Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5958
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    65

Everything posted by Power_VANO

  1. კვებებს ველოდები ჯერ, ორი ცალი ჩემს არსებულ კომპში მიდევს, ორი ცალი Maximus Formula-ზე ავაწყვე :დ არც კვებებია ახლა ნორმალურად, არც გაგრილება. ზოგადად, Zotac-ის AMP! ავიდა უპრობლემოდ 9500 მჰც-ზე მემორიზე და 31.5 მეგაჰეშს დებს. გიგაბაიტის G1 Gaming-ები იგივენაირად ადვილად ვერ ავიდა 9500-ზე და 9300-ზე დავტოვე დროებით, 30.5 დებს მაგ სიხშირეზე. კვებები რომ ჩამომივა და ავაწყობ ნორმალურად, მერე კარგად დავფუშავ და დავტვიკავ. ახლა დრო რომ არ დამეკარგა, სწრაფად გავმართე სისტემები, ავიყვანე ასე თუ ისე ნორმალურ სიხშირეზე და ვამუშავებ ეგრე. ივლისის ბოლოსკენ Asus-ის ROG STRIX-ებიც ჩამომივა წესით, ჯერ არ დაშიპულა ამაზონიდან ეგენი. ჯამში მექნება: 2 x ZOTAC GeForce GTX 1070 AMP! Edition (ZT-P10700C-10P) 2 x Gigabyte GeForce GTX 1070 G1 (GV-N1070G1 GAMING-8GD) 2 x ASUS GeForce GTX 1070 8GB ROG STRIX (STRIX-GTX1070-8G-GAMING) 1 x PowerColor PCS+ AMD Radeon R9 290 4GB და 1-საც ვიშოვნი კიდევ რამეს, ან 1070-ს ან 1060-ს, მაინინგ ვერსიას მაინც და 8-ს ჩავდგამ ჯამში. Zotac-ზე ჯამში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, გაგრილებაც ძალიან კარგი აქვს, მასიურია და მძიმეცაა გაცილებით ვიდრე იგივე გიგაბაიტი + ძალიან ადვილად დაიქლოქა. დეტალურად დავწერ რომ ავაწყობ რიგს ნორმალურად. მეხსიერების ჩიპები ზოტაკსაც და გიგაბაიტსაც მიკრონის აქვს. ასევე მიკრონებიანი შეხვდათ ჩემს თანამშრომლებსაც, გიგაბაიტის იგივე G1-ებზე, ასუსზე (თეთრები) და MSI-ზეც. ვერცერთი ვერ ავიდა 9500-ზე ის სხვები.
  2. @david_888 1070-ები ჩამომივიდა, გავტესტე DAG epoch-ზე და რეაქცია არ აქვს საერთოდ თითქმის მაღალ DAG-ზე. არ აწუხებს ამათ ეგ პრობლემა.
  3. https://www.cryptocompare.com/mining/calculator/eth?HashingPower=16&HashingUnit=MH%2Fs&PowerConsumption=150&CostPerkWh=0.089 აი ამდენი, წესით 16 მეგაჰეში/წამში ყოფილა მაგის წარმადობა ETH-ზე. Zcash სჯობდეს მაგისთვის შეიძლება, დასერჩე ჰეშრეიტი და მაგ კალკულატორით დათვალე. ან Nicehash-ზე დარეგისტრირდი, გადმოწერე მაგათი სოფტი, გაუშვი შიდა ბენჩმარკი და დაგიწერს რომელ ვალუტაზე რამდენი დაგრჩება დღეში. ETH-ზე, GPU მაინინგით. Bitcoin-ს ასიკები უნდა, ასიკებს ბევრი ფულები და მერე კიდევ სირთულის გაზრდისას გაყიდვის მოხერხება დროზე. ჯერჯერობით ამიტომ ETH ვარჩიე. ვიდეოს რასაც იშოვნი. GTX 1060/1070... RX 470/480/570/580... RX-ები თითქმის აღარ იშოვება ან თუ იშოვება, 1070-ის ფასებში ყიდიან და აზრი არ აქვს, ჩემი აზრით, მაგ ფასად ყიდვას. სამაინინგო ვერსიები რომ გამოვიდა, ეგენი უნდა დაიყაროს წესით უკვე, მაგრამ რაღც რაოდენობა რაც დაიყარა, გააქრეს უცბად. NVIDIA-ზე შეგიძლია მოხოდილი ვალუტებიდან ამაინინგო Ethereum და Zcash. AMD-ზე უფრო Ethereum, იმიტომ რომ Zcash-ში ვერაა AMD მაგარი. პროცესორზე შეგიძლია ამაინინგო Monero (XMR). AES ინსტრუქციები თუ აქვს პროცს, კარგ ჰეშრეიტს დებს.
  4. კი, ასეა. რაც უფრო მეტი ბიტკოინი იქნება მიმოქცევაში და რაც მეტი მაინერი ჩაერთვება საქმეში, ალგორითმი მით უფრო რთულდება და მით უფრო რთული იქნება გამოთვლა. თუ სხვა ფაქტორებმა არ იქონია გავლენა, მარტო ამ ფაქტორის გამოც, ლოგიკურია, რომ ფასმა უნდა მოიმატოს. მაგრამ ზოგადადაც ეგეთი მოლოდინია, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში.
  5. არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარია ინტერნეტი სტაბილური იყოს (იმისთვის, რომ ჯობები დროზე მიიღო და შედეგებიც სწრაფად აიტვირთოს) და როგორც ასეთი, დიდი სიჩქარე არ გჭირდება არაფერში.
  6. წარმადობაში არ იქნება სხვაობა, დააყენებ ორივეს თანაბარ სიხშირეებზე ოვერქლოქით. აი გაგრილებაში 720-იანი აჯობებს ალბათ, 3-სლოტიანია, უფრო დიდი რადიატორი აქვს. 700-იანი 2-სლოტიანი გაგრილებითაა.
  7. ASIC-ის ყიდვა, ჩემი აზრით, ღირს გამოსვლისთანავე. პირველ ბატჩზე თუ დააგვიანე, მერე უკვე სირთულის გაზრდის გამო თავის თავს ამოიღებს და იმდენ მოგებას ვეღარ ნახულობ.
  8. 60 გრადუსი GTX 1050-სთვის ძალიან კარგი ტემპერატურაა
  9. თუ კომპიუტერში გაგრილება ნორმალურად გაქვს, უსაფრთხოა, რა თქმა უნდა.
  10. კი, შენი კომპით შეიძლება მაინინგი, მაგრამ ელ. ენერგიის ხარჯიც უნდა გაითვალისწინო. და ერთი ვიდეო კარტით, რა თქმა უნდა, ბევრი შემოსავალი არ იქნება, მაგრამ ჰობისთვის და იმისთვის, რომ ნახო, როგორ მუშაობს, რატომაც არა. აი ამ კალკულატორით დათვალე: https://www.cryptocompare.com/mining/calculator/eth?HashingPower=30&HashingUnit=MH%2Fs&PowerConsumption=250&CostPerkWh=0.089 კი, სულ ჩართული უნდა იყოს და სულ ტვინს გაღუნავს ფენი. ნუ შეგიძლია გამორთო ხოლმე, მაგრამ თავისთავად, კოინები არ მოვა გამორთულზე. Ethereum-ს თუ დაამაინინგებ GPU-თი, პროცესორი არ იქნება დატვირთული და სხვა საქმისთვის კი გამოიყენებენ კომპს. თამაშის გაშვება რომ დაგჭირდება, მაგ დროს მოგიწევს მაინერის გაჩერება. ყველაზე მარტივი არის NiceHash-ით დაწყება, Bitcoin-ში აკონვერტირებს ყველაფერს და თავისივე შიდა საფულეც აქვს, დამწყებებისთვის იდეალურია, მაგრამ 3%-ს იღებს საკომისიოს. სოფტიც აქვს თავისივე და მოკლედ, ძალიან მარტივია ნაისჰეში. მერე უკვე ამ ბიტკოინის კონვერტაცია შეგიძლია $-ში, ან შეინახავ ბიტკოინადვე. უფრო სერიოზულად თუ დააპირებ მაინინგს, ჩემი აზრით, სჯობს სხვაგან გაწევრიანდე, მაგალითად, ethermine.org-ზე და მაინინგისთვის გამოიყენო Claymore-ის სოფტი. ამ შემთხვევაში ცალკე დაგჭირდება Ethereum-ის საფულეც. ლეპტოპი ძალიან ცოდვაა მაინინგისთვის. არაა ლეპტოპი 24/7-ზე 100%-იანი დატვირთვისთვის სამუშაოდ შექმნილი. თან ეგ ვიდეო კარტა ETH-ს ვერ გამოიმუშავებს ნორმალური ჰეშრეიტით.
  11. თუ უფასოა დენი, კი. აი ჩემი R9 290 ახლა 33 მეგაჰეშს დებს ოვერქლოქზე.
  12. დღეს საღამოს Vere Loft-ში იმართება ივენთი "კრიპტოვალუტის მაინინგი და სისტემები". https://www.meetup.com/blockchain-ge/events/241168829/ განრიგი ასეთია:
  13. დღეს საღამოს Vere Loft-ში იმართება ივენთი "კრიპტოვალუტის მაინინგი და სისტემები". განრიგი ასეთია:
  14. ამაზონზე ჩაუჯექი 1070-ებს. პერიოდულად იდება 400$-ის ფარგლებში, მაგრამ უნდა მოასწრო ყიდვა, წამებში ქრება რასაც ქვია 2 ცალი 390$-ად ვიყიდე მე, 2 ცალი 409$-ად, 2 ცალიც 387$-ად. Ti უზომოდ ძვირია და ETH ჰეშრეიტი არაა ფასის შესაბამისი. ახლა ძალიან ძვირის მიცემა ვიდეოებში არ ღირს, ჩემი აზრით.
  15. ამაინინგებ უკვე შენ თუ ახლა აპირებ დაწყებას? PoS-ზე მეც ეგრე ვფიქრობ ხო, საკმაო დრო დასჭირდება PoS-ის გაშვებას, სანამ საბოლოო ალგორითმზე შეთანხმდებიან, სანამ დეველოპმენტი ამუშავდება, გაიტესტება, მერე ჰიბრიდი მოვა, მერე საბოლოოდ PoS... მალე არ იქნება აშკარად. როგორც მინიმუმ, გვიან შემოდგომამდე ალბათ. და ჯერჯერობით DAG Epoch-ის პრობლემაც არის და განსაკუთრებით RX-ებზე მოქმედებს, გვერდით თემაში განვიხილავდით მაგასაც. ეგ თუ არ დაიფიქსა, RX-ების ამბავი არ იქნება კარგად. თუმცა, მეორეს მხრივ, RX_ების ფასი დაიწევს და სირთულის ზრდის ტემპიც ცოოოტა შენელდება.
  16. დიდება შენს გამოჩენას Ti უფრო მოშნი ბირთვის და ცოტა მეტი VRAM სიხშირის გამო. ნუ შიდა ტაიმინგებიც შეიძლება უკეთესია, არ ვიცი. სამაგიეროდ Zcash-ს სახეს აძრობს Ti. სანამ PoS არ მოვა, არამგონია დიდად მაინინგის სოფტებზე დეველოპერებმა თავი მოიკლან GDDR5X-ისთვის გაუმჯობესებაზე. როცა PoS მოვა და სიტუაცია დალაგდება, მერე შეიძლება უფრო.
  17. GDDR5X-ის გამო. რეალურად, საჭიროა იმდენად არა ტოტალურად მაქსიმალური გამტარობა, არამედ დაბალი შიდა ტაიმინგები Ethereum-ის მაინინგის დროს და მაგ მაჩვენებელში 1070 უკეთესია. შეიძლება მომავალში მაინერი სოფტების ოპტიმიზირება მოხდეს GDDR5X-ისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა. სამაგიეროდ, მაგალითად Zcash მაინინგში ჩვეულებრივ 1080 სჯობს 1070-ს.
  18. ჩავამატე ჰეშრეიტის ცხრილი. დადეთ თქვენი შედეგებიც და გავაახლებ სიას.
  19. ჰოდა AMD ამბობს, კლეიმორთან ვმუშაობთ რომ დავფიქსოთ ეგ ამბავიო და მოაგვარებენ ალბათ. SGMiner-ზე თუ არ აქვთ ჰეშრეიტის დროპი, ე.ი. მოგვარებადი პრობლემაა.
  20. @david_888 Bits Be Trippin ჩენელზე თქვეს, რომ SGMiner-ი, ლინუქს ვერსიას როგორც მინიმუმ არ აქვს DAG Epoch-ის პრობლემაო. კლეიმორის დეველოპერებთან AMD მუშაობს ფიქსზეო. თუ გაქვს შესაძლებლობა გატესტე აბა: https://github.com/sgminer-dev/sgminer
  21. პირველი პოსტი განვაახლე, აქ ვისაუბროთ აწი ეთერის მაინინგზე.
  22. საინტერესო ამბები იქნება, მოკლედ ETC რამდენად მოიხოდება ძალიან მაინტერესებს მე, განსაკუთრებით ETH-ს PoS-ზე გადასვლის შემდეგ.
  23. ეუფ, რამხელა დროპია... მოკლედ, როგორც ჩანს, მოშნი GPU-ები დარჩება ძირითადად ETH-ზე. PoS-ი კიდევ მე რასაც ვუყურებ, არამგონია სექტემბერში ჩაეშვას. ჰა-ჰა ჰიბრიდი მოასწრონ მაქამდე და, შესაბამისად, RX-ების გამო სიტუაცია შეიცვლება ცოტა როგორც ჩანს. DAG 160 და 30%_იანი დროპი RX-ებზე მოვა დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში. ეგ ერთი კარგს რასაც გააკეთებს ის იქნება, რომ RX-ების ფასი დაიწევს. ახლა პრაქტიკულად GTX 1070-ის და უფრო დიდ ფასებშიც კი იყიდება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.