-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
ეკრანზე წვრილი თეთრი ხაზები და წერტილები
lasha1616 replied to apuna's topic in აპარატურული პრობლემები
ზოგადად როცა სისტემა ეკიდება ანუ წყვეტს მუშაობას და ეკრანზე ისეთ გამოსახულებას ტოვებს როგორიც თემის ავტორს აქვს დადებული, ეგ ხომ ფრიზია? როგორც სურათზე ჩანს მანდ დაეკიდა კომპი და სისტემა არ რეგირებს არაფერზე. და არტეფაქტი რაღაა? ვიცი რომ GPU-ს ახასიათებს მაგრამ, არტეფაქტის დროს როგორც ვიცი კომპი მაინც მუშაობს, უბრალოდ რაღაც მომენტში არასწორ გამოსახულებებს აჩვენებს. იუთუბზე ბევრი ვიდეოა. რა განსხვავებაა არტეფაქტსა და ფრიზს შორის? მართლა მაინტერესებს. აი ჩემ ვიდეოზე რას იტყვით? ფირიზია თუ არტეფაქტი? და რისი ბრალი შეიძლება იყოს? -
ეკრანზე წვრილი თეთრი ხაზები და წერტილები
lasha1616 replied to apuna's topic in აპარატურული პრობლემები
ეგეც შეიძლება თუმცა ოპერებიც იდენტურად აკეთებს ხოლმე. ფრიზები და ეგეთი ჭედვები, ან მოულოდნელი რესტარტები ახასიათებს ხანდახან ოპერებს. ეს შეიძლება უამრავი მიზეზით იყოს გამოწვეული. მაგალითად განახლებულ დრაივერს შეიძლება ჰქონდეს რაღაც ბაგი რომელიც ვიდეო კარტის ან ოპერების გაწედვას იწვევს... ჯერ მაინც ყველაზე მარტივია ინტეგრირებულზე თუ გაჭედავს თუმცა მაგასაც ცდა უნდა კარგა ხანს. -
ეკრანზე წვრილი თეთრი ხაზები და წერტილები
lasha1616 replied to apuna's topic in აპარატურული პრობლემები
სავარაუდოდ ოპერებისბრალია. მემტესტით შეამოწმე აბა -
შედი ფორუმის ყიდვა გაყიდვის განყოფილებაში და მაიმარკეტიც ნახე. აიღე ყველაზე უიაფესი i3, შესაბამისი სოკეტის ყველაზე იაფიანი მაზერი და 4 GB ოპერატიული (ოღონდ მაინც შეამოწმე შენ მაზერზე თუ ჩართავს) მერე ეს ყველაფერი ჩადე იმ ქეისში რაც გაქვს და გექნება მშვენიერი კომპი ფასი/წარმადობის მხრივ. მერე თამაშებისთვის ვიდეო კარტა რო მიუდგა თუნდაც ძლიერი, ნებისმიერ თამაშს გათამაშებს, მიუხედავად იმისა რომ ძლიერ ვიდეო კარტას ბოლომდე ვერ გაწურავს, მაინც ფასი/წარმადობით i3-ის აღება ჯობს.
-
მიუხედავად იმისა რომ მაინც ძველ პოსტზეა საუბარი, მემტესტით 3-4 საათით გატესტვამ შეიძლება არაფერი ანახოს. რამდენიმე დღე უნდა თუ არ ვცდები რომ ბოლომდე შეამოწმოს შეცდომა. ლინუს ტეჩის ვიდეო ნახე იუთბზე. იქ ნახავ მაგას
-
ეგ მეც მაინტერესებს, მეტროებში მასე არაა რატომღაც. შესასვლელში იჭერს და ექსკალატორზეც, დაბლა რომ ჩავდივარ გაჩერებასთან იქ ახლიდან უკავშირდება მეორე როუტერს. მეტროებში სულ სისკოს აპარატურა დგას და რატომ ვერ მოახერხეს ეგ არ მესმის...
-
უკვე დიდი ხანია გაჩნდა ხაზები რას გულისხმობ? ანუ კომპის რა ნაწილებიც გქონდა ადრე, ეხლაც იგივე გაქვს? ანუ კეისში არაფერი შეგიცვლია და ტალღები გაუჩნდა ხომ? სავარაუდოდ ეგ ტექნიკური პრობლემა უნდა იყოს.. მე ვფიქრობ მონიტორის ბრალია, შეიძლება კონდესატორი აქვს გამსოაცვლელი... თუ შენ კომპზე სხვა მონიტორს არ ექნება ტალღები, კეისი ბრალი არაა ესეიგი. მერე წაიღე შენი მონიტორი სხვა ქეისზე და იქ შეამოწმე როგორ იმუშავებს, თუ იქაც ტალღები ჰქონდა იგივე რეზოლუციაზე იგივე კაბელით, ესეიგი მონიტორის ბრალია...
-
i3ის პროცესორი თუ გაქ, კომპის შეცვლა რაღად გინდა? მითუმეტეს AMD-ზე რომელსაც თამაშებში i3-ზე ნაკლები FPS აქვს. მაგ თანხით რამე ბომბა ვიდეო კარტა და კვება იყიდე. რამდენიმე FPS-ის გამო, პროცესორი, ოპერები და ახალი სისტემა ააწყო, ზედმეტი ხარჯი მგონია. i3 იმდენედად არ ჩამორჩება თამაშებში რამდენადაც მაგის გამო მაგდენი ფული გადაიხადო და ცოტა მეტი FPS მოიმატო.
-
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
ისე მაგ დედაპლატას ძალიან ბევრი ბიოსის განახლება ჰქონია.. როგორც გოგლამ თქვა, მეც იგივეს გავიმეორებ. ჯობია მართლა დაიწყო პირველი ბიოსიდან და მიყვე ბოლომდე. კი ჩეინჯლოგში წერია რაღაცეები მაგრამ რაიცი რომ არ გიშველის? ამიტომ ჯობია, ყველა ბიოსი დაყვე და რიგ-რიგობით განაახლო. შეიძლება რაღაც აკლია მაგ ბიოსს და მაგიტოა რომ ვერ ანახლებს პროცეოსრს. -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
Update CPU code აგერ ეს ჰქონია მაგ ვერსიას და არ დაგიფლეშია ამ ბიოსზე? -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
ისევ და ისევ ინტელი დაგეხმარება აი აქ უნდა შეხვიდე http://www.intel.com/content/www/us/en/resellers/reseller-collection.html დარეგისტრირდე და მანდ გენქება შენთვის საჭირო რესურსები, პროცესორის განახლებისთვის. მაგრამ როგორც ზემოთ გითხარი, მართალი ვიყავი. http://www.intel.com/cd/channel/reseller/apac/eng/products/mobile/processors/proc_mobile_p4/32685.htm აქ წერია რომ, ზოგჯერ ბიოსის განახლებით პროცესორის განახლებაც ხდებაო ანუ შენ შემთხვევაში როდესაც ბიოსს ანახლებ, ზოგჯერ არ შეიცავს განახლებული ბიოსი პროცესორის მიკროკოდს მიხვდი? მაგიტომაც ვერ განახლდა. ამიტომ უნდა ჩასვა შენი პროცესორი ისეთი ფირმის მაზერში, რომლის ბიოსიც შეიცავს შენი პროცესორის შესაბამის მიკროკოდს. შემდეგ ახლიდან უნდა დაიფლეშოს ბიოსი რის შემდეგაც მოხდება შენი პროცესორის მიკროკოდის განახლება. თუკი ეს არ შეგიძლია, მაშინ უნდა გადმოწერო სპეციალურად ინტელის რესურს ცენტრიდან რომელიც ზემოთ დაგინილნკე. გაითვალისწინე რომ საზოგადოდ ხელმისაწვდომი არაა ეგ რესურსი, თვითონ განახლების პროგრამა და თავად განახლების ფაილი. ამიტომ შეიძლება ცოტა გაგირთულდეს მაგ რესურსებზე წვდომა. შეიძლება მანდ კიდევ უფრო ახალი მიკროკოდი დაგხვდეს რადგან თავად ინტელის საიტზე წერია განახლება ყოველთვიურიაო. განახლების ინსტრუქცია ოფიციალური ინტელისგან: http://www.intel.com/cd/channel/reseller/apac/eng/products/mobile/processors/proc_mobile_p4/32687.htm -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
თემის მეოთხე გვერდზე როგორც იქნა მვაღწიეთ კონსესუსს? spining5, ხომ გებნებოდი, ოპერების ბრალი დარწმუნებული ვარ 1000%-ით არ იქნება თქო. ხომ გითხარი კიდევ ესეც: მიკროკოდიც ბოლო ვერსია გიყენია და ამ მხრივ საეჭვოც არაფერია. პროცესორი შეუძლებელია წუნიანი იყოს, ამას გავიძახი მერამდენედ უკვე მაგაზე ინტელს უზარმაზარი ჯარიმები და ზარალი მიადგებოდა. (მაგალითად სულ ახლახანს ჰიუნდაის მილიონები დააკსირეს მხოლოდ იმიტომ რომ მათი მანქანები რეალურად 1 მილით ნაკლებს გადიოდნენ, ვიდრე ოფიციალურად აღიარებდნენ. ამიტომ ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის ზარალი აანაზღაურებინეს) G1ORG1 , შენს შემთხვევაში მემგონი მიკროკოდის განახლება ბიოსიდანაც მოხდება... ანუ თუ მაზერის ბიოსის განახლებაში დევს პროცესორის მიკროკოდი, მემგონი პროცესორის მიკროკოდსაც განაახლებს. ეს ზუსტად არ ვიცი. ჩემს მაზერის ბიოსის შემთხვევაში, სამწუხაროდ არ ვაკვირდებოდი პროცესორის მიკროკოდს, განახლების შემდეგ იცვლებოდა თუ არა... ისე შენი ძმის i5-ის მიკროკოდი შეამოწმე აბა ბოლო ვერსია უყენია თუ არა? თუ ძველია მაშინ თვითნ დაგიწერს ახალი ვერსიის მოდელს. დასქრინე აქ მაინც განვავითაროთ ფორუმი ამ მეტად პრობლემატურ საკითხზე -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
შენ შემთხვევაში კი ასროკის ბიოსის ამბავი მგონია... რაღაც ვერ ერგება ბიოსი და პროცესორი ერთმანეთს... უფრო სწორად ბოლომდე თავსებადი არ არის. გასამართია კარგად რომ დაიფიქსოს ბაგები. მიკროკოდის განახლება სწორედ ამას ემსახურება. შენ რადგან ბოლო ვერსია გაქვს, ახლა სხვა მაზერზე მოსინჯე. მე პრაქტიკულად მქონია შემთხვევა როდესაც Crucial-ის ოპერატიული ძველ მაზერზე ჩაირთო და ახალზე არა. ასევე პირიქით, ზოგ მაზერზე ვინდოუსის ჩატვირთვის დროს იფრიზებოდა, ზოგზე არა. ეგეც ბიოსის და მიკროკოდის ბრალია სხვა რა უნდა იყოს აბა? თითოეული დეტალი ცალ ცალკე მუშაობდა მაგრამ მხოლოდ ერთმანეთში ჰქონდა პრობლემა. ამიტომ სცადე იქნებ სულ უბრალო მაზერზე ჩაირთოს მაღალ სიხშირეებზე. იქნება და სულ სხვა ოპერებზე და სხვა მაზერზე კარგად იმუშაოს. ამიტომ ჯობია ცადო. ვიცი რასაც გულისხმობ. სწორედ ეგ პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. გარანტიას არავინ იძლევა მაგრამ ფაქტია რომ მიკროკოდის განახლებით, უკეთეს შედეგს იღებენ. AMD-ზე ჰქონდა ბაგები რომელიღაც ძველ პროცესორს, რომლის მიკროკოდის განახლების შემდეგ, სრულიად გამოსწორა პრობლემა. პროცესორის ეგ კრისტალი მთავარია დაზიანებული არ არის. ისე კი საინტერესოა, რატომ უნდა იყოს პროცესორის კრისტალის ბრალი? ეგ მაინც შეუძლებელი მგონია. ზოგადად დაზიანებული რომ იყოს, მემგონი საერთოდ პროცესორი არ იმუშავებდა. თვალით უხილავ მიკროსკოპულ ობიექტზე ყველაფერი ხდება უმაღლეს დონეზე. ამიტომაც ვერ შემაქვს მე ეჭვი. შეიძლება ეს დავაბრალო არქიტექტურას, შეიძლება ვთვა რომ მაგ თაობის პროცესორებს ცუდი არქიტექტურის გამო კონტროელრები მთლად კარგად არ უმუშავებს თქო მაგრამ, პროცესორის ფიზიკური წუნი მანდ არამგონია იყოს. კიდევ ერთ გამომრიცხავ ფაქტს მოვიყვან. არ არსებობს რომ ინტელს ეგ შეშლოდა. ეგ შეუძლებელია რომ ინტელს ჰკიდია მემორი კონტროლერი 1600-ზე იმუშავებს თუ 2400-ზე. ასე უამრავ მომხარებელს დაკარგავს და რაში აწყობს? თუ კლიენტების მოზიდვას ახერხებს ყველანაირი ხერხით, ხომ არ შეიძლება იგივე მომხარებელი უპასუხოდ დატოვოს. მაგხელა ბრენდია და რა გაჭირვება აქვს რომ პროცესორში მემორი კონტროლერი 2000-ზე ზემოთ ვერ ააცილა. ჯანდაბას შეიძლება ეგ სელერონზე იფიქროს, მომხარებელს მაგით არ დაკარგავს მაგრამ i7-ზე? ამას ხომ ვერ დაიკიდებს ? ასე რომ ინტელზე ტყუილად ხარ იმედგაცრუებული. -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
აი აქ წერია მიკროკოდის განახლება როგორ უნდა ან ლინუქსი ან VMware ESX გჭირდება მაგისთვის რომ შენც გქონდეს ბოლო მიკროკოდი. ნაბიჯ ნაბიჯ აქ არის ახსნილი მაგრამ თუკი მოიძიებ ინტენრეტში ან სადმე დაგუგლავ როგორ უნდა, შენ თვითონაც შეძლებ ინსტრუქციებიდან გამომდიანრე https://wiki.archlinux.org/index.php/microcode აი ეს კი ძველი სისტემის პროცესორებზეა ნაჩვნეები თუ როგორ უნდა განაახლო მიკროკოდი 771 და 775 სოკეტის პროცესორებზე. იმისათვის რომ გაერკვე რა ხდება, ურიგო არ იქნება თუკი გადაიკითხავ http://www.delidded.com/how-to-update-cpu-microcode-in-ami-bios/ აი კიდევ https://sites.google.com/site/easylinuxtipsproject/microcode -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
ხედავ შენი მიკროკოდი ძველია, ბოლო ვერსია რომელიც გჭირდება ქვემოთ გიწერია B-თი რომ მთავრდება. შენ რამდენზე ამუშავებ ოპერებს? -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
წესით მაგ პროცესორების გაუმჯობესება ინტელმა უნდა იზრუნოს. მერე დედაპლატის მწარმოებელმა ინტელისგან უნდა აიღოს ეგ გაუმჯობესებული მიკროკოდი და ბიოსის განახლებაში ჩადოს. ახალი ბიოსის დაფლეშვით უნდა მოგვარდეს შეუთავსებლობის, არასტაბილურობის და ა.შ. პრობლემები. I7 3770-ს სტანდარტულად მაქსიმუმ რამხელა სიხშირეზე შეუძლია მუშაობა? 2133 Mhz? აქ ისეთი ფორუმელი არავინ არაა ვინც ამ პროცესორზე ყველაზე მაღალ სიხშირეზე ამუშავებს უპრობლემოდ თავის ოპერებს? ანუ რასაც ინტელი ოფიციალურად ამბობს, იმ სიხშირეზე რომელიმე i7 3770 მუშაობს აქ ფორუმზე? -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
აბა რა ქენი იცი? მიკროკოდი ნახე შენი პროცესორის და მერე აქ მყოფთაგან ვისაც შენნაირი პროცესორი აქვს, იმათ სთხოვე თავიანთ პროცესორზე მიკროკოდი შეამოწმონ. მერე ადექი და შეადარე. თუ განსხვავებული იყო მიკროკოდები, ესეიგი ამ ორ პროცესორს შორის აუცილებლად იქნება რაღაც სხვაობა. რაც უფრო ახალია მიკროკოდი იქნება, ეს იმას ნიშნავს რომ ნაკლებ პრობლემატურია. ანუ უფრო მეტად სტაბილურია და ა.შ. გადმოწერე რაღაც პროგრამები რომლებიც მაგას შეამოწმებენ მაგალითად SiSoft Sandra -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
მე ეჭვი კიდევ უფრო იმიტომაც მეპარება რომ, რაღა მაინცადმაინც მემორი კონტროლერებზე მოსდით ეს შეცდომა? პროცესორის კრისტალზე უამრავი კონტროლერია. ხომ შეიძება ბირთვის კრისტალზე მოუვიდეს შეცდომა ან კიდე სხვა კონტროელრზე.... ამიტომაც მე მგონია რომ მიკროკოდის შეცვლით მაზერზე შეიძლება გამოსწორდეს ბოლომდე... -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
ნუ ის მაინც ვიცი რომ სპეციალურად ინტელი მაგას არ აკეთებს მაგრამ i7 რომ 1600-ზე მეტ სიხშირეზე არ დგებოდეს მემორი კონტროლერის გამო მაინც არ მჯერა მიუხედავად იმისა რომ ფაქტი გაქვს მაინც მაზერის ბიოსის ბოლომდე გაუმართაობით ვხსნი მაგ "პრობლემას" -
პრობლემა მაქვს ოპერატიულებთან დაკავშირებით
lasha1616 replied to spining5's topic in აპარატურული პრობლემები
ოპერების გატესტვა თუ გინდა შეგიძლია არც ისე შორს ისანში გამოირბინო, გაგატესტინებ რა პრობლემაა.... მაგრამ 1000% დარმწუნებული ვარ ოპერები არაფერ შუაშია. მე მაინც ჯიუტად მაზერის ბრალი მგონია.... -
- 302 replies
-
- AMD
- PowerColor
-
(and 2 more)
Tagged with:
-
სხვა ფირმის ოპერატიულები არ გიცდია? მაგალითად კინგსტონი. ზოგადად პრაქტიკაში რაც მქონია გამოცდილება, სადაც პრობლემატური იყო სხვა ფირმის ოეპრები, კინგსტონები უპრობლემოდ ირთვებოდა ყველგან. შენ მაინც მოსინჯე ოპერატიულები სხვადსხვა ფირმის, დარწმუნებული ვარ რომელიმე უპრობლემოდ ჩართავს 2133-ზე და უფრო მეტზეც. ერთი მაინც რომ ჩაირთოს ე.ი. პროცესორის ბრალი არ იქნება და არც ოპერების. ან შენი პროცესორი აიღე და ვინც თავის დედაპლატაზე შენნაირი პროცესორით 2133-ზე ამუშავებს, იმასთან შეამოწმე ინტერესის გამო. ვფიქრობ იქ ჩაირთვება უპრობლემოდ.
-
ჩემი სუბიექტური აზრით სხვაობა პროცესორებს შორის არამგონია არსებობდეს, რეალურად პროცესორის დამზადება თავადაც უკეთ იცი როგორ ხდება. ლაზერული დასხივებით ხდება კრისტალის დაჭრა, დამუშავება და როგორც არის მოკლედ. მემორი კონტროლერის პრობლემა არ უნდა არსებობდეს პროცესორში რადგან, ყველა ნებისმიერი კორპორაცია, ბრენდი თუ ფირმა, ვალდებულია მინიმუმ თავისი იმიჯისთვის, შეამოწმოს კონვეირიდან გამოსული ტექნიკის მუშაობა ყველა იმ პარამეტრებით რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქცია, ამ შემთხვევაში კი პროცესორი. არამგონია ინტელი კონვეირიდან გადმოღებულ პროცესორებს ეგრევე ფუთავდეს და რეალიზაციაში უშვებდეს. იგი მის ყველა პროცესორს ვიდრე რეალიზაციაში გაუშვებდეს, ყველა საჭირო ტესტით შეამოწმებს რათა გამოავლინოს "ბრაკი" პროცესორები და არ გაუშვას რეალიზაციაში. შეუძლებელია ეხლა ინტელის წარმომადგენელს ბრალდება წაუყენო ასე: იცი რა შენი ჰაი-ენდ პროცესორი 4790K ბრაკია და არ მუშაობს მემორი კონტროლერიო. მაგ პროცესორის კრისტალს ამუშავებს უჭკვიანესი და უზუსტესი რობოტები, რომელიც ადამიანის მიერ დაპროგრამებულია. თუ ერთი რობოტი ვერ მუშაობს კარგად, შეცდომებს უშვებს და ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს, დაღუპულა ინტელი და ეგ არის. წესით და კანონით, შენ რომ ფულს იხდი პროცესორში, გარანტიასაც ღებულობ, იგივე დედაპლატაზე, იგივე ოეპრატიულებზე და ა.შ. თუ მასეა დაუბრუნე ინტელს და გამოგიცვლის პროცესორს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ პროცესორის ბრალი ტექნიკურად/ფიზიკურად არ უნდა იყოს. გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას ამ საკითხში, ვის რამდენად გამოგადგებად არ ვიცი მაგრამ მაინც დავწერ. უამრავი შემთხვევა მქონია ოპერატიული მეხსიერების პრობლემებთან დაკავშირებით და არასოდეს პროცესორის ბრალი არ იყო. არააქ მნიშვნელობა 775, 1156, 1550 თუ AMD-ს სოკეტი იქნებოდა. მანდ ყველაზე უმთავრესი და პრობლემატური მხარე არის: დედაპლატა, მისი ბიოსი და ოპერატიული მეხსიერების მოდულები. ოპერატიულ მეხსიერებამ რომ გამართულად იმუშაოს, ჯერ ბიოსმა უნდა წაიკითხოს ოპერატიულები, შეამოწმოს ტაიმინგები, მისი სიხშირეები, სპეციფიკაცია და მერე შეადაროს დედაპლატასთან თავსებადობა. თუ არის თავსებადი, ჩართავს, თუ არადა ვერა. აი შენ თვითონვე თქვი რომ: "1 თვის უკან მეგობარს ავაწყობინე სისტემა და კინგსტონ ჰაიპერიქსები სიე ჩვეულებრიავდ ჩაირთო 4790K-სტან 2400-ზე როგორც არაფერი" აი რატომ ჩაირთო? მე გეტყვი, იმიტომ რომ იმ დედაპლატის ბიოსი შეიცავდა იმ ინფორამცია/კოდებს რასაც მუშაობაში და სრულ თავსებადობაში მოყავდა ოპერატიული თავის დედაპლატასთან. მე ადრე აქაც დავწერე რომ Crucial-ის ოეპრატიულებზე შემექმნა პრობლემა, 3-ცალ ინტელის სისტემაზე მოვსინჯეთ ეს ოპერატიულები და ერთზე საერთოდ არ ჩაირთო, მეორეზე ჩაირთო, მესამეზე ვინდოუსის ჩატვირთვის დროს ფრიზავდა და აბლუსქრინებდა. მე დარწმუნებული ვარ რომ ეგ არ იქნებოდა ოპერატიულების ბრალი, არც პროცესორის, არამედ ეგაა მაზერის ბიოსის. თვითონ ბიოსი არ შეიცავს იმ საჭირო კოდებს, რამაც უნდა ჩართოს ოპერატიულები. მე ჩემ მაგალითს მოვიყვან ჩემ სისტემაზე. მე ხომ მაქვს MSI A88X-G45 GAMING-ის მაზერი რომლის საპორტიც ნორმალურად მუშაობს ანუ ახალ ბიოსებს არ აგვიანებს. აი უბრალოდ გადახედე ბიოსების ცვლილებებს, რეებია განახლებული? http://www.msi.com/support/mb/A88X-G45-GAMING.html#down-bios პირველი ბიოსის მერე 4 განახლება გამოვიდა და ყველა განახლებაში ეს წერია: - Updated AMD AGESA code. - Improved memory compatibility. ანუ ბიოსიდან ბიოსამდე გამოსულია ოპერატიული მეხსიერებების თავსებადობა/გაუმჯობესება და AGESA კოდი. ეს კოდი ბიოსში იწერება რომელიც პასუხს აგებს პროცესორის ბირთვების, ოეპრატიული მეხსიერების და HyperTransport კონტრელერის ჩატვირთვაზე. ესეიგი ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რათა მომხარებელს დროულად მიეწოდოს საჭირო ბიოსი და არ შეექმნას პრობლემები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ გადაიკითხეს ეს საინტერესო თემა რომელიც ამ მიკროკოდებს ეხება http://hwbot.org/newsflash/2124_amd_users_are_you_running_the_latest_agesa_microcode AGESA კოდი ეს არის იგივე მიკროკოდი (µCode) AMD-სთვის რომელსაც იყენებს თავის სისტემაში რათა პროცესორმა თუ ჩისპეტმა იმუშაოს გამართულად. თუკი ვინმეს რაიმე შეუთავსებლობის პრობლემა ექნება, ამ მიკროკოდის შეცვლით მარტივად მოახდინოს პრობლემის მოგვარება. ეს მიკროკოდი აქვს იგივე Intel-საც და Nvidia-საც. თუკი აქამდე შეუთავსებლობის პრობლემა გქონდათ, ეგ არ ნიშნავს რომ პროცესორის ბრალია, ან ოპერატიულის, ან მაზერის. უნდა დაიწეროს ისეთი მიკროკოდი რომელიც ახალ ტექნიკას ერთმანეთში შეუთავსებლობას გამორიცხავს. ესაა და ეს. სხვა ახსნა ამას არააქვს. აი მეც ეხლა დავფლეშე სულ ეხლახანს ვიდრე ამ პოსტს ვწერდი ბოლო ბიოსი. ჩემს სისტემასაც აქვს გარკვეული უცნაურობები, მაგალითად 32 ბიტიან ვინდოუსზე "გული ერევა". ვინდოუსი რომ დავაყენე, ბროუზერი ვერ მუშაობს ნორმალურად. არამარტო ბროუზერი, ასევე სხვადასხვა პროგრამები არ მემორჩილებიან, ბოლოს პროგრამები თავისით იჭედება, იქრაშება და იფრიზება. მოკლედ რომ ვთქვათ ეგეთი არაფერი მინახია დღემდე. აი 64 ბიტიან ვინდოუსებზე არანაირი პრობლემა არააქვს. თქვენი აზრით ეს რისი პრობლემა იქნება? იქნებ ამ ბიოსმა და განახლებულმა AGESA კოდმა გამოსწოროს 32-ბიტიანი ვინდოუსის პრობლემები თუმცა ამის გამო მეზარება ეხლა ვინდოუსის ახლიდან დაყენება.
-
G2-ზე გამიგია რომ აფდეითის შემდეგ ეკრანის ნაწილის ზედა მხარეზე სენსორები აღარ მუშაობენო. მეც ვაპირებდი მაგის იბეიდან დათრევას მაგრამ თავად ამერიკული ოპერატორების საიტებზე ვნახე მათი კომენტარები და ყველაზე დიდი პრობლემა ეს ჰქონდათ აღნიშნული.
-
სახლში როუტერი გიდგას და ინტერნეტს შენი როუტერიდან იღებდი? რა ინტერნეტი გაქვს? ოპტიკური? ცადე შეაერთე ჯერ იქნებ ჩაირთოს.
