-
Posts
7332 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Geekbench-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა Apple M2 ჩიპზე მომუშავე ახალი MacBook Air-ის ტესტების შედეგები: მისი წარმადობა იმავე ჩიპის მქონე ახალი MacBook Pro-ს მაჩვენებლების ტოლია, მრავალბირთვიან ტესტში კი ახალი კომპიუტერი წარმადობის მნიშვნელოვან მატებას აფიქსირებს M1 ჩიპზე მომუშავე წინა თაობის MacBook Air-თან შედარებით. ფოტოს წყარო: apple.com ახალი MacBook Air-ის ტესტის ქულები არ არის გასაოცარი, მაგრამ 2020 წლის მოდელთან შედარებით გაუმჯობესება აშკარაა. Apple M2 ჩიპიან მოდელსა და მის წინამორბედს შორის ყველაზე შესამჩნევი განსხვავებაა გრაფიკული ქვესისტემა, თუმცა კომპანიამ მოახერხა CPU-ს წარმადობის მატების მიღწევაც. Apple M1 და M2 ჩიპებზე მომუშავე MacBook Air-ის ტესტების შედარება: M2 ჩიპის მქონე MacBook Air-მა მოიპოვა საშუალოდ 1904 ქულა ერთბირთვიან Geekbench-ტესტში და 8838 ქულა - მრავალბირთვიან ტესტში. თუ ამ ციფრებს შევადარებთ M1-ზე მოქმედი MacBook Air-ის შედეგებს, გამოდის, რომ ერთბირთვიან ტესტში ახალი კომპიუტერი 11.61%-ით უფრო სწრაფია, მრავალბირთვიანში კი - 19.11%-ით. აღსანიშნავია, რომ ახალი MacBook Air ოდნავ ჩამოუვარდებოდა განახლებულ MacBook Pro-ს იმავე პლატფორმაზე: მან დააგროვა 1937 და 8962 ქულა ერთ- და მრავალბირთვიან ტესტებში, შესაბამისად. შესაძლოა, ამ შედეგს Pro ვერსიამ მიაღწია აქტიური გაგრილების სისტემის წყალობით, სტანდარტულ MacBook Air-ს კი გააჩნია სტანდარტული პასიური სისტემა ქულერების გარეშე. https://tinyurl.com/yeywwhys
-
MSI-ს პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდა მონიტორი Pro MP271CW, რომელიც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია ბიზნეს-მომხმარებლებზე. ახალი მოწყობილობა განკუთვნილია ყოველდღიური საოფისე ან დისტანციური სამუშაოსთვის. ფოტოს წყარო: MSI პანელი დამზადებულია 27-დუიმიან VA მატრიცაზე, გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD). დისპლეი რკალისებრია სიმრუდის 1500R რადიუსით: ასეთი მაჩვენებელი, როგორც მტკიცდება, ოპტიმალურია როგორც კომპიუტერული თამაშების, ისე ჩვეულებრივი აპლიკაციებისთვის. თვალებზე დატვირთვის შემცირების მიზნით წარმოდგენილია ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light სერტიფიკატით - TÜV. მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კონტრასტულობის - 4000:1, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მატრიცის რეაგირების დრო (GtG) 5 მილიწამის ტოლია, კადრის განახლების სიხშირე - 75 ჰერცი. უზრუნველყოფილია 97.7%-იანი sRGB ფერთა გამა. დიზაინის მხრივ მოწყობილობა მიეკუთვნება უჩარჩოო მონიტორების რიცხვს. მისი აუდიოსისტემა წარმოდგენილია 2x2 ვატიანი სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია ინტერფეისები HDMI 1.4b და D-Sub, ასევე სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს მხოლოდ ეკრანის დახრის კუთხე. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დამაგრება VESA სამაგრის მეშვეობით. მონიტორის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://tinyurl.com/ymwuucym
-
კომპანია Bitmain-მა დააანონსა ASIC-მაინერ Antminer E9-ს გაყიდვის დაწყება, რომელიც განკუთვნილია კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის. ახალი მოწყობილობის მახასიათებლებია: ჰეშრეითი - 2400 MH/s, რაც 25 ცალი RTX 3080 ვიდეო დაფის ეკვივალენტურია; მოხმარებული სიმძლავრე - 1920 ვატი; ენერგოეფექტურობა: 0,8 J/M. ახალი მაინერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. Antminer E9 დაანონსდა ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში. იმავე თვეში Bitmain-მა განაცხადა, რომ ახალი მოწყობილობა „შეცვლის თამაშის წესებს“. https://tinyurl.com/37d35zwd
-
ტექნოპროცესი Intel 4, ასევე ცნობილი, როგორც Intel 7nm, წარმატებით ვითარდება - ნათქვამია DigiTimes-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეტყობინების თანახმად, რომელშიც Intel-ის ანონიმური წყაროების ციტირება ხდება, Intel 4-ის მიხედვით მასობრივი წარმოება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან უნდა დაიწყოს. დაახლოებით ერთი თვის წინ IEEE VLSI 2022-ზე Intel-მა დიდი ოპტიმიზმით აღნიშნა ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების ნორმების სამომავლო შემცირების საკითხი. კომპანიამ განაცხადა, რომ მობილური ჩიპები იმუშავებენ 20%-ით უფრო სწრაფად იმავე სიმძლავრის პირობებში ან შემცირდეს ენერგომოხმარება დაახლოებით 40%-ში იმავე სიხშირეზე. გარდა ამისა, Intel 4 არის Intel-ის პირველი ტექნოპროცესი, რომელშიც გამოყენებულია EUV ლითოგრაფია, რომელშიც ტრანზისტორების სიმჭიდროვე გაორმაგებულია Intel 7-თან შედარებით. Intel 4 უნდა გახდეს სამომავლო მე-14 თაობის Intel Core პროცესორების - Meteor Lake-ისა და Granite Rapids საფუძველი. ახალ ტექნოლოგია Intel 4-ის პარალელურად Meteor Lake იქნება პირველი პროცესორები Foveros 3D ტექნოლოგიისა და ჩიპლეტების ბაზაზე მასობრივი ბაზრისთვის. გარდა ამისა, შემდეგი თაობის Meteor Lake-ის ინტეგრირებული გრაფიკა დამზადდება TSMC-ის N3 ტექნოპროცესის გამოყენებით. https://tinyurl.com/3jce4zer
-
კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის გეიმინგ-სმარტფონები - მძლავრი მოწყობილობები ROG Phone 6 და ROG Phone 6 Pro Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორითა და ოპერაციულ სისტემა Android 12-ით პროგრამულ უზრუნველყოფა ROG UI / Zen UI-სთან ერთად. ფოტოს წყარო: ASUS ორივე ვერსიას აქვს 6.78-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 1080 × 2448 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცამდე (მცირდება 144, 129, 90 და 60 ჰერცამდე) და სენსორული შრის რეაგირების მაჩვენებელია 720 ჰერცი. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 1200 კდ/მ2. გამოყენებულია დამცავი მინა Corning Gorilla Glass Victus. ფრონტალურ ნაწილზე განთავსებულია 12-მეგაპიქსელიანი კამერა Sony IMX663 სენსორით. უკანა სამ კამერაში მოცემულია ძირითადი 50-მეგაპიქსელიანი ბლოკი Sony IMX766, 13-მეგაპიქსელიანი მოდული ფართოკუთხიანი ოპტიკით და 5-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. გამოყენებულია ჩიპი Snapdragon 8+ Gen 1 რვა ბირთვით (3.2 გჰც-მდე სიხშირე). ოპერატიული მეხსიერების სიხშირე შეადგენს 12 ან 16 გბ-ს, ფლეშ-მეხსიერების - 256 ან 512 გბ-ს. ROG Phone 6 Pro მოდიფიკაცია ასევე წარმოდგენილი იქნება 18 გბ ოპერატიული მეხსიერებით. გარდა ამისა, ამ მოდელს გააჩნია პროგრამირებადი AMOLED დისპლეი კორპუსის უკანა მხარეს. სმარტფონებს აქვს გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა, დამატებითი ულტრაბგერითი ღილაკები AirTrigger თამაშების მართვისთვის, ფრონტალური დინამიკები და ორი USB Type-C პორტი, მათ შორის გვერდითი. კვებას უზრუნველყოფს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ASUS ROG Phone 6-ის ფასი 1000-დან 1300 ევროს შეადგენს. მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა აქსესუარის შეძენა: დამატებითი ქულერი AeroActive, კონტროლერი ROG Kunai, უსადენო ყურსასმენები ROG Cetra True Wireless და ROG Cetra True Wireless Pro. https://tinyurl.com/uskwhrwy
-
ევროპარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ დეცენტრალიზებული საფინანსო სექტორი, მათ შორის NFT პლატფორმები, უნდა დაექვემდებაროს ევროკავშირის კანონებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ. ეს გამომდინარეობს კანონში შემოთავაზებული ცვლილებებიდან. დამატებები შეტანილ იქნა ევროპის მწვანეთა პარტიისა და სოციალისტების წარმომადგენლების მიერ. მათ აღნიშნეს, რომ დეცენტრალიზებული ორგანიზაციები ან DeFi საიტები უნდა დაექვემდებაროს AML/CFT პროცედურებს „მიუხედავად იმისა, რომ ისინი იდენტიფიცირებულნი არიან როგორც DAO ან DeFi“: „დეველოპერებმა, მფლობელებმა ან ოპერატორებმა გამოშვებამდე უნდა შეაფასონ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და მიიღონ შესაბამისი ზომები ამ რისკების შესამცირებლად. კანონმდებლების შემოთავაზებაა ასევე შეტანილ იქნას საფულეები, რომლებსაც არ მართავს არც ერთი რეგულირებადი სერვისის პროვაიდერი. ცვლილებები ასევე შეიძლება შეეხოს NFT პლატფორმებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც შუამავლები იმ აქტივებით ვაჭრობისთვის "რომლებიც წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშებს ან კოლექციების საკუთრებას". ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი პლატფორმები ასევე ექვემდებარება ევროკავშირის კანონმდებლობას ფულის გათეთრების შესახებ. გარდა ამისა, Financial Times აცხადებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) შეშფოთებულია ცალკეული ქვეყნების მიერ კრიპტოვალუტების ბაზრისთვის ევროკავშირის ერთიანი წესების მიღებამდე ინდუსტრიის რეგულირების შემუშავებით. წყაროების თანახმად ევროპის ცენტრალური ბანკი აპირებს განიხილოს ევროზონის წევრ ქვეყნებთან კრიპტო აქტივების რეგულირების მიდგომის ჰარმონიზაციის აუცილებლობა. მანამდე ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის (MiCA) დებულებებზე. იგი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და სამეურვეო პლატფორმების ემიტენტებზე. დოკუმენტი არ ეხება NFT-ს. მომდევნო 18 თვის განმავლობაში ევროკომისიამ შესაძლოა შეავსოს იგი შესაბამისი დებულებებით. https://tinyurl.com/4296n6es
-
კომპანია Xiaomi-მ ჩაატარა ღონისძიება და წარადგინა მთელი რიგი ახალი მოწყობილობები. მთავარი სიახლეები იყო Xiaomi 12S სერიის სმარტფონების ანონსი, მათ შემდეგ კი წარდგენილ იქნა ლეპტოპები Xiaomi Book Pro 2022. მოწყობილობებში ხელმისაწვდომია 14- და 16-დუიმიანი მოდელები. Xiaomi Book Pro 14 2022-ს აქვს OLED E4 პანელი ფერის კორექციის ალგორითმ Xiaomi 3D LUT-ის მხარდაჭერით. გაფართოება შეადგენს 2880 х 1800 პიქსელს, დისპლეი იკავებს კორპუსის ფართობის 90%-ს, გვერდების შეფარდებაა 16:10. ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 600 ნიტი, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამები. კორპუსი დამზადებულია საავიაციო ალუმინის შენადნობისგან მაღალტექნოლოგიური კვეთის პროცესის გამოყენებით. ლეპტოპი იწონის მხოლოდ 1.5 კგ-ს, კორპუსის სისქეა 14.9 მმ. ლეპტოპში მოცემულია მე-12 თაობის Intel Core P პროცესორი, მათ შორისაა მოდელი Core i5-1240P გაუმჯობესებული ჰეტეროგენური არქიტექტურით, 12 ბირთვით და 16 ნაკადით, ტაქტის სიხშირეა 4.4 გჰც აჩქარებისას, TDP-ის დონე - 35 ვატამდე. LPDDR5-5200 მეხსიერების მოცულობაა 16 გბ, PCIe 4.0 SSD-ის - 512 გბ-მდე, დამტენი მოწყობილობა დამზადებულია გალიუმის ნიტრიდზე და მისი სიმძლავრე შეადგენს 100 ვატს, მოცემულია 56 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და ორი სრულად ფუნქციონალური პორტი USB3.2 Gen2. ხელმისაწვდომია PD და DP 1.4 დამუხტვა, ინტერფეისი Thunderbolt 4 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მხარდაჭერილია სერტიფიკატები Dolby Vision, VESA Display HDR 500, TÜV Rheinland ლურჯი გამოსხივების მცირე დონით და ორმაგი სერტიფიკაცია Eye Care Display თვალების დაცვისთვის. ინტელექტუალურ სინათლისადმი მგრძნობიარე სენსორ Light Sensor-ს შეუძლია ავტომატურად დაარეგულიროს ეკრანისა და კლავიატურის სიკაშკაშე. Book Pro 14 2022 გახდა Xiaomi-ს პირველი ლეტოპი სენსორული ეკრანით. მხარდაჭერილია ათწერტილიანი მაღალი სიზუსტის შეხება და Windows 11. Xiaomi-ს საფირმო სენსორული პანელი მგრძნობიარეა ზეწოლის მიმართ. თხელ და მსუბუქ კორპუსში წარმოდგენილია ორი ქულერი, ორი საჰაერო ჭრილი, ორი 8+6-მილიმეტრიანი სითბური მილი. მოწყობილობა მუშაობს Windows 11-ზე პროგრამულ უზრუნველყოფა Xiaomi MIUI +, Xiaomi Computer Assistant, XiaoAI-სთან ერთად. Xiaomi Book Pro 16 2022-ს 16-დუიმიანი ეკრანი აქვს. დიზაინი და მასალები თითქმის არ განსხვავდება Xiaomi Book Pro 14-სგან. კორპუსის სისქე მის შემთხვევაში შეადგენს 14.9 მილიმეტრს, ბატარეის მოცულობა გაიზარდა 70 ვტ/სთ-მდე. Intel Core i5 პროცესორზე მოქმედი Book Pro 14 2022-ის ფასია 5899 იუანი (დაახლოებით 880.67 $), ამავე პროცესორის მქონე Pro 16 2022 მოდელისა კი - 7399 იუანი (დაახლოებით 1 104.61 $). ჩინეთში ლეპტოპების გაყიდვა დაიწყება 8 ივლისიდან. https://tinyurl.com/2yhynztw
-
ჯერჯერობით რთულია ითქვას, შეიძლება ჩაითვალოს თუ არა Tesla-ს კონცეპტუალური ნიმუში „მსოფლიოში ყველაზე დიდ პორტატულ დამტენად“, თუმცა ჰანოვერში ჩატარებულ გამოფენაზე მოწყობილობამ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ავტომობილის მისაბმელს, რომელიც აღჭურვილია დასაკეცი მზის პანელებით და Starlink-ის ტერმინალით გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის, შეუძლია გამოიმუშაოს 2.7 კვტ-მდე ელექტროენერგია. ჯერჯერობით ეს მხოლოდ კონცეპტუალური მაკეტია, არაფერია გამოცხადებული მისი წარმოების გეგმების შესახებ. ფოტოს წყარო: Twitter, Tesla_Adri გარე ენთუზიასტები ცდილობდნენ Tesla-მობილის მზის ენერგიით დამუხტვას მოძრაობისას, თუმცა მათ მოუწიათ დრეკად მასალაზე დამზადებული მზის ელემენტების გამოყენება. თავად ილონ მასკი ამ იდეების კუთხით ჯერჯერობით სიმპათიას გამოხატავდა მხოლოდ კომერციული ფურგონების სახურავზე მზის პანელებითა და დასაკეცი გვერდითი მონაკვეთებით აღჭურვის კონტექსტში. ამჯერად გერმანიაში გამართულ გამოფენაზე კომპანიამ წარადგინა მისაბმელის პროტოტიპი მზის პანელებით, რომელსაც გაშლისას შეუძლია ელექტრომობილის 80 კმ სვლის მარაგის შევსება დღის განმავლობაში მზის ქვეშ პარკირების დროს, მაგრამ ეს მხოლოდ იდეალურ საამინდე პირობებშია შესაძლებელი. ამავდროულად Starlink-ის ტერმინალი ავტომობილის მფლობელს თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომას მისცემს და ეს შესაძლებლობა წარმოადგენს Tesla-სა და Starlink-ის ტექნოლოგიების საკმაოდ კარგ სიმბიოზს. ფოტოს წყარო: Twitter, Tesla_Adri ამავე გამოფენაზე Tesla-მ წარადგინა სხვა მიღწევებიც - ქროსოვერ Model Y-ის საბარგულის ჭრილი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ძრავში ჩამონტაჟებული ახალი, 4680 ტიპის ბატარეები. ასეთი ბატარეები Tesla-ს გერმანიაში არსებულ კონვეირზე არ გამოიყენება, თუმცა წლის ბოლომდე კომპანია საწარმოო პროცესების მოდერნიზებას აპირებს, რათა ტეხასის ახალი საწარმოს კვალად აითვისოს ელექტრომობილების პერსპექტიული წარმოება. https://tinyurl.com/bdd6vkdy
-
კორპორაცია Meta-მ უარი თქვა ციფრულ საფულე Novi-ს სრულმასშტაბიან ამოქმედებაზე და გამოაცხადა პროექტის დახურვა 2022 წლის 1 სექტემბერს საპილოტე ტესტირების დასრულების შემდეგ. 21 ივლისიდან მომხმარებლები ბალანსის შევსებას ვეღარ შეძლებენ, სექტემბერში კი Novi-ს აპლიკაცია და WhatsApp-ის ამავე სახელწოდების სერვისი მუშაობას შეწყვეტს. ანგარიშის მფლობელებს ურჩიეს აქტივების დამოუკიდებლად გატანა. „თუ დაგრჩებათ ფული Novi-ის ანგარიშზე საპილოტე პროექტის დახურვის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით გადავიტანოთ თქვენი თანხები საბანკო ანგარიშზე ან სადებეტო ბარათზე, რომელიც თქვენს ანგარიშს დაუკავშირეთ“, - ნათქვამია განცხადებაში. პროექტის დახურვის შემდეგ მომხმარებლები ასევე დაკარგავენ წვდომას თავიანთი ტრანზაქციების შესახებ მონაცემებზე, ამიტომ Meta-მ ურჩია ამ ინფორმაციის ატვირთვა ციფრული საფულის პარამეტრებში შესაბამისი ვარიანტის მეშვეობით. CoinDesk-ის თანახმად კორპორაცია აპირებს გამოიყენოს Novi-თან დაკავშირებული ფუნქციები სამომავლო პროექტებში მეტასამყაროზე ორიენტირებული ინიციატივების ჩათვლით. Meta-ს (იმ დროს Facebook) საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების გეგმები 2018 წელს გახდა ცნობილი. 2019 წლის ივნისის შუა რიცხვებში კორპორაციამ გამოაცხადა გლობალურ Stablecoin Libra-ს გამოშვება. გადახდის ქსელის მართვის მიზნით შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია Libra Association. მის წევრებს შორის იყვნენ Visa, Mastercard, PayPal, Uber, Spotify, Andreessen Horowitz და Coinbase. პროექტმა მარეგულირებლების შეშფოთება გამოიწვია და ივლისში მასზე მოსმენები გაიმართა აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტში. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საგადახდო კომპანიები Visa, Mastercard, PayPal და Stripe არ ჩქარობდნენ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერას Libra Association-ში მონაწილეობის შესახებ მარეგულირებელი პრობლემების გამო. მოგვიანებით მათ პროექტი დატოვეს. 2020 წელს კორპორაციამ უარი თქვა ორიგინალ კონცეფციაზე და ციფრულ საფულე Calibra-ს სახელი Novi-დ შეუცვალა, თავად Stablecoin-ის დასახელება კი გახდა Diem. პროექტის მხარდამჭერმა კონსორციუმმა სახელი შეიცვალა და ეწოდა Diem Association. არაერთი განცხადების მიუხედავად პროექტის ამოქმედება არ შედგა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში Diem Association-მა გამოაცხადა ინტელექტუალური საკუთრების და სხვა აქტივების გაყიდვა (Silvergate Capital Corporation), რაც დაკავშირებულია stablecoin-ის მართვასთან. https://tinyurl.com/4xd7332k
-
რესურს Tom's Hardware-ის თანახმად კრიპტობაზრის ვარდნის შედეგად ევროპაში სწრაფად იაფდება გეიმინგ ვიდეო დაფები. განსაკუთრებით სწრაფად დაფები ღირებულებას კარგავს მეორადი გაყიდვის პლატფორმებზე, მაგალითად eBay-ზე. „სარეკომენდაციო ფასი vs ფასი მაღაზიებში“ - ამ შედარების ლიდერია ორი დაფა: ფლაგმანური RTX 3090 Ti და საშუალობიუჯეტური RX 6600. ორივე მათგანი იყიდება 17%-ით იაფად, ვიდრე უნდა იყიდებოდეს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან eBay-ზე მაქსიმალურად გაიაფდა RTX 3090 (-64%), RTX 3080 (-60%), RХ 6800 (-59%) და RХ 6600 ХТ (-59%). გამომცემლობის გამოთვლებით ყველაზე სწრაფად უფასურდება ის ვიდეო ბარათები, რომლებიც მეორად გაყიდვაშია გამოტანილი, რადგან დიდი ალბათობით მაინინგ-ფერმებში იყო გამოყენებული. ოფიციალურ მაღაზიებში გარანტიის მქონე RTX 3090 იყიდება დაახლოებით 40%-ით ძვირად, ვიდრე eBay-ზე. ანალოგიურად, ასეთი ვითარებაა შემდეგ დაფებთან მიმართებაში: RХ 6600 ХТ (+32%) RХ 6900 ХТ (+21%) და RTX 3090 Ti (+20%). ბაზრის კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ განსხვავდება 1 ივლისისთვის ახალი გეიმინგ გადაწყვეტილებების ღირებულება სარეკომენდაციო ფასებისგან. შედეგების მიხედვით RX 6000 სერიის დაფებმა სავარაუდოდ გადაუსწრო RTX 3000 სერიის მოწყობილობებს: RX 6800 XT და RX 6800-ის გარდა მაღაზიებში ყველა ვიდეო დაფა სარეკომენდაციო ფასებით არის წარმოდგენილი. RTX 3000-ის შემთხვევაში მხოლოდ სამი ჩიპი ღირს ნაკლები: RTX 3090 Ti, RTX 3090 და RTX 3080 Ti. გასული თვის განმავლობაში RTX 3080 12 გბ მოდელის ფასი რეალურად არ შეცვლილა. უფრო მეტიც, ბოლო მონაცემების თანახმად იგეგმება ამ ამაჩქარებლის წარმოებიდან მოხსნა. https://tinyurl.com/yvmj4mxj
-
ოფიციალური ანონსის წინა დღეს Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერები, სადაც წარმოდგენილია Xiaomi 12S Pro სმარტფონის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ამრიგად, დადასტურდა, რომ სმარტფონს ექნება Snapdragon 8+ Gen 1 პროცესორი და შეძლებს ქულების რეკორდული რაოდენობის დაგროვებას AnTuTu-ს ტესტში. ასევე დადასტურდა ინფორმაცია 120-ვატიანი მაღალსიჩქარიანი დამუხტვის მხარდაჭერისა და Leica-სთან ერთად შემუშავებული მძლავრი კამერების ნაკრების შესახებ. ფოტოს წყარო: weibo.com Xiaomi 12S სერიაში შედის მოდელები Xiaomi 12S, 12S Pro და ყველა დიდი მოლოდინის მქონე Xiaomi 12S Ultra. ჩინურმა კომპანიამ გადაწყვიტა გაეზიარებინა სერიის შუალედური მოდელის - Xiaomi 12S Pro-ს შესახებ ინფორმაცია. ისევე, როგორც Ultra ინდექსის მქონე უფროს ვერსიას, Xiaomi 12S Pro მოდელსაც ექნება ახალი პროცესორი Snapdragon 8+ Gen 1. მისი წარმადობა შთამბეჭდავია: Xiaomi-ს თქმით AnTuTu-ს ტესტში სმარტფონმა რეკორდი დაამყარა - მოაგროვა 1113135 ქულა. შედარებისთვის, ივნისის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა გეიმინგ სმარტფონმა Black Shark 5 Pro-მ 1040111 ქულით. Xiaomi 12S Pro-ს ძირითად კამერაში წარმოდგენილი იქნება 50-მეგაპიქსელიანი სენსორი Sony IMX 766. მას ახლავს 50-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ორმაგი ოპტიკური ზუმით, აგრეთვე ფართოკუთხიანი 50-მეგაპიქსელიანი კამერა 115°-იანი ხედვის კუთხით. კამერების ნაკრები Xiaomi 12 Pro-ს იდენტურია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ Leica-ს თანამონაწილეობა რაიმე სასიკეთო გავლენას მოახდენს. Xiaomi 12S Pro-ს ასევე ექნება 6.73-დუიმიანი QHD+ AMOLED დისპლეი 120 ჰერცი განახლების სიხშირით და მაქსიმალური სიკაშკაშე - 1500cd/m². და ბოლოს, სმარტფონის კიდევ ერთი უპირატესობა იქნება 120-ვატიანი დამუხტვის შესაძლებლობა მუშაობის ორი რეჟიმით: პირველში ბატარეის მოცულობის 100% ივსება 19 წუთში, მეორეში - 25 წუთში. https://tinyurl.com/5n7r2vue
-
კრიპტო ბირჟა Coinbase-მა უარყო მომხმარებლების კონფიდენციალური მონაცემების მიყიდვის ფაქტი აშშ-ის ხელისუფლებისთვის. ერთი დღით ადრე საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Coinbase გადასცემს მომხმარებლების გეოლოკაციასა და ტრანზაქციების ისტორიებს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტს (ICE). პლატფორმის მომხმარებლებმა Twitter-ზე განაცხადეს, რომ მათ „ამაზე თანხმობა არ განუცხადებიათ“. 2021 წლის აგვისტოში Coinbase-მა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია მიჰყიდა ICE-ს 29000 აშშ დოლარად. ერთი თვის შემდეგ ბირჟამ სააგენტოსთან 1.36 მლნ აშშ დოლარის პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის გარიგება გააფორმა. კვლევით გუნდ Tech Inquiry-ს მონაცემებით ამერიკის ხელისუფლებამ წვდომა მიიღო ინსტრუმენტ Coinbase Tracer-ის სხვადასხვა ფუნქციაზე, რომელიც იკვლევს ბირჟის მომხმარებლების მონაცემებს და ადრე ცნობილი იყო, როგორც Coinbase Analytics. პლატფორმის წარმომადგენლების თქმით ისინი ხელისუფლებას ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მხოლოდ ფინანსური დანაშაულის გამოძიებისთვის. „Coinbase Tracer ინსტრუმენტები შექმნილია ხელისუფლების მოთხოვნების შესაბამისად და გამოიყენება ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსაძიებლად. გაზიარებული ინფორმაცია მოდის მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან და არა Coinbase-ის მომხმარებლის მონაცემებიდან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ბირჟამ ხაზი გაუსვა, რომ პლატფორმის მომხმარებლების უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა მისი მთავარი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს DEA და IRS დაინტერესდნენ Coinbase-ის პროდუქტებით. ისინი აპირებდნენ პროგრამული უზრუნველყოფა Coinbase Analytics-ის გამოყენებას, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Neutrino. ბირჟამ Neutrino 2019 წელს შეიძინა და კრიტიკის ქვეშ მოექცა. იტალიური სტარტაპის დამფუძნებლები ჩართულნი იყვნენ პროექტ Hacking Team-ში, რომელიც დიქტატორულ რეჟიმებზე ყიდიდა ჯაშუშურ პროგრამებს. http://tinyurl.com/2p8uaz52
-
გრაფიკული პროცესორების დეფიციტის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ უკვე შეინიშნება პირველი დადებითი შედეგები: Steam-ის ივნისის თვის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემების მიხედვით ვიდეო დაფების ახალი თაობა ეტაპობრივად ანაცვლებს ძველს. Ampere თაობის უპირობო ლიდერი იქნება ბიუჯეტური GeForce RTX 3060 Laptop GPU მოწყობილობების საერთო მოცულობის 3%-იანი წილით. მისი დესკტოპ ვერსიის წილია 2.62%. ჯამში - 5.62%. შემდეგი ვიდეო დაფაა RTX 2060 – 5.03%. პირველ სამ პოზიციას ტრადიციულად იკავებს GTX 1060, GTX 1650 და GTX 1050 Ti (7%, 6.51% და 5.36% შესაბამისად). Ampere თაობის შემდეგ ტოპ-20-ში შედის: RTX 3070 - 2%, RTX - 306%. 1.72%, RTX 3080 - 1.44% და RTX 3050 - 1.34%. საინტერესოა, რომ ახალი თაობის AMD RX 6000-ის არც ერთი ამაჩქარებელი არ შევიდა ტოპ-30-ში. პირველი ყველაზე პოპულარული ვიდეო დაფა მე-60 ადგილზეა - RX 6600 XT წილით 0.33%. მას მოსდევს RX 6700 XT (65-ე ადგილი, 0.27%) და RX 6900 XT (96-ე ადგილი, 0.16%). პროცესორების ბაზარზე Intel-მა შეავიწროვა AMD და მოიპოვა +1.28% წმინდა წილი. Intel-ის ჩიპების კიდევ 0.28% მოდის ოპერაციულ სისტემა Linux-ზე. Intel-მა განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა საწყის და დაბალბიუჯეტურ სეგმენტებში, რადგან AMD-ს ამჟამად უბრალოდ არ გააჩნია იაფი და კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებები. https://tinyurl.com/nbtxmdrp
-
ჩინურმა კომპანიებმა DeepComputing-მა და Xcalibyte-მა დაიწყეს წინასწარი შეკვეთების მიღება მსოფლიოში პირველ პორტატულ კომპიუტერზე, რომელსაც საფუძვლად უდევს პროცესორი RISC-V არქიტექტურით: ახალი მოწყობილობის სახელწოდებაა Roma. ფოტოს წყარო: Xcalibyte ლეპტოპი ძირითადად გამიზნულია დეველოპერებისთვის, რომლებიც ქმნიან და ამოწმებენ პროგრამულ უზრუნველყოფას RISC-V პლატფორმისთვის. თუმცა შესაძლებელია, რომ მომავალში Roma-ზე დაფუძნებული ლეპტოპები კომერციულ ბაზარზე გავიდეს. კომპიუტერს საფუძვლად უდევს გარკვეული „სისტემა მოდულზე“ (SOM), რომელშიც RISC-V ჩიპი გაერთიანებულია ოთხ ბირთვთან, გრაფიკულ ამაჩქარებელსა და ნეიროპროცესორულ ბლოკთან (NPU), რომლის მიზანია ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების დაჩქარება. იგეგმება Roma Pro და Roma Standard მოდელების გამოშვება 12- და 28-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპით, შესაბამისად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ SOM ჰოსტი განახლებადია. მოწყობილობას აქვს 16 GB LPDDR4/LPDDR4X ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. შესაძლებელია დაყენდეს 256 გბ-მდე მოცულობის მყარი დისკი. საუბარია Linux-ის უმეტეს ვარიანტებთან თავსებადობაზე. ლეპტოპის წინასწარ შეკვეთა შესაძლებელია კომპანიის ვებ-გვერდიდან. პირველი ასი მყიდველი მიიღებს NFT ტოკენს. Roma-ს მიწოდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. http://tinyurl.com/mry6dvjz
-
პირველი კრიპტოვალუტის ფასის 56.2%-ით ვარდნა აპრილ-ივნისის პერიოდში ყველაზე ძლიერი იყო 2011 წლის მესამე კვარტლის შემდეგ, ზარალმა 67% შეადგინა. ასეთ მონაცემებს გვაწვდის Coinglass. ამ პერიოდში Bitcoin-ის ფასი 45 ათასი აშშ დოლარიდან 19884 აშშ დოლარამდე დაეცა. 2014 და 2018 წლების დათვური ბაზრების დროს კვარტალური დინამიკა არ აღემატებოდა 39.7% და 49.7%-ს, შესაბამისად. ივნისში ციფრულმა ოქრომ დაფიქსირდა ყველაზე დიდი, 37%-იანი კლება 2011 წლის სექტემბრის შემდეგ. მეორე კვარტალში კრიპტოვალუტების ბაზარზე უარყოფითი დინამიკა გაგრძელდა S&P 500 ინდექსის დაცემის ფონზე. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საფონდო ინდიკატორი შემცირდა 20.6%-ით, რაც ყველაზე ცუდ შედეგს ნიშნავს 1962 წლის შემდეგ. Deutsche Bank-ის სპეციალისტების პროგნოზით Bitcoin-ის ფასის 28000 აშშ დოლარამდე აღდგენა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. http://tinyurl.com/2p9epd2t
-
პროგრამულ უზრუნველყოფა AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს მაღალი წარმადობის სმარტფონების მეორე, საზაფხულო რეიტინგი. პირველი მათგანი გამოჩნდა ერთი თვის წინ და მასში წარმოდგენილი იყო ათი ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონი მაისისთვის, ამჯერად კი მოცემულია ტოპ-10 სმარტფონი ზაფხულის დასაწყისისთვის. პირველ ადგილზე კვლავ წარმოდგენილია Xiaomi Black Shark 5 Pro. 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე ვერსიამ შეძლო 1.04 მილიონზე მეტი ქულის მოპოვება. სხვათა შორის, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება მაისის რეიტინგში რეკორდულია. დაახლოებით 10 ათასი ქულით ჩამორჩა მას Nubia Red Magic 7 Pro, რასაც ხელი შეუწყო 12 გბ ოპერატიულმა მეხსიერებამ. სამეულს ხურავს Lenovo Legion Y90. მას აქვს 12 გბ ოპერატიული მეხსიერება, ბენჩმარკმა სმარტფონის წარმადობა თითქმის 1.02 მილიონი პუნქტით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სამივე ზემოთხსენებული სმარტფონი მწარმოებლების მიერ გვევლინება, როგორც მოწყობილობები მობილური გეიმინგის მოყვარულებისთვის. ტოპ-ხუთეულში შედის ორი iQOO 9. სტანდარტული მოდელი განთავსდა მეოთხე ადგილზე 1.01 მილიონი ქულით, მეხუთეზე - Pro ვერსია, რომელმაც სტანდარტულთან შედარებით 4000 ქულით ნაკლები მოიპოვა. ამასთან, ორივე სმარტფონს აქვს 12 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. მეექვსე ადგილზეა Vivo X80 - 1 მილიონი ქულით. ეს მოდელი ერთადერთია მოცემული ათეულიდან, რომელსაც 8 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს. ერთი პოზიციით ქვემოთ 990 691 ქულით განთავსდა OPPO Find X5 Pro Dimensity Edition. იგი იმყოფება vivo X80 სერიის ორ სმარტფონს შორის. მერვე ადგილზეა vivo X80 Pro 12 გბ. მაისის ტესტების შედეგად მისი წარმადობა საშუალოდ 985 460 ქულით შეფასდა. მომდევნო პოზიციებზეა iQOO Neo 6 და Xiaomi 12 Pro - ორივე 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველი მათგანის მიერ მოპოვებული ქულების რაოდენობაა 976 405, მეორე მათგანის - 676 031. როგორც ვხედავთ, Xiaomi-ს ერთი სმარტფონი რეიტინგის პირველ, მეორე კი ბოლო ადგილზეა. OPPO Find X5 Pro და vivo X80 ამ რეიტინგში ერთადერთი მოდელებია Dimensity 9000 პროცესორით. ყველა სხვა ფლაგმანი აღჭურვილია Snapdragon 8 Gen1 ჩიპსეტით. ასევე აღვნიშნავთ, რომ ათი სმარტფონიდან ექვსი გამოშვებულია ბრენდების მიერ, რომლებიც BBK კორპორაციაში შედიან (vivo, OPPO, iQOO, realme და OnePlus). http://tinyurl.com/2p8v79e2
-
ხუთშაბათს, 30 ივნისს, სალვადორის ხელისუფლებამ შეიძინა ჯამში 1.52 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი 80 BTC. ამის შესახებ პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ განაცხადა. „სალვადორმა დღეს იყიდა 80 BTC თითო 19 ათას აშშ დოლარად. Bitcoin არის მომავალი. გმადლობთ იაფად გაყიდვისთვის“, - დაწერა ბუკელემ. 30 ივნისს პირველი კრიპტოვალუტის კურსი იყო 20 ათას აშშ დოლარიან დონეზე, მოგვიანებით 19 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 1 ივლისის ღამეს Bitcoin-ის ფასმა გარკვეულ მომენტში გადააჭარბა 20800 აშშ დოლარს, თუმცა ამ დროისთვის დაკორექტირებულია დაახლოებით 19420 აშშ დოლარიან ნიშნულზე. BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. სალვადორმა წინა შესყიდვა მაისში გააკეთა პირველი კრიპტოვალუტის ფასის 30 ათას აშშ დოლარზე დაბლა დაცემის ფონზე. შემდეგ ბუკელემ გამოაცხადა დამატებითი 500 BTC-ის შეძენის შესახებ 30744 აშშ დოლარი საშუალო ფასით. ბაზრის შემდგომი ვარდნისას სახელმწიფო ფონდში არსებული მონეტებიდან ქვეყნის „საქაღალდო“ დანაკარგმა 46.1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირველად ქვეყნის ხელისუფლებამ ციფრული ოქროს შეძენა დაიწყო ქვეყანაში კრიპტოვალუტის ლეგალიზაციის წინა დღეს, 2021 წლის სექტემბერში. ხელისუფლებამ ამ მიზნით შექმნა სპეციალური ფონდი 150 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. სექტემბრის ბოლოს ხელისუფლებამ ისარგებლა გაცვლითი კურსის 45 000 აშშ დოლარამდე შემცირებით და შეიძინა დამატებით 150 BTC, რითაც რეზერვების ჯამური მოცულობა 700 BTC-მდე გაიზარდა. ნოემბერში ფასის კლების დროს შესყიდულ იქნა კიდევ 100 BTC. იანვარში სალვადორმა შეიძინა 410 BTC ბაზრის კორექტირების ფონზე. შესყიდვის საშუალო ფასი იყო 36585 აშშ დოლარი. ივნისის შუა პერიოდში ბუკელემ საზოგადოებას ურჩია არ იღელვონ პირველი კრიპტოვალუტის კოტირებებზე. მისი თქმით ციფრულ ოქროში ჩადებული ინვესტიციები „განუზომელად“ გაიზრდება დათვური ციკლის დასრულების შემდეგ. https://tinyurl.com/2cck3p7z
-
ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ბოლომდე არ არის ნათელი იმის გათვალისწინებით, რომ ძველ ტექნოლოგიური წარმოების სტანდარტებზე დიდი მოთხოვნაა და იკავებს მრეწველობისთვის წარმოებული ჩიპების ლომის წილს. უახლესი 5- და 3-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარების წარმოების პროცესის სტანდარტები ამჟამად ძირითადი ყურადღების ცენტრშია, თუმცა მწარმოებლები აგრძელებენ ძველი და ნაკლებად დახვეწილი ჩიპების ტექნოლოგიის სტანდარტების გამოყენებას. მაგრამ დრო გვიჩვენებს, რომ თანდათან საჭიროა უარის თქმა მოძველებულ ტექნოლოგიებზე. TSMC-იმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არ გაზრდის წარმოების სიმძლავრეს 28-ნანომეტრიანზე ძველი ტექნოპროცესების გამოყენებით. კომპანიას მოუწევს დაარწმუნოს თავისი მომხმარებლები, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ 40- ან 65-ნანომეტრიან ტექნოლოგიებს - გადავიდნენ უფრო ძვირადღირებულ 28-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომელიც კომპანიის ძირითადი ტექნოპროცესი გახდება. პერსონალური კომპიუტერების, გეიმინგ კონსოლების და სმარტფონების უახლეს პროცესორებში გამოიყენება ყველაზე მჭიდრო და ძვირადღირებული საწარმოო პროცესები, როგორებიცაა 8- და 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიები. სამომავლო მოწყობილობებში, როგორიცაა AMD-ის RDNA 3 GPU, გამოიყენებენ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, TSMC კი ამჟამად მუშაობს 3-და 2-ნანომეტრიან სტანდარტებზე სამომავლო პროდუქტებისთვის. შედარებით დაბალი სიმძლავრის მოწყობილობების ჩიპებში, როგორებიცაა ეკრანები, საავტომობილო კომპიუტერული სისტემები, მოდემები, მიკროკონტროლერები ან კონტროლის სისტემები, გამოიყენება იაფი და საიმედო 28-, 40- და 65-ნანომეტრიანი ტექნოლოგიები. ზრდასრული კვანძები შეადგენენ ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების, მათ შორის TSMC-ის, შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს. ტაივანური კომპანია აფართოებს თავის შესაძლებლობებს 22- და 28-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის, მაგრამ ბიზნესის განვითარების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Kevin zhang განაცხადა, რომ ეს გავლენას არ მოახდენს 40-ნანომეტრიან და უფრო ძველ პროდუქტებზე. პროდუქტების ახალ კვანძებში გადატანა გაზრდის სიმძლავრეს და ეფექტურობას, მაგრამ გააძვირებს მათ. Zhang-მა აღნიშნა, რომ TSMC იმუშავებს სხვა კომპანიებთან, რათა ხელი შეუწყოს ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლას, თუმცა არ დააკონკრეტა როგორ მოხდება ეს. https://tinyurl.com/bdd52wz9
-
კომპანია AMD-მ გაასაჯაროვა Ryzen Threadripper Pro 5000WX HEDT-პროცესორების ოფიციალური საცალო ფასები. ეს ჩიპები დაანონსდა მიმდინარე წლის მარტში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი წარმოდგენილი იყო ექსკლუზიურად Lenovo-ს ThinkStation სამუშაო სადგურების ნაწილად. ცოტა ხნის წინ AMD-მ მაინც გამოუშვა პროცესორები საცალო ვაჭრობაში. ფოტოს წყარო: AMD ფლაგმანური 64-ბირთვიანი Ryzen Threadripper Pro 5995WX მოდელის სარეკომენდაციო ღირებულება 6499 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2509 აშშ დოლარით ძვირია სამომხმარებლო Ryzen Threadripper 3990X-თან შედარებით და 1100 აშშ დოლარით მეტი - ვიდრე Ryzen Threadripper Pro 3995X. 32-ბირთვიანი Threadripper Pro 5975WX მოდელის ფასი შეადგენს 3299 აშშ დოლარს - 1300 აშშ დოლარით მეტს წინა თაობის Ryzen Threadripper 3970X-თან შედარებით და 550 აშშ დოლარით მეტს - მის Pro ვერსიასთან შედარებით. უმცროსი 24-ბირთვიანი Ryzen Threadripper Pro 5965WX მოდელის სარეკომენდაციო ფასია 2399 აშშ დოლარი. ეს ფასი 1000 აშშ დოლარით ძვირია ჩიპ Ryzen Threadripper 3960X-თან შედარებით, რომლის Pro ვერსია არ გამოშვებულა. ფოტოს წყარო: Puget Systems AMD-მ ასევე გამოაცხადა, რომ უარი თქვა სამომხმარებლო Ryzen Threadripper-ის გამოშვებაზე და ახლა ყველა ჩიპი გამოვა მხოლოდ Pro ვერსიების სახით, რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების სისტემით კორპორატიული მომხმარებლებისთვის. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Threadripper Pro 5000WX პროცესორების ნახვა უკვე შესაძლებელია, მაგალითად, ჩინურ საცალო ვაჭრობაში, თუმცა ჩიპების ფასი გარკვეულწილად ძვირი აღმოჩნდა გამოცხადებული სარეკომენდაციო ღირებულების ფონზე. ახალი პროცესორების წარმადობა 45%-მდე უფრო სწრაფია კონკურენტებთან შედარებით. https://tinyurl.com/ycy2uwuy
-
კრიპტოზამთართან დაკავშირებულმა შეშფოთებამ არ შეასუსტა ინვესტორების ინტერესი ინდუსტრიის მიმართ. ამის შესახებ Bank of America-ს (BofA) ანალიტიკოსებმა განაცხადეს, წერს CoinDesk. დასკვნები ეფუძნება 160 მომხმარებელთან საუბრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ Web3 ინდუსტრიისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. რესპონდენტებმა გამოხატეს რწმენა, რომ „ბლოკჩეინ-ტექნოლოგია და ციფრული აქტივები არ გაქრება“. ზოგიერთმა მომხსენებელმა გაიხსენა, რომ ყველაზე ინოვაციური პროექტები წინა ბაზრის ვარდნის შედეგად განვითარდა. ციკლის დაბალი წერტილები "სავარაუდოდ მომგებიანია ეკოსისტემის განვითარებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში", აღნიშნეს მათ. „მომხმარებელთა ჩართულობა აგრძელებს ზრდას. აქცენტი კვლავ კეთდება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასა და დამანგრეველ ბუნებაზე“, - ნათქვამია მოხსენებაში. BofA თვლის, რომ მარეგულირებელი სიცხადე გადამწყვეტია კორპორატიული და ინსტიტუციური დონის პოპულარობისთვის. ბარიერების მოხსნა გამოიწვევს მასობრივ მიღებას, რადგან იზრდება მომხმარებელთა ნდობა სექტორის მიმართ. ამჟამად ბევრი მონაწილე თავს იკავებს აქტიური მოქმედებისგან, სანამ ხელმისაწვდომი არ იქნება ყოვლისმომცველი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა. კონფერენციის მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ციფრული აქტივების მქონე პროდუქტებით პირველი მილიარდი მომხმარებლის მოზიდვის შემდეგ საჭირო იქნება ფიატსა და კრიპტოვალუტებს შორის ხიდების გაუმჯობესება. ასევე აუცილებელია კრიპტო-native ეკოსისტემის შექმნა. Web3-ს აქვს „ნებისმიერი ინდუსტრიის გარდაქმნის პოტენციალი“, დაასკვნეს ექსპერტებმა. შეგახსენებთ, რომ კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის სრული ვერსია წარმოდგენილი იყო აშშ-ს სენატში. https://tinyurl.com/4upt23dy
-
ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს განცხადებამ კომპანია Qualcomm-ის აქციების ღირებულების 3.5%-ით ზრდა განაპირობა. პროგნოზის ავტორი ამტკიცებს, რომ Apple-ის მცდელობები - საკუთარი სმარტფონებიდან Qualcomm-ის მოდემები გამოდევნოს, წარმატებული ჯერ არ არის და სამომავლო თაობის iPhone-ებში სწორედ ხსენებული კომპანიის პროდუქტები იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ Apple-მა Intel-ისგან გამოისყიდა მობილური მოდემების წარმოების ბიზნესი, რომელიც Intel-ს Infineon-სგან გააჩნდა. მთელი ეს დრო Apple ცდილობდა შეექმნა საკუთარი კონკურენტუნარიანი მოდემები სმარტფონებისთვის, მაგრამ მომავალი წლის მეორე ნახევარში Qualcomm-ს ექნება უფრო მიმზიდველი შემოთავაზებები, რაც Apple-ს აიძულებს თავი შეიკავოს 2023 წლის iPhone-ებში საკუთარი წარმოების მოდემების განთავსებისგან. ეს სიტუაცია Apple-ს არ აიძულებს უარი თქვას მოდემების სამომავლო შემუშავებაზე, უბრალოდ მომდევნო თაობის iPhone-ებში კვლავ Qualcomm-ის პროდუქტები იქნება გამოყენებული. https://tinyurl.com/2m3wcumj
-
მიმდინარე წლის თებერვალში კორპორაცია Intel-მა განაცხადა, რომ გეგმავდა პროგრამა Foundry Service Accelerator-ის ამოქმედებას, რომლის მიზანია ნახევრადგამტარი კომპონენტების დამწყებ დეველოპერებს გაუადვილოს Intel-ის ინსტრუმენტებზე წვდომა. Intel-ის პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი გულისხმობს პროდუქტიული ქლაუდ-გარემოს შექმნას, რაც შესაძლებელს გახდის კომპონენტების განვითარებას თავად Intel-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: Intel სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ინიციატივა მიზნად ისახავს ჩიპების დამუშავების პროცესის დაჩქარებას ახალგაზრდა კომპანიების მიერ, რომლებსაც არ გააჩნიათ მძლავრი სერვერული სისტემები და მოწინავე პროგრამული სისტემები. ინიციატივა IFS Cloud Alliance ქლაუდ-სივრცეში არსებულ მსგავს რესურსებზე წვდომას გაუხსნის Intel-ის ყველა მომხმარებელს, რომლებიც საკუთარი მიკროპროცესორული ტექნიკის წარმოებით არიან დაკავებული. საკუთარი გამომთვლელი სისტემის წარსადგენად მზად არიან AWS და Microsoft Azure, პროგრამულ გადაწყვეტილებებს კი უზრუნველყოფენ ბაზრის ლიდერები - Ansys, Cadence, Siemens EDA და Synopsys. იდეას წარმოადგენს დეველოპერებისთვის ისეთი პლატფორმის ორგანიზება, რომელიც გაათანაბრებს ბაზრის ყველა მონაწილის შესაძლებლობებს Intel-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც მოგვიანებით თავის საწარმოებში მომხმარებლების მიერ წარმოებულ კომპონენტებს გამოუშვებს. Intel და მისი პარტნიორები ინიციატივა IFS Cloud Alliance-ის ფარგლებში ქლაუდ-პლატფორმის შესაძლებლობებს წარადგენენ ღონისძიება Design Automation Conference-ზე, რომელიც ჩატარდება 10-დან 14 ივლისამდე პერიოდში სან-ფრანცისკოში. შეგახსენებთ, რომ უახლოეს წლებში Intel აპირებს გახდეს ჩიპების მთავარი საკონტრაქტო მწარმოებელი და 2025 წლისთვის მომხმარებლებს შესთავაზებს მოწინავე Intel 18A ტექნოლოგიას, რომელსაც ამავდროულად გამოიყენებს კომპონენტების წარმოებისთვის. გასულ კვირას გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ამერიკელი კანონმდებლები ნელი ტემპით გადიან ნახევრადგამტარი პროდუქციის სუბსიდირების ეროვნულ პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს Intel-ს ნაწილობრივ შეამსუბუქოს საკუთარი ფინანსური დატვირთვა სახელმწიფო სუბსიდიების მეშვეობით. საწარმოო კომპლექსის მშენებლობა ოჰაიოში, სადაც დაინერგება Intel 18A ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქციის წარმოება, ჯერ არ დაწყებულა სწორედ პროექტის სუბსიდირებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო. https://tinyurl.com/y3p2czvf
-
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარე გერი გენსლერმა დაადასტურა, რომ მარეგულირებელი ორგანო Bitcoin-ს პროდუქტად მიიჩნევს. განცხადება მან CNBC-ის ეთერში გააკეთა. გენსლერმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები არის სპეკულაციური აქტივების კლასი. როდესაც ადამიანები ინვესტირებას ახდენენ „Bitcoin-სა და ასობით სხვა ტოკენში“, ისინი მოგების მიღებას ელიან, განაცხადა მან. მისი თქმით, ამ „კრიპტო-ფინანსური აქტივებიდან“ ბევრს აქვს ფასიანი ქაღალდების ძირითადი ატრიბუტები და ადმინისტრირება ხდება კომისიის მიერ. „ზოგიერთს მოსწონს Bitcoin და ეს ერთადერთია, რის თქმასაც ვაპირებ, რადგან არ მსურს ამ ნიშნებიდან რომელიმეს განხილვა, თუმცა ჩემმა წინამორბედებმა და სხვებმაც განაცხადეს, რომ ისინი პროდუქტებია“, - განაცხადა გენსლერმა. პირველი კრიპტოვალუტის მხარდამჭერები დადებითად გამოეხმაურნენ SEC-ის ხელმძღვანელის განცხადებას. „გენსლერი გახდა SEC-ის ზედიზედ მეორე თავმჯდომარე, რომელმაც Bitcoin-ს პროდუქტი უწოდა, რის გამოც მომავალში ამ კლასიფიკაციის შეცვლა თითქმის შეუძლებელი იქნება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერს Blockchain Investment Group-ის დამფუძნებელი ერიკ ვაისი. MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ ეს საშუალებას მისცემს „პოლიტიკოსებს, სააგენტოებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ Bitcoin-ს, როგორც ტექნოლოგიასა და ციფრულ აქტივს, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკის ზრდისთვისა და ყველასთვის საკუთრების უფლებების და თავისუფლების გავრცელებისთვის“. Bloomberg Intelligence-ის ETF-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს სეიფარტმა გენსლერის კომენტარს უწოდა „არა ახალი, მაგრამ ნამდვილად პოზიტიური“. თუმცა მისი აზრით ეს არ იქნება საკმარისი, რათა SEC-მა მომდევნო კვირაში დაადასტუროს Grayscale-ის Bitcoin-ტრასტის კონვერტაცია სპოტ საბირჟო ფონდად. შანსები ნულთან ახლოსაა - განაცხადა მან. სეიფარტის მოსაზრებას მხარი დაუჭირა მისმა კოლეგა Eric Balchunas-მა, რომელმაც GBTC-ის ტრანსფორმაციის შესახებ მარეგულირებლის დადებითი გადაწყვეტილების ალბათობა 0.5%-ად შეაფასა. თებერვალში გენსლერმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც SEC-მა უარყო ყველა განაცხადი სპოტ Bitcoin-ETF-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით: ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ ფასიანი ქაღალდების კანონის სტანდარტებს თაღლითური ან მანიპულაციური პრაქტიკის შეჩერებისთვის. ინტერვიუს დროს SEC-ის ხელმძღვანელმა ახსენა სხვა ფედერალურ სააგენტოებთან მიმდინარე თანამშრომლობა კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ზედამხედველობის მიზნით, მათ შორისაა CFTC და საბანკო მარეგულირებლები. ამ მიზნით კომისია მათთან ფორმალური ხელშეკრულებების დადებას აპირებს. https://tinyurl.com/33e6bfh8
-
კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ყოველწლიურ ღონისძიება Snapdragon Tech Summit 2022 14-დან 17 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება. როგორც მოსალოდნელია, ერთ-ერთი მთავარი ანონსი იქნება ფლაგმანურ მობილურ პროცესორ Snapdragon 8 Gen2-ის პრეზენტაცია. ფოტოს წყარო: Qualcomm შეგახსენებთ, ამჟამინდელი ჩიპი Snapdragon 8 Gen1 წარდგენილ იქნა გასული წლის 30 ნოემბერს ღონისძიება Snapdragon Tech Summit-ის ფარგლებში. ეს პროცესორი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთა შორისაა მძლავრი ბირთვი Kryo Prime ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, სამი ბირთვი Kryo Performance სიხშირით 2.5 გჰც და ოთხი ბირთვი Kryo Efficiency – 1.8 გჰც სიხშირით. პროცესორ Snapdragon 8 Gen2-ს, ამჟამად არსებული ცნობების თანახმად, ექნება ოთხკლასტერიანი არქიტექტურა კონფიგურაციით 1 + 2 + 2 + 3. სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება ერთი მძლავრი ბირთვი Cortex X3 (Makalu-Elp), ორი ბირთვი Cortex A720 (Makalu), ორი ბირთვი Cortex A710 (Matterhorn) და სამი ბირთვი Cortex A510 (Klein-R1). ახალი ჩიპის შემადგენლობაში ასევე შევა გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 740 და 5G მოდემი. ჩიპს დაამზადებს კომპანია TSMC 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. Snapdragon 8 Gen2-ის ბაზაზე აწყობილი ერთ-ერთი პირველი სმარტფონები სავარაუდოდ იქნება Xiaomi 13 და Xiaomi 13 Pro. https://tinyurl.com/w7cfrr3f
-
Apple-მა ცოტა ხნის წინ დეველოპერებისთვის განკუთვნილ კონფერენციაზე წარადგინა მორიგი პროცესორი M2 და მასზე დამყარებული MacBook-ის ორი მოდელი. წლის ბოლომდე ახალი მოწყობილობების რიცხვი უნდა გაიზარდოს. ჟურნალისტი მარკ გურმანი აცხადებს, რომ Apple ამავდროულად ამზადებს მომდევნო თაობის ჩიპ M3-ს. ასევე ითქვა, რომ ეს პროცესორი 2023 წელს შევა ოთხი ახალი Mac-ის შემადგენლობაში. ესენი იქნება - 13-დუიმიანი MacBook Air (J513), 15-დუიმიანი MacBook Air (J515) და iMac (J433). ასევე გამოვა 12-დუიმიანი MacBook, თუმცა ამჟამად ეს ლეპტოპი შემუშავების საწყის ეტაპზეა და მის შესახებ ინფორმაცია მცირეა. მიმდინარე წლის ბოლომდე M2 პროცესორების ვერსიების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. სიახლეებს შორის სახელდება მოდელები M2 Pro, M2 Max, M2 Ultra და M2 Extreme. Apple-ისგან მოსალოდნელია, რომ გამოვა M2 ჩიპზე დამყარებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობა, აგრეთვე 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro-ები M2 Pro და M2 Max ჩიპებით. მათ შემდეგ წარდგენილი იქნება Mac Pro მოდელი M2 Ultra-სა და M2 Extreme ჩიპებზე. M3 ჩიპს სავარაუდოდ გამოუშვებს კომპანია TSMC. M1 და M2 ჩიპები 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარემობა. თუკი M3 გამოვა 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, შედეგად გაიზრდება სიჩქარე და ენერგოეფექტურობა. https://tinyurl.com/53v7axtt
