Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. Jon Peddie Research (JPR) მონაცემებით ვიდეო დაფების მიწოდება პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 13.4 მილიონი ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი 32.2%-ით აღემატება გასული წლის პირველი კვარტლის შედეგებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი კვარტლის გრაფიკული დაფების მიწოდება საშუალოდ 4.9%-ით ნაკლები იყო მის წინა კვარტალთან შედარებით. კვარტალში გამოვიდა 8.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დისკრეტული გრაფიკული ბარათები, წინა კვარტლის 12.4 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. ეს განპირობებულია საშუალო ღირებულების კლებით, რასაც ასე ელოდნენ გეიმერები წლების განმავლობაში. Nvidia ლიდერობს ბაზრის 75%-იანი წილით, AMD-ის წილი გაიზარდა 24%-მდე. მეორე კვარტალში მოსალოდნელია ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობის 20%-ით შემცირება. ზრდა მოსალოდნელია წლის ბოლოს ახალი თაობის დაფებისა და ბაზარზე Intel-ის ვიდეო დაფების გამოსვლის გამო. JPR დაახლოებით 35 წელია თვალყურს ადევნებს ვიდეო დაფების მიწოდებას. 1998 წელს მიწოდების მოცულობამ პიკს მიაღწია და შეადგინა 116 მილიონი. 2020 წელს მოხდა მხოლოდ 42 მილიონი გრაფიკული ბარათის მიწოდება, გასულ წელს კი - 50 მილიონის, წერს Techspot. https://tinyurl.com/yreuseem
  2. ამერიკელმა სენატორებმა სინტია ლამისმა და კირსტენ ჯილიბრანდმა წარმოადგინეს ორპარტიული კანონპროექტის სრული ვერსია კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების შესახებ, წერს The Washington Post. დოკუმენტი, სახელწოდებით „საპასუხისმგებლო ფინანსური ინოვაციების კანონი“ მოიცავს ციფრული აქტივებისა და ვირტუალური ვალუტების იურიდიულ განმარტებას, აგრეთვე განსაზღვრავს ზედამხედველობის სააგენტოების უფლებამოსილებებს. კანონპროექტის დებულებები კრიპტოსერვისების პროვაიდერებს ავალდებულებს გაასაჯაროვონ ინფორმაცია, რათა მომხმარებლებმა მიიღონ ინფორმირებული, საფუძვლიანი გადაწყვეტილებები. „კანონპროექტი ადგენს მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ინოვაციებს, განავითარებს მკაფიო სტანდარტებს, განსაზღვრავს შესაბამის იურისდიქციულ საზღვრებს და იცავს მომხმარებლებს“, - განაცხადა ჯილიბრანდმა. Cinneamhain Ventures-ის პარტნიორმა Adam Cochran-მა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა „ზოგადად სიცხადეს მოუტანს აშშ-ის კრიპტო ინდუსტრიას, მაგრამ გამოიწვევს უზარმაზარ ხარჯებს და გაზრდის პრობლემებს“. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დებულებაზე, მათ შორის მოხსენიებული იყო: DAO-ების, ბირჟების და Stablecoin-ების ემიტენტების ლეგალური რეგისტრაციის საჭიროება; Stablecoin-ების ოპერატორები რეგულაციაში ფაქტობრივად გაიგივებულია ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებთან სარეზერვო გირაოს და სხვა გირავნობის სავალდებულო ხელმისაწვდომობასთან; ინფორმაციის გაზიარების მკაცრი მოთხოვნები; ბირჟის ზედამხედველობის მკაცრი ზომები. მისი აზრით პირველი მათგანი მნიშვნელოვან სირთულეებს მოუტანს DeFi-ის პროექტებს, მაგრამ გაართულებს სექტორში არაკეთილსინდისიერ საქმიანობას. სხვა მოთხოვნები გაზრდის ხარჯებს კრიპტო კომპანიებისა და ბირჟებისთვის, მაგრამ გააუმჯობესებს ლისტინგის ხარისხს და მომხმარებელთა დაცვას. ექსპერტმა დადებით ფაქტორებს შორის აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა მოხვდება CFTC-ის იურისდიქციის ქვეშ, როგორც ციფრული სასაქონლო აქტივები. Cochran-მა აღნიშნა, რომ თუ კანონის მიღება მოხდება, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზრის მსხვილი მოთამაშეები გაიმარჯვებენ, მაგრამ უახლოეს მომავალში მონაწილეთა 99%-ს "მტკივნეული პერიოდი" ემუქრება. შეგახსენებთ, რომ სენატორებმა ეს კანონპროექტი 2021 წლის დეკემბერში დააანონსეს. მარტში პოლიტიკოსებმა გამოაქვეყნეს მისი ზოგიერთი დეტალი, მათ შორის ზედამხედველობის გაყოფა CFTC-სა და SEC-ს შორის. მაისში ლამისმა განმარტა, რომ დოკუმენტი არ შეიცავს დებულებებს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) შესახებ მათი კლასიფიკაციის სირთულის გამო. https://tinyurl.com/55sxyfbm
  3. კომპანია Samsung Display-მ განაცხადა, რომ შეიმუშავა მსოფლიოში პირველი OLED დისპლეი პორტატული კომპიუტერებისთვის, რომელიც ფლობს 240 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს. ახალი დისპლეი უკვე ჩაეშვა მასობრივ წარმოებაში. ფოტოს წყარო: Samsung პანელის ზომაა 15.6 დუიმი, გაფართოება - QHD - 2560 × 1440 პიქსელი. კონტრასტულობის დონეა 1 000 000:1, რეაგირების დრო - მხოლოდ 0.2 მილიწამი. მხარდაჭერილია VESA DisplayHDR 600 სერტიფიკატი. OLED მატრიცის წყალობით უზრუნველყოფილია მუქი შავი ფერი და უდიდესი ფერთა გამა. ლურჯი სპექტრის მცირე გამოსხივების წყალობით შემცირებულია თვალებზე დატვირთვა ხანგრძლივი გამოყენებისას. ფოტოს წყარო: SamMobile ერთ-ერთი პირველი ლეპტოპი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება Samsung-ის ახალი დისპლეი, იქნება მოდელი MSI Raider GE67 HX. ამ კომპიუტერის მაქსიმალურ კომპლექტაციაში მოცემული იქნება მე-12 თაობის Intel Core i9 პროცესორი და გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 3080 Ti. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. https://tinyurl.com/bdf3rjww
  4. ევროკავშირის ხელისუფლება დიდი ხანია გეგმავს მობილური ელექტრონიკის დამტენი მოწყობილობების უნიფიცირებას, რათა შემცირდეს გარემოზე ზიანის მიყენება ყოველი გაჯეტის ახალი დამტენით უზრუნველყოფის აუცილებლობით. მიმდინარე კვირაში მიღებულ იქნა წინასწარი შეთანხმება და საბოლოო დამტკიცების შემდეგ იგი ძალაში შევა 2024 წლის შემოდგომიიდან. შედეგად მობილური მოწყობილობების ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება მოწყობილობები წარმოადგინოს USB Type-C პორტით. ფოტოს წყარო: Apple ევროპაში დამტენების ერთიანი სტანდარტის განხილვა გასულ წელს დაიწყო. მისი განხორციელება, წინასწარი შეფასებით, დაზოგავს 250 მილიონ ევროს წელიწადში. შემდეგ ეტაპზე შეთანხმებას ევროპარლამენტმა და ამ ბლოკის 27 ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი. მობილური ელექტრონიკის მწარმოებლებს მოეთხოვებათ ევროპაში გაყიდული ყველა მოწყობილობის გადაყვანა USB Type-C პორტით დამუხტვაზე 2024 წლის შემოდგომიდან. სმარტფონებისა და პლანშეტების გარდა ერთიანი დამტენი პორტით უნდა იყოს აღჭურვილი ლექტრონული წამკითხველები და ციფრული კამერები. „ევროპელ მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიყენონ ერთი დამტენი ყველა მობილური ელექტრონიკისთვის - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოხერხებულობის გაზრდისა და ნარჩენების შემცირებისკენ“, - განაცხადა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა. ამ პერსპექტივას თავდაპირველად Apple-ის ოფიციალური პირების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროკომისიის მიდგომა დამუხტვის პორტების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეზღუდავს ინოვაციებს. გასული თვის შუა რიცხვებში ცნობილმა ექსპერტმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა, რომ Apple უკვე ტესტავს USB Type-C პორტით აღჭურვილი სმარტფონის პროტოტიპებს. იმის გათვალისწინებით, რომ iPad და Mac უკვე გადაერთნენ USB Type-C კონექტორის გამოყენებაზე, iPhone-ისთვის ასეთი მიგრაცია მხოლოდ დროის საკითხია. ევროკავშირის ხელისუფლება ამჟამად უბიძგებს Apple-ს, შეწყვიტოს Lightning კონექტორის გამოყენება სმარტფონების დასატენად და მას, ალბათ, მოუწევს ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება. https://tinyurl.com/mrxebbpm
  5. ცოტა ხნის წინ არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი მალე დადგება. მათ შორისაა მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც განაცხადა, რომ Tesla-ს პერსონალი 10%-ით შემცირდება. როდესაც ამ ფონზე კომპანიის აქციები დაეცა, მასკმა გადაიფიქრა და ინვესტორებს აცნობა, რომ Tesla პერსონალის სერიოზულ დეფიციტს განიცდის. როგორც აღმოჩნდა, ამავე აზრს იზიარებს Bloomberg Intelligence-ის ბირჟის პროდუქტების უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი. Kitko News-თან ინტერვიუში მან შემდეგნაირი პროგნოზი გამოთქვა: პირველ რიგში, ყველა აქტივი ასე თუ ისე რისკის ქვეშაა: მაიამისა და ტორონტოს აპარტამენტებით დაწყებული - საფონდო ბაზრით დამთავრებული. მეორე რიგში, 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე კრიზისი გარდაუვალი ჩანს. მესამე, მისი შედეგები დაემსგავსება „ფინანსურ განადგურებას“ 1987 და 2008 წლების კრიზისების შემდეგ. მაკგლოუნის თქმით მოსალოდნელი კრიზისი დადებითად იმოქმედებს Bitcoin-ის სტატუსზე. როდესაც კრიზისი დასრულდება, მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა გახდება პირადი დანაზოგის შესანახად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ანალიტიკოსის აზრით კრიპტოვალუტა მიაღწევს ოქროს ან აშშ-ის ობლიგაციების დონის ნდობას. ამავდროულად, მაკგლოუნის აზრით, Ethereum ახალ სტატუსს მოიპოვებს საზოგადოებაში. https://tinyurl.com/4yw6py42
  6. ყოველწლიურად ვიდეო დაფების მწარმოებლები იცავენ საშუალო და დაბალბიუჯეტურ მოდელებში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტრადიციას. უფრო ადრეულ ვერსიებში ეს დიდად შესამჩნევი არ იყო. მაგალითად, GeForce GTX 960-ის TDP-ის დონე მხოლოდ 120 ვატს შეადგენს. GeForce RTX 2060-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 160 ვატამდე, უფრო ახალი GeForce RTX 3060 მოდელის ენერგომოხმარება კი 170 ვატს შეადგენს. ინსაიდერ Kopite7kimi-ს განცხადებით RTX 4060 დაფა ამ კუთხით ყველა რეკორდს მოხსნის. თუკი ინსაიდერის ინფორმაცია სწორია, RTX 4060 დაფა მოიხმარს მეტ ენერგიას, ვიდრე RTX 3070. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 3070 დამყარებულია 220-ვატიან შემცირებულ გრაფიკულ პროცესორ GA104-ზე, 4060-ის მაჩვენებელი ნიშნულს გადააჭარბებს, რამდენი ვატით - ჯერ არ კონკრეტდება. აქვე უნდა ითქვას, რომ გავრცელდა ინფორმაცია Wccftech-ის შიდა წყაროებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი თაობის ვიდეო დაფები დაგეგმილზე ერთი თვით გვიან გამოვა. ამაჩქარებლების გამოსვლას აფერხებს ის ფაქტიც, რომ საწყობები ახლა ივსება RTX 30 ჩიპებით, ხოლო თუ მათი გაყიდვა ნოემბრამდე ვერ მოხერხდა, ისინი ფაქტობრივად ღირებულებას დაკარგავენ. აზრი არ ექნება ძველი თაობის მოწყობილობების ყიდვას, როცა იმავე თაროზეა ახალი დაფები: ცოტა უფრო ძვირი, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი. https://tinyurl.com/2p9pkkrn
  7. კომპანია MSI-მ გეიმინგ მონიტორების ასორტიმენტი შეავსო მოდელ G321CUV-ით, რომელიც აგებულია 31.5 დუიმი დიაგონალის მქონე VA მატრიცაზე. ახალი მონიტორი განკუთვნილია გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერების შემადგენლობაში ან გეიმინგ კონსოლებთან გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: MSI პანელს რკალისებრი ფორმა აქვს: სიმრუდის რადიუსი 1500R-ს შეადგენს. შედეგად უზრუნველყოფილია ვირტუალური სივრცის აღქმის უკეთესი ეფექტი. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მონიტორი 4K ფორმატს შეესაბამება: გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/მ2, კონტრასტულობისა - 2500:1. მატრიცის რეაგირების დრო შეადგენს 4 მილიწამს, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცს. მონიტორზე მხარდაჭერილია 78%-იანი DCI-P3 და 103%-იანი sRGB ფერთა გამა. ფუნქცია Night Vision აუმჯობესებს გამოსახულების მუქი მონაკვეთების ხილვადობას. მომხმარებლის თვალების დაცვას უზრუნველყოფს ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია DP 1.2, ორი HDMI 2.0 ინტერფეისი, USB 3.1 Type-C პორტი, USB 2.0 ჰაბი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს დისპლეის დახრის კუთხე და სიმაღლე მაგიდის ზედაპირთან მიმართებაში. მონიტორის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://tinyurl.com/ynxb5r2m
  8. გაქრება ათასობით არსებული ტოკენი და მნიშვნელოვნად შემცირდება ბლოკჩეინის პლატფორმების რაოდენობა. ასე მიიჩნევს ზოგიერთი ექსპერტი, რომლებიც კრიპტოვალუტების ბაზარზე მუშაობენ, წერს CNBC. Web3 Foundation-ის ხელმძღვანელი ბერტრან პერესი თვლის, რომ ინდუსტრიაში ამჟამად არის „ძალიან ბევრი ბლოკჩეინი და ტოკენი“: ”ისევე, როგორც ინტერნეტის გამოჩენის დასაწყისში, როდესაც არსებობდა ბევრი dot-com კომპანია და ბევრი მათგანი თაღლითური იყო, არ მოუტანიათ რაიმე ღირებულება და ეს ყველაფერი გაქრა. ახლა ჩვენ გვყავს ძალიან სასარგებლო და ლეგალური კომპანიები“. Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუზმა აღნიშნა, რომ ბაზარზე მომავალში "ათობით" კრიპტოვალუტა დარჩება: „საკითხავია, გვჭირდება თუ არა დღეს 19000 ახალი [ციფრული] ვალუტა. ფიატ სამყაროში დაახლოებით 180 ვალუტაა“. Guggenheim-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა კრიპტოვალუტების უმეტესობას ნაგავი უწოდა და განაცხადა, რომ კრიპტოზამთარს მხოლოდ Bitcoin და Ethereum გადაურჩება. https://tinyurl.com/akzawkjd
  9. გასული თვის ბოლოს ითქვა, რომ აქტუალური თაობის ვიდეო დაფებზე ფასების შემცირების ტრენდი სულ უფრო მასობრივი ხდება. სამი კვირის განმავლობაში RX 6900 XT მოდელის ფასი შემცირდა 230 აშშ დოლარით, RTX 3090-ისა - 130 აშშ დოლარით, RTX 3090 Ti-სა კი - 150 აშშ დოლარით. კიდევ უფრო ოპტიმისტური სიტუაცია გრაფიკული ამაჩქარებლების ბაზარზე შეინიშნება AMD-ის ამაჩქარებლების მიმართულებით. ამის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადეს Tom's Hardware-ში. პორტალის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ევროპაშიც და აშშ-შიც მხოლოდ „წითლებს“ აქვთ ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასები. RTX 3000 და RX 6000-ის საშუალო ფასი 2022 წლის აპრილიდან მინიმუმ 15%-ით შემცირდა. მიმდინარე თაობის მოდელების თითქმის ნახევარი იყიდება სარეკომენდაციო ფასებში. ამჟამად სარეკომენდაციო ფასის ზემოთ AMD-ის მხოლოდ RX 6800 აქვს 829 აშშ დოლარად და RX 6800 XT - 879 აშშ დოლარად. Nvidia-ს შემთხვევაში კვლავ შედარებით ძვირია RTX 3050 და RTX 3080 10 გბ დაფების ფასები. საშუალოდ, ისინი სარეკომენდაციო ფასს 10-20%-ით აღემატება. Tom's Hardware აღნიშნავს, რომ სარეკომენდაციო ფასებთან სრული გათანაბრება შეიძლება მალე მოხდეს, თუ NVIDIA ახალ RTX 4000-ებს მიმდინარე წლის სექტემბერში გამოუშვებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოშვება არ გადაიდება, Ada Lovelace-ის გამოჩენა ბევრ გეიმერს დააფიქრებს RTX 3000-ის შეძენის დაბალ პერსპექტივაზე. შედეგად მათ აღარ იყიდიან: მიწოდება გადააჭარბებს მოთხოვნას, რაც გამოიწვევს ფასების შემცირებას სარეკომენდაციო დონემდე. აქვე აღვნიშნავთ, რომ გერმანულ ტექნოლოგიურ პორტალ Igor's Lab-ის მთავარმა რედაქტორმა იგორ ვალოსეკმა დეტალურად აღწერა, რატომ ვერ შეძლებს NVIDIA-ს გუნდი თუნდაც თეორიულად, რომ დროულად გამოუშვას RTX 40. იგორის თქმით, ვიდეო დაფები გამოშვებისთვის მზადყოფნისგან შორს არის. https://tinyurl.com/mr3h9ak2
  10. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაცხადა თავისი განზრახვა - ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულება SpaceX-თან და დაუმატოს მას კიდევ 5 პილოტირებული ფრენა. ილონ მასკის კომპანია ახლა ერთადერთი ამერიკული ოპერატორია, რომელიც ასტრონავტებს აგზავნის ორბიტაზე და მის გარეთ. ფოტოს წყარო: spacex.com თებერვალში NASA-მ და SpaceX-მა უკვე მოაწერეს ხელი 3.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს კოსმოსურ ხომალდ Dragon-ისა და რაკეტა Falcon 9-ს სამი დამატებითი მისიისთვის: Crew-7, Crew-8 და Crew-9. მაშინ სააგენტომ განაცხადა, რომ შეთანხმების მასშტაბი შეიძლება გაფართოვდეს. თებერვლის კონტრაქტი ეხებოდა შედარებით შორეულ მომავალს: Crew-4-ის გუნდი ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება, Crew-5-ის მისია დაგეგმილია სექტემბრისთვის, ხოლო Crew-6 - მომავალ გაზაფხულზე. თუ ახალი ხუთი ფრენა თანმიმდევრობით განხორციელდება, მაშინ ეს იქნება მისიები Crew-14-მდე. იმის გათვალისწინებით, რომ SpaceX რჩება NASA-ს პილოტირებული მისიების ერთადერთ ოპერატორად, ხელშეკრულების განახლება მიუთითებს სააგენტოს ეჭვებზე კაფსულა Boeing Starliner-ის მზადყოფნასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში. საფრენმა აპარატმა წარმატებით ჩაატარა სატესტო მისია 26 მაისს, თუმცა რამდენიმე სისტემა არ მუშაობდა საკმარისად საიმედოდ, ამიტომ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აუცილებლად გაჩნდება. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სამუშაო გეგმა დამტკიცდა 2024 წლამდე და NASA-ს შემოთავაზებაა მისი გახანგრძლივება 2030 წლამდე, მაგრამ პროგრამის მთავარ პარტნიორებს მოუწევთ ამ ინიციატივის დამტკიცება. დადასტურებული არ არის, რომ ყველა მონაწილე განაცხადებს თანხმობას. არსებული პირობებით საერთაშორისო კოსმოსური სადგური ითხოვს პილოტირებული მისიების გაგზავნას წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ - ეს ფარავს ობიექტის ტექნიკური მოვლისა და დაგეგმილი სამეცნიერო სამუშაოების საჭიროებებს. SpaceX, თავის მხრივ, არ მუშაობს მხოლოდ სამთავრობო შეკვეთებზე - კომპანიამ უკვე გაგზავნა კერძო პილოტირებული მისიები ორბიტაზე ხომალდ Dragon-ით, მათ შორის Inspiration4 2021 წლის სექტემბერში და Ax-1 - 2022 წლის აპრილში. კომპანიას ასევე აქვს კონტრაქტი Polaris-ის კიდევ სამ კერძო მისიაზე Inspiration4-ის წევრ ჯარედ ისააკმანთან, რომელთაგან ბოლო დაგეგმილია სისტემა Starship-ით, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა. https://tinyurl.com/49w5ujju
  11. მაისში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების მთლიანმა შემოსავალმა 906 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აპრილთან შედარებით მაჩვენებელი ეს 22%-ით შემცირდა. Bitcoin-მაინერების შემოსავალი თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი. წყარო: Glassnode Ethereum-მაინერების შემოსავლის შესაბამისი მაჩვენებელი 18%-ით, 1.44 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. Ethereum-მაინერების შემოსავალი თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი. წყარო: Glassnode მაისის შუა პერიოდში Bitcoin-ის მოპოვების სირთულემ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა 31.25 T ნიშნულზე. შემდგომში ჰეშრეითის ვარდნისას მაჩვენებელი დაკორექტირდა 29.9 T დონემდე. ეს შემცირება 2021 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმალური აღმოჩნდა. Bitcoin-ის მოპოვების სირთულის დინამიკა. წყარო: Coin Metrics. მაისის შუა რიცხვებში Ethereum-ის ჰეშრეითმა მიაღწია ყველა დროის მაქსიმალურ 1039 TH/s-ს. თვის დასაწყისში მეტასამყარო Otherside-ის ამოქმედების ფონზე კაპიტალიზაციით სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ქსელში ტრანზაქციის საშუალო საკომისიო განახლდა მის ისტორიულ მაქსიმუმ 200 აშშ დოლარამდე. Ethereum-ის ჰეშრეითის დინამიკა, h/s. წყარო: Glassnode. მაინინგ-პულებს შორის ჰეშრეითის ყველაზე დიდი წილი მოდის Foundry USA-ზე (20.9%). მას მოსდევს F2Pool (14.3%) და AntPool (14.2%). https://tinyurl.com/4tyhwzmj
  12. კიბერსპორტულ ღონისძიება Intel Extreme Masters (IEM) 2022-ზე დალასში (აშშ) კომპანია Intel-მა წარმოადგინა Arc Alchemist-ის დისკრეტული დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებელი. ახალი ვიდეო დაფის ფოტოები Twitter-ის ერთმა მომხმარებელმა გააზიარა. ფოტოს წყარო: Twitter / @theBryceIsRT Intel არ მიუთითებს ვიდეო დაფის კონკრეტულ მოდელს. თუმცა იგი ძალიან ჰგავს იმ დაფას, რომელიც კომპანიის მიერ მარტში წარმოდგენილ სარეკლამო რგოლში ფიგურირებდა. იმ დროს Intel-მა აღნიშნა, რომ ამაჩქარებელი მიეკუთვნება გარკვეულ შეზღუდულ სერიას (Limited Edition) და გამოვა ზაფხულში. ამჟამად კომპანია ახალ ვიდეო დაფას ცოცხლად გვიჩვენებს. ფოტოებიდან ჩანს, რომ ვიდეო დაფას ორი ქულერი აქვს. პორტალი VideoCardz მიიჩნევს, რომ ფოტოზე მოცემულია 32 Xe ბირთვის მქონე პროცესორ Intel ACM-G10-ის ბაზაზე აგებული მოდელი. შესაბამისად, იგი შესაძლოა იყოს Arc A770, ან ფლაგმანური Arc A780. სავსებით სარწმუნოა, რომ დაფას ექნება 16 გბ GDDR6 მეხსიერება. გარდა ამისა, მას აქვს 8- და 6-პინიანი კონექტორები დამატებითი კვებისთვის. უფრო ადრეული ცნობების მიხედვით Intel Arc Alchemist-ის ფლაგმანური დესკტოპ მოდელი შეძლებს კონკურენციის გაწევას ისეთი ვიდეო დაფებისთვის, როგორებიცაა Radeon RX 6700 და GeForce RTX 3070. სამწუხაროდ, კომპანიას ჯერ არ დაუკონკრეტებია ზუსტად როდის აპირებს Arc სერიის დესკტოპ გრაფიკის გამოშვებას. Intel ამჟამად ორიენტირებულია ამავე სერიის ამაჩქარებლების მობილური ვერსიების გამოშვებაზე. https://tinyurl.com/2p9x9ytu
  13. რესურს VideoCardz-მა გააზიარა NVIDIA RTX 4000 სერიის გამოსვლის წინასწარი გრაფიკი. ახალი სერიის პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წლის აგვისტოში. თავდაპირველად გაყიდვაში გამოვა ფლაგმანური დაფა RTX 4090 24 გბ ვიდეომეხსიერებით. მას ექნება დაახლოებით 50%-ით მაღალი წარმადობა გასული თაობის RTX 3090-თან შედარებით. ამ მოდელის საორიენტაციო საცალო ფასი იქნება დაახლოებით 1900 აშშ დოლარი. PCB არაფრით იქნება განსხვავებული RTX 3090 Ti-სგან - მიმდინარე წელს NVIDIA-ს დაგეგმილი აქვს თანხის დაზოგვა ახალი PCB-ის შემუშავებაში. სექტემბერში გაყიდვაში გამოვა RTX 4080, წარმადობით იგი RTX 3090 Ti-ს მსგავსი იქნება, მისი ვიდეომეხსიერების მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. ოქტომბრიდან კი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საშუალო სეგმენტის დაფა RTX 4070 12 გბ, წარმადობით ეს ვიდეო დაფა მიუახლოვდება RTX 3080-ს. RTX 4060 და მასზე უფრი სუსტი დაფების საცალო ვაჭრობაში გამოსვლა 2023 წლის პირველ კვარტალზე ადრე მოსალოდნელი არ არის. ეს ვიდეო დაფები ნაკლებად საინტერესო იქნება წარმადობის კუთხით. RTX 4060-ის წარმადობა გადააჭარბებს RTX 3060 Ti-ს, თუმცა ჩამორჩება RTX 3070-ს და მისი შეძენა გამართლებული იქნება მხოლოდ მეტად მიმზიდველი ფასის შემთხვევაში. ტექნოლოგიური თვალსაზრისით NVIDIA-ს ვიდეო დაფების 4000-სერიაში გამოყენებული იქნება TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ვიდეოჩიპები. და ეს, ანალიტიკოსების აზრით, იქნება დიდი გარღვევა, რადგან წინა თაობა იწარმოებოდა Samsung-ის უკვე მოძველებული 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. სხვა მხრივ, ჩიპების ახალი თაობა Ada Lovelace იქნება წარმატებულ არქიტექტურა Ampere-ის განვითარება და ლოგიკური გაგრძელება. NVIDIA-ს განცხადებით RTX4000 ვიდეო დაფების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის და ახალი პროდუქტების საცალო გაყიდვამდე პროდუქციის მნიშვნელოვანი მარაგი შეიქმნება. https://tinyurl.com/2k8mnwks
  14. Bitcoin-ისა და Ethereum-ის კოტირებმა უკვე მიაღწიეს მიმდინარე ციკლის ფსკერს, თუმცა მოსალოდნელია ბაზრის ტენდენციის შეცვლა, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა შეწყვეტს ძირითადი განაკვეთის გაზრდას. ამის შესახებ განაცხადა კრიპტოდერივატივების ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა. ჰეიესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციას დამანგრეველი გავლენა აქვს არა მხოლოდ კრიპტო კომპანიებზე, არამედ ტექნოლოგიური სექტორის მოთამაშეებზეც - ის ვენჩურულ ინვესტორებს აიძულებს შეამცირონ თავიანთი ბალანსები. BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კრიპტობაზრის კოლაფსის ფონზე ციფრულ აქტივებსა და Nasdaq 100 ინდექსს შორის კორელაცია დაირღვა. მან ასევე აღნიშნა, რომ Bitcoin-ისა და Ethereum-ისთვის ახალი ციკლის ყოველი შემცირება ჯერ კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე წინა ისტორიული მაქსიმუმი. Bitcoin-ის ბაზრის ციკლები. წყარო: BitMEX. Ethereum-ის ბაზრის ციკლები. წყარო: BitMEX. „შესაძლოა არსებობდეს ბირჟა, რომელიც ვაჭრობს იმაზე უფრო მაღალ ან დაბალ დღიურ დონეზე, ვიდრე ჩვენ ვხედავთ. საქმე ის არის, რომ ზოგადად უნდა არსებობდეს ზუსტი და მიახლოებითი დიაპაზონი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ლოკალურ ფსკერად. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს არის 25000-27000 აშშ დოლარი, ხოლო Ethereum-ისა - 1700-დან 1800 აშშ დოლარამდე”, - წერს ჰეიესი. მაისის შუა რიცხვებში ციფრული ოქროს კოტირებებმა შეადგინა 27 ათასი აშშ დოლარი, Ethereum-მა - 1800 აშშ დოლარი. იმავე თვეში პირველმა კრიპტოვალუტამ დააფიქსირა ცხრა კვირის კლების რეკორდული სერია. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის ფასია დაახლოებით 29940 აშშ დოლარი, Ethereum-ის - დაახლოებით 1820 აშშ დოლარი. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. შეგახსენებთ, JPMorgan-ის ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ის სამართლიანი ფასი 38000 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/mrxtb3n2
  15. ვებ-გვერდ UserBenchmark-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა 24-ბირთვიანი Intel Raptor Lake პროცესორი Intel Arc A770 დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით. როგორც ჩანს, კომპიუტერის ორივე სამომავლო კომპონენტი ამჟამად აქტიური ტესტირების ფაზას გადის. ფოტოს წყარო: Intel საინტერესოა ის, რომ სატესტო სისტემაში გამოყენებული იყო DDR5-4800 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერება. უახლესი ინფორმაციის თანახმად Raptor Lake პროცესორები იმუშავებენ DDR5-5200 მეხსიერების უფრო სწრაფ მოდულებთან დამატებითი აჩქარების გარეშე. თავად Raptor Lake-ის ინჟინრულ ნიმუშს აქვს 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვი. ტესტის ფარგლებში პროცესორის მაქსიმალურმა სიხშირემ შეადგინა 4.6 გჰც, რაც მოსალოდნელზე დაბალია, თუმცა სატესტო ჩიპის კვალობაზე ცუდი ნამდვილად არ არის. მიიჩნევა, რომ მე-13 თაობის Core ჩიპებს შეეძლება ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე რამდენიმე ბირთვზე. ფოტოს წყარო: UserBenchmark Intel Arc A770 დისკრეტული ამაჩქარებლის ძალიან დაბალი გრაფიკული წარმადობა სრულად აიხსნება იმით, რომ ვიდეო ბარათი მხოლოდ 1 გბ მეხსიერებას იყენებდა. შეგახსენებთ, რომ დესკტოპ დისკრეტული Arc Alchemist ვიდეო დაფების გამოშვებას მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავს, Raptor Lake პროცესორების გამოსვლა კი მოსალოდნელია შემოდგომაზე და ისინი AMD Ryzen 7000 სერიის ჩიპების პირდაპირი კონკურენტები გახდებიან. https://tinyurl.com/78de4y9y
  16. გასულ თვეში Tesla-ს ხელმძღვანელმა დააანონსა მეორე ღონისძიება AI Day, რომელიც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მისი ჩატარების გრაფიკის ცვლილებას თან ახლდა კარგი და ცუდი სიახლეების ტრადიციული კომბინაცია. ცუდი სიახლეა თარიღის გადაწევა 30 სექტემბრამდე, თუმცა Tesla-მ პირობა დადო, რომ შედგება ადამიანისმაგვარ რობოტ Bot-ის (Optimus) დემონსტრირება. ფოტოს წყარო: Tesla მასკმა ამგვარი რობოტების გამოშვების გეგმის შესახებ პირველად გასულ წელს ისაუბრა და განაცხადა, რომ მუშა პროტოტიპს 2022 წლის ბოლომდე წარადგენს, ასევე პირობა დადო, რომ მის განვითარებაზე მიმდინარე წელს მობილიზდება ისე, რომ რობოტის წარმოების დაწყება 2023 წლიდანვე იქნება შესაძლებელი. მიმდინარე კვირაში მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ღონისძიება AI Day ჩატარდება 30 სექტემბერს სწორედ იმ მიზნით, რომ მოხდეს რობოტ Optimus-ის მუშა პროტოტიპის დემონსტრაცია. შეგახსენებთ, Tesla Bot-ის თავდაპირველი ვერსიის მახასიათებლების მიხედვით მისი სიმაღლეა 173 სმ, წონა - დაახლოებით 57 კილოგრამი და შეუძლია აწიოს 68 კგ-მდე ტვირთი, თუმცა შეუძლია მხოლოდ 20 კილოგრამის გადაადგილება, ხოლო გაშლილი ხელებით აწევს მხოლოდ 4.5 კგ-ს. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარეა 8 კმ/სთ. რობოტის კონსტრუქციაში გამოყენებულია 40 მექანიკური ძრავი, Tesla-ს ელექტრომობილებისგან ნასესხები აპარატული პლატფორმა კი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს რობოტის სწავლება საფირმო ნეიროქსელის მეშვეობით. მასკმა წინასწარ გააფრთხილა განსაკუთრებით დაეჭვებული პირები, რომ არ არსებობს „მანქანების აჯანყების“ ორგანიზების შესაძლებლობა ამ რობოტების მეშვეობით და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იქნება, იგი შეძლებს რობოტისგან თავის დაღწევას. Tesla Optimus-ის გამოყენების პირველი სფერო იქნება ტეხასში არსებული ქარხანა, სადაც იგი მონოტონურ ოპერაციებს შეასრულებს - თავდაპირველად მარტივ და რთული მანიპულაციების საჭიროების არმქონე დავალებებს. მაგალითად, ასეთ რობოტებს მიანდობენ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მათ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისი წონის ტვირთის გადაზიდვას. https://tinyurl.com/3k669ybx
  17. Block-ის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია შეძენის ალბათობასა და ციფრული აქტივების შესახებ ინფორმირებულობის დონეს შორის. მათ გამოკითხეს 9500 რესპონდენტი ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, ასევე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებიდან. გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა კრიპტოვალუტების შესახებ საკუთარი ცოდნა საკმარისად მიიჩნია და გამოხატა დიდი ალბათობა, რომ უახლოეს 12 თვეში Bitcoin-ს შეიძენენ. მათი პროცენტული წილი, ვინც საკუთარი ცოდნის დონეს არასაკმარისად აფასებს, 7.9%-ია. ექსპერტებმა ციფრული აქტივების მიმართ ყველაზე დიდი ინტერესის არსებობა გამოავლინეს ნიგერიაში, ინდოეთში, ვიეტნამსა და არგენტინაში. წყარო: Block. Bitcoin-ის შესაძენად მზადყოფნის ნაკლებობის მიზეზებს შორის რესპონდენტებმა დაასახელეს საჭირო განათლების ნაკლებობა (51%), პოტენციური ქურდობის შიში (32%) და არასტაბილურობის მაღალი დონე (30%). შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რესპონდენტები პირველ კრიპტოვალუტას გადახდის ან გადარიცხვებში გამოსაყენებელ საშუალებად მიიჩნევენ (40%). უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კვლევის მონაწილეთა ნახევარი Bitcoin-ს განიხილავს, როგორც ფულის შოვნის შესაძლებლობას, 30% - როგორც საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას. წყარო: Block. სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს მაღალი კორელაციის არსებობა Bitcoin-ის ყიდვის სურვილსა და რესპონდენტის ქვეყანაში დაფიქსირებულ ინფლაციას შორის. ყველაზე დიდი პროცენტი (45%) მათ შორის, ვინც ციფრულ ოქროს განიხილავს, როგორც დაცვას სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდისგან, არიან არგენტინის მაცხოვრებლები. წყარო: Block. კვლევამ ასევე აჩვენა Bitcoin-ის შესახებ უფრო მაღალი ინფორმირებულობა Ethereum-თან შედარებით - რესპონდენტთა 88%-მა და 43%-მა იცოდა ამ ციფრული აქტივების შესახებ, შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ბანკმენ-ფრიდმა ეჭვქვეშ დააყენა Bitcoin-ის შესაძლებლობა - გახდეს პოპულარული გადახდის სისტემა მისი ბლოკჩეინის არაეფექტურობისა და მაღალი გარემოსდაცვითი ხარჯების გამო. https://tinyurl.com/yeyxfkp6
  18. Jon Peddie Research-ის სტატისტიკის მიხედვით პირველ კვარტალში ყველა ტიპის პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროდუქტების მიწოდება გასულ კვარტალთან შედარებით 6.2%-ით, 96 მილიონ ერთეულამდე შემცირდა, წლიურ შედარებაში კი ვარდნამ 19% შეადგინა. დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში საკუთარი პრეტენზიები გამოაცხადა კომპანია Intel-მა, რომელსაც ამჟამად შეუძლია ბაზრის წილის მხოლოდ 4-5%-ის დაკავება, თუმცა უკვე დისკომფორტს უქმნის AMD-ს ლეპტოპების სეგმენტში. ფოტოს წყარო: Intel Jon Peddie Research-ის ანგარიშის მიხედვით Intel-ის მიერ პირველ კვარტალში მიწოდებული გრაფიკული პროდუქტების რაოდენობა (ინტეგრირებული და დისკრეტული) კომპიუტერების სეგმენტში მცირდება 8.7%-ით. AMD-ის შემთხვევაში კლებამ შეადგინა 1.5%, ხოლო NVIDIA-მ შეძლო 3.2%-იანი ზრდის დაფიქსირება, თუმცა ამისთვის იგი დესკტოპ ვიდეო დაფებზე არსებულ მაღალ მოთხოვნას უნდა უმადლოდეს. ჯამში დესკტოპ ვიდეო დაფების სეგმენტში პირველ კვარტალში რეალიზაციის მოცულობა 1.4%-ით შემცირდა. ცენტრალური პროცესორების ბაზარი შემცირდა 10.8 %-ით, წლიურ შედარებაში კი - 26.2%-ით. ცხადია, გრაფიკული ბაზარი ნაკლებად მცირდებოდა პროცესორებთან შედარებით, ამიტომ გრაფიკულსა და ცენტრალურ პროცესორებს შორის პროპორციამ პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში პირველ კვარტალში მიაღწია 129%-ს, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ ცენტრალურ პროცესორზე მოდიოდა 1.29 გრაფიკული პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკის ჩათვლით. პარალელურად აღინიშნა, რომ პირველ კვარტალში პლანშეტების მიწოდების მოცულობა 16.5%-ით შემცირდა. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research პერსონალური კომპიუტერების გრაფიკის ბაზარზე დომინანტ Intel-ს წარმატებით უწევენ კონკურენციას. გასული წლის პირველ კვარტალში კომპანია აკონტროლებდა ბაზრის 68%-ს, მეოთხე კვარტალში მისი წილი შემცირდა 62%-მდე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი - 60%-მდე. NVIDIA-ს წილი, რომელიც საკუთარ ინტერესებს ამ სეგმენტში ექსკლუზიურად დისკრეტული გრაფიკული გადაწყვეტილებებით იცავს, წელიწადის განმავლობაში 15-დან 21%-მდე გაიზარდა და თანმიმდევრულ შედარებაში რამდენიმე პროცენტული პუნქტით მოიმატა. კომპანია AMD გასული წლის პირველ კვარტალში აკონტროლებდა პერსონალური კომპიუტერების გრაფიკის ბაზრის 17%-ს, მეოთხე კვარტალში მისმა წილმა მოიმატა 1%-ით ისევე, როგორც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. ამრიგად, AMD-მ თავისი მრავალფეროვანი გრაფიკული პროდუქტების წყალობით 19%-იანი პოზიცია გაიმყარა და საკმაოდ შესამჩნევად მიუახლოვდა NVIDIA-ს. დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში უპირატესობა კვლავ NVIDIA-ს მხარეზეა, AMD-ის პოზიციების შევიწროებას კი კომპანია Intel იწყებს. ცნობილია, რომ Intel ჯერჯერობით არ ახორციელებს დესკტოპ სეგმენტის დისკრეტული გრაფიკის მიწოდებას, სამაგიეროდ მობილურ სეგმენტში მან პარტნიორების მომარაგება ჯერ კიდევ გასული წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო. იმ დროს კომპანიამ შეძლო დისკრეტული გრაფიკის ბაზრის 5%-ის დაკავება, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წილი 4%-მდე შემცირდა. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research გასული წლის პირველ კვარტალში NVIDIA-მ და AMD-მ ბაზარი გაიყვეს 81:19 შეფარდებით (NVIDIA-ს უპირატესობით), მეოთხე კვარტალში კი Intel-მა დაიწყო დისკრეტული გრაფიკის მიწოდება ლეპტოპებისთვის, შედეგად AMD-ს ერთი პროცენტული პუნქტი გამოაკლდა, ხოლო NVIDIA-ს - სამზე ოდნავ მეტი. NVIDIA-მ გასული წელი დაასრულა დისკრეტული ბაზრის 78%-იანი წილით, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შეძლო პოზიციის შენარჩუნება ამავე დონეზე, AMD-ს კი კიდევ ერთი პროცენტი წაართვა Intel-მა და დარჩა 17%. დამრგვალების გამო ეს მნიშვნელობები ყოველთვის არ იძლევა ჯამში 100%-ს, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბაზრის დინამიკის გაანალიზებისას. Jon Peddie Research-ის ექსპერტების ვარაუდით კლების შემდეგ წლის ბოლომდე ბაზრის მოცულობა კვლავ გაიზრდება 2-3%-ით, ხოლო 2026 წლამდე პერიოდში წლიური საშუალო ზრდის ტემპი 6.3%-მდე იქნება. ამ პერიოდის ბოლოსთვის დისკრეტული გრაფიკის მქონე კომპიუტერების წილი პირველად ბაზარზე 46%-ს მიაღწევს. https://tinyurl.com/2p9cpkd8
  19. გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Google ახალი თაობის ერთკრისტალიან პლატფორმა Tensor-ის (Cloudripper GS201) წარმოებას კომპანია Samsung-ს დაუკვეთავს. მოსალოდნელია, რომ ჩიპსეტი გამოყენებული იქნება Google Pixel 7 სერიის სმარტფონებში. ფოტოს წყარო: Google ახალი მობილური პლატფორმის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მოსალოდნელია, რომ ახალი ჩიპის წარმოებისას გამოყენებული იქნება Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და PLP შეფუთვა (panel-level packaging) - საკმაოდ იშვიათი ვარიანტი, რომელშიც ჩიპების წარმოებისას გამოიყენება მრგვალის ნაცვლად კვადრატული ფირფიტა, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას და პროდუქციის თვითღირებულებას. წინა, პირველი თობის Tensor ჩიპსეტი, კოდური დასახელებით Whitechapel, ასევე იწარმოება Samsung-ის მიერ 5-ნანომეტრიანი LPE-ტექნოლოგიით. მოდელი ცნობილი გახდა უჩვეულო არქიტექტურის წყალობით, რომელიც ითვალისწინებს ორი დიდი Arm Cortex-X1 ბირთვის გამოყენებას - მობილური პლატფორმების უმეტესობას აქვს ან ერთი ასეთი ბირთვი, ან არც ერთი. ფოტოს წყარო: ULVAС Google-მა განაცხადა, რომ ორი X1 ბირთვის გამოყენება უფრო ეფექტურია საშუალო დონის მუდმივი დატვირთვისთვის, „არაერთგვაროვანი“ გამოთვლებისთვის, მათ შორის კამერის ვიდეომძებნელის მუშაობის უზრუნველყოფისთვის - მუშაობისას ჩართულია რამდენიმე ჰეტეროგენული პროცესი. ზოგიერთი ცნობით Samsung ახალი Tensor ჩიპების წარმოებას მიმდინარე თვეში დაიწყებს, მათზე დამყარებული Pixel 7 კი ოქტომბერში უნდა გამოვიდეს. ეს შეესაბამება ღონისძიება Made By Google-ის ტრადიციულ ვადებს, რომლის დროსაც ხდება Pixel სერიის ფლაგმანების წარდგენა. არ არის გამორიცხული, რომ Samsung-მა Google-ისთვის გამოუშვას სერვერული ჩიპებიც. გასულ წელს კომპანიამ დააანონსა ქლაუდისა და სერვერული ნახევრადგამტარების სპეციალისტების დიდი გუნდის მიღება, თუმცა გამოითქვა ვარაუდი, რომ ხსენებული ამოცანებით იგი Intel-თან ერთად დაკავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა უმეტესობას ნაკლებად აინტერესებს ვინ გამოუშვებს ახალ ჩიპსეტებს, სიახლეები შეიძლება ირიბად მიუთითებდეს ნახევარგამტარების ზოგიერთ მახასიათებელზე. Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი გამოიყენებოდა Qualcomm-ის ფლაგმანური Snapdragon 8 Gen 1-ის დამზადებისას, თუმცა გაუმჯობესებული Snapdragon 8 Gen 1 Plus იწარმოება TSMC-ის უფრო მოწინავე 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით - ახალი ვერსია უზრუნველყოფს ნაკლებ ენერგომოხმარებას და წარმადობის გარკვეულ ზრდას Samsung-ის ტექნოლოგიასთან შედარებით. თუკი Qualcomm-ის 2023 წლის ფლაგმანს სწორედ TSMC გამოუშვებს, და როგორც ჩანს, ეს ასეც იქნება, Pixel 7-სთვის კი შედარებით ნაკლებად სრულყოფილი ტექნოპროცესით დამზადდება მობილური პლატფორმა, Snapdragon-ს ლიდერობის საშუალება მიეცემა. თუმცა კონკურენტი ჩიპსეტების საბოლოო ეფექტურობის შესაფასებლად სჯობს Qualcomm-ის ზამთრის პრემიერას დაველოდოთ. https://tinyurl.com/mw8a7t28
  20. მიიჩნევა, რომ კრიპტოვალუტების კოტირებების გაჭიანურებული ვარდნის გონივრული და ლოგიკური შედეგი უნდა იყოს კრიპტოზამთრის დაწყება: აქტივების ფასები კიდევ უფრო დაეცემა და გადაინაცვლებს ვარდნის ციკლისკენ. ადრე ითქვა, რომ თუ ეს ვარიანტი რეალობად იქცევა, Bitcoin-ის ღირებულება 20 000 აშშ დოლარამდე შემცირდება, ჯერჯერობით კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდება: Bitcoin-ის ფასი 30 700 აშშ დოლარამდე მყარდება, მასთან ერთად კი დანარჩენი Altcoin-ებიც ღირებულებაც იზრდება. Dogecoin-ის (DOGE) თანადამფუძნებელი ჯექსონ პალმერი თვლის, რომ არანაირი კრიპტოზამთრის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან ციფრულ აქტივებში ინვესტირების ინტერესი ახლა უკვე მოწოდების სიმაღლეზეა. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, "ისინი სულელების ახალ პარტიას ელოდებიან. ამგვარი რამ ციკლურად ხდება". „მათ“ როლში, ალბათ, იგულისხმება ბაზრის ვეშაპები, რომლებიც მომდევნო ზრდის ტენდენციისას ხელიდან არ გაუშვებენ სოლიდური ფულის გამომუშავების შესაძლებლობას ახლად შეძენილი Bitcoin-ებით. პალმერის თქმით საზოგადოების კოლექტიური მეხსიერება უკვე წაშლილია და თანდათან ავიწყდებათ, თუ რამდენი თაღლითობა განიცადა კრიპტოვალუტების სფერომ დაარსების დღიდან დღემდე. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გაჩნდა კურსის მუდმივი ცვლილების შედეგად არის იმ ადამიანების რიცხვის მრავალჯერადი ზრდა, რომლებიც ფულს აკეთებენ არაფრის კეთების გარეშე. პალმერი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც ადამიანები აშკარა თაღლითობას ხედავენ, არ ცდილობენ მის გამომჟღავნებას, ისინი უბრალოდ ფიქრობენ: "მართლა მაღელვებს ეს?" შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჯექსონ პალმერმა ილონ მასკი გააკრიტიკა და მას თაღლითი უწოდა. DOGE-ს დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ მილიარდერი არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ხალხზე ყიდის იმ აზრს, რომ ოდესმე ისინიც შეძლებენ გახდნენ ისეთივე ზღაპრულად მდიდარი, როგორც თავად არის. https://tinyurl.com/2p8kpedt
  21. უახლესი მონაცემების მიხედვით GeForce RTX 40 სერიის ვიდეო დაფების დებიუტი ივლისის შუა რიცხვებში უნდა შედგეს. სავარაუდოდ, ეს ეხება ანონსს, დაფების გამოსვლა და გაყიდვა მოგვიანებით დაიწყება და თითოეულ მოდელს საკუთარი თარიღი ექნება დათმობილი. NVIDIA, როგორც წესი, ახალ ვიდეო დაფებს აანონსებს გაყიდვაში გამოსვლის თარიღამდე ორი კვირით ადრე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივი გამოშვება შესაძლოა აგვისტოში შედგეს. ინსაიდერი Kopite7kimi ირწმუნება, რომ RTX 40 სერიის გამოშვების გრაფიკი უკვე დადასტურებულია, მაგრამ ამ მოვლენისადმი მიდგომა ოდნავ განსხვავდება RTX 30 სერიისგან. GeForce RTX 4080-ზე ფოკუსირების ნაცვლად NVIDIA პირველ რიგში გამოუშვებს ფლაგმანურ RTX 4090 ვიდეო დაფას. შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 3090, 3080 და 3070 ერთსა და იმავე დღეს დაანონსდა, თუმცა მათი გამოშვების გრაფიკი განსხვავებული იყო. RTX 3080 იყო პირველი დაფა, რომელიც ანონსიდან ორი კვირის შემდეგ გამოვიდა, კიდევ ორი კვირის შემდეგ კი გამოვიდა RTX 3090. რაც შეეხება RTX 3070-ს, NVIDIA-ს ანონსიდან ორი თვე დასჭირდა მისი გამოშვებისთვის. Ada Lovelace არქიტექტურაზე დამყარებული RTX 40 სერიის ყველა ცნობილ ვიდეო დაფაში გამოყენებულია სხვადასხვა გრაფიკული პროცესორი. ცნობილია, რომ NVIDIA-მ ამჟამად ძალისხმევა მიმართა გრაფიკულ პროცესორ AD102-ზე, AD104 კი მალე შევა ტესტირების სტადიაში. ამჟამად არსებული ინფორმაციით არაფერი ისმის AD103 GPU-ზე გადასვლის შესახებ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ NVIDIA კვლავ AD102 GPU-ს გამოიყენებს ზემოთხსენებულ მოდელში. https://tinyurl.com/nasewwx6
  22. წლის დასაწყისში ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ PS VR2 მასობრივ წარმოებაში ჩაეშვებოდა 2022 წლის მეორე ნახევარში, ხოლო ბაზარზე მეოთხე კვარტალში გამოვიდოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა მოსალოდნელი შეფერხების შესახებ. ამჟამად ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ მომდევნო თაობის VR ჰედსეტი 2023 წლის დასაწყისში გამოვა. Sony მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად აზიარებს PS VR2-ის მახასიათებლებს. ამჟამად ცნობილია მისი გარეგნული დიზაინი, ასევე ტექნიკური მახასიათებლები და ახალი ფუნქციები, როგორიცაა მზერის მიმართულების გამორკვევა. თუმცა Sony-ს ოფიციალურად არ განუცხადებია არც გამოსვლის და არც რელიზის თარიღი. ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს თქმით PS VR2 მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება მიმდინარე წლის ბოლოს, პირველ ეტაპზე გამოვა 1.5 მილიონი ერთეული, გამოშვება კი შედგება 2023 წლის 1 კვარტალში. გაურკვეველია, ანალიტიკოსი გულისხმობს კალენდარული წლის პირველ კვარტალს, რომელიც იანვრიდან მარტამდე გრძელდება, თუ მოიაზრებს ფინანსური წლის პირველ კვარტალს, რომელიც აპრილიდან ივნისამდე პერიოდს მოიცავს. Sony-ს ჯერ არ დაუდასტურებია გამოსვლის თარიღი, თუმცა კომპანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჰედსეტისთვის უკვე გამზადებულია ოცზე მეტი თამაში. PS VR2-ისთვის განკუთვნილ თამაშებს მოქმედებაში პირველად ვიხილავთ ახალ სტრიმ State of Play-ს დროს მიმდინარე კვირის ბოლოსთვის. ჯერჯერობით ერთადერთი ოფიციალურად დაანონსებული თამაშია Horizon: Call of the Mountain - ახალი თამაში, რომლის მოქმედება ხდება იმავე სამყაროში, რომელშიც Horizon Zero Dawn და Forbidden West. https://tinyurl.com/526cpuvy
  23. ბაზრის „გაგრილების“ ფონზე Ethereum-ტრანზაქციების საკომისიო გასული წლის ივლისში დაფიქსირებულ ნიშნულამდე ჩამოვიდა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ჩანს, რომ 1 მაისს მიღწეული ისტორიულ მაქსიმუმიდან, 200 აშშ დოლარიდან, მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. წყარო: Coin Metrics. სტატიის წერის მომენტში მისამართიდან მისამართზე ETH-ის მარტივი გადატანის ღირებულება 0.53 აშშ დოლარს შეადგენს. წყარო: Etherscan. ოპერაციის ღირებულება არაკასტოდიალურ ბირჟა Uniswap-სა და NFT-მარკეტფლეის Opensea-ზე აახლოებით 4-5 აშშ დოლარს შეადგენს. ERC-20 სტანდარტის ტოკენების გადარიცხვა მომხმარებელს 1 აშშ დოლარზე ოდნავ მეტი უჯდება. საკომისიოების შემცირება აისახა Ethereum-მაინერების შემოსავალზე, რომელიც ასევე შემცირდა 2021 წლის ზაფხულის შუა რიცხვების მაჩვენებლამდე. წყარო: Glassnode. ბოლო დროს ასევე მცირდება 10 000 ETH-ზე მეტი ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობაც. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში „სირთულის ბომბის" გააქტიურებაა მოსალოდნელი. პროგრამული გადაწყვეტილება შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს PoS-ზე გადასვლას, რაც ნაკლებად მომგებიანს გახდის მაინერებისთვის Proof-of-Work ქსელზე მუშაობას. https://tinyurl.com/2p936by4
  24. ლაიბნიცის სუპერკომპიუტერულმა ცენტრმა (Leibniz-Rechenzentrum, LRZ), რომელიც გერმანიის სამი უმსხვილესი მსგავსი ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, განაცხადა, რომ შეთანხმება დადო HPE-სა და Cerebras-სთან ახალ ინიციატივა Future Computing-ის ფარგლებში. ამ ინიციატივის მიზანია არასტანდარტული გამომთვლელი ტექნოლოგიების გამოყენება სამეცნიერო კვლევების დაჩქარებისთვის, რომლებიც ევროპის რეგიონში ხორციელდება. ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი კომპლექსი Cerebras CS-2, როგორც ცნობილია, საკმაოდ არასტანდარტულია - მისი ჩიპი WSE-2 ყველაზე დიდი პროცესორია მსოფლიოში, აქვს 850 ათასი ბირთვი და 40 გბ სუპერსწრაფი მეხსიერება. ჩიპი იკავებს სტანდარტულ 300-მილიმეტრიან სილიკონის ფირფიტის ფართობს და შედგება 2.6 ტრილიონი ტრანზისტორისგან. სისტემა CS-2 და მისი მახასიათებლები. წყარო: Cerebras Systems მეხსიერების მოცულობა არც ისე დიდია, როგორც ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავებისთვის მან უნდა იმუშაოს სისტემა HPE Superdome Flex-თან ერთად, რომელსაც შეუძლია შეინახოს და „გამოკვებოს“ სუპერპროცესი რეალურ დროში. თავად CS-2 შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც ამაჩქარებლების მასივი: ყველა ბირთვი ერთნაირია, ყველა მათგანი ოთხ მეზობელ ბირთვთან დაკავშირებულია მაღალსიჩქარიანი ინტერკონექტის მეშვეობით, რომელთა ჯამური წარმადობა 220 პბ/წმ-ია. ტრაფიკის გამტარი გზები მიწოდებულია კომპილაციის ეტაპზე. წყარო: Cerebras Systems Cerebras-ის განცხადებით CS-2-ით მხარდაჭერილია მოდელები ზომებით 120 ტრილიონ პარამეტრამდე, ხოლო ორიგინალური მონაცემები MemoryX-ის წყალობით შეიძლება შეინახოს ძირითადი სისტემის გარეთ წარმადობის დაკარგვის გარეშე. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა ასჯერ გაიზარდოს სამუშაო მოდელის ზომა ერთ CS-2-თან შედარებით გარე მეხსიერების მასივის გარეშე. რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, ახალ სისტემაში გამოყენებული იქნება მანქანური სწავლების სტანდარტული ფრეიმვორქები, როგორებიცაა TensorFlow და PyTorch. ასევე ხელმისაწვდომია დაბალი დონის განვითარების ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ნებისმიერი დავალება CS-2-ზე რთული სიგნალის დამუშავებიდან ფიზიკური კანონების გამოყენებით მოდელირებამდე. ბავარიის შტატის მიერ წამოყენებული ინიციატივა არ შემოიფარგლება მხოლოდ Cerebras/HPE სისტემით. Future Computing პროექტი ასევე შეაფასებს კლასიკური CPU-გამოთვლების ყველა არსებულ თანამედროვე ალტერნატივას, მათ შორის GPU-ებს, FPGA-ებს, სხვადასხვა პროტოტიპს და საინჟინრო ნიმუშებს. https://tinyurl.com/2p95xdyf
  25. რესურს Angstronomics-მა დაიწყო ინფორმაციის გაზიარება იმ პროდუქტებზე, რომელთა დემონსტრირება ამა თუ იმ ფორმით შედგა გამოფენა Computex 2022-ზე. როგორც ყოველთვის, ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოჩნდა სიახლეების „მეორე ტალღა“, რომელიც ემყარება გამოფენის კულუარებიდან მიღებულ ცნობებს. ფოტოს წყარო: Twitter, Lisa Su წყარო ამტკიცებს, რომ Socket AM5 Ryzen 7000 პროცესორების დიაპაზონში შედის მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ ავტომატურად გაზარდონ მინიმუმ ერთ-ერთი ბირთვის სიხშირე 5.85 გჰც-მდე. ამასთან, როგორც ვებ-გვერდის წარმომადგნლები აღნიშნავენ, პროცესორ Raphael-ის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც AMD-მ გასულ კვირაში Blender-ში მუშაობისას წარმადობის დემონსტირებისთვის გამოიყენა, მუშაობდა 5.55 გჰც-ზე. ისინი ამტკიცებენ, რომ Ryzen 7000 ხაზში არ შევა მოდელები, რომელთა ბირთვების რაოდენობა 16-ს აღემატება. ორი კრისტალი თითოეულზე 8 ბირთვით - ეს არის მაქსიმუმი, რომლის მოლოდინიც დასაშვებია განლაგების მიზეზების გამო. კიდევ ორი კრისტალის დამატება შეზღუდული ფართობის პირობებში, რაც განპირობებულია გაგრილების სისტემის დამაგრების თვალსაზრისით Socket AM4-თან თავსებადობის შენარჩუნების აუცილებლობის გამო, უბრალოდ შეუძლებელია. პირველწყაროს მონაცემების თანახმად AMD-ის შიდა მიზნები Zen 4 პროცესორების წარმადობის ზრდის კუთხით გულისხმობს Zen 3-თან შედარებით სიჩქარის 7%-ით მატებას ერთნაკადიან დატვირთვაში და 10%-ით ზრდას - მრავალნაკადიან ამოცანებში. სიხშირის პოტენციალის ზრდის შეჯამებით უზრუნველყოფილი იქნება თვალშისაცემი პროგრესი. Ryzen 7000 სერიის პროცესორების ბაზარზე გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. https://tinyurl.com/2p9a598a
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.