მიშა Posted May 31, 2011 Share Posted May 31, 2011 S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl 2007 წლის მარტში გამოვიდა. თამაშის მოქმედება ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება, სადაც ჩერნობილის ატომურ სადგურზე მეორე აფეთქება მოხდა. ამ ტერიტორიას "ზონა" ეწოდება. იგი სინამდვილეშიც არსებობს (რათქმაუნდა მუტანტებით, ანომალიებით და არტეფაქტებით არაა გამოვსებული) კიევის და ჟიტომირის ოლქებს მოიცავს: მისი ოფიციალური სახელწოდებაა "Зона відчуження Чорнобильської АЕС". იგი დახურულია: მასში მოხვედრა შეიძლება ტურისტის სახით, მაგრამ თუ გსურთ ატომური სადგურიც მოინახულოთ, რათქმაუნდა რამდენიმე ასეული მეტრის მანძილიდან, მოგიწევთ სპეციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომლის მიხედვითაც საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად აგებთ პასუხს... თამაშის სიუჟეტი სწორედ ЧАЕС-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარდება. მოთამაშის მიზანია გამოიკვლიოს "ზონა" და შეასრულოს თავისი მთავარი დავალება - იპოვოს სტალკერი, სახელად სტრელოკი და მოკლას იგი. მე $#^#(|დები თამაში რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შევაფასო... ესენია: ოპტიმიზაცია, გრაფიკა-ატმოსფერო (სიტუაცია), გეიმპლეი და სიუჟეტი. 1. ოპტიმიზაცია თამაშის 3D-ძრავი "X-Ray Engine"-ა. მას შეუძლია HDR რენდერინგი, პარალაქსური მეპინგი, მაღალხარისხოვანი განათებისა ჩრდილების შექმნა, დღე-ღამისა და ამინდის ცვლა. მოკლედ, ერთი შეხედვით კარგი რამაა, მაგრამ გარკვეული მინუსები რათქმაუნდა მასაც აქვს. პირველ რიგში ეს ეხება 3D სცენის ჩვენებას. ვეცდები უკეთ აგიხსნათ... ნებისმიერი ლოკაციის შემადგენელი ნაწილები, ობიექტები, ადამიანები, მუტანტები, ყველაფერი, არის ცალკე ფაილებად დაყოფილი და შენახული თამაშის ფოლდერში და იმისათვის, რომ X-Ray Engine-მა შექმნას ლოკაცია, მაგალითად "კორდონი" და "დასვას" სტალკერი ზედ, ძრავი იღებს "კორდონში" არსებულ ყველა ობიექტს, ანომალიას, არტეფაქტს, ბანდიტს, ბებერ სიდოროვიჩს, ყველაფერს, პატარა კენჭის ჩათვლით სათითაოდ იღებს, სვამს მისთვის გამოყოფილ ადგილზე, ადებს ტექსტურებს, განათებას და მხოლოდ ამის შემდეგ რთავს სცენას... სწორედ ამიტომაა, რომ თამაშის ჩატვირთვისას იწერება "Loading objects, Loading textures, Loading Client" და ა.შ. კონკრეტულად კორდონზე დაახლოებით 17500 ასეთი ობიექტია. რათქმაუნდა ამ ყველაფრის წაკითხვას, თავ-თავის ადგილზე მოთავსებას, ტექსტურის მიცემას და განათებას დრო სჭირდება. უხეშად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ თამაშობთ 3Ds Max-ში, რომელსაც აქვს "ტვინი". ასეთი 3D-ძრავი ოპტიმიზაციაზე ცუდ გავლენას ახდენს. მე მაგალითად ჩელს 8600GT-ზე 1024x768 მაქსიმალურ სეტინგებზე 28FPS მაქვს და "კრიტიკულ მომენტებში" (მაგალითად, როცა სცენა ბევრი "ცოცხალი" ობიექტით ივსება) 20-ს ქვემოთ ვარდება...არ ვიცი როგორ ითამაშებდნენ 2007 წელს მაშინდელ კონფიგებზე გეიმერები. მოკლედ ოპტიმიზაციაში 10-დან მხოლოდ 5-ის დაწერა შემიძლია. 2. გრაფიკა-ატმოსფერო გრაფიკის მხრივ თამაში საკმაოდ კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ კარგ გრაფიკაზე ითამაშოთ, კარგი კონფიგი დაგჭირდებათ. მაგრამ ეს ოპტიმიზაციის "ცოდვაა". სათამაშო სიტუაცია (ატმოსფერო) სრულად შეესაბამება "ზონას". შავბნელი, ნესტიანი, კომუნიზმის ნარჩენებზე აღმოცენებული, მუტანტებით და ბანდიტებით გატენილი ტერიტორია... ცოტაც და საზიზღარი სუნი გეცემა... ატმოსფეროს კიდევ უფრო აძლიერებს ამინდი... სხვათაშორის ამინდის ცვლილებისთვის სწრაფად თვალყურის დევნება შეგიძლიათ "*" ღილაკზე ხელის დაჭერით. ამით დრო აჩქარდება და უფრო სწრაფად შეავლებთ ამინდს თვალს... განსაკუთრებით კარგად იგძნობა "ზონა" პრიპიატში...ეს თამაშის სქრინებია: ეს კი ნამდვილი პრიპიატი მოკლედ, ამით თავს არ შეგაწყენთ... შემქმნელებს უდავოდ კარგად გამოუვიდათ მიწისქვეშეთის ლაბორატორიები - ხშირად მგონია, რომ უკნიდან ვიღაც მეპარება მაშინაც კი, როცა ვიცი, რომ ოთახში ვზივარ, კომპიუტერთან... კარგია ხმის რეჟისურაც. ვგულისხმობ არა სტალკერებს, არამედ გარემოს, ურჩხულებს, თუმცა ყველა მუტანტის ქმედების გამოცნობა და გვერდის ავლა, ასე თუ ისე შესაძლებელია...ერთი სიტყვით, ატმოსფეროს 8 ქულით ვაფასებ. 3. გეიმპლეი გეიმპლეიში არის როგორც 1PS-ის, ასევე RPG-ს ელემენტები, რაც თამაშს საინტერესოს ხდის, მაგრამ არის რამდენიმე ნაკლი, რასაც გვერდს ვერ ავუვლი. პირველ რიგში ეს არის "მკვდარი" სტალკერები. ანუ მათი მოქმედება არც ისე რეალურია მაგ. ბრძოლისას (რობოტებივით ტლანქები არიან), ან ბრძოლის შემდეგ, როდესაც წესით მადლობა უნდა გადაგიხადონ, მაგრამ "იარაღი შეინახეო" გეუბნებიან. გარდა ამისა არ მომწონს გადაადგილების სიჩქარე. კონკრეტულად - 60 კილოგრამით დატვირთული სტალკერი ძლივს მიღოღავს გინდ პრიპიატიდან, გინდ "ტვინის მწველიდან", გინდ "იარაღების საწყობიდან" ბარში, რომ გაყიდოს მთელი მისი "ავლა-დიდება". ასეთ მოგზაურობას დაახლოებით 10-15 წუთი მიაქვს. ბევრი ვიძახე, ავტომობილების ადგილი ამ თამაშში არაა-მეთქი, მაგრამ მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდა ყოფილიყო ან ავტომობილი, ან გადაადგილების სხვა რამ საშუალება... არ მომწონს მაქსიმალური ტვირთამწეობაც - 60 კილოგრამი. მოთამაშეს დიდი ხნის გატარება მოუწევს იმაზე ფიქრში, თუ რა წაიღოს და რა - არა. კიდევ არ მომწონს ლოკაციების ნახვის სიხშირე - თუკი დასაწყისში 10-ჯერ მაინც გიწევდა "ნაგავსაყრელზე" გავლა, თამაშის ბოლო ლოკაციები - რადარი, წითელი ტყე, პრიპიატი, ფაქტობრივად ერთჯერადი ტერიტორიებია, უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს, თუკი სიამოვნებისთვის არ თამაშობ. მეორეს მხრივ, თუკი თამაშის ფანი ხარ, შეგიძლია 1 თვე "იგულაო" ზონაში. ერთი სიტყვით, კაცია და გუნება, მაგრამ პრაგმატულად თუ მივუდგებით საკითხს, გეიმპლეი 6 ქულაზე მეტს ვერ ქაჩავს. 4. სიუჟეტი რაც შეეხება სიუჟეტს, ბურუსით მოცული "სტრელოკის" ვინაობა მაშინვე ირკვევა, როგორც კი ერთ-ერთი სტალკერი სწორედ ამ სახელით მოგმართავთ და მთელი ინტრიგა იმაში რჩება, თუ რატომ გაქვთ საკუთარი თავის მოკვლა ნაბრძანები. ბოლო ტურში, ЧАЕС-ზე ყოფნისას თამაშში აქტიურად ერთვება RPG ელემენტი, რომელიც წყვეტს თქვენს სამომავლო ბედს... თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ მონოლითთან და ჩაიფიქროთ სურვილი. ამის შემდეგ თამაში დასრულდება, ხოლო როგორი დასასრული ექნება მას - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თამაშობდით. მაგალითად: 1. თუკი მოგროვილი გქონდათ დიდი თანხა (30000), მაშინ სურვილი იქნება "მინდა მდიდარი ვიყო" და სადგურის ჭერი თავზე ჩამოგენგრევათ. 2. თუკი თამაშში ყველა გადაიმტერეთ და გაჟუჟეთ, სურვილი იქნება "მომეცი კაცობრიობაზე ბატონობა". აქაც მოკვდებით. 3. "მინდა უკვდავი ვიყო". ვერც აქ გადარჩებით. 4. "მინდა ზონა გაქრეს". ამ შემთხვევაში ცოცხალი რჩებით, მაგრამ ბრმავდებით. მოკლედ, დასასრული "სურვილის ჩაფიქრებით" არცერთ შემთხვევაში კეთილად არ მთავრდება. არის მეორე ვარიანტი - არ ჩაიფიქროთ სურვილი და განაგრძოთ იმის მიზეზის ძიება, თუ რატომ გაქვთ საკუთარი თავის მოკვლა დავალებული. ამ შემთხვევაში, ცოტაოდენი ძებნის შემდეგ, მიაგნებთ პასუხს თქვენს კითხვაზე. შემდეგ კი შემოგთავაზებენ პირობას, რომელზე დათანხმების, ან არდათანხმების შემთხვევაში კიდევ 2 განსხვავებულ დაბოლოებას მიღებთ, თუმცა ორივე "კეთილ" დასასრულად ითვლება. მოკლედ დაბოლოებების მრავალფეროვნებით სტალკერი უდავო ლიდერია და სიუჟეტში 10-დან 9 ქულას ვუწერ. გამოვთვალოთ საშუალო არითმეტიკული და მივიღებთ 7 ქულას. _________________________________________________________________________ ახლა რაც შეეხება თამაშის პრიქველს, STALKER: Clear Sky-ს. 1. ოპტიმიზაცია Clear Sky-ს 3D-ძრავი დაიხვეწა, სხვათაშორის საკმაოდ სწრაფად, გადავიდა DirectX10-ზე, მაგრამ როგორც ჩანს სხვამხრივ არაფერი გაუუმჯობესებიათ იმიტომ, რომ თამაშს ოპტიმიზაცია საერთოდ არ აქვს...პატჩების მთელი სერიის გამოსვლის შემდეგ ჩაირთო AA Dx10-ზე და პატარ-პატარა გაუმჯობესებებიც სახეზეა. სამწუხაროდ პატჩების გამოსვლას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა - ბაგები. ყველაზე მარტივს მოგიყვანთ: პირველ მისიაში "ჭაობის" ლოკაციაზე თუ წყალში ჩადგამდით ფეხს, სადაზვერვო კოშკზე მყოფი სტალკერი ხმას არ გაგცემდათ. სასიამოვნოა არა?... საბედნიეროდ 1.5.4 პატჩის შემდეგ შესაძლებელია ასე თუ ისე ნორმალურად თამაში, მაგრამ ოპტიმიზაციაში მხოლოდ 5 ქულა... 2. გრაფიკა-ატმოსფერო Dx10-ზე გადასვლამ თამაშს ახალი გრაფიკული ელემენტები მოუტანა, თუმცა მათი სრულად შეგრძნებისთვის ალბათ მინიმუმ მეცხრე სერიის Geforce ვიდეოდაფა დაგჭირდებათ. ატმოსფეროს დიდი ცვლილება არ განუცდია, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის უფრო "მეგობრულიც" კი გახდა, მაგრამ მუტანტების ქმედება დაიხვეწა, ჭაობის სისხლისმწოველი კი მართლაც კარგი გამოვიდა... მისი და Dx10-ის ხათრით აქ 10 ქულას ვწერ. 3. გეიმპლეი გეიმპლეიმ საკმაო ცვლილება განიცადა. შემოვიდა სწრაფი გადაადგილების საშუალება. სამწუხაროდ ეს არა ავტომობილი, არამედ გიდი-სტალკერია (ისე ცნობისთვის, Stalker სწორედ გიდს ნიშნავს). გარდა ამისა პერსონაჟები უფრო "ადამიანურები" გახდნენ, ლიმანსკის ბრძოლაზე კი ვერავინ იტყვის, რომ იქ "მკვდრები", ან "რობოტები" იბრძოდნენ. პირიქით, საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო იყო Shadow of Chernobyl-ის შეტაკებებისგან განსხვავებით. გარდა ამისა ახლა მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი დაჯგუფება და მისი სახელით მუსრი გაავლოს მოწინააღმდეგე დაჯგუფებას... კიდევ ერთი გაუმჯობესება ეხება იარაღს - ძველად იარაღის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო. ახლა კი შესაძლებელია იარაღისა და აღჭურვილობის არათუ გაუმჯობესება, არამედ რემონტიც კი. ასე რომ "სათამაშოებით" დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ქრება. კარგია ისიც, რომ არტეფაქტები აღარაა უხვად მიმოფანტული ზონაში და მათი ძებნა გიწევთ. მე მაგალითად ათიოდე თუ მექნება ნაპოვნი. ეს უფრო აზარტულს ხდის თამაშს. გეიმპლეიში თითქმის ყველა მინუსი გამოსწორებულია, ასე რომ 10 ქულა. 4. სიუჟეტი სამაგიეროდ მოიკოჭლებს სიუჟეტი. ეს პრიქველია, ყველამ ვიცით, რომ "სტრელოკი", რაც არ უნდა უყოს მას "შრამმა", გადარჩება და ერთადერთი, რის გამოც თამაშს ვხურავთ არის "შრამის" აღსასრულის ხილვა... მოკლედ დიდი ვერაფერი სიუჟეტია, მაგრამ იმის გამო, რომ გავიგეთ, როგორ მოხვდა სტრელოკი ზონის ცენტრში და როგორ მიიღო ტატუირება "S.T.A.L.K.E.R" ხელზე, სიუჟეტს 8 ქულას ვუწერ... მთლიანობაში Clear Sky-მ მოაგროვა 8 ქულა. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ STALKER - Call Of Pripyat-ის გამოშვება იანვრამდე გადაიდო. ვიმედოვნებ ამ დროში მოახდენენ თამაშის ყოველმხრივ ტესტირებას და სერიის მესამე თამაში ნორმალური რელიზი გამოვა... სტატიის ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემ მიერ გაკეთებული პირველი რევიუა (მინიმალური სქრინებით) და კარგი იქნება, თუკი ყოველი თქვენგანი გარკვეულ რეკომენდაციებს მომცემს, რომ შემდეგი რევიუებსთვის გავითვალისწინო :rolleyes: 7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 2, 2013 Share Posted January 2, 2013 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted January 3, 2013 Share Posted January 3, 2013 S.T.A.L.K.E.R. CoP -ზე DX რომ გადავიყვანე 10 თუ 11- ზე, თამაში აღარ ირთვებოდა, წაშლა და თავიდან დაყენება მომიწია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 1, 2014 Share Posted February 1, 2014 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted February 1, 2014 Share Posted February 1, 2014 რატო ამოწიეთ ეს თემა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 1, 2014 Share Posted February 1, 2014 რატომ ? კაი თამაშია. ბევრი გადაკეთებული მოდები გამოდის ამ თამაშის, ( გუგლში რომ დაძებნო ამოყრის უამრავს ) მაგრამ რად გინდა, ბაგებითაა სავსე, მაგარი ნერვები უნდა რომ დახურო. ( წარამარა თამაშიდან გაგდებს ). არადა სხვა მხრივ ორიგინალებს ჯობია ბევრი რამით. რომელი თვის რომელ რიცხვში გამოდის Lost Alfa ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted February 1, 2014 Share Posted February 1, 2014 რატო ამოწიეთ ეს თემა + 1 უკვე გადმოწერაზე დავფიქრდი რატომ ? კაი თამაშია. ბევრი გადაკეთებული მოდები გამოდის ამ თამაშის, ( გუგლში რომ დაძებნო ამოყრის უამრავს ) მაგრამ რად გინდა, ბაგებითაა სავსე, მაგარი ნერვები უნდა რომ დახურო. ( წარამარა თამაშიდან გაგდებს ). არადა სხვა მხრივ ორიგინალებს ჯობია ბევრი რამით. რომელი თვის რომელ რიცხვში გამოდის Lost Alfa ? ზუსტად ეგაა, კარგია, იმდენად ,რომ ისევ გინდა ითამაშო და დახურული რომ გაქვს ნანობ კიდეც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 1, 2014 Share Posted February 1, 2014 + 1 უკვე გადმოწერაზე დავფიქრდი მე უცებ ვიფიქრე არ მოწონთ ეს თამაში და იმიტომ თქვეს, რატომ ამოწიეთ ეს თემაო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted February 1, 2014 Share Posted February 1, 2014 სტალკერის ყველა ნაწილი იმდენჯერ მაქვს დახურული, ლამისაა ზეპირად ვიცი როდის, რომელი ბაგი სად ჩნდება და როგორ გავიარო მისია ისე, რომ ავცდე :-D ლეგენდა თამაშია :-) იყო... :- Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
korkotadze111 Posted December 10, 2015 Share Posted December 10, 2015 მოკლეთ კაი ხალხო ლეპტოპი არც ისე ძლიერი მაქ და ვიფიქრე სტალკერს დავხურავთქო არ მქონდა ნათამაშები ჰოდა ჩავწერე Shadow of chernobil დავიწყე დახურვა გავედი ბოლოში ფული კი ბლომად მქონდა და მე მინდაო ამ ჩემისამ სიმდიდრე და დაიბრიდა ვერც მსროლელზე გავარკვიე ვერაფერი ვერც დეკოდერი ვიპოვე საიდან უნდა ავიღო ეგ მისიები ვერ გავიგე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
freeman_010 Posted December 20, 2015 Share Posted December 20, 2015 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური, ატმოსფერული და ჩამთრევი თამაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gchi Posted December 21, 2015 Share Posted December 21, 2015 S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl ეს ვითამაშე ადრე რამდენჯერმე დავიწყე და ბოლოში ვერ გავედი, რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად ნელა და მთელი კაიფით გავდიოდი ყველაფერის მაგრამ რათ გინდა, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ადგილზე ვიჭედებოდი და გზას ვერ ვაგრძელებდი, ლოკაციაში შესვლისთანავე ანომალია მკლავდა და ეს ბაგი ვერ გამოსწორდა, შედეგად წითელი ტყის ლოკაციამდე ვერ მივაღწიე, ხოდა ამოვშალე. 2012 წლის მოდიფიცირებული nba-ს მოდით მაქვს ეს თამაში დისკზე და ეხლაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მაგრამ ვიცი ისევ იმ ადგილზე უნდა გავიჭედო და აღარ ვრთავ. metro 2033-ი მივამსგავსე ამას თითქოს მაგრამ სტალკერი მირჩევნია მაინც, ეს ბოდიალი, წინააღმდეგობები, მუტანტებით და ანომალიებით სავსე ლოკაციების გავლა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ტყვიის ფრენის რეალურთან მიახლოებული ბალისტიკები და მთელი ამბები ერთი მუღამია. დაჟანგულ ნივას რომ დაათრევ აქეთ-იქეთ და ცდილობ რომ დიდ ხანს იმსახურო, ტრანსპორტის გარეშე ძნელია, ჰამერიც მომეწონა მარა უკანა წამყვანი რატო გააკეთეს არ მესმის, მანქანის ადგილი არაა ამ თამაშში მაგრამ ზოგ ლოკაციაში მოსახერხებელი იყო როცა 60 კილოიანი ჩანთა მეკიდა ზურგზე . თან ზოგი ლოკაციის გავლისას ისე ვიძაბებოდი კისრის ძარღვები მტკივდებოდა. ჩაესშიც ვიყავი მაგრამ თავი ბოლო ვერ გავიგე სად წავსულიყავი , ყველაზე მეტად svd-თი ვკაიფობდი . ეჰ კაი თამაშია. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 25, 2017 Share Posted September 25, 2017 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.Gogola Posted January 20, 2018 Share Posted January 20, 2018 CRYENGINE გვექნება სტალკერში? : )) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
pepsiko Posted May 16, 2018 Share Posted May 16, 2018 stalker2 დანსონსდა 2021 წლისთვის https://www.stalker2.com Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted May 16, 2018 Share Posted May 16, 2018 42 minutes ago, pepsiko said: stalker2 დანსონსდა 2021 წლისთვის https://www.stalker2.com თუ ეგრე გვიან გამოდის ალბათ ეგ ps5ის დროს გამოვა და ძალიან ძლიერი გრაფიკა უნდა ქონდეს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 20, 2020 Share Posted March 20, 2020 S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat რიზენის პროცესორები უბერავენ მგონი, 100% დაგრუზაო ვინდოუს 10-ზე ერთი ბირთვი მაგ თამაშზე https://overclockers.ru/blog/e1nher1/show/34678/s-t-a-l-k-e-r-call-of-pripyat-zagruzil-ryzen-7-2700-na-100-a-v-steam-stal-dostupen-mount-and-blade-2-bannerlord-beta Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 16, 2020 Share Posted April 16, 2020 ფანატის ნაჩალიჩარია ეგ რემასტერი UHD ტექსტურებით და გაუმჯობესებული გრაფიკით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 8, 2021 Share Posted September 8, 2021 ახალის გამოსვლამდე ძველი stalker გაიხსენეს რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/55652/ocenivaem-s-t-a-l-k-e-r-prostranstvennaya-anomaliya-4-1-anomalnaya-zona-snova-zovet-chast-pervaya Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 9, 2021 Share Posted September 9, 2021 მაგ თემის მეორე ნაწილიც დაიდო: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/55653/ocenivaem-s-t-a-l-k-e-r-prostranstvennaya-anomaliya-4-1-chast-vtoraya Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 16, 2021 Share Posted September 16, 2021 S.T.A.L.K.E.R. Shadow of Chernobyl გარჩევაც არ დავიწყებიათ რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/56126/moi-vpechatleniya-ot-igry-s-t-a-l-k-e-r-shadow-of-chernobyl-chast-pervaya ეგ პირველი ნაწილია, ალბათ მეორეც დაიდება მოგვიანებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 19, 2021 Share Posted September 19, 2021 მეორე ნაწილიც დაუდიათ ზედა თემის: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/56127/moi-vpechatleniya-ot-igry-s-t-a-l-k-e-r-shadow-of-chernobyl-chast-vtoraya ველოდებით თანამედროვე ვარიანტს, იმედია გრაფიკის გარდა თამაშიც კარგი იქნება და ნამეტარი დაბაგული არ გამოუვათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 21, 2021 Share Posted September 21, 2021 მესამე ნაწილიც დაიდო მაგ თემის https://overclockers.ru/blog/ddr77/show/56128/moi-vpechatleniya-ot-igry-s-t-a-l-k-e-r-shadow-of-chernobyl-chast-tretya გრაფიკა იმ დროისთვის საკმაოთ კარგათ გამოიყურებოდა, ეხლა რა თქმა უნდა მოძველდა უკვე მორალურათ ეგეთი ტიპის ტექსტურები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 22, 2021 Share Posted September 22, 2021 მაგ თემის მეოთხე ნაწილიც დაუდიათ: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/56129/moi-vpechatleniya-ot-igry-s-t-a-l-k-e-r-shadow-of-chernobyl-chast-chetvertaya მთელი დისერტაცია დაწერა მაგ ბლოგერმა მაგ თამაშზე, ნათამაშები ალბათ გაცილებით მეტი ექნება ვიდრე მაგ სტატიის დაწერაზე დახარჯა დრო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 25, 2021 Share Posted September 25, 2021 ლოლ მეხუთე და მეექვსე ნაწილიც დაიდო მაგ დაუსრულებელი სტატიის ძველ სტოლკერზე: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/56130/moi-vpechatleniya-ot-igry-s-t-a-l-k-e-r-shadow-of-chernobyl-chast-pyataya https://overclockers.ru/blog/ddr77/show/56131/moi-vpechatleniya-ot-igry-s-t-a-l-k-e-r-shadow-of-chernobyl-chast-shestaya Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.