ჩანაწერი, სადაც ნახსენებია აქამდე უცნობი Navi 21 XTXH და Nashira Point გრაფიკული ჩიპები. შედარებისთვის, ფლაგმანურ ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT-ს გრაფიკულ ჩიპს Navi 21 XTX ეწოდება და დამატებით ასო H შესაძლოა ნიშნავდეს ამ ჩიპის უფრო მძლავრ ვერსიას დიდი რაოდენობით CU-ებით, ან არსებული ჩიპის შემცირებულ კონფიგურაციას, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ ტოპ ვიდეო დაფას. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ამ სახელის უკან იდგეს ბანალური ინჟინრული ნიმუში Navi 21 XTX. ზოგიერთი რესურსი მიგვანიშნებს, რომ ეს ჩიპი არის ყველაზე მაღალი მობილური GPU ხაზის წარმომადგენელი, რომელიც დაფუძნებულია RDNA2 არქიტექტურაზე. ასეა თუ ისე, კორპორაციის სიღრმეში მუშაობა უკვე დაწყებულია ახალ პროდუქტებზე, რომელთა შესახებაც წარმომადგენლები ისაუბრებენ CES 2021 გამოფენაზე. http://bit.ly/38b8kHu
-
2009 წლის 3 იანვარს ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა, ფსევდონიმით Satoshi Nakamoto, აამოქმედა Bitcoin-ის მთავარი ქსელი 50 BTC-ის Genesis-ბლოკის მოპოვებით. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე - 2008 წლის 31 ოქტომბერს, გამოიცა პირველი კრიპტოვალუტის White Paper. Bitcoin-ის შექმნის მოტივები და სატოში ნაკამოტოს პიროვნება კვლავ საიდუმლოდ რჩება, რომელთა გარკვევას ცდილობს კრიპტო საზოგადოება და მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებიც. პირველი კრიპტოვალუტის გენეზისის ბლოკის ჰეში შეიცავდა ბრიტანული გამოცემა The Times-ის სტატიის სათაურს "კანცლერი ბანკისთვის მეორე დახმარების ზღვარზე" (Chancellor on brink of second bailout for banks). არ არის გამორიცხული, რომ Bitcoin-ის შექმნის ერთ-ერთი სტიმული იყო გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელიც 2007-2008 წლებში დაიწყო, რასაც თან ახლდა უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების დაშლა, წარმოების მოცულობის შემცირება, ნედლეულზე მოთხოვნისა და ფასების ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და მთავრობის აქტიური ჩარევა ეკონომიკაში. პირველი Bitcoin-ტრანზაქცია განხორციელდა 2009 წლის 12 იანვარს - სატოში ნაკამოტომ 10 BTC გაუგზავნა ჰელ ფინნის. მანამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნდა Bitcoin-ის პროგრამული უზრუნველყოფა 0.1. დღესდღეობით პირველი კრიპტოვალუტის საშუალო კურსი 34 640 აშშ დოლარის დონეზეა, ბაზრის ფლაგმანის კაპიტალიზაცია კი 643 მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. Glassnode-ის ტექნიკურმა დირექტორმა რაფაელ შულცე-კრაფტმა გამოთვალა, რომ ციფრული ოქროს ფასი 365 %-ით გაიზარდა წლის განმავლობაში. Bitcoin-ი მოთხოვნადი გახდა ინსტიტუციონალურ ინვესტორებში. ეს უკანასკნელები, Bitcoin Treasuries-ის თანახმად, ფლობენ პირველი კრიპტოვალუტის მთლიანი შეთავაზების 5%-ზე მეტს ( 39.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივი). http://bit.ly/38cUsg6
-
მოსალოდნელია, რომ NVIDIA მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგენს GeForce RTX 30 სერიის ვიდეო დაფების მობილურ ვერსიებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ახალი დაფები უკვე გამოჩნდა პოპულარული ბენჩმარკების მონაცემთა ბაზებში: ენთუზიასტებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ახალი მოდელი Geekbench 5-ის სატესტო პაკეტში და უზიარებენ ფართო საზოგადოებას. წარმოდგენილი მონაცემებიდან გამომდინარე, მობილურ GeForce RTX 3080-ს აქვს GPU 6144 აქტიური CUDA ბირთვით (მაქსიმალური სიხშირე 1.54 გჰც), აგრეთვე 16 გბ ვიდეომეხსიერება. ASUS-ის მიერ წარმოებულ ROG Zephyrus სერიის ლეპტოპში ახალ ვიდეო დაფასთან ერთად წარმოდგენილია 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი AMD Ryzen 9 5900H, ასევე DDR4 ტიპის 48 გბ ოპერატიული მეხსიერება ეფექტური 3200 მჰც სიხშირით. OpenCL დისციპლინაში ახალმა მოდელმა შეძლო 139181 ქულის მოპოვება, შესაბამისად იგი თავის დესკტოპ-ვარიანტს საშუალოდ 22.7%-ით ჩამორჩება, თუმცა ბევრად ნაკლები CUDA-ბირთვის (-29.4 %) გათვალისწინებით შედეგი ნამდვილად კარგია. შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 3080-თან ერთად, რომელიც წარმოდგენილი იქნება 16 და 8 გბ ვიდეომეხსიერების მქონე ვერსიებად, უნდა შედგეს უფრო ხელმისაწვდომი GeForce RTX 3070 და RTX 3060 მოდელების დებიუტი მობილური სეგმენტში. http://bit.ly/3pG6LqQ
-
გასული წლის ბოლო დღემ კომპანია SpaceX-ს მოუტანა 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს თანამგზავრების გაშვებას აშშ-ის კოსმოსური განვითარების სააგენტოსთვის. სააგენტო შეიქმნა 2019 წელს კოსმოსური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ტექნოლოგიური და სამხედრო უპირატესობის უზრუნველსაყოფად. კონტრაქტის ფარგლებში SpaceX 2021 წლის ბოლომდე ორბიტაზე 28 თანამგზავრს გაიყვანს. ესენი იქნება პირველი კოსმოსური აპარატები აშშ-ის მონიტორინგისა და კონტროლის ამოცანებისთვის განკუთვნილ მომავალ პლანეტარულ სამხედრო სატელიტურ ქსელში. კონტრაქტის თანახმად, SpaceX ორ წრიულ ცირკულარულ ორბიტაზე 950 კმ სიმაღლეზე გაუშვებს თანამგზავრების ორ ჯგუფს, თითოეულ მათგანში თოთხმეტ ერთეულს. 28 სატელიტიდან 20 მიეკუთვნება ორბიტაზე ე.წ. სატრანსპორტო ფენის ფორმირების საკითხს, დანარჩენი რვა განკუთვნილი იქნება რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებისთვის, კერძოდ, ჰიპერსონიკურ რაკეტებზე თვალყურის სადევნებლად. სატრანსპორტო ფენის თანამგზავრებმა უნდა უზრუნველყონ მონაცემთა გადაცემა ოპტიკური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ასევე კავშირი საკონტროლო კვანძებთან. კოსმოსური განვითარების სააგენტოს გეგმების თანახმად 2024 წლისთვის სატრანსპორტო ფენაზე ასამდე თანამგზავრი უნდა განთავსდეს. პირველ ერთეულებს, როგორც უკვე ვიცით, SpaceX-ი გაიყვანს ორბიტაზე. 2020 წელს SpaceX-მა 25 წარმატებული გაშვება მოახდინა და მიენიჭა კონტრაქტი, რომელიც სთავაზობს საუკეთესო პირობებს ტენდერის ღირებულებისა და სხვა კრიტიკულ პარამეტრებთან მიმართებაში. SpaceX-მა ასევე მოიგო სააგენტოს ტენდერი სატრანსპორტო ფენის ოთხი სატელიტის წარმოებაზე, მაგრამ კონკურენტების პროტესტის გამო საქმიანობა დროებით შეჩერდა. http://bit.ly/356nBr0
-
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ბაზარი უპრეცედენტო ზრდას განიცდის. საუბარია კრიპტოვალუტების ნამდვილ ციებ-ცხელებაზე. მთავარი კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის კურსმა მცირე შესწორების შემდეგ განაგრძო ზრდა და მიუახლოვდა მეტად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზღვარს შეადგენს - 35 ათას აშშ დოლარს. ამ დროისთვის აქტივის ღირებულების ჩანაწერად ფიქსირდება 34.778 აშშ დოლარად. სტაბილურ ზრდას აფიქსირებენ ყველაზე პოპულრული Altcoin-ებიც. Ethereum-ის ფასმა დღე-ღამის განმავლობაში მოიმატა 9 % და მიაღწია 800 აშშ დოლარიან დონეს. მსგავს ციფრებს აფიქსირებენ Litecoin (+9.22%) და Bitcoin Cash (+5.37%). კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანმა კაპიტალიზაციამ შეადგინა 874 მილიარდი აშშ დოლარი, რითაც გადააჭარბა 2018 წლის რეკორდულ მაჩვენებელს - 835 მილიარდ აშშ დოლარს. საყოველთაო აჟიოტაჟისა და წამყვანი კრიპტოვალუტების მაღალი ფასების არსებობის შედეგად მცირდება ვიდეო დაფების უკუგების საშუალო დრო და მაინინგი ხდება უფრო მომგებიანი საქმიანობა. ამ ვითარებამ უკვე გამოიწვია ფასების ორჯერ ზრდა სამომხმარებლო გრაფიკული ადაპტერების ზოგიერთ მოდელზე. ჩვეულებრივ გეიმერებს ასეთ სიტუაციაში მხოლოდ კრიპტოსავალუტო ციებ-ცხელების დასრულების მოლოდინი აქვთ ან შეუძლიათ გეიმინგ კონსოლებზე გადასვლა. http://bit.ly/38QSnFA
-
რომელი ვიდეო დაფა უნდა აარჩიოთ, თუკი ყველაზე სწრაფი მოდელი გსურთ? ან როგორ მოვიქცეთ, როდესაც გვინდა ოპტიმალური ვარიანტი ფასთან მიმართებაში? ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის დონე არც ისე მაღალია. NVIDIA-ს შემთხვევაში ვითარება შედარებით უკეთესია, თუმცა აქაც შეინიშნება პრობლემები. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ნაკლები წარმადობის GeForce RTX 3060 Ti უფრო ძვირი ღირს, ვიდრე RTX 3070. AMD-სთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო უცნაურია: ახლახანს გაყიდვაში გამოვიდა 6000 სერიის ახალი ვიდეო დაფები, თუმცა ისინი ისე უცებ გაქრა მაღაზიებიდან, რომ ყიდვა არ იყო ადვილი. ამჯერად განვიხილავთ ხუთი გრაფიკული ჩიპის ტესტირებას რეალურ პირობებში, კერძოდ კი თამაშებში, რომლებიც სხვა ტესტებზე უკეთ ასახავენ, ღირს თუ არა ესა თუ ის ვიდეო დაფა იმ თანხად, რამდენადაც ფასდება ამჟამად. განხილვაში გამოყენებულია Benchmark-ის გუნდისგან მიღებული შედეგები. გაფართოებაა 2K, გრაფიკის ხარისხი მაქსიმალურ დონეზეა. GeForce RTX 3060 Ti GeForce RTX 3070 GeForce RTX 3080 Radeon RX 6800 Radeon RX 6800 XT რადგანაც ძალიან ბევრი ვიდეო დაფაა, იხილეთ შედეგები სქრინშოტებზე. ჩვენ გვაინტერესებს Avg FPS პარამეტრი, რაც ნიშნავს კონკრეტულ თამაშში წამში კადრების საშუალო რაოდენობას. ზემოთ მოცემულია ტესტის მონაწილეები. Assassin's Creed Valhalla Cyberpunk 2077 Horizon Zero Dawn Resident Evil 3 Remake Shadow of the Tomb Raider Red Dead Redemption 2 Metro Exodus როგორც ვხედავთ, მდგომარეობა ცალსახა არ არის. ზოგიერთ თამაშში გაიმარჯვა RX 6800 XT-მ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში არის ფრე ან მცირე უპირატესობა NVIDIA-ს მხარეს GeForce RTX 3080 დაფით. Radeon RX 6800 აბსოლუტური მაჩვენებლით ამარცხებს GeForce RTX 3070-ს. GeForce RTX 3060 Ti უკონკურენტოა. იგი უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას. მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ ფასის კლებას და შეიძინონ 2021 წლის ოპტიმალური ვიდეო დაფა 2K გაფართოების თამაშებისთვის. http://bit.ly/3o59KZE
-
გამჭვირვალე OLED ეკრანების დემონსტრაციის პარალელურად კომპანია LG Display ვირტუალურ გამოფენა CES 2021-ზე წარადგენს გეიმინგთან დაკავშირებულ კონცეპტს: ეს იქნება 48-დუიმიანი დისპლეი Bendable CSO (Cinematic Sound OLED), რომელსაც შეუძლია ბრტყელი რეჟიმიდან რკალისებრი ეკრანის რეჟიმზე გადასვლა. იდეა ის არის, რომ მომხმარებელს შეუძლია დატკბეს ვიდეოს ყურებით ბრტყელი ეკრანის რეჟიმში, ხოლო ღილაკზე შეხებით მონიტორი იცვლის კონფიგურაციას და იქცევა 1000 მმ-მდე სიმრუდის მქონე რკალისებრ ეკრანად უფრო შთამბეჭდავი გეიმინგის უზრუნველყოფისთვის. გასულ წელს რაღაც მსგავსი უკვე წარადგინეს: 65-დუიმიან ეკრანს შეეძლო რკალისებრ რეჟიმში გადასვლა. ამჯერად სიახლეა CSO ტექნოლოგიის გამოყენება. 0.6 მმ სისქის სპეციალური საფარი საშუალებას იძლევა გარდაიქმნას მთლიანი OLED პანელი. ეს ტექნოლოგია გამოიყენება ზოგიერთ სმარტფონში და საშუალებას იძლევა მოწყობილობა იყოს უფრო თხელი ტრადიციულ დინამიკებზე უარის თქმის შედეგად. კორეულმა კომპანიამ აღნიშნა, რომ ამ მონიტორში მხარდაჭერილია კადრის განახლების სიხშირის ცვლილება 40-დან 120 ჰერცამდე - ეს არის გეიმინგ მონიტორის მინიმუმი დღესდღეობით. უამრავი დისპლეი ამჟამად წარმოდგენილია 240 და 360 ჰერცი განახლების სიხშირით, თუმცა მათ არ აქვს შესაძლებლობა - ბრტყელი რეჟიმიდან გადავიდნენ რკალისებრ ფორმაში. http://bit.ly/3pHBHXV
-
კრიპტო ბირჟა Coinbase დახურავს XRP ტოკენებით ვაჭრობას ყველა რეგიონის მომხმარებლებისთვის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პლატფორმა OKCoin-მაც. ”Coinbase გეგმავს XRP-ით ვაჭრობის მთლიანად შეჩერებას სამშაბათს, 2021 წლის 19 იანვარს”, - ნათქვამია განცხადებაში. ამჟამად ამერიკული ბირჟა გახლავთ ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელმაც XRP-ის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მასზე მოდის ტოკენებით გლობალური ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 8.5%. მომხმარებლები შეინარჩუნებენ წვდომას საფულეებთან და მიიღებენ Spark მონეტებს, როგორც Aridrop-ს. ასევე შენარჩუნდება ტოკენის მხარდაჭერა კასტოდიალურ სერვისებზე -Coinbase Custody და Coinbase Wallet. ”ჩვენ გავაგრძელებთ XRP-ის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და ვაცნობებთ მომხმარებლებს, როდესაც მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი”, - განაცხადეს Coinbase-ში. ბირჟა OKCoin შეაჩერებს ვაჭრობას და XRP დეპოზიტების მიღებას 2021 წლის 4 იანვრიდან შემდგომ შეტყობინებამდე. ყველა სხვა ფუნქცია იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში. სავაჭრო პლატფორმამ XRP / USD ბაზარზე მარგინალური ვაჭრობის მონაწილეებს სთხოვა 3 იანვრამდე დააბრუნონ ნასესხები თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტიური სესხის პოზიციები ლიკვიდირდება. CoinGecko-ს თანახმად, XRP-ს ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 55,1%-ით დაეცა. ტოკენის ფასი ამჟამად 0,23 აშშ დოლარია. მანამდე XRP ტოკენებით ვაჭრობა აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის შეჩერდა რამდენიმე მსხვილ პლატფორმაზე, მათ შორისაა Galaxy Digital, Bitstamp და B2C2. აქტივების მმართველმა კომპანიამ Bitwise Asset Management-მა თავის ფლაგმანურ საინდექსაციო ფონდ Bitwise 10 Crypto Index Fund-იდან გამორიცხა ტოკენი. საგადახდო პლატფორმა Crypto com XRP ტოკენს გამორიცხავს 2070 წლის 19 იანვრიდან აშშ-ის რეზიდენტების მხარდაჭერილი აქტივების სიიდან. შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) შეიტანა სარჩელი კომპანია Ripple-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსისა და მისი თანადამფუძნებლის, კრის ლარსენის წინააღმდეგ. დეპარტამენტის ცნობით, კომპანია შვიდი წლის განმავლობაში ყიდიდა არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს ტოკენის სახით და ამ დროისთვის 1 მილიარდ 300 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. http://bit.ly/3rDq7i9
-
ASUS-მა დაადასტურა თავისი განზრახვა იანვარში CES 2021-ზე ახალი ROG Strix სერიის გეიმინგ ლეპტოპების წარდგენის შესახებ. კომპანია აპირებს არა მხოლოდ განაახლოს პორტატული გეიმინგ სისტემების მოდელები GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლებით, არამედ სერიაში პირველად წარადგენს მოდელებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება AMD-ს მობილურ პროცესორებზე. თავად ASUS-ის მიერ გამოქვეყნებული სარეკლამო მასალები არ წარმოგვიდგენს მომავალი გეიმინგ ლეპტოპების ზუსტ მახასიათებლებს, მაგრამ ITHome-ის ჩინურმა გამოცემამ მომავალი სიახლეების შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, 2021 წლის ROG Strix მოდელებში წარმოდგენილი იქნება AMD Ryzen 5000H პროცესორები ფლაგმანურ მოდელ 9 5900HX-მდე. ამ დროისთვის არ არის ცნობილი რამდენად განსხვავდება ეს ჩიპი Ryzen 9 5900H ვერსიისგან, მაგრამ VideoCardz-ის თანახმად მთავარი განსხვავება იქნება TDP-ის დონეში, აგრეთვე ავტომატური აჩქარების პოტენციალში. გრაფიკული ქვესისტემის სახით უახლეს ASUS ROG Strix ლეპტოპებში წარმოდგენილი იქნება მობილური GeForce RTX 3060, RTX 3070 და RTX 3080. აღინიშნება, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გეიმინგ ლეპტოპების შემადგენლობაში გამოყენებული იქნება კონფიგურაცია NVIDIA-ს მაღალი წარმადობის ვიდეო დაფებითა და AMD-ის მძლავრი პროცესორებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მძლავრი რვაბირთვიანი მობილური Intel Tiger Lake-H45 ჩიპების ანონსი, რომლებიც გახდებიან AMD Ryzen 5000H-ის (Cezanne, Zen 3) პირდაპირი კონკურენტები, ჩატარდება CES 2021-ის შემდეგ, ასე რომ, ASUS-ს შეიძლება უბრალოდ არ ჰქონდა არჩევანი სხვა ამა თუ იმ პროცესორის სასარგებლოდ. ბაზარზე ასევე წარმოდგენილი იქნება ოთხბირთვიანი Intel Tiger Lake-H35 შემცირებული TDP-ის დონით. ისინი წარმოდგენილი იქნება ლეპტოპების გარკვეულ მოდელებში, მაგრამ ეს პროცესორები არ არის გეიმინგ სისტემისთვის იდეალური. ამ მიზეზის გამო კომპანიების უმეტესობა კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გამოუშვებს ლეპტოპებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება ამჟამინდელ მე-10 თაობის Intel Comet Lake-H ჩიპებსა და უახლეს GeForce RTX 30 სერიის გრაფიკაზე. Ryzen 5000-ზე დამყარებული ASUS ROG Strix სათამაშო ლეპტოპის დამატებითი საინტერესო მახასიათებელი იქნება 2K (2560 × 1440 პიქსელი) გაფართოების მხარდაჭერა და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. გეიმერებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ კომპრომისზე წასვლა და ირჩევდნენ ლეპტოპებს 1080p გაფართოებითა და 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით ან ვარიანტებს 4K გაფართოებითა და 60 ჰერცი სიხშირით. ოქროს შუალედი QHD-ეკრანებითა და კადრის განახლების მაღალი სიხშირით შესაძლოა მეტად პოპულარული გახდეს მომდევნო წლის გეიმინგ ლეპტოპებში. http://bit.ly/38Lct43
-
2021 წელს კრიპტოვალუტებში ინვესტიციის ყველაზე უსაფრთხო სტრატეგია იქნება Bitcoin-ისა და Ethereum-ის მცირე პორტფელის ყიდვა და შენახვა. ამის შესახებ განაცხადა შვეიცარიის ინტერნეტ ბანკ Swissquote-ის ციფრული აქტივების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრის თომასმა. მისი თქმით, ამ მონეტებს განვითარების გრძელვადიანი პოტენციალი გააჩნია. ”გარდა ამისა, ამ აქტივებზე მიწოდებამ და მოთხოვნამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მათი ღირებულება,” - აღნიშნა თომასმა. ციფრული ფულის ახალი ფორმა 2021 წელს იქნება CBDC, რომელიც მუშავდება რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ. ჩინეთი სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ციფრულ ვალუტას დანერგავს. ევროპაში შვედეთი შეიძლება გახდეს ასეთი ქვეყანა ამგვარი აქტივების მიღების მაღალი დონის წყალობით, მიიჩნევს ექსპერტი. ადრე Messari-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2021 წელს ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან უპირატესობა Ethereum-ის მიმართ გაიზრდება. http://bit.ly/38FZlNE
-
გასული წელი იწურება, რაც ნიშნავს, რომ დროა შეჯამება გაკეთდეს. ზუსტად 12 თვეში არაერთმა კომპანიამ გამოუშვა ახალი პროდუქტები ბაზარზე. ზოგი მათგანი წარმატებული იყო, ზოგმა მოლოდინი ვერ გაამართლა, ზოგმა კი მოპოვა ყველაზე მაღალი წარმადობის პროდუქტის წოდება. მოცემულ სტატიაში არ არის რჩევები, თუ რომელი ვიდეო დაფა შეიძინოთ: ამჯერად შეჯამდება აქტუალური ტესტების შედეგები. მაშ ასე, pcgameshardware-ის თანახმად, პირველ ადგილზეა Geforce RTX 3090, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაფა არ არის განკუთვნილი გეიმინგ ნაკრებებისთვის, თანაც მეტად ძვირადღირებულია. მეორე ადგილზეა მისი უმცროსი ვერსია - Geforce RTX 3080, მესამეზე კი - AMD Radeon RX 6900 XT. მეოთხე ადგილზეა Radeon RX 6800 XT, მეხუთეზე - Radeon RX 6800. მოდევნო მოდელებია: RTX 2080 Ti, RTX 3070, RTX 3060 Ti, RTX 2080 Super, RTX 2070 Super და GTX 1080 Ti. მათ მოსდევს შედარებით მოძველებული ვიდეო დაფები: Radeon VII, RX 5700 XT, RTX 2060 Super, RX 5700, GTX 1080, RX Vega 64 და RX Vega 56. ბოლო ადგილებზეა: GTX 1070, GTX 980 Ti, GTX 1660, RX 590, Radeon R9 390 და ბოლოს Geforce GTX 970. თითოეულ გრაფიკულ პროცესორს მომხმარებლები იყენებდნენ 2020 წელს სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, ვიდეო თამაშების ან პროგრამირებისთვის. http://bit.ly/3psTq57
-
ჯერ კიდევ სექტემბერში მაღაზია Truly Exquisite-მა დაიწყო მოოქროვილი PlayStation 5 გეიმინგ კონსოლზე შეკვეთების მიღება 10 855 აშშ დოლარად. ამჟამად ბრენდი Caviar კიდევ უფრო შორს წავიდა და წარადგინა ამ კონსოლის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვერსია, რომელიც მოთავსებულია სუფთა ოქროს კორპუსში. „ყველაზე სწრაფი, მძლავრი და თანამედროვე კონსოლი Sony PlayStation 5 მოწოდებულია, რომ გახდეს ყველაზე კარგად გაყიდვადი გეიმინგ კონსოლი. Caviar-ის იუველირებმა გვერდი ვერ აუარეს ამგვარ პოპულარობას და შექმნეს ძვირფასი, დასამზადებლად მეტად რთული, ოქროს ვერსია“ - აცხადებს Caviar. ექსკლუზიური მოწყობილობის კორპუსი, სახელწოდებით Golden Rock, დამზადებულია ორიგინალური საიუველირო ტექნიკის გამოყენებით, რომლის წყალობითაც გარე კონტური კრისტალურ კლდეს წააგავს. წარმოებისთვის საჭიროა დაახლოებით 20 კილოგრამი 750-კარატიანი ოქრო. მოცემულია სუფთა ოქროსგან დამზადებულია საფირმო წარწერა Caviar. Golden Rock კონსოლს ორი კონტროლერი აქვს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ასევე Caviar-ის სპეციალისტებმა შექმნეს. მანიპულატორები წარმოდგენილია ნიანგის ტყავითა და ოქროს ჩანართებით. " Caviar Sony PlayStation 5 Golden Rock - ეს არის დიზაინის განსაკუთრებული განზომილება, რაციონალურობისა და სიკაშკაშის ნაზავი, სუფთა, სწორი ხაზები და განზრახული ფუფუნება", - შეაჯამეს შემქმნელებმა. უნიკალური კონსოლის ფასი არ გახმაურებულა. თუმცა, როგორც ინტერნეტ წყაროებმა აღნიშნეს, ოქროს ღირებულების გათვალისწინებით ის მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მილიონ ევროს. http://bit.ly/2WTc4XP
-
2020 წლის მესამე კვარტალში Bitcoin-ბირჟა Binance-ზე კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng "CZ" Zhao-მ. წლის დასაწყისიდან მოყოლებული პლატფორმაზე ინსტიტუციური ინვესტორების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა, აღნიშნა მან სტატიაში ”ინდუსტრიის ტენდენციები და პროგნოზები 2021 წლისთვის”. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გასულ წელს არ შეინიშნებოდა Bitcoin-ისა და კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად გამოყენების მძლავრი ზრდა, ხაზგასმით აღნიშნა CZ-მ. ”ეს ძირითადად შეიძლება განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ არსებული ფიატური გადახდის სისტემები კვლავ მეტად ჩვეული მოვლენაა და მათი სწრაფად ჩანაცვლება რთულია. ამ მიმართულებით საუკეთესო სტრატეგია შეიძლება იყოს ტრადიციული ანგარიშსწორების ინსტრუმენტების კრიპტოვალუტებთან შერწყმა. ” Binance-ის ხელმძღვანელის განცხადებით, 2021 წელს გაგრძელდება Stablecoin-ების გამოყენებით საერთაშორისო გადახდების რაოდენობის ზრდა. ”ტრანსსასაზღვრო გადახდების განხორციელება Stablecoin-ების ან სხვა კრიპტოვალუტის გამოყენებით ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამოყენება.” Zhao-მ განაცხადა, რომ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების ეფექტურობა ხელს შეუწყობს Stablecoin-ების მიღებას მომავალ წელს. ადრე მან აღნიშნა, რომ Binance აწარმოებს 30-დან 50-მდე გარიგებას სხვა პროექტების შეძენისთვის. მისივე თქმით, კომპანია გააგრძელებს აქტიურ ინვესტირებას კრიპტოინდუსტრიაში 2021 წელს. ბირჟამ დააფუძნა Accelerator Fund 100 მლნ აშშ დოლარის მქონე კაპიტალით სპეციალურად Binance Smart Chain-ზე პროექტების დასაფინანსებლად, განაცხადა Zhao-მ. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს Binance-ის ბაზრებზე ვაჭრობის მთელმა მოცულობამ რეკორდულ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. http://bit.ly/2L02WxG
-
მიუხედავად AMD-ს Ryzen 5000 პროცესორების უდიდესი წარმატებისა, ბევრი მომხმარებელი ელოდება Intel-ის მე-11 თაობის დესკტოპ პროცესორებს, კოდური სახელით Rocket Lake-S. ამ დროისთვის Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია ოფიციალური თარიღები, მაგრამ Core i9 11900K-სა და Core i9-11900-ის ინჟინრული ნიმუშების ტესტების შედეგები უკვე ინტერნეტშია. გამომცემლობა videocardz.com-მა ინსაიდერ @OneRaichu-ს ცნობებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კომპანიის სამომავლო გეგმა და განაცხადა, რომ Rocket Lake სერიის პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყება 2021 წლის 25 იანვარი - 21 თებერვლის პერიოდში. ასევე, აღსანიშნავია RTS ან Ready To Ship-ით მონიშნული თარიღები, რომლებიც ექცევა მომდევნო წლის 22 მარტი - 18 აპრილის პერიოდში. ამასთან, გრაფაში მოცემული წითელი ისარი შეიძლება მიუთითებდეს Intel-ის სურვილზე, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს პროდუქციის მიწოდება. თავად @OneRaichu თებერვალში პროგნოზირებს გაყიდვების დაწყებას. http://bit.ly/37Rum1S
-
ონლაინ წყაროების თანახმად, Huawei-მ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოსგან მიიღო თანხმობა პატენტზე შუშის ზედაპირზე ნაკაწრების მოსაშორებელი ტექნოლოგიის შესახებ. ეს არის პატენტი, სახელწოდებით "მეთოდი და მოწყობილობა მინიდან ნაკაწრების მოსაშორებლად", რომელიც დამტკიცდა 2020 წლის 22 დეკემბერს. თანმხლები დოკუმენტაცია აღწერს, თუ როგორ უნდა შეკეთდეს დაკაწრული მინა სმარტფონის წინა ან უკანა მხარეს. მინაზე ნაკაწრების აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა. ფრონტალურ ზედაპირზე ნაკაწრებს წინასწარ ამუშავებენ სპირტიანი ხსნარით, ხოლო უკანა მხარეს - ულტრაბგერითი საწმენდით. გაწმენდის შემდეგ მზადდება სპეციალური ნარევი, რომელიც შედგება აკრილის, ეპოქსიდური ფისისა და სხვადასხვა დანამატებისგან. გამჭვირვალე ფირფიტის მეშვეობით ნარევი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე, მისი გამყარებისთვის კი გამოიყენება ულტრაიისფერი გამოსხივება 320-420 ნმ ტალღის სიგრძით. გამაგრებული სარემონტო ხსნარის მიერ ნაკაწრების შევსების შემდეგ საჭიროა გამჭვირვალე საფარის მოშორება მინის ზედაპირიდან. უნდა აღინიშნოს, რომ მინის ზედაპირებიდან ნაკაწრების მოცილების ტექნოლოგიის პატენტის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ Huawei მას პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენებს. ასე რომ ახლა შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტურია ნაკაწრების მოცილების ეს მეთოდი. http://bit.ly/3nTPFFH
-
პირველი კრიპტოვალუტის ფასი რეკორდების დამყარებას აგრძელებს. დღე-ღამის განმავლობაში მისი ღირებულება 11%-ზე მეტით გაიზარდა და მარტივად გადალახა 26 და 27 ათასი აშშ დოლარიანი დონეები. ზრდა შენელდა მხოლოდ 28 ათასი აშშ დოლარისკენ გზაზე. რეკორდული ფასი Binance-ის ბირჟაზე ვაჭრობის დროს 27 935 აშშ დოლარი დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიპტოვალუტების მთელი ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია და 2018 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს მიუახლოვდა. ამ დროისთვის ეს არის 721 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა დაახლოებით 835 მილიარდი აშშ დოლარი. დანარჩენმა კრიპტოვალუტებმა ჯერჯერობით ვერ მოასწრეს რეაგირება ამ მოვლენაზე, თუმცა თუ Bitcoin-ის კურსი არ დაკორექტირდება, მის კვალად აუცილებლად გაიზრდება დანარჩენი Altcoin-ების უმეტესობის ღირებულება. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის აღმასვლის დროს მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ფასმა გადააჭარბა 1400 აშშ დოლარს და დადებითი გარემოების გათვალისწინებით, ის შეიძლება დაუბრუნდეს ამ ღირებულებას. მსგავსმა სცენარმა შეიძლება გააორმაგოს ფასები სამომხმარებლო ვიდეო დაფებზე, რადგან Ethereum-ის მოპოვება გახდება ბევრად უფრო მომგებიანი საქმიანობა. http://bit.ly/2WLG2gn
-
KFC-მ და Cooler Master-მა ერთობლივად შექმნეს გეიმინგ-კომპიუტერი KFConsole, რომელიც ქათამს გააცხელებს მანამ, სანამ მომხმარებელი თამაშობს. ფაქტობრივად, ეს არის პერსონალური კომპიუტერი Cooler Master-ისგან, თუმცა KFC ლეიბლითა და უნიკალური დიზაინით, რომელიც ქათმის ფრთების სათავსო კალათს უფრო მოგვაგონებს. თუკი KFConsole მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება, იგი მეტად საინტერესო და ღირსეული მოწყობილობა იქნება. მასში მოცემულია: Intel Nuc9 Extreme Compute Element, NVIDIA GPU და Intel CPU (Cooler Master არ აკონკრეტებს, რომელი მოდელია), აგრეთვე 1 ტბ მოცულობის ვინჩესტერი Seagate NVME SSD. Cooler Master-ის განცხადებით კომპიუტერი მზადაა ვირტუალური რეალობის სისტემებთან გამოყენებისთვის, აქვს რეითრეისინგის, 4K გაფართოების თამაშების მხარდაჭერა და 240 FPS-მდე ფრეიმრეითი. მეტად ღირსეული აპარატული აღჭურვილობის მიუხედავად KFConsole-ის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მინი-ღუმელი ქათმისთვის. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ბევრ გეიმინგ კომპიუტერსა და განსაკუთრებით ლეპტოპებზე რეალურად შესაძლებელია საკვების გათბობა იმდენ სითბოს გამოყოფენ. KFConsole-მა გადაწყვიტა ეს შესაძლებლობა მაქსიმუმამდე აიყვანოს. კონსოლში მოქმედებს „ბუნებრივი სითბო და ჰაერის ნაკადები“, რათა ერთ გამოყენებაზე გათბეს ქათმის ორი ფრთა. KFConsole მიეკუთვნება "საკვებისა და სათამაშო გაჯეტების" უცნაურ ჩამონათვალს, რომელშიც უკვე შედის, მაგალითად, Bud Light კონსოლი, რომელსაც ლუდის შეფუთვის შენახვა შეუძლია. ჯერ კიდევ უცნობია როდის გამოვა KFC და Cooler Master-ის ერთობლივი ნამუშევარი (ან გამოვა თუ არა საერთოდ) და რა იქნება ფასი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ Intel Nuc9 Extreme 3100 აშშ დოლარი ღირს. http://bit.ly/2JmBwSi
-
SpaceX აპირებს მნიშვნელოვნად დააჩქაროს მრავალჯერადი გამოყენების სუპერმძიმე რაკეტის შემუშავების პროგრამა ახალ წელს. კერძოდ, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღნიშნა, რომ კომპანია შეეცდება გამოიყენოს კუთვნილი ორივე სასტარტო პლატფორმა, რამდენიმე თვეში კი დაიწყოს Super Heavy ამაჩქარებლის ტესტირება. თითოეულ პლატფორმაზე კომპანია განათავსებს გამშვები რაკეტის თითო პროტოტიპს. შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ SpaceX-მა უკვე განათავსა ახალი პროტოტიპი Starship SN9 (სერიის მეცხრე მოდელი) პლატფორმა B-ზე ტეხასში არსებულ კოსმოდრომზე. SN9 იქნება მორიგი რაკეტა, რომელიც გაივლის აქტიურ ტესტირებას მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეასრულა წინა SN8 პროტოტიპის აფრენა დაახლოებით 12 კმ სიმაღლეზე, შემდეგ კი განხორციელდა კონტროლირებადი ვარდნა და ვერტიკალურ მდგომარეობაში მოქცევა რეაქტიულ დაშვებამდე - ეს არის გადამწყვეტი მანევრი, რომელიც გამოყენებული იქნება რაკეტის სერიულ ვერსიაში. SN8 ჩამოვარდა: ავტომატიკა ვერ გაუმკლავდა ვარდნისას აკრეფილ სიჩქარეს, თუმცა SpaceX-მა მაინც მიაღწია საკვანძო მიზნებს ამ ტესტში და "გადააჭარბა კიდეც გეგმებს". ახლა SN9 გაივლის სახმელეთო გამოცდებს, შემდეგ კი საფრენ ტესტირებებს. შედეგად სამუშაო გუნდი მიიღებს კიდევ უფრო ფასეულ მონაცემებს სამომავლო ტესტირებებისთვის, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს ორბიტაზე გასვლა Starship-რაკეტის პროტოტიპის მეშვეობით. მასკის განცხადება, რომ ორი პროტოტიპი დამონტაჟდება Boca-Chica-ს კოსმოდრომის A და B პლატფორმებზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ საცდელი ფრენების ტემპი დაჩქარდება, რათა შეესაბამებოდეს კომპანის სურვილს - რაც შეიძლება მალე შეიქმნას რაკეტა მთვარის ათვისებისა და მარსისკენ ფრენებისთვის. Super Heavy - ეს არის ამაჩქარებელი (პირველი დონე), რომელსაც SpaceX გამოიყენებს Starship-ის ორბიტალური ფრენებისთვის და, საბოლოო ჯამში, შორეულ კოსმოსში გადაადგილებისთვის, რაშიც მარსიც მოიაზრება. Super Heavy სიმაღლეში იქნება დაახლოებით 70 მეტრი (თავად რაკეტა - კიდევ 50 მეტრი) და მასში მოცემული იქნება 28 ძრავი Raptor, რათა უზრუნველყოფილ იქნას საჭირო ტვირთის აწევა, დედამიწის მიზიდულობის დაძლევა და Starship-ის გაყვანა ორბიტაზე. http://bit.ly/3mO7cOh
