-
Posts
3686 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
@GIVI-1990 HDR-ზე Muzzle-ში Monolithic Suppressor უნდა ჩემი აზრით BR რეჟიმში აუცილებლად რომ ხმა არ გაიგონ მოწინააღმდეგეებმა. scope არაფერს ვუყენებ სტანდარტული რაცაა ეგ და მაგის ხარჯზე ერთი სლოტი თავისუფლდება. სწრაფად რომ დაუმიზნო Tac Laser და Stock ში FTAC Stalker-Scout მიყენია. მძიმე სნაიპერია თუმცა ძალიან ძლიერია. Marksman rifles-ებში ბოლო დროს SP-R 208 იყო ძალიან კარგი. რომ გამოვიდა ბულეტ დროფ არ ქონდა საერთოდ და ლამის რუკის მეორე ბოლოში მოკლავდი მერე დაფიქსეს და ახლაც არაუშავს. სწრაფია და ძლიერი. ისე კი Kar-ის პირდაპირი კონკურენტია მაგრამ kar უფრო სწრაფად უმიზნებს და უფრო მობილურია. პირველი იარაღი VAL კარგია , ძალიან სწრაფად ისვრის და ახლო მანძილზე კარგია მაგრამ ძააალიან ცოტა ტყვია აქვს. ასე რომ ძალიან აკურატულად უნდა თამაშობდე რომ სნაიპერთან ერთად ახლო მანძილზე წამგებიან პოზიციაში არ აღმოჩნდე. მაქსიმუმ ერთი მჭიდით ერთი კაცი დააგდო და დააფინიშო. მეორეზე აღარ გეყოფა. მე არ ვიყენებ. 60ჰც მონიტორზე სნაიპერით თამაში დიდად არ გამომდის. ძალიან ბევრი ფრეიმი იკარგება.Kilo + MP5 ან რომელიმე ვინჩესტერი ახლო მანძილისთვის. სენსორი და ghost perki აუცილებლად. დანარჩენი გემოვნებით. @G1ORG1 ალბათ single player იგულისხმე ხო? ეგ ამ თამაშისთვის Modern Warfare 2019 -ია . დამატებასავით გამოვიდა ცოტა მოგვიანებით ეს რეჟიმი. ისევე როგორც BF-ს აქვს firestorm მგონი თუ რაც ქვია მაგრამ იქ უაფასო არაა. ასევე BO4-ის BR დამატება Blackout იყო. ზოგადად ამ ტამაშს არ უყვარს ექსპერიმენტული loadout-ები. რაც გამოგდის კარგად ის უნდა აიღო. მე ყველა იარაღი გახსნილი მაქვს ცხადია მაგრამ სულ რამდენიმეა რითიც ვთამაშობდი გამოსვლის დღიდან. GRAU, M4, M13, KILO, RAM-7. ბოლო დროს KILO ან RAM-7.
-
აქ ვარ მეც ბევრი ნიუანსია რაც შეიძლება გავუზიაროთ ერთმანეთს. ინდივიდუალურია ცხადია მაგრამ ძაალიან მნიშვნელოვანია როგორ მოირგებ ამ თამაშში მაუსის პარამეტრებს. ჯერ კიდე წინა COD:BO4-ის მერე მივხდი რომ ძველი სტანდარტული მაუსი აღარ გამომადგებოდა. ვიყიდე გეიმერული ნორმალური ბრენდის და დალაგდა ყველაფერი. ამ თამაშმა კიდე მონიტორის შეცვლის საჭიროება დამანახა (MP რეჟიმსაც ვგულისხმობ ცხადია იმიტომ რომ თავიდან მაგას ვთამაშობდი). ცა და დედამიწაა სხვაობა 60 ჰერცსა და 144 შორის. ასე რომ თუ ვინმეს 60 ჰერცზე არ გამოსდის კარგად თამაშ არ ნიშნავს რომ ცუდად თამაშობს. უბრალოდ გვაიძულებენ რომ კარგი პერიფერია ვიყიდოთ ყველა სეზონი ნაყიდი მაქვს (100 tier რომ არის შესავსები. არის უფასო კომპონენტებიც მაგრამ ძირითადად ფასიანი რაღაცეებია გასახსნელი) 1000CP ღირს თითო არ ვიცი ლარებში რამდენი გამოდის მაგრამ BO4 რომ ვიყიდე მაშინ დამირიცხეს 1200 CP და არ დამიხარჯავს იმის მერე. აქაც გადმოყვა და ვიყიდე. თითოეულ სეზონში 1300CP -ის ამოღებაა შესაძლებელი. ანუ ყიდულობ ერთხელ იხდი 1000-ს და სეზონის ბოლოს გაქვს 1300 რაც საშუალებას გაძლევს შემდეგი სეზონიც იყიდო და კიდე დაგრჩეს 300. ამ მომენტში მაქვს 2700 CP და ველოდები ახალ სეზონს რომელიც 10 დეკემბერს უნდა დაიწყოს მგონი BO COLD WAR-ის ელემენტების შემოტანით(პერსონაჟები, იარაღი, ლოკაციები და ა.შ) გამოსვლის მომენტში ძალიან ბევრი პრობლემა ქონდა ძველ სისტემებზე და ხშირად მაგდებდახოლმე თამაშიდან რის გამოც ძალიან გამიფუჭდა სტატისტიკა და ვერა და ვერ ამოვქაჩე ნორმალურად. 1.60-ზე მაქვს ახლა k/d არადა გაცილებით მეტს ვკლავ ვიდრე ვკვდები თამაშში მაგრამ ძველი მიქარვების გასწორება რთულია. ჯამში ეს რეჟიმი 24 დღე მაქ ნათამაშები. სამწუხაროდ ნორმალურ სისტემაზე თითქმის არ მიწევს ამის თამაში. და სრულ პოტენციალს ვერ ვავლენ. კაკრას კორონა დაემთხვა ამის გამოსვლას და იმის მერე დროის 90% სოფელში გავატარე სადაც ძველი სისტემა მაქ. 60ჰზ მონიტორი, დებილური კლავიატურა , i7 2600k, 16gb, rx 580. გრაფიკა უმეტესად დაკლებული მაქ. და სადღაც 70-130 შორის მერყეობს ფპს რაც ნუ ცხადია არაა საკმარისი. ზემოთ დადებული პოსტის ავტორს მადლობა. დამწყებებს გამოადგებათ. ბუნკერების ჩალიჩი (მე-11-ს ვგულისხმობ და კიდე საიდუმლო ბუნკერს საიდანაც ჯაგერნაუთის ამოღება შეიძლება) დიდად არ მხიბლავს. მითუმეტეს სულ სტანდარტულ რეჯიმს ვთამაშობ და არა ფლანდერს. ფლანდერში თამაში დროის ფუჭი კარგვა მგონია მანდ ვერაფერს ამტკივებ. რამდენჯერმე ვითამაშე სულ ინტერესის გამო და მე11 ბუნკერის გასაღებად. ერთხელ მოვიგე კიდეც თუ 2ჯერ არ ვიცი. ნუ მოგება არ ყოფილა მიზანი როცა ვითამაშე ასე რომ ეგ მეპატიება. კარგი საიტი არსებობს სტატისტიკის მოყვარულთათვის და შეგიძლიათ თქვენი და სხვების სტატისტიკას ადევნოთ თვალი. აი ეს ბმულია. ჩემი ასე გამოიყურება. ისე ქართველები ძალიან კარგად თამაშობენ. იგივე FAZE TESTY faze-ის კლანიდან. სთრიმავს და საკმაოდ ბევრი გამომწერი ყავს. ეგეთი მაგარი სნაიპერით თამაშისას მე არავინ მინახავს და COD-ს ვთამასობ 2009 წლიდან და სულ ჩართული ვარ ამ სფეროში. კიდე არიან ბიჭები რომლებიც ძალიან კარგები არიან. ეს მაგალითად. ასე რომ ნიჭი გვაქ რა ამ ღადაობა ღადაობაში 145 მოგება დამიგროვებია
-
ეკრანი შავდება ზოგ თამაშზე ჩართვიდან რამდენიმე წუთში
MaKaSaRa replied to kloud's topic in აპარატურული პრობლემები
კარგია თუ კარტის პრობლემა არ აღმოჩნდა. ამ პერიოდში გაუთვალისწინებელი ხარჯი მართლა პიიზდეეც! warzone-ს არ შეეხება თუ ხართ აქტიური მოთამაშეები ცალკე თემა გავხსნათ ან modern warfare-ის თემაში გავუშვათ. მე და ჩემი მეგობრები ყოველდღე ვუკაკუნებთ საათობით. იდეალურთან მიახლოებული თამაშია BR რეჟიმებში. ხშირადაც ვიგებთ. გუშინ თუ გუშინწინ მოვიგეთ და ბოლოში ქართველები გაიჩითნენ და საღოლ ბიჭებოო მოგვაძახეს ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს ქართველები იასნად. მე ნაყიდი მაქ moderნ warfare და ყველაფერი გახსნილია იარაღიც და პერსონაჟიც. -
დავაყენე deepin desktop. მომწონს ვიზუალურად. მოკლედ დავაყელე ლუტრისი ვერ გავუშვი თამაში რაც უკვე მქონდა windows-სთვის გადმოწერილი. შეიდერებს აკონვერტირებს ვითომ ვულკანისთვის მაგრამ მერე უბრალოდ ითიშება რომ უნდა ჩაირთოს. დრაივერიც დავაყენე ცხადია ვიდეოსთვის. მერე მოცლილ დროს 0-დან ვიზავ. შეიძლება რაიმე დამიზიანდა
-
arch linux დავაყენე გუშინ. მოსახოდი მაქ რაღაცეები მაგრამ დღეს წესით რაღაც დონეზე მივალ. დავწერ მერე რას იზავს. გრაფიკული გარსი ვერ შევარჩიე ჯერ რომელი მომწონს. რესურსების ნაკლებობას დიდად არ ვუჩივი სოფელშიც. 16გბ რამ , I7 2600k, rx 580 მაქ და ლინუქსისთვის ცოტა ნაღდად არაა
-
ეს კარგი გამახსენეთ. ლინუქსი გეიმინგისთვის არასდროს მიცდია. ძირითადად სერვერთან მაქ შეხება კონკრეტულად centos 7 და მანდ ეგეთი რაღაცეები არ დამჭირვებია ცხადია. სოფლად მაქვს ძველი სსდ 32გბ-იანი და იმაზე ვაჯახებ ცალკე . ანუ მანჯარო ხო?
-
rx 580-ზე კი. ხელების ფათურს სულშიდაც იტანს
-
კი ბევრისთვის შემოსავლის წყაროა (ბობოლა სასტავს არ ვგულისხმობ) მაგრამ ამ მაინინგის დედა რომ მოვიკითხე ლაზათიანად. ტვინი წაიღეს უკვე. წლებია თავის ფასში კარტას ვეღარ იყიდი თუ საერთოდ დარჩა რამე საყიდდელი ბააზარზე. იმედია რაიმე რეგულაცია დაწესდება და ბიძინასნაირი ხალხი არ გაგვტაცებს ამ კარტებს დაუფიქრებლად.
-
ბევრ TCL ფირმის ტელევიზორთან მქონია შეხება 32"-55" დიაპაზონში და ფასიდან გამომდინარე ყველა ძაან ნორმალურია. ერთერთი 32"-იანი ახლა გვერდით მიდგას სოფელში და ტელევიზორად სამუშაოდ როცა არხების ხარისხიც არაა გადასარევი მიუხედავად იმისა რომ IP ტელევიზია მაქ , საკმაოდ ნორმალურია. აი კომპიუტერის მონიტორად კი ძალიან ნაგავია. ისეთი დაყოვნება აქვს რომ ნერვებს დაგაგლეჯს
-
მე მაქვს მაგ სერია ზუსტად ოღონდ 24 ინჩიანი. მოკლედ ზომის გარდა ყველაფერი იგივეა მგონი. საკმაოდ იაფი დამიჯდა ჩამოტანა ამაზონიდა. წინა წელს 25 დეკემბერს გამოვიწერე და 550 ლარი დამიჯდა სულ. ჩემმა მეგობარმაც ეგეთივე გამოიწერა და ორივე მშვენივრად ჩამოვიდა უნაკლო და უხარვეზო. თვითონ მონიკს რაც შეეხება IPS დან გადავედი მაშინ და თვალი ცოტა უხეშობდა VA პანელის ფერებს. უფრო ბაცი ფერები ქონდა თითქოს არ მომწონდა მაგრამ კალიბრაციის და თვიქინგის შემდეგ ნორმალური გამოსახულება აქვს. კიდევ ისაა რომ ის ფრისინქი ნვიდიას კარტაზეც მუშაობს და საკმაოდ კარგია. მოკლედ ფასიდან გამომდინარე მე კმაყოფილი ვარ. დიზაინი ძალიან კარგია. უბრალოდ წითელი ხაზია არაფერი ანათებს მაგრამ აი გულს რომ არ დაგწყვეტს ისეთი გეიმერული ვიდი აქ. სადგამის ფეხი რომ გადირკულია მანდ მაუსი/კლავიატურის კაბელები გამოვაძვრინე და მაგის საკიდიც აღარ მჭირდება
-
მე-4 თავზე ვარ და ძაან გაიწელა რა. სულ 6 თავია როგორც ვიცი + 2 ეპილოგი. ეგეთ დეტალებში შესვლას პირველ ჯერზე ნამდვილად არ/ვერ ვაპირებ. მთავარია მივახრჩო და მეორედ რომ დავიწყებ დახურვას მერე შეიძლება ნერვები თუ მეყო იმის ფონზე რომ მეზარება ძაან ამის თამაში
-
პროცესორი დარაზგონებული ხო არ გაქ? ან fsb პროცესორის არ ემთხვევა დედადაფისას და არეულია ეგ სიხშირეები. ჰო ეგრეა. cpu 1333-იანია და დედადაფა 1066. ეგეთ შემთხვევაში ურევს რაღაცეებს
-
კომპიუტერი თუ მხოლოდ თამაშისთვისაა საჭირო ჰა იყიდონ ინტელი რას დავეძებ მაგრამ რატო უნდა ვაპრავებდე რომელიმე კომპანიის პოლიტიკას მითუმეტეს რომ ჩემი სარგებელი არაფერია ამისგან და ვიღაც სირი ინტელი მილიარდებს მოღუნავს თუ არა არ მკიდია? უფრო ნაკლები წარმადობა რომ ქონდა მაგათი ამდენი წლის ბოგინის გამო არ ვიყიდდი სულ მცირე (4/8 რომ გვამყოფეს 5-7 წელიწადი) სხვა რომ არაფერი და მითუმეტეს რომ უკვე ან თანაბარია და ან უსწრებს უკვე გეიმინგშიდაც თორე სხვებს ვისაც მხოლოდ გეიმინგი არაფრად მიგვაჩნია და უფრო საქმისთვის ვიყენებთ კომპიუტერს მართლა რატო უნდა ავიღო ინტელი არ მესმის. ახლა რომ ჩანს ამდ-მაც ფასები მოუმატა კი არ მომწონს მაგრამ შეუძლია უკვე და ჰა. როცა ამდ გადაისხავს თავზე მერე ისევ ინტელს მივცემ პადეჟკას თუ ტექნოლოგიურად წინ წავა და პროსტა ცოტა ინსტრუქციების დახვეწაზე და ბეევრ სიხშირის მომატებაზე არ გადაგვატარებს წარმადობის მოსამატებლად. კონკრეტულად დროის ამ მონაკვეთში კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ მხარდაჭერას ამდ-ს მიმართ. თუმცა თუ იგივე წარმადობა ექნება რაც ინტელს და უფრო ძვირი ეღირებაც ვიდრე ინტელი ცხადია ინტელს ავირჩევ ისიც იმიტომ რომ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო ბალანსის შენარჩუნებაში
-
ჩემთანაც ავტომატურად შედის მაგრამ საიტიდან ჩემთანაც იგივეს წერს
-
ცალკარა იყო ამწელიწადსაც. კი მერსედესი მაგრამ მომწონს და მიხარია რომ ასე დომინირებს მაგრამ ასეც არ შეიძლება რა. აღარაა საინტერესო. დასაწყისშივე გადასცენ თასი და დანარჩენებმა იბრძოლონ მაშინ აბა აზრი არ აქვთ იმდენად აღემატება ტექნიკურად სხვებს
-
არაა ეგრე კუპონების დარიგება. მე სულ 2ჯერ მახსოვს რომ იყო. ერტი პროსტა დაარიგეს და მეორედ rocket league იყო უფასოდ და მაგას რომ დაამატებდი ავტომატურად კუპონს გაძლევდა. მეტი მე არ მახსოვს არადა ეპიკზე ვარ წლებია და უამრავი თამაში მაქ ზოგი ნაყიდი და ზოგი უფასოდ დამატებული
-
call of duty იქრაშება და ონლაინ მხოლოდ მაგას ვთამაშობ. ალბათ პარამეტრებსაც გააჩნია. 12-13 გბ მიაქვს ჩემთან რომ დავაკვირდი.. 3დ პროგრამა რომელსაც ვიყენებ კიდე ეგრევე იქრაშება რენდერის დროს. სხვა რამე არც ვიცი ასე რომ 16ზე ჩართული მაქ
-
ჩემთან მაგ რო გავთიშო ყველა პროგრამა და თამაში ერორს დაწერს ისეთი მოთხოვნები აქვთ 16gb ram-ზეც კი
-
ვირტუალურში დამჭირდა და დავაყენე ეს 20H2 (კონკრეტულად რომელი ბილდია არ ვიცი) და ეგეთი რაღაც შევნიშნე. ფაილების გაზიარებისას readonly რეჟიმი არ მუშაობს. მაინც full control აქვს გარედან სხვას რაც არ უნდა მივუთითო გაზიარების დროს. მერე ძველ ბილდზე ვცადე და იქ სწორად იყო ყველაფერი
-
"გაედო ბუდას"? რაც ლიზამ ილაპარაკა ეს თუ მართლა ასეა nvidia-ც გადაიმტერა და ესაა intel-თან ერთად. მართალია ეს ტესტები 5000სერიის პროცესორებთნ ერთადაა გატარებული რაღაც სმარტ აქსის მემორით ვითომ მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავია. 6800 XT > RTX 3080(ნუ უმეტეს შემთხვევაში 4კ-ზე და 2კ-ზე კიდე თითქმის ყველგან) და ფასი დაიწყება 549$-დანო. 6900XT>RTX 3090 (აქაც უმატეს შემთხვევაში ან თანაბარია) და ფასი 999$-დანო. ამასთან ერთად ენერგომოხმარება ცოტდა დაბალი აქვს კონკურენტთან შედარებით. ზომაშიდაც ჩვეულებრივი ზომა აქვს სპეციალურად გაუსვა ხაზი ლიზამ იმის ფონზე რომ ნვიდიამ რაღაც მახინა წარადგინა. ოპაა. ინტერესნო, დაჟე ოჩენ. პროსტა ამის რეითრეისინგი როგორც გავიგე რაღაც თავისი ვარიანტია და გეიმდეველოპერებმა უნდა ჩადონ თავიანთ თამაშში . რაც აქამდე ვიცოდით ის არაა. ჰოდა რიავიცი აბა. სიამოვნებით დავითრევდი 6800XT_ს მაგ ფასად ან უკვე 1080ti-ს 500 ლარად
-
ისედაც გაჩვენებს გაქვს თუ არა კუპონი. მე ერთით ეს თამაში ვიყიდე ფასდაკლებით და მეორეზე ჯერ ვერ მოვიფიქრე, ახლა გასდის ვადა
-
1,35 მაქ გაწერილი 0,200 ოფსეტით. პიკზე სადღაც 1,368 მაქსიმუმ. არ გამოდგა მოკლედ სარაზგონოდ. ზოგიერთი წერს რომ 1,32-ით- 4.2-ზე უყენიათ მაგრამ რიავიცი რიავიცი. ჩართვით ჩემთანაც რთავს და დაჟე თამაშშიდაც არ ქრაშავს მაგრამ cinabench r20_ს ვერ გადის . იქრაშება პროგრამა ავტო ვოლტზე დაჟე სტოკ სიხშირეზე 1,48-საც ურტყავსხოლმე ვერ არიან ესენი. ცხადია არ მინდა მაგხელა ვოლტი და აბსოლუტურად მართალი ხარ რაც უფრო სიმჭირდროვეა კრისტალზე მით უფრო ნაკლებად უნდა ხურდებოდეს რომ არ დეგრადირდეს და თუ 2-3 წელიწადში გაღმა გავიდა რაღად მინდა. i7 2600k 2011 წელს ვიყიდე და სადღაც 2013-დან 4,5 მაქ დარაზგონებული. არანაირი დეგრადაცია არ შემინიშნავს მაქსიმუმ 79(თამაშებში 65-70) გრადუსამდე ხურდებოდა ზაფხულში ამ ზაფხულამდე. ამ ზაფხულს ვნახე რომ 80+ წავიდა და ეგრევე ჩამოვყარე სიხშირეები 4,3-ზე. რაღაც მაიმუნობა gammax 300 ქულერზე. მერე აღმოვაჩინე რომ ქულერის წკაპები იყო ორი ცალი მოჩათლახებული და კარგად ვერ აწვებოდა , შევცვალე ეგ და ახლა ისევ 4,5-ზე მიყენია სოფელში და ნორმალური ტემპერატურები აქვს რა
-
მე 3600 გონივრული ვოლტაჟის დიაპაზონში ვერაფრით დავაყენე 4,2-ზედაც კი.(ირთვება მაგრამ cinabench-ს ვერ გადის) 1,4-ის ზევით არც მიმიცია მაგრამ საქმე იმაშია რომ 4150მჰზ-ზე დგება 1,35ით და 0,50 მგჰზ რომ დავამატო ბლომად ვოლტის მომატება უნდა და აღარ მიღირს.
