-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანია SpaceX-მა წარმატებით გაუშვა რაკეტა Falcon 9 კოსმოსურ ხომალდ Dragon-ით პილოტირებული მისია Crew-1-ის ფარგლებში. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაფრინდნენ ამერიკელი ასტრონავტები Michael Hopkins, Victor Glover, Shannon Walker, აგრეთვე იაპონელი ტაიკონავტი Soichi Noguchi. ფოტოს წყარო: NASA თუ არ ჩავთვლით Crew Dragon-ის სატესტო პილოტირებული ფრენებს, 16 ნოემბრის ღამის Crew-1-ის მისია გახდა ცხრა წლის მანძილზე პირველი დამოუკიდებელი პილოტირებული კოსმოსური ფრენა, რომელიც აშშ-მა განახორციელა. რაკეტის აფრენა განხორციელდა ფლორიდის შტატში არსებული კანავერალის კოსმოდრომიდან. ფოტოს წყარო: SpaceX გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ რაკეტა Falсon 9-ის მრავალჯერადი პირველი დონე წარმატებით დაეშვა SpaceX-ის მცურავ პლატფორმაზე ფლორიდის სანაპიროზე. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე რაკეტა SpaceX Crew Dragon მისია Crew-1-ის ეკიპაჟთან ერთად გაშვების დროიდან დაახლოებით 16 საათში მიაღწევს. https://bit.ly/36DxJHY
-
საინვესტიციო კომპანია Grayscale-ის მენეჯმენტის ქვეშ მყოფი აქტივების მთლიანი მოცულობა 10 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება და მისი საფულეები შეიცავს 481 711 BTC-ს, რაც ყველა გაცემული Bitcoin-ის 2.3% -ს შეადგენს. კომპანიის ბოლო მონაცემებით, ის 9.8 მილიარდ აშშ დოლარს აკონტროლებს. Grayscale Investments-ის მმართველმა დირექტორმა მაიკლ ზონენშაინმა ასევე აღნიშნა, რომ ეს კვირა გახდა ყველაზე მასშტაბური კომპანიის კრიპტოსავალუტო ფონდებში ინვესტიციების მხრივ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. მხოლოდ 12 ნოემბერს, მომხმარებლებმა Grayscale-ის Bitcoin-ტრასტებში მოახდინეს 115 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტირება. Bitcoin Treasuries-ის მონაცემების თანახმად, კომპანიის საფულეებში თავმოყრილია 481 711 BTC. ამ დროისთვის საერთო ჯამში გამოსულია 18538 მილიონი საერთო ემისიის BTC 21 მონეტიდან. გასულ კვირაში Grayscale Investments-ის მირე მართული Ethereum-ტრასტების აქტივების ღირებულებამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, სტატიის წერის მომენტში კი ეს მაჩვენებელი 1.2 მილიარდამდე გაიზარდა. https://bit.ly/2H1Yq03
-
AMD Smart Memory Access გახდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექნოლოგია, რომელიც ახალ Radeon RX 6000 ვიდეო დაფებს უკავშირდება. პროცესორისთვის გრაფიკული ბარათის ვიდეო მეხსიერებაზე უშუალო წვდომის უზრუნველყოფის შესაძლებლობამ AMD-ის ახალი დაფები უზრუნველყო დამატებით 4-11% წარმადობით. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი უპირატესობა იყოს კონკურენტებთან ბრძოლაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ Nvidia უკვე ამზადებს ამ ტექნოლოგიის საკუთარ ანალოგს. გამოცემა Gamers Nexus-მა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა კომპანიის წარმომადგენელთან საუბრის დეტალები. Nvidia-ს თანამშრომელმა განაცხადა, რომ AMD-ს მიერ დემონსტრირებული შესაძლებლობები PCI Express-ის სპეციფიკაციების ნაწილია და ამჟამინდელ Ampere სერიის გრაფიკულ ბარათებს უკვე აქვთ ყველა იმავე ფუნქციის მხარდაჭერა აპარატულ დონეზე. Nvidia გეგმავს მათ გააქტიურებას ვიდეო ბარათის დრაივერის შემდგომ განახლებებთან ერთად, ამასთან მხარდაჭერილი იქნება როგორც AMD-ის, ასევე Intel-ის პროცესორები. კომპანიის შიდა ტესტები აჩვენებს AMD-ის ანალოგიურ შედეგებს. ამრიგად, Nvidia მომხმარებლებს შესთავაზებს Smart Memory Access-ის უფრო მიმზიდველ ანალოგს, რომელიც არ საჭიროებს სისტემის აწყობას მხოლოდ ერთი ბრენდის კომპონენტებისგან. https://bit.ly/3pxsIcE
-
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ქვეყნის დიდ ქალაქებში საჰაერო ტაქსების სერვისის კომერციული ექსპლუატაცია 2025 წლისთვის. პირველი გამოცდის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ადამიანების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული იქნება ელექტროძრავზე მომუშავე დრონები. სულ ახლახანს ერთ-ერთმა მათგანმა ჰაერში აწია 80 კგ ბრინჯი სასარგებლო ტვირთის სახით და განახორციელა შვიდწუთიანი ფრენა სეულის ცენტრალურ ნაწილში. ტესტირებაში მონაწილეობდა ჩინური წარმოების დრონი Ehang EH216, რომელსაც შეუძლია ორი ადამიანის ტრანსპორტირება, თუმცა ტვირთის სახით შემოწმების დროს გამოყენებულ იქნა 80-კილოგრამიანი ტომრები. ამგვარი დატვირთვით დრონმა იფრინა 7 წუთის განმავლობაში 50 მეტრ სიმაღლეზე. მფრინავი ტაქსის პირველი გამოცდა უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა მდინარის გასწვრივ, სადაც არ იყო შენობები და ბევრი ხალხი. სამომავლოდ, კორეის ხელისუფლება აპირებს გადავიდეს შიდა წარმოების საფრენი აპარატების გამოყენებაზე. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი აპარატის შექმნას 2026 წლისთვის აპირებს კომპანია Hyundai Motor, ასევე, Samsung-ის მიერ დაფუძნებულმა კორეულმა კომპანია Hanwa Systems-მა გასულ კვირაში წარადგინა მასშტაბური დრონის მოდელი ადამიანების ტრანსპორტირებისთვის. პერსონალური საფრენი აპარატის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს ამერიკულ კომპანია Overair-თან თანამშრომლობით, რომელიც ამ სფეროშია სპეციალიზებული. როგორც Hanwa Systems-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სამხრეთ კორეის დედაქალაქის აეროპორტში ორგანიზებული იქნება მსგავსი დრონებისთვის განკუთვნილი საფრენი პლატფორმა, საიდანაც განხორციელდება რეისები ქალაქის ფარგლებს გარეთ. აეროპორტიდან სეულის ცენტრალურ ნაწილამდე დაახლოებით 15 კილომეტრია, დრონების საშუალებით ადამიანები უფრო მალე გადალახავენ ამ მანძილს. https://bit.ly/38JASbP
-
საგადახდო კომპანია PayPal-მა განაცხადა ამერიკელი მომხმარებლებისთვის Bitcoin-სა და რამდენიმე Altcoin-ზე წვდომის გახსნის შესახებ. მხარდაჭერილი კრიპტოვალუტებია Bitcoin, Bitcoin Cash, Ethereum და Litecoin. ”მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის ყველა მფლობელს უკვე შეუძლია კრიპტოვალუტის ყიდვა, შენახვა და გაყიდვა პირდაპირ PayPal-ის საშუალებით”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კრიპტოსავალუტო ტრანზაქციები ავტომატურად კონვერტირდება ფიატში. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრეიდერებს არ მოუწევთ იმ ტრადიციული სისტემის მიღმა გასვლა, როგორსაც ისინი იყენებდნენ. PayPal-ს ახალი ფუნქციის განსახორციელებლად კომპანია Paxos-თან პარტნიორობით ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის მიერ მიენიჭა შეზღუდული ლიცენზია. PayPal-მა დაადასტურა პლატფორმასთან დაკავშირებულ 26 მილიონ პუნქტში პროდუქტისა და მომსახურების მიღების გადასახდელად კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობა. კრიპტოვალუტის შესაძენად დადგენილი ყოველკვირეული ლიმიტი, რომელიც ადრე კვირაში 10 ათასი აშშ დოლარი იყო, გაიზარდა 20 ათას აშშ დოლარამდე. შეგახსენებთ, რომ PayPal-მა ოქტომბერში გამოაცხადა Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის დაწყება. აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა ასევე თქვა, რომ კომპანიას შეუძლია დაიწყოს მუშაობა ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებთან (CBDC). მისი აზრით, მათი გამოშვება მხოლოდ დროის საკითხია. https://bit.ly/2IAJ4Qt
-
ყოველკვარტალური მოხსენების კონფერენციაზე Samsung Electronics-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია იწყებს ფლაგმანური 5-ნანომეტრიანი კომპონენტების მიწოდებას, ხოლო მომავალ წელს ელოდება ახალი მსხვილი დამკვეთების მოზიდვას საკონტრაქტო ბიზნესში. სამხრეთკორეული წყაროების თანახმად, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს Apple თავისი ახალი M1 პროცესორით. ამის შესახებ გვატყობინებს რესურსი Business Korea კომპანია NH Investment & Securities-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, ტაივანური კომპანია TSMC, რომელიც ახლა Apple M1 ჩიპებს აწარმოებს, უბრალოდ ვერ უმკლავდება მოცულობებს. ამ დროისთვის, M1-ის შეკვეთა წარმოადგენს TSMC-ის მთლიანი 5-ნანომეტრიანი წარმოების კვოტის მეოთხედს, კომპანიამ ასევე უნდა გამოუშვას 5-ნანომეტრიანი პროცესორები iPhone 12-ისთვის და მოემსახუროს სხვა დამკვეთებსაც. ექსპერტების აზრით, 5-ნანომეტრიანი M1 პროცესორების ძირითადი მოცულობის წარმოება შესაძლოა Samsung Electronics-ის ხელში გადავიდეს. Samsung-ს აქვს Apple-ის პროცესორების წარმოების გამოცდილება - 2015 წლამდე იგი ამ პროცესით წარმატებით იყო დაკავებული, შემდეგ კი უპირატესობა გადავიდა მეორე ტექნოლოგიური გიგანტის, TSMC-ის მხარეს, რომელმაც Apple-ს შესთავაზა ჩიპების შეფუთვის უფრო პროგრესული მეთოდები. აქვე გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორიც - Samsung-ი კვლავ Apple-ის მთავარი კონკურენტია სმარტფონების ბაზარზე, ამიტომაც მისთვის მთავარი კომპონენტის წარმოების მინდობა მხოლოდ საგანგებო ვითარების შემთხვევაშია მოსალოდნელი. https://bit.ly/2UnfAbz
-
კომპანია Axiom Space-მა, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ შეიქმნა, განაცხადა, რომ გაფორმდა პირველი სამი კონტრაქტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება ტურისტული ფრენები საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ კომპანია SpaceX-ის პილოტირებული კაფსულა Crew Dragon-ით. პირველი ფრენა დაგეგმილია დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ხელმომწერი სამი ტურისტის ვინაობა არ ხმაურდება. ათდღიანი კოსმოსური ტურის ბილეთის ფასი აღწევს დაახლოებით 55 მლნ აშშ დოლარს. ეკიპაჟის მეოთხე წევრი იქნება NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, რომელიც კომპანიამ ინსტრუქტორად დაიქირავა. კომპანია Axiom Space დააარსა NASA-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის ყოფილმა ხელმძღვანელმა Michael Suffredini-მ. მიმდინარე წლის იანვარში Axiom Space-მა NASA-სთან გააფორმა კონტრაქტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის განკუთვნილი კომერციული მოდულების დაპროექტებისა და დამზადების შესახებ, რომლებიც სადგურის ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ დარჩება ორბიტაზე, როგორც სავაჭრო ორბიტალური სადგურის საფუძველი. ამ მოვლენიდან ორი თვის შემდეგ, მარტში, Axiom Space კონტრაქტს აფორმებს SpaceX-თან კოსმოსურ სადგურზე სამომავლოდ ტურისტების გაშვების შესახებ, რისთვისაც კომპანიამ მოისურვა პილოტირებული Crew Dragon-ის ქირაობა. პირველი ტურისტული მისიის წევრები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე დადგენილია, თუმცა მათი ვინაობა არ ხმაურდება. ჯამში, 2021 წელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და მისი ეკიპაჟისთვის ტურისტული სეზონი იქნება. ამ დროისთვის სადგურის მიმართულებით დაგეგმილი რუსული კომპანია Space Adventures-ის მისიაც. Crew Dragon-ით ტურისტების წარმატებული გაშვება დიდი ალბათობით ინტერესს გაზრდის კოსმოსური ტურიზმისადმი, თუმცა ამჟამად ამ არხის გამტარობა ძალიან მცირეა. ასევე აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს პილოტირებული Crew Dragon-ის პირველი რეგულარული ფრენა ოთხკაციანი ეკიპაჟით. NASA იუწყება, რომ ამინდის პროგნოზი 60%-ით ხელსაყრელია. https://bit.ly/38CuaEz
-
ჩინეთის ბანკი - China Construction Bank (CCB) ჰონგკონგურ კრიპტობირჟა Fusang-თან თანამშრომლობის ფარგლებში ბლოკჩეინზე გამოუშვებს 3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს. 13 ნოემბრიდან სერტიფიკატები Bitcoin-ზე გაცვლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბირჟა Fusang-ის მეშვეობით, რომელიც მალაიზიაშია ლიცენზირებული. China Construction Bank-ის ადგილობრივი ფილიალი ობლიგაციებს გასცემს სამი თვის ვადით. მათი ღირებულება 100 აშშ დოლარიდან იწყება. ობლიგაციები გაიცემა სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით. მათი დამოწმებული თანხა ჩვეულებრივ იზომება ათიათასობით იუანად. თუმცა, ტოკენიზაცია საცალო ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეიძინონ მცირე წილი ამ ინსტრუმენტიდან. CCB-ის წარმომადგენლების განცხადებით, ბლოკჩეინზე ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება მიზნად ისახავს "fintech-ის უფრო ფართო ფინანსურ ბაზრებთან დაახლოებას". წარმატების შემთხვევაში Fusang განიხილავს სახელმწიფო ბანკებთან თანამშრომლობით ფასიანი ქაღალდების გამოშვებას სხვა ვალუტებში, იუანის ჩათვლით. SPGlobal-ის მონაცემების თანახმად, China Construction Bank მსოფლიოში მეორე უდიდესი ბანკია. 2020 წლის აპრილის მდგომარეობით მისი მართვის ქვეშ იმყოფებოდა 3.6 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები. შეგახსენებთ, სექტემბერში სინგაპურის საფონდო ბირჟამ გამოუშვა 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები ბლოკჩეინზე ხუთწელიწადნახევრის ვადით. https://bit.ly/32AzJ2t
-
კომპანია AMD-მ წარადგინა Ryzen Embedded სერიის ახალი მიკროპროცესორები - 7-ნანომეტრიანი Ryzen Embedded V2000. თავად კომპანიის შეფასებით, V2000 სერიის მიკროპროცესორები V1000 სერიის წარმომადგენლებს წარმადობის მხრივ 30%-ით აღემატება, გრაფიკის მხრივ კი - 40%-ით. პროცესორებს აქვთ 3200 მჰც სიხშირეზე მომუშავე DDR4 მეხსიერების მხარდაჭერა. ახალ სერიის მთავარი ფლაგმანია რვაბირთვიანი Ryzen Embedded V2748. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ გაეცნოთ პროცესორების მახასიათებლებს. ახალი პროცესორები, წინა თაობის მოდელების მსგავსად, გამოყენებული იქნება Mini STX-ის ბაზაზე არსებულ კომპიუტერებში. პროცესორებს აქვთ შესაძლებლობა - დაუკავშირდნენ 4K გაფართოებისა და 60 კადრი სიხშირის მქონე ოთხ მონიტორს. AMD ამტკიცებს, რომ სიმძლავრისა და ფუნქციონალის პარალელურად პროცესორები გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი დონით და აღჭურვილნი იქნებიან AMD Memory Guard ტექნოლოგიით, რომელიც დაშიფვრის გზით მონაცემებს დაიცავს მათზე წვდომის სურვილის მქონე ჰაკერებისგან. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ უკვე მოლაპარაკებულია ASRock-თან, Sapphire-თან, Advantech-სა და სხვა კომპანიებთან მინი პერსონალურ კომპიუტერებში პროცესორების ინტეგრაციასთან დაკავშირებით. https://bit.ly/3ls0Kwn
-
გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანია BMW-მ წარადგინა ელექტროსკუტერ Motorrad Definition CE 04-ის კონცეპტუალური ვერსია. კომპანიას არ გაუხმაურებია სკუტერის ტექნიკური მახასიათებლები, ასე რომ მონაცემები ძრავის სიმძლავრის, აკუმულატორის მოცულობისა და სხვა დეტალების შესახებ უცნობია. როგორც ჩანს, კომპაქტური სკუტერი გათვლილია მძღოლისა და ერთი მგზავრის ტრანსპორტირებაზე, ორიენტირებულია ქალაქის პირობებში გამოყენებაზე და არ არის განკუთვნილი შორ მანძილზე რეგულარული დამუხტვების გარეშე გადაადგილებისთვის. CE 04 სკუტერს თანამედროვე დიზაინი აქვს. აკუმულატორი განთავსებულია იატაკის ქვეშ, რის ხარჯზე შესაძლებელი გახდა კონსტრუქციაში გამოთავისუფლებულიყო დამატებითი სივრცე რაიმეს შენახვისთვის. მაგალითად, მძღოლს შეუძლია შეინახოს დამცავი ჩაფხუტი სავარძლის ქვეშ არსებულ საბარგულში. სტანდარტული მართვის პანელის ნაცვლად წარმოდგენილია დისპლეი, რაც სკუტერს უფრო ინდუსტრიალური ტრანსპორტის იერსახეს ანიჭებს. უნდა აღინიშნოს, რომ BMW ძალისხმევას არ იშურებს შექმნას ორადგილიანი სატრანსპორტო საშუალების სერია ელექტრო ძრავზე. მაგალითისთვის, გასულ წელს გამოვიდა Motorrad Vision DC Roadster, ელექტრო მოტოციკლის კონცეპტი, რომელსაც BMW-ს კლასიკური, ორცილინდრიანი მოტოციკლების მსგავსი საკულტო დიზაინი გააჩნია. CE 04 სკუტერის შექმნისას ინჟინრები ეყრდნობოდნენ 2014 წელს გამოსულ საკმაოდ პრაქტიკულ სკუტერ BMW C Evolution-ს. ამ სკუტერს გავლის მარაგის შთამბეჭდავი მაჩვენებელი (დაახლოებით 160 კმ) და სიჩქარე (130 კმ/სთ-მდე) აქვს. თუმცა მისი ფასის, 14 ათასი აშშ დოლარის გამო C Evolution-ისთვის რთულია გახდეს პოპულარობის პრეტენდენტი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში BMW აქტიურად მუშაობს ელექტრო ძრავის მქონე ორსაბურავიანი ტრანსპორტის განვითარებაზე. 2016 წელს კომპანიამ წარადგინა კონცეპტუალური მოტოციკლი Vision Motorrad Next 100, რომელიც სუპერგმირების შესახებ არსებული ფილმების სატრანსპორტო საშუალებას მოგვაგონებს. 2017 წელს წარადგინეს Motorrad Concept Link, რომელიც ჰგავდა C Evolution-ის უფრო ფუტურისტულ ვერსიას. ამჟამად წარმოდგენილი Motorrad Definition CE 04 სავსებით შეესაბამება დიზაინის ევოლუციის სამომავლო განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი CE 04 გამოვა კონცეპტის კატეგორიიდან და იქცევა სერიული წარმოების მოდელად, BMW-ს დიდი კონკურენცია ელის. ამჟამად ბაზარზე უკვე წარმოდგენილია დიდი რაოდენობით მსგავსი სკუტერი ელექტრო ძრავით. https://bit.ly/2UloypG
-
პოპულარულმა ბლოგერმა PlanB-მ დაადასტურა, რომ კვლავ სჯერა თავისი პროგნოზის - პირველი კრიპტოვალუტის ფასი მიაღწევს 100 ათას - 288 ათას აშშ დოლარს 2021 წლის დეკემბერში. მან იპოვა დამატებითი მტკიცებულება მონეტების შემოთავაზების შემცირების შესახებ, რაც შეესაბამება Stock-to-Flow (S2F) მოდელს მისი მოლოდინის თანახმად. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბაზრის კორექციის პერიოდებში შეინიშნება, როგორ იკრებენ Bitcoin-ვეშაპები ასეულობით 0,01 BTC-ს „სუსტი ხელებისგან“. სამომავლოდ უფრო მსხვილ ფორმებში მონეტები „ქრება“ ცივ საფულეებში. S2F გამოიყენება აქტივის დეფიციტურობის ან სიჭარბის დასადგენად და გამოითვლება როგორც მისი მიმდინარე შემოთავაზება - გაყოფილი ახალი ემისიით განსაზღვრული დროის პერიოდისთვის. S2F მოდელის თანახმად, გრძელვადიანი შენახვისთვის Bitcoin-ების საფულეებში გადატანა იწვევს მათი გაყიდვების შემცირებას. ეს განსაკუთრებით ეხება ჰალვინგის შემდგომ პერიოდს, რაც იწვევს მიწოდების შოკს და პროვოცირებს ხარულ ბაზარს შემდეგი 18-20 თვის განმავლობაში. ამგვარი მოვლენა დამახასიათებელი იყო 2012 და 2016 წლებში მაინერების ჯილდოს პირველი და მეორე განახევრების შემთხვევაში. PlanB-ს შეფასებით, Bitcoin-ის დინამიკა 2020 წლის მაისის მესამე ჰალვინგის შემდგომ ადასტურებს მის სიმართლეს და პროგნოზის მიხედვით მიდის. ნახევარი წლის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი მიუახლოვდა 16 ათას აშშ დოლარიან დონეს - მოიმატა თითქმის 80%-ით. S2F მოდელის თანახმად დასაშვებია, რომ ჰალვინგიდან 9 თვის შემდეგ მონეტების მფლობელთა 100% მოგებაში იქნება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მიწოდების ზრდა, რომელიც მოთხოვნას შთანთქამს. სამომავლოდ, ახალი მოთხოვნის გაჩენის პირობებში ტრეიდერები შეიძლება არ დაბრუნდნენ ბაზარზე მომდევნო რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, რაც ზრდის ახალ დაჩქარებას გამოიწვევს. https://bit.ly/36mtWi0
-
კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაადასტურა, რომ მისი კომპანია მუშაობს „პრინტერის“, ან როგორც თავად მასკი უწოდებს, რნმ-ის მოლეკულების სინთეზისთვის განკუთვნილი ბიორეაქტორის შექმნაზე. მოწყობილობაზე Tesla მუშაობს გასული წლიდან მოყოლებული გერმანულ კომპანია CureVac-თან ერთად. სამუშაოები დაიწყო COVID-19-ის პანდემიამდე. კომპანიებმა შეიტანეს ერთობლივი საპატენტო განაცხადი წამლებისა და ვაქცინების შექმნის შესახებ. CureVac-ის მოწყობილობა რნმ-ის სინთეზისთვის მასკმა განაცხადა, რომ მის კომპანიას არ ექნება მნიშვნელოვანი შემოსავალი ხსენებული ბიორეაქტორის წარმოებიდან, სამაგიეროდ, ამგვარი დანადგარები „მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი“ გახდება. კომპანია აპირებს იზრუნოს ბიორეაქტორების გავრცელებასა და კაცობიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების და ვაქცინების გამოგონებაზე. ამჟამად კომპანია CureVac იყენებს Tesla რნმ პრინტერის მეორე ვერსიას, მწარმოებელი კი მესამე ვერსიის შექმნაზე მუშაობს. გერმანიაში ვიზიტების დროს მასკი არ ივიწყებს პირადად დაკავდეს ამ პროექტებით. CureVac-ისა და Tesla-ს თანამშრომლობის იდეა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ვაქცინების მწარმოებელი მზად არ არის გამოუშვას საწარმოო მასშტაბების ბიორეაქტორები. Tesla-ს კი გააჩნია სწრაფი ნოვაციური წარმოების დიდი გამოცდილება და მზად არის რნმ-ის „ბეჭდვისთვის“ განკუთვნილი ბიორეაქტორებით უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული და სანდო პირი. https://bit.ly/2UcFte8
-
Apple-ის პრეზენტაცია დაიწყო მთავარით, რასაც კომპანიის ბევრი გულშემატკივარი ელოდა - Mac-კომპიუტერებით. პირველი წარდგენილი პროდუქტი იყო ჩიპი Apple M1. არანაირი ადაპტირებული Apple A14 Bionic. A-სერია კვლავ რჩება iPhone-სა და iPad-ს. Apple M1 - ეს გახლავთ 5-ნანომეტრიანი სისტემა 16 მლრდ ტრანზისტორის მქონე ჩიპზე. მასში განთავსებულია რვა CPU ბირთვი, რვა გრაფიკული ბირთვი, ასევე 16-ბირთვიანი გამომთვლელი ნეირობლოკი. CPU-ის ნაწილი შედგება ორი კლასტერისგან: ოთხი მძლავრი და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვისგან. გრაფიკული პროცესორი მოიცავს 128 ბლოკს, მისი წარმადობა აღწევს 2.6 Tflops-ს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. გასული თაობის პროცესორების ფონზე, რომლებიც Mac-კომპიუტერებსა და MacBook-ლეპტოპებში გამოიყენებოდა, ახალ Apple M1 ჩიპს ყველაზე მაღალი წარმადობა გააჩნია მოხმარებულ ვატ ენერგიაზე - ორჯერ მეტი ძველად გამოყენებულ დესკტოპ-პროცესორებთან შედარებით. ასევე, ლეპტოპებსა და კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობენ Apple M1-ზე, ექნებათ ძილის რეჟიმში ფონური ამოცანების შესრულების შესაძლებლობა: მომხმარებელი შეძლებს დაიწყოს ფილმის ან თამაშის ჩამოტვირთვა, დახუროს ლეპტოპი, ჩამოტვირთვა კი მაინც გაგრძელდება. კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ასევე მონაცემთა აპარატულ შიფრირებას. პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით დეველოპერები მიიღებენ ორივე პლატფორმაზე - Apple-სა და Intel-ზე - აპლიკაციების შექმნისა და ოპტიმიზაციისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს. Apple-ის პროცესორებზე აგრეთვე შესაძლებელი იქნება გაეშვას iPhone-სა და iPad-ზე შექმნილი აპლიკაციები და თამაშები. სამომავლოდ იგეგმება ყველა კომპიუტერისა და ლეპტოპის გადასვლა საფირმო პლატფორმაზე. პირველი მოწყობილობები Apple M1 ჩიპის ბაზაზე გახდნენ MacBook Air 2020, Mac Mini 2020 და MacBook Pro 13 Pro 2020. https://bit.ly/3lnZomc
-
კომპანია Grayscale Investments-ის Bitcoin-ტრასტები რესურსების ნაკადით აღემატება ოქროს ბაზაზე არსებულ ბირჟის ფონდებს (ETF) ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან არსებული მზარდი მოთხოვნის წყალობით. ამას მოწმობს ფინანსურ ჰოლდინგ JPMorgan-ის ანალიტიკოსების ანგარიში. „ადრე ჩვენ აღვნიშნეთ Bitcoin-ის მნიშვნელოვანი პოტენციალი გრძელვადიანი ზრდისთვის, თუკი იგი ინტენსიურად გაუწევდა კონკურენციას ოქროს „ალტერნატიული“ ვალუტის სახით. პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ათჯერ უნდა გაიზარდოს, რათა შეესაბამებოდეს კერძო სექტორის ინვესტიციებს ოქროში ETF-ის საშუალებით, ”- აცხადებს JPMorgan. GBTC-ის და ოქროს ETF-ის ზრდის დინამიკა. წყარო: JPMorgan. ანალიტიკოსი ვილი ვუ ეთანხმება ექსპერტების დასკვნებს Bitcoin-ის პოზიტიური დინამიკის ბუნების შესახებ. „ვინ დგას ამ აღმასვლის უკან? ეს არის ჭკვიანი ფული... ხალხი კეთილდღეობის მაღალი დონით. ინვესტორებს შორის გარიგების საშუალო ფასი ზედა მიმართულებით დიდ ნახტომს განაპირობებს. ბირჟისგარე ტრეიდერებიც არიან ამ ტენდენციის კურსში. პირველი კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ თავისი ხარული აღმასვლის დახურულ ფაზაში იმყოფება“ - აღნიშნა მან. ვილი ვუ გვთავაზობს კიდევ ერთი გრაფიკის განხილვას, რომელიც ხარულ სიგნალს იძლევა. მასზე ჩანს ნარინჯისფერი ხაზის აღმასვლა, რომელიც ახალი ინვესტორების ნაკადის შემოსვლის სიჩქარეს აღნიშნავს. ბოლოს ამგვარი ტემპები 2017 წლის ბოლოს შეინიშნებოდა. JPMorgan-ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ მოგების ფიქსაციას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზრდის შემდეგ. „ჩვენი მეთოდოლოგიის თანახმად, ტრენდულმა სპეკულანტებმა გააძლიერეს ბოლო აღმასვლა და Bitcoin-ი ჭარბი ყიდვის ზონაში გაუშვეს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაკადის შესუსტება ახლო პერიოდში. ექსტრემალური მაჩვენებლის სფეროში გადასვლისთვის, რომელიც ამ სიგნალს გააძლიერებს, პირველი კრიპტოვალუტის კურსი კიდევ 5-6%-ით უნდა გაიზარდოს“ - აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. ადრე JPMorgan-ის ერთ-ერთმა სტრატეგმა განაცხადა, რომ ინვესტორები იმყოფებიან ალტერნატიული ატივების ძიებაში და ფიატური ფულის დიდ მოცულობას დებენ ოქროსა და Bitcoin-ში. ამისკენ მათ უბიძგებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა. მარტში ანალიტიკოსებმა აღიარეს, რომ Bitcoin-ის მარტისეული ვარდნა მათთვის იყო პირველი სერიოზული სტრეს-ტესტი, რასაც კრიპტოვალუტა მეტად წარმატებით გაუმკლავდა. Cointelegraph-ის უახლესი გამოკითხვის თანახმად ინსტიტუციონალების 61%-მა უკვე მოახდინა კრიპტოვალუტაში ინვესტირება ან აპირებს ამის გაკეთებას. https://bit.ly/2GKgsDW
-
ამერიკულმა სატრანსპორტო კომპანია Virgin Hyperloop-მა ჩაატარა ვაკუუმური მატარებლის პირველი ტესტირება მგზავრებთან ერთად. გამოცდა განხორციელდა სპეციალურად აგებულ გვირაბში - DevLoop, რომელიც განლაგებულია ლას-ვეგასში. ვაგონის სახით გამოყენებულ იქნა ორ ადამიანზე გათვლილი სპეციალურად შექმნილი კაფსულა. ფინალურ ვერსიაში დაგეგმილია განთავსდეს 28 მგზავრი. ხსენებული გამოცდის მსვლელობისას მიღწეულ იქნა კაფსულის სიჩქარე 173 კმ/სთ-მდე, თუმცა კომპანია სამომავლოდ 1102 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას გეგმავს. კაფსულის პირველი მგზავრები იყვნენ კომპანიის წამყვანი კადრები, კერძოდ კი კომპანიის დირექტორი და მგზავრების მომსახურების ხარისხის დირექტორი. შეგახსენებთ, მსგავსი გადაადგილების იდეა წამოყენა ილონ მასკმა 2012 წელს. ტრანსპორტის ამგვარი სახეობა იქნება ყველა მატარებელზე და თვითმფრინავზე სწრაფიც კი. ამჟამად აშშ-ში ხელმისაწვდომია სამი საგამოცდო მოედანი, რომელთაც მართავს სამი კომპანია: Virgin Hyperloop, SpaceX და HyperloopTT. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია HyperloopTT-მ მოიპოვა ნებართვა ათეულობით კილომეტრის სიგრძის სატესტო გვირაბის მშენებლობაზე დუბაისა და ტუნჟეში (ჩინეთი). კომპანია Boring Company-ს კი, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, გაჰყავს გვირაბი ბალტიმორსა და ვაშინგტონს შორის. მასკის თქმით, სამომავლოდ მგზავრებს აღარ მოუწევთ მოერგონ მატარებლების განსაზღვრულ განრიგს, კაფსულები იმოძრავებს მცირე ინტერვალებით, მეტროს მსგავსად. https://bit.ly/32u1KZj
-
ვიდეო დაფების მწარმოებლები არ მალავენ, რომ მალე წარადგენენ NVIDIA-ს ვიდეო დაფებს, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება GeForce RTX 3070-თან შედარებით. ინფორმირებული წყაროების თანახმად, პარტნიორებისათვის Ampere-სერიის შესაძლებლობები მკაცრად იზღუდება NVIDIA-ს საკუთარი „მადით“. მაგალითად, ახალი თაობის ვიდეო ბარათების შეთავაზება 250 აშშ დოლარად რთული იქნება. წყარო: VideoCardz NVIDIA-ს დამფუძნებლის საყვარელი თეზისი, რომლითაც ვიდეო დაფების საშუალო ფასის ზრდა აიხსნება, არის შეხსენება, რომ თამაშები ხდება სულ უფრო სანახაობრივი და შექმნისას - ხარჯიანი. მიმდინარე წელს ციფრულ გართხობაზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია შერწყმულია ბევრი რეგიონის სუსტ ეკონომიკასთან, ამიტომ ძვირადღირებული ვიდეო დაფების მწარმოებლები შორს ვერ წავლენ. რესურს Gamers Nexus-მა გამოაქვეყნა ვიდეო დაფების მწარმოებლების ჩივილი NVIDIA-ს საფასო პოლიტიკის მიმართ, რომელიც მათ ფაქტობრივად შანსს არ უტოვებს შემოსავალი მიიღონ 250-300 აშშ დოლარიანი ვიდეო დაფების გამოშვებისას. როდესაც ახალი გრაფიკული პროდუქტი ბაზარზე გამოსვლისთვის ემზადება, NVIDIA პარტნიორებს აძლევს რეკომენდაციას იმ კომპონენტების თვითღირებულების შესახებ, რომლებიც წარმოებისთვის აუცილებელია. GeForce RTX 30 სერიის ერთ-ერთი მოდელის ფასი უნდა იყოს 250-300 აშშ დოლარის დიაპაზონში და კომპანიამ უკვე მიაწოდა პარტნიორებს თავისი რეკომენდაციები, რომლებიც რეალობისგან შორსაა - ამტკიცებენ ვიდეო დაფების მწარმოებლები. მაგალითად, გაგრილების სისტემაზე გამოყოფილი ბიუჯეტია არაუმეტეს 5$ - ამ ფასად შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ უბრალო, ალუმინის რადიატორი ქულერით. განათება, სითბური მილები და თავად გაგრილების ეფექტურობა შეგვიძლია დავივიწყოთ. რეალურად, როგორც ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანიები ამტკიცებენ, GeForce GTX 1650 ტიპის მოდელსაც კი სჭირდება 9-13 აშშ დოლარის ღირებულების გაგრილება, ხოლო GeForce RTX 2060-ის პოტენციურ მემკვიდრეს კი შეუძლია გაცილებით მეტი ბიუჯეტის მოთხოვნა გაგრილების სისტემის არჩევისას. სამწუხაროდ, NVIDIA-ს ამ არგუმენტების მოსმენა არ სურს. ინტერნეტ-წყაროები აღნიშნავენ, რომ ასეთ პირობებში ვიდეო დაფების მწარმოებლები იძულებულნი იქნებიან ან დანებდნენ, ან გამოუშვან ვიდეო ბარათების შეზღუდული პარტია რეკომენდებულ ფასებში, შემდეგ კი ყურადღება გაამახვილონ კომერციულად სიცოცხლისუნარიან საქმიანობებზე, რაც აუცილებლად გაზრდის ფასს სარეკომენდაციო 250-300 აშშ დოლარს ზემოთ. NVIDIA-ს მარკეტინგული პოლიტიკა ასევე დამოკიდებული იქნება კონკურენტულ გარემოზე, ის კი წელს უკვე აღარ არის მშვიდი. https://bit.ly/3pcIlWE
-
სერვის Coin ATM Radar-ის მონაცემების თანახმად წლის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიოში არსებული კრიპტო ბანკომატების რიცხვი 83%-ზე მეტით გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში მოწყობილობების რიცხვი აღწევდა 11689 ერთეულს, 2020 წლის 1 იანვარს მათი რაოდენობა 6372 იყო. წყარო: Coin ATM Radar. ამჟამად დღე-ღამეში დაახლოებით 24 Bitcoin-ბანკომატი მონტაჟდება. მათი უმეტესობა განთავსებულია აშშ-ში - 9253 ერთეული ანუ მსოფლიოში არსებული აპარატების 79.2%. კანადაში დაყენებულია 892 (7,6%) Bitcoin-ATM, რაც ოდნავ ნაკლებია მთელ ევროპაში არსებულ ბანკომატებთან შედარებით. ევროპის ტერიტორიაზე განთავსებულია 1257 (10,8%) ერთეულია, ლიდერია დიდი ბრიტანეთი, სადაც ხელმისაწვდომია 268 Bitcoin-ATM (2,3%). კრიპტომატები ჯამში მსოფლიოს 70 ქვეყანაშია დამონტაჟებული. მოწყობილობის მწარმოებელთა შორის ლიდერობენ კომპანიები Genesis Coin და General Bytes - მათი საბაზრო წილი შეადგენს 36% და 29.5%-ს, შესაბამისად. წყარო: Coin ATM Radar. ტოპ-10 წამყვანი ოპერატორი მართავს მოქმედი Bitcoin-ATM-ების ნახევარზე მეტს (54.5%). ლიდერების სამეულია Coinflip, Bitcoin Depot და CoinCloud - წილი მთელი რაოდენობის 10%-ს შეადგენს. წყარო: Coin ATM Radar. შეგახსენებთ, გერმანიის ფინანსურმა რეგულატორმა დააწესა წესები Bitcoin-ATM-ების ოპერატორებისთვის. კომპანია Shitcoins Club-ის მიერ დამონტაჟებული 17 მოწყობილობის კონფისკაციის მიუხედავად, ქვეყანაში მათი რიცხვი მატულობს და ამჟამად 37 ერთეულს აღწევს. https://bit.ly/32oyT8I
-
ჰონგკონგის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ მოწყობილობაზე, რომელიც სმარტ-საათებს ადამიანის მოძრაობის ენერგიით დამუხტავს. მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში სმარტ-საათები მეტად პოპულარული გახდა და დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 2019 წელს 20.65 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების სმარტ-საათი გაიყიდა, 2027 წლისთვის კი დაგეგმილია 96.31 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლის მიღწევა. ამიტომაც ყოველ წელს გამოდის ახალი, გაუმჯობესებული მოდელები. მეცნიერებს ახალი აღმოჩენები აქვთ, რომლებიც შემდეგ წარმოებაში ინერგება. ამჟამად ჰონგკონგის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ ადამიანის მოძრაობისგან ენერგიის მიღების ახალ მეთოდზე და სურთ ამ ენერგიის გამოყენება სმარტ-საათების ან სხვა თან სატარებელი ტექნიკის დასამუხტად. ამიტომ, მალე სმარტ-საათებს ექნებათ ენერგია ახალი წყაროდან. ამჟამად ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს პროტოტიპი, რომელიც ენერგიას აგროვებს ადამიანის სიარულისას. მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია პატარა ძრავი, რომელსაც 10 კომპონენტი აქვს. ჯამში მოწყობილობა შედგება ორი ბლოკისგან - ერთი აგროვებს ენერგიას მოძრაობისას, მეორე კი ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ძაბვად. https://bit.ly/3n5Ph5Z
-
ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) ემზადება, რომ სასამართლოში შეიტანოს ახალი ანტიმონოპოლიური სარჩელი კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ. აღინიშნება, რომ დავა ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის შესახებ დაიწყება მიმდინარე თვის ბოლომდე, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო იგი შესაძლოა დიდხანს გაიწელოს. ოფიციალური პირები, როგორც ცნობილია, ემხრობიან „შიდა საქმეს“, რომლის განხილვით უნდა დაკავდეს ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლე ნაცვლად იმისა, რომ პროცესზე მოზიდულნი იყვნენ სხვადასხვა შტატის მოსამართლეები. მიიჩნევა, რომ ამგვარი მიდგომა გაზრდის მოსარჩელეების მიერ პროცესის მოგების შანსს, თუმცა ამავე დროს თავად პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელი გაჭიანურდეს. მოსალოდნელია, რომ სარჩელში, რომელსაც უკვე დიდი ხანია ამზადებს ფედერალური სავაჭრო კომისია, Facebook-ს ბრალი ედება სხვა კომპანიების შთანთქმა და მონაცემებზე კონტროლის გამოყენება კონკურენტებზე ზეწოლის მიზნით. ამ საქმის განხილვის შედეგების საფუძველზე სასამართლომ შესაძლოა არ გასცეს ბრძანება Instagram-ის ან WhatsApp-ის განცალკევების შესახებ, თუმცა ეს ვარიანტიც არ არის გამორიცხული. უნდა აღინიშნოს, რომ ცნობები Facebook-ის წინააღმდეგ ახალი ანტიმონოპოლიური სარჩელის შესახებ გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ამერიკული ხელისუფლება დიდი ძალისხმევით ცდილობს სხვა ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობის შესწავლას: ამგავრი მუშაობის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცოტა ხნის წინანდელი სარჩელი Google-ის წინააღმდეგ. თუმცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გაურკვეველია როგორ გაგრძელდება ანტიმონოპოლიური კანონდარღვევის ძიება Facebook-ის წინააღმდეგ. ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაძლოა ცვლილებები შევიდეს ფედერალურ სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელობაში, რაც გავლენას მოახდენს Facebook-ისა და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების საქმის განხილვისადმი მიდგომაზე. https://bit.ly/3eDamBZ
-
კომპანია Bitmain-მა დააანონსა მაინინგისთვის განკუთვნილი ახალი, მოდულური ტიპის აღჭურვილობის გამოშვება, რომელიც ორიენტირებული იქნება კრიპტოვალუტების მოპოვების მსხვილმასშტაბიან ოპერაციებზე. მოდული AntRack მოიცავს: სერვერულ სადგამს, კომუტატორს, ოთხ სერვერს, მართვის მთავარ პანელსა და თხევადი გაგრილების სისტემას. მოწყობილობის მთავარი კომპონენტებია ჰეშ-ფუნქციის გამომთვლელი დაფა, მართვის პანელი, კვების ბლოკი და ქულერები - შესაძლებელია ყოველი მათგანის „ცხელი შეცვლა“. Bitmain-ი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი მოდულური მიდგომა ამცირებს მოწყობილობის შეჩერების დროს. გამარტივებული და გაიაფებულია მომდევნო განახლება - საკმარისი იქნება მოწყობილობაში შეიცვალოს ჰეშ-დაფა ჩიპების ნაკრებით ამჟამინდელი 7-ნანომეტრიანიდან 5-ნანომეტრიანზე და ა.შ. მუშაობის დაწყებისას აუცილებელია ჩაირთოს სამფაზიანი კვება, ქსელის სადენი და თხევადი გაგრილების input/output. კომპანიამ გაითვალისწინა გადაწყვეტილება მონობლოკი ANTBOX მონაცემთა ცენტრებისთვის, რომელიც შემდგარი იქნება ათი AntRack-ისგან. უნდა აღინიშნოს, რომ Bitmain-ის დამფუძნებლების კონფლიქტი კვლავ გრძელდება: კონფერენციაზე, სადაც ახალი მოწყობილობა წარადგინეს, დამფუძნებლებს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა მოუწევდათ. როგორც აღმოჩნდა, მათ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღეს. ხსენებულ სამიტზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 5-ნანომეტრიან ჩიპებზე არსებული მოწყობილობა ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში და უახლოეს დროში არ გამოვა. ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიკრი ჩანის ძველი განცხადების თანახმად 5-ნანომეტრიანი მაინერების მიწოდება 2021 წლის იანვარში უნდა დაიწყოს. https://bit.ly/2U6FtMU
-
2017 წელს გავრცელდა ხმები Tesla-სა და AMD-ის თანამშრომლობის შესახებ. იმ დროს Tesla-სთვის განკუთვნილი პროცესორების წარმოებით დაკავებული იყო Jim Keller, რომელიც მაშინ AMD-დან წავიდა, თუმცა Intel-ში ჯერ გადასული არ იყო. მოგვიანებით Tesla-მ წარადგინა საკუთარი წარმოების ნეირონული პროცესორი, რომელიც ამჟამად NVIDIA-ს კომპონენტების ნაცვლად გამოიყენება. რადგანაც Tesla-ს კომპონენტების შექმნის ისტორია მოიცავს Intel-საც და NVIDIA-საც, კომპანიას მხოლოდ AMD-ღა აკლდა და, როგორც ამჟამად გერმანელი დეველოპერები აცხადებენ, AMD Navi 23 გრაფიკულმა პროცესორებმა შესაძლოა გამოყენება ჰპოვონ Tesla-ს ელექტრომობილების ბორტ-სისტემებში. დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ცხადია, რომ ავტოპილოტირების რეალიზაციისთვის ამგვარი ჩიპები Tesla-ს არ სჭირდება. სამაგიეროდ ისინი გამოდგება ინტერფეისის ელემენტების ვიზუალიზაციისთვის ბორტის მულტიმედია სისტემებში. არ არის გამორიცხული, რომ Tesla-სა და NVIDIA-ს ურთიერთობები გარკვეულწილად განელდა. ასევე შესაძლოა, რომ TSMC-ს არ შეუძლია გამოუშვას NVIDIA-ს საკმარისი ჩიპები და ასეთ შემთხვევაში AMD და Tesla წარმოადგენდნენ ალტერნატივას. https://bit.ly/2IjffUp
-
ორი წლის წინ იაპონიაში შეიქმნა კონსორციუმი Space Port Japan Association (SPJ) კოსმოსური ტურიზმის განვითარების შესახებ. საქმიანობის სფერო საინტერესოა, თუმცა არც ისე ახლო მომავლის საკითხი. ახლახანს ტოკიოს არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია Noiz Architects-მა კონსორციუმისთვის წარადგინა ტოკიოს ყურეში მცურავი კოსმოდრომის პროექტი. მიუხედვად იმისა, რომ წინადადება ფანტასტიკური ჩანს, პროექტი ორიენტირებულია სუბორბიტალურ ფრენებზე - ისეთებზე, რომლებიც უახლოეს წლებში რეალურად იქნება მიღწეული. მაგალითად, ტურისტულ სუბორბიტალურ ფრენებზე წინასწარი განაცხადების შეკრება უკვე დაიწყო კომპანია Virgin Galactic-მა. ფასი შთამბეჭდავია - 250 ათასი აშშ დოლარი ერთი ადგილისთვის, თუმცა სამომავლოდ მსგავსი შემოთავაზებები გაიაფდება. Noiz Architects-ის პროექტი ორიენტირებულია Virgin Galactic-ის მსგავს ოპერატორებზე. დიდი, თუმცა ჩვეულებრივი თვითმფრინავი SpaceShipTwo Unity აფრინდება სტანდარტული საფრენი ბილიკიდან და მასზევე დაეშვება. მაქსიმალურ 15-16 ათას კილომეტრ სიმაღლეზე მიღწევის შემდეგ თვითმფრინავი გაუშვებს „კოსმოსურ თვითმფრინავ“ SpaceShipTwo-ს, რომელიც ამჯერად უკვე საკუთარი ძრავით აფრინდება კიდევ 80 კმ სიმაღლეზე, სადაც ტურისტები რამდენიმე წუთს გაატარებენ უწონადობის მდგომარეობაში და დატკბებიან შორეული დედამიწის ხედებით. ამის შემდეგ SpaceShipTwo კოსმოპორტში ჩვეულებრივი თვითმფრინავივით დაეშვება. თვითმფრინავი-ტრანსპორტერი საჰაერო სტარტისთვის. წყარო: Virgin Orbit კოსმოპორტის პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ „ჰორიზონტალური“ ფრენების მომსახურებას ახლოკოსმოსურ სივრცეში, არამედ ასევე სამომავლოდ შეეხება ნაკლებად შეძლებულ ტურისტებსაც. განთავსდება მუზეუმები, არტ-ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, საცურაო აუზები, „კოსმონავტების“ სავარჯიშო ცენტრები და ბევრი სხვა რამ. სანაპიროსთან კოსმოპორტი დაკავშირებული იქნება საავტომობილო ესტაკადით. Virgin Galactic-მა უკვე შეარჩია იაპონიის ერთ-ერთი ქალაქი, როგორც ცენტრი აზიის კოსმოსური ფრენებისთვის. https://bit.ly/2GIwRJa
-
გუშინდელი სავაჭრო სესიის პირობებში Bitcoin-ის ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა და მიაღწია 15 233 აშშ დოლარიან ნიშნულს. ბოლო ჯერზე ერთი Bitcoin-ის ფასმა 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა 2018 წლის იანვარში. 2020 წელს პირველი კრიპტოვალუტის ფასი რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ჯამში წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერთი Bitcoin-ის ფასი დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. ამჟამად მიმდინარე სწრაფი ზრდა განპირობებულია მსოფლიო მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების უპრეცედენტო სტიმულირებით კორონავირუსის პანდემიის დროს. ინსაიდერების აზრით, ამგვარი სტიმულირების შედეგად კრიპტოვალუტა ხდება უფრო მიმზიდველი, ვიდრე ოქროთი გაუმყარებელი ისეთი ვალუტა, როგორიცაა დოლარი. „Bitcoin-ის შექმნა ნაწილობრივ დაკავშირებული იყო იმ შეშფოთებასთან, რომ უფრო მძლავრი ფისკალური სტიმული გავლენას ახდენს ვალუტის გაუფასურებაზე მთელს მსოფლიოში. შედეგად, იმ დროს, როდესაც ცენტრალური ბანკები საუბრობენ ეკონომიკაში ფულის მასშტაბურ ჩადებაზე, კრიპტოსამყაროს ბევრი ინვესტორი ამას აღიქვამს, როგორ სიგნალს Bitcoin-ის შესყიდვისთვის“ - თვლის საინვესტიციო პლატფორმა eToro-ს ანალიტიკოსი Simon Peters. ინვესტორები ელოდებიან, თუ როგორ წარიმართება ფედერალური სარეზერვო სისტემის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი შეინარჩუნებს განაკვეთებს იმავე დონეზე და გამოაცხადებს ფისკალური სტიმულირების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა უახლოეს მომავალში ხელისუფლებას მორიგ იმ მასტიმულირებელი ზომების პაკეტზე შეთანხმების საშუალებას არ მისცემს, რაც აუცილებელია კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის გამო. „იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის არჩევნები დასასრულს უახლოვდება, ფინანსური სტიმულირების დეტალები შეიძლება გახდეს უფრო მკაფიო. ნებისმიერმა ასეთმა პაკეტმა შეიძლება გამოიწვიოს დოლარის დასუსტება და Bitcoin-ის ფასის კიდევ უფრო ზრდა, ”- ამბობს საიმონ პეტერსი. https://bit.ly/3k9Swru
-
ამჟამად PCIe სალტის ყველაზე თანამედროვე თაობად მეოთხე ვერსია ითვლება. ჯერ PCIe 5.0 სტანდარტიც არ უნახავს საზოგადოებას, PCI SIG კი როგორც ჩანს, PCIe 6.0 მახასიათებლის შემუშავების საბოლოო ეტაპზე იმყოფება. როგორც ჩანს, მეექვსე თაობა ნამდვილად იქნება მზად დაახლოებით 2021 წლის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ PCIe 5.0 არ იქნება ისეთი ხანგრძლივად მოქმედი სტანდარტი, როგორც PCIe 4.0. რა თქმა უნდა, მის საფუძველზე არსებული რეალური სამომხმარებლო მოწყობილობები დიდი ალბათობით 2023 წელზე ადრე არ გამოჩნდება - მოსალოდნელია, რომ PCIe 5.0 სტანდარტს AMD და Intel დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამოიყენებენ. PCI SIG-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა 0.7 ვერსია PCIe 6.0 სპეციფიკაციისთვის. ეს ვერსია მოიცავს სრულ მახასიათებლებს და ახალი ფუნქციონალი არ დაემატება. PCIe 6.0-ის ძირითადი მახასიათებლებიდან რამდენიმე გახლავთ შემდეგი: 64 გბ/წმ კონტაქტზე მაქსიმალური სიჩქარით 256 გბ/წმ 16 ხაზზე (რეალურად, ორჯერ მეტი PCIe 5.0 სტანდარტთან და ოთხჯერ მეტი PCIe 4.0 სტანდარტთან შედარებით); PAM4 (ოთხდონიანი იმპულსური ამპლიტუდის მოდულაცია) ამჟამად სიგნალიზაციისთვის გამოიყენება. ეს ტექნოლოგია ასევე გამოიყენება მაღალი წარმადობის ქსელურ აღჭურვილობებში InfiniBand სტანდარტის კავშირთან ან GDDR6x ვიდეომეხსიერების მოდულებთან, რომლებშიც გამოყენებულია NVIDIA-ს მაღალი წარმადობის გრაფიკული პროცესორები. ხარვეზების პირდაპირი გასწორება მცირე შეყოვნებით (FEC), რომელიც უნდა იყოს 10 ნწმ-ზე ნაკლები; საიმედოობის გაზრდილი დონე PCIe 5.0 სტანდარტთან შედარებით; ოპტიმიზებული ენერგოეფექტურობა; ერთ პლატფორმაზე ასამდე ხაზზე მასშტაბირება. საინტერესოა, რომ PCI SIG-მა გამოაქვეყნა გრაფიკი, რომელზეც მოცემულია სიჩქარის გაორმაგება ყოველ სამ წელიწადში. ეს იყო თავდაპირველი გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს შემუშავდა. ცხადია, თავდაპირველი გეგმა მას შემდეგ შეიცვალა, რადგანაც ახლა ჩანს, რომ სიჩქარის ზრდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იგეგმება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა გადაცემა უფრო სწრაფი ტემპით. სამწუხაროდ, მომხმარებლები ვერ შეძლებენ თაობათა ცვლისგან სწრაფი სარგებელი ნახონ, რადგანაც AMD-სა და Intel-ს არ სურთ სტანდარტების სწრაფად ცვლა და ასე სწრაფად ადაპტაცია, მათი შესაძლებლობების შენარჩუნება მომავალში. https://bit.ly/350b4pu
-
შედგა ულტრაპორტატულ კომპიუტერ Razer Book 13-ის დებიუტი, რომელსაც აქვს 13.4-დუიმიანი დისპლეი და მე-11 თაობის Intel Core (Tiger Lake ) პროცესორი. მოწყობილობის გაყიდვა დაიწყება მიმდინარე თვეში და მისი ფასი იქნება დაახლოებით 1200 აშშ დოლარი. ეკრანი შესაძლოა იყოს Full HD+ (1920 × 1200 პიქსელი) ფორმატის, სენსორული მართვის მხარდაჭერით ან მის გარეშე. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია სენსორული UHD+ (3840 × 2400 პიქსელი) პანელი. ყველა მოდიფიკაციის შემთხვევაში ხელმისაწვდომია 100%-იანი sRGB ფერთა გამა. მოდიფიკაციის მიხედვით გამოყენებულია ჩიპი Core i5-1135G7 ან Core i7-1165G7. LPDDR4x-4267 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 ან 16 გბ-ს. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია SSD PCIe M.2 მოცულობით - 256 გბ ან 512 გბ. ლეპტოპს აქვს ინდივიდუალური Razer Chroma განათების ღილაკების მქონე კლავიატურა, ასევე აუდიო ქვესისტემა THX Spatial Audio, Wi-Fi 6 (802.11ах) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები. ხელმისაწვდომია ინტერფეისები - Thunderbolt 4 (USB Type-C), USB 3.2 Type-A, HDMI 2.0, microSD სლოტი და 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ერთ სრულ დამუხტვაზე ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 11-14 საათი კომპლექტაციის შესაბამისად. ლეპტოპის ზომებია 295.6 × 198.5 × 15.5 მმ, წონა - 1.34 კილოგრამი. https://bit.ly/38ilrY2
