Jump to content

EVGA GeForce GTX 580 Classified


Recommended Posts

EVGA-მ დაასრულა დიზაინერული სამუშაოები მაღალ-მოდერნიზებულ GeForce GTX 580 Classified გრაფიკულ ბარათზე, რომელიც თავდაპირველადვე მზადდებოდა მაღალი წარმადობის მოყვარულების, სიხშირეების ზრდასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტების მიმდევრების, გეიმერებისა და ოვერქლოქერებისთვის.

ახლახანს კი, მის საიტზე გაჩნდა შეტყობინება ამ პროდუქტების გამოშვების შესახებ, რომლის შექმნაშიც მონაწილეობას იღებდნენ ოვერქლოქინგის ცნობილი ენთუზიასტები.

GeForce GTX 580 Classified მოდელები (3 გბ მეხსიერებით აღჭურვილმა, 600$ ღირებულების მოდიფიკაციამ მიიღო ნომერი 03G-P3-1588-AR, ხოლო 1,5 გბ და 550$-იანმა კი 015-P3-1586-AR) არიან ჰაერის გაგრილებით, მათ მიიღეს 80 მმ-იანი ფენი, რომლის ეფექტურობის დონეც, მწარმოებლის სიტყვებით, რეფერენსულთან შედარებით, 30%-ით უფრო მაღალია. აჩქარების დიდი პოტენციალი ასევე განპირობებულია მრავალფაზიანი კვების ქვესისტემით (14+3 ფაზა) და მაღალხარისხიანი კომპონენტებით.

Xntf6OSS.jpg

EVGA GeForce GTX 580 Classified Hydro Copper მოდელიც ორ ვარიანტშია ხელმისაწვდომი: 3 გბ მეხსიერების მქონე და 730$-ად ღირებული ბარათი და 1,5 გბ-იანი, 680$-ად. მათ გააჩნიათ წყ^ის ბლოკი, რომელიც გათვლილია 1/2 ან 3/8 დუიმის ტიპის შლანგის შეერთებისთვის.

046b76b6af59a79582966f5e291ffd39.jpg

ბარათის უკანა მხარეს განლაგებულია მეტალის ფირფიტა, რომელიც ზრდის კონსტრუქციის სიმყარეს და აუმჯობესებს გაგრილებას.

d67c563c2b6af9ea5cf4fd4a0474098a.jpg

ყველა მოდელის სიხშირეები იდენტურია. GPU-ს ეს მაჩვენებელი შეადგენს 855 მჰზ-ს, შეიდერ ბლოკისთვის - 1710-ს, მეხსიერებისთვის კი - 4212-ს. ისინი აღჭურვილნი არიან DVI-I-პორტებით, ხოლო მათი სიგრძე კი - 280 მმ-ია. მხარდაჭერილია მრავალპროცესორიან კონფიგურაციებთან მუშაობა, 4-Way SLI-ის ჩათვლით.

1974ead1a23310658490c3526d4c0dc5.jpg

გარდა ამ პროდუქტებისა, სერიაში აგრეთვე შევიდა ექსტრემალური აჩქარებისთვის განკუთვნილი ნაკრები Extreme Cooling Bracket for GTX 580 Classified (100-LN-G580-KR), რომლის ღირებულებაც 30$-ია.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

იშვიათი სიმახინჯეა. მაგრამ პერფორმანსი კარგი ექნება

  • Upvote 1
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

იშვიათი სიმახინჯეა. მაგრამ პერფორმანსი კარგი ექნება

გინდა გესაუბრო ჭეშმარიტ ოვექრლოქინგზე? :D

Link to comment
Share on other sites

  • 5 weeks later...

რა შუაშია ჭეშმარიტი ოვერქლოგინგი დიზაინი აქ კატასტროფა თორე PCBს რეკონსტრუქცია ბევრ რამეს მისცემს ამ კარტას. ფუ რას გავს :D

Link to comment
Share on other sites

ინტელის პროცესორების დიზაინი მოგწონს უფრო თუ AMD? :P

უხეშად რომ შევადაროთ

ამ ორ ვიდეოს შორის (ვიდი იგულისხმება)

Video_Card.jpg

msi_r4890_cyclone_video_card_1.jpg

რომ დავრწმნდე რომ პირველი ჯობია

პირველს ავიღებ და არა მეორე

ლამაზს

ეს უხეშად ვადარებ

პირობითად

Link to comment
Share on other sites

ოოო კაი რამე იქნება სარაზგონოდ და რეკორდებიც მოიხსნება მგონი

Link to comment
Share on other sites

მემგონი საერთოდ გადაიფიქრა გამოშვება

ოფიციალურ საიტზე საერთოდ არაფერს წერს ამ ვიდეოზე

Link to comment
Share on other sites

eVGA GeForce GTX 580 Classied launches http://guru3d.com/news/evga-geforce-gtx-580-classied-launches-/

Link to comment
Share on other sites

X-treme user

პოსტს გაანახლებ თუ ახალი თემა დავწერო ? სიმართლე გითხრა მეზარება ამიტომ იქნებ გაანახლო და ჩაამატო მონაცემები ? :D

Link to comment
Share on other sites

ამ კარტის ანონსი რუსულათ http://www.3dnews.ru/news/617436/

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

eVGA GeForce GTX 580 Classified review http://www.guru3d.com/article/evga-geforce-gtx-580-classified-review/

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

EVGA GeForce GTX 580 Classified Ultra graphics cards http://guru3d.com/news/evga-geforce-gtx-580-classified-ultra-graphics-cards-/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.