Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5956
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    64

Everything posted by Power_VANO

  1. ინტელი არსებულ არქიტექტურაზე წარმადობას დიდად ვერ შეცვლის. ლიმიტზე არიან. უკვე რამდენიმე თაობაა ნანომეტრებს ამცირებს და ოპტიმიზაციას აკეთებს + ახალ ფიჩერებს ამატებენ. ინტელს არქიტექტურის ძირეული ცვლილება მგონი 2019-ში თუ 2020-ში აქვს გეგმაში. Ryzen კიდევ საკმაოდ დიდი არქიტექტურული ცვლილებაა x86 ბირთვში. დაახლოებით მსგავსს გეგმავს ინტელიც როგორც წავიკითხე.
  2. წესით არ უნდა იყოს 4 პინიანი ბრალი, ისეა კვების ხაზები მოწყობილი, რომ ერთიდანაც იკვებება უპრობლემოდ მაზერი. ეგ 4 პინიანი დამატებითი კვებაა. მაზერის ბრალი კი შეიძლება იყოს, მაგრამ შანსი ცოტაა. მაზერის ბრალი შეიძლება იყოს პროციდან მომავალ ტრეისებში, რაც ოპერებამდე მიდის. თუ თავისუფალი ჩენელები გაქვს, შეგიძლია სცადო სხვა ჩენელებში რამების გადაწყობაც, არაა გამორიცხული რომელიმე ჩენელი შენს შემთხვევაშიც ცოტა დეგრადირებული იყოს მაგალითად მემორი კონტროლერზე. ან NVIDIA-ს დრაივერი ხომ არ ჭედავს რამეს? მინახავს ეგეთ შემთხვევები ძველ კარტებზე ახალ დრაივერებზე ხანდახან. სლოტს რაც შეეხება, ზოგიერთი სლოტი ტრეისებს იყოფს ყველა ვარიანტში M.2 სლოტთან და USB 3.0-თან. ეგ ეწერება მანუალში აუცილებლად. სხვა სლოტში სცადე გადატანა. როგორც წესი, ყველაზე ზედა სლოტი ყოველთვის X16-ია ხოლმე.
  3. Memtest86+ და Prime95 გიო 1 პასი არაა საკმარისი სრული სტაბილურობისთვის. 3-4 საათი მაინც უნდა. იდეალურია თუ ღამე ძილის წინ დატოვებ მაგალითად Prime95-ის Blend-ს და დილით ნახავ. ვირტუალიზაციაში XP-ები მაინც სცადე, 2000-ზე თავსებადობის პრობლემა არ იყოს რამე. და ფლეშ პლეიერს კიდევ რამდენიმე თვეში ყველა ბრაუზერში მოკლავენ და ყველა ვარიანტში HTML5 დაგჭირდება. თუმცა თუ აქსელერაციის ბრალია წესით ახალ ვიდეო კარტაზე ეგ პრობლემა აღარ უნდა გქონდეს. 1060 ჩამოგდის ხო?
  4. და ამ ახალ პროცებში კიდევ მემორი კონტროლერი რომ პროცშია, ხანდახან არის ხოლმე ეგეთი რაღაცები. Retail სემპლზე ნაკლებად, ძალიან იშვიათდ, მაგრამ მეგობარს კომპი ავუწყვე X99-ზე ამასწინათ და E5-Xeon V3-ზე, Engineering სემპლზე, მე რომ მაქვს ეგეთზე დაახლოებით. იბეიზე იაფად ვიყიდეთ პროცი საკმაოდ. ნუ საინჟინრო სემპლს რომ ყიდულობ, თავისთავად რისკავ ცოტა, მაგრამ რამდენიმე წარმატებული მაგალითი მქონდა, ჩემგან დაწყებული. მოკლედ, ამის პროცს აღმოაჩნდა ერთ-ერთ მემორი კონტროლერზე (E5 Xeon-ებს v3 და უფრო ახლებს 12 ბირთვიდან ზემოთ 2 მემორი კონტროლერი აქვთ შიგნით) ერთი ჩენელი არასტაბილური. სანამ რამები სხვა ჩენელში არ გადავიტანე, ოპერატიული მეხსიერების ქვესისტემა ძალიან არასტაბილურად მუშაობდა. თამაშებზე, ბევრ ტაბებზე და ა.შ. ხშირად ითიშებოდა და იფრიზებოდა სისტემა. პროცზე ცოტაც რომ იყო ხოლმე დატვირთვა მაშინაც, რამი როგორც კი ცოტა შეივსებოდა და იმ ჩენელზე რამი დაიტვირთებოდა, ითიშებოდა ხოლმე მაგ დროს.
  5. AIDA64 ცოტა ისეთ ტესტია გიო, კი, აფეილებს, მაგრამ რავი, უფრო ჯენერალ ტესტია ეგ, არასდროს მაგ ტესტისადმი დიდი ნდობა არ მქონია. მაგას კარგი ის აქვს, რომ ტროტლინგს აჩვენებს მარტივად და როცა გადახურების ამბავია ხოლმე, მაშინ ვიყენებ მაგ ტესტს, ტემპერატურის გამო ტროტლინგი თუა ეგ რომ ადვილად დავინახო. ოპერატიულისთვის Memtest86+ გადმოწერე, მაგას აქვს ვერსიები დისკიდან/ფლეშკიდან ჩასატვირთად. Prime95-ის Blend ტესტი ტესტავს ოპერატიულს. 3-4 საათი თუ არ გაითიშა, ე.ი. ოპერატიული ნორმაშია. Small FFT უფრო პროცის ტესტია. ასევე კიდევ კარგი real world ტესტი - მასიური ვირტუალიზაცია. VMware Workstation დააყენე, გაუშვი ერთნაირი VM_ები მაგალითად, უბრალოდ იმდენი, რომ ოპერატიული გაავსო ბოლომდე (ისე არა, რომ ჰოსტ ვინდოუსს აღარ დარჩეს არაფერი სამუშაოდ :დ) და ვმ-ებში რამე გაუშვი, რომ პროცი/რამი გამოიყენოს. მაგალითად Prime95 თუნდაც. ზოგან ბლენდზე, ზოგან Small, ზოგან Large. ოღონდ გააკეთე ისე, რომ ვმ-ები პატარები იყოს და ბევრი. 1 ბირთვიანები მაგალითად 12 ცალი მაინც, რომ ყველა ნაკადი შეივსოს. ესე 1 საათი თუ გაქაჩა ეგ რეჟიმი, ე.ი. ოკ არის სავარაუდოდ. არასტაბილური პროცი და განსაკუთრებით ოპერატიული მეხსიერების ქვესისტემა მაგ დროს აფეილებს. ან დაგიბლუსქრინებს, ან ვმ-ები დააფეილებენ... პროცს რომ დატვირთავ 100%-ზე ნუ ორი აზრი არაა ნელა იმუშავებენ ვმ-ები ისედაც. არტეფაქტები მგონი რომ ქრომის hardware acceleration-ის ბრალია. ქრომში HTML5-ის ფლეერს Force რეჟიმში აქვს ჰარდვეა აქსელერაცია, IE-ს არ აქვს და Edge-ში Auto-ზე აყენია დეფოლტად. ანუ თუ ჰარდს ნამდვილად არ აქვს აქსელერაცია Native რეჟიმში, Edge არ გამოიყენებს დეფოლტად. მაგის გამო ზოგ შემთხვევაში VP9 4K ვიდეოები არ ჩანს ხოლმე Edge-ში. ცადე აბა about:flags-იდან Edge-ში VP9 აქსელერაციის ყოველთვის გამოყენების ჩართვა (რესტარტი უნდა ბრაუზერს მაგის მერე აუცილებლად). თუ მაგის ბრალია არტეფაქტები Edge-შიც უნდა გამოჩნდეს. GTX 670-ს VP9-ს აქსელერაცია ნამდვილად არ აქვს და შეიძლება იყოს მაგის ბრალიც, არაა გამორიცხული მაინც.
  6. ჰო, ამ კვირის ბოლოსკენ გადავიტან ახალ სერვერზე, ვამზადებ ახლა. ამწუთასაც პრობლმეაა. თან ვერ გავთიშავ SQL-ის პროცესს, დაკრეშავს ბაზას
  7. მოვაგვარე ახლა. მაგრამ სამუშაოები მექნება ჩასატარებელი. მგონი SQL-ის იმ ვერსიის ბრალია რასაც ვიყენებთ. რაღაც ბაგია მგონი და რომელიღაცა ბრძანება იწვევს უზარმაზარ ლოუდს.
  8. აი ფაქტზე წავასწარი ლოუდი დიდია და ჭედავს ახლა.
  9. ok. არა, ნებისმიერ დროს არ ჭედავს და ა.შ. სცადე ბრაუზერის კეშების გაწმენდა.
  10. მონიტორინზე დავსვი რომ ვიპოვნო კონკრეტულად როდის ემართება და რას შვება SQL. თქვენ რასაც ამჩნევთ, ძირითადად ღამე ემართება ხოლმე ან შუადღისას? თუ ნებისმიერ დროს, რანდომად?
  11. Education იგივენაირად აქტიურდება, როგორც Enterprise - KMS-ით/MAK-ით და საცალო გაყიდვაში არაა. თუ Education-ის KMS გასაღები გაქვს აღებული რომელიმე ორგანიზაციიდან და KMS-ით გაქვს გააქტიურებული - არალეგალურია. MAK გასაღების გამოყენებაც არალეგალურია ასე რომ, სახლში Education ლიცენზიის გამოყენება არალეგალურია მაინც. იგივე წარმატებით შეგიძლია შესაბამისად Enterprise გამოიყენო და კორტანაც გექნება. რომ ითხოვს ვინმე, ოკ კიდევ, მაგრამ აქ მაინც ნუ უწერთ, რომ პმ გაუგზავნეთ დიდი სხვაობა გამოდის მერე აქ დადებასა და პმ-ში გაგზავნას + რეკლამირებას შორის? თუ მაინცდამაინც, გაუგზავნეთ და აქ ნუ წერთ, რომ გაუგზავნეთ.
  12. სავარაუდოდ ისეა X64-ები დაპატენტებული, რომ ალბათ პროცი + OS-ის კომბოებზეც რამე შეზღუდვაა და სხვა მწარმოებლის პროცზე უფლება არ აქვთ 64 ბიტიანი კოდის შესრულების, რას გაიგებ მაგათსას ვნახოთ ყოველ შემთხვევაში, თუ თვითონ ტექნოლოგიამ გაამართლა და მისაღები სისწრაფით იმუშავა, MS იმხელა გიგანტია, რომ არამგონია Intel-თან და AMD-სთან შეთანხმება გაუჭირდეს 64 ბიტზე. აგერ მაგ პრეზენტაციაზე Windows on ARM-ის მერე ინტელის სასტავი გამოიყვანეს და აძახებინეს თუ რა ბედნიერები არიან მაიკროსოფტთან პარტნიორობით, მიუხედავად იმისა, რომ Windows on ARM უზარმაზარი დარტყმაა ინტელისთვის
  13. ჰო ეგ ამბავიც კიდევ. რიგითი იუზერი ვერაფერს იგრძნობს, მაგრამ ის კონკრეტული ფიჩერები თუ გჭირდება ნიშაში არის კარგი ვარიანტი. აი Hyper-Threading-იანი პენტიუმები ძალიან მაგარი რამე დადო ინტელმა: http://ark.intel.com/compare/97460,97453,97486,97143,97465 5 პროცესორია სულ, სხვადასხვა TDP კონფიგით, სხვადასხვა ვიდეოთი და სიხშირით. 64$-დან ფასი. მოკლედ, i3-ის დონის პერფორმანსი დაიდება ძალიან იაფიან სეგმენტში და მაგარია ეგ ძალიან.
  14. და რისთვის გინდა Education ვერსია?
  15. ჰო არა, წარმადობაში სხვაობა არაა კაბისა და სკაილეიკს შორის აშკარად. ახალი ფუნქციონალი დაუმატეს კაბის და ეგაა. იგივე GPU-ს მხარეს, ახალი SpeedSync და ვირტუალიზაციისთვისაა კიდევ ახალი ფიჩერები. სტანდარტული იუზერისთვის დიდი არაფერი მოკლედ
  16. აუ ჯვარს მაცვა ამ SQL-მა რა... :დ თან 1 ბირთვს იყენებს მარტო ეს ოხერი.
  17. კარგია ისევ HDMI / DP-თი თუ დაფუშავენ თორემ კარგი 4K TV იმდენი ჯდება რომ აგერ მე გადავიფიქრე ყიდვა :დ სანამ 8K-ს არ წამოიღებენ ჰაი-ენდში, მანამდე არ წამოვა ალბათ 4კ მეინსტრიმში და არც ფასებს დააგდებენ დიდად. ოჰოჰოჰო აი ყოჩაღ HDMI ალიანსს Q: What are the support resolutions and frame rates? A: 4K50/60 4K100/120 5K50/60 5K100/120 8K50/60 8K100/120 10K50/60 10K100/120
  18. Faraday Future-ის FF91 ეს კი ყველაზე მაგარი - რადიაციის დამბლოკავი ტრუსები
  19. საინტერესო სლაიდებია. ერთსა და იმავე სიხშირეზე სხვაობა წარმადობაში, სხვადასხვა თაობის პროცებზე:
  20. სალამი მათე, რომელი ედიშენები გინდა კონკრეტულად ვინდები და ოფისები? იაფად არაა, მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად ოპტიმალურად გაშოვნინო. მაგალითად, კომპები უკვე ნაყიდი თუ არაა, OEM ვერსია ვინდოუსით რომ იყიდო კომპები უფრო იაფი დაგიდეჯბა, ვიდრე ცალკე ვინდოუსის ყიდვა. ოფისი OEM-ში არაა და ყველა ვარიანტში ცალკე ყიდვაა საჭირო, თუმცა ვარიანტები არის. მომწერე მოკლედ დეტალები და დაგეხმარები
  21. SQL-ზეა ისევ დიდი დატვირთვა. მაგ დროს ხდება ხოლმე ეს ამბები. უნდა ჩავეძიო კარგად რატომ იტვირთება.
  22. test test test მე მგონი მოვაგვარე ყველაფერი. პროფილებშიც შედის, აქტივიტი ლოგშიც, სერჩიც მუშაობს, გვერდსაც არეფრეშებს დაპოსტვისას ჩემთან. გადაამოწმეთ რა თქვენც.
  23. SQL-ზეა დიდი ლოუდი. კეშები დავწმინდე და ახლიდან აკეთებს რებილდს, ხვალ დილისთვის უნდა მორჩენილი იყოს და ვნახოთ რას იზამს. ჩემთანაც დაპოსტვას აგვიანებს.
  24. ოკ, ვნახავ აბა კიდევ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.