-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Bloomberg Intelligence-ის უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი თვლის, რომ Bitcoin-ის ფასი 100 ათას აშშ დოლარს მიაღწევს და გახდება გლობალური სარეზერვო აქტივი. სექტემბრის ანგარიშ Bloomberg Crypto Outlook-ში მაკგლოუნმა Bitcoin-ის 100 ათასი აშშ დოლარი და Ethereum-ის 5 ათას აშშ დოლარიანი დონე დაასახელა, როგორც „უმცირესი წინააღმდეგობის გზა“. „კრიპტოაქტივები შედიან წლის მეორე ნახევრის განახლებულ ხარულ ბაზარზე წინა მაქსიმუმებიდან სერიოზული ვარდნების შემდეგ“ - აღნიშნა Bloomberg-ის სტრატეგმა. მან დაუცველი უწოდა ისეთ საინვესტიციო პორტფელებს, რომლებშიც არ შედის პირველი კრიპტოვალუტა ან Ethereum. „ჩვენ ვხედავთ Bitcoin-ის, როგორც ციფრული სარეზერვო აქტივის მომავალს, რომელიც დოლარს შეავსებს“ - განაცხადა მაკგლოუნმა. აგვისტოს დასაწყისში მან აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტისა და Ethereum-ის ძლიერი მხარდაჭერის არსებობა ბოლო თვეებში და ამ აქტივების ზრდის ფაზის დაწყება. იმ დროს მისი პროგნოზი იყო, რომ Bitcoin-ის კურსი მიაღწევს 100 ათას აშშ დოლარს, მოგვიანებით კი ამ მიზნის მთავარ დაბრკოლებად Ethereum დაასახელა. მაკგლოუნმა განაცხადა, რომ დოლარზე მიბმული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მატება ზრდის ამერიკული ვალუტის ღირებულებას. https://bit.ly/3jLPs7S
-
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ფლაგმანურ მობილურ პლატფორმა Snapdragon 898-ს, Qualcomm-ის კონკურენტებსაც აქვთ საინტერესო გადაწყვეტილებები. ინსაიდერების ინფორმაციით MediaTek მალე დაიწყებს ფლაგმანური Dimensity 2000 ჩიპსეტების გაგზავნას პარტნიორი მწარმოებლებისთვის ტესტირებისა და ახალი სმარტფონების შემუშავებისთვის. gizchina.com ცნობილი ინსაიდერების, @DCS-სა და @Fertile-ის ცნობების თანახმად, რომლებმაც ინფორმაცია გამოაქვეყნეს ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, ერთკრისტალიანი სისტემა Dimensity 2000 დამზადებულია TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და უზრუნველყოფს სტაბილურ, დაბალ ენერგომოხმარებასა და მაღალ წარმადობას. პროცესორში გამოყენებულია მოწინავე არქიტექტურა ARM V9. Dimensity 2000 ჩიპის პირველი მცირე პარტია პარტნიორ კომპანიებს მიმდინარე წლის ბოლომდე გაეგზავნებათ. უფრო მეტიც, მათგან რჩეული კომპანიები უკვე მუშაობენ უახლეს ჩიპზე. თუკი ყველაფერი ისე წავა, როგორც MediaTek გეგმავს, ახალ Dimensity ჩიპზე მომუშავე პირველი სმარტფონების გამოსვლა პრაქტიკულად დაემთხვევა ფლაგმანურ Snapdragon 898 ჩიპზე მოქმედი სმარტფონის პრემიერას. ამ დრომდე Qualcomm ყოველთვის წინ უსწრებდა კონკურენტს. Dimensity 2000-ში გამოყენებულია იგივე CPU, რაც Snapdragon 898-ში (არ არის გამორიცხული უფრო მაღალი წარმადობის ვარიანტი). კომპანიის თქმით, GPU უფრო მაღალი წარმადობისაა, ვიდრე Snapdragon 898-ში გამოყენებული, ენერგომოხმარება კი ნაკლები იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Dimensity 2000 უნდა იყოს უფრო ეკონომიური და მაღალი წარმადობის მქონე Snapdragon-ის აქტუალურ ფლაგმანთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ MediaTek-ის ახალ ფლაგმანურ ჩიპში გამოყენებული იქნება სუპერდიდი ბირთვები Cortex X2 - ისინი მინიმუმ 17%-ით მეტი წარმადობისაა, ვიდრე Cortex X1. ამასთან, ენერგომოხმარება 10%-ითაა შემცირებული. მაღალია სხვა ბირთვების წარმადობის დონეც. უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 898-შიც TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესია გამოყენებული. ცხადია, ახალი ტექნოლოგიის წყალობით ჩიპმეიკერებმა შეძლეს შეემცირებინათ სითბოს გამოყოფის მეტად მაღალი დონე, რაც დამახასიათებელი იყო წინა, Snapdragon 888 სერიისთვის. https://bit.ly/3DT4Wib
-
მათთვის, ვისთვისაც ხელით მართვა, ტექსტური და ხმოვანი ბრძანებებიც კი უკვე მოძველებულად ითვლება, Mercedes-ის გუნდმა ალტერნატიული გადაწყვეტილება მოამზადა. გამოფენა IAA Mobility 2021-ზე, რომელიც მიუნჰენში 7-დან 12 სექტემბრამდე მიმდინარეობს, ბრენდმა წარადგინა სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ავტომობილი იმართოს გონების ძალით. techradar.com გერმანულმა კომპანიამ განახორციელა ინტერფეის „ტვინი-კომპიუტერის“ (BCI) ინტეგრირება კონცეპტ Mercedes-Benz Vision AVTR-ში - გამოფენაზე დამსწრეებს შეუძლიათ გატესტონ ავტომობილის ბორტ-კომპიუტერის აზრების ძალით მართვის ტექნოლოგია. პირველად Vision AVTR მოდელი წარდგენილ იქნა გამოფენა CES-ზე 2020 წელს. იმ დროს Mercedes-მა წარადგინა მძღოლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მისი გულისცემისა და სუნთქვის „პატერნების“ მიხედვით. აზრებით მართვა ინტეგრირებული გადაწყვეტილების მორიგი ეტაპია. ტექნოლოგია საჭიროებს, რომ მძღოლმა ატაროს ჰედსეტი არაინვაზიური ინტერფეისით, რომელიც აღჭურვილია თავის უკანა ნაწილზე მიმაგრებული ელექტროდებით. ინტერფეისი კითხულობს ტვინის აქტივობას, რომელიც ითარგმნება ბრძანებებად. Mercedes-ის განცხადებით "კალიბრაციის ხანმოკლე პროცესის შემდეგ", რომელსაც დაახლოებით ერთი წუთი ჭირდება, ნებისმიერს შეუძლია შეასრულოს გარკვეული ქმედებები მანქანაში ღილაკებზე ან მართვის სხვა ელემენტებზე შეხების გარეშე. მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ციფრული პანელის კონკრეტულ განათებულ წერტილებზე, ხოლო სისტემა იყენებს ინტერფეისს იმის დასადგენად, თუ რომელზე ფოკუსირდება იგი. Mercedes-ის მონაცემების თანახმად მოწყობილობა ზომავს ნერვულ აქტივობას თავის ტვინის ქერქში რეალურ დროში. მონაცემთა ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს, რომელ წერტილებზე ამახვილებს მომხმარებელი ყურადღებას. რაც უფრო ძლიერია აზრების კონცენტრაცია, მით მაღალია ნეირონული აქტივობა. შედეგად სისტემაა ააქტიურებს კონკრეტულ წერტილთან დაკავშირებულ ფუნქციას. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის პროტოტიპი უკვე არსებობს, Mercedes აღნიშნავს, რომ კომერციული გამოყენების სისტემის შექმნამდე ჯერ კიდევ შორს არის. კომპანიის წარმომადგენლების თქმით დღეს-ხვალ გონებრივი კონტროლის გაჩენას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ტექნოლოგია უკვე აღარ მიეკუთვნება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს. https://bit.ly/3BMlU01
-
ყველა კრიპტოვალუტა და, მათ შორის, Stablecoin-ები, შეესაბამება სპეკულაციური აქტივების განმარტებას და მათი ვალუტებად აღიარება შეუსაბამოა - მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა. მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა საზოგადოებას მოუწოდა „ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“ და შეშფოთება გამოხატა უშუალოდ Stablecoin-ებთან დაკავშირებით. „Stablecoin-ები პოზიციონირებენ, როგორც ვალუტის ეკვივალენტი, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის - ისინი მხოლოდ მათთან არიან დაკავშირებული. მსგავსი აქტივების ემიტენტების ცოტა ხნის წინანდელმა ისტორიამ აჩვენა, რომ ისინი შესაძლოა სრულად არ იყვნენ ფიატით უზრუნველყოფილი, როგორც ამას აცხადებენ“ - აღნიშნა ლაგარდმა. მისი თქმით, Stablecoin-ები მთლიანად უნდა იყოს ფიატით უზრუნველყოფილი. "აუცილებელია დავრწმუნდეთ და გავაკონტროლოთ, რომ მომხმარებლები დაცული იყვნენ შესაძლო დეზინფორმაციისგან", - განმარტა ECB-ის პრეზიდენტმა. Stablecoin Tether-ის (USDT) ემიტენტმა ივლისის ანგარიშში მიუთითა, რომ იმ ფულადი რესურსებისა და საბანკო დეპოზიტების წილმა, რომელთა უკან გამოთხოვა ორ ან ნაკლებ დღეშია შესაძლებელი, 10 % შეადგინა. მიმდინარე წლის ზაფხულში კრიპტობირჟა Bitstamp-მა მომხმარებელთა მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გახსნა დეპოზიტები Tether-ისგან EURt Stablecoin-ისთვის 1:1-ში ევროთი უზრუნველყოფით. მანამდე საკუთარი Stablecoin-ის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა კომპანია Circle-მა. ფულმა და ფულის ეკვივალენტებმა შექმნეს USD Coin-ის (USDC) რეზერვის 61%, დანარჩენი მონეტები გამყარებულია ობლიგაციებითა და სხვა მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებით. აგვისტოში Circle-მა განაცხადა, რომ Stablecoin-ების რეზერვებს მთლიანად გადაიყვანს დოლარსა და აშშ-ის სახაზინო ვექსელებში. შეგახსენებთ, აპრილში კრისტინ ლაგარდმა განააცხადა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა გამოუშვას საკუთარი CBDC ოთხ წელიწადში, თუ პოლიტიკოსები დაამტკიცებენ პროექტს. მოგვიანებით მარეგულირებელი ორგანო გადავიდა ციფრული ევროს კვლევის ეტაპზე. ივნისში ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ აღნიშნა, რომ CBDC უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უკეთ დაცვას, ვიდრე კერძო Stablecoin-ები. https://bit.ly/3yL1hiH
-
ინდურ მარკეტფლეის Flipkart-ზე გამოქვეყნდა Realme პლანშეტის მახასიათებლები და ფოტოები, რომლებიც საშუალებას იძლევა წარმოდგენა შეგვექმნას ახალ მოწყობილობაზე. gizmochina.com ცნობილი გახდა, რომ Realme Pad-ს ექნება 10.4-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2000×1200 პიქსელი. მოდელს დისპლეის ირგვლივ წვრილი ჩარჩო აქვს, ეკრანის ფართობის ფრონტალურ პანელთან შეფარდება 82.5 %-ს შეადგენს. ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალ პლანშეტს AMOLED-ეკრანი ექნებოდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია აღწერაში მითითებული არ არის. gizmochina.com ფოტოს მიხედვით მოწყობილობის უკანა მხარეს განთავსებული იქნება ერთი ძირითადი კამერა. პლანშეტი ძალიან თხელია, მისი სისქე მხოლოდ 6.9 მილიმეტრია. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობა გამოვა ოქროსფერ და ნაცრისფერ ვარიანტებად. Flipkart-ზე ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. წინა ჯერზე გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობა იმუშავებს ჩიპსეტ Helio G80-ზე, ექნება 4 გბ LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება და 64 გბ eMMC 5.1 შიდა მეხსიერება, აგრეთვე 7100 მა/სთ მოცულობის ბატარეა. gizmochina.com ფრონტალურ 8-მეგაპიქსელიან კამერას ექნება „ფიქსირებული“ ფოკუსი, უკანა კამერას კი - ავტოფოკუსი. გამოყენებული იქნება ოთხი დინამიკი, სივრცითი ხმის ტექნოლოგიები DTS HD და Hi Res-Audio, აგრეთვე მხარდაჭერილია Wi-Fi და LTE. შესაძლოა გამოვიდეს შედარებით ბიუჯეტური ვერსიაც 4G-ს გარეშე - სავარაუდოდ, ჩინური კომპანია გეგმავს მოდელის მთელი სერიის გამოშვებას. გაყიდვების დაწყების თარიღი, ფასი და ქვეყნების მიხედვით ხელმისაწვდომობა მოგვიანებით გამოცხადდება. https://bit.ly/3BNBIjg
-
კომპანია Apple მუშაობს საფირმო ელექტრომობილ Apple Car-ზე, რომელიც გვევლინება, როგორც კომპანიის ყველაზე საიდუმლო პროექტი და ატარებს შიდა დასახელებას - Project Titan. როგორც ცნობილი გახდა, ელექტრონიკის ცნობილმა მწარმოებელმა საკუთარი საფირმო ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობისთვის დაიქირავა ორი ინჟინერი, რომლებიც ადრე მუშაობდნენ გერმანულ კონცერნ „Daimler AG“-ის შემადგენლობაში არსებულ კომპანია Mercedes-ში. ერთ-ერთი მათგანი, გარდა იმისა, რომ იყო პროექტის ხელმძღვანელი, ასევე მუშაობდა ისეთი პრემიუმ ბრენდების მანქანების მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის და დინამიური მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, როგორებიცაა Mercedes და Porsche. იგი ამჟამად მუშაობს Apple-ში, როგორც დამპროექტებელი ინჟინერი. კალიფორნიული კომპანიის მეორე ახალი თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა. Apple აგრძელებს კადრების პოტენციალის მოზიდვას, თუმცა კომპანია მაინც კარგავს ღირებულ თანამშრომლებს. მაგალითად, ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანია დატოვა Project Titan-ში ჩართულმა რამდენიმე ტოპ-მენეჯერმა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა Apple-ის პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადის გადაწევა. ამავე დროს, Apple არ კარგავს იმედს, რომ გააფორმებს კონტრაქტებს ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტებთან. კომპანია აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა წამყვან მანქანათმშენებელ კომპანიასთან და მთავარ საწარმოო პარტნიორ Foxconn-თან. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს მცდელობები წარმატებული გარიგებებით არ დაგვირგვინებულა, ალბათობა იმისა, რომ Apple მიაღწევს თავის მიზანს თითქმის ასი პროცენტია: ძალიან დიდი ძალისხმევა და ფული იქნა ჩადებული ამ კონცეპტუალურ განვითარებაში. დრო ჯერ კიდევ არის, რადგანაც Apple Car-ის გამოშვება ხუთი წლის შემდეგაა დაგეგმილი. ამასთან, სწორედ Foxconn იქნება ელექტრომობილის კომპონენტების მთავარი მომწოდებელი, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა წილი უკავია ამ პარტნიორს iPhone-ების წარმოებაში. https://bit.ly/3zR0xKl
-
Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა და მაკროინვესტორმა რაულ პალმა Bankless-ის პოდკასტში ივარაუდა Ethereum-ის კურსის ზრდა 20 000 აშშ დოლარამდე. „ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ეს იყო გრაფიკების შედარება. ისინი იდეალურად ემთხვევა და პროგნოზირებენ Ethereum-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე ზრდას. არც ისე რთული ანალიზია, თუმცა ჩემი აზრით საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურება“ - განაცხადა პალმა. მისი თქმით, პროგნოზი ეფუძნება ამჟამინდელი გრაფიკების შედარებას 2017 წლის მაჩვენებლებთან. მაკროინვესტორმა აღნიშნა, რომ ETH-ის მხოლოდ 13% არის ამჟამად ბაზარზე მიმოქცევაში. დანარჩენი მონეტები ინახება გრძელვადიანი ინვესტორების საფულეებში, ან დაბლოკილია სტეიკინგისთვის. იგი დარწმუნებულია, რომ Ethereum-ზე მოთხოვნის ზრდა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზებული ფინანსების და არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) განვითარებას. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასმა გადალახა 4 ათას აშშ დოლარიანი დონე, ციფრული ოქრო კი დაუბრუნდა 50 ათას აშშ დოლარს ზემოთ დონეს. შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს პალმა „შავი ხუთშაბათის“ შემდეგ Bitcoin-ის კორექციას უწოდა „შესაძლებლობა და არა საფრთხე“. https://bit.ly/38EuKjZ
-
კომპანია Asus-ის ყველა ახალი მობილური სამუშაო სადგური და ლეპტოპი, რომლებიც გრაფიკასთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი, ამიერიდან OLED-დისპლეებით იქნება წარმოდგენილი. ტაივანური კომპანია ელის, რომ ეს სიახლე გახდება მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ლეპტოპებისგან. ლეპტოპებში ფართოდ გავრცელებულ IPS-დისპლეებთან შედარებით OLED-მატრიცა უზრუნველყოფს უფრო ღრმა შავი ფერის გადმოცემას, კონტრასტულობისა და რეაქციის დროის საუკეთესო მაჩვენებლებს. აგრეთვე, OLED თავს უკეთ წარმოაჩენს HDR-კონტენტთან მუშაობისას. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ამ ტექნოლოგით დამზადებულ მატრიცებს ახასიათებდა პიქსელების "გადაწვა" სტატიკური სურათის ან ინტერფეისის სტატიკური ელემენტების ხანგრძლივი ჩვენების დროს. ადრე OLED-დისპლეებით კომპლექტდებოდა ASUS-ის მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული მოდელები, ახლა კი ამ ტიპის დისპლეების ხილვა შესაძლებელი იქნება საშუალო ფასის სეგმენტშიც. ახალი მოდელებიდან ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობა იქნება StudioBook Pro 16, მისი ფასი 2500 აშშ დოლარიდან იწყება. მას ექნება პროფესიონალური ვიდეო დაფა Nvidia RTX A2000, ან A5000. პროცესორის სახით კი წარმოდგენილი იქნება - Intel Xeon ან 5000-სერიის Ryzen. უფრო დაბალბიუჯეტურ OLED მოდელებს შორისაა ZenBook Pro 15 და Vivobook Pro 14X, რომელთა საწყისი ფასებია 1470 $ და 1400 $, შესაბამისად. ორივე ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება დისკრეტული RTX 3050 Ti გრაფიკით და Intel Core i7 ან Ryzen 5000 სერიის პროცესორებით. https://bit.ly/3h3NPAC
-
თანამშრომლებთან შეხვედრაზე Tesla-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა ახალი, ხელმისაწვდომი ელექტრომობილის გამოშვების პერსპექტივებზე, დაასახელა მისი ფასი 25 ათასი აშშ დოლარი და განაცხადა ახალი მოდელის ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებლის შესახებ. სამომავლო ბიუჯეტური მოდელის არაოფიციალური დასახელებაა Tesla Model 2. Tesla რომ ხელმისაწვდომი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებდა, მასკმა გასულ წელს ღონისძიება Tesla Battery Day-ზე განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი ფასის დადება შესაძლებელი იქნება ახალი ბატარეებისა და ახალი საწარმოო პროცესის გამოყენების შედეგად, რომელიც საშუალებას იძლევა ბატარეის ღირებულება 50%-ით შემცირდეს. არ არის გამორიცხული, რომ ელექტრომობილი, პირობითად Tesla Model 2, წარმოებულ იქნას შანხაის Gigafactory-ში არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ გლობალურ ბაზრებზე გაყიდვის პერსპექტივით. გასულ წელს კომპანიამ განაცხადა ჩინეთში ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების კვლევითი ცენტრის დაარსების შესახებ და გასულ ზაფხულს დაიწყო გუნდის დაქირავება მისი განვითარების მიზნით. electrek.co ამ დროისთვის კომპანიას გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ მცირე ზომის ჰეჩბეკის ესკიზი, არ არის გამორიცხული, რომ საუბარი სწორედ ამგვარ მოდელს ეხება. ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალი მოდელის წარმოება მალე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მასკმა კორპორატიულ შეხვედრაზე დაასახელა ზუსტი ვადა: მისი თქმით, 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების ელექტრომობილის წარმოება 2023 წელს დაიწყება. უფრო მეტიც, მან გარკვევით აღნიშნა, როგორი იქნება ეს მანქანა თანამშრომლებთან მიმართვისას: „გვინდა კი, რომ ეს მანქანა საჭითა და სატერფულებით გამოვიდეს?“. - როგორც ჩანს, სწორედ ეს მოდელი იქნება წარმოდგენილი ხსენებული დეტალების გარეშე. 2019 წელს Tesla-მ უკვე გამოაქვეყნა მანქანის ფოტო საჭისა და მართვის სხვა ელემენტების გარეშე და განაცხადა, რომ მსგავსი მოდელის წარდგენას ორი წლის მანძილზე გეგმავდა. შეხვედრაზე მასკმა აღნიშნა, რომ კომპანია ფსონს დებს 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების სრულიად ავტონომიურ ელექტრომობილზე. Tesla ამჟამად ცდილობს თვის ბოლომდე გამოუშვას „სრული ავტოპილოტის“ ბეტა-ვერსია Full Self-Driving Beta აშშ-ში არსებული საკუთარი მანქანებისთვის. როგორც კი დაიწყება სოფტის, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს მძღოლის დაკვირვებას, აქტიური ექსპლუატაცია, Tesla გააუმჯობესებს მას ყველა მანქანიდან მიღებული მონაცემების ნაკადის საფუძველზე და როგორც მოსალოდნელია, ავტონომიური ელექტრომობილები გახდება რამდენჯერმე უსაფრთხო მძღოლების მიერ მართულ მანქანებთან შედარებით. მსგავსი რამ აუცილებელია, რათა კომპანიამ მარეგულირებლისგან საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე უპილოტო მგზავრობის ნებართვა მიიღოს. ამ სფეროში პროგრესზე დიდწილადაა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა Tesla მართლაც გამოუშვას ახალი ელექტრომობილი საჭის გარეშე. https://bit.ly/3jHPei3
-
დოლარზე მიმაგრებული Stablecoin-ები ზრდიან ამერიკული ვალუტის ფასეულობას - ამის შესახებ ისაუბრა Bloomberg Intelligence-ის ნადლეული პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა. ”ციფრული დოლარით ვაჭრობა მხოლოდ დროის საკითხია. დროა აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყოს ამ ბაზრის რეგულირება და შემდეგ ჩვენ დავამარცხებთ ჩინეთს, ” - განაცხადა მაკგლოუნმა. მისი თქმით, დოლარით გამყარებული Stablecoin-ები დომინირებენ სხვა მსგავს აქტივებს შორის. „Bitcoin თავდაჯერებულად მიდის მიზნისკენ, რომ გახდეს გლობალური ციფრული სარეზერო აქტივი. დოლარზე მიბმული Stablecoin-ები, როგორიცაა Tether, ზრდიან დოლარის ღირებულებას. ამჟამად უკვე ყველაზე კარგად გაყიდვადი მონეტებია დოლარის ციფრული ვერსიები“ - დარწმუნებულია მაიკ მაკგლოუნი. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად USDT-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 65.77 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხუთჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2020 წლიდან 2021 წლამდე 1.2 მლნ BTC-ით გაიზარდა - 1.38 მლნ BTC-მდე. მაკგლოუნის განცხადებით, გამოშვების მომენტიდან Tether-ის კაპიტალიზაცია იზრდებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში კორელირებდა Bitcoin-ის ფასის ზრდასთან. ადრე მაკგლოუნმა Ethereum-ს უწოდა Bitcoin-ის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდისთვის დაბრკოლება. https://bit.ly/3jDCMQp
-
iPhone 12 სერიის სმარტფონების წარმატების წყალობით ბოლო წლებში გაიზარდა Apple-ის წილი მობილური პროცესორების ბაზარზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკულმა კომპანიამ უკან ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტი Samsung, მაგრამ შესამჩნევად ჩამორჩება ორ ლიდერს. კომპანია Counterpoint Research-ის მეორე კვარტლის მონაცემები აჩვენებს, რომ Apple-ის პროცესორის წილი ბაზარზე 15%-ია. ამავე პერიოდში Samsung-ის წილი - 7%. ერთი წლის წინ Apple-ის წილი იყო 13%, წინა კვარტალში კი - 17%. A14 Bionic ჩიპზე დაფუძნებული სმარტფონების შესანიშნავი გაყიდვების მიუხედავად Qualcomm და MediaTek კვლავ განაგრძობენ ლიდერობას. პირველი მათგანი ორჯერ აჭარბებს Apple-ს უპირატესობით, რადგან Android-სმარტფონების თითქმის ყველა მწარმოებელი მის პროცესორებს იყენებს. შესაძლოა, მომხმარებლები iPhone 13-ს ელოდებიან და ამიტომ შემცირდა ოდნავ Apple-ის წილი მეორე კვარტალში. ამ მოწყობილობებში გამოყენებული იქნება ახალი პროცესორები A15 Bionic, TSMC-ისთვის შეკვეთილია ამგვარი 100 მილიონი ერთეულის წარმოება. ეს 20%-ით მეტია იმ ჩიპების რაოდენობაზე, რომლებიც წარმოებულ იქნა iPhone 12 სერიისთვის. მომავალ წელს შესაძლოა გამოვიდეს მორიგი მოდელი iPhone SE შედარებით დაბალ ფასად, რაც ხელს შეუწყობს პროცესორების ბაზარზე წილის გაზრდას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, Qualcomm-სა და MediaTek-ზე დაწევა შეუძლებელი იქნება მათ მიერ მიღებული შეკვეთების დიდი მოცულობის გამო. https://bit.ly/3yDP4fT
-
Hyundai-ს კუთვნილმა პრემიალურმა ბრენდ Genesis-მა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ყველა ახალი მოდელი ელექტრო იქნება - კლასიკური აკუმულატორებით ან წყალბადის საწვავზე მომუშავე ელემენტებით. 2030 წლიდან Genesis დაამზადებს მანქანებს მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვით, შიდაწვის ძრავზე მომუშავე ყველა ავტომობილი ხსენებული დროისთვის საბოლოოდ მოიხსნება წარმოებიდან. წყარო: cnet.com ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით ასორტიმენტი მოიცავს ელექტრო მანქანების რვა მოდელს. 2030 წლისთვის Genesis გეგმავს წელიწადში დაახლოებით 400 ათასი მანქანის გაყიდვას. სულ რაღაც ორი კვირის წინ კომპანიამ დააანონსა თავისი სადებიუტო ელექტრომობილი GV60, რომელიც აწყობილია Hyundai E-GMP პლატფორმაზე. ბევრი არაფერია ცნობილი მანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, მაგრამ ავტომწარმოებელმა დააკონკრეტა, რომ მას ექნება მძლავრი უსადენო დამუხტვა WiTricity-ს მხარდაჭერა და სვლის მარაგი - 430 კმ. ფოტოზე: GV60 Genesis Genesis ნამდვილად არ შეჩერდება აქ. ავტომწარმოებელი წყალბადის საწვავის ელემენტებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ერთ-ერთ პერსპექტიულ სფეროდ მიიჩნევს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, მისი ნარჩენი პროდუქტი წყალია. Genesis-მა პირობა დადო, რომ წყალბადის მანქანები უფრო მძლავრი გახდება, ვიდრე ამჟამინდელი მოდელებია. ტექნოლოგია ბაზარზე ერთ წელზე მეტია არსებობს, მაგრამ მის განვითარებას აფერხებს თანმხლები ინფრასტრუქტურის თითქმის სრული არარსებობა - მანქანების საწვავით გასამართი სადგურები ხელმისაწვდომი არ არის. წყალბადზე მომუშავე მანქანებს აქვთ მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კლასიკურ ელექტრომობილებთან შედარებით: ეს გახლავთ საწვავის შევსების დრო, იგი მხოლოდ 5-6 წუთს შეადგენს, რაც ბევრად მოკლე დროა, ვიდრე ელექტრო ბატარეის დამუხტვისთვის საჭირო დრო, თუნდაც მუდმივი ძაბვის მქონე მძლავრი დამტენი სადგურის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, Genesis ამჟამად ასევე მუშაობს ლითიუმ-იონური ბატარეების და ელექტროძრავების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე. მომდევნო წელს Genesis GV60-ს დაემატება ელექტრო სედანის ვერსია G80, გარდა ამისა მოსალოდნელია ელექტრო კროსოვერ GV70-ის დებიუტი. მოდელი GV60 მუშაობს Hyundai Motor Group-ის პლატფორმა E-GMP-ზე, უახლოეს დროში მას დაემატება კიდევ ერთი ან ორი ელექტრო პლატფორმა, რომლებიც საფუძვლად დაედება უფრო დიდი ზომის და სპორტულ მოდელებს. https://bit.ly/38z15sa
-
Chainalysis-ის სპეციალისტებმა გააანალიზეს 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე განხორციელებული კრიპტო ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია არალეგალურ საქმიანობასთან. ექსპერტების მონაცემებით, აღმოსავლეთი ევროპა მეორე რეგიონია არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებულ მისამართებზე გაგზავნილი კრიპტოვალუტების მთლიანი ღირებულების მხრივ. ყველაზე დიდი ნაწილი მოდიოდა თაღლითურ პროექტებზე. წყარო: Chainalysis. ამ რეგიონში მცხოვრები მომხმარებლები აგრეთვე შეადგენენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითური ვებ-გვერდების ტრაფიკის დიდ ნაწილს. წყარო: Chainalysis. ამ მაჩვენებლის მხრივ უკრაინის მაცხოვრებლები ლიდერობენ. წყარო: Chainalysis. ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპის მისამართები იღებენ უამრავ თანხას თაღლითური მისამართებიდან. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ თაღლითური პროექტების ბევრი ოპერატორი ამ ქვეყნებში იმყოფება, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. Chainalysis-მა მიუთითა, რომ ეს არის ერთადერთი რეგიონი, რომლის ტრანზაქციების მთლიანი მოცულობა 400 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, სადაც გადაცემული კრიპტოვალუტების მთლიანი ღირებულების 0.5%-ზე მეტი დაკავშირებულია არალეგალურ საქმიანობასთან. აღმოსავლეთ ევროპელი მომხმარებლები ყველაზე მეტ კრიპტოაქტივს გზავნიან დარქნეტ-ბაზრებზე. ეს მოვლენა დიდწილად დამოკიდებულია მარკეტფლეის Hydra-სთან, რომელიც ამ რეგიონზეა ორიენტირებული - აღნიშნავენ სპეციალისტები. აღმოსავლეთ ევროპიდან მომხმარებლების მიერ თაღლითურ მისამართებზე გაგზავნილი თანხის ნახევარზე მეტი მოდიოდა პირამიდა „ფინიკოზე“. მითითებული პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მისამართებზე შევიდა 46 მლნ აშშ დოლარი გამომძალველ ვირუსებთან დაკავშირებული მისამართებიდან. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს თანხა რეალურად შესაძლოა უფრო მეტი იყოს. ერთ-ერთი მიზეზია მავნე პროგრამის მრავალი ვერსიის კავშირი ჰაკერულ ჯგუფებთან, რომლებიც, ექსპერტების აზრით, დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციაში. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა გამომძალველისთვის გადახდილი თანხა შეადგენდა მსგავსი პროგრამების მთლიანი გადასახადის 90%-ს. ”ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან მუშაობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამოსასყიდის წინააღმდეგ საბრძოლველად,” - განაცხადა Chainalysis-მა. https://bit.ly/3DFVj6m
-
აგვისტოს დასაწყისში Google-მა დააანონსა Pixel 6 სმარტფონების ხაზი საკუთარი წარმოების Tensor ჩიპსეტით, რომელიც ასევე ცნობილია კოდური დასახელებით Whitechapel. როგორც ჩანს, Google აგრძელებს მუშაობას სხვა პროდუქტების კომპონენტებზეც, რათა აამაღლოს საკუთარი მდგომარეობა კონკურენტებს შორის. ფოტო: Brooke Cagle, Unsplash კომპანიის უახლოესი გეგმები ცნობილი გახდა Nikkei Asia-სთვის. წყაროს თანახმად 2023 წლისთვის Google-ს მზად უნდა ჰქონდეს ახალი ჩიპი საფირმო ლეპტოპებისა და პლანშეტებისთვის. Google-ზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა გასულ წელს Apple-ის მიერ უარის თქმა Intel-ის ჩიპებზე საკუთარი წარმოების Arm-ჩიპ M1-ის სასარგებლოდ. Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Google იმედოვნებს Pixel 6-ის წარმატებას და დიდი მოცულობის სიმძლავრეს ჯავშნის მისი წარმოებისთვის. დიდი ალბათობით, კომპანიის სამომავლო სტრატეგია დიდწილად დამოკიდებული იქნება ახალი სმარტფონების გაყიდვაზე. Pixel 6-ის პრეზენტაცია უახლოეს თვეშია მოსალოდნელი, მანამდე კომპანია არ ასაჯაროვებს მოწყობილობის დეტალურ მახასიათებლებს. ცნობილია, რომ Tensor ჩიპსეტი აღჭურვილია სპეციალურ ბლოკ TPU-ით (Tensor Processing Unit), რომელიც განკუთვნილია მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებული ამოცანების აჩქარებისთვის, აგრეთვე გააჩნია ბლოკი Titan M2 უსაფრთხოებისთვის. სმარტფონებში აქტიურად იქნება გამოყენებული TPU ფოტოებისა და ვიდეოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საუბრის ამოცნობისა და თარგმნისთვის, აგრეთვე სხვა ამოცანებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთანაა დაკავშირებული. https://bit.ly/3BrChPe
-
კომპანია Samsung მუშაობს მორიგ დრეკად მობილურ მოწყობილობაზე. გახსნისას იგი გარდაიქმნება სამი ცალკეული ეკრანის მქონე პლანშეტად, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციაში იმუშაოს. ამგვარი რამ შესაძლებელი გახდება, თუკი კონცეფცია რეალურ მოწყობილობად გარდაიქმნება. მოწყობილობა, სახელად Flex In & Out დაკეცილ მდგომარეობაში ჩვეულებრივ სმარტფონს გავს, თუმცა გაცილებით გრძელი და სქელია. ეკრანის დიაგონალი ამ მდგომარეობისას 7.2 დუიმია და საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ატაროს ჩანთით ან დიდი ჯიბით. Samsung სტანდარტული და დრეკადი ეკრანების წამყვანი მწარმოებელია. მისი წარმოების დისპლეებით სარგებლობენ კონკურენტებიც, მაგალითად Apple. Samsung-ის ეკრანებზე იქნება დამყარებულია ახალი iPhone 13 სმარტფონები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სამმაგად დაკეცვის ფუნქციის მქონე სმარტფონი გაყიდვაში უახლოეს დროში არ გამოვა. Samsung-მა ჯერ სულ ახლახანს დაიწყო Galaxy Z Fold 3 და Galaxy Z Flip 3 მოდელების გაყიდვა. https://bit.ly/3yz2kST
-
მოსამართლე სარა ნეტბერნმა დაადგინა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია SEC-მა უნდა წარადგინოს Ripple-ის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები „დახურულ კარს მიღმა“ განხილვისთვის. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა ჯეიმს ფილანმა. 31 აგვისტოს მოსმენაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, მხარეებმა განიხილეს SEC-ის სათათბირო პროცესის პრივილეგიები (deliberative process privilege). ეს არის უფლების პრინციპი, რომელიც მარეგულირებელ ორგანოს ნებას რთავს უარი თქვას დოკუმენტების გასაჯაროებაზე ან ჩვენების მიცემაზე მონაცემებისა და წყაროების კონფიდენციალურობის საბაბით. ნეტბერნმა განაცხადა, რომ Ripple-მა მოიყვანა მეტად წონადი არგუმენტები საკუთარი მოთხოვნის სასარგებლოდ, რომ მისთვის აუცილებელია გაეცნოს დოკუმენტებს, რათა დადგინდეს, აუცილებელია თუ არა მათი გამჟღავნებისგან დაცვა. ნეტბერნის მიერ ნახსენები ტერმინი „review in camera“ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოპასუხეები ვერ შეძლებენ SEC-ის მიერ მოწოდებული მონაცემების გადახედვას. თუ მოსამართლე მათ პროცესისთვის მნიშვნელოვნად ჩათვლის, მონაცემები განხილვისთვის საჯარო გახდება. კომისიის წარმომადგენელმა სცადა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და მიზეზად მოიყვანა „მოპასუხე მხარისადმი განსაკუთრებული მოპყრობა“ და მარეგულირებლისთვის „სახიფათო“ პრეცედენტის შექმნა, თუმცა ნეტბერნმა ეს არგუმენტები გააქარწყლა: მისი თქმით Ripple არ მიიღებს პრივილეგიებს, ვინაიდან კომპანიის იურისტები არ ნახავენ დოკუმენტებს, სანამ საპირისპირო არ გადაწყდება. ნეტბერნმა უნდა გადახედოს SEC-ის ინფორმაციას 28 სექტემბრამდე, რის შემდეგაც მან უნდა გადაწყვიტოს გამართლებულია თუ არა მისი დამალვა. მარეგულირებელს დაევალა წარმოადგინოს დოკუმენტები მინიმალური რაოდენობის ცვლილებებით. სხდომის მსვლელობისას არ დაისვა SEC-ის Slack მესინჯერში Ripple-ის თანამშრომლების მიმოწერაზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხი. https://bit.ly/3mRG4l0
-
დედამიწისთვის ჩვეული ქსელური პროტოკოლები და ტექნოლოგიები დედამიწის გარეთაც კარგად მუშაობს. თუმცა როდესაც საუბარი ეხება პლანეტის გარეთ მონაცემთა გადაცემას, მთელი რიკი კითხვები ჩნდება. ზოგიერთ მათგანს გადაჭრის მთვარის სამხრეთკორეული სადგური Korea Pathfinder Lunar Orbiter (KPLO), რომლის ბორტზე იმყოფება აღჭურვილობები კავშირისთვის ქსელის პროტოკოლ DTN-ის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა კოსმოსურ სივრცეებში გამოყენების მიზნით. როგორც ცნობილია, თანამედროვე ქსელებში შეფერხებები ხდება არა მხოლოდ პროგრამული ან აპარატული მახასიათებლების გამო - დიდ ტრანსკონტინენტურ სადენების სიგრძეს თავის წვლილი შეაქვს შეყოვნებაში, რადგან სიგნალის გავრცელების სიჩქარე შეზღუდულია და ვერ აღემატებს სინათლის სიჩქარეს. დედამიწასთან უახლოესი ციური სხეული, მთვარე მდებარეობს დაახლოებით 400 ათასი კილომეტრის დაშორებით და ქსელის რეაგირების დრო, რა თქმა უნდა, წამზე მეტი იქნება. მარსის შემთხვევაში ბანალურ "პინგზე" ორ ათეულ წუთამდე დაიხარჯება. დედამიწისთვის ჩვეული ქსელის ტექნოლოგიები არ არის შესაფერისი კოსმოსურ დისტანციებზე გამოსაყენებლად და სწორედ აქ იხმარება DTN (Delay-Tolerant Networking, შეყოვნებისადმი მდგრადი ქსელი). მასში გათვალისწინებულია მონაცემთა მსხვილი ნაკრებების შენახვა ქსელის შუალედურ კვანძებში. DTN-ის ერთ-ერთი ვარიანტი Bundle Protocol მუშავდება NASA-ს მიერ და სწორედ ეს ვარიანტი უნდა აიქნას მოსინჯული KPLO-სგან მონაცემთა გადაცემისთვის, მისი ამოქმედება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. ეს მოვლენა პროექტ Artemis-ის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, რომლის მიზანია ადამიანის დაბრუნება მთვარეზე. NASA-ს ხედვა, თუ როგორი იქნება სამომავლო „პლანეტათშორისი ინტერნეტის“ სტრუქტურა მიუხედავად იმისა, რომ მთვარე დედამიწიდან ყოველთვის ხილვადია, სიგნალის გადაცემისას პრობლემები ცოტა არ იქნება - ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ბნელი მხრიდან სიგნალის გამოგზავნა დიდი კრატერების გამო საჭიროებს შუალედურ რელე-სადგურს. სამხრეთკორეული აპარატი ექსპერიმენტის ფარგლებში გახდება პირველი ამგვარი სადგური, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად გადასცემს მონაცემებს სპეციალურ კამერა ShadowCam-ის მეშვეობით. ეს კამერა განკუთვნილია მთვარის ბნელი რეგიონების გამოკვლევისთვის. კოსმოსურ მისიებში გამოსაყენებელი ქსელური პროტოკოლების შემუშავება დიდი ხანია, დაახლოებით 1998 წლიდან მიმდინარეობს. DTN-ის ადრეული ვერსია CFDP შემუშავდა მარსმავლების, Spirit-ისა და Opportunity-ს კავშირით უზრუნველყოფისთვის, ტექნოლოგია Bundle Protocol კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დაკავშირებისთვის 2016 წლიდან გამოიყენება. თუმცა, განვითარება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და როგორც DTN პროექტის ერთ-ერთმა დეველოპერმა ვინტ სერფმა აღნიშნა, პროგრამა Artemis უნდა გახდეს კატალიზატორი, რომელიც დააჩქარებს პლანეტათშორისი გამოყენებისთვის შესაფერისი ქსელური ტექნოლოგიების შექმნას. https://bit.ly/2WCLNA3
-
წყლისადმი სიფრთხილე არ არის ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი თვისება მიუხედავად იმისა, რომ მათი ძრავები შეიცავს მაღალ ძაბვაზე მომუშავე ელემენტებს. ელექტრომობილების მწარმოებლები თავიდანვე ანიჭებენ მანქანებს წყლის დაბრკოლებების გადალახვის შესაძლებლობას. ჩინური წარმოების Tesla-ს არ ეშინია დატბორილ ქუჩებში მოძრაობის, Jaguar I-Pace-ს შეუძლია ნახევარმეტრიანი გუბის გადალახვა, პიკაპი Rivian R1T კი მას თითქმის ორჯერ აღემატება ამ მაჩვენებლით. ფოტოს წყარო: Twitter, RJ Scaringe Rivian-მა სექტემბრიდან უნდა დაიწყოს მომხმარებლებისთვის პიკაპ R1T-ის პირველი ეგზემპლარების მიწოდება. მანამდე კი, როგორც electrek აღნიშნავს, ახალგაზრდა ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია საზოგადოებას უზიარებს ახალი სატრანსპორტო საშუალების შესაძლებლობებს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში Rivian R1T გადის წყლით სავსე არხში. გარკვეულ მომენტში წყალმა თითქმის დაფარა ელექტრომობილის წინა ოპტიკა, რომელიც განთავსებულია ძრავის განყოფილების ხუფზე (კაპოტზე). ჯერჯერობით Rivian არ ასახელებს წყლის არხის ზუსტ სიღრმეს, თუმცა კომპანიის მიერ მითითებულია მანქანის გაბარიტული სიმაღლე ანტენის ჩათვლით - 1923 მმ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინა ოპტიკის ხაზი დაახლოებით 900 მმ სიმაღლეზეა განთავსებული, წყლის სიღრმის მაჩვენებელი სერიოზულია. ცნობილია, რომ შიდაწვის ძრავზე მომუშავე მანქანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს სითხის მოხვედრა ცილინდრის ღრუში ჰიდროდარტყმის საშიშროების გამო, რაც ძრავს მწყობრიდან გამოიყვანს. ელექტრომობილებს არ აქვს ეს სისუსტე, მაგრამ ბორტის ქსელში გამტარების იზოლაცია მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სითხეში დიდხანს გაჩერება ელექტრომობილს დადებითად ნამდვილად არ წაადგება, ასე რომ წყალში მოძრაობა მოკლე დროით - ეს არის გონივრული მაქსიმუმი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს ელექტრომობილის მფლობელი. https://bit.ly/3zyxg6V
-
ინტერნეტ-გიგანტ Alibaba-ს მიერ მხარდაჭერილმა, ელექტრომობილების მწარმოებელმა Zhiji Auto-მ შექმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მძღოლები შეძლებენ ციფრული ვალუტის გამომუშავებას გარკვეული კილომეტრაჟის დაფარვის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ. IM Zhiji-ს აპლიკაცია განკუთვნილია მზადებაში არსებული IM ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებისთვის. მაინინგ-პულში შესასვლელად ავტომობილების მფლობელებმა უნდა შეიყვანონ ინფორმაცია თითოეულ გავლილ კილომეტრზე. ჯილდოს სახით ისინი მიიღებენ ციფრულ ვალუტა Stone-ს. თავდაპირველად კომპანია გეგმავს დღეში 114-ჯერ 500 მონეტის გამოშვებას. ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის ემისია ორჯერ შემცირდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. აქტივის გაცვლა შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებზე ან კომპანიის სხვა სერვისებზე. როდესაც მანქანა გაივლის 5000 კმ-ს, მის მფლობელს შეეძლება შეიძინოს Lidar Fusion - ახალი თაობის ინტელექტუალური მართვის სისტემა მონეტებისთვის ან გაზარდოს ბატარეის სიმძლავრე 120 კვტ/სთ-მდე სამი წლის ექსპლუატაციის შემდეგ. ელექტრომობილი IM გაყიდვაში 2022 წელს გამოვა. მწარმოებლის თქმით, იგი Tesla-ს ღირსეული კონკურენტი უნდა გახდეს - მისი სვლის მარაგი 1000 კმ-ს აღწევს. ივნისის დასაწყისში კანადურმა მანქანათმშენებელმა კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ უშვებს სამსაბურავიან ელექტრომობილ Spiritus-ს მაინინგის ფუნქციით. იმავე თვეში დაიწყო მან Bitcoin-ის, Ethereum-ის, Dogecoin-სა და სხვა კრიპტოვალუტების სატესტო მოპოვება პირდაპირ ეთერში. https://bit.ly/3ynYV9q
-
Bloomberg-ის ცნობილი ჟურნალისტის მარკ გურმანის თქმით მრავალი წლის განმავლობაში პირველად Apple Watch-ის დიზაინში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ჟურნალისტის თქმით, Series 7 სმარტ-საათებს "ბრტყელი ეკრანები და კიდეები ექნება". theverge.com ცნობილია, რომ დისპლეები ოდნავ უფრო დიდი იქნება Series 6-ში გამოყენებულ დისპლეებთან შედარებით. შესაძლოა კორპუსის ზომაც უფრო დიდი იყოს, ვიდრე ადრე - ყოველი მოდელის ზომა იზრდება 1 მილიმეტრით, 41-45 მმ-მდე. გარდა ამისა, გურმანის თქმით, Apple წარადგენს მრავალრიცხოვან „სკინებს“ ეკრანებისთვის იმისთვის, რომ გაამართლოს მათი ზომაში გაზრდა. განახლებული დიზაინის გარდა Series 7 მოდელებს უფრო სწრაფი პროცესორები ექნება. სენსორების სისტემაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, არ არის გამორიცხული, რომ Apple-მა შესაძლოა დაუმატოს სხეულის ტემპერატურის სენსორი ახალ მოდელებს. დიზაინის განახლება გახდება Apple-ის ციკლის გაგრძელება, რომელიც გულისხმობს სმარტ-საათების განახლებას ყოველ სამ წელიწადში, უფრო კონკრეტულად - უნდა შეიქმნას ამგვარი განახლების ტრენდი. პირველად და უკანასკნელად Apple-მა შეცვალა Apple Watch Series 4-ის კორპუსის დიზაინი, ძირითადი ელემენტები შენარჩუნდა მეექვსე სერიამდე. კომპანია ახალ სმარტ-საათებს ტრადიციულად სექტემბერში აანონსებს, ამიტომ ახალი სმარტ-საათის რელიზამდე სულ ცოტა დრო დარჩა. გასულ წელს Series 6 და SE სერიის სმარტ-საათების პრემიერა გახდა სექტემბრის მთავარი ღონისძიება, iPhone 12-ის წარდგენა კი ოქტომბერში შედგა. https://bit.ly/3ynN8rK
-
ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Lenovo ამზადებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Slim 7 Pro-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება Cezanne სერიის ახალ პროცესორ AMD Ryzen 5000HS Creator Edition-ით. კერძოდ, მოხსენიებულ იქნა ორი ჩიპი - AMD Ryzen 7 5800HS Creator Edition და Ryzen 9 5900HS Creator Edition. ორივე მათგანს აქვს 8 ბირთვი ინსტრუქციის ერთდროულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. TDP-ის დონე 35 ვატს შეადგენს. მესამე დონის ქეშის მოცულობაა 16 მბ. Ryzen 7 5800HS და Ryzen 9 5900HS ჩიპებთან შედარებით Creator Edition ვერსიები ხასიათდება გაზრდილი საბაზისო სიხშირეებით. ორი პროცესორიდან პირველი მათგანის სიხშირე 2.8 გჰც-დან გაზრდილია 3.2 გჰც-მდე, მეორე მათგანისა - 3.0-დან 3.3 გჰც-მდე. ამასთან მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში უცვლელი დარჩა - 4.4 და 4.6 გჰც, შესაბამისად. tomshardware.com ცნობილია, რომ პორტატული კომპიუტერი Yoga Slim 7 Pro კონტენტის შემქმნელებისთვისაა განკუთვნილი. მომხმარებლები შეძლებენ არჩევანის გაკეთებას 2.8K (2880 × 1800 პიქსელი) და 2.2K (2240 × 1400 პიქსელი) დისპლეების მქონე მოდიფიკაციებს შორის. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტამდეა, მყარი დისკის მოცულობა - 1 ტბ-მდე. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450. https://bit.ly/3gL7zc6
-
აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ (SEC) დადო ხელშეკრულება ანალიტიკურ კომპანია AnChain.AI-სთან დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორის მონიტორინგისა და რეგულირების მიზნით, აცხადებს Forbes. კონტრაქტის საწყისი თანხა 125 ათას აშშ დოლარს შეადგენს. აგრეთვე გათვალისწინებულია თითოეული 125 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხუთი ცალეკული წლიური ოფციონი, ჯამური თანხა 625 ათას აშშ დოლარს შეადგენს. „SEC მეტად დაინტერესებულია იმის გაგებით, თუ რა ხდება სმარტ-კონტრაქტების საფუძველზე არსებული ციფრული აქტივების სამყაროში. ამიტომ ჩვენ მას წარვუდგენთ სმარტ-კონტრაქტების ანალიზისა და თვალყურის დევნებისთვის საჭირო ტექნოლოგიას“ - განმარტა AnChain.AI-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორ ფანგმა. ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სფეროებში მოქმედი სტარტაპი სპეციალიზებულია კრიპტო ბირჟებზე, DeFi-პროტოკოლებსა და ტრადიციულ ფინანსურ დაწესებულებებში უკანონო ტრანზაქციების გამორკვევაზე. DeFi-პროექტებში ტოკენების ჯამური კაპიტალიზაცია 122 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს (CoinGecko-ს თანახმად), უმსხვილეს დეცენტრალიზებულ ბირჟა Uniswap-ზე ვაჭრობის დღიური მოცულობა კი 1.8 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. ბევრ გარიგებაში მონაწილეობს მონეტები, რომლებიც შესაძლოა კვალიფიცირდებოდეს როგორც ფასიანი ქაღალდები, თავად სავაჭრო პლატფორმები კი ხდება სულ უფრო რთული, - აღნიშნა ფანგმა. რეალურად Uniswap წარმოადგენს „30 ათასი ცალკეული სმარტ-კონტრაქტების მიქსს, რომლებიც ასრულებენ კიდეც ტოკენების ფაქტობრივ გაცვლას“ - განაცხადა მან. აგვისტოს დასაწყისში SEC-ის ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა გაფრთხილება გასცა DeFi რეგულაციის გაძლიერების შესახებ. მოგვიანებით მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტების დეცენტრალიზებული ხასიათი არ იძლევა იმუნიტეტს სააგენტოს ზედამხედველობისგან. შეგახსენებთ, ადრე SEC-ის კომისარმა ჰესტერ პირსმა მოსაზრება გამოთქვა, რომ გაშვების მომენტიდან მხოლოდ სრული დეცენტრალიზაცია არის DeFi პროექტების ერთადერთი იმედი, რომ თავიდან აიცილონ რეგულირება. https://bit.ly/3Dr8xUG
-
ცნობილმა ინსაიდერმა Kopite7kimi-მ ყურადღება გაამახვილა NVIDIA-ს მიერ ახალი თაობის გრაფიკული მოწყობილობების მომზადების თემაზე, რომელთა პირობითი დასახელებაა Ada Lovelace. წყაროს თანახმად ისინი გამოჩნდება მოსალოდნელზე ცოტა ადრე და წარმოებული იქნება TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. Ampere არქიტექტურაზე დამყარებული ამჟამინდელი პროდუქტები წარმოების ადგილის მხრივ შემდეგნაირადაა განაწილებული: სერვერულ ამაჩქარებლებს აწარმოებს TSMC 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, გეიმინგ დაფებს კი 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით უშვებს კომპანია Samsung. NVIDIA-ს გეიმინგ პროდუქტების დაბრუნება TSMC-ის კონვეირზე შესაძლოა ერთი მხრივ იყოს იმის მანიშნებელი, რომ NVIDIA უკმაყოფილოა Samsung-თან თანამშრომლობით, მეორე მხრივ კი შესაძლოა TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია უბრალოდ ბანალურად შეესაბამებოდეს NVIDIA-ს მოთხოვნილებას. ფოტოს წყარო: Twitter, Greymon55 კიდევ ერთი მედია ინსაიდერი ამტკიცებს, რომ Ada Lovelace გრაფიკული პროცესორების გამოშვება მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. https://bit.ly/3ymw59j
-
პოპულარულ ტესტ Geekbench-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Microsoft-ის ახალი პლანშეტის შესახებ, რომელიც Surface Go 2 მოდელს ჩაანაცვლებს. ფოტოზე: Microsoft Surface Go 2 სამომავლო მოწყობილობა ფიგურირებს კოდური დასახელებით OEMAL. კომერციულ ბაზარზე პლანშეტი სავარაუდოდ გამოვა სახელწოდებით Surface Go 3. ბენჩმარკზე გამოჩნდა ორი მოდიფიკაცია აპარატულ პლატფორმაზე Intel Amber Lake Y. კერძოდ, გაიტესტა ვერსიები პროცესორებით Pentium Gold 6500Y და Core i3-10100Y. ამ ჩიპებს აქვთ ორი ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD Graphics 615. პირველ შემთხვევაში ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.1-3.4 გჰც-ს, მეორე შემთხვევაში - 1.3-3.9 გჰც-ს. TDP-ის დონე მხოლოდ 5 ვატს შეადგენს. Geekbench ორი მოდელიდან უმცროს ვარიანტს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, უფროს მოდიფიკაციას - 8 გბ. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro (64-bit). Surface Go 3-ს ოფიციალური პრეზენტაცია მოსალოდნელია Microsoft-ის ღონისძიებაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. არაოფიციალური ცნობებით, ამავე ღონისძიებაზე უნდა დაანონსდეს დასაკეცი სმარტფონი Microsoft Surface Duo 2 ახალი კამერით, აგრეთვე ჰიბრიდული ლეპტოპი Microsoft Surface Book 4. თავად ტექნოლოგიური გიგანტი რედმონდიდან ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებზე კომენტარებს არ აკეთებს. https://bit.ly/3zujHW6
-
Avanti იყო პირველი კრიპტო ბანკი, რომელმაც განაცხადი შეიტანა აშშ-ის ფედერალური რეზერევების სისტემის წევრობაზე. ამის შესახებ განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ქეითლინ ლონგმა. Avanti-ში აღნიშნეს, რომ ახალი განაცხადი განსხვავდება წინა თხოვნისგან, რომ კომპანიას წვდომა მიეცეს ფედერალური სარეზერვო სისტემის საგადახდო სისტემაზე master account-ის მეშვეობით. ეს თხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის ოქტომბერში და ამ დრომდე განხილვაში იმყოფება. „Avanti ზუსტად შეესაბამება წევრობისა და საგადახდო სისტემაზე წვდომის მოთხოვნებს. ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მონაწილეობის განაცხადის შეტანით კომპანია იღებს იმას, რაც უკვე არაოფიციალურად არის მიღებული, კერძოდ იმავე კაპიტალის რეგულირებას, შესაბამისობას და ზედამხედველობის ექსპერტიზის სტანდარტებს, რაც ვრცელდება ტრადიციულ ბანკებზე. მიმართვის დამტკიცებით ფედერალური ბანკი გახსნის წვდომას რეგულაციებსა და ციფრული აქტივების ინდუსტრიის სხვა უფლებამოსილ პირებზე, ” - ნათქვამია პრეს-რელიზში. კომპანიამ განაცხადი შეავსო 2021 წლის 5 აგვისტოს, მაგრამ განცხადება გააკეთა მხოლოდ გასულ შაბათს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა The Wall Street Journal-ში. გაზეთმა აღნიშნა ბანკის ლობისტების ძალისხმევა, რომლებიც ცდილობენ ციფრული აქტივების კომპანიების დაბლოკვას გადახდის სერვისებზე პირდაპირი წვდომისგან. ამჟამად ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Avanti და Kraken, თანამშრომლობა უწევთ ტრადიციულ ბანკებთან, რომლებიც მასტერ-ანგარიშებს ფლობენ ფედერალურ სარეზერვო სისტემაში. საბანკო ინდუსტრიის ზოგი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კრიპტო ინდუსტრია ძალიან ახალგაზრდაა და მისი მონაწილეები ვერ აკმაყოფილებენ ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუციელებელ სტანდარტებს. „გონივრულია იმის მოლოდინი, რომ ასეთი განმცხადებლები წარმოადგენენ გაზრდილ რისკებს ფულის გათეთრების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა და რესურსების დაცვის, ასევე საიმედოობის თვალსაზრისით", - ნათქვამია საბანკო პოლიტიკის ინსტიტუტის წერილში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის მსხვილი საკრედიტო ორგანიზაციების ინტერესს. ქეითლინ ლონგმა ბანკების პოზიციას ფარისევლური უწოდა. მისი თქმით, ინდუსტრიის ლობისტები „დაუღალავად იმეორებენ, რომ კრიპტო კომპანიები უფრო მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდნენ, ვიდრე ტრადიციული ბანკები“, თუმცა ეს უკანასკნელნი თავად სთავაზობენ მომხმარებლებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ სერვისებს. ადრე ლონგმა ფედერალური რეზერვების სისტემა გააკრიტიკა კრიპტო კომპანიების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში. მისი აზრით გადახდის სერვისებზე პირდაპირი წვდომის უარყოფით მარეგულირებელი ორგანო ინდუსტრიის მონაწილეების საბანკო სისტემისგან გათიშვის რისკებს ქმნის. 2020 წლის ნოემბერში შტატ ვაიომინგის საბანკო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა Avanti-ს წესდება და ბიზნეს-გეგმა, რითაც მას ოფიციალური საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა. https://bit.ly/3gICmWT
