Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5956
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    64

Everything posted by Power_VANO

  1. 0.4-0.5 მეგაჰეში მოიკლო მარტო. სკრინი ქვემოთაა. RX რამდენს იკლებს 160-ზე ახლანდელ 131-თან შედარებით? 131-ზე ბენჩში მაქვს 32.2XX მეგაჰეში. 199-ზეც გავტესტე ახლა და 17.7XX დებს მაგაზე, memory usage - 3891 MB. 160-ზე memory usage მაქვს 2691 მბ.
  2. ვაა საინტერესოა. ახლა ვნახე სტატისტიკა ჩემსაზე და სტაბილურად 32.XXX უჭირავს Claymore-ით. ასე იყო 3 კვირის წინაც ზუსტად.
  3. მოიცა, აკლდება რას ნიშნავს, ვერ მივხვდი. იზრდება სირთულე, თორემ ვიდეო დაფის გამოთვლითი სიმძლავრე არ იცვლება, რადგან ალგორითმი არ შეცვლილა. მაგალითად, ჩემი R9 290 დაახლოებით 3 კვირის წინაც 31-32 MH/s-ს დებდა და ამწუთასაც მაგდენს დებს. ანუ ბლოკის გამოსათვლელად მეტი დრო გვინდა, თორემ ვიდეო კარტის ჰეშრეიტი უცვლელია იქამდე, სანამ ალგორითმი არ შეიცვლება. კი, ტვიკინგის მერე 24 მეგაჰეშამდე დებს 1060-იც და ნორმალურია საკმაოდ, პროსტა ეგეც აღარ იშოვება სპეც. მოდელები რაც გამოვიდა მაინინგისთის, იმედი ჰქონდა ხალხს, რომ ოპტიმიზირებული იქნებოდა მაინინგისთვის, მაგრამ ჩვეულებრივი მოდელებია, გაიაფებული - პორტები არ აქვთ საერთოდ ან 1 პორტი აქვთ, მარტივი გაგრილების სისტემებით, ბექპლეიტების გარეშე, 90 ან 180 დღიანი გარანტიით და შესაბამისად, ცოტა იაფი ღირს სტანდარტულ მოდელებთან შედარებით, ეგაა და ეგ. მაგრამ არც ეგენია სტოკში და რად გინდა. 2-3 დღის წინ დაიდო და გააქრეს უცბად მაინერებმა
  4. არამგონია იმხელა ნახტომი გააკეთონ მაინც, რომ ახლანდელი ვიდეო დაფები ცუდ სიტუაციაში ჩავარდეს ძალიან. იმიტომ, რომ ETH არის memory-bound და მეხსიერების ამბავში რაღაც სასწაული წინსვლა არ მომხდარა Vega-ში. აი მაგალითად 40-45 მეგაჰეში რომ დადოს ვეგამ, კატასტროფა იქნება? არამგონია. ვეგა გამოდის ტოპ მოდელად, 1080 Ti-ს კონკურენტად ხო, და ფასიც ექნება მაღალი საკმაოდ.
  5. კი, სულ მარტივად ოვერქლოქინგი შედეგს იძლევა, განსაკუთრებით მემორი ოვერქლოქინგი. + ბიოს მოდინგი მეხსიერების ტაიმინგების დასაწევად. ესეც დამატებით ჩარტი: GPU Eth Hashrate MH/s R9 295X2 8GB 1018MHz/1250MHz 57.68 GTX 1080 TI 8GB 1582MHz/11Gbps 32.04 GTX 1070 8GB 1506MHz/9300MHz 70%TDP 30.9 R9 290 4GB 1050MHz/1500MHz 30 R9 390 8 GB 1050MHz/1500MHz 29.89 R9 Fury X 4GB 1050MHz/500MHz 29.71 GTX 1070 8GB 1506MHz/4006MHz 27.35 R9 Nano 4GB 1000MHz/500MHz 27.11 RX 580 8GB 1411MHz/2000MHz 26.45 RX 480 8GB 1266MHz/2000MHz 24.86 RX 480 4GB 1266MHz/1750MHz 24.11 GTX 1080 8GB 1860MHz/11Gbps 23.5 RX 570 4GB 1320MHz/1750MHz 22.5 GTX 1060 6GB 1860MHz/9500Mhz 50%TDP 22.5 R9 380X 4GB 1040MHz/1500MHz 21.38 GTX 1080 8GB 1860MHz/10Gbps 20.35 RX 470 4GB 1256MHz/1750Mhz 20.35 GTX 1060 6GB 1860MHz/2002Mhz 19.16 GTX 1050 Ti 4GB 1493MHz/1752 Mhz 12.03 RX 460 4GB 1220MHz/1750MHz 11.93 GPU ZEC Hashrate Sol/s 7970 @ 180w 260 R9 290 @ 225w 300 RX 480 @ 150w 300 RX 470 @ 110w 230 R9 Nano @ 200w 440 R9 Fury @ 210w 460 R9 Pro Duo @ 420w 980 GTX 1080 TI @ 220w 700 GTX 1080 @ 180w 490 GTX 1070 @ 150w 425 GTX 1060 @ 120w 295 GTX 1050 TI @ 75w 138
  6. @G1ORG1 აი შევავსე ხდკ ჰო, ეგ თავისთავად, gold craze არის რასაც ქვია ახლა მაინინგში, უზომო რაოდენობით ხალხი მიაწყდა, მიუხედავად იმისა, ერკვევიან თუ არა საკითხში AMD-მ კი გამოუშვა Vega, Pro სეგმენტში, მაგრამ მაინინგის ბენჩები ვერ ვნახე მაგ კარტების ჯერჯერობით, რომ გავიგოთ რამდენად კარგებია. + სამომხმარებლო RX სერია ზაფხულის ბოლოსკენაა მგონი და აგვიანდება აშკარად, ისეთი სისწრაფით იზრდება ETH-ს სირთულე. უი აი დაუდიათ რაღაც პირველი შედეგები და 30 მეგაჰეშის ფარგლებშია ETH-ზე: ერთია, რომ დრაივერები ახალია ძალიან, მაგრამ მეორეცაა, რომ Pro კარტები არასდროს ვარგოდა დიდად მაინინგში და რეალურად სანამ Vega RX არ გამოვა, სამომხმარებლო, ვერაფერს გავიგებთ ალბათ.
  7. არ გაყიდო, მაინინგი დაიწყე იმიტომ შეიშალა მსოფლიო, რომ ისეთი კრიპტოვალუტები, რომელთა მაინინგიც CPU/GPU-თი ხდება, ძალიან გაძვირდა და უცბად გაჩნდა ფულის შოვნის გზა. მაგალითად, Ethereum ღირდა 10$ ძალიან დიდი-დიდი ხანი და ახლა ღირს 300$-ის ფარგლებში. და ეს გაძვირება მოხდა უსწრაფესად, სულ რაღაც 1 თვის ფარგლებში. განსაკთრებით მაგის მერეა, რომ ვიდეო კარტები აღარ იშოვება არსად და რაც იდება მაღაზიებში, წამებში ქრება. მაგალითად, 8-ცალი GTX 1070 / RX 480/580-ის მაინინგ რიგი დღევანდელი Ethereum-ის ფასიდან და სირთულიდან გამომდინარე თვეში ტოვებს 800$ მოგებას დაახლოებით. თუ უფასო ელ.ენერგია გაქვს - დაახლოებით 900$-ს. არის ხალხი, რომლებსაც ასობით მაინინგ რიგები აქვთ, განსაკუთრებით ჩინეთში, ვიდეოებიც დევს ნეტში. საქართველოშიც არიან მაინერები საკმაო რაოდენობით უკვე. თან კარგი ისაა, რომ რამდენიმე კრიპტოვალუტაა უკვე, რომელიც საკმაოდ "მოხოდილია" და ალტერნატივები არსებობს.
  8. ტოპიკი დამწყებებისთვის, სადაც ზოგად კითხვებზე იპოვნით პასუხებს. პირველი პოსტი ეტაპობრივად განახლდება. რა არის მაინინგი? მაინინგი კომპიუტერული გამოთვლითი სიმძლავრის საშუალებით წარმოებული პროცესია, რომლის დროსაც ხდება ტრანზაქციების გატარება, ქსელის უსაფრთხოება და ბლოკჩეინის სინქრონიზაცია. ეს შეიძლება შევადაროთ მონაცემთა ცენტრს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კრიპტოვალუტების შემთხვევაში "მონაცემთა ცენტრი" დეცენტრალიზებულია - მისი შემადგენელი ნაწილები - მაინერები არსებობენ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი რაოდენობით. მაინინგის საშუალებით ხდება ახალი კრიპტოვალუტის მოპოვება, რაც გაიცემა როგორც საჩუქარი "კარგი საქმისთვის". რა არის მაინინგ პულები? მაინინგ პული არის სერვისი, რომელიც აერთიანებს მაინერებსა და მათ გამოთვლით სიმძლავრეებს და კოორდინაციას უწევს "საქმის" განაწილებას მათ შორის. ბლოკის გამოთვლის შემდეგ მაინერები იღებენ კრიპტოვალუტას მათ კონტრიბუციის წილის შესაბამისად. რა არის ASIC-ი? Application-Specific Integrated Circuit - სპეციალურად კონკრეტული საქმიანობისთვის შექმნილი გამოთვლითი მოწყობილობა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე მაგალითად GPU/CPU. ASIC-ები გამოიყენება Bitcoin-ის მაინინგისთვის, ხოლო, შედარებისთვის, Ethereum-ისთვის ASIC არ არსებობს და დიდად სავარაუდოდ, არც იარსებებს, რადგან მისი ალგორითმისთვის ე.წ. ბოთლის ყელი, ლიმიტი არის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც ვიდეო დაფებში იმდენად კარგადაა განვითარებული, რომ ცალკეული ASIC-ის შექმნა Ethereum-ისთვის სარგებელს არ მოიტანს. როგორ დავიწყო მაინინგი? ამისათვის საჭიროა სურვილი, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ფინანსები - აპარატურის შესაძენად. თუ პროფესიონალურ დონეზე გსურთ ამ საქმეში ჩართვა, რეკომედირებულია, რომ მაინინგი და მასთან დაკავშირებული პროცესები სიღრმისეულად შეისწავლოთ. რა თანხა დამჭირდება მაინინგის დასაწყებად? დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასშტაბით აპირებთ დაწყებას. დაწყება თქვენი პირადი კომპიუტერითაც შეიძლება, თუ შესაბამისი ვიდეო დაფა ან პროცესორი გაქვთ. თუ მაინინგ სისტემის აწყობას გეგმავთ, მაშინ ძირითადი პირველადი ხარჯი ვიდეო დაფებზე მოდის, ხოლო სისტემის აწყობის შემდეგ კი - ელ. ენერგიის ხარჯზე. რამდენ ელ. ენერგიას მოიხმარს ჩემი მაინინგ სისტემა? მოხმარებული ელ. ენერგიის ზუსტად დასათვლელად დაგჭირდებათ ე.წ. ვატმეტრი (ან ამპერმეტრი და შემდეგ გამოთვლა). სისტემის მაქსიმალური ელ. ენერგიის ხარჯისთვის შეგიძლიათ დააჯამოთ ვიდეო დაფების TDP მაჩვენებლები და პროცესორის, დედა დაფის, ოპერატიული მეხსიერების, დისკისა და რაიზერებისთვის გაითვალისწინოთ დაახლოებით 200-250 ვატი. მაგალითისთვის, 8 ცალი GTX 1070-ით აწყობილი მაინინგ სისტემის დაახლოებითი ენერგომოხმარება იქნება 1400-1500 ვატი საათში. რომელი პროცესორი სჯობს? თუ GPU მაინინგით ხართ დაინტერესებული, CPU-ს, ცენტრალურ პროცესორს მნიშვნელობა არ აქვს რას დააყენებთ. უპრობლემოდ იმუშავებს Celeron და Pentium ტიპის პროცესორები, ასევე AMD-ს ეკონომ კლასის პროცესორები. თუ ისეთი კრიპტოვალუტის მოპოვება გსურთ, რომელსაც პროცესორიც ითვლის, მაგალითად Monero (XMR), ამ შემთხვევაში არჩევანი ახალი თაობის CPU-ზე უნდა შეაჩეროთ, რომელსაც AES/SHA/AVX ინსტრუქციების აპარატურული აქსელერაცია გააჩნიათ. რომელი ვიდეო დაფა სჯობს? GPU მაინინგისთვის, თუ თქვენ Ethereum-ის მოპოვება გაინტერესებთ, ძალიან კარგია AMD-ს ახალი ენერგოეკონომიური RX 470, RX 480, RX 570, RX 580, ასევე R9 სერიის დაფებიც, რომელთა წარმადობაც დიდია, თუმცა ენერგომოხმარება ახალ RX სერიასთან შედარებით ასევე საკმაოდ მაღალია. დამწყებებისთვის ასევე კარგია RX 460/560-იც, როგორც ეკონომ კლასის ვარიანტი. NVIDIA-ს ასორტიმენტიდან კარგებია GTX 1060, GTX 1070, GTX 1080, GTX 1080 Ti. ეკონომ კლასში შეიძლება GTX 1050 Ti-ს განხილვაც. აღსანიშნავია, რომ Ethereum-თან მიმართებაში GTX 1070 უკეთესია, ვიდრე GTX 1080 (იმის გამო, რომ GDDR5X ოპ. მეხსიერებას ოპტიმალურად ვერ იყენებენ მაინერი პროგრამები). აქვე, ზოგადად, თუ Ethereum-ზე უპირატოსება AMD-ს მხარესაა, მაგალითად, Zcash მაინინგში NVIDIA-ს ვიდეო ბარათები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. შეიძლება სხვადასხვა ვიდეო დაფების ერთ მაინინგ სისტემაში ჩართვა? დიახ, შეიძლება. შეიძლება სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა მოდელების შერევაც კი. SLI/CrossFire-ს აქვს გავლენა მაინინგზე? არა. SLI/CrossFire რეჟიმი მხოლოდ თამაშებისთვისაა განკუთვნილი, რა დროსაც გრაფიკული დრაივერი ფრეიმებს ანაწილებს ვიდეო დაფებს შორის და ამ გზით ახერხებს წარმადობის გაზრდას. ამ რეჟიმში VRAM არ ჯამდება. + მაინინგის სოფტი GPU-ს მიმართავს ინდივიდუალურად. ჯამში, SLI/CrossFire მაინინგისთვის გამოუსადეგარი რეჟიმია საერთოდ. რას ნიშნავს H/s, kH/s, MH/s, GH/s, TH/s? ეს მაინინგ სისტემის წარმადობის მაჩვენებლებია. H/s - Hash/Second - ჰეში/წამში kH/s - kiloHash/Second - კილოჰეში/წამში MH/s - MegaHash/Second - მეგაჰეში/წამში GH/s - GigaHash/Second - გიგაჰეში/წამში TH/s - TeraHash/Second - ტერაჰეში/წამში როგორ გამოვთვალო რამდენს ვიშოვნი? ამისთვის არსებობს ბევრი კალკულატორი, რომლებიც ითვალისწინებენ მიმდინარე ფასს, ელ. ენერგიის ხარჯს, სირთულეს, გამოთვლითი აპარატურის სიმძლავრეს და ამის მიხედვით თვლიან დაახლოებით მოგებას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე კალკულატორი: CryptoCompare CoinWarz NiceHash
  9. Bitcoint-ისა და ალტკოინების განაღდებისათვის უამრავი სერვისი არსებობს. განსხვავება ძირითიდად არის მათ მომსახურების საკომისიებსა და ლიმიტებში. ქართული სერვისებიდან BTC-ს განაღდებისა და შესყიდვის სერვისი აქვს Emoney-სა და UniPay-ს. ორივეს აქვს საკმაოდ ცუდი კურსი და დიდი მარჟა. გარდა ამისა, Emoney-სთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ, პრობლემაა საპორტიც და თანხის ასახვისთვის საჭირო დროც, რომელიც ხშირად საკმაოდ აღემატება ბლოკის დადასტურების დროს. UniPay-ზე ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი. შედარებით უკეთეს პირობებსა და დაბალ მარჟას გვთავაზობენ უცხოური სერვისები და ბირჟები. უცხოური სერვისებიდან ქართველი მომხმარებლების მიერ გატესტილია Xapo და CEX.IO. Xapo გთავაზობთ პლასტიკური ბარათის მიღების ოპციას, რისი საშუალებითაც შეძლებთ ანგარიშიდან Bitcoin-ის გამოტანას. სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა პერსონალური ინფორმაციის ვალიდაცია და ბარათის შეკვეთა. CEX.IO არის როგორც BTC-ს (ასევე Ethereum-ის) შესყიდვისა და განაღდების საშუალება, ასევე ბირჟაც. აქაც საჭიროა პერსონალური ინფორმაციის ვალიდაცია და თქვენი საბანკო ბარათის მიბმა, რომელზეც მოხდება თანხის დარიცხვა კრიპტოვალუტის განაღდების შემდეგ. გარდა ამისა, კარგი რეპუტაციის მქონე ბირჟებია Poloniex, Bitfinex, Bittrex, CoinBase... დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ CryptoCompare.com-ზე უსაფრთხოების მიზნით, ნებისმიერ სერვისზე რეკომედირებულია, ჩართოთ დაცვის ყველა შესაძლო სისტემა, როგორიცაა გადარიცხვების ვალიდაცია, ორფაქტორიანი ავტორიზაცია და ა.შ.
  10. დღესდღეობით Bitcoin-ის მაინინგი ხდება სპეციალური მოწყობილობებით, ASIC-ებით, რომლებიც ძალიან ეფექტურია ამ საქმეში. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ASIC Miner არის BITMAIN AntMiner S9, რომლის ჰეშრეიტიც 13.5 TH/s-ია და თუ არ ჩავთვლით ელ. ენერგიის მოხმარებას, დღეში 11-12$-ის ექვივალენტ BTC-ს გამოიმუშავებს. ამ მაინერს სჭირდება კვების ბლოკიც, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ მწარმოებლის საიტზევე, ან იყიდოთ სხვაგან. Bitcoin მაინინგის მოგების გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორები, მაგ: CryptoCompare. გარდა ამისა, მაინინგის დასაწყებად დაგჭირდებათ ბირკოინის საფულე (ზოგიერთი მათგანის შედარება შეგიძლიათ ნახოთ აქ), მაინინგ პროგრამა და მაინინგის პულში გაწევრიანება. მაინინგ პულების სია და მათი შედარება შეგიძლიათ ნახოთ Bitcoin Wiki-ზე. ასევე გირჩევთ გაეცნოთ მაინინგ პულების შესახებ ამ პოსტს, BitcoinTalk ფორუმზე. ბიტკოინის მაინინგისას, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ალგორითმის სირთულის ზრდის ტემპი და თქვენი შესაძლო მოგება ამის მიხედვით გამოთვალოთ. რეკომენდირებულია, რომ ASIC-ები გამოსვლისთანავე იყიდოთ, რადგან, როგორც წესი, ისინი ძალიან სწრაფად ქრებიან (ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია ყიდულობს) და ეშვებიან მაინინგში, რასაც სირთულის კიდევ უფრო დიდი ზრდა მოყვება და რეალურად, გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენი ახალი მოდელის მაინერი მომგებიანი აღარაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოტკოინის მაინინგი პროფესიონალურ დონეზე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს Bitfury Group-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო მაინინგ კომპანიაა. მათ საქართველოში ააშენეს ორი მაინინგ დატაცენტრი, ერთი გორში, ხოლო მეორე - გლდანში. ქართული დატაცენტრის მშენებლობის თაიმლაპს ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე ნახოთ. დამატებითი განმარტებები ბიტკოინის მაინინგზე და ვიზუალური ინფოგრაფიკა ქვედა პოსტშია მოცემული.
  11. Bitcoin (BTC) - კრიპტოვალუტების დოლარია, ყველაზე მარადმწვანე კრიპტოვალუტა. ბიტკოინი 2009 წელს შექმნა Satoshi Nakamoto-მ. სისტემა peer-to-peer ტექნოლოგიას იყენებს და ტრანზაქციები ხდება პირდაპირ მომხმარებლებს შორის, შუამავლის გარეშე. ტრანზაქციები მომწმდება ბიტკოინის ქსელის მონაწილეების (მაინერების) მიერ და ხდება მათი ჩაწერა "საჯარო რეესტრში", რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. იმის გამო, რომ სისტემა მუშაობს ყოველგვარი "ცენტრალური ბანკის" გარეშე, ბიტკოინი ცნობილია, როგორც პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. ბიტკოინის გამომუშავება/შექმნა ხდება მაინინგის საშუალებით, თუმცა იგი ასევე ივაჭრება ბირჟებზე და მისი საშუალებით თანხის გადახდა უკვე უამრავ ადგილასაა შესაძლებელი. Bitcoin-ის დაგროვება შესაძლებელია როგორც საფულეში, ასევე ბირჟების ანგარიშებზე (რაც არ არის რეკომენდირებული). ოფიციალური საფულეა Bitcoin Core, რომლის გადმოწერაც აქედან შეგიძლიათ. Bitcoin-ის ყიდვა/გაყიდვა შეიძლება ბირჟებზე, როგორიცაა მაგალითად, poloniex.com, bitfinex.com, cex.io და ა.შ. დღეისათვის 1 ბიტკოინის ფასი 2500$-ს უტოლდება, ხოლო მიმოქცევაში 16 მილიონი ბიტკოინია (BTC-ს ალგორითმში ჩადებულია შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მაქსიმუმ 21 მილიონი ბიტკოინი შეიძლება იყოს მიმოქცევაში. დღევანდელი გათვლით, ამ რიცხვს 2140 წელს მივაღწევთ).
  12. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია Ethereum-ისა და Zcash-ის მაინინგი, ასევე პოპულარული და მომგებიანია Ethereum Classic-იც. GPU მაინინგისთვის, სახელიდან გამომდინარე, ყველა მნიშნველოვანი ვიდეო ბარათებია, თავისთავად, თუმცა სხვა ნაწილებსაც სწორად უნდა შერჩევა, რათა არ დავხარჯოთ ზედმეტი ფული და მაქსიმალურად ეფექტური მაინინგ რიგი მივიღოთ. აღსანიშნავია, რომ Ethereum-ის მაინინგისთვის საჭიროა ვიდეო დაფა 3 გბ და მეტი ოპერატიული მეხსიერებით. თუ ახლა აწყობთ რიგს და ვიდეო დაფები უნდა შეიძინოთ, გირჩევდით, რომ 4 გბ+ ვიდეო დაფები იყიდოთ. ვიდეო დაფა უმეტესობა თანამედროვე საშუალო და ზედა კლასის ვიდეო დაფა გამოსადეგია მაინინგისთვის. NVIDIA: GTX 1050 Ti, GTX 1060, GTX 1070, GTX 1080 (არა Ethereum-ისთვის), GTX 1080 Ti AMD: R9 290(X) სერია, R9 390(X) სერია, RX 460, 470, 480, RX 560, 570, 580 კონკრეტული კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ჰეშრეიტები და საუკეთესო ვიდეო დაფის შესარჩევად დამატებით იკითხეთ აღნიშნული კრიპტოვალუტის ან ამავე ტოპიკში. დედა დაფა დედა დაფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ბევრი PCI-Express და M.2 სლოტები (ვიყენებთ M.2 to PCI-Express გადამყვანებს დამატებითი სლოტების რეალიზაციისთვის). იდეაში, თუ გაქვთ, ძველ, LGA 775-ის დროინდელ დედა დაფაზეც კი შეგიძლიათ ააწყოთ რიგი. რამდენიმე კარგი დედა დაფა: ASUS PRIME H270-PLUS - 6 PCI-E + 2 M.2 სლოტი (როგორც წესი, განბაჟების ზღვარს ქვემოთაა ფასი - 105-120$, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია) ASUS PRIME Z270-A - 7 PCI-E + 2 M.2 სლოტი MSI Z170A Gaming Pro Carbon - 7 PCI-E + 1 M.2 სლოტი GIGABYTE GA-Z270P-D3 - 6 PCI-E + 1 M.2 სლოტი (ფასი განბაჟების ზღვარს ქვემოთაა) Asrock H110 Pro BTC+ - 13 PCI-E + 1 M.2 სლოტი (სპეციალურად მაინინგისთვის შექმნილი მობო) Biostar Motherboard TB250-BTC PRO - 12 PCI-E სლოტი (სპეციალურად მაინინგისთვის შექმნილი მობო) გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ბევრი სხვა დედა დაფაც გამოიყენოთ, როგორც იაფიანი, ასევე ტოპ-მოდელიც. პროცესორი პროცესორის სიმძლავრე GPU მაინინგისთვის უმნიშნვნელოა, შესაბამისად, უპრობლემოდ იმუშავებს ნებისმიერი, მაგალითად, Celeron-ებიც. Intel Celeron G3930 - 40-45$ ოპერატიული მეხსიერება 4 GB და ზემოთ, არაფერი განსაკუთრებული კვების ბლოკი ეს საკითხი ძალიან მნიშნვნელოვანია. ეცადეთ იყიდოთ 80 Plus Gold კვების ბლოკი მაინც, კარგი რეგულაციით, ეფექტური ენერგომოხმარებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი კარგი და გატესტილია EVGA Supernova სერია. მათ შორის, 850 ვატიანების ყიდვა შეიძლება განბაჟების ზღვარს ქვემოთაც. რამდენიმე კვების ბლოკის სინქრონში მუშაობისთვის სასურველია (არა სავალდებულო, მაგრამ საკმაოდ სასურველი) შეიძინოთ Add2Psu მოწყობილობა: http://www.add2psu.com/store/ გარდა ამისა, საკმაოდ პოპულარული და იაფია სერვერებისთვის განკუთვნილი მეორადი კვების ბლოკის გამოყენება მაინინგისთვის. ამ საკითხზე შეგიძლიათ გაეცნოთ ტოპიკს ამავე განყოფილებაში: სერვერული კვების (HP DPS-1200FB) გადაკეთება მაინინგისათვის რაიზერები რაიზერი ე.წ. PCI-Express სლოტის დამაგრძელებელია. საუკეთესო ვარიანტია 006C ტიპის რაიზერები, 6-პინიანი კვების კაბელით. რაიზერის კომპლექტი 4 ნაწილისგან შედგება: PCI-E x1 ნაწილი, რომელიც დედა დაფაზე ჯდება, PCI-E x16 ნაწილი, რომელიც ვიდეო დაფას უერთდება, USB 3.0 კაბელი, რომელიც x1 და x16 ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან (აღსანიშნავია, რომ კავშირის პროტოკოლი USB 3.0 არ არის), კვების კაბელი. 006C ვერსიის რაიზერი Amazon-ზე M.2 სლოტის PCI-Express-ზე გადამყვანი M.2 რეალურად PCI-Express-ია, უბრალოდ სხვა ფორმის. შესაბამისად, მისთვის არსებობს გადამყვანებიც, რომლებსაც ვაერთებთ M.2-ში და ვიღებთ სრულად ფუნქციონალურ PCI-Express სლოტს. KNACRO PCI-E 4X(64Pin) To NGFF(M.2) Key M Adapter (გატესტილი და მუშა ადაპტერი) აღსანიშნავია, რომ თუ ამ ადაპტერში რაიზერს ვაერთებთ, M.2 ადაპტერის კვების კაბელის შეერთება საჭირო არაა. სასარგებლო რჩევები ვიდეო დაფები საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარენ PCI-Express სლოტიდან და შესაბამისად, რაიზერებიდან. აქედან გამომდინარე, თუ რაიზერების გამოსაკვებად იყენებთ SATA/Molex კვების კაბელებს, თითოეულ კაბელების ჯაჭვზე (კვების ბლოკიდან გამომავალ სატა/მოლექს კაბელიც კონექტორების ნაკრებზე) არ დააერთოთ 2 რაიზერზე მეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ სიტუაციას, როდესაც კაბელები გაცხელდება და შეიძლება დაიწვას კიდეც. ოვერქლოქინგისას, როდესაც მაინერს გათიშავთ და სიხშირეს მოუმატებთ/დააკლებთ GPU-ებს, სისტემა დაარესტარტეთ. ხშირად DAG ფაილი არ იწმინდება ვიდეო დაფის მეხსიერებიდან, მაინერის ხელახალი გაშვებისას შეცდომები ვარდება და არასწორად გგონიათ, რომ ოვერქლოქი არასტაბილურია. ამიტომ, მოუმატეთ/დააკლეთ სიხშირე, დაარესტარტეთ, გაუშვით მაინერი და არასწორი შეარები (Incorrect Shares) აკონტროლეთ. არასწორი შეარები არასტაბილური ოვერქლოქის პირველი მაჩვენებელია. რაიზერები ყველა ჩინური ნაწარმია და ხშირად ხარისხის პრობლემაა. ხანდახან X1 სლოტის ნაწილი თხელია და სლოტში მყარად არ ჯდება, ხანდახან კაბელი არ ვარგა, ხანდახან თვითონ რაიზერი ბრაკია... ამიტომ, რაიზერები ყოველთვის ზედმეტობით იყიდეთ ხოლმე, თუ უცხოეთიდან ყიდულობთ.
  13. რეზერვირებულია
  14. რეზერვირებულია Monero (XMR) მაინინგ ჰარდვეარის შედარება (ჰეშრეიტები): https://docs.google.com/spreadsheets/u/1/d/t_usoLpWsHq7K6-PeYXigCw/htmlview#
  15. Ethereum (ETH) მაინინგისთვის გამოიყენება ვიდეო ბარათები. მისი ალგორითმი ისეა შექმნილი, რომ მისთვის ე.წ. ბოთლის ყელი არის ოპერატიული მეხსიერება. იმის გამო, რომ დღეისთვის არსებული საუკეთესო ოპ. მეხსიერებები ვიდეო ბარათებში გამოიყენება, Ethereum-ისთვის ASIC-ის შექმნას აზრი არ აქვს, რადგან მას უპირატესობა არ ექნება GPU-სთან მიმართებაში. Ethereum-ის მაინინგი შეიძლება სოლო-ზეც და პულშიც. სოლო მაინინგს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი მაინინგ ჰარდვეარის სიმძლავრე საკმაოდ დიდია, სხვა შემთხვევაში გირჩევთ პულში გაწევრიანდეთ. პოპულარული პულები: EtherMine: https://ethermine.org ანონიმური პული. უთითებთ მხოლოდ Ethereum-ის საფულის მისამართს, რომელზეც გერიცხებათ კრიპტოვალუტა. გამოიყენება PPLNS სისტემა (განმარტება ქვემოთ). პულის წილი - 1%. აქვს ელ-ფოსტაზე შეტყობინებების გამოგზავნის საშუალება, მაინერის გათიშვის ან ე.წ. "ცუდი შეარების" დიდი რაოდენობის დაფიქსირების შემთხვევაში. Nanopool: https://nanopool.org ანონიმური პული. უთითებთ მხოლოდ Ethereum-ის საფულის მისამართს, რომელზეც გერიცხებათ კრიპტოვალუტა. გამოიყენება PPLNS სისტემა. პულის წილი - 1% MinerGate: https://minergate.com გამომუშავებული კრიპტოვალუტა გიგროვდებათ თქვენს MinerGate-ის ექაუნთში, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენს საფულეზე. პული მუშაობს PPS და PPLNS სისტემაზე, წილიც შესაბამისად არის 1.5% და 1%. გარდა Ethereum-ისა, MinerGate-ზე სხვა ბევრი კრიპტოვალუტაც შეგიძლიათ მოიპოვოთ. NiceHash: https://www.nicehash.com ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი დამწყებთათვის. NiceHash-ით მაინინგის დაწყება ძალიან მარტივია (აქვს თავისივე პროგრამა) და სხვებისგან ცოტა განსხვავებული - ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კრიპტოვალუტას მოიპოვებთ, NiceHash-ს იგი გადაყავს Bitcoin-ებში და პერიოდულად გირიცხავთ თქვენს Bitcoin საფულეზე ან თვითონ NiceHash-ის ექაუნთში არსებულ Bitcoin საფულეზე. კარგი ისაა, რომ დამწყებებს არ სჭირდებათ დამაბითი საფულეების შექმნა და ვალუტების კონვერტაცია, ყველაფერს იღებენ Bitcoin-ის სახით. ასევე NiceHash-ს აქვს ბევრი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა. მინუსი პულის წილია, რაც საკმაოდ მაღალია - 3%. განსხვავება PPS და PPLNS გადახდის მეთოდებს შორის: PPLNS - Pay Per Last N Shares: გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობას ითვლის ბოლო გაგზავნილი შეარების წილის მიხედვით + ითვალისწინებს "იღბლის" ფაქტორსაც. შედეგად, საბოლოო გადახდებს შორის სხვაობა დაახლოებით 30%-ს აღწევს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში PPLNS მეთოდი დაახლოებით 5%-ით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე PPS მეთოდი. PPS - Pay Per Share: სტანდარტული გადახდის მეთოდი შეარების წილის მიხედვით, "იღბლის" ფაქტორის გარეშე. გამოიმუშავებს დაახლოებით 5%-ით ნაკლებს ვიდრე PPLNS. მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფა მაინინგისთვის ასევე საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაც. NiceHash-ს თავისი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, MinerGate-ს აქვს თავისიც და აქვს სხვების მხარდაჭერაც. EtherMine-ზე აუცილებლად დაგჭირდებათ ცალკე პროგრამა. პუპულარული პროგრამები: Claymore's Dual Ethereum AMD+NVIDIA GPU Miner - ერთ-ერთი საუკეთესო მაინერი. წარმადობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. აქვს სხვადასხვა ვალუტების მხარდაჭერა და დაშორებული მონიტორინგისა და მენეჯმენტის საშუალებები. აქვს დუალ მაინინგის მხარდაჭერაც, რაც საშუალებას გაძლევთ Ethereum-თან ერთად ამაინინგოთ სხვა კრიპტოვალუტაც, მაგ: Decred, Siacoin, Pascal... და კიდევ უფრო გაზარდოთ მოგება. MinerGate: MinerGate-ის მაინერი. მხარდაჭერილია მხოლოდ MinerGate-ის პულები. ethminer: https://github.com/Genoil/cpp-ethereum/ QtMiner: http://ethpool.org/downloads/qtminer.zip ვიდეო დაფების ჰეშრეიტი დადეთ თქვენი შედეგებიც და განვაახლოთ სია პერიოდულად
  16. კვებების გადაბმა მარტივად შესაძლებელია, როგორც ზემოთ დაწერეს ბიჭებმა, მაგრამ მაინინგის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რიგის გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობისთვის, რომ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ნორმები ისეთ შემთხვევებისას, როგორიცაა მაგალითად მუშა პროცესში ერთ-ერთი კვების სიკვდილი. კვებების გადასაბმელად ყველაზე უსაფრთხო ეს მოწყობილობაა: http://www.add2psu.com/store/ რიგის აწყობისას ასევე გათვალისწინება უნდა იმას, რომ ორი კვების შემთხვევაში რაიზერები კვებოთ მხოლოდ მთავარი PSU-დან, რომელიც მაზერსაც კვებავს.
  17. ღირს და ჩემი აზრით, უკვე გარკვეულწილად დაგვიანებულიცაა, Ethereum და Zcash-ის გადასახედიდან იმიტომ, რომ მასობრივად მიაწყდა ხალხი და სირთულე იზრდება სასტიკი სისწრაფით. თუმცა, ასეც და ისეც, დღესდღეობით რამდენიმე პერსპექტიული კრიპტოვალუტა არის და ღირს ინვესტიცია. ვინც ადრე გააკეთა ფერმები, ის უფრო მოგებულია, თავისთავად, თუმცა ახლაც არაა გვიანი. ვიდეო კარტებს რაც შეეხება, 400$-ების და მეტის გადახდა RX470/480/570/580-ებში არის სისულელე. 400$-ად ჩაუჯდეთ უნდა და Amazon/Newegg-ზე იდება GTX 1070-ები, რომელიც გაცილებით უკეთესია. ცოტა ჰეშრეიტითაც ETH-ზე, ZEC-ზე გაცილებით და მომავალში, გაყიდვა რომ მოგინდეთ, GTX 1070 თავის ფასს უფრო შეინარჩუნებს გეიმინგის კუთხით, თავისთავად. თორემ აგერ ვხედავ მაიმარკეტზე და იბეიზე იდება გაუგონარ ფასად RX-ები და ყიდულობს ხალხი Monero (XMR) არის კიდევ საინტერესო ვალუტა სამაინინგოდ, ETH-ს POS-ზე გადასვლის შემდეგ შეიძლება Ethereum Classic-იც მოიხოდოს. რეალურად, მთავარია, რომ ტრენდები შევამჩნიოთ დროზე და არ გამოგვეპაროს სიახლეები. მაგალითად, როცა Microsoft-მა Azure-ში Blockchain as a Service გააკეთა Ethereum-ის ბაზაზე ან როცა JP Morgan ჩაერთო იგივე ETH-ში, როცა სმარტ კონტრაქტები მოიხოდა ETH-ზე და ა.შ. რაღაცები მეც მაგალითად ძალიან, ძალიან გამოტოვებული მაქვს და ძალიან ვნანობ, მაგრამ რას იზამ Bitcoin მაგალითად პირველად 2010-ში ვნახე, 5 ცენტიც არ ღირდა მგონი. ვაპირებდი ვითომ ესე 20 ლარისა მეყიდა და დამენანა. თან ვიფიქრე, რა არის ეს, რა სისულელეა მეთქი. მაშინ რომ 20 ლარის ბიტკოინი მეყიდა, დღეს იქნებოდა 375000$-ის ღირებულების ეგ ყველაფერი. ჩემი შემდეგი მიბმუნება ბიტკოინთან იყო მაშინ, როცა 1$ ღირდა. და რომ შევხედე, აჰა, ხომ ვთქვი სისულელეა მეთქი. არადა, ვერ გავაცნობიერე, რომ 5 ცენტიდან 100 ცენტამდე, 20-ჯერ მოიმატა ფასმა და ის ჩემი 20 ლარი 400 ლარი გახდებოდა. მოკლედ, სხვანაირად და სხვა რამეებზე ვფიქრობდი მაშინ. ETH-ც არ მეგონა თუ ასე მოიხოდებოდა. ძალიან დიდი ხანი იყო 10$-ის ნიშნულზე და მნიშვნელოვანი სიახლეებიც გამოვტოვე და დროულად არ ჩავეძიე ETH-ს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კრიპტოვალუტები არის და იქნება აუცილებლად. ახლებიც შეიქმნება კიდევ და არსებულებიც გაძლიერდება. მთავარია, რომ სიტუაცია სწორად შევაფასოთ ხოლმე და იგივე ინვესტიციისთვის ხელსაყრელი მომენტები არ გამოვტოვოთ.
  18. ოკ, ვნახავ რა შეიძლება ეშველოს მაგას.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.