Jump to content

Envision-ის Full HD მონიტორები


Recommended Posts

კალიფორნიულმა კომპანია Envision-მა წარმოადგინა მონიტორების ახალი ხაზი, რომელიც გამოირჩევა მცირე სისქით, არც თუ ურიგო მახასიათებლებითა და ხელმისაწვდომი ფასით. სულ გამოშვებულ იქნა 4 მოდელი: P2473whL, P2473wL, P2273whL, 2273wL, მათგან პირველი წყვილის ეკრანის დიაგონალი შეადგენს 23,6, ხოლო მეორისა კი - 21,5 დუიმს.

36cf95f77e2b71f497a39bc27e52b983.jpg

2844790ab6b39dc7c86835f19d6996d8.jpg

დისპლეების ძირითადი მონაცემები კი იდენტურია:



  • ეკრანის გაფართოება - Full HD 1920×1080;
  • ფერთა გადმოცემა - 16,7 მლნ შეფერილობა;
  • შუქდიოდური განათება, პრიალა ეკრანი;
  • სიკაშკაშე - 250 კ/მ2;
  • დინამიური კონტრასტულობა - 50 მლნ :1;
  • გამოხმაურების დრო - 5 მ/წმ;
  • ხედვის კუთხეები - 170/160° ჰორიზონტალურ/ვერტიკალურად;
  • ენერგომოხმარება - 30 ვ, 1 ვ-მდე მომლოდინე რეჟიმში;
  • ვიდეოგასასვლელები D-SUB და DVI;
  • VESA სამაგრი.

11de18b7a0bcc2d57d07bcea1ec9b3fa.jpg

d30036265678be114c4c633dabf10155.jpg

სახელწოდებაში whL მარკირებიანი მოდელები გამოირჩევიან DHCP-ის მხარდაჭერის მქონე HDMI პორტით და წყვილ ინტეგრირებულ 2 ვ-იანი დინამიკებით. მონიტორებში გამოყენებულია II თაობის ჩვენების საფირმო ტექნოლოგია Envision Display Engine, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეომასალის ვიზუალურ აღქმას - სიმკვეთრის, ფერთა სიმდიდრისა და გამის ავტომატური მომართვით.

Envision 73 სერია რუსულ ბაზრებზე ცოტა ხანში გამოჩნდება.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

კი ტნ მატრიცაზე იქნებიან და ლედ ბაკლაითზე ეგ მოდელები

Link to comment
Share on other sites

ეგ რა ფირმაა ?... არასდროს არ გამიგია !... და რატომ ააქვთ ამ ახალ მონიტორებს 5მ/წმ

ჩემი 3 წლის Samsung syncMaster 226 cw - ს 2 მ/წმ აქვს !

Link to comment
Share on other sites

უმრავლესობა ტნ მატრიციან მონიტორებს 2 ან 5მს აქვთ ხოლმე ოტკლიკი, ჩემს 6მს-ი აქვს მაგრამ ჩემი ლამის 7 წლისაა მგონი და მალე მომიწევს შეცვლა ალბათ

Link to comment
Share on other sites

უმრავლესობა ტნ მატრიციან მონიტორებს 2 ან 5მს აქვთ ხოლმე ოტკლიკი, ჩემს 6მს-ი აქვს მაგრამ ჩემი ლამის 7 წლისაა მგონი და მალე მომიწევს შეცვლა ალბათ

ჰო მეც დროა უკვე გამოვცვალო !... არადა მაგრად ვარ მიჩვეული ამ მონიტორს და მეზარება ახლის ყიდვა...

Link to comment
Share on other sites

რუსული ფირმაა?

Link to comment
Share on other sites

ეგ რა ფირმაა ?... არასდროს არ გამიგია !... და რატომ ააქვთ ამ ახალ მონიტორებს 5მ/წმ

ჩემი 3 წლის Samsung syncMaster 226 cw - ს 2 მ/წმ აქვს !

Apple Cinema LED მონტორებს 10მს აქვთ და არ გაგიკვირდეს. სიმართლე რომ გითხრა დიდად ვერ ვამჩნევ 2მს-სა და 5მს-ს შორის განსხვავებას.

Link to comment
Share on other sites

ისე იმ ახალ მონიკებსაც კარგათ ქონიათ საქმე გეიმინგში 6-8მს რომ აქვთ იპს-VA ბიუჯეტურ მატრიცებზე ლედ ბეკლაითზე, ზატო ბენქსის 21.5 ინჩიანი პირველი მოდელი ყოფილა VA-ზე 5000:1 კონტრასტულობით, სხვათაშორის ბენქს motion picture acceleration გააჩნია და ეგ ეხმარებაო ინტენსიური სცენების დროს, ზატო მაგარი ჩვენება ქონია

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ჩვენამდეც მოაღწია ამ ფირმის მონიტორებმა უკვე.საკმაოდ კაი ფასი აქვს ერთ ერთ მაღაზიაში ,მონაცემებიც ჯიგრული,ვუზუალურადაც კაია, მარა ნეტა ხარისხი როგორია??..........

Monitor Envision 23" G2361

Envision

ფასი დღგ-ს ჩათვლით: 316 ლარი ....

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.