jomardi Posted June 28, 2011 Share Posted June 28, 2011 http://i54.tinypic.com/2cyp0nd.jpg სალამი, მათვის ვინც გულგრილი არაა ავტო-სიმულატორებზე და არ იცის ამ სიმულატორის შესახებ... წლებია სიმრეისინგში ვარ და ბევრი საინტერესო სიმულატორს გავუსინჯე გემო და ბევრს დღესაც პატივს ვცემ. მაგრამ არის ერთი წყალგამყოფი რომელსაც ქვია iRacing გადაჭრით შემიძლია ვთქვა რომ უახლოეს 3-5 წელიწადში ამ დონის ავტო სიმულატორი არ შეიქმნება. მოკლედ Copy & Paste ჩემი ბლოგიდან: iRacing (აირეისინგ) არ გააჩნია დემო, ის არ იყიდება მისი მხოლოდ “დაქირავება” შეგიძლია რომლის ფასიც 1 თვის გადასახადი არის 12$ და შედის სტანდარტული ე.წ. კონტენტენტი 6 მანქანა 9 ტრასა. ფასდაკლებები: 3 თვის გამოწერა ღირს 30$ (1 თვე 10$) 1 წელი, 99$ (ახალ მომხმარებლისთვის 49$) (1თვე 8.25$) 2 წელი, 179$ (1 თვე 7.46$) ახალი აქაუნტისთვის ყოველთვის არის სხვადასხვა შეღავათები მაგ. 1 თით 5$ ყოფილა 1$… ან 3 თვე 10$ წელწადი 50$, 75$ +1 დამატებითი მნქნით დ 2 ტრასით. დამატებითი ტრასები და მანქანები: მანქანა 11.95$ ტრასა – 11.95$ ან 14.95$ დამოკიდებული ტრასის სიდიდეზე. არის შეღავათები: თუ შეიძენ 3 ცალს ერთად 10% ფასდაკლება. თუ 6 ცალს, 20%. ხოლო თუ ყველას 25% (მანქან და ტრასები) შეძენილი მანქანები და ტრასები თქვენთან რჩება გადახდილი გამონაწერის ვადის გადახდის შემდეგაც, მომავალ გააქტიურებამდე. არის სხვადასხვა პრიზები დაწყებული სპონსორებიდან მაგ. nVIDIA, INTEL და ა.შ ჩემპიონატებზე საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია, 1 ადგილი 10 500$ 2 ადგილი 4000$ და ა.შ. შეიძლება მოხვდე ნამდვილ ბოლიდში და ჩაგიტარონ გაკვეთილები მოკლედ ყველაფერი მაღალ დონეზე… http://i55.tinypic.com/xfx79t.jpg ახლა რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ სიმულატორში? iR არის წმინდა წყლის “ჰარდკორული” სიმულატორი, იგი იყენებს ბოლო თაობის ტექნოლოგიებს ტრასების და მანქანები შექმნაში. გამოიყენება ლაზერული სკანირება ტრასების და ბოლიდების. მანქანების ფიზკის შექმნაზე მიდის თანამშრომლობა გუნდების ინჟინრებთან და პილოტებთან ერთად. iR–ში ყველა ტრასა და მანქანა ლიცენზირებულია. მათ გამოცდილება აქვთ მიღებული უკვე წარსულში აღიარებულ სიმულატორებში როგორებიც არიან, Grand Prix Legends (GPL) IndyCar Racing და NASCAR Racing 2003 Season (NR2003). http://i54.tinypic.com/2db9bn9.jpg მე მინდა კიდევ რამოდენიმე განსაკუთრებულობაზე გაგიმახვილოთ ყურადრება და ამ სიმულატორის ყველა შესაძლებლობები გაგაცნოთ. მოცემულ დროისთვის iRacing–ს გააჩნია 46 ტრასა 114 ვარიაციით. 23 მანქანა და ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება. აირეისინგის დღესდღეობით ყველაზე მიახლოებულ რეალობასთან სიმულატორების შორის ხდის, მაღალი სიზუსტით შესრულებული მოდელირება, ტრასების და ბოლიდების ლაზერული სკანირებისდახმარებით. მაღალი სიზუსტით შექმნილი ფიზიკა ბოლიდის მოქმედება ტრასაზე. მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გამოცდილი და ჩამოყალიბებული სიმრეისერები. სადაც მოქმედებს დახვეწილი რეიტინგური სისტემა და თქვენ მოგიწევთ თქვენი დონის მრბოლელებთან შეჯიბრი. ასევე უზრუნველყოფილია მეტნაკლებად უსაფრთხო რბოლები რასაც განაპირებებს თქვენი და მოწინააღმდეგის უსაფრხოების რეიტინგიც. რბოლაში მონაწილეობა შესაძლებელია დღის ნებიემიერ მონაკვეთში. მე მინდა ამ ჩამონათვალიდან ავღნიშნო ჩემი აზრით რა ხდის ასე მიმზიდველს iR ესენია; 1) კარიერა, რომელსაც გადიხართ არა AI (ხელოვნური ინტელექტი) ორთაბრძოლებით არამედ ონლაინში თქვენივე დონის და რეიტინგის, ცოცხალ ადამიანებთან. 2) უსაფრთხოების რეიტინგი, (SR [safety Rating]) რომელიც ყოველ წამს მოქმედებს, იქნება ეს ტესტ–დრაივი თუ ოფიციალური შეჯიბრება. SR მოქმედებს შემდეგნაირად, როდესაც თქვენ კარგავთ მართვას გატრიალებთ ან გადადიხართ გზიდან ამ დროს ეკრანზე გამოდის მანიშნებელი რომელიც იუწყება რომ თქვენ გემატებათ უარყოფითი SR რეიტინგში. ეს კი ცუდი არის, რამე თუ უშლის თქვენს შემდეგ საფეხურზე ასვლას რეიტინგებში. iRacing–ში კარიერას იწყებთ ე.წ. Rookie (დამწყები) და გადადიხართ თქვენი რეიტინგების (SR, iRating) მიხედვით D, C, B, A, PRO კლასებში… ამას კი საჭირო დრო, ჩემიონატები, რბოლებში მიღება არის საჭირო. რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეუწყვეტლად ტარდება და იყოფა 4 სეზონად თითო სეზონი 12 კვირიდან შედგება Rookie, D, C, B, A, კლასში. http://i51.tinypic.com/zsq161.jpg სულ ბოლოს პატარა iR რეკლამას დავამატებ აქ “iRacing.com is home to over 25,000 racers from hobbyists to professional drivers” ესეც ბმული პროფესიონალი მრბოლელების რომლებიც ჩართულები არიან iR ოფიციალურ რბოლებში: Pro drivers უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ iRacing TV და გაეცნოთ სიახლეებს iRacing NEWS ან ადევნოთ თვალყური ონლაინ შეჯიბრებებს LIVE-ში iRacing FAQs– (ორიგინალი) iRacing FAQs–(რუსული) (ბმულის სანახავად gmail აქაუნტია საჭირო) ოფიციალური საიტი: http://www.iracing.com/ (კლავიატურით და ვირთხით ვერ ითამაშებთ) რამოდენიმე გვერდი მინდა წარმოვადგინო რუსული სიმრეისინგ საიტიდან simracing.su რომელიც ოფიციალური პარტნიორია iRacing–ის და ძალიან საინტერესო სტატიები და არქივი გააჩნია ზოგადად სიმრეისინგზე. 1) Знакомьтесь – iRacing! 2) FIRST – Официальный Спортивный Кодекс (აქ ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული დამწყებთათვის) 3) iRacing – Обзор автосимулятора 4) iRacing – Руководство пользователя http://www.youtube.com/watch?v=KoZVlczCCJE&feature=player_embedded http://www.youtube.com/watch?v=-sK2mvxvm08&feature=player_embedded მომდევნო სიახლები ჩემ ბლოგზე : http://jomardi.wordpress.com/ 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted June 28, 2011 Share Posted June 28, 2011 კარგია, რომ აქაც დადე, ეგებ გამოჩნდეს ვინმე მსურველი. ისეთი, ვისაც ახალი სიმის მოსინჯვა უნდა... მე პირადად "ბორბლებიანი" თამაშები არ მიზიდავს, მაგრამ ყველა ჩემნაირი ხომარ იქნება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted June 28, 2011 Author Share Posted June 28, 2011 მიშა პირველ რიგში გილოცავ მოდერობას გამახსენდა ძველი დრო ქურდათ რომ ნათლავდნენ და უარს რომ ამბობდნენ კაი ტიპები ანუ "სმისლე" აქამდე რატომ არ იყავი მოდერი მიკვირდა რაც ამ თემას შეეხება ხო იყოს იქნებ ვინმე იყოს ისეთი რომელსაც აქვს მოსინჯული სხვები და ან ვერ დაამუღამა ან უფრო მეტი უნდა... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted June 28, 2011 Share Posted June 28, 2011 მიშა პირველ რიგში გილოცავ მოდერობას გამახსენდა ძველი დრო ქურდათ რომ ნათლავდნენ და უარს რომ ამბობდნენ კაი ტიპები ანუ "სმისლე" აქამდე რატომ არ იყავი მოდერი მიკვირდა რაც ამ თემას შეეხება ხო იყოს იქნებ ვინმე იყოს ისეთი რომელსაც აქვს მოსინჯული სხვები და ან ვერ დაამუღამა ან უფრო მეტი უნდა... უი შენ არ იცი ხომ? მე მესამედ ვარ მოდერი უკვე, ორჯერ ვარ გამოქცეული ადმინისტრაციიდან გმადლობ :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
StarKiller Posted June 28, 2011 Share Posted June 28, 2011 რული რომ მქონდეს გაასწორებდა :*პ.ს რული არ შემისწოროთ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 16, 2011 Author Share Posted July 16, 2011 ჩემი პირველ 2 რბოლაში, ორივე კლასში (Road&Oval) გამარჯვების დიპლომი თუ სიგელი რა დავარქვაესენი ლიცენზიას ეძახიან... გამაქვს საქართველოს სახელი გარეთ, მარა რათგინდა ყველას ის მეორე georgia გონიასანამ დროშამდე არ მიდგება საქმე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 16, 2011 Share Posted July 16, 2011 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted July 16, 2011 Share Posted July 16, 2011 jomardi გილოცავ,ეს ერთი და სხვა მრავალი.მალე გვენახოს შენი გამარჯვებები iracing 2.0-შიც. iRacing.com – New Suzuka Previews Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 16, 2011 Share Posted July 16, 2011 მოიცა! ნავიგატორის ადგილას რატომ ხარ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 16, 2011 Author Share Posted July 16, 2011 STI-228 მადლობა გაიხარე მოიცა! ნავიგატორის ადგილას რატომ ხარ? რა იგულისხმე დამაინტერესა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted July 16, 2011 Share Posted July 16, 2011 მიშა მოიცა! ნავიგატორის ადგილას რატომ ხარ? iracing 2.0 არ გამოსულა ჯერ.ცოტა დარჩა აგვიტომდე. ჩემი გადაღებული სურათი არ არის, უბრალოდ კამერაა გვერძე დაყენებული. Jomardi რა იგულისხმე დამაინტერესა მგონი,(თუ არ ვცდები) დაახლოებით ეს იგულისხმა: რატომ მძღოლის (driver)-ის ადგილიდან არ არის სურათი გადაღებული. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 16, 2011 Author Share Posted July 16, 2011 მგონი,(თუ არ ვცდები) დაახლოებით ეს იგულისხმა: რატომ მძღოლის (driver)-ის ადგილიდან არ არის სურათი გადაღებული. კი ეგრე იქნება, მე ვერ დავტვინე უცბად iracing 2.0 არ გამოსულა ჯერ.ცოტა დარჩა აგვიტომდე ეგ აპდეიტი იქნება და მეტი არაფერი, რომელსაც საიტიდანვე ავტომატურად განაახლებს. 2.0 ნახევარი (ძირითადი) მაისის თვეში უკვე დაყენდა. აგვისტოში მე-3 სეზონი მთავრდება და მაგ პონტში გადადეს უეჭველი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 jomardi ეგ აპდეიტი იქნება და მეტი არაფერი, რომელსაც საიტიდანვე ავტომატურად განაახლებს. 2.0 ნახევარი (ძირითადი) მაისის თვეში უკვე დაყენდა. აგვისტოში მე-3 სეზონი მთავრდება და მაგ პონტში გადადეს უეჭველი ეგ კი მაგრამ ორი ახლი მანქანა ხო დაემატება. ისე Lotus Seven რომ დამატებინათ ძალიან მაგარი იქნებოდა. ეხლა რა მაინტერესებს კიდევ.ეს თამაში არ მითამაშია და მარტო ვიდეობს ვნახულობ ხოლმე.მანქანის interier-ში Driver-ის ხელები არ ჩანს ხო?ანუ ისე არ არის,როგორც ეს Live For Speed-შია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 ვერ გავერკვიე ანუ რო ითამაშ ო უნდა იყიდო ხო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 რა იგულისხმე დამაინტერესა მგონი,(თუ არ ვცდები) დაახლოებით ეს იგულისხმა: რატომ მძღოლის (driver)-ის ადგილიდან არ არის სურათი გადაღებული. კი, ეგ ვიგულისხმე ზუსტად, მეგონა რამე Co-Op-ის მსგავსი ჰქონდა და ორი კაცით შეიძლებოდა რბოლა... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 17, 2011 Author Share Posted July 17, 2011 ეგ კი მაგრამ ორი ახლი მანქანა ხო დაემატება. ეგ კი მაგრამ iR 3-თვეში ერთხელ უშვებს ახალ მანქანებს და ტრასებს და ასევე განახლებებს. ეს ის პროეკტია რომელიც მუდმივ განახლებაშია უკვე 3 წელია. Lotus Seven არა მაგრამ სამაგიეროდ Lotus 79 (F1) არის interier-ში Driver-ის ხელები არ ჩანს ხო? არა და ბევრი მოთამაშე რულსაც უთიშავს. ვერ გავერკვიე ანუ რო ითამაშ ო უნდა იყიდო ხო? არა ყიდვით ვერ იყიდი უნდა იქირაო ყოველთვიური გადასახადი+დამატებითი მანქანები 11.95$ ტრასები 11.95$ 14.95$ (გააჩნია) ეს ყველაფერი თავში მაქვს ახსნილი. ორი კაცით შეიძლებოდა რბოლა... ისე რა მაგის მასუხია და ეგ სერვისი ემატება ახლა ანუ 24-საათიანი რბოლები პილოტების შეცვლით ანუ მე რომ დავიღლები ასე 2 საათში შევატყობინებ "თიმეითს" და შემეცვლება ბოქსებში ეს მაგარი საინტერესო იქნება ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 ჰმ სად გავყიდე რული არადა მაგარია! რო ვითრევ 4 3 რულს მერე ვიქირავებ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 25, 2011 Author Share Posted July 25, 2011 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 25, 2011 Share Posted July 25, 2011 გადმოსაწერი ლინკი ან რამე მსგავსი არააქვს?? :ugly_confused2: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 25, 2011 Author Share Posted July 25, 2011 გადმოსაწერი ლინკი ან რამე მსგავსი არააქვს?? რომ გადმოწერო ჯერ უნდა დარეგისტრირდე, რომ დარეგისტრირდე უნდა იყიდო (იქირავო) 1 თვიანი, 3 თვიანი, 1 წლიანი 2 წლიანი ახალი "მემბერებისთვის" დისქაუნტი 1 თვე 6$ ან 1 წლით 49$ არის პირატული მაგრამ ის 2008 წლის პირველი ვერსია არის და შთაბეჭდილებები წაგეშლება ... თუმცა აგერ ლინკიც და ცადოს თუ ვინმეს დააინტერესებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 25, 2011 Share Posted July 25, 2011 ახალი არ გაუტეხიათ?? რა არის ეგეთი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 25, 2011 Author Share Posted July 25, 2011 ახალი არ გაუტეხიათ?? რა არის ეგეთი არც გატყდება ბრაუზერიდან ეშვება თამაში... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 31, 2011 Author Share Posted July 31, 2011 წყნარი მუსიკა ვისაც უყვარ "slow motion" http://www.youtube.com/watch?v=p2Tjab7gE2E&feature=player_embedded http://www.youtube.com/watch?v=-MxAp49y6uM&feature=channel_video_title http://www.youtube.com/watch?v=3KWuzFJS_xc დანარჩენი ჩემთან - პ.ს. "აი რატომ ვარ აირეისინგში" Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted August 5, 2011 Author Share Posted August 5, 2011 iRacing.com Driving School აქ არის ვიდეო კრებული, რომელიც გამოადგება გამოცდილ თუ დამწყებ ვირტუალურ თუ ნამდვილ რბოლელებს. ორიგინალი iRacing-ის Playlist ეს კი რუსული თარგმანით (ჯერ მხოლოდ 10 ვიდეო არის ნათარგმნი /სპოილერში, რადგან პლეილისტი არ აქვს გაკეთებული/) http://www.youtube.com/watch?v=eaeJfIkMSjg http://www.youtube.com/watch?v=Az8bGhobuq4 http://www.youtube.com/watch?v=cjD4Jxat5VU http://www.youtube.com/watch?v=eX9mSqrdH9o http://www.youtube.com/watch?v=tGlwCpwAEGY http://www.youtube.com/watch?v=w87dQzqu5Es http://www.youtube.com/watch?v=ZNoFuoxudWY http://www.youtube.com/watch?v=WW41fvOpXbU http://www.youtube.com/watch?v=N4mAQ0Yhy4o http://www.youtube.com/watch?v=6TMFXJzBYeM Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted August 7, 2011 Share Posted August 7, 2011 კახაბერ, მაშინ რომ დამარეგისტრირე, ეგ პირველი, ანუ უფასო ვერსია იყო, თუ ეს, მე-2? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.