Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ცნობილი გახდა გეიმინგ სმარტფონ ROG Phone 6-ის დიზაინი, რომელსაც კომპანია ASUS ოფიციალურად წარადგენს 5 ივლისს შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და ტაივანში გამართულ ღონისძიებებზე. მოსალოდნელია, რომ სერიაში შევა საბაზისო მოდიფიკაცია, აგრეთვე მოდელები ROG Phone 6 Pro და ROG Phone 6 Ultimate. ფოტოს წყარო: ASUS ახალი სმარტფონის ფოტოები გამოქვეყნებულია ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის სერტიფიკაციის ცენტრის ვებ-გვერდზე. მოწყობილობაში გამოყენებულია 6.78-დუიმიანი დისპლეი Full HD+ გაფართოებითა და 165 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. პანელის სივრცეში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, სელფი-კამერის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს. სმარტფონის უკანა მხარეს წარმოდგენილია სამი კამერა განათებით, რომლის ელემენტები განლაგებულია ჰორიზონტალურად. ძირითადი მოდულის გაფართოება 64 მეგაპიქსელია. უკანა პანელზე ცენტრთან ახლოს განთავსებულია ვერტიკალურად გამოწეული დამხმარე ეკრანი. ამავე ზონაში მოცემულია შუქდიოდების ხაზი, რომლებიც მომხმარებლებს აცნობებენ ამა თუ იმ შეტყობინების შესახებ. ფოტოს წყარო: TENAA აღჭურვილობაში შედის 512 გბ მოცულობის ფლეშ-მეხსიერება. კვებას უზრუნველყოფს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ამასთან, მოდელი ROG Phone 6 Ultimate გამოჩნდა პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე და მასში წარმოდგენილი იყო პროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 (3.2 გჰც-მდე), 18 გბ ოპერატიული მეხსიერება და ოპერაციული სისტემა Android 12. https://tinyurl.com/2p8z3nk5
  2. როდესაც AMD-მ პირველად შემოიტანა ბაზარზე პირველი თაობის EPYC პროცესორები, მან თავის თავს საკმაოდ მოკრძალებული მიზნები დაუსახა ბაზრის წილის კუთხით: 5-6%-მდე 2018 წლის ბოლოსთვის და 10%-ზე მეტი - მომდევნო წელიწადნახევარში. დაწესებული საზღვრების გადალახვის შემდეგ კომპანიამ უარი თქვა შემდგომ პროგნოზირებაზე, თუმცა არ გამორიცხა, რომ მიაღწევს ისტორიულ რეკორდს, რაც შეესაბამება ბაზრის 26%-ს საუკუნის პირველი ათწლეულის შუა პერიოდში. ფოტოს წყარო: AMD JPMorgan-ის ექსპერტებმა იმ კომპანიების ხელმძღვანელების გამოკითხვის შემდეგ, რომლებიც სერვერულ სეგმენტში AMD-ის მსხვილი მომხმარებლები არიან, განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს კომპანიამ შეძლო სერვერული პროცესორების ბაზრის 20%-ის დაკავება და ამ წილის გაორმაგებას სულ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივაში AMD-მ შესაძლოა მიაღწიოს 30%-იან წილს ექსპერტების აზრით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში AMD-ის სერვერული პროცესორების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო მარტო გასულ წელს - 120%-ით. ახალი Genoa თაობის EPYC პროცესორების ბაზარზე შემოტანა ამა წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერებს AMD-ის პოზიციებს, რადგან Intel კვლავ განიცდის სირთულეებს კონკურენტი Sapphire Rapids პროცესორების მასობრივი მიწოდების გაზრდის გამო. Xilinx-სა და Pensando-სთან გაერთიანება ზრდის წარმატების შანსებს AMD-სთვის - მიიჩნევენ JPMorgan-ის ექსპერტები. https://tinyurl.com/479c8afj
  3. ამერიკულმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა გამოაცხადა პლატფორმა Coinbase Pro-ს დახურვის შესახებ პროფესიონალი ტრეიდერებისთვის. მისი ფუნქციონალი გადავა მთავარ პლატფორმაზე ინიციატივა Advanced Trade-ის ფარგლებში. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მომხმარებლებმა შეაფასეს 2018 წელს ამოქმედებული სერვისის შესაძლებლობები. Coinbase Pro საშუალებას იძლევა განხორციელდეს ტექნიკური ანალიზი და გარიგებები უშუალოდ ორდერებთან მოქმედებით. „Coinbase-ის აპლიკაციაში დავამატეთ კრპტოეკონომიკასთან ურთიერთქმედების გაფართოებული შესაძლებლობები, როგორებიცაა მაგალითად სტეიკინგი, სესხება, დეცენტრალიზებული საფულე და საგადახდო ბარათი, ჩვენი სავაჭრო ინტერფეისის გაუმჯობესების გარდა“, - ნათქვამია განცხადებაში. შედეგად ბევრი მომხმარებელი განსხვავებული ფუნქციების გამო იყენებდა ორივე პლატფორმას და სირთუეებს განიცდიდა პროდუქტებს შორის ბალანსების გადარიცხვისას. Coinbase-მა გადაწყვიტა ამ პრობლემების მოგვარება და გააფართოვა ძირითადი აპლიკაციის ფუნქციები. Advanced Trade-ს დაემატება Coinbase Pro-ს ყველა მახასიათებელი, ეს უკანასკნელი კი 2022 წლის ბოლომდე დაიხურება. მომხმარებლებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ პროფესიონალური პლატფორმა უფრო დაბალ საფასურს ითხოვდა, ვიდრე აპლიკაცია Coinbase.com. კომპანიას არაფერი უხსენებია მთავარ პლატფორმაზე მოსაკრებლების შესაძლო ცვლილების შესახებ. შეგახსენებთ, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა გამოაცხადა კრიპტოზამთრის დაწყების გამო დასაქმებულთა დაახლოებით 18%-ის შემცირება. https://tinyurl.com/mr2h5cp7
  4. Intel Arc A380 ვიდეო დაფის მიმოხილვები უკვე გამოქვეყნებულია ჩინეთში მრავალი ტექნოლოგიური რესურსის მიერ. ზოგადად, შედეგები შეესაბამება ერთმანეთს - Intel-ის ვიდეო დაფა თამაშების უმეტესობაში უფრო ნელია AMD-ისა და NVIDIA-ს კონკურენტ გადაწყვეტილებებთან შედარებით. როგორც ირკვევა, Arc A380 ოფიციალურად უფრო ნელია, ვიდრე AMD-ის ამჟამინდელი დაბალბიუჯეტური გეიმინგ დაფა Radeon RX 6400, ისევე როგორც NVIDIA-ს მოძველებული GeForce GTX 1650. ამას Wccftech რესურსის მიერ გამოქვეყნებული ამონარიდები ადასტურებს. Intel-მა ჩაატარა ოფიციალური შედარების ტესტები 17 თამაშში და მათი შედეგები მოცემულია ოფიციალურ დოკუმენტაციაში. ზოგ შემთხვევაში ვიდეო დაფა მინიმალურად ჩამორჩება კონკურენტებს და ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Total War: Troy, Naraka Bladepoint, The Witcher 3 და F1 2021, RX 6400-ზე უკეთეს შედეგსაც კი აფიქსირებს. წყარო: Wccftech და Intel Corp. ვიდეო დაფის ამოცანაა უზრუნველყოს კადრების საშუალო სიხსირე 60 FPS-ს ზემოთ 1080p გაფართოებაზე გრაფიკის საშუალო პარამეტრების პირობებში და ეს ამოცანა შესრულებულია. ამასთან, კომპანიამ ჯერ კიდევ გამოშვებისას აღნიშნა უპირატესობა წარმადობისა და ფასის თანაფარდობის თვალსაზრისით, საბოლოო მყიდველისთვის კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მაღაზიაში არსებულ ფასზე. Arc A380-ს გააჩნია აშკარა უპირატესობები: AV1 კოდირების მხარდაჭერა, ტექნოლოგიების ნაკრები და სამუშაო დატვირთვის ოპტიმიზაცია Intel-ის ინტეგრირებულ გრაფიკასთან ერთობლივი მუშაობისთვის. XeSS მასშტაბირება. დიდი იმედები მყარდება დრაივერების განახლებისა და წარმადობის დამატებითი გაუმჯობესების შესახებ. დროთა განმავლობაში ვიდეო დაფა შეიძლება გახდეს უფრო სწრაფი, თუ ვიმსჯელებთ შედარებით მაღალი ეფექტურობით 3DMark სტანდარტებში. https://tinyurl.com/5435wx35
  5. კომპანია LG-მ დააანონსა საკმაოდ უჩვეულო მონიტორი 27BQ70QC-S. მოწყობილობა აგებულია IPS მატრიცაზე, რომლის ზომაა 27 დუიმი, გაფართოება - WQHD - 2560 × 1440 პიქსელი. ფოტოს წყარო: LG პანელის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მბრუნავი ჩარჩო. იგი საშუალებას იძლევა მოწყობილობა განთავსდეს მაგიდაზე ან დაიკიდოს რაიმე ვერტიკალურ ზედაპირზე, მაგალითად, საოფისე ტიხარზე. მეორე შემთხვევაში საკმარისია მონიტორი უბრალოდ შემოტრიალდეს 180 გრადუსით და მომხმარებელმა გამოიყენოს სპეციალური დამჭერები (ფოტოზე). გარდა ამისა, აღჭურვილობაში შედის Full HD ფორმატის მოსახსნელი ვებ-კამერა, რომელიც პანელის განთავსების პოზიციიდან გამომდინარე მაგრდება დისპლეის ზედა ან ქვედა ნაწილზე. გათვალისწინებულია USB Type-C პორტი 65 ვატამდე ენერგიის მიწოდების შესაძლებლობით - მაგალითად, დაკავშირებული პორტატული კომპიუტერისთვის. მონიტორის სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კონტრასტულობის - 1000:1, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 75 ჰერცს, რეაგირების დრო (GtG) – 5 მილიწამი. მხარდაჭერილია 99%-იანი sRGB ფერთა გამა. მონიტორში წარმოდგენილია აუდიოსისტემა Waves MaxxAudio 2-2-ვატიანი სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია HDMI ინტერფეისი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. მოწყობილობა ხელსაყრელია კონფერენციის ვიდეოზარების ორგანიზებისთვის. https://tinyurl.com/2uen5w6v
  6. შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან კრიპტოვალუტებს ბაზარზე გაზრდილი არასტაბილურობის ფონზე. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა. მისი თქმით ფედერალური რეზერვების სისტემა ჯერჯერობით ვერ ხედავს Bitcoin-ის ბაზარზე არსებული ვითარების მნიშვნელოვან გავლენას მაკროეკონომიკაზე. ამავდროულად, პაუელი თვლის, რომ კრიპტოვალუტების ინდუსტრიას სჭირდება „უკეთესი მარეგულირებელი ჩარჩო“: „ციფრული საფინანსო სექტორის ბევრი პროდუქტი გარკვეულწილად ჰგავს პროდუქტებს, რომლებიც არსებობს საბანკო სისტემაში ან კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ისინი ერთნაირად არ რეგულირდება. ჩვენ ეს უნდა გადავჭრათ“. 14-15 ივნისის შეხვედრის შემდეგ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთი ერთბაშად 75 საბაზისო პუნქტით - 1.5-1.75%-მდე გაზარდა. ამ მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ Bitcoin-ის ფასი მკვეთრად დაეცა, მაგრამ მოგვიანებით ოდნავ მოიმატა. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა იყიდება დაახლოებით 20300 აშშ დოლარად. BTC/USDT-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. Arcane Research-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Bitcoin-ის ფასი 10350 აშშ დოლარამდე შემცირდება. https://tinyurl.com/zxc7v2ds
  7. გეიმინგ ვიდეო დაფის შეძენას, როგორც წესი, წინ უძღვის დიდი რაოდენობით მიმოხილვის ნახვა სხვადასხვა პუბლიკაციიდან. სწორი არჩევანის გასაკეთებლად ხანდახან საკმაოდ დიდი დრო უნდა დაიხარჯოს ვიდეო დაფების შედარებისა და საუკეთესო გამოსავლის პოვნაში არა მხოლოდ სუფთა წარმადობის, არამედ წარმადობა/ფასის თანაფარდობის კუთხითაც. შერჩევის გამარტივება შესაძლებელია ყველა ვიდეო დაფის სტატისტიკის მქონე მზა ინსტრუმენტებით და ამგვარი ინსტრუმენტი უკვე ხელთ აქვს კომპანია AMD-ს, აცხადებს Neowin. შესაძლებელია არჩეულ იქნას გაფართოება, გრაფიკის პარამეტრები და გრაფიკული API. წყარო: AMD GPU Comparison Tool GPU Comparison Tool საშუალებას იძლევა შედარდეს AMD-ს ვიდეო დაფები ერთმანეთს და კონკურენტ NVIDIA-ს დაფებსაც კი. ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობით თამაშების შედეგები, შესაძლებელია გაფართოების არჩევა, გრაფიკისა და გრაფიკული API-ს კონფიგურირება, თუმცა ბოლო ორი მათგანის შემთხვევაში ბევრი თამაშისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი ვარიანტია ხელმისაწვდომი. შედეგები წარმოდგენილია AMD-სა და NVIDIA-ს თანამედროვე სერიებისთვის, შესაძლოა ბაზაში დაემატოს Intel-ის ვიდეო დაფები მას შემდეგ, რაც ყველა მოდელი გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებელია ვიდეო დაფები შედარდეს არა მხოლოდ საშუალო FPS-ის, არამედ FPS/$ შეფარდების მხრივ. გაანგარიშებისთვის კომპანია იყენებს ვიდეო დაფის ყველაზე დაბალ ღირებულებას სავაჭრო პლატფორმა Newegg-ზე. AMD აღნიშნავს, რომ "...სრული გამჭვირვალობის მიზნით შედარება ხდება ასევე NVIDIA RTX 3000 სერიის გრაფიკულ დაფებთან. წარმადების ყველა მაჩვენებელი გაზომილია და დამოწმებულია AMD-ის შიდა ლაბორატორიებში." პროგრამული უზრუნველყოფისა და სატესტო სტენდების კონფიგურაციების შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია გრაფიკების ქვეშ და სქოლიოებში, რადგან AMD Radeon RX 6700, GeForce 3060 Ti და უფრო მაღალი წარმადობის დაფების ტესტირება ხდება AMD Ryzen 9 5900X სისტემებზე, სხვა კონფიგურაციებისთვის კი გამოიყენება Ryzen 5 5600X. https://tinyurl.com/5dfc2kmd
  8. კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა წარადგინა ათი ყველაზე კარგად გაყიდვადი სმარტფონის რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილის შეჯამებით. ყველაზე პოპულარული მოწყობილობების სამეული წარმოდგენილია მხოლოდ Apple-ის სმარტფონებით. მაშ ასე, რეიტინგის პირველ ადგილზეა iPhone 13 დახლოებით 5.5%-იანი წილით გაყიდული სმარტფონების ჯამურ მოცულობაში. მას მოსდევს iPhone 13 Pro Max 3.4%-იანი შედეგით, მესამე ადგილი კი ერგო iPhone 13 Pro-ს - მისი წილი დაახლოებით 1.8%-ია. მეოთხე პოზიციას იკავებს Apple-ის კიდევ ერთი მოწყობილობა - iPhone 12, რომლის წილიც 1.6%-ს შეადგენს. iPhone SE 2022 მოდელი მეშვიდე ადგილზეა ბაზრის 1.4%-იანი წილით. ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research Counterpoint-ის აპრილის რეიტინგში შესული ოთხი სმარტფონი წარმოებულია კომპანია Samsung-ის მიერ. ეს მოდელებია Galaxy S22 Ultra 5G, Galaxy A13, Galaxy A03 Core და Galaxy A53 5G, რომელთაც უკავიათ მეხუთე, მეექვსე, მერვე და მეცხრე ადგილები, შესაბამისად. ამ მოწყობილობების წილი შეადგენს 1.5 %, 1.4 %, 1.4 % და 1.3 %-ს. ტოპ ათეულს ხურავს ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერ წარმოებული მოწყობილობა Redmi Note 11 LTE. მასზე აპრილში მოდიოდა რეალიზებული სმარტფონების საერთო მოცულობის დაახლოებით 1.1%. https://tinyurl.com/2xvfazes
  9. უახლოეს მომავალში პოზიციების იძულებითი ლიკვიდაცია Bitcoin-ის ფასზე შემდგომ ზეწოლას მოახდენს. ეს აზრი გამოთქვა ბირჟა BitMEX-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეიესმა. მან ყურადღება გაამახვილა 24.500 BTC-ის ლიკვიდაციაზე კანადური Purpose Bitcoin ETF-ის (BTCC) მიერ 17 ივნისის საღამოს, ვაჭრობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე. „დარწმუნებული არ ვარ, როგორ გამოისყიდიან ისინი, მაგრამ ეს არის ბევრი ფიზიკური Bitcoin-ის გაყიდვა მოკლე დროში“, - განაცხადა ექსპერტმა. შაბათ-კვირას, როდესაც ფიატ არხები დაიხურა, BTC-ის ფასი დაეცა 17.600 აშშ დოლარამდე ვაჭრობის მაღალი მოცულობის გამო, აღნიშნა ჰეიესმა. თითქმის 20%-იანი ვარდნის შემდეგ ბაზარი სწრაფად გაიზარდა უკვე მცირე მოცულობით. „კრიპტო კრედიტორების მიერ რისკის მართვის ცუდი მდგომარეობისა და ზედმეტად გულუხვი პირობების გათვალისწინებით ველით BTC-ისა და ETH-ის იძულებით გაყიდვებს“ - დაწერა ჰეიესმა. თუმცა იგი თვლის, რომ ეს ვითარება გამოცდილ ინვესტორებს მისცემს შესაძლებლობას - იყიდონ „მონეტები მათგან, ვინც იძულებულია გაყიდოს ფასის მიუხედავად“. მანამდე Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა პიტერ შიფმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის დაბრუნება 20 ათას აშშ დოლარზე მაღლა არ ნიშნავს, რომ ის ფსკერიდან ამოვიდა. მისი აზრით კრიპტოვალუტა 5000 აშშ დოლარიან დონეს გატესტავს. DoubleLine Capital-ის ხელმძღვანელმა ჯეფრი გუნდლაჰმა განაცხადა, რომ მას არ გაუკვირდება Bitcoin-ის კურსის 10 000 აშშ დოლარამდე დაცემა. აპრილში ჰეიესმა ივარაუდა ბაზრის მოსალოდნელი კრახი წლის პირველი ნახევრის ბოლომდე. მას სჯეროდა, რომ ამ მომენტისთვის Bitcoin და Ethereum ჩამოვიდოდა 30 ათას და 2500 აშშ დოლარიან დონეებზე, შესაბამისად. მაისში წამყვანი კრიპტოვალუტების კოტირებები ამ ნიშნულებს ქვემოთ დაეცა. ივნისის დასაწყისში ჰეიესმა განაცხადა, რომ Bitcoin-მა, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარად იყიდებოდა, მიაღწია მიმდინარე ციკლის ფსკერს. 2021 წელს Purpose Bitcoin ETF გახდა პირველი საბირჟო Bitcoin-ფონდი, რომელმაც მიიღო თანხმობა კანადის მარეგულირებლისგან. https://tinyurl.com/yvcuayxk
  10. კორპორაცია Intel მალე გამოუშვებს მცირე NUC 12 ფორმ-ფაქტორის გეიმინგ დესკტოპს, სახელწოდებით Serpent Canyon. მოწყობილობები დაფუძნებული იქნება Alder Lake აპარატულ პლატფორმაზე. ფოტოს წყარო: Baidu / Intel მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Core i7-12700H თოთხმეტი ბირთვით - 6 ბირთვი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. შესაძლებელია ინსტრუქციის ერთდროულად ოცამდე ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს აღწევს. აღჭურვილობაში შედის დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A770M ჩიპ ACM-G100-ის ბაზაზე, რომელსაც 32 Xe ბირთვი აქვს. GDDR6 მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს, ენერგომოხმარების დიაპაზონია 120-დან 150 ვატამდე. კომპიუტერზე ხელმისაწვდომია ქსელის კონტროლერი Intel 2.5G Ethernet და Wi-Fi 6E უსადენო კავშირის ადაპტერი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობისა და მონაცემთა სანახი ქვესისტემის კონფიგურაციების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. კომპიუტერის ფრონტალურ პანელზე ხელმისაწვდომია SDXC სლოტი, ინტერფეისები Thunderbolt 4 და USB 3.2 Type-A, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოჰაბი. უკანა მხარეს განთავსებულია HDMI 2.1 და DisplayPort 2.0 კონექტორები, ოთხი პორტი USB Type-A, RJ45 პორტი ქსელის სადენისთვის, ასევე ინტერფეისი Thunderbolt 4. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://tinyurl.com/2jz6fenh
  11. კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ჰიბრიდული პლანშეტი, სახელწოდებით XiaomiBook S 12.4 ოპერაციულ სისტემა Windows-ის ბაზაზე. მოწყობილობა აღჭურვილია მოხსნადი კლავიატურით, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას იგი როგორც ლეპტოპის, ისე პლანშეტის სახით. ფოტოს წყარო: Xiaomi XiaomiBook S 12.4 პლანშეტს საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი 7-ნანომეტრიანი პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 2, რომლის შემადგენლობაში გამოყენებულია რვა ბირთვი Kryo 495 სიხშირით 3159 მჰც და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 680 პროგრამულ ინტერფეის DirectX 12-ის მხარდაჭერით. ანონსის დროს 2020 წელს კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ეს ჩიპი 7-ვატიანი TDP-ის დონით უფრო სწრაფია 15-ვატიან მე-10 თაობის Intel Core i5 პროცესორებთან შედარებით. XiaomiBook S 12.4 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე, რომელზეც მხარდაჭერილია x86-64 აპლიკაციების ემულაცია Arm პლატფორმაზე. ამრიგად, XiaomiBook S 12.4-ზე შესაძლებელია გაეშვას სოფტი, რომელიც თავდაპირველად არ იყო შემუშავებული Arm-არქიტექტურისთვის. პლანშეტს აქვს 12.4-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი (პიქსელების სიმჭიდროვეა 244 PPI). ეკრანის გვერდების შეფარდებაა 16:10, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 500 კდ/მ2, აქვს 90%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელი სენსორულია, გამოყენებულია დამცავი საფარი Gorilla Glass 3. XiaomiBook S 12.4-ის სისქე 8.95 მმ-ს შეადგენს, წონა - 720 გრამს. კორპუსი დამზადებულია მაგნიუმისა და ალუმინის შენადნობისგან. მოწყობილობას აქვს 8 გბ LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ მუდმივი მეხსიერება. მხარდაჭერილია უსადენო კავშირები Wi-Fi 5 და Bluetooth 5.1, ხელმისაწვდომია USB Type-C კონექტორი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია გარე დისპლეისთან დაკავშირება 4K ხარისხით, ასევე მოცემულია 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, აგრეთვე MicroSD სლოტი. გაჯეტზე წარმოდგენილია ფრონტალური კამერა 1080p გაფართოებით და ორი მიკროფონი ხმის ჩახშობის ფუნქციით. კომპანია არ ასახელებს ბატარეის მოცულობას, მაგრამ აღინიშნება, რომ მისი მარაგი საკმარისია 13.4-საათიანი მუშაობისთვის ერთი სრული დამუხტვის ციკლზე. XiaomiBook S 12.4-ს მწარმოებელი კომპანია აფასებს 700 ევროდ. პლანშეტზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 30 ივნისიდან. პირველი 48 საათის განმავლობაში მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 600 ევროდ. პირველი ორი დღის განმავლობაში მომხმარებლები მიიღებენ 65-ვატიან სწრაფ GaN-დამტენს. მისი ფასი 40 ევროს შეადგენს. პლანშეტისთვის განკუთვნილი მოხსნადი სრული ზომის კლავიატურა იწონის 317 გრამს და წარმოდგენილი იქნება მოწყობილოაზე დამატებითი ოფციის სახით 150 ევროდ. პირველი 250 მყიდველი, რომლებიც პლანშეტზე წინასწარ შეკვეთას გააფორმებენ, კლავიატურად 50 ევროდ შეძენას შეძლებენ. კლავიატურის ქეისი 40 ევრო ღირს. XiaomiBook S 12.4-ისთვის კომპანია Xiaomi მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ ფანქარ Smart Pen-ს, რომლის ფასი 100 ევროა. იგი მუშაობს ბატარეაზე, მხარდაჭერილია 4096 დაჭერის დონე და მოქმედებს 240-ჰერციან ეკრანზე. სტილუსის ბატარეის სრულ დამუხტვას დაახლოებით 18 წუთი სჭირდება. მისი დამუხტვის 1 წუთი საკმარისია მოწყობილობის ოცწუთიანი მუშაობისთვის. https://tinyurl.com/584vdcjz
  12. სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ Bitcoin-ის ინვესტორებს ურჩია, არ ინერვიულონ პირველი კრიპტოვალუტის კოტირებებზე. მისი თქმით, ვარდნის ციკლის დასრულების შემდეგ ციფრულ ოქროში ინვესტიციები "განუზომავად" გაიზრდება. „ ვხედავ, რომ ზოგიერთ ადამიანს აწუხებს Bitcoin-ის საბაზრო ფასი. ჩემი რჩევა: შეწყვიტეთ ჩარტების ყურება და ისიამოვნეთ ცხოვრებით. თუ თქვენ გაქვთ ინვესტიცია BTC-ში, თქვენი ინვესტიცია უსაფრთხოა, მისი ღირებულება უსასრულოდ გაიზრდება დათვური ბაზრის შემდეგ. მთავარი მოთმინებაა“, - წერს იგი. საპასუხოდ ოქროს მომხრე პიტერ შიფმა განაცხადა, რომ ბუკელეს რჩევა ისეთივე ცუდია, როგორც მისი რეკომენდაცია „იყიდე მწვერვალზე“ (buy the top). ეს უკანასკნელი სავარაუდოდ მიუთითებს საფონდო ბირჟის სლოგანზე - „იყიდე ფსკერზე“(buy the dip), რომელსაც ბუკელე ხშირად მოიხსენიებდა. „როგორ შეიძლება ითქვას, რომ Bitcoin-ის ინვესტიციები უსაფრთხოა, როდესაც მათ უკვე დაკარგეს საბაზრო ღირებულების 75%? თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად დაბლა დაეცემა ფასი ამ დათვურ ბაზარზე და აღდგება თუ არა კოტირებები არსებულ დონემდე“, - განაცხადა მან. ადრე შიფმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის კოლაფსი კარგია ეკონომიკისთვის. მან ასევე დაამატა, რომ ციფრულ აქტივებს რომც ჰქონდეს მომავალი, Bitcoin არასოდეს იქნება მისი ნაწილი. სალვადორის სახელმწიფო Bitcoin ფონდი ფლობს 2301 BTC-ს, რაც წერის მომენტისთვის 44.31 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული. საშუალო შესყიდვის ფასი 43900 აშშ დოლარია, ქვეყნის „საქაღალდო“ ზარალმა უკვე გადააჭარბა 56 მლნ აშშ დოლარს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში სალვადორი გეგმავდა პირველი Bitcoin-ობლიგაციების გამოშვებას 1 მლრდ აშშ დოლარად. ივნისში მთავრობამ აღიარა, რომ არ სურდა ამ ინსტრუმენტის ამოქმედება უახლოეს მომავალში. https://tinyurl.com/3vkmmuhd
  13. Bitpro Consulting-ის ინფორმაციის თანახმად ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მაინერებმა გრაფიკული ამაჩქარებლების შეძენაზე დახარჯეს არანაკლებ 15 მლრდ აშშ დოლარი. თავის მხრივ JPR აცხადებს, რომ 2021 წელს რითიელერებმა განახორციელეს 49 მილიონზე მეტი ვიდეო დაფის რეალიზაცია, რომელთაგან ერთი ეგზემპლარის საშუალო ღირებულება დაახლოებით 1050 აშშ დოლარი იყო. ამ ინფორმაციით წყარომ მარტივი გამოთვლა გააკეთა და მივიდა დასკვნამდე, რომ მაინერებმა შეისყიდეს მინიმუმ 14.2 მილიონი ვიდეო დაფა. ხაზგასმულია, რომ მონაცემები ძალიან მიახლოებითია - ზოგიერთმა მაინერმა შეიძინა კრიპტოვალუტის მაინინგზე სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლები, რომლებიც JPR-მ არ გაითვალისწინა, ზოგიერთმა კი ლეპტოპები გამოიყენა. სულ წელიწადნახევრის განმავლობაში მსოფლიოში გაიყიდა დაახლოებით 73-74 მილიონი დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებელი (სუპერდაბალბიუჯეტურების გამოკლებით). ეს ნიშნავს, რომ მაინერებმა იყიდეს საერთო რაოდენობის დაახლოებით ერთი მეხუთედი, რაც ადასტურებს ბევრი ექსპერტის თეზისს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კრიპტო ციებ-ცხელება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვიდეო დაფების ღირებულებასა და ხელმისაწვდომობაზე. ამ ჰიპოთეზის კიდევ ერთი მტკიცებულება არის ის ფაქტი, რომ კრიპტოზამთრის დადგომისა და ძირითადი კრიპტოვალუტების კურსის შემცირების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიაფდა გრაფიკული ამაჩქარებლები - კრიპტოისტერიის პიკის დროს ევროპის მაღაზიებში ვიდეო დაფები იყიდებოდა სარეკომენდაციო ფასზე 50-250%-ით ძვირად, ამჟამად კი უმეტესობა მოდელის ფასის გადამეტება მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს და მხოლოდ რამდენიმე ყველაზე პოპულარული მოდელის მიმდინარე ფასი ადის 20-30% განსხვავებამდე. https://tinyurl.com/bdfm9r4y
  14. ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ მიმდინარე წლისთვის Qualcomm-ის აპარატულ პლატფორმაზე აგებული ფლაგმანური სმარტფონების ანონსი ჩანიშნა. ფოტოს წყარო: Xiaomi ცნობილია, რომ მომდევნო თვეში დაგეგმილია Xiaomi 12S და Xiaomi 12S Pro მოდელების პრეზენტაცია, რომლებიც გახდებიან Xiaomi 12-ისა (პირველ ფოტოზე) და Xiaomi 12 Pro-ს (მეორე ფოტოზე) მემკვიდრეები. ახალ სმარტფონებს ექნება პროცესორი Snapdragon 8+ Gen 1 ტაქტის სიხშირით 3.2 გჰც-მდე Snapdragon 8 Gen 1 ჩიპის ნაცვლად (3.0 გჰც), რომელიც გამოყენებულია მოწყობილობების ორიგინალ ვერსიებში. Xiaomi 12S და Xiaomi 12S Pro სმარტფონებს ექნება 12 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, 512 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება, 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერის მქონე ბატარეა და Leica-სთან პარტნიორობის შედეგად შექმნილი ძირითადი კამერების ნაკრები. გარდა ამისა, მოსალოდნელია Xiaomi 12S Dimensity Edition მოწყობილობის ანონსი, რომელიც დამყარებული იქნება MediaTek Dimensity 9000 ჩიპზე, ექნება 67-ვატიანი სწრაფი დამუხტვა და კამერები ბრენდ Leica-ს გარეშე. ნოემბერში სავარაუდოდ შედგება Xiaomi 13 და Xiaomi 13 Pro სმარტფონების ფორმალური ანონსი. არსებული ცნობების თანახმად მათ კომპლექტაციაში შევა სამომავლო პროცესორი Snapdragon 8 Gen 2, რომელსაც, როგორც ცნობილია, ექნება ოთხბლოკიანი არქიტექტურა კონფიგურაციით 1 + 2 + 2 + 3. ამათგან ერთ-ერთია მძლავრი ბირთვი Cortex X3 (Makalu-Elp), ორი ბირთვი Cortex A720 (Makalu), ორი ბირთვი Cortex A710 (Matterhorn) და სამი ბირთვი Cortex A510 (Klein-R1). ახალ სმარტფონებს ექნება 2K ეკრანი და თანდაყოლილი ოპერაციული სისტემა Android 13. https://tinyurl.com/48bmyeha
  15. ტრეიდერმა, მეტსახელით Crypto bullet, დაუშვა პირველი კრიპტოვალუტის ფასის შებრუნება 18600 აშშ დოლარის დონეზე. „Bitcoin ახლა ჩემი მხარდაჭერის ზონის შუაშია, რაც შეესაბამება 2017 წლის ყველა დროის მაქსიმუმს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა. მისი დაკვირვებით ყოველკვირეული RSI ინდიკატორი ისტორიულ მინიმუმზეა და ბაზრის მონაწილეების შიშმა „ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“. „თუკი კურსი 18600 აშშ დოლარზე შენარჩუნდება, ველი სიტუაციის შემობრუნებას“ - განაცხადა მან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით აქტუალური გახდება 12 ათას აშშ დოლარიანი დონე. „ყველა იმედოვნებს 12 ათას აშშ დოლარიან დონეს, თუმცა დიდი ალბათობით მას ვერ ვიხილავთ.“ წერის მომენტისთვის Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 18860 აშშ დოლარია, Ethereum-ისა - 980$ (CoinGecko-ს თანახმად). ისტორიაში პირველად პირველი კრიპტოვალუტის ფასმა წინა საბაზრო ციკლის პიკს - 20 000 აშშ დოლარის დონეს ვერ მიაღწია. https://tinyurl.com/3e4w79ks
  16. ზაფხულის ბოლოს სამხრეთკორეული კორპორაცია Samsung გეგმავს ახალი თაობის დრეკადი სმარტფონების დაანონსებას, რომელშიც შევა მოდელები Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4. ინსაიდერების ცნობების თანახმად კომპანია წინა სერიასთან შედარებით მომხმარებლებისგან მოთხოვნის გაორმაგებას ელის და, შესაბამისად, გაყიდვების ორჯერ ზრდას გეგმავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Samsung დიდი უპირატესობით იკავებს ლიდერ პოზიციას დრეკადი ეკრანის მქონე მობილური მოწყობილობების ბაზარზე, ასე რომ მისი შემდგომი განვითარება და ზოგადად ასეთი მოწყობილობების პოპულარობა დიდწილად მასზეა დამოკიდებული. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4 მოდელების 15 მილიონამდე გაყიდვას 2023 წლის დასაწყისისთვის, ამასთან ელიან, რომ Flip4 დაახლოებით ორჯერ მეტად პოპულარული იქნება, ვიდრე Fold4. წინასწარი არაოფიციალური მონაცემების თანახმად Fold4-ს ექნება 7.5 დუიმზე ოდნავ დიდი დრეკადი დისპლეი, დამატებითი 6.2-დუიმიანი გარე ეკრანი, კამერების ახალი ნაკრები და 1 ტერაბაიტამდე მეხსიერების მოცულობა. დასაკეც Flip4-ს ექნება 6.7-დუიმიანი ძირითადი და 2.1-დუიმიანი დამატებითი ეკრანი, რვაბირთვიანი ჩიპი Snapdragon 8 Gen 1 Plus და ნახევარტერაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება. ორივე მოწყობილობა მიეკუთვნება მაღალ საფასო სეგმენტს - პრინციპში, ბაზარზე ჯერ არც არსებობს დაბალბიუჯეტური დრეკადი სმარტფონები. https://tinyurl.com/2vn59n9v
  17. ცოტა ხნის წინ გამომცემლობა Everyday Astronaut-ის ანგარიშზე გამოჩნდა სურათი, რომელშიც ნაჩვენებია SpaceX-ის Raptor 1 და Raptor 2 სარაკეტო ძრავები. პოსტის ავტორები ვარაუდობდნენ, რომ Raptor 2-ის ძრავა დაახლოებით 1600 კგ-ს იწონის, ხოლო მისი წინა ვერსია 2000 კგ-ს იწონიდა. ილონ მასკმა კომენტარი გააკეთა ამ ჩანაწერზე და დაადასტურა გაჟღერებული ვარაუდები. სარაკეტო ძრავები Raptor 1 (მარცხნივ) და Raptor 2 (მარჯვნივ). ფოტოს წყარო: Everyday Astronaut / Twitter „დიახ, დაახლოებით 20%-ით მეტია წევა და 20%-ით ნაკლები მასა, თუმცა ძირითადი ყურადღება ენიჭება წარმოების სიჩქარესა და საიმედობას. მასა, წევა და სიჩქარე გაუმჯობესდება ისევე, როგორც წარმოების სიჩქარე, საიმედოობა და ღირებულება. ეს არის ერთადერთი მეთოდი - გახდეს ცხოვრება მრავალპლანეტური და გაფართოვდეს ცნობიერება“ - დაწერა მასკმა. შეგახსენებთ, რომ ძრავ Raptor 2-ის გამოყენება იგეგმება Starship-ის კოსმოსში გასაშვებად. იგი ამჟამად განთავსებულია ასაფრენ პლატფორმა Starbase-ზე ბოკა ჩიკაში, ტეხასში. SpaceX მუშაობს აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) ლიცენზიის მოპოვებაზე Starship-ის პირველი ორბიტალური გაშვების ჩასატარებლად. ამისათვის კომპანიას მოუწევს 75 ცვლილების შეტანა გამშვებ პლატფორმაზე. https://tinyurl.com/2ascptm2
  18. ფასთან კორელაციაში არსებული Bitcoin-ის ჰეშრეითი 10.25%-ით შემცირდა 14 ივნისს მიღწეულ მაქსიმალურ 234 EH/s მაჩვენებელთან შედარებით. სტატის წერის მომენტისთვის შვიდდღიანი ცვლადი საშუალო მაჩვენებელი 210 EH/s-ს შეადგენს. წყარო: Hashrate Index. 1 TH/s მაინინგ სიმძლავრეზე გათვლილი შემოსავალი შემცირდა 2020 წლის ნოემბრის მაჩვენებლის დონემდე. წყარო: Hashrate Index. უმსხვილეს მაინინგ პულებს შორის ლიდერობს Foundry USA დიდი უპირატესობით. წყარო: BTC.com. მაისში მაინერების შემოსავალი აპრილთან შედარებით 22%-ით შემცირდა და 906 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ Bitmain-მა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა Bitcoin-ის მაინინგ-მოწყობილობა Antminer T19 Hydro თხევადი გაგრილებით და ჰეშრეითის 145 TH/s მაჩვენებლით. https://tinyurl.com/bdhx5j4f
  19. ითვლებოდა, რომ NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპების ახალი თაობა Ada Lovelace გაყიდვაში მიმდინარე წლის ივლისში გამოვიდოდა. ვინც სიახლეებს თვალყურს ადევნებს, შეამჩნევდა, რომ ამ დრომდე არანაირი ანონსი არ ყოფილა, ასევე ინტერნეტში არ გამოჩენილა არც ერთი საინჟინრო ნიმუშის ტესტი. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რელიზს ოქტომბერზე ადრე არ უნდა ველოდოთ. ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ შემოდგომის მეორე თვე ყველაზე მეტად მოსალოდნელია ფლაგმანების გაყიდვის დაწყებისთვის, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ ყველა სხვა გრაფიკული ჩიპი დიდი დაგვიანებით გამოვა: GeForce RTX 3080-ის გამოსვლა შესაძლოა გადაიდოს ნოემბრამდე, GeForce RTX 3070 მოდელისა კი - არაუადრეს მიმდინარე წლის დეკემბრის. სინამდვილეში ჩვენ არ გვინახავს რაიმე დამაჯერებელი ცნობა, რომელიც ზემოხსენებულ თარიღებს დაადასტურებს. Jensen Huang დუმს და დაბნეულობაა ტექნიკურ ინსაიდერებს შორის. ამას ემატება სრულიად გაუგებარი სიტუაცია AMD-ის შემდეგი თაობის გრაფიკული ჩიპების ახალ სერიებთან დაკავშირებით. ახლახანს პრესაში მცირე გაჟონვა მოხდა, რომელშიც გავრცელდა ინფორმაცია ნამდვილ სუპერფლაგმან Radeon RX 7950 XT-ის გამოშვების გეგმების შესახებ. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი Radeon RX 7900 XT ვიდეო დაფის წარმადობა არ არის საკმარისი მწვანეთა დასამარცხებლად, მაშინ AMD ინჟინრებს შეუძლიათ განათავსონ ორი Navi 31 ჩიპი და წარმოადგინონ მონსტრი კონსტრუქცია. თუმცა ამ ეტაპზე მონაცემები არეულია და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ლიზა სუ არაფერს ამზადებს, რადგან არ არსებობს კონკრეტული ვადები და სხვა დეტალები. სრულიად სხვა მარკეტინგულ მიდგომას იყენებს NVIDIA, ინსაიდერები კი იტაცებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც გეიმინგ სივრცეში ჩნდება. ამჯერად კვლავ ვუბრუნდებით AD102 ჩიპზე დამყარებული ფლაგმანების მაქსიმალური სიმძლავრის საკითხს. ადრე ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო დაფის სიმძლავრე მიაღწევდა 900 ვატს, მოგვიანებით გაჩნდა ცნობა, რომლის თანახმად GeForce RTX 4090-ის რეალური TDP-ის დონე არ აღემატებოდა 550 ვატს, ხოლო GeForce RTX 4090 Ti ვერსიისა კი - 900 ვატს. დღესდღეობით ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ AD102-ის მაქსიმალური ლიმიტი 800 ვატია, ამიტომ ენერგომოხმარების არანაირ რეკორდზე საუბარი არ იქნება. მაქსიმალური მაჩვენებლები შესაძლოა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მათ, რაც ვიხილეთ GeForce RTX 3090 Ti-ში, თუმცა 600 ვატზე მეტს GeForce RTX 4090 არ მოიხმარს. რაც შეეხება GeForce RTX 4080-ს, მის შემთხვევაში გეიმერებს ელოდება 450 ვატი (AD103) ენერგომოხმარება, სხვა დაფებში კი მაჩვენებლები კიდევ უფრო მცირე იქნება. მობილურ სეგმენტს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ვითარება არც ისე ცუდია. დესკტოპ ვიდეო დაფა GeForce RTX 3080-ის მაქსიმალური სიმძლავრე 370 ვატია. ეს მაჩვენებელი Firmware-შია დაფიქსირებული, ლეპტოპებში არსებული ვიდეო დაფების TDP-ის დონე ორჯერ ნაკლებია. ამან ბევრ მწარმოებელს სიმძლავრესთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა, რამაც წარმადობის მკვეთრი ვარდნა განაპირობა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სუპერთხელ გეიმინგ მოდელებში. წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით ამჯერად ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება სიმძლავრის არა ნახევარი, არამედ უდიდესი ნაწილის გათიშვა. უცნობია, რა გავლენას იქონიებს ეს მობილური ვიდეო დაფების საბოლოო ჯამურ წარმადობაზე. წინასწარი მონაცემებით ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფის პრეტენდენტია GeForce RTX 4090 Ti, რომელსაც ექნება 18432 CUDA ბირთვი, 24 გბ მეხსიერება 24 გბ/წამამდე სიჩქარით და 800 ვატი TDP. ასეთი ვიდეო დაფა გამოვა 2023 წელს, მანამდე კი უნდა ველოდოთ GeForce RTX 4090-ის პირველ ტესტებს, რადგანაც პირველი იგი გაიყიდება შემოდგომიდან. https://tinyurl.com/2p97vamd
  20. ჩინურმა კომპანია Lenovo-მ წარადგინა მომავლის პორტატული კომპიუტერების საკუთარი ხედვა. კონცეფციამ, სახელად MOZI, უკვე მოიპოვა ჯილდო Red Dot Design Award 2022. ფოტოს წყარო: Red Dot ლეპტოპს, თუკი შეგვიძლია მას ასე ვუწოდოთ, დისპლეი არ აქვს. ამის ნაცვლად კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია პროექტორი, რომელსაც შეუძლია გამოსახულების ფორმირება კედელზე ან რამე სხვა ნათელ ზედაპირზე, მაგალითად, ცალკეულ პროექციულ ეკრანზე. მოწყობილობის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია მოძრავი, გამოსაწევი კლავიატურა, რომელიც კორპუსშია ჩამალული. შესაძლებელია მისი მთლიანად მოხსნა ვიდეომასალების ან პრეზენტაციის ყურებისას, რის შედეგად მაგიდაზე ადგილი დაიზოგება. თავად კლავიატურა კომპაქტურია - მარჯვენა ნაწილში არ აქვს ციფრული ღილაკები. როგორც ფოტოებზე ვხედავთ, პორტატული კომპიუტერისთვის განკუთვნილია აუდიოსისტემა Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები არ არის მოცემული, რადგან ჯერჯერობით იგი მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობს. კომერციულ ბაზარზე ასეთი „ლეპტოპის“ გამოჩენის შესაძლო დროზე არაფერია ცნობილი. https://tinyurl.com/mr37emm6
  21. დიდი ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრო აპირებს ქვეყანა და მისი დედაქალაქი ლონდონი „კრიპტოცენტრად“ აქციოს. ამის შესახებ სააგენტოს უფროსმა კრის ფილპმა განაცხადა, წერს Bloomberg. ამავდროულად ხელისუფლება აპირებს ყურადღებით შეისწავლოს ფულის შესაძლო გათეთრების ან სანქციების გვერდის ავლით კრიპტოვალუტების გამოყენება, აღნიშნა მან. ფილპმა განაცხადა, რომ რეგულირების „სწორი ბალანსისთვის“ მჭიდროდ თანამშრომლობენ სახაზინოსთან, ინგლისის ბანკთან და მის პრუდენციალური რეგულირების სამმართველოსთან, აგრეთვე ფინანსური ზედამხედველობის ორგანოსთან. მარტში დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა კრიპტოვალუტების მარეგულირებელი ჩარჩოს ფორმირების პრინციპები ფინანსური სტაბილურობის სამომავლო რისკებზე აქცენტით. აპრილში პრუდენციალური რეგულირების ოფისმა გაზარდა მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტი ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ რისკებთან საბრძოლველად. სახაზინომ განაცხადა, რომ გეგმავს Stablecoin-ების რეგულირების ჩართვას გარდა ალგორითმული გადახდის მექანიზმისა ფინანსური სერვისებისა და ბაზრების კანონპროექტში. მოგვიანებით დააგენტომ საჯარო განხილვისთვის წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ზომებს Stablecoin-ების კრახისგან დაცვის მიზნით. https://tinyurl.com/49k76ehp
  22. როგორც ჩანს, მაინინგის მორიგ ბუმს მოჰყვება მომდევნო „კრიპტო hangover“, თუ, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტების ბაზარზე ვითარება მკვეთრად არ იცვლება. ამ დროისთვის მაინინგის მომგებიანობა იმდენად შემცირდა, რომ ბევრი მაინერი აპირებს თავი დააღწიოს აღჭურვილობას და დააბრუნოს ინვესტიცია, ვიდეო დაფები კი მეორად ბაზარზე ჯერ კიდევ შეიძლება გაიყიდოს შედარებით მაღალ ფასად. მეორადი ვიდეო დაფების შემოდინება შეინიშნება ბევრ სავაჭრო პლატფორმაზე. eBay-ზე ვითარებას აკონტროლებს რესურსი Tom's Hardware და ექსპერტები აღნიშნავენ როგორც მრავალი ცალკეული პოზიციის გამოჩენას, ასევე ვიდეო დაფების მასობრივ გაყიდვას. პირველ შემთხვევაში, GeForce RTX 3080 650 აშშ დოლარად არის ხელმისაწვდომი, მეორეში ამ მოდელის ექვსი ერთეულის ყიდვა შესაძლებელია 2500 აშშ დოლარად, ე.ი. ერთი RTX 3080 ღირს 420$ (დაახლოებით 310$ კგ-ზე). Tom's Hardware-ის დაკვირვება NVIDIA-ს ვიდეო დაფებზე ერთი მხრივ, ეს ვითარება შესაძლებელია შეფასდეს კარგ სიახლედ მათთვის, ვინც ამ დრომდე ცდილობს თანამედროვე გრაფიკული ამაჩქარებლის პოვნას ხელმისაწვდომ ფასად, თუმცა მაინინგის შემდეგ ვიდეო დაფის, განსაკუთრებით კი ძველი მოდელის, ყიდვა უკიდურესად არასასურველია მაღალი გადახურებისგან მიღებული ზიანის გამო. მეორე მხრივ, არასახარბიელო მდგომარეობაა ვიდეო დაფების მწარმოებლებისთვის, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ ფინანსურ შედეგებზე. ასევე არის ცნობები ახალი ვიდეო დაფების შესაძლო შეფერხების შესახებ ძველი დიდი მარაგების გაყიდვის აუცილებლობის გამო, ხოლო მეორად ბაზარზე შეთავაზებების შემოდინება აშკარად არ შეუწყობს ხელს ამ მიზანს. https://tinyurl.com/43v974x9
  23. ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანია Boring Company-მ ლას-ვეგასის ხელისუფლებისგან ქალაქის ცენტრის ქვეშ გვირაბების ქსელის გაფართოებისთვის ერთიანი ნებართვა მიიღო. შედეგად შესაძლებელი გახდება დაემატოს ახალი სადგურები მგზავრებისთვის, რომლებიც Tesla-ს ელექტრომობილებით მგზავრობენ მეგაპოლისის ქვეშ ლოკაციებზე - Stratosphere და ფრიმონტ-სტრიტი. ფოტოს წყარო: Boring Company გვირაბების ქსელი Vegas Loop მშენებლობის დასრულებისას უნდა იყოს ჯამში დაახლოებით 50 კმ. სიგრძის და ჰქონდეს 51 გაჩერების სადგური. ჯერჯერობით გვირაბების სიგრძე 3 კილომეტრია და ისინი განლაგებულია საკონფერენციო ცენტრ Las Vegas Convention Center-ის (LVCC) ქვეშ. შედეგად შესაძლებელია 25-წუთიანი ფეხით სასიარული გზა გადაიქცეს მიწის ქვეშ ორწუთიან სამგზავრო მონაკვეთად. ჯერჯერობით გამოიყენება Tesla Model X და Y ელექტრომობილები რეალური მძღოლებით, მაგრამ მომავალში ისინი ავტონომიურად იმოძრავებენ. წელს CES 2022 IT გამოფენის ვიზიტორებს საშუალება მიეცათ შეემოწმებინათ სისტემა, ამასთან, ბევრ მათგანზე, ვინც ქალაქის მეტროთი სარგებლობდა, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ბევრი ჩიოდა გვირაბში საცობების გამო, რომელიც ერთდროულად 70 მანქანაზე მეტს ვერ იტევს. მიუხედავად ამისა, CES-ის მიმდინარეობის პერიოდში სისტემას ყოველდღიურად გადაჰყავდა დაახლოებით 15-17 ათასი მგზავრი. ახალი ნებართვა აახლოებს Boring Company მიზნის მიღწევას - სატრანსპორტო სისტემის აშენებას, რომელიც ლას-ვეგასში ყველაზე პოპულარულ ადგილებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გასულ ოქტომბერში კომპანიამ მიიღო მშენებლობის ნებართვა ლას-ვეგას სტრიპის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს მგზავრების სწრაფ გადაყვანას სასტუმროებში, კაზინოებში და აეროპორტშიც კი. კომპანიამ მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ქალაქის ხელისუფლების პროგნოზით სტრიპის ქვეშ არსებული გვირაბების სისტემა 2023 წელს დაიწყებს მომხმარებლების მომსახურებას. მოსალოდნელია, რომ LVCC ცენტრისა და Resorts World გასართობი კომპლექსის დამაკავშირებელი მონაკვეთი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება. https://tinyurl.com/wek6y9fx
  24. Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა არაურთიერთჩანაცვლებად ტოკენებს უწოდა „დიდი სულელის თეორიაზე დამყარებული“ ტყუილი, აცხადებს Bloomberg. კალიფორნიაში TechCrunch-ის კონფერენციაზე, მილიარდერმა თქვა: ”ცხადია, მაიმუნების ძვირადღირებული ციფრული სურათები სამყაროს ძლიერ აუმჯობესებს.” მან აღნიშნა, რომ არ აქვს პოზიციები ამ აქტივების კლასში. სავარაუდოდ, ციტატაში გეიტსი მიუთითებდა პოპულარულ Bored Ape Yacht Club NFT კოლექციაზე Yuga Labs-ის გუნდიდან. NFT კოლექციების რეიტინგი ვაჭრობის მოცულობის მიხედვით შვიდი დღის განმავლობაში. წყარო: OpenSea. ადრე გეითსმა მოუწოდა პოტენციურ ინვესტორებს - არ მიბაძონ Tesla-ს მაგალითს, რომელმაც Bitcoin-ში 1.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. მან ასევე აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის უარყოფითი გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. გეითსი ღონისძიებაში მონაწილეობდა, როგორც კლიმატის ფონდ Breakthrough Energy Ventures-ის დამფუძნებელი. მან აღნიშნა სილიკონის ველიდან სპეციალისტების დაქირავების სირთულე ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობა, რომლებიც საჭიროებენ ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას. მილიარდერმა ასევე უწოდა ციფრულ ბანკინგს, რომელსაც ის მხარს უჭერს თავისი ფილანთროპული ფონდების მეშვეობით, "ასობით ჯერ უფრო ეფექტური", ვიდრე კრიპტოვალუტები. მაისში გეითსმა თქვა, რომ ინვესტიციას არ აკეთებდა ციფრულ აქტივებში, რადგან მათ არ აქვთ ღირებულება. https://tinyurl.com/y6vyznj7
      • 1
      • Like
  25. ასოციაცია SEMI ელოდება, რომ ნახევრადგამტარი პროდუქციის ბაზრის მონაწილეებისთვის ჩიპების წარმოებისთვის განკუთნილი აღჭურვილობის დანახარჯები მიმდინარე წელს 20%-ით გაიზრდება და პირველად გადააჭარბებს 100 მლრდ აშშ დოლარიან ბარიერს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წარმოების პროფილური ხარჯები თითქმის გაორმაგდა. მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმ ამჟამინდელ დონეზე შენარჩუნდება. ფოტოს წყარო: Reuters ძირითადი დანახარჯებით (34 მლრდ აშშ დოლარი) მაკრორეგიონებს შორის ტაივანი ლიდერობს, რომლის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 52%-ით გაიზრდება. ეს სავსებით ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი საკონტრაქტო წარმოების ობიექტები კონცენტრირებულია კუნძულზე. საკონტრაქტო ინდუსტრიაზე მოვა მთლიანი ტექნიკის დანახარჯების 53%, მას მოჰყვება მეხსიერების მწარმოებლები 33%-ით. დანახარჯების 85-მდე პროცენტი მიმართული იქნება აღჭურვილობის შესაძენად 158 საწარმოსა და ქსელში წარმოების სიმძლავრის გაფართოებისკენ. მომავალ წელს მოდერნიზაცია 129 საწარმოსა და ხაზს შეეხება. ნახევრადგამტარების ინდუსტრიის პროდუქტიულობა არ იზრდება იმავე პროპორციით, როგორც აღჭურვილობის შესყიდვის დაფინანსება. ამრიგად, წელს საწარმოების მთლიანი პროდუქცია მთელ მსოფლიოში მხოლოდ 8%-ით გაიზრდება, გასულ წელს კი 7%-ით გაიზარდა. მომავალ წელს ზრდა 6%-მდე შეიზღუდება. თუ განვიხილავთ რეგიონულ დაყოფას ინვესტიციების კუთხით, მაშინ სამხრეთ კორეა ტაივანის შემდეგ მეორე ადგილზე იქნება 25.5 მლრდ აშშ დოლარით (+7% გასულ წელთან შედარებით), მესამეზე ჩინეთია 17 მლრდ აშშ დოლარით (-14% წინა წელთან შედარებით). მეოთხე ადგილს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებს, რომლებიც ტექნიკის შესყიდვაზე ერთად 9.3 მლრდ აშშ დოლარს (+176%) დახარჯავენ. ორივე ამერიკისთვის ხარჯების ოდენობა იგივე 9.3 მლრდ აშშ დოლარი (+19%) იქნება მომავალი წლის ბოლომდე, წელს კი 13%-ით გაიზრდება. https://tinyurl.com/ytcnpsbn
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.