Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Google მიმდინარე წელს კვლავ წარადგენს ფლაგმანურ სმარტფონებს, თუმცა ისინი აგებული იქნება მობილურ პროცესორ 870-ს ბაზაზე და არა Snapdragon 888-ზე ან Snapdragon 888+-ზე. ამერიკული კომპანია აგრეთვე შეცვლის მოდელების დასახელებებს. უფროს ვერსიას მიენიჭება Pro პრეფიქსი XL-ის ნაცვლად. სმარტფონების შესახებ ინფორმაცია მოძიებულ იქნა Google Camera 8.3 APK-ის კოდში. უმცროს მოდელს ექნება Full HD+ ფორმატის დისპლეი, Pro ვარიანტს - WQHD+. ორივე შემთხვევაში გამოყენებული იქნება ორგანული შუქდიოდური (OLED) მატრიცა კადრის განახლების გაზრდილი სიხშირით. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ახალი თაობის Pixel-სმარტფონების ფოტოები (ფოტოზე), თუმცა უკვე ცნობილია, რომ ისინი Photoshop-ითაა გაკეთებული. მიუხედავად ამისა, Google Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს ნამდვილად ექნებათ ძირითადი კამერა პერისკოპული ტელეობიექტივითა და 4K UHD ფორმატის ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 60 კადრი/წამში სიჩქარით. რაც შეეხება მობილურ პროცესორს, Snapdragon 870-ს აქვს Kryo 585 ბირთვები მაქსიმალური 3.2 გჰც სიხშირით, ასევე გრაფიკული კონტროლერი Adreno 650 და Snapdragon X55 მოდემი მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერით. ცალკრისტალიანი სისტემა იმუშავებს 8 გბ ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. სხვა მოდიფიკაციების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ხმაურდება. ამერიკული კომპანიის კიდევ ერთი სიახლეა მოდელი Google Pixel 5a 5G. იგი წარმოდგენილი იქნება მოძველებული ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 750G-თ, რომელიც 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით არის დამზადებული. მოდელი Google Pixel 5a 5G. ამ მოდელს ექნება უკანა ბიომეტრიული სენსორი, 3840 მა/სთ მოცულობის ბატარეა 20-ვატიანი სადენიანი დამუხტვით და 6.2-დუიმიანი OLED დისპლეი. ძირითად კამერაში გამოყენებული იქნება ორი მოდული, მათი გაფართოებები ჯერ უცნობია. სმარტფონის მეხსიერების მოცულობა იქნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერება. სამომავლო სმარტფონების ფასი არ გახმაურებულა. ბაზარზე პირველი გამოვა Google Pixel 5a 5G. მისი პრეზენტაცია შედგება მიმდინარე კვარტლის მეორე ნახევარში. Google Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს ყიდვა შესაძლებელი გახდება შემოდგომაზე. სამივე სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებითი საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. https://bit.ly/2VYJtmx
  2. საზოგადოებრივი მოხმარების დამტენი სადგურების ქსელის განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ელექტრომობილების პოპულარობას კონკრეტულ ადგილას, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი ელექტრომობილის გავლის მარაგს სახლის ქსელიდან შეივსებს, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს გზაზე დამუხტვა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლიდან კომპანიის საფირმო დამტენი სადგურების ქსელზე წვდომას მიიღებენ სხვა მარკის ელექტრომობილების მფლობელები. ფოტოს წყარო: Reuters ეს განცხადება Tesla-ს ხელმძღვანელმა ტრადიციულად Twitter-ის მეშვეობით გააკეთა და დაამატა, რომ დროთა განმავლობაში სხვა ბრენდის ელექტრომობილების მფლობელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღებენ დამტენ სადგურებზე წვდომას. წვდომის ამგვარი დემოკრატიზაცია რომელი ქვეყნიდან დაიწყება მასკს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ადრე პრესამ ამ კონტექსტში ახსენა გერმანია, შვედეთი და ნორვეგია. ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ხელისუფლებამ Tesla-ს უკვე უბიძგა ამ ნაბიჯისკენ. Tesla-ს დამტენი სადგურების ქსელი მსოფლიოში 25 ათასზე მეტ სადგურს მოიცავს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი მარკის ელექტრომობილები შეძლებენ საჯარო დამტენებით სარგებლობას. როგორც ჩანს, შესაფერისი გადამყვანის გამოყენებისას პრობლემა არ შეექმნება უმეტესობას, თუმცა დატენვის ყველაზე აგრესიული რეჟიმები, რომლებიც მძღოლის დროს მნიშვნელოვნად ზოგავენ, სავარაუდოდ მხოლოდ Tesla-ს ელექტრომობილების პრეროგატივა იქნება. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანია ელექტრომობილების მფლობელებს აკისრებს წუთობრივ ან კვტ/სთ-ში დაწესებულ გასადასახადს. https://bit.ly/36NdJTx
  3. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ გადაჭრით უარყო ეს იდეა, ხოლო ტეხასში, კენტუკსა და სამხრეთ დაკოტაში სიხარულით შეხვდნენ მსხვილი მაინინგ-კომპანიების გეგმებს ძველი საწარმოო ობიექტების შესყიდვის შესახებ. მაინერების ყურადღება მიიპყრო დახურულმა, მაგრამ არა მიტოვებულმა და დანგრეულმა ქარხნებმა, საწყობებმა და ელექტროსადგურებმა. სწორედ ასეთ ადგილებში გადავა გიგანტური მაინინგ ფერმები. თითქმის იდეალური გარიგება დადო კომპანია Core Scientific-მა, რომელმაც შეიძინა Levis-ის ჯინსის ძველი საწარმო - იქ ხელმისაწვდომია ფართო, კარგად განიავებადი საამქროები და უახლოესი ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდების ექსკლუზიური ხაზი. მეორე კომპანიამ, Greenidge Generation-მა, შეისყიდა გაზის ძველი ელექტროსადგური მთლიანად და მოწყვიტა იგი გარე ელექტროქსელებს - მთელ ენერგიას დაიტოვებს თავისთვის და გამოიყენებს მაინინგისთვის. როდესაც თავად აწარმოებ ელექტროენერგიას, მაინინგის თვითღირებულება მეტად მიმზიდველი ხდება. კომპანია Foundry სხვა გზით წავიდა და სიმბოლურ ფასად გამოისყიდა Alcoa-ს დახურული ალუმინის ქარხანა. მას მოუწევს ენერგიის ყიდვა, სამაგიეროდ თავად აღჭურვილობა და კომპლექსი დაპროექტებულია ეფექტური გაგრილებისთვის, ამასთან შეიცავს უამრავ ელექტრო ქსელს - აქ შესაძლებელი იქნება მართლაც გიგანტური მაინინგ-ფერმის მოწყობა. თვითმფრინავების ძველი ანგარები, საწყობები, ელევატორები და დიდი შენობები მოულოდნელად მეტად მოთხოვნადი გახდა მაინერებს შორის, რადგან მათში მარტივია კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი ათიათასობით მუშა მოდულების გაგრილების ორგანიზება. შეერთებულ შტატებში არსებულ ყველა ყოფილ საწარმოო ობიექტს დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდებოდა, მრავალი გამომმუშავებელი სიმძლავრე ჯერ კიდევ მუშაობს, ან აღდგება მცირე შეკეთების შედეგად. მაინერების გარდა ამხელა მოცულობის ენერგია დიდი ხანია არავის სჭირდება, ამიტომ საფასო პოლიტიკა მათთვის ცალსახად მომგებიანი იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება თანახმაა - ლეგენდარული ქარხნები კვლავ დაუბრუნდებიან სიცოცხლეს, თუმცა ახალი სტატუსით. https://bit.ly/3eBVrZU
  4. ელექტრომობილებში ელექტროძრავის არსებობა გამორიცხავს „გადაცემათა კოლოფის გადართვის“ აღქმას კლასიკური გაგებით, მოძრაობის მიმართულების არჩევა კი უმეტეს შემთხვევაში მძღოლის პრეროგატივად რჩება. Tesla აპირებს ელექტრომობილებს ასწავლოს გაუმკლავდნენ ამ ამოცანას დამოუკიდებლად, რაც ხელმისაწვდომი გახდება არა მხოლოდ Model S-სა და Model X-ში, არამედ უფრო დაბალფასიან Model 3 და Model Y ელექტრომობილებში. ფოტოს წყარო: Archyde ამ კომპანიის ტერმინოლოგიაში ფუნქციამ სახელად მიიღო Smart Shift. მძღოლის აქტიური დახმარების სისტემას შეუძლია მრავალი ნიშნის საფუძველზე გააკეთოს პროგნოზი - მანქანა წინ უნდა წავიდეს თუ იმოძრაოს უკუმიმართულებით ისე, რომ მძღოლს ათავისუფლებს საბურავების საჭირო მიმართულებით ბრუნვის ხელით მართვისგან. საჭის განახლების შემდეგ Tesla Model S-სა და Model X-ს საჭის ქვემოთ ბერკეტიც აღარ აქვთ, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობის რეჟიმების ცვლაზე. მძღოლმა შეინარჩუნა სურვილის განხორციელების შესაძლებლობა ცენტრალურ დისპლეიზე არსებული პროგრამული სლაიდერის მეშვეობით, თუმცა მართვის ორგანოებთან მსგავსი ურთიერთქმედება რთულია ჩაითვალოს მოსახერხებლად და ბუნებრივად. როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, ილომ მასკმა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ კომპანია მზადაა ფუნქცია Smart Shift გავრცელდეს კომპანიის ყველა, FSD კომპლექსით აღჭურვილ ელექტრომობილზე. თუმცა, Tesla Model 3-სა და Model Y-ის შემთხვევაში გადართვის ხსენებული რეჟიმი იქნება არჩევითი და არააუცილებელი გამოსაყენებლად. დიდი ალბათობით, მოძრაობის გადამრთველი ბერკეტი თავის ადგილას დარჩება - რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი უფროსი მოდელების მსგავსი საჭე-შტურვალი არ გადაინაცვლებს უმცროს მოდელებშიც. https://bit.ly/36MC1gD
  5. კომპანია Samsung-მა წარადგინა მოდულური ეკრანის განახლებული მოდელი The Wall 2021. ახალი მოწყობილობის დიაგონალი 1000 დუიმზე მეტია და აქვს პროცესორი Micro AI. იგი განსწავლულია გამოსახულების ოპტიმიზაციის 16 ალგორითმით, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია გამოსახულების მასშტაბირებაზე 8K გაფართოებამდე კონტრასტულობის მაღალი დონითა და ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. გარდა ამისა, The Wall-ის კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცს შეადგენს. ფოტოს წყარო: Samsung მოდულურ ეკრან The Wall-ის მაქსიმალური სიკაშკაშე 1600 კდ/მ2-ია. მწარმოებელმა კომპანიამ იმუშავა ეკრანის ფონური განათების ხარისხზე, გამოყენებულია ტექნოლოგია MicroLED. Samsung-მა 40%-ით შეამცირა თითოეული შუქდიოდის ზომა გასული წლის The Wall-ში გამოყენებულ შუქდიოდებთან შედარებით. ამის წყალობით ეკრანზე გამოსული გამოსახულება გახდა უფრო კონტრასტული, ასახული ფერი კი - უფრო ერთგვაროვანი. The Wall-ის დამონტაჟება გახდა უფრო მარტივი მისი სისქის შემცირების ხარჯზე, რაც მიღწეულ იქნა ახალი უჩარჩოო კონსტრუქციისა და უსადენო სამაგრების გამოყენებით. The Wall-ის ახალი მოდელის დამონტაჟება შესაძლებელია სხვადასხვა მდგომარეობაში, მას შეუძლია მიიღოს რკალისებრი (როგორც შეზნექილი, ასევე წინ გამოწეული) მდგომარეობა, ასევე - დასაკიდი ფორმა, დახრილი და L-ის ფორმის კონსტრუქცია. ამასთან, გამარტივდა დისპლეის მართვა: ამჯერად აღარ არის საჭირო თითოეული მოდულის ცალ-ცალკე კონფიგურირება - საკმარისია მოიმართოს ერთი მათგანი და ფუნქცია Factory Seam Adjustment-ის წყალობით პარამეტრებში შეტანილი ცვლილებები The Wall-ის ყველა მოდულზე აისახება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პანელი Samsung The Wall 2021 უზრუნველყოფს მაღალი დონის გამოსახულების ფორმირებას 8K გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანის ჰორიზონტალურად განთავსებისას შესაძლებელია მისი კონფიგურირება ისე, რომ მას ენიჭება 16K-მდე (15 360 × 2160 პიქსელი) გაფართოება. ახალ მოდელს აქვს Micro HDR და Micro Motion ფუნქციების მხარდაჭერა 20-ბიტიანი დამუშავებით. ორივე მათგანი განკუთვნილია გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რაც განსაკუთრებით აქტუალური ეკრანის კომერციული გამოყენების პირობებში იქნება. გარდა ამისა, ეკრანს გააჩნია „გამოსახულება გამოსახულებაში“ ფუნქციის მხარდაჭერა: შესაძლებელია ეკრანზე აისახოს ოთხი სხვადასხვა გამოსახულება და თითოეულ მათგანზე კონტენტი 4K გაფართოების იქნება. მწარმოებელმა კომპანიამ არ დაივიწყა უსაფრთხოების შესახებაც: The Wall-მა TÜV Rheinland-ისგან მიიღო სერტიფიკატი Eye Comfort, რაც მიუთითებს ლურჯი გამოსხივების მინიმალურ ემისიაზე, აგრეთვე გაიარა სერტიფიცირება EMC Class B სტანდარტში, რაც ნიშნავს გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ტალღების მინიმალურ დონეს. შედეგად The Wall-ის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც. https://bit.ly/3BjZX96
  6. მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან Bitcoin-ბირჟა Binance შეწყვეტს ტოკენიზებული აქციების მხარდაჭერას. ამის შესახებ ნათქვამია პლატფორმის ვებ-გვერდზე. „კრიპტოვალუტების ეკოსისტემისა და Binance-ის ზრდასთან ერთად ჩვენ მუდმივად ვახდენთ საკუთარი პროდუქტების შეფასებას და პატრნიორებთან ვმუშაობთ მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით“ - აცხადებს კომპანია. ბირჟამ ეს ნაბიჯი გადადგა, „რათა კომერციული ფოკუსი სხვა პროდუქტებზე გადაიტანოს“ - აღნიშნეს Binance-ის წარმომადგენლებმა. მომხმარებლებს 90 დღე აქვთ პოზიციების დასახურად. 15 ოქტომბერს ეს ავტომატურად მოხდება. ევროპის ეკონომიკური ზონისა და შვეიცარიის მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი აქტივები გადაიტანონ საინვესტიციო კომპანია CM-Equity AG-ის სერვისზე. Binance-ში განაცხადეს, რომ მას აამოქმედებენ 15 ოქტომბრამდე 2-4 კვირით ადრე. CM-Equity AG-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მაიკლ კოტმა The Block-თან კომენტარისას განაცხადა, რომ Binance-მა ბიზნეს-გადაწყვეტილება მიიღო. „გარანტიას ვიძლევი, რომ მათ ეს არავინ აიძულა. მათ გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ ფოკუსირდენენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სხვა პროდუქტებზე“ - აღნიშნა კოტმა. აპრილში Binance-მა განაცხადა ტოკენიზებული აქციების ლისტინგის დაწყება და Tesla დაამატა. მოგვიანებით პალტფორმაზე დაიწყო Coinbase Stock Token-ით ვაჭრობა. იმავე თვეში Bitcoin-ბირჟამ დააანონსა იმ ტოკენების ლისტინგი, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო Microstrategy-ს, Apple-ისა და Microsoft-ის რეალური აქციების პორტფელებით. ზოგიერთი ევროპული ზედამხედველობითი ორგანო დაინტერესდა Binance-ის ახალი სერვისით. Financial Times-მა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მარეგულირებლები ამოწმებდნენ მას ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. აპრილის ბოლოს BaFin-მა ინვესტორები გააფრთხილა ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობის ამოქმედებისას Binance-ის მიერ ფასიანი კანონების კანონის შესაძლო დარღვევების შესახებ. ივნისში FCA-მ კომპანია Binance Markets Limited-ს აუკრძალა ნებისმიერი რეგულირებადი საქმიანობა ქვეყანაში წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. ამის შემდეგ ბანკებმა Barclays-მა და Santander-მა დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებს შეუზღუდეს Bitcoin-ბირჟაზე ფულის გადარიცხვის საშუალება, საგადახდო სისტემა Clear Junction-მა კი უარი თქვა მასთან დაკავშირებული გადახდების დამუშავებაზე. კაიმანის კუნძულებზე დაიწყო Binance-ის მუშაობის შემოწმება, ტაილანდში კომპანიას ბრალი დასდეს ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში, იაპონიაში კი მის მიმართ მორიგი გაფრთხილება გაიცა. პოლონეთის მარეგულირებლები აფრთხილებენ მომხმარებლებს პლატფორმასთან ურთიერთქმედებისას არსებული შესაძლო რისკების შესახებ, ხოლო იტალიამ და მალტამ მომხმარებლები გააფრთხილეს Binance-ის დაურეგულირებელი საქმიანობის შესახებ. ადრე ბირჟამ შეწყვიტა კანადი პროვინცია ონტარიოს რეზიდენტების მომსახურება და შეაჩერა ევრო-დეპოზიტების მიღება SEPA-ს მეშვეობით. მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ზეწოლის ფონზე ბირჟის გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მან ისაუბრა Binance-ს გეგმებზე, რომელთა მიხედვით უზრუნველყოფილ უნდა იქნას მოთხოვნებთან შესაბამისობა და მომხმარებლების დაცვა. Financial Times-ის ინფორმაციით, საგადახდო სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა გადაწყვიტეს არ თქვან უარი პლატფორმასთან თანამშრომლობაზე. https://bit.ly/3rmQidj
  7. თამაშების დეველოპერების კონფერენცია GDC 2021-ზე კომპანია NVIDIA-მ ჩაატარა რეითრეისინგისა და DLSS ტექნოლოგიის დემონსტრაცია ARM-პროცესორზე მომუშავე სისტემაზე. სატესტო თამაშად არჩეულ იქნა Wolfenstein Youngblood, რომლის მცირე სადემონსტრაციო ვერსია ARM-სისტემისთვის მოამზადეს MachineGames-ის წარმომადგენლებმა Bethesda-ს მხარდაჭერით. როგორც NVDIA განმარტავს, ეს პროექტი სადემონსტრაციო მიზნებისთვის შერჩეულ იქნა მოქნილი idTech 6 ძრავის წყალობით. თუმცა დეველოპერები არ გეგმავენ თამაშის სრულფასოვანი ARM-ვერსიის შექმნას. Wolfenstein Youngblood-ის საცდელი პერსპექტივა მცირეა, ამიტომ NVIDIA-მ დაამატა სადემონსტრაციო ფრაგმენტი The Bistro-ს დემოდან, რომელშიც გამოყენებულია RTXDI (Direct Illumination) და NRD ტექნოლოგიები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3Bmn6Yn როგორც NVIDIA განმარტავს, სატესტო კომპიუტერში გამოყენებული იყო პროცესორი MediaTek Kompanio 1200, გრაფიკული ამაჩქარებლის სახით კი წარმოდგენილი იყო საშუალო ფასის სეგმენტის ადაპტერი GeForce RTX 3060. https://bit.ly/3wSfjOw
  8. სმარტფონების ეკრანების მუდმივი სრულყოფის მიუხედავად ისინი კვლავ მეტად მყიფეა და მტვრევადი. თუმცა როგორც ჩანს, ინდოეთის სამეცნიერო განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის (IISER ) მეცნიერები ამ პრობლემის გადაჭრასთან ახლოს არიან. მათ შექმნეს მყარი გამჭვირვალე მასალა, რომელიც თავისით აღდგება გაბზარვის შემთხვევაში. მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ თვითაღდგენის უნარის მქონე მასალებისა და მექანიზმების შექმნაზე. მაგალითად, ამერიკელმა სპეციალისტებმა შეძლეს მცირე რობოტის შექმნა, რომელსაც შეუძლია თავი განიკურნოს მაგნეტიზმის საშუალებით. თუმცა ასეთი პროდუქტების პოვნა პრაქტიკულ გამოყენებაში თითქმის შეუძლებელია, ისინი უფრო მეტად გვევლინება, როგორც უახლესი სამეცნიერო ნიმუშის დემონსტრაცია. მაგრამ IISER-ის მეცნიერებმა შექმნეს პროდუქტი, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება რეალური ექსპლუატაციის პირობებს. სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად მეცნიერებმა გამოიყენეს პიეზოელექტრული ორგანული მასალა, რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულად და პირიქით, რათა შეიქმნას ნემსის ფორმის კრისტალები, რომელთა სიგრძე არ აღემატება 2 მმ-ს, სიგანე კი - 0.2 მმ-ს. მასალის უნიკალური მოლეკულური სტრუქტურის გამო თითოეულ ბზარში მიზიდულობის ძალები კვლავ აერთიანებს მის ნაწილებს ისე, რომ რომ არ საჭიროებენ დამატებით გარე ფაქტორებს, მაგალითად სითბოს, რომელიც აუცილებელია თვითადღგენადი მასალების უმეტესობისთვის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი მასალა იდეალურია სმარტფონის ეკრანისთვის. მათი თქმით, ახალი მასალა ათჯერ უფრო მყარია ანალოგებთან შედარებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებენ მის გამოყენებას ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლები, ან საერთოდ დაიწყებენ თუ არა. https://bit.ly/3rjOlyc
  9. რესურსი CNBC კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზრის მაინინგ სიმძლავრეში ჩინეთის წილის შემცირება ჯერ კიდევ 2020 წელს შეინიშნა, სანამ ჩინეთის ხელისუფლება აკრძალვებს შემოიღებდა ხსენებულ საქმიანობაზე. წყაროს ინფორმაციით, ჩინეთის მიერ ამკრძალავი ზომების დაწესებამდე ქვეყნის წილი მაინერების მიერ გამოყენებულ გამომთვლელ სიმძლავრეში 46%-ს შეადგენდა. 2019 წლის სექტემბერში ეს წილი 75.5%-ს აღწევდა, ასე რომ აშკარაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, როგორც მაინერების უდიდესი „თავშესაფრის“, პოზიციის შესუსტება. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ლიდერი დიდი ალბათობით აშშ გახდება, იგი მეორე ადგილს იკავებს 17% წილით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით აშშ-ის ტერიტორიაზე მაინინგ-სისტემების გამომთვლელი სიმძლავრე ორნახევარჯერ გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, ამჟამად დაახლოებით 500 ათასი მაინინგ-მოწყობილობა ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში მიგრაციას ცდილობს. თუ ამას შეძლებენ, 2022 წლის ბოლოს აშშ-ს ექნება მაინინგის პოტენციალი 40%. აშშ-ის წარმატებას ამ კონტექსტში ხელი შეუწყო სამთავრობო ფულადი რესურსების შემოდინებამ, რომელიც გამოიყო მოქალაქეებისა და ანტრეპრენერებისთვის პანდემიის ფონზე. სუბსიდიების მიმღები პირები ეძებდნენ მომგებიან ბიზნესში ფულის ჩადების მეთოდებს და მაინინგი ბევრი მათგანისთვის აღმოჩნდა შესაფერისი მიზანი. აშშ-ში ელექტროენერგიის საფასური ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებასთან ერთად შემცირდება, თუნდაც ეს იყოს სუბსიდირებით განპირობებული, რაც დამატებითი სტიმული იქნება მაინინგ-ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. https://bit.ly/36OigW1
  10. როგორც ჩანს, მხოლოდ Intel-ს არ აქვს გეგმაში სერვერულ პროცესორებში HBM სტანდარტის მეხსიერების გამოყენება. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია AMD ასევე აპირებს გამოიყენოს HBM მეხსიერება Zen 4 არქიტექტურის ბაზაზე არსებულ EPYC Genoa სერვერულ პროცესორებში. ეს ინფორმაციაა გაასაჯაროვა პორტალ Inpact-Hardware-მა, რომელმაც ცნობები ანონიმური წყაროებისგან მიიღო. ანგარიშის თანახმად, HBM მეხსიერების მქონე EPYC პროცესორებს დიდი ხანია ითხოვენ AMD-ის პარტნიორები. Intel-მა უკვე დააანონსა Sapphire Rapids პროცესორები HBM-ით, თუმცა ამ ჩიპების გამოსვლა 2023 წლამდე არ იგეგმება. არსებობს ინფორმაცია, რომ AMD ამზადებს Milan-X პროცესორების ხაზს, როგორც შუალედურ რგოლს Zen 3 და Zen 4 თაობებს შორის და მათში წარმოდგენილი იქნება 3D-ჩიპების ტექნოლოგია, თუმცა უცნობია რომელი მეთოდი იქნება გამოყენებული: CCD თუ V-Cache. გამოსვლის თარიღის კუთხით განსხვავება Milan-სა და Мilan-X-ს შორის დაახლოებით 2-3 კვარტალია და დაახლოებით ასეთივე ვადებია მოსალოდნელი HBM-ის მქონე AMD EPYC Genoa ხაზის შემთხვევაში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება AMD-ის HBM მეხსიერების განლაგების პრინციპი. მეხსიერების ჩიპები შესაძლოა განლაგდეს როგორც კრისტალის შიგნით, ისე მის გარეთ. კომპანია Intel-საც ჯერჯერობით არ გადაუწყვეტავს რომელ მიდგომას გამოიყენებს. საინტერესოა, საბოლოო ჯამში რომელ ვარიანტს გამოიყენებს თითოეული კომპანია და რომელი მათგანი აღმოჩნდება უფრო სწორი პროცესორების წარმადობაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. https://bit.ly/3ez7yqB
  11. ერთ-ერთი თამაში, რომელსაც დაემატა ინტელექტურალური მასშტაბირების ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), არის შუთერი Necromunda: Hired Gun. თამაში ცოტა ხანია რაც გამოვიდა, თუმცა მას აქვს არა მხოლოდ FSR-ის, არამედ NVIDIA DLSS ტექნოლოგიის მხარდაჭერაც, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებს. YouTube-არხ Back4BuckPC Gamer-მა შეამოწმა, როგორ უმკლავდება ორივე ტექნოლოგია გამოსახულების მასშტაბირების დავალებას 4K გაფართოებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NVIDIA DLSS-მა გამოსახულების მასშტაბირება მოახდინა „ხარისხის“ პარამეტრებზე ორიგინალ 1440p გაფართოებაზე. AMD FSR ტექნოლოგიამ „მაქსიმალური ხარისხის“ პარამეტრების პირობებში გამოიყენა ორიგინალი 1662p გაფართოება. გამოსახულების მასშტაბირება განხორციელდა 4K გაფართოებამდე ხარისხის მაქსიმალური პარამეტრების გამოყენებით თავად თამაშში. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით ნაკლებია პიქსელები, რომლებიც ახდენენ გამოსახულების ფორმირებას, რაც აუცილებელია ინტელექტუალური მასშტაბირების ალგორითმების მიერ რეკონსტრუქციისთვის. Bang4BuckPC-ის აზრით, FSR ტექნოლოგია DLSS-თან შედარებით შესანიშნავად უმკლავდება გამოსახულების მასშტაბირების ამოცანას DLSS-ის თითქმის იდენტურ ხარისხამდე და ამასთან უზრუნველყოფს უფრო მაღალ წარმადობას დინამიკაში, ვიდრე კონკურენტი. ტექნოლოგიების შედარებისას სრულიად განსხვავებული ვითარებაა თამაშ Marvel’s Avengers-ში, რომელსაც ასევე აქვს DLSS და FSR ტექნოლოგიების მხარდაჭერა. მომხმარებელ @KanaSaber-ის მიერ წარმოდგენილ სქრინშოტებზე 1080p და 1440p გაფართოებების პირობებში შეინიშნება, რომ FSR-ს პრობლემები აქვს ხიდის ფოლადის ბაგირების რეკონსტრუქციაში იმ დროს, როდესაც DLSS მათ უფრო მეტ სიმკვეთრესაც კი ანიჭებს, ვიდრე ორიგინალ 1080p გაფართოების შემთხვევაშია. ფოტოს წყარო: @KanaSaber აღსანიშნავია, რომ @KanaSaber-მა შედარებისთვის გამოიყენა FSR Quality პარამეტრი შედარებისთვის და არა Ultra Quality, როგორც ადრინდელ შედარებაში. ფოტოს წყარო: @KanaSaber DLSS და FSR ტექნოლოგიების შედარებისას იგივე ვითარებაა 4K გაფართოებამდე გამოსახულების მასშტაბირებისას რეჟიმ „ხარისხი“-ში. FSR ახდენს გამოსახულების მასშტაბირებას 1440p გაფართოებიდან და ორიგინალ გაფართოებასთან შედარებით 4K გაფართოებაზე ამოცანა კარგად არის შესრულებული. თუმცა ამ შემთხვევაში DLSS უკეთესად გამოსახავს თამაშის გმირის თმას - უფრო უკეთ, ვიდრე ორიგინალი გაფართოების შემთხვევაში. https://bit.ly/3xS62rb
  12. Bitcoin-ის მაინინგისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Standard Power-მა ხუთწლიანი პარტნიორობა გააფორმა კომპანია Energy Harbour-თან, რათა შტატ ოჰაიოში მდებარე მონაცემთა ცენტრი ატომური ელექტროსადგურიდან ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიით უზრუნველყოს. პრეს-რელიზის თანახმად, კრიპტოვალუტის მოპოვება გადაკეთებულ ყოფილ ქაღალდის ფაბრიკაში მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება. რეკონსტრუქციის შედეგად მიტოვებული ფაბრიკა გახდება „ულტრათანამედროვე საწარმო“ და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების წარმოქმნას. შეთანხმების თანახმად, Standard Power ვალდებულია სრულიად შეაჩეროს ოპერაციები, როდესაც საჭირო იქნება ოჰაიოს მაცხოვრებლების უზრუნველყოფა ელექტროენერგიით. კომპანია არის მაინინგ-კომპანიებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სერვისების მომწოდებელი და ფლობს 1000 მეგავატზე მეტ ჯამურ სიმძლავრეს. „ოჰაიო შევარჩიეთ ელექტროენერგიაზე დაბალი დანახარჯებისა და ნახშირბადისგან თავისუფალი წყაროების არსებობის გამო. Energy Harbor-თან თანამშრომობისას ჩვენ წინასწარ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ჰოსტინგის შესაძლებლობები, რათა მიღწეულიყო გარანტია, რომ ამ ობიექტის ელექტროენერგიის 100% ნახშირბადის ემისიისგან თავისუფალია ”, - განაცხადა Standard Power-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაქსიმ სერეჟინმა. კრიპტოვალუტების მოპოვებისას დიდი მოცულობის ელექტროენერგიის საჭიროების გამო გარემოზე ზემოქმედების პრობლემამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო Tesla-ს ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ. ილონ მასკმა შეაჩერა Bitcoin-ით ანგარიშსწორების მიღება მისი მოპოვებისთვის საჭირო ამოწურვადი საწვავის გამოყენების მიზეზით. მოგვიანებით მასკმა განაცხადა, რომ Tesla განაახლებს გაყიდვებს პირველ კრიპტოვალუტაში, როდესაც მიიღებს დასტურს, რომ მაინერების ნახევარი მაინც განახლებად ენერგიას იყენებს. BTC.TOP პულის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მაინინგის დევნის შედეგად Bitcoin-ის ჰეშრეითის ნახევარზე მეტი უკვე მწვანე ენერგიის საფუძველზე გენერირდება. ამერიკელი მაინერების მიერ დაარსებული ორგანიზაცია Bitcoin Mining Council (BMC) მივიდა დასკვნამდე, რომ განახლებადი ენერგიის წილმა Bitcoin-ის მოპოვების გლობალურ ინდუსტრიაში 56% შეადგინა. საზოგადოებამ კვლევა გააკრიტიკა, ეჭვქვეშ დააყენა ობიექტურობა და აღნიშნა, რომ შედეგი „უცნაური დამთხვევით“ შეესაბამება მასკის პირობას. https://bit.ly/3yYvA67
  13. ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ მალე ვიდეო დაფების ფასები შემცირდებოდა და შეძლებდნენ GeForce RTX 3060 დაფის სარეკომენდაციო ფასად ყიდვას, იმედები გაუცრუვდებათ. ცნობილი გახდა, რომ არც NVIDIA-ს და არც მის პარტნიორებს არ სურთ 2018 წლის ვითარების გამეორება, როდესაც ბაზარზე ფერმებიდან შემოვიდა მაინინგ ვიდეო დაფების ურიცხვი რაოდენობა. თავდაპირველად მაინერები თავიანთ დაფებს საბაზრო ფასად ყიდიდნენ, შემდგ - ოდნავ იაფად, 2018 წლის ბოლოს კი - გიგანტური ფასდაკლებით. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ახალი ვიდეო დაფები აღარ იყიდებოდა, მეორადი ბაზარი კი მასიური მიწოდებით გადაიტვირთა. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ არ გამოვა ბიუჯეტური ვიდეო დაფები, რადგანაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი წარმადობის გრაფიკულ ჩიპებს. ეს ყველაფერი მარჟის თემაა, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ ამით სიურპრიზები დასრულდა - სამწუხაროდ, არა. Fast Technology-ს მონაცემებით, NVIDIA-მ 1 თვით საერთოდ შეაჩერა პარტნიორებისთვის ახალი გრაფიკული ჩიპების მიწოდება. საუბარი ეხება მთლიან GeForce RTX 3000 სერიას, რომელიც Ampere არქიტექტურაზეა დამყარებული. ლოგიკა ასეთია: დღეისათვის ბევრმა კომპანიამ და სავაჭრო ობიექტმა მზა პროდუქციის დიდი რაოდენობა შეაგროვა საწყობებში. ზოგიერთი მათგანი გაძვირების მოლოდინშია, ზოგიც - უბრალოდ ვერაფერს ყიდის, რადგანაც მომხმარებლები ფასდაკლებას ელიან. NVIDIA-ს სურს, რომ საწყობები დაიცალოს. თუკი ბაზარზე ვიდეო დაფები შემცირდება, ასეთ შემთხვევაში მათზე მოთხოვნა კვლავ გაჩნდება მაღალი ფასების მიუხედავად. მომხმარებლების სურვილია ვიდეო დაფების შეძენა სარეკომენდაციო ფასად, კომპანიას კი მოგება აინტერესებს. თუ დღეს არ შეწყდება ბაზრის გაჯერება ვიდეო დაფებით, ხვალ იგი გადაიტვირთება. წყარო ამტკიცებს, რომ NVIDIA-ს ამგვარ გადაწყვეტილებაში მთავარი დამნაშავე ჩინელი მაინერები არიან - კომპანიის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ მათი ვიდეო დაფები მსოფლიო ბაზარს გადაავსებს. ამავე დროს, GDDR6 ვიდეომეხსიერების მწარმოებლებმა უკვე განაცხადეს, რომ მათი პროდუქცია 13%-ით გაძვირდება. ცხადია, ფასი მოიმატებს ვიდეო დაფებზეც. https://bit.ly/3kpijzt
  14. მიუხედავად იმისა, რომ AMD-ის დესკტოპ პროცესორები Intel-ს აღემატება როგორც სამუშაო დატვირთვით, ისე გეიმინგში, გეიმერების უმეტესობა მაინც Intel-ის მხარეს რჩება. იქნებ ეს ჩვევის საკითხია, ან შესაძლოა პრობლემას Ryzen 5000-ის მაღალი ფასები წარმოადგენდეს. ამ სერიაში საერთოდ არ არის დაბალბიუჯეტური ჩიპები, გამოდის რომ AMD უბრალოდ აიგნორებს მასიურ მომხმარებლებს. გაურკვეველია, სადამდე მივა ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა დღეისთვის შესაძლებელია ითქვას, რომ AMD-ს რევანში არ გამოუვიდა: Steam-ის მონაცემებით ივნისში Intel-ის პროცესორების წილი 1.72%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლურჯების“ ჩიპები გეიმერებს შორის უკეთ იყიდება, ვიდრე AMD-ის უფრო სწრაფი პროდუქცია. უნდა გვესმოდეს, რომ დღესდღეობით კონკურნეტზე დაწევის პოზიციაში Intel იმყოფება, გეიმინგ და სამუშაო დისციპლინებში ლიდერობის დაბრუნების მორიგი მცდელობა კი მიმდინარე წელს განხორციელდება. მაშ ასე, ახალ Alder Lake-S ხაზს ექნება 16 ბირთვი, რომელთა შორისაა 8 დიდი და 8 მცირე, ენერგოეფექტური ბირთვი, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგომოხმარების დაბალ დონეს მარტივ და საბაზისო ამოცანებში. დესკტოპ პროცესორები დამყარებული იქნება 10-ნანომეტრიან Enhanced SuperFin ტექნოპროცესზე, მათი სასარგებლო წონადი არგუმეტია ახალი ტიპის ოპერატიული მეხსიერება DDR5 და PCIe 5.0 ინტერფეისი. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჩქარი SSD-ის გამოყენების შესახებ ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, მაგრამ ამ ტექნოლოგიის თანამედროვეობის დამამტკიცებელი რეალური პროდუქტები ჯერ არავის უნახავს. ამჯერად შეგვიძლია გავეცნოთ პირველ სანდო მახასიათებლებს მე-12 თაობის დესკტოპ პროცესორების შესახებ. განვიხილოთ თითოეული მათგანი (P-Core - დიდი ბირთვები, E-Core -მცირე ბირთვები Core i9-12900K – 16-ბირთვიანი პროცესორი 5 გჰც-მდე სიხშირით ყველა P-Core ბირთვზე და 5,3 გჰც - თითო ამგვარზე. მე-3 დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 30 მბ, TDP-ის დონე - 228 ვატი. არ არის გამორიცხული, რომ 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი შეამცირებს რეალურ მაჩვენებელს Intel-ის მე-11 თაობის მაჩვენებლებთან შედარებით. Core i7-12700K – 12-ბირთვიანი პროცესორი (8 დიდი, 4 მცირე ბირთვი), შესაძლებელია აჩქარება 4.7 გჰც-მდე ყველა ბირთვზე და 5 გჰც-მდე - ერთ მაღალი წარმადობის ბირთვზე. საკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში Intel-მა 300 მჰც-ით შეამცირა სიხშირე Core i7-11700K-თან შედარებით. საინტერესოა ის, რომ P-Core-ს ექნებათ მრავალნაკადიანი რეჟიმის ფუნქცია, E-Core-ს - არა, გამოდის, რომ Core i7-12700K 20-ნაკადიანია. Core i5-12600K – 10-ბირთვიანი პროცესორი კიდევ უფრო ნაკლებად შთამბეჭდავი მახასიათებლებით (6 დიდი, 4 მცირე ბირთვი). ტაქტის სიხშირე არ აჭარბებს 4.5 გჰც-ს ყველა ბირთვზე, შესაბამისად, არ ჩანს 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის რეალური წარმატება, რომელსაც ლოგიკურად ეს მაჩვენებელი უნდა გაეზარდა და არა - შეემცირებინა. https://bit.ly/36Eeb6w
  15. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველთა საბჭომ გადაწყვიტა ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) კვლევის ეტაპის დაწყება. ინიციატივა 2019 წლის ნოემბერში გაჩნდა. 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სრული ანგარიში გამოაქვეყნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნოემბერში მისმა თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდმა გამოთქვა პროგნოზი, რომ ციფრული ევრო ოთხის წლის შემდეგ გამოვიდოდა. ”CBDC-ის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან უკვე ცხრა თვეა გასული. ამ დროის განმავლობაში ჩვენ გავაღრმავეთ ანალიზი, შევისწავლეთ მოქალაქეებისა და სპეციალისტების მოსაზრებები და ჩავატარეთ რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლებმაც დამაიმედებელი შედეგები დააფიქსირეს. შედეგად გადავწყვიტეთ პროცესის დაჩქარება და ციფრული ევროს პროექტის დაწყება ”, - განაცხადა ლაგარდმა. კვლევის ფაზა 24 თვე გაგრძელდება. ამ დროის მანძილზე სპეციალისტები მოიძიებენ პასუხებს CBDC-ს დიზაინსა და გავრცელებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ციფრული ევრო ხელს შეუწყობს უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას და არ მოახდენს არასასურველ გავლენას ფინანსურ სტაბილურობასა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე. CBDC შეავსებს, მაგრამ არ ჩაანაცვლებს ფიატურ ფულს - ხაზგასმით აღნიშნავს ევროპის ცენტრალური ბანკი. მომდევნო ფაზა აგრეთვე ნათელს მოჰფენს ევროკავშირის ნორმატიულ ბაზაში საჭირო აუცილებელ ცვლილებებს. ამას გარდა, სპეციალისტები შეაფასებენ CBDC-ის გავლენას ბაზარზე გადახდების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მხრივ. ასევე გათვალისწინებული იქნება ბიზნეს-მოდელები კონტროლირებადი შუამავლებისთვის ევროს ციფრული ეკოსისტემის ფარგლებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ CBDC შესაძლოა დამყარდეს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული კომპონენტების კომბინაციაზე. ორივე ვარიანტმა დააფიქსირა ტექნიკური შესაძლებლობა, რომ დაამუშავებს 40 000 TPS-ზე მეტს. მაისში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა CBDC-ს უწოდა კონცეფცია, რომლის დროც დადგა. Raiffeisenbank-ის შეფასებით, ქვეყნების 10%-ს ექნება საკუთარი ციფრული ვალუტა და მათი გაცვლისთვის საჭირო ბირჟა 2025 წლისთვის. https://bit.ly/3z0u2J2
  16. თანამედროვე სამეცნიერო კვლევები წარმოუდგენელია მასშტაბური გამოთვლების გარეშე და აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებს ეს კარგად ესმით, ამიტომ აფინანსებენ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მეცნიერებისა და განათლების დახმარებისკენ. უკვე არსებობს ინიციატივა AMD AEIR, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მსგავს პროგრამას აამოქმედებს NVIDIA. ისტორიულად AMD GPGPU-ბაზარზე მუდმივად კონკურენტთან დაწევის პოზიციაში იმყოფება, ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ამაჩქარებლები ისეთი პოპულარული ვერ არის, როგორც NVIDIA-ს პროდუქტები. ამ სიტუაციის გამოსწორების მიზნით AMD-მ აამოქმედა პროექტი AEIR, რომელიც მეცნიერებსა და მკლევარებს საშუალებას აძლევს დისტანციური წვდომა მიიღონ უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპარატულ პლატფორმებზე, აგრეთვე ტექნიკურ და ინფორმაციულ მხარდაჭერაზე. ახლახანს NVIDIA-მ განაცხადა პროექტ Hardware Grant Programme-ის დაწყების შესახებ. ეს პროგრამა აკადემიურ წრეს წვდომას მისცემს თანამედროვე აპარატურაზე - ესენია სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი, Ampere არქიტექტურაზე დამყარებული RTX ამაჩქარებლები, დეველოპერ Jetson-ის კომპლექტები და BlueField-ის მაღალი წარმადობის მქონე ქსელური თანაპროცესორები, აგრეთვე NVIDIA-ს მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა. აგრეთვე, პროექტ Hardware Grant Programme-ის ფარგლებში ზოგიერთი პროექტი წვდომას მიიღებს ქსელურ გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ეფუძნება NVIDIA-ს გადაწყვეტილებებს. როგორც ახალი პროგრამის ხელმძღვანელმა Rebecca Nevin-მა აღნიშნა, ჩამონათვალში არ შედის RTX 3000 სერიის გეიმერული და ნახევრადპროფესიონალური დაფები. პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ ცნობილი უნივერსიტეტების ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და „უნდა მოახდინონ დემონსტრირება, რომ ესმით, როგორ უნდა იქნას NVIDIA-ს ტექნოლოგიები გამოყენებული კვლევების დაჩქარებაში“. NVIDIA Quadro GV100: „ძველი, მაგრამ არა უსარგებლო“ აღსანიშნავია, რომ მაღალი სიზუსტის საჭიროების მქონე მთელი რიგი გამოთვლებისთვის მითითებული ამაჩქარებლები არ არის საუკეთესო, რადგანაც Quadro სერიის წარმადობაც კი FP64 რეჟიმში შეადგენს FP32 წარმადობის მხოლოდ 1/32-ს, Volta არქიტექტურის მქონე არც ისე ახალი Quadro GV100 კი მეცნიერებს სთავაზობს დაახლოებით 8 Tflops-ს, შედარებისთვის - უახლესი RTX A6000-ის ანალოგიური მაჩვენებელი 1.25 Tflops-ია. NVIDIA Hardware Grant Programme-ში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა შესაძლებელია 23 ივლისამდე. გამარჯვებულები გამოცხადდებიან 27 აგვისტოს, მომდევნო ეტაპი დაგეგმილია მომავალი წლის იანვრისთვის. https://bit.ly/3B52LqI
  17. აეროკოსმოსურმა დააგენტო NASA-მ და აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ (DOE) გააფორმეს სამი ახალი კონტრაქტი Blue Origin-თან, General Electric Hitachi Nuclear Energy-სა და Lockheed Martin-თან მარსისკენ და მის ფარგლებს გარეთ კოსმოსური მოგზაურობისთვის ბირთვული ძრავების ტექნოლოგიის შემუშავების მიზნით. 12-თვიანი კონტრაქტები იდება აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს აიდაჰოს ეროვნული ლაბორატორიის (INL) გავლით. ისინი შესულია NASA-ს 2021 წლის ბიუჯეტში, თითოეული კონტრაქტის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გამოცხადებული პერიოდის ბოლოს INL გააანალიზებს შემოთავაზებულ პროექტებს და რეკომენდაციებს წარუდგენს NASA-ს. აეროკოსმოსური სააგენტო თავის მხრივ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, როგორც სამომავლო ტექნოლოგიების დაპროექტებისა და განვითარების საფუძველს. NASA-ს კოსმოსური ფრენებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების პროექტში რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელთანაც სააგენტომ ადრე უკვე გააფორმა ანალოგიური კონტრაქტები. მათ ჩამონათვალში შედიან BWX Technologies, General Atomics Electromagnetic Systems, Ultra Safe Nuclear Corporation, General Electric Research, Framatome და Materion. მიმდინარე წლის აპრილში General Atomics-მა სააგენტოსგან დაფინანსების სახით მიიღო 22 მლნ აშშ დოლარი. ასევე, 2.9 და 2.5 მლნ აშშ დოლარი ამ დრომდე უკვე იქნა გამოყოფილი Lockheed Martin-ისა და Blue Origin-ისთვის. ბირთვული სითბური სისტემები განიხილება, როგორც ქიმიური სარაკეტო ძრავების ერთ-ერთი ალტერნატივა. ისინი ასევე წარმოქმნიან გაწევას გამონაბოლქვი გაზების მეშვეობით, რომლებიც მიემართება მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. თუმცა მათ შორის მთავარი განსხვავება ამ გამონაბოლქვი გაზების წარმოების პრინციპშია. თერმობირთვულ ძრავში საწვავის გაცხელებისა და წევის წარმოქმნისთვის გამოიყენება მცირე ზომის და მახასიათებლებით უნიკალური გახლეჩვის რეაქტორი. თეორიაში ამგვარი ძრავები უნდა იყოს მრავალჯერ უფრო ეფექტური ქიმიურ სარაკეტო ძრავებთან შედარებით. https://bit.ly/3wKLnDX
  18. მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის გაძლიერებამ შესაძლოა სარგებელი მოუტანოს კრიპტოვალუტების ინდუსტრიას - განაცხადა მილიარდერმა და Bitmain-ის თანადამფუძნებელმა Jihan Wu-მ CNBC-სთან ინტერვიუში. მისი აზრით, რეგულაციები „აქრობს ბოროტმოქმედებს“ და აუმჯობესებს ინდუსტრიის რეპუტაციას სწრაფი ზრდის პირობებში. „ნორმატიული ზეწოლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე. მე ვფიქრობ, ასეთი დაუნდობელი დევნა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში“ - განაცხადა ვუმ. მან აგრეთვე ივარაუდა, რომ კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების უფრო აქტიური ურთიერთქმედება ხელისუფლებასთან აუცილებელია და, დიდი ალბათობით, სასარგებლო შედეგს გამოიღებს. მაგალითის სახით მილიარდერმა მოიყვანა სინგაპური, სადაც დაფუძნებულია მისი კრიპტოსაფინანსო ორგანიზაცია Matrixport. ვუს თქმით, ქვეყნის ხელისუფლება იკავებს „გონივრულ“ პოზიციას, როდესაც საქმე ეხება ციფრული აქტივების სფეროს. ”სინგაპურს მრავალი საფუძველი აქვს, რათა კრიპტო ინოვაციების ცენტრად იქცეს,” - აღნიშნა მან. მაისში ჩინეთის სახალხო ბანკის დაქვემდებარებაში მყოფმა სამმა ასოციაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი შეტყობინება, რომლითაც კომპანიებს ეკრძალებოდათ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ბიზნესის მხარდაჭერა. მოგვიანებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გეგმაში იყო ზომების მიღება ციფრული აქტივების მაინინგსა და Bitcoin-ით ვაჭრობასთან მიმართებაში. თვის განმავლობაში ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში ხელისუფლებამ მაინერებს მოსთხოვა საქმიანობის შეწყვეტა. Bitmain-მა თავის მომხმარებლებს საზღვარგარეთ გადაადგილებაში დახმარება შესთავაზა. ამერიკული მაინინგ-კომპანია Foundry-ს პროგნოზით ივნისის ბოლომდე ჩინელი მაინერების 90% გათიშავდა მოწყობილობებს ამკრძალავი ზომების გამო. ივნისში მარეგულირებლების ზეწოლის ქვეშ მოექცა კრიპტო ბირჟა Binance. დაიწყო პლატფორმის საქმიანობის შემოწმება კაიმანის კუნძულებზე, ტაილანდში კი მას ლიცენზიის გარეშე მუშაობაში დასდეს ბრალი, ხოლო იაპონიაში მისცეს მორიგი გაფრთხილება. პოლონეთის მარეგულირებელმა ორგანომ პლატფორმის გამოყენებისას მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ Binance Markets Limited-ს აუკრძალა ნებისმიერი რეგულირებადი საქმიანობა ქვეყანაში წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. https://bit.ly/3B3KFVN
  19. ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში ლითოგრაფიული ნორმების ერთიანი კლასიფიკაცია არ არსებობს, რაც ბაზრის მონაწილეებს საშუალებას აძლევს თვითნებურად მიანიჭონ ეს თუ ის ტექნოპროცესი გარკვეულ კლასს. მაგალითად, Intel აცხადებს, რომ მისი 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი თავისი გეომეტრიული მახასიათებლებით TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ეკვივალენტურია. 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის შემთხვევაში Intel-ის უპირატესობა ტრანზისტორების სიმჭიდროვის კუთხით Samsung-თან შედარებით სამჯერ გაიზრდება. ფოტოს წყარო: TSMC ანალოგიურ დასკვნამდე მიდის DigiTimes Asia-ს პრეზიდენტი Colley Hwang თავის ერთ-ერთ სტატიაში, რომელშიც განიხილავდა TSMC-ის კონკურენტულ უპირატესობებს. როგორც ავტორი განმარტავს, 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში TSMC-მა და Samsung-მა შეძლეს კრისტალის ფართობზე კვადრატულ მილიმეტრზე დაახლოებით 52-53 მილიონი ერთეული ტრანზისტორის განთავსება. ამ საკითხში Intel შესამჩნევად წინ არის და უზრუნველყოფს კვადრატულ მილიმეტრზე 106 მილიონი ერთეულის განთავსებას. ფაქტობრივად, Intel-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მახასიათებლები აღემატებოდა TSMC-ისა (97 მლნ) და Samsung-ის (95 მლნ) 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიებს. მოსალოდნელია, რომ 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში Intel მიაღწევს კვადრატულ მილიმეტრზე 180 მილიონი ტრანზისტორის განთავსების შესაძლებლობას. ფოტოს წყარო: DigiTimes შემდგომი ნაბიჯი იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია, რომელშიც Intel აპირებს ტრანზისტორების სიმჭიდროვის გაზრდას კვადრატულ მილიმეტრზე 300 მლნ ერთეულამდე, TSMC 173 მლნ ტრანზისტორით უკვე უსწრებს Samsung-ს (127 მლნ ). 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი აღსანიშნავია იმით, რომ Samsung მისი ათვისების პირობებში ელის კვადრატულ მილიმეტრზე 170 მილიონი ტრანზისტორის გალაგების შესაძლებლობის მიღწევას, Intel კი ამ ბარიერს 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში მოახერხებს. რეალურად, Intel-ის 7-ნანომეტრიან, TSMC-ის 5-ნანომეტრიან და Samsung-ის 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიებს ექნებათ ერთნაირი გეომეტრიული მახასიათებლები. 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მახასიათებლებს თუ დავუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ისთვის იგი უზრუნველყოფს კვადრატულ მილიმეტრზე 520 მლნ ერთეული ტრანზისტორის განთავსებას - ამ დონეს TSMC ვერ მიაღწევს 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში - თუკი DigiTimes Asia-ს პრეზიდენტის პროგნოზს დავუჯერებთ. პრობლემა ის არის, რომ ტექნოპროცესის ციფრული დასახელება თანამედროვე პირობებში არ იძლევა ზუსტ წარმოდგენას მახასიათებლებზე. Intel-ში ეს პრობლემა უკვე გააცნობიერეს, ამიტომ პროცესორების მწარმოებელმა კომპანიამ შესაძლოა მომავალში შემოგვთავაზოს საკუთარი ლითოგრაფიული ნორმების აღნიშვნის ახალი სისტემა. არ არის გამორიცხული, რომ ერთგვარი „ლითოგრაფიული დენომინაციის“ განხორციელების შესახებ Intel-ის წარმომადგენლებმა ისაუბრონ 26 ივლისისთვის დაგეგმილ პროფილურ ღონისძიებაზე. https://bit.ly/3rgcQMY
  20. BMW Group-მა Amazon Web Services-თან (AWS) ერთად დააანონსა სპეციალური კონკურსი კომპანიებისა და მკვლევარებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან კვანტური ტექნოლოგიებით და მზად არიან წარადგინონ საავტომობილო ინდუსტრიისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ნამუშევრები. საავტომობილო ინდუსტრიაში კვანტური გამოთვლები უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსურ ოპტიმიზაციას, უახლესი მასალების კვლევას და ავტონომიური მართვის სისტემების მხარდაჭერას. ახალ ინიციატივაზე საუბრისას BMW Group Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა პეტერ ლენერტმა (Peter Lehnert) განაცხადა, რომ ტექნოლოგიური ლანდშაფტი კვანტური გამოთვლების ველზე ახლა იწყებს ფორმირებას. კომპანიები და კვლევითი ინსტიტუტები განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ. მისი თქმით, კრაუდფანდინგის ანალოგიურად კომპანია იწყებს „კრაუდინოვაციებს“ იმ იმედით, რომ მოიზიდავს დამატებით ინოვაციურ რესურსებს, რომლებიც სტანდარტული სატენდერო პროცესის შესაძლებლობებს აღემატება. კომპანიის მონაცემებით, გამოყოფილია 50 სფერო, რომლებშიც კვანტურ გამოთვლებს სამომავლოდ მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. BMW აპირებს ფოკუსირდეს ოთხ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: ავტომობილების სენსორების ოპტიმიზაცია ავტონომიური მართვისას, წარმოების პროცესში მასალების დეფორმაციის სიმულაცია, წინასაწარმოო კონფიგურაციის ოპტიმიზაცია და მანქანური სწავლება ხარისხის შეფასების ავტომატიზაციისთვის. ივნისში BMW-მ დააარსა კონსორციუმი Quantum Technology and Application Consortium (QUTAC) შემდეგ კომპანიებთან ერთად - BASF, Boehringer Ingelheim, Bosch, Infineon, Merck, Munich Re, SAP, Siemens და Volkswagen. გუნდი აპირებს კვანტური ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარებას ევროპის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი გერმანიაში. Amazon-ის მხრიდან კონკურსში მონაწილეობს Amazon Quantum Solutions Lab და ცნობილია, რომ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება გამოიყენონ Amazon Braket-გარემო კვანტური ალგორითმების ტესტირებისთვის. მონაწილეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო, განაცხადების მიღება 24 სექტემბერს დასრულდება, შემდეგ კი მათ შეაფასებს ექსპერტების კომისია. ფინალური ღონისძიება მიმდინარე წლის დეკემბერში შედგება. გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ პირადად წარუდგინონ თავიანთი იდეები ესპერტებს. BMW-ს მონაცემებით, ბონუსის სახით ისინი მიიღებენ BMW Group-ს, როგორც მომხმარებელს და მონაწილეობას მიიღებენ თავიანთი საპილოტე პროექტების დანერგვაში. https://bit.ly/2T7fKXw
  21. ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ვენჩურული დაფინანსების მოცულობა პირველი კვარტლის შეჯამებით 90%-ით, რეკორდულ 6.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარი მონაცემები მოჰყავთ The Block-ის მკვლევარებს. სპეციალისტებმა დაითვალეს 497 დადებული გარიგება. მათ შორის ადრეულ და მომწიფებულ ეტაპებზეა 171 და 202, შესაბამისად. ყველაზე დიდი ინტერესი ფულადი გამოხატულების კუთხით მიიზიდეს კომპანიებმა, რომლებიც გვთავაზობენ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებსა და კრიპტო საფინანსო სერვისებს. ანალიტიკოსებმა შერჩეულებიდან გამორიცხეს კრიპტო ბირჟა Bullish-ის შერწყმა Far Peak Acquisition-თან, რომლის ღირებულება 9.7 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. პირველ კვარტალში მაჩვენებელმა შეადგინა 3.27 მლრდ აშშ დოლარი. ერთი წლის წინ დაფინანსების მოცულობა 436 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. წყარო: The Block. შეგახენებთ, მაისში Fintech-სტარტაპ Figure Technologies-მა მოიზიდა 200 მლნ აშშ დოლარი. იმავე თვეში USDC-ის ერთ-ერთმა ემიტენტმა, კომპანია Circle-მა დაფინანსების რაუნდი 440 მლნ აშშ დოლარით დახურა. ივნისში ამერიკულმა მაინინგ კომპანია Stronghold Digital Mining-მა მიიღი 105 მლნ აშშ დოლარი ფასიანი ქაღალდების ორი კერძო განთავსების შედეგად. https://bit.ly/36w2jUb
  22. ნახევრადგამტარი პროდუქტების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია TSMC-მ განაცხადა, რომ მუშაობს მიკროჩიპების გაგრილების ახალ ტექნოლოგიაზე: მის თანახმად უშუალოდ ჩიპებში დაინერგება თხევადი გაგრილების სისტემა კრისტალზე არსებული შიდა არხების წყალობით. რადგანაც პროგრესი არ ნელდება და ნახევრადგამტარ წარმოებაში ხდება წარმოების ტექნოლოგიური პროცესის მუდმივი შემცირება, ტრანზისტორების სიმჭიდროვე მუდმივად იზრდება და ჩიპების სამუშაო ტემპერატურა სულ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება, მისი გადაჭრა კი - სულ უფრო რთული. TSMC-ის კვლევების შედეგად დაიდო დასკვნა, რომ ჩიპებში შიდა გაგრილების დანერგვა მოაგვარებს მაღალი სამუშაო ტემპერატურის პრობლემას. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ერთი შეხედვით თეორიულად მარტივი გადაწყვეტილება პრაქტიკაში შესაძლოა მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენდეს. ამჟამად არსებული გაგრილების სისტემები კონტაქტშია მხოლოდ პროცესორის კრისტალების ზედაპირთან. ბევრ თანამედროვე ჩიპს აქვს 3D კომპლექტაცია, რომლის მიხედვით ჩიპების ელემენტები განლაგებულია რამდენიმე ფენად, შედეგად კი უარესდება მათი გაგრილების შესაძლებლობაც და იმ ელემენტებისაც, რომელთაც უშუალო კონტაქტი არ აქვთ ქულერთან. ამის გამო გამოწვეულია სითბოს გაფანტვის პრობლემა, რამაც შეიძლება დააზიანოს ან ნეგატიურად იმოქმედოს პროცესორის საბოლოო წარმადობაზე. დღესდღეობით ყველაზე მოწინავე გაგრილების სისტემად შეიძლება ჩაითვალოს კომპიუტერის კომპონენტების მთლიანი ჩასმა ელექტრო ძაბვის არაგამტარ სითხეში, რომელიც თანაბრად აგრილებს ჩიპებს, თუმცა ამგვარი გაგრილების ღირებულება მეტისმეტად მაღალია და არ გააჩნია პერსპექტივა - გახდეს მასიური გამოყენების მეთოდი. ამრიგად, თუკი TSMC შეძლებს საკუთარი იდეის საბოლოო პროდუქტში რეალიზებას, მას შესაძლოა ეწოდოს რევოლუცია მიკროპროცესორების გაგრილების საკითხში. ამასთან, არაერთი წელი გავა მანამ, სანამ გაგრილების ეს მიდგომა გახდება მასობრივი და ფასის მხრივ ხელმისაწვდომი. https://bit.ly/2UL9F3p
  23. ითვლება, რომ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების თითქმის საუკუნოვანი ისტორია ბევრ მანქანათმშენებელ კომპანიას უშლის ხელს აქტიურად განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას ელექტრომობილების ბაზარზე. Tesla-ს არ აქვს ასეთი ტვირთი, ამიტომ მიდის თამამ ექსპერიმენტებზე და სწრაფად ვითარდება. Audi-მ შესაძლოა სექტემბერში წარადგინოს თავისი პირველი ელექტრომობილის პროტოტიპი, რომელიც შექმნილია Tesla-ს მსგავს ატმოსფეროში. ფოტოს წყარო: Audi პროექტი Artemis შეიქმნა კონკურენტუნარიანი პრემიალური ელექტრომობილების სწრაფი შექმნა-განვითარების მიზნით. ჯერჯერობით კონცერნ Volkswagen-ის რეპუტაცია მაღალი ფასის დიაპაზონის ელექტრომობილების სეგმენტში ჩამორჩება Porsche-ს მოდელებს, Audi კი გვთავაზობს სამ სერიულ ელექტრომობილს, რომელთა შექმნისას კომპანია დიდწილად ეყრდნობოდა წარსულ გამოცდილებას. პროექტ Artemis-ის მიზანია მოხდეს ელექტრომობილების შექმნის უფრო ნოვატორული მიდგომების დემონსტრირება. ცნობილია, რომ Audi-ს პირველი პროტოტიპის პრეზენტაცია შედგება სექტემბრის დასაწყიში ღონისძიება IAA-ზე მიუნხენში. ახალი პლატფორმის სერიულ დონეზე დანერგვამდე საჭიროა კიდევ 2-3-წლიანი განვითარება, Artemis-სერიის პირველი მოდელის სერიული წარმოება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, რომ სექტემბრის ღონისძიებაზე მიუნხენში Audi-ს წარმომადგენლები გაამხელენ ინფორმაციას ახალი თაობის პირველი ელექტრომობილის დებიუტის თარიღის შესახებ. პროექტში მონაწილე სპეციალისტებს მინიჭებული აქვთ გაცილებით მეტი თავისუფლება, ვიდრე მათ კოლეგებს Audi-ს დანარჩენი პერსონალიდან. ბრენდის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრით ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს უფრო თამამი იდეების განხორციელებას ელექტრომობილების განვითარებაში. https://bit.ly/3i2wGHl
  24. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ინვესტორებს შორის ყველაზე მეტ კითხვას იწვევს, არის არასტაბილურობის ძალიან მაღალი დონე. მარტივად რომ ვთქვათ, გუშინ Bitcoin შეიძლება 38 ათას აშშ დოლარად იყიდებოდა, მეორე დღეს კი ილონ მასკის უწყინარი ტვიტის გამო 5000 აშშ დოლარით შემცირდეს. ცხადია, ზოგი დიდ ფულს შოულობს ასეთ ნახტომებზე, მაგრამ სერიოზული ფინანსისტები ამ მოვლენებს ურწმუნოდ უყურებენ. რადგანაც ფინანსური ელიტის მრავალი წარმომადგენელი თავის შეშფოთებას აზიარებს ოფიციალურ პირებთან, კანონმდებლობა ზღუდავს კრიპტოვალუტების მოქმედებას ცალკეულ ქვეყნებში. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც თავს ამ სიტუაციაში კარგად გრძნობს, არის ანალიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ პროგრნოზებს ხშირად უზიარებენ საზოგადოებას. ამჯერად საკუთარ მოსაზრებაზე საუბრობს საინვესტიციო ფონდ Guggenheim Partners-ის ხელმძღვანელი სკოტ მაინერდი. 400 ათასი აშშ დოლარი 1 Bitcoin-ზე - ეს უნდა ყოფილიყო პირველი კრიპტოვალუტის ფასი მიმდინარე წლის ბოლოს მაინერდის აზრით. საინტერესოა, რომ სკოტმა მომხმარებლებს მოუწოდა მოგების ნაწილი ფიატში გაეტანათ, რაც ფინანსური რისკების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემდა. ზემოხსენებული პროგნოზი 2020 წელს დაიდო, თებერვალში კი მანდ გადაიფიქრა და ირწმუნებოდა, რომ 2022 წლის დასაწყისისთვის Bitcoin-ის ფასი 600 ათასი აშშ დოლარი გახდებოდა. აპრილის ბოლოს მაინერდი მოულოდნელად მოახლოებულ კორექციაზე ალაპარაკდა. მისი აზრით, მალე კრიპტოვალუტა 20 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვა. მაისში მაინერდმა სრულიად შეიცვალა ტონი და Bitcoin-ს რატომღაც ციფრული ბუშტი უწოდა, რომელიც არა მხოლოდ მალე გასკდება, არამედ ფინანსურ კრიზისსაც გამოიწვევს. რამდენიმე დღის წინ მაინერდმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წინ არის მძლავრი კორექცია 10 ათას აშშ დოლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტაში ნებისმიერი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ სრული ინფორმირებულობით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდობლობა ჩნდება ანალიტიკოსების მიმართ. 6 თვის განმავლობაში მან პუბლიკას ურთიერთსაპირისპირო პროგნოზები მიაწოდა, რომელთა თანახმად Bitcoin-ის ფასი შეიძლება გაიზარდოს 600 ათას აშშ დოლარამდე ან შემცირდეს 10000$-მდე. https://bit.ly/3e94Tno
  25. პროგრამული უზრუნველყოფის განახლება FSD v9-ის ბეტა-ვერსიამ Tesla-ს ელექტრომობილების იმაზე დიდ რაოდენობაში დაიწყო გავრცელება, ვიდრე ადრეულ ტესტირებაში მონაწილე მანქანების რიცხვი იყო. ასე რომ ვიდეობლოგერებმა დაიწყეს თავიანთი ანგარიშების გამოქვეყნება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის შესახებ. ზოგიერთი მათგანი იმდენად შევიდა აზარტში ცნობისმოყვარეობის გამო, რომ გადაიღეს მიმოხილვები ღამით. ერთ-ერთი ვიდეოში პროგრამული უზრუნველყოფა FSD v9-ს ბეტა-ვერსიის მქონე Tesla Model Y-ის მძღოლი მართავს მანქანას გრუნტიან გზაზე, სადაც არ იყო ხელოვნური განათება, ელექტრომობილი კი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოძრაობის საზღვრებს და ეყრდნობოდა მხოლოდ ნავიგაციიდან და ფრონტალური კამერიდან მიღებულ მონაცემებს. შეგახსენებთ, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ფოკუსირებულია სწორედ მანქანური ხედვის შესაძლებლობებზე, რადარების მონაცემებს კი Tesla არ იყენებს. ფაქტობრივად, Model 3-ისა და Model Y-ის ამერიკულ ვერსიებს ცოტა ხანია, რაც ფიზიკურად არ გააჩნია რადარები. ახალი პრგრამული უზრუნველყოფის მქონე ელექტრომობილების გზაჯვარედინებზე ღამით მანევრებიც მარტივი და ბუნებრივი აღმოჩნდა. ელექტრომობილის ცენტრალური დისპლეი გამოიყენება გარემოს ვიზუალიზაციისთვის, ასე რომ მძღოლი შეძლებს მანქანის ქცევის პროგნოზირებას. Tesla ამავდროულად მუდმივად მოითხოვს მძღოლმა საჭეს მოკიდოს ხელი, თუკი სისტემა შეამჩნევს, რომ მძღოლმა საჭეს ხელი გაუშვა დიდიხნით. ზემოთხსენებული ვერსიის ავტოპილოტი მუშაობს 128 კმ/სთ-მდე სიჩქარის პირობებში. https://bit.ly/2T51G0R
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.