Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. AMD-მ გამოაცხადა მეტად ამბიციური მიზანი: 2025 წლისთვის მიაღწიოს 30-ჯერ მეტ ენერგოეფექტურობას EPYC პროცესორებსა და Instinct GPU ამაჩქარებლებზე. AMD-მ თავადაც იცის, რამდენად მაღალია დასახული ბარიერი: მიზანი ინდუსტრიისათვის დამახასიათებელ ეფექტურობას 150 %-ით აღემატება. AMD-ს მიზანი ენერგოეფექტურობის სფეროში დაკავშირებულია გამოთვლების დაჩქარებისთვის განკუთვნილი იმ ნოუდების დამუშავების მოთხოვნების მნიშვნელოვნად ზრდასთან, რომლებიც ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის სწავლება, კლიმატის პროგნოზირება, გენომიკა და ფართომასშტაბიანი სუპერკომპიუტერული მოდელირება. AMD აცხადებს, რომ თუკი მიზანს მიაღწევს, ამგვარი სისტემების საერთო ენერგომოხმარება ხუთწლიან პერიოდში 97%-ით შემცირდება. „პროცესორის ენერგოეფექტურობის დონის ამაღლების მიღწევა AMD-სთვის გრძელვადიანი პრიორიტეტია და ჩვენ ახალ მიზანს ვისახავთ დღევანდელი გამომთვლელი ნოუდებისთვის ჩვენი მაღალი წარმადობის პროცესორების და ამაჩქარებლების გამოყენებით მანქანურ სწავლებასა და მაღალი წარმადობის გამოთვლების დანერგვაში,” - განაცხადა AMD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა Mark Papermaster-მა. „ამ მნიშვნელოვან სეგმენტებზე ფოკუსირება და წამყვანი კომპანიებისთვის გარემოსდაცვითი მუშაობის გაუმჯობესების შეთავაზებით AMD-ს მიზანი ოცდაათჯერ აღემატება ამ სფეროებში ენერგოეფექტურობის მაჩვენებლებს და 150%-ით - წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით. AMD უკვე სწავლობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას საკუთარ პროცესორებსა და გრაფიკულ პროცესორებში იმდენად, რომ AMD Zen პროცესორები რეალურად აღემატება Intel-ის საუკეთესო პროცესორებს წარმადობა/ვატის შეფარდების მხრივ. საჭირო იქნება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სამგანზომილებიანი ქეშის სტეკირება (Infinity Cache-ის გამოყენება RDNA 2 ჩიპებში მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგომოხმარებას) და ეფექტურობაზე სულ უფრო მეტად ორიენტირებული ინჟინრული მიდგომა. ჯერ კიდევ უცნობია, რა მეთოდებს მოიძიებს AMD დასახული მიზნის მისაღწევად, რადგანაც ჯერ არც ერთი მათგანის შესახებ არ უსაუბრია. https://bit.ly/2ZC1Lfb
  2. კომპანია Strategy Analytics-მა შეისწავლა წილების განაწილების ბალანსი პლანშეტების პროცესორების გლობალურ ბაზარზე. დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ასეთი ჩიპების გადაზიდვა ფულადი თვალსაზრისით გაიზარდა 17%-ით 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. ინდუსტრიის მოცულობამ მიაღწია 737 მილიონ აშშ დოლარს. მიწოდების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა აიხსნება პანდემიის ფონზე პლანშეტებზე გაზრდილი მოთხოვნით: მთელ მსოფლიოში მომხმარებლებმა დაიწყეს ასეთი გაჯეტების ყიდვა გასართობად და ინტერნეტში სამუშაოდ. პლანშეტების პროცესორების გლობალურ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეა Apple 58%-იანი წილით. მეორე ადგილზეა Intel 14%-ით, ხოლო Qualcomm საუკეთესო სამეულში მოხვდა 10%-იანი მაჩვენებლით. ამრიგად, სამი დასახელებული კომპანია ერთად აკონტროლებს გლობალური ბაზრის 82% -ს. ჩიპების ყველა სხვა მომწოდებელი ერთობლივად იკავებს ინდუსტრიის 18%-ს. წყარო: Strategy Analytics თუკი ბაზარს ერთეულების კუთხით განვიხილავთ, პლანშეტებისთვის განკუთვნილი პროცესორების მიწოდების მოცულობა მეორე კვარტალში 8%-ით შემცირდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე დროს, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა. https://bit.ly/39M9rgO
  3. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეისწავლოს და ანგარიში ჩააბაროს კონგრესს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ სხვა ქვეყნები კრიპტო ინდუსტრიის რეგულირებას. ამგვარ წინადადებას შეიცავს სენატორების, მეგი ჰასანისა და ჯონი ერნსტის კანონპროექტი - წერს Politico. გამომცემლობის თანახმად, კანონპროექტის მიზანია შესწავლილ იქნას მეტი ინფორმაცია კრიპტოვალუტების შესახებ მანამ, სანამ მოხდება კონკრეტულ წესებზე გადასვლა. ”შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ჩვენმა ხელისუფლებამ უკეთ უნდა გაიაზროს როლი, რომელსაც კრიპტოვალუტა თამაშობს გლობალურ ეკონომიკაში და როგორ გამოიყენება იგი სხვა ქვეყნებში,” - განაცხადა ჰასანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ხაზინამ უკეთ უნდა გააცნობიეროს ახალი აქტივების კლასის გავლენა გლობალურ ფინანსებზე. ჰასანმა ადრე გაგზავნა წერილები მთელ რიგ დაწესებულებებში, სადაც გამოთქმული იყო შეშფოთება კრიპტოვალუტის, როგორც გამომსყიდველი პროგრამის გამოყენების შესახებ. სექტემბერში შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შეიტანა კრიპტოვალუტების შესახებ დებულება თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ არსებულ კანონპროექტში. https://bit.ly/3EWNI4d
  4. კერძო კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა გამოაცხადა კოსმოსურ ხომალდ New Shepard-ის შემდეგი ტურისტული სუბორბიტალური გაშვების თარიღი - 12 ოქტომბერი. ამის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, იუწყება პორტალი Space.com. კოსმოსში ოთხკაციანი ეკიპაჟი გაემგზავრება. ფოტოს წყარო: Blue Origin „დღეს Blue Origin-მა დააანონსა ხომალდ New Shepard-ის მე-18 მისია. იგი გაიმართება სამშაბათს, 12 ოქტომბერს. ხომალდით გაფრინდება ოთხი ასტრონავტი, მათ შორისაა Chris Boshuizen – NASA-ს ყოფილი ინჟინერი და Planet Labs-ის თანადამფუძნებელი, აგრეთვე Glen de Vries - კომპანია Dassault Systemes-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და კომპანია Medidata-ს თანადამფუძნებელი“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში, სადაც აგრეთვე განმარტებულია, რომ დანარჩენი ორი ასტრონავტის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადრე გავრცელდა ხმა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოქტომბრის მისიაში შესაძლოა ყოფილიყო მსახიობი William Shatner, რომელმაც ვარსკვლავთმფრენ „Enterprise”-ის კაპიტან ჯეიმს კირკის როლი ითამაშა Star Trek-ში. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. Chris Boshuizen (მარცხნივ) და Glen de Vries (მარჯვნივ) რაკეტის წინა პილოტირებული ფრენა შედგა 20 ივლისს, მასში მონაწილეობდა კომპანია Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. მას თან ახლდა ძმა მარკი, 82 წლის მფრინავი Wally Funk, აგრეთვე 18 წლის Oliver Daemen, რომელიც Blue Origin-ზე აუქციონზე გამარჯვების შედეგად მოხვდა. მგზავრმა, რომელმაც ბილეთი 28 მლნ აშშ დოლარად იყიდა, გადაწყვიტა მონაწილეობა New Shepard-ის მორიგ მისიაში მიეღო - მან ადგილი დაუთმო მეორე ადგილის მფლობელ პირს - ოლივერის მამას. New Shepard-ის მორიგი ფრენა გაგრძელდება დაახლოებით 11 წუთი, მის ფარგლებში კაფსულა აფრინდება დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრზე მაღლა და გადალახავს ე.წ. კარმანის ხაზს, რომელიც მიიჩნევა დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის საზღვრად. კოსმოსური ტურისტები უწონადობაში დაახლოებით 3 წუთს გაატარებენ, რის შემდეგ უკან დედამიწაზე დაბრუნდებიან. კომპანია სუბორბიტალური ფრენების ბილეთებს თავის ვებ-გვერდზე ყიდის, თუმცა ბილეთის საჯარო ფასი ჯერ არ გახმაურებულა. https://bit.ly/3CQhs0B
  5. კომპანია MSI-მ დააანონსა სამაგრების კომპლექტი თავის თხევად გაგრილება MEG Coreliquid S-ის, MAG Coreliquid C-სა და MAG Coreliquid P-სთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა ისინი გამოყენებულ იქნას Alder Lake პროცესორებისთვის განკუთვნილ ახალ კონექტორ Intel LGA 1700-თან. ამით კომპანიამ ფაქტობრივად დაადასტურა ახალი პროცესორების გამოშვების თარიღი. ფოტოს წყარო: Intel კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი გაგრილების სისტემების სამონტაჟო ნაკრები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან. პორტალ VideoCardz-ის თანახმად იმავე დღეს მოიხსნება აკრძალვა ახალ Alder Lake-S პროცესორებზე მიმოხილვების გამოქვეყნების შესახებ და დაიწყება მათი რეალური გაყიდვები. მე-12 თაობის Core პროცესორების ოფიციალური ანონსი 27 ოქტომბერს გაიმართება ღონისძიება Intel InnovatiON-ზე. ფოტოს წყარო: MSI ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად Alder Lake პროცესორების გაყიდვა მოსალოდნელი არ იყო 19 ნოემბრამდე. ამრიგად, ან Intel-მა გადმოწია ვადა, ან ამ დრომდე მოარული ხმები არასწორი აღმოჩნდა. ფოტოს წყარო: MSI უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის უცნობია როდის გამოვა Intel 600 სერიის ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედა დაფები, რადგან ინფორმაცია 4 ნოემბერს მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვის მოხსნის შესახებ ეხება მხოლოდ Alder Lake პროცესორებს. გაყიდვების დაწყებისას მოსალოდნელია Intel Core მე-12 თაობის მინიმუმ სამი მოდელის გამოსვლა: Core i9-12900K, Core i7-12700K და Core i5-12600K. ფოტოს წყარო: VideoCardz ამავე დღეს უნდა დაიწყოს ხსენებული პროცესორების KF-ვერსიების გაყიდვაც, რომელთაც არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel Xe. https://bit.ly/3F7j602
  6. 2018 წელს სტარტაპ Eli Electric Vehicles-მა ლოს-ანჯელესიდან დააანონსა კომპაქტური ელექტრომობილი Zero, რომელიც განკუთვნილია მცირე საქალაქო მგზავრობისთვის დაბალი სიჩქარით. ამჯერად კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო ამ მანქანის წარმოების საწყისი ციკლი. ფოტოების წყარო: newatlas.com ელექტრომობილებით დაინტერესებულ ზოგ მომხმარებელს დიდად არ სჭირდება დიდი, სწრაფი და შორსმავალი მანქანები მცირე ქალაქებში ან მეგაპოლისებში ყოველდღიური გადაადგილებისთვის. შესაბამისად, იქმნება ისეთი მიკრომანქანების ცალკეული ბაზარი, რომელთაც ადვილად შეუძლიათ ვიწრო ადგილებში მოძრაობა. ამგვარი მანქანები მძღოლებსა და მგზავრებს იცავენ უამინდობისგან, თავსდებიან ვიწრო საპარკინგე ადგილებში, მათი ფასი საკმაოდ დაბალია და ექსპლუატაციაც არ ჯდება ძვირი. ერთ-ერთი პირველი კომპაქტური ელექტრომობილი იყო Renault Twizy, თუმცა ბოლო წლებში სხვა მოდელებიც გამოჩნდა: შვეიცარიული Microlino, რომლის რელიზი მომდევნო წლისთვისაა მოსალოდნელი, ფრანგული Citroen Mi Ami, აგრეთვე მისი გერმანული ტყუპისცალი Opel Rocks-e. ამჯერად მათ დაემატა „რაიონული“ ელექტრომობილი NEV — Neighborhood Electric Vehicle) Zero, რომლის წარმოების საწყiსი ეტაპი უკვე დაწყებულია. NEV კატეგორიის ელექტრო მანქანები გამოირჩევიან კომპაქტური ზომებით და დაბალი სიმძლავრით, ასეთი მანქანების მაქსიმალური სიჩქარე ჩვეულებრივ არ აღემატება 40 კმ/სთ-ს. Eli-მ განაცხადა, რომ მანქანებს შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ ისეთ გზებზე, სადაც სიჩქარის შეზღუდვა 60 კმ/სთ-ია. ევროპულ ბაზარზე Zero-ს გასაყვანად კომპანიამ მოდელში რამოდენიმე ცვლილება უნდა შეიტანოს: გაზარდოს სამუშაო ძაბვა 48-დან 72 ვოლტამდე, დაამატოს საჭის და მუხრუჭის გამაძლიერებელი, დააყენოს უკანა ხედვის კამერა და დაამუშაოს რამდენიმე სხვა პუნქტი. ორადგილიან ელექტრომობილს აქვს 4 კვტ სიმძლავრის ერთი ძრავი (5.44 ცხენის ძალა), იგი საშუალებას იძლევა მანქანამ განავითაროს 40 კმ/სთ-მდე სიჩქარე. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს აკომულატორი 5.8 კვტ/სთ სიმძლავრით (გავლის მარაგი 80 კმ) ან 8 კვტ/სთ სიმძლავრის ძრავი (112 კმ). გარდა ამისა, გათვალისწინებულია რეკუპერაციული დამუხტვის სისტემა (ბატარეა იმუხტება დამუხრუჭებისას გამოყოფილი სითბოს მეშვეობით), რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს სვლის მარაგი. Eli Zero-ს გაბარიტები შეადგენს 225×138×158 სმ-ს, სავალი ნაწილი დამზადებულია ალუმინისგან და წარმოდგენილია McPherson-ის წინა დაკიდების სისტემით, წინა და უკანა საბურავებზე დაყენებულია დისკის მუხრუჭები, მობრუნების რადიუსი 7 მეტრს შეადგენს. სახურავზე მოცემულია ლუქი, გათვალისწინებულია უკანა კამერა და პარკინგის სენსორი, გარდა ამისა, სამიდან ორ კონფიგურაციაში ხელმისაწვდომია საჭისა და მუხრუჭის გამაძლიერებლები. ელექტრომობილის ორი სავარძელი დაფარულია ტექსტილის მასალით ან ხელოვნური ტყავით, ხელმისაწვდომია ბორტ-სისტემა 7-დუიმიანი დისპლეით, გათვალისწინებულია USB-პორტები მობილური მოწყობილობის დამუხტვისთვის, 12-ვოლტიანი როზეტი, აგრეთვე 160 ლიტრი მოცულობის საბარგული. Eli Zero-მ უკვვე მიიღო მიიღო ევროპაში გაყიდვისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო ყველა ნებართვა - პირველი ეგზემპლარები ადგილობრივ დისტრიბუტორებს წარედგინებათ უახლოეს კვირებში, მშობლიურ ამერიკულ ბაზარზე გასვლას კი კომპანია ოდნავ მოგვიანებით გეგმავს. https://bit.ly/3i9NVau
  7. Bitcoin-ბირჟებმა Binance-მა და Huobi-მ შეაჩერეს ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია მატერიკული ჩინეთიდან მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტებზე განხორციელდა რეპრესიების ახალი ტალღა ხელისუფლების მხრიდან - აცხადებს Bloomberg. კომპანიებმა აუკრძალეს მომხმარებლებს ჩინური ტელეფონის ნომრების გამოყენება ახალი ანგარიშების რეგისტრაციისთვის. სააგენტოს ცნობით ჰონგკონგის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შექმნან საფულეები ორივე პლატფორმაზე. Bloomberg-თან საუბარში Binance-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია არ აწარმოებს ოპერაციებს ჩინეთში და ბლოკავს შესაბამის IP მისამართებს. მან არ გააკეთა კომენტარი ადგილობრივი ტელეფონის ნომრების გამოყენების აკრძალვაზე. „Binance მეტად სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებას - დაიცვას ნორმატიული მოთხოვნები და მოწოდებულია მიჰყვეს ადგილობრივ რეგულაციებს, სადაც არ უნდა ვმუშაობდეთ“ - განაცხადა მან. Huobi-მ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ შეწყვიტა მომხმარებლების რეგისტრაცია ჩინეთიდან 2021 წლის 24 სექტემბერს. მიზეზი იყო კომპანიის სურვილი - შეასრულოს ადგილობრივი კანონები. 31 დეკემბრისთვის პლატფორმა წაშლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეზიდენტების არსებულ ანგარიშებს. Bloomberg-ის ინფორმაცია დაადასტურა ჩინელმა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ. მან აღნიშნა, რომ ამ მსხვილი მოთამაშეების ქმედება დემონსტრირებს, თუ რამდენად მძლავრი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ქვეყაში კრიპტო კომპანიები. ვუმ ასევე ყურადღება გაამახვილა ბოტ Whale Alert-ის შეტყობინებაზე, რომლის თანახმად Huobi-ს მისამართებიდან გადატანილ იქნა 22 ათასზე მეტი BTC (დაახლოებით 928 მლნ აშშ დოლარი სტატიის წერის მომენტში არსებული კურსით). მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი ბირჟა ეცდება გაყვანის მოთხოვნების ზვავთან გამკლავებას, ეს უნდა იყოს გადარიცხვები ცივი საფულეებიდან ცხელებზე. 24 სექტემბერს ცნობილი გახდა კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ ჩინეთის მორიგი რეპრესიების შესახებ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარების და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა აღნიშნა გარემოზე კრიპტოვალუტის მოპოვების ნეგატიური გავლენა და მისი „უმნიშვნელო“ წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში. ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დაახასიათა პლატფორმის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული აქტივების გაცვლას ერთმანეთში ან ფიატში. მანამდე ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორმა ვენ სინსიანმა კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებს უწოდა საფრთხე ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის. Circle-ის ხელმძღვანელმა ჯერემი ალეირმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა არ დაემსგავსონ ჩინეთს კრიპტოვალუტების რეგულირებასთან მიმართებაში. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ამერიკელმა სენატორმა პეტ ტუმიმ. მისი თქმით, პეკინის ქმედებები ახალ შესაძლებლობებს უხსნის შეერთებულ შტატებს ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. https://bit.ly/3CS9u7t
  8. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Realme-მ მომდევნო თვეში შესაძლოა დააანონსოს Q-სერიის ორი სმარტფონი, რომლებიც მეხუთე თაობის მობილურ ქსელში იმუშავებენ. კერძოდ, Realme-ის პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელმა Wang Wei Derek-მა მინიშნება გააკეთა, რომ მზადდება მოწყობილობა პროცესორით Qualcomm Snapdragon 778G. სმარტფონი კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - Realme Q5. ჩიპი Snapdragon 778G მოიცავს რვა ბირთვ Kryo 670-ს ტაქტის სიხშირით 2.4 გჰც-მდე, გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno 642L-სა და მოდემ Snapdragon X53 5G-ს. მოწყობილობას ექნება 6.43-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით Full HD+. კადრის განახლების სიხშირეა 120 ან 144 ჰერცი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი კამერა ძირითადი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით. მხარდაჭერილია სწრაფი, 65-ვატიანი დამუხტვა. არსებული ცნობების თანახმად აღჭურვილობაში შევა 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 11. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ სმარტფონი შესაძლოა გამოვიდეს ჩიპ MediaTek Dimensity 1200-ის მქონე მოდიფიკაციაში. ამ ჩიპს აქვს რვა ბირთვი 3.0 გჰც-მდე სიხშირით, გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი მონაცემთა გადაცემის 4.7 გბ/წმ-მდე სიჩქარით. https://bit.ly/3ESUGHp
  9. არასტაბილურობის მიუხედავად Bitcoin-ს აქვს პოტენციალი გახდეს "21-ე საუკუნის ციფრული ოქრო". ეს მოსაზრება გამოთქვა ფინანსურ კონგლომერატ Deutsche Bank-ის ბაზრის სტრატეგმა მარიონ ლაბურმა. ”ხალხი ყოველთვის ეძებდა ისეთ აქტივებს, რომლებიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. ოქრო ასრულებდა ამ როლს საუკუნეების განმავლობაში, ” - განმარტავს ლაბური. მისი თქმით, Bitcoin-ის მყიდველთა დაახლოებით ორი მესამედი იყენებს მას ინვესტიციისა და სპეკულაციისთვის და არა - როგორც გადახდის ან გაცვლის საშუალებას. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე რამდენიმე დიდმა შესყიდვამ ან გაყიდვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. „Bitcoin მეტისმეტად არასტაბილურია იმისთვის, რომ ჩაითვალოს ფასეულობის შენახვისთვის საიმედო საშუალებად“ - აღნიშნა ლაბურმა. სტრატეგმა კრიპტოვალუტების ძირითად პრობლემად ასევე დაასახელა რეგულირების ნაკლებობა. მისი აზრით ციფრული აქტივების მეორე ნაკლოვანებაა გარემოსთვის ზიანის მიყენება. თუმცა ლაბურს სჯერა, რომ უახლოეს წლებში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. მარტში Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Bitcoin გააგრძელებს ზრდას და ახალ მსხვილ ინვესტორებს მოიზიდავს. ბანკში აქტივს უწოდეს „მეტისმეტად მნიშვნელოვანი უგულვებელყოფისთვის“. https://bit.ly/3m3YrB0
  10. ახლო მომავალში კომპანია Apple აპირებს MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზის გამოშვებას. მათში გამოყენებული იქნება Apple-ის საკუთარი წარმოების პროცესორები, ასევე Mini LED ეკრანები გაზრდილი ტაქტის სიხშირითა და ტექნოლოგია ProMotion-ის მხარდაჭერით. ანონსი მოსალოდნელია ოქტომბერში ან ნოემბერში. ოპერაციულ სისტემა macOS Monterey-ს მორიგი ბეტა-ვერსია შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას ახალი ლეპტოპების შესახებ. მეშვიდე ბეტა-ვერსიაში ნახსენებია „3,024 x 1,964 Retina“ და „3,456 x 2,234 Retina“. ამგვარი გაფართოებები არ იყო წარმოდგენილი MacBook Pro-ს წინა მოდელებში. გამოდის, რომ შესაძლოა ეს გაფართოებები ჰქონდეთ ახალ 14 და 16-დუიმიან მოდელებს. ეს გაფართოებები უფრო მაღალია ამჟამად არსებულ 13-და 16-დუიმიანი MacBook Pro მოდელების გაფართოებებთან შედარებით, რომლებშიც პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 226 ppi-ს შეადგენს. აპლიკაცია System Information-ის ფაილებში არსებული ორი ბმულის თანახმად ახალ მოდელებში პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 250 ppi იქნება. გაზრდილი გაფართოება საშუალებას იძლევა წარმოდგენილ იქნას მეტი ადგილი ეკრანზე, განსაკუთრებით 2x მასშტაბის გამოყენებისას. ახალი ეკრანები დამყარებული იქნება Mini LED ტექნოლოგიაზე, ასე რომ კადრის განახლების გაზრდილი სიხშირე ლოგიკურ ნაბიჯად გამოიყურება. რაც შეეხება პროცესორ M1X-ს, იგი წარმადობით და სისწრაფით M1-ს აღემატება. შესაძლოა გაიზარდოს გრაფიკული წარმადობაც. Touch Bar პანელის ნაცვლად Apple სავარაუდოდ გამოიყენებს კონექტორ MagSafe-ს, რომელზეც ადრე უარი ითქვა USB Type-C პორტის სასარგებლოდ. ახალ მოდელებში აგრეთვე შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სლოტი მეხსიერების ბარათისთვის და HDMI პორტი. Apple გეგმავს თვეში 600-800 ათასი MacBook Pro-ს გაყიდვას. https://bit.ly/3i7kOEC
  11. მიმდინარე თვეში SpaceX-მა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა და უკან დააბრუნა პირველი სამოქალაქო ეკიპაჟი მისია Inspiration4-ის ფარგლებში. კოსმოსური ხომალდის ბორტზე მცირე სირთულეების მიუხედავად მისიამ უპრობლემოდ ჩაიარა. მისი დასრულების შემდეგ SpaceX-მა აღნიშნა სამოქალაქო კოსმოსური ფრენებისადმი ინტერესის გაზრდა. წყარო: slashgear.com გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით SpaceX-მა გადაწყვიტა განიხილოს ხომალდ Crew Dragon-ის რაოდენობის გაზრდა, რომლებიც საჭირო იქნება როგორც სამოქალაქო კოსმოსური ტურისტების, ასევე პროფესიონალი ასტრონავტების გადასაყვანად საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ და უკან დასაბრუნებლად. NASA-სთან არსებული კონტრაქტის თანახმად გათვალისწინებულია კიდევ ოთხი პილოტირებული ფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით. SpaceX-ს დაგეგმილი აქვს კიდევ ოთხი მისია კომპანია Axiom Space-ისთვის, რომელთა ფარგლებში სკს-ზე კოსმოსური ტურისტები გაემგზავრებიან. SpaceX-ს აქვს მესამე კონტრაქტიც კომპანია Space Adventures-თან, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსურ ტურიზმზე. ამ კონტრაქტის მიხედვით დაგეგმილია კიდევ ერთი მისია, რომლის თანახმად ტურისტები გაფრინდებიან ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაყვანის გარეშე - მისია Inspiration4-ის ანალოგიურად. ორბიტაზე ხალხის გაყვანის პარალელურად SpaceX-ს კონტრაქტი აქვს NASA-სთან, რომელიც ითვალისწინებს სკს-ზე ტვირთის წაღებას და უკან დაბრუნებას. ამგვარი დატვირთულობის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად SpaceX-ის განკარგულებაშია ხომალდ Crew Dragon-ის შეზღუდული რაოდენობა, რომელთაგან თითოეული სერტიფიცირებულია მხოლოდ ხუთ ფრენაზე. თანაც ორი მათგანი კოსმოსში უკვე ორჯერ იყო გასული. SpaceX-ის კაფსულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში დამატებითი ხომალდები აიწყობა. SpaceX-ის განცხადების თანახმად მისია Inspirationiton4-ის წარმატებით დასრულების შემდეგ გაჩნდა უზარმაზარი ინტერესი კერძო კოსმოსური მოგზაურობის მიმართ. ამჟამად კომპანია მუშაობს ხომალდ Starship-ზე, რომელიც ორბიტაზე ჯერ არ გაფრენილა. Starship უფრო დიდი ხომალდია Dragon-თან შედარებით და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეძლებს ორბიტაზე გაიყვანოს ეკიპაჟის მეტი წევრი და მეტი ტვირთი. ამჟამად პროექტზე მუშაობის დასრულების ვადა უცნობია. https://bit.ly/3mhMEQ3
  12. კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ების სწრაფი განვითარება საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ფინანსურ სისტემას, რის გამოც ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC) ინარჩუნებს უარყოფით დამოკიდებულებას ციფრული აქტივების კლასის მიმართ. ამის შესახებ განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორმა ვენ სინსიანმა, იტყობინება The Shanghai Securities Journal. მისი თქმით, ვირტუალური ვალუტები შესაძლებელია დაიყოს ორ კატეგორიად: აქტივები, რომლებიც „ჭარბი ლიკვიდურობის სათავსოებია“, მაგალითად Bitcoin; აქტივები „საბაზისო ლიკვიდურობის“ შენარჩუნებისთვის - Stablecoin-ები. ისინი საანგარიშსწორებო ინსტრუმენტების როლს ასრულებენ. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ინდუსტრია უამრავ პრობლემას ქმნის, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს მის უნარს - ფუნქციონირებდეს ტრადიციული საგადახდო სისტემის გარეთ, რომელსაც მხარს უჭერენ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. სინსიანის განცხადების თანახმად, ციფრული აქტივები „ასუსტებს კლირინგ ორგანიზაციების ძალას“. განყოფილების უფროსმა ასევე აღნიშნა ვირტუალური ვალუტების ანონიმურობა, რის გამოც ჩნდება შესაძლებლობა - ისინი გამოიყენონ არალეგალური მიზნებისთვის. მაგალითისთვის მან მოიყვანა ფულის გათეთრება და არალეგალური კაპიტალის გადატანა საზღვარგარეთ. „ვირტუალური ვალუტა დიდ პრობლემას ქმნის. როდესაც ტრადიციული ფინანსური სისტემა პასუხობს fintech კომპანიების კონკურენციას საკუთარ სფეროში, ის ასევე ეყრდნობა ისეთ ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა კანონები და ზედამხედველობა ანტიმონოპოლიური ძალისხმევის გასაზრდელად და კონფიდენციალურობისა და პირადი ინფორმაციის დაცვის გასაუმჯობესებლად, ” - განაცხადა სინსიანმა. აგვისტოში ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ინვესტორები გააფრთხილა Bitcoin-ის რეალური ღირებულების არარსებობის შესახებ და გამოაცხადა კრიპტოვაჭრობაზე მარეგულირებელი ზეწოლის გაგრძელება. მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ Bitcoin-სა და Stablecoin-ებს სპეკულაციური ინსტრუმენტები უწოდა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ფინანსური სისტემის უსაფრთხოებას და სოციალურ სტაბილურობას. https://bit.ly/3CLpTKW
  13. კომპანიების პოტენციური თანამშრომლობა შესაძლოა გავრცელდეს ისეთ „System on a Chip“ ელექტრონული სქემების შემუშავებაზე, როგორებიცაა 5G მოდელები, Wi-Fi და სხვა მოდემები ინტერნეტთან წვდომისთვის. ამგვარი კოლაბორაციის შედეგად შესაძლოა გამოვიდეს მოწყობილობები, რომლებშიც გამოყენებული იქნება Mediatek-ის პროცესორების მაღალეფექტური ბირთვები და გრაფიკული არქიტექტურა AMD RDNA. როგორც ComputerBase აცხადებს, ეს არ იქნება Mediatek-ისა და AMD-ის პირველი ერთობლივი საქმიანობა, თუმცა მასშტაბი ამჟამად მცირეა. ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ AMD-მ შექმნა საკუთარი WiFi ქსელის ჩიპი სახელწოდებით AMD RZ608, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალურად ეს იყო სახელშეცვლილი Mediatek MT7921K. წარსულში AMD მუშაობდა ძირითადად Qualcomm-თან. MediaTek-თან თანამშრომლობა გაზრდის AMD-ის მასშტაბს ბაზრის საწყის დონეზე, რომელსაც ემსახურება MediaTek-ის მრავალი ჩიპი. ამ შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება და კომპანიებს არ დაუდასტურებით, რომ ინფორმაცია სიმართლეა. გამოფენა CES 2021-ზე AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ დაადასტურა, რომ გრაფიკული არქიტექტურა RDNA2 გამოჩნდება Samsung Exynos მოწყობილობებში. მოსალოდნელია, პირველი მობილური მოწყობილობები AMD-ის გრაფიკით 2022 წლის დასაწყისში გამოვა. https://bit.ly/3i5SXoh
  14. კომპანია ASUS, Gigabyte და MSI გამოუშვებენ GPU Intel Arc Alchemist-ზე დამყარებულ გრაფიკულ ამაჩქარებლებს, აცხადებენ ჩინური წყაროები MyDrivers და ZOL. ამჟამად უცნობია, საუბარი ეხება ეტალონურ ვერსიებს თუ ხსენებული ბრენდები შექმნიან გრაფიკული ამაჩქარებლების საკუთარ ვერსიებს. ფოტოს წყარო: VideoCardz „ამჟამად ცნობილია, რომ სამი OEM-მწარმოებელი - ASUS, MSI და Gigabyte, სამომავლოდ კი სხვა კომპანიებიც, გამოუშვებენ დისკრეტულ Intel Arc ვიდეო დაფებს“ - წერს პორტალი MyDrivers. ზოგიერთი კომპანია უკვე თანამშრომლობს Intel-თან მისი გრაფიკული ამაჩქარებლების გამოშვების საკითხში. მაგალითად, Colorful, ASUS და Gunnir უშვებენ Intel Iris Xe ვიდეო დაფების საკუთარ ვერსიებს DG1 გრაფიკულ ბირთვზე. ეს ვიდეო დაფები განკუთვნილია მზა პერსონალური კომპიუტერების OEM-მწარმოებლების ვიდეოდაფებისთვის. Colorful-ის, Asus-ისა და Gunnir-ის მიერ დამზადებული Intel Iris Xe (DG1) პორტალ VideoCardz-ის თანახმად MSI ნამდვილად აწარმოებდა მოლაპარაკებებს Intel-თან Xe-HPG არქიტექტურაზე დაფუძნებული ვიდეო დაფების ერთობლივ გამოშვებაზე, რომლებზეც დაფუძნებულია Intel Arc Alchemist GPU-ზე. ჩინური წყაროების განცხადებების გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კომპანიები შეთანხმებამდე მივიდნენ. იაპონურ პორტალ ASCII-სთან ინტერვიუში Intel-ის გრაფიკული ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა რაჯა კოდურიმ განაცხადა, რომ კომპანია ვიდეო დაფების მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს GPU Arc Alchemist-ის ბაზაზე ერთობლივი პროდუქტების გამოშვებასთან დაკავშირებით. ASUS, MSI და Gigabyte ისევე, როგორც ბევრი სხვა კომპანია, Intel-ისა და AMD-სთვის უშვებენ დედა დაფებსა და ვიდეო დაფებს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ხსენებული კომპანიები, სავსებით ცხადია, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ახალი დისკრეტული Intel Arc ამაჩქარებლების გამოშვებით. https://bit.ly/2Zy0WUZ
  15. ბრიტანულ კონგლომერატ HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ ქუინმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის ვალდებულებას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) კონცეფციის შემუშავებისათვის და აღნიშნა "მრავალი რისკი", რომლებიც კრიპტოვალუტებს გააჩნია. სტატიაში „ციფრული ფულის ახალ ფორმებს შეუძლია ზრდის სტიმულირება“ - მან დაწერა: ”CBDC არის კანონიერი საანგარიშსწორებო საშუალება, რომელსაც მხარს უჭერს ცენტრალური ბანკი ან სამთავრობო ორგანო. ეს ნიშნავს, რომ ისინი გამჭვირვალე და სტაბილურია, რაც თავიდან აგვაცილებს ბევრ ისეთ რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული ფულის სხვა ფორმებთან, განსაკუთრებით კრიპტოვალუტებსა და ზოგიერთ Stablecoin-თან ”. CBDC-ის ღირსებებიდან ბანკირმა აღნიშნა პოტენციური შესაძლებლობა - „მოახდინოს ეკონომიკური მოთხოვნის სტიმულირება“ ეფექტურობის ამაღლებისა და გადახდების გაიაფების ხარჯზე. მისი აზრით, სწორედ CBDC არის „ციფრული ფულის ახალი ფორმა“ იმ დროს, როდესაც კერძო კრიპტოვალუტები „ახალი არაფერია“. „კომერციული ბანკების ფული იქმნება და ფართოდ გამოიყენება კერძოდ. მაგრამ ეს აქტივები დაკავშირებულია ცენტრალური ბანკის ფულთან და მკაცრად რეგულირდება, რაც აისახება მათ სისტემურ მნიშვნელობაზე“ - განმარტა მან. HSBC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კერძო მონეტების საიმედოობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი წესები ეკვივალენტურია იმ რისკებისა, რომელთაც მათი ინვესტორები განიცდიან. მაგრამ ეს არ იძლევა გარანტიას მათ გამძლეობაზე, განაცხადა მან. ქუინმა დაადასტურა HSBC-ის ჩართულობა რამდენიმე ცენტრალური ბანკის CNBC-ის შექმნაში, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, სინგაპურის, მატერიკული ჩინეთის, ჰონგკონგის, ტაილანდისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების მარეგულირებლები. მიმდინარე წლის დასაწყისში HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბანკი არ მიიჩნევს Bitcoin-ს აქტივების კლასად და არ გეგმავს შესთავაზოს თავის მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობა. აპრილში კონგლომერატმა აკრძალა MicroStrategy-ს აქციების შესყიდვა, რომელის აქტიურად ახორციელებდა ინვესტირებას პირველ კრიპტოვალუტაში საკუთარი და ნასესხები კაპიტალით. გადაწყვეტილება შეეხო ონლაინ-პლატფორმა InvestDirect-ის მომხმარებლებს. „პლატფორმა HSBC InvestDirect არ მიიღებს მონაწილეობას იმ პროდუქტების შესყიდვასა და გაცვლაში, რომლებიც ვირტუალურ ვალუტას უკავშირდება“ - ნათქვამი იყო მომხმარებლებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში. https://bit.ly/3udRotu
  16. კომპანია Seagate Technology უკვე დიდი ხანია ავითარებს მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიას გაცხელებით (HAMR), რომელიც გულისხმობს მაგნიტური ფირფიტის ფართობის მოკლევადიან გათბობას ინფორმაციის ჩაწერამდე. კომპანიამ განახორციელა რამდენიმე ათასი ერთეული შესაბამისი მყარი დისკის ნიმუშების პარტიების მიწოდების ორგანიზება, თუმცა ეს ტექნოლოგია ფართოდ გავრცელდება მხოლოდ მეორე თაობაზე გადასვლისას. ფოტოს წყარო: Seagate Technology ვებ-გვერდ Tom’s Hardware-მა შეისწავლა კონფერენცია Citi Global-ზე Seagate-ის ფინანსური დირექტორის გამოსვლის სტენოგრამა. Gianluca Romano-მ ამ ღონისძიებაზე გაიხსენა, რომ კომპანია 20 ტბ მოცულობის მყარი დისკების მიწოდებას, რომლებშიც პირველი თაობის HAMR ტექნოლოგიაა გამოყენებული, გასული წლის დეკემბრიდან ახორციელებს. Seagate ცდილობს წარადგინოს ისინი იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება, რომ მომხმარებლები მის ახალი ტიპის პროდუქციას გაეცნონ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ახლა Seagate ქმნის მყარ დისკებს მეორე თაობის HAMR ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას 30 ტბ მოცულობის მყარი დისკები. სწორედ ამ თაობის პროდუქტები გახდება რეალურად მასობრივი - აღნიშნა Seagate-ის ფინანსურმა დირექტორმა. ამგვარი დისკების გამოსვლის თარიღი უცნობია, საორიენტაციოდ რჩება Seagate-ის მიერ ადრე გამოცხადებული ცნობები მიმდინარე ათწლეულის მანძილზე მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიის განვითარების შესახებ. 2025 წლის შუა პერიოდისთვის კომპანია გეგმავდა 50 ტბ მოცულობის მყარი დისკების წარდგენას, ამჟამად მას გააჩნია დისკები 20 ტბ მოცულობით, ასე რომ 30-ტერაბაიტიანი ზღვარი კომპანიამ დაახლოებით 2023 წლის ბოლომდე უნდა გადალახოს. ათწლეულის ბოლოსთვის Seagate-მა მიზნად დაისახა მყარი დისკების მოცულობის გაზრდა 100 ტბ-მდე. ამისთვის ინფორმაციის ჩაწერის სიმჭიდროვე ხუთჯერ უნდა იქნას გაზრდილი. სავარაუდოდ, შესაბამისი მაგნიტური ფირფიტების შემუშავება ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლება იქნება. https://bit.ly/39x44lA
  17. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერი, რომელიც ადასტურებს სმარტფონ Civi-ს მოსალოდნელ ანონსს. ამავე დროს ინტერნეტში გამოჩნდა რეალური ფოტოები, რომლებიც დემონსტრირებენ ამ მოწყობილობას ყველა მხრიდან. Gizmochina აღინიშნება, რომ ახალი სმარტფონის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიზაინსა და მრავალმოდულიანი კამერის ფუნქციონალურობას. მოწყობილობას აქვს დისპლეი, რომელიც კორპუსის გვერდით ნაწილებზე გადადის. ზედა მხარის ცენტრში მოცემულია ჭრილი ერთი ფრონტალური კამერისთვის. ფოტოების წყარო: MyDrivers უკანა კამერა შეიცავს სამ კომპონენტს. ესენია 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი ბლოკი, ფართოკუთხიანი მოდული და ტელეფომოდული სამმაგი ზუმით. ერთ-ერთ გვერდზე ჩანს მართვის ფიზიკური ღილაკები. Xiaomi Civi სმარტფონს ექნება 6.55-დუიმიანი AMOLED FHD+ დისპლეი. აღჭურვილობაში სავარაუდოდ შედის პროცესორი Snapdragon 778G რვა Kryo 670 ბირთვით (2.4 გჰც-მდე სიხშირით), გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 642L და მოდემი Snapdragon X53 5G. მოწყობილობას ექნება ინფრაწითელი მიმღებ-გადამცემი და USB Type-C პორტი. კორპუსის სისქეა 6.68 მმ, წონა - 166 გრამი. სმარტფონის ოფიციალური პრეზენტაცია შედგება 27 სექტემბერს. საორიენტაციო ფასი ამჟამად უცნობია. https://bit.ly/3u9ud3w
  18. მაინინგ კომპანია Compass-მა წარადგინა სერვისი სახლის პირობებში Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო ხელსაწყოების მიწოდებისა და სხვადასხვა მაინერის F2Pool-თან დაკავშირებისთვის. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ASIC-მაინერების სამი მოდელი: Whatsminer M31S+ ჰეშრეითით 78 TH/s, ფასი 8100 $; Whatsminer M30S ჰეშრეითით 88 TH/s, ფასი 9750 $; Antminer S19 ჰეშრეითით 95 TH/s, ფასი 10 400 $. მიწოდების ვადაა ორიდან სამ კვირამდე შეძენიდან. თავის მხრივ Compass მომხმარებლებს სთავაზობს დახმარებას მაინერების პულთან დაკავშირებაში, აგრეთვე უზურნველყოფს სხვა დამხმარე სერვისებს. Compass-ის გენერალურმა დირექტორმა უიტ გიბსმა განაცხადა, რომ ინიციატივა გაჩნდა საერთო მონაცემთა ცენტრების საწარმოო დეფიციტის ფონზე. „ჩვენ ASIC-ზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთხოვნა მივიღეთ პირებისგან, რომელთაც სურთ დაიწყონ Bitcoin-ის მაინინგი სახლში. ბევრი ამჯობინებს მოაწყოს ფერმა სახლში და არ ელოდოს, როდის გახდება მოწყობილობები ხელმისაწვდომი - 2021 წლის მეოთხე კვარტალში თუ 2022 წლის პირველ კვარტალში“ - განაცხადა მან. ამჟამად სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში. მიმდინარე წლის ბოლომდე Compass გეგმავს მის გაფართოებას კანადასა და ევროპაში. საკუთარი შემოთავაზების მთავარ უპირატესობად გიბსმა დაასახელა მისი მხარდაჭერა კომპანიის სპეციალისტების მხრიდან. Compass მომხმარებლებს აგრეთვე სთავაზობს ფასდაკლებას F2Pool-ის საკომისიოზე - 1.3% 2.25%-ის ნაცვლად. გიბსის თქმით, ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პერიოდია Bitcoin-ის მოპოვებისთვის. ამას ასევე ხელს უწყობს ახალი თაობის მოწყობილობების ჰეშრეითის მაღალი მაჩვენებელი. ”ეკონომიკა ნამდვილად შეიცვლება იმის გათვალისწინებით, რომ სახლის მაინერები იხდიან საშუალოდ 0,105 აშშ დოლარს კვტ/სთ-ში,” - განაცხადა მან. ივლისში Compass-მა 20-წლიანი ვადით გააფორმა ხელშეკრულება ატომური ელექტროსადგურის კალიფორნიულ ოპერატორ Oklo-სთან. https://bit.ly/3u6ZZOA
  19. iPhone-ები, როგორც წესი, მომხმარებლების კმაყოფილების რეიტინგში მაღალ პოზიციაზე იმყოფება. iPad-ისა და MacBook-ის ბოლო წარმატებების წყალობით კომპანია Apple სათავეში ჩაუდგა American Customer Satisfaction-ის (ACSI) მორიგ ანგარიშს. ამჯერად გამოკითხულ იქნა 7960 მომხმარებელი აშშ-დან, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით იყვნენ არჩეული. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 7 ივლისიდან 2021 წლის 26 ივნისამდე პერიოდში. შეერთებულ შტატებში პერსონალური კომპიუტერის მფლობელებს შორის კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი 1%-ით, 79%-მდე გაიზარდა. Apple ლიდერობს 82%-ით, ისევე როგორც ერთი წლის წინ. HP მეორე ადგილზეა 80%-იანი რეიტინგით, გასულ წელს მისი რეიტინგი 77% იყო. Acer მესამე ადგილზეა 79%-იანი რეიტინგით, ისევე როგორც Samsung. ერთი წლის წინ კომპანია Samsung მეორე ადგილზე იმყოფებოდა 81%-იანი მაჩვენებლით. სამწუხაროდ, მიმდინარე წელს არ ხდება თითოეული ბრენდის დაყოფა კატეგორიების მიხედვით, ამიტომ შეუძლებელია იმის გაგება, თუ სად წარმოაჩენს თავს კარგად კონკრეტული კომპანია ან ჩამორჩება. რაც შეეხება პლანშეტებს, მომხმარებელთა კმაყოფილების რეიტინგი წლის განმავლობაში 78%-დან 76%-მდე შემცირდა. სხვადასხვა ასპექტს შორის მომხმარებლები კმაყოფილნი არიან დიზაინით, გამოყენების სიმარტივით და წინა თაობის პლანშეტების გრაფიკული წარმადობით. რჩება ფუნქციონალურობისა და პროცესორების სიჩქარის გაუმჯობესება, აგრეთვე აქსესუარების ხელმისაწვდომობა. მათ მოეკუთვნება ქეისები, დამტენი მოწყობილობები და გადამყვანები. https://bit.ly/3u0yZAb
  20. კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ დაიქირავა გეიმინგის სფეროს ოთხი წამყვანი სპეციალისტი, რომლებიც კომპანიას დაეხმარებიან მაღალი წარმადობის Arc™ Alchemist გრაფიკული დაფების გამოშვებაში. მათ უნდა ააგონ ერთობლივი მუშაობის სისტემა გეიმინგ დეველოპერებთან, მოახდინონ უკუკავშირის კოორდინირება და მიაღწიონ სამომავლო თამაშების ოპტიმიზაციას Intel-ის ვიდეო დაფებზე. Intel-მა განაცხადა, რომ შტატში ხელმძღვანელების პოზიციებზე აიყვანა ოთხი სპეციალისტი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გეიმინგ დეველოპერებთან კავშირსა და ურთიერთქმედებაზე და სპეციალიზებული პროგრამული ინსტრუმენტების შექმნაზე. ახალი პოზიციები დაიკავეს AMD-სა და EA-ს ყოფილმა გამოცდილმა თანამშრომლებმა. ვიცე-პრეზიდენტისა და გეიმინგ და გრაფიკული დატვირთვების სფეროს გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავა ანდრე ბრემერმა (André Bremer) - ცნობილმა პროფესიონალმა, რომელსაც გეიმინგ ინდუსტრიაში მუშაობის ოც წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია. Intel-ში გადმოსვლამდე ბრემერი მუშაობდა Prime Gaming-ის ინჟინერიის განყოფილების ხელმძღვანელად, მანამდე კი - აღმასრულებელ თანამდებობებზე AWS Game Tech-ში, Zynga-ში, EA-სა და LucasArts-შიც კი. გეიმინგ დეველოპერებისთვის ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების უფროსი დირექტორის პოზიცია დაიკავა მაიკლ ჰეილემანმა (Michael Heilemman), რომელიც ამ დრომდე მუშაობდა ტექნოლოგიების დირექტორად Electronic Arts-ში და კონტენტის მენეჯერად - Sony Computer Entertainment America-ში. მას აგრეთვე დიდი გამოცდილება აქვს გეიმინგ დეველოპმენტში, რადგანაც მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი კომპანიების არანაკლებ სამოცი AAA-კლასის თამაშების შექმნაში, როგორებიცაა Vivendi, Dreamworks Interactive და Malibu Interactive. Intel-ში ჰეილემანს დაეკისრება ამოცანა - მაქსიმალურად შეამსუბუქოს დეველოპერების შრომა Intel Xe-HPG არიქტექტურის გრაფიკული ადაპტერებისთვის განკუთვნილი გეიმინგ პროდუქტების ოპტიმიზაციის საკითხში. AMD-ში 15-წლიანი კარიერის შემდეგ კომპანია Intel-ში გადავიდა რიტჩე კორპუსი (Ritche Corpus) და დაიკავა გეიმინგ ეკოსისტემისა და დეველოპერებთან კომუნიკაციის განვითარების გენერალური დირექტორისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია. უნდა ითქვას, რომ კორპუსს უკვე აქვს Intel-თან ურთიერთობის გამოცდილება - იგი მონაწილეობდა არაკომერციულ ორგანიზაცია PC Gaming Alliance-ის ხელმძღვანელობაში, რომელიც დაკავებული იყო პერსონალური კომპიუტერის, როგორც გეიმინგ პლატფორმის განვითარებაში. ამავე დროს კომპანია AMD-ში იგი ხელმძღვანელობდა გეიმინგ და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებას. და ბოლოს, გეიმინგ დეველოპერებთან კომუნიკაციის უფროსი დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა სტივ ბელი (Steve Bell), რომელიც კორპუსის მსგავსად AMD-დან გადავიდა, სადაც მას ანალოგიურ პოზიციაზე ნამუშევარი აქვს 13 წელი. Intel მრავალი წელია ავითარებს პროცესორში ჩასამონტაჟებელ გრაფიკულ ბირთვებს, თუმცა ამ დრომდე მისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს არ წარმოადგენდა დეველოპერებთან ერთობლივი ქმედება. ამჟამად როგორც ჩანს სიტუაცია იცვლება, კომპანიას სურს მაგალითი აიღოს AMD-სა და NVIDIA-სგან, პირდაპირი კავშირი დაამყაროს გეიმინგ სტუდიებთან და დეველოპერები უზრუნველყოს ყოველმხრივი მხარდაჭერით. ამის გამო აჰყავს ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და ეს არის დიდი ამბიციის მშვენიერი ილუსტრირება. Intel Arc Alchemist გრაფიკული დაფები გაყიდვაში 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ისინი წარმოებული იქნება N6 ტექნოპროცესით (გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი) TSMC-ის მიერ. მიიჩნევა, რომ Alchemist სერიის უფროსი მოდელები კონკურენციას გაუწევენ GeForce RTX 3070 და Radeon RX 6700 XT ვიდეო დაფებს. https://bit.ly/3ksPlOG
      • 1
      • Upvote
  21. Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა უარი თქვა გეგმაზე - გამოეშვა კრიპტოდაგროვებითი ანგარიშები USD Coin-ის (USDC) ბაზაზე ყოველწლიური 4%-ით SEC-ის საჩივრის შემდეგ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კრიპტოინდუსტრიაში ნორმატიული სიცხადის მისაღწევად და ამიტომ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ ეს არ გავაკეთოთ“ - აღნიშნა Coinbase-მა. ბირჟამ პროდუქტი Lend ივნისში დააანონსა. მას უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი გააჩნია ტრადიციული ბანკების შემოთავაზებებთან შედარებით. კომპანიაში განაცხადეს, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე აქტიურად იმუშავეს კომისიასთან პროდუქტის გამოშვებასთან დაკავშირებით. თუმცა სექტემბერში SEC-მა Bitcoin-ბირჟას გაფრთხილება მისცა სასამართლო ძიების შესახებ კრიპტო-შემნახველი ანგარიშების გაშვების შემთხვევაში "ფასიანი ქაღალდების" გამო. Coinbase-ში ხაზი გაუსვეს, რომ კომისიას არ განუმარტავს, რატომ განიხილავს Lend-ს მსგავს სტატუსში. Coinbase-ს მხარი დაუჭირა Ripple-ის ხელმძღვანელმა ბრედ გარლინგჰაუსმა. მისი აზრით მარეგულირებლისგან მიღებული გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმას მისი კომპანიის მსგავს სიტუაციაში აყენებს. შეგახსენებთ, 16 სექტემბერს Coinbase-მა წარადგინა განცხადება ფიუჩერსული შუამავლის რეგისტრაციისათვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაბიჯი Bitcoin-ბირჟას საშუალებას მისცემს მიიღოს CFTC ლიცენზია. https://bit.ly/3CrqwZR
  22. მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Google მუშაობს დასაკეც Pixel სმარტფონზე კოდური დასახელებით Passport, რესურს 9to5Google-მა სამომავლო ვერსია Android 12-ში (Android 12.1) იპოვა დადასტურება, რომ კომპანია ტესტავს დასაკეცი სმარტფონის კიდევ ერთ ვერსიას. ცნობილია, რომ მოწყობილობა მუშავდება კოდური დასახელებით Jumbojack. ჯერჯერობით უცნობია მისი დიზაინი. 9to5Google-ის ინფორმაციით მოწყობილობას ექნება ორი ეკრანი, რომელთაგან ერთი გაითიშება სმარტფონის დაკეცვისას. შესაბამისად, როგორც ჩანს Jumbojack-ის დიზაინი Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის მსგავსი იქნება, რომელშიც ძირითადი დისპლეის პარალელურად ხელმისაწვდომია შედარებით მცირე ზომის გარე ეკრანი. სამწუხაროდ, Jumbojack-ის ეკრანის ზომისა და სხვა მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. არსებობს ვარაუდი, რომ კოდური სახელწოდება Jumbojack შესაძლოა მიანიშნებდეს ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ჩიზბურგერ Jumbo Jack-ზე და გულისხმობდეს, რომ სმარტფონი დაიკეცება ჰამბურგერის სტილში ისევე, როგორც Galaxy Z Flip და არა ჰოთ-დოგის სტილში, როგორც დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Fold. მოკლედ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვარაუდები და დაუზუსტებელი ინფორმაციაა. Passport-ისგან განსხვავებით, რომელიც როგორც ცნობილია მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა, Jumbojack-ის რელიზის შესახებ ცნობილი არაფერია. შესაძლებელია, რომ ეს მხოლოდ შიდა პროტოტიპია, რომელიც შექმნილია დასაკეცი Android-სმარტფონებისთვის ისეთი ფუნქციების შესაქმნელად და შესამოწმებლად, როგორიცაა გაუმჯობესებული მრავალამოცანიანი რეჟიმები. https://bit.ly/3Cydv0m
  23. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Amazon უახლოეს დროში დააანონსებს ახალ Kindle Paperwhite სერიის მოწყობილობებს ელექტრონული წიგნების კითხვისთვის. გაჯეტების შესახებ ინფორმაცია მცირე დროით გამოჩნდა Amazon Canada-ს ვებ-გვერდზე, თუმცა მალევე წაიშალა. Kindle Paperwhite-ის ამჟამინდელი მოდელი / ფოტოების წყარო: Amazon მზადდება მოდელები Kindle Paperwhite და Paperwhite Signature Edition. ორივე მათგანს ექნება მონოქრომული დისპლეი ელექტრონულ ქაღალდზე ზომით 6.8 დუიმი. მითითებულია პიქსელების სიმჭიდროვე 300 PPI. რიდერებში გათვალისწინებულია ფრონტალური განათება, რომელიც დამყარებულია 17 შუქდიოდზე და გააჩნია ფერის ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა. Paperwhite Signature Edition მოდელს ექნება განათების სენსორი, რომელიც ავტომატურად მოახდენს გარე განათების პარამეტრების ოპტიმიზაციას გარემოს პირობებიდან გამომდინარე. მოწყობილობების კორპუსები დაცულია წყლისგან IPX8 სტანდარტის შესაბამისად. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი. Kindle Paperwhite ვერსიის ფლეშ-მეხსიერების მოცულობაა 8 გბ, Kindle Paperwhite მოდიფიკაციისა - 32 გბ. გარდა ამისა, უფროს მოდელში გათვალისწინებულია ბატარეის უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ახალი მოწყობილობების ფასი შეადგენს დაახლოებით 120 და 165 აშშ დოლარს, შესაბამისად. ოფიციალური პრეზენტაცია სავარაუდოდ შედგება მიმდინარე თვის ბოლომდე. https://bit.ly/3tWiCV5
  24. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ (ICE) Coinbase-თან გააფორმა კონტრაქტი, რათა წარმოდგენილ იქნას „ბიზნეს-აპლიკაცია“ და „აპლიკაციების შექმნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა“. ხელმოწერილი გარიგების ღირებულებამ შეადგინა 1.36 მლნ აშშ დოლარი, რაც დაახლოებით ორმოცჯერ აჯემატება სამინისტროსთან გაფორმებულ წინა შეთანხმების საფასურს. გარიგება გახდა Bitcoin-ბირჟის ყველაზე დიდი ფედერალური კონტრაქტი. აგვისტოში ICE-მ Coinbase-ს 29 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისთვის. დოკუმენტის თანახმად კომპანია "ერთადერთი მომწოდებელია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სერვისები გონივრული პირობებით", აცხადებს The Block. ICE არ არის პირველი სამთავრობო სააგენტო, რომელმაც გამოიყენა Coinbase-ის სერვისები. 2020 წელს DEA და IRS დაინტერესდნენ კომპანიის პროდუქტებით. ისინი გეგმავდნენ პროგრამული უზრუნველყოფა Coinbase Analytics-ის გამოყენებას, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Neutrino. Coinbase-მა Neutrino 2019 წელს შეიძინა. შესყიდვის შემდეგ კომპანია კრიტიკის ქვეშ მოექცა - იტალიური სტარტაპის დამფუძნებლები ჩართულნი აღმოჩნდნენ პროექტ Hacking Team-ში, რომელიც ჯაშუშურ პროგრამებს დიქტატორულ რეჟიმებზე ყიდიდა. მოგვიანებით Coinbase-მა კონტრაქტები გააფორმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და IRS-თან. 2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა ანალიტიკურ კომპანია Chainalysis-ს დაავალა Monero-ს ტრანზაქციებზე თვალყურის დევნება. https://bit.ly/3ApQQmD
  25. კომპანია Huawei-მ განაცხადა, რომ HarmonyOS 2.0 ოპერაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ოპერაციული სისტემის ეს ვერსია გამოჩნდა 2 ივნისს და თითქმის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდა 100-ზე მეტი მოწყობილობის მოდელზე (ძირითადად პლანშეტებსა და სმარტფონებზე). გაშვებიდან ერთი კვირის განმავლობაში სისტემა გადმოწერა დაახლოებით ათმა მილიონმა ადამიანმა, ხოლო 12 სექტემბრისთვის მომხმარებელთა რაოდენობამ, რომლებმაც დააინსტალირეს Harmony OS 2.0, შეადგინა 100 მილიონი. დღეისათვის HarmonyOS 2.0-ისთვის განკუთვნილი პროგრამული უზურნველყოფის დეველოპერების რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, რაც ათჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ Huawei-ს ოპერაციული სისტემა სპეციალურადაა შექმნილი სმარტ-მოწყობილობებში დაყენებისთვის. სწორედ ამიტომ აღჭურვილობის ათასზე მეტმა მომწოდებელმა მიიღო მონაწილეობა პარტნიორულ პროგრამა HarmonyOS Connect-ში, რათა შეიქმნას მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი სხვადასხვა მოწყობილობაში გამოყენებისთვის. Huawei-მ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ იგი გააგრძელებს HarmonyOS-ის განვითარებას ახალი ფუნქციებით. პარალელურად მოხდება ღია კოდის მქონე პროექტ OpenHarmony-ს განვითარება, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სფეროს დეველოპერების დასახმარებლად უნიკალური ოპერაციული სისტემების შექმნაში. https://bit.ly/3koGnlz
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.