-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
i7 3770-ზე ხუფის ახდა და თერმოპასტის შეცვლა
lasha1616 replied to Gogla1990's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
აი სწორედ ეგაა პრობლემა, მაგიდების უმრავლესობა ისეა გაკეთებული ჰაერსი ცირკულაცია თითქმის შეუძლებელია. მითუმეტეს თუ დახურული ქეისი გაქვს. ჩემ შემთხვევაშიც ასეა. ქეისი ისეთი უბრალოა, შიგნით ცირკულაცია თითქმის არ ხდება. გვერდით რომ ნახვრეტები იქიდან უნდა შევიდეს ჰაერი მაგრამ, ეს მაგიდები ისეა გაკეთებული, ცირკულაციის საშუალება არ ეძლევა ქეისებს. ქეისის ნახვრეტებიდან 2–3 სანტიმეტრშია მაგიდის კედლები... ცხელი ჰაერი ისევ შიგნით ტრიალებს და ეგ რათქმაუნდა არ შეიძება. ქულერი სტოკია რაც მოყვა. სხვათაშორის ფენი კარგად ბრუნავს 4 კონტაქტიანია და ტემპერატურის მხიედვით დარეგულირებული მაქვს ბრუნები. ეს ქულერი მის ირგვლივ გამოყოფს ცხელ ჰაერს რომელიც ოპერებამდე აღწევს. ხელს რომ ვკიდებდი, ყოველთვის ის ram იყო ცხელი რომელიც პროცესორთან ახლო იყო. მეორე კი გრილი იყო. ნოქტუას ქულერი მინდა (60-80$–ის ფარგლებში) მაგრამ იგივე ფასად water ქულერიც არის და ვეღარ გადამიწყვეტია... არადა ორივე ერთნაირად აგრილებს. თანაც ამ სიცხეში, ფანების ტრიალს ეფექტი ეკარგება. +35 გრადუსზე გამთბარმა ჰაერმა როგორ უნდა გააგრილოს რადიატორი... ამიტომ ზაფხულში როცა ჰაერი ძალიან გამთბარია, ნებისმიერ ქულერს გაუჭრდება ეფექტურობის შენარჩუნება. ამ მხრივ ალბათ წყალი უკეთესია ხო? -
i7 3770-ზე ხუფის ახდა და თერმოპასტის შეცვლა
lasha1616 replied to Gogla1990's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
მე კიდე სუ თავიდან ჩემი სისტემა რომ ავაწყვე, Win 7 დავაყენე, CPU-Z-ში სანამ არ დაიტვირთებოდა ბირთვები დაბალ სიხშირეს აჩვენებდა, მგონი 1,6 Ghz-ზე იყო. მერე მვიაყოლე დრაივერები და ყველაფრით რომ გავმართე, საერთოდ აღარ ჩამოდიოდა დაბლა, სულ მაღალ სიხშირეზე იდგა. არადა საერთოდ არაფერი მქონდა გაშვებული, CPU მაინც მაღალ სიხშირეზე მუშაობდა. მერე Win 8.1 დავაყენე და ყველაფერი რიგზე იყო. როცა საჭირო იყო სიხშირე ემატებოდა, ხოლო როცა არა კლებულობდა. ეხლა ისევ win 7 მიყენია. ბიოსიდან ტურბო გავთიშე და 2,0 GHz-ზე დავაყენე სიხშირე, რადგან ძალიან ცხელდება ქეისი და შესაბამსიად ოთახიც... სუ თავიდან ეს ყველაფერი რაც მიწერია პროფილზე ჩავდე ქეისში კარგად, დავხურე ქეისი და შევდგი კომპიუტერის მაგიდის ქვეშ, ქეისის ადგილას. რამდენიმე წუთში ხელი მოვკიდე ქეისს და ვერასოდეს წარმოვიდგენდი ეგეთი ჯოჯხეთური სიცხე თუ იქნებოდა შიგნით... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ქეისი ღუმელად გადაიქცა. ალბათ ჰაერის ტემპერატურა 70-80 გრადუსი მაინც იქნებოდა შიგნით... ერთი ზამთარში რას იზავს მაგრად მაინტერესებს ბოლო 2 თვეა ეხლა დაბალსიხშირეზე ვამუშავებ და აღარ ცხელდება ძალიან. ქეისი გახსნილი მაქვს და კარგად ნიავდება. სხვათაშორის ოპერებს ცხელი ჰაერის ნაკადი რომ ხვდებოდა ეგეძ ძალიან ახურებდა. თავისით არ ხურდება ძალიან. მხოლოდ თბება. ისე CPU-Z-ს აღარ აჩვენებს ისე დაზუსტებით ყველაფერს როგორც ადრე. ეხლა ბევრი ცდომილებები აქვს ამ ახალ თაობის სისტემებზე... პ.ს. ნოქტუას თერმოპასტა კაია და ზოგადად მაქის ქულერი მინდა თუ წყლის გაგრილება არ შემომეყიდა... ეხლა რაზგონში ტემპერატურა მალიმიტებს სხვა არაფერი. ბენჩმარკებში როცა ტემპერატურა დასაშვებ მაქსიმუმს მიაღწევს, ეგრევე ტროტლინგი ეწყება და ეფექტურობის 60-70%-ს კარგავს. ბენჩმარკებში განახევრებულ შედეგებს დებს ხოლმე მაგ დროს. იმედია ეგ თერმოპასტა როგორც ბრენდის ხარისხი, კარგად წაგადგება. შედეგები მეც მაინტერესებს -
რენდერს დღეს GPUები ასრულებენ. ამიტომ რამე ისეთი ვიდეო კარტა იყიდე რომელიც რენდერში კარგად გამოგადგება. ნებისმიერ შემთხვევაში უჯერ უნდა გადაამოწმო მაგ შენს პროგრამას GPU რენდერი თუ შეუძლია. თუ არ შეუძლია და მაშინ ვიდეო კარტა საერთოდ არაფერში დაგჭირდება, თამაშების გარდა.
-
წესით 1.2 ვერსია კი იქნება upgrade მაგრამ ჩვენებაში არამგონია სხვაობა მოგცეს. უფრო მეტად 1.2 იმათთვისაა ვისაც 4K 3D ჭირდება უმაღლესი ხარისხით, მაღალი ჰერცებით, გაუმჯობესებული ფუნქციებით და ა.შ. თანაც ეს display port ციფრულ სიგნალებს გადასცემს, კაბელის სიგრძე მაინცადამაინც არ იმქომედებს ჩვენების ხარისხზე ანალოგურისგან განსხვავებით. მაღალი ხარისხის კაბელს მნიშვნელობა უფრო აქვს VGA-ზე და ანალოგურ DVI-ზე სადაც სიგნალის დეგრადაცია უფრო მეტად ხდება თავად კაბელში. display port-ზე წავიკითხე რომ, ძალიან გრძელი კაბელის შემთხვევაში სიგნალმა დეგრადაცია რომ არ განიცადოს, ოპტიკურ გამტარებს იყენებენ სპილენძის მაგივრადო. ამიტომ გრძელ დისფლეი პორტ კაბელებს (100 მეტრი) ოპტიკური გამტარი ექნება და არა სპილენძის. სხვათაშორის სპილენძის გამტარობის ზღვარს უკვე მიაღწიეს 1.2 ვერსიაში. ამიტომ 1.3 ვერსიაში გამტარობის გაზრდა ნაკლებად შესაძლებელიაო. როგორც ამბობენ 2015 წლამდე არ გამოვა 1.3-იო და ვნახოთ.
-
აი ასეა
-
კი ჯობია რომ 1.3 ვერსიის სერტიფიცირებული კაბელი იყიდო, იმიტომ რომ ეგ არის უნივერსალური ინტერფეისი, არა მხოლოდ მონიტორსა და ქეისს შორის დასაკვშირებლად, არამედ ძალიან ბევრი რამ შეგიძლია ერთდროულად დააკავშირო ერთმანეთში. თანდათანობით მეც ვეცნობი და ძალიან ბევრი ფუნქციის ინტეგრაცია მოხდა. ყოველ 1-2-3 თვეში VESA ახალ ფუნქციას სტანდარტულად უმატებს დისფლეი პორტს. ფაქტიურად რაც მე ვიდეობი და საიხლეები ვნახე, დისფლეი პორტი არის მომავლის ინტერფეისი. VGA და DVI უკვე წარსულს ბარდება, ანუ მოამვალი აღარააქვთ მაგათ. თანდათანობით მაგ პორტებს ამოიღებენ ტექნიკიდან. უკვე ნოუთბუქების და მობილური ტექნიკის პრემიუმ სეგმენტი დისფლეი პორტზეა გადასული. შემოდის 4K და 8K რეზოლუციები მაღალი ჰერცებით, რომლებსაც ნერგავენ დისფლეი პორტში სტანდარტად. იაფიან სეგმენტში ისევ VGA და საშუალო სეგმენტში HDMI პორტებია რეალიზებული. აი მაგალითად 2014 წლის 12 მაისის სიახლე ოფიციალური წყაროდან http://www.displayport.org/pr/vesa-adds-adaptive-sync-popular-displayport-video-standard/ როგორც წერია AMD-სთან პარტნოირობით დისფლეი პორტის 1.2a ვერსიას სტანდარტულ ფუნქციად შეემატა Adaptive-Sync ტექნოლოგია (იგივეა რაც NVIDIA G-Sync ტექნოლოგია). ცვლადი კადრების რეგულირების ერთ-ერთი ფუნქციაა. შემდეგი სიახლე, 3 ივნისი http://www.displayport.org/pr/vesa-releases-dockport-standard/ დისფლეი პორტს დაემატა DockPort-ის მხარდაჭერა, USB 3.1-ის მხარდაჭერა და დენის გატარება ბატარიის დასატენად, ასევე მაღალი ხარისხის აუდიო/ვიდეო სიგნალის გადასაცემად. ფაქტიურად ყიდულობ 1 კაბელს და უამრავი ტექნოლოგიის მხარდაჭერა თან მოყვება. ერთ კაბელზე შეგიძლია შეაერთო უამრავი მოწყობილობა, ისე რომ არანაირი პრობლემა არ შექიმნება. იყიდი ერთ DockPort-ს და გექნება უმაღლესი წარმადობის უნივერსალური პორტები. თუ რამეს მიერთება დაგჭირდება ან დატენვა, აღარ მოგწიევს დამატებითი კაბელებში ხლაფორთი. ეს შეიძლება შენ არ დაგჭირდეს მაგრამ თუ ხარ High-End სისტემის მოყვარული, სამომვალო პერსპექტივაში ღირს ამ კაბელის ყიდვა. მიხუედავად იმისა რომ ძვირია, შესაბამისად ფასი ამართლებს მის შესაძლებლობებს. თუ ახლა გინდა ყიდვა ამჟამად ოფიციალური სერტიფიცირებული მწარმოებლები ესენია, თუმცა ძველი ვერსიებია (1.1) CAC-DP20BK 2M ELECOM DP 10 ft. Male to Male Belkin DP to DP 2M Amphenol (ეს შენს მიერ ნაპოვნი ფირმაა) DP to DP 2M with Latches Molex DP2DVIMM10 StarTech.com DPCAMM-2 L-com PP200 2M EIZO UltraAV® DisplayPort to DisplayPort 6.6ft (2m) Accell (ეს 1.1 ვერსიაა) UltraAV® Mini DisplayPort to DisplayPort 1.2 Accell (ეს კი იმავე ფირმის 1.2 ვერსიაა) უფრო ახალი ვერსიის კაბელები არ ვიცი სად იყიდება, ალბათ ვიღაცა ყიდის მაგრამ მოძებნა უნდა. შენ რაც ამაზონზე გედო, ეგ არ ვიცი რომელი ვერსიაა, თანაც ოქროს კონტაქტებმა არ მოგატყუოს, შეიძლება ძველი ვერსიაა და იაფი მაგიტომაც ღირს. ეს კი უბრალოდ შესაძლებლობები ეს კი ზოგადად მაგათი არხი https://www.youtube.com/user/VESADisplayPort
-
შენ რაც დადე ეგ ძალიან კარგია. საუკეთესოა ისე როგორც ყველა ოფიციალური მწარმოებელი. აი ამ ლინკზე შედი http://www.displayport.org/products-database/ და თოლია მოუნიშე Cables-ის წინ, მერე დააჭირე Search-ს და ამოგიყრის ოფიციალურ მწარმოებლებს თავისი ლინკებით. ისე თუ იყიდი უმჯობესია ახალი თაობის იყიდო ანუ მინიმუმ 1.2a ვერსია, რადგან სავარაუდოდ წელს ან მომავალში გამოვა 1.3 ვერსია. აი აქ გაეცანი ვერსიებს http://en.wikipedia.org/wiki/DisplayPort
-
არ ამომიღია password.def ფაილი. ერთ ფოლდერში მაქვს ყველაფერი ამოაარქივებული... რამეს არასწორად ვუშვებ თუ რაარის?
-
მეც მაგ მონიტორს მოყოლებული DP კაბელით მაქვს მიერთებული. მე არაფერს ვეწუნი, ყველაფერი ამ მონიტორზე ძალიან კარგად და მკაფიოდ აჩვენებს. სხვაობას არ ვიცი რამდენად მოგცემს. ისე კი შენ რაც იპოვნე ეგ მართლაც კარგი და ხარისხიანი ბრენდია რომელსაც ოფიციალურად DP-ის მხარდაჭერა აქვს. აი კიდევ ამათ ააქვთ DP-ს ოფიციალური მხარდაჭერა: http://www.displayport.org/products-database/
-
აი ასე მიწერს ისევ, როცა გადმოვწერე ეს პროგრამა, ჯერ გავუშვი .reg ფაილი და დავარესტარტე როგორც readme-ში ეწერა. მერე russian გადავაკეთე password-ად და შიგნით ჩავწერე ## და ა.შ. როგორც საჭირო იყო. შევინახე და გავუშვი CMDთი როგორც მანდ ჩანს rar ფაილს პულობს მაგრამ რაღაც ბოლომდე ვერ მიჰყავს საქმე...
-
ეხლა მოვინდომე ახლიდან გამეტესტა ეს პროგრამა მარა გადმსოაწერი ლინკიდან უკვე წაშლილია ფაილი იქნებ ახლიდან ატვირთო
-
ერთ მეტად საჭირო მამაპაპურ გამოცდილებას რომელიც უტყუარია, ნამდვილად ჯობია გამოიყენო. ზოგჯერ ტემპერატურა, ვოლტაჟის დეტექტორები იტყუება. ვოლტაჟი იქით იყოს და ტემპერატურის შემოწმება თუ ეჭვი გეპარება ძალიან მარტივია. თუ პროგრამა გიჩვენებს 100 გრადუსს, თითი მიადე რადიატორს. თუ სიცხელის გამო თითს ვერ შეახებ ესეიგი მართლა მასეა.ისე კი არის მაგის ხელსაწყოები ლაზერის მიანათებ და გიჩვენებს ტემპერატურას
-
მაშინ რაღაც სოფტის გაუმართაობაა. სხვა არაფერი. რაღაც ვერ ხედავს ეგ ვიდე კონვერტერი მისთვის საჭირო ფაილს... აბა სხვა ვიდეო კარტა დააყენე, მაგალითად AMD და რას იზავს. თუ მაგაზეც არ იპოვა აქსელერაცია მაშინ მაგ კონვერტერის ბრალია სხვა არაფერი.
-
თვითნ მაგ პროგრამების F.A.Q–ებს გადახედე ან რამე იქნება ინტერნეტში დაგუგლე.
-
კიდევ სატა კონტროლერებიც აუცილებელია რომ დედაპლატაზე native SATA 3 იყოს და არა სხვა რომელიმე ფირმის მიერ ჩადებული კონტროლერი, რადგან ეგეც მოქმედებს სისწრაფეზე და სხვათაშორის საკამოდ შესამჩნევად. მოკლედ ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინო SSD–ს მაღალი სიჩქარით მუშაობისათვის.
-
PCI–ზე ბიუჯეტური SSD რაღაც არამგონია რამეს ცვლიდეს. ყველა ვარიანტში სატა უკეთესია. რო რამე იყოს ნოუთბუქსაც მიუერთებ, მომავალში თუ რამეს შეცვლი. თანაც თუ PCI–ის სრული შესაძლებლობების გამოყენება გინდა, მაშინ დიდი მოცულობის და მაღალი კლასის SSD უნდა იყიდო რაც მემგონი არ გაწყობს და არც გჭირდება მაგხელა სიჩქარე. SATA SSD–ის სიჩქარე იმდენად საკამარისია რომ PCI არც გაგახსენდება. OCZ როგორც ვიცი ერთ–ერთი ყველაზე კარგი და დაწინაურებული ბრენდია, RMA სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ცოტა მაჩვენებელი OCZ–ს აქვს. P.S. ამ რევიუსაც გადახედე AMD Radeon R7 Series 240GB SSD Indilinx Barefoot 3 კონროლერზეა რომელსაც OCZ იყენებს. საკმაოდ კარგი გამოუვიდა, თუმცა მაგ საიტზე კიდე ბევრ რევიუს ნახავ.
-
Intel Xeon Phi გახდება სრულფასოვანი CPU 2015-ში
lasha1616 replied to მათე's topic in Intel & დედა დაფები
i5-ით რა ჰოსტინგ კომპანია უნდა გაეკეთებინა კაცო, მაგას n რაოდენობის თანხები ჭირდება მე ვიფიქრე რამე პერსონალური ჰოსტინგის გაკეთება უნდოდა ალბათ -
Intel Xeon Phi გახდება სრულფასოვანი CPU 2015-ში
lasha1616 replied to მათე's topic in Intel & დედა დაფები
გააჩნია რისთვის და რა საქმეს მოემსახურება. ნებისმიერი კომპი შეიძლება გახადო მარტივი სერვერი. ნებისმიერი celeron ან კიდე უფრო სუსტი ARM პროცესორიც საკმარისია გარკვეული სერვერების შესაქმნელად. არის კიდევაც ARM სეგმენტის პროცესორებით სერვერები. -
რომელსაც უბრალო მოკვდავი ვერასდროს იყიდის მაგას...
-
ახალ აიფონს საფირონის დამცავი ფენა ექნება ერკანზე http://online.wsj.com/articles/new-iphone-a-sapphire-screen-and-a-higher-cost-1408042296 მემგონი ბოლო ბოლო უკვე ნამდვილად ღირს ამის ყიდვა...
-
ახალ კომპზე ჩართე სკაიპი სადაც არ ყოფილხარ და შესაძლოა ამოგიყაროს ისტორია. სკაიპის სერვერი როგორც ვიცი ბოლო 3 თვის ისტორიას ინახავს. მაგალითად ვინდოუსის დაყენების შემდეგ სკაიპს როცა ვაყენებ და შევდივარ, ძველი ისტორია ავტომატურად მოდის თვითონ სკაიპის სერვერიდან.
-
თუ სტანდარტული ბეჭდვა გინდა A4 ზომის ფურცელზე, თანაც სკანერის ფუნქციით, ეგეთებს All in one ჰქვია. ესეთი პრინტერები ძირითადად არის ფურცლის ავტომატური მიწოდებით (ADF-ით) თუმცა ისეც შეგიძლია თითო ფურცლის დასკანირება. არის როგორც ფერადი, ასევე შავ თეთრი (მონო). არის როგორც ჭავლური ფერადი ( ანუ მელანი ink) და არის ლაზერულიც (ტონერი). ჭავლურები ანუ ink კარტრიჯები ძალიან ძვირია! რათქმაუნდა ორიგინალებს ვგულისხმობ, ყველაზე იაფიანი არის ჩვეულებრივი ლაზერული პრინტერის კარტრიჯები (ტონერი). ორიგინალი კარტრიჯები ყოველთვის ძვირია თუმცა ink-ები ყოველთვის რამდენიმეჯერ აღემატება ტონერის ფასებს, ამიტომ იყიდე ჩვეულებრივი სტანდარტული ლაზერული მონო პრინტერი all in one. ძვირი კი დაგიჯდება 400-450 ლარის ფარგლებში (HP-ის მაგალითად) მაგრამ სამაგეიროდ მისი კარტრიჯები, არაორიგნალები 20-25 ლარი ღირს რომელიც კარგა ხანს გეყოფა და საერთო ჯამში არ გაიყიდები როგორც ეს ink პრინტერებზე ხდება. ამიტომ მოერიდე ჭავლურებს თუ ეკონომიაა შენთვის პრიორიტეტი რაც შეეხება ბრენდს, ეგ თავად გადაწყვიტეთ. რომელიც მეტ წლიან გარანტიას შემოგთავაზებს ის ბრენდი აირჩიე
-
- 1
-
-
ეგ ეღირება ესე 30 000 USD
-
matusala, ყოჩაღ საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია. ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ კონკრეტული მიმართულებით მემგონი ქართულ ინტერნეტ სივრცეში საერთოდ არ დაწერილა კიდევ თუ შეგიძლია განხილვა თუ დაწერე საკმაოდ საინტერესოა
-
AMD-მ წარადგინა ახალი თაობის პროცესორი Kaveri
lasha1616 replied to Shopen's topic in AMD & დედა დაფები
ჰო ეგ მართალია სხვაობა შეიძლება ვერც კი ნახო თუმცა ბევრი კარტა, მაგალითად firepro კარტების გარკვეული მოდელები, განსაკუთრებით ახალი კარტები მხოლოდ დისპლეიპორტებითაა აღჭურვილი, 8k და 16k რეზოლუციებისთვის მემგონი ასე უმჯობესია. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მონიტორის შესაძლებლობებია და რაც ყველაზე სასიამოვნოა კარგი ხარისხის ჩვენებაა.
