-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
ვიბრაცია აქვს ანუ და კარგად არ ამაგრია. ვიბრაციის ცახშობისთვის რაიმე რბილი კაუჩუკისმგავსი ფენის ჩაფენას ახდენენხოლმე ქეისსა და ფან-ს შორის და ეგ ამცირებს მაგ ეფექტს თუმცა თუ ვიბრაცია თვითონ ფანის ძრავის გავლით მოდის ძირითადი კონსტრუქცია კიდეც რომ გადააწყო ეგრე მაინც იხრიგინებს. იმედია შენთან მხოლოდ ქეისსა და ფანს შორის არამდგრად კონტაქტთან არის საქმე. შეიძლება აქ წააწყდე რაიმე სასარგებლოს პ.ს. ახლა ჩავრთე ვიდეო და თვითონ ფანის პრობლემას გავს . მაგას მე რაც დავწერე იმ გზით ვერ მოაგვარებ..
-
მარტივად რომ ვთქვათ ქეშ მეხსიერება არის იგივე ოპერატიული მეხსიერება ოღონდ გაცილებით სწრაფი და გაცილებით მცირე. მონაცემები რომლებიც პროცესორმა უნდა დაამუშაოს წინასწარ გადაიწერება სწრაფ მეხსიერებაში ვინჩესტერიდან ან სსდ-დან მოკლედ რომლებიც გაცილებით ნელია ვიდრე თვითონ პროცესორის გამოთვლისუნარიანობა. ამიტომ საჭიროა რომ პროცესორი არ ელოდოს მონაცემებს დიდხანს და არ მოცდეს. დაახლოებით ასეთი პროცესია. თამაში ვინჩესტერზე>ოპერატიული>ქეშ მეხსიერება>პროცესორი. ან გააჩნია რა მონაცემებს. ხოდა ქეში თუ ნელია და ცოტა მონაცემები ნელა მიდის პროცესორამდე და შესაბამისად გვიან მუშავდება. რადგანაც ქეშ მეხსიერება პროცესორთან ერთადაა მისი დიდი მოცულობის რეალიზაცია ძვირი ჯდება ეგეთ დონეზე. ხოდა ბიუჯეტურ მოდელებში მცირე ქეშ მეხსიერებაა. რომ მიყვე და შეადარო ნახავ რა . i7>i5>i3 და ა.შ. შენი პროცესორის შემთხვევაში ქეში რომ მაგარი იყოს აზრი არ აქვს მაინც სუსტია ცალკე ბირთვი და ეგრე სწრაფად მაინც ვერ დაამუშავებს მონაცემს რომ მოცდეს სანამ მიაწვდიან. დაახლოებით ავხსენი ქეშის ფუნქცია და ცხადია ზედაპირული განმარტება სრულ რეალობას ვერ ასახავს.
-
დაიწყო ახალი სეზონი. შევიძინე ცხადია მაგრამ ისეთი არაფერია რა. თან ბოლო 2 კვირაა აღაც მითამაშია, სამეგობრო ჩია მაინინგზე გადავიდა და ამისთვის კომპის რესურსი აღარ რჩებათ .მულტიფლეიერს ვითამაშებ და ყველა იარაღზე გავხსნი ყველა სკინს და ისე ავალ რა ამ სეზონს ვატყობ.
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
MaKaSaRa replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
მე მაქვს ახლა ეგ corsair მ65 რგბ პრო მიერთებული. თავის დროზე რეიზერის deathader elite ვარჩიე ამას და მერე რადგანც სოფელში ვატარებდი დიდ დროს იმ კომპისთვის წავიღე. აქ თბილისში მივაერთე m65 და ახლა თითქოს კარგია არ მიქმნის დისკომფორტს. ძალიან მძიმეა რეიზერთან შედარებით მაგრამ ხარისხიანი მასალით ნაღდადაა დამზადებული. რეიზერი უფრო კარგად ზის ხელში და ძალიან მივეჩვიე.- 1469 replies
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
z77 p.s. მე მაქვს p67 და ბიოსში აქვს 2400-იანი ram-ის დაყენების ფუნქცია მაგრამ ცოცხალი თავით არ დადგა როცა 2133ზე უპრობლემოდ დგება ყოველგავრი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე. თავს დავიზღვევდი და z77 ვიყიდდი ეგეთი მომენტების გამოსარიცხად მითუმეტეს თუ ერთი ფასია სალაპარაკოც არაა
-
არცერთ far cry-ში არ ქონდა მესამე პირის ხედვა. არ ვფიქრობ რომ აქ ჩატენონ. ისევ ის იქნება რაც ადრე. არ მევასება ეს სერია ზოგადად. მხოლოდ პირველი მეორე და მესამე მაქვს დახურული დააქედან მხოლოდ პირველი იყო ისეთი რომლის ინტერესიც მქონდა.
-
მექანიკას ალბათ არ შეცვლიან რაც ჩემთვის არაა მისაღები. ყველა ერთნაირად რო მოძრაობს და პერკები არ არსებობს ეგ არ მომწონს. შენ სტილზე ვერ მოირგებ რა. ასევე სთრიქები რომ არ არსებობს ბონუსად. 13ში გეიფლეის ვაჩვენებთო და არაა შორი.
-
ვნახე თუ არა ეგრევე შემოვედი აქ რომ დამეწერა. მემგონი ერთადერთი BF-ია რომელსაც ველოდები. მე ძალიან მომეწონა რა გეზიც აქვთ. უფასო დამატება იქნება BR რეჟიმიო და რაც უმფო კარგს და მოსაწონს იზავენ მით უკეთესი. ზუსტად ვიცი რომ მომეწონება. ოღონდ ეს დენიკინის დროინდელი ჯარისკაცები და ხლაფუშკა იარაღები არ იყოს და რას დავეძებ. თანამედროვე ვიზუალი და მომავლიც ძაან სასიამოვნოდ აღსაქმელია ჩემთვის. თითქმის ყველა cod მაქ ნაყიდი მაგრამ ს ადაც ძველი დროა არც კი დავინტერესებულვარ. უფასო weekend-ები რო აქვთხოლმე მაშინაც კი არ ჩამირტავს. WWII რომ იყო მაგალითად. ამას დავაკვირდები და შეიძლება ვიყიდო კიდეც
-
აუტო რაზგონზეა xmp პროფილებით. ორივეს 1600-იანი მემორი აქვს როგორც ვნახე. მაინც ვცდი რაზგონს. სიმართლე ისაა რომა რ მიცდია ცვლილება ტაიმინგების ვოლტის შეცვლით. ისე კი როგორღაც G.skill უფრო მომწონს ბრენდი ვიდრე პატრიოტი.
-
სალამი. მოკლედ თქვენი კომპეტენტური აზრი მჭირდება. მაქვს ასეთი არჩევანი ddr3 მეხსიერებებზე. ახლა მაქვს G.SKILL 2133 და მაქვს შესაძლებლობა გადავცვალო PATRIOT 2400MHZ-იანში. (მეგობარი მიცვლის უბრალოდ არაფრის დამატება და გადამატება არ მიწევს, ერთი ერთში). საქმე იმაშია რომ მე მინდა sandy-ის თაობის სისტემისთვის. 2600კ, p8p67-m. ხოდა ასეთი ამბავია სენდიზე ცოცხალი თავით არ დგება 2400მგზ-ზე ეს პატრიოტები მაგრამ 2133-ზე დგება უფრო დაბალი ტაიმინგებით ვიდრე ჩემი g-skill-ები. ჩემსაზე (11-13-13-31)-ზე დაბლა არ ჩამოდის და patriot(10-12-12-29) დგება უპრობლემოდ. შესაბამისად ლეითენსი უფრო დაბალი აქვს პატრიოტებს მაგრამ გამტარობა aida-ს ტესტებში მაინც ჩემს g-skill-ებს მეტი აქვს(ორივე 2133-ზე მუშაობს ჩემ სისტემაზე). მოკლედ რას მირჩევთ? გადავცვალოთუ არა მიუხედავად იმისა რომ 2400-ზე არ დადგება პატრიოტი. ასევე 2133-ზე მუშაობისას 1.5 ვოლტი უნდა პატრიოტსაც 2400-ზე 1.65. G-SKILL-ის მაქსიმუმი ვოლტი სტანდარტულად 1.5-ია
-
დავხურე მოკლედ. გვერდით მისიებზე თავი არ შემიწუხებია სთორის მივყევი მხოლოდ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი აქვს რაც თამაშს ცოცხალს ხდის. მეტნაკლებად ბანალური სიუჟეტია მაგრამ საბოლოოდ ცუდი ნამდვილად არაა. 8,5/10 ჩემგან. მიუხედავად იმისა რომ ეს ჟანრი არ მომწონს(პრინციპში კლასიკური ზომბები არც არიან, ზომბები საერთოდაც არ არიან მოკლედ) მაინც სიამოვნებით ვითამაშე ბოლოსკენ განსაკუთრებით. ბევრი შეკითხვა დამრჩა მაინც. ამდენი ორომტრიალი რისთვის იყო. საბოლოოდ რა მივიღეთ. ცოტა გაცდა სიუჟეტი თემატიკას თითქოს. წესით მეორე ნაწილი უნდა იყოს..
-
მეც მაგრა მისწორდება ეს ჟანრი. ტუპად ბახაბუხი წადი მოკალი არასდროს მომწონდა. თან ვერ იტყვი რომ მარტივი გადაწყვეტილებებია მისაღები. ძალიან ბევრი ვარიანტია რაც საბოლოოდ აისახება ფინალზე. გრაფიკაც მაგარია იმის გამო რომ პატარა ლოკაციებია. სერიოზული მსახიობები მონაწილეობენ და იმენნა კინოა კინოზე 4-5ჯერ (და უფრო მეტჯერ) ხანგრძლივობის. beyond two souls დავხურე რამდენიმე კვირის უკან. მსახიობებიც კი ერთი ყავთ ხშირ შემთხვევაში ამ სტუდიებს. ამაში რომ ასისტენტკაა მენიუში (Chloe) იქაც შემხვდა ოღონდ პატარაობისას. ჰო ამ თამაშში მენიუში რომ ვიყავი ერთხელ უცებ ტესტირების ჩატარება მთხოვა თუ გცალიაო. და ისეთი კითხვები იყო რობოტებს თუ ანდობთ თქვენი ბავშვის სიცოცხლეს და ღმერთი თუ გწამს და მსგავსი ღრმა შინაარსის კითხვები და მაგარი დავიძაბე. ძალიან მაგარი თამაშია მოკლედ. არ ვიცი ვის როგორ მაგრამ უაზრო რახარუხს და far cry-ის მთლიან სერიებს ამის ერთი ეპიზოდი მირჩევია(ეუფ რა მოვსპე )
-
ვერ გამართლდა პროგნოზი ამ თამასის უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებით
-
მოსალოცი ამბავია ნამდვილად. ველცომე თუ ზი ფიუჩერ(20 წლის მერე) ! ჩემთან სოფელში(საჩხერის რაიონი) ნოემბერში გახდება 2 წელიწადი რაც ოპტიკა მოიყვანეს და პირველი რამდენიმე თვე არ მჯეროდა. speedtest-ს ვამოწმებდიხოლმე ხშირად..
-
მეც გადავედი მაგ ლოკაციაზე დღეს. აიიი დაიხუროს რა აღარ შემიძლია. ამდენიხანია ვთამაშობ და მენანება თავის დანებება. მეც ადვილზე ვთამაშობ პირველჯერზე ყოველთვის. არ მევასება ეს მოზგაობები. უბრალოდ სთორის მინდა მივყვე და სიუჟეტით ვისიამოვნო და არა ტექნიკური ფაზლები ვხსნა. სიუჟეტი დიდი არაფერი აქვს თუმცა ძალიან ცუდიც არაა. ვუსმენ ლაპარაკს და ცოტა ეგ მამშვიდებს.
-
კი ცალკე უნდა იყიდო ვანო. PC ვერსიები რაც არის იმას მოყვება ცალკე. მაგალითად მე მქონდა ერთი xbox one კონტროლერი რომელიც კინექტს მოყვა და იმას მიმღებიც თან ქონდა. კოსოლის ვერსია რომელიცაა იქ არც მოყვება იმიტომ რომ არ ჭირდება. კოსოლშია მიმღები ჩაშენებული ისევე როგორც PS-ს შემთხვევაში. ჩვენთან რასაც ყიდიან არ არაა PC ვერსია და უბრალოდ კაბელით შეერთებაზეა გათვლილი ან კიდე მიმღებს ცალკე ყიდიან რომ მეტი მოგება ნახონ. ebay-ზე ვნახე რამდენჯერმე კომპლექტში რომ იყიდებოდა. ჩვენთან არ შემხვედრია..
-
კი ჯობდა მაგრამ მალევე დაეწია და გაასწრო. ახლაც მაქბს 8gb nitro+ სოფელში და გემრიელად შეიძლება 8/10 თამაშის გაშვება პარამეტრებზე ხელის შევლებით.
-
ერთი სული მაქვს როდის დავხურავ და მივაშლი. დავიკიდე საიდმისიები და ძირითად სთორის მიყვები. უაზროდ გაწელილი თამაშია. ცუდი არაა მაგრამ სონის ექსკლუზივებს ბევრად ჩამორჩება. წესით 2-3 დღეში უნდა მივახურო ამ ტემპით.
-
ეს ისედაც ნაყიდი მაქ სთიმზე. აი rise of tomb rider გაასწორებდა.. თუმცა ამასაც დავამატებ და მადლობასაც ვიტყვი. არ ვპირატობ და შეტეხილ თამაშებს არ ვხურავ ასე რომ კარქია ყველა ასეთი შეღავათი.
-
ასე დიდხანს არ გაწელილა სეზონი რა როგორც ეს ბოლო. დღეს გავედი ბოლოში როგორც იქნა. მიზეზი ისაა რომ ვეღარ ვუდებ გულს. არაა საინტერესო ჩემთვის.
-
დიალოგები კაკრას არაა პრობლემა. ფილმივით როა მომწონს მაგრამ ღრმა სიუჟეტი არ აქვს როგორც ჩანს. მეგობარმაც ასე მიტხრა რომელმაც დახურა. უბრალოდ წადი მიდი მოდია რა. მივახურავ ალბათ მაგრამ აი ერთი სული მაქვსთქო ეგრე არ ვარ.
-
ვითამაშე ასე ნახევრი საათი 40 წუთი და რა შემიძლია ვთქვა.. ტექნიკურად მაგარი ნამუშევარია. ნორმალურად ქაჩავს ჩემი სოფლის კომპი მაღალ პარამეტრებზე. ეტყობა რომ სონის ექსკლუზივია. უბრალოდ ძააალიან მომბეზრდა თავიდანვე. ძალიან გაწელილია რა. მივაშლი ალბათ. ამისთვის დიდი ხნის დათმობა არ მინდა ამ ეტაპზე.
-
უჰ ამას რომ ვიწერდი სულ დამავიწყდა. ხვალ ჩავრთავ და ვნახავ აბა.
-
WW84-ის ყურება დავიწყე და პირველ ნახევარ საათში ჩამეძინა. ფილმის საწყისს ნაწილში რაც იყო ის youtube-ძე მქონდა ნახული და მეტი არც არაეფრი ხდებოდა ნორმ. 2+ საათია და ვნახოთ იქნებ რაიმე კარგი იყოს თუმცა მეეჭვება. imdb-ზე საკმაოდ დაბალი შეფასება აქვს ახალი ფილმის კვალობაზე(5.4)
- 3474 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
quantum break დავხურე და ამასაც მივადექი და ვიწერ ახლა. არ მომწონს სასტიკად ზომბების თემატიკა მაგრამ პოსტაპოკალიფსი კი და ვნახავ რა. ან ეს უნდა გადმომეწერა ან doom ethernal და ეს ვარჩიე. თუ გაქაჩა სოფლის კომპმა ეგაა საკითხავი. i7 2600k @4.5, 32gb 2133, rx 580.
