Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3687
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. მე გარკვეული დროით წავედი დიდი ავიაციიდან. ისე ახალი რუკით რო ჩანაცვლდება მერე კი იქნება საინტერესო + ანტი ჩეთი. რუკა რომ მალე იცვლება კაკრას კარგია მაგრამ საქმე ისაა რომ არც არაფერი იცვლება დიდად. ლოკაცია იგივეა და მაღალი სახლი იდგმება თუ დაბალი აზრი? არც იმ ნაპრალს გაუფუჭებია რამე. პირიქით სნაიპერებს შედარებით შეეზღუდად სივრცე და კარგია. @ottko პროცესორი გალიმიტებს. მაგაზე კარგი ფპს ჩემსას აქვს. ძმაკაცს ქონდა ადრე კაკრას 2700ხ და მე 3600. მე 1080 იმას 1080ტი და მე უფრო მაღალი ფპს მქონდა და სტაბილური. მერე 3600ხ იყიდა და 120-140 ფპს ქონდა ოღონდ 1080პ-ზე. ახლა 5800ხ იყიდა და ამ პროცესორზეც თითქმის იგივე ფპს აქვს +-10 მაგრამ მინიმალური დასტაბილურდაო ამბობს. ამასთან გასათვალისწინებელია რომ ამ თამაშს რამ-ის სიხშირე უყვარს. რაც უფრო მაღალი მით უკეთესი. 5000 სერიის რაიზენამდე პროცესორებს ინტელის 9-10-11 სერია ყველა ჯობნის. ტრაკი თამაშია მოკლედ და ინტელს აძლევს 5000 სერია სხვა საქმეა უკვე.
  2. მაიმუნობას აქვს ადგილი. ვინმეს მოსწონს ახლა ეს?
  3. სოფლის კომპზე 24გბ ოპერატიული მიყენია. 32 მინდოდა მაგრამ უცებ მხოლოდ 2x4gb ვნახე ebay-ზე იგივე ფირმის, ვიზუალის, სიხშირის და ა.შ. (ვიზუალს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს). ახლა მიყენია 2x8GB 2133 G-skill+2x4GB 2133 G-skill. მიზანი ის იყო რომ კაკრას ფეიჯ ფაილი გამეთიშა და ჩემი ფეხები. 24 GB-ზე მაინც იქრაშებოდა ზოგიერთი პროგრამა და თამაში და არც ისე იშვიათად. ისე ტყუილად ვიყიდე გამოვიდა არადა ცოტა ხნით ადრე 32გბ მქონდა და იქ არანაირი პრობლემა არ იყო გათიშვა. მათხოვარია რა ეს მაიკროსოფტი.
  4. steam-ზე მიჩვენებს რომ 308 საათი მაქვს ნათამაშები. ნუ რატომრაც მეტი მეგონა. ორივე კომპიუტერზე მიყენია სოფელშიც და ქალაქშიც. მუდმივადაა ჩემ კომპში. GOG-ზე ვიყიდე თავიდან და იქაც დახურული მაქვს და ვფიქრობ 60 საათამდე მაინც მექნება იქ გატარებული DLC-ების გარეშე
  5. ფორზა ჩემთვის 1000% არკადაა. სიმულატორის არაფერი აქვს. მანქანები ტაშტივით დასრიალებს მინდვრებში და მთებში ტოპ სიჩქარით. ქვის ყორეები რომ ბურბუშელასავით იმტვრევა ეგ ღადაობაა კიდე ცალკე. კონტროლერით ნათამაშები სიმულატორი არ გაიშვას კიდე არსად.
  6. 16-19 სექტემბერს იყო ბეტა თუ სწორად მახსოვს. Battlenet ზეა მხოლოდ და 5 ნოემბრეს გამოდის
  7. ბიოსის განახლება არამხოლოდ პროცესორის შეცვლის წინაა საჭირო. ხშირად იფიქსება ბევრი რამე. არაფერი საშიში არაა მაგრამ ყურადღებით ყოფნა მაინც საჭიროა. დღესდღეობით ბიოსის დაზიანება მაინც არ ნიშნავს აღსასრულს. არსებობს აღდგენის საშუალებები მაგრამ მაგის საჭიროება ძალიან არ უნდა გაგიმართლოს რომ დადგეს. მეც ფლეშ მეხსიერებიდან ვანახლებხოლმე. ვინდოუსის რეჟიმიდან ძალიან ძველ დედადაფაზე ვჩალიჩობდიხოლმე AM2 სოკეტზე და მაშინაც არანაირი პრობლემა არ ყოფილა
  8. მზე კომპანიაა რაა. ან ასეთ დრაივერს რა აზრი აქვს ყოველ ახალზე რომ წარმადობას აკლებს ძველ სერიას
  9. მე მევასება მომვალის თემატიკა, რობოტებიც და კედლებზე სირბილიც. ნაკლები შეზღუდვები და მიჯაჭვულობა მიწაზე მაგრამ ამის ბეტა რომ ვითამაშე მაგარი კარგი გეიმფლეი ქონდა, საოცრად კარგი ოპტიმიზაცია და ჩამივარდა გულში. ვიყიდი ალბათ მაგრამ ფორზა 5-ს არა. ფორზა 4-ი უკვე 170-180 საათი დამიგროვდა. იმდენი მანქანა გავხსენი დუბლიკატები ამომდის სულ. ზოგიც აუქციოზე ვიყიდე
  10. მე არ ვაპირებ ყიდვას. 4-ს დავჯერდები სეზონების ცვლილებისას შევდივარ რომ ვილსპინები დავაგროვო და მანქანები გავხსნა. ისე სთიმის ვერსიას არანაირი პრობლემა არ აქვს ჩემთან. მაღალ გრაფიკაზე დენიკინის დროინდელი სისტემაც მათამაშებს სოფელში 72 ფპს-ზე ჩაკეტილი. და ძირითადად სისტემაზე მითუმეტეს არაფერი პრობლემა არაა. 180 ლარი ამაში კი არა COD Vangard ჯდება 145 ლარი სადღაც და მაგაშ მენანება როცა COD ჩემი ძირითადი თამაშია ყოველწელს.
  11. არც ვაპირებ დავაყენო. ისე რა სამზევეთია მაიკროსოფთში. ხელის შევლება და დატვიკვა კარგად რო იმუშაოს რატო უნდა ჭირდებოდეს არ მესმის. მომხმარებელი ვარ და ერთი წკაპით მინდა დაყენდეს ყველაფერი და იმუშაოს ხოშიანად. ყველას ხო არ აქვს მაგ ჩალიჩის გამოცდილება და ნერვები.
  12. ვიზუალით არაა ორიგინალი. მე დამეწვა ერთი 360-ის კონტროლერი და ძალიან დამწყდა გული მინდოდა ახალი xbox one-ის კონტროლერის ყიდვა მაგრამ სოფლის კომპზე არ მაქვს მექანიკური კლავიატურა და მაგან გადაწონა პრიორიტეტის ლისტში.
  13. ვერ დაგეთანხმები ვერანაირად. საიდ მისიები სწორედ მაგარი აქვს. კონტრაქტებია პრიმიტიული. ბოლო 5 წლის საუკეთესო თამაშია ჩემთვის. მანამდე witcher 3 რომელიც ყველა დროის საუკეთესო ტამაშია
  14. far cry-ის სერია არასდროს მომწონდა. არასდროს გამივლია გულში მეყიდა შეტეხვით კი შეუტეხავთ. ბოლოს მესამე ფარქრაი დავხურე. იროკეზი ვარცხნილობით რომ იყო ვირაც ის. პირველი ნაწილი მომწონდა. იდეაც სხვა იყო იქ. მერე და მერე აურიეს. მეორე ნაწილში ტაქსისტი იყავი ოფიციალურად თუმცა ტექნიკურად ნორმალური თამაში იყო. მოკლედ გავჰკარი ამ თამას. ალბათ Ubic ასე ფიქრობს ჩემნაირებზე თორე მზეობების შემოტენვას ხო არ ეცდებოდნენ ყოვე წელს
  15. გენიალური წიგნია და სერიალიც თუ მაღალი ხარისხის გამოუვიდათ მშვენიალური იქნება. ჩავუჯექი ახლა და ვნახოთ. Foundation
  16. კი პირველად დავრჩი მაგრამ არაერი ხეირი. მერე გადმოვედი ისევ წინა სეივზე და ნუ სხვადასხვა დასასრულები ვცადე მაგრამ დიდად არცერთი მომეწონა. მოკლედ დასასრული არ მისწორდება ამ თამაშის. ახლაც ჩაწერილი მაქვს და ზოგჯერ შევბოდიალდებიხოლმე. ვიზოგავ
  17. ჯეკის მოტოს
  18. ორივეჯერ ოჯახთან გავუშვი. სხვა აზრი არც მომსვლია
  19. მე მაქვს მაგთი სოფელში უკვე 2 წელიწადია. რეგიონალური პაკეტი რაღაც. 34 ლარს ვიხდი ახლა. ერთი დამატებითი ტელევიზიის პაკეტი მაქვს, 20მბ ინტერნეტი და კიდე 4 ლარიანი რაღაც "ჩემები" ერთმანეთში სალაპარაკოდ. აქციას გასდის 2 წლის მერე ახლა ნოემბრის ბოლოს ვადა და 54 ლარი გახდება. ალბათ ქართულ არხებს დავიტოვებ მხოლოდ და ვნახოთ რამდენს დავზოგავ. ინტერნეტს რაც შეეხება წყვეტა არ აქვს(არ შემიმჩნევია). გათიშვით კიდე თუ სადმე უბანსი მანქანამ გამოსდო ოპტიკას და გაგლიჯა მხოლოდ მაშინ ითიშება. ეგეთი რამე 2 წლის მანძილზე 2-3ჯერ მოხდა. მერამდენე ქვექსელია კაცმა არ იცის და პორტებს ვერ ვხსნი და ვერ ვსარგებლობ. არც მაგთიში მყავს ვინმე რომ იქნებ ჩემ ქსელამდე რომელიმე ერთი პორტი გამიღონ რომ მერე დავამისამართო სხვები. ხოდა ვარ მოკლედ ასე უაზრობაში. ინტერნეტია მაგრამ ვერ ვსარგებლობ სრულყოფილად. სილქის ოპტიკა კიდე ჯერ არ მოსულა აქამდე თორე მაგასაც მოვსინჯავდი
  20. მე სიამოვნებით გადავალ როცა ისევე გამარტივდება და ერთი კლიკით ჩაირთვება თამაში როგორც windows-შია. win 11-იც კი მაიკროსოფტმა ლინუქს მიაახლოვა ვიზუალით მაინც და რაღაც ფუნქციები კომანდლაინიდან თავისთანაც გაუშვა. ასე რომ რომ ენძვრით და იდეების ნაკლებობა აქვთ მაგას ხვდებიან. რამდენიხანია ერთიდაიგივე პლასტინკას ატრიალებენ. ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა რომ ლინუქსში საკმაოდ კარგად ვერკვევი მეც კი არ დავაყენებ ძირითად OS-ად. თუმცა ვგულშემატკივრობ და გადასვლაც არ გამიჭირდება. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ და პირატული ქონთენთი ასე ფართოდ არ იყოს გავრცელებული ლინუქსი ბევრად წინ იქნებოდა ჩვენტან. მსოფლიოში კიდე მაგის ლიცენზიის ყიდვის პრობლემა არ აქვს ხალხს 5-6 წელიწადში ერთხელ იყიდიან უპრობლემოდ ახალ ვინდოზავრს ასე რომ სიმარტივეა მათთვის უფრო განმსაზღვრელი ფაქტორი და აშკარა უპირატესობა თუ არ დაინახეს არ გადავლენ. მოკლედ მე გავარტყი windows-ს მაგრამ იძულებული ვარ მაინც ამ გარსში დავრჩე..
  21. ეს რა პროცესორებია აქამდე რო არ მსმენია? სერვერებშია ხო მხოლოდ? და გათმოთვლითი სიმძლავრე სერვერულ ოპერაციებზეაქვს ხოშიანი თუ სამომხმარებლო დონის ინსტრუქციებსაც ამუშავებს? მოკლედ crysis-ს გაქაჩავს?
  22. ჩემთვის იპოვეთ 10 განსხვავებაა. რა აზრი აქვს? მაინც არ აქვს ამ თამაშს აქცენტი გრაფიკაზე და რატო გვტენიან? თუ უფასოდ დაგვირიგებენ?? არც ამის რემასტერდ ვერსიის აზრი მესმის და არც life is strange-ის.
  23. მე მერსედესის გულშემატკივარი ვარ და რაც F1-ის ყურება დავიწყე იმის მერე ეგრეა. ფერარი შუმახერის დროს გუგუნებდა უფრო ადრე არ ვიცი სიმართლე რომ ვთქვა. მაგარი ხმა ქონდა მაშინდელ ძრავებს. საბურავის ჩადგმები მიდიოდა ხშირად და ექშენი იყო. ამ ძრავებმა როგორღაც შეამცირეს დინამიკა, მოდუნებული ვუყურებ. ტაქტიკური ბრძოლებიც უფრო ხშირია ვიდრე ადრე. რედ ბულს ვერ ვიტან იმის მერე რაც რამდენიმე წლის უკან ცალკარას იგებდახოლმე. ვერსტეფანი პერსპექტიული ტიპია და არდანახვა შეუძლებელია. რისკიანიცაა და უხდება ეგ ამ სპორტს. ჰამილტონიც რომ მიდის გამიტყდა.. მაგის კარტინგის მანქანებით რბოლები რომ მაქვს ნანახი წვიმაში მხეცივითაა. ისე ეს სპორტი სუფთა პრესტიჟის ამბავია თუ არა ისე რა მოგება მოაქვს? არც არაფერი. ძალიან ძვირიანია და მაგხელა შემოსავალს არამგონია ტოვებდეს წლიურად გუნდებისთვის. ახალ ბოლიდებზე არაფერი ვიცი. გადავხედავ მერე აბა. ბეტმენის მანქანას კი ამსგავსებენ ყოველწლიურად
  24. არც ჩემთან მაგრამ emoney-დან ვრიცხავხოლმე ანგარიშზე და იქედან ვყიდულობ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.