Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. მეც ანალოგიურად, სამსუნგი და შაომი ძირითადად, აიფონი ალბათ არასდროს მომინდება. pixel 6-ზე ვიფიქრებ სავარაუდოდ სამომავლოდ
  2. ქლაუდ-პლატფორმა Google Cloud-მა თანამშრომლობა დაიწყო კანადურ სტარტაპ Dapper Labs-თან, რომელსაც შემუშავებული აქვს NFT-პროექტი NBA Top Shot. „მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში Google Cloud იმოქმედებს ქსელის ოპერატორის სახით და წარმოადგენს საკუთარ ინფრასტრუქტურას, რათა ხელი შეუწყოს Flow-ს მასშტაბირებას“ - წერს Forbes. Flow-ს ბლოკჩეინზე მუშაობს რამდენიმე ათეული აპლიკაცია, მათ შორისაა CryptoKitties და NBA Top Shot.  Google-ის მხრიდან მხარდაჭერის წყალობით Dapper Labs იმედოვნებს, რომ განახორციელებს პოპულარული NFT-პროექტების მასშტაბირებას „მილიარდობით მომხმარებელზე“. მარტში Dapper Labs-მა დაფინანსების რაუნდი დახურა 305 მლნ აშშ დოლარით, მასში მონაწილეობდნენ NBA-ს ვარსკვლავები და ვენჩურული კომპანია Andreessen Horowitz-ის წარმომადგენლები. კრიპტოაქტივების კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით Flow 85-ე ადგილს იკავებს, CoinGecko-ს მონაცემების თანახმად მისმა ფასმა 24 საათში 21%-ით მოიმატა. https://bit.ly/3AcSHLt
  3. Kioxia-მ განაცხადა, რომ უშვებს FL6 სერიის ახალ მყარ დისკებს მაღალსიჩქარიანი მეხსიერებით. მეხსიერების ეს ახალი სისტემა დამყარებულია Kioxia BiCS 3D flash ტექნოლოგიაზე 1-ბიტიანი SLC XL-Flash უჯრედით, რაც Kioxia-ს აზრით, უზრუნველყოფს უფრო იაფი და სწრაფი SSD-ების წარმოებას, ვიდრე არის Intel Optane 3D XPoint-ით. ახალ ტექნოლოგიაზე კომპანია თითქმის ორი წელია მუშაობს. სამწუხაროდ, Kioxia-ს არ გაუზიარებია დეტალური მახასიათებლები. Kioxia-ს ახალი SSD SCM განკუთვნილია საწარმოებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში გამოყენებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას მეტი წარმადობა და ნაკლები შეფერხება TLC-ზე დამყარებულ სტანდარტულ მონაცემთა სანახ სივრცეებთან შედარებით. FL6 სერიაში მხარდაჭერილია PCIe Gen 4.0 და NVMe 1.4 ინტერფეისები. FL6 დისკები გათვლილია დისკზე დღეში 60 ოპერაციაზე (DWPD), მათი მოცულობა შეადგენს 800 გბ-დან 3.2 ტერაბაიტს. ფლეშ-მეხსიერებას გააჩნია ფლეშ-მეხსიერების მეტი დამოუკიდებელი სივრცე, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად მოახდინონ რეაგირება მონაცემების მოთხოვნაზე პარალელიზმისა და წარმადობის გაუმჯობესებისთვის. XL-Flash იყენებს არსებულ BiCS ფლეშ-მეხსიერებას SLC რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინახავს უჯრედზე მხოლოდ ერთ ბიტს, რათა გაიზარდოს წარმადობის დონე. ახალ Kioxia FL6 მყარ დისკებში გამოყენებულია NAND ტექნოლოგია, ამიტომ ეს დისკები უნდა იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი მათი კონკურენტი Intel Optane სანახი სივრცეები. https://bit.ly/3nxxiJ8
  4. ციფრულ პრეზენტაციაზე კომპანია Apple-მა დააანონსა ახალი iPhone-ები, iPad და iPad Mini პლანშეტები და სმარტ საათი Watch Series 7. საბაზისო iPhone 13 და iPhone 13 mini მოდელებთან ერთად კომპანიამ წარადგინა 6.1-დუიმიანი iPhone 13 Pro და 6.7-დუიმიანი iPhone 13 Pro Max, რომელთაც აქვთ ახალი პროცესორი Apple A15 Bionic, განახლებული კამერების ნაკრები და ეკრანები კადრის განახლების ცვლადი სიხშირით. ფოტოს წყარო: Apple დიზაინი დიდწილად უცვლელი დარჩა, თუმცა დისპლეის ზედა ნაწილში არსებული ჭრილი, რომელზეც ბევრმა კომპანიამ თქვა უარი, ზომაში შემცირდა. ლითონის კორპუსს ავსებს ნაწრთობი მინის პანელები, რომლებიც საიმედოდ იცავენ მოწყობილობას ნაკაწრებისგან. სმარტფონებს აქვთ Super Retina XDR OLED-დისპლეები 1000 კდ/მ2-მდე სიკაშკაშის მაჩვენებლითა და 10-დან 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. iPhone 13 Pro-ში გამოყენებულია 2532 × 1170 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერის მქონე პანელი, რომლის კონტრასტულობის მაჩვენებელია 2 000 000:1-თან, პიქსელების სიმჭიდროვე - 460 PPI. iPhone 13 Pro Max-ს აქვს 2778 × 1284 პიქსელი გაფართოების მქონე დისპლეი, 2 000 000:1 კონტრასტულობითა და 458 PPI მაჩვენებლით. წარმადობას უზრუნველყოფს საფირმო ერთკრისტალიანი სისტემა Apple A15 Bionic ექვსი ბირთვით (ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი), რომელიც წარმოებულია 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და უზრუნველყოფს „ყველაზე სწრაფ გრაფიკას ყველა სმარტფონს შორის“. წარმოდგენილია კონფიგურაციები 128, 256, 512 გბ და 1 ტბ მეხსიერების მოცულობით. ბოლო მათგანი Apple-ის სმარტფონებში სიახლეს წარმოადგენს. ფოტოს წყარო: Apple გასული წლის ფლაგმანების მსგავსად iPhone 13 Pro-სა და iPhone 13 Pro Max-ს სამი ძირითადი კამერა აქვთ, აგრეთვე ლიდარი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას გამოსახულების სიღრმის რუკა 5 მეტრამდე დაშორებით და მონაცემები გარემოდან იქნას მიღებული. ლიდარი აუმჯობესებს ფოკუსირებას არასაკმარისი განათების პირობებში, აგრეთვე საშუალებას იძლევა რეალიზდეს შერეული რეალობის (და არა მხოლოდ) სხვადასხვა ეფექტი. ფოტოს წყარო: Apple უკანა კამერის ბლოკი მოიცავს 12-მეგაპიქსელიან ძირითად მოდულს f/1,5 დიაფრაგმით, ფართოკუთხიან 12-მპ მოდულს f/1,8 დიაფრაგმითა და 120° ხედვის კუთხით, აგრეთვე 12-მეგაპიქსელიან ტელეფოტო მოდულს. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია 6-მაგი ოპტიკური ზუმით, წინა თაობის მოდელს სამმაგი ზუმი ჰქონდა. სამივე კამერას აქვს ღამის რეჟიმის მხარდაჭერა, აგრეთვე შესაძლებელი გახდა მაკროგადაღება 2 სმ დაშორებაზე. ხელმისაწვდომია შუქდიოდური განათება, აგრეთვე სტაბილიზაციის სისტემა. მხარდაჭერილია ვიდეოს გადაღება 4K ფორმატში და წამში 30 კადრი სიჩქარით ProRes რეჟიმში. სელფი-კამერა 12-მეგაპიქსელიანია და აქვს 120°-ანი ხედვის კუთხე. რეალიზებულია კინემატოგრაფიული რეჟიმის მხარდაჭერა ვიდეოსთვის, რომელიც საშუალებას იძლევა გადაღებულ იქნას ვიდეოები ბუნდოვანი ფონით (მოგვაგონებს ფოტოს პორტრეტულ რეჟიმს). Apple-ის მონაცემებით, ფლაგმანური სმარტფონები გახდა უფრო ენერგოეფექტური. iPhone 13 Pro დამუხტვის გარეშე მუშაობს 1.5 სთ-ით მეტს iPhone 12 Pro-სთან შედარებით, iPhone 13 Pro Max კი - 2.5 საათით მეტხანს, ვიდრე iPhone 12 Pro Max. მხარდაჭერილია სწრაფი სადენიანი 25-ვატიანი და 15-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ახალი სმარტფონები წარმოდგენილი იქნება კორპუსის ფერის მხრივ რამდენიმე ვარიანტად: ვერცხლისფერი, გრაფიტისფერი, ოქროსფერი და ღია ცისფერი. ფოტოს წყარო: Apple რაც შეეხება საბაზრო ფასებს, iPhone 13 Pro-ს ფასი იწყება 999 აშშ დოლარიდან, iPhone 13 Pro კი - 1099 აშშ დოლარიდან. სმარტფონები გაყიდვაში 24 სექტემბერს გამოვა. https://bit.ly/3ChCgy3
  5. გასულ კვირას Bitcoin-ის კრიპტო დერივატივების ლიკვიდაციით გამოწვეულმა ფასის ვარდნამ ვერ შეარყია გრძელვადიანი ინვესტორების მიზანმიმართულობა შეძენილი კრიპტოვალუტების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჰოლდერების ამგვარი ერთიანი სიმშვიდე და თვითკონტროლი გამოვლინდა მაისის 50%-იანი ვარდნის შემდეგ და ივლისის მინიმუმის შემდგომ მკვეთრი აღმასვლის დროსაც. Bitcoin-ის ფასის ერთ საათში 10 ათას აშშ დოლარამდე ვარდნისთვის ბიძგი გახდა უვადო კონტრაქტების ღია პოზიციების 30%-ის ლიკვიდაცია, რომლის მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი. ექსპერტების აზრით ლიკვიდაციების 68% ხანგრძლივ პოზიციებზე, ე.წ. ლონგზე მოდიოდა. ოფციონების ბაზარზე 7 სექტემბერს დაფიქსირდა ნახტომი ვაჭრობის მოცულობაში ( 1.3 მლრდ აშშ დოლარი - ოთხი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი). წყარო: Glassnode. უვადო კონტრაქტების დაფინანსების განაკვეთი ნეგატიურ ზონაში ხანმოკლე მოქცევის შემდეგ ბაზრის მონაწილეებში ოპტიმიზმის გავრცელებაზე მეტყველებს. ინდიკატორის დაბალი ღირებულება 7 სექტემბრამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით მიუთითებს ბერკეტის (leverage) შემცირებაზე. წყარო: Glassnode. სამ თვეზე ნაკლები ხნის მონეტების წილმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, მიმდინარე ემისიის 15,9%-ს. სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ინდიკატორის დაბალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დათვური ბაზრების გვიანი სტადიისთვის (წითლად არის მონიშნული ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში). ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც თან ახლავს FOMO ეფექტის არარსებობა, „ახალგაზრდა“ მონეტები ამოღებულია ლიკვიდური მიმოქცევიდან და "მომწიფებას" იწყებენ ინვესტორების საფულეებში. წყარო: Glassnode. მომდევნო გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ბოლო ჯამური შეთავაზებების 16.8%, რომელიც მოდიოდა 155 დღის განმავლობაში გაყიდვებზე, მოგებაშია მიმდინარე ფასის პირობებში. ექსპერტები ამ შემთხვევაში ხედავენ აგრესიული დაგროვების პროცესს ივლისის მინიმუმიდან გამოსვლისას. წყარო: Glassnode. ამ პერიოდში შეძენილი Bitcoin-ები საფულეებში ინახება გრძელვადიანი მიზნით და არ გამოიყენება მოგების ფიქსაციისთვის. LTH-ასაკობრივ ზღურბლზე გასვლის მაჩვენებელმა (155 დღეზე მეტი დრო) მიაღწია 421 ათას BTC-ს თვეში. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, 20%-იანი კორექციის შემდეგ ფიუჩერსების ანალიზმა აჩვენა, რომ ხარებმა შეძლეს ძირითადი მხარდაჭერის დონის დაცვა. https://bit.ly/3zhgFE4
  6. კომპანია SpaceX-მა გაუშვა Starlink თანამგზავრების მორიგი პარტია. დედამიწის ახლო ორბიტაზე გაყვანილ იქნა 51 განახლებული აპარატი, რომლებიც აღჭურვილია ლაზერული კავშირის სისტემით. ფოტოს წყარო: SpaceX თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება პირველად განხორციელდა 70° დახრილობით ჩვეულებრივი 35°-იანი დახრის კუთხის ნაცვლად. ამგვარი დიდი დახრილობის ორბიტა კომპანიას საშუალებას მისცემს თანამგზავრული ინტერნეტით დაფაროს დედამიწის პოლარული რეგიონები. თანამგზავრების გაშვების ტრანსალაციაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ გაშვებიდან მალევე თანამგზავრები ანტარქტიდის თავზე გაფრინდნენ. რაკეტა Falcon 9 თანამგზავრებთან ერთად დედამიწიდან 14 სექტემბერს გაფრინდა. დაყოფის შემდეგ რაკეტის პირველი დონე საზღვაო პლატფორმაზე დაეშვა. მისთვის ეს იყო მეათე გაშვება. ამ მოვლენიდან რამდენიმე წუთში თანამგზავრები წარმატებით განცალკევდნენ რაკეტის მეორე დონისგან. ამჟამად Starlink-ის ქსელი მუშაობს შემდეგი სქემის მიხედვით - „მომხმარებელი - თანამგზავრი - დედამიწის სადგური“. მისი მუშაობისთვის SpaceX აშენებს ან ქირაობს დედამიწაზე არსებულ სადგურებს, რომლებიც თანამგზავრებს ინტერნეტთან აკავშირებს. სქემა კარგად მუშაობს, თუმცა იგი არ იძლევა საშუალებას თანამგზავრები დაუკავშირდნენ პოლარულ რეგიონებს ან ოკეანისზედა ტერიტორიას, ან უზრუნველყოფს ამ რეგიონებში მხოლოდ არასტაბილურ და ნელ კავშირს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ორბიტაზე მყოფ კოსმოსურ აპარატებს შორის ლაზერული კავშირის სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდება სიგნალის გადაცემა თანამგზავრისგან მოშორებულ დედამიწურ სადგურთან, რეტრანსლატორის სახით კი მეზობელი თანამგზავრები იქნება გამოყენებული. ადრე SpaceX-მა გაუშვა და გატესტა რამდენიმე თანამგზავი ლაზერული კავშირით, ამჯერად კი დაიწყო მათი სერიული წარმოება და გაშვება. ბოლო გაშვების ჩათვლით SpaceX-ს დედამიწის ახლო ორბიტაზე გაგზავნილი ყავს 1791 თანამგზავრი. როგორც CBS News მიუთითებს, დღეისათვის მათგან 1400-ზე მეტი სრულიად მუშა მდგომარეობაშია. თანამგზავრების გაშვება. ვიდეო: https://bit.ly/2XiE9em შორს მდებარე რეგიონებისთვის ინტერნეტის მიწოდების მიზნით თანამგზავრების ჯგუფის გაშვების საკითხში SpaceX-ის კონკურენტია კომპანია OneWeb, რომელსაც რუსულ როსკოსმოსთან პარტნიორობის ფარგლებში დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებული ყავს 288 თანამგზავრი. უახლოს დროში OneWeb-ის თანამგზავრების რიცხვი 322 ერთეულამდე გაიზრდება. https://bit.ly/3z5cb3a
  7. Apple-მა განაახლა ყველაზე ხელმისაწვდომი პლანშეტი, რომელიც ორიენტირებულია საგანმანათლებლო სექტორზე, აგრეთვე მომხმარებლებზე, რომელთათვის აუცილებელია ფართო ფუნქციონალი ხელმისაწვდომ ფასად. საბაზისო iPad-ში შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინი, თუმცა განსხვავდება წარმადობის უფრო მაღალი დონით. ახალი თაობის პლანშეტს აქვს 10.2-დუიმიანი ეკრანი True Tone-ის მხარდაჭერით დისპლეის ფერების კომფორტული ტემპერატურის უზრუნველყოფისთვის. ეკრანს აკრავს ფართო ჩარჩო ფიზიკური Home ღილაკით. ახალი iPad დამყარებულია ჩიპ A13 Bionic-ზე, რომლის დებიუტი iPhone 11-ში შედგა. Apple აცხადებს, რომ ახალი ჩიპის წყალობით მოწყობილობა გახდა 20%-ით მეტი წარმადობის მქონე გასული თაობის ჩვეულებრივ iPad-თან შედარებით. ამას გარდა, შიდა მეხსიერების მინიმალური მოცულობა 32-დან 64 გბ-მდე გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია ფუნქცია Center Stage-ის მხარდაჭერა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყოველთვის იმყოფებოდეს კადრის ცენტრში ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას. ახალი iPad კვლავ მუშაობს პირველი თაობის სტილუს Apple Pencil-თან. მხარდაჭერილია საფირმო ქეისები კლავიატურით. პლანშეტს აქვს 12-მეგაპიქსელიანი ძირითადი და 12-მპ ფრონტალური კამერა. ინტერფეისის სახით კვლავ გამოიყენება Lightning. iPad წარმოდგენილი იქნება iPadOS 15-ით, მხარდაჭერილია ეკრანის გაყოფა ორი აპლიკაციით სარგებლობისთვის და მთელი რიგი სხვა სასარგებლო მახასიათებლები. პლანშეტის საბაზისო მოდელის ფასი 329 აშშ დოლარს შეადგენს. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, მიწოდება კი განხორციელდება ერთი კვირის შემდეგ. https://bit.ly/3Ab2eT9
  8. კომპანია Biostar ამზადებს დედა დაფა TZ590-BTC Duo-ს Intel Z590 სისტემური ლოგიკის ბაზაზე. დაფა უნივერსალური გახდება მაინერებისთვის, რომლებიც გრაფიკულ ამაჩქარებლებს ან მყარ დისკებს იყენებენ, მაგალითად, Chia-ს მოპოვებისთვის. ფოტოს წყარო: Biostar დაფა დამზადებულია სტანდარტულ ATX ფორმ-ფაქტორში, აქვს გაგრილების სისტემა, ოთხი DIMM სლოტი უზრუნველყოფს 128 გბ-მდე DDR4 მეხსიერების დაყენებას. ხელმისაწვდომია გიგაბიტური ქსელის ადაპტერი Intel I219V, აუდიოკოდეკი Realtek ALC887, კონექტორები USB 3.2 Gen1 და USB 2.0, ვიდეო ინტერფეისები HDMI და D-Sub. დაფა დამზადებულია „ფერმაში“ მუშაობისთვის, რომელსაც ექნება კვების ორი ბლოკი და და აღჭურვილია წყვილი 24-პინიანი კონექტორებით. მაგრამ მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია PCIe და SATA კონექტორების რაოდენობა. დაფაზე ხელმისაწვდომია ცხრა PCIe კონექტორი, ერთ-ერთი მათგანი მეოთხე თაობისაა, ფიზიკურად სრული ზომის არის, თუმცა მხარდაჭერილი აქვს მხოლოდ 8 ხაზი. დანარჩენი რვა PCIe კონექტორი მე-3 თაობისაა და აქვთ 1 ხაზის მხარდაჭერა. SSD-ს დაკავშირებისთვის გათვალისწინებულია ოთხი M.2 კონექტორი, ორი PCIe 4.0x4 და ორი PCIe 3.0x4, აგრეთვე ათი კონექტორი SATA III. დაფის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://bit.ly/3tBXfIF
  9. Apple-მა თავისი ვებ-გვერდის მომხმარებელთა დახმარების განყოფილება ახალი გაფრთხილებით განაახლა. ფაქტია, რომ iPhone-ზე გარკვეული სიხშირის ვიბრაციის ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს მოწყობილობის კამერის მოქმედება. მაგალითად, მოტოციკლის ძრავის ვიბრაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპტიკური სტაბილიზაციისა და ავტოფოკუსის სისტემებს, ამიტომ მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის დამაგრება მოტოციკლზე. არსებული მონაცემების თანახმად, iPhone-ის კამერებში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა (OIS) და ავტოფოკუსის უკუკავშირის სისტემები (AF) მუშაობენ გიროსკოპებისა და/ან მაგნიტური სენსორების საფუძველზე, რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობისა და ვიბრაციის კომპენსირებას ფოტოს და ვიდეოს გადაღებისას. აღმოჩნდა, რომ ეს გიროსკოპები და სენსორები არ არის გათვლილი მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებთან ურთიერთქმედებაზე და სწორედ ამის შესახებ გასცა გაფრთხილება Apple-მა მხარდაჭერის გვერდზე. „iPhone-ში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა და უკუკავშირის ავტოფოკუსირების სისტემები გათვლილია ხანგრძლივ გამოყენებაზე. თუმცა, OIS-ის მქონე ბევრი სამომხმარებლო ტექნიკის მსგავსად, გარკვეული სიხშირის დიაპაზონში მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გააუარესოს ამ სისტემების წარმადობა და შეამციროს სურათების ხარისხი ფოტოებსა და ვიდეოებში. არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებზე დიდი ხნის განმავლობაში “, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. კამერებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების წარმოჩენის რისკის გამო მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მოტოციკლზე ჯდომისას, რადგანაც ძრავის მუშაობის დროს ინტენსიური ვიბრაციები ჩნდება. უფრო მეტიც, Apple ნაკლებად მძლავრი სატრანსპორტო საშუალებების, მაგალითად მოპედისა და ელექტრო სკუტერების მფლობელებსაც ურჩევს გამოიყენონ ამორტიზებადი სამაგრი iPhone-ისთვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ვიბრაციის გამო კამერის დაზიანების ალბათობა. უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც განათავსა Apple-მა ხსენებული გაფრთხილება, თუმცა ბოლო წლებში თემატურ ფორუმებზე ჩნდებოდა შეტყობინებები მსგავსი შემთხვევების შესახებ, მათ შორის იყო iPhone-ის გამოყენება სამთო ველოდისიპედების საჭესთან. არსებული ცნობების თანახმად გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცა და/ან უკუკავშირით ავტოფიკუსირების სისტემა გამოიყენება Apple-ის ყველა სმარტფონში iPhone 7-დან დაწყებული, ასევე iPhone 6 Plus-სა და iPhone 6s Plus-ში. https://bit.ly/3zadU78
  10. კომპანია Huawei-მ დააანონსა თავისი პირველი მონობლოკი. Huawei MateStation X-ს აქვს 28.2-დუიმიანი 4K მატრიცა და პროცესორი AMD Ryzen. ახალი მოწყობილობის ღირებულება 1500 აშშ დოლარს აღემატება. gizmochina.com MateStation X გარეგნულად ძალიან ჰგავს მონიტორ MateView-ს. მას აქვს ანალოგიური 28.2-დუიმიანი დისპლეი 3840 × 2560 გაფართოებით და გვერდების შეფარდებით 3:2. სენსორული დისპლეი, რომელსაც შეხების ათი წერტილის მხარდაჭერა აქვს, იკავებს მოწყობილობის ფრონტალური პანელის 92%-ს. ეკრანი უზრუნველყოფს 98%-იან DCI-P3 და 100%-იან sRGB ფერთა გამის მხარდაჭერას, აგრეთვე ფლობს TUV Rheinland სერტიფიკაციას, რაც მოწმობს თვალებისთვის მავნე ლურჯი გამოსხივების პრაქტიკულად ნულოვან დონეს. მონობლოკის საბაზისო ვერსია დამყარებულია პროცესორ AMD Ryzen 5 5600H-სა და Radeon გრაფიკაზე. აგრეთვე ხელმისაწვდომია მოდიფიკაცია Ryzen 7 5800H ჩიპის ბაზაზე. კომპიუტერი წარმოდგენილია 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერებით და 512 გბ მოცულობის NVMe-დისკით. MateStation X-ს აქვს ოთხი მიკროფონი, რომელთაც შეუძლიათ მომხმარებლის ხმის დაჭერა 5 მეტრამდე მანძილზე. კომპიუტერი აღჭურვილია 5-ვატიანი Devialet დინამიკითა და 10-ვატიანი საბვუფერით. ვიდეოზარებისთვის გამოიყენება 1-მეგაპიქსელიანი კამერა. ფიზიკური კონექტორების ნაკრებში ხელმისაწვდომია ორი USB-C 3.2 Gen 1, ორი USB-A 3.2 Gen 1 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უსადენო ინტერფეისებიდან მხარდაჭერილია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1. Huawei MateStation X წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სკანერის მქონე საფირმო უსადენო კლავიატურითა და ბლუთუზ-მაუსით - Huawei AF30. კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე. მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასო განახლება Windows 11-მდე. ახალი მოწყობილობა გამოვა ნაცრისფერ (Space Gray) და ვერცხლისფერ (Silver) ვარიანტებად, საბაზისო მოდელის ღირებულებაა 1549 აშშ დოლარი. https://bit.ly/2XhfBTj
  11. საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის დირექტორმა, რიკ რიდერმა Bitcoin-ს უწოდა ლიდერი და დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტია - ალტერნატივა, რომლის ღირებულება დამოკიდებულია მხოლოდ მის განაწილებაზე. რიდერი აცხადებს, რომ ფლობს „ამ კრიპტოვალუტის გარკვეულ ნაწილს და დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ის ახალი ინვესტორების რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. იმიტომ რომ ეს არის კარგი არასტაბილური აქტივი“. ”მე ასევე მინდა დავამატო, რომ ციფრული ოქრო ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ აქტივებს საინვესტიციო ფონდში. ობლიგაციები და აქციები კვლავ მოთხოვნადი დანაზოგია, რომლებიც კრიპტოვალუტებს მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება. კრიპტო აქტივების ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საინვესტიციო პორტფელის განუყოფელი სპეკულაციური ნაწილია ”. - განმარტავს რიკ რიდერი. ინვესტიციების დირექტორი დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის ცოტა ხნის წინანდელი ვარდნის მიუხედავადაც კი Bitcoin-ის ფასი მხოლოდ გაიზრდება გაორმაგებული ძალებით. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელმა ლარი ფინკმა განაცხადა, რომ „შორ დისტანციებზე კრიპტოვალუტებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი“. https://bit.ly/3A4My3D
  12. უკვე ბევრი რამ ითქვა Google-ის ფლაგმანური Pixel 6 სერიის სმარტფონების შესახებ. ცნობილია, რომ სმარტფონები იმუშავებენ Tensor ჩიპსეტზე, რომლის დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა. ცნობების გაჟონვის შედეგად გაირკვა კორპორაცია Google-ის ჩიპსეტის ზოგიერთი მახასიათებელი. როგორც ინსაიდერი Digital Chat Station აცხადებს, მიკროსქემების ახალი ნაკრები, როგორც ჩანს, შემუშავებულია Google-ის საკუთარი ძალებით და დასაშვებია ველოდოთ, რომ იგი წარმადობით აღემატება Qualcomm-ის ამჟამინდელ ფლაგმან Snapdragon 888-ს. ეს აღმატებულობა უზრუნველყოფილი იქნება ორი Cortex-X1 ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირეაა 2.8 გჰც. შედარებისთვის, Exynos 2100-სა და Snapdragon 888-ს აქვთ თითო Cortex-X1 ბირთვის 2.91 და 2.84 გჰც სიხშირით, შესაბამისად. ორი Cortex-X1 ბირთვის პარალელურად ჩიპსეტი მოიცავს ოთხ ბირთვს 1.8 გჰც-ითა და ორ ბირთვს - 2.25 გჰც სიხშირით. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი წარმოდგენილია ARM Mali-G78 ჩიპით. ეს არის იგივე გრაფიკული პროცესორი, რაც Exynos 2100-შია მოცემული. მოცემული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ჩიპი Tensor პოზიციურად იმყოფება Exynos 2100-სა და Exynos 2200-ს შორის. https://bit.ly/38Y3m0z
  13. პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ კომპანია NVIDIA გეგმავს გაყიდვაში გამოუშვას ვიდეო დაფა GeForce RTX 2060 12 გბ მეხსიერებით. ამგვარი მიდგომით კომპანიას სურს GeForce RTX 3060 მოდელის დეფიციტის კომპენსირება. ფოტოს წყარო: NVIDIA წლის დასაწყისში NVIDIA-მ გაყიდვაში დააბრუნა მოდელი GeForce RTX 2060 6 გბ ვიდეომეხსიერებით. ამ ნაბიჯით კომპანიამ გადაწყვიტა Ampere სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების იმ დროს დაწყებული დეფიციტის კომპენსირება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა GeForce RTX 3060 მოდელის გამოშვებამდე, ამიტომ GeForce RTX 2060 უნდა იყოს კარგი არჩევანი მათთვის, ვისაც არ სჭირდებოდა ახალი თაობის ფლაგმანური მოდელები, მაგრამ სჭირდებოდა ახალი საშუალო დონის გრაფიკული დაფა. მარტში NVIDIA-მ გამოუშვა მოდელი GeForce RTX 3060. დაფას აქვს 12 გბ ვიდეომეხსიერება და გვთავაზობს წარმადობის კონკურენტუნარიან დონეს, აგრეთვე პროგრამულ დაცვას მაინინგისგან. თუმცა მწარმოებელმა კომპანიამ დაუშვა შეცდომა, შემთხვევით გამოუშვა ვიდეოდრაივერი, რომელმაც სრულიად განბლოკა ვიდეო დაფის წარმადობა მაინინგში, რამაც გამოიწვია GeForce RTX 3060 დაფის დეფიციტი და ფასის მკვეთრი ზრდა. მოგვიანებით NVIDIA-მ გამოუშვა განახლებული GeForce RTX 3060 LHR მოდელი მაინინგისგან აპარატული დაცვით. თუმცა დაფის სარეკომენდაციო ფასად ხელმისაწვდომობის საკითხის გადაჭრა კომპანიამ ვერ მოახერხა. როგორც VideoCardz წერს, ამან NVIDIA აიძულა საკითხის მოგვარების ალტერნატიული გზები ეძება. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რესურსი აცხადებს, რომ კომპანია აპირებს გამოუშვას განახლებული GeForce RTX 2060 Turing არქიტექტურით. დაფა აგებულია PCB-ზე ნომრით - PG161 და აქვს 12 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება. ჯერჯერობით უცნობია რომელი GPU იქნება მის საფუძვლად გამოყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით, NVIDIA-მ პარტნიორებს აცნობა, რომ ამაჩქარებელი გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის იანვარში იმის შესაბამისად, რამდენად სწრაფად დალაგდება ამ დაფისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორის წარმოება. https://bit.ly/3z9q1kR
  14. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ ინდუსტრიის მონაწილეებს, რათა გაეგოთ მათი აზრი იმ Stablecoin-ების რისკებსა და უპირატესობებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვეულებრივ ფულთან ან ფიზიკურ საქონელთან. ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ხელისუფლების წარმომადგენლების ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა განპირობებულია კრიპტოვალუტების სწრაფად მზარდი ბაზრის გამო შეშფოთებით, რომლის კაპიტალიზაციამ მიმდინარე წლის აპრილში პირველად გადააჭარბა 2 ტრილიონ აშშ დოლარს. პლატფორმა CoinMarketCap-ის მონაცემებით, 10 სექტემბრის მდგომარეობით Stablecoin-ების საერთო კაპიტალიზაციამ შეადგინა დაახლოებით 125 მლრდ აშშ დოლარი. ამ ფონზე ამერიკული ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანოები მუშაობენ იმ რისკების და შესაძლებლობების შესაფასებლად, რაც კრიპტოვალუტებმა შეიძლება წარმოშვას აშშ-ის ფინანსური სისტემისთვის. სავარაუდოდ, რამდენიმე ანგარიში იქნება წარმოდგენილი უახლოეს თვეებში გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ. მიმდინარე წლის ივლისში ფინანსთა მინისტრმა Janet Yellen-მა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს სწრაფად, რათა ოპერატიულად შეიქმნას ნორმატიული ბაზა Stablecoin-ებისთვის. ამ მიმართულებით მუშაობის დაჩქარების მიზნით ოფიციალურმა პირებმა ჩაატარეს მთელი რიგი შეხვედრები ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, რათა განეხილათ Stablecoin-ების რეგულირების პოტენციური ვარიანტები. სხვა საკითხებთან ერთად ოფიციალური პირები დაინტერესდნენ რეგულაციის შემოღების აუცილებლობით, თუ Stablecoin-ები უკიდურესად პოპულარული გახდება. განხილულ იქნა რისკების შემცირების ღონისძიებების საკითხები იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები დაიწყებენ Stablecoin-ების მასიურად განაღდებას, განიხილა ძირითადი კრიპტო აქტივების მხარდაჭერის აუცილებლობა ტრადიციული გადახდის საშუალებების გამოყენებით. ასევე დაისვა კითხვები Stablecoin-ების სტრუქტურირების, მათი გამოყენების ვარიანტების, არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწის აუცილებლობის შესახებ და ა.შ. https://bit.ly/3E6wZuJ
  15. Facebook შეუერთდა იმ კომპანიების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც საკუთარი ჩიპების წარმოებას იწყებენ. Apple, Microsoft, Google, Amazon, Tesla და Baidu ცდილობენ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ისეთ სილიკონის გიგანტებზე, როგორებიცაა Intel, AMD, Nvidia და Qualcomm. მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონკრეტული სამუშაო დატვირთვისთვის შექმნილი სპეციალიზებული მიკროსქემები ნაკლებ ენერგიას საჭიროებენ და შესაძლებელია იყვნენ უფრო მასშტაბირებადი, ვიდრე საყოველთაო დანიშნულების კომპონენტებია. ეს უკანასკნელი გახდა პროდუქტი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ კონკურენტს შეუძლია და არ იძლევა პროგრამულ უზრუნველყოფასთან მჭიდრო ინტეგრაციის საშუალებას. Facebook ერთ-ერთია, რომელიც ARM-პროცესორებზე გადადის და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. The Information-ის ანგარიშის თანახმად სოციალური გიგანტი მუშაობს სპეციალური ჩიპსეტების სერიის შექმნაზე მანქანური სწავლების ამოცანების აჩქარებისთვის. ერთ-ერთი მათგანი გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის, რომელიც ამუშავებს შინაარსობრივ რეკომენდაციებს. ხსენებული სამუშაო პროცესი დაიწყო 2018 წელს, როდესაც გაირკვა, რომ Facebook ეძებდა ინჟინრებს FPGA და ASIC პროექტირების გამოცდილებით. ერთი წლის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმავდა ხელოვნური ინტელექტის კონვეირის შექმნას საკუთარი მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის ისეთი პარტნიორების დახმარებით, როგორებიცაა Intel, Qualcomm, Marvell, Esperanto და Habana, რომელიც ამჟამად Intel-ს ეკუთვნის. Facebook Zion-ის კონვეირი ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის თუმცა, ახალი ანგარიშის თანახმად, სოციალურმა გიგანტმა გადაიფიქრა და მთლიანად დაკავდა ახალი ჩიპების წარმოებით. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ Facebook მუდმივად იკვლევს გამომთვლელი წარმადობის დონისა და ენერგოეფექტურობის ამაღლების მეთოდებს პარტნიორი ჩიპმეიკერების დახმარებითა და საკუთარი ძალისხმევით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს წლებში კომპანია განახორციელებს დიდ ცვლილებებს, რადგანაც ახალი ჩიპები ჯერ კიდევ არ არის განკუთვნილი გარე წარმოების პროდუქტების სრული ჩანაცვლებისთვის. კომპანია აგრეთვე ქმნის ჩიპს ვიდეოს კოდის შეცვლისთვის, რათა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა მის კუთვნილ აპლიკაციებში ვიდეოსა და პირდაპირი ტრანსლაციის მიწოდებისას. ეს მიდგომა არის იმის მსგავსი, რასაც Google აკეთებს ვიდეოს კოდირების საკუთარი Argos (VCU) მოდულებით YouTube- ზე ატვირთული ვიდეოების ტრანსკოდირების დასაჩქარებლად. https://bit.ly/3z1wqyD
  16. სმარტფონები სულ უფრო ტექნოლოგიური და მაღალი წარმადობის ხდება, მაგრამ თანამედროვე მობილური ბაზარი ვერ დაიკვეხნის ფორმ-ფაქტორების სიმრავლით. არასტანდარტული სმარტფონებიდან ხელმისაწვდომია რამდენიმე დასაკეცი მოდელი, თუმცა ეს მოწყობილობები ჯერჯერობით ძალიან ძვირადღირებულია. იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სტანდარტული მართკუთხა ფორმის მოწყობილობები მობეზრდა, გამოვიდა Cyrcle Phone 2.0 - ოვალური Android-სმარტფონი, რომელიც გაჯეტებთან ურთიერთობის ახალ გამოცდილებას უზრუნველყოფს. gizchina.com Cyrcle Phone-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. სმარტფონის პირველ ვერსიას ჰქონდა მრგვალი კორპუსი, მაგრამ ეკრანი ჩვეულებრივი ოთხკუთხედი ფორმის იყო. მოწყობილობის გაყიდვა დაიწყო 2016 წელს, იგი ფლობდა საკმაოდ მცირე ფუნქციონალს, რადგანაც შემოიფარგლებოდა მხოლოდ 2G ქსელის მხარდაჭერით. მოწინავე ფუნქციები არც ახალ მოდელს აქვს. 999 აშშ დოლარად მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სმარტფონი უცნობი Qualcomm Snapdragon ჩიპსეტით, რომელიც მუშაობს 3 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. შიდა მეხსიერების მოცულობა 32 გბ-ს შეადგენს. მრგვალი დისპლეი აგებულია IPS პანელზე, რომლის დიაგონალია 3.45 დუიმი, გაფართოება - 800 × 800 პიქსელი. ძირითადი კამერა წარმოდგენილია ერთადერთი 13-მეგაპიქსელიანი სენსორით, ბატარეის მოცულობა შეადგენს 2000 მა/სთ-ს, ამასთან ბატარეა მოხსნადია. მოწყობილობა მუშაობს Android 10-ზე. ასეა თუ ისე, Cyrcle Phone ყურადღებას იპყრობს არა წარმადობით, არამედ სმარტფონის გამოყენების ინოვაციური გამოცდილებით. მრგვალი ეკრანის პარალელურად, რომელიც მთლიანად ცვლის მოწყობილობის მართვის მეთოდს, Cyrcle Phone 2.0-ში ხელმისაწვდომია ორი 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, აგრეთვე მოცემულია microUSB და USB-C. სმარტფონის კორპუსი დამზადებულია სიმინდზე დაფუძნებული PLA სამშენებლო მასალისაგან, რაც ხაზს უსვამს მწარმოებელი კომპანიის ზრუნვას გარემოზე. ცნობილია, რომ Cyrcle Phone 2.0 უკვე მზად არის გაყიდვების დასაწყებად. https://bit.ly/3likALA
  17. თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ პლანეტის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური სააგენტო არის აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC). ვინაიდან ამერიკელები იყვნენ თანამედროვე ფინანსური სისტემის საწყისები, ვერავინ ბედავს მოქმედებას უკითხავად. ეს წესი აქტუალურია არა მხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, არამედ ყველა ევროპული და სხვა ქვეყნებისთვის. ფაქტიურად, რამდენიმე ქვეყანა ცდილობს გაასაჩივროს SEC-ის უფლებები, მაგრამ ცნობილი გამოთქმა "აშშ-ის ინტერესის ზონა" - ვრცელდება მზის სისტემის მიღმა. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ კრიპტოვალუტები გრძელვადიანი და სერიოზული მოვლენაა, SEC-მა დაიწყო ბირჟებისა და დეველოპერების დაქვემდებარება. იგი მათ საკუთარ კანონებს ახვევს და არ ანაღვლებს, რომ ეს კანონები მთელ პლანეტაზე ვერ გავრცელდება. ფაქტობრივად, ფინანსური სექტორი იძულებულია იმუშაოს აშშ-ს კანონებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალაში მკაცრი სანქციები შევა. დღესდღეობით მთავარი სამიზნე კრიპტო ბირჟებია. ცნობილია Coinbase-ის პრობლემები, Binance-იც შტორმის ქვეშაა უკვე თვეზე მეტია. მარეგულირებელი ორგანოს ზეწოლის ქვეშ მოქცეული ბირჟა Uniswap ცდილობს პრობლემებს თავი აარიდოს და აღნიშნავს, რომ ბირჟა იცავს კანონებსა და ნორმატიულ აქტებს. სამწუხაროდ, ბირჟის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, ვის კანონებს იცავენ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ SEC-ის ზეწოლა და სიმკაცრე მატულობს, როგორც ეს უკვე მოხდა Ripple-ის შემთხვევაში. აშშ ჩინეთის გზით მიდის, თუმცა სურს, რომ შეზღუდვები და მკაცრი ზომები დემოკრატიულად წარმოაჩინოს. როგორც ჩანს, SEC თვლის, რომ პრეფიქსი „აშშ“ ყველა ინიციატივას დემოკრატიულს ხდის. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო ბირჟებსა და სხვილ კრიპტო კომპანიებს ალტერნატივა არ გააჩნიათ, მათ ადრე თუ გვიან დათმობა და დაქვემდებარება მოუწევთ. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ დათმობები გამოიწვევს Bitcoin-ის კურსის ძლიერ ვარდნას. მათი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 20 ათას აშშ დოლარამდე ან კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტებმა მეტად დიდი ყურადღება მიიპყრეს. თამაშში მთელი ქვეყნები ჩაერთვნენ, რომელთაგან ბევრი ეცდება სარგებელი ნახოს შექმნილი ვითარებიდან. შესაძლოა აშშ-ში შეიქმნას ერთიანი სტანდარტი, რომელიც ბირჟებს საქმიანობის უფლებას მისცემს მოკავშირეების ტერიტორიაზე. ამგვარი რამ სხვა ბირჟებს ავტომატურად დატოვებს ფულის გარეშე, დოლარის ნაკადებს კი კვლავ ამერიკისკენ ექნება მიმართულება. https://bit.ly/3yYGIQ5
  18. კომპანია Lenovo-მ წარადგინა პროფესიონალური მონიტორი P27u-20, რომელიც გვევლინება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ფოტო- და ვიდეორედაქტორებისთვის, რომელთაც დიდი მოთხოვნები აქვთ ფერთა გამის მიმართ. ახალი მონიტორი უზრუნველყოფს ფერთა გადმოცემის მაღალ სიზუსტეს, პიქსელების სიმჭიდროვის მეტად მაღალ მაჩვენებელს, ჩაშენებულ KVM-გადამრთველს, აგრეთვე ხელმისაწვდომია Thunderbolt 4 კონექტორი. ფოტოს წყარო: Lenovo 27-დუიმიან მოდელ ThinkVision P27u-20-ში გამოყენებულია 8-ბიტიანი FRC IPS მატრიცა 3840 × 2160 გაფართოებითა და 400 კდ/მ2-ზე მაღალი სიკაშკაშის მაჩვენებლით. მონიტორი ფლობს 99.1%-იან DCI-P3 და 99.5%-იან Adobe RGB ფერთა გამებს. გარდა ამისა, დისპლეის აქვს ტექნოლოგია VESA DisplayHDR 400-ის მხარდაჭერა. ბევრი სხვა პროფესიონალური მონიტორების მსგავსად ThinkVision P27u-20 ქახნულად კალიბრირებულია DeltaE<1 დონემდე. მკვეთრი განათების პირობებში მოხერხებული მუშაობისთვის მწარმოებელმა კომპანიამ გაითვალისწინა მოსახსნელი ფარი. 27-დუიმიანი მონიტორების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია 4K გაფართოების შემოთავაზება, ასე რომ ThinkVision P27u-20 მოდელის საინტერესო მახასიათებელია არა მხოლოდ ორი პოპულარული ფერთა დიაპაზონის მხარდაჭერა, არამედ პიქსელების სიმჭიდროვის მაღალი დონე 163 ppi. ახალი მონიტორის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია კონექტორი Thunderbolt 4, რომლის მეშვეობით მონიტორს შეუძლია დაკავშირებულ ლეპტოპს გადასცეს 100 ვატამდე ენერგია. ინტერფეისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილ, მაღალი წარმადობის მქონე მოწყობილობებთან დაკავშირებისთვის. დისპლეის აღჭურვილობაში შედის ერთი DisplayPort, ორი HDMI, ორი USB 3.2 Gen1 Type-A და ერთი USB 3.2 Gen 1 Type-B, აგრეთვე ერთი გიგაბიტური LAN ტექნოლოგია vPro-ს მხარდაჭერით. გარდა ამისა, მონიტორს აქვს ინტეგრირებული დინამიკები და KVM-გადამრთველი. იგი ამარტივებს დისპლეის გამოყენების პროცესს გამოსახულების რამდენიმე წყაროსთან მუშაობისას. პროფესიონალური მონიტორების უმეტესობის მსგავსად Lenovo ThinkVision P27u-20 წარმოდგენილია სადგამით, რომელიც საშუალებას იძლევა შეიცვალოს დახრის კუთხე, სიმაღლე და ეკრანის პოზიცია. გაყიდვაში ახალი მონიტორი დეკემბერში უნდა გამოვიდეს. მისი ფასი 768 აშშ დოლარს შეადგენს. https://bit.ly/3zWhinj
  19. კერძო კოსმოსური კომპანია SpaceX და აეროკოსმოსური სააგენტო NASA აცხადებენ, რომ კოსმოსური პილოტირებულია მისია Crew-4 ხომალდ Crew Dragon-ის გამოყენებით, რომელმაც ბორტის ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა წაიყვანოს, არ შედგება 2022 წლის 15 აპრილამდე. ხომალდი ორბიტალური სადგურისკენ უნდა გაემგზავროს რაკეტა Falcon 9-ს მეშვეობით ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის კოსმოსური საფრენი მოედნიდან. ფოტოს წყარო: NASA TV „საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მორიგი ეკიპაჟის გაგზავნას ვაპირებთ არაუადრეს 15 აპრილისა“ - ნათქვამია შეტყობინებაში. Crew Dragon-ით გაფრინდებიან NASA-ს ასტრონავტები Kjell Lindgren და Robert Hines, აგრეთვე ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი Samantha Cristoforetti. ეკიპაჟის მეოთხე წევრის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. "ეკიპაჟის მეოთხე წევრი ჯერ დამტკიცებული არ არის", - ნათქვამია შეტყობინებაში და მითითებულია, რომ სამანტა კრისტოფორეტი გახდება სკს-სკენ მიმართული 68-ე ექსპედიციის მეთაური. აგრეთვე აღინიშნა, რომ ეს მისია სადგურზე ნახევარი წელი გაგრძელდება. ამ დროისთვის SpaceX-ის ჩამონათვალშია Crew Dragon-ის სამი პილოტირებული გაშვება. 2020 წლის მაისში სკს-ზე გაფრინდა NASA-ს ორი ასტრონავტი. იმავე წლის ნოემბერში განხორციელდა პირველი ოფიციალური პილოტირებული მისია Crew-1, რომლის ხანგრძლივობა ნახევარი წელი იყო. მისი მონაწილეები დედამიწაზე მიმდინარე წლის მაისში დაბრუნდნენ. მისია Crew-2 ამავე წლის აპრილში დაიწყო. ექსპედიცია უკან 2021 წლის ნოემბერში დაბრუნდება. Crew-3-ის დაწყების თარიღად მითითებულია 2021 წლის 31 ოქტომბერი. მისია Crew-3-ის ამოქმედებამდე კომპანია SpaceX აპირებს Crew Dragon-ის კიდევ ერთ პილოტირებულ ფრენას. კერძო მისია Inspiration4-ის ფარგლებში, რომლის დაწყების თარიღია 15 სექტემბერი, ბიზნესმენი Jared Isaacman, მოსამართლე Hayley Arceneaux, გეოლოგი Sian Proctor და ინჟინერი Christopher Sembroski კოსმოსური ხომალდით გამგზავრებიან დედამიწის ორბიტაზე და 3 დღეში უკან დაბრუნდებიან. https://bit.ly/3yT6Onv
  20. გასულ კვირას New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში Bitcoin-ის მოპოვებისას ელექტროენერგიის გამოყენების შესახებ. ანგარიშში საუბარია, თუ რა გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის მოპოვება გარემოზე. NYT-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მოპოვებისას გამოყენებული ენერგიის მოცულობა დაახლოებით ათჯერ, 91 ტერავატი/სთ-მდე გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 0.5 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ქვეყნების, მაგალითად ფინეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიახლე. Bitcoin-ის გარემოზე ზემოქმედება მრავალი წლის განმალობაში ექცეოდა კრიტიკის ქვეშ, მისი მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, რომ ციფრულ ვალუტაზე ამდენი ენერგიის ხარჯვა ფუჭად ხარჯიანია მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ენერგიის დიდი ნაწილი გამომუშავდება ნახშირწყალბადის ან ნახშირის წვის შედეგად. გასათვალისწინებელია გარემოზე ზემოქმედების სხვა ფაქტორებიც, მაგალითად სიჩქარე, რომლითაც მაინერებს მწყობრიდან გამოყავთ შესაბამისი აღჭურვილობა. NYT ამტკიცებს, რომ მაინინგის ელექტრო ნარჩენების შემცირება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაც კი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გამართლებულ იქნას ასეთი მოცულობის ენერგიის გამოყენება. თუმცა, ბოლო პერიოდში მაინინგში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მასშტაბი მუდმივად იზრდება. „მთელ მსოფლიოში მაინინგისას გამოყენებული აღდგენადი ენერგიის რესურსის მაჩვენებელი 40-დან თითქმის 75 პროცენტამდე მერყეობს“ - ნათქვამია New York Times-ის შეტყობინებაში. https://bit.ly/38OtRFB
  21. კომპანია Intel-მა წარადგინა საბაზისო დონის სერვერული პროცესორების სერია Xeon E-2300, რომლებიც განკუთვნილია C252 და C256 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფებისა და LGA 1200 კონექტორის მქონე პროცესორზე მომუშავე სისტემების შექმნისთვის. სულ წარდგენილ იქნა ჩიპის ათი მოდელი ოთხი, ექვსი და რვა ბირთვით, TDP-ის მაჩვენებელია 65-დან 95 ვატამდე. ფოტოს წყარო: Intel წარმოდგენილი სერიის ჩიპების ტაქტის სიხშირის დიაპაზონი 2.6-დან 5.1 გჰც-მდეა. კონფიგურაციის შესაბამისად ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 5-დან 16 მბ-მდე. კომპანიის თქმით Xeon E-2300 სერიის პროცესორები უზრუნველყოფენ წარმადობის 17%-ით ზრდას წინა თაობის Intel Xeon E-სთან შედარებით. Intel Xeon E-2324G და Xeon E-2314 ვერსიების გარდა ყველა მოდელს აქვს ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერა. ყველა წარმოდგენილი მოდელი მუშაობს DDR4-3200 სტანდარტის ორარხიან ოპერატიულ მეხსიერებაზე, რომლის მოცულობაა 128 გბ-მდე, წარმოდგენილია 20-მდე PCIe 4.0. 24 PCIe 3.0, რვა USB 3.2 Gen 2 (10 გბ/წმ), სამი USB 3.2 Gen 2 (20 გბ/წმ) და რვა SATA III კონექტორი უზრუნველყოფილია Intel C250 სერიის ჩიპსეტებით. სერიის ყველა პროცესორი შემოწმებულია უახლეს სასერვერო ოპერაციულ სისტემებთან თავსებადობაზე, მათ შორისაა Windows Server 2022. მწარმოებელმა კომპანიამ ჩიპებში უზრუნველყო აპარატული ფუნქციები საიმედოობის დონის ამაღლებისთვის, მათ შორისაა ECC მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე ადმინისტრირების ტექნოლოგიები Intel Server Platform Services და Intel Active Management Technology. https://bit.ly/3tpKsZD
  22. კომპანია MSI-მ წარადგინა ახალი გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR, რომელიც საუკეთესოდ უნდა მოერგოს კომპაქტურ, Mini-ITX ფორმატის კომპიუტერებს. ვიდეო დაფის ზომებია მხოლოდ 172 × 125 × 43 მმ. ფოტოს წყარო: MSI ამ დრომდე Mini-ITX ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 დაფები წარმოდგენილი აქვს მხოლოდ რამდენიმე კომპანიას. MSI კი აღმოჩნდა კომპანია, რომელმაც მეტად კომპაქტური GeForce RTX 3060 Ti გამოუშვა. ახალი დაფის გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1695 მჰც-ს - ეტალონურ მაჩვენებელზე 30 მჰც-ით მეტს. კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა სტანდარტული ვერსიაც ქარხნული აჩქარების გარეშე ეტალონური სიხშირეებით. MSI მიუთითებს, რომ GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR დაფის ენერგომოხმარება 200 ვატს შეადგენს. დაფას აქვს ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ვიდეო დაფას საკმაოდ უბრალო გაგრილების სისტემა აქვს ოთხი სითბური მილითა და ერთი ქულერით, ამიტომ მუშაობისას, განსაკუთრებით კი დიდ დატვირთვებზე, დაფას ჩუმს ვერ ვუწოდებთ. ისევე, როგორც GeForce RTX 3060 Ti დაფის ყველა სხვა ვერსიას, MSI-ს მოდელსაც ოთხი ვიდეოინტერფეისი აქვს - სამი DisplayPorts 1.4a და ერთი HDMI 2.1. თავად მწარმოებელ კომპანიას არ მიუთითებია GeForce RTX 3060 Ti Aero ITX 8G OC LHR დაფის სარეკომენდაციო ფასი, თუმცა როგორც პორტალი Tom’s Hardware აცხადებს, დაფის ფასი იაპონიაში 71 000 იენია (დაახლოებით 650 აშშ დოლარი ბეგარის ჩათვლით). https://bit.ly/38VglzK
  23. სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა Bitcoin კანონიერ საანგარიშსწორებო საშუალებად ამერიკულ დოლართან ერთად. ეს მოხდა სამი თვის შემდეგ იმ მოვლენიდან, როდესაც შესაბამისი კანონი იქნა მიღებული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საზოგადოებაში ორაზროვანი განწყობისა და გლობალური ფინანსური ინსტიტუტების მხირდან გაფრთხილების მიუხედავად. სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ საზოგადოებას Twitter-ის მეშვეობით მოუწოდა დაინგრეს წარსულის პარადიგმები და განმარტა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი: „ისევე, როგორც ნებისმიერი ინოვაცია, სალვადორში Bitcoin-ის დანერგვა ადაპტაციას საჭიროებს. მომავლისკენ მიმავალი ყველა გზა ასეთია, ყველაფერი ვერ იქნება მიღწეული ერთ დღეში ან ერთ თვეში. ” მიმდინარე კვირის ორშაბათს სალვადორის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 200 Bitcoin-ის შეძენა, ამჟამად ქვეყნის კრიპტო ხაზინაში 400 Bitcoin-ია. სამომავლოდ ეს რაოდენობა გაიზრდება. სალვადორის ყველა მაცხოვრებელმა უნდა მიიღოს 30 აშშ დოლარი Bitcoin-ში, რათა მოხდეს მოსახლეობის სტიმულირება კრიპტოვალუტების გამოყენებისთვის. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა სალვადორში ასევე მოიწვია მაინერები - მოიზიდა ისინი განახლებადი გეოთერმული წყაროებიდან მიღებული იაფი ენერგიით. https://bit.ly/3jQl38k
  24. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის მიხედვით გასაჯაროვდა გრაფიკულ პროცესორ MI200-ის კონფიგურაცია. ROCm პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას ინფორმაციის გაჟონვის შედეგად მიიჩნევა, რომ ამაჩქარებელს ექნება 110 გამომთვლელი ერთეული. ბოლომდე არ არის გასაგები, ეს კონფიგურაცია ვრცელდება მთელ დაფაზე თუ მხოლოდ ერთ გრაფიკულ ჩიპლეტზე. მიიჩნევა, რომ გრაფიკულ პროცესორ GFX90A_110-ის იდენტიფიკატორის სტრიქონი აღწერს სრული MI200 ამაჩქარებლის ან მხოლოდ ერთი ჩიპლეტის კონფიგურაციას, რაც ნიშნავს 220 CU-ს (2x 110) ან 110 CU-ს (2x 55). წყარო, სახელად @ Kepler_L2 ადასტურებს ამ დრომდე გავრცელებულ ცნობებს, რომ MI300-ს ექნება ორჯერ დიდი GPU კრისტალი ვიდრე MI200-ს. ეს ნიშნავს, რომ CDNA არქიტექტურაზე დაფუძნებულ, AMD-ს სამომავლო ამაჩქარებლებში კვლავ გამოყენებული იქნება MCM დიზაინი GCD-ის (Graphics Complex Die) ან ჩიპლეტების გაზრდილი რაოდენობით. MI300 გრაფიკული პროცესორის კოდური დასახელება ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მიენიჭება მორიგი გიგანტური ვარსკვლავის სახელი, როგორებიცაა რიგელი ან ანტარესი. MI300 სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევს Intel-ისა და NVIDIA-ს მომავალი თაობის ამაჩქარებლებს, რომლებიც დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Ponte Vecchio-ზე (Xe-HPC არქიტექტურა) ან გრაფიკულ პროცესორ Hopper GH100-ზე (NVIDIA H100). https://bit.ly/3l1KTFY
  25. Intel-ის შვილობილმა კომპანია Mobileye-მ წარადგინა ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში არსებული ავტონომიური ელექტრომობილი Mobileye AV, რომელიც ექვს მგზავრზეა გათვლილი. 2022 წლიდან ახალი უპილოტო ელექტრომობილი გამოყენებული იქნება რობოტაქს MoovitAV-ის სერვისებში მიუნჰენსა (SIXT-ის ავტომობილების გაქირავების სერვისთან თანამშრომობით) და თელ-ავივში. ელექტრომობილს აქვს ავტონომიური მართვის სისტემა Mobileye Drive, რომელიც მოიცავს მეხუთე თაობის ერთკრისტალიან სისტემა EyeQ 5-ს. Mobileye „კომპანია Mobileye დიდი ენთუზიაზმით ქმნის უპილოტო სატრანსპორტო საშუალებებს მომხმარებლებისთვის. ახალი Mobileye AV, რომელიც სერვის MoovitAV-ის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი მოვლენაა ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების სამყაროში“ - განაცხადა Mobileye-ს გენერალურმა დირექტორმა Amnon Shashua-მ. Mobileye Mobileye AV შექმნილია სხვადასხვა მიზნისა და რეგიონის გათვალისწინებით. მწარმოებლის თქმით, მასში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ეფექტურობა, ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება. ეს გახლავთ პირველი ავტონომიური ავტომობილი, რომელშიც Mobileye-ს ყველა ტექნოლოგიაა გამოყენებული: True Redundancy - რომელიც მოიცავს მონაცემების მოპოვების ორ დამოუკიდებელ სისტემას - კამერებით, რადარებით და ლიდარებით, აგრეთვე Mobileye-ს რუკა Roadbook და მართვის პოლიტიკა Responsibility-Sensitive Safety (RSS), რომელიც დამყარებულია Mobileye-ს მიერ შემუშავებულ უპილოტო ავტომობილების მათემატიკურ მოდელზე. ავტონომიური მართვის სისტემა Mobileye Drive შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში ტვირთისა და ადამიანების გადაადგილებისთვის, რაც მას დღეს ყველაზე მრავალმხრივ ავტონომიური მართვის გადაწყვეტილებად აქცევს, თვლის კომპანია. Mobileye Mobileye გეგმავს Schaeffler-თან თანამშრომლობას, რათა ააწყონ თვითმართვადი შასი, რომელიც ავტონომიური ტრანსპორტის შექმნისას იქნება გამოყენებული. აგრეთვე, კომპანიამ ადრე განაცხადა Udelv-თან თანამშრომლობის წამოწყების შესახებ, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია Mobileye Drive სისტემის მიწოდება ელექტრო ფურგონ Udelv Transporter-სთვის, რომელმაც შეკვეთილი ამანათები უშუალოდ მომხმარებლებს უნდა მიუტანოს. ასევე მიღწეულია შეთანხმება Transdev-სა და Lohr-თან, რათა მოხდეს ავტონომიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმოება და მიწოდება საფრანგეთსა და გერმანიაში. https://bit.ly/2Vne1hY
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.