Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. შაბათს, 11 დეკემბერს, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ამერიკულ აეროკოსმოსურ კომპანია Blue Origin-ის მორიგი ტურისტული სუბორბიტული ფრენა შედგა. ეს იყო Blue Origin-ის მეექვსე რეისი 2021 წელს, ჯამში კი მიმდინარე წელს კომპანიამ კოსმოსში 14 ადამიანი გაგზავნა. ფოტოს წყარო: Blue Origin კოსმოსური ხომალი New Shepard „RSS First Step“ აფრინდა დასავლეთ ტეხასში არსებული Blue Origin-ის პლატფორმიდან. 100 კმ სიმაღლის მიღწევის შემდეგ კაფსულა მგზავრებით წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე და საპარაშუტე სისტემის მეშვეობით განახორციელა მსუბუქი დაშვება აფრენის ადგილთან ახლოს. მთლიანი ფრენა გაგრძელდა დაახლოებით 11 წუთი, ეკიპაჟი კი უწონადობის მდგომარეობაში დაახლოებით სამი წუთი იმყოფებოდა. მისიის სახელწოდებაა NS-19 და მის ფარგლებში პირველად სუბორბიტალურ ხომალდ New Shepard-ის ბორტზე იმყოფებოდა ერთად ექვსი მგზავრი, მათ შორის იყო ორი საპატიო სტუმარი - ტელეწამყვანი და ვარსკვლავი Michael Strahan, აგრეთვე Laura Shepard Churchley - Alan Shepard-ის უფროსი ქალიშვილი. Alan Shepard პირველი ამერიკელია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა სახელი ხომალდს. ოთხმა კოსმოსურმა ტურისტმა ფრენის საფასური გადაიხადა. ესენი არიან ბიზნესმენი და ფილანთროპი Dylan Taylor, ინვესტორი Evan Dick, აგრეთვე ვენჩურული კაპიტალისტი Lane Bess და მისი ვაჟი Cameron Bess. https://tinyurl.com/tnuhy4ew
  2. 2022 წელს აშშ ელის კრიპტოვალუტების მასიურ მიღებას სათანადო რეგულირებით და შემდგომში ხარული ბაზრით. ეს მოსაზრება Bloomberg-ის სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა ახალ ანგარიშში გამოთქვა. მისი თქმით, 2021 წელს კრიპტოვალუტების ზრდა დაკავშირებული იყო განვითარებული ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკასთან, რომლებიც ცდილობდნენ შერბილებულიყო ეკონომიკური კრიზისი პანდემიის ფონზე. მაკგლოუნი დარწმუნებულია, რომ 2022 წელს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა აამოქმედებს საგანგებო სტიმულირების პროგრამას ინფლაციისა და შრომის ბაზრის ზრდის ფონზე. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება Bitcoin-ისა და Ethereum-ის ზრდას შეუწყობს ხელს. მაკგლოუნმა სექტემბერში განაცხადა, რომ დოლართან დაკავშირებული Stablecoin-ებით განხორციელებული ტრანზაქციების ზრდა ამერიკულ ვალუტას ღირებულებას შემატებს. იმავე თვეში მის მიერ გამოხატული პროგნოზის თანახმად მოსალოდნელია Bitcoin-ის ზრდა 100 ათას აშშ დოლარამდე და მის გლობალურ სარეზერვო აქტივად ქცევა. https://tinyurl.com/2p8fda69
  3. YouTube-არხმა, სახელწოდებით Moore's Law is Dead, გამოაქვეყნა ვიდეომიმოხილვა ვიდეო დაფების სამომავლო ხაზ Intel Arc-ის შესახებ. მათ შესახებ გარკვეული ცნობები ამ დრომდეც იყო გავრცელებული, ამჯერად კი შეგვიძლია DG2 პროცესორების ფოტოებს გავეცნოთ. მათ შორისაა SOC1 (512-მდე ბლოკით) და SOC2 (128-მდე). უახლესი ინფორმაციისა და სხვა გრაფიკული პროცესორების შესახებ ცნობების არარსებობიდან გამომდინარე, ეს ორი მათგანი იქნება Intel-ის ძირითადი ჩიპები. ადრე საუბარი მიმდინარეობდა სამ პროცესორზე, მაგრამ ამჯერად DG2-384EU მოდელის შესახებ ცნობები არ არსებობს. ფოტოებზე ვხედავთ რამდენად დიდია SOC1 SOC2-თან შედარებით. სავარაუდოდ, ეს არის პროცესორების ადრეული ნიმუშები, რომლებიც მიეწოდება შერჩეულ პარტნიორებს. ამ ნიმუშებზე დაყრდნობით კომპანიები ამზადებენ დისკრეტულ გრაფიკულ დაფებს ან ლეპტოპებს. თუმცა წარმადობა შესაძლოა არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც სხვადასხვა საბოლოო ვარიანტში. ვიდეო დაფების გამოჩენის თარიღები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ცნობილი. Intel-მა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ეს მოხდება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ზუსტი დრო არ არის მოხსენებული. ასევე უცნობია, იქნება ეს მობილური ვიდეო დაფები თუ პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ვერსიები. სავარაუდოდ, DG2 ჩიპების სამრეწველო წარმოება ჯერ არ დაწყებულა და წინასწარი ვერსიები პარტნიორებს იანვრამდე არ მიეწოდება. ჯამში გამორიცხული არ არის, რომ დისკრეტული დესკტოპ ვიდეო დაფები მობილურ ვერსიებზე ადრე გამოვიდეს. Alder Lake-P პროცესორებზე აგებული მომავალი თაობის ლეპტოპები დაანონსდება იანვრის დასაწყისში გამოფენა CES-ზე. თუკი მათ შემადგენლობაში Intel-ის ვიდეო დაფები შევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი გაყიდვა მეორე კვარტალზე ადრე დაიწყოს. დისკრეტულ ვიდეო დაფებს არ გააჩნია ასეთი შეზღუდვები და მათი მიწოდება ანონსის შემდეგ შესაძლებელია. https://tinyurl.com/ucfmhrwj
  4. კომპანია Gigabyte-მა წარადგინა კომპაქტური ნეტტოპების ახალი სერია BRIX Extreme. ამ მინი პერსონალურ კომპიუტერებს საფუძვლად უდევს ჰიბრიდული პროცესორები AMD Ryzen 5000U. ფოტოს წყარო: Gigabyte BRIX Extreme-ში შემოთავაზებული იქნება პროცესორის სამი მოდელი: ოთხბირთვიანი Ryzen 3 5300U, ექვსბირთვიანი Ryzen 5 5500U და რვაბირთვიანი Ryzen 7 5700U. მითითებული ჩიპების TDP-ის ნომინალური დონე 15 ვატს შეადგენს. სამივე მათგანი Zen 2 არქიტექტურაზეა დამყარებული. ნეტტოპი Gigabyte BRIX Extreme არის პირველი სისტემა, რომელშიც გამოიყენება ახალი ქსელის მოდული AMD RZ608, რომელიც უზრუნველყოფს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო სტანდარტების მხარდაჭერას. AMD მისი წარმოებით კომპანია MediaTek-თან ერთად არის დაკავებული. კომპაქტური კომპიუტერის აღჭურვილობაში შედის შვიდი კონექტორი USB 3.2, ერთი 2.5-გიგაბიტური ქსელის LAN პორტი, M.2 PCIe 3.0 კონექტორი NVMe SSD-სთვის, ორი HDMI 2.0a, ერთი mini-DisplayPort 1.4, აგრეთვე ერთი USB Type-C პორტი DisplayPort 1.4 ინტერფეისის მხარდაჭერით. სისტემა წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად: ერთი - კომპაქტური კორპუსით და მეორე - შედარებით დიდი ზომის ვერსია. მეორე მათგანის შემთხვევაში ხელმისაწვდომია სივრცე 2.5-დუიმიანი სანახი სივრცისთვის, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს Gigabyte-ის მიერ შემოთავაზებული გაფართოების დაფები. ერთ-ერთი მათგანით დაემატება ორი დამატებითი სლოტი M.2 SSD-სთვის (SATA და PCIe 3.0 x1), მეორეთი - დამატებითი სლოტი M.2 SSD, აგრეთვე ორი დამატებითი RJ-45 კონექტორი (Ethernet და RS-232). ნეტტოპ Gigabyte BRIX-ის ნაკრებში აგრეთვე შედის 135 ვატი სიმძლავრის გარე კვების ბლოკი. მწარმოებელს არ გამოუცხადების ახალი პროდუქტის ფასები, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე არსებულ მსგავს შეთავაზებებთან. ნეტტოპის გაყიდვა სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. https://tinyurl.com/3s6rsew7
  5. საპილოტე ტესტირების ფარგლებში WhatsApp აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლების „შეზღუდულ წრეს“ საშუალებას მისცემს განახორციელონ კრიპტო გადახდები მესინჯერის მეშვეობით. აპლიკაციაში მოხდა ციფრულ საფულე Novi-ს ინტეგრირება, რომელიც კორპორაცია Meta-ს ეკუთვნის. „არსებობს ახალი გზა ციფრული საფულე Novi-ს საცდელად. დღეიდან აშშ-ის მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობას შეეძლება ფულის გაგზავნა და მიღება Novi-ის გამოყენებით WhatsApp-ის საშუალებით. ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ფულის გაგზავნა ახლა ისეთივე მარტივია, როგორც შეტყობინებების გაგზავნა“, - წერს სტეფან კასრიელი, Meta-ს გადახდების განყოფილების მომავალი ხელმძღვანელი. Novi-ს ვებ-გვერდის მიხედვით ინტეგრაცია გულისხმობს მესინჯერში Pax Dollar (USDP) Stablecoin-ებით საკომისიოს გარეშე ტრანზაქციებს. კომპანიას არ დაუწესებია შეზღუდვები გადახდების სიხშირეზე ან მათ მოცულობაზე. საბანკო ბარათზე თანხის გადატანის საკომისიოც არ მოითხოვება. მიმდინარე წლის აგვისტოში Novi-ს განყოფილების ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა დევიდ მარკუსმა გამოაცხადა ციფრული საფულის გასაშვებად მზადყოფნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ბირჟა Coinbase იმოქმედებს, როგორც მეურვე პარტნიორი საპილოტე ტესტირებაში. ოქტომბერში ამერიკელი სენატორების ჯგუფმა მოუწოდა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა Novi-ის საპილოტე პროექტი და აეღო ვალდებულება - არ გაეტანა stablecoin Diem ბაზარზე. დეკემბრის დასაწყისში მარკუსმა განაცხადა, რომ კომპანიას წლის ბოლომდე დატოვებს. მის ადგილს დაიკავებს კასრიელი, რომელიც ადრე Upwork-ს ხელმძღვანელობდა. https://tinyurl.com/5n6hb8wu
  6. კომპანია SpaceX-ის რაკეტა წარმატებით აფრინდა ფლორიდაში არსებულ კენედის სახელობის კოსმოსური მოედნიდან მისია NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer-ის (IXPE) ფარგლებში - აცხადებს CNN. რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა SpaceX-მაც Twitter-ზე. მისია NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer (IXPE) - პირველი თანამგზავრი, რომელიც განკუთვნილია რენტგენული გამოსხივების პოლარიზაციის გასაზომად სხვადასხვა კოსმოსური ობიექტებიდან, როგორებიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. წყარო: NASA მისია ერთობლივად შეიმუშავეს NASA-მ და იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ. IXPE შეუერთდება უამრავ სხვა კოსმოსურ ხომალდს, როგორიცაა NASA-ს რენტგენის ობსერვატორია "Chandra", რომელიც 1999 წელს შატლ „კოლუმბიაზე“ გაუშვეს. IXPE ბორტზე ატარებს სამ ტელესკოპს, რომლებიც ორიენტირებულია კოსმოსური სხივების პოლარიზაციის შესწავლაზე. რაკეტა SpaceX Falcon 9-ს გაშვება ბორტზე NASA Imaging X-ray Polarimetry Explorer-ით (IXPE). კომპლექსი 39A, 2021 წლის 9 დეკემბერი, კენედის კოსმოსური ცენტრი. წყარო: NASA    რენტგენის სხივები კოსმოსში წარმოიქმნება მრავალი სხვადასხვა წყაროდან, როგორებიცაა ობიექტების შეჯახება, მაგნიტური ველები, მაღალი ტემპერატურა ან აფეთქებები. ამ სხივებს უნიკალური სიგნალები აქვთ, რომლებიც ხელს უწყობენ მათი წარმოშობის დადგენას. დედამიწის ატმოსფერო ხელს უშლის მათ პლანეტის ზედაპირთან მიახლოებაში. ამიტომ მეცნიერები კოსმოსში აგზავნიან რენტგენის ტელესკოპებს ჩვენი სამყაროს ბუნებისა და მასში არსებული ობიექტების წარმოშობის უკეთ გასაგებად. ახლო წარსულში რენტგენის ტელესკოპები გამოიყენებოდა ციური სხეულების სიკაშკაშისა და ფერის სპექტრის გასაზომად. თუმცა, ამ სხეულების მიერ გამოსხივებული სხივების პოლარიზაციის შესწავლით მეცნიერებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაიარა ამ სხივებმა თავიანთ გზაზე, იტყობინება CNN. მაღალი მგრძნობელობის პოლარიზაციის დეტექტორები დამზადდა იტალიაში და შექმნილია ტელესკოპებთან მუშაობისთვის ისეთი ციური სხეულების გამოსახულების მისაღებად, როგორიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. ასეთი სურათებიდან მიღებული პოლარიზაციის მონაცემების გამოყენებით მეცნიერები შეძლებენ უკეთ გაიგონ კოსმოსური ობიექტების არსი, მათი გარემო, თუ როგორ წარმოქმნიან ისინი რენტგენის სხივებს. IXPE მეცნიერებს ხელს შეუწყობს მიიღონ მეტი ინფორმაცია კოსმოსური სივრცეების შესახებ, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით, მათ შორის, რატომ ბრუნავენ შავი ხვრელები ან შთანთქავენ კოსმოსურ მატერიას, წერს პორტალი Engadget. გაშვებას დაახლოებით ერთი წუთი დასჭირდა და NASA-მ დაადასტურა, რომ IXPE წარმატებით გამოეყო SpaceX-ის რაკეტას. რაკეტა Falcon 9-ს პირველი შემადგენელი ნაწილი დაბრუნდა ატმოსფეროში და დაეშვა უპილოტო ავტონომიურ დასაშვებ პლატფორმა Just Read The Instructions-ზე, ფლორიდის სანაპიროზე - დაწერა SpaceX-მა Twitter-ზე. https://tinyurl.com/2p8ujbyr
  7. ტესტირების დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ Meta-მ წვდომა გახსნა სოციალურ VR-პლატფორმა Horizon Worlds-ზე. ხუთშაბათიდან აშშ-ის და კანადის მაცხოვრებლებს 18 წლის ზემოთ შეუძლიათ წვდომა მიიღონ VR-ჰედსეტ Quest-ისთვის განკუთვნილ აპლიკაცია Horizon Worlds-ზე უფასოდ და მოწვევის გარეშე. ფოტოს წყარო: Meta Horizon Worlds არის Meta-ს პირველი მცდელობა - გამოუშვას რაღაც მსგავსი, რაც აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგის მეტასამყაროს ხედვას ჰგავს. პლატფორმა, რომელიც წვდომისთვის Facebook-ის ანგარიშს მოითხოვს, ვირტუალურ სივრცეში ერთდროულად 20 ადამიანთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. Horizon Worlds, რომლის დახურული ტესტირება 2019 წლის სექტემბერში დაიწყო, Minecraft-ის მსგავსი თამაშების შექმნის სფეროდან სოციალურ პლატფორმად გარდაიქმნა. ათასობით ბეტა-ტესტერი რეგულარულად ატარებს პლატფორმაზე კომედიურ შოუებს, კინოჩვენებებსა და მედიტაციის სეანსებს. ისინი ასევე აგებენ რთულ ობიექტებს, როგორიცაა ავტომობილ Ecto-1-ის რეპლიკა ფილმიდან Ghostbusters. ახლა Horizon Worlds, რომელიც უკვე ამაყობს ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურით, კარს უხსნის მომხმარებელთა ფართო სპექტრს. Horizon Worlds-ის საკვანძო ნაწილია საბაზისო კოდის დაწერის შესაძლებლობა, რომელიც აწესებს ობიექტების მუშაობის წესებს, როგორებიცაა პისტოლეტიდან გასროლა სასხლეტზე დაჭერისას ან ბურთის ახტომა რაიმე ზედაპირზე მოხვედრისას. კოდი, რომელსაც Meta სცენარის ბლოკებს უწოდებს, გრაფიკულ რედაქტორებში ფენების ანალოგიურად მუშაობს და რამდენიმე წესის გაერთიანების საშუალებას იძლევა რთული ურთიერთქმედების შექმნის მიზნით. ამ დრომდე Meta სცენარის ბლოკებს ბეტა ტესტერების მოთხოვნით ქმნიდა, საბოლოოდ კი კომპანია მათგან უფასო ბიბლიოთეკის ფორმირებას გეგმავს. ამჟამად სცენარის ბლოკების კოდირება მთლიანად VR-ში ხდება, მაგრამ საბოლოოდ Meta გეგმავს დაუშვას მათი ცალკე შექმნა კომპიუტერზე. ცნობილია, რომ ამჟამად პლატფორმაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები არსებობს. მიმდინარე თვის დასაწყისში Horizon Worlds-ის ერთ-ერთმა ტესტერმა განაცხადა პლატფორმაზე სექსუალური შევიწროების შესახებ და აღნიშნა, რომ ძნელია თავის დაცვა არასასურველი ურთიერთქმედებისგან ასეთ ღია პლატფორმაზე. თუმცა, Meta აცხადებს, რომ სერვისი უზრუნველყოფს სპეციალურ ინსტრუმენტებს პლატფორმაზე შეუსაბამო ქცევის დასაბლოკად, რომლის გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია. ამასთან, პლატფორმაზე წვდომა არასრულწლოვანთათვის ჯერ კიდევ დახურულია. Horizon Worlds-ის უნიკალური ასპექტია ადამიანი-გიდები, რომლებიც მიესალმებიან მომხმარებლებს სერვისის გაშვებისას და მიჰყავთ ისინი სხვადასხვა სამყაროში. Meta ამ როლს ანდობს გამოცდილ მომხმარებლებს, რომლებიც სპეციალურად არიან განსწავლული Horizon Worlds-ში ნავიგაციისთვის და სერვისზე ქცევის წესებში. Horizon Worlds-ს ამჟამად არ აქვს ფულის გამომუშავების საშუალება, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება მისი დაკავშირება Horizon Venues-თან, დამოუკიდებელ VR აპლიკაციასთან დიდი ღონისძიებებისთვის და Horizon Workrooms-თან, VR თანამშრომლობის პროგრამულ უზრუნველყოფასთან. Meta იმედოვნებს, რომ სანამ მონეტიზაცია დაემატება, მომხმარებლებს პლატფორმა მოიზიდავს მეტასამყაროს მშენებლობის შესაძლებლობის ასპექტით. https://tinyurl.com/yd2kpb3b
  8. კომპანია Digital Currency Group-ის კუთვნილმა მაინინგ-პულ Foundry-მ დააანონსა სავაჭრო პლატფორმა FoundryX-ის ამოქმედება, რომელიც განკუთვნილი იქნება Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვისთვის. FoundryX იმოქმედებს, როგორც შუამავალი და მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან დააკავშირებს. პრეს-რელიზის თანახმად სავაჭრო პლატფორმამ შეძლო ორასზე მეტი მომხმარებლის მოზიდვა, რომელთა შორისაა საოჯახო ოფისები, მაინინგ და ენერგეტიკული კომპანიები. Foundry-ის ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა Jeff Burkey-მ The Block-თან ისაუბრა, რომ გეგმაშია არა მხოლოდ ახალი, არამედ მეორადი აღჭურვილობის გაყიდვა. შეკვეთის მინიმალური მოცულობა 50 ერთეულია. სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლები აგრეთვე უზრუნველყოფილნი იქნებიან კორპორატიული დონის დამატებითი სერვისებით, რომელთა შორისაა მიწოდება, ლოჯისტიკა და ბიზნეს-ანალიტიკა. მიმდინარე წელს Foundry-მ გამოიმუშავა 125 მლნ აშშ დოლარზე მეტი აშშ-ის, კანადისა და ნორვეგიის მაცხოვრებელი მომხმარებლების მომსახურების შედეგად. მათ შორისაა Bit Digital, BitDeer, Bitfarms, CleanSpark, Core Scientific, Compute North, Greenidge, HIVE, Hut 8 და სხვები. 2021 წლის ნოემბერში Foundry გახდა ლიდერი ჰეშრეითში. ამ დროისთვის მისი წილი Bitcoin-ის ქსელის მთლიან გამოთვლით სიმძლავრეში 21%-ს აჭარბებდა. https://tinyurl.com/2p8r8mbc
  9. ცნობილი გახდა გარკვეული ინფორმაცია GeForce RTX 30 სერიის ფლაგმან GeForce RTX 3090 Ti დაფის შესახებ. ვიდეო დაფის გამოშვების დოკუმენტი იმდენად ახალია, რომ მასში ანონსის თარიღიც არ არის მითითებული. როგორც ცნობილია, კომპანია NVIDIA წინასწარ აცნობებს თავის პარტნიორებს საკუთარ პროდუქციაზე ამა თუ იმ სახის აკრძალვების მოხსნის ვადების შესახებ. ხსენებული დოკუმენტი მოიცავს ყველა თარიღს, რაც მზადებაში არსებულ პროდუქტს უკავშირდება, მასში აგრეთვე შედის განცხადება დაფის შესახებ, ნიმუშების მიმოხილვა, გაყიდვაში გამოსვლის თარიღები. RTX 3090 Ti მოდელის პირველ ოფიციალურ დოკუმენტში მოცემულია გაყიდვის დაწყების თარიღი - 27 იანვარი. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 17 დეკემბერს NVIDIA დააანონსებს 16 გბ მოცულობის მქონე ვიდეო დაფა RTX 3070 Ti-ს. ეს დაფა 11 იანვარს გამოვა. არაოფიციალური ცნობების თანახმად ვიდეო დაფას ექნება იმდენივე CUDA ბირთვი, რამდენიც აქვს ორიგინალ 8 გბ მოცულობის მქონე მოდელს, ასევე ექნება ანალოგიური ტაქტის სიხშირეები. შესაბამისად, ახალი დაფა დამყარებული იქნება 6144 CUDA ბირთვის მქონე სრულფასოვან გრაფიკულ პროცესორ GA104-ზე (GA104-401). RTX 3070 მოდელთან შედარებით წარმადობის დიდი მატება მოსალოდნელი არ არის. 27 იანვრისთვის ასევე დაგეგმილია Nvidia Ampere სერიის უმცროს წარმომადგენელ RTX 3050 დაფის დებიუტი. https://tinyurl.com/5ekcmtpc
  10. ნავთობისა და გაზის გადამზიდი ტანკერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ისინი შესაძლოა მალე შეიცვალოს უფრო უჩვეულო გემებით. იაპონურ სტარტაპ PowerX-მა შეიმუშავა Power ARK ტრიმარანი ( სატვირთო გემი; შედგება სამი კორპუსისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო გემბანით ), რომელსაც შეუძლია განახლებადი ენერგიის მიწოდება ზღვაში განლაგებული ქარის ტურბინებიდან მიწამდე, რაც ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ამ ტიპის ელექტროსადგურებს. წყარო: PowerX PowerX-ის მთავარი მიზანია სანაპიროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლის წყალობით ქარის ტურბინებიდან ენერგიის მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხდება. ამ დროისთვის ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც მოსახლეობას განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფენ, შეზღუდულია სამონტაჟო ადგილების კუთხით, რადგან ტურბინების ფუძე მიმაგრებული უნდა იყოს ზღვის ფსკერზე. მაგალითად, General Electric-ის მიერ შექმნილი, მსოფლიოში უძლიერესი ზღვის ქარის ტურბინა Haliade-X შესაძლებელია დამონტაჟდეს არაუმეტეს 60 მეტრ სიღრმეზე. ამის გამო დაიწყეს ახალი გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობა, როგორიცაა შოტლანდიის სანაპიროზე არსებული მცურავი ენერგოფერმა Hywind. PowerX ალტერნატივებზე მუშაობს. ვინაიდან იაპონიას საკმაოდ ღრმა სანაპირო წყლები აქვს, ხმელეთზე სადენების გაყვანის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. ამის ნაცვლად PowerX აპირებს ენერგიის მიწოდებას უშუალოდ წყლის მეშვეობით. კომპანიის მიერ აგებული „ტანკერები“ დიდი მოცულობის ბატარეებით შეივსება. პირველი მოდელი Power ARK 100 - ეს არის 100-მეტრიანი ტრიმარანი ელექტრო ძრავით და 300 კმ გავლის მარაგით, სარეზერვოდ კი ბიოდიზელი გააჩნია. დამატებითი ძრავის გამოყენება საშუალებას იძლევა დაიფაროს დიდი დისტანცია, თუნდაც კონტინენტიდან კონტინენტამდე. ხომალდს შეუძლია ბორტზე ატაროს საწარმოო კლასის 100 დიდი ბატარეა ჯამური მოცულობით 220 მეგავატი/სთ. PowerX-ის მონაცემებით ეს ენერგია საკმარისია დღე-ღამის განმავლობაში 22 ათასი იაპონური სახლის კვებისთვის. პირველი პროტოტიპის შესაქმნელად კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება იაპონიის უმსხვილეს გემთმშენებელ ჰოლდინგ Imabari-თან. მშენებლობა სავარაუდოდ 2025 წელს დასრულდება. ასევე ცნობილია, რომ Imabari პროექტში დაახლოებით 8.86 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამომავლო გეგმებშია უფრო დიდი ვარიანტების მშენებლობა, რომელთა შორის იქნება 150-მეტრიანი Power ARK 1000 და 220-მეტრიანი Power ARK 3000. წყარო: PowerX ბატარეების წარმოებას კომპანია საკუთარი ძალებით აპირებს - შესაბამისი ქარხანა იაპონიაშივე აშენდება. ქარხანა Project:MAX ბატარეებს გამოუშვებს საკუთარი PowerX გემებისთვის, გარდა ამისა, ანალოგიური გადაწყვეტილების გამოყენა შესაძლებელი იქნება ელექტროსტრანსპორტსა და ენერგოსაცავებში. გეგმის თანახმად ქარხნის წარმადობა 2024 წლისთვის იქნება 1 გიგავატი/სთ, 2028 წლიდან კი გამოუშვებს 5 გვტ/სთ მოცულობის ბატარეებს ყოველწლიურად. https://tinyurl.com/bdh97z3c
  11. ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყოველი მეათე მაცხოვრებელი მზადაა საახალწლოდ ახლობლებს აჩუქოს კრიპტოვალუტები, ხოლო ყოველი მეოთხე მზად არის შეიძინოს ისინი ახალ 2022 წელს. ასეთი შედეგები მიიღეს ლენდინგ პლატფორმა BlockFi-ს სპეციალისტებმა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 18-დან 65 წლამდე ასაკის 1262-მა მოქალაქემ. 9-25 წლის რესპონდენტებს შორის (თაობა Z) ციფრული აქტივების პოპულარობის პროცენტი პასუხებში ორჯერ მეტი იყო, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი შერჩევისთვის. რესპონდენტებმა უპირატესობა Bitcoin-ს, Dogecoin-სა და Ethereum-ს მიანიჭეს. მხოლოდ 2%-მა გამოთქვა ინტერესი NFT-ების მიღების მიმართ, თუმცა 15% გეგმავს მსგავსი ტოკენების შეძენას 2022 წელს. გამოკითხულთა მესამედმა სადღესასწაულო სუფრაზე კრიპტოვალუტების განხილვა უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია, ვიდრე პოლიტიკის. მამაკაცებს შორის მათი წილი, ვინც ციფრულ აქტივებს ამჯობინებდა, ვიდრე სასაჩუქრე ბარათებს, სამჯერ მეტი იყო ქალებთან შედარებით. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ რესპონდენტების მეოთხედზე ნაკლებს სრული წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, როგორ აჩუქონ კრიპტოვალუტა ტექნიკურად. Grayscale Investments-ის ანგარიშის მიხედვით ამერიკელი ინვესტორების 26%-მა უკვე ჩადო Bitcoin-ში ინვესტიცია, ხოლო ნახევარზე მეტი გახდა მისი მფლობელი გასული წლის განმავლობაში. Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით 2015 წლიდან მოყოლებული, ამერიკელი მოზარდების რიცხვი, რომლებიც იცნობენ პირველ კრიპტოვალუტას, 48%-დან 86%-მდე გაიზარდა. https://tinyurl.com/2p96acj2
  12. სუპერკომპიუტერ LUMI-ზე მომუშავე ინჟინრის ინფორმაციის თანახმად AMD-მ გახმაურების გარეშე დაიწყო მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის (HPC) განკუთვნილი დაფა Instinct MI210-ის მიწოდება. ამაჩქარებლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სერვერების, ასევე სამუშაო სადგურების შემადგენლობაში და იგი კონკურენციას გაუწევს Nvidia A100-ს. თუმცა, AMD-ს ჯერ არ აქვს ოფიციალურად გამოცხადებული დაფის მახასიათებლები. შეტყობინებიდან ცნობილი ხდება, რომ AMD-მ უკვე დაიწყო Instinct MI210 დაფის მიმწოდება მომხმარებლებისთვის, რომელთა შორისაა ფინეთის მეცნიერებათა IT ცენტრი CSC, სადაც იწყობა სუპერკომპიუტერი LUMI 0,55 ExaFLOPS. როგორც ჩანს, MI210 დაფა დაანონსდა რომელიმე ღონისძიებაზე, ამიტომ მისი ოფიციალური მახასიათებლები მალე გახდება ცნობილი. ცნობილია, რომ Instinct MI210-ს ბევრი საერთო არაფერი აქვს Instinct MI250X-თან, რომელიც მოიცავს ორ GCD-ს. დაფას აქვს პროცესორი 104 გამომთვლელი ბლოკით, რაც 6656 ნაკადურ პროცესორს შეესაბამება, ასევე აქვს 64 გბ მოცულობის HBM2e მეხსიერება. პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინებით მასში გამოყენებულია მხოლოდ ერთი GCD და, შესაბამისად, არ არის განკუთვნილი წარმადობის მაქსიმალური შესაძლებლობების მიღწევისთვის. მიუხედავად ამისა, 64 გბ მეხსიერებისა და CDNA 2 არქიტექტურის წყალობით Instinct MI210 ნამდვილად შეძლებს წარმადობისა და შესაძლებლობების შესანიშნავ კომბინაციას AMD-ის Instinct MI100 ან Nvidia A100 დაფებთან შედარებით. თავის მხრივ ფლაგმანური ამაჩქარებელი Instinct MI250X 128 გბ HBM2e მეხსიერებით აღჭურვილია 14080 ნაკადური პროცესორით და გააჩნია 47,9 TFLOPS FP64 წარმადობა, წარმოდგენილია OAM ფორმ-ფაქტორით და მოიხმარს 550 ვატამდე ენერგიას. ამ დროისთვის რთულია ითქვას, რამდენად სწრაფია AMD Instinct MI210. საინტერესო იქნება, როგორ გაუწევს კონკურენციას იგი Nvidia A100-ს. https://tinyurl.com/yacehte6
  13. მიმდინარე წლის აპრილში TCL-მა წარადგინა სმარტფონ Fold ’n Roll-ის კონცეპტი, რომლის დისპლეი შესაძლებელია დაიკეცოს და დაიხვეს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სამი სხვადასხვა ფორმ-ფაქტორი მოწყობილობის გამოყენებისას. აპრილში წარმოდგენილი იყო მხოლოდ რენდერები, ამჯერად კი TCL-მა წარადგინა პროდუქტის მუშა პროტოტიპი. ფოტოს წყარო: TCL ინტერნეტში გამოჩნდა გამოფენა DTC 2021-ზე გადაღებული ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია სრულიად მუშა პროტოტიპი Fold ’n Roll. მოკლე ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ აპარატული შემადგენლობა უკვე მზადაა, თუმცა ინტერფეისზე კიდევ საჭიროა მუშაობა. ტრანსფორმაციის ფართო შესაძლებლობები Fold ’n Roll სმარტფონს საშუალებას აძლევს მასში გაერთიანდეს ერთდროულად სამი მოწყობილობა: 6.87-დუიმიანი სმარტფონი, 8.85-დუიმიანი კომპაქტური პლანშეტი და სრული ზომის 10-დუიმიანი პლანშეტი. TCL Fold and Slide 10" - ვიდეო: https://tinyurl.com/22m42bbn სამწუხაროდ, TCL-მა განაცხადა, რომ ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა გამიზნულია მისი შვილობილი კომპანია CSOT-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის, რომელიც სპეციალიზებულია დისპლეების შემუშავებასა და წარმოებაზე. მსგავსი კონსტრუქციის სერიული სმარტფონის წარმოებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. https://tinyurl.com/4a5hr2z2
  14. უცნობმა ტრეიდინგ-კომპანიამ 4 დეკემბერს Bitcoin-ში პოზიციები 500 მლნ აშშ დოლარით შეამცირდა, რამაც დერივატივების ბაზარზე გამოიწვია 1.3 მლრდ აშშ დოლარიანი აგრესიული ლიკვიდაცია 42.000-დან 51.000 აშშ დოლარის დიაპაზონში, წერს The Block. გამომცმელობის ინფორმაციით, ღია ინტერესის მოცულობა ერთ საათზე ნაკლებ დროში 21.6 მლრდ-დან 16.7 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. წყარო: The Block. Coinglass. „ყველას კარგი წელი ჰქონდა. ისინი, ვინც ტრადიციული ფინანსებიდან მოვიდნენ, მიჰყვებიან მაკროეკონომიკურ ფონს, რომელიც უკვე არასტაბილურად გამოიყურება“ - განაცხადა Bitcoin-ბირჟა FalconX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აია კანტოროვიჩმა. ტოპ-მენეჯერის აზრით მომხმარებლის ინტერესი გრძელვადიან ჰორიზონტზე ფოკუსირებული რჩება. 4 დეკემბერს Bitcoin-ის ფასი ზემოთხსენებულ მომენტში 42 ათას აშშ დოლარამდე დაეცა. პირველი კრიპტოვალუტის შემდეგ კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ტოპ 10-დან თითქმის ყველა ციფრული აქტივი წითელ ზონაში აღმოჩნდა. CoinGecko-ს თანახმად სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 48 540 აშშ დოლარად იყიდებოდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.8%-ით შემცირდა, კვირის განმავლობაში - 15%-ით. BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView მილიარდერ ინვესტორ ლუი ნაველიეს აზრით დასაშვებია Bitcoin-ის ფასის ვარდნა 10 ათას აშშ დოლარამდე. მისი თქმით, პირველი კრიპტოვალულტის გრაფიკზე ძლიერდება „ორმაგი მწვერვალის“ ფორმირების სიგნალი, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია მოხდეს ფედერალური რეზერვების სისტემის პოლიტიკის ნორმალიზების შედეგად. https://tinyurl.com/2npemexp
  15. VideoCardz-ის ხელში მოხვდა სამომავლო კომპიუტერ AMD 4800S Desktop Kit-ის ფოტოები, რომლის შემადგენლობაში შედის უცნობი პროცესორი AMD 4800S. ამ მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლოა ეს სისტემა აგებული იყოს AMD-ის მორიგ ჰიბრიდულ პროცესორზე, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო გეიმინგ-კონსოლის შემადგენლობაში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz ფოტოს წყაროს პრაქტიკულად არაფერი უცნობებია ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის პროცესორში Zen 2 არქიტექტურაა გამოყენებული. ამჟამად უცნობია, არის თუ არა AMD 4800S უკვე ცნობილ ჩიპ AMD 4700S-ის ვარიანტი, თუმცა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებით, თუ საუბარი ეხება სრულიად სხვა პროცესორს. შეგახსენებთ, რომ ჰიბრიდული AMD 4700S, რომელიც OEM-დეველოპერების მეშვეობით გავრცელდა, გეიმინგ კონსოლ PlayStation 5-ის პროცესორის დესკტოპ ვერსიას წარმოადგენს. შესაძლოა AMD 4800S იყოს ერთ-ერთი Xbox Series კონსოლის APU-ის დესკტოპ ვერსია. თუმცა ამჟამად ამის მტკიცება შეუძლებელია. თუკი მითითებული მახასიათებლები სწორია, AMD 4700S და 4800S ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ბოლო მათგანს აქვს PCI-Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა და 4800S Desktop Kit-ის დედა დაფა აღჭურვილია ამგვარი კონექტორით. 4700S მუშაობს მხოლოდ PCIe 2.0 ინტერფეისზე. გარდა ამისა, უმცროსი ვერსია თავსებადია მხოლოდ საბაზისო დონის ვიდეო დაფებთან (მაგალითად, Radeon RX 550-თან), ხოლო 4800S მოდელთან მიმართებაში მხარდაჭერილია უფრო მაღალი წარმადობის ამაჩქარებლები. მაგალითად, 4800S Desktop Kit-ის საბაზისო კომპლექტში შედის ვიდეო დაფა Radeon RX 6600. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ორი M.2 სლოტი: ერთი - NVMe SSD-სთვის, მეორე - Wi-Fi მოდულისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერილია Socket AM-ის გაგრილების სისტემა. როგორც VideoCardz წერს, სისტემა AMD 4800S Desktop Kit გამოვა 2022 წლის პირველ კვარტალში. მას კომპანია MSI გამოუშვებს. კომპლექტში შევა ამაჩქარებელი PowerColor Radeon RX 6600. სისტემის სხვა ვერსიების (ვიდეო დაფის გარეშე) გამოშვების გეგმასთან, ასევე სისტემის ფასთან დაკავშირებული ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. https://tinyurl.com/436vkak5
  16. კომპანია ASUS-მა დააანონსა ახალი თაობის პორტატული კომპიუტერები ExpertBook B5, რომლებიც განკუთვნილია კორპორატიული მომხმარებლებისთვის. სერია მოიცავს სტანდარტულ ExpertBook B5 მოდელს, ასევე ტრანსფორმირებად ვერსია ExpertBook B5 Flipს. წყარო: ASUS კომპაქტურ ლეპტოპებს აქვთ 13.3-დუიმიანი OLED დისპლეი. გამოყენებულია Full HD ფორმატის მატრიცა 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. უზრუნველყოფილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. ლეპტოპ ExpertBook B5 Flip-ის ზედა ნაწილი ბრუნავს 360 გრადუსით, რაც შესაძლებელს ხდის მოწყობილობა გარდაიქმნას სენსორული მართვის მქონე პლანშეტად. პორტატულ კომპიუტერ ExpertBook B5-ში მოცემულია ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i5-1135G7 ტაქტის სიხშირით 4.2 გჰც-მდე, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ში კი - ჩიპი Intel Core i7-1165G7, რომელსაც აქვს ასევე ოთხი ბირთვი, სიხშირე კი - 4.7 გჰც-მდე. მაქსიმალურ კონფიგურაციაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 48 გბ-ს შეადგენს. შესაძლებელია M.2 NVMe PCIe 3.0 ფორმატის 512 გბ ან 1 ტბ მოცულობის SSD-ის განთავსება (ტრანსფორმირებად მოდელში). აღჭურვილობაში შედის კლავიატურა განათებით, 720p ფორმატის ვებ-კამერა, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB 3.2 Gen 2 Type-A, Thunderbolt 4 (×2) და HDMI 2.0b, აგრეთვე სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გათვალისწინებულია თითის ანაბეჭდის სკანერი მომხმარებლის ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. ლეპტოპი ExpertBook B5 გაიყიდება დაახლოებით 1300 აშშ დოლარად, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ის ფასი კი 1700 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/2p9bfp5r
  17. კრიპტო ბირჟა BitMart-მა განაცხადა ჰაკერული თავდასხმის შესახებ, რის შედეგად თავდამსხმელებმა მოახერხეს დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მოპარვა. PechShield-ის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა ინციდენტის შედეგად ბირჟის ზარალი 100 მლნ აშშ დოლარად შეაფასეს. BitMart-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Sheldon Xia-მ ასევე დაადასტურა ინციდენტი, მის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ პრობლემა დაკავშირებულია Ethereum-ისა და Binance Smart Chain-ის ცხელ საფულეებთან. „ჩვენ გამოვავლინეთ უსაფრთხოების სისტემის მასიური დარღვევა, რომელიც უკავშირდება ერთ-ერთ ცხელ ETH საფულეს და ერთ-ერთ ცხელ BSC საფულეს. ამჟამად ვცდილობთ განვსაზღვროთ ჰაკერების შესაძლო მეთოდები. ჰაკერებმა მოახერხეს დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების გატანა“, - ნათქვამია Sheldon Xia-ს განცხადებაში. მოგვიანებით მან დაამატა, რომ ბირჟა "ახორციელებს უსაფრთხოების მკაცრ შემოწმებას" და თანხების გატანასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია დროებით შეჩერებულია. არსებული მონაცემების თანახმად 4 დეკემბერს კომპანია PeckShield-მა დააფიქსირა პლატფორმა BitMart-იდან ანომალური რაოდენობის აქტივების გატანის ფაქტი. გაირკვა, რომ მოპარული ტოკენების უდიდეს ნაწილს შეადგენდა Shiba Inu და Stablecoin USDC. მოპარული ფული ჰაკერებმა გაგზავნეს მიქშირების სერვის Ethereum Tornado Cash-ზე, რაც სამომავლოდ გაართულებს მათ მიკვლევას. https://tinyurl.com/27tmnkxa
  18. Lenovo China-ს სამომხმარებლო პროდუქტების მარკეტინგის დირექტორმა Weibo-ზე გამოაქვეყნა ახალი პლანშეტის რეალური ფოტო, რომლის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: Weibo / Gizchina ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით საუბარი ეხება გეიმინგ დონის კომპაქტურ გაჯეტს. მისი დისპლეის ზომა დიაგონალზე დაახლოებით 8 დუიმი იქნება. წარმოდგენილ ფოტოზე ჩანს ფრონტალური კამერა, რომელიც განთავსებულია ეკრანის ირგვლივ არსებულ ერთ-ერთ ჩარჩოზე. ცხადია, მოწყობილობას ექნება უკანა კამერაც, თუმცა სენსორების გაფართოება ჯერჯერობით უცნობია. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ახალი პროდუქტის გამოშვებით Lenovo აპირებს შევიდეს ბაზრის იმ სეგმენტში, სადაც ახლა დომინირებს Apple iPad mini. ამ პლანშეტს აქვს 8.3-დუიმიანი Liquid Retina დისპლეი 2266 × 1488 პიქსელი გაფართოებით და Apple A15 Bionic პროცესორი. Lenovo-ს გაჯეტის აპარატული პლატფორმის შესახებ ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. შესაძლოა მასში გამოყენებული იყოს Qualcomm Snapdragon-ის ერთ-ერთი საშუალო დონის ჩიპი ან MediaTek Kompanio პროდუქტი. გაყიდვაში სავარაუდოდ გამოვა მოდიფიკაციები ფიჭური კავშირის მხარდაჭერით და მის გარეშე. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პლანშეტების გლობალური მიწოდების მოცულობა 15%-ით შემცირდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Canalys-ის შეფასებით ჯამური შედეგია 37.7 მილიონი ერთეული. https://tinyurl.com/yz9hed2p
  19. შემოდგომის დასაწყისში ელექტრომობილების წილი უკვე აღწევდა 80%-ს ნორვეგიის პირველად ბაზარზე და ამ დროს გამოჩნდა ვარაუდი, რომ ელექტრიფიკაციის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ქვეყანა 2022 წლის აპრილში შეძლებდა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვაზე უარის თქმას. ნოემბრის სტატისტიკა დემონსტრირებს დინამიკის გარკვეულ გაუარესებას, თუმცა ელექტრომობილები მაინც იკავებს ადგილობრივი ბაზრის 73.8%-იან წილს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მიზანში შიდაწვის ძრავზე მოქმედი ახალი ავტომობილების გაყიდვის შეწყვეტის ვადად 2025 წელია დასახელებული, თუმცა ნორვეგია ამ მიმართულებით გრაფიკს უსწრებს. ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი კომპანიები ევროპული ბაზრის ექსპანსიას სწორედ ნორვეგიიდან იწყებენ. რესურს Electrek-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილების საერთო წილმა ნორვეგიაში ნოემბერში 94.9% შეადგინა, შიდავის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის მოცულობამ კი შეადგინა რამდენიმე ასეული ერთეული 3288 ერთეული ჰიბრიდისა და 11 274 „სუფთა“ ელექტრომობილის წინააღმდეგ. ლიდერად რჩება Tesla Model Y - გაიყიდა ასეთი 1013 ერთეული, მეორე ადგილზეა Tesla Model 3 – 771 რეალიზებული ერთეულით. მას მოსდევს გერმანულ კონცერნ Volkswagen-ის მოდელი ID.4 - გაიყიდა 725 ერთეული. Audi Q4 e-tron გაიყიდა 661 ეგზემპლარი, ხოლო აქტუალური თაობის Nissan Leaf მას მხოლოდ ექვსი ერთეულით ჩამორჩა. სხვათა შორის, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მთლიან პერიოდს, მაშინ ნორვეგიის ბაზარზე ელექტრომობილებს ჯერჯერობით მხოლოდ 64.2% უჭირავს. ეს მაჩვენებელი 12 პროცენტული პუნქტით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, მაგრამ მაინც შორს არის 100%-ისგან. ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხოლო ელექტრომობილებზე გადასვლის მთავარი სტიმული ფისკალური ხასიათისაა - გადასახადები მოქალაქეებს უბიძგებს უარი თქვან შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებზე და ელექტრო ტრანსპორტზე გადავიდნენ. https://tinyurl.com/3t5a8cxv
  20. პირველი კრიპტოვალუტის შექმნის დღიდან დღემდე მისი ბლოკჩეინის საშუალებით გადაცემული თანხის მოცულობამ 8.89 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლიდან „მომგებიანი მონეტების“ ჯამურმა ღირებულებამ 5.1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, „წამგებიანმა“ – 3.79 ტრილიონი. Bitcoin-ის ბლოკჩეინის მეშვეობით გადაცემული კუმულაციური ღირებულება, ასევე "მომგებიანი" და "არამომგებიანი" მონეტების მთლიანი მოცულობები. წყარო: Glassnode. ნოემბერში არანულოვანი ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობამ დაამყარა რეკორდი 39.21 მილიონიან ნიშნულზე. წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა აპრილში - 38.7 მილიონი. ინდიკატორის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს კრიპტოვალუტის საცალო მომხმარებელთა რაოდენობისა და ჯაჭვის მთლიანი აქტივობის ზრდაზე. არანულოვანი ბალანსის მქონე Bitcoin-მისამართების რიცხვის დინამიკა. წყარო: Glassnode. ცენტრალიზებულ ბირჟებზე Bitcoin-ის შეთავაზება დაეცა 2018 წლის ივლისის დონემდე. როგორც ჩანს, ბაზრის ბევრი მონაწილე უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხო არაკასტოდიალურ საფულეებს, რომლებიც ფოკუსირებულია გრძელვადიან საინვესტიციო ჰორიზონტებზე. Bitcoin-ის ფასი და ცენტრალიზებული ბირჟების ბალანსების დინამიკა, გამოხატული ათას BTC-ში. მონაცემები: Glassnode, Yahoo Finance. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისიდან Bitcoin-ის ქსელმა აშშ დოლარში უფრო დიდი მოცულობის ტრანზაქციები დაამუშავა, ვიდრე გადახდის სისტემა PayPal-მა. https://tinyurl.com/2p92mjcy
  21. კაი ტიპია რა გავაკეთო ვიყოლიებდი ცოტახანი მაინც, სანამ ჩემი კატა ნაწილებად დაშლის
  22. მაშინ, როცა ასობით ინჟინერი მთელ მსოფლიოში ცდილობს ასწავლოს რობოტებს კიბეებზე ასვლა, მშვიდად გადაადგილება უხეშ რელიეფზე და ასევე ნავიგაცია სივრცეში - ეს ყველაფერი დიდი ხანია გააკეთა Boston Dynamics-მა. რობოტი ძაღლი Spot გაყიდვაში გამოვიდა, თუმცა მისი ფასი 74500 აშშ დოლარი ჰუმანური ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, მწარმოებელმა მკვეთრად შეზღუდა პოტენციური მყიდველების რაოდენობა და მოითხოვს სპეციალური ფორმის შევსებას, ამასთან რობოტის გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პოტენციურ მყიდველებს უტოვებს. ცნობილია, რომ რამდენიმე ბლოგერმა უკვე მიიღო რობოტი ძაღლი. Boston Dynamics-მა ასევე გაუგზავნა რამდენიმე რობოტი სამხედროებსა და პოლიციას შესამოწმებლად. თუმცა მაშინაც კი, თუ კომპანია გადაწყვეტს მასობრივ გაყიდვებს შეზღუდვების გარეშე, ასეთი შთამბეჭდავი თანხა მიუწვდომელი იქნება პოტენციური მყიდველების უმეტესობისთვის. ალტერნატივად გვევლინება Xiaomi-ს მსგავსი რობოტი. ჩინურმა კომპანიამ დააანონსა CyberDog, რომელიც ექსპერიმენტირების უზარმაზარ პოტენციალს ფლობს და თანაც ღირს მხოლოდ 1500 აშშ დოლარი. რობო-ძაღლს მთელი რიგი მაღალი წარმადობის სენსორები აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს ავიდეს კიბეზე, გააკეთოს სალტო, აგრეთვე გააანალიზოს ახალი ადგილმდებარეობა. მფლობელს შეუძლია იგი გამოიყენოს სტანდარტული სახით - CyberDog დროთა განმავლობაში ისწავლის ახალ ილეთებს, ან მიიღოს წვდომა ღია კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფაზე ექსპერიმენტირების მიზნით. რობოტიზებული ძაღლის ოფიციალური გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, რამდენიმე მოდელი გადაეცა ენთუზიასტებს, რომლებიც მათ რეალურ პირობებში ტესტავენ. ერთ-ერთი ასეთი CyberDog უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა შანხაის ქუჩებში. საინტერესოა ის, რომ მისმა მფლობელმა გამოასწორა მახასიათებელი, რომელსაც ბევრი ნაკლოვანებად მიიჩნევს. ორიგინალ რობო-ძაღლს არ აქვს გამოხატული თავი, მის ნაცვლად განთავსებულია მოძრაობის სენსორები, ლიდარი და ბევრი სხვა რამ. როგორც ჩანს, ენთუზიასტმა, რომელსაც Xiaomi-მ CyberDog-ის წინასწარი ვერსია გადასცა, შეიმუშავა რობოტიზებული თავი და მასში ჩაამონტაჟა ყველა ზემოთხსენებული სენსორი. შანხაის მაცხოვრებლები აღნიშნავენ რობოტი-ძაღლის უპირატესობებს. უპირველეს ყოვლისა, მისი სეირნობა მაშინ არის შესაძლებელი, როცა თავად მფლობელი მოისურვებს. ძაღლს არ სჭირდება კვება და ის არავის უკბენს. მომავალი დადგა - აცხადებენ თვითმხილველები. სავსებით შესაძლებელია, რომ მალე ქუჩები და სახლები რობოტიზებული ცხოველებით გაივსოს, თუმცა მათგან ემოციური უკუკავშირის მიღება უკიდურესად რთული იქნება. https://tinyurl.com/2p8hybxm
  23. კომპანია Nissan Motor-მა წარადგინა ავტომატური როვერის პროტოტიპი მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მოწყობილობა შეიქმნა იაპონიის საჰაერო კოსმოსური კვლევის სააგენტოსთან (JAXA) თანამშრომლობით. წყარო: Nissan მთვარის როვერის შექმნისას Nissan-მა გამოიყენა ელექტრომობილების, LEAF-სა და Ariya-ს შემუშავებისას მიღებული გამოცდილება. კერძოდ, საუბარი ეხება ძრავის მართვის საშუალებებსა და ოთხი წამყვანი თვლის ტექნოლოგია e-4ORCE-ს. აღნიშნულია, რომ მთვარის როვერმა უნდა შეძლოს კლდოვან, ფხვნილისმაგვარ, უსწორმასწორო, სხვადასხვაგვარ ზედაპირზე გადაადგილება და თანაც იყოს ენერგოეფექტური. ქვიშისმაგვარ გრუნტზე მოძრაობა რთულია, რადგან შესაძლოა საბურავებმა იტრიალოს და გაიჭედოს. სისტემა e-4ORCE სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. როვერის წარმოდგენილი პროტოტიპი წარმოადგენს ოთხბორბლიან მანქანას. ტექნოლოგია e-4ORCE საშუალებას იძლევა თითოეული საბურავი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმართოს. ძრავის მართვის სპეციალური სისტემა მოძრაობისას სრიალს ამცირებს და უზრუნველყოფს ეფექტურ გადაადგილებას სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე. შედეგად იზრდება მთვარემავალის გადაადგილების ხარისხი რთულად გასავლელ ტერიტორიებზე. „JAXA მოწოდებულია გამოიყენოს კვლევის შედეგები სამომავლო კოსმოსური კვლევისთვის. ჩვენ კომპანიებთან, უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობთ ისეთ პროექტებზე, რომლებსაც გააჩნიათ კომერციალიზაციისა და ინოვაციების პოტენციალი. Nissan-თან, ელექტრომობილების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიასთან ერთად კვლევის ჩატარებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ შედეგებს მთვარის როვერების უფრო ეფექტური მოდელების შემუშავებაში“ - განაცხადეს JAXA-ს კოსმოსის კვლევის ინოვაციების ცენტრში. https://tinyurl.com/mktbnsc5
  24. ჟურნალ Forbes-მა კრიპტოინდუსტრიის 15 წარმომადგენელი შეიყვანა ყოველწლიურ სიაში „30 30 წლამდე“, რომელშიც შედიან ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდები ბიზნესის, მედიის, სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სფეროდან. Forbes-ის ყოველწლიურ სია „30 30-მდე“ 20 კატეგორიადაა დაყოფილი. მისი შედგენის დროს მონაწილეები არ უნდა იყვნენ 30 წელს მიღწეულები. 15-დან 11 პირი წარმოადგენს „ფინანსების“ კატეგორიას. მათ შორის არიან: ვენჩურული კომპანია Alameda Research-ის თანა-გენერალური დირექტორები კეროლაინ ელისონი და სემ ტრაბუკო; NFT-მარკეტფლეის OpenSea-ს თანადამფუძნებელი ალექს ატალა; Bitcoin-ბირჟა CoinList-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ტუბერგენი; DeFi-პლატფორმა Slingshot-ის ხელმძღვანელი კლინტონ ბემბრი; ბლოკჩეინ-კომპანია Edge & Node-ის დამფუძნებელი ტეგან კლაინი; სტრიმინგ ბლოკჩეინ-სერვის Audius-ის ხელმძღვანელი რონეილ რუმბური; პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერ TaxBit-ის დამფუძნებელი ჯასტინ ვუდვორდი; კომპანია Fidelity Digital Assets-ის პროდუქტების მართვის დირექტორი ბენ შპიგელმანი; კრიპტო ETP-ის პროვაიდერ 21 Shares-ის თანადამფუძნებელი ოფელია სნაიდერი; ბლოკჩეინ-კომპანია TRM Labs-ის თანადამფუძნებელი რაჰუნ რაინა. საინფორმაციო პორტალ Blockworks-ის თანადამფუძნებლები მაიკლ იპოლიტო და ჯეისონ იანოვიცი კატეგორია „მედია“-ში არიან, ხოლო PleasrDAO-ს დამფუძნებელი ემილი იანგი - „ხელოვნებაში“. სიახლედ იქცა დაარსებული „დიდების დარბაზი“. ამ სიაში შევიდა კრიპტო ბირჟა FTX-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ბეკმან-ფრიდი, სტარტაპ Stripe-ის თანადამფუძნებელი პატრიკ კოლისონი, ონლაინ-ბროკერ Robinhood-ის თანადამფუძნებელი ვლად ტენევი და Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი. შეგახსენებთ, რომ „30 30-მდე“ სიის წინა ვერსიაში კრიპტოვალუტების ინდუსტრია შვიდი ადამიანით იყო წარმოდგენილი. შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი მილიარდერის ყოველწლიურ რეიტინგში შედის ციფრული აქტივების შვიდი ანტრეპრენერი. https://tinyurl.com/2p8zma5s
  25. ბენჩმარკ AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების წარმადობის ახალი რეიტინგი. Xiaomi-ს გეიმინგ მოდელი კვლავ ჩამონათვალის ლიდერია და კონკურენტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. საუბარია ერთკრისტალიან სისტემა Snapdragon 888+-ზე მომუშავე Xiaomi Black Shark 4S Pro-ზე. მიმდინარე წლის ნოემბრის შეჯამებით 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციამ 875 382 ქულის მოგროვება შეძლო. ჯერჯერობით ეს გახლავთ ბენჩმარკის რეკორდი, თუმცა მალე ბაზარზე გამოვა ახალი თაობის ფლაგმანები ჩიპით Snapdragon 8 Gen1, რომლებიც 1 მილიონ პუნქტზე მეტის მოგროვებას შეძლებენ. მანამდე კი ლიდერობენ მოწყობილობები SoC Snapdragon 888+-ით. მეორე ადგილზეა მოდელი კვლავ ამ მობილური პლატფორმით და ეს არის გეიმინგ სმარტფონი Nubia Red Magic 6S Pro – 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სხვაობა 23 ათას ქულას შეადგენს. მესამე ადგილზეა iQOO 8 Pro. ეს არის ჩინურ კომპანია Vivo-ს სმარტფონი, რომელიც ასევე გვევლინება, როგორც გეიმინგ სმარტფონი, თუმცა გარეგნულად ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ტესტებში თავი ყველაზე უკეთ წარმოაჩინა ვერსიამ 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888+-ით. 846 663 ქულით სმარტფონი მესამე ადგილზეა. ტოპ-ათეულში სულ მოხვდა ხუთი სმარტფონი პროცესორით Snapdragon 888+. ზემოთხსენებული სამი სმარტფონის გარდა კიდევ ორი მოხვდა მეხუთე და მეექვსე ადგილებზე. ესენია vivo X70 Pro+ 12 გბ და ASUS ROG Phone 5s – 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველმა ფლაგმანმა მოაგროვა 835 275 ქულა, მეორემ - 831 627. მეოთხე ადგილზე შემცირებული სიხშირის მქონე ერთკრისტალიანი Snapdragon 888 პროცესორის გამოყენების მიუხედავად მოხვდა Xiaomi Black Shark 4 Pro 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 837 792 ქულით. Snapdragon 888 ჩიპზე მომუშავე შემდეგი მოდელი iQOO 8 მეშვიდე ადგილზეა 829 916 ქულით. ამავე პროცესორის მქონე გეიმინგ სმარტფონი Lenovo Legion 2 Pro მერვე ადგილზეა 10 ათასით ნაკლები ქულით. ათეულს ხურავენ OPPO Find X3 Pro და Realme GT. მათაც აქვთ Snapdragon 888, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა - 12 გბ. OPPO-ს ფლაგმანმა Realme 200 ქულით ჩამოიტოვა. https://tinyurl.com/mv4jzy27
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.