Jump to content

Home server


LEON

Recommended Posts

მოკლედ ერთი საინტერესო იდეა მომივიდა თავში. ჩვენს ფორუმზე თავზე საყრელადაა გამოსადეგი და შეიძლება ითქვა must have გასათვალისწინებელი თემები. ამ ბოლო დროს დამაინტერესა შემდეგმა:

ყველა დამეთანხმება, რომ რაღაც მომენტში სახლში ყოველდღიურად გამოსაყენებელ კომპიუტერში ათასობით ფაილის ჩაყრა, რომელიც შეიძლება თვეში ერთხელ დაგჭირდეს, ელემენტარულად მოუხერხებელია. ამის პანაცეად ე.წ. Home FTP server მიიჩნევა. ჰოდა თქვენ მონა-მორჩილს აინტერესებს როგორ უნდა აიწყოს ეს სისტემა, რომელიც მოიცავს ჰარდს + ქსელი. ჩემთვის არ მინდა (ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში), უბრალოდ მსურს F.A.Q. ან რამე მსგავსი დავწერო. რაღაც დონეზე კი ვიცი ასეთი საკითხები, თუმცა სერვერი ისეთი რამეა, უეჭველი არ იმუშავებს თუ მცირედი რამ მაინც შეგეშლება მის გამართვაში.

ტაქს, დავიწყოთ:

1. რომელი ოპ. სისტემაა რეკომენდირებული მოცემულ შემთხვევაში?

2. უსაფრთხოების პარამეტრების გაწერა რამდენად საჭიროა (firewall-ები და ა.შ)?

3. კაბელით დაკავშირება (RJ45) თუ Wireless?

4. მაგალითისთვის ავიღოთ ეს ჰარდი და რამდენად ეყოფა იგი ამ ტიპის სერვერს?

CPU: AMD Athlon II X2 240 Regor 2.8GHz Socket AM3

M/B: Foxconn M61PMP-K AM3 NVIDIA MCP61P Micro ATX

RAM: CORSAIR 4GB (2 x 2GB) 240-Pin DDR3 SDRAM DDR3 1333

5. ამ ჰარდის პირობებში რამდენად შესაძლებელი იქნება სახლის პირობებში სატესტო ჰოსტინგის მოწყობა ვებ-გვერდების ტესტირებისთვის. (სავარჯიშოდ, სატესტოდ, სასწავლად)

----------------------------------------------------------------------------------------------

აბა გისმენთ :)

Link to comment
Share on other sites

4/5.სატესტოდ გამოდგება ანუ თუ დიდი დატვირთვა არ ექნება საიტს როცა სერვერზეა საუბარი

3.რა თქმა უნდა კაბელი

2.firewallში უნდა გაწერო ყველა ის პორტი რაც პოტენციურ საფთხეს უქმნის შენ სერვერს

1.ოპ.სისტემა გააჩნია როგორი ტესტს აპირებ შენ თუ გინდა რო ლოკალზე გატესტო საიტები სანამ ვებში გაუშვებ ნებისმიერი ვინდი გამგადგება დააყენებ localhostს და ეგაა ტესტე რამდენიც გინდა ხოლო თუ ჰოსტინგი გინდა გააკეთო და კონფიგურაციას სწავლობ მასინ ლინუქსი

Link to comment
Share on other sites

Home Server-ისთვის Microsoft-მა გამოუშვა ზუსტად Windows Homeserver

(შესაძლოა სატესტო ვერსიის გადმოწერა და მერე დაკრკვა)

სპეციალურად სახლის პირობებში გამოსაყენებლად, შედარებით გამარტივებულია სერვერის კონფიგურაცია, კარგად იმუშავებს მოცემულ ჰარდზე

Microsoft-ის საიტზე შეგიძლია ნახო დეტალური ინფორმაცია და Guide-ბი

Link to comment
Share on other sites

რისთვის აპირებ ლეონ მითხარი და შეძლებისდაგვარად დაგეხმარები

ჯერ არაფრისთვის. ზოგადად ცოდნის შევსება მინდა მაგ საკითხში

Home Server-ისთვის Microsoft-მა გამოუშვა ზუსტად Windows Homeserver

(შესაძლოა სატესტო ვერსიის გადმოწერა და მერე დაკრკვა)

სპეციალურად სახლის პირობებში გამოსაყენებლად, შედარებით გამარტივებულია სერვერის კონფიგურაცია, კარგად იმუშავებს მოცემულ ჰარდზე

Microsoft-ის საიტზე შეგიძლია ნახო დეტალური ინფორმაცია და Guide-ბი

მადლობა, გიო. აუცილებლად გადავხედავ :)

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.