Jump to content

Darksider II-ის შემქმნელთა მოსაზრება PS3-სთან და Wii U-სთან დაკავშირებით


Recommended Posts

კომპანია Vigil Games-მა მრავალი გეიმერი გააოცა Darksider-ის ორიგინალური პროექტით. სინამდვილეში, დეველოპერი ახლა მუშაობს თამაშის შემდეგ ნაწილზე, რომელიც მომავალ წელს გამოვა თანამედროვე კონსოლებზე: PlayStation 3-ზე და X360-ზე, ასევე Nintendo-ს მომავალ პლათფორმაზე - Wii U-ზე.

vhgxo1jew9955pcuik6.jpg

ახლახანს, თამაშის რეჟისორმა მარვინ დონალდმა (Marvin Donald) ისაუბრა თამაშის ვერსიებზე სხვადასხვა კონსოლებისთვის და აღნიშნა, რომ Wii U მოიტანს გარკვეულ სიძნელეებს, რადგან Nintendo-ს ჯერ კიდევ არ დაუდგენია მოწყობილობის საბოლოო მონაცემებები - ისინი შესაძლოა შეიცვალოს ბოლო თვეების განმავლობაში.

"[Wii U] იქნება, როგორც მინიმუმ, შესაძლებლობებით [PS3] დონის, თუ მასზე მეტი არა. თუმცაღა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რადგან მოწყობილობის აპარატული მახასიათებლები ძალიან იცვლება, - აღნიშნა მან CVG-სთან ინტერვიუს მიცემისას. - ჩვენ ახლახანს მივიღეთ დეველოპერის იარაღის მეორე ვერსია და რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით Wii U-ს გამოსვლის თარიღი, შესაბამისად ჩვენთვის ასევე უცნობია, თუ რამდენ ხან გაგრძელებდება შექმნის პროცესი, როდის შეჩერდებიან და საბოლოოდ, რით დარჩებიან კმაყოფილები. ასე რომ, ეს ყველაფერი გარკვეულწილად ქმნის არასტაბილურობას ამ კონსოლთან მუშაობისას".

hve8k96x4bi6c0aohhoh.jpg

ბატონმა დონალდმა აღნიშნა, რომ Darksiders II მიიზიდავს Nintendo-ს გულშემატკივრებს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი, თამაშის პროცესით, ძალიან ჰგავს ძალინ პოპულარული სერიას, Legend of Zelda-ს, შექმნილი იაპონური დეველოპერის მიერ.

"მე ვიმედოვნებ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიყავით შთაგონებული Zelda-თი და გვიყვარს იგი, ძალიან დაგვეხმარება, - თქვა მან. - როდესაც ჩვენ რეკლამირებას ვუკეთებდით Darksiders-ს, ჩვენ ვაჩვენეთ მრავალი საბრძოლო სცენა, რომელმაც ხალხს თამაშზე არასწორი წარმოდგენა მისცა, თუ რაზე იქნება ეს თამაში. ახლა, როდესაც მას იცნობენ უკეთ, შესაძლოა ჩვენ გვეყოლება აუდიტორია Wii U-ზეც".

თუმცაღა, Nintendo-ს ახალი კონსოლი არ არის ერთადერთი პლათფორმა, რომელმაც პრობლემები მოუტანა Vigil Games-ს. ბატონმა დონალდმა რესურს Eurogamer-ს განუცხადა, რომ PlayStation 3-თან მუშაობა ბევრად უფრო ძნელია, რადგან იგი აიძულებს დეველოპერებს მიმართონ გარკვეულ გზებს, რათა თამაშს შეუნარჩუნონ სტაბილურობა.

6vlfumji5k4z5793lpc.gif

"მე არ ვარ ინჟინერი, მაგრამ ამის შესახებ მესმის მუდამ. ჩვენ იძულებულები ვართ ჩავიდინოთ სულელური საქციელები, მეხსიერების მართვის სფეროში. დავუშვათ, მე მხატვარი ვარ, მე მაქვს ძალიან დიდი ტექსტურები - ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან მე შეზღუდული ვარ X360-ის ჩარჩოებში; ტექსტურებს აქვთ 2048 გაფართოება და უნდა ჰქონდეთ 1024, და კიდევ უფრო ნაკლები. მაგრამ PlayStation 3-ზე შეზღუდვა ეხება სხვადასხვა კატეგორიებსაც და თუ მათგან ერთერთი არის ზედმეტი, ეს იწვევს სისტემასთან ბრძოლას. PS3 ასეთ ურთიერთობაში ბევრად უფრო მგრძნობიარეა. არის გარკვეული რამ, რომელთა რეალიზებაც უბრალოდ შეუძლებეალია, ან უნდა გააკეთო ისინი სხვაგვარად. კი, ეს შემაშფოთებელია", - აღნიშნა მან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, Vigil Games-ში დარწმუნებულები არიან, რომ Darksiders II გააოცებს მოთამაშეებს განურჩევლად პლათფორმებისა, რომლებზეც ეს თამაში მომავალ წელს გამოვა.

3DNews

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ისე მეც ვნახე ეგ ნიუსი, ნუ სონი3-ის პტატფორმაზე არაერთხელ უთქვამთ რომ რთულია თამაშების პორტირებაო და Wii U-ეც არ გამკვირვებია, ჯერ მითუმეტეს ხარდიც თუ არაა ცნობილი ბოლომდე

Link to comment
Share on other sites

ვიწვები დეველოპერების საცოდაობით :(

მადლობა ბერო თანადგომისათვის :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ვიწვები დეველოპერების საცოდაობით :(

განსაკუთრებიტ მაშინ ვიწვები ცოდვიტ როცა ახალ კაი თამაშში 70 ევროს ვიხდი და ვიცი რომ სულ ცოტა 1 000 000 გერმანიაშივე იყიდის ამ თამაშს კიდე და სხვა ქვეყნებზე არაფერს ვამბობ

Link to comment
Share on other sites

რავი პს-ზეც გამოდის ვითომ http://www.gamespot.com/pc/action/darksiders-ii/index.html?tag=result%3Btitle%3B2 ამაზონზე არ უწერიათ მაგრამ მაინც, ეხლა თუ გადაიფიქრეს არ ვიცი

Link to comment
Share on other sites

რავი პს-ზეც გამოდის ვითომ http://www.gamespot.com/pc/action/darksiders-ii/index.html?tag=result%3Btitle%3B2 ამაზონზე არ უწერიათ მაგრამ მაინც, ეხლა თუ გადაიფიქრეს არ ვიცი

წინა ნაწილი პც ზე დავხურე და იმედია გამოუშვებენ ამასაც

Link to comment
Share on other sites

ამ თამაშმა PC-ზე მოიპოვა აღიარება და მაყუთი და თუ PC-ზე არ გამოუშვეს მაგარი უნამუსოები ყოფილან :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

აუ ანუ პს ზე არ იქნება ეს იგრა? :( აუუუ თუ ეგრეა მაგრად გამიტყდება :((( არა და პირველი მევასა მაგრად იმენნა სლაშერია რა :D

Link to comment
Share on other sites

რავიცი ყველა საიტებზე უწერია პს პლატფორმა და პს-ზეც გამოდის მემგონი თორე აქამდე მოხსნიდნენ საიტებიდან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.