-
Posts
3686 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
კიი გრაფიკა ძალიან კარგია. დეტალიზაცია, ტექსტურების რეზოლუცია და ტესელაციის ჩართვაც ძალიან ალამაზებს. იგრძნობა სიცივე და ატმოსფერო ისეთია. პროსტა რაღაც ძალიან უინტერესოა ჩემთვის. 70% დავუწერდი ჯამში. იმიტომ ვთამაშობ რომ უნდა ვითამაშო წინა ნაწილების ხათრით. ოპტიმიზაციას რაც შეეხება ლიცენზირებულს ვთამაშობ ანუ ბოლო განახლებებით და რამე და მაინცდამაინც სასწაული არაა. ძალიან არასტაბილური ფპს-ია ნუ rx 580-ზე. gtx 1080-ზე არ ვიცი რას იზავს თუმცა ვფიქრობ ულტრაბულტრაზე მაგასაც გაუჭირდება. ახლანდელი პარამეტრები ასეთია: ultra პრესეტი, თმები და ტესელაცია გათიშული. 60 ფპს დაჭერა მაინც უჭირს. ნუ სადღაც 80ფპს აქ ჩვეულებრივ სცენებში. აი სადაც უჭირს იქ უკვე 40-მდე ეცემა. ღამის ხედვას როცა ვრთავ მაშინ ძაან ერხევა. რას აკეთებს ასეთს არ ვიცი. წესით მალე მივახურავ და მივაშლი ეგრევე. RTX კარტებზე თავისი ეფექტებით წესით ძალიან ლამაზი უნდა იყოს.
-
დამღალა ამ თამაშმა რა. მომბეზრდა სასტიკად.
-
dx11-ზე უფრო დაბალი ფპს აქ ვიდრე 12-ზე. თან ვიზუალურადაც ეტყობა რომ 11 უფრო ცუდია
-
დღეს გადმოვწერე ლიცენზირებული ვერსია. დროებით rx 580 მიდგას და ულტრა პრესეტზე საკაიფოდ "მიაქ". ექსტრიმზე უკვე ერხევა. კიდე ის რომ ეს dx12 რეჟიმი რა პრეტენზიულია. ვერც ფპს გამოვაჩინე, არც თამაშის დროს ჩაკეცვა მოსულა. თუ გინდა რაიმე უნდა გამორთო თამაში გააკეთო შენი საქმე და მერე ჩართო. არ ვიცი გავყვები თუ არა ბოლომდე ალბათ სოფელში რომ წავალ იქ მივახურავ ასეთი ტიპის თამაშებს. 8გბ რამ , gtx 970 ან ეს rx 580 და xeon 1220 თუ 1225 არ მახსოვს წესით მსგავსს პარამეტრებზე იქაც მათამაშებს. საკმაოდ ლამაზი გრაფიკა აქ და ატმოსფეროც მშვენივრად იგრძნობა.
-
პირატულზეა ეგრე ალბათ. ლიცენზირებულზე მსგავსი არაფერი შემინიშნავს. მეც high/ultra პარამეტრებზე თუ ვერ ვქაჩავ საერთოდ არ ვთამაშობ თამაშს და 60ფპს მინიმალური მოთხოვნაა. ზევით შეზღუდული არ ვარ მიუხედავად იმისა რომ 60ჰერციანი მონიკი მაქ. იგივე BO4 ან ახალი mw რომ 60 ფპს-ზე ითამაშო ფეხს არ გაგანძრევინებენ(ხელს ხო საერთოდ) ონლაინში
-
იმ თამაშის დედავატირე სადაც rx 580-ს უფრო მაღალი ფპს აქ ვიდრე gtx 1070-ს. ეტყობა იმენნა პირდაპირ პორტია და არაფერი უქნიათ სიტუაციის გამოსასწორებლად თორე ეგრე gta 5 ps3-ზეც კი იყო და 2 წლის მერე გამოუშვეს pc-ზე და არანაირი პრობლემა არ ქონია.
-
არადა ultra-ზე ვაპირებდი თამაშს ნუ იასნია სანამ კახპის ფასი არ დაედება არ ვიყიდი მანამდე ან თხმა მოკვდება ან თხის პატრონი
-
ორიგინალი ჰო ჩემთანაც ეგრეახოლმე. რომ ატვირთავ სადმე უკვე "პლავნია". მე არ მქონია არასდროს პრობლემა. აბა რომელს იყენებ ჩასაწერად?OBS მიყენია და როგორ მუშაობს თავიბოლო ვერ გავუგე. მაგას დააჭერ და იწერს, არ დააჭერ არ იწერს
-
პარამეტრებში გაქ ალბათ დაბალი ხარისხი მითითებული. მეც ამას ვიყენებდი როცა გადაღება მჭირდებოდა მაგრამ ნახევარწელიწადზე მეტია საერთოდ არ ვაყენებ ექსფერიენსს და ვიდეოებსაც ვერ ვიღებ შესაბამისად. სხვა პროგრამები არც მიცდია და არც მინდა დამატებით მქონდეს კომპში როცა ერთი ასრულებს ბევრ ფუნქციას.
-
ეგ ჩართული უნდა იყოს. მაშინ power options შედი windows-ში და გადაამოწმე პარამეტრები. ბალანსზე დააყენე და მერე კიდე ფაუერ ოფშენებში ნახე მინიმუმი შემთხვევით 100ზე ხო არ აყენია. აი აქ
-
ინტელში მაგ ფუნქციას რაც დაუტვირთავზე სიხშირის დაგდებას აკეთებს speedstep ქვია. amd-ში წესით AMD Cool'n'Quiet უნდა იყოს, ბიოსში ნახავ
-
დღეს საცდელად გამოვწერე პირატული ვერსია სანამ ვიყიდი წარმადობა მინდოდა მენახა. ჩემ კლავიატურას ამის პროფაილი აღმოაჩნდა (corsair k70 RGB) და სახალისოა. სიტყვაზე დააჭირე რაღაც ღილაკს რომ გთვაზობს თამაში კლავიატურაზე ეგ ღილაკი ინთება განსხვავებული ფერით. კონტროლერით ვაპირებდი თამაშს და მაგის გამო გადავიფიქრე წარმადობას რაც შეეხება არის რა. 1080p-ზე პრობლემა არ აქ ჩემ სისტემას (RTX ფიშკების გარეშე ცხადია) თან ახალ ვერსიაბში თუ კიდე უფრო გაუმჯობესებულია წარმადობა p.s. წავშალე უკვე. როცა ვიყიდი მერე მივხურავ
-
ეს ახალი COD მეც არ მომწონს არადა ყველას ვთამაშობ და BF სასტიკად არ მომწონს. კაკრას რომ ეს ნაწილი შესაძლოა უფრო დაევასოთ BF-ის გულშემატკივრებს. პირველი COD-ია რომელიც ისეთი ნელია და ისეთი მოუქნელი რომ ნერვები მაწყდება და სანამ ვინმე მომკლავს მე ვკდები მოწყენილობით
-
ფეიჯფაილის გარეშე 16გბ რამზე black ops 4 იქრაშება თორე მეც სულ გათიშული მქონდა. out of memory-ს წერს. კაი ფასია მამენტ სსდ-ებზე წლების უკანდელს რომ შევადაროთ. პირველ სსდ-ში 250გბ სამსუნგ ევო 840 200 ლარამდე გადავიხადე წლების უკან. მერე 250გბ-იანი crucial mx200 ვიყიდე ფორუმელისგენ 100 ლარად (გაუხსნელი, 3-ცალი თითო ასად თუ ერთი სამსუნგ 850 იყო არ მახსოვს ძმაკაცს მივეცი 2 მათგანი). მერე crucial mx500 500gb 53$-ვიყიდე ფასდაკლება იყო. და სოფლის კომპისთვის კინგსტონის 128-იანი თუ 120-იანი 76 ლარად შარშან რომელიც ახლა 70 ღირს. სისწრაფე იმასაც კაი აქ ყოველდღიურ მოხმარებში და რავიცი ცოცლობს.
-
თამაშებისთვის ვიყიდი ზუსტად 500 გბ და არაა საკმარისი black ops 3, black ops 4 , overwatch და assetto corsa მიყენია და ეგაა სულ. კია დარჩენილი ადგილი მაგრამ იმხელა არა რომ ერთი ამხელა თამაში დაყენდეს კიდე და არ გაწითლდეს. მაგის გარდა რაიმე დასახური თამაში თუ დამჭირდა ვეღარ ვწერ. არადა მეგონა რომ 500გბ თამაშებისთვის საკმარისი იქნებოდა.. ნუ ფეიჯფაილი HDD-ზე მაქ გადატანილი, სისტემრესთორი ჩართული მაქ და ისედაც ბრაუზერის ტემპები და ყველაფერი სსდ-ზე მაქ. ადრე სხვაგან გადამქონდახოლმე და ახლა უკვე აღარ. კიდე windows xp-დან მოყოლებული Desktop,Downloads,Documents ისედაც HDD-ზე მაქ დაზღვეული რომ ვიყო რომ არ დამავიწყდეს windows-ის გადაყენების წინ რამე. XP ისე მალე ურევდა ეგ საჭირო იყო მაშინ. ახლა წლები ისე გადის სისტემი გადაყენება არ მჭირდება მაგრამ ეგ ჩვევა დამრჩა
-
თამაშებისთვის არა. სრულად გადასვლას ssd-ს მოხმარებაზე რამდენად გამართლებულია. ანუ ფაილების შესანახადაც სიტყვაზე 2 ტერაბაიტზე მეტის საჭიროება რომ არ მქონდეს. წლებია მაქ 1ტბ ჰდდ და 1.5ტბ გარე ვინჩესტერი კიდე და ადგილის გამოთავისუფლება დამჭირდათქო ეგრე არცერთხელ მქონია საქმე. მოკლედ მყოფნის რა. უბრალოდ სსდ-ს მუღამი მაქ მთლიანად ფაილების შენახვისთვისაც(ვგულისხმობ პირად ინფორმაციას, ფოტოებს ვიდეოებს ტექსტურფაილებს სამუშაოდან და ა.შ.) დიდი ზომის ფილმებს ისედაც არ ვიწერ რომ ხშირად მიწევდეს ჩაწერაწაშლა. საიმედობაა მაინტერესებს ანუ.
-
ანუ რა გამოდის თუ გარემოზემოქმედებას გამოვრიცხავთ, დავარნას ტემპერატურას და ა.შ. ჩისტად ტექნოლოგიურად სსდ-ს სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია ვიდრე HDD? ანუ როცაიდეალური მომხმარებელი ვარ და ექსპლოატაციის ყველა წესს ზედმიწევნით ვიცავ. მაგის გამო არ ვყიდულობ დიდი მოცულობის სსდ-ებს ფაილების შესანახად რომ რატომრაც მგონია რომ სსდ უფრო მალე კვდება. თუ ასე არაა მივსცხებ 1ტბ-ს მინიმუმ და შევყრი ფაილებს ზედ. ახლა 250გბ+500გბ სსდ მაქ და + 1ტბ hdd და აღარ მყოფნის. ისე სსდ არის ცხონება რათქმაუნდა. 775 სოკეტზედაც მეყენა და რაკეტა მეგონა კომპი ახლა სოფლის კომპიც დავააფგრეიდე 1155 სოკეტის ზიონზე და იქაც 2 სსდ მიყენია თუმცა იმ დებილ b75 motherboard-ს მხოლოდ ერთი სატა 3 აქ მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივი ბ75-სგან განსხვავდება 4 ოპერატიულის სლოტი აქ სატა3 პორტი მაინც ერთია ..
-
ვინ თქვა ეგ? ჯერ ახლა გამოსულ პროცესორზე(ერთი წლისაც არაა) რა იციან რამდენხანს იმუშავებს? ეჰ
-
მოკლედ Minimum processor state რატომღაც 100%-ზე ეყენა თავისით ან რომელიმე პროგრამამ იმაიმუნა და ეგ ჩამოვწიე 0%-ზე. ამის შემდეგ გასწორდა. ტემპერატურაც გამოსწორდა და ახლა 30-35 ფარგლებშია დაუტვირთავზე
-
მე ჩართული მაქ ეგ სფიდსტეპი და არ რეაგირებს. ძაან არ მომწონს რა. ქულერი ხმაურობს. ტემპერატურა ახლა idle-ზე 43-46 გრადუსია როცა ჩვეულებრივ 30-35 ფარგლებშიიყოხოლმე
-
ჰო ჩემთანაც შეცვლილი დამხვდა ეგ დავაბრუნე და მაინც ისეა.
-
ბოლო დროს შევნიშნე რომ პროცესორი მიუხედავად იმისა რომ დატვირთვა არ აქ მაინც მაქსიმუმ სიხშირეზე მუშაობს. შესაბამისად ქულერი არც ისე უხმაუროა. ვვარაუდობ რომ რომელიღაც ბოლო განახლებამ გამოიწვია ეს. თქვენთან როგორაა? ყველა ჩემთვის ნაცნობი მეთოდი ვცადე ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, power managment-ში ბალანსზე დავაყენე high perfomance-ის ნაცვლად. ბიოსი გავანულე/დავარესეტე(ცხადია ჩამოვარაზგონე და ამ შემთხვევაში ტურბო ბუსტი რაც აქ3.8 მაგაზე გაიჭიმა), ბიოსი გადავაწერე ახლიდან. მოკლედ აღარ ვიცი რა ჯანდაბა უნდა.
-
-
შიფტი არკადაა უფრო და იასნია ადვილად იმართება. pc კიდე სადღაც სიმულატორსა და არკადას შორისაა გაჭედილი. ჩვეულებრივ იმართება სააჭით თუ სწორად გიყენია ყველაფერი. კლავიატურით და სტანდარტულ პარამეტრებზე კონტროლერითაც ადვილი ნამდვილად არაა.
